The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა


ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა



ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა

 

 
     

ჩუბინაშვილი დავით

ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა

1877

 

საქართველოს ერი, ენისა და ლაპარაკის მიხედვით, განიყოფება ორად: პირველსა შეადგენენ: ქართველნი, ე. ი. მცხოვრებნი: ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა, სამცხე-საათაბაგოსი, და მეორესა: მეგრელნი და ჭანელნი - მოსახლენი სამეგრელოსი და ჭანეთისა ან ძველის კაპადოკიისა.

   
     
ძველი კაპადოკია მდებარეობდა მცირის აზიის შუაგულში და იყო მოსამზღვრე ჩრდილოეთით შავიზღვისა ლიხის მდინარის შესართავიდამ, ვიდრე ქალაქადმდე. რიზა; სამხრეთით კილიკიის მთებისა (აწ ბულღარ და ალადაღი); აღმოსავლეთით კოლხიდისა (აწ ოსმალეთის საქართველო), ამის შემდგომ ადგილებისა და ხალხთა, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ არცა საქართველოს ნათესავთა, არცა სომეხთა,* და ამათ უკან ეფრატის მდინარისა და მცირე სომხითისა; დასავლეთით ჰალიზის ან პლაზონის მდინარისა, რომელიც განჰყოფდა კაპადოკიასა მხარეთაგან პაფლაგონიისა, გალატისა, ფრიგისა და ლიკონისა.**   * სტრაბონი, წიგნი 12. §. 1. ეს ადგილი არის ბაზიანი და არზრუმის მხარენი.

** სტრაბონი წიგნი XII, § 1; ჰლინი წიგნი VI, თავი 19.

     

დროსა სპარსთა ფლობისა, ე. ი. ხუთის საუკუნის წინათ ქრისტეს შობისა კაპაკადოკია შეადგენდა ორს საერისთოსა ან სატრაპიასა *. პირველი საერისთო იყო კაპადოკია ხმელეთისა, მეორე კაპადოკია შავის ზღვის ნაპირისა; ორივე საერისთონი განისაზღვრებოდნენ სციდიის მთებითა (აწ ჭანეთის მთები). საზოგადოდ სივრცე - კაპადოკიისა ფრიგიიდამ, ვიდრე ეფრატის მდინარედმდე იყო 1800 სტადიონი ** და სიგანე შავის ზღვიდამ ვიდრე კილიკის მთებადმდე 3,000.***

 

* ვ. ღეროდოტ. წიგნი III, § 90, 94.

** სტადიონი 569 ფუტია, ფუტი არის ერთის საჟენის მეშვიდედი ნაწილი.

*** სტრაბ. წ. 12, § 4.

1 I

▲ზევით დაბრუნება

2 II

▲ზევით დაბრუნება

3 III

▲ზევით დაბრუნება