The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ოქმი №7


ოქმი №7




ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრის

N 352 09/10/2019
ოქმი N 7-2

.ოზურგეთი

1 თარიღი

▲ზევით დაბრუნება


2019 წელი, 7 ოქტომბერი
11.00 საათი

2 თავმჯდომარე

▲ზევით დაბრუნება


თავმჯდომარეობდა:

დავით დარჩია - საკრებულოს თავმჯდომარე.

3 ესწრებოდა

▲ზევით დაბრუნება


ესწრებოდნენ:

დოლიძე ბახვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე.

თავაძე ლაშა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

თავდუმაძე ნანა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი

თოიძე გიორგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე.

კილაძე გიორგი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი

მგელაძე ლევან - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ თავმჯდომარე.

მჟავანაძე ლევან - არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის სახლის წარმომადგენელი

სალუქვაძე მინდია - არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის სახლის“ ხელმძღვანელი

ღლონტი თამარ - არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის წარმომადგენელი

ღურჯუმელიძე გიორგი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ყავრელაშვილი თერ -ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე

ჩავლეშვილი გენო - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე.

ხინთიბიძე ლევ - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

4 დღის წესრიგი

▲ზევით დაბრუნება


1. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის განხილვის შესახებ“.

მომხსენებელი: ხინთიბიძე ლევან

სხდომის თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გააკეთა მოკლე ინფორმაცია სტრატეგიის განვითარების დოკუმენტის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის წინანდადებით აღნიშნული დოკუმენტი განხილეს მუხლობრივად.

სტრატეგიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ.

პროექტის ავტორმა, ლევან ხინთიბიძემ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა სტრატეგიის გეგმის შემუშავების ეტაპებზე.

ლევან ხინთიბიძის განმარტებით დოკუმენტი საბაზოა და მხოლოდ ერთობლივი განხილვის შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.

ლევან ხინთიბიძემ დეტალურად ისაუბრა სტრატეგიის მისიასა და დანიშნულებაზე, ღირებულებებზე, სტრატეგიული ანალიზის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. აღნიშნა, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმას აქვს 3 სტრატეგიული მიზანი: 1. გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების ანგარიშების ვალდებულებების ზრდა. 3. მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.

სამივე სტრატეგიული მიზანი დაყოფილა 9 ამოცანად, ზოგიერთი ამოცანა - ქვეამოცანებად.

ლევან ხინთიბიძემ ასევე ისაუბრა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებასა და განვითარებაზე, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რათა დროულად და კანონით დადგენილ ვადაში მოხდეს საჯარო ინფორმაციის გაცემა.

ლევან ხინთიბიძის წინადადებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ასევე, ბარიერის დაწევა 0,5 %-მდე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არა მარტო პეტიციის მიღება და დარეგისტრირება, არამედ, შედეგი ამა თუ იმ პეტიციის.

დოკუმენტის წარდგენის დასასრულს, ლ. ხინთიბიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტს ბოლოს ახლავს მატრიცა, რომელშიც მოცემულია ყველა გამოყენებული მასალა.

კომისიის წევრმა, გიორგი კილაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ზუსტად მიყვება სტრატეგიული განვითარების გეგმის სტრუქტურას და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მსგავსი ტიპის დოკუმენტებშია მოცემული. გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება, რომელთა გათვალისწინება დოკუმენტს უფრო სრულყოფილს გახდის.

გიორგი კილაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის შესავლის სტრუქტურასა და შინაარსზე, სტრატეგიული გეგმის SWOT ანალიზის ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების, სუსტი მხარეებისა და საფრთხეების ურთიერთკავშირზე.

კომისიის წევრები თამარ ღლონტის, მინდია სალუქვაძის, ლევან მჟავანაძის აზრით პროექტის სტრატეგიული ანალიზი, ისევე როგორც მთელი დოკუმენტი პროფესიულ დონეზეა მომზადებული, თუმცა ზოგიერთი შენიშვნა მოითხოვს გათვალისწინებას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ღურჯუმელიძის აზრით, აუცილებელი არის სამოქმედო გეგმაში შეფასების ინდიკატორების მითითება, ანუ რით უნდა შეფასდეს შესაბამისი კანონბდებლობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

დაწვრილებით ისაუბრა გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის სამოქმედო გეგმის სტრუქტურასა და შინაარსზე.

5 გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


კომისიის წევრებმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ

გადაწყვიტეს:

1. მოხდეს სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის სინქრონიზაცია;

2. კომისიის ყველა წევრს მიეცეს საშუალება გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტს;

3. მომდევნო სხდომა გაიმართოს 21 ოქტომბერს 10.00 საათზე, სადაც დეტალურად განიხილება სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებული კომისიის წევრების შენიშვნები და წინადადებები.

6 ხელმოწერა

▲ზევით დაბრუნება


დავით დარჩია

საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

7 ბმული

▲ზევით დაბრუნება