The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ლეონიძე გიორგი
 

1 ბიოგრაფია

2 ბიბლიოგრაფია

3 იხილეთ აგრეთვე

4 წყარო

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი მემორიალური მუზეუმები

მუზეუმის მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული, პატარძეულის ქ. 4

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების შემადგენლობაში

მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 1529

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდის ძირითად ნაწილს წარმოადგენს გიორგი ლეონიძისა და მისი ოჯახის მემორიალური ნივთები: ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების, დოკუმენტური, სახვითი ხელოვნების მასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 1 ლარი, გიდის მომსახურება 3 ლარი

უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

გამოფენები: გამოფენილია ხელნაწერები, მემორიალური ნივთები და გოგლას პორტრეტები

საგანმანათლებლო პროგრამები: “გიორგი ლეონიძის შემოქმედება” (პროგრამა სკოლის პედაგოგებისათვის)

გამოცემები: გიორგი ლეონიძის ლექსების კრებული “ საქართველოს ცრემლები”, II კრებული “ლექსნი, თქმულნი გიორგი ლეონიძისა”

მუზეუმის ფართობი:135 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 108 კვ/მ

პერიოდული გამოფენები:

საცავი: 24 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: მუზეუმის შენობას განსაზღვრული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (18.04.2018)

(+995 599) 61 10 12 badri.dreidze@gmail.com

 

ბიოგრაფია

გოგლა ლეონიძე

ოფიციალური სახელი: გიორგი ლეონიძე

დაბადების თარიღი: 8 იანვარი, 1900

გარდაცვ. თარიღი: 9 აგვისტო, 1966 (66 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი

კატეგორია: მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი.

1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი". პირველი ლექსი ''მცხეთა" ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთი "სინათლე"). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ "განათლებაში") გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში "ოსკარ უალდი" (ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება", № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1922-1923 წლებში იგი "ცისფერყანწელთა" ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ "ბახტრიონს" რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ საბოლოოდ ჩამოაშორა ესთეტიზმს. ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა (''ნინოწმინდის ღამე", ''სიმღერა პირველი თოვლისა", 1926; "მყვირალობა", "ყივჩაღის პაემანი", "ყივჩაღის ღამე", 1928; "ოლე", 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. გიორგი ლეონიძის მოთხრობების წიგნმა "ნატვრის ხემ" (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი.

გ. ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი; საქართველოს სსრ მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-, გვ.193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1966)

საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1951-1953)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1959 - საქართველოს სახალხო პოეტი

1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია

წითელი დროშის ორდენი

ლენინის ორდენი (2 ორდენი)

სარჩევი

ბიბლიოგრაფია

სულხან-საბა ორბელიანი (ავტორი). - თბილისი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 180 გვ.. - ISBN: 99928-0-814-4

ტელეპუბლიცისტიკის პოეტიკა (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 2002. - 159 გვ.

ნატვრის ხე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 287 გვ.

ნინოწმინდის ღამე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 287 გვ.

გამოკვლევები და წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 435 გვ.

სამგორი : გმირული ეპოპეა მიძღვნილი თბილისის 1500 წლისთავისადმი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1957. - 134 გვ.

ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან: XVII-XVIII ს. (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1949. - 326 გვ.

ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 527 გვ.

 

სარჩევი

იხილეთ აგრეთვე

 

 

სარჩევი

წყარო

 

სარჩევი