The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მოხალისეთა მართვის დამხმარე სახელმძღვანელო:რესურსი ახალგაზრდა მოხალისეებისათვის


მოხალისეთა მართვის დამხმარე სახელმძღვანელო:რესურსი ახალგაზრდა მოხალისეებისათვის



1 რატომ ეს სახელმძღვანელო?

▲ზევით დაბრუნება



დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია პროექტის „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ-ის’’ მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო.

მოხალისეთა მართვის დამხმარე სახელმძღვანელო:რესურსი ახალგაზრდა მოხალისეებისათვის

ნაწილი 1

ნაწილი 2

რატომ ეს სახელმძღვანელო?

COVID-19 უპრეცედენტო გლობალურ საგანგებო პანდემიაში გადაიზარდა. ჩვენ ვხედავთ უამრავ ახალ შემთხვევას, ჯანდაცვის სერვისების გადატვირთვას COVID-19-ის შემთხვევებით და ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს. საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად ფერხდება. COVID-19 გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველა სეგმენტზე და განსაკუთრებით საზიანოა იმ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან, კერძოდ, სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უსახლკაროები, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი წვდომა წყალთან, ლტოლვილები, მიგრანტები და დევნილები. მოზარდები და ახალგაზრდები ინფექციასთან კონტაქტის და გადაცემის დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ვირუსისგან გამოწვეულ შიშსა და შფოთვის შეგრძნებას ამძაფრებს სკოლებთან და თანატოლებთან დაშორება, სწავლის ახალ მეთოდებთან და კომუნიკაციის ახალ გზებთან შეგუება. ზოგ მოზარდს განსაკუთრებით რთულ გარემოებებში უწევს პანდემიასთან გამკლავება. საკუთარ სახლში ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებს შესაძლოა, ჩაკეტილობის და უსუსურობის განცდა განუვითარდეთ და საბოლოოდ დეპრესიამდე მიიყვანოს. აღნიშნულ სიტუაციაში, არსებობს მათი სარისკო ქმედებებში ჩართვის მაღალი ალბათობა. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ნარკომანიისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაში, ონლაინ აზარტულ თამაშებში და ა.შ.

მოზარდები და ახალგაზრდები მნიშვნელოვანი რესურსია ჯანმრთელი და თანასწორი საზოგადოების COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საპასუხო ქმედებები უნდა ითვალისწინებდეს მოზარდების პრიორიტეტებსა და საჭიროებებს, ისინი არა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფად უნდა მივიჩნიოთ, არამედ საკმაოდ ეფექტურ პარტნიორებადაც ამ ბრძოლაში. ამიტომ, მოზარდები და ახალგაზრდები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი COVID-19-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანატოლებისთვის დახმარების გაწევასა და საზოგადოებისთვის სოლიდარობის დემონსტრირებაში. მათი ჩართულობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა მოხალისეობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მუშაობის გაფართოებას და პოზიტიური შედეგების მიღებას თავად თემში, ბავშვებსა და მოზარდებში/ახალგაზრდებში. ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა ხანდაზმული მოსახლეობის მხარდასაჭერად, რადგან სწორედ მათზე მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა პანდემიამ და ამ მხარდაჭერით გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა.

ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა დაიბადა პროექტიდან მოზარდების/ მოხალისეობრივი ჩართულობა COVID-19–ის საპასუხოდ საქართველოში. პროექტის მიზანია მოზარდი/ახალგაზრდა მოხალისეების გაძლიერება მოხალისეობის გზით, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, რათა ეფექტურად განახორციელონ COVID-19-ის საპასუხოდ მოხალისეობრივი საქმიანობა.

მოხალისეთა მართვის სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ახალგაზრდა მოხალისეების მოტივაცია, მოხალისეების შესაძლებლობების შექმნა, ხელშეწყობა, რეკრუტირება, შერჩევა, მონიტორინგი და შეფასება, ემოციური დახმარების აღმოჩენა, მოხალისეების შენარჩუნებისა და აღიარების მექანიზმების გაცნობა საქართველოში COVID-19-ის პერიოდში. სახელმძღვანელო დაეხმარება ქართველ ახალგაზრდა ლიდერებს, გაიღრმაონ მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცოდნა, აღიჭურვონ საჭირო კომპეტენციებითა და შესაბამისი გამოცდილებით, რათა აქტიურად იმუშაონ ახალგაზრდებთან მოხალისეობის გზით და აძლევს მათ საშუალებას, მოირგონ ლიდერის როლი და თავიანთ თემებში დადებითი ცვლილებები განახორციელონ.

2 თემა 1. მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა

▲ზევით დაბრუნება


თემა 1. მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა


აქტიური მოქალაქეობ

“არავინ იბადება კარგი მოქალაქედ; არცერთი ერი არ იბადება დემოკრატად. პირიქით, ეს არის პროცესები, რომლებიც ვითარდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ახალგაზრდები დაბადებიდან უნდა იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოება, რომელიც არ უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავისივე სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს.“

კოფი ანანი

განმარტება:

მოქალაქეობა არის სტატუსი პირისა, რომელიც აღიარებულია კანონით, როგორც სუვერენული სახელმწიფოს იურიდიული წევრი ან ერის წარმომადგენელი. ერი თავის მოქალაქეებს ანიჭებს გარკვეულ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. ამის სანაცვლოდ, მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ თავიანთი ქვეყნის ან ჯგუფის კანონებს და დაიცვან იგი მტრებისგან.

აქტიური მოქალაქეობა არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს საზოგადოების საქმეებში ინდივიდის მონაწილეობას არასასურველი ცვლილების დასაძლევად: ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. არსებობს ადგილობრივ საზოგადოებაში ადამიანების აქტიურად ჩართულობის სხვადასხვა გზა და აქტიური მოქალაქეობის სხვადასხვა მიზეზი.

მოქალაქის სამი ტიპი

  • პასუხისმგებლიანი მოქალაქე - პასუხისმგებლობით მოქმედებს თავის საზოგადოებაში. მუშაობს და იხდის გადასახადებს. ემორჩილება კანონებს. ახარისხებს ნარჩენებს, ეწევა სისხლის დონაციას. მოხალისეობს კრიზისული სიტუაციების დროს.

ქმედება - მონაწილეობს მოშიმშილე ადამიანებისთვის საკვების შეგროვებაში.

  • ლიდერი - აქტიური წევრი სათემო ორგანიზაციების ან/და ცვლილებების განმახორციელებელი გუნდის მონაწილე. ორგანიზებას უწევს საზოგადოების ძალისხმევას, იზრუნონ გაჭირვებულებზე, ზრუნავს ეკონომიკურ განვითარებაზე და გარემოს დასუფთავებაზე. იცის, როგორ მუშაობს სამთავრობო უწყებები. იცის კოლექტიური საქმიანობის მართვის სტრატეგიები.

ქმედება - ორგანიზებას უწევს მოშიმშილეთათვის საკვების შეგროვებას

  • სამართლიანობაზე ორიენტირებული - კრიტიკულად აფასებს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებს, რათა ხილული შედეგების მიღმა რეალური მიზეზები დაინახოს. ეძებს და უყურადღებოდ არ ტოვებს უსამართლობის გამოვლინებებს. იცის დემოკრატიული, სოციალური მოძრაობების და სისტემური ცვლილებების განხორციელების გზების შესახებ.

ქმედება - იკვლევს, რატომ შიმშილობენ ადამიანები და მოქმედებს გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად.

ახალგაზრდობის განმარტება

ახალგაზრდობა საუკეთესოდ განიმარტება, როგორც ბავშვობის დამოკიდებული მდგომარეობიდან ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლობისკენ გადასვლის პერიოდი. სწორედ ამიტომ, როგორც კატეგორია, ახალგაზრდობა უფრო ცვალებადია, ვიდრე ფიქსირებული ასაკობრივი ჯგუფები. ახალგაზრდად ხშირად მოიხსენიებენ პირს, რომელმაც დაასრულა სავალდებულო განათლება და არის პირველი სამუშაოს ძებნის პროცესში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სტატისტიკური მიზნებისათვის, განსაზღვრავს ახალგაზრდობას, როგორც პირებს 15-დან 24 წლამდე, წევრი სახელმწიფოების სხვა განსაზღვრებების შეუზღუდავად. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF - United Nations Children's Fund) და ჯანმო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO – World Health Organization) განიხილავს მოზარდს, როგორც 10-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანს, ხოლო ახალგაზრდას - როგორც 15-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანს.

საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი მოზარდებს განსაზღვრავს, როგორც ბავშვებს 10 წლიდან 18 წლამდე, ხოლო საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა განსაზღვრავს ახალგაზრდებს, როგორც პირებს 14-დან 29 წლამდე.

მოხალისეობის არსი

ნებაყოფლობით ღონისძიებებში მონაწილეობით, მოხალისეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ქმედებების საშუალებით შეიცნონ მოხალისეობის დადებითი გავლენა ადამიანის ღირებულებების სისტემის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მოხალისეობის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია პიროვნების თვითგანვითარება ნებაყოფლობით მუშაობის საფუძველზე. მოხალისეობა საშუალებას აძლევს ინდივიდებს, განივითარონ პატივისცემის და თვითპატივისცემის უნარი და შეძლონ თვითრეალიზება. მოხალისეობის საშუალებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თავი გამოვცადოთ სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში და ვისწავლოთ ბევრი ახალი რამ. ეს აგრეთვე ხელს უწყობს ჩვენს დასაქმებას და ზრდის უკეთესი პოზიციის მიღების ალბათობას სამუშაო ბაზარზე.

მოხალისეობის განმარტება:

მოხალისეობა არის საკუთარი ნების საფუძველზე განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომლის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს ფულადი ჯილდოს მიღება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტება.


საქართველოს კანონი მოხალისეობის შესახებ:

მოხალისეობა არის კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

კოფი ანანი


საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი:

მუხლი 52. ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა

ბავშვის მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას, რაც არ უნდა აფერხებდეს მისი სხვა უფლებების, განსაკუთრებით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.

მოხალისეობის სახეები

არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი სამუშაო. მაგალითად სწავლება, დახმარება და ზრუნვა სხვა ადამიანებზე, ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობა, ადმინისტრაციული საქმიანობები, კამპანიების წარმოება და ა.შ. მსგავსი ტიპის სამუშაოს ფარგლებში, მოხალისეებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი ან სფერო, მაგალითად, იზოლირებული ჯგუფები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო დაცვა, ჯანდაცვის სექტორი, სამთავრობო სტრუქტურები, მედია, განათლება, კულტურა, გარემო და ა.შ. მოდით, განვიხილოთ მოხალისეობის სხვადასხვა სახე:

1. ფორმალური

მოხალისეობის ფორმალური პროგრამები სტრუქტურირებულია და ხდება მისი ზედამხედველობა. ეს არის გრძელვადიანი პროგრამები, რაც ასევე გულისხმობს ხანგრძლივ, რეგულარულ ჩართულობას მოხალისეების მხრიდან. მოხალისეობის ფორმალურ პროგრამებს, როგორც წესი, ჰყავთ მენეჯერები ან კოორდინატორები, რომლებიც იღებენ, წვრთნიან, ზედამხედველობენ და აკონტროლებენ მოხალისეების მუშაობის შედეგებს.


ფორმალური მოხალისეობის მაგალითები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრებში მოხალისეობა

  • მოხალისეობა ბავშვთა თავშესაფრებში

  • მოხალისეობა სათნოების სახლში

  • მოხალისეობა ცხოველთა თავშესაფარში

  • მოხალისეობა ტურიზმის, მუზეუმების, დიდი საქველმოქმედო და სასწრაფო დახმარების სამსახურებში

2. არაფორმალური

არაფორმალური მოხალისეობრივი სამუშაოები ჩვეულებრივ ხორციელდება ადგილობრივ თემებში დაფინანსების გარეშე. არაფორმალური მოხალისეობრივი საქმიანობა დახმარებისა და სიკეთის ნებაყოფლობითი ქმედებაა (მაგალითად, მოხუცი მეზობლისთვის სურსათის ყიდვა ან მეგობრის დახმარება ახალ სახლში გადასვლისას). ისინი, ვინც არაფორმალურ პროგრამებს უერთდებიან, ხშირად საკუთარ თავს ერთმანეთის მეგობრებად თვლიან და არა მოხალისეებად.

არაფორმალური მოხალისეობის მაგალითები:

  • მოხალისეობა სამეზობლო ჯგუფისთვის

  •  მოხალისეობა კონკრეტული ჰობის ჯგუფისთვის

  • მოხალისეობა სკოლაში • ხანდაზმული მეზობლის ძაღლის გასეირნება COVID-19-ის დროს

3. მმართველობითი

მმართველობაში მომუშავე მოხალისეები არაკომერციული ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფენ ხელმძღვანელობას და მართვას. ისინი ეხმარებიან ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობის დაგეგმვაში და გადაწყვეტილების მიღებაში. მათ, ვინც ამ ტიპის მოხალისეობრივ სამუშაოს ახორციელებს, ჩვეულებრივ, აქვთ პროფესიული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. მმართველობითი მოხალი


მმართველობითი მოხალისეობის მაგალითები:

  • საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტი

  •  ადგილობრივი თეატრალური გუნდის მენეჯერი/მდივანი

  • ადგილობრივი ცეკვის ჯგუფის ინსტრუქტორი

4. საზოგადოებრივი ქმედებები

საზოგადოებრივი ქმედების მოხალისეებს აერთიანებს საერთო მიზნები. როგორც არაფორმალური მოხალისეები, ისინი ერთმანეთს მეგობრებად თვლიან. საზოგადოებრივი მოქმედების მოხალისეობრივ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს სტრუქტურა, მაგალითად, ჰყავდეს კოორდინატორი ან ლიდერი. ჩვეულებრივ, მოხალისეებს არ აქვთ რეგულარული საათები. მაგრამ მოხალისეები ამას ანაზღაურებენ მოტივირებულობით და დაუღალავი მუშაობით კონკრეტული სოციალური ცვლილების მისაღწევად.


მოხალისეობის მაგალითები საზოგადოებრივი საქმიანობაში:

  •  მოხალისეობა გარემოსდაცვითი ჯგუფისთვის

  • პოლიტიკური ადვოკატირების ჯგუფები

  • მოხალისეობა საზოგადოების სამოქმედო ჯგუფისთვის

  • კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში ცვლილებების ლობირება

  5. პროექტზე დაფუძნებული

ამ ტიპის მოხალისეობისას, ადამიანები თავიანთ უნარებს სთავაზობენ განსაზღვრული ვადების მქონე პროექტებს. ეს მოითხოვს, რომ მოხალისეებს ჰქონდეთ სპეციალური უნარები, რათა წვლილი შეიტანონ მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებში, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული განსაზღვრულ ვადებში. პროექტზე დაფუძნებული მოხალისეობა შეიძლება მოქცეული იყოს ოფიციალური მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში ანდა იყოს დამოუკიდებელი პროექტი. მას შეიძლება ჰყავდეს ლიდერები ან კოორდინატორები, მაგრამ მათ მოხალისეების მართვა კი არ ევალებათ, არამედ მათთან ერთად მუშაობა.


პროექტზე დაფუძნებული მოხალისეობის მაგალითები:

  • კონკრეტული ღონისძიების მართვა და დახმარება

  • ორგანიზაციის ვებგვერდის დიზაინის შექმნა

  •  საზოგადოებრივი ჯგუფისთვის მარკეტინგული გეგმის შედგენა

6. ონლაინ მოხალისეობა

ამ ტიპის მოხალისეობისას, ადამიანები თავიანთ უნარებს სთავაზობენ განსაზღვრული ვადების მქონე პროექტებს. ეს მოითხოვს, რომ მოხალისეებს ჰქონდეთ სპეციალური უნარები, რათა წვლილი შეიტანონ მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებში, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული განსაზღვრულ ვადებში. პროექტზე დაფუძნებული მოხალისეობა შეიძლება მოქცეული იყოს ოფიციალური მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში ანდა იყოს დამოუკიდებელი პროექტი. მას შეიძლება ჰყავდეს ლიდერები ან კოორდინატორები, მაგრამ მათ მოხალისეების მართვა კი არ ევალებათ, არამედ მათთან ერთად მუშაობა.


ონლაინ მოხალისეობის მაგალითები
:

  • ადვოკატირების ონლაინ კამპანია

  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადათარგმნა

  • კვლევის ჩატარება • ონლაინ კონსულტაციის გაწევა/მხარდაჭერა

მოხალისის უფლებები და ვალდებულებები

მოხალისეებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა მოხალისეობრივი პროგრამის, მოხალისეობრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირების/ორგანიზაციის და აგრეთვე მოხალისეობრივი სერვისის მიმღები ბენეფიციარების მიმართ.

მოხალისეს აქვს უფლება:

  • მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.

  • მიიღოს ნათლად გაწერილი საქმიანობის აღწერილობა.

  • იცოდეს, ვის წინაშეა პასუხისმგებელი. აღიარებული იყოს გუნდის ღირსეულ წევრად.

  • მიიღოს მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჰქონდეს ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.

  • თქვას უარი, თუ გრძნობს, რომ ხდება მისი საქმიანობის ექსპლუატირება.

  •  ჩართული იყოს მოხალისეობრივ საქმიანობებში თანაბარი შესაძლებლობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად.

  • აუნაზღაურდეს ნებისმიერი დამატებითი ხარჯები, თუ ეს შესაძლებელია.

  • ჰქონდეს ინფორმაცია მოგზაურობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

  • იყოს ინფორმირებული იმ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს მასზე და მის საქმიანობაზე.

  • ინფორმირებული იყოს საჩივრის პროცედურებთან დაკავშირებით.

  • მიიღოს ორიენტაცია და ნებისმიერი შესაბამისი ტრენინგი.

  • მიიღოს ინფორმაცია იმ პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მის მუშაობაზე.

  • მისი პერსონალური ინფორმაცია იქნეს დაცული საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონის შესაბამისად.

მოხალისე ვალდებულია:

  • იყოს პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი.

  • პატივი სცეს კონფიდენციალურობას.

  • შეასრულოს საქმიანობის აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობები.

  • იყოს ერთგული ორგანიზაციის მიმართ. გაიაროს ტრენინგები,

  • მოთხოვნის შესაბამისად. ითხოვოს დახმარება, როდესაც ეს სჭირდება.

  • გააფრთხილოს ორგანიზაცია/პასუხისმგებელი პირი, სანამ მოხალისეობრივ საქმიანობას შეწყვეტს.

  • დააფასოს და მხარი დაუჭიროს გუნდის სხვა წევრებს.

  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ საქმიანობას.

  • დროულად აცნობოს ორგანიზაციას/პასუხისმგებელ პირს არყოფნის/გაცდენის შესახებ.

  • დაიცვას ორგანიზაციაში არსებული წესები.

  • იმოქმედოს თანაბარი შესაძლებლობების და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად.

ლიდერობა და მოხალისეობა

მოხალისეობა, ბევრ სხვა სარგებელთან ერთად, ეხმარება ახალგაზრდებს, გამოიმუშაონ ლიდერობისა და მენეჯერული უნარ-ჩვევები: მენტორობა, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა, გუნდური მუშაობა და დროის მენეჯმენტი და ა.შ.

განმარტება:
მარტივად რომ ავხსნათ, ლიდერობა გულისხმობს საერთო მიზნის მისაღწევად ჯგუფის მოტივაციის ხელოვნებას.


ლიდერობა დასწავლადია

ნებისმიერს შეუძლია იყოს ლიდერი, ფორმალურად ან არაფორმალურად, ნებისმიერ დროს, თუკი ის ეხმარება გუნდს მიზნის მიღწევაში

ხანდახან ლიდერობა გულისხმობს უმოქმედობას

ლიდერობის 3 ტიპი

პირდაპირი

  •  ავტორიტარული

  • ამოცანაზე ორიენტირებული

  • იღებს გადაწყვეტილებებს მარტო

დემოკრატიული

  • დემოკრატიული

  • პროცესზე ორიენტირებული

  • ურთიერთობებზე დაფუძნებული ქცევა

არაპირდაპირი

  • ჩაურევლობის პოლიტიკა

  • არაპირდაპირი

  • დამთმობი

პირდაპირი ლიდერი ახდენს მოქმედების ინიცირებას, ახდენს სხვების მოტივაციას, ანაწილებს პასუხისმგებლობებს და აქებს ან საყვედურობს გუნდის წევრებს.

დემოკრატიული ლიდერი იღებს შედეგებს დისკუსიების წარმართვით, სვამს კითხვებს პროცესში სხვების ჩასართავად, მოუწოდებს მათ, იმოხალისეონ პასუხისმგებლობით, აფასებს ერთგულებას და ხმის მიცემით იღებს კონსესუსს ან უმეტესობისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.

არაპირდაპირი ლიდერი უარს ამბობს სხვის მაგივრად გადაწყვეტილების მიღებაზე, დუმს, სანამ ჯგუფში ვინმე არ წამოიწყებს საუბარს, ავლენს არავერბალურ მხარდაჭერას (თავის დაქნევა, ღიმილი) მათ მიმართ, ვინც პოზიტიურ ლიდერობას გამოიჩენს და მას შემდეგ, რაც გუნდის სხვა წევრები გამოთქვამენ სურვილს ან შესაძლებლობას, გადაიბარონ საქმიანობა, თანდათანობით ქრება ჯგუფიდან.

ლიდერობა ყველაზე ეფექტური იქნება, თუ ლიდერმა შეძლო დააკვირდეს სიტუაციას, გადაწყვიტოს, ლიდერობის რა სტილი სჭირდება ჯგუფს და შესაბამისად იმოქმედოს. როდესაც ლიდერს შეუძლია გამოიყენოს ლიდერობის სამივე სტილი სიტუაციის შესაბამისად, ამას ეფექტური ფასილიტატორული ლიდერობა ეწოდება.

 

მოხალისე, როგორც ლიდერი

მოხალისეობა არის ძალზე ღირებული შესაძლებლობა საკუთარი თავის, როგორც მომავალი ლიდერის განვითარებისთვის. თქვენ მოსალოდნელია, ვერ ხედავდეთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც თქვენი მოხალისეობრივი საქმიანობა გვთავაზობს. აქ მოცემულია ნებისმიერ ორგანიზაციაში მოხალისეობისას ლიდერული უნარების შეძენის შვიდი გზა.


1.  გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან

როდესაც მოხალისეობთ, საკუთარ თავს უყენებთ გამოწვევას, იმუშაოთ ადამიანებთან ახალ გარემოში. თუ გსურთ გახდეთ ლიდერი, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ - თქვენი კომფორტის ზონის გარეთ. მაგალითად, რა შეგვიძლია ვისწავლოთ „ჰელფინგ ჰენდ“-ში მოხალისეობისას? ეს ორგანიზაცია ყოველდღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ეს არის ისეთი ღრმა გამოცდილება, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში. სწორედ ეს გაძლიერებთ და გამზადებთ ნებისმიერ სიტუაციასთან გასამკლავებლად.


2.  განივითარეთ ე.წ. Soft skills

მოხალისეობისას ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ პროფესიული უნარების განვითარებაზე. ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ უგულებელვყოფთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. ავთენტიკურობა, პოზიტიურობა და თავდაჯერებულობა - ეს მოქნილი უნარების მხოლოდ ნაწილია, რომელთა განვითარებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ორგანიზაციის წევრად ყოფნისას. თქვენ ავითარებთ ავთენტიკურობას ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტისას. მოხალისეობა საშუალებას გაძლევთ, იყოთ პოზიტიური. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთესი გახადოთ და ეს არის ისეთი დადებითი დამოკიდებულება, როგორიც ლიდერობას სჭირდება. დაბოლოს, თქვენ კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ შეგიძლიათ ცვლილებების განხორციელება და რომ მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენთ ადამიანებს შორის.


3. გამოიყენეთ შესაძლებლობა - დაწერეთ თქვენს გამოცდილებაზე როდესაც პროფესორი, მასწავლებელი ან დამსაქმებელი ხელს გიწყობთ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში, სავარაუდოდ, ისინი თქვენგან გამოცდილების გაზიარებას ელიან. ეს თქვენთვის არის შესაძლებლობა, განივითაროთ წერის უნარი. ყოველდღე აწარმოეთ სამუშაო დღიური. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბლოგიც, სადაც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებთ ფართო აუდიტორიას. წერის უნარი მნიშვნელოვანია კარგი ლიდერობისთვის. დღეს ლიდერები არ იბარებენ ხალხს თავიანთ ოფისებში, რომ ისაუბრონ სამუშაოს შესახებ. მათ აქვთ შეხვედრები, მაგრამ კომუნიკაციების უმეტესობა წერილობითია.


4.  ისწავლეთ

მოხალისეობა არის სწავლის შესაძლებლობა. მოხალისეობის სფეროები თვალს აგიხელთ მრავალ საკითხზე. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ბევრი რამ იცით, მოხალისეობისას მიხვდებით, რომ არსებობს უამრავი რამ, რაც არ გცოდნიათ. ყოველთვის იარსებებს ახალი მიზნები მისაღწევად და ახალი ხედვები - მხარდასაჭერად. შეინარჩუნეთ სწავლის სურვილი; ის დაგჭირდებათ, როდესაც ლიდერი გახდებით. /td>


5.  ჩამოაყალიბეთ კავშირები

შესაძლოა, მოხალისეობისას არ გქონდეთ შეხება ცნობილ ლიდერებთან. შესაძლოა, მხოლოდ ქსეროასლების გადაღება მოგიწიოთ ან ორგანიზაციის ოფისში მოსული ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა. რაც არ უნდა იყოს, თქვენ მაინც გექნებათ ურთიერთობა განსხვავებულ ადამიანებთან. მოდით, ამას კავშირების ჩამოყალიბება დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერული უნარების განვითარებისთვის. ნუ იქნებით ორიენტირებული "დიდ ადამიანებთან" შეხვედრაზე. ყველას უყურეთ, როგორც სამომავლო კავშირს, კონტაქტს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის მოხალისეობრივი საქმიანობა შანსს გაძლევთ კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის.


6.  გაეცი სიკეთე

მოხალისეობის ძირითადი პრინციპია - გაღება. თქვენ ეხმარებით ინდივიდებს და ჯგუფებს, გადალახონ სხვადასხვა გამოწვევა. თქვენ საზოგადოებას ცვლით უკეთესობისკენ და ეს არის ის ლტოლვა, რომელიც გჭირდებათ წარმატებული ლიდერობისთვის. შეარჩიეთ მიზეზი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და შეინარჩუნეთ ენთუზიაზმი მოხალისეობის პროცესში. შემდეგ, განავრცეთ აზროვნების ეს მეთოდი ყველაფერზე, რასაც კი აკეთებთ.


7.  ჩაატარე ექსპერიმენტ

მოხალისეობა სიახლეების ცდის საშუალებას გაძლევთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობა, მართოთ რისკები და ეძებოთ ახალ სიტუაციებთან გამკლავების სხვადასხვა გზა. თუ ერთი მიდგომა არ მუშაობს, სხვა სტრატეგია გამოდგება. თქვენ მხოლოდ მოხალისე ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ იღებთ ანაზღაურებას იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც საშუალებას გაძლევთ, მეტად მარტივად გარისკოთ და მოერგოთ სიტუაციას საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ლიდერობა.

3 თემა 2. მოხალისეობის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სარგებელი

▲ზევით დაბრუნება


3.1 მოხალისეობის მოტივაციის ფაქტორები

▲ზევით დაბრუნება


თემა 2. მოხალისეობის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სარგებელი

მოხალისეობის მოტივაციის ფაქტორები

მოხალისეთა მოტივატორები

მოხალისეობის ზოგადი მოტივატორები: ი. ჯეი კლერმა და სხვებმა (1998) თავიანთ კვლევაში ივარაუდეს, რომ არსებობს ექვსი ზოგადი ფსიქოლოგიური მოტივატორი, რომლებსაც ემსახურება მოხალისეობა. ექვსი კვლევის სერიაში, კლერმა და სხვებმა შეიმუშავეს, გადაამოწმეს და დახვეწეს მოხალისეთა მოტივატორები (VFI-Volunteer Functions Inventory). VFI გამოიყენება მათგან ექვსი ძირითადის დასადგენად, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ინდივიდის მოტივაციას, ჩაერთოს მოხალისეობის საქმიანობაში. ეს მოტივატორებია: ფასეულობები/ღირებულებები, სასწავლო შესაძლებლობა, სოციალური კაპიტალი, პროფესიული განვითარება, თვითშეფასება და თვითრეალიზება. ფასეულობები. ფასეულობები/ღირებულებები საშუალებას აძლევს ინდივიდებს, გამოხატონ ღრმად დაცული ღირებულებები, როგორებიცაა ალტრუიზმი და ჰუმანიზმი. აი, ორი მაგალითი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ფასეულობების მოტივაციას: „მე მაინტერესებს იმაზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანი, ვიდრე მე ვარ“, და: „ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სხვების დახმარება.“

სასწავლო შესაძლებლობა

მეორე მოტივატორი, რომელსაც ემსახურება მოხალისეობა, არის ცოდნის მიღება და ის გულისხმობს ახალი უნარების სწავლის სურვილს და სურვილს, გამოიყენოს ცოდნა ან შესაძლებლობები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გამოუყენებელი ყოფილიყო. გაგების ფუნქციით მოტივირებული მოხალისეები ასევე ცდილობენ საკუთარი ძლიერი მხარეების კვლევას და ცდილობენ გაზარდონ საკუთარი გაგება მიზეზების, სხვა მოხალისეების და ორგანიზაციების კუთხით. გაგების ფუნქციის მაგალითები ასახავს იმას, თუ რამდენად ეთანხმებიან მოხალისეები მოხალისეობას, როგორც საშუალებას, „შეისწავლონ ყველაფერი პრაქტიკული გამოცდილებით” და „მეტი გაიგონ მიზეზებზე”.

სოციალური კაპიტალი

სოციალური მოტივატორის თანახმად, მოხალისეები ჩართულნი არიან არაანაზღაურებად დახმარების საქმიანობაში, რათა გაზარდონ სოციალური ურთიერთობები, გააძლიერონ არსებული ურთიერთობები და მოიპოვონ სხვების მოწონება. მაგალითად, ინდივიდებმა შეიძლება იმოხალისეონ ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი მეგობრების შესაძენად ან არსებულ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თუ მათი მეგობრები ან მათი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი პირები პატივს სცემენ მოხალისეობრივ საქმიანობას, ინდივიდები შეიძლება ასევე ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მათთვის თავის მოსაწონებლად. სოციალური მოტივატორის მაგალითებია ისეთი მიზეზები, როგორიცაა მაგალითად: „ჩემი მეგობრები მოხალისეობენ“ .

პროფესიული განვითარება

მეოთხე მოტივატორია, რომელსაც მოხალისეობა ემსახურება და ის ეხება კარიერასთან დაკავშირებული გამოცდილების მოპოვების სურვილს და სამუშაო პერსპექტივების გაზრდას. პროფესიული წინსვლით მოტივირებული მოხალისეები თვლიან, რომ ემსახურებიან თავიანთ კარიერულ წინსვლას. ინდივიდის კარიერული მოტივის მაგალითია: „მოხალისეობა დამეხმარება, ფეხი შევდგა იმ ადგილას, სადაც ვისურვებდი მუშაობას“ და „მოხალისეობა საშუალებას მომცემს, შევისწავლო პროფესიის სხვადასხვა ვარიანტები.“

თვითრეალიზება ეს დამცავი მოტივატორი ეხმარება ადამიანებს, შეამცირონ დანაშაულთან დაკავშირებული ნეგატიური ეფექტები, კერძოდ, თავი იგრძნონ უკეთ და არ ჰქონდეთ მარტოობის განცდა.

თვითშეფასება საბოლოო მოტივატორი, ის ადამიანებს უქმნის დადებით განწყობას საკუთარი თავის მიმართ. მოხალისეობა მათ აძლევს შესაძლებლობას, თავი უფრო მნიშვნელოვნად და საჭიროდ იგრძნონ. გაძლიერების მოტივატორის მაგალითებია: „მოხალისეობა ზრდის ჩემს თვითშეფასებას“ და „მოხალისეობა მაგრძნობინებს თავს უკეთესად.

3.2 მოხალისეობის ინდივიდუალური სარგებელია

▲ზევით დაბრუნება


მოხალისეობის ინდივიდუალური სარგებელია

მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მრავალი მიზეზი არსებობს. მოხალისეებს აქვთ განსხვავებული მიზეზები, რამაც ისინი მოხალისეობამდე მიიყვანა. ადამიანები ხშირად უერთდებიან მოხალისეობრივ საქმიანობებს ახალი კავშირებისა და ახალი უნარების შესაქმნელად.

  • ჩამოიყალიბეთ თავდაჯერებულობა და თვისებები, რომლებითაც დამსაქმებლები აღფრთოვანდებიან

  • შეისწავლეთ ახალი თემები

  • აზარდეთ თქვენი სოციალური წრე

  • შეიძინეთ ახალი უნარები

  • მიიღეთ პოზიტიური ენერგია

  • ჩამოიყალიბეთ კომუნიკაციის, მოთმინების, გუნდური მუშაობის და შემოქმედებითობის უნარი

  • ლიდერობა: ორგანიზაციებში აქტიური და მთავარი როლების შესრულება

  • კრეატიულობა: გაზარდეთ საკუთარი თავი ინტელექტუალურად

  • ვალდებულება: დაამტკიცეთ თქვენი საიმედოობა

  • ეფექტური კომუნიკაცია: საკვანძო კომუნიკაციისა და სოციალური უნარების გაუმჯობესება

  • უწყვეტი სწავლება: გააზიარეთ ცოდნა და უნარები, ისწავლეთ სხვებისგან

  • პრობლემების გადაჭრის უნარი: გახდით გადაწყვეტილებებზე და მოქმედებაზე ორიენტირებული

  • ჩართულობა: მოუსმინეთ, გაიგეთ, გამოხატეთ თანაგრძნობა და წვლილი შეიტანეთ

  • პასუხისმგებლობა: განავითარეთ ავტონომია, პიროვნული პასუხისმგებლობა, კულტურული და ეთიკური ცნობიერება

  • ჩაერთეთ და ისწავლეთ მრავალფეროვანი ჯგუფებისგან

  • დასაქმება: მიიღეთ გამოწვევები პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის

3.3 მოხალისეობის საზოგადოებრივი სარგებელი

▲ზევით დაბრუნება


მოხალისეობის საზოგადოებრივი სარგებელი

  • მოხალისეობა აძლიერებს სხვადასხვა სექტორებს შორის სოციალურ კავშირებს.

  • მოხალისეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

  • მოხალისეობა ხელს უწყობს უფრო შეკრული, უსაფრთხო, ძლიერი საზოგადოების შექმნას; მოხალისეობა ხელს უწყობს ადამიანებს, უფრო აქტიურები იყვნენ სამოქალაქო ჩართულობის პროცესში.

  • მოხალისეობა უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების გარკვეულ ნაწილს, რაც უფრო მეტ ხალხს მოუწოდებს საჯარო სექტორში მუშაობისკენ, ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მდგრადი განვითარების წინსვლას, გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას, კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას და ა.შ.

  • მოხალისეობას ასევე აქვს დადებითი გავლენა მოხალისეებზე, როგორც ინდივიდებზე, ზრდის მათ თვითშეფასებას, აძლიერებს სხვადასხვა უნარებით და შესაძლებლობებით, უფართოებს კარიერულ გზებს და ეხმარება, იყვნენ ფიზიკურად და გონებრივად ჯანსაღები.

4 თემა 3: მოხალისეობრივი პროექტების შექმნა და დაგეგმვა

▲ზევით დაბრუნება


4.1 საჭიროებების კვლევის მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


თემა 3: მოხალისეობრივი პროექტების შექმნა და დაგეგმვა

ადგილობრივი თემის საჭიროებების კვლევის მეთოდები

რა არის თემი?

თემი, როგორც წესი, განისაზღვრება გეოგრაფიული არეალით; თუმცა, შეიძლება გამოიყოფოდეს საერთო ინტერესებით ან მახასიათებლებით, როგორებიცაა რელიგია, რასა, ასაკი ან პროფესია. თემის წევრებს აქვთ უნიკალური კულტურა, ადათ-წესები და ფასეულობები. ამ იდეებისა და სიბრძნის ფართო სპექტრის ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების საჭიროებების შესაფასებლად და გაუმჯობესების არეალის მოსაძებნად

სანამ თემის საჭიროებების შეფასებას დაიწყებთ, კარგად უნდა გესმოდეთ საზოგადოების სხვადასხვა კულტურული ჯგუფის და თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მათთან თემის საკითხების მოსაგვარებლად.

 

რას ვგულისხმობთ საჭიროებებში?

საჭიროებები შეიძლება განისაზღვროს, როგორც სხვაობა - „რა არის“ და „რა უნდა იყოს“ შორის. საჭიროება შეიძლება იგრძნოს ინდივიდმა, ჯგუფმა ან მთელმა თემმა. ეს შეიძლება იყოს ისეთივე კონკრეტული, როგორც საკვებისა და წყლის საჭიროება ან აბსტრაქტული, ისევე, როგორც საზოგადოების გაუმჯობესების ერთობლიობა. აშკარა მაგალითია საზოგადოებრივი ტრანსპორტირების საჭიროება თემში, სადაც ხანდაზმულ პირებს არ აქვთ საშუალება, ქალაქში გადაადგილდნენ. ამასთან, იგივე ამ ხანდაზმულებისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, იყვნენ დაფასებულები თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გამო. სიტუაციებზე დაკვირვებას სააშკარაოზე გამოაქვს, რა არის საჭირო და რას მივყავართ მომავალი გაუმჯობესებისკენ.

რა არის თემის საჭიროებების კვლევა?

საჭიროებების კვლევა გვაჩვენებს ადგილობრივი პოლიტიკის, სისტემების და გარემოსდაცვითი სტრატეგიების რეალურ სურათს და ხელს უწყობს ცვლილებების ან გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირებას. ამ მონაცემებით, საზოგადოებას, ინდივიდს, ორგანიზაციას შეუძლიათ ჩამოაყალიბონ გაუმჯობესების ხედვა, შექმნან სტრატეგიები თავიანთ თემებში პოზიტიური და მდგრადი ცვლილებების მისაღწევად.

თემის საჭიროებების კვლევის საფეხურებითემის საჭიროებების კვლევის საფეხურები

ნაბიჯი 1: დაგეგმეთ თემის საჭიროებების კვლევა

  • შესაფასებელი თემის განსაზღვრა (მაგ., რეგიონი, სოფელი)

  • თემების სექტორების იდენტიფიცირება შეფასების მიზნით (მაგალითად, ჯანდაცვა, სკოლები)

  • შეარჩიეთ ადგილები და ადგილების რაოდენობა, რომლებსაც თითოეულ სექტორში უნდა ესტუმროთ

  • არსებული მონაცემების განსაზღვრა ან ახალი მონაცემების შეგროვების მეთოდებზე შეთანხმება

  • ძირითადი საკონტაქტო პირების იდენტიფიცირება

ნაბიჯი 2: ჩაატარეთ საჭიროებების კვლევა

  • დაუკავშირდით საკონტაქტო პირებს კვლევის ჩასატარებლად

  • ჩაატარეთ კვლევა

ნაბიჯი 3: გააანალიზეთ მონაცემები

  • შეიყვანეთ მოპოვებული ინფორმაცია

  • შეაჯამეთ მონაცემები

  • გამოიტანეთ დასკვნა

ნაბიჯი 4: შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა

  • დაადგინეთ საზოგადოების აქტივები და საჭიროებები

  • გამოყავით პრიორიტეტული საჭიროებები

  • შეიმუშავეთ გაუმჯობესების სტრატეგიები

  • შექმენით სამოქმედო გეგმა

  • მიაღწიეთ კონსენსუსს თემში სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

  • მოუწოდეთ მოხალისეებს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმის ნაბიჯების განხორციელებაზე

საჭიროებების კვლევის მეთოდები

მონაცემთა შეგროვების უპირატესობები და ნაკლოვანებები

მეთოდი განმარტება უპირატესობები  ნაკლოვანებები
არსებული მონაცემების გამოყენება ეს არის კვლევა, რომელიც თქვენ შეიძლება ჩაატაროთ აღწერისა და სხვა საჯარო ჩანაწერებში ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან გამოიყენოთ სხვების მიერ უკვე ჩატარებული კვლევა. მარტივი სწრაფი იაფი თქვენ ვერ ცვლით იმ ფაქტორებს და საზომ ერთეულებს, რომლებიც გამოყენებულია თავდაპირველი მკვლევარის მიერ. თქვენ ვერ შეძლებთ, აკონტროლოთ ან შეცვალოთ კვლევის შედეგები. სანდოობის საკითხები, როდესაც შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ერთმა მკვლევარმა სხვაგვარად დაასკვნა და მეორემ სხვაგვარად.
ინდივიდუალური ინტერვიუ საუბარი გარკვეული მიზნით, რომელიც ორ ადამიანს შორის ხორციელდება პირისპირ ან ტელეფონით, ზუმის პროგრამით და ა.შ. ინტერვიუერს შეუძლია ჰკითხოს ის, რაც აინტერესებს. შესაძლოა, შეაფასოთ, რამდენად გაიგეს კითხვის არსი. კითხვაზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა უფრო მარტივია. რესპოდენტმა ინტერვიუერს შეიძლება ისეთი რამ უთხრას, რასაც კითხვარში თავად არ დაწერდა. შრომატევადი. ინტერვიუს დასრულების შემდეგ უნდა გაანალიზდეს შენიშვნები და ჩანაწერები. შეიძლება იყოს გამოკითხული პირი მიკერძოებული.
ფოკუს ჯგუფი ინფორმაციის შეგროვება მცირე ჯგუფისგან (8-10 მონაწილე). ჯგუფურმა დისკუსიამ შესაძლოა წამოჭრას საკითხი, რაც ინტერვიუში არ გამოჩნდებოდა. შესაძლოა სხეულის ენის შეფასებაც. დამკვირვებელი მონაწილეებს ყურადღებას არ უფანტავს. თუ მოხდება ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაძლოა სხვებთანაც გაზიარება. ანონიმურობის დაკარგვა რესპოდენტების მხრიდან. დიდი რაოდენობით დანახარჯები, თუ სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება. ლოგისტიკური გამოწვევები სოფლებში ან პატარა ქალაქებში.
დაკვირვება მონაცემთა შეგროვების მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ თქვენ გარშემო არსებული მოვლენები, დააკვირდეთ მინიშნებებს და გამოიტანოთ დასკვნები კონკრეტული ადგილების ან გამოცდილების შესახებ. შედარებით იაფი ეფექტური შესაძლოა ჩატარდეს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების გარეშეც. საზოგადოების ზოგად სურათს აჩვენებს. მოითხოვს უფრო ახლოს დაკვირვებას, რომ მოხდეს ადრე ამოუცნობი საკითხების იდენტიფიცირება.
საფოსტო გამოკითხვა მონაცემების შეგროვება საზოგადოებისგან სტანდარტიზებული კითხვარის საშუალებით, ტელეფონის გამოყენებით. მონაცემების დაკარგვის მინიმალიზაცია. შესაძლოა ღია კითხვების გამოყენებაც. შესაძლოა ინტერვიუზე უარის მთქმელის მახასიათებლების და მიზეზების ჩაწერა. სწრაფი და იაფი. არ საჭიროებს წიგნიერების მაღალ დონეს. ძნელია სხვისი კონსულტაციის ან/და ჩარევის თავიდან აცილება. საჭიროა, კითხვები იყოს ცოტა და მოკლე. ვიზუალური მინიშნებების მქონე კითხვების დასმის შეუძლებლობა. სოციალურად სასურველი რეაგირების გარკვეული ალბათობა.
პირისპირ გამოკითხვა პირისპირ გამოკითხვა ეს არის, როდესაც ინტერვიუერი პირადად მიდის რესპოდენტთან გამოკითხვის ჩასატარებლად მეტად მოქნილია კითხვების სტილის და რაოდენობის კუთხით. მონაცემთა დაკარგვის ალბათობის შემცირება. სოციალურად სასურველი რეაგირების გარკვეული ალბათობა. ძნელია სხვისი კონსულტაციის ან / და ჩარევის თავიდან აცილება. ძალიან ძვირია, განსაკუთრებით, თუ რესპოდენტები გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში ცხოვრობენ. შრომატევადი. სოციალური დისტანციის პრინციპების გათვალისწინებით შესაძლოა გართულდეს ხალხის ჩართულობა.
ვებგვერდზე დაფუძნებული გამოკითხვა პოტენციური რესპონდენტები მოწვეული არიან, მონაწილეობა მიიღონ ვებკვლევაში და მათი პასუხები ელექტრონულად მიიღება ინტერნეტით. შედარებით იაფია. შედარებით სწრაფია. ამცირებს მიკერძოებულობას. ძვირი გამოსადეგია მხოლოდ შედარებით ფართომასშტაბიანი გამოკითხვებისთვის. საჭიროებს წიგნიერების მაღალ დონეს და ძირითადი კომპიუტერული უნარების, ასევე კომპიუტერის / სმარტფონის და ინტერნეტის ქონას. არ იძლევა ინფორმაციას კვლევაში მონაწილეობის უარის მთქმელებზე.
აქტივების რუკა/ მეფინგი აქტივების მეფინგის მიზანია საზოგადოების არსებული რესურსების დოკუმენტირება. აქტივების მეფინგის პროცესი შეიძლება მოიცავდეს თემში, დაწესებულებებში, ინდივიდებისა და მოქალაქეთა გაერთიანებების იდენტიფიცირება სრომლებიც მომავალში მოსალოდნელია, რესურსებად იყვნენ მიჩნეული. ხილვადობის გაზრდა. ააშკარავებს ადამიანის, ინსტიტუტების და არაფორმალური ორგანიზაციების ძლიერ მხარეებს. ანონიმურობის დაკარგვა რესპოდენტების მხრიდან. დიდი რაოდენობით დანახარჯები, თუ სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება. ლოგისტიკური გამოწვევები სოფლებში ან პატარა ქალაქებში.

4.2 მოხალისეობრივი პროექტების წერის და დაგეგმვის ინსტრუმენტები

▲ზევით დაბრუნება


მოხალისეობრივი პროექტების წერის და დაგეგმვის ინსტრუმენტები

რა არის პროექტი?

პროექტი არის დოკუმენტი, ხშირად წარმოდგენილი Gantt გრაფიკის სახით, რომელიც გვიჩვენებს პროექტის თითოეულ
ნაბიჯს A-დან B-მდე. ის აღიქმება, როგორც გზამკვლევი, სადაც მოცემულია პროექტის ფაზები, ძირითადი აქტივობები და
მათი დაწყების და დასრულების თარიღები, დამოკიდებულებები ამოცანებს შორის და ეტაპები.
საპროექტო განაცხადის წერის 12 საფეხური

ნაბიჯი 1. შესავალი

 ეს ნაწილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმ მკითხველთათვის, რომლებიც ვერ წაიკითხავენ მთელ დოკუმენტს, მაგრამ გაეცნობიან პროექტის მოკლე აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი პირველად ჩანს დოკუმენტში, იგი ჩვეულებრივ იწერება პროექტის ბოლოს.

ნაბიჯი 2. შესავალი/გაცნობა

აქ ხდება თქვენი, როგორც მოხალისის/საინიციატივო ჯგუფის გაცნობა.

უმჯობესია, დაიწყოს იმის ახსნით, თუ როგორ და რატომ ჩამოყალიბდა თქვენი ჯგუფი. ასევე კარგი იდეაა, მიაწოდოთ მისიის განცხადება ისე, რომ მკითხველმა იცოდეს, ვინ ხართ და რას აკეთებთ.

ნაბიჯი 3. საჭიროებები/პრობლემები

განსაზღვრეთ საჭიროებები ან პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდეს/გადაიჭრას. ჩართეთ სამიზნე აუდიტორია და ნებისმიერი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გქონდეთ. შესატანი ინფორმაციის იდეებია:

  • საჭიროების/პრობლემის არსებობის დროის ხანგრძლივობა

  • აღნიშნული პრობლემა თუ ყოფილა განხილული და რა შედეგები იქნა მიღებული

  • პრობლემის გავლენა სამიზნე ჯგუფზე

  • პრობლემის გავლენა ადამიანებსა თუ თემზე

ნაბიჯი 4. მიზნები / ამოცანები

დაასახელეთ სასურველი მიზნები და ამოცანები, ზემოთ აღნიშნული საჭიროების/ პრობლემის გადასაჭრელად.

პროექტის მიზანი (ან საერთო მიზანი) არის ზოგადი მიმართულება, რომელმაც უნდა ახსნას, რა არის ძირითადი პრობლემა და რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი, ანუ რა არის გრძელვადიანი სარგებელი სამიზნე ჯგუფისთვის.


პროექტის მიზნის დასახვის წესები:

1. თითო პროექტში უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიზანი.

2. მიზანი უნდა იყოს დაკავშირებული განვითარების ხედვასთან.

3. მიზნის მიღწევის გაზომვა რთულია ან შეუძლებელია გაზომვადი ინდიკატორების გამოყენებით, მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს მისი არსებითობის და პროექტის ხედვაში შეტანილი წვლილის დამტკიცება.

 პროექტის ამოცანები უნდა მოიცავდეს მთავარი პრობლემის გადაჭრის გზას. პროექტს, როგორც წესი, აქვს რამდენიმე ამოცანა.

ამოცანები უნდა იყოს SMART. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მიზნები ნათელია და მიღწევადი, თითოეულმა უნდა უპასუხოს SMART-ს:

  • Specific - კონკრეტული

  • Measurable - გაზომვადი

  • Achievable - მიღწევადი

  • Relevant - რელევანტური

  • Time Bound - დროში გაწერილი

ნაბიჯი 5. პროცედურები / მუშაობის სფეროები

დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეთავაზებული პროცედურების შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, და საქმიანობის სფეროები. შეიტანეთ ინფორმაცია ისეთი საქმიანობების შესახებ, როგორებიცაა რეკრუტირება, ტრენინგი, ტესტირება და საჭირო სამუშაოს შესრულება.

ნაბიჯი 6. მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულების განრიგი

დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროექტის მოსალოდნელი საქმიანობების შესახებ. დაყავით პროექტი ფაზებად და დაუდგინეთ გრაფიკი თითოეულ ფაზას.
 

საქმიანობის აღწერა

 დაწყების და დასრულების ვადები
ფაზა 1  
ფაზა 2  
ფაზა 3  

ნაბიჯი 7.

დაასახელეთ პროექტის შემოთავაზებული ხარჯები და ბიუჯეტი. ასევე შეიტანეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ ბიუჯეტის მართვას.

საქმიანობის აღწერა

 დაწყების და დასრულების ვადები
ფაზა 1  
ფაზა 2  
ფაზა 3 ჯამი $ 0.00

ნაბიჯი 8. რისკების შეფასება

ეს ნაწილი ეძღვნება პროექტის განხორციელებისას ცვლილების მართვას. პროექტის შეთავაზება იშვიათად მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა მოცემული პროექტის განხორციელების მისაღწევად, ამიტომ საჭიროა ცვლილების მართვის ტექნიკის არსებობაც. დაადგინეთ, თუ როგორ დააკვირდებით პროექტის წარმატებას მისი მთელი მიმდინარეობის პერიოდში, რათა აჩვენოთ თემის წევრებს, როდის და რა ცვლილება განხორციელდა.

ეს ფაზა შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად:

  • რისკის მართვის გეგმა: სამოქმედო დეტალური გეგმა პროექტის არსებობის განმავლობაში რისკის ან ცვლილების შანსის შესამცირებლად.

  • რისკების აღრიცხვა: რისკებისა და პოტენციური ქმედითი ნაბიჯების ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნება ამ რისკების აღმოსაფხვრელად.

ნაბიჯი 9. ანალიზი/შეფასება

იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეფასდება პროგრესი პროექტის განმავლობაში და ბოლოს.

- ჩამოაყალიბეთ მკაფიო ინდიკატორები თითოეული მიზნისა და შედეგისთვის.
- მიუთითეთ კონკრეტული ღონისძიების შედეგები.
- განაცხადეთ, რომელი მეთოდები იქნება გამოყენებული პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.
- დაადგინეთ, ვინ განახორციელებს პროექტის შეფასებას.

ნაბიჯი 10. მხარდაჭერა

ჩამოწერეთ იმ პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს.

ნაბიჯი 11. გრძელვადიანი გავლენა

მიუთითეთ მოსალოდნელი შედეგები, რა დადებით ცვლილებას მოიტანს თქვენს თემში

  • ცვლილება 1

  • ცვლილება 2

ნაბიჯი 12. დანართი

მიაწოდეთ თქვენს შეთავაზებასთან დაკავშირებული დამხმარე მასალები. ეს შესაძლოა იყოს:

  • მოხალისის/საინიციატივო ჯგუფის ისტორია

  • გამოყენებული/ჩატარებული კვლევები

  • სტატისტიკა ან შეფასებები

  • დეტალური ხარჯების / სარგებლის ცხრილები

  • წერილები მხარდამჭერებისგან

  •  სხვა შესაბამისი ინფორმაცია ან მიმოწერა

4.3 პროექტების დაფინანსების მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


პროექტების დაფინანსების მეთოდები

პროექტების დაფინანსების 4 ძირითადი მეთოდი:

1. გრანტები

გრანტები იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ პროექტი, რომლის დაფინანსებაც გსურთ. წარსულში ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის გრანტის დაფინანსება იყო გათვალისწინებული. თუმცა, თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მოიცავს საგრანტო პროცესი. საერთო შეცდომაა, როდესაც ჯგუფი თვლის, რომ მას შეუძლია უბრალოდ მიიღოს გრანტი ახალი კომპიუტერისთვის ან სხვა ტექნოლოგიისთვის. გრანტები იშვიათად გაიცემა ნივთებისთვის. მათ ჩვეულებრივ გასცემენ ჯგუფებზე, რომლებიც ახორციელებენ კონკრეტულ პროექტს ან პროგრამას.

2. თანხა სპონსორებისგან ან ბიზნესებისგან

სპონსორობა არის მომგებიანი შესაძლებლობა როგორც თქვენი ჯგუფისთვის, ასევე სპონსორი ორგანიზაციისთვის - სპონსორები გაძლევენ ფულს, რათა დაეხმარონ თქვენს ღონისძიებას, ხოლო ისინი იღებენ სარეკლამო შესაძლებლობას. სპონსორობის გარიგების უზრუნველსაყოფად, უმჯობესია, მოძებნოთ ადგილობრივი ბიზნესი, რომელთანაც უკვე გაქვთ კარგი ურთიერთობა და გაესაუბრეთ ამ ბიზნესის წარმომადგენლებს თვეებით და თუნდაც ერთი წლით ადრე, სანამ ღონისძიების მასპინძლობას აპირებთ, რადგან დღეს მრავალი ბიზნესი გამოყოფს მხოლოდ განსაზღვრულ თანხას ყოველწლიურ ბიუჯეტში სპონსორობისთვის.

3. სახალხო დაფინანსება (crowd funding) და ელექტრონული საქველმოქმედო ორგანიზაციები

სახალხო დაფინანსება (ქრაუდფანდინგი) არის პროექტების დაფინანსებისა და ინიციატივების დაფინანსების მოდელი საზოგადოებისგან ფულის შეგროვების გზით: როგორც წესი, ეს არის დიდი და ტერიტორიულად გაფანტული გუნდი შემომწირველებისა, რომლებიც მცირე წვლილს იღებენ კონკრეტული მიზნის დასაფინანსებლად. მათ ხშირად გადასცემენ პროექტთან დაკავშირებულ უნიკალურ ჯილდოებს და მცირე საჩუქრებს.

მეორე მხრივ, ელექტრონული საქველმოქმედო პროგრამა გულისხმობს საქველმოქმედო ფონდების მოძიების პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ინტერნეტით, მაგ. უნაღდო შემოწირულობის შეგროვება, ან პროექტები, რომლებიც იყენებენ დონაციის მექანიზმს, რომელშიც მომხმარებელი ღილაკის გამოყენებით გადარიცხავს თანხას.

4. ფანდრეიზინგი - ფონდების მოძიება

ფანდრეიზინგი არის თანხის შეგროვების პროცესი ინდივიდებისა და ბიზნესისგან. ეს ჩვეულებრივ გამოიყენება არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ფულის შესაგროვებლად, მაგრამ წლების განმავლობაში, ფანდრეიზინგი ძალიან განვითარდა და ის ახლა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიზეზის დასაფინანსებლად გამოიყენება.

ფანდრეიზინგის მაგალითებია:

1. სპორტული შეჯიბრებები
2. კონცერტები
3. გარბენები
4. საკვების გაყიდვა
5. აუქციონები
6. ლატარიები

5 თემა 4: ახალგაზრდული ჩართულობის გეგმა

▲ზევით დაბრუნება


5.1 ახალგაზრდული ჩართულობის გეგმის განმარტება და მოდელები

▲ზევით დაბრუნება


თემა 4:ახალგაზრდული ჩართულობის გეგმა

ახალგაზრდული ჩართულობის გეგმის განმარტება და მოდელები

რატომ არის ახალგაზრდული ჩართულობა მნიშვნელოვანი?

ახალგაზრდულ ჩართულობას შეუძლია და, ფაქტობრივად, ცვლის კიდეც ცხოვრებას. ახალგაზრდული ჩართულობა აღიარებს ახალგაზრდების უფლებას, ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მათზე გავლენას ახდენენ. ახალგაზრდული ჩართულობა აღიარებს იმ დიდ უნარებსა და სიძლიერეს, რომლებიც ახალგაზრდებს შეუძლიათ მოუტანონ საზოგადოებას. ახალგაზრდული ჩართულობა მოიაზრებს ახალგაზრდებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებს ეფექტური და ინკლუზიური პოლიტიკის, პროგრამებისა და გარემოს შექმნის პროცესში.

ახალგაზრდული ჩართულობის არსი

ახალგაზრდული ჩართულობის წარმატების ცენტრი განსაზღვრავს ახალგაზრდების ჩართულობას, როგორც ახალგაზრდის მდგრად და შინაარსიან მონაწილეობას საკუთარი თავის მიღმა საქმიანობისას. ამ დეფინიციის უფრო დეტალური მიმოხილვა მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა ეფექტური საქმიანობის და პრაქტიკის შესახებ:

1. მდგრადი: ახალგაზრდულ ჩართულობას, რომელიც დროთა განმავლობაში გრძელდება, მივყავართ პოზიტიურ შედეგებამდე. ამასთან, მოკლე და ინტენსიური ჩართულობის გამოცდილებაც ასევე შეიძლება ეფექტური იყოს, თუ ისინი დანარჩენ განმარტებას დააკმაყოფილებენ. ინტენსიური გამოცდილება ხშირად მოტივაციის ამაღლების საშუალებაც ხდება.

2. შინაარსიანი: ჩართულობის აქტივობები და თემები ახალგაზრდებისთვის აქტუალურია - ეს შეიძლება მიღწეული იყოს, თუ ახალგაზრდებს სთხოვენ, მონაწილეობა მიიღონ ჩართულობის საქმიანობის განვითარებაში/გაუმჯობესებაში.

3. ფოკუსირება საკუთარი თავის გარეთ: ახალგაზრდები არიან ჩართული, როდესაც ისინი თავს გრძნობენ სხვებთან კავშირში ან/და გრძნობენ, რომ შეაქვთ საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

სრული ჩართულობა მოიცავს დასწავლის, ემოციის, ჩართულობის, საქმიანობისა და ურთიერთობის კომპონენტებს:

 

დასწავლა: კოგნიტური კომპონენტები, მაგ. ახალი რამის სწავლა

ემოცია: ემოციური კომპონენტი, მაგ. აღელვება, აღფრთოვანება

საქმიანობა: ქცევის კომპონენტი, მაგ. დროის დახარჯვა საქმიანობის შესასრულებლად

ურთიერთობა: სულიერი კომპონენტი, მაგ. კავშირი სხვა ახალგაზრდებთან და უფროსებთან ცვლილებების მისაღწევად

5.2 საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი

2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ოფიციალურად დამტკიცდა.

ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს:

1. საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;

2. ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;

4. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

ახალგაზრდული ჩართულობის რვა წარმატებული მიდგომა

ახალგაზრდული ჩართულობა მოიცავს სამოქალაქო აქტივიზმის, გარემოს დაცვაზე ზრუნვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის, როგორც ანაზღაურებად და ასევე არაანაზღაურებად ფორმებს. მოხალისეობა, ეროვნულ ჯარში მსახურობა და სერვისების სწავლების მიდგომა ყველა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებია. ახალგაზრდული ჩართულობის ფორმები ეფუძნება მოხალისეობრივ საქმიანობას.

1. ახალგაზრდული საბჭო
2. ახალგაზრდული მმართველობა
3. ახალგაზრდები ორგანიზაციის მმართველ საბჭოში
4. ახალგაზრდული ხმა
5. ახალგაზრდული ლიდერობის პროგრამები
6. ახალგაზრდული ადვოკატირება
7. ახალგაზრდული სერვისები
8. ახალგაზრდების ორგანიზება

1. ახალგაზრდული საბჭო

მრავალი ჩინოვნიკი და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით ქმნის ახალგაზრდულ საბჭოებს: ახალგაზრდობისგან შემდგარ ოფიციალურ ორგანოებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აძლევენ რჩევებს ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მაგალითად, ამერიკის წითელი ჯვრის ეროვნულ ახალგაზრდულ საბჭოს (NYC) ჰყავს 13 ახალგაზრდა წევრი და სამი ზრდასრული მრჩეველი, რომლებიც ეროვნულად წარმოადგენენ ამერიკის წითელი ჯვრის ახალგაზრდულ მოხალისეებს და ცდილობს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მოხალისეებს, როგორც ორგანიზაციულ რესურსს.

2. ახალგაზრდული მმართველობა

ახალგაზრდების მხარდაჭერა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და მათი წახალისება, რათა შეიმუშაონ ჯანმრთელი მოზარდების განვითარების გზები.

3. ახალგაზრდები ორგანიზაციის მმართველ საბჭოში

განიხილავს ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ახალგაზრდული პოზიციის დამკვიდრებას და მის რეგულარულად შევსებას.

4. ახალგაზრდული ხმა

ახალგაზრდული ჩართულობის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა, გამოხატონ საკუთარი თავი, გამოხატონ თავიანთი იდეები და უზრუნველყონ პროექტების ან პროგრამების განხორციელება. ახალგაზრდებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, როდესაც მათ უსმენენ.

5. ახალგაზრდული ლიდერობის პროგრამები

სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებობს ფართო სპექტრი ახალგაზრდული ლიდერული პროგრამებისა, ახალგაზრდებისთვის ლიდერობის ტრენინგების უზრუნველსაყოფად და მათთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო უნარების განსავითარებლად.

სოციალური ინკლუზია ყოველწლიურად უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჯგუფს (ადრე მინდობით აღზრდაზე მყოფებს) ლიდერობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენინგებით და აგზავნის მათ ახალგაზრდულ კონფერენციებსა და მინდობით აღზრდასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

6. ახალგაზრდული ადვოკატირება

სთავაზობს ახალგაზრდებს, ისაუბრონ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მოზარდებზე, მაგალითად, სკოლაში სიარულის გვიან დაწყება, თამბაქოს მოხმარება ან ჯანსაღი კვება, ასევე ადვოკატირებას უწევენ თავიანთი თანატოლების საჭიროებებს.

7. ახალგაზრდული სერვისები

ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ სერვისის მიმწოდებელ პროექტებში, უფრო მეტად გრძნობენ თავს საზოგადოების ნაწილად, უფრო მეტად არიან ჩართული სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და უკეთ არიან მომზადებული სამუშაოს დასაწყებად.

8. ახალგაზრდების ორგანიზება

ახალგაზრდების წახალისება, შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტი ან ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდულ ჯგუფებს მოზარდებთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობა, დასვენება ან განათლება.

6 5. გამოყენებული რესურსები

▲ზევით დაბრუნება


5. გამოყენებული რესურსები
  • სამხრეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიის მოხალისეები - “მოხალისეების უფლებები და პასუხისმგებლობები“, 2015

  • ჯესიკა ფრიმანი -“მოხალისეობისას ლიდერული უნარების განვითარების 7 გზა”, 2017

  • ემელინ ვიჯაჯა, კლარმონტ მაკენას კოლეჯი - “მოტივაცია მოხალისეობის მიღმა“, 2010

  • კანადის ჯანმრთელობის პან-კანადური ერთობლივი კონსორციუმი - ”ახალგაზრდების ჩართულობის ინსტრუმენტები”, 2005

  • საქართველოს მთავრობა - ”საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი”, 2014 აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი - ”ახალგაზრდული ჩართულობის რვა წარმატებული მიდგომა”, 2019

  • კარგი ქსელის ფონდი - "ონლაინ მოხალისეობის სახელმძღვანელო”, 2014

  • ეროვნული და საზოგადოებრივი სერვისების კორპორაცია - ”სპონტანური მოხალისეების მართვა კატასტროფის დროს”, 2011 კენიის პროექტის ორგანიზაცია - ”პროექტის მენეჯმენტის ტრენინგ მოდული”, ნაირობი, 2014

  • წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია - ”მოხალისეები COVID-19-ის საპასუხოდ: სპონტანური მოხალისეები”, 2020

  • წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია - ”ძირითადი ქმედებები COVID-19-ის დროს მოხალისეების მართვის შესახებ“: ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მოსაზრებები , 2020

  • კანადის მოხალისები - ”ახალგაზრდული ჩართულობის გზით მოხალისეობრივი პროექტების შექმნა და განვითარება”, 2001

7 სახელმძღვანელო შეადგინეს:

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელო შეადგინეს:

თინათინ მესხმა

„ჰელფინგ ჰენდ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია 2013 წლიდან. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს პროგრამების დანერგვას, განვითარებას, სახელმძღვანელოების შემუშავებას მოხალისეობის საკითხებზე.

ანა ჩოხელმა
ანა ჩოხელი არაფორმალური განათლების ტრენერი და საერთაშორისო პროგრამის - კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების საერთაშორისო მწვრთნელია. დღემდე მუშაობს ახალგაზრდული მოხალისეობის სასწავლო პროგრამებისა და სახელმ ძღვანელოების შემუშავებაზე.

ნინო თოდუამ
ნინო თოდუა „ჰელფინგ ჰენდ“-ის პროგრამების მენეჯერია. მონაწილეობას იღებს მოხალისეობის თემატიკაზე სერვისებისა და სასწავლო მოდულის შემუშავებაში, მართავს ტრენინგებს მოხალისეთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის.

პამელა ჯ. კარგმა
2004 წელს ამერიკიდან ჩამოვიდა სამხრეთ კავკასიაში Relief ორგანიზაციაში და კვლავ განაგრძობს თავის საქმიანობას, წლების მანძილზე ასწავლიდა ქართველ და სომეხ სტუდენტებს მარკეტინგს, კომინიკაციას აგროკულტურის უნივერსიტეტში. დღემდე კონსულტირებას უწევს ახალგაზრდებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს კორპორატიული ბიზნესის დახმარებით სათემო პრობლემების გადაჭრის, ლიდერობისა და მოხალისეობის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის 12 აფრიკულ ქვეყანასა და იამაიკაში.

რედაქტორი: თამარ თითმერია

8 საკონტაქტო ინფორმაცია

▲ზევით დაბრუნება


საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: Helpinghand.geo@gmail.com

ფეისბუქი:www.facebook.com/helpingvolunteer

ვებგვერდი: www.youthvolunteering.ge

მისამართი: ყაზბეგის გამზირი, 28/1, 0172

თბილისი, საქართველო

 

9 ნაწილი 2/სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


ნაწილი 2

სარჩევი

1. COVID-19 და მოხალისეობა

  • COVID-19-ის დროს გავრცელებული მოხალისეობის სახეები

  • მოხალისეობის მაგალითები COVID-19-ის დროს

  •  მოხალისეების მხარდაჭერა COVID-19 პანდემიის დროს

2. მოხალისეთა მობილიზება და მართვა

  •  მოხალისეთა მობილიზების მეთოდები COVID-19-ის პროცესში

  • გზავნილის შექმნა პოტენციური/მომავალი მოხალისეებისათვის

  • ონლაინ აპლიკაციის მომზადება და ინტერვიუ

  •  საორიენტაციო ტრენინგი

  • მოხალისეთა აღიარების ფორმები

3. მოხალისეობრივი პროექტის დაგეგმვა

  • თემის საჭიროებების კვლევა

  • საჭიროებების კვლევის სამი გავრცელებული მეთოდი

  •  მოხალისეობრივი პროექტების დაგეგმვა

4. გამოყენებული რესურსები