The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას


რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


საუკუნეთა მანძილზე დიდი ქართველი მამულიშვილები იღწვოდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის. მტერმა იცოდა, რომ ერთიან საქართველოს სახელმწიფოს ვერ დაამარცხებდა, ამიტომ მუდამ ცდილობდა მის კუთხეებად (რეგიონებად) დაყოფას, რათა ქართლელების აღმა ხნული, კახელებს დაბლა ეფარცხათ. წმიდა წერილიც გვასწავლის და ჩვენი წმიდა მამებიც ამბობენ უფალი ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს. ამჟამად მიმდინარეობს ძიება საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპისა, ამიტომაც არ შეიძლება შეცდომის დაშვება, რათა ამჟამინდელმა გადაწყვეტილებებმა და კანონებმა უნებლიეთ ხელი არ შეუწყონ საქართველოს დაშლა-დანაწევრებას!

წიგნი ამ რთული საკითხის გადაჭრის გზის ძიებას შეეხება.

საქართველოს რეგიონალიზაცია გადაჭრის არა აფხაზეთის ანდა ცხინვალის პრობლემებს, არამედ ერთის ნაცვლად წარმოქმნის რამდენიმე აფხაზეთს და სხვა ახალ სეპარატისტულ რეგიონალურ რეჟიმებს.

ლიტერატურულ საქართველოს (2001 წლის 25) და ჟურნალ საგურამოში (2001 წლის 1) გამოქვეყნდა ბატონ თამაზ ჩხენკელის შესანიშნავი წერილები ქართველი ერის დღევანდელი კონსოლიდაციის დონის შესახებ, რომლებშიც ავტორს გამოკვლეული აქვს, რომ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესი დასრულებული არ არის. ესაა სიმართლე, რომელსაც ესაჭიროება ღრმა ანალიზი და თვალის გასწორება. იმ ჭეშმარიტების აღიარება, რომ ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ქართველთა გამთლიანების, ერად ჩამოყალიბების პროცესის პერიოდში, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ნათლად წარმოაჩენს არსებული მრავალი გაურკვევლობის საფუძველს და ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.

თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოს სახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით ერი ეწოდება იმ ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სახელმწიფო. უსახელმწიფო ხალხი, თუნდაც უძველესი წარმომავლობისა, ერად არ განიხილება, თუმცა მას მინიჭებული აქვს უფლება შექმნას თავისი სახელმწიფო, რომელშიც იგი თანდათანობით ასწლეულთა და საუკუნეთა მანძილზე ერად ჩამოყალიბდება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში ერების ჩამოყალიბების პროცესი დაკავშირებული იყო XV-XIX საუკუნეებში ეროვნული ცენტრალიზებული სახელმწიფოების წარმოშობა-ჩამოყალიბებასთან. მაგალითად გერმანელი ერის ფორმირება ძირითადად დამთავრდა XIX საუკუნის შუა წლებში, იქამდე გერმანელთა ეროვნულ კონსოლიდაციის პროცესს აფერხებდა ხანგრძლივი ფეოდალური დაქუცმაცებულობა და ქვეყნის ეკონომიკური გათიშულობა, რაც XIX საუკუნემდე გაგრძელდა. სასაზღვრო, ფინანსური და სხვა დაბრკოლებანი მოისპო XIX საუკუნის დამდეგს ეროვნული თვითშეგნების ზრდის შედეგად, რამაც დააჩქარა გერმანელთა გაერთიანება ვითარცა ერის ფორმირება (იხ. ქსე. . 3. სტატია გერმანელები).

უფრო გვიან XIX საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდნენ ესპანელები ვითარცა ერი (იხ. ქსე. . 4. სტატია ესპანელები). მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გაერთიანდა XV საუკუნეში, რამაც ხელი შეუწყო ესპანელების ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებას. ზოგიერთი ოლქის მცხოვრებნი XX საუკუნემდე თავის თავს ძველებურად კასტილიელებს, არაგონელებს, ანდალუზიელებს უწოდებდნენ და შემორჩენილი ჰქონდათ ეთნოგრაფიული თვისებანი, ამის მიზეზი იყო თავისთავადობა ცალკეული ოლქებისა (დაქუცმაცება) და კაპიტალიზმის განვითარების ნელი ტემპი.

კიდევ უფრო გვიან XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა თურქეთი ერად (იხ. ქსე. . 5. სტატია თურქები). თურქთა ეროვნული კონსოლიდაციის დასაჩქარებლად XX საუკუნის დასაწყისში იღწოდა თურქ ინტელიგენტთა საზოგადოება .. ახალგაზრდა ოსმალები. მათ დაამკვიდრეს თურქულ საზოგადოებაში თანამედროვე ერის მცნება, რამაც ასახვა ჰპოვა თურქეთის მმართველი სახალხო რესპუბლიკური პარტიის წესდებაში. წესდების ავტორები გარკვეულ განსხვავებებს ხედავენ თანამედროვე ერებსა და იმ ერებს შორის, რომლებიც წარსულში არსებობდნენ და არა მარტო განსხვავებას ხედავენ, არამედ თვლიან, რომ თანამედროვე ერების არსებობა ქმნის ახალი ხასიათის ურთიერთობებს (იხ. .გიგინეიშვილი ნაციონალიზმის ქემალისტური დებულება, წიგნში: მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია. თბ. 1983 . გვ. 145). ამ მოძრაობამ, როგორც ცნობილია, საფუძველი შეუქმნა თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დაარსებას და თურქი ხალხის სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას. სახალხო რესპუბლიკური პარტიის საყრდენ ექვს თეორიულ დებულებათაგან ერთერთია ეთათიზმი (სახელმწიფოებრიობა). რადგანაც მიიჩნევა, რომ თანამედროვე ერების ჩამოყალიბების პროცესი იწყება ფეოდალური დანაწევრების დაძლევის, ერთიანი ცენტრალიზებული, ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით. ერთიანი, საერთო შიდაეკონომიკური ბაზრის შექმნითა და შიდაეთნიკური საზღვრის მოშლით. ყოველივე ეს ეთნოჯგუფებსა და ეროვნებებს ერთიან ერად ჰკრავს (ერთი სახელმწიფო - ერთი ერი).

. გიგინეიშვილი აღნიშნავს თურქეთში ნაციონალიზმის დებულება არ ისახავს მიზნად მხოლოდ ეროვნული ხასიათისა და ეროვნული თავისებურებების დაცვას, არამედ ის გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს შექმნას, რომლის საფუძველი და დასაყრდენი იქნება თურქი ერი. ეს არის ის, რასაც მოითხოვს ქემალ-ათათურქის ნაციონალიზმის დებულება. სწორედ ამ პრინციპით -ერთი ერი-ერთი სახელმწიფო - იქმნებოდნენ თანამედროვე საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ევროპის ბურჟუაზიული სახელმწიფოები, რომლებსაც ეროვნულ სახელმწიფოებს უწოდებენ, მართლაც ერთეროვანნი არიან (იქვე გვ. 146).

ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში (XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში) მოხდა ეროვნული კონსოლიდაცია ბულგარელებისა, ვლახებისა, ბერძნებისა და სხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებისა (იქვე გვ.147-148).

როგორც ვხედავთ ცივილიზებულ მსოფლიოში თანამედროვე ერების და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი არ შეწყვეტილა, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს თითქმის ჩვენს თვალწინ (ვგულისხმობ XIX და XX საუკუნეებს), ამავე პროცესის ნაწილია ქართველი ერის ამჟამინდელი კონსოლიდაცია-გამთლიანება და ეროვნული ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა. პროცესს, როგორც აღინიშნა იკვლევს ბატონი თამაზ ჩხენკელი. ის წერს, რომ XX საუკუნის დასაწყისში ქართველი ხალხი იყო ახლად ჩამოყალიბებული დემოსი, გულუბრყვილო, პროვინციული ფსიქოლოგიის მქონე, პოლიტიკურად ლაბილური და სახელმწიფო-ებრივი თვალსაზრისით სრულიად უწვრთნელი, რადგან ამ დემოსის ცნობიერება არ იყო ქართულ-ეროვნულ ნიშნით განმტკიცებული. ქართველი ხალხის კონსოლიდაცია ახალი დაწყებული იყო. ამ პროცესს ჯერ არ ჰქონდა მასშტაბური ფორმა. მთელი XIX საუკუნე ქართული კულტურის მამამთავრებმა ქართველი ერის კონსოლიდაციას, ხალხის ეროვნული გაცნობიერებისათვის ბრძოლას შეალიეს ენერგია. 1874 წელს წიფის გვირაბი გაიჭრა. თბილისს (ლიხთ-იმერეთიდან) შემომატებული მოსახლეობა ვერ ასწრებდა ნატურალიზაციას, კუთხური (საკუთრივ არასახელმწიფოებრივი) შეგნების გაწაფვას. ის ჯერ კიდევ არ არის, როგორც გრ. რობაქიძე იტყვის: უკანასკნელი ჩამოსხმით დადუღებული ქართველი. მისი ენა და ცნობიერება კუთხურ-პროვინციულია, იგი ერეკლეს ყოფილი სამეფოს არეალში აღიქმება, როგორც ნათესაური, მაგრამ განსხვავებული ეთნოსი, ამიტომ ითქვა მაინცდამაინც 1921 წელს: - ჩვენმა თაობამ გაორკეცებული ძალით უნდა დააჩქაროს ქართველი ერის თვითშეცნობის პროცესი (. გამსახურდია). ეს ლოზუნგი დღესაც ძალაშია, რადგან კონსოლიდაციის პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული და სამწუხაროდ მის დაჩქარებას ხელს არ უწყობს მასმედია და არც ტელევიზია... ქართველობა ახალი ერია და არა ძველი და დაღლილი ერი, როგორც ხშორად წარმოაჩენენ მას. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საუკუნის დასაწყისში აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი ერთმანეთს უზიარებდნენ სიხარულს იმის გამო, რომ ამერ-იმერის შვილნი ქორწინებით უკავშირდებიან ერთმანეთს, რომ ყოფის ამ სფეროშიც ირღვეოდა 400 წლოვანი კუთხობრივი კარჩაკეტილობა და ფსიქოლოგიური გაუცხოვება. XX საუკუნის ურბანისტულმა კულტურამ დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ არის მიყვანილი ბოლომდე. (. ჩხენკელი:ლიტერატურული საქართველო, 2001 წელი 25).

მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველთა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი დასრულებული არ არის და ამით განსაკუთრებული არაფერი ხდება, პირიქით, ქართველი ერი თანამონაწილეა მსოფლიოში ბოლო საუკუნეებში მიმდინარე იმ პროცესებისა, რომელსაც ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნა და მასში ეროვნული კონსოლიდაცია ეწოდება.

ამ მხრივ უკვე გადადგმულია დიდი ნაბიჯები, XIX -ში დაწყებული ქართველთა კონსოლიდაციის პროცესი დაგვირგვინდა ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნით XX -ში, ხოლო, XXI -ში ამ სახელმწიფოში თანამედროვე ერი უნდა ჩამოყალიბდეს, .. ერთიან ერად უნდა შეირწყას ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ესაა თანამედროვე ერების ჩამოყალიბების მსოფლიოში არსებული პრინციპი, ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს, რადგანაც კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება დავდგეთ მსოფლიოს თანამედროვე ერთა და სახელმწიფოთა შორის, ვითარცა მათი თანასწორი.

აქედან გამომდინარე არსებობს სხვა საშიშროება, რომ ხელი არ შეეშალოს საქართველოში ამჟამად მიმდინარე ეროვნულ კონსოლიდაციას და ერს მიეცეს საშუალება ბოლომდე მიიყვანოს ის. დამკვირვებელი წერს: მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წელი გადის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ვერა და ვერ გავამყარეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, პირველყოვლისა ჩვენივე მოქალაქეთა ცნობიერებაში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა (. რცხილაძე, ლიტერატურული საქართველო, 2001 .11).

ანტისახელმწიფო-ებრივად შეიძლება მივიჩნიოთ მცდელობა ეროვნული კონსოლიდაციის მიმდინარე პროცესის შეფერხებისა. ერთი ასეთია, ჩვენი აზრით, საქართველოს .. რეგიონალიზაცია.

თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში, კარგად გადმოგვცა შესაბამის წრეებთან დაახლოებულმა ბატონმა ამბროსი გრიშიკაშვილმა თითქმის ათი წლის წინ (იხ.გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 27.02.1993). იგი თავის სტატიაში საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ წერდა: სასურველია თუ ამას საფუძვლად დაედება საქართველოს ისტორიულ-ეთნიკური დაყოფა - ქართლი, კახეთი, იმერეთი და ასე შემდგომ. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, მაქსიმალური უფლებების მქონე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც უნდა გააჩნდეთ რეანიმირებული, ეთნიკურ ქარგას მორგებული მმართველობა. მაშასადამე, ავტორის აზრით, საქართველოში არსებობენ ეთნიკური ჯგუფები (.. ქართლელები, კახელები, იმერლები და ..), რომელთაც ამჟამად უნდა მიეცეთ საკუთარი ეთნიკურ ქარგას მორგებული მმართველობა. როგორც ჩანს, ავტორი გრძნობს, რომ ამ ჯგუფებს ეთნიკური განსხვავებულობა მაინცდამაინც კარგად შენარჩუნებული არა აქვთ, ამიტომაც ავტორს სურს მოახდინოს მათი რეანიმაცია, რათა რეანიმირებული ეთნიკური მმართველობა მიიღოს.

არის თუ არა ეს მისწრაფება იმისა, რომ შეფერხდეს ამჟამად რეალურად მიმდინარე ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი? ჩვენ შუასაუკუნეობრივი სამართლებრივი მოდელის ანუ ეთნიკურ-სახელმწიფოებრივი დაქუცმაცებულობის რეანიმირება უნდა მოვახდინოთ თუ თანამედროვე ტიპის ერთიანი, უნიტარული სახელმწიფო - შევქმნათ?

მაინც რატომ გახდა საჭირო კუთხური, საქართველოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის დროინდელი მოდელის რეანიმირება, რაშია საქმე? საქმე, როგორც ჩანს შეეხება არა უბრალოდ ადმინისტრაციული მმართველობის საშუალების ძიებას, არამედ ალბათ არსებობს საქართველოს ფედერალიზაციის, ავტონომიურ ტერიტორიებად დაყოფის სურვილი, რომლის პირველ საფეხურად ფედერაციული სახელმწიფოს გამოცხადება მოიაზრება, რომელსაც ალბათ კონფედერაციის შექმნა, შემდეგ კი ქვეყნის უსისხლო დაშლა მოჰყვება. ფედერაციულ სახელმწიფოში ანდა კონფედერაციაში ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია არა თუ შეფერხდება, არამედ შეუძლებელი იქნება. ეს არ მისცემს საშუალებას ქართველ ერს დადგეს სხვა თანამედროვე ერთა გვერდით. დამოუკიდებელ, მაქსიმალური უფლებების მქონე ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ანუ ქართლის, კახეთის, იმერეთის თუ სხვა რეგიონალურ ფაქტიურად სახელმწიფოებრივ ერთეულებში, არა ერთიანი ერი, არამედ ქართლელობა, კახელობა, იმერლობა და .. ჩამოყალიბდება და ისინი ჩამოყალიბდებიან ვითარცა თავისთავადი ეთნიკური ერთეულები, მაშასადამე ერი უფრო დაქუცმაცდება.

რეგიონალიზმის მომხრეებს სურთ წარმოადგინონ, თითქოსდა საფრანგეთსა, ესპანეთსა თუ გერმანიაში არსებობდეს ისტორიულ-ეთნიკური დაყოფის შესაბამისი რეგიონალური ერთეულები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად საფრანგეთში 37 ისტორიული ოლქია, მაგრამ რეგიონი, დეპარტამენტი არის არა 37 არამედ 95. ესპანეთში 13 ისტორიოული ოლქია, მაგრამ რეგიონი, პროვინცია არის 50 (იხ. ქსე. . 4).

მაშასადამე ევროპელმა ერებმა თავიანთი ისტორიული ოლქები დაყვეს უფრო მცირე ნაწილებად და ამ ნაწილებში შექმნეს ადმინისტრაციული ერთეულები, მათაც კი ისტორიული ოლქების შენარჩუნება საშიშად მიიჩნიეს, მით უმეტეს ჩვენთვის ეს უფრო მეტია. ესპანეთის, საფრანგეთის თუ გერმანიის სახელმწიფოები შეიქმნა რეგიონალური სახელმწიფოებრივი ერთეულების გაერთიანების შედეგად, რამაც ცხადია თავისი სახე მისცა მათ ამჟამინდელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას, მაგრამ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ხომ ამ პრინციპით შექმნილი არ არის, რატომ უნდა დაემსგავსოს ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სახე ამ ქვეყნებისას? XIX- დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთეულები დაიპყრო რუსეთის რუსეთის იმპერიამ, რომელმაც ერთიანი ქართლ-კახეთის სამეფოს ადგილას შექმნეს ტფილისის გუბერნია, რასაც დაპყრობათა კვალდაკვალ ქუთაისის გუბერნიის შექმნა მოჰყვა. საბედნიეროდ, რუსეთის იმპერიის წიაღში ქართველებმა მოახერხეს ეროვნული კონსოლიდაცია, ამიტომ XX. დასაწყისში რუსეთის იმპერიის რღვევის კვალდაკვალ 1918.- შესაძლებელი გახდა ერთიანი საქართველოს წარმოქმნა. ეს ცენტრალიზებული სახელმწიფო არ ცნობდა ეთნიკურ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ დაყოფას, ამიტომაც 1921- საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი დაყოფა არც აისახა. ასეთი ცნებაც კი (ეთნიკური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული) იმ დროს სამარცხვინოდ მიიჩნეოდა. თვით რუსმა ბოლშევიკებმა საქართველოს ხელმეორედ ანექსიის დროს 1921-1991 წლებშიც ვერ გაბედეს საქართველოს დაქუცმაცება ეთნიკურ ერთეულებად ქართლად, კახეთად, იმერეთად და .. ნუთუ ახლა, ორასი წლის შემდგომ, როცა უკვე განვლილია შუა საუკუნეთა დაქუცმაცების ეტაპი კვლავ ფეოდალური ქარგის ხელოვნური რეანიმაციის გზით უნდა აღდგეს კუთხურ-ეთნიკური ერთეულები? ამით ხომ ხელმეორედ ვკლავთ მთელი XIX-XX საუკუნეთა მოღვაწეების, თერგდალეულთა, დიდი ილიას ოცნებას ერთიანი, დაუნაწევრებელი, მთლიანი საქართველოს შექმნის შესახებ?

ილიამდეც პლატონ იოსელიანი სიხარულით ხვდებოდა ქართველთა კონსოლიდაციის პირველ ნაბიჯებს XIX-ის დასაწყისში. მისი თვალსაზრისით, რომელიც ძველი ქართული ისტორიოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება ერთიანი ქართული ეროვნული თვითშეგნება არსებობდა უძველესი დროიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის შესაბამისად. დიდ სიმაღლეს მიაღწია მან VI-XII საუკუნეებში, მაგრამ ძალზედ დაზარალდა მონღოლთა შემოსევებისა და განსაკუთრებით კი ერთიანი ცენტრალიზებული საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. XV-XVI საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის დარღვევამ, მის ადგილზე სხვადასხვა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კუთხური სამეფო-სამთავროების წარმოქმნამ, როგორც აღინიშნა საფუძველი შეურყია ერთიან ქართულ თვითშეგნებას კუთხურ სახელმწიფოებრივ ერთეულებში, განსაკუთრებით კი პერიფერიებში ასწლეულების მანძილზე (XVI-XVIII საუკუნეებში) თანდათანობით ჩამოყალიბდა, გაღრმავდა და განმტკიცდა კუთხური ეთნიკურ-ეთნოგრაფიული ნიშანთვისებები, წარმოიქმნა დიალექტები, ჩამოყალიბდა ქართლელობა, კახელობა, იმერლობა, მეგრელობა, გურულობა, სვანობა, მესხობა და .. როგორც ავღნიშნეთ ამის მიზეზად მიიჩნეოდა კუთხური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობა, რადგანაც სახელმწიფოს აქვს უნარი თავისი საზღვრების შიგნით მცხოვრებ მოსახლეობას ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ მისცეს საკუთარი ეთნიკური სახე. აქედან გამომდინარე საქართველოს გაერთიანება, კუთხური სამეფო-სამთავროების ანუ სახელმწიფოებრივი ერთეულების შერწყმა უთუოდ ხელს შეუწყობდა ერთიანი ეროვნული (.. ზოგადქართული) თვითშემეცნების გამოცოცხლებასა და მის აღდგენა-აღორძინებას. ამისათვის საუკუნეთა მანძილზე იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის წმიდა მამები და საუკეთესო შვილები. საუკუნეთა მანძილზე ამიტომაც შესთხოვდნენ ისინი რუსეთის ერთმორწმუნე ხალხს დახმარებას. მართლაც, რუსეთის იმპერიის მიერ ქართული კუთხური სახელმწიფოებრივი ერთეულების უნებლიე გაერთიანებამ ხელი შეუწყო XIX საუკუნის დასაწყისიდანვე ქართველი ერის კონსოლიდაციის საქმეს, ერთიანი ქართული ცნობიერების აღორძინებას. ესაა ფაქტი, თუმცა კი ცხადია საოცარი. ამ ფაქტს, როგორც აღვნიშნეთ იმთავითვე მიაქცია ყურადღება თავისი დროისათვის სახელოვანმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა. ეს ფაქტი მან მიიჩნია რუსეთის იმპერიის მმართველობის დადებით შედეგად.

პლატონ იოსელიანი ასე აჯამებს რუსეთის მმართველობის დამყარებას საქართველოში: - თემნი ქართველთა სამეფოსა, დაგლეჯილნი და დანაწევრებულნი გაუქმდნენ. მცხოვრებნი თემთა ამათ: იმერელნი, მეგრელნი, გურულნი, სვანნი, რაჭველნი და სამცხე-ათაბაგთა შეიქმნენ [ერად] და იწოდნენ ქართველებად. (. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, ქართული მწერლობა . X. 1995 გვ. 287).

მალე თვით რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ გააცნობიერა, რომ რუსეთის იმპერიის საზღვრებში, კავკასიის მასშტაბით დიდი ხალხი ერთიანდებოდა და ერად იკვრებოდა. ცხადია ერად კონსოლიდირებული ხალხი სამომავლოდ მოითხოვდა თვითგამორკვევას და საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ამის გაცნობიერებამ შეაშფოთა საიმპერიო წრეები. სასწრაფოდ XIX საუკუნის 50-60-იანი წლებიდანვე იქნა მიღებული ზომები ქართველი ერის კონსოლიდაციის შესაფერხებლად. სასწრაფოდ დაავალეს შესაბამის წრეებს გამოეცათ ნაშრომები ქართველთა ეთნიკური დაშლა-დანაწევრების ხელშესაწყობად. რუსულმა იმპერიულმა წრეებმა მიზნად დაისახეს არ დაეშვათ ქართველი ერის კონსოლიდაცია. დაიწყო მოურიდებელი დევნა ქართული კულტურისა და ენისა. იქამდეც კი, რომ ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა შეიზღუდა ცენტრში, ხოლო კუთხეებში, კერძოდ კი აფხაზეთსა, სვანეთსა, სამეგრელოსა და ქართლის მთიანეთში აიკრძალა კიდეც. სამეგრელო და მთელი ქართული საზოგადოება აღაშფოთა ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებამ ქართველი ერის კონსოლიდაციის შესაფერხებლად დაPქართველთა ეთნიკურ ტომებად დაშლის მიზნით. სასულიერო ორგანო გაზეთ მწყემსში შეშფოთებული ქართველი ღვთის მსახური წერდა: დიდ იმპერიას მივეკედლეთ უმთავრესად იმისთვის, რომ დაქსაქსული ერი ივერიისა შეკრებილიყო, გაერთიანებულიყო და შეერთებული ძალით შედგომოდა ეროვნულ საქმეს. მაგრამ (რუსები) იღწვიან, რათა ეს ერთობა არ ჩამოვარდეს ჩვენთა შორის. ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება და დაქუცმაცება - აი, მათი ჯოჯოხეთური იდეალი. (გაზ.მწყემსი.1905. 5, გვ.6) ქართველთა დაშლა-დაქუცმაცების იდეალი კარგად ჩამოაყალიბა საეგზარხოსოს სკოლების მეთვალყურე ვოსტორგოვმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჰყოფდა ერთმანეთის მიმართ დამოუკიდებელ ერებად, ასეთები მისი აზრით იყვნენ ქართლ-კახელები, იმერლები, გურულები, ხევსურები, ფშაველები და ..(მწყემსი 1905.8 გვ. 6) მიუხედავად ამისა რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა მემკვიდრე ბოლშევიკებმა ვერ გაბედეს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები დაემთხვია კუთხურ ეთნიკური საზღვრებისათვის.

ჩვენი ხალხი შინაგანად საკმაოდ კონსოლიდირებულია და ამიტომ წარსულის კუთხობრივი განცდის რეციდივების გამოვლენა უფრო გარეფაქტორებით, გარეგანი გამღიზიანებლებითაა გამოწვეული და არა შინაგანი მოთხოვნით. პირადად ვადასტურებ, რომ თუმცა იმერეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სასკოლო ასაკში მე და ჩემს ახლობლებს გვქონდა განცდა არა ჩვენი იმერლობისა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქართველობისა. არც კი ვიცოდით, რომ თურმე იმერელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი არსებობდა. მხოლოდ თბილისში, სტუდენტობის დროს გავაცნობიერეთ ეს არაჯანსაღი გარემოს იძულებით. შეიძლება ითქვას, რომ ასავეა ძირითადად ჩვენი ხალხი. ამიტომაა, რომ საქართველოს რეგიონებად დაყოფის სურვილი და მოთხოვნა მოდის არა ხალხიდან, კუთხეებიდან, არამედ ზედა ფენიდან, მთავრობიდან. ამ უჩვეულო მომენტს კარგად ხსნის ბატონი თამაზ ჩხენკელი და მას ყური უნდა დავუგდოთ: უკანასკნელმა ათწლეულმა ამ მხრივ დამაღონებელი სურათი გვიჩვენა. საქართველოში მძვინვარებს კულტურულ-ადმინისტრაციული და ენობრივი პარტიკეულარიზმი, რომლის ინიციატორად გვევლინება არა ხალხი, ან რომელიმე რეგიონის მოსახლეობა, არამედ ჭკუამოკლე პოლიტიკანებისა და რენეგატების ცალკეული ჯგუფები. მოძლიერების შემთხვევაში ისინი, შეიძლება სახელმწიფოსათვის საშიშ მოვლენად იქცნენ. ამ პრობლემის მიფუჩეჩება არ ხამს... კუთხურმა ინდივიდუალიზმმა შვა უცნაური მოვლენა, რაც ჩვენი მტრების ხელში 200 წლის განმავლობაში თანდათან იხვეწებოდა, ბოლო ხანებში საქართველოს სახელმწიფოს ძირგამომთხრელ ტენდენციად ჩამოყალიბდა. (იხ. გაზ. 2001 . 25) ამ ტენდენციის შესახებ ჩვენც მივუთითეთ თითქმის ათი წლის წინ გამოქვეყნებულ წერილში ნუ დაანაწევრებთ, რომელშიც პარლამენტარებს ვთხოვდი არ დაეყოთ ეთნიკურ რეგიონალურ-ადმინისტრაციულ პოლიტიკურ ერთეულებად საქართველოს სახელმწიფო: მსოფლიო ინტეგრაციის გზით მიდის, ცხადია საქართველოც ვერ აცდება ამას, ეს გამოიწვევს საქართველოში არსებული ეთნიკური ტერიტორიების (თუ ასეთი შეიქმნებიან) შერწყმა-გაერთიანების პირობების შექმნას ეთნიკურ ქარგას მორგებულ მმართველობას გარკვეული ხნის შემდეგ დაემუქრება გაქრობა, მაგრამ ეთნიკურ-ჩინოვნიკური ნომენკლატურა თავისი სავარძლების გაუქმებას ასე ადვილად ვერ შეელევა. ისინი წააქეზებენ რეგიონის მოსახლეობას სეპარატიზმისაკენ, ჩანერგავენ კუთხურ პატრიოტიზმს. მაგალითისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, რომ არ ყოფილიყო .. სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ადმინისტრაცია, ჩვენ არ გვექნებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტი, რამეთუ ქართველებსა და ოსებს შორის შესანიშნავი ურთიერთ-დამოკიდებულება არსებობდა. სეპარატიზმისაკენ საქართველოს ოსური მოსახლეობა ეთნიკურმა ადმინისტრაციამ წააქეზა. ასევე იყო აფხაზეთში. შეიძლება ასევე მოხდეს სხვა კუთხეებშიც თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველთა ჯგუფები მიიღებენ ეთნიკურ ტერიტორიებს, განა უფრო მეტი უფლება არ ექნებათ საქართველოში კომპაქტურად დასახლებულ არაქართველებს მსგავსი ეთნოტერიტორიების მოთხოვნისა? ეს კი საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. (გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 29 V. 1993).

კუთხური სეპარატიზმის აჩრდილი სამწუხაროდ რეალური საფრთხეა-რასაც სამართლიანად აღნიშნავს ბატონი . ჩხენკელი: მას ღრმად აქვს ფესვი გადგმული, განსაკუთრებით რელაქტიურ ტვინებში, ხელისუფლებამ ძლიერი პროპაგანდით, ხოლო საზოგადოებამ, ხელისუფლების ძლიერი პროპაგანდის დახმარებით, კულტურული ზეწოლით უნდა გააუვნებელყოს ეს საფრთხე... სოციალური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი კულტურის ისტორიასთან შინაგანი კონტაქტის უქონლობაა. (. ჩხენკელი)

როგორ უნდა მოახდინოს საზოგადოებამ კულტურული ზეწოლით კუთხური სეპარატიზმის აჩრდილის უვნებელყოფა? ეს ალბათ ჩვენში ისევე უნდა მოხდეს, როგორც მაგალითად სხვა ქვეყნებში, კერძოდ თურქეთში.

ქემალ ათათურქისა და ახალგაზრდა რეფორმატორების მიზანი იყო მოეშორებინათ ოსმალეთის იმპერიული მემკვიდრეობა, რომელიც ხელს უშლიდა თურქი ერის კონსოლიდაციას, ამიტომაც მათ თავდაპირველად არა ეკონომიკასა და მრეწველობას მიაპყრეს ყურადღება, არამედ კონსოლიდაციის უპირველეს იარაღს - ენას, კულტურას, ნაციონალიზმს. მკვლევარი რეფორმატორთა შესახებ წერს -რეფორმების მიზანი იყო თურქი ერის კონსოლიდაციის დაჩქარება, მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს თურქულ ენას, მის განვითარებასა და სახელმწიფოში გავრცელებას რამეთუ თურქეთს მინიჭებოდა პრიორიტეტი ოსმალურთან შედარებით (დასახ. ნაშრ. გვ. 148) ოსმალური ენა - ყოფილი იმპერიის (მმართველი ზედაფენის) ენა, განსხვავდებოდა ეროვნული თურქული ენისაგან, რეფორმატორთა მიერ ოსმალეთის იმპერია განიხილებოდა, ვითარცა კოსმოპოლიტური, არაეროვნული სახელმწიფო. რეფორმების შემდეგ ახალ თურქეთში პრიორიტეტი მხოლოდ ენის სფეროთი არ შემოიფარგლებოდა, იგი გავრცელდა ცხოვრების ყველა დარგზე, ერთმანეთს დაუპირისპირდა ოსმალური და თურქული ლიტერატურა, ოსმალური და თურქული მუსიკა, ოსმალური და თურქული მორალი, ფილოსოფია, ეკონომიკური დოქტრინები და .. ყველაფერი ოსმალური გამოცხადდა კოსმოპოლიტურად, თურქული ეროვნულად, ნაციონალურად. ასე ყალიბდებოდა თანდათანობით ეროვნულისა და ნაციონალურის გაგება (.გიგინეიშვილი, ნაციონალიზმის ქემალისტური დებულება წიგნში: მახლობელი აღმოსავლეთი ახალი და უახლესი ისტორია 1983. გვ. 149).

რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? რათა თურქეთს საშუალება მისცემოდა გამკლავებოდა ევროპის მოსახლეობას, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის მეშვეობით გაძლიერდა, თურქეთის წინაშე უპირატესობა მოიპოვა და შეტევაზე გადმოვიდა მის წინააღმდეგ (იქვე,გვ.148).

რითაა ეს ყველაფერი ჩვენთვის საინტერესო?

ევროპის მოძალება - რომლის გასამკლავებლადაც იღწვიან ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები, არც საქართველოსთვისაა უცხო. გლობალიზაციას თურქი რეფორმატორები კი არ უფრთხოდნენ, არ გმობდნენ, ანდა უგულებელყოფდნენ, არამედ ამზადებდნენ თავის ხალხს, აყალიბებდნენ ერად, უღვივებდნენ ნაციონალურ გრძნობებს, რათა თურქეთის სახელმწიფო გაძლიერებულიყო. რადგანაც თურქი ხალხის კონსოლიდაციას ხელს უშლიდა წარსულის - ოსმალური იმპერიის დროინდელი კოსმოპოლიტური შეხედულებები. ამიტომაც ყველაფერი დაემორჩილა მის უარყოფასა და ახალის, ეროვნულის წარმოჩენას. გაძლიერებულმა თურქეთმაც ღირსეული ადგილი დაიჭირა ხალხთა ევროპულ ოჯახში.

ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოს დასაყრდენის - ქართველი ხალხის კონსოლიდაციის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, წარსულის კოსმოპოლიტური ანუ კონსოლიდაციის შემაფერხებელი შეხედულებების დაძლევაა საჭირო. თურქეთში კოსმოპოლიტურად, როგორც აღინიშნა, მიიჩნეოდა ძველი ოსმალეთის იმპერიის ენა, კულტურა, წეს-ჩვეულებები, რომელთაც ებრძოდნენ იმით, რომ დაურიდებლად აძევებდნენ საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროდან და მის ნაცვლად ამკვიდრებდნენ ეროვნულს.

ჩვენში ძველი იმპერიის ენა, ანუ იმ იმპერიის ენა, რომლის შემადგენლობაში ქართველი ხალხი მთელი 200 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, არის რუსული ენა, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის დროს იარაღს ქართველი ხალხის გასათქვეფად იმპერიის რუს ერში (გასარუსებლად) ამიტომაც ზემოთ მოყვანილი დევიზის პერიფრაზა ალბათ ასეთი უნდა იყოს -ქართულს მიენიჭოს პრიორიტეტი რუსულთან შედარებით (კულტურული სფერო და არა ეთნიკური) იგულისხმება მთელი საქართველოს მოცვა ქართული ენით, კულტურით, ლიტერატურით, მუსიკით, მორალით, ფილოსოფიით, ეკონომიკური დოქტრინებით. ყველაფერი რუსული უნდა გამოცხადდეს კოსმოპოლიტურად (როგორც თურქეთში ოსმალური (.. იმპერიული) გამოცხადდა კოსმოპოლიტურად) ეს თანდათანობით ჩამოაყალიბებს ეროვნულისა და ნაციონალურის გაგებას. ამით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, პირიქით, სწორედ ეს გზა აქვს არჩეული ჩვენს მეზობელ ერებს-რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს. იგივეს აკეთებენ თვით პატარა ხალხებიც კი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ. ჩვენში სამწუხაროდ კოსმოპოლიტურს, უფრო მეტი გასავალი აქვს, ვიდრე ნაციონალურს. ამიტომაც ნაციონალურობა, ნაციონალიზმი - სამარცხვინოდ, დანაშაულად მიიჩნევა მაღალ წრეებშიც კი. შედეგიც სახეზეა - სახელმწიფო არ ყალიბდება საზოგადოდ კოსმოპოლიტიზმის იდეით. სახელმწიფოებად ყალიბდებოდნენ იმპერიული, ფედერაციული ანდა კონფედერაციული სახელმწიფოები, რომელნიც მხოლოდ რამდენიმე ხანს არსებობდნენ და საბოლოოდ იშლებიან ეროვნულ სახელმწიფოებად. ყველა იმპერიის ბედი ასეთია. დაშლა და დანაწევრება, მაშინ როცა ეროვნული სახელმწიფოები, თანამედროვე მსოფლიოს სტაბილიზაციის ქვაკუთხედია-ევროპისა და მსოფლიოს (ცივილიზებული) სახელმწიფო სამართალი ეროვნულ სახელმწიფოებს, ნაციონალიზმის იდეას ეფუძნება.

როგორც აღინიშნა თურქეთის სახელმწიფოს შემქმნელებმა უდიდესი ყურადღება მიაპყრეს ეროვნულ პოლიტიკას, რათა თურქული სახელმწიფოს დასაყრდენი თურქი ხალხი განმსჭვალულიყო თურქული კულტურით და სახელმწიფოში ყველაფერი დამორჩილებოდა თურქულ ეროვნულ აღზრდას, რათა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდილიყო ახალგაზრდობა (დას. წიგნ. გვ. 155). თურქული ენის გავრცელება მთელს სახელმწიფოში უპირველესი მიზანი იყო. ამ მხრივ ჩვენში თუ რა მდგომარეობაა-ცნობილია. ოც წელზე მეტია სამხრეთ საქართველოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ იქ ქართული ენის გავრცელების უმთავრესი წყარო, ტელევიზია ძირითადად რუსულენოვანია. ქართული ენა გაძევებულია რუსული, სომხური და თურქული (აზერბაიჯანული) ენებით. თუმცა თითქმის ასეთივე ვითარებაა თბილისშიც. გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე და თქვენ იხილავთ გასაყიდად გამოტანილი იმპერიული (.. რუსული) ლიტერატურით ავსებულ თაროებს, რომელიც მთელს პროსპექტზეა განლაგებული. ამას ყველა ხედავს და არავითარი პროტესტის ხმა არ გაისმის. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თბილისის ტელეარხები ზედმეტად რუსულენოვანია, ჩვენი ყმაწვილები, ბავშვები ტელევიზიიდან სწავლობენ რუსულ ენას. ეს ქმედება მიუღებლად, არასახელმწიფოებრივად აღიქმებოდა ყველა თავმოყვარე ერის მიერ, მაგრამ საქართველოში ეს ბუნებრივად ჩანს. ქართველთა კონსოლიდაციისათვის პირველ რიგში საჭიროა, რომ ქართულმა კულტურამ, ქართულმა ენამ გაამთლიანოს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხი. ეს ეტაპი ქართველი ერის მიერ განვლილი ორი ათასი წლის წინ კვლავ გასავლელია. პირველ ქართულ სახელმწიფოში მეფე ფარნავაზმა განავრცელა ენა ქართული და უბრძანა რათა არღარ ძრახვიდნენ ენათა სხვათა თვინიერ ქართულსა(. . II. გვ. 57).

სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენი წინაპრები ქვეყნის მთელ მოსახლეობას რთავდნენ ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად - ჩვენი უჭკვიანესი მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები, მუდამ იმის ცდაში იყვნენ: საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში ყველა საქართველოში მცხოვრები ტომის, ენისა და ჯიშის ხალხი ჩაერთოთ (. გამსახურდია. . VII, გვ. 248). ეს შესაძლებელია ქართული კულტურის, ქართული ენის, ქართული იდეოლოგიის მეოხებით. ეს იდეოლოგია ეროვნული უნდა იყოს და არა კოსმოპოლიტური. . ჩხენკელის წერილში შესაძლებელი დევიზი ასე გადმოიცა - გადავადნოთ ჩვენი ეთნიკური ვინაობა სახელმწიფოებრიობის ბრძმედში და ვიქცეთ თანამედროვე ერად (. დგებუაძე) რეგიონალიზაცია, .. ეროვნული სახელმწიფოს ეთნიკურ რეგიონებად დაშლა-დანაწევრება ხელს შეუშლის ამ პროცესს და ქართველი ერის საბოლოო კონსოლიდაციას რამდენიმე საუკუნით უკან გადაწევს.

ვილოცოთ, რათა შთამომავლობამ არ თქვას ჩვენი თაობის შესახებ: საუკუნეთა მანძილზე ჩვენი მამა-პაპები იბრძოდნენ ჩვენი კუთხეების გაერთიანებისთვის, თქვენ კი, XXI საუკუნის პოლიტიკოსებმა, ჩვენ გაგვთიშეთ.

19.07.2002.