The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ოქმი №6


ოქმი №6




ღია მმართველობა პარტნიორობისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრის

ოქმი №6

№245 26/07/2019

1 თარიღი

▲ზევით დაბრუნება


2019 წელი, 24 ივლისი

ქ.ოზურგეთი

14.00-საათი

2 თავმჯდომარე

▲ზევით დაბრუნება


თავმჯდომარეობდა:

დავით დარჩია - საკრებულოს თავმჯდომარე

3 ესწრებოდა

▲ზევით დაბრუნება


ესწრებოდნენ:

თავაძე ლაშა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

თავდუმაძე ნანა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი

სალუქვაძე მინდია - არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის სახლის“ ხელმძღვანელი

სურგულაძე ალექსანდრე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

ღლონტი თამარ - არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ღურჯუმელიძე. გიორგი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

შარაშენიძე კონსტანტინე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი

ხინთიბიძე ლევან - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

4 დღის წესრიგი

▲ზევით დაბრუნება


„ღია მმართველობა პარტნიორობისათვის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის შესახებ.

მომხსენებლები: დ. დარჩია, ნ. თავდუმაძე

სხდომის თავმჯდომარემ დ. დარჩიამ გააკეთა მოკლე ინფორმაცია წინა სხდომის გადაწყვეტილებების შესრულების თაობაზე, აღნიშნა, რომ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო იწყებს OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს, შემდეგ გაიმართა მსჯელობა გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ, სიტყვა გადასცა „ღია მმართველობა -საქართველოს“ ფორუმის ოზურგეთის კოორდინატორს ნანა თავდუმაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სამოქმედო გეგმაში ღია მმართველობის პრინციპებს ორი ვალდებულებით პასუხობს: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება, სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის და „თვითმმართელობა განათლებისათვის“ დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე და ხაზი გაუსვა პროექტის უდიდეს მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა პარტნიორ მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთობლივი წარმატებული მუშაობისათვის. სხდომაზე წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის თანახმად: მომზადებულია გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი, მზადდება გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლებისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია, აქტიურად მიმდინარეობს „თვითმმართველობა განათლებისათვის“ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში-„მამარდაშვილი“ შეიქმნა კოლექცია „თვითმმართველობა“,ასევე ქვეკოლექცია OGP გააერთიანებს მხოლოდ იმ სრულტექსტოვან ფაილებს, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაწვდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ან OGP-ს სამდივნო. მომსახურების მიწოდებისა და ინდიკატორების განსაზღვრისათვის შექმნილია დაგეგმვის, ხოლო გაზომვის მიზნით კვალიფიცირებულ დამკვირვებელთა სამუშაო ჯგუფი. მიმდინარეობს შედეგების ინდიკატორებთან შედარება და სერვისის მენეჯმენტის კორექტირება. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მონიტორინგის ეტაპების შესაბამისად შესრულებულ სამუშაოს სტატუსისა და რეიტინგის მინიჭებაზე. მოკლედ ილაპარაკა მუნიციპალიტეტში კეთილსინდისიერი მმართველობის განხორციელების სტანდარტების ჩამოყალიბების, მოსახლეობისათვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების დონის გაუმჯობესების, „თვითმმართველობა განათლებისათვის“ მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაწეულ საქმიანობაზე, განაცხადა, რომ ზემდგომიდან მოთხოვნილია ინფორმაცია მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, რომელიც ორი დღის ვადაში უნდა მომზადდეს სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად - გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი თვითმმართველობა, „თვითმმართველობა განათლებისათვის“, კმაყოფილების ხარისხი, პროგრესის შეფასება და სხვა. პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელმძღვანელის (მუნიციპალიტეტის მერი) და საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. საკრებულომ და მერიამ, ასევე, პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი მიმართულებების მიხედვით (ლევან ხინთიბიძე - გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობა, თამარ ღლონტი, გიორგი კილაძე - თვითმმართველობა განათლებისათვის, მინდია სალუქვაძე, ლევან მჟავანაძე - მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის და სხვა) გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე სამოქმედო გეგმის სრულყოფილი ანგარიშის სახით გაეგზავნება ღია მმართველობა - საქართველოს სამდივნოს ფორუმზე წარსადგენად. აღინიშნა, რომ ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებები და პარტნიორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, „პროგრესის სახლი“, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.

5 გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


გადაწყვიტეს:

1. ანგარიში მომზადდეს და გადაეგზავნოს ღია მმართველობა - საქართველოს სამდივნოს ორი დღის ვადაში.

2. მომზადდეს საკრებულოს განკარგულებისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტები საკრებულოსა და მერიასთან ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ჯგუფების შექმნის თაობაზე.

3. წამყვანი უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ნ.თავდუმაძე, ლ.თავაძე, გ. კილაძე, თ. ღლონტი, მ. სალუქვაძე) მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგინონ გაწეული მუშაობის სრულყოფილი ანგარიშები.

6 ხელმოწერა

▲ზევით დაბრუნება


დავით დარჩია

საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

7 ბმული

▲ზევით დაბრუნება