The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები


უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები



უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები

Towards the European Higher Education Area

Main Documents of the Bologna Process

კრებულის შემდგენელ - რედაქტორები:

ლალი ბაქრაძე

ლიკა ღლონტი

ემზარ ჯგერენაია

პასუხისმგებელი რედაქტორი: ლალი ბაქრაძე

რედაქტორი: ლია კაჭარავა

კრებული მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (გრანტი N.:G04- 0138) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრების მეშვეობით. მასში გადმოცემული თვალსაზრისები შეიძლება არ ემთხვეოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის ფონდის შეხედულებებს.

თბილისი

თბილისი 2005

ISBN: 99940-710-3-3

სრული ტექსტი

1 სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


სარჩევი

წინასიტყვაობა

უნივერსიტეტების დიდი ქარტია
(MAGNA CHARTA UNIVERSITATUM)
ბოლონია, 18 სექტემბერი, 1988 წელი

ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან
დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია
ლისაბონი, 11 აპრილი, 1997 წელი

სორბონის ერთობლივი დეკლარაცია
ევროპის უმაღლესი განათლების სისტემის
არქიტექტურის ჰარმონიზაციის შესახებ
პარიზი, 25 მაისი 1998 წელი

ბოლონიის დეკლარაცია
უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე
ბოლონია 19 ივნისი, 1999 წელი.

ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
სალამანკის შეხვედრის მიმართვა
უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ფორმირება
სალამანკა, 30 მარტი, 2001 წელი

სტუდენტთა გიოტებორგის დეკლარაცია
გიოტებორგი, 25 მარტი, 2001 წელი.

პრაღის კომუნიკე
უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ
პრაღა 19 მაისი, 2001 წელი

გრაცის დეკლარაცია
ბერლინის შემდეგ: უნივერსიტეტების როლი 2010 წლამდე და მას შემდეგ
გრაცი, 30 მაისი, 2003 წელი

ბერლინის კომუნიკე
უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნა
ბერლინი, 19 სექტემბერი, 2003 წელი

აბრევიატურები.

ლექსიკონი

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ბაქრაძე ლალი

წინასიტყვაობა

ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციის სახელწოდებით ცნობილ დოკუმენტს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატა საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში.

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნისათვის სამზადისი რამდენადმე ადრე დაიწყო. კერძოდ, ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია (1998). ხოლო ისეთები როგორიცაა პრაღისა და ბერლინის კომუნიკე, გრაცისა და სალამანკის დოკუმენტები, სტუდენტთა გიოტებორგის დეკლარაცია პროცესის შემდგომი მიმდინარეობისას შეიქმნა. ბოლონიის პროცესი დინამიურად და აქტიურად ვითარდება. მის ფარგლებში რეგულარულად ეწყობა სემინარები, რომელთა მიზანია ფუძემდებლური დოკუმენტებით განსაზღვრული კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. სემინარების თანმიმდევრულად იქმნება ახალი დოკუმენტებიც.

წინამდებარე კრებული დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს იმ ძირითად დოკუმენტებს,რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ბოლონიის პროცესის მასშტაბების, მისი ძირითადი მიზნებისა და ამოცანების გასაგებად.

დღეს ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს ბოლონიის პროცესისადმი. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება პასუხი კითხვაზეც: რას წარმოადგენს ბოლონიის პროცესი და რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას მასში მონაწილეობამ? პროცესის მიმზიდველობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეჭვს არ იწვევს. ბოლონიის პროცესი ევროპული პროცესია და, თავისთავად ცხადია, მასში ჩართვა ჩვენი ქვეყნისათვის ევროპისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ევროინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოს მოცულობაც.

საქართველოს მიერთება ბოლონიის დეკლარაციასთან და ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია დაკავშირებულია პროცესში მონაწილე მხარეთა მიერ აღიარებული შემდეგი ძირითადი პრინცი პების თანმიმდევრულ განხორციელებასთან: იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღება; კრედიტების სისტემის შემოღება; მობილობის ხელშეწყობა; განათლების ხარისხის უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მიმზიდველობის ზრდა; უმაღლეს განათლებაში ევროპული განზომილებების დანერგვა; სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში; სტუდენტთა მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების მართვაში; უმაღლესი განათლებაში სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა. პრინცი პების ჩამოთვლაც კი ადვილად გვარწმუნებს იმაში, თუ რამდენად სერიოზული რეფორმებია გასატარებელი დროის არცთუ დიდ მონაკვეთში, რათა 2010 წლისათვის ანუ იმ პერიოდისათვის, როცა ბოლონიის პროცესის ძირითადი ეტაპის დასრულებაა ნავარაუდევი, საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცის სრულფასოვანი წევრი. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს ერთის მხრივ, ჩვენთვის მოცემული შანსის მნიშვნელობა და მეორეს მხრივ, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანების მასშტაბები. უმაღლესი განათლების რეფორმირებას საფუძველი შეუქმნა 2004 წლის კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის დებულებები ძირითადად შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის პრინცი პებთან.

ვიმედოვნებთ, რომ კრებული გარკვეულ დახმარებს გაუწევს როგორც ხელისუფლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ რეფორმის წარმატებით განხორციელების საქმეში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოცემულ სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ერთიანი ტერმინოლოგია. ეს, ცხადია, ართულებს მსგავსი გამოცემების განხორციელებას. წინამდებარე კრებულზე მუშაობისას ჩვენ ვხელმძღვანელობდით უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დამკვიდრებული ტერმინებითა და განმარტებებით, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის სახელმძღვანელოზე დართული ლექსიკონით და შემდეგი ინგლისურენოვანი გამოცემით: The Greenwood Dictionary of Education, 2003. ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის ლისაბონის 1997 წლის კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს, იბეჭდება იმ სახით, როგორიც მოგვაწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული დოკუმენტის მიხედვით ზოგიერთი ტერმინის ქართული თარგმანი არ შეესაბამება ინგლისურენოვან ორიგინალს. მაგალითად, დეგრეე, რაც ინგლისურად ნიშნავს აკადემიურ ხარისხს, ქართულად ითარგმნა როგორც სამეცნიერო ხარისხი.

და ბოლოს, საყურადღებო და სასარგებლო შენიშვნებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ირაკლი მაჩაბელს და ქალბატონ ლელა მაისურაძეს.