![]() |
ოჩხარი |
![]() |
1 ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
|
ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან
ერთხელ მეფე ერეკლე ჯარით ჯავახეთის მთაზე მიდიოდა და დაინახა მახლობლად
დიდი ჯოგი და ცხვრის ფარა. ბრძანა, რომ ძროხები და ცხვრები ეყიდათ და
ჯარისათვის სადილი დაემზადებინათ. მეჯოგემ უარი თქვა გაყიდვაზედ. ,,მე
მეფეს არაფერს მივყიდიო და თუ გამაბედნიერებს თავის მობრძანებით ჯარიანა და
ჩემს პურ-მარილს იკადრებსო, შესაფერისად ვემსახურებიო''. ერეკლეს მოახსენეს
მწყემსის – ,,ჯავახის'' პასუხი და მიიღო სიამოვნებით მისი პურ-მარილი.
მწყემსმა, გვარად ზურაშვილმა, დაკლა მრავალი ძროხა და ცხვარი და
გაუმასპინძლდა მეფეს. ერეკლემ უბრძანა მდივანს სიგელი დაეწერა. დაუძახეს
მწყემსს და წაუკითხეს სიგელი მეფის წყალობისა, რომელიც მწყემსმა დაჩოქებით
მოისმინა. ამ სიგელით მეფემ უბოძა მწყემსს აზნაურობა. მწყემსმა იფიქრა:
,,ცარიელი აზნაურობა რად მინდა, ეს მთა რომ ებოძა კიდევ, კარგი იქნებოდაო''
და მოახსენა: |
|
ოჩხარი – შესაწევარი ღარიბთათვის სამეურნეო დანაკლისის შესავსებად. |
![]() |
2 თაყაიშვილი ექვთიმე |
▲ზევით დაბრუნება |
დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.
1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს
პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ
ენათა განხრით.
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ
სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს,
ისტორიას და გეოგრაფიას). 1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ
სათავადაზნაურო გიმნაზიას. პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე
ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და
"საქართველოს სიძველენი". თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს
თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის
სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი
პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის
შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს
საეკლესიო ისტორიას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ
აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17
ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით,
ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი
დამსახურებაა "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც
უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ
ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული
ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი
გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. ბოლშევიკური
რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი
ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა
საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის
ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი
ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე
დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი
გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიკა" (ლონდონი) სარედაქციო
საბჭოს წევრი. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა.
1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946
წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული
ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად
მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა
ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.593-594
ექვთიმე თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:
5 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:
21 თებერვალი, 1953 (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:
მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:
არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, წმინდანი
ბიოგრაფია
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია