![]() |
ნოე ჟორდანია (ტომი II) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|ჟორდანია ნოე |
| თარიღი: 2018 |
| აღწერა: ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918 წლის 24 ივნისი – 1921 წლის 18 მარტი) ოფიციალური დოკუმენტები, სიტყვები და გამოსვლები თბილისი 2018 ტომი XIV UDC (უაკ) 342.511 (479.22)+929 (479.22) ს-323 ჟ-841 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-27-717-7 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია დორის ფოგლი მთავარი რედაქტორი: შტეფან ჯონსი რედაქტორი: ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ლილი საყვარელიძე ეთერ შუბითიძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი გამოცემაზე მუშაობდნენ: მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის გამომცემლობისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების თანამშრომლები. რედაქტორის შენიშვნა: გამოცემაში შესულია ნოე ჟორდანიას საჯარო გამოსვლები, წერილები, მიმართვები და ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტების მიერ გადმოცემული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. |
![]() |
1 დამოუკიდებელი საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით

დღესასწაული
დაახლოვებით დილის 11 ნახ. საათზე თფილისის გაზეთის რედაქციებმა მიიღეს ცნობა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს მიერ საქართველოსა და ადერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
არ გასულა რამოდენიმე წუთიც, - თფილისის ყველა ქუჩები შეიმოსა ნაციონალური და წითელ დროშებით; ქუჩებში დაიწყო თავისუფალი დემონსტრაციები.
გვარდიისა და ჯარის ნაწილები დროშებითა და მუსიკით გაემართენ სასახლისაკენ. დაახლოვებით 12 საათზე რუსთაველის პროსპექტით გაიარა მასწავლებელთა ყრილობის მთელმა შემადგენლობამ, რომელსაც თან ახლდა სახალხო განათლების მინისტრი თავისი ამხანაგებით და დამფუძნებელი კრების წევრები. მთავრობის დაწესებულებათა შენობასთან მანიფესტაციას უერთდება სამხედრო მინისტრი.
სასახლემდე მანიფესტაციას აუარებელი ხალხი შეუერთდა. მანიფესტანტებმა დაიჭირეს მთელი მოედანი სასახლის წინ. სასახლის აივანზე გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. ბ. რამიშვილი, რომელსაც ხალხი „ვაშა“-ს და „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილით ხვდება.
მინისტრი მოკლე სიტყვით მიულოცავს ხალხს ბრწყინვალე დღესასწაულს. მის შემდეგ სიტყვას ამბობენ სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელ კრების თავმჯდომარე.
ხალხი დაუსრულებელ ტაშის ცემითა და ხმამაღლა ძახილით ითხოვს მთავრობის თავმჯდომარის, ნ. ნ. ჟორდანიას გამოსვლას. შინაგან საქმეთა მინისტრი, ნ. ბ. რამიშვილი აცხადებს, რომ ნოე ავათაა და არ ძალუძს ილაპარაკოს. ხალხი ამან არ დააწყნარა და კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმა: „გამოვიდეს და დაგვენახოს მაინც!“ გამოჩნდება ნოე ჟორდანია მთავრობის კაბინეტის აივანზე და ულოცავს მანიფესტანტებს მოპოვებულ დამოუკიდებლობას. მთავრობის თავმჯდომარეს დაუსრულებელი ოვაციები გაუმართეს.
სასახლიდან მანიფესტანტები გაემართენ ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს, მ. რ ოლივერ უორდროპისა და ამერიკის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ჰასკელის ბინებისაკენ.
დღის 3 საათზე რუსთაველის პროსპექტისაკენ იწყეს დენა თფილისის ყოველ კუთხიდან მუშებმა, გვარდიისა და ჯარის ნაწილებმა და მრავალ ათას მოქალაქეებმა.
შეიარაღებული ნაწილები რუსთაველის პროსპექტის ორივე მხარეზე ჩამწკრივდენ. ქუჩის შუა გულში თავი მოეყარათ სხვა და სხვა რაიონის მუშებს დროშებით და ორკესტრით. როგორც ჯარის ნაწილებმა, აგრეთვე გვარდიელებმა ცერემონიალის მარშით გაიარეს სასახლის წინ, სადაც იდგენ მთავრობის და დამფუძნებელ კრების წევრები.
სასახლის აივანზე გამოჩდა ნ. ნ. ჟორდანია, რომელსაც დიდის აღტაცებით ეგებება ყველა. ესალმებიან აგრეთვე ოლივერ უორდროპს, რომელიც ნ. ჟორდანიას გვერდით მოთავსდა. მთავრობის თავმჯდომარე მუშებს მიმართავს სიტყვით და ამბობს, რომ დღევანდელი დღე არის საქართველოს დემოკრატიის საზეიმო დღე და მისი მუშათა კლასის პოლიტიკის გამარჯვება. ეს პოლიტიკა თავიდანვე, ამ სამი წლის წინათ, თქვენ მიერ შეთვისებული და მოწონებული იყო. მისი შედეგებით შეგვიძლიან განვსაჯოთ, თუ რამდენათ მიზან შეწონილი იყო იგი. თქვენ მიერ რჩეულმა გზამ მიგვახწევინა, რომ დღეს ასეთი ზეიმია. მე გისურვებთ თქვენ შემდეგშიაც განგეგრძოთ ამ გზით სიარული და ამ გზიდან არ გადაგახვევიოთ არავითარმა გარეშე ძალამ და უმთავრესად იმ ძალამ, რომელიც მხოლოდ ანადგურებს და არაფერს კი არ ქმნის. ნ. ჟორდანია თავის სიტყვის დასასრულს უსურვებს მათ, რომ უკანასკნელ შესაძლებლობამდის დაიცვან თავიანთ მიერ არჩეული სწორი გზა. ნ. ჟორდანიას სიტყვა ხანგრძლივ ოვაციებს იწვევს.
შემდეგ ლაპარაკობს საგარეო საქმეთა მინისტრი ევ. გეგეჭკორი, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართველი ერის საუკუნებრივ სურვილებს ფრთა შეესხა, საქართველოს ხალხი დასავლეთ ევროპის ორიენტაციის გზას დაადგა და ამ ჩვენ სურვილებს და ზრახვებს ერთგული დამცველი გაუჩნდა ოლივერ უორდროპის სახით, რომლის ოცდა ათის წლის შრომა გამარჯვებით დაგვირგვინდა. (მუშები, ჯარისკაცები და გვარდიელები „ვაშას“ ძახილით მიესალმებიან უორდროპს. უორდროპი ქართულ ენაზე უპასუხებს: „გაუმარჯოს საქართველოს!“ შემდეგ ამისა მუშებს ესალმება მხურვალე სიტყვით ისიდორე რამიშვილი.
მთელ საღამოს ქუჩებში აუარებელი ხალხი იყო. სასახლე და საზოგადოებრივ დაწესებულებანი გაჩირაღდნებული იყო. ქალაქის განაპირა უბნებსაც საზეიმო ელფერი ჰქონდა: მანიფესტანტები მუსიკით და სიმღერით რიგ რიგობით უორდროპის, ჰასკელის, მინისტრების ბინაზე მიდიოდნენ და ულოცავდნენ. მანიფესტაციები ღამის ათ საათამდე გაგრძელდა. ღამე დიდი ბანკეტი გაიმართა ქართულ კლუბში. საზეიმო ოპერა დადგეს სახელმწიფო თეატრში. ზეიმი აქა იქ დილამდის გაგრძელდა.
ერთობა. - 1920. - 14 იანვარი. - №9. - გვ. 2.
![]() |
2 დამოუკიდებელი საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
დღესასწაული
იანვრის 14-ს სხდომა
იანვრის 14-ს, ალ. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, მოხდა საზეიმო სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: ინგლისის წარმომადგენელი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის წარმომადგენელი, იტალიის წარმომადგენელი გაბბა, წარმომადგენელი მისიებისა: საბერძნეთის, პოლონეთის, ფინლიანდიის, ლიტვის, უკრაინის, ადერბაიჯანის და სომხეთის. სხდომას დაესწრენ აგრეთვე ბევრი სტუმრები და დიდძალი გარეშე საზოგადოება.
მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა
ნოე ჟორდანიას გამოსვლას მთელი დარბაზი ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით ხვდება.
„მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მიულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს.
და ეს დიადი ისტორიული მოვლენა მოახდინა ერთმა გარემოებამ: საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ.
საქართველო ამ ასი წლის წინად დასცა ფეოდალურმა განხეთქილებამ, საქართველო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ.
საქართველო დაცემის დროს არ არსებობდა, როგორც ერთი მთელი, ჭირში და ლხინში განუყრელი. მეფეებმა ვერ შექმნეს ერთი მთლიანი სამშობლო.
საქართველო დღეს - აღდგენის დროს წარმოადგენს ერთ ორგანიულათ შედუღებულ სხეულს, ჭირში და ლხინში განუყრელს. დემოკრატიამ შექმნა ერთი მთლიანი სამშობლო.
საქართველოს დაცემით დაეცა ტახტი, დაეცა ფეოდალთა უფლება.
საქართველოს აღდგენით აღსდგა ხალხი, დამტკიცდა დემოკრატიის უფლება.
ხალხმა დაიბრუნა ის, რაც დაკარგა მეფეებმა - თავისუფლება და შექმნა ხალხის სახელმწიფო, ხალხის წყობილება, ხალხის მმართველობა.
ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალეობისათვის, არამედ უფლებისათვის (ხანგრძლივი ტაში) და მათ გვკითხეს: - რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი; ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები). და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით.
და ეს ჩვენი სიტყვა და საქმე პირველ ყოვლისა იწამა ევროპის მუშათა დემოკრატიამ და ლიუცერნში გამოგვაცხადა დამოუკიდებელ საქართველოთ (ტაში). და აი ეხლა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ეს იწამა მმართველმა კლასებმაც და ის დაადასტურა პარიზის კონფერენციამ. შემიძლია თამამათ ვსთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპის ხალხთა შორის არ მომხდარა ისეთი შეთანხმება, როგორიც მოხდა საქართველოს შესახებ.
იქ ლიუცერნში თავი მოიყარა მუშებმა, აქ პარიზში თავი მოიყარა სახელმწიფოებმა, ჩვენს შესახებ ერთი ენით ალაპარაკდა ყველა კლასი, პარტია, ერები.
აქ არის დიდი ბრიტანია - სამშობლო კულტურის, დიდი წარმოების და თავისუფალი მრეწველობისა.
აქ არის საფრანგეთი - სამშობლო დიდი რევოლიუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა.
აქ არის შეერთებული შტატები - სამშობლო დიადი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა.
აქ არის მშვენიერი იტალია - ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა, ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით, როგორც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია. აი, ამათ ჩვენი გაწვდილი ხელი მეგობრულათ ჩამოგვართვეს და ახლად შობილი სახელმწიფოს მიმრქმელის როლი იტვირთეს.
ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი.
და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე; თუ ჩვენ არ გადავსცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის.
ჩვენს ირგვლივ ხდება და მოხდება დიადი ამბები. ჩვენ გვმართებს დიდი სიმაგრე, დიდი დაფიქრება, რომ ერთხელ არჩეულ გზიდან არ გადაგვაცდინონ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა. ჩვენ გადაჭრით უარი უთხარით. ჩვენი პასუხი წაკითხული გექნებათ.
რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ.
დასავლეთი და აღმოსავლეთი - აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე.
როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან - იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს (ხანგრძლივი ტაში).
ბატონებო, ნუ დაგავიწყდებათ მეცნიერების ანბანი, ნუ დავანებებთ ვინმეს ფრაზებით გაგვაყრუოს და დავთარი დაგვიბნიოს. ხოლო ანბანია ის, რომ მუშა ხალხი მთელს თავის იმედს ამყარებს კულტურაზე და არა ბარბაროსობაზე. ის მემკვიდრეა კაპიტალისტური წყობილების და არა აზიური კარჩაკეტილობის. ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხელმძღვანელობით, უნდა გადავიდეს მის სრულ განკარგულებაში. ის სავსებით სდგას ევროპის წარმოების და იდეების ნიადაგზე. და აი ჩვენ, ბატონებო, გვეზიდებიან ბარბაროსობისაკენ. არა, ჩვენ იქით ვერ წავალთ, თუნდაც ეს მეტად მარცხნით იყოს წასასვლელი. პირიქით, ჩვენ უნდა შევსძახოთ საბჭოთა რუსეთს: დაბრუნდით უკან, ევროპისაკენ, შეითვისეთ დემოკრატია, გახდით ევროპიელი ერი!
ბატონებო, პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით. საუკეთესოა ის, რომელიც იძლევა საუკეთესო ნაყოფს და ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიერ არჩეულ გეზს თავიდანვე მივყავართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.
მან გადაგვარჩინა ფრონტიდან გამოქცეული ჯარების აკლებას.
მან გვიხსნა ოსმალთა დაპყრობისაგან.
მან აგვაცდინა შინაური ხოცვა-ჟლეტა და ანარქია.
მან შეგვინარჩუნა რევოლიუციის ყველა მონაპოვარი.
მან აგვაშორა საგარეო ავანტიურები, მოგვცა მეზობელ ერთა კავშირი.
მან შეგვიყვანა საერთაშორისო ოჯახში.
ამ ნაცად გზას ჩვენ ვერ გადაუხვევთ და მის დასაცავად მომხდურთ იარაღით შევებრძოლებით.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს: „თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენიებით“.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“ (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
საქართველო. - 1920. - 16 იანვარი. - №11. - გვ. 2
ერთობა. - 1920. - 16 იანვარი. - №11. - გვ. 1, 2.
![]() |
3 ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს |
▲ზევით დაბრუნება |
1918 წ. 26 მაისი
მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაღიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.
ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შესაძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა.
და თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა (ტაში).
საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთი ხალხისა, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მისი მიზანია დღევანდელ ისტორიულ ქარტეხილისგან დაიფაროს თავისი თავი.
და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში! (ტაში).
თქვენ კარგად იცით, საქართველო ჩვეულია ბრძოლას თავისი არსებობის დასაცავად. ის საუკუნოებით იბრძოდა, რათა თავისი სულიერი ვინაობა, ნაციონალური ორგანიზმი და ტერიტორია შეენარჩუნებინა. მაგრამ იგი იბრძოდა მხოლოდ თავის დასაცავათ და არ ებრძოდა სხვის არსებობას.
ამასთანავე იგი იბრძოდა არა მარტო ქართველთათვის, არამედ იმ ერებისთვისაც, რომელნიც მოსახლეობენ მის სახელმწიფოებრივ ფარგლებში. მეტსაც ვიტყვი: ის იბრძოდა თავისი ფარგლების გარეშეც, აგრეთვე სხვების დასაცავად.
ეს დიდი ისტორიული მაგალითი ცხოველმყოფელ ანდერძათ დარჩა ქართველ ხალხს და ეს სრული გარანტიაა იმისა, რომ დღევანდელ ქართველ ერს შერჩენილი აქვს მისი ძირითადი ისტორიული მიდრეკილება-შეუსაბამოს ხოლმე თავისი ინტერესი სხვა ერთა ინტერესებს.
სწორედ ამიტომ არც ერთი ერი, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები თუ ჩვენს სახელმწიფოს გარეშე მყოფი, არ უნდა განიცდიდეს ჩვენს გამო რაიმე აღელვებას, სულიერ მტკივნეულობას და წყენას.
და განა დღეს სეიმში არ განაცხადეს სხვა და სხვა ორატორებმა, რომ არ არის ისეთი ერი, რომელიც ცუდად იხსენიებდეს ქართველ ერს?!
ეს არის იმის თავდები, რომ ახალი სახელმწიფო, ახალი მთავრობა სავსებით გაამართლებს ამ იმედებს.
ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან.
ჩვენ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე სცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენს გარეშე-ეს არის სომხობა.
ძველს ანდერძს დღევანდელი ქართველობა გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის! (ხანგრძლივი ტაში).
ჩვენ გვსურს კეთილგანწყობილებაში ვიყოთ ამიერ-კავკასიის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან, მუსულმანებთან. ჩვენ გვინდა, რომ მათ მოგვბაძონ, დაიარსონ ასეთივე სახელმწიფო და შეერთების ხელი გამოგვიწოდონ (მხურვალე ტაში).
ამასთანავე ეს დამოკიდებულება ჩვენს გარშემო მყოფ ერებისა იქნება უფრო მკვიდრი საფუძველი, რომელიც გაამაგრებს ჩვენს ნორჩ სახელმწიფოს და აგრეთვე ამ ერებსაც, და საშუალებას მოუსპობს ჩვენს საერთო მოქიშპეთ, წიხლი ჩაგვცენ და დაგვანგრიონ. ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში მოსახლეობს სხვა და სხვა ერთა უმცირესობა. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლება მოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა - ქართველობა.
ეს ერნი, შეერთებულნი ერთის დროშის ქვეშ, შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ფარგლების გარეშე იმყოფებიან. და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ, ჩვენს წინაშე დაღუპულს სახელმწიფოს.
ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი (ხანგრძლივი ტაში მთელს დარბაზში).
ამ რიგად, ჩვენი სავალი გზა, ჩვენი იდეალი უნდა იყოს ამ კავშირის შედგენა. ეს კავშირი იქნება ის სახელმწიფოებრივი ორგანიზმი, - სახელმწიფო კავშირი, - რომელიც საერთო ძალ-ღონე შეკრებილი, მთლიანი წარდგება გარეშე მტრის წინაშე და დაიცავს თავის თავს (ტაში).
აი მაშინ შეიძლება აღსრულდეს ის, რაც სეიმმა ვერ შექმნა.
და ის, ვინც ახლა შეუგნებლად მიდის ამიერ-კავკასიის ფარგლების გარეშე, შესაძლებელია კვალად მობრუნდეს და საერთო დროშის ქვეშ დადგეს. ამით დამყარდება ამიერ-კავკასიის ერთობა და აქ მოსახლე ერების ძლიერება (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
ეხლა მომეცით ნება გადავიდეთ იმ საგანზე, რომლისათვისაც ჩვენ აქ შევიკრიბენით.
ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელიც ახლა იქნება წაკითხული.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდი რევოლიუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დასტოვა ამიერ-კავკასია.
დარჩენ რა თავის ძალ-ღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერ-კავკასიამ თვით თავს იდვეს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზედგავლენით ამიერ-კავკასიის ერთა შესაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერ-კავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ აცხადებს:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7. დამფუძნებელი კრების მოწვევამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით და დროებით მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 26 მაისი. - №115. - გვ. 2.
![]() |
4 მთავრობის თავმჯდომარის მისალმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს |
▲ზევით დაბრუნება |
მოგილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს!
თქვენ ხართ ამ დამოუკიდებლობის მთავარი დარაჯი და მისთვის თავდადებული მებრძოლი.
თქვენ გიყურებთ მთელი საქართველო. მთელი ჩვენი დემოკრატია მოელის თქვენგან საქართველოს საზღვრების დღესაც ისე მედგრად დაცვას, როგორც წინად დაგიცავთ.
დღევანდელი დღე უმთავრესად თქვენი დღეა.
თქვენი ღვიძლიშვილია და დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი განურჩევლად ხარისხისა, შეასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას და ამავე დროს ჩვენთან ერთად იდღესასწაულებთ ამ დიდებულ დღეს.
გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!
გაუმარჯოს 26 მაისს!
მთავრობის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 26 მაისი. - №115. - გვ. 2.
![]() |
5 საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო ევგენი გეგეჭკორის დეპეშა |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება
ამ ჟამად ევროპაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა რადიო-დეპეშით აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 27 იანვარს უმაღლესმა საბჭომ იურიდიულად (დე იურე) სცნო საქართველოს რესპუბლიკა.
დამფუძნებელ კრებაში
30 იანვარს დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომა გაიხსნა ნაშვადღევის 1 საათზე.
დღის წესრიგშია კონსტიტუციის განხილვა.თავმჯდომარეობს ალ.ლომთათიძე.ივ. გომართელი მოხსენებას აკეთებს კონსტიტუციის მე-7 თავის (ფინანსების) შესახებ. სხდომა ჩვეულებრივათ მიმდინარეობს. მოხსენება დაახლოვებით 40 წუთი გაგრძელდა.
ამ დროს დამფუძნებელი კრების კულუარებში უკვე ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ ეს-ეს არის იტალიის მისიის წარმომადგენელმა მთავრობის თავმჯდომარეს - ნ. ჟორდანიას ევ. გეგეჭკორის მიერ გამოგზავნილი რადიო-დეპეშა გადასცა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ იურიდიულად ცნობის შესახებო.
სიტყვა ეძლევა განცხადებისთვის მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას.
მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა
მოქალაქენო! მომეცით ნება, მოგილოცოთ ის ამბავი, რომელიც ეხლა მივიღეთ: ჩვენ გვატყობინებს ევგენი გეგეჭკორი იტალიის მისიის საშუალებით, რომ ამ თვის 27 იანვარს უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველო იურიდიულად.
ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში. ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენს თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ამიერიდან კი ამ ჩვენს აზრს, ამ ჩვენს დებულებას, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ ამ სამი წლის წინად, დასთანხმდენ მოწინავე სახელმწიფოები და ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულწლოვანი და სრულუფლებიანი სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის.
ჩვენ ამიერიდან არ გვეშინია არავითარი საფრთხის, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს ცნობა არის აქტი არა წუთიერი, არამედ არის აქტი მუდმივი.
თქვენ იცით, რომ ბელგია იქმნა დაპყრობილი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ბელგია, როგორც სახელმწიფო, არ იქმნება აღდგენილი. ამ ჩვენ გართულებულ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ეს ჩვენი იურიდიული ცნობა უდრის დახმარებას. და აი, უნდა უძღვნა სალამი და გულითადი მადლობა გამოუცხადო იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთაც აი ახლა, ამ აქტით, ჩვენ ხელი გამოგვიწოდეს და ჩვენ მდგომარეობაში აგვამაღლეს.
ვუძღვნი მადლობას ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს. აგრეთვე მადლობა უნდა ვუძღვნა ამ სახელმწიფოთა აქაურ წარმომადგენლებს, რომელთაც, ჩვენ ვიცით, დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ საქმეში და აქედან ამ აქტის სასარგებლოდ აწვდიდნენ იქ ცნობებს და ერთნაირად ეწეოდენ პროპაგანდას თავის ოფიციალურ წრეებში. ამ საქმეში მიიღეს მონაწილეობა აქ მყოფმა პოლკ. სტოქსმა, შევალიემ და იტალიის მისიამ. დღეიდან ჩვენ გვმართებს, რასაკვირველია, უფრო მეტი და გაორკეცებული მუშაობა, სიმაგრე და ერთი ფრონტის შექმნა ყოველგვარ საგარეო საფრთხის წინააღმდეგ, და ეხლა კიდევ უფრო გვმართებს დავაჩქაროთ ჩვენი მუშაობა აი აქ, დღეს წარმოებული და მივიღოთ რაც შეიძლება ადრე კონსტიტუციონური სახეც. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ დღეიდან შეგვიძლია უფრო გულდამშვიდებით, უფრო მუყაითად ვიშრომოთ და მოვუწოდოთ ყოველ ჩვენ თანამშრომელთ, ყველა იმათ, ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენ სახელმწიფოს აშენებაში და აგრეთვე მთელ ჩვენ ხალხს, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოსადმი ნდობა და მისი ყველა სახელმწიფოების მიერ აღიარება, როგორც სრულუფლებიან სახელმწიფოსი, გავამართლოთ ჩვენი მუშაობით და ჩვენი სიმტკიცით (ტაში და ოვაციები).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 1 თებერვალი. - №23 . - გვ.2
საქართველო. - 1921. - თებერვლის 1. - №23. - გვ. 2.
![]() |
6 დღეს ქართველი ერი ზეიმობს, რადგანაც 1921 წ. იანვრის 27-ს დაგვირგვინდა ჩვენი რესპუბლიკა მისი იურიდიულად ცნობით |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი დღესასწაული საზეიმო დღე
ამა წლის 27-ს დაგვირგვინდა საქართველოს რესპუბლიკა. ამ დღიდან ითვლება ის ნამდვილ სახელმწიფოდ: გაიმარჯვა ჩვენი მთავრობის სწორმა ბრძნულმა პოლიტიკამ. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ის მუდამ სამართლიანი, დემოკრატიული გზით ვიდოდა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის დროს და აი, კიდევაც მიაღწია მთავრობის საქმიანობამ სასურველ ნაყოფს: საქართველოს რესპუბლიკა ამიერიდან არის სწორ უფლებიანი წევრი ევროპის დემოკრატიის საერთაშორისო ოჯახისა. ეს ფაქტი მას ამაღლებს, ძლევამოსილებას მატებს, უზრუნველჰყოფს მის მომავალს.
ბევრი შრომა და ღვაწლი დასჭირდა მთავრობას ამ გამარჯვების მოსაპოვებლად, რადგანაც გამარჯვება მეტად ცუდ და დამაბრკოლებელ პირობებში უხდებოდა მას - ევროპაში მუშაობის წარმოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის საბოლოო გასამარჯვებლად, გარშემორტყმული სხვადასხვა ჯურის მტრებით, რომლებსაც თავიანთ მუხანათური თავდასხმით არევ-დარევა შეჰქონდათ ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ამ მხრივ მეტად აფერხებდენ საქმეს. ყალბი ინფორმაციით თუ სხვა რომელიმე დაბალ ხარისხოვანი საშუალებით ისინი ცდილობდენ ჩვენი რესპუბლიკისთვის სახელი გაეტეხათ, დაემცირებინათ ის ქვეყნის თვალში. მაგრამ ევროპის დემოკრატია, მისი საუკეთესო წარმომადგენლები თვითონ გაეცნენ ჩვენ სახელმწიფოებრივ საქმიანობას, საკუთარის თვალით ნახეს ჩვენი დემოკრატიის და მის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ნაამაგარ-ნამოღვაწარი და დარწმუნდენ, რომ საქართველო ღირსია დამოუკიდებლად არსებობისა; რომ მას შესწევს უნარი თავისივე თავის საკუთარი ძალღონით მოვლა-პატრონობისა. მიუხედავად რაოდენიმეჯერ ჩვენში გართულებულ პოლიტიკურ მომენტისა, მთავრობას ოდნავათაც არ შეუნელებია საზღვარგარეთ მუშაობა მოპოვებულ გამარჯვებისათვის.
იწყება სრულიად ახალი ხანა ჩვენს ცხოვრებაში - ხანა გამარჯვების და ჩვენი რესპუბლიკის სიმტკიცისა, რომელსაც ვერ შეარყევს ის უხეში ძალა, რომელიც დღეს ჩვენს საზღვრებს მოსდგომია და ლამობს ჩვენი რესპუბლიკის გაპარტახებას. ჩვენ ეს ძალა დღეს მით უმეტეს არ გვაშინებს, რადგანაც ჩვენს მხარეზეა უფრო ძლიერი ძალა, ევროპის დემოკრატიის სახით. საქართველოს დემოკრატიის, მისი მთავრობის ენერგია ამიერიდან სავსებით მოხმარდება ჩვენი შინაური საქმეების მოწესრიგებას, შინა ფრონტის განმტკიცებას, და რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი, იმდენათ სუსტი და უშედეგო იქნება მტრების იერიშები. და ჩვენც, ამ გამარჯვების სადღესასწაულო დღეს შინაურ სიმტკიცე-სიმაგრისაკენ მოუწოდებთ ჩვენი რესპუბლიკის საუკეთესო შვილთ.
ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიული წეს-წყობილების საბოლოოდ განმტკიცება, სახელმწიფოს ეკონომიურად გამოჯანსაღება, თავდაცვისათვის დაუღალავი საქმიანობა - აი, რა უნდა შეადგენდეს ამიერიდან ჩვენი ზრუნვის უმთავრეს საგანს.
და ჩვენ ამ საერთო, ეროვნული ზეიმის დღეს სრულ იმედს და რწმენას გამოვსთქვამთ, რომ ქართველი ერი შინაურ ცხოვრებაშიაც მოიპოვებს ბრწყინვალე გამარჯვებას.
გ.
სადღესასწაულო ცერემონიალი
კვირას, 6 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულათ ცნობის აღსანიშნავათ მომწყობი კომისია აცხადებს შემდეგ წესრიგს:
11 საათზე იკრიბებიან რუსთაველის პროს. ჯარი, გვარდია, მუშ. პროფეს. კავშ. პოლიტიკ. და კულტურული ორგანიზ. შევარდენი, მოწაფეები. ყველა ამათაგანს თავიანთ ადგილს მიუჩნევს განსაკუთრებული ხელმძღვანელები. სრულ 12 საათზე მთავრობა იღებს უცხოელ მისიებისაგან მოლოცვებს სასახლეში. შესავალი სამხრეთით.
პირველ საათზე მთავრობის თავმჯდომარე იღებს აღლუმს და ესალმება ხალხს. ცერემონიალით გავლილი ჯარი, გვარდია, შევარდენი და მწკრივი ახალგაზრდობისა შემოუვლიან თავისუფლების მოედნით პუშკინის ქუჩით ლორის-მელიქოვისაზე, დაიჭერენ ადგილს ჩრდილოეთის ნომრების გასწვრივ მუზეუმის შესახვევში, კოლოუბნის, ქვაშვეთის და ბარიატინსკის ქუჩებზე. ამის შემდეგ იწყება მიტინგები დამფუძნებელი კრების წინ და რუსთაველის პროსპექტზე სპეციალურად ამისათვის გამართული ტრიბუნებიდან.
სიტყვის მსურველები წინდაწინ უნდა ჩაეწერონ მომწყობ კომისიაში მუშათა პროფ. კავშირის სეკრეტარიატის მდივანთან.
საღამოს სახელმწიფო ოპერის და დრამის თეატრებში გაიმართება საზეიმო უფასო წარმოდგენები. ბილეთები განაწილებული იქნება სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებათა პროფ. კავშირის და პოლიტიკურ ორგანიზაციების საშუალებით.
ქალაქი გაჩირაღდნებული იქნება. მოქალაქეებმა უნდა მორთონ თავისი სახლები ეროვნული და წითელი დროშებით, ხალიჩებით და გირლიანდებით.
8 საათიდან თავისუფლების მოედანზე, თვითმმართველობის შენობის აივანზე ამართული იქნება ეკრანი, საიდანაც აჩვენებენ კინემატოგრაფიულ სურათებს: საქართველოს დამოუკიდებლობას, სახალხო გვარდიის დღესასწაულს და ბათომში საქართველოს ჯარების შესვლას.
საერთო წესრიგს იცავს მილიცია. ხელმძღვანელობას უწევს, ადგილებს აწესრიგებს სპეციალური ხელმძღვანელები, კომისიის მიერ დანიშნულნი, რომელთაც ნიშნები ექნებათ კლავზე.
საერთო ხელმძღვანელობა ცერემონიისა დაკისრებული აქვს მოურავს, ბ. ჩხიკვიშვილს.
მუშათა კავშირების მონაწილეობა დღესასწაულში
პროფ. კავშირთა საბჭოს სეკრეტარიატმა დაადგინა, მიიღოს თებერვლის 6-ს დღესასწაულის მოწყობაში მხურვალე მონაწილეობა. არჩეულია საგანგებო კომისია - მელაძისა, დობორჯგინიძისა და ჩხენკელის შემადგენლობით. კომისიას ევალება მუშათა ორგანიზაციების ხელმძღვანელობა მსვლელობის დროს.
მეთამბაქოეთა კავშირის გამგეობამ 2 თებერვლის სხდომაზე დაადგინა, მისცეს წინადადება საფაბრიკო კომიტეტებს, აუხსნან მუშებს 6 თებერვლის დღესასწაულის ისტორიული მნიშვნელობა და მიიღონ თავის თავზე მუშების მსვლელობის ხელმძღვანელობა.
მთავრობის თავმჯდომარესთან მილოცვების მიღების დრო
კვირას, 6 თებერვალს, შუადღის 12 საათზე, მთავრობის თავმჯდომარე მიიღებს სასახლეში მილოცვას უცხოელ წარმომადგენელთაგან - საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო (შესავალი სამხრეთ კარებიდან).
Dimanche, le 6 février, à midi, le Président du Gouvernement recevra au Palais les félicitations des représentants étrangers à l'occasion de la reconnaissance de juré de la République de Géorgie (entrée du sud).
Въ воскресенье, 6 февраля, въ 12 часовъ дня, Предсъдатель Правительства будетъ принимать во дворцъ поздравленიя отъ иностранныхъ представителей по случаю признанიя де юре Республики Грузiя.
საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად
აღიარების გამო
მისალმებანი მთავრობას
მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მოსულია შემდეგი მისასალმებელი დეპეშები:
სამუსულმანო საქართველოს მეჯლისი მიესალმება საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს და ულოცავს მას დიად დღესასწაულს. მეჯლისი თავისი მხრით მიიღებს ზომებს და იმუშავებს ეროვნული მთლიანობის განმტკიცებისათვის.
გორიდან - თავდაცვის განყოფილების ადგილობრივ გამგეობისაგან; თიონეთიდან - თიონეთის ერობის გამგეობის თავმჯდომარისაგან; დუშეთიდან - სოც.-ფედ. და სოც.-დემ. პარტიების კომიტეტებისაგან; გორიდან - გორის ვაჟთა გიმნაზიის ინსპექტორისაგან; ახალციხიდან - სახალხო ყრილობის თავმჯდომარისაგან; ვორონცოვკიდან, ახალსენაკიდან - სახალხო ყრილობის თავმჯდომარისაგან; შულავერიდან - სახალხო ყრილობისაგან; ქუთაისიდან - ქუთაისის ქალაქის გამგეობისაგან; ბათომიდან - სახელმწიფო ბანკის განყოფილების გამგეობისა და ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა პროფ. კავშირისაგან; გორიდან - სოც. დემ. ორგანიზაციების ყრილობის თავმჯდომარისაგან; სალოღლიდან - რაზმის უფროსიდან; ახალსენაკიდან - ადგილობრივ თვითმართველობისაგან; სიღნაღიდან - სახალხო ყრილობისაგან; ყარაიაზიდან, ფოთიდან - სოც. დემ. კომიტეტიდან; სოხუმიდან - კომისარიატის თავმჯდომარისაგან; ბათომიდან - სოც.-ფედ. პარტიის კომიტეტისაგან; ახალქალაქიდან - სახალხო ყრილობის თავმჯდომარისაგან; დუშეთიდან - ქალაქის თვითმართველობისაგან; არტაანიდან, ონიდან, ხანაინიდან და მანგლისიდან - სამხედრო ნაწილებისაგან; აბაშიდან - ერობისაგან; ტფილისიდან - ჯავშნოსან ავტომობილებისა და ტანკების დივიზიონის უფროსისაგან; ართვინიდან, სიღნაღიდან, ყაზბეგიდან, სალოღლიდან, ცხინვალიდან, ნატანებიდან, ტფილისიდან, ნაოღალევიდან, უდედან და სხვა ადგილებიდან.
საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობა
და მისი ეკონომიური პერსპექტივები
ფინანსთა, ვაჭრობა და მრეწველობის მინისტრმა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს განაცხადა: საქართველოს იურიდიულად ცნობას ჩვენი ეკონომიური მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძირითად საფუძველს - დასავლეთ ევროპის კაპიტალისა, ტეხნიკებისა და სპეციალისტების შემოყვანას ყოველთვის ეღობებოდა წინ ჩვენი იურიდიულათ არ ცნობა.
დასავლეთ კაპიტალის წარმომადგენლებს, რომელთაც სურდათ დაეჭირათ ჩვენთან ეკონომიური ურთიერთობა, არ ქონდათ კიდევ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ იკისრებდა იმ ნაბიჯების პასუხისმგებლობას, რომელსაც გადადგამდა მხოლოდ ფაქტიურად აღიარებული მთავრობა. ამიტომ ბევრს, რომლებსაც აინტერესებდათ საქართველო და რომლებიც იცნობდენ ჩვენ ქვეყანას, აშინებდა საკითხი: როგორ დასკვნამდე მივლიან დიდი სახელმწიფოები ბოლოს და ბოლოს საქართველოს ცნობის საკითხის შესახებ. ჩვენ გვცნობდენ ისეთ პირათ, რომელსაც ენდობოდენ თამასუქზე ხელის მოწერის გაკეთებას, მაგრამ ასეთი ხელის მოწერის უფლება არ გვქონდა. საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შემდეგ კი ჩვენ არა მარტო არსებითად, არამედ ფორმალურადაც ისეთ კონტრ-აგენტათ ვხდებით, რომელიც აკმაყოფილებს უფლების ყველა მოთხოვნილებას. მაგრამ საქართველოს იურიდიულად ცნობას აქვს მნიშვნელობა არა მარტო ეკონომიურ უფლებრივ დამოკიდებულების თვალსაზრისით, მას აქვს მნიშვნელობა აგრეთვე უცხო სახელმწიფოებთან ეკონომიურ ხასიათის საჯარო, უფლებრივ დამოკიდებულების დაჭერის თვალსაზრისით. ამდენ ხანს, მაგალითად, სავაჭრო ხელშეკრულებებს და ტრადიციულ შეთანხმებებს ჩვენ უახლოეს მეზობლებთან ვდებდით. ამიერიდან კი ჩვენ ასეთი ხელშეკრულებებით უნდა შევეკრათ აზიისა და ევროპის ყველა სახელმწიფოებს.
სხვათა შორის, ამჟამად არავითარი დაბრკოლება აღარ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოც ჩარიცხონ საერთაშორისო ფოსტა-ტელეგრაფის კავშირში, ვინაიდან კავშირის ბიურო, რომელიც დაგვპირდა კავშირში ჩარიცხვას, ერთად ერთ დაბრკოლებას ხედავდა იმაში, რომ ჩვენ არ ვიყავით იურიდიულად აღიარებული. ფოსტა-ტელეგრაფის საშუალებით მოწყობილი დამოკიდებულება კი თავის მხრით არის საფუძველი იმისათვის, რომ ეკონომიური ურთიერთობა წესიერ ნიადაგზე დადგეს. ეკონომიურ მისიის ევროპაში ყოფნის დროს რომ ეცნო უმაღლეს საბჭოს ჩვენი დამოკიდებულება იურიდიულად, ჩვენ უეჭველად მეტი შედეგებით დავბრუნდებოდით უკან. ჩვენი ის კონტრ-აგენტები, რომლებიც ჩვენ ხელშეკრულებებით შეგვეკრენ და მხოლოდ ფაქტიურად გვცნობდენ, ღრმად იყვენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნილებანი დიდ სახელმწიფოების მიმართ დაკმაყოფილებული იქნებოდა. პრაქტიკული მუშაობა ახლა მათთან უფლებრივის მხრით უფრო ხელსაყრელ პირობებში იწყება.
ეს კი უეჭველია, უფრო გააძლიერებს ფინანსიური და სამრეწველო წრის წარმომადგენლების მხრით სურვილს საქართველოსთან მტკიცე ეკონომიურ კავშირის დაჭერისას. ჩვენი მორიგი მიზანი ამჟამად არის საკუთარი ფულის სისტემის შექმნა. მართალია, თითქოს საერთო ეკონომიური პირობები არ არის ამისათვის ხელსაყრელი, მაგრამ ამ მეტად ძნელი საქმის განსახორციელებლად ჩვენ გვაქ შემუშავებული განსაზღვრული გეგმა და რეალური პერსპექტივები. ხარჯების შესამცირებლად ჩვენ ყოველგვარ ზომას ვიღებთ. კერძოთ, ჩვენ დიდათ შევამოკლეთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ საგარეო წარმომადგენლობას სჭირდება. ზოგიერთ ქვეყნებში, კავშირის დასაჭერად, ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ საკონსულოების დაარსებით. ამისათვის კი უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. საერთოდ, - სთქვა დასასრულ მინისტრმა, - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტიდან ჩვენი ეკონომიური მომავლისათვის გამომდინარეობს მეტად დიდი მნიშვნელობის მქონე შედეგები. გარდა ამისა, რესპუბლიკის იურიდიულად ცნობისაგან გამომდინარე, უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია კონკრეტიულ მოვლენებისა და ცხოვრების მიერ წამოყენებულ საკითხებისაგან.
დღესასწაული ბათომში
ბათომმა საქართველოს იურიდიულად ცნობა იანვრის 30-ს შეიტყო. მიუხედავად ძლიერი წვიმებისა და გლახა დარისა, ქუჩებს და მოედნებს მოეფინენ სამხედრო ნაწილები ორკესტრებით. გამოვიდა ქუჩებში ქალაქის მცხოვრებლებიც. სამხიარულო ცნობა მთელმა ქალაქმა იდღესასწაულა. საღამოს „გროტესტში“ წარმოდგენის დროს საზოგადოებამ და არტისტებმა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ რწმუნებულს - გრ. გიორგაძეს ოვაციები გაუმართეს.
იანვრის 31-ს მუშათა სასახლის წინ ჯარისა და გვარდიის აღლუმი გაიმართა. მიუხედავათ ძლიერი წვიმისა, დილიდანვე მუშათა სასახლისაკენ დიდძალმა საზოგადოებამ იწყო დენა. დღის პირველ საათზე მთავრობის განსაკუთრებულმა რწმუნებულმა გრ. გიორგაძემ, დამფ. კრების წევრმა აკ. ჩხენკელმა, სიმაგრის შტაბის უფროსმა, გენ. წულუკიძემ და სხვებმა მიიღეს აღლუმი. დამფ. კრების სახელით ხალხსა და ჯარს მიესალმა აკ. ჩხენკელი. ამ დღეს სავაჭრო დაწესებულებები (შკოლები და სხვა დაწესებულებები) დახურული იყო.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 6 თებერვალი. - №28. - გვ. 2.
![]() |
7 დიდი დღესასწაული საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა
პირველად ხალხს დღესასწაული მიულოცა ნ. ჟორდანიამ, რომლის გამოსვლას მხურვალე და და ერთსულოვანი ტაშით შეხვდა მრავალ რიცხოვანი მიტინგი, მის სიტყვებს ფარავდა ტაში და ვაშას ძახილი. სხვათა შორის სთქვა: „ჩვენი სახელმწიფო აღიარებულ იქმნა რუსეთის მიერ, შემდეგ ის იცვნეს ევროპის სოციალისტურმა კონგრესებმა და შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა; აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს საქმეში ყველანი შეერთდნენ. ცხადია, ჩვენ მივდიოდით სწორი გზით, არ გაგვიკეთებია ისეთი შეცდომები, რომელსაც შეეძლო საფრთხეში ჩაგდება ჩვენი სახელმწიფოსი. აი ამ ნაყოფს ჩვენი მუშაობისა, ჩვენ ვდღესასწაულობთ დღეს. მოგილოცავთ ამ დღესასწაულს და გისურვებთ არ გადასცდენოდეთ იმ სწორ გზას, რომლითაც დღემდე მივდიოდით. გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიას, გაუმარჯოს მუშა ხალხს. (კვლავ ტაში და ვაშას ძახილი)
საქართველოს რესპუბლიკა 1921. - 8 თებერვალი. - №29. - გვ. 2.
![]() |
8 სადღესასწაულო ბანკეტი საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
სადღესასწაულო ბანკეტზე, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკავშირეთა საქართველოს იურიდიულათ ცნობის გამო წარმოითქვა შემდეგი სიტყვები:
მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას სიტყვა
მთელი საქართველო დღესასწაულობს საქართველოს სახელმწიფოს აღდგენას და საერთაშორისო ოჯახში სწორუფლებიანათ შესვლას. ქართველი ერი ამ აქტს ელოდა სამ წელიწადს, ელოდა როგორც დამსახურებულს თავისი წარსულით და თავისი აწმყოთი. ქართველობა არ არის გუშინდელი, ახლად დაბადებული ერი, ერი მიუჩვეველი სახელმწიფოებრივობას და პოლიტიკურ ცხოვრებას. საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორი ათასი წელიწადი. მან გასძლო ამ აზიის შესავალში ხალხთა გადასახლების და შეხლა-შემოხლის შარა გზაზე და დაიცვა თავისი კულტურა, თავისი თვით არსებობა. ბოლოს ის თავის ნებით შეუერთდა რუსეთს, რომლის საფარველს ქვეშ მან განაგრძო თავისი კულტურული მუშაობა და პოლიტიკური წინ მსვლელობა. ბოლოს საქართველო თავისი ნებით გამოეყო რუსეთს, რუსეთისავე თანხმობით და ამით აღადგინეს იმ ასი წლის გაწყვეტილი სახელმწიფოებრივი არსებობა. დღვანდელ საქართველოს ასულდგმულებს ორი პოლიტიკური დედა აზრი. მან თავის დროშას დააწერა ორი მცნება: უფლება ერის, უფლება მშრომელის და თქვენ გუშინდელ მანიფესტაციაში დაინახეთ ამ ორი პრინციპის ემბლემა - ხალხის ხელში ეს დროშა, ეს დროშა - მუშების და ნაციის და ჩვენ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ნაციის თვით არსებობას დაეხმაროს და მოაწყოს მშრომელთა საუკეთესო ცხოვრება. ამ გზაზე ჩვენ მოვდივართ არა განმარტოვებულათ, არა საკუთარ ძალ-ღონით, არამედ ევროპასთან ერთად და ევროპის დახმარებით. ჩვენ არ გვინდა ჩვენი სიზანტით ევროპას ჩამოვრჩეთ, მარა არც გვინდა, რომ საეგებიო ნახტომებით მოვინდომოთ ევროპას წინ გავასწროთ. ამ ჩვენ ურთი-ერთობას ორივე მხარე მოვიგებთ. ჩვენ ევროპის კულტურის საქმიანობით და გამოცდილებით, ევროპა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით, ჩვენი გზით აზიის ხალხებთან ურთიერთობის დამყარებით. 27 იანვრის აქტი საქართველოს ევროპას უკავშირებს და მათი მჭიდრო ურთიერთობის საძირკველს ყრის. ამ აქტში გამოიხატა ნებისყოფა, როგორც ევროპის მართველი წრეებისა, ისე მისი ოპოზიციურათ განწყობილი დემოკრატიისა.
საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ მის კითხვაში შეერთდა ევროპა განურჩევლათ პარტიისა, კლასისა და რწმენისა. და აი ნება მომეცით დავლიო სადღეგრძელო ამ ჩვენი დიდებული იშვიათი ნათლიებისა, დავლიო სადეღგრძელო აქ წარმოდგენილი დიდ სახელმწიფოთა ხალხთა და მთავრობათა, საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიის.
მე ვსვამ აგრეთვე სადღეგრძელოს ჩვენ წინ დაბადებულთა სახელმწიფოს, პოლონეთს, ამ აღმოსავლეთის საფრანგეთის და ფინეთის - ამ ჩრდილოეთ პოლონეთის; მე ვსავამ ჩვენთან ერთად დაბადებული დამოუკიდებელ პატარა სახელმწიფოთა - ესტონიის, ლატვიის და ლიტვიის სადღეგრძელოს და უკანასკნელათ მე მინდა განსაკუთრებით დავლიო სადღეგრძელო ჩვენ მეზობელ ერთა და სახელმწიფოთა, რომელთანაც კეთილ მეზობლური განწყობილების დამყარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაძლევთ, - სადღეგრძელო რუსეთის, ოსმალეთის, სპარსეთის, სომხეთის და ადერბეიჯანის. მე უსურვებ ყველას - გამთიშველი წარსული, მწარე წარსული დავიწყებულ იქნას და ხალხთა ერთობა, სოლიდარობა და კავშირი კვლავ აღდგენილ იქნას კაცობრიობის საკეთილდღეოთ.
ბ. შევალიე (საფრანგეთის წარმომადგენელი საქართველოში და უმაღლესი კომისარი კავკასიაში).
აუღელვებლათ ვერ ვუპასუხებ მე ბ-ნ თავმჯდომარის სიტყვას, საქართველოს განთავისუფლებისათვის საფრანგეთმა გააკეთა ყველაფერი, რის გაკეთება შეეძლო.
საფრანგეთი სულით და გულით ულოცავს საქართველოს ხალხს, მთავრობას და რესპუბლიკის თავმჯდომარეს. აქ მე ვხედავ ყველა ხალხის წარმომადგენლებს. ამ ხალხთა შორის ერთნი საფრთხეში გამობრძმედილნი მეომრები არიან. მეორენი კი ყოფილნი, ან დღევანდელი მტრები, მაგრამ აქ ამ წუთში, ყველა ამ წარმომადგენელებს აერთებს ერთი გრძნობა, გრძნობა მშვიდობიანებისა და შერიგებისა. ჩვენ თავს ვადგივართ საქართველოს აკვანს და მე უსურვებ, რომ საქართველო თავის აღორძინების პირველ დღეს თავის გარშემო ხედავდეს მხოლოდ მომღიმარ სახეებს. ჩვენმა დიდმა პოეტმა ვიქტორ ჰიუგომ სთქვა: როდესაც ბავშვი გაჩნდება ოჯახში თავნი დაიხრებიან, გულნი გაიხსნებიან ბავშვის მისაღებადო. ბატონებო, გავხსნათ ჩვენი გულები, დავხაროთ თავები, რომ ხალხთა ოჯახში მივიღოთ ახალგაზრდა, ახლად შობილი ან უკვედ ახლად აღორძინებული ჩვენი და.
დღეს მე აქ არ ვაწარმოებ პოლიტიკას. ჩემს სიტყვების უკან არ იმალება არავითარი საიდუმლო განზრახვა, არავითარი საიდუმლო აზრი. უდიდესი გულწრფელობით ვისურვებ, რომ ახლად აღორძინებულ საქართველოს გარშემო სუფევდეს „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, რაც საფუძველია საერთაშორისო აყვავებისა, კეთილდღეობის.
ვინაიდან მე წილათ მხვდა უპირატესობა აქ დამსწრე ერთათ ერთ ქალთან ჯდომისა, ნება მომეცით მივესალმო მისი სახით აქ დამსწრე ყველა ეროვნებათა ყველა ქალებს და ვისურვო რათა მათ შორიდან მოუძღვნან საქართველოს არა მარტო თავიანთი სურვილები, არამედ - ძლიერი მისწრაფებანი მშვიდობიანობისა. დიდის კმაყოფილებით ვუსმენდი მე ღრმად პატივცემულ რესპუბლიკის თავმჯდომარის მტკიცებას, რომ საქართველოს სურს დაამყაროს მშრომელთა კეთილდღეობა ეროვნული თვითარსებობის საფუძველზე.
ჩვენს დროში არ არსებობს სხვა საფუძველი, რომელზედაც შესაძლებელი იყოს სოციალური პროგრესის დამყარება. და ჩვენ საქართველოსთან ერთად სულით და გულით ვუსურვებთ, რომ მან თავის თავის გადარჩენასთან ერთად გადაარჩინოს საქართველოს მშრომელებიც.
მე ვსვამ სადღეგრძელოს საქართველოს, მისი თავმჯდომარის, მინისტრების და კერძოთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის აღმასრულებლის, კ. საბახტარაშვილის. ჩემს სიტყვებს მე ვუერთებ ჩემს წინამოადგილე და მეგობარი - დე მარტელის გრძნობას. მე ვსვამ ბ-ნ ევ. გეგეჭკორის სადღეგრძელოს, რომელიც ამდენი ხანია ნაყოფიერად მუშაობს თავისი ქვეყნის სასარგებლოთ. დასასრულ მე გთხოვთ თქვენ საქართველოს აღორძინების დღესასწაულის დროს მოიგონოთ ყველა ის პირნი, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს, მსოფლიოს თავისუფლებასა, სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 13 თებერვალი. - №3 - გვ.1,2.
საქართველო. - 1921. - თებერვლის 15. - №35 - გვ. 3.
![]() |
9 სიტყვები და გამოსვლები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას სიტყვა
30 დეკემბერი
მოქალაქენო! ამას წინად თქვენ ამ ტრიბუნიდან გამოგეცხადათ, რომ მთავრობამ დააარსა ახალი სამინისტრო. ეს არის სამინისტრო მომარაგებისა. მე მინდა დღეს ვსთქვა, რომ ამ ახალ მინისტრს კიდევ მოემატა ორი მინისტრი. მაგრამ სანამ ამ კითხვაზე გადავიდოდე და მოგახსენებდეთ ვრცლად, მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგაცნოთ ის მოტივები, თუ რისთვის დავაარსეთ მომარაგების სამინისტრო. ამ სამინისტროს დაარსება თავისთავად ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ მთავრობა თვითონ ჩაება აღებ-მიცემობის საქმეში, ე.ი. ჩვენ შევიქენით იძულებულნი, გამოვსულიყავით ბაზარზე და ვიყიდოთ და გავყიდოთ ისე, როგორც ამას სჩადის რომელიმე ვაჭარი. ეს, რასაკვირველია, არ არის ჩვენს მიერ, ასე ვსთქვათ, მოგონილი ან და ვისიმე ჟინი ან ფანტაზია. ეს მდგომარეობა არის გამოწვეული სრულიად ობიექტურ მიზეზებისაგან და ეს მიზეზები დღეს მოქმედებენ არა მარტო ჩვენში, არამედ ყველგან, მთელ მსოფლიოში. საქმე იმაში არის, რომ დღეს არა მარტო ჩვენს ახალს რესპუბლიკაში, არამედ მოწინავე ქვეყნებში, მდიდარ ქვეყნებში არის ჩამოვარდნილი დიდი ეკონომიური კრიზისი და ამ კრიზისის, ასე ვსთქვათ, ძირი ანუ მთავარი მიზეზი გახლავთ სულ უბრალო რამ: ეს ის, რომ დღეს კაცობრიობა ხარჯავს მეტს, ვინემ მას აქვს შემოსავალი, მაშასადამე, ამ შემოსავალს და გასავალს შუა არის დარღვეული წონასწორობა. თავის თავად ცხადია, რომ აქედან გამომდინარეობს ის ეკონომიური კრიზისი, ანუ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხალხს არ ძალუძს თავის ნაშრომით, თავის შემოსავლით თავისი მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს. მიზეზები ასეთი მდგომარეობისა გამომდინარეობენ, რასაკვირველია, თქვენ იცით და ყველამ იცის ეს, უკანასკნელ მსოფლიო ომიდან. ომმა ისე გაანადგურა ძველი საწარმოვო ძალები, რომ ახალი მოთხოვნილებანი ახლად დაბრუნებულ საზოგადოებას ომის სფეროდან მშვიდობიანობის სფეროში ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებია და ვერ მოუსწრია, რომ აღადგინოს ძველი ნორმალური ეკონომიური კალაპოტი; და ვინაიდან ასეთი არის მდგომარეობა, ვინაიდან ბაზარზე საქონელი მოდის ნაკლები, ვინემ ეს არის საჭირო საზოგადოებისათვის, თავის თავად ცხადია, რომ ასეთ პირობებში ყოველნაირი კერძო კაპიტალი, რომელიც გამოდის ამ ბაზარზე, ვაჭრობის კაპიტალიდან იქცევა სპეკულიაციის კაპიტალად. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს სპეკულიაცია არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაჭარი, მრეწველი, როგორი პატიოსანი კაციც გინდა იყოს ის, როდესაც ის მიდის ბაზარზე და საქონელს იძენს, იმდენი მთხოვნელები ესევა, რომ ის სწევს ფასს, სწევს ორჯერ, სამჯერ, ასჯერ, და ათასჯერაც რომ ასწიოს, მაინც არის მყიდველი და იმიტომ, რასაკვირველია, ის ხდება სპეკულიანტად. ის რომ არ გახდეს სპეკულიანტი, ვთქვათ ვინმე გამოვიდა პირი ძველი პატიოსნებისა, ე.ი. ძველი ვაჭარი, რომელიც ამბობს, არ ავწევ ფასებს და გავყიდო ცოტაოდენი მოგებით; მაგრამ თქვენ დამერწმუნებით, რომ ის კონკურენციის ძალით იქნება სრულიად განადგურებული ორ-სამ თვეში, და ეს სპეკულიაციის კაპიტალი, რომელიც ბატონობს დღეს ბაზარზე, იქნება მაინც გაბატონებული. ასეთ ობიექტურ მდგომარეობაში, როდესაც ასეთ მდგომარეობაში არის ბაზარი, თუ სპეკულიანტებს დავანებეთ სრულიად ბურთი და მოედანი, თავის თავად ცხადია, რომ მთელი ხალხი შეიქნება საწველ ფურად და ამ კაპიტალის მსხვერპლად. ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს, უნდა გაერიოს ამ საქმეში და თითონ დაიწყოს აღებ-მიცემობა და ვაჭრობა, და ერთგვარი კონკურენცია გაუწიოს, ერთგვარი კალაპოტი შეუქმნას თვით სპეკულიატიურ კაპიტალსაც, და ამავე დროს სახელმწიფო ივაჭრებს და საქმეს აწარმოებს ხალხის ინტერესების თანახმად. ამნაირად, სახელმწიფოს მიერ დღეს ვაჭრობის დაწყება ნიშნავს სპეკულიატიურ კაპიტალის ერთგვარ ალაგმვას და მის სათანადო კალაპოტში ჩაყენებას. და უნდა ვსთქვათ, რომ ასეთს ვაჭრობას დღეს მისდევს არა მარტო ჩვენი სახელმწიფო, არამედ ისეთი სახელმწიფოებიც, რომელნიც მუდამ ქადაგებდენ ვაჭრობის თავისუფლებას და არასოდეს არ ქონდათ აზრათ, რომ ვაჭრობაში ჩაერეოდენ. აი, ბატონებო, ეს არის, მოკლეთ რომ ვსთქვათ, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დავაარსეთ ჩვენ მომარაგების სამინისტრო. ეს სამინისტრო ჩვენ შევუერთეთ შრომის სამინისტროს. ეს იწვევს ერთნაირ პროტესტს, ამბობენ - სად მომარაგების სამინისტრო და სად შრომის სამინისტროო. უნდა მოგახსენოთ, რომ შრომის სამინისტროს და მომარაგების სამინისტროს შორის არის მეტად მჭიდრო კავშირი. თქვენ იცით, რომ დღეს, ამ სპეკულიაციის ხანაში, თუ ვინმე არის გაჭირვებული, უპირველეს ყოვლისა, არის მუშათა კლასი და სახელმწიფო თუ სხვა დაწესებულებათა მოსამსახურენი. რაც შეეხება სხვა კლასებს, ისინი, რასაკვირველია, იმდენათ არ არიან გაჭირვებულნი და შეუძლიათ თავისი მოთხოვნილება იოლათ დაიკმაყოფილონ. მაშასადამე, შრომის წარმომადგენელი, მშრომელი ხალხი, აი ეს კლასი, რომელიც ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიქონიოთ სახეში და მისი მოთხოვნილება სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, და ვინაიდან შრომის სამინისტრო არის ამ კლასის სამინისტრო, მისს ინტერესებს იცავს, ეს კლასი არის მის გარშემო თავმოყრილი. აქედან თავის თავად ცხადია, რომ ის საქონელი, სურსათი, მანუფაქტურა და სხვა, რასაც იყიდის სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავიდეს ამ კლასის ხელში და ამ კლასს უნდა გაუნაწილდეს. ეს უნდა მოხდეს შრომის სამინისტროს საშუალებით, ვინაიდან ამ სამინისტროში არიან ამ კლასიდან გამოყოფილი ხალხი და ისინი თავის მოძმეთ უფრო კარგათ გაუნაწილებენ, ვიდრე სხვები.
აი, ასეთი არის ჩვენი მოტივები ამ სამინისტროს დაარსებისა. ამასთან, უნდა განვაცხადო, რომ მთავრობამ შემოიყვანა თავის წრეში ორი ახალი მინისტრი იმ დროს, როდესაც ეს დღევანდელი კაბინეტი სდგებოდა. მაშინ, როგორც იცით, ორი დიდი სამინისტრო ერთ პირს ჩავაბარეთ. ეს ორი დიდი სამინისტრო გახლდათ - შინაგანი და სამხედრო სამინისტროები. მაგრამ ჩვენ ჩავაბარეთ ერთი პირობით: ვთხოვეთ საშინაო მინისტრს, რომ მას ეტვირთა სამხედრო სამინისტროც და ცხოვრებაში გაეტარებინა სამხედრო რეორგანიზაცია. შემდეგ ამისა შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლო სავსებით მისცემოდა თავის სამინისტროს. უნდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს დავალება ჩინებულად შეასრულა: მოახდინა ის რეორგანიზაცია, რომელიც თქვენ ყველამ იცით. ჩვენ ეხლა გვაქვს მჭიდრო, მტკიცე საფუძველი მხედრობისა და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე აღდგება და აშენდება მტკიცე და მამაცი ჯარი. აგრეთვე ამავე დროს მოხდა ჩვენი გვარდიის და ჯარის უფრო მჭიდრო დაკავშირება და ხელიხელ გაყრილი მათი ერთად სიარული. აი, ეს არის მთავარი საქმე. ჩვენ დავაკისრეთ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნ. რამიშვილს. მან ეს შეასრულა და ეხლა უბრუნდება სავსებით თავის სამინისტროს. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და სამხედრო მინისტრათ მოვიწვიეთ გრიგოლ ლორთქიფანიძე (ი. მაჭავარიანი: გენერალია თუ რა არის?). უნდა მოგახსენოთ, რომ სამხედრო მინისტრისათვის აუცილებლად არ არის საჭირო, რომ ის იყოს მხედარი, ბრძოლის ველზე. მაგრამ როცა მინისტრი აწარმოებს ერთნაირ პოლიტიკას, ნუ სწუხართ გენერლებზე, იწუხეთ იმაზე, რომ ის გენერლები იყვნენ კარგები იქ, სადაც ეს საჭირო არის (ასათიანი: იქაც კარგი გენერლები გავგზავნეთ). მე მგონია, რომ ასათიანმა უნდა იცოდეს ის ამბავი, რომ საფრანგეთში დიდი ხანია სამხედრო მინისტრად არ არიან სამხედრო პირები. უეჭველია, ასათიანმა ეს იცის, მაგრამ ამას ივიწყებს აქ, დამფუძნებელ კრებაში (ვეშაპელი: პარლამენტის სამხედრო კომისიაში მუშაობის სტაჟი აქვს?).
რაც შეეხება მეორე მინისტრს, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ იუსტიციის სამინისტრო გადავაქციეთ ცალკე სამინისტროთ. ჩვენ ეს სამინისტრო წინეთ დავუქვემდებარეთ გარეშე საქმეთა მინისტრს. მართალია, რომ ამ სამინისტროს სენატის დაარსებით შრომა რამოდენიმეთ მოაკლდა, ე.ი. მოსამართლეთ ნიშნავს სენატი, მაგრამ მეორეს მხრით, ამ სამინისტროს შრომა მეტათ გართულდა. საქმე იმაში არის, რომ ჩვენს ახალ წყობილებაში, დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი სამოქალაქო კანონმდებლობა. ეს 10-15 ტომი, რომელიც იყო ძველ არხაიულ რუსეთში, ჩვენში არსებობს. ეს კი სრულებით არ შეეფერება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, და ამიტომ პირველი აუცილებლობა და მთავრობის ვალდებულება არის, რომ ეს ძველი კანონები სრულიათ იქნეს განხილული და ჩვენი დღევანდელი წყობილების თანახმათ იქნეს შემუშავებული და თქვენს წინაშე წარმოდგენილი. არის დიდი სამუშაო; ამას დიდი ენერგია სჭირია და სწორეთ ასეთი პირი ჩვენ მოვიწვიეთ. ეს არის ენერგიის პატრონი და მცოდნე რაჟდენ არსენიძე (ტაში). ამნაირათ, დღეს ჩვენ გვყავს 8 მინისტრი, თითქმის თვითეულ უწყებას ჰყავს თავისი საკუთარი პატრონი და მომვლელი (გვაზავა: რასაკვირველია, ეს საჭირო იყო). უნდა მოგახსენოთ, რომ როცა ასეთი დადგენილება გამოგვქონდა, სახეში გვქონდა არა მარტო ის, რაზედაც მე მოგახსენეთ, არამედ გვქონდა სახეში, ასე ვსთქვათ, ჩვენი მომავალი პოლიტიკური პერსპეკტივებიც. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ხახაში, რომ თვითეული მინისტრი, თვითეული მოხელე, თვითეული მოქალაქე უნდა იყოს თავის პოსტზე, უნდა იყოს დარაჯათ რესპუბლიკის ინტერესებისა, რომ ამით მოსალოდნელი პოლიტიკური თუ სამხედრო, ასე ვთქვათ, გამწვავებანი თავიდან ავიცდინოთ. თქვენ იცით, რომ ერთი ასეთი გამწვავება შეიძლება სულ ახლო მომავალში მოგვევლინოს ჩრდილოეთიდან. თავის-თავათ ცხადია, რომ როცა ბალშევიკები დაამარცხებენ დენიკინს, ისინი ჩვენს საზღვრებზედ არ გაჩერდებიან (კედია: მართალია!). თუ ეს მართალია, შეიძლება არც იყოს მართალი, მაგრამ ჩვენც მაინც უნდა ვიქონიოთ ეს სახეში და ჩვენი საშინაო და საგარეო მდგომარეობა ამის მიხედვით მოვაწყოთ. აქ უეჭველია, როლს ითამაშებს ის, რომ გვეყოლება სამხედრო ძალა - ერთის მხრივ, და მთელი საქართველო მეორეს მხრივ იქნება ერთსულოვნად გამოსული. ე.ი. შინაგანი სიმტკიცე და მაგარი ფრონტი - აი, ეს იქნება საშვალება, რომ მოსალოდნელ საფრთხეს თავი დავახწიოთ. ამიტომ მთავრობას აქვს სახეში, მოქმედება კიდევ უფრო გააძლიეროს: მართვა-გამგეობა, მხედრობა, გვარდია და შინაური წესრიგი მტკიცეთ დაიცვას და ვფიქრობ, დარწმუნებულიც ვარ ამაში, როცა ყველა ეს იქნება შესრულებული, ყველა იქნება თავის პოსტზე, ჩვენ ყოველნაირ საფრთხისაგან გამოვალთ გამარჯვებულნი (ტაში).
ალ. ასათიანი (ნ. დ.). სამინისტროების დაარსების ასეთი წესი სავსებით ეწინააღმდეგება პარლამენტარიზმს. არ შეიძლება ასე ერთბაშათ სამინისტროს დაარსება და ისიც საკანონმდებლო ორგანოს დაუდასტურებლათ. არა მარტო ეს ახლათ დაარსებული სამინისტრო (მომარაგების), არამედ ყველა მომარაგების ორგანიზაციები არა ლეგალურათ არსებობდენ. ორატორი ეხება მომარაგების სამმართველოს და ამბობს: იქ საქმე ძალიან ცუდათ იყო დაყენებული. ანგარიშის წარმოება არ ხდებოდა სწორად, მთელს ორგანიზაციას მხოლოდ ერთი ბუხჰალტერი ჰყავდა. ეს კი ყოვლად დაუშვებელია.
ჩვენს მთავრობას არ ქონია და არც ახლა აქვს სამეურნეო, საეკონომიო საქმეში რაიმე გარკვეული პოლიტიკა, გეგმა. სწორედ ამ უგეგმობით აიხსნება ის არევ-დარევა, რომელიც ჩვენს ეკონომიურ-ფინანსიურ ცხოვრებაში არის გამეფებული. ჩვენში ეკონომიურ საქმეს განაგებენ უცხოელები, შრეიდერი და სხვ. შრეიდერი ძალიან საეჭვო პიროვნებაა, ის მოსკოვში მოღვაწეობდა. იქ ვექილთა საბჭომ გამორიცხა თავისი წრიდან, შემდეგ ადესაში საქმიანობდა. იქ სამართალში მიუციათ. ბოლოს ჩვენს რესპუბლიკაში შემოვიდა, ჩამოიტანა ჩაი. აქ მას მაღალი თანამდებობა შესთავაზეს და დღემდე მსახურობს (ჟორდანია: ის გადაყენებულია). ასე საქმის გაგრძელება ყოვლად შეუძლებელია.
მომარაგების სამინისტრომ უნდა შექმნას პასუხის მგებელი შტატი, სახელმწიფო ქონება უნდა მოვლილ იქნეს ისე, როგორც ეს ძველი რეჟიმის დროს იყო. ყოველმა მოხელემ უნდა იცოდეს, რომ მას დაკანონებულ წესების დარღვევისათვის სასტიკი სასჯელი მოელის. სამინისტროში ყველა მწარმოებელს და ვაჭარს ერთნაირი წესით უნდა იღებდენ და არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის უპირატესობა. რაც შეეხება ეკონომიურ პოლიტიკას, ამის შესახებ ჩვენ აქ შემოვიტანეთ წინადადება, მაგრამ რაღაცა მიზეზის გამო ის წინადადება ჯერაც არ განხილულა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კერძო ინიციატივას ფართო გზა მიეცეს.
გრ. გიორგაძე (ს. დ.) აღნიშნავს ასათიანის მიერ საკითხის დაწვრილმანებას და ამბობს: ბ-ნმა ასათიანმა საკითხი მეტად დააწვრილმანა და მთავარი საკითხი დაჩრდილა. მე ვეცდები შევაჩერო თქვენი ყურადღება მთავარ საკითხზე და მასთან კვალ და კვალ ვუპასუხო ბ-ნ ასათიანს. თუ ჩვენს განვლილ ცხოვრების ისტორიას გადავავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ იქ ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ერთი რომელიმე მხარე: ან საგარეო, ან სამხედრო, ან-და სხვ. დღეს კი ისეთი მდგომარეობაა, რომ მთელს ჩვენს ყურადღებას იპყრობს შინაური გამაგრება, შინაური ცხოვრების განმტკიცება. ასეთ ხანაში ის შრომის განაწილება, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ მოგახსენათ, სრულიად ბუნებრივია და მიზანშეწონილი (გვაზავა: ეს დიდი ხანია, საჭირო იყო). ის ორგანიზაცია, ბ. გვაზავა, რომელიც ცხოვრებას გაუსწრებს, არ იქნება ცხოველი და ვერ იხეირებს: ის ან ჩამორჩება, ან მოკვდება; ხოლო ცხოვრების კარნახით გადადგმული ნაბიჯი - აი, სწორი და მიზანშეწონილი მოქმედება.
უმთავრესი საკითხი ამ ჟამათ სასურსათო საკითხია. სასურსათო პოლიტიკა მოითხოვდა მის ცალკე გამოყოფას. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო ობიექტურმა პირობებმა აიძულა ჩარეოდა სააღებმიცემო საქმეში. ამ ჩარევის წინააღმდეგ აქ არაფერი თქმულა და ვერც იტყვიან. სახელმწიფო იმიტომ ერევა აღებ-მიცემობის საქმეში, რომ მას ნორმალური მსვლელობა მისცეს. კერძო ინიციატივა და საზოგადოებრივი ინიციატივა ერთად უნდა მიდიოდეს ხალხის კეთილდღეობის ინტერესების მიხედვით.
აქ ბ. ასათიანმა ახსენა, რომ თქვენ მიდიხართ ეკონომიური შაბლონით - რასაც გერმანიაში და რუსეთში მოიმოქმედებენ, თქვენ ის კარგი გგონიათ და ჩვენში გადმოგაქვთო. მე მგონია, რომ ეს შაბლონი არ არის - ეს ნაცადი გზაა, და ამ გზით სიარული უფრო ნაყოფიერი იქნება ხალხისათვის, ვინემ იმ გზით, რომელსაც თქვენ გვირჩევთ, ბ-ნო ასათიანო.
რაც შეეხება იუსტიციის და სამხედრო სამინისტროების დაარსებას, ეს გამოწვეულია შრომის განაწილებით. ამას საფუძვლად უდევს შრომის განაწილება და მას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
აქ წამოიძახეს, რომ სამხედრო მინისტრი მაინცა და მაინც მხედარი უნდა იყოსო.
ეს ასე არ არის. სამხედრო სამინისტროს სათავეში უნდა უდგეს პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს ტეხნიკურ ძალებს და ორივენი ერთად განამტკიცებენ ჩვენს მხედრობას და დაიცავენ ჩვენს დამოუკიდებლობას. მთავრობა მთელი თავისი მოღვაწეობის დროს ერთ რამეს მიაქცევდა დიდ ყურადღებას: ეს იყო შინაური ცხოვრების განმტკიცება, შექმნა ისეთი საერთაშორისო პირობების, რომელიც უზრუნველ ყოფდა ჩვენს დამოუკიდებლობას და შექმნიდა კეთილ მეზობლურ განწყობილებას მეზობელ სახელმწიფოებთან. აი ეს იყო მთავრობის მთავარი სამოქმედო ხაზი და ჩვენი ფრაქცია სავსებით იზიარებს ამ ხაზს, სრულ ნდობას უცხადებს მთავრობას და მხარს უჭერს მის ასეთ პოლიტიკას. მაგრამ მე უნდა დავძინო ერთი რამ: მთავრობამ ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, მაგრამ ესევე არ ითქმის სახელმწიფოს მოხელეებზე. ამ მხრივ საჭიროა დიდი მუშაობა და ჩვენ გვგონია, რომ მთავრობის თავმჯდომარე უნდა აღიჭურვოს განსაკუთრებული უფლებებით მართვა-გამგეობის და კანონიერების დაცვის საქმეში. დასასრულ ორატორი ამბობს: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ხელიდან არ გაუშვებს იმ დროშას, რომელსაც აწერია: „საქართველოს დამოუკიდებლობა“, და რომელიც მას გადასცა დამფუძნებელმა კრებამ და საქართველოს მიიყვანს ისეთ მდგომარეობამდე, როცა სავსებით განმტკიცებული იქნება როგორც დამოუკიდებლობა, ისე შინაური ცხოვრება (ტაში).
ლ. შენგელია (ს. რ.): მთავრობის თავმჯდომარეს არ ქონდა ფორმალურათ უფლება, რომ სამინისტროები დაეარსებინა. იმ რეზოლიუციაში, რომლითაც დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის თავმჯდომარეს, ნ. ჟორდანიას კაბინეტის შედგენა მიანდო, ნათქვამი იყო, რომ მას აქვს უფლება მთავრობა შეადგინოსო. ეს უფლება მან მოიხმარა, და ახლა კი რა უფლების ძალით დააარსა სამინისტროები, ჩვენ არ ვიცით.
მთავრობის დეკლარაციაში მაშინ, როცა ახალი მთავრობა ჩვენს წინაშე წარმოსდგა, აღნიშნული იყო, რომ დაცულ იქნება თავისუფლება პრესის, სიტყვის, კრების და სხვა. სინამდვილეში კი სულ სხვა მოხდა: არც ერთი ეს არ არის დაცული.
რაც შეეხება ბიუჯეტს, აგერ 10 თვეა დამფუძნებელი კრება მუშაობს და ბიუჯეტი დღემდე არ განუხილავს მას. ფული უსისტემოთ იხარჯება, და ნაწილობრივ ამით აიხსნება ის ეკონომიური და ფინანსიური არევ-დარევა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენში. არც საგარეო საქმეებში გადადგმულა გადამჭრელი და საღი ნაბიჯები. მთელი მისი მუშაობა თფილი და ნაზი ნოტების წერაში გამოიხატა. ასე რომ ყველა სფეროში კრიზისია. ამ კრიზისიდან ერთად ერთი გამოსავალი არის შრომის კოლექტივიზაციის გზა. თუ ჩვენ გაბატონებული ვართ პოლიტიკურათ, ეკონომიურათაც უნდა გავბატონდეთ. ორში ერთი: ან გარკვეული კერძო ინიციატივა, ან საზოგადოებრივი კოლექტიური წარმოება. სოც. დემოკრატების მსოფლმხედველობა, რომ ბურჟუაზია დააგროვებს სიმდიდრეს და ის ჩვენ უნდა გავინაწილოთ, - ყოველგვარ ნიადაგს მოკლებულია. დღეს ისეთი სოც. დემოკრატებიც კი, როგორიც ჰააზე, კაუცკი, ჰილფერდინგი და სხვ., არ უარყოფენ იმას, რომ საჭიროა წარმოების კოლექტივიზაცია (არსენიძე ადგილიდან: ტყუილია! ისმის ხმები: ეს ცილისწამებაა კაუცკზე). ამ რიგათ, ეს რეორგანიზაცია არაფერს არ გვიქადის, ეს არის ძველი სიმღერა, რომელიც არავის არ დააკმაყოფილებს.
სიგვიანის გამო კამათის გაგრძელება გადაიდო მეორე დღისათვის.
ერთობა. - 1920. - 3 იანვარი. - №2. - გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 3 იანვარი. - №2. - გვ. 2
საქართველო. - 1920. - იანვრის 1. - №1. - გვ. 2-3
![]() |
9.2 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანიას საპასუხო სიტყვა
31 დეკემბრის სხდომა
მოქალაქენო, იმ შენიშვნებში, რომელითაც ჩემს წინააღმდეგ გამოილაშქრეს ზოგიერთმა ორატორებმა, მე ავირჩიე რამოდენიმე მუხლი, ისეთი მუხლები, რომელთაც აქვთ საერთოდ პოლიტიკური მნიშვნელობა და მინდა ამ მუხლების შესახებ ვილაპარაკო. ეკონომიურ კითხვებზე აქ უკვე ილაპარაკა ბ. ავალიანმა და კიდევ წინათ მეორე საკითხზე ილაპარაკა მომარაგების მინისტრის ამხანაგმა.
აქ, უპირველეს ყოვლისა, მიაქციეს ყურადღება თვით ამ კაბინეტის გადაჯგუფებას, ამ მინისტრების შეფასებას და სთქვეს: აქ რაღაცა ამბავია, რაღაცა საიდუმლოებაა, თორემ რატომ ეხლა მოაგონდათ, რომ სამი კაცი ახლა დანიშნეს მინისტრებათო. მე მგონია, რომ საიდუმლო არაფერი არ არის იმისთვის, ვინც საერთოდ ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ ურთიერთობას და ანგარიშს უწევს ცხოვრებას. ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრინციპად, რომ 5, 10 თუ ოცი ყოფილიყო მინისტრი. ასეთი პრინციპით ჩვენ არასოდეს არ ვხელმძღვანელობთ; ეს არის კითხვა მიზანშეწონილების, პრაქტიკული მოთხოვნილებისა, და არა პრინციპისა. თქვენ იცით, რომ ლოიდ-ჯორჯმა 12 მინისტრის მაგივრად აიყვანა 20 მინისტრი. ეს იქ მოულოდნელი არ ყოფილა და არ წაურთმევიათ ლოიდ-ჯორჯისათვის უფლებები, რომ მას 12 მინისტრის მაგივრად 20 აეყვანა. ამის გამო მის წინააღმდეგ არც ერთ ჯგუფს, პარტიას, არაფერი უთქვამს. ეს იქნებოდა სადავო მაშინ, რომ ამით იცვლებოდეს პოლიტიკა. აქ მართლა შეიცვალა თუ არა ჩვენი პოლიტიკა? აქ ზოგიერთმა ორატორებმა დიდი პოლიტიკური დებატები გამართეს, თითქოს ახალი კაბინეტი გამოცხადდა და უნდა გააკეთოს რაღაც ახალი რამ. ჩვენი პოლიტიკა სრულებით არ შეცვლილა, მაშასადამე, პრინციპი რჩება ის, რაც იცით და გვაქვს. მხოლოდ ეს მინისტრების აყვანა და კაბინეტის ცვლილება და გადაჯგუფება არის პრაქტიკული კითხვა და პრაქტიკული საჭიროებისაგან გამომდინარეობს. აქ ბ-ნი ვეშაპელი შეეხო ამ კითხვას და მოიხსენია მინისტრის პირადობა. უნდა ვსთქვათ აქ ყველას საგულისხმიეროთ, რომ ამ ტრიბუნიდან არ უნდა იყოს სხვისი სიტყვა დამახინჯებული. ეს შეიძლება საგაზეთო პოლემიკაში, მაგრამ აქ კი დაუშვებელია. აქ იწერება ყოველი სიტყვა და ამიტომ ყველას, ვისაც სურს ჩემი სიტყვის შესახებ ლაპარაკი, შეუძლია მოითხოვოს სტენოგრამა და წაიკითხოს. აქ მე არ მითქვამს, რომ სამხედრო მინისტრმა ყველაფერი გააკეთა-მეთქი; მე ვთქვი, რომ საფუძველი ჩაყრილია და ამ საფუძველზე უნდა აშენდეს მაგარი, მტკიცე და მამაცი ჯარი. ასე რომ, ახალ მინისტრს საპატიო საქმე და დიდი ალაგი აბარია და მაშასადამე, მის მხნეობაზეა დამოკიდებული ჩვენი იმედები. ჩვენ ვიწვევთ მინისტრს და ვიცით, რომ ის ამ მოვალეობას აასრულებს.
არც ის მითქვამს, რომ ახალი მინისტრი იმისთვის არის მოწვეული, რომ მან კოდიფიკაცია მოახდინოს. მე არა ვარ იურისტი, მაგრამ ვიცი მაინც, რომ კოდიფიკაცია ნიშნავს არსებული კანონების აწყობას. აქ კი ლაპარაკი არის ახალ სამოქალაქო კანონების გამოცემაზე, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ სამოქალაქო კანონებშია საქმე. ვინც იცის ცხოვრების ამბავი, ვინც შორიდან მაინც უყურებს ძირითად კითხვებს, სწორედ სამოქალაქო დებულება არის ძირითადი და ამ დიდი საჭიროების საქმისათვის მოწვეული მინისტრი არსენიძე არის თავის ალაგას.
აქ ერთმა ორატორმა, შენგელაიამ, დააყენა კითხვა ფორმალურად: აქვს თუ არა მთავრობის თავმჯდომარეს უფლება, რომ თავისი უფლებით მოახდინოს ეს მინისტრების გადაჯგუფება. უნდა ვსთქვათ, რომ ამ მხრით, ფორმალურად, სწორედ რომ ვერაფერი სანუგეშო მდგომარეობაში არის შენგელაია. არავითარი ფორმა, არავითარი კანონი სამინისტროს და მინისტრების შესახებ არ არსებობს (ლ. შენგელაია: მით უარესი!). ეს სხვა საქმე არის, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც არის (შენგელაია: ფორმულა?). ფორმულაში, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, სწერია, რომ თავმჯდომარემ მთავრობა შეადგინოსო და არა ის, თუ 5 ან 10 მინისტრი მოიწვიოსო; და ვინაიდან მე ვთქვი, რომ არავითარი ფორმა გარდა იმისა, რაც შემოვიღეთ, არ არსებობს და ამას მოგახსენებთ, მიიღებთ ამას თუ არა, ეს დამფუძნებელი კრების საქმეა. მაშასადამე, არ არის რაიმე ფორმალური დარღვევა. უნდა გითხრათ, რომ მთავრობისათვის, მინისტრებისათვის, არა გვაქვს არავითარი დებულება. ის ძველი დებულება, რომელიც არსებობს რუსეთში და რომლითაც სარგებლობა შეიძლებოდა, ჩვენში დიდი ხანია გაუქმებულია. პირველი ტომი კანონებისა გაუქმებულია და არავითარი ტომი არა გვაქვს და თავის თავად ცხადია ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ: ეს არის ჩვენი კანონი, ჩვენი ტომი. უეჭველია, როდესაც შემდეგ იქნება კონსტიტუცია მიღებული, რასაკვირველია, ისიც იქნება, თუ რამდენი პირისაგან შესდგებოდეს მთავრობა და რამდენი სამინისტროები იქნება, მაგრამ დღეს არ არის. ამიტომ ბ. შენგელაიას შეკითხვა არის სრულიად უბრალო. აი, სწორედ ის რეზოლიუცია, რომელიც იქნება დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული, აი, ეს არის ჩვენი ფორმალური მხარე, ეს არის ჩვენი კანონი და მაშასადამე, სხვა კანონი არც გვქონია და არცა გვაქვს (ლ. შენგელაია: ფორმულაში ნათქვამი იყო - მთავრობის შედგენა მიენდოსო). ბ-ნო შენგელაია, მე ეს მოგახსენეთ და სწორედ მაკვირვებს, რომ არ დაგიგდიათ ყური. დიახ, მთავრობის თავმჯდომარემ უნდა მთავრობა შეადგინოსო, იყო ნათქვამი ფორმულაში, და მე კიდევაც შევადგინე მთავრობა; რასაკვირველია, სამინისტროებიც მქონდა და მინისტრებიც მყავდა.
აქ სამინისტროს დაარსების დასაბუთება ზოგიერთებმა დამიწუნეს. აქ ბ. ღლონტმა სთქვა, რომ რა ახალი ამბავი არის, სპეკულიატიური კანონის არსებობაო, ეს დიდი ხანია არსებობს, ძველი ამბავია და აქამდე სად იყავით, დღემდი უნდა დაგეარსებინათო. უნდა ვსთქვა, რომ მართალია. არის იმნაირი პოლიტიკა, როცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი წინათ ყოფილაო. აი, „ურიელ აკოსტაში“ ერთი მოხუცი იტყვის ხოლმე - ეს ყოფილა დიდი ხანიაო. ჩვენ ვამბობთ, რომ რაც დღეს არის, ეს არის ცხოვრების მოთხოვნილებისა, ამას ცხოვრება აყენებს დღიურ წესრიგში და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. მე ვამბობ: დღიურ წესრიგში ეხლა სდგას ეს კითხვა მთელი თავისი სიმწვავით, როგორც არ იდგა არც რევოლიუციის პირველ დღეებში, არც ომიანობის დროს. თქვენ იცით, რომ ომიანობის დროს არ ყოფილა ის ეკონომიური სიმწვავე, როგორც არის დღეს. მაშინ პური შაური ღირდა, ახლა კი 10 მან. და მეტიც. საქმე იმაშია, რომ ომიანობის დროს იყო ნამუშევარი ბევრი თაობისა, ეს იყო დაგროვილი და ამას 10-20 მილიონი სჭამდა და სვამდა. და შემდეგ, როცა ეს გამოილია და არაფერი არ გაკეთებულა გარდა ომისა და ამ ჯარისკაცებს არც მოუმკიათ და არც უთესიათ, ეხლა ყველა დაგროვილი გამოილია. ეს ეკონომიური სიმწვავე ეხლა იჩენს თავს იმიტომ, რომ ეხლა არის დალეული წინანდელი თაობის მიერ დაგროვილი სიმდიდრე და ამიტომ თავის თავად ცხადია, რომ იმ დროს არ ყოფილა ეს სიმწვავე, რომ ჩვენ სამინისტრო დაგვეარსებინა (ღლონტი: წინათ არ არსებობდა?). მართალია, მომარაგების სამინისტრო იყო დაარსებული კერენსკის დროს, მაგრამ ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ჯარისთვის მიგვეწოდებინა ის პური, რომელიც ყველგან იყიდებოდა და რომ ჯარს უკეთ მიწოდებოდა ეს პური, იყო დაარსებული ეს სამინისტრო. ამ ჟამათ კი სპეკულიატიურ კაპიტალს მიეცა ფართო ასპარეზი და ამ ასპარეზზე ჩვენც უნდა გამოვიდეთ და ამ კაპიტალს უნდა შევებრძოლოთ. აქ ამბობენ, რომ რა შუაშია აქ შრომის სამინისტროვო, ის თავისთვის უნდა იყოსო. ეს რასაკვირველია, არ არის პრინციპიალური კითხვა, ეს არის, ასე ვსთქვათ, ერთგვარი პრაქტიკული მოსაზრება: სად სჯობდა, რომელ სამინისტროში უფრო მოხერხდებოდა მომარაგების სამინისტროს მოქცევა. და ვინაიდან მე ვთქვი, რომ შრომის პოლიტიკა არ შეიძლება ისე გავატაროთ, როგორც წინათ, როდესაც უფრო იაფი იყო სასმელ-საჭმელი, შრომის პოლიტიკას უნდა ვამყარებდეთ არა ცარიელ სიტყვებზე, არამედ ხალხს უნდა მოუტანოთ ის, რაც მას სჭირია, თორემ რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ ლამაზი სიტყვები და უთხრათ: „არ ვარგა გაფიცვები, ერთი და მეორე, ამით თუ არაფერს მოუტანთ, ცარიელი სიტყვები ვერავის დააკმაყოფილებს“. ჯერ კიდევ ამ მომარაგების სამინისტროს დაარსებამდე 50 მილიონი მანეთი გამოვიღეთ და მივეცით შრომის სამინისტროს და აი, ამ ფულით მუშებისათვის მას უნდა ეყიდნა საჭირო სურსათ-სანოვაგე ისე, რომ სანამ ჩვენ სამინისტროს დავაარსებდით, უკვე ავიღეთ ეს ალღო, შრომის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოქმედება. ჩვენ ეს ფაქტი დავადასტურეთ და მას მივეცით ერთნაირი იურიდიული აზრი, სანქცია (ისმის ხმა: „ცუდი აზრია“!). ჩვენ ვსჯით იმისდა მიხედვით, თუ რანაირ პირობებში გვაყენებს ცხოვრება და რანაირ მოთხოვნილებებს გვიყენებს. თქვენ გვითხარით, შეეფერება თუ არა ეს მოთხოვნილება იმ პასუხს, რომელიც თქვენ მოგახსენეთ. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ თუმცა მინისტრი ვარ, მაგრამ ძალიან დიდი წარმოდგენა არა მაქვს იმაზე, როცა სურსათს ანაწილებენ ჩინოვნიკები. აი, სწორედ შრომის სამინისტროში არიან არა ჩინოვნიკები, არამედ საუკეთესო წარმომადგენლები ისეთი კოოპერატორებისა, რომელნიც მუშათა კოოპერატივებში მუშაობენ და იმათ ხელში არის ეს საქმე. მაშასადამე, აქ არის პრაქტიკული გამოცდილება...
(ღლონტი: „აღორძინებაში“ რა ხდება?) - ეს მე არ ვიცი. გუშინ და დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ სამინისტროს ამბები ვიცით, და უნდა მოგახსენოთ, რომ „აღორძინებაში“ ცუდი ამბავი მოხდა, ეს სამინისტროს არ გაეპარება.
აქ ჩვენ გვითხრეს, რომ რა პოლიტიკაა ის, როცა ერობას, თემს, ქალაქს - სუყველას თავისი პოლიტიკა აქვს. მართალი ვსთქვათ, ეს კრიტიკა, შენიშვნა რამოდენიმეთ მართალია. იმას ჩვენც ვებრძვით, რომ თვითეულ ერობას არ ქონდეს სადარაჯოები გაკეთებული და ძველებურ ფეოდალური დროის მსგავსად არ ქონდეს საბაჟოები. მაგრამ თქვენ არ მიგვითითებთ იმ საშუალებებზე, რომლითაც უნდა შევებრძოლოთ. მაგ., როცა თქვენ აირჩიეთ მთავრობის თავმჯდომარე, მიეცით მას რაიმე უფლება? არავითარი ძალა-უფლება მისთვის არ მიგინიჭებიათ. მთავრობის თავმჯდომარისათვის და მინისტრებისათვის არ მიგიციათ ის უფლებები, რომ ამ პირებმა ასეთი მოვლენის წინააღმდეგ მიიღონ რაიმე ზომები (შენგელაია: სასამართლო?). თქვენ იცით, რომ სანამ სასამართლოში საქმე გათავდება, მანამ ბევრი რამე დაინგრევა. სამი ინსტანცია არის და სანამ ამ ინსტანციებს გაივლიდეს, ეს კითხვა მოწონებული იქნება: მანამ საქმე ან დაინგრევა, ან აშენდება (ა. ასათიანი: განა თქვენ არ ბრძანებთ, რომ საქართველო ერთად ერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობას მოხელეები არ ყავსო). დიახ, მოხელეები არ ყავს ცენტრალურ მთავრობას. გთხოვთ, ნუ შეაკეთებთ იმას, რაც მე ვსთქვი. მე ვსთქვი, რომ ცენტრალურ მთავრობას პერიფერიებში თავისი მოხელეები არ ჰყავს-თქო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს იქ არ ყავდეს მოხელეები - იქ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები; ხოლო დამოკიდებულება ერობათა და ცენტრალურ მთავრობას შორის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს დიდი კითხვა არის, მაგრამ სანამ ეს ჩამოყალიბდებოდეს, მანამ ჩვენ არა გვაქვს ძალა, რომ მოხელეთა უკანონობას შევებრძოლებით. მე პარტიულ ყრილობაზედაც ვსთქვი, რომ ჩვენში მეტად ძნელი გახდა დაცვა კანონიერებისა, იმიტომ რომ არავის სურს მოთავსდეს კანონის ფარგლებში, არამც თუ მოხელეს, არამედ უბრალო მოქალაქესაც. იმას უნდა აღზრდა, უნდა დისციპლინა. ამისთვის საჭირო არის მაგარი ხელი და ეს ხელი თუ გვექნება, მაშინ ჩვენ მოვახერხებთ კანონიერების დაცვას.
ყოველ შემთხვევაში, როცა აფასებთ მთავრობის პოლიტიკას, უნდა შეაფასოთ ის არა განყენებულად, არამედ იმის ნაყოფის და გვარად. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ: რომ ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც არის ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენებულ სახელმწიფოებში, გაცილებით უარესია, ვინემ ჩვენი სახელმწიფოსი. იქ, სადაც პური ყოველთვის აუარებელი იყო, განიცადეს საშინელი სიძვირე. მაგ., როსტოვი. იქაც უფრო ძვირია პური, ვინემ ჩვენში. აიღეთ, თუ გნებავთ, ბათუმი და ბაქო: იქაც უფრო ძვირია, ვინემ აქ. შედარებით სხვა სახელმწიფოებთან, ჩვენ რაღაცას ვახერხებთ და ეს უნდა უკვირდეს ადამიანს. კაცო, ეს რა ხდება, რომ იმისდა მიუხედავად, რომ იქ ფული არის, აქ კი ბონი, ცხოვრება იქ უფრო ძვირია, ვიდრე აქ (ღლონტი: ვინ გააკეთა ეს? სპ. კედია: რაშია სეკრეტი?). ეს სასწაული არ არის. ეს არის საღი პოლიტიკის ნაყოფი. საღ პოლიტიკას პურის მოტანაც შეუძლია. და იმ პოლიტიკას რომ გავყვეთ, რომელზედაც შენგელაია ლაპარაკობდა, მაშინ აქ პური კი არა, ქვა-ქვაზე არ დარჩება. აი, ბატონებო, თქვენ გახსოვთ, რა ილაპარაკა შენგელაიამ: „ჩვენში არც თავისუფლებაა, არც არაფერი; კაპიტალისტური პოლიტიკის მომხრენი ვართ, და სხვ.“ არ ვიცი, თუ ჩვენში არ არის თავისუფლება, მაშინ სად არის? უეჭველია, არ არის თავისუფლება იმათთვის, ვინც ანგრევს რკინის გზებს, ეცემა ჩვენს გვარდიას, კომისარიატს და სხვა, ვინც აწყობს ასეთ შეიარაღებულ გამოსვლებს. თუ ბ. შენგელაიას სურს ამათ მივცეთ თავისუფლება, მაშინ თავისუფლება უნდა მივცეთ იმათაც, ვინც ქურდობს და კაცს კლავს. ეს ნიშნავს თავისუფლებას? ასეთი თავისუფლება ჩვენ არ გვწამს და ამას რამოდენიმედ აქვს გავლენა იმაზე, რომ ჩვენში შედარებით პური იაფია.
აქ სთქვეს: არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - ეს ნიშნავს ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა ბურჟუაზიისაკენო. მე ვიცი ერთი პარტია, რომელიც ფიქრობდა: ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა რეაქციისაკენო, და ამით დაიქცა რუსეთი. ეს არის რუსეთის სოც.-რევოლიუციონერთა პარტია (გობეჩია: ჩხეიძე და წერეთელი ხომ იქ იყვნენ?). იყვნენ, მაგრამ იმათ გვერდთ ედგნენ ესერები, რომელნიც ეუბნებოდნენ, რომ ყველა ქალაქებში ესერები ვართო; მხოლოდ ესერები ნიშნავს ამას: ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა რეაქციისაკენ, და ამან დაანგრია რუსეთი. ჩვენ ვიდექით და ვდგევართ რევოლიუციის ნიადაგზე და თქვენ დამისახელეთ რომელიმე რევოლიუციონური მთავრობა ან პარტია, რომელმაც მოახერხა გატარება თავის ქვეყანაში ისეთი რეფორმების, რომელიც აქ მოვახდინეთ. დამისახელეთ ამისთანა მთავრობა და მაშინ თქვენ მართალნი იქნებით, მაგრამ თქვენ ამისთანა მაგალითს ვერ მოიყვანთ (სპ. კედია: რევოლიუცია ხომ ფოსტით მივიღეთ?) ფოსტით მიღებულსაც, ბ-ნო სპირიდონ, მოვლა უნდა. აი, მე ვამბობ, რომ შენგელაიას პოლიტიკას ჩვენ ვერ ვაწარმოებთ და ვინაიდან ამ პოლიტიკას ვერ ვაწარმოებთ, ამიტომ რასაკვირველია, არის ის, რომ სხვათა შორის აქ ცხოვრება უფრო იაფი არის, ვიდრე იმ მოსკოვში, საითკენაც შენგელაია იყურება (გობეჩია: везетъ, везетъ). ბ. везетъ, везетъ, მაგრამ ჭკუაც ხომ უნდა! (სპ. კედია: сегодня везетъ, завтра везетъ...)
ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა გახლავთ შემდეგი: ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპიდან ვერაფერს დიდს ვერ მივიღებთ, შეიძლება სრულებითაც არაფერი მივიღოთ (შენგელაია: აზიიდან?). აზიაში ასათიანი იყურება და იმას კითხეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისე უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ მიწა-წყალმა მეტი ნაყოფი მოგვიტანოს. ეს არის ჩვენი უაღრესი მიზანი, რომ ჩვენში ყველა მიწა ყოველნაირი საშუალებით იქნეს გამოყენებული; რომ ჩვენ ასე თუ ისე დავაგროვოთ და დავამზადოთ ის სურსათი, რომელიც ჩვენს ხალხს ესაჭიროება. სწორედ ეს არის ერთნაირი პრაქტიკული დღევანდელი მიზანი და ჩვენ თუ ამას მივაქციეთ ყურადღება და თუ ამისთვის ერთგვარი თანხაც გავიღეთ, მე მგონია, ამ მიზანს მივაღწევთ. აქ ორი მაზრა ისეთია, რომ იქ პური დავთესოთ; მარტო ის პური ეყოფა მთელს საქართველოს (ვეშაპელი: ამ ზამთრისთვის?). ამ ზამთრისათვის არის ის, რომ დღეს გამოვითხოვეთ 250 მილიონი მან. და ამაზე არის აშენებული ის გეგმა, რომელიც შემუშავებული აქვს შრომის სამინისტროს. თავის თავად ცხადია, რომ თუ ისეთი იდეალი დავისახეთ, როგორც ასათიანს ქონია - სპარსეთი, მაშინ უნდა ვქნათ ის, რაც იქ არის: პარლამენტი დავითხოვოთ, რკინის გზები მოვშალოთ, ლიტერატურა არ იყოს, ტელეფონი მოვშალოთ, ე.ი. ჩავვარდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიაც ვიყავით 100 წლის წინათ და შეიძლება ერთი ნატეხი პურის, ან მჭადის, ან ნესვით და საზამთროთი ვირჩინოთ თავი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთნაირი კულტურა და მოთხოვნილებები და ვინაიდან ჩვენ ვართ კულტურულ ხალხთა შორის, არ გვინდა უკან დაბრუნება! (კედია: არც სპარსეთის ბრინჯი გვინდა?) ჩვენ სპარსეთის ბრინჯისათვის ხელს ვერ ავიღებთ, ვერც რკინის გზებზე და ვერც ჩვენს კულტურაზე.
აი, ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა არის ის, რომ იმ კულტურულ და ცივილიზაციის დონეზე შევაჩეროთ, რომელზედაც დღეს ვართ: თუ წინ არ წავალთ, უკან მაინც არ უნდა წავიდეთ. აი, ამისთვის არის საჭირო მთელი მომარაგება და ამაზე არის, ბატონებო, აგებული მთელი ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური წყობილება, რომ ამ კულტურულ და ცივილიზაციის გზიდან არ გადავიდეთ. შეიძლება ვინმეს ეჩქარებოდეს, მაგრამ ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ აჩქარებული კვიცი ხრამში გადავარდებაო (ვეშაპელი: დედას რომ გაუსწრებს, არა?) დიახ. (ვეშაპელი: დედა თქვენა ხართ?) ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს დღევანდელი მთავრობა, შეიძლება არ იყოს აჩქარებული პოლიტიკა, მაგრამ არც დაყოვნებით, არც აჩქარებით. მაგონდება ერთი ინგლისელის თქმულება: ნელა, მაგრამ მალე... ნელა, მაგრამ არა უკან, არამედ, სადაც დავდგით ფეხი, უნდა წავიდეთ წინ, და თუ წინ არა, უკან მაინც არ უნდა წავიდეთ. ასეთი სიარულით მივალთ იმ საფეხურამდე, რომელსაც ქვიან ჩვენი საბოლოო მიზანი (ასათიანი: სოციალიზმი!) დიახ, ასეთი სიარულით, მაგრამ ისე აჩქარებით, როგორც სურს ზოგიერთებს, ვერ მივალთ ამ მიზნამდე. და ის რევოლიუცია, რომელზედაც შენგელაია ამბობდა, პერმანენტული რევოლიუციიდან გადაიქცევა პერმანენტულ შიმშილად. სოციალიზმი კი შიმშილს არ ნიშნავს. თქვენ თუ გგონიათ, რომ ბალშევიზმი სოციალიზმია, მაშინ სცდებით. ეს სრულებით არ არის სოციალიზმი. სოციალიზმი ის არის, რომ არ იქნება გაჭირვება. (ვინ შექმნის ამ სიმდიდრეს, ბურჟუაზია?) ხალხმა უნდა შექმნას. უნდა ვსთქვათ, რომ ბურჟუაზია ვერ შექმნის. მაგრამ თუ მარქსიზმი იცით, უნდა იცოდეთ, რომ მუშა ხალხი არის მემკვიდრე ბურჟუაზიისა.
ამ გზაზე ვდგავართ ჩვენ და არ ვფიქრობთ, რომ ჩვენში სხვა რომელიმე კლასი, გარდა მუშათა კლასისა და დემოკრატიულად განწყობილი გლეხობისა, შექმნას ეკონომიური სიმდიდრე. მე ვამბობ, რომ ეს გზა არის ის გზა, რომელიც არჩეული აქვს დემოკრატიას - რეფორმების გზა და ასეთი სიარულით წინ მედგრად - ეს გზა არის არსებითად მისაღები ნაყოფიერი გზა. ამას მოსდევს მთელი ჩვენი დემოკრატია და ამას უნდა მისდევდეს დამფუძნებელი კრებაც. (ხანგრძლივი და მქუხარე ტაში).
რეზოლიუცია
მოისმინა რა მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება კაბინეტის რეორგანიზაციის შესახებ, დამფუძნებელი კრება იწონებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. უცხადებს მას სრულ ნდობას და ადგენს: სანამ კონსტიტუციით იქნებოდეს განსაზღვრული მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენცია, მიენიჭოს მას განსაკუთრებული უფლებანი მართვა-გამგეობისა და კანონიერების დაცვის საქმეში.
ერთობა. - 1920. - 6 იანვარი. - №4. - გვ. 2.
კამათი იხ. ერთობა. - 1920. - 4 იანვარი. - №3 - გვ. 2.
![]() |
9.3 ნოე ჟორდანიას მოხსენება პარტიულ თათბირზე |
▲ზევით დაბრუნება |
25 მარტი, 1920 წ.
ამხანაგებო! საქართველოს სოც. დემოკრატიულ პარტიას წილათ ხვდა იშვიათი ისტორიული როლი.
არა თუ იშვიათი, არამედ - ეს არის ერთად ერთი მაგალითი მთელს ისტორიაში. ასეთი როლი არამც თუ არ ჰქონია რომელიმე სოციალისტურ პარტიას, არამედ - ეს არ ჰქონია არც ერთ თანამედროვე პოლიტიკურ პარტიასაც კი. ეს როლი მდგომარეობს იმაში, რომ პარტიას მოუხდა არა მარტო დარღვევა ძველი პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობისა, არამედ - აშენება სრულიად ახალი სახელმწიფოსი, რომელიც პარტიის მოღვაწეობის ხანაში არ არსებობდა. და ამ ახალ სახელმწიფოს ფარგლებში მან უნდა მოაწყოს ახალი პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობა. ეს როლი შეიცავს ორ გვარ საქმეს, ერთი არის აგება ახალი სახელმწიფოს დემოკრატიულ ნიადაგზე, მეორე ამ ახალ, წინათ არ არსებულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ახალი ფარგალი, - ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და ეროვნული. ჩვენი პარტია არა თუ თვითონ უნდა მოწყობილიყო, არამედ - უნდა მოეწყო მთელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
ყველა წინანდელი რევოლიუციები არღვევდნენ ძველ სახელმწიფო წყობილებას და შემდეგ ახალ წყობილებას აშენებდნენ იმავე სახელმწიფოს ფარგლებში, რომელშიაც წინათ მუშაობდენ.
ამ დიდ და ძნელ მუშაობას 2 წელია რაც ჩვენი პარტია სანაქებოთ აწარმოებს. ამ მუშაობის გზაზე ჩვენ ბევრგვარი დაბრკოლება დაგვხვდა წინ, დაბრკოლება როგორც საგარეო, ისე საშინაო, მაგრამ მიუხედავათ ყველა ამ დაბრკოლებისა, ჩვენ ყველგან გამოვედით გამარჯვებულნი.
რით აიხსნება ეს?
ეს აიხსნება ორი გარემოებით. ერთი იმით, რომ პარტიას ყოველ მომენტში ჰქონდა ნათელი პოლიტიკური წარმოდგენა. პარტია თან მისდევდა ყოველგვარ პოლიტიკური კონიუქტურის შეცვლას, ამას იგნებდა და სდგამდა შესაფერ ნაბიჯებს. ჩვენ ყოველთვის ვსჭრიდით იმ კვანძს, რომელიც უნდა გაჭრილიყო. ეს გვიხსნიდა მოსალოდნელ საფრთხისაგან. რომ ყოველთვის ნათელი და სწორი პოლიტიკური წარმოდგენა არ გვქონოდა, მაშინ ჩვენ ვერ მოვიპოვებდით იმ გამარჯვებებს რომელიც მოვიპოვეთ.
მეორე მიზეზი ჩვენი გამარჯვებისა იყო ის, რომ ჩვენს პარტიაში იყო მტკიცე ერთობა. ჩვენი პარტია ამ ორი წლის განმავლობაში მუდამ გამოდიოდა როგორც ერთი კაცი. მიუხედავათ მისი სიმრავლისა ის ამოძრავდებოდა ერთიანათ და ამ საერთო მოძრაობაში არ იყო დისონანსი და განხეთქილება. და ვინაიდგან პარტია ასე ერთსულოვნათ მოქმედებდა, მან ხალხში მოიპოვა დიდი გავლენა და მთელი ხალხი ამ პარტიის მედროშეობას ცნობილობდა და ცნობილობს. თუ ეს მართალია, თუ ეს ორი გარემოება იყო მიზეზი ჩვენი გამარჯვებისა, მაშინ ჩვენ ეს კითხვები დღესაც უნდა დავსვათ: გვაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა დღევანდელ პოლიტიკურ მომენტზე ერთის მხრით, და მეორე მხრით, ვართ თუ არა გამსჭვალული ერთი აზრით, ერთი გრძნობით; თუ ეს ასე არის, მაშინ ვერავითარი ძალა ჩვენ ვერ დაგვძლევს და ყოველგვარ საფრთხიდან გამარჯვებულნი გამოვალთ.
ამ ერთი კვირის წინეთ იყო ბათომის დემონსტრაცია, ეს იყო ერთნაირი ბათომის ეპოპეია. აქედან შეიძლება ვინმემ დაინახოს, რომ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური კვანძი არის ბათომის საკითხი. მაგრამ ეს არ არის მართალი.
ეს დემონსტრაცია ერთხელ კიდევ გვიჩვენებს ჩვენი ხალხის ერთობას ბათომის საკითხში, მაგრამ ამ გარემოებამ არავის არ უნდა დაუჩრდილოს სინამდვილე.
ბევრი იყო უკმაყოფილო იმით, რომ ბათომში არ შევედით და ამბობდენ: მთავრობამ ვერ შეასრულა მოვალეობა, ის გზიდან უკან წამოვიდაო, მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ გლახა ტაქტიკოსია ის, ვისაც მხოლოდ წინ წასვლა შეუძლია და უკან დაბრუნება კი არა. ტაქტიკის მოქნილობა იმაშია, რომ თავისი მოქმედება უნდა შეუფარდო ახალ პირობებს, დაგროვილ მდგომარეობას და ისე იმოქმედო და რადგანაც ახალი მდგომარეობა იყო შექმნილი, ჩვენ ბათომის საკითხს მეორე ხარისხოვანი ალაგი დავუთმეთ, როცა ბათუმისკენ მივდიოდით, ჩვენ იმ დროს ვგრძნობდით, რომ ჩრდილოეთიდან გვიახლოვდებოდა ფრონტი, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო ის. ახლა ეს ფრონტი უკვე ჩვენს საზღვრებთან არის.
დღეს პირველათაა, რომ ჩვენი და საბჭოთა რუსეთის საზღვარი ერთ ხაზზეა. მართალია, წინეთაც იყო ჩვენს საზღვრებთან საბჭოთა მთავრობა, როცა კავკავი ბალშევიკებს ეჭირათ, მაგრამ მაშინ კავკავის იქით იდგნენ მოხალისენი და მოხალისეების შემდეგ კი საბჭოთა რუსეთი. დღეს კი, მოხალისეთა ჯარი დაირღვა და ჩვენსა და ბალშევიკებს შორის არავინ არ სდგას. მოხალისეთა ჯარების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია, თუმცა ჩვენ მოხალისეებთან არ ვყოფილვართ აშკარა ომში, მაგრამ მუდამ კონფლიკტში ვიყავით. ჩვენ მათ არ ვსცნობდით, ისინი ჩვენ არ გვცნობდნენ და ამიტომ ჩვენი ჯარი იდგა მათ საწინააღმდეგო ფრონტზე. ამ მხრით ჩვენი სრულიად უარყოფილი დამოკიდებულება მოხალისეებთან ცნობილი იყო.
რა ნაირი იყო ჩვენი დამოკიდებულება ბალშევიკებთან?
ჩვენ მათ მოქმედებას არ ვიზიარებდით, მაგრამ ჩვენ დღიდან მათ მიერ ძალა-უფლების დაპყრობისა ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევის და როცა ევროპა მოხალისეებს ეხმარებოდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით და ამ დახმარებაში არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია. და თუ ახლა სამოქალაქო ომი რუსეთში გათავდება, და საბჭოთა რუსეთს ნორმალურ განვითარების საშვალება მიეცემა - ეს ჩვენთვის სასიამოვნო და სამხიარულო მოვლენა იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როცა იქ შეუდგებიან ეკონომიკური ცხოვრების მოწესრიგებას, მაშინ ბალშევიკები გააკეთებენ იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. სხვანაირად ისინი ვერ მოიქცევიან, სხვა გზა მათ არა აქვთ, თუ კი, რასაკვირველია, მათ სურთ ძალა-უფლება შეინარჩუნონ!
ასეთია ჩვენი დამოკიდებულება ბალშევიკებთან, მოხალისეებთან და მათ შორის ატეხილ სამოქალაქო ომთან.
როგორია ბალშევიკების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ? პრინციპიალურად ბალშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულათ დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორიც იყო მოხალისეების მხრივ, როგორც მოხალისენი არ გვცნობდნენ, არც ბალშევიკებს აქვთ სურვილი გვიცნონ. თქვენ, ალბათ, ადევნებდით თვალ-ყურს იმ ნოტებს, რომელთა გაცვლა მოხდა ჩვენსა და საბჭოთა მთავრობის შორის. თქვენ, ალბათ გაეცნობოდით ჩიჩერინის უკანასკნელ ნოტას. მთელი ტონი, წერის მანერა პოლემიკურია. აქედან სჩანს, რომ მათ, როგორც წინეთ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრული კავშირი დაეკავებინათ, არც დღეს სურთ. ამას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ბალშევიკების ფრონტი ჩვენთვის დიდათ საშიშრო ფრონტია. თქვენ იცით, რომ როცა ბალშევიკები დენიკინს ებრძოდენ, არმიას მოუწოდებდენ შავი გენერლების, ძველი რუსეთის მოტრფიალეთა წინააღმდეგ საბრძოლველათ, დღეს, როდესაც დენიკინი აღარ არსებობს, მათ ასეთი მოწოდება არ გამოადგებათ. მათ უნდა მონახონ სხვა ლოზუნგი და ეს ლოზუნგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთათ ერთი - ლოზუნგი დაპყრობის, აშკარა იმპერიალისტური. ნამდვილი რევოლიუციონერები ამ ლოზუნგს არ აყვებიან, მაგრამ ბევრნია ასეთები? იქ სადაც პოლივანოვები სარდლობენ - ერთა უფლება დიდ საფრთხეშია. და თუ კიდეც ჩვენი საზღვრები დაუცველი დახვდათ, უეჭველია მის გადმოლახვას შეეცდებიან. უნდა ვიცოდეთ, რომ ბალშევიკები ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძალას. თუ ესტონეთთან მათ ზავი შეკრეს, ეს იმიტომ, რომ ესტონეთმა მათ საქმე გაუჭირა. ის თავის ტერიტორიაზე ხან იქით უშვებდა იუდენიჩის ჯარს, ხან აქეთ და აი ამ ფრონტის თავიდან მოსაშორებლათ ბალშევიკებმა ზავი შეკრეს ესტონეთთან, თუმცა იქ ბატონობს ბურჟუაზიულ ნაციონალისტური პარტია. ამიტომ უნდა ვსთქვათ გადაჭრით, რომ ბალშევიკები ჩვენ მაშინ გაგვიწევენ ანგარიშს და ზავს ჩამოაგდებენ, როცა დაინახავენ, რომ ჩვენს ხალხს არ სურს ისინი აქეთ გადმოვიდენ. თუ მათ დაინახეს, რომ საქართველოს დემოკრატია არც ისე წინააღმდეგია მათი აქეთ გადმოსვლის, მაშინ ისინი აქ შემოვლენ. მათ შეუძლია შემოსვლა ორი გზით: სოჭის და დარიალის. ამ ფრონტის, ამ კარების დაცვა ისე, რომ ყოველივე ხალისი აქვთ ავანტიურის და შემოსვლისა ბალშევიკებს წავართვით, აი ჩვენი მოვალეობა. დარიალი ბუნებრივათ ისეთი მიუვალი არის, რომ ცოტა ჩვენი ძალაც კი დივიზიებს დაამარცხებს, თუ კი ეს ძალა თავის მოვალეობას პირნათლათ შეასრულებს. ასეთივე მაგარია გაგრის კარები. თუ მივიღებთ სახეში იმას, რომ დამხმარე ძალა ზღვიდან მათ არ ეყოლებათ.
ასეთ ჰარმონიაში საბჭოთა-რუსეთი შეეცდება უფრო ადვილი გზა აირჩიოს. ასეთი გზა ბაქოზე მომავალი, თუ, რასაკვირველია, მთიელთა მთავრობა დარუბანდის კარებს მათ თავის ნებით გაუღებს.
სამწუხაროთ უნდა ვთქვათ, რომ ადერბაიჯანი ამ ბოლო დროს ბათომის ირგვლივ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. სანამ ის ამაზე ხელს არ აიღებს და ამის აშკარა გარანტიას არ მოგვცემს, მანამდის ჩვენს შორის თანხმობა არ იქნება.
არც სამხრეთის საზღვარი გვაქვს უზრუნველყოფილი. ოლთისის რაიონში სერვერ-ბეგის რაზმები გროვდებიან და არტანიით ახალციხეში შემოჭრას ლამობენ. მათ, ალბათ, დაავიწყდათ ერთი ავანტიურა და ახლა ახალციხის მაზრას კიდევ ახალი უბედურება სურთ თავს დაატეხონ.
აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ სამი მხრით მოგველის კონფლიქტი. ბათომის ოლქშიც ჩვენი მტრები ახმაურდენ, თუ წინათ ბათომის ოლქში ბრძოლა სწარმოებდა ამ ლოზუნგის გარშემო: ოსამლეთი თუ საქართველო, ეხლა კითხვა სდგას ამნაირად: ინგლისი თუ საქართველო. ოსმალეთს რომ არას მისცემენ, ეს უკვე ყველამ იცის. ჯერ არ ვიცით დანამდვილებით, ვისი პოლიტიკაა ის პოლიტიკა, რომელიც აგიტაციას ეწევა ინგლისის სასარგებლოთ და ჩვენს წინააღმდეგ აჭარაში და რომ ამდენ ხანს ბათომის კითხვა ვერ გადაწყვიტეს - ეს მოწმობს იმას რომ მის გარშემო დიდი ინტერესებია დაგროვილი.
თქვენ იცით, რომ ძველათ, სანამ ინდოეთისკენ საზღვაო გზას მიაგნებდენ, მთელი მიმოსვლა და ურთიერთობა ინდოეთთან სწარმოებდა შავი ზღვით - სპარსეთის გზით.
ამიტომაც ამ გზაზე მდებარე სამცხე-საათაბაგოს ასეთი დიდი როლი უთამაშია ჩვენ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სწორეთ მაშინ ყვაოდა ეს მხარე მასთან ერთად მთელი საქართველო, მაშინ შეიქმნა ის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აკვანი. როცა ოსმალეთმა ჩვენი ეს პროვინციები მოგვწყვიტა, მაშინ იძულებული გავხდით სახელმწიფოებრივ ცხოვრების ცენტრი ჩრდილოეთით გადმოგვეტანა, მაშინ დაგვეხშო გზა და ურთიერთობა მოწინავე ქვეყნებთან. დაიხშო ეს გზაც ინდოეთისაკენ. შეიძლება, ინგლისში ჰქონდეთ ეხლა აზრი - აღადგინონ ეს ძველი გზა ბათომ ყარსი-თავრიზი ინდოეთი. ვისაც ამის განხორციელება სურს, მას უნდა ეჭიროს ამ გზის თავი და ბოლო. აი ამიტომაც ის აგიტაცია, ეხლა რომ ბათუმის ოლქში სწარმოებს, - საქართველო თუ ინგლისი - შეიძლება იყოს ნაკარნახევი ამ წრეების მიერ და თუ ასეთი აზრი არ აქვთ, თუ საქმე ეხება მხოლოდ ადერბაიჯანის და სომხეთის ეკონომიკურ ინტერესებს - ამ ინტერესებს მათ ბათომში საქართველოზე უკეთ ვინ უზრუნველყოფს?
აი ასეთია ჩვენი საგარეო მდგომარეობა და ის მომენტი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. აქ სიმძიმის ცენტრია ბალშევიკურ რუსეთთან დამოკიდებულება. ყველა სხვა გვედავება ამა თუ იმ პროვინციას, ამ თუ იმ მხარეს, ხოლო ბალშევიკური რუსეთი გვედავება ერთიანად ჩვენს არსებობას.
ასეთ მდგომარეობაში რა უნდა ჰქნას პარტიამ, რომ გადაარჩინოს ქვეყანა, როგორც გადაურჩენია ის უფრო უარეს პირობებში?
ამის გასარკვევად უნდა გადავიდეთ მეორე კითხვაზე: ვართ თუ არა შიგნით საკმაოდ ძლიერი, შეკავშირებული, მოქმედი? გვაქვს თუ არა საკმაო სიმტკიცე და ერთსულოვნება, რომ ხალხი ერთიანად ავამოძრავოთ, მთელი ძალ-ღონე მოვაკრეფიოთ და ამით გამარჯვება უზრუნველყოთ?
უნდა ვთქვათ, ამხანაგებო, რომ ამ მხრით ყველაფერი თავის რიგზე არ არის. ჩვენი პარტიის მუშაობა ამ უკანასკნელ დროს მოდუნებულია და არც საკმაო ერთსულოვნებას აქვს ადგილი. ჩვენს შორის ხშირად სხვადასხვა ორგანოებში მომუშავე ამხანაგები მოქმედებენ ჩვენთან შეუთანხმებლათ და ხანდისხან ჩვენ წინააღმდეგაც. მაგალითად, ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეების, ხაშურის რკინის გზელების და სხვა გაფიცვები. ასეთ გამოსვლებს აწყობენ ისევ ჩვენი ამხანაგები. ქუთაისში რომ იყოს ნამდვილი პარტიული ორგანიზაცია, იმ საქმის დამწყებნი პარტიიდან გაძევებული იქნებოდენ. ჩვენ ბალშევიკების შიში არა გვაქვს, ბალშევიკები შიგნით ვერაფერს დაგვაკლებენ, იგინი ჩვენ აგვრევენ მხოლოდ ჩვენივე ამხანაგების საშუალებით. უეჭველია ჩვენს პარტიაში მათ ყავთ შემოჩენილნი, რომელნიც შიგნიდან ცდილობენ ჩვენს დარღვევას. შეუძლებელი საქმეა, რომ პარტიამ ჯერ წამოაყენოს მთავრობა, დამფუძნებელი კრება და შემდეგ მათ წინააღმდეგ იმოქმედოს, მათ გაფიცვები მოუწყოს. არის მრავალი საშუალება ამ თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკეთესად მიაღწევს მიზანს; ყოველთვის შეიძლება მთავრობაში თუ დამფ. კრებაში ამ თუ იმ ზომის გატარება საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუ თქვენ მიერვე დაყენებულ მთავრობას ჯოხს გადაუჩორკავთ და ფეხს დაუდებთ, ვერავითარი სახელმწიფოს აპარატი ვერ იმოქმედებს და სახელმწიფო დაინგრევა.
ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური ცხოვრება ძლიერ გამწვავებულია, რომ მუშა ხალხი განსაკუთრებულ გაჭირვებას განიცდის. ბევრ ამხანაგებს ჰგონია, რომ იმის მიზეზი მთავრობის ცუდი პოლიტიკაა. ეს ამხანაგები ამბობენ: თქვენი საგარეო პოლიტიკა საუცხოვოა, თქვენი ეკონომიკური პოლიტიკა კი არ მოგვწონს, არ ვარგაო. ეს რომ მართალი იყოს, მაშინ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაფიცვებს აწყობენ და გართულებას იწვევენ.
მეორე მხრით, თუ ეს მართალია, თუ ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკა არ გვივარგა, მაშინ არ გვცოდნია რა უნდა ვაკეთოთ - არც მთავრობას და არც დამფუძნებელ კრებას.
ვინაიდან შინაურ აღმშენებლობის ამ სფეროში ზოგიერთი კითხვები წინააღმდეგობას და გაუგებრობას იწვევს ჩვენი ამხანაგების შორის, მინდა ამაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება და აღვადგინო ერთი აზრი ამ შინაურ საქმეების შესახებ.
ეხლა, როცა ბალშევიკები მოგვიახლოვდენ, ბევრი ფიქრობს - ბალშევიკების შიშით მოგვცემენ რასაც მოვითხოვთო; შეიქმნა ერთნაირი მაქსიმალისტური ფსიქოლოგია ბალშევიზმის გავლენის ქვეშ. ბევრს უნდა იარაღად გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ ბალშევიკების მოახლოვება და გადაგვადგმევინოს მიუღებელი ნაბიჯები. მაგრამ, თუ ჩვენ გვექნება გარკვეული შეხედულება საშინაო მუშაობაში, მაშინ უნდა ვაკეთოთ ის, რაც საჭიროა, დავადგეთ მტკიცე გზას, ვებრძოლოთ ანარქიულ სულისკვეთებას და პოლიტიკას. ჩვენ, სოციალდემოკრატიულმა პარტიამ, დავიპყარით საქართველოში ძალა უფლება. დღეს მხოლოდ ორ ქვეყანას უდგას სათავეში რევოლიუციონური პარტია - რუსეთს და საქართველოს. იქ ბალშევიზმია, აქ მენშევიზმი. და აი, აქ ჩვენ შეძლება გვაქვს ვუჩვენოთ ქვეყანას ჩვენი ტაქტიკა, გავამართლოთ ის პრაქტიკაში, დავუპირდაპიროთ ბალშევიზმს; აქ გამოჩნდება აშკარათ რომელი პოლიტიკა, ვისი მოქმედება უფრო შეეფერაბა სოციალიზმს - ჩვენი თუ ბალშევიკების.
ჩვენ დღეს ვსხვავდებით ბალშევიკებისაგან არა მარტო ტაქტიკით და პროგრამით, არამედ - საერთო ფილოსოფიური და ისტორიულ შეხედულებებითაც. ჩვენ ვდგევართ ისევ მარქსიზმის გზაზე, იგინი კი, სრულიად ჩამოშორდენ მარქსიზმს. ჩვენს შორის ეხლა ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ჩვენსა და სხვა პარტიებს შორის.
ჩვენ აქ, როგორც ვსთქვი, დავიპყარით პოლიტიკური ძალა-უფლება დემოკრატიული გზით, იქ, რუსეთში ბალშევიკებმა, დიქტატურის გზით, აი ჩვენი მთავარი განსხვავება. უეჭველია, რომ რევოლიუციის დროს საჭიროა დიქტატურა, ეს ჩვენ გვქონდა, ჩვენში იყო მუშათა დეპუტატების საბჭო. აი, ამ საბჭოს არსებობის დროს ჩვენში იყო დიქტატურა, მაგრამ ეს იყო დროებით ძველი წყობილების დარღვევის დროს, როცა ერთ ჯგუფი ხალხისა გამოხატავდა საერთო ინტერესებს. მაგრამ დიქტატურა მიუღებელია მაშინ, როცა ახალი ცხოვრების აშენებას შევუდექით, რადგანაც ეს (აშენება) უნდა მოხდეს მთელი ხალხის მონაწილეობით და სურვილით. როგორც ხედავთ დიქტატურა მიუღებელია როგორც ნორმალური ფორმა მართველობისა, ამიტომ მუშათა საბჭოს ნებართვით, ჯერ მოვაწყვეთ პარლამენტი, შემდეგ მოვიწვიეთ დამფუძნებელი კრება, ამ რიგათ ჩვენ წმინდა დემოკრატიული გზით ჩაგვივარდა ძალა-უფლება.
რატომ აძლევენ ბალშევიკები დიქტატურას, ამ უმცირესობის სურვილს, უპირატესობას? რატომ ჩვენ ვაძლევთ უპირატესობას ხალხის უმრავლესობის სურვილს? აი ამაშია ჩაქსოვილი ჩვენი თეორიული განსხვავება. მათი აზრით, უმრავლესობას, თუ ძალა-უფლება ხელში ჩაიგდო, შეუძლია ახალი წყობილება დაამყაროს, თუნდაც ხალხი, უმრავლესობა, ამის წინააღმდეგ იყოს და რადგანაც მათ იციან, რომ ხალხის დიდი უმრავლესობა მათი წინააღმდეგია, ისინი სწორედ ამიტომ გაურბიან ხალხის უმრავლესობის ნებისყოფის გამომხატველ ორგანოს და ცდილობენ ხიშტის საშვალებით უმრავლესობას თავზე მოახვიონ უმცირესობის სურვილი. ასეთი შეხედულების სარჩულია ძველი აზრი. ძველათ იყო მეცნიერებაში, მიმართულება, რომელიც ამბობდა, რომ, აზრი, გონება მართავს ქვეყანას და მაშასადამე, კარგი აზრის მქონე ჯგუფს შეუძლია მოხერხებულ დროს მთელ ხალხს თავს მოახვიოს თავისი აზრები და ამ აზრების თანახმათ მოაწყოს ცხოვრებაო. (რაციონალისტები, სოციალისტ-უტოპისტები, ბლანკისტები). ისინი არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ მატერიალურ პირობებს და მხოლოდ აზრის განვითარებით უნდოდათ ცხოვრების გადაბრუნება და ახალ ნიადაგზე მოწყობა. ამას ქადაგებდა იდეალიზმი. ეს იყო საფრანგეთში და გერმანიაში 40-იან წლებში და რუსეთში 80-იან წლებში. იდეალიზმი, როგორც ასეთი, სრულიად დაამარცხა მარქსიზმმა, რომელმაც საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნის საკითხი დაუკავშირა მატერიალურ პირობებს და საკითხი მეცნიერულ ნიადაგზე დააყნა. აი, ის ძველი იდეალისტური წარმოდგენა ცხოვრებაზე შეითვისეს ბალშევიკების და ის გაჰყავთ ცხოვრებაში.
მახსოვს, ერთხელ, 1905 წ. მე და ნოე რამიშვილმა ერთად დავსწერეთ ერთი სტატია და მოვათავსეთ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატში“, „მენშევიზმი თუ ბოლშევიზმის“ სათაურით. იქ ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ბალშევიზმი არის ბლანკისტური და არა მარქსისტული მიმართულება. ეს იყო ერთნაირი ახალი აზრი, ვინაიდან ასეთი აზრი იმ ხანათ რუსეთში არ იყო გამოთქმული. ამ უკანასკნელ ხანებში, როდესაც ბალშევიკები შეუდგნენ აზრის პრაქტიკულად განხორციელებას, ჩვენი შეხედულება საჯაროთ გამართლდა.
ჩვენ კი, როგორც მარქსისტები ვფიქრობთ, რომ ხალხის ყოფა-ცხოვრების ისტორიულად შეცვლა არ არის დამოკიდებული რომელიმე პირზე, ან ჯგუფზე, თუნდაც ის რევოლიუციონერიც იყოს, არამედ-ის სავსებით დამოკიდებულია მატერიალურ პირობებზე. ეს მატერიალური პირობები ჩაქსოვილია თვით ხალხში და მასში ბადებს ერთნაირ პოლიტიკურ და სოციალურ შემეცნებებს. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ როცა სახალხო საქმეს აკეთებთ უნდა აკეთოთ ეს ხალხისავე საშუალებით ხოლო, რაც შეეხება რომელიმე წყობილების თავზე ძალათ მოხვევას, უნდა ითქვას გადაჭარბებით, რომ ეს ქვიშაზე აგებული შენობაა. რუსეთის თვითმპყობელობა 300 წელს ახვევდა რუსის თვითმპყობელობას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახვია. ამიტომ მე ვამბობ, რომ ცხოვრების გარდაქმნა უნდა მოხდეს ისევე ამ ხალხის საშვალებით დემოკრატიული გზით.
ახლა მიუბრუნდეთ ჩვენს შინაურ მდგომარეობას. როგორც ვსთქვით, ჩვენ დავიპყარით პოლიტიკური ძალა-უფლება. ამის შეძენაში მონაწილეობას იღებდა ხალხის სხვადასხვა ელემენტები. ჩვენში მუშათა კლასი დიდ უმცირესობას წარმოადგენს. დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ წვრილი გლეხები. საზოგადოების - ეს სტრუქტურა არ შეცვლილა რევოლიუციის დროს, შეიძლება ახლა იცვლება, მაგრამ თუ გვინდა ჩვენ ის პოლიტიკური ძალა-უფლება, რომელიც ხელთა გვაქვს, ავამუშაოთ ჩვენი პროგრამა, აუცილებლათ უნდა შეუთანხმოთ ობიექტურ პირობებს, აუცილებლათ ანგარიში უნდა გავუწიოთ წვრილ მესაკუთრეებს, გლეხებს. ქალაქი დღეს ვერავითარ ცვლილებას ვერ მოახდენს, თუ ეს გლეხობას, სოფელს არ სურს. მოსკოვში დღეს შიმშილია, რადგანაც გლეხები პურს არ აძლევენ. თქვენ ალბათ წაიკითხავდით გაზეთებში, რომ გერმანიას საფრთხე მოელის, თუ ორ კვირაში გლეხებმა პური არ მოაწოდეს ბერლინსო. სავსებით მართლდება მარქს-ენგელსის აზრი, რომ რევოლიუცია მაშინ გაიმარჯვებს, თუ მას ემხრობა ხალხის დიდი უმრავლესობა. თუ ეს უმრავლესობა გემხრობათ, გამარჯვებული ხართ, თუ ამ უმრავლესობას გამოეთიშეთ, დამარცხებული ხართ. ჩვენი ტაქტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ არც ჩვენს პოგრამას გვაშოროს და არც ხალხი მოგვაშოროს. არც ოპორტიუნისტული და არც ბლანკისტური, ანაქრიული, - აი ჩვენი შეხედულება. ტაქტიკაზე.
და მე მგონია, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ნამდვილი დემოკრატიული, სოციალისტური, და ის, რასაც ბალშევიკები აკეთებენ არის ბლანკისტური, ანარქისტული და არსებითად არასოციოალისტური.
და თუ ჩვენი გზიდან გადავიხარეთ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, მაშინ ჩვენ აქედან გავქრებით, ეს ნიშნავს ჩვენი პარტიის დარღვევას, ჩვენი პარტიის დარღვევა კი ფაქტიურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების დარღვევას და ანარქიის გამეფებას.
როგორია ჩვენი პროგრამა? ჩვენ და ბალშევიკებს რევოლიუციამდე ერთნაირი პროგრამა გვქონდა, მაგრამ რევოლიუციის დროს, მათ ეს პროგრამა გადააგდეს და ახალი დასწერეს; გაივლის დრო და ისინი ამ ახალსაც გადააგდებენ და მესამეს შესთხზავენ. ჩვენ პროგრამას ვწერდით სწორეთ რევოლიუციისათვის, ის რევოლიუციის შემდეგ უნდა აგვესრულებინა, ჩვენ ის პროგრამა არ გადავაგდეთ, ჩვენ მას ვანხორციელებთ.
ამ პროგრამის თანახმად ჩვენ ვახდენთ რეფორმებს. ბევრს ჰგონია, რომ რახან რეფორმების გზას ვადგივართ - რეფორმისტები ვართ. მაგრამ თუ ჩავუკვირდებით ამ, რეფორმების შინაარსს და აზრს, თქვენ წინააღმდეგში დარწმუნდებით, თუ რეფორმას ახდენთ იმ მიზნით, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი ურთიერთობა არ შესცვალოთ, მუშაობთ მხოლოდ იმისთვის, რომ არსებული წყობილება შეაკეთოთ და მით გაამაგროთ, მაშინ ეს მართლა რეფორმისტობაა.
მაგრამ თუ რეფორმას იმისთვის ახდენთ, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი ურთიერთობა ისე გადაასხვაფეროთ, რომ ნიადაგი მოამზადოთ ბურჟუაზიული წყობილებიდან სოციალისტურ საზოგადოებაში გადასასვლელათ, მაშინ ეს არ იქნება რეფორმისტობა.
სამწუხაროდ, დღეს ბევრ ჩვენგანს დაავიწყდა ყველა ძველი ნაწერები, დაავიწყდა წიგნების კითხვაც. აი მაგალ., კ. კაუცკი თავის ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც სათაურათ აქვს „სოციალური რევოლიუცია“, რას სწერს: „სოციალ რეფორმისტი სხვავდება სოციალისტთ რევოლიუციონერისაგან არა სოციალური რეფორმების მომხრეობით, არამედ თავისი მიზნის მხოლოდ სოციალური რეფორმებით განსაზღვრით“. ე.ი. თუ თქვენ ამ რეფორმას იქით არსად მიბრძანდებით, მაშინ ეს არის ოპორტიუნიზმი, მაშინ რეფორმა მიმართულია დღევანდელი წყობილების შენარჩუნებისაკენ. მაგრამ ხომ მარტო არსებული წყობილების შეკეთების გზაზე არ ვდგევართ, ჩვენ გვსურს არსებული წყობილების შეკეთება, მხოლოდ იმისათვის, რომ ეს გახდეს გზათ და ხიდათ სოციალიზმისაკენ.
როგორც იცით, ჩვენი პროგრამა ორი ნაწილისაგან შესდგება: პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი. კაუცკი ამ წიგნში აყენებს საკითხს - რა უნდა აკეთოს პარტიამ, როცა მის ხელში იქნება სახელმწიფო ძალა უფლება? მისი აზრით, - პირველათ პარტიამ უნდა განახორციელოს პროგრამა-მინიმუმი, მოახდინოს სახელმწიფოს სრული დემოკრატიზაცია. ის სწერს: „პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, პროლეტარიატი დაამთავრებს იმას, რაც ვერ დაამთავრა ბურჟუაზიამ. ის მოსპობს სავსებით ფეოდალიზმის ყველა ნაშთებს და განახორციელებს დემოკრატიულ პროგრამას, რასაც ერთხელ ბურჟუაზიაც იცავდა. როგორც ყველაზე უფრო დაბლა მდგომი კლასი, პროლეტარიატი არის ყველაზე უფრო დემოკრატიული კლასი. ის დაამყარებს საყოველთაო საარჩევნო უფლებას, უზრუნველყოფს კავშირთა და ბეჭდვის სრულ თავისუფლებას და სხ. ჩვენც სწორეთ ამ მუშაობას ვეწევით, ჩვენც ვილტვით სრული დემოკრატიზაციისაკენ. რა თქმა უნდა, ჯერ არ დაგვიმთავრებია ეს მუშაობა, ჯერ კიდევ სავსებით ვერ გავატარეთ დემოკრატიზაცია, სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო: დიდი ხანი არაა მას შემდეგ რაც ჩვენი პარტია თავისუფლათ ანხორციელებს თავის პროგრამას, ეს ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ დიდი უმრავლესობა მოგვცა და მთავრობაში მხოლოდ ს. დ. პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ.
კაუცკი გადადის შემდეგ პროგრამა მაქსიმუმზე. მისი აზრით სოციალიზმის განხორციელება წარმოადგენს თანდათანობით პროცესს, რომელიც 30-40 წელიწადს გასტანს. ჯერ უნდა მოხდეს სკოლის სისტემის გარდაქმნა, ამას მოყვება გადასახადების სისტემა, შემდეგ - უმუშევრობის აღმოფხვრა; მთავრობა მიილტვის გააფართოვოს და გაამრავლოს სახელმწიფო და კომუნალურ საწარმოვო დაწესებულებები და მონოპოლიები (ჩვენ ამაზე წინ წავედით. სახელმწიფო და კომუნალურ ქონებას და მეურნეობას პირველსავე დღიდანვე ვაფართოებთ და ვადიდებთ). დაბოლოს სხვილი კაპიტალისტური წარმოების გამოსყიდვა, მისი სახელმწიფოს და კომუნების ხელში გადასვლა. კერძო წვრილი წარმოება კი თავისთავად გაქრება თანდათანობით.
ასეთი იყო მარქსისტების შეხედულება თავიდანვე: თანდათანობით განხორციელება სოციალიზმის და ეს პროცესი გასტანს არა ნაკლებ 30-40 წლისა. მაშასადამე ჩვენი შინაური ეკონომიკური პოლიტიკა სრულიად არ შორდება მარქსისტულ გზას.
უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება, რომელიც გვიძნელებს მუშაობას იმ ტემპით, რომელიც სასურველია ჩვენთვის. რევოლიუცია შეიძლება ორი გზით მიდიოდეს, ორ განსხვავებულ პირობებში: 1) როცა წარმოება განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს და დიდძალი სიმდიდრეა დაგროვილი; 2) როცა წარმოება დაცემულია და წინად დაგროვილი ქონების დიდი ნაწილი განადგურებულია. ეს მეორე გარემოება ქმნის დიდ სიძნელეს სოციალიზმის განხორციელებისათვის და სწორეთ ასეთ სიძნელესთან გვაქვს ჩვენ საქმე, რადგანაც ჩვენი რევოლიუცია მოხდა საშინელ ომის შემდეგ, რომელმაც სრულიად დასცა წარმოება და გაანადგურა დაგროვილი სიმდიდრის დიდი ნაწილი. ასეთ პირობებში განსაკუთრებით საჭიროა წარმოების გაძლიერებით დაწყება. ბალშევიკურ განაწილების სისტემას არაფერი საერთო არ აქვს სოციალიზმთან. რევოლიუცია, როგორც განაწილება, - ეს არის ანარქიული აზრი, ზარმაცი კაცის იდეოლოგია, ხოლო შრომაში აღზრდილი პროლეტარიატის იდეოლოგია არის სოციალიზმის წარმოების ზრდის და განვითარების გზით.
ჩვენს ხანაში, როცა ძველი წარმოება დაშლილია, საჭიროა ახალი წარმოების, ახალი აპარატის შექმნა, ჩვენც ასეთ წარმოებას ვაარსებთ. სახელმწიფო, ერობა, თემი, ქალაქი აარსებენ მრავალ ახალ საწარმოვო დაწესებულებებს, აფართოვებენ თავის მეურნეობას, ეწევიან აღებ-მიცემობას. აქ იგინი მისდევენ ხალხის საჭიროებას და ამ საჭიროების მიხედვით ქმნიან ახალ საწარმვო დაწესებულებებს, ძველი, დანგრეულის ადგილას. კერძო კაპიტალი, რომელიც მხოლოდ მოგების მოსაზრებით ხელმძღვანელობს, ამას ვერ შეასრულებს. ახალი წარმოების შექმნა იძულებული ვართ ჩვენ ვიკისროთ.
ასეთი მოსაზრებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როცა ვაფართოვებთ სახელმწიფო და კომუნალურ წარმოებას, ვაწესებთ სახელმწიფო მონოპოლიებს, ვაგროვებთ სახელმწიფოს ხელში საექსპორტო საქონელს, ვაკისრებთ მას ვაჭრისა და საქონლის მიმწოდებლის როლს. ამით ერთი მხრით ჩვენ ვუწევთ კონკურენციას კერძო კაპიტალს, მეორე მხრით - ვზრდით საერთო სიმდიდრეს, რომელიც აქამდე კერძო კაპიტალის ინიციატივით იქმნებოდა.
რომ ჩვენში წვრილი წარმოება არ ბატონობდეს, ჩვენში რომ იყოს მსხვილი წარმოება, მაშინ შეგვეძლებოდა მთელი წარმოება ხელში აგვეღო. მაგრამ ეს ასე არაა, და ამას უნდა დავუმატოთ, რომ ომმა ის მცირე რიცხოვანი მსხვილი წარმოებაც გაანადგურა, რაც წინეთ არსებობდა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ასპარეზი მივცეთ კერძო ინიციატივასაც, რადგან ასეთ სიღარიბის ხანაში, მხოლოდ ყოველგვარი შესაძლებლობის ამუშავებით შევძლებთ წარმოების დაცემას ბოლო მოუღოთ. კერძო ინიციატივა რომ მოეკლათ, წარმოება სრულიად გადაგვარდება და ხალხი აუტანელ გასაჭირში და შიმშილში ჩავარდება. ასევე დაგვღუპავს საზოგადო წარმოებაზე ხელის აღება. ეს ორი ტიპი წარმოებისა ერთი მეორეს ავსებს. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ მანამ, სანამ ჩვენში წარმოება აყვავდება, სანამ სიმდიდრე საკმაოთ დაგროვდება.
ხოლო როცა სახელმწიფო მოღონიერდება ეკონომიურათ, როცა სახელმწიფოს კომუნების, ერთობების და ქალაქების ხელში იქნება დიდძალი წარმოება, მეურნეობა, და თუ ამ დროს ევროპაც ამ გზას დაადგა, მაშინ კერძო კაპიტალსაც საზღვარი დაედება და გადავალთ სოციალისტურ მეურნეობაში. მაშასადამე, ჩვენ ვმუშაობთ არა იმისათვის, რომ ბურჟუაზიული წყობილება გავამაგროთ, არამედ - ჩვენ ვმუშაობთ სოციალისტური სახელმწიფოს დაარსებისათვის.
უნდა გადაჭრით განვაცხადო, რომ ჩვენ სოციალისტურ წყობილებას მანამ ვერ დავამყარებთ, სანამ ევროპაში არ იფეთქებს სოციალური რევოლიუცია. ჩვენ თუ იქ მოვაწყვეთ საერთო, საზოგადო მეურნეობა, შევქმენით მისი ორგანოები და სხ. მაშინ მზათ გვექნება ნიადაგი სოციალიზმისათვის. აი ასეთია ის გეგმა და მიმართულება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ეს აზრები და შეხედულება ადვილი მისახვედრი არ არის მასისათვის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ამას სჭირდება დიდი დრო, მოთმინება. მოთმინებას კი არ ვაძლევთ „ობივატელურ“ მნიშვნელობას, არამედ - მოთმინებას სოციალიზმისათვის. ის, რაც დღეს მუშას უჭირს - სანოვაგე, ამას სახელმწიფო აწვდის იაფათ და ამაში ის ზარალობს მილიონებს. ამ ყოველ დღიურ სასურსათო პოლიტიკას ვაწარმოებთ და მას ვუერთებთ ჩვენ დიდ სოციალისტურ პოლიტიკას.
ჩვენს და რუსეთს შორის არის ის განსხვავება, რომ აქ დემოკრატიის მოწინავეებს მისდევენ ჩამორჩენილნი, იქ კი - პირიქით, მოწინავენი სავსებით გაირეკა ასპარეზიდან და ჩამორჩენილები გაბატონდენ პოლიტიკაში. თუ ჩვენშიაც ეს მოხდა, თუ ჩვენშიაც უვიცმა და განუვითარებელ ელემენტებმა დაამარცხა შეგნებული და შეკავშირებული მუშები, თუ მათ წალეკეს პროლეტარიატის ავანგარდი, ცხადია, პოლიტიკურ ასპარეზზე გაბატონდება ანარქიული და უვიცი წრეები და განმეორდება რუსეთის ისტორია - დემოკრატიას დაანგრევს ანარქია.
ამიტომ ჩვენი ვალია მთელი ეს მუშაობა არა თუ შევიგნოთ, არამედ - სხვებსაც შევაგნებინოთ. ჩვენ დიდი მუშაობა გვმართებს ყველგან. ამ მუშაობის გაჩაღებაზე დამოკიდებული ჩვენი შინაგანი ერთობა, და ნათელი საშინაო და საგარეო პროგრამის გარშემო დარაზმვა. აი ,ასეთი მუშაობით, შეგნებით და თავის დადებით შეუძლია ჩვენს პარტიას უმეთაუროს ხალხს ისე, როგორც ის დღემდე მეთაურობდა და ის გადაარჩინოს დღევანდელი ხიფათისაგან ისე, როგორც დღემდე კიდევ უფრო უარესი ხიფათისაგან გადაურჩენია (ტაში).
ერთობა. - 1920. - 1 აპრილი. - №74 - გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 2 აპრილი. - №74 - გვ. 2
![]() |
9.4 მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ნოე ჟორდანიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
დამფუძნებელი კრების 30 აპრილის სხდომა
მოქალაქენო, მაქვს პატივი მთავრობის სახელით მოგახსენოთ შემდეგი:
პოლიტიკური ღრუბლები ჩვენ ირგვლივ კიდევ აისვარა; საბჭოთა რუსეთის მოსაზღვრეობა ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისათვის თანდათან მუქარათ ხდება. ის ჩვენ დაგვიახლოვდა ჯერ ჩრდილოეთით, გვიახლოვდება სოჩის მიმართულებით, ხოლო ახლა კარზე მოგვადგა აღმოსავლეთით, ადერბეიჯანის საშუალებით.
პირველი გარემოება ჩვენში არ იწვევს არავითარ შიშს, დარიალის და გაგრის გადმოლახვა შეუძლებელია. სულ სხვაა ადერბეიჯანის მიმართულება, საიდანაც საზღვრები გაშლილია და ამიტომ მეც დღეს ამ მხრით მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება.
27 ამ თვეს დილით, ადერბეიჯანის მთავრობამ გვამცნო ბალშევიკების ჯარი მოადგა ჩვენ საზღვრებსო, ჩვენი ჯარები მათ ებრძვიან და სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინეთო. მაშინვე შეიკრიბენ მინისტრები და ჩვენ დავსვით ასეთი წინასწარი კითხვა: სურს ადერბეიჯანის ხალხს შეებრძოლოს ბალშევიკებს? მიიღებენ ამ ბრძოლაში ისინი მთავარ სიმძიმეს? ამ შემთხვევაში ჩვენ მოვალე ვიქნებით დავეხმაროთ, მოვალე ვიქნებით არა მარტო ხელშეკრულების ძალით, არამედ პოლიტიკურად და მორალურადაც. და მართლაც ერის თვითგამორკვევა, მისი ნება-სურვილები ჩვენ მიგვაჩნია ერთად ერთ გადამჭრელ ფაქტორათ ერთა დამოკიდებულებისა და შეურყეველ საძირკვლათ საგარეო პოლიტიკისა. ამიტომ ჩვენ ვთქვით, თუ გარეშე ძალა ადერბეიჯანის ერის თვითგამორკვევას ემუქრება, თუ ის მის საზღვრებში ძალით შემოდის, ეს არის აღმაშფოთებელი დარღვევა ერის უფლების და ჩვენც მასთან ვიქნებით. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, თუ თვით ერი, ხალხია მომხრე უცხო ძალის შემოყვანის, მაშინ ამ ძალის წინააღმდეგ გალაშქრება ერის უფლების შელახვა იქნებოდა ჩვენის მხრით და იმავე დროს გაგზავნილი ჯარის დაღუპვაც. აი ეს ჩვენი აზრი დაუყონებლივ ვაცნობეთ ბაქოში და შეუდექით გამორკვევას იქაური პოლიტიკური ატმოსფერისას. მაგრამ საათის პირველზე უკვე მივიღეთ ცნობა, რომ ბალშევიკები უკვე ხაჩმაზში მოვიდენ, ხოლო საღამოს შვიდ საათზე სადგურ სანგაითში, ბალაჯარის ახლო, ე.ი. ექვსი საათის განმავლობაში განვლეს ასი ვერსი. მაშინ კი გავიგეთ, რაშიაც იყო საქმე და ვთქვით: ბალშევიკები შედიან სწრაფი მატარებლებით, სრულიად უბრძოლველათ და მაშასადამე ადერბეიჯანის თანხმობით მოვიდენ სრულიად უმნიშვნელო ძალებით, ორი ჯავშნიანი მატარებლით, მათი უკან გარეკა და მატარებელთა დატყვევება მცირე ძალას შეეძლო, მარა ვინაიდან ამის სურვილი არ იყო, ბალშევიკების შემოსვლა უბრალო გასეირნებათ გადაიქცა.
ჩვენი ეჭვები, როგორც ხედავთ სავსებით გამართლდა.
რაზე იყო დაფუძნებული ჩვენი ეჭვები?
ეს იყო დაფუძნებული ორ გარემოებაზე: ჩემი აზრით, ბალშევიკური მოძრაობა არის უკან ჩამორჩენილი პოლიტიკურად განუვითარებელი ხალხის მოძრაობა. იქ, სადაც არ არის დემოკრატია, დემოკრატიული ორგანოები, მაშასადამე ხალხი თავის თავს არ მართავს, არ არის ჩაბმული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აი აქ ხალხი თავის მხსნელს და მართველს მოელის ზევიდან გარეშედან, აღჭურვილი მაგარი ხელით და მტკიცე ნებისყოფით. და თუ კიდევ ამას მიუმატებთ იმას, რომ აზერბეიჯანში რევოლიუციის არც ერთი დიდი მონაპოვარი არ განხორციელებულა, იქ ჯერაც არ ჩამოურთმევიათ ხანებისთვის მიწები, და მთელი აგრარული ურთიერთობა სავსებით შენახულია, ადვილად წარმოიდგენთ ხალხის უკმაყოფილებას არსებული რეჟიმით და მის სურვილს ამ რეჟიმის გამოცვლისას, თუნდაც ავანტიურაში გადავარდნით. აი ამ გარემოებამ მოამზადა სოციალური ნიადაგი აზერბეიჯანში ბალშევიკური გადატრიალებისა. მარა ამას ზედ დაერთო მეორე არა ნაკლებ საყურადღებო მომენტი. ეს არის მომენტი ნაციონალური. და ამას აშკარად აღიარებს ბაქოს დღევანდელი მთავრობა თავის უკანასკნელ მოწოდებაში. ისინი აზერბეიჯანის წინანდელ მთავრობას აცხადებენ ერის მოღალატეთ იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა ანტანტასთან, ხოლო ანტანტამ დაამარცხა ოსმალეთი, დაჰყო ის და მაშასადამე ბაქოს კომუნისტების თვალში ეს ანტანტა აზერბეიჯანის მტერიც არის. ხოლო ვინაიდან მოსკოვის ბალშევიკებიც ანტანტის წინააღმდეგია, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იცნო ევროპამ, აქ შეერთდა ინტერესები მოსკოვ-არზრუმისა და გააბა ქსელი რუსის კომუნისტების და ანატოლიის ნაციონალისტების შორის.
შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აზერბეიჯანის კომუნისტურ გადატრიალებაში ეს ნაციონალური მომენტი თამაშობდა უაღრეს როლს, როლს სოციალურ ხელქვეითისა. ეს სჩანს იქიდან, რომ მათ თავის მთავრობაში არ შეიყვანეს არც ერთი არა მუსულმანი და რომ მათ ჩვენის ცნობით, განზრახული აქვს პირველ ყოვლისა გაილაშქრონ სომხეთზე, ანატოლიის ჯარებთან შესაერთებლად.
ამნაირათ, ბაქოს ბალშევიკური გადატრიალება მიმართულია პირველ ყოვლისა ევროპის სახელმწიფოთა ოსმალეთიდან გასაძევებლათ. მეორდება ის, რაც მოხდა 1918 წ. მაშინ რუსის ბალშევიკებმა (ბრესტ-ლიტოვსკი) და მუსავატმა შემოიყვანა ოსმალეთი ამიერ-კავკასიაში, ახლა კი მუსავატის როლს კისრულობს აზერბეიჯანის კომუნისტები. მაგრამ უკანასკნელთ დაავიწყდათ ერთი რამ - მუსავატმა შემოიყვანა გამარჯვებული ოსმალეთი, ხოლო კომუნისტებს კი შემოყავს დამარცხებული და დაშლილი ოსმალეთი და ესეც არა ოსმალეთის ნამდვილი მთავრობა, არამედ არზრუმის ნაციონალისტები. ასეთ პირობაში ბაქოს კომუნისტების თამაში წინდაწინ დამარცხებულათ უნდა ჩაითვალოს და ვაი თუ ოსმალეთის აღდგენის მაგიერ თვით აზერბეიჯანიც სამუდამოთ დაღუპონ.
როგორც ხედავთ, ადერბეიჯანის ბედი დღეს შეერთებულია ბალშევიკურ რუსეთთან და ქიამილ-ფაშის ოსმალებთან. ეს კომუნისტურ-ფაშური ქურქი ახასიათებს ბაქოს დღევანდელ მესვეურთ და მით ის თან ატარებს თავის დამარცხებას. ვწუხვართ, რომ ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა ავანტიურაში ჩავარდა და უფსკრულისაკენ გაექანა. ამით ის ჩვენ დღეს გამოგვეთიშა, დავრჩით მარტო, მარა ბ-ბო, მარტოობა ყოველთვის არ ნიშნავს დაუძლურებას. პირიქით მარტოთ დარჩენა ხანდახან ნიშნავს ძლიერებას. 1918 წ. ჩვენ გადავრჩით იმით, რომ ადერბეიჯანს დროზე გამოვეთიშეთ, ე.ი. მაშინ მარტოობამ გვიხსნა ოსმალეთის უღლისაგან და დღესაც იგივე ადერბეიჯანისაგან გამოთიშვა, მისი ავანტიურის უარისყოფა, ჩვენი საკუთარი გზის, საკუთარი პოლიტიკის შენარჩუნება და წარმოება ერთად-ერთი მხსნელია ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი დემოკრატიის.
ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს ჩვენი აზერბეიჯანათ გახდომას, ბალშევიკურ ოსმალურ იმპერიალიზმის საქართველოში გაბატონებას. აზერბეიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღება - ეს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს სამუდამოთ დასამარებაა, ეს ევროპისაგან სამუდამოთ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკების ბრჭყალებში ჩავარდნაა.
ბალშევიზმის ჩვენში შემოჭრა ნიშნავს უკან ჩამორჩენილი წყობილების მოწინავე ქვეყანაში შემოჭრას, დემოკრატიის, ხალხის ბატონობის ალაგას ტირანიის გამეფებას.
ბოლშევიზმი აქ იზამს იმას, რასაც რუსეთში შვრება - გააუქმებს ერობებს, ქალაქთა თვითმართველობას, თემებს, მოსპობს ყველა თვითმართველ ორგანოებს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას და მათ ალაგს განაწესებს ტერორისტების და წითელ არმიის ბატონობას. თავისუფალ შემოქმედების და მოძრაობის ადგილს დაიკავებს ხიშტი. ბოლშევიზმი გააუქმებს აგრარულ რეფორმას, მოსპობს მიწაზე კერძო საკუთრებას, რაც გამოიწვევს გლეხთა შორის შეტაკებას, სისხლის ღვრას და მით გაჰხვევს მთელ ერს სამოქალაქო ომში. გარეკავს დამფუძნებელ კრებას და მის ალაგს დაასკუპებს ხუთიოდე კაცს, როგორც ეს დღეს ბაქოშია და ერს მოევლინება ბატონებათ. ერთი სიტყვით, ბოლშევიზმი ამოართმევს ქართველ ხალხს სულს, ამოგლეჯს ყოველივე იმას, რაც მან შექმნა, რაშიაც გამოხატა მისი შემოქმედებითი პოლიტიკური ნიჭი, დაეპატრონება ის უსულო გვამს და ბოლოს გადაუგდებს საჯიჯგნათ ან მოსკოვის რეაქციას ან ოსმალეთის ფაშას.
ბ-ბო, ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ ამას ვერ ვიზამთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენი ხალხის მოღალატე, ჩვენ ჩვენს სახელოვან პოსტზე მტკიცეთ, შეურყევლათ დავრჩებით. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთან არის მთელი ევროპა, განურჩევლათ პარტიისა და მიმართულებისა. ევროპა თუ აზია - დღეს ჩვენს წინაშე კონკრეტიულად ისმის და ვიმეორებ დღეს კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მედგრათ იმას, რაც 14 იანვარს აქ ამ ტრიბუნიდან ვთქვი - ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ევროპის დემოკრატიას.
ბ-ბო, მთავრობა უკვე შეუდგა თავის დაცვის მოწყობას. მან დაარსა განსაკუთრებითი თავდაცვის საბჭო, გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა სარდალი, დააყენა აღმოსავლეთი საქართველო სამხედრო წესებზე, გამოითხოვა თავდაცვის ფონდი, მიიღო ყოველნაირი წინასწარი ზომები. ჩვენ მზათ ვართ ბრძოლისათვის. ჩვენი ჯარი, ჩვენი გვარდია, მთელი ჩვენი დემოკრატია ჩვენთან არის. ჩვენ ვაჩვენებთ ქვეყანას თუ რას ნიშნავს თავის დაცვა, დაცვა თავის საზღვრების, თავის წყობილების, თავის თავისუფლების. ბალშევიკები ჩვეულია მსუბუქ გამარჯვებას; პირველათ აქ, ჩვენ საზღვრებზე გაიგებენ თუ რას ნიშნავს მძიმე დამარცხება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მათთან მოლაპარაკების, კეთილ-მეზობლურ ურთიერთობის დამყარების, მაგრამ ეს თუ არ მოისურვეს, თუ ჩვენ წმიდათა-წმიდას შეეხენ, თუ ჩვენ საზღვრებს დაემუქრენ, მაშინ ქართველი დემოკრატია დაუმტკიცებს ქვეყანას, რომ მან იცის სახელმწიფოს არა მარტო აშენება, არამედ მისი დაცვაც, აქვს ნიჭი არა მარტო პოლიტიკური შემოქმედების, არამედ უნარი ბრძოლისაც, მაშინ დადგება ის დრო, როცა გადაჭრით ვიტყვით: ჩვენ, თქვენ, მთელი ერი და რასაც საუკუნოებით ამბობდა ჩვენი ხალხი: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.
(ოვაციები და მხურვალე ტაში.)
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 1 მაისი. - №96. - გვ. 2
![]() |
9.5 ევროპის სოციალისტური დელეგაცია ტფილისში |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ნ. ჟორდანიას სიტყვა
მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ დელეგაციის წევრებს სადგურის ბაქანზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ხალხი, სთქვა მთავ. თავმჯდ. სიხარულით ეგებება ძვირფასს სტუმრებს, რომელთა წინაშე საქართველო მოვალეა იმითაც, რომ ისინი ლიუცერნსა და ამსტერდამში ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას იცავდენ. საქართველოს მუშებს არ უღალატნია თავის დიდ მასწავლებელ მარქს, ენგელსის, ვანდერველდს და სხვებისათვის, როდესაც ყოფილ ამხანაგ ბოლშევიკების და საქარ. სოციალისტების გზა გაიყო - საქართველოს სოციალისტები ჩამოცილდენ მათ და თავის იდეალების ერთგულებმა დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარ ცხოვრების მოწყობა. ძნელია ბურჟუაზიულ წესწყობილების პირობებში ახალი სახელმწიფოებრივობის შენება. ჩვენ აღმშენებლობაში მრავალი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეურყევლად მივდივართ წინ და მომავალშიაც განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი იდეალების განსახორციელებლად. სალამი სოციალიზმის დიდ მასწავლებლებს, გაუმარჯოს ინტერნაციონალს და მის ბელადებს!
დელეგაციის წევრები მხურვალეთ მიესალმენ მთავრობის თავმჯდომარეს, მხურვალე მადლობა გადაუხადეს ასეთ შეხვედრისათვის. დელეგაციის სახელით საპასუხო მისალმებით ემილ ვანდერველდემ მიმართა.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 17 სექტემბერი. - №209. - გვ. 1.
![]() |
9.6 მუშათა დეპუტატებ. საბჭოს საზეიმო სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
სექტემბრის 15 საღამოს 7 საათზე სახალხო სახლის შენობის წინ თბილისის პროლეტარიატი შეიკრიბა. მუშათა სახლში მხოლოდ მანდატებით უშვებდენ. დარბაზი სავსეა ხალხით. დამსწრენი ინტერნაციონალს მღერიან, ესტრადა საუცხოოდ არის მორთული მცენარეებითა და ყვავილებით და აგრეთვე მარქსის, პლეხანოვის, კაუცკის, ვანდერველდეს, ჟორესის, ჟორდანიასა და წერეთელის სურათებით. დამფ. კრების პრეზიდიუმს და მთავრობის წევრებს ადგილი ესტრადაზე უჭირავთ. სრულ 6 საათზე შუა დარბაზში ესტრადისკენ გაემართენ ვანდერველდე, რენოდელი, დებრიუკერი, ენგელსი, მარკე, გუისმანსი მეუღლეთა და ქალიშვილი, ქ-ნი სნოუდენი, მაკდონალდი და შოუ. დელეგაციის წევრები ესტრადაზე მაგიდის გარშემო სხედან, შუაში ზის ნ. ჟორდანია. 7 საათის დასაწყისს მუშ. დეპუტატების თავმჯდომარე ნ. ჟორდანია ხსნის სხდომას შემდეგის სიტყვით:
ნ. ჟორდანიას სიტყვა
მუშათა დეპუტატთა საბჭოს გაერთიანებულ სხდომას, რომელშიაც მონაწილეობენ საქარხნო საფაბრიკო კომიტეტთა და პროფ. კავშ. წარმომადგენლები, გახსნილად ვაცხადებ. თბილისის მუშათა მოძრაობის ისტორიაში დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავ დღეთ დარჩება. თბილისის პროლეტარიატი პირველად ჰხვდება პირისპირ დასავლეთ ევროპის პროლეტარიატის წარმომადგენელთ. დღეს მუშებმა ქუჩებში მოისმინეს უშუამავლოდ ამ მუშათა ბელადების აზრები, ფიქრები და სიტყვები. ჩვენ მუშათა წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა ქუჩაში ნამოქმედარი და ნათქვამი აქ უფრო დალაგებულად გამოვხატოთ. მე გთხოვთ მიესალმოთ ჩვენს სტუმრებს (ახმაურებული ტაშის ცემა). (მისასალმებელი სიტყვები გაისმის). დღევანდელი მანიფესტაცია ერთხელ კიდევ გვიჩვენებს მასათა ერთსულოვნებას. ჩვენი მუშათა კლასი დღეს იმ გზას ადგია, რა გზასაც გუშინ ადგა. ბევრი ჩვენს ერთსულოვნებას ჩვენს ჩამორჩენილობით ხსნის, მაგრამ დასავლეთ ქვეყნების მუშათა მოძრაობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ევროპის მუშათა კლასშიც ასეთი ერთსულოვნებაა. ბელგიის მუშათა მოძრაობამ არ იცის რაა უთანხმოება და ის მუშაობდა ერთი პარტიის დროშის ქვეშ. მას აქვს ერთი ტაქტიკა და ერთი სოციალისტური დოქტრინა. ჩვენ ვხედავთ აქ ამ დარბაზში ამ დოქტრინისა და ტაქტიკის შემქნელთ ვანდერველდეს, დებრიუკერს და ჰიუისმანსის (ახმაურებული ტაშის ცემა). თქვენ იცნობთ ვანდერველდეს. თქვენ ყველანი მისგან სწავლობთ, ის მუშათა მოძრაობის საუკეთესო ტაქტიკის მქონეა. ამხანაგი დე-ბრიუკერი პარტიულ ორგანოს რედაქტორი და სულის ჩამდგმელია, ის ბელგიის არისტიდეა. მისი სიტყვა მის მოყვრებსა და მის მტრებსა სწამთ. ამხ. ჰიუისმანსი საუკეთესო ორგანიზატორია არა მარტო ბელგიის მუშათა კლასის, არამედ ინტერნაციონალისაც, რომლის მდივნად ის 15 წლის განმავლობაში იყო. მე აღვნიშნე ზემოდ, რომ ბელგიაში დაცულია მუშათა კლასის მთლიანობა, მაგრამ იტყვიან, ბელგია პატარა სახელწიფოაო. ამ ჟამად ჩვენთანაა ინგლისის ხალხისა და მუშათა პარტიის წარმომადგენლები - შოუ, მაკდონალდი და სნოუდენი (ახმაურებული ტაშის ცემა). ხორციელდება კარლ მარქსის სიტყვები: ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიალურმა სახელმწიფომ უნდა შეჰქმნას ძლიერი მუშათა პარტია, რომელიც დაუდებს საფუძველს სოციალიზმსო, ეს სახელმწიფოა ინგლისი. ბევრს არ სჯეროდა, ამბობდნენ ინგლისის მუშებისათვის მიუღებელია სოციალიზმი, ისინი მხოლოდ ტრედუნიონისტები არიანო. ინგლისის მუშათა პარტია ძლიერ ძალას წარმოადგენს არა მარტო ინგლისისთვის, არამედ ევროპისათვისაც. ამაში მუშათა პარტია მაკდონალდს უნდა უმადლოდეს. ამ დიდ ძალას, ამ პარტიას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და ბელადი შოუ, რომელიც კარგად იცნობს გარდა ინგლისის მუშათა მოძრ., ერთად ევროპის მუშათა მოძრაობასაც. ამხანაგი შოუ რუსეთში მყოფ დელეგაციის წევრადაც იყო და ის უარყოფითი შეხედულებით დაბრუნდა იქიდან. აქ ჩვენს სტუმართა შორის არის ინგლისის მუშათა პარტიის უკიდურესი მემარცხენე ფრთის წევრი ამხ. სნოუდენი, რომელიც სამაგალითო ორგანიზატორია. ის მუშაობდა ინგლისის მუშა ქალებში და მოაწყო ინგლისსა და ამერიკაში მუშა ქალთა 2000 მიტინგი. რაც ინგლისელ ქალის ენერგიის მაჩვენებელია, სნოუდენი რუსეთში წავიდა იმ მიზნით, რათა თავის ქვეყნის მუშებისათვის ემცნო ის რაც კარგს ნახავდა საბჭოთა რუსეთში. მაგრამ ისიც როგორც შოუ უარყოფითი შეხედულებით დაბრუნდა. აქ არიან ინგლისის საუკეთესო ადამიანები, რომლებიც ინგლისის მუშათა მოძრაობის სიძლიერის, ერთიანობის და ფიქრების გამომხატველნი არიან. საფრანგეთში ჩვენ ვხედავთ ამ საერთო იდეის უარყოფას. მათი წარმომადგენლები რენოდელი მემკვიდრეა ცნობილ ტრიბუნის ჟორესისა. ამხ. რენოდელი დღეს უმცირესობის პარტიაშია, მაგრამ მწამს რომ ეს უმცირესობა უმრავლესობად გადაიქცევა. ამხ. რენოდელმა პარტიას ასე დაუყენა საკითხი: ჩვენ, ან ჟორესის და ან ლენინის აზრები უნდა მივიღოთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საფრანგეთის მუშათა კლასი ჟორესის აზრებს გაყვება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საფრანგეთში მუშათა კლასის გაერთიანება მოხდება, ისე როგორც სხვა ქვეყანაში მოწინააღმდეგეთა წყალობით, ანუ მისი ნაკლულევანებით. როდესაც ბოლშევიკური ექსპერიმენტები ტფილისს მოუახლოვდა, ჩვენ ვიგრძენით, რომ ის სოციალიზმი არ იყო. ეს ექსპერიმენტები საფრანგეთს რომ მიუახლოვდება აქაც დარწმუნდებიან, რომ ბოლშევიზმს სოციალიზმთან არაფერი აქვს საერთო. ამიტომ საფრანგეთში ამ მოკლე ხანში ჩვენ დავინახავთ ისეთივე ერთსულოვან მუშათა პარტიას, როგორც არის ბელგიასა და ჩვენში. ჩვენი სტუმრები ჩვენი ამხანაგებია, რომლებსაც ჩვენ მივყვებით საერთო გზაზე. ჩვენ კარგ პირობებში ვართ. ჩვენში ძალა-უფლება მუშათა კლასს აქვს ხელში და სოციალიზმის პრინციპებს ანხორციელებს. ეს იმით აიხსნება, რომ რევოლიუცია ჩვენში უფრო გვიან მოხდა, ვიდრე დასავლეთში და ამან საშუალება მოგვცა აქამდი მოვსულიყავით. დარწმუნებული ვართ ჩვენი მთლიანობა არ დაირღვევა და იგი მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკა. 1920. - 17 სექტემბერი. - №209. - გვ. 2
![]() |
9.7 სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
საღამოს 5 საათზე ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით შესდგა თფ. მუშათა დეპუტატების საბჭოს, პროფ. კავშირთა გამგეობების და საქარხნო კომიტეტების შეერთებული სხდომა.
ნოე ჟორდანია გახსნილად აცხადებს რა სხდომას, ამბობს: დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავი დღეა თფილისის მუშათა კლასის მოძრაობის ისტორიაში. დღეს პირველად თფილისის პროლეტარიატი პირისპირ შეხვდა ევროპის პროლეტარიატის წარმომადგენელთ. დღეს თფილისის მუშებს შეძლება აქვთ პირდაპირ და უშუალოთ გაუზიარონ თავისი აზრი და გრძნობები დასავლეთ ევროპის ამხანაგებს.
მთელი დღის განმავლობაში თფილისის ხალხი ხმაურობით და სიხარულით ქუჩებში ეგებებოდა ძვირფას სტუმრებს ეხლა ჩვენი საუკეთესო წარმომადგენელნი ამ შეკავშირებულ მუშათა კლასისა, ლიდერები თფილისის პროლეტარიატისა, შევიკრიბენით აქ, რომ მივესალმოთ ძვირფას სტუმრებს (ხანგრძლივი ტაში ისმის „ვაშა“ და „გაუმარჯოს „ინტერნაციონალს“) ამხანაგებო, დღევანდელმა მანიფესტაციამ და დღევანდელმა აღფრთოვანებამ ერთხელ კიდევ დაამტკიცა მუშათა კლასის მოძრაობის მთლიანობა და სოლიდარობა ჩვენში.
ჩვენ ვხედავთ, რომ თფილისის მუშები კიდევ მიდიან იმ გზით, რომლითაც ისინი მიდიოდნენ დღემდე.
ბევრი ამ მთლიანობას და სოლიდარობას ჩვენი ჩამორჩენით ხსნის, მაგრამ აქ დამსწრე ამხანაგები აღნიშნავენ, რომ ევროპაშიაც არის მთლიანობა. აი ბელგიაში, რომელიც თავისი სივრცით ძლიერ ჰგავს პატარა საქართველოს, ჩვენ ამასვე ვხედავთ. თქვენ იცით, რომ ბელგიის მუშათა მოძრაობამ არ იცის განხეთქილება და ის მიმდინარეობს დემოკრატიის ერთ დროშის ქვეშ.
და დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ბელგიის მუშათა მოძრაობის შემქმნელებს, ხელმძღვანელებს და მამებს.
მათი სახელებია: ვანდერველდე, დე ბრიუკერი და გიუსმანსი. (სხდომა ფეხზე ადგომით ოვაციებს უმართავს მათ).
თქვენ ყველანი კარგათ იცნობთ ვანდერველდეს. ჩვენ მისგან ვსწავლობდით. ის არის ბელგიის მუშათა მოძრაობის საუკეთესო თეორეტიკოსი და ტაქტიკოსი.
დე ბრიუკერს შეიძლება თქვენ ნაკლებ იცნობდეთ მას თვალსაჩინო ადგილი უკავია ბელგიაში. ის ბელგიის არისტიდია, ის არის პარტიულ ორგანოს რედაქტორი, მის სიტყვებს უჯერიან მისი მტრები და მოყვარენიც.
გიუსმანსი საუკეთესო ორგანიზატორია არა მარტო ბელგიის მუშათა კლასისა, არამედ ინტერნაციონალისა, რომლის მდივნად იყო 15 წელიწადი.და აი ამ პირთა სახით ჩვენ ვესალმებით ბელგიის მუშათა მოძრაობას, ვესალმებით იდეათა და რევოლიუციის მთლიანობას ამ მხარეში. მაგრამ ეს არის პატარა სახელმწიფო. ავიღოთ ინგლისი, აქაც ჩვენ იმასვე დავინახავთ.
ინგლისის მუშათა კლასი თავის რიგში 41/4 მილიონ მუშას იტევს და მიუხედავათ ასეთი დიდი რიცხვისა მუშათა პარტიის მთლიანობა მაინც დღემდე შენახულია იქ.
დღეს ჩვენ ვესალმებით ამ დიდ ხალხთა წარმომადგენლებს და მუშათა კლასის ორგანიზატორებს.
მათი სახელებია: შოუ, მაკდონალდე და სნოუდენი (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
სრულდება კარლ მარქსის სიტყვები. ის ამბობდა, რომ ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიალურმა სახელმწიფომ უნდა შექმნას ძლიერი მუშათა პარტია, რომელიც საფუძველს ჩაუყრის სოციალიზმსო.
ასეთი მხარე აღმოჩნდა ინგლისი. ამის წინააღმდეგნი იყვნენ და უთითებდენ იმაზე, რომ ინგლისის მუშათა კლასი არ არის გაჟღენთილი სოციალიზმის სულით.
დიახ, ეს იყო წინეთ, მაგრამ ეს იყო თავის დროზე. ეხლა ინგლისის მუშები უკვე დადგენ სოციალიზმის გზაზე და ძლიერ ძალას წარმოადგენენ.
ამაში ინგლისის მუშები დიდათ დავალებულია ამხ. მაკდონალდისაგან, რომელმაც დააარსა დამოუკიდებელ მუშათა პარტია, რომელიც პირველად დადგა სოციალიზმის გზაზე და თავისთან გაიყოლია ინგლისის მთელი მუშათა კლასი. ამხ. შოუ არის მუშა, ის არა მარტო თავის მხარის, არამედ მთელი ევროპის მუშათა მოძრაობის დიდი მცოდნეა. ამ მუშაში, რომელიც სათავეში უდგა 5 მილიონიან მუშათა ლაშქარს განხორციელებულია მთელი ინგლისის მუშათა მოძრაობის ძალა და მნიშვნელობა.
ამხ. შოუ იყო რუსეთში დელეგაციის წევრათ და იქიდან ის დაბრუნდა უარყოფითი შეხედულობით ბალშევიკების საქმეებზე.
ამხ. სნოუდენი ეკუთვნის მუშათა პარტიის მარცხენა ფრთას. ეს საუცხოვო ორატორი და ორგანიზატორია განსაკუთრებით მუშებში. ომის შემდეგ მოაწყო ინგლისში და ამერიკაში 2000-მდე მიტინგი, რაც დამახასიათებელია ინგლისელ ქალის ენერგიისა.
სნოუდენმა ინახულა საბჭოთა რუსეთი იმ მიზნით, რომ აღენიშნა ყველა ის კარგი მხარეები, რასაც მიაღწია საბჭოთა მთავრობამ, მაგრამ ისიც ისე როგორც შოუ უარყოფით დაბრუნდა იქედან, რის შემდეგ გამოსცა წიგნაკი „ბალშევიკურ რუსეთში“.
აი ეს პირებია ინგლისის მუშათა მოძრაობის საუკეთესო ძალა და ინგლისის მუშათა მოძრაობის მთლიანობის საუკეთესო გამომხატველნი.
აქვე არიან საფრანგეთის სოციალისტურ პარტიების წარმომადგენელნი ამხ. რენოდელი, ენგელსი და მარკე.
რენოდელი არის შესანიშნავი ტრიბუნის ჟორესის მემკვიდრე. ჟორესის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი რენოდელმა დაიკავა და თუმცა ის უმცირესობის პარტიაშია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე იქნება უმრავლესობაში: ერთხელ რენოდელმა პარტიულ კრებაზე ასე დაათავა თავისი სიტყვა: ჩვენ ან ჟორესის აზრს უნდა გავყვეთ და ან ლენინისაო, და მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის მუშათა კლასი ჟორესის აზრს გაყვება.
ერთხელ ამხ. გიუსმანსმა ინტერვიუს დროს, რომელიც გამოქვეყნდა შვეიცარიის ერთ ერთ გაზეთში სხვათა შორის განაცხადა: პროლეტარიატის გაერთიანება უნდა მოხდეს ჩვენი მტრების წყალობითო. და მართლაც მას შემდეგ რაც ბალშევიკური ექსპერიმენტები თბილისს დაუახლოვდა საქარ. მუშ. კლასი ერთხელ კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ ბალშევიზმს სოციალიზმთან საერთო არაფერი ქონდა. და როცა ეს ექსპერიმენტები საფრანგეთს მიუახლოვდება, იქაც დარწმუნდებიან, რომ მას სოციალიზმთან საერთო არა აქვს რა. ამიტომ საფრანგეთშიც მახლობელ მომავალში თქვენ დაინახავთ ისეთივე ერთსულოვან პარტიას როგორიც არის ბელგიასა და ჩვენში.
თქვენ ხედავდით, ამხანაგებო, რომ ჩვენ ერთ დროშის ქვეშ მივდიოდით ჩვენს სტუმრებთან, არა, სტუმრებთან კი არა, მე ვიტყოდი - ჩვენი მეგობრებთან ამხანაგებთან ერთად საერთო გზაზე. მართალია ჩვენ უკეთეს პირობებში ვართ, მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ დემოკრატიას არ განუცდია მეორე რევოლიუცია. ჩვენში პირველსავე რევოლიუციონურ აფეთქების დროს მუშათა კლასმა ჩაიგდო ძალაუფლება და ის შესძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მხოლოდ იმ გზით, რომლითაც ჩვენ ახლა მივდივართ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გზაზე დავრჩებით ბოლომდე და ჩვენი მთლიანობა და სწორი გზა წასაბაძავი მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისათვის.
ერთობა. - 1920. - 18 სექტემბერი. - №211. - გვ. 2
![]() |
9.8 ეკონომიური თათბირი |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
13 ოქტომბერს თფილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ამხ. ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა ეკონომიური თათბირი, რომელსაც დაესწრნენ ს. ს.-დ. მ. პ. ცენტრალური კომიტეტი, თფილისის კომიტეტები, დამფ. კრების ს. დ. ფრაქცია, თფილისის რაიონული კოლექტივები, მცირე კოლექტივები და პროფესიონალურ კავშირების ხელმძღვანელები. პირველი მოხსენება გააკეთა ამხ. ნ. ჟორდანიამ, რომლის გამოსვლას დარბაზი მხურვალე ტაშით შეხვდა.
ნოე ჟორდანიას მოხსენება:
ამხანაგებო! დღევანდელი ჩვენი საუბარი ეხება საქართველოს ფინანსიურ და ეკონომიურ მდგომარეობას. აღნიშნულ საკითხს მე შევეხები ზოგადათ, მოგახსენებთ ჩემს საერთო აზრს; ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, ამაზე ილაპარაკებს ამხ. ნ. ხომერიკი.
ამ რამოდენიმე წლის წინად ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიურის მხრივ ჩვენ კატასტროფისკენ მივისწრაფითო. შემდეგ ეს რამდენჯერმე იქნა განმეორებული. ასე რომ, ამ სიტყვებს კიდეც შეეჩვივნენ თითქოს და არავითარ ანგარიშს არ უწევდენ. მაგრამ დღეს ეს სიტყვები უკვე გამართლებულია. დღეს თვითეული ჩვენგანი გრძნობს, თვითეული მწვავეთ განიცდის ამ სინამდვილეს, რომ ჩვენ არა თუ მივდივართ კატასტროფისაკენ, ჩვენ უკვე მივედით იქამდე.
და აი დღეს ჩვენ წინ სდგება შემდეგი დილემა: ან უნდა გადავიჩეხოთ უფსკრულში, ე.ი. ჩვენ უნდა გავადიდოთ ხელფასი, მოვსჭრათ ახალი ბონები. ამით საქონელი ბაზარზე კიდევ უფრო გაძვირდება, ცხოვრება აირევ-დაირევა და შესაძლებელია, ყველაფერი ეს დათავდეს სრული სახელმწიფოებრივი კრახით; ან და უნდა შევძლოთ ძველი მდგომარეობის აღდგენა, უკან დაბრუნება და მით დაძლეული გვექნება კატასტროფა.
რაში გამოიხატება კრიზისი?
ეს იხატება საქონლის, პირველ სახმარ საგნების საზღაპრო სიძვირეში. საქონლის გაძვირება იწვევს ხელფასის გადიდებას, რომ მუშა-მოსამსახურეებს შეძლება მიეცეთ იყიდონ საჭირო საგნები. ჩვენ ვუმატებთ ხელფასს, მაგრამ გამოდის, რომ ამას არავითარი რეალური სარგებლობა არ მოაქვს მუშა-მოსამსახურეებისათვის. ხელფასის გადიდება ვერ უსწრებს ფასების ზრდას ბაზარზე და მდგომარეობაც კიდევ უფრო უარესდება. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა.
როგორი მდგომარეობა იყო ომის წინ?
ომის წინ სულ სხვაგვარი მდგომარეობა იყო. საქონელი იაფი იყო, არსებობდა ერთგვარი უცვლელი ფასები, ერთნაირი იყო ჯამაგირებიც. ომის წინ იყო დამაგრებული ფინანსიური მდგომარეობა. დღეს კი მდგომარეობა სავსებით შებრუნებულია, ძველსა და ახალს შორის სრული კონტრასტია. დღევანდელი სურათი ანტიპოდია იმის, რაც ომამდე იყო.
ამბობენ, რომ ამის მიზეზია ომი.
ეს უეჭველია.
რას ნიშნავს ომი ეკონომიურათ?
პირველათ, ეს ნიშნავს იმას, რომ აუარებელი მუშა ხელი, მცხოვრებთა ყველაზე უფრო საღი ნაწილი გადის ბრძოლის ველზე; რომ ეს საღი ნაწილი აკლდება მეურნეობას, წარმოებას. მეორეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ ღირებულების შექმნის მაგივრათ ეს ჯანსაღი ნაწილი მცხოვრებლებისა სჭამს, ანადგურებს იმას, რაც უკვე შექმნილი იყო წინათ. მაშასადამე, ეკონომიურათ ომი ნიშნავს საზოგადოების შემოქმედებით ენერგიის შესუსტებას, შრომის ნაყოფიერების დაცემას.
რას ნიშნავს ომი ფინანსიურათ?
ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი იძულებული ხდება დაფაროს ზედმეტი არაჩვეულებრივი ხარჯები. სახელმწიფო განიცდის დიდ დეფიციტს და იძულებულია დაფაროს იგი ვალის აღებით ან სხვა რომელიმე საშუალებით. ამრიგათ, იხარჯება აუარებელი შრომა სრულიათ უნაყოფოთ, არ მზადდება სამყოფი სიმდიდრე მცხოვრებთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლათ. ომი ანადგურებს მატერიალურ სიმდიდრეს და ამასთანავე იწვევს საწარმოვო ძალთა დანგრევას. ასეთ გავლენას ახდენს საზოგადოთ ხალხის ცხოვრებაზე ყველა ომი, ანუ უეკონომიოთ ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ხანგრძლივია, თუ მასში მრავალი ხალხია ჩაბმული ხანგრძლივათ, როგორც ახლახან განვლილი ომი გამოდგა.
აშკარაა, დღევანდელი მოვლენა, მძიმე ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა, არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის მოვლენა: ამას ქვეყნიური თუ არა, მთელი ევროპიული ხასიათი მაინც აქვს.
მაგრამ ერთნაირის სიმწვავით არ განიცდიან ამ საერთო ხასიათის ფაქტორის გავლენას ყველა სახელმწიფოები, რაც აიხსნება თვითეულის საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობით.
სახელმწიფოების დავალიანებამ ომის დროს საერთო ხასიათი მიიღო. საფრანგეთს ვალათ აქვს აღებული ომისათვის 200 მილიარდი ფრანკი; არა ნაკლები ვალი აქვს ინგლისს, გერმანიას და სხვა სახელმწიფოებს.
ამ ჟამათ ეს სახელმწიფოები ეძებენ გზებს, თუ როგორ გამოვიდენ ომის მიერ შექმნილ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობიდან. იმის გასაგებათ, თუ რა გზით ცდილობენ ისინი მდგომარეობის თავის დაღწევას, ჩვენთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ფინანსიური სისტემა, რომელიც შემოღებული ჰქონდათ ამ სახელმწიფოებს ომის წინ.
საერთოდ ფინანსიური სისტემა აგებულია ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე, ხოლო ამ უკანასკნელს განსაზღვრავს კაპიტალისტურ ქვეყანაში საქონლის წარმოება, ე.ი. ის, რომ იქნება სახმარი ნივთები გასაყიდათ.
საქონლის წარმოება თავის საკუთარ კანონებს ემორჩილება. რომ საქონელი გაიყიდოს, საჭიროა გზები, საიდანაც საქონელი გაიტანება; ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნება საქონლის განაღდება. საქონელს სცვლიან ფულზე იმ მიზნით, რათა ამ ფულით ისევ საქონელი იყიდონ. ამრიგათ, საბოლოოთ საქონელი იცვლება ისევ საქონელზე.
ძველათ საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრიმიტიული წესი იყო დამყარებული: სცვლიდენ საქონელს პირდაპირ საქონელზე. როდესაც ეს ტეხნიკურათ მოუხერხებელი გახდა, შემოიღეს ფული, რაც აადვილებდა ხსენებულ ოპერაციას. პირველათ ფულათ ხმარობდენ ვერცხლის, შემდეგ ოქროს ვალიუტას. ბოლოს, ოქროს მაგივრობის გასაწევათ ყოველ დღიურ ურთიერთობაში შემოღებული იქნა ქაღალდის ფული, რასაც, რასაკვირველია, საფუძვლათ ედო იმავე ოქრო-ვერცხლის უზრუნველყოფა.
რაზეა აგებული ეს სისტემა?
მარქსმა დაამტკიცა, რომ საქონლის ღირებულებას ქმნის შრომა. საქონელი იცვლება მეორე საქონელზე იმის მიხედვით, თუ რამდენი შრომაა განსახიერებული თვით ამ საქონელში. ერთ საქონელში, რომელიც მეორეზე იცვლება, იმდენი შრომა უნდა იყოს დახარჯული, რამდენიც ამ მეორეშია. მაშასადამე, საბოლოოთ იცვლება მხოლოდ შრომის რაოდენობა, რომელიც საქონელშია გამოხატული. ეხლა მაინც ყველასათვის აშკარაა ის გარემოება, რომ ბურჟუაზიული ლიბერალები თავის დროზე სტყუოდენ, როდესაც ამტკიცებდენ, რომ ღირებულებას ქმნის კაპიტალიო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ აუარებელი ფული ტრიალებს ბაზარზე, მაგრამ ეს საქმეს არას შველის, ფასი არ ეცემა; ის ვერ აადვილებს გაცვლა-გამოცვლას, ვერ ქმნის ღირებულებას, ვერ ამსუბუქებს კრიზისს. ცხადია, მხოლოდ შრომა ქმნის ღირებულებას.
აქედან თქვენ ხედავთ, რომ ფასი საქონლის და საქონლის გაცვლა-გამოცვლა მეორე საქონელზე იხატება ფულის სახით. ქაღალდის ფული თავისთავად არავის უნდა, იგი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. მასში მხოლოდ გამოხატული უნდა იყოს საქონლის ღირებულება. ცხადია, სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში ვარდება მაშინ, როდესაც ეცემა ფულის ღირებულება და მატულობს საქონლის ფასი. ნორმალური მდგომარეობის შესარჩენათ საჭიროა დაცული იყოს ერთგვარი პროპორცია ქაღალდის ფულსა და საქონელს შორის. თუ ფული მეტია, მაშინ ბაზარზე ხდება არევ-დარევა, იბადება სიძვირე, ფერხდება ეკონომიური ცხოვრება, ასევე შეფერხებულია ეკონომიური წონასწორობა მაშინაც, როცა ბაზარზე ცოტა ფული ტრიალებს.
მაშასადამე, ფინანსიური სისტემის მთავარი საზრუნავი საგანია ამ პროპორციის აღნიშნულ წონასწორობის დაცვა. საშუალო საუკუნის მიწურულში მთავრობები ამ პროპორციას არ დაგიდევდენ და ფულის გაფუჭებით თავის საქმეს იკეთებდენ. ამ გარემოებას შესაფერი ანგარიში გაუწიეს მოწინავე სახელმწიფოებში და მივიდენ იმ დასკვნამდე, რომ მთავრობას უნდა წაერთვას ქაღალდის ფულის გამოცემის უფლება. ეს იმიტომ, რომ მთავრობას ბევრი მოულოდნელი ხარჯები აქვს, რაც განისაზღვრება ხშირათ პოლიტიკურ მომენტით. მთავრობა ხშირად იძულებული ხდება არ გაუწიოს ანგარიში ქვეყნის ფინანსიურ-ეკონომიურ მდგომარეობას და თუ ამავე დროს მას ემისიის უფლება ექნა, შესაძლებელია ეს მდგომარეობა ერთიანად აირივ-დაირიოს. ამიტომ ემისიის უფლება წაართვეს მთავრობას და გადასცეს ისეთ დაწესებულებას, რომელსაც ერთგვარი კერძო დაწესებულების ხასიათი აქვს. ინგლისში ემისიის უფლება გადაცემული აქვს „ინგლისის ბანკს“. ასევე იყო საფრანგეთში, გერმანიაში და სხვაგან. ასე არ იყო მხოლოდ რუსეთში, რომლის შესახებაც ცოტა ქვემოთ ვილაპარაკებ. ამ ბანკების მთავარი აქციონერები კერძო პირებია.
ამრიგათ, თუ მთავრობას ფული დასჭირდება, უნდა მიმართოს სახელმწიფო ბანკს. ინგლისის ბანკის საქმეა, მაგალითად, მისცემს ფულს ინგლისის მთავრობას თუ არა. ბანკი უმთავრესათ უყურებს არა პოლიტიკურ მომენტს, არამედ ეკონომიურს. მის მოსაზრებებს ფინანსიურ-ეკონომიური საფუძველი აქვს. ამით შესაძლებელი ხდება ფულსა და საქონელს შორის ამ პროპორციის დაცვა, რომელიც ასე საჭიროა ნორმალურ ცხოვრებისათვის.
აი, ასეთი ფინანსიური სისტემა არსებობდა ომამდე იქ დასახელებულ ქვეყნებში. თვითეული ქვეყნის სახელმწიფო ბანკი ცდილობდა არ დარღვეულიყო წონასწორობა საქონელსა და ფულის ტრიალს შორის. ასეთ დროს მოხდა ომი, რომელმაც, რასაკვირველია, გამოიწვია არაჩვეულებრივი ხარჯები. რა უნდა ექნათ აქ მათ მთავრობებს? რა უნდა ექნა, მაგ., ინგლისის მთავრობას?
ბანკი ვერ მისცემდა მას საჭირო ფულს. მაშასადამე, მას უნდა მიემართა სესხისთვის, ე.ი. ხარჯების მოთხოვნილება დაეკმაყოფილებია იმ ფულით, რომელიც უკვე ბაზარზე იყო დაბანდებული. ეს იყო ერთად ერთი სწორი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ხარჯების დაფარვაც და ფინანსიური წონასწორობის შენარჩუნებაც. მთავრობა ასე მოიქცა, ასევე მოიქცენ სხვა მთავრობებიც (მომხსენებელს მოჰყავს 1916 წ. გაზ. „აზრში“ მოთავსებულ მისი წერილიდან ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი სესხი იქნა აღებული სხვადასხვა მთავრობების მიერ). რომ მათ თავისი საომარი ხარჯები დაეფარათ არა სესხით, ე.ი. უკვე ხალხში დაბანდებული ფულის მთავრობის ხელში მოგროვებით, არამედ ახალი ფულის ბეჭდვით, მაშინ დაირღვევოდა წონასწორობა ფულის და საქონლის რაოდენობას შორის - ფული გაიაფდებოდა, საქონელი გაძვირდებოდა და დაიწყებოდა ფინანსიური კრიზისი.
რამოდენიმეთ განსაკუთრებული ხელსაყრელი მდგომარეობა დაიჭირა ომის დროს ინგლისმა. ინგლისის სამხედრო მინისტრმა კიტჩენერმა თავიდანვე განაცხადა, რომ ომი სამი წელი გაგრძელდებაო. ის შეცდა, რასაკვირველია: ომი გაცილებით გაგრძელდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ინგლისს ომი წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ხანგრძლივი მოვლენა და იქ ამის შესაფერადაც იქნა გადადგმული ნაბიჯები: მან ჯერ მიმართა სესხს, რის შემდეგაც დააწესა ისეთი გადასახადები, რომლის შესახებაც ომის მთავარი გასავალი ბიუჯეტის წესით იფარებოდა.
ეს ერთათ ერთ ინგლისმა შესძლო, რის გამო დღეს სტერლინგები ასე მოგროვილ არის.
საფრანგეთში ომის დაწყებისას აუარებელი რუსული თამასუქები ტრიალებდა. ომმა საშინელი პანიკა გამოიწვია, რასაც მოჰყვა თამასუქების ფასის დაცემა, მისი დევალვაცია. მთავრობას არ აძლევდენ სესხს. მაშინ მან მიმართა სესხისთვის სახელმწიფო ბანკს, რომელსაც მთავრობამ შესთავაზა თავისი თამასუქები - 7 მილიარდისა და 300 მილ. მან. ღირებული. რა უნდა ექნა ბანკს?
მან გამოუშვა ახალი ქაღალდის ფული. ეს, რასაკვირველია, დასცემდა ფულის ფასს ბაზარზე. მაგრამ საფრანგეთის ხალხმა აქ გამოიჩინა არაჩვეულებრივი დისციპლინობა: ხალხმა მიიღო ეს ქაღალდის ფული და სამაგიეროთ ოქრო შეიტანა ბანკში.
ამით, რასაკვირველია, ხელახლა შეიქნა რეალური ღირებულება ფულისა და ბაზარზედაც ამ ოპერაციას დიდი არევ-დარევა არ გამოუწვევია.
გერმანიაც თავიდანვე სესხის გზას დაადგა.
ამრიგათ, მოწინავე ქვეყნები თავიდანვე დაადგენ სესხის გზას, ე.ი. იმ გზას, რომელიც ყველაზე ნაკლებ არყევს ქვეყნის ეკონომიურ-ფინანსიურ მდგომარეობას. ფულისა და საქონლის ტრიალის სფეროში ამ გზით დაცული იქნებოდა ხსენებული პროპორცია.
ბოლოს და ბოლოს, როდესაც ომმა ხანგრძლივი ხასიათი მიიღო, მთავრობები, განსაკუთრებით დამარცხებულ ქვეყნების მთავრობები, რასაკვირველია, იძულებული შეიქნენ ქაღალდის ფული გამოეშვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამათ არ აძლევდენ სესხს.
ეხლა გადავხედოთ რუსეთს. აქაც ფულის გამოცემის, ემისიის უფლება სახელმწიფო ბანკს ჰქონდა. მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ბანკი ბიუროკრატიული, ჩინოვნიკური დაწესებულება იყო. იგი ყველაფერში მთავრობის განკარგულებებს ემორჩილებოდა, და შეიძლება იგი იმავე მთავრობის დაწესებულებათ ჩავთვალოთ. ამიტომ მთავრობის პირველ მოთხოვნილებისთანავე მან გამოუშვა ახალი ქაღალდის ფულები. არსებითად რუსეთის მთავრობას ომის დროს სხვა გზა არ გააჩნდა; იგი ვერსად ვერ იშოვიდა სესხს, რომ ამით დაეკმაყოფილებია ომის მოთხოვნილებები.
რუსეთმა უწინ კიდევ ორჯერ მიმართა ასეთ საშუალებას - ყირიმისა და რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. მაშინ გამოცემული იყო ეგრ.წ. ასსიგნაციები. მაგრამ ასსიგნაციების გამოშვებას მაშინ ასეთი დამღუპველი შედეგები არ ჰქონებია, ვინაიდან ომს დიდხანს არ აწარმოებდა. ქაღალდის ფულს კურსი დაბალი ქონდა, ვინემ ვერცხლის ფულს. ამიტომ იმ დროს არჩევდენ ქაღალდის მანეთს ვერცხლის მანეთიდან.
იაპონიასთან ომის დროს რუსეთმა მოახერხა სესხის აღება საფრანგეთში და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მაშინ რუსეთმა თავი დააღწია ფინანსიურ-ეკონომიურ არევ-დარევას. დღევანდელ ომის დროს რუსეთი, ცხადია, სესხს ვერსად ვერ იშოვიდა, ვინაიდან ყველა დიდი სახელმწიფოები ჩაბმული იყვენ ომში და თვით საჭიროებდენ სესხს და ამიტომ მან გამოსცა ახალი ფულები (მომხსენებელს მოჰყავს ზემოთ დასახელებულ წერილებიდან შესაფერი ციფრები).
მაშასადამე, დეფიციტის დასაფარავათ არსებობს ორი საშუალება: ერთი საშუალებაა სესხი, ასე ვთქვათ, ევროპიული სისტემა; მეორეა ფულის ბეჭდვა - რუსული სისტემა. ევროპამ მიმართა პირველ საშუალებას უმთავრესათ, რუსეთმა კი მეორეს უმთავრესათ.
ამან გამოიწვია ის გარემოება, რომ ფულის კურსი ჩვენში და ევროპაში ერთმანეთს არა ჰგავს. დღეს ყველაზე მაღლა ინგლისურ გირვანქების კურსია. გირვანქა სტერლინგი ომამდე ღირდა დაახლოვებით 27 ფრანკი; ეხლა ფასობს 47-50 ფრანკს, ე.ი, საფრანგეთის ფულის კურსი სტერლინგებთან შედარებით დაეცა 90-100%25-ით. სულ სხვაა რუსეთში და ჩვენში: აქ კურსი დაეცა ათასი და ათი-ათასი პროცენტით.
ამრიგათ, თქვენ ხედავთ, რომ არსებობს ორი სისტემა: ერთი ამაგრებს კურსს და ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას, მეორე კი ანგრევს.
ამ ჟამათ ევროპაში ცდილობენ აღადგინონ მდგომარეობა, გააუმჯობესონ კურსი. რა საშუალებებს მიმართავენ ისინი ამ მიზნით?
ბელგია როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდა, მას იქ დახვდა 41/2 მილიარდი გერმანული მარკა. ბელგიამ გამოსცა 7 მილიარდი ფრანკი ფული იმ მიზნით, რათა გამოეცვალა გერმანული მარკები. მაშასადამე, დღეს იქ ტრიალებს 7 მილიარდი ფრანკი. ბელგია ცდილობს წარმოების განვითარების საშუალებით ფრანკების რაოდენობა ნორმალურ პირობების რაოდენობამდე დაიყვანოს, ე.ი. შეამციროს 2 მილიარდამდე. ასევე ცდილობენ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც ნორმალურ მდგომარეობის აღდგენას.
ახლა შევეხოთ საქართველოს მდგომარეობას.
ჩვენ იმით დავიწყეთ სახელმწიფოს შენება, რომ ჩვენს კასაში არაფერი არ იყო. გვქონდა მხოლოდ რამოდენიმე მილიონი მანეთი. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ვალი; გვქონდა ის საქონელი, რომელიც ჩვენ დაგვრჩა რუსეთიდან გამოყოფის შემდეგ. მაშასადამე, პლიუსი იყო ჩვენთვის ის, რომ ვალი არ გვქონდა. მაგრამ დიდი მინუსი იყო ის, რომ ახალი სახელმწიფო ვიყავით, არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი, საკუთარი ტრადიციული სისტემა, არავითარი ფონდი.
ჩვენ მოგვიხდა ომის წარმოება, გაგვიჩნდა აუარებელი ხარჯები. ჩვენ ვიცოდით, რომ ხარჯების დაფარვა უკეთესი იყო სესხით, მაგრამ ჩვენ ვერც უცხოეთში, ვერც ჩვენში სესხს ვერ ავიღებდით. მაშასადამე, იძულებული შევიქენით დავმდგარიყავით ემისიის გზაზე, გამოგვეშვა ფული, მიგვემართა რუსულ სისტემისათვის. ამით ჩვენ უარეს მდგომარეობაში ჩავვარდით, ვინემ საბჭოთა რუსეთი. უკანასკნელი მოწყვეტილია უცხოეთს, იგი გარშემორტყმულია ბლოკადით; ჩვენ კი ამ მხრით თავისუფალი ვართ. შემდეგ კი, როდესაც რუსეთს დამოკიდებულება ექნება უცხოეთთან, იგი უფრო ადვილად შესძლებს კურსის წონასწორობის აღდგენას, ვინაიდან მას ამისთვის აუარებელი ოქრო-ვერცხლი მოეპოვება. მთავრობამ იქ კერძო პირთ ჩამოართვა ეს სიმდიდრე.
ამრიგათ, ჩვენ შევდექით ემისიის გზაზე. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ უკანასკნელ ორი თვის განმავლობაში ჩვენი ფულის კურსი დიდათ დაეცა. მაგ., სტერლინგი 1918 წ. შემოდგომაზე ღირდა 40 მ., დღეს კი ის ღირს 4-5 ათასი მანეთი.
ასეთი ფატალური გავლენა არ ექნებოდა ემისიას, რომ ჩვენი წარმოება მაინც არ დაცემულიყო. სამწუხაროთ, ამ მხრივ მეტათ უნუგეშო მდგომარეობაა: შრომის ნაყოფიერება თითქმის სისტემატიურათ ეცემა და არავითარი წინსვლა არ ეტყობა. აი, ზოგიერთი ცნობები ამის საილუსტრაციოთ: მთავარ სახელოსნოების „კოტელნი ცეხში“ 14 წელთან შედარებით შრომის ნაყოფიერების სურათს მივიღებთ:
14 წელში - 100%25
16 - 82%25
20 - 41%25
„კუზნეჩნი ცეხში“:
14 წელში - 100%25
16 - 131%25
17 წელში - 94%25
20 - 42%25
„ვაგონის ცეხში“:
14 წელში - 100%25
16 - 181%25
17 - 91%25
20 - 41%25
„სბორნი ცეხში“:
14 წელში - 100%25
20 - 86%25
როგორც ხედავთ, შრომის ნაყოფიერება საგრძნობლათ დაცემულია. ერთად ერთი დარგი წარმოებისა, სადაც ნაყოფიერება არ შემცირებულა, პირიქით, უმატნია კიდეც, არის ტყიბულის ქვანახშირის წარმოება. აი, ციფრი:
18 წელს - 100%25
19 - 123%25
20 - 194%25 ე.ი. შრომის ნაყოფიერებას უმატნია 94%25-ით.
თავის თავათ ცხადია, რომ ასეთ პირობებში ზემოთ დასახელებულ პროპორციის დაცვაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ფულის ღირებულება დაეცა, საქონელი ბაზარზე საზღაპროთ გაძვირდა.
წელს ბევრი მოვიდა ჩვენში პური, კარგი პირი უჩანს სიმინდის მოსავალსაც, მაგრამ ეს მაინც ვერ მოახდენს შესაჩნევ გავლენას ბაზრის წონასწორობის აღდგენაზე: პური ასე ძვირი იქნება, ვინაიდან სოფლელებისთვის საჭირო საქონელი-მანუფაქტურა და სხვა, უცხოეთიდან მოგვაქვს, და აქ კი მთელი თავის სიგრძე-სიგანით თავს იჩენს ჩვენი კურსის დაცემა.
უბედურება დღეს კიდევ იმაშია, რომ ჩვენი კაპიტალი დღეს წარმოებას არ ეტანება. ვაჭრობა დღეს, ამ უსაქონლობის დროს, დიდ მოგებას იძლევა; ვინც საქონელს მოიტანს, - ბაზარზე მონოპოლისტიც იგი ხდება. ამის გამო ჩვენში მოსული ყველა კაპიტალის მუშაობა დღეს მხოლოდ სპეკულიაციაში გამოიხატება და დადებითი ღირებულება არ იქნება.
ამიტომ ვამბობდით ჩვენ, რომ საჭიროა წარმოებას ხელი მოჰკიდონ ჩვენმა თვითმართველობებმა - ერობებმა და ქალაქებმა. ეს არ ნიშნავდა, რასაკვირველია, კერძო ინიციატივის ჩახშობას. ერობებმა და ქალაქებმა კი უმთავრეს ნაწილათ ეს ისე გაიგეს, რომ მათ მეტი არავინ არ უნდა აწარმოებდესო. ამას არ უნდა ექნეს ალაგი მომავალში.
მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ საჭიროა თვით მუშათა ორგანიზაციებმა მიაქციონ ყურადღება წარმოებას, შრომის ნაყოფიერებას თვალ-ყური ადევნონ, რათა არ იქნეს დაცემული ნაყოფიერება; ამ ორგანიზაციებმა თვითონ უნდა მიიღონ მონაწილეობა მუშაობის კონტროლში.
მაშასადამე, ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს შრომის ნაყოფიერების გაზრდა, საწარმოო ძალთა განვითარება, რასაც შედეგათ ის მოჰყვება, რომ აღდგენილი იქნება წონასწორობა ჩვენს იმპორტსა და ექსპორტს შორის, დამყარდება მტკიცე პროპორცია ფულსა და საქონელს შორის.
კატასტროფიდან თავის დასაღწევათ საჭიროა მიღებულ იქნეს მთელი რიგი ზომებისა.
აღსანიშნავია ერთი გარემოება: ჩვენ დაგვჩემდა ზედმეტი ხელგაშლილობა: იხარჯება აუარებელი სიმდიდრე, იმდენი, რამდენიც წინათ არ იხარჯებოდა; სამაგიეროთ, ღირებულება იქმნება ძლიერ ცოტა (ამ დროს შემოდის ამხ. კ. კაუცკი, რომელსაც მთელი დარბაზი დაუსრულებელის ტაშის კვრით მიეგებება. მოკლეთ მიესალმება მას კრების სახელით თავმჯდომარე, ამხ. ნ. რამიშვილი. საპასუხო მისალმებას ამბობს მოკლეთვე ამხ. კ. კაუცკი, რის შემდეგ მომხსენებელი განაგრძობს).
საჭიროა ჩვეულებრივი გასავალი უდრიდეს შემოსავალს. თუ ეს არ არის, მაშინ შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობა. ამ წონასწორობის დაცვა ჩვენი პირველი საგანია და აქ ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. უამისოთ ვერავითარი შემოსავალი სახელმწიფოს ვერ უშველის, ის მუდამ დეფიციტში იქნება.
ჩვენში ბევრი გაურბის შრომას: ანებებენ თავს სოფელს და მიდიან ქალაქებში ალაგის საძებრათ. „ალაგის ძებნამ“ ამ ბოლო დროს ფართო ხასიათი მიიღო. დიდდება სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა მოსამსახურეების შტატები, რაც ზედმეტ ხარჯს ითხოვს და გასავალს ადიდებს. დაწესებულებებში მეტათ გავრცელდა აგრეთვე ბოროტმოქმედება. ძნელი მოსანახი იქნა ისეთი პირი, რომელსაც რაიმე საქმის გაკეთება მიანდო და მან ცოტა მაინც არ „ჩამორჩეს“. ასეთ მოვლენებთან სასტიკი ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ. ეს ზომები გატარებულ უნდა იქნეს, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დაწესებულებებში.
თქვენ იცით, რომ სახელმწიფოსა და მუნიციპალურ დაწესებულებებს, კომუნებს შორის ხშირათ გაუგებრობას აქვს ალაგი. კომუნები ხშირათ აჭარბებენ თავიანთ უფლებებს და ისეთ დადგენილებებს სცემენ, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. პარტიკულიარიზმი დემოკრატიზმის ფლაგით გაძლიერებულია ჩვენში და ის ანგრევს სახელმწიფოს მთლიანობას. ჩვენს პარტიაში ამაზე არ არის ნათელი წარმოდგენა. მაგ., „ახალი სხივი“ ერობათა საკუთარ საბაჟო პოლიტიკას ამართლებს მით, რომ მთავრობაც კეტავს მაზრებსო, ე.ი. მთავრობა და ერობა ერთნაირი უფლების არიან ამ საქმეშიო. ამას ნათლავენ დემოკრატიზმით. არის სამნაირი დემოკრატიზმი: 1) ანარქისტული დემოკრატიზმი; 2) წვრილ ბურჟუაზიული; 3) სოციალისტური, პროლეტარული დემოკრატიზმი. პირველ დემოკრატიზმს ყოველთვის ანარქისტები იცავდენ; ისინი აქ ლოღიკაში რჩებოდენ, ვინაიდან ანარქისტებს სძაგთ ყოველგვარი სახელმწიფოებრივობა. მათი ლოზუნგია კომუნების, კომუნებში პიროვნებების აბსოლიუტური თავისუფლება. წვრილ ბურჟუაზიული დემოკრატიზმი არის მეშჩანური კუთხური სივიწროვით და ჩამორჩენილობით გამოწვეული. წვრილი ბურჟუა არასოდეს არ იხედება თავის სამრევლოს იქით და ვერ დადგება ერის მთლიანობის საფუძველზე. მას არასოდეს არ აუშენებია სახელმწიფო და ვერც დღეს ააშენებს. ხოლო სოციალისტური, ანუ პროლეტარული დემოკრატიზმი არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი ფორმა ხალხის ორგანიზაციისა და მუშათა კლასიც ამ გზაზე სდგას. სახელმწიფოებრივ ნიადაგზე შეუძლია იდგეს მხოლოდ საზოგადოების ორ კლასს - პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას. სახელმწიფოებრივი მიზნები, რასაკვირველია, ამ ორ კლასს სხვა და სხვანაირად ესმით, მაგრამ ეს არ არის არსებითი მხარე. ცხადია, საზოგადოების სხვა კლასები ვერც დააფასებდენ სწორად ჩემ ბრძანებას და ყვირილი მორთეს: „დემოკრატიზმი“ განსაცდელშიაო. მხოლოდ „ერთობამ“ შესძლო დაეფასებია იგი სისწორით. განსაცდელშია არა სოციალისტური დემოკრატიზმი, არამედ მეშჩანური პარტიკულიარიზმი.
ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ პარტიკულიარიზმს და დავდგეთ ნამდვილ დემოკრატიულ, პროლეტარულ ნიადაგზე. ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები. კომუნებსა და სახელმწიფოს შორის გარდაუვალი საზღვარი არ უნდა იყოს, დაცული უნდა იქნეს საერთო მთლიანობა, უფლებათა განაწილების ფარგლებში.
ამნაირათ, ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა მოითხოვს მრავალ ზომების მიღებას ერთდაიმავე დროს. აქ ტენდენცია, პრინციპი ერთი უნდა იყოს... ჩვენ სოციალისტები ვართ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. ხშირათ ჩვენი მოქმედება იღებს ხოლმე წვრილ ბურჟუაზიულ სახეს, ფორმას, რაც აისახება გლეხური უმრავლესობით საქართველოში. ამას სასტიკათ უნდა შევებრძოლოთ ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჰქმნის, შექმნა უკვე სახელმწიფო, - ამ პარტიამ უუდიდესი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს წინ წამოჭრილ საკითხს და გადასჭრას იგი. ამ ნიადაგზე მოგვიხდება ყველაზე უფრო მკაცრი ბრძოლის წარმოება; ბრძოლა უნდა იქნეს მტკიცე, მუშაობა მეთოდიური თუ აქედან გამოსავალ ეკონომიურს და ფინანსიურს ზომებს გამოვნახავთ და მას სასტიკათ გავატარებთ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ შევსძლებთ კატასტროფის აცილებას, შევსძლებთ შიგნიდან გავამაგროთ ჩვენი სახელმწიფო. და ამ მუშაობისათვის და თავდადებისათვის პარტიამ უნდა მოუწოდოს მთელ ხალხს და თვითონ მასში ისეთივე მხურვალე მონაწილეობა მიიღოს, როგორსაც ის იღებდა და იღებს პოლიტიკურ აღმშენებლობაში.
ერთობა. - 1920. - 16 ოქტომბერი. - №235. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 15 ოქტომბერი. - №233. - გვ. 3.
საქართველო. - ღვინობისთვის 19. - 1920. - №125. - გვ. 2.
![]() |
9.9 ნ. ჟორდანიას მოხსენება სახალხო გვარდიის მეორე ყრილობაზე 26 ოქტომბერს |
▲ზევით დაბრუნება |
(სტენოგრაფიული ანგარიში)
ამხანაგებო! პირველ ყოვლისა ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენს პირველ სხდომაზე ვერ მოვედი შეუძლებლობის გამო და ვერ მოგილოცეთ. ეხლა მაინც მიიღეთ ჩემი სალამი და სურვილი, რომ ეს ყრილობა ისეთივე ნაყოფიერი იყოს, როგორც იყო თქვენი შარშანდელი ყრილობა.
ეხლა მომეცით ნება მოგახსენოთ აქ რამდენიმე სიტყვა შესახებ ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობისა როგორც შიგნით, ისე გარედ. ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა შიგნით ამ ჟამად ასეთი არის: პოლიტიკურად ჩვენ ეხლა ვართ მეტად გამაგრებულნი ხალხში და საერთოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებში.
ეხლა აღარ არის ის რყევა, ის პოლიტიკური ქანაობა, რომელიც ჩვენში იყო და რომელსაც განვიცდიდით ამ ერთი-ორი წლის წინედ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს ქართველმა ხალხმა ჰპოვა თვისი ბუნებრივი პოლიტიკური კალაპოტი და დღეს ამ კალაპოტში თავსდება იგი, შიგნით მუშაობს და ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ერთად ერთი ქართველი ხალხია დღეს, რომელიც განთავისუფლდა ერთი სენისაგან - ეს სენი არის ბალშევიზმი.
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ბალშევიზმი ჩვენში დამარცხდა როგორც იდეიურად, ისე მორალურად, და საქართველოს დემოკრატია სრულიად განთავისუფლდა მის იდეებისაგან და გავლენისაგან. წინად ამ მოძღვრებას ჩვენში უფრო მეტი მიმდევარი ყავდა და უფრო ძლიერიც იყო, ვიდრე დღეს. ეს აიხსნება იმით, რომ წინედ ჩვენი ხალხი ამ მოძღვრებას იცნობდა შორიდან, ასე ვთქვათ, პროპაგანდით, წერით, ლაპარაკით, მაგრამ პრაქტიკულად ის არ იცნობდა. თავის თავათ ცხადია, რომ ისეთი დიდი აზრი, როგორიც არის სოციალიზმის დღესვე შემოღება, კომუნისტური იდეების დამყარება - ეს დადებითი და წარმტაცი აზრია და ალბად, ვინც ამას გაიგონებს, ამ იდეას გაყვება. მაგრამ როდესაც ეს პრაქტიკულად დაინახეს, დარწმუნდენ, რომ ეს ასე არ იყო პრაქტიკაში, ცხოვრებაში და მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მიიღეს ბალშევიკების შესახებ.
უნდა ვთქვათ, რომ ბალშევიკების მოახლოვებამ ჩვენს საზღვრებთან დაგვანახვა ახლოს ბალშევიკების მოძღვრება პრაქტიკაში; და როცა ჩვენმა ხალხმა ბალშევიზმი დაინახა პრაქტიკაში, დაინახა მისი სიდუხჭირე, - იგი განიკურნა ამ სენისაგან. ასე რომ, ჩვენი დემოკრატიის ერთობა არ ყოფილა არას დროს ისეთი ძლიერი, როგორც ამ ჟამად. ეს ერთობა ჩვენ მოვიპოვეთ არა იმით, რომ უარვყავით ჩვენი რევოლიუციონური ლოზუნგები ან ჩვენი საკუთარი მოძღვრება, არამედ სწორედ იმით, რომ ამ ჩვენი მოძღვრების და რევოლიუციონური ლოზუნგების ნიადაგზე შედგა ჩვენი ხალხი და ამაზე ააგო ჩვენი დღევანდელი რევოლიუციონური ერთობა. მართალია, ჩვენ გვისაყვედურებენ ერთის მხრით ბალშევიკები და მეორეს მხრით ფედერალისტები, რომლებიც დღეს ბალშევიკებს ეარშიყებიან, რომ ჩვენი ერის, დემოკრატიის ერთობა იქნა აღდგენილი არა რევოლიუციონურ, არამედ ოპორტიუნისტულ საფუძველზე. მაგრამ მე მგონია, რომ ეს მოკლებულია ყოველგვარ სიმართლეს. ჩვენი იდეური საფუძველი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ და ვიცავთ ყველა მონაპოვარს, რომელიც მოგვცა დიდმა რევოლიუციამ - არის ეს პოლიტიკურ-ეკონომიური, თუ სხ. აი, ამ ნიადაგზე ვდგევართ მტკიცედ ბოლომდე და ვერც ერთმა ტალღამ, ვერც მარცხნივ და ვერც მარჯვნივ, ვერ გადაგვისროლა იმ ოპორტიუნიზმისაკენ, რომელსაც ხანდისხან გვიკიჟინებენ. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებდით მტკიცე სოციალურ-ეკონომიურ პოლიტიკას. მართალია, არიან ჩვენს წრეშიაც, ხშირათ წაგვიკითხავს „სხივში“, რომ ეს სისტემა არ ვარგა, მაგრამ ჩვენ დღემდე სამაგიერო სისტემა არ დაგვინახავს. აი, ამ ნიადაგზე ვდგევართ ჩვენ და ვიდექით თავიდანვე, მაგრამ დღეს ჩვენთან ერთად დგას მთელი საქართველოს დემოკრატია.
მაშასადამე, ბალშევიზმის დამარცხება მოხდა იმით, რომ ჩვენში გაბატონებულია სოციალისტური დემოკრატია. მხოლოდ სოციალისტურ დემოკრატიას შეუძლიან დაამარცხოს ბალშევიზმი; მხოლოდ მას შეუძლიან, რომ მთელი ხალხი წაიყვანოს თავის გზით. ამგვარათ, იმ სენისაგან, რომელიც ჩვენი ხალხის აზროვნებას ღრღნიდა და რომელიც შეჭრილია მოწინავე ხალხის აზროვნებაშიაც, ჩვენ განვიკურნეთ და სრულიად ჯან-საღად გამოვედით. მაგრამ არის სხვა სენიც, რომელიც შეიძლება არა ნაკლებ უარესი იყოს, ვიდრე დღემდე გვქონდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ სენისაგანაც განვთავისუფლდეთ. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს. თქვენ გამოსულნი ხართ იარაღით ხელში, რომ დაიცვათ სახელმწიფო; თქვენ მიდიხართ საზღვრებზე, რომ გარეშე მტერი არ შემოვიდეს, ჩვენი საზღვრები არ გადმოლახოს და ჩვენი სახელმწიფო არ დაანგრიოს. მაგრამ არის კიდევ მტერი შინაგანი, რომელიც ანგრევს ამ სახელმწიფოს და ძირს უთხრის მას. ჩვენი მიზანი და მოვალეობა არის, რომ ამ სახელმწიფოს ძირის გამომთხრელებს შევებრძოლოთ. პირველ ყოვლისა, ეს ძირის მოთხრა სჩანს იმაში, რომ ჩვენს სახელმწიფოში მეტის-მეტად გაძლიერდა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი ბოროტ-მოქმედება. ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახასიათებს მაგარ სახელმწიფოს გუშაგთ და მოხელეთ, ჩვენს სახელმწიფოს მუშაკთა შორის სამწუხაროდ არ არის, სახელმწიფოს მოხელეთა, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციების მოხელეთა შორისაც. პასუხისმგებლობის გრძნობის დაკარგვამ დაბადა ის, რომ მათ სახელმწიფოებრივი ინტერესები არ მიაჩნიათ ისეთ ინტერესად, რომელსაც უნდა ემსახურონ. თუ იშოვეს დრო და გარემოება, ამ სახელმწიფოს ინტერესებს უვნებენ პირადი ინტერესებისათვის, და ის სახელმწიფო ქონება, რომელსაც ვაგროვებთ, ამის წყალობით დღითი-დღე იფლანგება.
მაშასადამე, ეს ბრძოლა ამ ბოროტმოქმედებასთან არის ჩვენი დღევანდელი საამდროვო საკითხი, და სანამ ჩვენ მას არ ამოვაგდებთ ძირ-ფესვიანად და სახელმწიფო მუშაობას არ ჩავაყენებთ სათანადო კალაპოტში, მანამ ჩვენი სახელწიფოს ძალა არ იქნება გამაგრებული და მისი ფინანსები მოწყობილი. ამ სენს ჩვენ აქამდე ვებრძოდით ძველი კანონებით, რომელნიც შემუშავებულ იყვნენ წინათ რუსეთში.
თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ ეს კანონები არ გამოგვიცვლია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონები შემუშავებულია ნორმალურ დროისთვის, ისეთი მდგომარეობისთვის, როცა სახელმწიფო აგებულია, აქვს ასე თუ ისე ისეთი მტკიცე ტრადიცია და მის დასაცავათ საკმაო არის ეს კანონები, მაგრამ ჩვენში დღეს ასეთი ნორმალური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ ახლა ვქმნით სახელმწიფოს, დღეს ჩვენში არაჩვეულებრივი მდგომარეობა არის და ამიტომ ამ ბოროტებასთან ბრძოლა უნდა სწარმოებდეს არაჩვეულებრივ კანონებით.
ამიტომ ჩვენ განზრახული გვაქვს გადათვალიერება ამ ძველი კანონმდებლობისა და შემუშავება ახლისა, რომელიც გაუწევს სასტიკ ბრძოლას ყველა იმას, ვინც მოქმედებს და მუშაობს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ (ტაში). ის კაცი, რომელმაც მოიპარა სამი მილიონი მანეთი და ციხეში ჩავაგდეთ, გამოდის მარტო რაღაც 20 ათასი მანეთის თავდებობით. ჩვენ ხშირათ ამაში ვამტყუნებთ გამომძიებლებს, მოსამართლეებს, მაგრამ ისინი ამბობენ: „ასე სწერია კანონში“-ო.
ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს ანომალია არ ხდებოდეს. თუ ვინმემ რამე დააშავა, ის უნდა იყოს ციხეში იქამდე, სანამ მისი საქმე სავსებით არ იქნება გამორკვეული. დღეს არა თუ მარტო ქურდები, არამედ აშკარად ყალბი ფულის მომჭრელებიც თავისუფლად დადიან და სეირნობენ ქუჩებში. ეს მოუთმენელია ჩვენი მდგომარეობისათვის და მე მგონია, ახლო მომავალში იქნება გამოცემული სრულიად ახალი კანონები და ჩვენ გვგონია, რომ ამ კანონებით და თქვენი დახმარებით ასეთი ხალხი საბოლოოდ ალაგმული იქნება. არის მეორე სენი, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ ჩვენი სახელმწიფო დავაყენოთ მუშაობის ნიადაგზე. ერთი რამ ჩვენ უკვე შევიგენით და ვიცით, რომ სახელმწიფოს საგარეო ინტერესები არის ამავე დროს ჩვენი ინტერესები. ამიტომ არის, რომ გვარდია თავის სურვილით გამოდის და სისხლს ღვრის ფრონტებზე. მან იცის, რომ თუ სახელმწიფო მტერმა დაანგრია, ეს იქნება მათი დანგრევაც და აქ, რასაკვირველია, ინტერესი სახელმწიფოსი და მთელი ხალხისა ერთი და იგივე არის. მაგრამ არის მეორე ინტერესი - შედეგი სახელმწიფოს ფინანსიური და ეკონომიური მდგომარეობისა. აქ ჩვენ არ გვაქვს შეგნებული, რომ თვითეული ჩვენი მოქალაქის, თვითეული გლეხის და მუშის ინტერესს შეადგენს ის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი ფინანსიურად და ეკონომიურად. თუ სახელმწიფო ძლიერია, მაშინ ძლიერია თვითეული მოქალაქის ფინანსებიც, და აი სწორედ იმის შეგნება, რომ სახელმწიფოს ნივთიერი ინტერესი არის იმავე დროს კერძო პირის ნივთიერი ინტერესი, აკლია ჩვენს ხალხს; და ამით აიხსნება ის, რომ ჩვენ დღეს მეტად შერყეულ ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობაში ვართ. ნათქვამი არის: „სულერთია, მგელს შევუჭამივარ, თუ მგლის ფერ ძაღლსო“; სულერთია, ბალშევიკები დაგვანგრევენ, თუ შიგნით დავინგრევით ეკონომიურად. მე მგონია, უფრო ადვილია იქ ფრონტებზე სახელმწიფოს დაცვა, ვიდრე დაცვა ჩვენი სახელმწიფოსი ეკონომიურად და ფინანსიურად. მშველელი გარედან ჩვენ არავინ არ გვყავს. ჩვენ ვართ ერთად-ერთი ჩვენი თავის მშველელი. ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოწინავე დემოკრატიამ უნდა შეიგნოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ თუ სახელმწიფო წაბორძიკებული არის ფინანსების მხრივ, ეს ეხება მის ჯიბესაც, მის ნივთიერ მდგომარეობასაც. დღეს ასე თუ ისე მგონია, რომ ეს აზრი იკაფავს გზას; ეს შესამჩნევია მას შემდეგ მაინც, რაც ჩვენი ბონების კურსი უცებ დაეცა და როცა ასეთი საარაკო სიძვირე გამეფდა. დღეს, მაშასადამე, უფრო აშკარა არის ის, რომ როცა სახელმწიფოს ფინანსები იწევენ დაბლა, მაშინ სიძვირე იწევს მაღლა; ეს კი ეხება მთელ ხალხს. მაშასადამე, ხალხის ინტერესს შეადგენს ის, რომ სახელმწიფოს ფინანსები, სახელმწიფოს ფული, მისი კურსი იდგეს მაღლა და არ იყოს ისე დაბლა, როგორც არის დღეს.
აი, ასეთი შეგნება რომ იქნება ჩვენს ხალხში და სწორედ ამ შეგნების ნიადაგზე იქნება განმტკიცებული ჩვენი დემოკრატიის ერთობა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ბევრ რამეს: ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო არ იქნება ისეთ ფინანსიურ კრიზისში, როგორშიც არის დღეს; მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ხალხი გადაიხდის გადასახადს, იტყვის, რომ ეს სახელმწიფო საქმე იგივე ჩემი საქმე არის და ამიტომ, თუ მე მას არ მივეცი საჭირო გადასახადი, თავისთავად ცხადია, ის ვერ იარსებებს, მისი ფინანსები დაინგრევა და ამით, რასაკვირველია, დაინგრევა ჩემი ფინანსებიც, ჩემი ოჯახური მდგომარეობაცო.
ერთხელ, მახსოვს, შვეიცარიის მთავრობამ დაადგინა, რომ შეერთებულ შტატებში იყოლიოს თავისი პოლიტიკური წარმომადგენელი. ამიტომ მან გამოითხოვა პარლამენტიდან 30 ათასი ფრანკი წლიურად. პარლამენტმა მისცა ეს, მაგრამ ხალხმა ამოიღო ხმა და საკითხი დასვეს რეფერენდუმზე. შვეიცარიის ხალხმა უარყო ეს დადგენილება იმიტომ, რომ 30 ათასი ფრანკი ძალიან ძვირი გამოდიოდა.
მართალია, ეს არ იყო დიდი ფული, მაგრამ რადგან ამ ფულს შვეიცარიელები თვითონ იხდიან, ისინი არ აძლევენ ნებას, დაიხარჯოს ის ფული, რომელიც ზედმეტია. ჩვენში კი, როგორც იცით, 30 ათასი კი არა, 30 მილიარდი რომ გავიღოთ, არავინ ხმას არ ამოიღებს, რადგან ჩვენს ხალხს ჰგონია, რომ ხალხი სხვა არის და მთავრობა სხვა არისო. ჩვენ რომ ეხლა ახალ ბონებს ვბეჭდავთ, ეს ბონები სცემენ ძველ ბონების ფასს, იმ ბონებისას, რომელიც ხალხს უდევს ჯიბეში. ამიტომ საჭირო არის, რომ ახალი ბონები არ გამოიცეს. მაშასადამე, ისეთი მდგომარეობა უნდა იქნეს სახელმწიფოში, რომ ის ფული, რომელიც არყევს მთელ ჩვენს სახელმწიფოს ფინანსებს, ამ ფულის ბეჭდვა უნდა იყოს მოსპობილი და თვითონ ხალხმა შეინახოს თავისი თავი, თავისი მართველობა.
რასაკვირველია, დემოკრატიულ სახელმწიფოს აგება უფრო ძნელია, ვიდრე არისტოკრატიულის ან და მონარქიულის. დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს დემოკრატიის თვითმართველობას, ესე იგი, მან უნდა გამოიღოს სახელმწიფოს ყველა ხარჯებიც. ეს ძნელი გასაგებია პოლიტიკურათ განუვითარებელი ხალხისათვის, და ვინაიდან ძნელი გასაგებია, ამიტომ ჩვენი ხალხი ფიქრობს ისე, როგორც წინად ფიქრობდა: „ჩვენ სხვა ვართ და მთავრობა სხვა არისო, და მისი საქმე ჩვენ არ გვეხებაო“. ჩვენთვის საჭირო არის, რომ ჩვენი ფინანსიური და ეკონომიური მდგომარეობა იქნას გამაგრებული; საჭირო არის, რომ ჩვენმა ხალხმა, უპირველეს ყოვლისა, გამოიღოს გადასახადი. ეს არ კმარა. ჩვენ დღეს ისეთ ფინანსიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ ან უნდა ვიშოვოთ სესხი, ან უნდა ისევ განვაგრძოთ ფულის ბეჭდვა. მაგრამ ფულის ბეჭდვის განგრძობა ნიშნავს ფულის კურსის დაცემას და ჩვენი ფინანსიური მდგომარეობის არევას. სესხს არ გვაძლევენ უცხოეთში; ისე რომ, ჩვენ ეს სესხი უნდა ვიშოვოთ შიგნით, და ეს გვაქვს სწორედ განზრახული. ჩვენში არის გამოცემული ცხრა მილიარდი ბონები, რომელიც ტრიალებს ხალხში. მას არ აქვს ერთი მეასედი და მეათასედი იმის ფასი, რაც მას უნდა ქონდეს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბონები ამოვიღოთ ხალხის ჯიბიდან და ისევ დავაბრუნოთ ხაზინაში, - აქედან ხელახლა გავუშვათ. სამაგიეროთ, ვინც მოგვცემს სესხს, მივცემთ პროცენტებს. ჩვენთვის, თავისთავად ცხადია, ადვილია გადახდა პროცენტებისა.
და შემდეგ, როცა ჩვენ ფინანსიურად მოვღონიერდებით, სახელმწიფო გამაგრდება, რასაკვირველია, ამ ფულს თანდათან დავუბრუნებთ ისევ პატრონს. ამნაირად, ჩვენ გვინდა შინაური სესხი მოვაწყოთ საქართველოს ტერიტორიაზე, უამისოდ არ არის ჩვენი ფინანსების ხსნა. მესამე კითხვა არის ის, რომ ჩვენში დღეს საკმაოდ მოიპოვება პური, სიმინდი. მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენს მუშებს, ჩვენს მოსამსახურეებს ეს პური და სიმინდის ფქვილი აკლიათ და ვერ მიგვიწვდია ხელსაყრელ ფასებში. მიზეზი ის არის, რომ პურის მომყვანნი მას არ ყიდიან; ხოლო ვინაიდან უცხოეთიდან მისი მიღება შეუძლებელი არის, და რომც იყოს შესაძლებელი, ამას უნდა აუარებელი ფულები. ვინაიდან ჩვენი ბონების კურსი დაცემულია, აუცილებელია ჩვენთვის, რომ ხალხმა სახელმწიფოს მისცეს შესაფერის ფასებით საჭირო ხორბლეულობა. აი, ეხლა მაგალითად, მთელს იმერეთში უკვე არის დაწყებული სიმინდის ტეხა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თემების, ერობების საშუალებით ამ ხალხს გამოვართვათ ათი პროცენტი მათი სიმინდის მოსავლისა ჩვენგან დაწესებულ ფასებში, ხოლო დანარჩენ 90%25-ს ის გაყიდის ისე, როგორც მას უნდა.
მაშასადამე, სიმინდის კომპანია იქნება დაწყებული და თუ ეს კომპანია ვერ დავასრულეთ, როგორც გვსურს, ჩვენ დავრჩებით უპუროთ და უფქვილოთ. რას ნიშნავს ეს, თქვენც იცით. მაშასადამე, ხალხი რომ იყოს იმდენად შეგნებული, რომ სთქვას, რომ მისი და სახელმწიფოს ინტერესები ერთნაირი არის, ამ კითხვაზე ლაპარაკი აქ საჭირო არ იქნებოდა და ეს თავის თავად მოგვარდებოდა, მაგრამ დღეს ეს, სამწუხაროდ, ასე არ არის. პირიქით, გლეხი ხელს უჭერს, ერთგვარი წინააღმდეგი არის ქალაქისა. ის ანგრევს ბალშევიკურ წყობილებას რუსეთში იმით, რომ იქ გლეხი არ სცნობს ქალაქს. აქ ჩვენში, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. აქ რამდენი ხანია ვცხოვრობთ შინაურ პურით გლეხებზე ძალა დაუტანებლათ. მაგრამ თუ განვითარდა ის აზრი, რომ სოფელი ქალაქის მოწინააღმდეგე უნდა იყოსო, ჩავვარდებით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს რუსეთი - ესე იგი, იძულებული ვიქნებით ან შიმშილით მოვკვდეთ, ან ეგზეკუციას მივმართოთ. მაგრამ თუ იქნება სათანადო იდეური ზომები მიღებული, თუ ამხანაგები დატრიალდებიან ხალხში და გააცნობენ მას, რომ სახელმწიფოს და მისი ინტერესები ერთნაირი არის, არავითარი განსაკუთრებული ზომები არ დაგვჭირდება, რომ ხალხმა საჭირო სანოვაგე მოგვცეს. გარდა ამისა, გვჭირია ერთი რამ - ის, რომ ჩვენში შრომის ნაყოფიერება იყოს ასე თუ ისე გადიდებული.
ჩვენ შემოვიღეთ 8 საათიანი სამუშაო დღე, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს 8 საათი უეჭველად იმუშავოს იმ კაცმა, რომელსაც ეს აქვს დავალებული. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. არის 8 საათის სამუშაო დღე, მაგრამ მუშა მეტ შემთხვევაში არა 8 საათი, არამედ 5 საათი მუშაობს, და ეს უეჭველია, დამოკიდებულია თვით მუშებზე.
მოწინავე მუშები ამ საქმეში უნდა ჩაებნენ, უნდა იფიქრონ, რომ ის, რასაც ის აკეთებს, არის საქმე სახელმწიფოსი და ამავე დროს - თავისი.
და როდესაც ეს ერთი და იგივეობა ორივე ინტერესის შეგნებული იქნება, თავისთავად ცხადია, არ იქნება ის, რაც არის დღეს ხალხში. ერთმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ იყო მთელი ჯგუფი მუშებისა, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე დღეში ორი-სამი საათი არ უმუშავიათ. ეს ანგრევს სახელმწიფოს ისე, როგორც სხვა სენი, რომელზედაც მე მიგითითეთ და ეს სენი ძირიანად უნდა ამოგდებული იყოს. მაშასადამე, თუ ჩვენი შინაური, პოლიტიკური მდგომარეობა არის მაგარი, თუ ჩვენს დემოკრატიას აქვს უკვე პოლიტიკური ერთობა, სამაგიეროდ ასეთივე სიმაგრე ეკონომიური და ფინანსიური არა გვაქვს.
ასეთი სიმაგრის შექმნა კი დამოკიდებული არის ჩვენს ხალხზე და მე ვფიქრობ, რომ გვარდია ამ საქმეში შეასრულებს დიდ როლს. გვარდია, რომელსაც მთელ რესპუბლიკაში აქვს მოწყობილი დიდი ორგანიზაციები, მისი მოვალეობა უნდა იყოს არა მარტო თოფი და იარაღი, არამედ უნდა იყოს ის, რომ იდეური გავლენა მოახდინოს ხალხზე და ეს აზრები და იდეები შეაგნებინოს.
ახლა მე გადავალ საგარეო მდგომარეობაზე. ჩვენი საგარეო მდგომარეობა რასაკვირველია ჩვენ ხელში არ არის. თუ ჩვენი ფინანსიური და ეკონომიური მდგომარეობა დამოკიდებულია ჩვენზე და მისი გამოსწორება შეგვიძლია ჩვენი შრომითა და მოქმედებით, - სამაგიეროთ საგარეო მდგომარეობა დამოკიდებულია საერთაშორისო სახელმწიფოთა ურთიერთ განწყობილებაზე, და აქ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამ: ეს განწყობილება ნათლად წარმოვიდგინოთ, სწორედ შევიგნოთ, და ამ საერთო მდგომარეობაში ჩვენ ჩვენი მართალი და საკუთარი პოზიცია მოვნახოთ. ასე თუ ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის აზრი იმაშია, რომ ამ საერთო დახლართულ დროში ნათელი წარმოდგენა არ დავკარგოთ და არ გადავიხაროთ იქ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის, არ დავკარგოთ ჩვენი შესაფერი პოზიცია. აი ამიტომ მე მინდა გაგაცნოთ ის დახლართული ურთიერთობა, რომელიც დღეს არსებობს, და ასეთ ურთიერთობაში ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია.
თქვენ იცით, რომ დღეს ერთი მეორეს უპირდაპირდება ორი ქვეყანა: ერთი ევროპა და მეორე ბალშევიკური რუსეთი და რამოდენიმედ ზოგი აზიური ხალხები და სახელმწიფოები. აქ ბალშევიკური რუსეთი გამოდის როგორც მეთაური აზიის აჯანყებისა წინააღმდეგ დასავლეთ ევროპისა. რას ნიშნავს ეს? უნდა ვსთქვა, რომ ბალშევიზმი უპირველეს ყოვლისა, არის წმინდა რუსული რევოლიუციონური მოძრაობა, და მიმართულება, შიგნით აფერადებული, სწორედ რუსული „ობშჩინური“, ერთნაირი მუჟიკური იდეებით.
იმდენად, რამდენად ეს რევოლიუციონური მოძრაობა არის, უეჭველად, პროგრესულიცაა. ამით ისინი წააგავენ იმ რევოლიუციონერთ, რომელნიც არსებობდენ საფრანგეთის დიდი რევოლიუციის დროს, ე.ი. იაკობინელებს.
უეჭველია, სიდამპლე და სისაძაგლე იმდენად იყო რუსეთში დაგროვილი, იმდენათ ღრმა იყო ძველი რეჟიმის ძირი, რომ მის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც არის ბალშევიკური. ეს მოძრაობა არის ნამდვილი ღვიძლი შვილი რუსეთის მდგომარეობისა. რამდენად მან ძველი ნაშთი სავსებით ამოაგდო და მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, იმდენად ბალშევიკური მოძრაობა პროგრესიულია (ხმები: მართალია). მაგრამ ამ ბალშევიზმმა თავისივე როლი, ეს დიადი საქმე, შეასუსტა იმით, რომ მას მიაკერა ისეთი იდეები, რომელიც განუხორციელებელია რუსეთის ფარგლებში, ეს ეგრეთ წოდებული კომუნისტური იდეები.
ამიტომ ბალშევიზმი არის ორი სული - ერთი დადებითი, პროგრესიული, - მეორე სრულიად უარყოფითი, უტოპიური, რომლის განხორციელება შეუძლებელია და ეს განუხორციელებელი უტოპია ასუსტებს იმას, რაც მასში არის დადებითი.
ახლა, რა მოძრაობა არის აზიის მოძრაობა?
უეჭველია, აზიის მოძრაობაც არის რევოლიუციონური, ე.ი. მას უნდოდა თავისი თავის განთავისუფლება იმპერიალისტების ბატონობისაგან, - შეექმნა თავისი საკუთარი სახელმწიფო და თავისი თავის ბატონ პატრონი ყოფილიყო.
მაგრამ ამ მოძრაობაშიაც არის ორი მხარე: იმდენად, რამდენათაც ეს მოძრაობა ღებულობს ნაციონალურ ფორმას - ის არის მოძრაობა რევოლიუციონური და პროგრესიული, - მაგრამ იმდენად, რამდენადაც იგი ღებულობს რელიგიურ პანისლამისტურ ფორმას, - ეს მოძრაობა არის რეაქციონური, ვინაიდან არ არის ერის ბატონობა, არამედ ერთი რელიგია უპირდაპირდება მეორე რელიგიას. და უნდა ვსთქვა, რომ დღევანდელ აზიურ მოძრაობაში, რომელსაც ბალშევიკები მეთაურობენ, სჭარბობს რელიგიური, პანისლამისტური მოძრაობა და ამიტომ ეს რეაქციონური მოძრაობა არის.
მაჰმადიანებმა იციან რევოლიუციონურ-ნაციონალური მოძრაობა. მაგალითად, არაბებმა დააარსეს თავისი სახელმწიფო, სპარსეთში იყო და დღესაც არის რევოლიუციონურ-ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ არც სპარსელებს და არც არაბებს არა ჰქონიათ პანისლამისტური შემეცნება, ე.ი. მაჰმადიანობა ერთი სახელმწიფო უნდა იყოს და დაუპირდაპირდეს ქრისტიანობას. ასეთი აზრი არ არის სპარსეთში, ეს აზრი უმთავრესად თურქების, ოსმალეთის აზრია და რამდენადაც ეს აზრი ვითარდება და ასეთ სამოსელით და დროშით გამოდის, უეჭველია, ასეთი მოძრაობა, უარყოფითი არის.
ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ქემალ-ფაშის პარლამენტში ორი მიმდინარეობა იყო, - ერთი ნაციონალური, მეორე პანისლამისტური, საბოლოოდ ნაციონალური დამარცხდა და ნაციონალისტი დეპუტატები გარეკეს და დარჩნენ პანისლამისტები. და აი, ამისთანა პანისლამისტებთან კავშირი და საქმე აქვთ ბალშევიკებს.
ყოველ შემთხვევაში, როცა დღეს ევროპას ეპირდაპირება ერთის მხრივ ბალშევიზმი რუსეთის სახით და მეორეს მხრით აზია, მას იგი ეპირდაპირება იდეურად, ე.ი. ეპირდაპირება იმ მხრივო, რომ უარს ყოფს ევროპის მატერიალურ-პოლიტიკურ კულტურას. ისინი უარს ყოფენ დემოკრატიზმს და ცდილობენ, რომ შეიარაღებულ ძალით, თავისუფლების ერთნაირი მოსპობით დაამყარონ თავისი იდეები თავის სახელმწიფოში. ეს უარისყოფა დემოკრატიზმისა და თავისუფლებისა არის ნიშანდობლივი თვისება ბალშევიზმისა. ამაში ერთნაირად ეთანხმებიან ერთმანეთს ბალშევიკურ რუსეთის და აღმოსავლეთის აზიურ სახელმწიფოების დესპოტიური ტრადიციები. ბალშევიზმი - ეს ძველი დესპოტიზმის ახალ ფორმებში აღდგენაა და ამით იგი ხატავს ნათლად აზიის სულის კვეთებას.
აი, ასეთი შერეული მოძრაობის, ასე ვთქვათ, ამალგამას, ასეთი შეერთება უარყოფითი და დადებითი თვისებებით აშინებს ევროპას და იგი იღებს ყოველ ზომას, რომ ამ მოძრაობას ისეთი ბარიერი გაუკეთოს, რომ აქედან იქით არ გადავიდეს. რატომ აშინებს? დღეს არის ორი ევროპა: ერთი გამარჯვებული და მეორე დამარცხებული. დამარცხებული ევროპა ცდილობს, რასაკვირველია, რომ ეს დამარცხება შეამსუბუქოს. დამარცხებული გერმანია და ავსტრია ცდილობენ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც არიან. პირიქით, გამარჯვებული ინგლისი, საფრანგეთი და სხვები ცდილობენ შეინარჩუნონ თვისი მდგომარეობა და ცხოვრებაში გაატარონ ვერსალის ხელშეკრულება. ამიტომ, ეს დამარცხებული სახელმწიფოები რუსეთისა და აზიის მოძრაობას უყურებენ როგორც ერთნაირ თავის სასარგებლო მოძრაობას, მაგ. თუ ინდოეთში ინგლისი დამარცხდება და ეგვიპტე აღარ ექნება, ან და საფრანგეთი აზიაში დამარცხდება, ამას უყურებენ როგორც თავისთვის ხელსაყრელ მოვლენას და ამიტომ ამ მოძრაობას ისე მტრულად არ უცქერიან, როგორც ინგლისი და საფრანგეთი.
ერთმა დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ გერმანიაში, რეაქციონერმა, ვილჰელმის მარჯვენა ხელმა - ლიუდენდორფმა სთქვა, რომ ჩვენი ხსნა ბალშევიზმია, ე.ი. ბალშევიკები დაარღვევენ ანტანტას და თუ ის დაირღვა, დაირღვევა ვერსალის ზავიც.
მეორე გარემოება არის ის, - რომ დღეს მთელ ევროპაში გამწვავებულია კლასთა ბრძოლა. აი ამ კლასების ბრძოლაში ერთის მხრით სდგას იმპერიალისტური მთავრობები და მეორეს მხრით პროლეტარიატი. აი, ამათ შორის იჭრება ბალშევიზმი - ეს ერთნაირი რევოლიუციონური მოძრაობა, და ამიტომ ამ კლასთა ბრძოლას ამწვავებს, ახალი ფორმები შეაქვს. ეს გარემოება კიდევ უფრო აშინებს ამ იმპერიალისტურ მთავრობებს და სახელმწიფოებს. მაგრამ, გადაჭრით უნდა ვთქვათ, რომ ამ ბალშევიზმის შეჭრა ევროპის მუშათა მოძრაობაში არამც თუ აძლიერებს ამ მოძრაობას, არამედ ასუსტებს. იქ, სადაც ის შეიჭრა, მოძრაობა ყველგან დასუსტდა. იქ, სადაც ბალშევიკები არ არიან, ან მცირე არიან, მეტად დიდია მუშათა მოძრაობა და აქვს ფართო ხასიათი. მაგ. ინგლისში არას დროს არ ყოფილა მუშათა პარტია ისეთი ძლიერი, როგორც დღეს, რადგან იქ ბალშევიზმი მეტად სუსტია. პირიქით - საფრანგეთში ბალშევიკური მიმართულება არის ძლიერი, მაგრამ ამასთანავე მუშათა პარტია ისეთი სუსტია, როგორც არასოდეს. ეს იმიტომ არის, რომ მუშათა მოძრაობა არის იმდენათ ძლიერი, რამდენადაც მას მხარს უჭერს არა პროლეტარული ელემენტებიც. საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება მოხდეს რევოლიუცია ისე, თუ მისი მომხრე არ არის ხალხის უმრავლესობა. იქ კი, საფრანგეთში და გერმანიაში, ის ხალხი, რომელიც მუშებს უჭერდა მხარს ბალშევიზმის შიშით, მიემხრო ბურჟუაზიულ პარტიებს, ისე, რომ ბალშევიკურმა პროპაგანდამ ისეთი როლი ითამაშა, რომ აუარებელი ხალხი ჩამოაშორა სოციალიზმს და გადარეკა მოწინააღმდეგე ბანაკში.
ეს კიდევ არაფერი. საქმე იმაშია, რომ თვით სოციალისტებშიაც ამ იდეამ შეიტანა დიდი განხეთქილება. შეუძლებელია ბალშევიკური ინტერნაციონალი იმიტომ, რომ ინტერნაციონალი არის სხვადასხვა ერთა მუშების ერთ უღელში გაბმა. ბალშევიზმი კი წმინდა ნაციონალური, წმინდა რუსული მოვლენაა, ამიტომ შეუძლებელია, რომ მან შეაერთოს ფართო მასა დასავლეთ ევროპისა და სხვა სახელმწიფოებისა.
ამიტომ ეს ბალშევიკური მეთოდი შედის ევროპაში არა როგორც ფართო სოციალისტური მოძრაობა, არამედ როგორც სექტა და ეს ჰყოფს სოციალისტებს ჯგუფებად. აი, მაგ. გერმანიაში თვით სპარტაკელთა შორის არის ორი ჯგუფი, და მათ შორის ბრძოლაა. ეხლა დამოუკიდებელი სოციალისტური პარტია სამად გაიყო. გერმანიაში, სადაც მუშათა მოძრაობა მეტად ძლიერი და მძლავრი იყო, ეხლა ის წვრიმალდება. აშკარაა, როცა სოციალისტური პარტიები ჯგუფებად იყოფიან, სუსტდება ენერგია პროლეტარიატისა.
აი, ასეთია საერთო მდგომარეობა პოლიტიკური და სოციალური შინაარსით - რუსეთში, აზიაში და ევროპაში.
ეხლა სად უნდა იყოს ჩვენი პოზიცია ასეთ მდგომარეობაში? ჩვენი პოზიცია ერთად ერთია: ჩვენ ვიცავთ ნეიტრალობას. რატომ? ხანდისხან ნეიტრალობა ნიშნავს უხასიათობას, გაუბედაობას, ლაჩრობას. არის ეს? ეს არ არის აქ. აქ ნეიტრალობა გამოწვეული არის წმინდა პრინციპიალური მოსაზრებით. ჩვენ არც ერთ მოპირდაპირეს არ ვუჭერთ მხარს იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი არ არის ჩვენი იდეების მატარებელი. ერთად ერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლიან სთქვას, რომ ის არც იმპერიალისტურია და არც ბალშევიკური, არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ არც იმპერიალისტები და არც ბალშევიკები არა ვართ; ჩვენ ვართ სოციალისტები და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც იმპერიალისტების და ვერც კომუნისტების ბანაკში. აი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ პოლიტიკას, ნეიტრალურ მდგომარეობას. ეს ორი წელიწადია, თუ მეტი, ჩვენ ამ ნიადაგზე ვდგევართ მტკიცედ. ჩვენ ყოველი მხრიდან გვეპატიჟებოდენ ხან იმპერიალისტები და ხან ბალშევიკები, მაგრამ ჩვენი პოზიციიდან დღემდე არ გამოვედით და არც გამოვალთ, იმიტომ, რომ არც ერთი სახელმწიფოს მთავრობა არა გავს ჩვენი სახელმწიფოს მთავრობას. ჩვენს შორის პრინციპიალური განსხვავება არის და ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ მათ ვერ მივეკედლებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფოებთან არ გვქონდეს ზოგიერთი საერთო ინტერესები, რომ ყველა ძაფები ჩვენ და მათ შორის გაჭრილია.
რა ინტერესებია ეს?
პირველი არის ის, რომ ჩვენ ვდგევართ თავისუფლების და დემოკრატიზმის ნიადაგზე, და მაშასადამე, ჩვენ ამით უკავშირდებით დასავლეთ ევროპას. მეორე მხრით ჩვენ ვდგევართ იმ ნიადაგზე, რომ სოციალისტური რევოლიუციის დაწყება არ შეიძლება არც საქართველოდან, არც რუსეთიდან. ეს მოწინავე სახელმწიფოებმა - ინგლისმა, ან საფრანგეთმა უნდა დაიწყოს. სანამ ეს არ მოხდა, ჩვენში უნდა იყოს განვითარებული ევროპის ფორმის საწარმოო ძალები და ამიტომ ვუღებთ კარებს ევროპის კაპიტალს და ამ მხრითაც საერთო ინტერესები გვაქვს დასავლეთთან. თავის თავად ცხადია, რომ რუსეთში სოციალისტური, მენშევიკური მთავრობა იყო, ჩვენ მაშინ ნეიტრალურ პოზიციაზე არ ვიდგებოდით და ვიტყოდით, რომ მხარს უჭერთ მათო. მაგრამ ეს ასე არ არის. იქ, რუსეთში არის ორი ძალა, ერთი ბალშევიკებისა და მეორე რეაქციონერებისა. მესამე ძალა არ არის და ჩვენ ამ ძალებს შორის არჩევანი უნდა მოვახდინოთ, და ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთში რეაქციის, ვრანგელის, გამარჯვება არის რეაქციის გამარჯვება არა მარტო ბალშევიკებზე, არამედ ჩვენზედაც. ვრანგელი მოსკოვში - ნიშნავს ვრანგელი თფილისში. ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ამხანაგებმა, უნდა იცოდნენ ყველამ და ამ პოზიციას არ უნდა გადავცდეთ.
სამწუხაროდ, ჩვენში ასეთები ბევრნი არიან. შეიძლება ისინი არ იყვნენ ჩვენ პარტიაში, მაგრამ სხვა პარტიიდან არიან, რომელნიც ვრანგელს ეარშიყებიან და ფიქრობენ აქედან რაიმე კაპიტალი შეიძინონ.
გვარდიამ, განსაკუთრებით ფრონტებზე უნდა მიაქციოს ამას განსაკუთრებული ყურადღება და არავითარი, ასე ვთქვათ, ვრანგელურ მიმართულებას ჩვენ ფრონტზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
(ვ. ჯუღელი: ამ მხრივ ჩვენ დასტრახული ვართ).
მაშასადამე, გამარჯვება ვრანგელისა არის იმავე დროს ჩვენი დამარცხება, მაგრამ შეუძლია მას გამარჯვება? შეიძლება ჩვენ უტოპისტები ვართ, შეიძლება ისეთ რამეს ვაკეთებთ, რომ ხვალვე ის უნდა დაიქცეს. თუ კი შეიძლება ვრანგელის გამარჯვება რუსეთში, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი საქმე დაღუპულია.
მაგრამ მას ეს არ შეუძლიან, არ შეუძლიან იმიტომ, რომ აქ, ამ ბრძოლაში, რომელიც დღეს სწარმოებს რუსეთში, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კლასები, ეს კლასიური ბრძოლაა. მაშასადამე, მოსკოვის მთავრობას უნდა დაუპირდაპირდეს რომელიმე კლასი, ისეთი მაგარი, რომ ამ მთავრობის ჩამოგდება შეეძლოს. ვინ არის ეხლა ასეთი კლასი? არის თუ არა ვრანგელის გარშემო ასეთი კლასი? მე ვამბობ, რომ მის გარშემო ასეთი კლასი არ არსებობს. ძველი ფეოდალური კლასები ისე არიან დარღვეული, რომ არავითარ კლასს არ წარმოადგენენ. მას მამული და ძალა არა აქვს და მხოლოდ თითო-ოროლა პირი შეიძლება იყოს მათ იდეოლოგათ, მაგრამ როგორც სოციალური ძალა, ის არ არსებობდა. მაშასადამე ამ კლასს არ შეუძლია მისცეს ვრანგელს ის ძალა, რომელიც მისთვის არის საჭირო.
ძველი ბურჟუაზიაც დღეს რუსეთში სავსებით დანგრეულია. მას დაემართა ისეთივე საქმე, რაც დაემართა ფეოდალურ კლასს, ამათ, რასაკვირველია, არ შეუძლიათ ვრანგელის გარშემო მოიკრიბონ თავი, იმიტომ რომ, ის რასაც ჰქვიან „რუსეთის ბურჟუაზია“ - ის სცხოვრობს სხვადასხვა უცხო ქვეყნებში, არ წარმოადგენს ერთ მთლიან ეკონომიურ ძალას. ამათგან არიან ასე ვთქვათ მოღვაწეები, ისინი რასაკვირველია არიან ვრანგელის გარშემო, მაგრამ ისინი ვერ გასწევენ თავის კლასის როლს.
მაშასადამე, ვრანგელის გარშემო თავს იყრის ძველი დამარცხებული კლასის მოღვაწენი, თითო-ოროლა ცნობილი პირები, მაგრამ მის გარშემო თავს არ იყრის არც ერთი კლასი ისეთი ძლიერი, რომ მან შესძლოს ისეთი საქმის გაკეთება, როგორიც არის დამარცხება მოსკოვისა. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ერთად ერთ კლასზე, რომელიც უეჭველად წარმოადგენს დიდ ძალას.
ეს არის გლეხობა. და თუ გლეხი მიემხრო ვრანგელს, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ადვილად შეიძლება ვრანგელის გამარჯვება. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ვინაიდან ვრანგელის გარშემო მთელი მისი ძალა არის შემდგარი ძველი დამარცხებული კლასების ხალხისგან, ძველი თავად-აზნაურობისაგან, რომელთა ინტერესები ეწინააღმდეგებიან გლეხობის ინტერესებს, თავის თავად ცხადია ვრანგელს არ შეუძლიან მოათავსოს, შეათანხმოს ამ დამარცხებულ კლასის და გამარჯვებულ გლეხობის ინტერესები. ამიტომ ორში ერთი უნდა მოხდეს: ან უნდა იყოს გლეხის გენერალი - დამცველი, ან უნდა იყოს ის, რაც არის დღეს. მას არ შეუძლიან გლეხის გენერალი იყვეს იმიტომ, რომ გლეხები ადგანან უეჭველად რევოლიუციონურ გზას, მაშინ, როდესაც ამაზე არ დგას და არც შეიძლება იდგეს არც ვრანგელი, არც მისი ამალა და მთავრობა. მართალია, ჩვენ ვიცით ისტორიაში მაგალითი, როდესაც გლეხებს ჰყავდათ თავისი გენერალი და ამ გენერალს იმპერატორის ტიტულიც მიანიჭეს. ეს იყო ნაპოლეონი, მაგრამ ნაპოლეონი იყო შვილი რევოლიუციისა, ის არ იყო შვილი რეაქციისა, მას არავითარი კავშირი არ ქონია ძველ დამარცხებულ კლასთან, იმან შექმნა ახალი არისტოკრატიული წოდება, მაგრამ ისინი იყვნენ ახალი ხალხი, ისინი იყვნენ იგივე გლეხები და მეშჩანები, მხოლოდ მათ ჩინი მისცა მან, ზოგს დაარქვა მარშალი, და ზოგს მარკიზი, თავის თავად ცხადია არავითარი მსგავსება არ შეიძლება ნაპოლეონისა ვრანგელთან.
აი ეს, რასაკვირველია, არ ესმით ევროპის ზოგ სახელმწიფო მოღვაწეთ. შეიძლება ესმით ასეთი მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძველ ტრადიციულ ანტიბალშევიკურ პოლიტიკას ვერ ივიწყებდნენ. ეს რომ ასე ესმოდეს ინგლისს, ის მილიონ სტერლინგებს არ გადაყრიდა უნაყოფოდ. ამ საკითხზე ჩვენი აზრი სრულიად ნათელი არის. ჩვენ ვართ, მაშასადამე, წინააღმდეგი რუსეთის ბლოკადისა, ვართ წინააღმდეგი ამ შინაგანი სამოქალაქო ომისა და ვართ მომხრე იმისა, რომ რუსეთი ჩადგეს განვითარების ნორმალურ კალაპოტში და მაშინ შეიქმნება ბალშევიკების შინაგანი ევოლიუცია და ბოლშევიზმი მაშინ მიიღებს თანდათან იმ სახეს, რაც უნდა აუცილებლად მიიღოს, თუ სურს იარსებოს. რუსეთმა ამ რევოლიუციის საშუალებით უნდა აკეთოს ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. თუ არ უნდა არსებობა, მაშინ, თავისთავად ცხადია, მათ შერჩებათ ის მეთოდები, რაც არის ეხლა. როცა იქ არ იქნება ომი, როცა მიეცემა საშუალება რუსეთს თავისუფლად ივაჭროს ევროპაში, მაშინ ბალშევიზმის უკანასკნელი ზარი დარეკავს და მაშინ შეიძლება სოციალისტურ-დემოკრატიულ პოლიტიკის განმტკიცება.
მაშასადამე, ასეთი არის ჩვენი პოზიცია ამ საკითხში.
ამნაირად ჩვენი საგარეო მდგომარეობის წარმოდგენა და ამ ჭაობში ერთი მეორის ინტერესების შეხლა-შემოხლის დროს პოზიციის ნახვა, ამავე დროს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის წარმოება და ამაში არის ჩვენი ხსნა. თუ ჩვენ ამდენ ხანს გავძელით, ეს არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდა მახვილი ხმალი, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ გვქონდა სწორი პოლიტიკა. როცა ჩვენ საგარეო მდგომარეობას ვერ გავიგებთ სწორად და ჩვენ ამ შეხლა-შემოხლაში დავიჭერთ ისეთ ადგილს, რომელიც არ უნდა დავიჭიროთ, როგორც ეს ემართება ერთ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს, - მაშინ თავისთავად ცხადია, ჩვენ ჩავარდებით უარეს მდგომარეობაში, ვინემ ის არის. ამიტომ ჩვენი განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო არის, რომ მთელი ჩვენი გვარდია, მთელი ჩვენი პარტია, - სოც.-დემოკრატიული და აგრეთვე ის ჯგუფები, ვინც ამ პარტიას მისდევენ, უეჭველად იდგნენ ერთ გარკვეულ საგარეო და საშინაო პოზიციაზე. ის საგარეო პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს ჩვენ უნდა გვქონდეს არა მარტო თავში, არამედ უნდა გავატაროთ ცხოვრებაში. ეს ჩვენი საშინაო ტკივილები, რომელიც ჩვენ გვაქვს, დღეს, ეს ტკივილები უნდა განვკურნოთ, ჩვენი საშუალებით და ჩვენივე იარაღებით. არავინ დღეს ჩვენ არ გვიშველის, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი სატკივარი, თავისი დავიდარაბა, არავის არ სცალიან ჩვენთვის, მარტო ჩვენ უნდა ვიყვეთ ჩვენ საგარეო და შინაურ პოზიციაზე ფხიზლად დამდგარი. ჩვენი ბედი არის ჩვენ ხელში და ამ საქმეში პირველი ადგილი უკავია ჩვენ სახელოვან გვარდიას.
(მხურვალე ტაში და ოვაციები).
ერთობა. - 1920. - 31 ოქტომბერი. - №247/248. - გვ. 2, 3.
საქართველო. - 1920. - ღვინობისთვის 30. - №135. - გვ. 2.
![]() |
9.10 მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
დამფუძნებელი კრება
1-ლ დეკემბრის სხდომა
მოქალაქენო! წინა სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ თქვენ მოგახსენათ კომისიის საერთო მოსაზრება კონსტიტუციის პროექტის შესახებ, ეხლა მე მსურს მოგახსენოთ ს. დ. პარტიის და ფრაქციის მოსაზრებანი და საერთო შეხედულება ამავე საკითხზე.
პირველად ყოვლისა ჩვენ უნდა დავსვათ ერთი კითხვა. რა არის კონსტიტუცია საზოგადოთ და მერე როგორი უნდა იყოს ის ჩვენში, ჩვენი პირობების მიხედვით? თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივი კონსტიტუცია არის ერთნაირი ძირითადი უფლებები, ნორმა, რომლის ფარგალში ყოველი სახელმწიფო მუშაობს და მისი ორგანოები მოღვაწეობენ. ის არის, ასე ვთქვათ, ერთნაირი საერთო დიპლომი, სახალხო ხარატი, რომელზედაც არის დაბჯენილი მთელი სახელმწიფოს წეს-წყობილება და თითოეულმა მოქალაქემ იცის, თუ რა უფლებანი აქვს მას ამ ხარატის მიხედვით და რა მოვალეობანი აწევს მას სახელმწიფოს მიმართ. ეს, ასე ვთქვათ, ერთნაირი წესდებაა, წესდება ისეთი ხასიათის, როგორიცაა მაგალითად რომელიმე საზოგადოების წესდება. ამ წესდების თანახმად მუშაობს საზოგადოება, სავაჭრო იქნება ის, საქველმოქმედო თუ სხვ. ასეთი წესდებაა ეს კონსტიტუცია თითოეულ სახელმწიფოსათვის. აი ასეთი წესდება, ძირითადი ნორმა, ასეთი პოლიტიკური წესდება არსებობს ყველა თანამედროვე სახელმწიფოებში და ეს სახელმწიფონი ამის მიხედვით თავიანთ საზღვრებში მუშაობენ. უნდა ვსთქვა, რომ არის ერთი გამონაკლისი, სადაც არის დიდი საკონსტიტუციო უფლებები, მაგრამ არ არის კონსტიტუცია, როგორც მთელი, ჩამოყალიბებული. ეს არის ინგლისი. ინგლისის პარლამენტი არის ერთად ერთი პარლამენტი, რომელსაც აქვს უზენაესი უფლებები. არც ერთ სხვა ქვეყნის პარლამენტს ასეთი უფლებები არა აქვს. ინგლისის პარლამენტს კი აქვს ეს შეუბოჭავი უფლებები. მას შეუძლია ყოველ დღე სცვალოს კონსტიტუციონალური აქტები, გამოსცეს კანონები და არავითარი განსხვავება არ ჰპოვოს ძირითად და არა ძირითად კანონებს შორის. ყოველგვარ სხვა სახელმწიფოს, იქნება ის მონარქიული, თუ რესპუბლიკანური, პარლამენტს აქვს შეზღუდული უფლებები. ის ძირითადი დებულებები, რომელიც არის შემუშავებული სამუდამოთ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა ჩვეულებრივი, პარლამენტარული გზით, არამედ ამისათვის მიღებულია არა ჩვეულებრივი გზა. არის მეორე განსხვავება. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი საკუთარი კონსტიტუცია და ერთი სახელმწიფოს კონსტიტუცია არ გავს მეორე სახელმწიფოს კონსტიტუციას. მართალია, ძირითადი დებულებები ერთნაირია, მაგრამ მათი ფორმები და ცხოვრებაში გატარება სხვა და სხვა ნაირია და ამიტომ ვამბობ, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი საკუთარი კონსტიტუცია აქვსმეთქი. უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია არავითარ ახალ უფლებას არ ქმნის, ის მხოლოდ აღბეჭდავს იმას, რაც უკვე არის ცხოვრებაში, ე.ი. მისი ძირი, საძირკველი, რომელზედაც უნდა იქნას
აგებული წერილობითი კონსტიტუცია, არის ამა თუ იმ ქვეყნის ფაქტიური კონსტიტუცია. რანაირია ამა თუ იმ საზოგადოებაში ფაქტიური ძალთა განწყობილება, ეს უნდა სწორედ კონსტიტუციაში იყოს აღბეჭდილი. ამნაირად ცხოვრებაც სინამდვილეა სავსებით, ერთიანად უნდა ეთანხმებოდეს ამ დაწერილ სინამდვილეს ე.ი. ამ ორ წყებას შორის უნდა იყოს სრული თანხმობა. თუ ეს ასე არ არის, თუ ფაქტიური კონსტიტუცია ერთია, დაწერილი კი - მეორე, აქ, რასაკვირველია, წერილობითი კონსტიტუცია იძულებული იქნება ადგილი დაუთმოს ფაქტიურს და ამ ორ წყებას შორის მოხდება სრული კოლიზია და ამ ბრძოლაში, ეჭვს გარეშეა გაიმარჯვებს ფაქტიური კონსტიტუცია. მხოლოდ იმ კონსტიტუციას შეუძლია არსებობა, რომელიც ხატავს ხალხის შინაგან ძალთა განწყობილებას. რასაკვირველია, კონსტიტუციის ისტორიაში ყოფილა და დღესაც არის ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არსებობენ არა შინაგან ძალთა განწყობილებით, არა საზოგადოებრივი კალიბრით, არამედ ხიშტით, იარაღის შიშით. ამის მაგალითს გვაძლევს ჩვენ საბჭოთა რუსეთის კონსტიტუცია. რასაკვირველია, ბალშევიკების კონსტიტუცია დღეს არსებობს იარაღის ქვეშ, და თუ ეს ხიშტი მოიხსნა, მაშინ ის ერთ საათსაც ვერ დარჩება და დარღვეულ იქნება კონსტიტუცია, ე.ი. მოხდება მეორე რევოლიუცია. კლასიკური მაგალითი კონსტიტუციების ხშირი ცვლილებებისა არის საფრანგეთი. საფრანგეთში კონსტიტუცია ხშირ-ხშირად იმიტომ იცვლებოდა, რომ ის არ ხატავდა ფაქტიურ სინამდვილეს. იქ მრავალი კონსტიტუცია შეიცვალა და მხოლოდ 1871 წელს დამტკიცდა და საფუძველი ჩაეყარა მესამე რესპუბლიკას. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ იქ, საფრანგეთში, კონსტიტუცია ვერ აღბეჭდავდა ცხოვრების სინამდვილეს. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ეს მეტად ძნელი და რთული კითხვაა. ეს კითხვა არ არის ისე ადვილი, როგორც საზოგადოებაში ბევრს წარმოუდგენია. შეიძლება მშვენიერი კონსტიტუცია დაიწეროს ქაღალდზე, მაგრამ, როგორც შევა ცხოვრებაში მაშინვე გამოჩნდება, რომ ამ კონსტიტუციის და ცხოვრების შორის არაფერი საერთო არ არის და დაიწყება უფლებრივ ნიადაგზე ბრძოლა. კონსტიტუცია ისეთივეა სახელმწიფოსათვის, როგორიც ტანისამოსია ადამიანისათვის. თუ ტანისამოსი ადამიანის ტანზე არ არის გამოჭრილი, თავის-თავად ცხადია, მისი მატარებელი იძულებული იქნება ის გაიხადოს და ახალი მკერვალი ეძიოს, ისეთი მკერვალი, რომელიც მის ტანზე გამოსჭრის ტანისამოსს. საფრანგეთი 70 წლის განმავლობაში ეძებდა ისეთ მკერვალს, რომელიც გამოუჭრიდა მას შესაფერ კონსტიტუციას.
და დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის კონსტიტუციას, პირველად ყოვლისა უნდა გამოვარკვიოთ საქართველოს ფაქტიური კონსტიტუცია, შინაგან ძალთა განწყობილება და შემდეგ ეს ძალთა განწყობილება აღვბეჭდოთ ჩვენს კონსტიტუციაში. მაშ, ვიკითხოთ, რანაირია ჩვენში ეს ძალთა განწყობილება? დავიწყოთ მაღლიდან, მწვერვალიდან. ჩვენში ამ უკანასკნელ 100 წლის განმავლობაში ბატონობდა რუსეთის ტახტი, მაგრამ ამ ტახტს არ ქონდა ჩვენს ხალხთან ორგანიული კავშირი, ე.ი. ის არ იყო ჩვენი ნაციონალური ტახტი და არ იყო გამოსული ჩვენი ხალხის ისტორიიდან, გულიდან. ამიტომ, როდესაც დაიმსხვრა ეს ტახტი, არ შეიძლებოდა ამ ტახტით შექმნილ მონარქიულ ტრადიციების დაბრუნებისათვის ეზრუნა ჩვენს ხალხს. ჩვენ გვქონდა ჩვენი ნაციონალური სამეფო ტახტი, მაგრამ ის ასი წლის წინათ დაირღვა. ამ ნაციონალურ ტახტს ხალხზე ისეთი გავლენა არ ქონია, რომ მას მოეთხოვა მისი აღდგენა. მაშასადამე ის მონარქიული ტრადიცია, ის ფსიქიკა, რომელიც იქმნება ყოველ სახელმწიფოში, ჩვენში არ არის. მაგ., აიღეთ თუ გინდ საბერძნეთი. იმ მეფეს, რომელითაც უკმაყოფილო იყო გუშინ საფრანგეთის ხალხი, იგივე ხალხი ეუბნება მობრძანდი და იბატონეო. აი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნაციონალური ტახტის ორგანიული კავშირი ხალხთან. შემდეგ უნდა ვსთქვა, რომ ის საზოგადოებრივი ნაწილის, ის წოდება, რომელიც აძლევს მონარქიას ერთგვარ საფუძველს და მასზე ის ეყრდნობა, აი ეს წოდება ჩვენში დღეს არის სავსებით დარღვეული და არ წარმოადგენს სოციალურ ძალას - ეს არის თავად აზნაურობა. მაშასადამე მე ვამბობ, რომ ჩვენში არც ერთ საზოგადოებრივ ნაწილში არავითარი საფუძველი არა აქვს მონარქიულ სულისკვეთებას და მაშასადამე მონარქიულ კონსტიტუციას.
შემდეგ მოდის ბურჟუაზია. თქვენ იცით, რომ ჩვენში მძლავრი ბურჟუაზია არ არის (შენგელაია: ჯერ არ მოსულა?). არ მოსულა ბ. ლეო, და როცა მოვა, არ ვიცი, თქვენ სად იქნებით. და მე ვამბობ, რომ ჩვენში არ არსებობს მძლავრი, შეძლებული ბურჟუაზია. მართალია, არიან ბურჟუაზიის იდეოლოგები, მაგრამ თითონ კლასი არ არსებობს, არ აქვს ამ კლასს ისეთი სოციალური ძალა, რომ თავისი ელფერი დაასვას სახელმწიფოს კონსტიტუციაზე. ჩვენი საზოგადოება შესდგება სამი კლასისაგან, რომელთაც აქვთ ჩვენში მნიშვნელობა. ერთი არის მრავალრიცხოვანი წვრილი გლეხობა. 90 პროცენტი ამ გლეხობისა იძულებულია თავის სარჩენად მიმართოს სხვის მიწას, ან სხვა რაიმე სამუშაოს გარდა მეურნეობისა (კედია: თქვენის წყალობით, ბ-ნო იმათ აქვთ საკუთარი მიწა). სამწუხაროდ, ბ. სპირიდონ, ჩვენში იმდენი მიწა არ აღმოჩნდა, რომ მიწების დარიგების შემდეგ გლეხებს საკმაო მიწა ჰქონოდათ და მე მგონია, რომ ამდენი მიწა ვერ გაჩნდება. ასე რომ, იმ რეფორმამ, რაც ჩვენ მოვახდინეთ სრულიად ვერ შესცვალა ჩვენი კლასიური მდგომარეობა. მართალია ბ. სპირიდონი, ფიქრობს, რომ ჩვენშიაც გაჩნდებოდა სხვანაირი გლეხი, მსგავსად გერმანიისა, მაგრამ მათი იმედები გაცრუვდა (კედია: ეს ადრე უნდა გეთქვათ ბატონო!). მე ვიმეორებ, რომ საქართველოში საკმარისი მიწა არ იყო და მიწას ჩვენ ვერ შევქმნიდით.
შემდეგ ჩვენში არის ქალაქის მრავალრიცხოვანი წვრილი ბურჟუაზია; წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მოხელეები, ე.ი. ისეთი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში წვრილი შემოსავლით და ვერ გამხდარა ბურჟუაზიის წევრათ. ამის შემდეგ ჩვენში არის მრავალრიცხოვანი, ამასთანავე შეკავშირებული და შეგნებული მუშათა კლასი, რომელიც დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებას, პოლიტიკურ მოძრაობას უდგია სათავეში. აი ამ კლასმა დაასვა თავისი გადამჭრელი ბეჭედი მთელ ჩვენ მოძრაობას, ამ კლასს მისდევს მოწინავე გლეხობა, მისდევს აგრეთვე დიდი ნაწილი ქალაქის წვრილი ბურჟუაზიისა.
აი ეს სამი კლასი არის შეკავშირებული მუშათა კლასის იდეოლოგიის და მისი დღევანდელი დროშის ქვეშ. აი ასეთია ნაწილები ჩვენი ფაქტიური კონსტიტუციისა. თუმცა ჩვენ წერილობით კონსტიტუცია დღევანდლამდე არ გვქონია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია და კანონი სავსებით დაყრდნობილია ამ 3 კლასის არსებობაზე და მათ ურთიერთობაზე, აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს ამ სამ კლასს, რომელიც ყოველ ქვეყანაში და ყოველ დროს ყოფილა უაღრესად დემოკრატიული კლასი. როგორც დავინახეთ, ჩვენში არავითარი საფუძველი არა აქვს მონარქიას, აქედან ცხადია, რომ ჩვენში უნდა იყოს რესპუბლიკა, მაგრამ თუ ამ რესპუბლიკაში გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ კლასებს, თავისთავად ცხადია, ეს რესპუბლიკა უნდა იყოს დემოკრატიული. ამნაირად დემოკრატიული რესპუბლიკა სავსებით ხატავს ჩვენი ცხოვრების ვითარებას და ეს რესპუბლიკა არის სწორედ ნამდვილი გამოჭრილი ტანისამოსი, რომელიც უნდა ეცვას ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე ვთქვი, რომ ამ დემოკრატიულ კლასების მეთაური არის მუშათა კლასი, ე.ი. დღეს ჩვენში პოლიტიკური ბატონობა და პოლიტიკური გეგემონია უჭირავს მუშათა კლასს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლასს შეუძლიან დაამყაროს ის, რაც მას მოეპრიანება და მოესურვება, ამ დღევანდელ მის ბატონობას აქვს ერთნაირი საზღვარი და ეს საზღვარი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა. რა ნაირია ჩვენში ეს ეკონომიური მდგომარეობა თქვენ იცით, ჩვენში მსხვილი მრეწველობა სუსტია. მსოფლიო ბაზარი კი ეკუთვნის კაპიტალისტურ ბურჟუაზიას, ჩვენში არის წვრილი მეურნეობა, წვრილი ხელოსნება და წვრილი ვაჭრობა. ამას აქვს უაღრესად გადამჭრელი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ ეკონომიურ საფუძველზე თავის თავად ცხადია, მუშათა კლასი ვერ განახორციელებს თავის საბოლოო მიზანს ევროპის დამოუკიდებლად. აი ამ მდგომარეობას არ მიხედეს ბოლშევიკებმა, ვერ გაიგეს, რომ რუსეთში დაახლოებით ისეთი ეკონომიური ვითარებაა, როგორიც ჩვენში. მათ თავისი პროგრამა ვერ შეუფარდეს ეკონომიურ მდგომარეობას და აქედან დაიბადა ის, რომ, იმის მაგიერ, რომ იქ მართლა, როგორც მათ სურდათ განეხორციელებინათ საბოლოო მიზანი, მოგვცეს დანგრევა მთელი მრეწველობისა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენში არ შეიძლებოდეს სოციალიზმის განხორციელება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გადაიქცევა ინდუსტრალურ ქვეყნად. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ევროპის დამოუკიდებლათ ჩვენ ვერ განვახორციელებთ სოციალიზმს და თუ მოვინდომეთ ეს, ის მოგვივა, რაც რუსეთს მოუვიდა. დავრჩებით გატეხილი გობის წინ. მაგრამ თუ კი ევროპის მდგომარეობა შეიცვალა, მისი სოციალური გარდაქმნა მოხდა, მაშინ ჩვენშიაც შესაძლებელი იქნება სოციალური გარდაქმნის მოხდენა, რადგანაც ჩვენ არ ვიქნებით ეკონომიურად განმარტოებული. მაშინ ჩვენ და ევროპას ერთად შეგვეძლება სიარული და ევროპიდან მოვიტანთ იმას, რაც ჩვენ დაგვაკლდება. მაშასადამე, ჩვენი მუშათა კლასის მოქმედების საზღვარი არის ეკონომიური მდგომარეობა. ამით მტკიცდება ის, რაც არა ერთხელ ითქვა მარქსის და სხვა მარქსისტების მიერ, რომ პოლიტიკური წყობილება არის აგებული ეკონომიურ წყობილებაზე. პოლიტიკა ეკონომიკის ზედნაშენია; ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ვითარებას არ შეეძლოს ამ საფუძველზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოს დააჩქაროს პროცესი. აქედან იბადება საჭიროება ისეთი პოლიტიკური წყობილებისა, ისეთი კონსტიტუციისა, რომელიც მუშათა კლასს მისცემს ნამდვილ იარაღს არსებულ ეკონომიურ საფუძვლის გარდასაქმნელად თავის სურვილისამებრ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა ატარებდეს თან ამ კლასის პოლიტიკას და სოციალურ მისწრაფებას და უნდა უკაფავდეს ბრძოლის გზა-კვალს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკური უფლება რჩება ცალიერ სიტყვათ, თუ მას არ ახლავს სოციალური უფლებები, თუ ამ უფლებას არ სცნობს ერის დიდი უმრავლესობა და არ ემხრობიან გლეხები. საქართველოს მუშათა ხალხი აგებს რა თავის კონსტიტუციას აი ამ პრინციპზე, ჰქმნის უაღრესად დემოკრატიულ პოლიტიკურ ნორმებს. ის ამ კონსტიტუციის საშუალებით მიდის თავის საბოლოო მიზნისაკენ, მაგრამ ის თავის ამ საბოლოო მიზნებს უკავშირებს ხალხის ფართო მასას და ეს ქმნის იმას, რომ ეს კლასი არ შორდება ფართო დემოკრატიულ მასებს ისე, როგორც მოშორდენ ბალშევიკები. მაშასადამე, საჭირო არ იქნება ის, რომ ამ კლასმა ძალით, იარაღით ხელში თავს მოახვიოს ფართო მასას თავისი მიზნები და სურვილები. დემოკრატიულმა კონსტიტუციამ, როცა ის აწესებს თავის პოლიტიკურ ნორმებს, იქვე უნდა ჩაუყაროს საფუძველი სოციალურ ნორმებსაც. საზოგადო მეურნეობა, მისი თანდათან გაფართოება, აი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ამ ნორმების გეზი და სავალი გზა. ასეთ პირობებში პოლიტიკურ-სოციალური აღორძინება სწარმოებს ერთად განუყრელად და მის ერთად ერთ ასპარეზად აღიარებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მისი მთავარი გზა-კვალი და საშუალება არის საქართველოს დემოკრატიული კონსტიტუცია. აი ასეთი მიზანი უნდა დაისახოს ჩვენმა დემოკრატიულმა კონსტიტუციამ. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება ეს მიზანი განხორციელებულ იქნას, ე.ი. როგორი უნდა იყოს ეს კონსტიტუცია თავისი ფორმებით, რომ მართლაც გააკეთოს ის, რაც ხელსაყრელია მოწინავე კლასისათვის და არა ის, რაც ხელსაყრელი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგეთათვის. შეიძლება კონსტიტუციას დაერქვას დემოკრატიული, მაგრამ არავითარი დემოკრატიზმი არ იყოს შიგ. მაგ. ამბობენ, რომ საფრანგეთის კონსტიტუცია არის დემოკრატიული კონსტიტუციაო, მაგრამ ეს არ არის მართალი.
ძირითადი კითხვა, პრობლემა ყველა კონსტიტუციისა ერთი და იგივე არის. ეს არის - რანაირად შეიძლება აწყობა ხელისუფლებისა ე.ი. რანაირად უნდა იმუშაონ სახელმწიფოს ორგანოებმა ისე, რომ ეს ორგანოები ერთი მეორეს ხელს არ უშლიდენ, ერთი მეორეს ეხმარებოდნენ და საბოლოოდ ამ ორგანოების მუშაობა ჰქმნიდეს ერთ მთლიან სახელმწიფოს; ე.ი. შრომის დანაწილება ამ ორგანოთა შორის და იმავე დროს - მათი შეერთება - ეს არის პრობლემა კონსტიტუციისა, ან კიდევ უფრო, რომ განმარტო, კითხვა კონსტიტუციისა მდგომარეობს შემდეგში - რანაირად შეიძლება მოქალაქის თავისუფლება მოთავსდეს საზოგადო წესიერებასთან და სახელმწიფოს მთლიანობასთან. თქვენ იცით, რომ, რაც უფრო ნაკლები არის თავისუფლება, მით უფრო ადვილია წესიერების დამყარება, ამისთანა მაგალითები ისტორიაში ბევრია, მაგრამ ახალი და ახლის მაგალითიც გვაქვს - ეს არის რუსეთი, იქ თავისუფლება თითქმის არ არის, წესიერება კი არის, შეიძლება ეს დროებითია, მაგრამ წესიერება მაინც არის. მაშასადამე მეტი თავისუფლება - ეს არის მოთხოვნილება, თვისება ყველა დემოკრატიისა და თუ ჩვენ გვინდა ჩვენში იყოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩვენ ამ რესპუბლიკაში თავისუფალნი უნდა ვიყვნეთ მაგრამ, როდესაც აძლევთ თავისუფლებას არ უნდა მოხდეს ის, რომ ამ თავისუფლებამ დაარღვიოს შინაური წყობილება. მაშასადამე, როგორ უნდა მოვათავსოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხის დიდი თავისუფლება წესიერებასთან ან და დემოკრატიულ რესპუბლიკის მთლიანობასთან. უნდა ვსთქვათ, რომ ასეთი პრობლემა დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილია. ეს არის - შვეიცარია და შეერთებული შტატები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს სახელმწიფოები ფედერატიული სახელმწიფოები არიან, ჩვენ კი ვქმნით არა ფედერატიულ, არამედ უნიტარულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა კი ჯერ-ჯერობით ქვეყანაზე არ არსებობს. ცდა კი იყო ასეთი სახელმწიფოს შექმნისათვის. საფრანგეთში რევოლიუციის ხანაში კონვენტი შეეცადა შეექმნა დემოკრატიული უნიტარული რესპუბლიკა, მაგრამ ის კონსტიტუცია, რომელიც მან შეიმუშავა, ცხოვრებაში არ გატარებულა, ის დარჩა მხოლოდ ქაღალდზე.
მაშასადამე, როგორც ვსთქვი, დემოკრატიული უნიტარული რესპუბლიკა არსად არ არსებობს და ჩვენ გვსურს სწორედ ასეთი რესპუბლიკის დაარსება. ამიტომ ძირითადი პრობლემის გადაწყვეტა ასე ადვილი არ არის. დემოკრატიულ უნიტარულ სახელმწიფოებში ეს პრობლემა გადაწყდა ისე, რომ პატარ-პატარა შტატებში, პატარ-პატარა კანტონებში პრობლემა თავისუფლების, წესიერების და მთლიანობისა თანდათან ვითარდებოდა, მაგრდებოდა და შემდეგ ეს შტატები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ; ამნაირად შეიქმნა შვეიცარია და შეერთებული შტატები. ამგვარად იქ ეს მოხდა ძირითადათ, ქვეიდან. ჩვენ კი, რადგანაც უნიტარულ სახელმწიფოს ვქმნით, ამ პრობლემის გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ ცენტრიდან და აქ არის დიდი დაბრკოლება. ჩვენთვის ეს პრობლემა დღესაც არსებობს. ჩვენ კონსტიტუცია არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ერთნაირი პრაქტიკა. ჩვენში პროვინციალური ორგანოები და მთავრობა მუშაობენ, მაგრამ ხშირად ერთმანეთს ხელს უშლიან. ეს არის ერთნაირი პარტიკულიარიზმი, რომელიც გამომდინარეობს დემოკრატიზმიდან. თუ მიეცით ხალხს თავისუფლება, თავისთავად ცხადია, ის თავისებურად მოინდომებს მის გამოყენებას და ამ ორგანოებში მოკალათებას. ამიტომ სახელმწიფო ისეთი უნდა იყოს, რომ ადგილობრივ ორგანოების მოღვაწეობას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ იმავე დროს ერთ სახელმწიფოში არ ქმნიდეს მრავალ სახელმწიფოებს. დემოკრატიზმი უეჭველად მოითხოვს იმას, რომ მართვა გამგეობაში იყოს შეტანილი დეცენტრალიზაცია და ეს დეცენტრალიზაცია პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს დემოკრატიზმიდან, მაგრამ ეს არ უნდა არღვევდეს ცენტრის უფლებას. ეს არის დიდი პრობლემა, დიდი პოლიტიკური საკითხი და თუ ჩვენმა კონსტიტუციამ ეს გადაჭრა, ეს იქნება პირველი მაგალითი მსოფლიოში, რომ უნიტარული რესპუბლიკა დაარსდა თავისი შესაფერი დემოკრატიული კონსტიტუციით.
რას ნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკა. არის ორი ტიპი რესპუბლიკისა, არის რესპუბლიკა პარლამენტარული და რესპუბლიკა დემოკრატიული. პირველად 1849 წ. საფრანგეთის გამოჩენილმა მოღვაწემ ტიერმა საფრანგეთის რესპუბლიკას უწოდა პარლამენტარული რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტიდან გაძევებულ იქნენ მონტანიარები ე.ი უკიდურესი პარტიები და დარჩენ მხოლოდ ბურჟუაზიის წარმომადგენლები. როგორია პარლამენტარული რესპუბლიკა ტიერის მიერ აღიარებული. ამის შესახებ კაუცკი შემდეგს წერს:
„ბურჟუაზიას შეუძლია ბატონობა მხოლოდ პარლამენტარული მონარქიის დროს, როცა ამ მონარქიის მეთაური წარმოადგენს უბრალო დეკორაციას.“
ესე იგი ბურჟუაზიის მიუცილებელი მოთხოვნილება პარლამენტარული რეჟიმია, იქნება ის რესპუბლიკის ფორმა, როგორც საფრანგეთშია, თუ მონარქიის, როგორც ინგლისში - ეს სულ ერთია. კ. მარქსის სიტყვებით ბურჟუაზიას 1849 წელს ტიერის მეთაურობით ასე ესმოდა რესპუბლიკა: „ეს პარლამენტარული ფორმაა ბურჟუაზიის ბატონობის, რომელიც შეუზღუდველია (როგორც მონარქიაში) აღმასრულებელი ძალით და პალატის ვადის შესრულებამდე დათხოვნით“.
ერთი სიტყვით, ბურჟუაზიულ რესპუბლიკანურ პარლამენტარული წყობილების დროს მთელი ძალა-უფლება, როგორ საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო არის მხოლოდ პარლამენტის ხელში. თვითმყრობელი მეფის მაგივრად არის თვითმყრობელი პარლამენტი, თავად-აზნაურობის მაგივრად - ბურჟუაზია. პრინციპი ერთნაირია - უსაზღვრო გაძლიერება ცენტრალური მთავრობის, მხოლოდ ეს ხდება სხვა და სხვა ფორმით და საშუალებით, როცა ბურჟუაზია ხელთ იგდებს ეკონომიურ ძლიერებას, მაშინ ის პოლიტიკურადაც ბატონობდა. პარლამენტარული წყობილების ბატონობის დროს ბურჟუაზიის ხელშია კანონების გამოცემაც, მათი ასრულებაც (ადმინისტრაცია, პოლიცია, ჯარი და სხვა). არცერთი ამ ფუნქციას ის არ ანიჭებს არც ხალხს და არც სხვა პარლამენტისაგან დამოუკიდებელ ორგანოებს.
პარლამენტარული რესპუბლიკა - ეს იგივე პარლამენტარული მონარქიაა უმონარქიოდ და პირიქით. პარლამენტარული მონარქია თავისი სტრუქტურის მიხედვით იგივე პარლამენტარული რესპუბლიკაა უპრეზიტენდოთ. დამახასიათებელი თვისება რესპუბლიკისა, პრეზიდენტი კი არ არის, და არც საყოველთაო საარჩევნო უფლება, არამედ-პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ბურჟუაზიის პოლიტიკური დიქტატურა, ყოველნაირი ძალა-უფლების მის ხელში მოგროვებით. ამ რეჟიმის მეოხებით ისინი სახელმწიფოს ფარგლებში არ ითმენენ და არ აძლევენ ნებას სხვა რომელიმე ძალა-უფლების დამკვიდრებას, თუ ის ცენტრზე არ არის დამოკიდებული და უკანასკნელი მას კონტროლს არ უწევს.
ამ კითხვაში დამახასიათებელია არა პრეზიდენტი, არა მონარქი, არამედ პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ის, რომ მთელი ძალა-უფლება თავმოყრილია ცენტრში.
ასეთია მოკლედ პარლამეტარული რესპუბლიკა და ასეთი რესპუბლიკები არსებობენ საფრანგეთში, ინგლისში და სხვა მრავალ მოწინავე სახელმწიფოებში, თუმცა მონარქია არის, მაგრამ მას არ აქვა ძალა-უფლება, მთელი ძალა-უფლება არის გადატანილი პარლამენტის ხელში. რანაირია დემოკრატიული რესპუბლიკა ამის შესახებ მე ვწერდი:
პარლამენტარულ რესპუბლიკისაგან დემოკრატიული რესპუბლიკა პრინციპიალურად განსხვავდება.
დემოკრატიულ რესპუბლიკას საფუძვლად ედება პრინციპი ხალხის პოლიტიკური თვითმართველობისა. აქ ძალა-უფლება მარტო ცენტრში არ არის მოგროვილი, არამედ განაწილებულია ცენტრსა და პერიფერიების შორის. ხალხი ირჩევს არა მარტო დეპუტატებს პარლამენტისათვის, არამედ კანონების აღმასრულებლებსაც, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს და სხვა. ხალხი პირდაპირ მონაწილეობას იღებს კანონების გამოცემაში. ისე, რომ დამახასიათებელი თვისება დემოკრატიულ რესპუბლიკისა ის არის რომ აქ ხალხი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეში. ამისთვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ხალხს თვითონ ჰქონდეს პარლამენტისაგან დამოუკიდებელი საკუთარი მართვა-გამგეობის ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა ორგანომ შესძლო გაუქმება მოქალაქეთა ამა თუ იმ გადაწყვეტილებისა, მაშინ რესპუბლიკა იქნება არა დემოკრატიული, არამედ პარლამენტარული. კარლ მარქსის აზრით, მთავრობამ უნდა გაამარტივოს, შეამოკლოს სახელმწიფო მექანიზმი, რაც შეიძლება ნაკლებად იმართველოს, დაიჭიროს ნაკლებ რიცხვი მოხელეებისა, ნაკლები კავშირი დაიკავოს ბურუაზიულ საზოგადოებასთან, უნდა შეიქმნას ბურჟუაზიისათვის და მათ საზოგადო აზრისათვის მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოები (იდ. 93, 191). როცა ამ რიგად ვანაწილებ ძალა-უფლებას პარლამენტსა და ხალხს შორის, და ვაძლევთ უკანასკნელთ გარანტიას ცენტრის ოპეკის წინააღმდეგ, ამით ჩვენს საშუალებას უსპობთ ბურჟუაზიას ჩაერიოს სახელმწიფოს საშუალებით ხალხის ყველა საქმეებში, იყოს ყოველგან მყოფი მთავრობის ორგანოების საშულაბით. ერთი სიტყვით, ვამცირებთ და ვზღუდავთ ბურჟუაზიის პოლიტიკურ დიკტატურას.
თუ მაგალითად, ცენტრი სცემს კანონებს, ხოლო ის სისრულეში მოყავს ხალხის, ანუ რომელიმე ორგანოს მიერ არჩეულ ცენტრის დამოუკიდებლათ, ცხადია, ბიუროქრატია უქმდება, მთავრობა რჩება უმოხელოთ ანუ თუ კანონი, რომელიც გამოცემულია მთავრობის მიერ, ხალხმა არ მიიღო, მაშინ პარლამენტს ეკარგება უმაღლესი საკანონმდებლო ძალა-უფლება, რომელსაც ზღუდავს ხალხი.
აქ, როგორც ხედავთ, დემოკრატიული რეჟიმის ან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი თვისება არის არა იმაში, ყავს თუ არა მას პრეზიდენტი, არამედ იმაში რომ ძალა-უფლება არის სახელმწიფოში დანაწილებული ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ასეთი უფლება არის 3-ნაირი: კანონ-მდებლობა, ადმინისტრაცია ანუ მმართველობა და სასამართლო.
მაშასადამე დემოკრატიულ რესპუბლიკაში არის კანონმდებელი პარლამენტი და ხალხი. ხალხს აქვს უფლება სთქვას თავისი აზრი იმ კანონზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა ან მოიწონოს ან დაიწუნოს ის. ამას ეწოდება რეფერენდუმი.
აგრეთვე ხალხს აქვს უფლება თვით აღძრას კანონის გამოცემის საკითხი. შეიტანოს პარლამენტში პროექტი და პარლამენტი იძულებულია ამაზე იქონიოს მსჯელობა, ან უარყოს, ან მიიღოს.
მაშასადამე თუ ხალხს სურს კანონის გამოცემა და პარლამენტი უარყოფს, რასაკვირველია, მას აქვს უფლება რეფერენდუმის და სხვა გზის, რომ პარლამენტს დაატანოს ძალა, რომ ეს კანონი იქნეს გამოცემული. მაშასადამე მას აქვს უფლება კანონ-მდებლობისა. ეს კანონ-მდებლობა ნაწილდება ცენტრსა და პერიფერიებს შორის ე.ი. ხალხში.
ასეთია პრინციპი მართველობის. არის ცენტრი - მთავრობა და არის ორგანო ხალხისა, თემი, ერობა, ქალაქები.
და აი, ადმინისტრაცია, როცა ასრულებს ამა თუ იმ ბრძანებას, ის ემორჩილება არა მთავრობას, არამედ ხალხის ამ ორგანიზაციებს, მაშასადამე ეს მმართველობის განაწილება აქაც ხდება. ასევე ხდება სასამართლო სფეროში, ხალხი თავისი ორგანოს საშუალებით აირჩევს მოსამართლეებს, ზოგს ნიშნავს პარლამენტი. ასე, რომ სასამართლოს ფუნქცია არის დანაწილებული ცენტრს და ხალხს შორის.
აი ეს შეხედულება დაცულია კომისიის პროექტში. აქ არის ძირითადი კითხვები დემოკრატიზმისა გატარებული. მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ შედეგი ამ ძირითადი პრინციპებისა, ეს შედეგი ვერ არის გატარებული ამ პროექტში, როგორც საჭიროა. და თუ ამ კონსტიტუციას ჩვენ ავაგებთ ისე, როგორც ამაში სწერია, ის ერთ თვეში ან თვითონ დაირღვევა, ან სახელმწიფო დაარღვევს.
რაშია აქ საქმე?
აქ არის რამდენიმე წინააღმდეგობა, რომელიც არ ეგუება იმ ძირითად დებულებებს დემოკრატიზმისა, რომელიც აქ არის და რომელზედაც მე მოგახსენებთ:
პირველი წინააღმდეგობა აქ არის დაცული წმინდა პარლამენტარული სისტემა. წმ. პარლამენტარიზმი არ ეგუება რეფერენდუმსა და ინიციატივას. რატომ? თქვენ იცით, რას ნიშნავს წმ. პარლამენტარიზმი: ეს ნიშნავს, რომ მთავრობა დგება და იშლება თანახმად იმ უმრავლესობის სურვილისა, რომელიც არის ამა თუ იმ პარლამენტში.
აქ შეიძლება, მაგალითად, პარლამენტს მოსწონდეს მთავრობის პოლიტიკის საერთო ხაზი, მაგრამ ამა თუ იმ საქმეში დაინახოს შეცდომა და როგორც იტყვიან, ფორმულაში უსაყვედუროს მთავრობას და მთავრობა იძულებულია გადადგეს. იყო შემთხვევა ინგლისში კურიოზული მაგალითისა. ერთ მინისტრს დაუკავეს ერთი თუმანი და ამიტომ იგი გადადგა (ვეშაპელი: ჩვენში საწინააღმდეგო კურიოზებს აქვს ადგილი) ის, რაც ჩვენში არის, ჩვენი აზრით არის ღირსება და და არა ნაკლი. (ვეშაპელი: ჩვენი მინისტრი ერთი მილიარდისათვის არ გადადგება) არ გადადგება იმიტომ, რომ ბ-ნ ვეშაპელს არ მოსწონს. მაგრამ, თუ აქ დაადგენს უმრავლესობა, მინისტრი წავა.
მაგრამ ეს კერძო შემთხვევა - სამინისტროს გადადგომა, არ ეგუება პრინციპს დემოკრატიზმისას. რატომ?
აი რატომ: ჩვენ ვთქვით, რომ თვით ხალხს შეუძლია დაიწუნოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ვთქვათ მიღებულია კანონი, ხალხი მას რეფერენდუმის ძალით უარყოფს, მაშინ პარლამენტი უნდა წავიდეს წმ. პარლამენტარიზმის წესით. მაგრამ პარლამენტი რჩება იმიტომ, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული.
საერთო ხაზი ამ პარლამენტის პოლიტიკისა ხალხს მოსწონს, მაგრამ მას შეუძლია ესა თუ ის ნაბიჯი კანონმდებლობაში არ მოიწონოს. ამიტომ პარლამენტი არ არის ვალდებული სთქვს, მე არ მაქვს ხალხის ნდობა და წავიდეს.
მაშასადამე ჩვენ უნდა გავარჩიოთ სამი მხარე: 1) საერთო პოლიტიკური ხაზი, 2) კერძო პრაქტიკული კითხვები და 3) მთავრობის კრიზისი და აი ამაში, უნდა იყოს განსხვავება და როცა საერთო პოლიტიკური ხაზი მოწონებული არის, კერძო პრაქტიკულმა კითხვებმა ვერ უნდა გამოიწვიოს კრიზისები.
მაშასადამე აქ უნდა მოხდეს ის, რაც ხდება დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ე.ი. როცა პარლამენტი ადგენს, სამინისტრო ვალდებულია დაემორჩილოს ისე, როგორც, როცა ხალხი ადგენს ეს კანონი არ ვარგაო, პარლამენტი ვალდებულია ეს აასრულოს.
მაშასადამე პრინციპი დამორჩილებისა არის პრინციპი კრიზისებისა, არამედ პრინციპი დემოკრატიზმისა. უამისოდ დემოკრატიული რეჟიმის არსებობა შეუძლებელია. (ვეშაპელი: მორჩილი მინისტრი სჯობია ყოველთვის) მგონია ის მინისტრი, რომელიც შეასრულებს დადგენილებას უკეთესია, ვიდრე ის, ვინც მას არ ასრულებს და ქმნის კრიზისებს, (ვეშაპელი: თუ არ შეუძლია?) თუ არ შეუძლია ან ავადაა, ეს სხვა საქმეა. მაგრამ, თუ ის არ არის თანახმა ამა თუ იმ დადგენილებისა, ის არ არის ვალდებული წავიდეს. ხშირად მთავრობა და მე თქვენი მორჩილი მონა არა ვართ თანახმა თქვენი დადგენილებისა, მაგრამ ჩვენ მას ვასრულებთ. (კედია: თუ პარლამენტს უნდა თქვენი წასვლა?) მაშინ ამის შესახებ დადგენილება უნდა იყოს.
მაშასადამე კრიზისების მოწყობა ეწინააღმდეგება დემოკრატიზმის პრინციპს. ეს ერთი წინააღმდეგობა. მეორე წინააღმდეგობა, რომელიც არის კონსტიტუციის პროექტში არის შემდეგი: აქ არის წამოყენებული პრინციპი პარლამენტარიზმისა, მაგრამ არის უარყოფილი პრეზიდენტი. ამაშია ულოღიკობა. პრეზიდენტი პარლამენტარიზმის ღვიძლი შვილია. პრეზიდენტი არის ისეთი პირი, რომელიც განსაკუთრებულ დროს არის სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა იცვლება, შეიძლება მთავრობებში მოხდეს კრიზისი, ეს 1-2 კვირა გაგრძელდეს, ხოლო სახელმწიფოს საზღვრებზე კი მტერი გამოჩნდეს. პასუხის მგებელი მთავრობა აღარ არის. მაგრამ აგერ არის კაცი, ის არის პასუხისმგებელი, უმაღლესი დარაჯი და მას მოეთხოვება მიიღოს ყოველნაირი ზომები, რომ სახელმწიფო იქნეს ხსნილი ამ საშიშროებისაგან.
მაგრამ თუ თქვენ პარლამენტარული კანონები გაქვთ, არის კრიზისები, აღარ გყავსთ მთავრობა, სახელმწიფო უპატრონოდაა - თქვენ იცით, ეს მოხდა ადერბაიჯანში, სადაც 20 დღე იყო მთავრობის კრიზისი და ამასობაში მოვიდნენ ბალშევიკები.
ასე რომ, პარლამენტარიზმიდან უეჭველად გამომდინარეობს პრეზიდენტის არსებობა, მაგრამ მე ვამბობ, რათა დემოკრატიზმიდან ეს არ გამომდინარეობს.
(გვაზავა: ამერიკა რომ არის დემოკრატიული და პრეზიდენტიც არის) დიახ, მაგრამ იქაურ პრეზიდენტს მეტი უფლება აქვს, ვიდრე ბევრ მონარქებს ევროპაში.
იქ სხვანაირ წესზე არის აგებული. ყოველ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუცია. თუ თქვენ გინდათ ჩვენ ქვეყანას ჩააცვათ სხვანაირი ტანისამოსი, ეს ვერ მიუდგება. ეს ბატონო გიორგი, მთავარი საკითხია და ამიტომ ვამბობდით თავში, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენს ქვეყანას მივცეთ ასეთი კონსტიტუცია, რომელიც მას ეკადრება და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს, რომელიც შეეფერება ჩვენ ფაქტიურ ძალთა განწყობილებას, იგი უნდა იყოს აგებული ამაზე და არა იმაზე, რაც არის ამერიკაში. რა არის დემოკრატიული რეჟიმი? ავიღოთ მაგალითისთვის შვეიცარიის დემოკრატიული წესწყობილება. იქ არ არის პრეზიდენტი, მაგრამ არის თავმჯდომარე. მინისტრები რიგრიგობით ასრულებენ ამ მოვალეობას, მაგრამ პრეზიდენტი ცალკე გამოყოფილი არ არსებობს. იმავე დროს იქ არის ისეთი კონსტიტუცია, რომ სახელმწიფო ერთი წუთითაც არ რჩება უპატრონოდ. მაშასადამე, იქ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მუდამ უყურებს, ასრულებს მთავრობის მოვალეობას და სახელმწიფო არ რჩება ისეთ მდგომარეობაში, როგორც ადერბაიჯანში. ე.ი. როცა არსებობს მთავრობა, მინისტრები, არის ერთი პირი, რომელიც ამ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ აქ უნდა იყოს არჩეული ერთი პირი, განსაზღვრული ვადით და ამ განსაზღვრულ ვადაში უნდა იყოს ის თავის პოსტზე. ჩვენში ასეთი ჩვეულება იყო: აქამდე პარლამენტი, ან დამფუძნებელი კრება ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს და ის ადგენდა კაბინეთს. თავის თავად ცხადია, რომ წმინდა შვეიცარული სისტემა ჩვენში არ გამოდგება. შვეიცარიაში არის მთავრობა საქმიანი ხალხისაგან შემდგარი, ასე ვსთქვათ, მთავრობა შემდგარი მოხელეებისაგან. ჩვენში კი უნდა იყოს პოლიტიკური მთავრობა, იქ, შვეიცარიაში მთავრობა არ აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, რადგან იგი ნეიტრალური სახელმწიფო არის - საგარეო პოლიტიკა არა აქვს და ამიტომ შესაძლებელია ასეთი საქმიანი, მოხელეების მთავრობა ჰყავდეთ. მაგრამ ჩვენში, საქართველოში რომელსაც ირგვლივ ისეთი მეზობლები ჰყავს, რომ საგარეო საკითხი და საგარეო პოლიტიკა მთავარ საკითხად არის გადაქცეული, უნდა იყოს პოლიტიკური მთავრობა და და არ შეგვიძლიან ისეთი აწყობა მთავრობისა, როგორც შვეიცარიაში არის. ჩვენ ერთი შეგვიძლიან მივიღოთ იქიდან: ეს ის, რაც ჩვენს პრაქტიკაში არის განმტკიცებული აი, ის ერთი რამ, რასაც ჩვენში უკვე ერთნაირი მოქალაქეობრივი უფლება აქვს მოპოებული, მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარე ვადით იქნას არჩეული. ამ ვადის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარე რჩება თავის პოსტზე. შეიძლება მინისტრები შეიცვალონ, ან ყველა წავიდენ, მაგრამ ერთი პირი, რომელსაც ექნება ფუნქცია პრეზიდენტისა, სახელმწიფო წარმომადგენლობისა თავის ადგილზე უნდა იყოს. ყოველნაირ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე, რომ ან სამხედრო მინისტრი ან სხვა რომელიმე მინისტრი არ არის, მაგრამ ეს ერთი პირი მაინც არის, უყურებს სახელმწიფოს და ამ პიროვნებაში ერთდება მთავრობის თავმჯდომარეობა და სახელმწიფო წარმომადგენლობა. მთავრობის თავმჯდომარე იძულებული იქნება, რომ ყოველი დადგენილება პარლამენტისა მოიყვანოს სისრულეში: იქნება ეს დადგენილება პოლიტიკური ხასიათის, თუ შეეხება ამა თუ იმ მინისტრს, თუ კი დაადგენს პარლამენტი, რომ ამა თუ იმ მინისტრს არ ენდობა, მთავრობის თავმჯდომარე ვალდებული იქნება, რომ ის მინისტრი გამოსცვალოს. ასეთი შეერთება პარლამენტარიზმის და დემოკრატიზმის სისტემისა, ერთის მხრით ვადიანობისა და მეორეს მხრით უვადიანობისა, აგვაშორებს იმ ნაკლს, რომელიც ამ პროექტში არის თანდაყოლილი, ჩვენში არ იქნება პრეზიდენტი ცალკე პიროვნება, მაგრამ ჩვენში იქნება ისეთი პირი, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას.
თავმჯდომარე. ვინაიდან თქვენი დრო გათავდა, მე წინადადებას ვაძლევ დამფუძნებელ კრებას კიდევ გავაგრძელოთ ლაპარაკის დრო. (ხმები: გთხოვთ) წინააღმდეგი არავინ ბრძანდებით? არავინ. გთხოვთ განაგრძოთ.
ჟორდანია. აი, თუ ასეთნაირად ავაწყობთ ჩვენ ცენტრალურ მთავრობას, თუ ჩვენ მთავრობის თავმჯდომარეს დავაკისრებთ ფუნქციებს წარმომადგენლობისა, მაშინ ცხადია ყოველ კრიზისის დროს, მთავრობის გადადგომის ან მინისტრების შეცვლის დროს, ის უნდა იყოს დარაჯი მთელი სახელმწიფოსი, მას უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლებებიც. მას უნდა ჰქონდეს უფლება, როცა მთავრობა არ არის, ან და შეფერხებულია გამოიყვანოს ჯარი, სანამ პარლამენტი შეიკრიბებოდეს და ეს შემდეგ დაუყონებლივ აცნობოს პარლამენტს. მაგალითად ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენია, სადაც ირგვლივ ისეთი მეზობლები გვყავს, რომ არ იცი საიდან ან და როდის რა მოგელის, მთავრობა უნდა იყოს ფხიზელი, დარაჯი და თუ ამ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც რჩება უცვლელი - არ ექნება ეს უფლება, ჩვენ ქვეყანას განადგურება არ ასცდება. ჩვენ არა ვართ შორს საზღვრებიდან და 2-3 საათის განმავლობაში შეიძლება უცხო ჯარი შემოვიდეს და ეს ჩვენი ქალაქი, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთი საქართველო დაიპყროს. რომ ეს არ მოხდეს საჭიროა, რომ ამ პიროვნებას მუდმივ დარაჯს სახელმწიფოში ჰქონდეს მეტი უფლება, ვიდრე ამ პროექტში არის აღნიშნული. ჩვენი კონსტიტუციის პროექტში ის აზრი არის გატარებული, რომ რაც შეიძლება მთავრობას ნაკლები უფლება ჰქონდეს, ეს, რასაკვირველია, ასე უნდა იყოს ფედერატიულ სახელმწიფოში, მაგრამ უნიტარულ, დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასე არ უნდა იყოს. თავის თავად ცხადია, რომ ამ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები, რომ მან შესძლოს ხალხს წაართვას უფლება, მაგრამ, არც ისე უნდა იყოს დაუძლურებული თავის უფლებებით, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებმა დაარღვიოს სახელმწიფო. სწორედ ასეთი საშუალო ფორმულის გამონახვა კონსტიტუციის პრობლემა არის. აქ აუცილებლად საჭირო არის ერთ საგანზე ვიფიქროთ. ძირითადი პრობლემა კონსტიტუციისა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრით თავისუფლება და წესიერება და მეორე მხრით მთლიანობა იქნეს დაცული. ამიტომ საჭირო არის ცენტრალური ძალა მმართველობისა აღჭურვილი იყოს ისეთი ძალა-უფლებით, რომ სახელმწიფოს და წესიერების დამრღვევთა წინააღმდეგ მიიღოს ზომები. სწორედ ამ მმართველობის ორგანიცაზიის საკითხი, არის ძირითადი საკითხი კონსტიტუციისა. ჩვენში თუ ეს მმართველობის ორგანიზაცია ისე მოეწყო, რომ ხალხს შერჩეს უფლებები და ამავე დროს თუ არ იქნა დარღვეული სახელმწიფოს წესიერება, მაშინ მართლა შესანიშნავად იქნება გადაწყვეტილი კონსტიტუციის ეს საკითხი. თუ არა, მუდმივი კოლოზია და შეხლა-შემოხლა იქნება ცენტრალურ მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივ ორგანიზაციების და ხალხს შორის.
მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს, დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უაღრეს როლს თამაშობს შეკავშირებული მუშათა კლასი, ვერ დააკმაყოფილებს წმინდა პოლიტიკური ფუნქციები. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, გადაიქცეს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ამავე დროს სამეურნეო ორგანიზაციათ. აქ დემოკრატიულ სახელმწიფოს დემოკრატიული მთავრობა და მთელი მმართველობის ორგანოები უნდა სცდილობდენ, რომ სახელმწიფოში საზოგადოებრივი მეურნეობა იქნას აღორძინებული და ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებული. მდიდარი კლასების მისწრაფება სწორედ რომ წინააღმდეგი არის. მისი მთავარი მისწრაფება არის, რომ სახელმწიფო იყოს მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია და არ აწარმოოს სამეურნეო საქმიანობა. თქვენ იცით, რომ ამერიკაში თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ მის ხელში დღეს რკინის გზებიც არ არის. ასე რომ ყველა ბურჟუაზიულ სახელმწიფოში ამ აზრისა არიან, რომ სამეურნეო საეკონომიო საქმე არის პიროვნების საქმე. პირიქით, სოციალისტური მიმდინარეობა და სოციალისტური აზროვნება იმაშია, რომ სახელმწიფო თანდათან გადაიქცევა სამეურნეო ორგანიზაციათ. ვინაიდან ჩვენში ქმნის კონსტიტუციას სოციალისტური ელემენეტები, თავის თავად ცხადია, რომ ეს ძირითადი პრინციპები უნდა იყოს ჩაქსოვილი კონსტიტუციაში. ამ მხრით ჩვენნაირი რესპუბლიკა ერთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. არც ერთ რესპუბლიკას ქვეყანაზე არ აქვს ისეთი უზარ-მაზარი ქონება, როგორც ჩვენ: ტყეები, წყლები, მადნები, რკინის გზები, მიწები. მაშასადამე, ჩვენ გვაქვს ფართო ასპარეზი, ეს სიმდიდრე უნდა დაამუშავოს სახელმწიფომ და გახადოს ერთნაირ წყაროდ ხალხის მატერიალურ სიმდიდრისა. ამნაირად პირველ რიგზე სახელმწიფომ უნდა დააყენოს ეკონომიური კითხვები, მატერიალურ კულტურის განვითარება და თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია.
აი ასეთია ძირითადი კითხვა დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუციისა. მე აქ, რასაკვირველია, არ შეუდგები უფრო წვრილმან საკითხებს ან ცალკე თავებზე ლაპარაკს - ამაზე ალბათ ჩემი ამხანაგები ილაპარაკებენ. ამნაირად, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ, უნიტარულ რესპუბლიკას, უფლებით განაწილებას ცენტრალურ დაწესებულებათა და ხალხის და მის ადგილობრივ ორგანოთა შორის, უზრუნველყოფს უპრეზიდენტობას, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფოს მთლიანობას, მთავრობის დამორჩილებას პარლამენტისადმი და კრიზისების აცილებას თავიდან, თავისუფლების და წესიერების ერთად შეთავსებას, სახელმწიფოს თანდათან სამეურნეო ორგანიზაციათ გადაქცევას და შიგ შრომის შვილთა პოლიტიკურად და ეკონომიურად გაბატონებას. ეს იქნება პირველი კონსტიტუცია აგებული სოციალისტურ-დემოკრატიულ საფუძველზე და მას დაუპირდაპირებთ ყველა არსებულ ბურჟუაზიულ და ბალშევიკურ კონსტიტუციას. ეს იქნება მესამე ტიპის კონსტიტუცია, მართლაც ხალხური და მასთან ერთად სოციალისტური (ტაში).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 4 XII; 5 XII - №276. - №277. - გვ. 2, 3.
ერთობა. - 1920. - 4 XII. - №277; №279. - გვ.1, 2.
საქართველო. - 1920. - ქრისტეშობისთვის 4. - №165. - გვ. 2
![]() |
9.11 გვარდიის დღე ტფილისში |
▲ზევით დაბრუნება |
12 დეკემბერი, სახალხო გვარდიის დღე ბრწყინვალედ ჩატარდა ტფილისში. წინა სუსხიანი ღამე შედარებით თფილმა დილამ შესცვალა, თითქოს ბუნებამაც კი იგრძნო ამ ისტორიული დღის სიძლიერე. 9 საათზე უკვე სავსე იყო მთავარი ქუჩები დღესასწაულში პასიურად მონაწილე ხალხით. 10 საათზე კი დაიწყო დენა სხვა და სხვა დარგისა და ორგანიზაციის მუშებმა. ვის არ ნახავდით აქ: რკინის გზის თუ სახელოსნოს მუშებს, დიდს, პატარას, ქალს, კაცს, ღარიბს, მდიდარს. დღეს ყველა შეერთებული იყო. ყველა ერთსულოვნად იღებდა მონაწილეობას დღესასწაულში. ყველას აქ მოეყარა თავი, მოდიოდნენ მწყობრად, წითელი დროშებით და სხვა და სხვა რევოლიუციონური პლაკატებით: „სახალხო გვარდია ჩვენი მხსნელია“, „გაუმარჯოს ფრონტს“, „გაუმარჯოს ჩვენს მამაც ჯარს“ და სხვა. წესრიგი ყველგან ჩინებულია; სახალხო გვარდია და ჯარი გმირულად გამოიყურებოდა, თვითეული მათგანი საუკეთესო შთაბეჭდილებას სტოვებდა მნახველზე, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება იუნკრებმა მიიპყრეს; თვითეული მებრძოლის სახეზე ამოიკითხავდით: ნუ გეშინიათ საფრთხის, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, საქართველოს სიკვდილი არ უწერიაო. და მართლაც, გვარდიის დღესასწაულმა ერთხელ კიდევ ღრმად დაგვარწმუნა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა ჯეროვანი პასუხი გავსცეთ ყველას, ვინც კი გაბედავს და ჩვენს მიწა-წყალზე მტრულად ფეხს შემოადგამს; ამის საბუთს გვაძლევს სახალხო გვარდიის და ჯარის გმირული სული, შეგნება თავის მძიმე მოვალეობისა და თავდადება თავისუფალ დემოკრატიულ სამშობლოსადმი; 12 დეკემბერი - ეს ერთგვარი დემონსტრაცია იყო ჩვენი რევოლიუციონურ სულის კვეთების და შეიარაღებულთა გმირული სულის ერთხელ კიდევ დასამტკიცებლათ. ამ ისტორიულ დღის 12 დეკემბრის სიდიადეს მტერსაც კი არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს.
ნ. ჟორდანია
ნ. ჟორდანიამ მოკლეთ დაახასიათა ის მდგომარეობა და პირობები, რომელიც იყო 3 წლის წინეთ ტფილისში, როცა მუშათა რაზმმა არსენალი ჩაიგდო ხელში, და სხვათა შორის სთქვა:
სამი წლის წინად ქ. ტფილისი ორ ბანაკად გაიყო. ერთ მხარეზე იდგა შეიარაღებული ძალა, ჯარის-კაცები, მეორე მხარეზე კი შეკავშირებული ტფილისის მუშათა კლასი. ეს შეიარაღებული ძალა უდრიდა 20 ათასზე მეტ ჯარის-კაცს. აი ამ ძალას, რომელიც გატაცებული იყო ბოლშევიზმით, უნდოდა ტფილისის დაპყრობა და თავის ჭკვაზე წაყვანა ქვეყნის ბედ-იღბლისა, მაგრამ ამ ძალის წინააღმდეგ გამოვიდა ტფილისის შეიარაღებული მუშათა კლასი და აი ამ ორ ძალას შორის მოხდა კონფლიქტი.
რა ძალა ყავდა მაშინ მუშათა კლასს?
ძალიან მცირე: სულ 250 მუშა იყო შეიარაღებული. აი ეს 250 კაცი წავიდა არსენალისაკენ, რომელსაც 20 ათასი ჯარის კაცი იცავდა. მუშებმა მიუხედავად ასეთი მცირე ძალისა, არსენალი აიღეს (ტაში), გამოიტანეს იარაღი და შექმნეს ის მუშათა გვარდია, რომელიც დღეს დღესასწაულობს თავის არსებობის 3 წლის თავს.
როგორ მოხდა ის, რომ ასეთმა მცირე რიცხოვანმა მუშათა რაზმმა დაამარცხა ასეთი მრავალრიცხოვანი ჯარი?
ეს მოხდა ასე: მუშათა კლასის მორალურმა ძალამ გასტეხა 20 ათასი ჯარისკაცი. მორალური ძალა, ცხადია, თუ მისკენ არის სიმართლე, გასტეხს ყოველგვარ ძალას.
აი ამის შემდეგ 3 წელი შესრულდა.
ის ჯარები ტფილისიდან თავის სახლში წავიდნენ. ახლა ისინი აქ არ არიან.
მას შემდეგ, ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ომები და სხვა და სხვა ფრონტები. და თქვენ იცით, რომ დიდი ნაწილი გვარდიისა დღესაც არ არის აქ, ფრონტებზე სდგანან და იცავენ მტრებისაგან ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას (ტაში).
ჩვენი მტრები ფიქრობენ, რომ ჩვენ შიგნიდან დავირღვევით. მაგრამ მათ იმედებს მუდამ გავაცრუებთ. საქართველოს დემოკრატია, ხალხი იქნება მთლიანი როგორც შიგნით, ისე გარეთ, ფრონტებზე და ყოველგვარ მტერზე გაიმარჯვებს (ტაში, ვაშა).
მაშ, უსურვოთ ჯარსა და გვარდიას ისეთივე გამარჯვება, როგორც ისინი იმარჯვებდნენ მტრებზე ამ 3 წლის განმავლობაში (ტაში).
გაუმარჯოს სახალხო გვარდიის წინამძღოლს, მთავარ შტაბს (მხურვალე ტაში).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 14 დეკემბერი. - №284. - გვ. 2.
![]() |
9.12 დეპუტატის შეუვალობის საკითხი დამფუძნებელ კრებაში |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ჟორდანიას სიტყვა
დამფუძნებელი კრება დეკემბრის 24 სხდომა
მოქალაქენო! სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ დღეს ჩემი სახელი აქ ძალიან ხშირად ისმოდა. მე უფრო მიამებოდა, რომ ჩემი სახელი ისმოდეს დიდი პოლიტიკურ საკითხების დროს (ხმები: „ასეც უნდა იყოს“, მერმე რათ მოხდა ეს? ვინ არის დამნაშავე?) მაგრამ, როდესაც ასეთი დიდი კითხვები ისმება, - ჩემს სახელს არ იხსენიებენ და არა ითხოვენ ჩემ აზრებს, როდესაც წვრილმან კითხვებს არჩევთ, მაშინ თხოულობთ, რომ ჩემი აზრი ვსთქვა ამ ტრიბუნიდან. იმედია, შემდეგში ეს არ იქნება, ე.ი. დიდ კითხვებში უფრო ხშირად მომიხსენიებთ, ვიდრე პატარებში, მაგრამ, ვინაიდან ეს ესე არის, იძულებული ვარ ზოგიერთ პირებს პასუხი გავცე. აი ბ-მა შ. ნუცუბიძემ თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხშირად ერევა ბინების საკითხში. სამწუხაროდ ეს ასე არის და თუ ბ-ნი ნუცუბიძე მოახერხებს, რომ არ ჩავერიო, მისი მადლობელი ვიქნები.
(შ. ნუცუბიძე: ამისთვის არის სათანადო ორგანო).
- დიდი ხანია ვცდილობ ამ კითხვებში არ ჩავერიო, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც მე მიჭირამს, ამას მაიძულებს. კანონი ბინების შესახებ არის გამოცემული, გამოცემული დიდი ხანია, რევოლიუციის დროს, და, თავის თავად ცხადია, უფრო დეკლარაცია არის, ვინემ კონკრეტიული კანონი, და ცხადია, რომ ხშირად ამ კანონით უკმაყოფილონი არიან მოქალაქენი. თუ მოქალაქე აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ მას დიდ უსამართლობას აყენებენ და არ აქვს იმედი, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს, მას ერთი გზა დარჩენია, უნდა აჯანყდეს. დიახ, ეს ასეა, ბ-ნო ნუცუბიძე, და ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ დემ. რესპუბლიკაში ყველა ასეთ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება ეძიოს ეს სამართლიანობა.
(კედია: სასამართლოა ამისთვის).
დიახ, სასამართლო არის, მაგრამ როდესაც აშკარად არის დარღვეული რაიმე უფლება, მაშინ არსებობს სხვა ერთგვარი ინსტანცია. (კედია: რომელი?). ყველა ღარიბ და შეწუხებულ კაცს არ შეუძლიან იაროს სასამართლოში (ვეშაპელი: თქვენი ნახვა ადვილი არ არის). თუ აშკარად დარღვევა მოხდა რაიმე უფლებისა, მაშინ ვერევი ან და მოხდა რაიმე განაჩენი სასამართლოსი იმაში არ ვერევი, მაგრამ როდესაც მოქალაქე აღშფოთებულია, ამბობს, რომ ჩემ ბინას იჭერენ, ყრიან ბარგს, გარედ მაგდებენ, სასამართლოში წავიდე? არა. ჩვენ გვაქვს უფლება შევაჩეროთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კანონი სახელმწიფოსი. ასეთი არის საქმე და მე მგონია, რომ შემდეგშიაც იძულებული ვიქნები, რომ მოქალაქის საჩივრებს ანგარიში გაუწიოთ და ესა თუ ის დახმარება აღმოუჩინოთ. ეხლა აღნიშნულ კითხვაზე: ის ბინა, რომელიც დღეს აქ იყო საგანი კამათისა, მართლაც აღებული იყო ჩემ სახელზე. მე ვცხოვრობ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბინაზე, რომელსაც მე ვაწუხებ და სურვილი მქონდა სხვა ბინაზე გადასვლა, მაგრამ არ მინდოდა რომ ბინის შოვნა მომხდარიყო რეკვიზიციის წესით. აღმოჩნდა რომ განოვის ქ. №24 ზევითა სართულში ბინა ყოფილა დაკავებული ენფიაჯიანცის მიერ, რომელიც ერთი წელია, რაც აქ აღარ სცხოვრობდა, და აგრეთვე ისე რომ ამ ბინის გვერდით რამდენიმე ოთახი უჭირავს სახლის პატრონს. სახლის პატრონი თანახმა გახდა თვით გადასულიყო სხვა ბინაზე იმავ სახლში, ხოლო თავისი ბინა მოექირავებია ჩემთვის, მხოლოდ ქალაქმა ის ბინა შეაფასა 6,000 მანეთად თვეში და ვიფიქრე რომ ეს ბინა ძვირი დამიჯდებოდა ამდენი ქირა და თან 10 ბუხრის გახურება, რომელიც იმ ბინაში იყო, მე ვერ ავიტანთქო. ამიტომ უარი ვთქვი ამ ბინაზე, ხოლო ეს ბინა ჩვენ დავიტოვეთ ჩვენ სახელზე მისიების საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ასეთი ბინები ჩვენ გვაქვს მაგალითად პეტრე დიდი ქუჩაზე მელიქოვის სახლში, რომელსაც ხან ვხმარობთ და ხან არა, აგრეთვე გვაქვს გრიბაედოვის ქუჩაზე, რომელშიც სცხოვრობს კარლ კაუცკი, მე იმ ბინას მთხოვდნენ ბევრი ამხანაგები, ზოგს არ აქვს ზოგს აქვს და ცუდია ან ვერ ეტევა, მაგრამ მე მათ ყველას უარი უთხარი. მათ შორის უარი უთხარი გიორგი ცინცაძეს და ვალერიან ჯუღელს. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ მოგვივიდა ცნობა რომ ჩვენში მოდის გერმანეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და აი ამ ბინას ჩვენ მისთვის ვინახავდით, მაგრამ მას დააგვიანდა ჩამოსვლა და ბინა ისევ ცარიელი იყო: ამასობაში ჩამოვიდა ანგორის მთავრობის წარმომადგენელი. პოლკოვნიკი ქიაზიმ ბეი და დეკემბრის 10 თავდაცვის საბჭომ დაადგინა, ეს ბინა გადასცემოდა მას. თანაც შინაგან საქმეთა მინისტრს მიენდო ავეჯეულობის შოვნა იმ ბინისათვის, ავეჯეულობა მართლაც ნაშოვნი იქნა და ავტომობილები ამ ავეჯეულობით დატვირთული მიადგა იმ ბინას, სადაც უნდა დასახლებულიყო ქიაზი ბეი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შიგ უკვე ჩასახლებულიყო დეპუტატი ნინიძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნინიძემ არ იცოდა, რომ ეს ბინა დანიშნული იყო მისიისათვის, თორემ, რომ სცოდნოდა ის არ შევიდოდა იქ. ვინაიდან ასეთი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენ გადავსწყვიტეთ, რადგან ბინა დიდი არის იმ ავეჯეულობით მოეწყოს მხოლოდ ოთხი ოთახი ქიაზიმ ბეისათვის და დანარჩენი 5 ოთახი, მზიანი ოთახი დროებით დაეთმოს კ. ნინიძეს და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ ის იმ ბინიდან გავა და დაბრუნდება ძველ ბინაზე. მაგრამ აი ამ ოთახების განაწილების და მოწყობის დროს მოხდა არა სასიამოვნო ინციდენტი! მილიციონერი ხელით შეეხო დეპუტატ ნინიძეს. ეს ჩვენ რასაკვირველია დაუშვებლად მივიჩნიეთ და ამიტომ ის მილიციონერი გადაყენებულია სამსახურიდან, და მიცემულია სამართალში.
თქვენ ხედავთ, რომ ეს ბინის საქმე აშენებული იყო ერთნაირ გაუგებრობაზე. ჩვენ არ მიგვიცია არავითარი ბრძანება ან მილიციისათვის ან ვინმესთვის, რომ ნინიძე იმ ბინიდან გადაესახლებიათ.
ამიტომ აქ ლაპარაკი იმაზე, ვითომ ჩვენ მივაყენეთ შეურაცყოფა ნინიძეს და ამით უარვყავით ასე ვთქვათ დეპუტატობა, ეს მგონია, უსაფუძვლო არის. თუ აქ დაამტკიცებენ, რომ ჩვენ შევედით სხვის ბინაში და არა ნინიძე შევიდა გაუგებრობით, რასაკვირველია, ჩვენ ბინაში, რასაკვირველია მაშინ ჩვენ ვიქნებით მტყუანი.
შემდეგ რომელ კანონის ძალით ქონდა მთავრობას აღებული ეს ბინა თავის ანგარიშზე? მე ვფიქრობ, რომ კანონი არ არსებობს, მაგრამ გეკითხებით თქვენ, არსებობს თუ არა კანონი, რომ ჩვენში არსებობს სამინისტრო, ამისთანა კანონი არ არსებობს, როცა ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, მასში იქნება გარკვეულად აღნიშნული ჩვენი უფლებანი (ხმა: ფაქტიური კონსტიტუცია). მოგახსენებთ, ფაქტიური კონსტიტუციის ძალით, მთავრობას ქონდა უფლება ბინის თავის სახელზე აღებისა, და თქვენი დებულება, რომ მთავრობას ასეთი უფლება არ უნდა ქონდეს, ესეც გაუგებრობის ნაყოფია...
ასეთია საქმის მთელი შინაარსი, რომლის შესახებ აქ იყო ერთნაირი სჯა-ბაასი. ეხლა ამბობენ, რომ რაკი დეპუტატი შევიდა ბინაში, ჩვენ უფლება არ გვქონდა შევსულიყავით. მე მგონია ეს მართალი არ არის. თუ ჩვენ ამ გზას დავადექით, რომ თუ დეპუტატი შევიდა იქ ვეღარ შევა მთავრობა, არც ერთი მოქალაქე არ იქნება უზრუნველყოფილი ამ დაუპატიჟებელ სტუმრის მოსვლისაგან. უფლება დეპუტატისა არის უფლება კანონისა. ჩვენ გვგონია, რომ დეპუტატი არის მატარებელი უმაღლესი კანონიერებისა, იცავს კანონს. მაგრამ თუ დეპუტატმა ხშირად დაარღვია კანონი, მაშასადამე თუ ეს უკანონობა მოხდა, თავისთავად ცხადია (შენგელაია: ვინ უნდა გამოარკვიოს ეს?), დიახ, ეხლა კითხულობთ ვინ უნდა გამოარკვიოს. არის ორნაირი დარღვევა კანონისა, ერთი დარღვევა ისეთი, რომელიც უკვე მოხდა და, რასაკვირველია, როდესაც ამას გაიგებ ეს არის მერმინდელი აქტი.
ამ საქმეში ჩარევა შეუძლებელია, მაგრამ არის მეორე, კანონი ირღვევა, მაგრამ სავსებით არ არის დამთავრებული პროცესი. ბატონებო, მე იურისტი არა ვარ, მაგრამ იმდენი მაინც ვიცი, როცა უკანონობა აქ ხდება, მაგრამ დასრულებული არ არის, თუნდაც ეს ხდებოდეს დეპუტატის მიერ, მთავრობას აქვს უფლება შეაჩეროს ეს უკანონო აქტი.
თუ ეს აქტი დამთავრდა, მაშინ ეს უფლება არა გაქვს. ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს აქტი დამთავრებული არ იყო (ხმაურობა). კ. ნინიძე სავსებით არ იყო გადმოსული და ვთქვით, რომ ეს სრულიად გარკვეული არის. რომ არ ყოფილიყო გარკვეული, მაშინ ტფილისის ქალაქის თავს უფლება უნდა ჰქონოდა აეღო ძველი ბინა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს ბინა ეჭირა ნინიძეს. ამიტომ იყო, რომ ორი ბინა ეჭირა და, როდესაც ასე იყო, ჩვენ უფლება გვქონდა დაგვეჭირა ეს ბინა, მაგრამ სრულიად კანონიერის წესით, ისე რომ ნინიძეს უფლებები არ შეგველახა. ამიტომ ჩვენ არ მიგვიწერია, რომ უეჭველად დეპუტატი იქნეს გაძევებული, პირიქით, უთხარით, რომ ოთხი მზიანი ოთახი იყოს მისთვის და იქ შეიტანოს ბარგი და დააწყოს. ამიტომ ვფიქრობდით, რომ მთავრობას არავითარი უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. აგენტებმა კი, მართალია ჩაიდინეს (შენგელაია: ძველი სიმღერაა, რომელიც რუსეთის ბიუროკრატიისაგან გაგიგონიათ).
თქვენ, ბატონებო, სამწუხაროთ ძველს სიმღერას ვერ მოშორდით და კონსტიტუციის განხილვის დროსაც ლაპარაკობთ იმ სიმღერებზე, 30 წლის წინად ესერები რომ მღეროდნენ. უკეთესი იქნება, რომ ხანდისხან თქვენ ძველ სიმღერას მოშორდეთ... საქმე აქ არის, ფაქტები აქ არის და ვისაც უნდა, შეუძლიან ნახოს. მე არ უარვყოფ იმას რომ მოხდა შებღალვა დეპუტატის შეუვალობისა, მაგრამ არა მთავრობის მიერ, არამედ მის მიერ გაგზავნილ პირების მიერ რომელთაც ბრძანება არ შეასრულეს. ამ მხრივ ისინი ღირსნი არიან სასჯელისა და დაისჯებიან კიდეც. სამწუხაროდ ჩვენში მოხელეები ვერ შეეჩვივნენ რომ შეასრულონ ის, რაც მათ უბრძანეს (დადიანი: შეასრულეს, უბრძანეთ და გამოყარეს).
არა ბატონო, ეს მართალი არ არის (დადიანი: რატომ არის დაჭერილი კომისარი?)
კომისარი დაჭერილი არის იმიტომ, რომ ის სააყალ-მაყალო ბინაზედ მივიდა და ქიაზიმ-ბეი მიიყვანა. ქიაზიმ ბეი მოვიდა საგარეო სამინისტროში და სთქვა, რა ამბავია რა ხდება ჩემ ბინაზეო.
(კედია: განა მარტო ოსმალეთშია ასეთი წესები, ჩვენშიაც არის).
არ ვიცი რა წესებია, მაგრამ როცა სადავო კითხვაა, აქ უცხო კაცი... ამიტომ ვამბობ აქ არის მეორე მომენტი. (კედია: თავის ინიციატივით გააკეთა ეს მილიციის უფროსმა).
მისი ინიციატივა იყო იმაში, რომ მან შეეხო ხელით დეპუტატს. (კედია: ვინ მიუგზავნა?)
ბ-ნო სპირიდონ მე მეგონა, რომ გვისმენდი (კედია: გისმენთ, ბ-ნო, გისმენთ).
ჩვენ უბძანეთ, რომ პირველ ოთახებში შეიტანეთ ბარგი და დანარჩენ ოთახებში დარჩეს ნინიძე. ეს შეასრულეს, მაგრამ არა რიგიანად და ხელით შეეხნენ დეპუტატ ნინიძეს. ეს უკანონო იყო და იმისთვის ისინი ისჯებიან. შემდეგ სამწუხარო არის ის, რომ ასეთი შინაური ინციდენტი, რომელიც შეიძლება ხშირად მოგვიხდეს (შენგელია: კარგი ნუგეშია) და შეიძლებოდა შინაურულად დამთავრებულიყო, აქ გამოიტანეს. სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ინციდენტი შეერთებულია ერთნაირად საგარეო საქმესთან. ეს გამოდის, რომ არც ერთ მისიისთვის ვერ მიგვიცია ბინა და რომ ამაზე აყალ-მაყალი არ მოხდეს, ამაზე ლაპარაკია დამფუძნებელ კრებაში, ამაზე თავს იტეხენ ფრაქციაში, რას იფიქრებენ ამაზე სხვა სახელმწიფოები? ეს ჩვენ სამარცხვინოთ მიგვაჩნია და ამიტომ არ გვინდოდა ამაზედ ლაპარაკი:
თუმცა ბ-მა ნუცუბიძემ გამოგვიწვია. „აბა თქვით და თქვით“, მაგრამ ჩვენ გაჩუმებული ვიყავით (დადიანი: თქვენ მისიებს აძლევთ ბინას უფასოთ).
ფასი შემოწმებულია 6 ათასი მანეთი თვეში, ჩვენ უნდა მივცეთ ამის პატრონს. (გობეჩია: ნინიძემ განაცხადა, რომ სცოდნოდა არ შევიდოდა ამ ბინაში). (ჯუღელი სიცილით: გობეჩია დარწმუნებული არის).
აქ სალაპარაკო იყო ის, რომ შეეხნენ დეპუტატის პიროვნებას, სხვა სალაპარაკო არ იყო. მაგრამ ოპოზიციამ მოისურვა დღეს ამის გაღრმავება ისე, რომ გამოიწვია ეს ლაპარაკი. შემდეგ საყვედური უნდა უთხრა ნინიძეს, რომ მან ვერ დაიცვა თავის ახსნა-განმარტებაში ის, რაც უნდა დაეცვა. (კედია: შეთანხმება?).
დიახ, შეთანხმება. ამისი არ გვცხვენიან. დიახ, ეს შეთანხმება ჩვენ ბინაზე რომ ყოფილიყო, ამაზე საქმეც არ იქნებოდა, მაგრამ ეს ბინა უცხო წარმომადგენელისათვის იყო და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის იყო ეს შეთანხმება და უნდა დაცული ყოფილიყო ბოლომდის. მაგრამ ეს არ იყო დაცული, და მან გამოიწვია ასეთი სხდომა, ასეთი საღამო. აქ ბევრი მაყურებელნი არიან და ეს ჩვენ ცხოვრების მინუსათ და არა პლიუსათ ჩაითვლება. მთავრობა დამნაშავე არ არის იმაში, რომ ამ სხდომას ასეთი ელფერი მიეცა. შემდეგში მაინც მე უნდა ვთქვა, მეტი ვიფიქროთ სახელმწიფო ინტერესებზე, ვიდრე გულისწყრომაზე (ხმა: შემთხვევით სარგებლობაზე). დიახ, შემთხვევით სარგებლობაზე და პირად და ფრაქციულ თავმოყვარეობაზე (ესერების ფრაქციიდან ხმა: ამაზე ყველამ უნდა იფიქროს). (ს. დ. ფრაქ. ტაში).
საქართველო. - 1920. - ქრისტეშობისთვის 31. - №176 - გვ. 2; №180. - გვ. 4;
ერთობა. - 1921. - 6 იანვარი. - №4. - გვ. 1_2.
![]() |
9.13 დამფუძნებელ კრებაში |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა
სამშაბათი, იანვრის 18 სხდომა
უმთავრესი საკამათო საქმე იყო მომარაგების საქმე, მაგრამ მას შემდეგ რაც თვით მომარაგების მინისტრმა გააკეთა აქ მოხსენება, გამოირკვა, რომ აღარავის არაფერი აქვს სათქმელი ამ სამინისტროს წინააღმდეგ (დადიანი: რა იცით, ბატონო? სპ. კედია: გამოვალთ, ვილაპარაკებთ).
შემდეგ აქ ლაპარაკობდენ, რომ ჩვენ ხან ვამოკლებთ, ხან ვადიდებთ მინისტრების რიცხვს, ამაზედ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საგანი, ეს არის დამოკიდებული პრაკტიკულ საჭიროებაზე. აი, ინგლისში წინად იყო 20 მინისტრი, ეხლა კი არის 14. საფრანგეთში ეხლა დაუარსებიათ ახალი სამინისტრო - პენსიებისა.
ჩვენ რომ დროზე არ დაგვეარსებია მომარაგების სამინისტრო, ჩვენ არ გვეყოლებოდა ჯარი და გვარდია და საზღვრები დაუცველი გვექნებოდა. აქ შალვა ნუცუბიძემ სთქვა, რომ ჩვენში არის ოლიგარხია, არისტოკრატია, კამარილია. მე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის მართალი, ოლიგარხია არის იქ სადაც ხალხს არ აქვს არავითარი ხმა და დემოკრატიზმი არ არის. ჩვენში კი ბატონობს ხალხი და სრული დემოკრატიზმია. ხალხმა ნდობით აღჭურვა ჩვენი პარტია და ამ პარტიაში ბატონობს არა 2-3 კაცი, არამედ თვით ჩვენი პარტიული ორგანიზაციები, რომელთა დადგენილებებს ემორჩილება ყველა. (შ. ნუცუბიძე: ვინ აჭახრაკებს თქვენ ფრაქციაში საქმეს? ამაშია საქმე).
ბ. რცხილაძეს ემისიის განხილვის დროს უთქვამს ის სიტყვა, რომელიც ჩემის აზრით უნდა ეთქვა ჩემს განცხადების გამო გამართულ კამათის დროს, ამიტომ მე ამ სიტყვას შევეხები. ბ. რცხილაძეს უთქვამს, დღეს რომ ეკონომიური კრიზისი არის, ამაზე ბრალი მიუძღვის მთავრობასაო. ამის შესახებ უნდა ვსთქვა, რომ დღეს შექმნილ კრიზისში ბრალი მიუძღვის მთელ ჩვენ ხალხს და მასთან ერთად რასაკვირველია მთავრობასაც, ვინაიდან დღეს ეკონომიურ პოლიტიკაში ჩაბმულია, როგორც მთავრობა, ისე მთელი ხალხი. ბ. რცხილაძე გვისაყვედურებს, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რაც საომარ მდგომარეობიდან გამოვედით და არა ჩვეულებრივი ხარჯები არ გვაქვს, მაინც დავანგრიეთ ქვეყანა. ბ. რცხილაძემ უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღევანდლამდე საომარ მდგომარეობიდან არ გამოსულა და რომ ჩვენ მუდამ გვაქვს აუარებელი სამხედრო გასავალი. ხოლო ჩვენ რომ გვიხდება დიდი საომარი ხარჯების გაღება, ამაში არ არის დამნაშავე მთავრობა და მისი პოლიტიკა.
ჩვენ ხშირად გვიწუნებენ პოლიტიკას, მაგრამ სამაგიერო კარგი პოლიტიკა არავის არ წამოუყენებია.
(შენგელაია. ბევრჯერ გვითქვამს.) ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა არის აგებული ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობაზე და თუ უკანასკნელი შეიცვლება, შეიცვლება ეკონომიური პოლიტიკაც. ეკონომიური მდგომარეობა ჩვენი, გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ განვიცდით საქონლის ნაკლებობას, რის გამოც გვიხდება მისი საზღვარ გარეთიდან შემოტანა.
ვეშაპელი: შეშაც უცხოეთიდან მოგვაქვს?
ნ. ჟორდანია: თუ ბატონ ვეშაპელს ჰგონია, რომ შეშის საქმე მთავრობის საქმე არის, შემცდარი ბრძანდება.
ა. ასათიანი: ქალაქთა კავშირს შეშის დასამზადებლად რამდენი ავანსი მიეცით?
ნოე ჟორდანია: დღეს, მაშასადამე არის საქონლის ნაკლებობა და კონკურენცია არის არა ვაჭართა შორის, არამედ თვით მყიდველთა შორის.
ასეთ კრიზისის დროს შესაძლებელია სამნაირი გამოსავალი:
ერთია - ბოლშევიკური, მეორეა ლიბერალური მემარჯვენეთა და მესამე ჩვენი. პირველი გამოსავალი გულისხმობს ნაციონალიზაციის წარმოებას. ჩვენ ამის გადაჭრით წინააღმდეგნი ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი კრიზისის გადატანა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ მთელი ხალხი, ვისაც აქვს უნარი ეკონომიურ საქმიანობისა, ჩაებმევა ამ საქმეში. ჩვენ ვიცით შედეგი ბოლშევიკური პოლიტიკისა რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ის რომ იქ შიმშილით იხოცება ხალხი ჩვენ ამისთანა პოლიტიკას ვერ მივიღებთ. ჩვენ არ ვართ მომხრე აგრეთვე ნაციონალურ და ლიბერალურ პოლიტიკისა, რადგან ეს სპეკულიატიური პოლიტიკაა. ეხლა რომ მთელი ეკონომიური საქმე ჩაიგდოს კერძო მწარმოებლებმა და კერძო ვაჭრებმა, თავისთავად ცხადია არსებული ფასები საქონელზე ათჯერ მეტად გაიზრდება.
(გვაზავა: პირველ დღეებში).
მაშასადამე მე ვამბობ, რომ არსებულ მდგომარეობაში ჩვენ არ შეგვიძლიან ეკონომიური საქმიანობა დავანებოთ კერძო პირებს საკუთრად და მასში არ ჩავრიოთ სახელმწიფო, ერობები და ქალაქები. ეს ეკონომიური საქმიანობა მემარჯვენეების ხელში რომ ყოფილიყო, რასაკვირველია იქნებოდა აჯანყებები, როგორც ხალხისა, ისე ჯარისა და აქამდის დანგრეული ვიქნებოდით.
ა. ასათიანი: ეს გულთმისნობა არის.
ნ. ჟორდანია: არა ეს გულთმისნობა არ არის. მე მოგახსენებთ ვისი პოლიტიკა სად მიდის.
შალვა ქარუმიძე: ლოგიკა არ გაქვთ პოლიტიკაში.
ნ. ჟორდანია: მე ვიცი ის, რომ თქვენი პოლიტიკა ანგრევს სახელმწიფოს, ჩვენი კი აშენებს.
შ. ქარუმიძე: თქვენ მზრუნველობის ქვეშ მყოფი კოოპერაცია რამდენს იგებს: აი, სპეკულიაცია სად არის.
ნოე ჟორდანია: კოოპერაციის მდგომარეობა მე არ ვიცი, რადგან ჩვენ მასთან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. მაშასადამე, ჩვენთვის მიუღებელია როგორც ბოლშევიკური, ისე ლიბერალური პოლიტიკა. (გვაზავა: მენშევიკური?) დიახ, ჩვენ ვადგევართ მენშევიკურ, ანუ სოც.-დემ. პოლიტიკას.
შ. ქარუმიძე: საქართველო არც ბოლშევიკურია და არც მენშევიკური, ის არის წვრილ მესაკუთრეთა ქვეყანა, თქვენ კი ქალაქს შეაჭამეთ ყველაფერი.
ნ. ჟორდანია: არა ბატონო, პირიქით, სოფელმა შეჭამა ქალაქი. მართალია წინედ იყო გიპერტროფია ქალაქების, მაგრამ ეხლა მოხდა გიპერტროფია სოფლების. ჩვენი მიზანია ამნაირი ანორმალობა არ იყოს, რომ ყველას შორის ერთნაირად იყოს განაწილებული შრომა. მაშასადამე მე ვამბობ, რომ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა სავსებით დაფუძნებულია დღევანდელ ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია არა მთავრობის, არამედ ობიექტურ პირობების მიერ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა სწორია, მასზედ არის აგებული, როგორც შინაური ისე საგარეო სიმტკიცე ჩვენი ქვეყნისა და იმედი გვაქვს, რომ დამფუძნებელი კრება ხელს კი არ შეგვიშლის ამ პოლიტიკის გატარებაში, არამედ ხელს შეგვიწყობს. (ტაში ს.-დ. სკამებზე).
სხდომა იხურება ნაშ. 4 საათზე.
საქართველო. - 1921. - იანვრის 22. - №15. - გვ. 4.
![]() |
9.14 პარტიული დისცი პლინა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას მოხსენება
სოც. დემ. პარტიის კონფერენციის 19 იანვრის სხდომაზე ამხანაგებო! ცენტრალურმა კომიტეტმა დამავალა მოხსენება გაგიკეთოთ პირველ კითხვაზე - პარტიული დისციპლინის შესახებ. როგორც ამხ. ჯიბლაძემ მოგახსენათ, ეს საკითხი დასმულია იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის დისციპლინა ცოტაოდენ შეირყა და თქვენ იცით, კედელი რომ რღვევას დაიწყებს, თუ დროზე არ მოვუარეთ, სულ დაინგრევა და ამიტომ ჩვენ ეხლავე ბოლო უნდა მოვუღოთ ასეთ მოვლენას.
თითქმის 25 წელიწადია მას შემდეგ, რაც არსებობს ჩვენი პარტია, ჩვენი ორგანიზაცია; 25 წელიწადია, რაც ჩვენმა მუშათა კლასმა შექმნა საკუთარი ორგანიზაცია და იბრძვის ორგანიზაციის საშუალებით და ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა ის, რაც ხდება დღეს. ის დისციპლინა, პარტიული ტრადიცია, ერთნაირი პარტიული სიმაგრე, რომლის შიგნით ჩვენ თავიდანვე ვმუშაობდით და ერთმანეთისადმი ნდობა გვქონდა, - ყოველივე ეს ერთის მხრით შენგრეულია და ამგვარად, საფრთხეშია ის ძველი პარტიული ტრადიცია, რომელიც დღემდე ჩვენ გამარჯვებას გვანიჭებდა.
რა ნაირი იყო პარტიული დისციპლინა და ორგანიზაცია წინად, რა როლს თამაშობდენ კერძო ჯგუფები და პიროვნებები მაშინ და როგორ არის საქმე ახლა?
ჩვენი ორგანიზაცია და მისი ისტორია დიდი ხნიდან იწყება, ჩვენ ვიყავით რუსეთის ს. დ. პარტიის ნაწილი; იქაც იყო პარტია და აქაც; მაგრამ ჩვენი მუშაობა დიდათ განსხვავდებოდა იმისაგან რაც იყო რუსეთში. პირველი კითხვა, რომელიც დაისვა ლონდონში პარტიულ ყრილობაზე, იყო ორგანიზაციული კითხვა და ამ ნიადაგზე მოხდა განხეთქილება. ერთი ნაწილი იმ აზრისა იყო, რომ პარტია უნდა შენდებოდეს ზევიდან, ხოლო მეორე, წინააღმდეგ, მოითხოვდა პარტიის ქვევიდან შენებას. დაიბადა ორი მიმართულება, გაჩნდა მენშევიკ - ბალშევიკობა, რუსეთში ეს ორი მიმართულება მხოლოდ თეორიულად განსხვავდებოდენ, პრაქტიკაში კი ორივე ერთნაირად-ზევიდან აშენებდენ პარტიას, მარტო ჩვენში შენდებოდა პარტია ქვევიდან. ამიტომ ბრძოლა რუსის ბალშევიკებსა და მენშევიკებს შორის პირველად წვრილმანებს ეხებოდა, ჩვენი განსხვავება კი მათთან იმ თავითვე ძირითადი იყო. პირველად ჩვენ დავაყენეთ კითხვა. ნათლათ და ძირიანათ როგორ უნდა შენდებოდეს პარტია: ზევიდან თუ ქვევიდან - დიქტატორულად თუ დემოკრატიულად? და სწორედ აქ იყო ჩანასახი ჩვენი დღევანდელი განსხვავებისა. შემდეგ გამოირკვა, რომ ბალშევიკების შეხედულებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა დემოკრატიასთან. არა მარტო ორგანიზაციულ, არამედ პოლიტიკურ საკითხშიაც. ამნაირად, სულ სხვადასხვა ნაირათ შენდებოდა ორგანიზაცია რუსეთში და ჩვენში. იქ შეიკრიბებოდნენ პროფესიონალური რევოლიუციონერები და დანიშნავდენ კომიტეტს; აქ კი ორგანიზაციებს ადგენდენ თვით მუშები, ორგანიზაციები შემდეგ ირჩევდენ კომიტეტს. იქ ხელმძღვანელებს თითონ მოჰქონდათ ფული; აქ კი მთელი ბატონ-პატრონი თვით მუშათა ორგანიზაცია იყო - მუშები თვით იხდიდენ პარტიისათვის ფულს და თვით ზრუნავდენ პარტიის გაძლიერებაზე ასეთი მაგალითი არსად არ ყოფილა, გარდა საქართველოსა და ლატვიისა. ერთი სიტყვით, იქ, რუსეთში ორგანიზაციის ხაზეინი იყო ინტელიგენცია, აქ კი მუშები, შეერთებული მასა და მას ემსახურებოდა ინტელიგენცია.
მეორე თვისება ჩვენი ორგანიზაციებისა ის იყო, რომ პარტიული ორგანიზაცია ჩვენში მუდმივი იყო და ვერავითარი რეაქცია ვერავითარი შიში ვერ ანგრევდა მას. რა თქმა უნდა, ის სუსტდებოდა, კლებულობდა ან მატულობდა, მაგრამ მაინც მუდამ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, აქ თფილისში ამ ოცი წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ჩვენი ორგანიზაციის არსებობა შერყეულიყო მაშინ, როდესაც რუსეთში ორგანიზაციის არსებობა გამონაკლისი იყო და უფრო ხშირად ის არ არსებობდა. იქ, როცა გმირებს დაიჭერდენ, - ორგანიზაციაც დაიშლებოდა, რადგანაც თვით მასა არ იყო მუშაობაში ჩაბმული. 1905 წელს, როცა რევოლიუცია მოხდა, მოსკოვში არ არსებობდა პარტიული ორგანიზაცია, მაშასადამე, საქართველოს სოციალ - დემოკრატიული ორგანიზაციის თვისება იყო მუდმივობა და დემოკრატიული შენება.
ასეთ პირობებში რა როლი ეჭირა პიროვნებას? აქ პიროვნებას, რა გინდ ნიჭიერი და მომზადებული ყოფილიყო ის, ჰქონდა ხელქვეითი როლი, ის პირდაპირი მორჩილი და აღმასრულებელი იყო ყოველივე იმისა, რასაც ორგანიზაცია დაადგენდა. აქ არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პიროვნებას თავის ირგვლივ შემოეკრიბა გუნდი და მიეცა მისთვის თავისი სახელი, როგორც ამას რუსეთში ჰქონდა ადგილი; იქ თვითეულ ლიდერს თავისი ჯგუფი ჰყავდა, თავისი ორგანიზაცია ჰქონდა - ლენინელები, მარტოველები, პლეხანოველები და სხვები. ამ ლიდერების ირგვლივ იყრიდენ თავს მუშები და ეს იყო მთელი ორგანიზაცია - პარტია. ასევე იყო ბაქოშიც, საცა ჩვენ ვხედავთ სტარიკოველებს, შჩენდრიკოველები და სხვა. ამ ნაირად, საქართველოს გარეშე ნამდვილი პარტიული ორგანიზაცია არ არსებობდა. რით აიხსნება ეს განსხვავება? - იმით, რომ რუსის მასა განსხვავდება ჩვენი მასისგან; მას არ შეუძლია მოქმედება ისე, თუ რომელიმე ლიდერს, გამოჩენილ პიროვნებას არ მისდევს უკან. რა თქმა უნდა, პიროვნებას ჩვენშიაც დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ისეთ პიროვნებას, რომელიც ყველაზე უკეთ ხატავდა მასის, ორგანიზაციულ და პოლიტიკურ სულის კვეთებას. მხოლოდ თუ პიროვნება ამ მასის, ორგანიზაციის სულის კვეთების წინააღმდეგ წავიდოდა, რა გინდ ნიჭიერი მძლავრი ყოფილიყო ის, გარიყული დარჩებოდა და ყოველივე გავლენას ან ძალას ჰკარგავდა. რასაკვირველია, აზრთა სხვა და სხვაობა, დავა ჩვენშიაც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური ორგანიზაცია თავის განაჩენს გამოიტანდა, - დავაც მოისპობოდა. არ ყოფილა მაგალითი, რომ ცალკე გამოსულიყო რომელიმე პიროვნება და თავისი სექტის შენება მოენდომებია. ამით განვსხვავდებოდით ჩვენ რუსეთის პარტიისგან. მართალია, იყო ერთი მაგალითი ჩვენშიაც - დარჩიაშვილი. მაგრამ ის გავიდა პარტიიდან და უკანასკნელმა აღიარა მისი გასვლა. პარტიის გარეშე, რა თქმა უნდა, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პარტიაში პიროვნებას ან ჯგუფს ჰქონდეს თავისი ორგანო, რომელიმე ორგანიზაციისაგან დამოუკიდებლათ.
ამრიგათ ჩვენში პიროვნებას, ჯგუფს, არ ჰქონდა დამოუკიდებლათ მოქმედების უფლება. ის იყო პარტიაში და მის ფარგლებში მისი დადგენილებების თანახმათ მუშაობდა.
სამწუხაროდ, ეს ჩვენი პარტიული ტრადიცია და დისციპლინა დღეს შერყეულია. პირველ ხანებში მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი სანამ არ დავინახე, რომ პატარა საქმეს შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს.
ყველა ქვეყნებში განხეთქილება პირველად პარლამენტის ფრაქციიდან დაწყებულა. ასე მოხდა საფრანგეთში, სადაც დიდხანს პარტია დაუძლურებული იყო, სანამ ჟორესმა არ შეძლო მისი შეკავშირება და შეერთება. სწორედ ფრაქციის წევრები როგორც ბრაუნი, მილიერანი და სხვები, არ ემორჩილებოდენ პარტიულ დისციპლინას, იკრებდენ თავის თავის ირგვლივ მიმდევრებს და ამ გზით შიგნიდან დაარღვიეს და დააუძლურეს პარტია. დეპუტატს ხშირად თავი მიაჩნია განსაკუთრებულ მადლით ცხებულათ და პარტიულ დისციპლინას მაინც და მაინც არ დაგიდევს. განხეთქილებაც ფრაქციიდან იწყება. ჩვენს ფრაქციაში პარტიის ცენტრალური კომიტეტი აგდებულია, თითქოს ის უცხო ვინმე იყოს და დეპუტატს შეეძლოს თავის ნებაზე და დამოუკიდებლად იმოქმედოს. ამან დაღუპა საფრანგეთის პარტია და დიდი ხნით დაასუსტა ის. იმ ფაქტმა, რომ დეპუტატები თავისი შეხედულებით მოქმედებენ და არ ემორჩილებიან პარტიის დადგენილებას, შექმნა იქ ერთ დროს უდისციპლინობა და აქედან იწყება პარტიის რღვევაც. ამ ნაირათ არჩეული პირები, რომელნიც მასიურ ორგანიზაციას მოწყვეტილნი არიან, ადვილათ ეთიშებიან პარტიულ დისციპლინას, რადგან ისინი აღარ განიცდიან მასის კონტროლს. თქვენ იცით, რომ „ახალი სხივის“ ნომრებში დეპუტატები გამოდიან ფრაქციის წინააღმდეგ, აბრალებენ მას სერვილიზმს და სხვა მრავალ ცოდვებს და ამ რიგათ ასუსტებენ მის ძლიერებას. ფრაქცია - ეს მოწინავე მებრძოლი რაზმია და როცა აქ, შიგნით, ერთი ნაწილი მეორეს წინააღმდეგ ილაშქრებს, - მაშინ ის, როგორც ბრძოლის ორგანიზაცია, აღარ არსებობს. იმ დროს, როცა ირგვლივ მტრები გვახვევია, თუ შიგნით არ გვექნა სიმაგრე და ურთიერთ შორის სიმტკიცე, ჩვენი შენობის დანგრევას ყველა შესძლებს.
უნდა ვსთქვათ, რომ წინადაც იყო ჩვენს პარტიაში ასეთი შემთხვევა, აირჩევდნენ კომიტეტს და შემდეგ აირჩევდენ კომიტეტს და შემდეგ ამრჩევლები ამ კომიტეტს ოპოზიციაში უდგებოდენ, მაგრამ მაშინ ეს იყო დარცხვენილი საქმე და ერქვა ინტრიგა, რომელიც ორგანიზაციის გარეშე არ გადიოდა. დღეს კი ეს წესი საქვეყნოდ, აშკარად გამოიტანეს, პრინციპად აღიარეს და კიდეც ტრაბახობენ ამით. ფრაქცია ირჩევს მთავრობას, ყველა თანახმაა იმ პირის, რომელსაც მისი შედგენა ევალება, უცხადებს მას ნდობას და მეორე დღეს კი იმავე ფრაქციის ერთი ნაწილი გამოდის თავისივე არჩეული მთავრობის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, რომ ერთ დღეს ნდობა გამოუცხადო მთავრობას და მეორე დღესვე მის წინააღმდეგ გაილაშქრო! ამას წინათ მე ვსთქვი ფრაქციაში, რომ ასეთ პირობებში არ შემიძლია მუშაობა, ვინაიდან არ ვიცი, ვისთან მაქვს საქმე - მოყვარესთან თუ მოწინააღმდეგესთან. მოწინააღმდეგესთან ადვილია ბრძოლა, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას, მაგრამ როცა ისევ შენივე ამხანაგები გიცხადებენ ბრძოლას, - ეს მეტად ძნელია. ფრაქცია ერთსულოვნად ადგენს, რომ ის მთავრობას მხარს უჭერს და მეორე დღეს მთავრობის წინააღმდეგ აშკარად გამოდის „სხივი“ და მას უნდობლობას უცხადებს ეს პოლიტიკური გარყვნილებაა, (ხმები: „მართალია“) არავითარი ნდობა არ შეიძლება გქონდეს ასეთ ხალხთან და ფრაქციას არაფერი სახეირო არ მოელის, თუ მას თავიდანვე არ ვუწამლეთ და იქ, ერთხელ და სამუდამოდ ინტრიგა არ მოვსპეთ.
ეს არის დისციპლინის აშკარა დარღვევა. შეიძლებოდა, წინედ გვეფიქრნა, რომ ეს წარმავალი მოვლენაა. დღეს ასე იქნება, - ხვალ გამოსწორდებაო, მაგრამ ამ დისციპლინის დარღვევამ წარმოშვა უკვე დიდი აზრთა განსხვავება. ვინც წაიკითხა „ახალი სხივის“ ორი უკანასკნელი ნომერი, მან აშკარად უნდა სთქვას, რომ ამ ჯგუფს უკვე არაფერი საერთო არა აქვს ჩვენს პარტიასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არღვევენ ყოველივე იმას, რასაც ჩვენ ვაშენებდით და ვაშენებთ და ამ გვარად „სხივი“ დაგვშორდა ჩვენ არა მარტო დისციპლინის დარღვევით, არამედ თავისი იდეოლოგიითაც და თავისი შეხედულებებით. ასე არ მოხდებოდა, რომ „სხივი“ რომელიმე ორგანიზაციის ორგანო ყოფილიყო.
როდესაც ორგანიზაციასთან გაქვს კავშირი, მაშინ ძალაუნებურად ჰმორჩილებ მასის კანტროლს, ხოლო თუ შენ მოსწყდი ორგანიზაციას, გასწყვიტე მასასთან კავშირი, მაშინ სწორ გზას ვეღარ შერჩები ან აქეთ გადავარდები, ან იქეთ; შენს მოქმედებას აღარ აქვს არავითარი ჩარჩო და შენს საკუთარ მისწრაფებას და გულის ზრახვას მისდევ.
სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. „სხივს“ არა აქვს კავშირი არც ერთ ორგანიზაციასთან, ის არის კერძო ჯგუფის, კერძო პიროვნებების ორგანო. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი კრიტიკის, დისკუსიის, ან ორგანოს დაარსების, მაგრამ კრიტიკა უნდა სწარმოებდეს ორგანიზაციის ჩარჩოებში და გაზეთი უნდა წარმოადგენდეს რომელიმე ორგანიზაციის ორგანოს. მე წერა თქვენზე ნაკლები არ ვიცი, მაგრამ არასოდეს ცალკე არ გამოვსულვარ.
როგორ მოხდა, რომ ეს ორი - სამი კაცი ვერ დაეტია ჩვენთან, ცალკე გამოვიდენ და თავიანთი ეკლესიის შენება დაიწყეს? ეს გამოიწვია სწორედ იმ უჩარჩოობამ, რომელზედაც მე წინეთ გითხარით; ეს გამოიწვია იმან, რომ ისინი მოწყდენ ორგანიზაციას.
აიღეთ მაგალითად, „ახალი სხივი“-ს მე-2 ნომერი, სადაც თვით სათაური გვიჩვენებს შინაარსსაც. მას ქვია: „მოხელეთა კორპორაცია, თუ სოც. დემოკრატიული მუშათა პარტია“, ე.ი. ვითომ ჩვენი პარტია მოხელეთა პარტიად გადაიქცაო. აქ ასეთი ამბებია: „სახელმწიფომ შთანთქა პარტია და მუშათა კლასი ვერ ხედავს პარტიულ ორგანოებში თავის ინტერესის დამცველ აპარატს. ეგ მოხელეების, „ჩინოვნიკების“ ორგანოებია, ამბობენ მუშები“...
„მუშათა კლასის მოწინავე რაზმი დიდი ხანია ამას გრძნობს და ოპოზიციუონურათ არის განწყობილი. იგი ეძებს მიზეზებს და უკვე ჩამოყალიბდა მისი აზრი, - იგი ხედავს, რომ პარტია ასცდა ძველ, ნაცად კლასობრივ გზას და გადაიქცა სახელმწიფოს; ან უკეთ რომ ვსთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატად და შემთხვევითი არ არის ის მოვლენა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიის შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, ე.ი. ცეკას ფაქტიური თავმჯდომარე“...
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოფიციალური პარტია ასცდა ამას და მიექანება ბურჟუაზიული გზით, აკეთებს ყოველდღიურ „მეშჩანურ“ საქმეს, იქნებ დიდათ საჭიროს. მაგრამ არანამდვილ დემოკრატიულს და, მით უმეტეს, არა სოციალისტურს“.
ჩვენს პირობებში აღმასრულებელი ხელისუფლება არ ემორჩილება საკანონმდებლო ორგანოს და აქედან იბადება მთავრობის სრული უპასუხისმგებლობა“.
„უსისტემობა, ბიუროკრატიზმი და მასთან კონტროლის სრული უქონლობა. კონტროლის აბუჩად აგდების აღმაშფოთებელი ფაქტები მოგვცა უკანასკნელმა დებატებმა დამფ. კრებაში მომარაგების მინისტრის მოხსენების შესახებ“.
ეს იყო პრინციპები და ეხლა ვნახოთ საშვალებები, რომლებიც ამ პრინციპებიდან გამომდინარეობენ: „მუშათა კლასი უკვე ეჭვის თვალით უყურებს იმ მეთოდებს, რომლითაც მთავრობა და „გაჩინოვნიკებული“ ჩვენი პარტია სარგებლობს. ძველი პარტიული ამხანაგები, ნამდვილი მუშები, და არა „კაზიონი“ ხალხი, რომელნიც მხოლოდ სახელწოდებით არიან მუშები და არასოდეს არ შეუქმნიათ და ახლაც არ ქმნიან არავითარ ღირებულებას, - სწორედ მუშების საუკეთესო ნაწილი იზიარებს „ახალი სხივის“ პოზიციას“... „მათ არ მოსწონთ ბალშევიკური კომუნისტური გიპეტროფია, მაგრამ მუშათა კლასი ვერ ურიგდება ვერც მენშევიკურ იმპოტენციას. ისინი გამოსთქვამენ მტკიცე სურვილს დაუყონებლივ დაუბრუნდით პარტიულ მუშაობას, ნამდვილ კლასიურ პარტიის შექმნას, არსებულ მოხელეთა კორპორაციის სრულ გარდაქმნას და ჭეშმარიტი სოციალ დემოკრატიული პარტიის აღდგენას მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება განვითარდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული აზრი. იქნება ამისთვის დაგვჭირდეს ახალი ფორმის გამონახვა, ერთგვარი გადამიჯვნა, მაგრამ თუ ამას საქმე მოითხოვს, თუ ეს აუცილებელი შეიქმნება, მაშინ სათანადო ნაბიჯიც უნდა იქნეს გადადგმული.“
ესე იგი გამოვეყოთ და დავაარსოთ ცალკე პარტია, აი რას ქადაგებს „სხივი!“ ეხლა ავიღოთ „ახალი სხივის“ უკანასკნელი ნომერი, სადაც მოთავსებულია ხოჭოლავას მოხსენება, რომელიც მას გაუკეთებია რკ. გზელთა ყრილობაზე. აქ სწერია: „შეგნებული კლასთა ბრძოლის ნაცვლად სრული პასივობა, მოწინავე მუშების დარაზმვის ნაცვლად, კავშირებში მთავრობის ხალხის გამეფება“.
აქ, როგორც ხედავთ, დაგმობილია ჩვენი პარტიის დღევანდელი მუშაობა და ტაქტიკა. როგორც ხედავთ, აქ ჩვენ საქმე გვაქვს მოწოდებასთან, რომ ეს უვარგისი მუშაობა, ეს უვარგისი ორგანიზაცია და უვარგისი მთავრობა უკუვაგდოთ. აქ აშკარა მოწოდებაა დავუბრუნდეთ ძველ გზას. ესე იგი, ბრძოლა გამოვუცხადოთ მთავრობას და „გაჩინოვნიკებულ პარტიას“. ორში ერთი - ან პარტიულ მთავრობას უნდა ებრძოლო, ან ხელი უნდა აიღო ძალა უფლებაზე და სხვას დაუთმო იგი. რა თქმა უნდა, სხიველები ირჩევენ პირველ გზას, ესე იგი, ჩვენს პარტიულ მთავრობასთან ბრძოლას და ამისთვის უნდათ ახალი პარტიის დაარსება. აქ არის ერთნაირი ლოღიკა და პრინციპიც, გერმანიაში ამ აზრმა დაასუსტა პარტია; ამ აზრსავე ადგა დაგლახაკებული რუსეთის მენშევიკური პარტია. ეს ლოღიკა წარმოსდგება მართველ ძალათ გადაქცევის შიშისაგან, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია დავგმეთ ეს ლოღიკა, ხოლო ეხლა მისი პრაქტიკულად ცხოვრებაში გასატარებლად გამოდის „ახალი სხივი“. ეს გაზეთი ამ მიზნით მოუწოდებს მუშებს „გამიჯვნისაკენ“, „ახალი ფორმის“ გამონახვისაკენ ე.ი. რასკოლისაკენ (№2). აქ მართლაც დიდი განსხვავება არსებობს ჩვენსა და მათ შორის და ამან მხოლოდ უკანასკნელ დროს იჩინა თავი.
დღემდე ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ მუშათა კლასს თვით ჩაეგდო ძალაუფლება ხელში. მან ეს შესძლო, ხელში ჩაეგდო მართველობა და მანვე უნდა აწარმოვოს სახელმწიფო აღმშენებლობა. ეს არის ჩვენი ანბანი და ყოველი ამხანაგი, თითოეული ორგანიზაცია უნდა სცდილობდეს მთელი თავისი ძალღონით ხელი შეუწყონ ამ მუშაობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველგან, ყოველ დაწესებულებებში ჩვენი ამხანაგები იყვნენ. თუ იტყვით, რომ ჩვენ არაფერი საერთო არა გვაქვს მთავრობასთანო, ეს სხვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე სხვას უნდა გადავცეთ ძალა - უფლება.
და შემდეგ კი ვებრძოლოთ მას. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება ძალა - უფლება. ეს არის თამაში, ეს არის პოლიტიკური გარყვნილება, ეს არის სწორეთ პოლიტიკური იმპოტენცია (ტაში).
პირველად „სხივში“ იბეჭდებოდა წერილები მხოლოდ ბოროტმოქმედებებზე. ასეთი წერილები „ერთობა“-შიაც იბეჭდებოდა. აქ პრინციპიალური განსხვავება, რა თქმა უნდა, არ იყო. იყო ერთად-ერთი აზრთა განსხვავება - შეუთავსებლობის შესახებ, მაგრამ წარსულ ყრილობამ ამის შესახებ სთქვა თავისი სიტყვა და ამის შემდეგ ეს საკითხი არ უნდა დასმულიყო. ასე იყო საქმე აქამდის, მაგრამ ეხლა კი სულ სხვას ვხედავთ. დღეს ჩვენ ვხედავთ აზრთა ნამდვილ სხვადასხვაობას და თუ მათი აზრი , რომელიც ზევით დავახასიათეთ, გავრცელდა, თუ მან მიმდევრები მოიპოვა ჩვენს პარტიაში, დაინგრევა ჩვენი პარტია და ამასთან ერთად დაინგრევა ჩვენი სახელმწიფოც და როცა ჩვენს პარტიაში ფრაქციის წევრები ასეთ აზრებს ავრცელებენ და ქმნიან პრინციპიალურ განსხვავებას, - ცენტრალურ კომიტეტმა მოვალედ სცნო თავი ეს კონფერენცია მოეწვია, რომელმაც სათანადო მსჯავრი უნდა დასდოს ამ აზრებს და ამის მატარებელ ჯგუფს.
მთელი ეს განსხვავება, განხეთქილება და აზრთა სხვა და სხვაობა გამოიწვია, როგორც მოგახსენეთ იმ გარემოებამ, რომ „ახალი სხივი“ იყო არა რომელიმე ორგანიზაციის, არამედ ჯგუფის, პიროვნებათა ორგანო. ამ პიროვნებათ ზურგს უკან არა ყავს არც ერთი ორგანიზაცია; ისინი მოქმედებენ უკალაპოტოთ, უკანტროლოთ, უმასოთ, მიშვებული თავიანთ ფანტაზიაზე. ასეთ შემთხვევაში გენიოსიც რომ იყო, თუ არა გაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებში შენ უნდა იმოქმედო, სწორ გზას აუცილებლივ გადასცდები, გაყვები თავის ოცნების ლოღიკას და არა მასის და პარტიის კარნახს.
აი, აქედან დაიბადა და მომზადდა ის პრინციპიალური განსხვავებაც, რომელიც დღეს ანსხვავებს „ახალი სხიველებს“ ჩვენგან. მაშასადამე, აქედან თქვენ ხედავთ, რომ დისციპლინა ყოფილა ძირი, დედა ჩვენი აზრის, მოღვაწეობის, მოქმედების და როდესაც მას გადასცდები, - ანარქიის უფსკრულში გადავარდები.
ბევრია ჩვენში ეკონომიურ გაჭირვების გამო უკმაყოფილო; შეიძლება, ამ ჯგუფის აგიტაციამ თვალი აუხვიოს მათ და გაიტაცოს, მაგრამ ასეთი ხალხი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ეს გზა დაღუპავს ჩვენს პარტიას და ჩვენს სახელმწიფოსაც. ჩვენ ვერ მოვითმენთ პარტიის დაღუპვას და სახელმწიფოს განადგურებას და მე უნდა გითხრათ, რომ თუ დროზე არ იქნა მიღებული ზომები - პარტია დაიშლება და შემდეგ დაიშლება მთელი სახელმწიფოც; ასეთ მოქმედებას კი ჩვენ ვერ დაუშვებთ ჩვენი სახელმწიფოს წიაღში. ამიტომ ცენტრალური კომიტეტი მოითხოვს აღდგენილ იყოს დისციპლინა; მან შეიმუშავა შესაფერისი თეზისები (კითხულობს თეზისებს). შინაარსი ამ თეზისების არის ის, რომ პარტიულ ორგანიზაციამ და მით უმეტეს მათ შორის, რომლებიც არჩეული გვყავს სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებში, - სასტიკად იყოს დაცული პარტიული დისციპლინა, რომ არც ერთ პირს არ შეეძლოს გადაუდგეს პარტიას თუნდაც თავის შეკავებითაც კი.
ჩვენ დღეს უფრო გვჭირია პარტიული სიმაგრე ვინემ ოდესმე. ჩვენ დღეს ირგვლივ მტრები გვარტყია და ამ უკიდურეს მდგომარეობაში ჩვენი პარტიის სიმტკიცე წარმოადგენს საფუძველს ჩვენი თავდაცვისას. ერთმანეთისადმი ნდობა, მტკიცე დისციპლინა, ერთობა და ამხანაგობა შეადგენს ჩვენი პარტიის შინაურ ძალას და ამ ძალაზეა დაყრდნობილი მთელი სახელმწიფოც. და თუ ეს ძალა შეირყა, თუ გამეფდა ჩვენს შორის ანარქია, მაშინ სამარცხვინოთ დავანგრევთ ყოველივე იმას, რაც დღემდე გვიშენებია. მთელი ჩვენი ძველი ძალა უნდა შევინარჩუნოთ, ძველი ტრადიცია უნდა გავამაგროთ, ჩვენი ძველი დისციპლინა უნდა გავამტკიცოთ. ვისაც ეს არ მოსწონს, - შეუძლია მიბრძანდეს და ჩვენი პარტიის გარეშე, რაც უნდა ის ჩაიდინოს, ხოლო ჩვენ არავის მივცემთ ნებას ჩვენი სიმაგრე შიგნიდან დაანგრიოს და ამით დასცეს პარტიაც და ჩვენი რესპუბლიკაც. (ხანგრძლივი ტაში).
ერთობა. - 1921. - 23 იანვარი. - №16. - გვ. 2.
საქართველო. - 1921. - იანვრის 23. - №16. - გვ. 3.
![]() |
9.15 საქართველოს სოც. დემ. მუშათა პარტიის კონფერენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ნოე ჟორდანიას სიტყვა
20 იანვრის დილის სხდომა
ამხანაგებო! მე ახლა არ გამოვუდგები წვრილმანებს; ამას სრულიადაც არ მოითხოვს საქმის ინტერესები. ჩვენ უნდა გავიგოთ საქმის მდგომარეობა და შემდეგ ყველას შეეძლება თავისი მსჯავრის გამოტანა.
აქ სთქვეს, რომ ჩვენ ვდგევართ პროგრამის ნიადაგზეო და ამაზე იქნება დამყარებული პარტიული მთლიანობაცო. მაგრამ პროგრამის ერთიანობა კიდევ არ ნიშნავს, რომ პარტიაც მთლიანი იქნება. შესაძლებელია პროგრამა ერთი იყოს, მაგრამ პრაქტიკა არ იყოს ერთი. ამის შესახებ ამბობდა ლიბკნეხტი მთელ დიუჟინ პროგრამას ერთი მართალი ფაქტი, ერთი მართალი ნაბიჯი სჯობია. ერთი პროგრამა გვქონდა ბალშევიკებსა და ჩვენ. აქ არსებობს კიდევ სოც - დემოკრატიული ჯგუფი (ზურაბოვის), რომელსაც პროგრამა საერთო აქვს. მაგრამ მიუხედავათ ამისა ჩვენ დასახელებულ ჯგუფთან თუ პარტიასთან არ გავერთიანებულვართ. მაშასადამე, მარტო პროგრამას არ შეუძლია შეაერთოს პარტია; უნდა არსებობდეს ამასთანავე ერთი ტაქტიკა და ერთი ორგანიზაცია და აქ სწორეთ ამ მხრით არ არის ერთობა.
რაშია საქმე? - ეს ამხანაგები აჯანყებული ხალხია: ისინი არ ემორჩილებიან პარტიულ დადგენილებებს. შესაძლებელია, რომ ოპოზიცია მართალი იყოს ზოგ რამეში; მაგრამ მართალია მხოლოდ ის, რაც პარტიას ამართლებს და ცხოვრებას წინ სწევს, მივყევართ ახალ - ახალ გამარჯვებისკენ. არსებობს დამფუძნებელი კრების ფრაქცია; უმრავლესობის ნება სურვილით გამოაქვთ ესა თუ ის დადგენილება. უმცირესობა კი არ ემორჩილება უმრავლესობას და არ ასრულებს დადგენილებებს: ეს არ არის სიმართლე, ეს პარტიის დარღვევაა.
პარტიამ დაადგინა, რომ იწონებს მთავრობის პოლიტიკას. ესენი იწუნებენ და შემდეგ „სხივში“ საჯაროთ არღვევენ პარტიის დადგენილებებს. მაშასადამე, მათთვის არ არსებობს პარტია და როდესაც მათ არ მიუთითებენ ამ გარემოებაზე, - ისინი ამბობენ, რომ ეს არის სერვილიზმი, აზრის შებორკვა, შევიწროება და სხვა. ასეთი შეხედულებით პარტიაში არსებობა არ შეიძლება.
საყვარელიძემ სთქვა, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობაო. მთავრობა დააყენა პარტიამ თუ მთავრობის წევრები არ არიან შესაფერისნი, - მაშინ თვით პარტია გადააყენებს მათ და მათ ალაგზე ახალ მთავრობას ჩააყენებს. მთავრობა მუდამ ანგარიშს უწევს ცენტრალურ კომიტეტს, ს-დემ. ფრაქციას, კონფერენციას, ყრილობას, და ამის შემდეგ ნუ თუ შეიძლება თქმა იმისა, რომ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის არცოდნას (მუხ. ხოჭოლავა ადგილიდან: „ეს სოფიზმი“!).ეს არ არის სოფიზმი, უმრავლესობა იწონებს მთავრობის ნაბიჯებს; უმცირესობა უნდა დაემორჩილოს უმრავლესობას. გავლენა თუ არა გაქვთ და ვერ გააფართოვებთ თქვენს შეხედულებებს, - ეს ასე იქნება ყოველთვის. უმცირესობას ყოველთვის შეუძლია იმუშაოს პარტიის ფარგლებში თავისი შეხედულებებისათვის გავლენის მოსაპოებლათ. მუხრ. ხოჭოლავა სულ არ ესწრება ცენტრალურ კომიტეტის სხდომებს (ხოჭოლავა: „საჭირო არა ვართ!“)...არ ვიცი, საჭირო ხართ თუ არა; მაგრამ შემდეგ ნუ ლაპარაკობთ, აზრს ავიწროებენო და სხვა. (მ. ხოჭოლავა: „პროგრამაზე!“ დაანებეთ თავი პროგრამას. რა იწერება „სხივში“ პროგრამაზე? არაფერი. რა თქვით აქ პროგრამაზე? მოიყვანეთ მხოლოდ ერთათ-ერთი მაგალითი კირილეს ინციდენტი. კირილეა პროგრამა? რომელ პროგრამაში გიწერიათ კირილეს ბინის კითხვა - პროგრამული კითხვააო.
მაგათი პროგრამა არის ერთად-ერთი - ზარბაზანის დაშენა მთავრობისათვის მაგრამ ასე ისინი ფრაქციაში უნდა მოქცეულიყვენ. იქ ნდობას უცხადებენ მთავრობას, ხოლო შემდეგ „სხივში“ მის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ასეთი ხალხის ნდობა პოლიტიკურათ შეუძლებელია! (ხმები: „მართალია!“) ეს არის მათთვის თავისუფლება. თავისუფლება მათთვის ის არის, რომ არ დაემორჩილონ დადგენილებას, ე.ი. მათ ჰსურთ თავისუფლება პარტიიდან. მაგრამ ჩვენ ასეთი თავისუფლება არ გვინდა. უნდა დაემორჩილოთ პარტიულ დადგენილებებს.
აქ ასე ამბობენ: ერთი მხრივ ჩვენ და მეორე მხრივ - „ერთობა“, ცენტრალური კომიტეტი, მთავრობა და სხვა. მაგრამ სად ხართ თქვენ ამ შემთხვევაში? ცხადია თქვენ ვერ იქნებით პარტიის ინტერესების გამომხატველნი. თუ პარტიამ აიღო ხელში სახელმწიფოს აღმშენებლობა, თვითოეული წევრი მხარს უნდა უჭერდეს მას ამ მუშაობაში და ამაში გამოიხატება „კაზიონობა“; მაგრამ ეს სრულიადაც არ არის სამარცხვინო. დე, ვიყოთ „კაზიონი“ იმისათვის, რომ ჩვენს ხელშია სახელმწიფოს მთელი აპარატი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს და ჩვენი ხალხია ჩაყენებული სახელმწიფოს ორგანოებში. ამაში გამოიხატება ჩვენი აღმშენებლობითი მუშაობა. მარქსის გადაკითხვა კაბინეტებში არ არი საკმაო; საჭიროა მარქსიზმის გამოყენება ცხოვრებაში (მუხრ. ხოჭოლავა: „ნუ დააჟინდით“!) მაგრამ მაშინ რად არ იცით, რომ ერთი ცარიელი პროგრამა ვერ ჰქმნის მთლიან პარტიას?
მუხრან ხოჭოლავამ დღეს აქ ბევრი ილაპარაკა დიქტატურისა და ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ. და ეს მე მაგონებს 18 წელს, როდესაც იმავე საკითხებზე აქ გველაპარაკებოდენ ასეთივე კილოთი არშაკ ზურაბოვი და სხვა მისი თანამოაზრენი. ჩვენ დღეს ვანხორციელებთ ჩვენი პროგრამის მინიმუმს, ვანხორციელებთ თანდათანობით და კიდეც განვახორციელებთ მას. შემდეგ გადავალთ პროგრამა მაქსიმუმზე. მუხრანი კი დღეს ჰბაძავს მათ და ამბობს, რომ მაქსიმუმიდან უნდა დავიწყოთ. ერთია ნათელი: დღეს მათ აქ ეუბნებოდენ - სთქვით, რა ხაზი გაქვთო, მაგრამ ასეთი ხაზი მათ არა აქვთ; მათ აქვთ მხოლოდ ერთი ხაზი, ისინი არღვევენ ჩვენს პარტიას და ხელს უშლიან ჩვენს აღმშენებლობით მუშაობას. ამის უფლებას ჩვენ არავის მივსცემთ!
მუხრან ხოჭოლავა მე მიკიჟინებს, რომ წინად ყოველთვის შემაერთებელი ვიყავი და დღეს კი არა. მართალია, მაგრამ შეერთებაც არის და შეერთებაც; შეერთება წყლისა და ცეცხლისა შეუძლებელია. ამიტომ მე უნდა ვთქვა ის, რაც არის, ხოლო არის კი ის, რომ ზოგი ინდივიდუალისტები პარტიას გვინგრევენ. ამ აზრების მთქმელნი ან უნდა შემოგვიერთდენ და უარყონ თავიანთი აზრები, ანდა უნდა დააარსონ თავიანთი პარტია.
აღდგენილი უნდა იქნეს დისციპლინა. მართალია, ცენტრ. კომიტეტმა სისუსტე გამოიჩინა; მაგრამ იგი ფიქრობდა, რომ ეს მოვლენა წარმავალი იქნებოდა, მაგრამ, როდესაც გამოირკვა, რომ მოვლენას ღრმად ჰქონდა გადგმული ძირი, - მაშინ მან მოიწვია პარტიული კონფერენცია და ეს უკანასკნელი იტყვის დღეს თავის სიტყვას.
თუ ჩვენ ბრძოლაში ერთად არ ვიქნებით, თუ ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, - მაშინ დაინგრევა ჩვენი პარტია და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასაც ლახვარი ჩაეცემა. ამიტომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლათ ჩვენ უნდა მივიღოთ შესაფერი დადგენილება (კითხულობს რეზოლიუციას, რომელიც უკვე დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში, №14).
ასეთია რეზიუმე ჩვენი შეხედულებისა. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ შევქმნით მთლიან პარტიას და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერავითარი მტერი ვერ გაგვიძლებს (ხანგრძლივი ტაში).
ერთობა. - 1921. - 26 იანვარი. - №18. - გვ. 2.
![]() |
9.16 ნოე ჟორდანიას სიტყვა წარმოთქმული დამფუძნებელი კრების 17 იანვრის სხდომაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქენო! ჩემი განცხადების გამო აქ დიდი ხანია არის კამათი. ამ კამათს მე დიდის გულმოდგინებით ვუგდებდი ყურს თავიდანვე და უნდა ვსთქვა, რომ უმრავლესობა აქ გამოსულ ორატორებისა შეეხო უფრო წვრილმან საგნებს, ვინემ ისეთებს, რომელთაც ისინი უნდა შეხებოდენ („ხმა: ჯერ არ გათავებულა“). იმედი გვაქვს - აწი მაინც შეეხებიან. მთავარი საკამათო საგანი აქ იყო ჩვენი მომარაგების საქმე და მომარაგების სამინისტრო; მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ თვით მომარაგების მინისტრმა გააკეთა მოხსენება, - გამოირკვა, რომ თითქმის აღარავის არაფერი არ აქვს სადავო და საკამათო ამ სამინისტროს გარშემო (დადიანი: „რა იცით, ბატონო?“). ბატონ დადიანს უნდა გავახსენო, რომ სწორედ მისმა ამხანაგმა შალვა ნუცუბიძემ აქ ამ ტრიბუნიდან არა თუ კმაყოფილება, - გაკვირვებაც კი გამოსთქვა იმის შესახებ, რომ ამდენი საქმე გაკეთებულა და ჩვენ ეს არ ვიცოდითო. (შ. ნუცუბიძე: „არაფერი მაგის მსგავსი არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ ამდენს არ მოველოდი მეთქი ამ მინისტრისაგან ). მე ვამბობ, რომ მომარაგების მინისტრის მოხსენების წინააღმდეგ არც ერთი ორატორი არ გამოსულა და არსებითად არაფერი არ უთქვამთ (სპ. კედია: „გამოვალთ, ვილაპარაკებთ“). თუ გამოხვალთ, - იმასაც ვნახავთ, რა ფასი ექნება თქვენს გამოსვლას. (ს. დადიანი: „ეს უკანასკნელი სიტყვა ხომ არ არის, თქვენს ფრაქციას კამათის მოსპობის წინადადება ხომ არ შეუტანია?“). აქ, მართალია, ზოგიერთი დეპუტატი შეეხო ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას; აქ, ასე ვთქვათ ცენტრი, მთელი ჩვენი მსჯელობისა, თავისთავად ცხადია, უნდა ყოფილიყო ეს ეკონომიური პოლიტიკა; მაგრამ ამას გვერდი აუხვიეს და მხოლოდ ერთმა თუ ორმა ორატორმა ეს საკითხი დასვა და სწორედ მეც ამას მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება.
აქ უნდა ვთქვა პირველად ყოვლისა ის, რომ ჩვენ ბატონმა შალვა ნუცუბიძემ თავის სიტყვაში საყვედური გვითხრა იმაზე, რომ ჩვენ მინისტრებათ ხან ერთს შევიყვანთ მთავრობაში, ხან მეორეს, ხან ახალ სამინისტროს ვქმნით და ეს არის, ერთნაირი უსისტემობა. ამაზე უნდა ვთქვათ, რომ სამინისტროების შემოკლება, ხან მომატება არავითარ - არც პოლიტიკურ, არც პრინციპიალურ საგანს არ შეადგენს; ეს არის დამოკიდებული პრაქტიკულ საჭიროებაზე. (ვეშაპელი: „და ფინანსებზე, ხარჯებზე!“) ესეც შესაძლებელია. მე მოგახსენებთ მთავარ მიზეზებს; ეს არის დამოკიდებული უმთავრესად პრაქტიკულ საჭიროებაზე; თუ რომელიმე დარგი სახელმწიფო მართველობისა იღებს ისეთ სახეს, ისე დიდდება შინაარსით, რომ საჭიროა მას ჰყავდეს საკუთარი პატრონი... (შ. ნუცუბიძე: `სწორედ უნდა გავიგოთ, რატომ არის საჭირო!“). თქვენ იცით, ბატონებო, რომ ეს აქ კი არ ხდება მარტო, - ეს ხდება სხვაგანაც - ყველა ქვეყნებში. ინგლისში ეხლა არის 20 მინისტრი; იყო 15 მინისტრი, წინად-12 მინისტრი. საფრანგეთში სრულიად ახალი სამინისტრო არის შექმნილი, მაგალითად, პენსიების სამინისტრო. არასოდეს ყოფილა პენსიების მინისტრი; ეხლა კი არის. (შ. ნუცუბიძე: `იმათ იციან, რასაც შვრებიან!“) იმათ იციან და თქვენც უნდა იცოდეთ, ისინი ამას იმიტომ შვრებიან, რომ ამას მოითხოვს პრაქტიკული საჭიროება... (შ. ნუცუბიძე: „ეს უნდა მოხსენდეს დამფუძნებელ კრებას! ამას ვითხოვთ ჩვენ!“ თავმჯდომარე: „გთხოვთ - ნუ უშლით მთავრობის თავმჯდომარეს ლაპარაკს!“). თუ ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულათ ეს საჭიროა, - ჩვენ ამას ვშვრებით. ბატონებო, მოგახსენებთ ამ მხარეზე. აქ ერთხელ წამოვაყენეთ, რომ ჩვენთვის არის პრაქტიკულად საჭირო მომარაგების სამინისტრო და მომარაგების მინისტრი; სწორედ სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ წინააღმდეგნი და ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა და ასე არ გვექნა, - მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვეყოლებოდა არც ჯარი, არც გვარდია და არც არავითარი საზღვრები გვექნება... (ხმაურობა.ზარი. ხმები: „მართალია!“ დადიანი: „ჩვენი წინადადება იყო მომარაგების სამინისტროს დაარსება!“) ამიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სათავეში და ვიცით, როცა რა გვჭირია... აი, ეხლაც ასე იყო: ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი განათლების საქმე ისეთი შინაარსისა არის, ისე გადიდდა, რომ მისი მიწერა სხვა სამინისტროზე ყოვლად შეუძლებელია. ეს საქმე ჩვენში უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ ვთქვით, რომ მას სჭირდება საკუთარი ხელმძღვანელი...
(შ. ნუცუბიძე: „მასწავლებლების რეზოლიუცია ნახეთ, როგორ ვითარდება ეს საქმე ჩვენში!“ თავმჯდომარე: „გთხოვთ - ნუ უშლით ორატორს“, უნდა ვთქვათ, რომ მასწავლებლების რეზოლიუცია ვნახე და მე გავიგე, რომ მასწავლებლებს გაცილებით უფრო ნაკლები შეგნება ჰქონიათ სახელმწიფო საჭიროებისა და მისი ინტერესებისა, ვიდრე მუშებს... (ხმაურობა. ზარი. დადიანი: „გაიმეორეს თქვენი ნათქვამი, რომ მდგომარეობა კატასტროფიულია!). თუ მართალია, რომ ეს მოახდინა ბლოკმა და ამაში ერიენ ფედერალისტები, - მე თქვენ ამას ვერ მოგილოცავთ... (დადიანი: „სიცრუე მოუხსენებიათ!“ შ. ნუცუბიძე: „თავმჯდომარეს სწორი ინფორმაცია არა აქვს!“ თავმჯდომარე: „ბ. ნოე, უკაცრავად, მე იძულებული ვიქნები, ბატონებო, სხდომა დავხურო, თუ არ მოუსმენთ მთავრობის თავმჯდომარეს და ხელს შეუშლიან მის სიტყვას. არ შეიძლება და არც გეკადრებათ. ბატონებო, უუმორჩილესად გთხოვთ ნუ უშლით ხელს თავმჯდომარეს, დაამთავრებინეთ სიტყვა. თქვენ ჩაწერილი ხართ და შეძლება გექნებათ ილაპარაკოთ... გთხოვთ დაწყნარდეთ!“).
უნდა ვთქვათ, რომ... (ხმაურობა, ზარი). ბატონებო, სოციალისტ - ფედერალისატები ძალიან სწუხან იქ და, მე მგონია, რაც უნდა იხმაურონ, ხელს ვერ შემიშლიან... (ხმაურობა ს.-ფ. სკამებზე. შ. ნუცუბიძე: „მთავრობის თავმჯდომარეს სწორი ინფორმაცია არა აქვს! თავმჯდომარე: „ბ-ნო შალვა, ნუ მაიძულებთ სხვა ზომებს მივმართო, გთხოვთ მოუსმინოთ ბ-ნ თავმჯდომარეს). აქ ბ-მა ნუცუბიძემ სთქვა, - შალვამ, - აქ ორი ნუცუბიძეა, - სთქვა, რომ აქ მთავრობა ქმნის რაღაც ერთგვარ არისტოკრატიას, ჩვენში არის ერთნაირი ოლიგარხია, რომელიც ბატონობს და მეთაურობსო. (შ. ნუცუბიძე: „კამარილია!“)... კამარილია, ოლიგარხია, არისტოკრატია ერთი და იგივეა. ეს ნუცუბიძემ უნდა იცოდეს. შ. ნუცუბიძემ არ იცის და უნდა იცოდეს, რას ნიშნავს არისტოკრატია, ოლიგარხია და კამარილია. და თუ ფიქრობს, რომ ასეთი რაიმე არის ეხლა აქ, ჩვენში, სადაც დემოკრატიული რესპუბლიკა არის, დემოკრატიული წყობილება და თუ მას ჰგონია, რომ ეს აქ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ სცოდნია ამ ტერმინის შინაარსი და ეს სამწუხარო არის... (შ. ნუცუბიძე: „უბრალო სიტყვა არის!“). ეს იცის ყველამ, რომ არისტოკრატია, ოლიგარხია, მართალია, არსებობს და ბატონობს იქ, სადაც ხალხს არც ხმა აქვს, არც არჩევანი აქვს და ბატონობს თვითმპყრობელობა. თუ თქვენ ჰფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს განსხვავება ჭკუისა და გამოცდილებისა, ე.ი. არისტოკრატია ჭკუისა და გამოცდილების - ამაში შემცდარი ხართ... (სიცილი, ტაში) და თუ გინდათ, სთქვათ რომ აქ ზოგიერთ ჭკუიანი ხალხი არის და არ უნდა იყოსო, - სთქვით!... (შ. ნუცუბიძე: „თქვენი რამდენი კაცი ზის?“) მთავრობა სდგება ისე, როგორც საერთოდ ყველა პარლამენტში... (შ. ნუცუბიძე: „თქვენს წრეში რამდენი მინისტრია გაბატონებული?“) ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ აი, - აქ ჩვენი პარტია არის გაბატონებული და ცხადია, რომ ეს პარტია აყენებს მთავრობას. ეს ასეა ყველგან. ის პარტია, რომელიც გაბატონებული არის პარლამენტში, აყენებს მთავრობას; თუ არ მოგწონთ... (ს. კედია: „მაშინ იქნება ოლიგარხია!“). აი, სწორედ, დიაღ, მაშინ იქნება ოლიგარხია, როდესაც უმცირესობა თავის აზრს მოახვევს უმრავლესობას... (შ. ნუცუბიძე: „ეს ვიცით, ბატონო!). თუ იცით, არ უნდა სთქვათ ის, რაც არ იცით. ასე არის. ვიმეორებ, რომ მთავრობა დგება ჩვეულებრივი გზით და არავითარი არა-ჩვეულებრივი გზა, არა - პარლამენტარული გზა არ ყოფილა და არც არსებობს... (შ. ნუცუბიძე: „ოფიციალურად!“ ხმა: „ფორმალურად!“) არ ვიცი ოფიციალურად, თუ არა ოფიციალურად, ისე არის ოფიციალურად, როგორც არა ოფიციალურად. თუ თქვენ ამბობთ, რომ ორი-სამი კაცი აყენებს ვინმეს... (შ. ნუცუბიძე: „დიაღ! დიაღ! თქვენებმა იციან!“) ეს არ არის მართალი. ჩვენში არასოდეს ორი-სამი კაცი არ ბატონობდა; ბატონობდა და ახლაც ბატონობს თვით პარტია, პარტიული ორგანიზაციები. რასაც დაადგენს ორგანიზაცია, - ამას ასრულებს ორი, სამი და ასი კაცი. (ჯუღელი: „მართალია“!) და თუ კი ორი სამი კაცი არ ასრულებს უკეთესად, თავის თავად ცხადია, ისე აასრულებს, თუ არის ნება და სურვილი პარტიისა (შ. ნუცუბიძე: „სიტყვით! სიტყვით!“ გ. რცხილაძე: ეს პარტიის საქმეა და არა დამფუძნებელ კრებისა!“) დამფუძნებელ კრებაში დიდი უმრავლესობა ჰყავს ერთ პარტიას; აქ არის ს.-დ. ფრაქცია, თავისთავად ცხადია, რომ ფრაქციიდან უნდა გამოდიოდეს ესა თუ ის სამინისტრო, ესა თუ ის მინისტრი... (შ. ნუცუბიძე: „აჭახრაკებს საქმეს ამ ფრაქციის საქმე ეს არის!. რამიშვილი: „თქვენ ფრაქციაში ლაპარაკობს, არა?“) არ ვიცი მე, თქვენ ფრაქციაში საქმეებს ვინ აწყობს, მაგრამ ჩვენს ფრაქციაში აწყობს საქმეებს ის პირები, რომელთაც აქვთ პარტიის სრული ნდობა, აქვთ მეტი გამოცდილება... (ჯუღელი: „მართალია ასეა, ბატონებო, ესენი აწყობენ და ასე თქვენ ფრაქციაში და თვენს პარტიაში უკუღმა ხდება, - მაშინ ეს დამილოცნია თქვენთვის. (ტაში.) (ნუცუბიძე ხმაურობს. თავმჯდომარე: ბატონო შალვა! გთხოვეთ რამდენიმეჯერ - ნუ ხმაურობთ, გაგიცხადეთ, ნუ ილაპარაკებთქო: თქვენ არ აასრულეთ; ეხლა შენიშვნას გაძლევთ. თუ კიდევ გაიმეორებთ - სამწუხაროდ, მე იძულებული ვიქნები მივმართო სხვა ზომებს. უმორჩილესად გთხოვთ დაწყნარდეთ!“).
ამის შემდეგ მე მინდა გადავიდე ცენტრალურ კითხვაზე, რომელიც აქ იყო დასმული; მაგრამ ბევრი ორატორი არ შეეხო. მე მინდა თქვენი ყურადღება ამაზე მივაქციო. აქ ერთ-ერთ ორატორს, - თუმცა მაშინ, როცა სხვა კითხვა ირჩეოდა - ემისიის გამო, - ეს იყო გ. რცხილაძე, - არ ვიყავი აქ, მაგრამ წავიკითხე „სახალხო საქმეში,“ - ემისიის შესახებ უთქვამს სიტყვა, რომელიც უნდა ეთქვა დღეს; ვინაიდან ეს სიტყვა თავის შინაარსით დღევანდელ დებატებს ეკუთვნის. იქ უადგილოთ არის დაწერილი... (ხმები: „მართალია!“). ამ სიტყვაში ყველაზე უფრო კონკრეტულად არის დასახული და დასმული კითხვა. აქ ბატონ რცხილაძეს ისე გამოჰყავს საქმე, რომ თუ ჩვენში დღეს არის ეკონომიური გაჭირვება, ეკონომიური კრიზისი, - ეს არის მთავრობის ეკონომიურ პოლიტიკის ბრალი... (გ. რცხილაძე: „არა მარტო; აგრეთვე მთავრობის!“)... სწორედ ამაზე ილაპარაკა, თუმცა კონკრეტიულად არც ერთი საგანი, არც ერთი ფაქტი პოლიტიკის რეალიზაციისა არ დაუსახელებია, რომელსაც შეეძლო ისეთ დიდი საკითხის გამოწვევა, როგორც არის ეკონომიური კრიზისი.
მაგრამ ჩვეულებრივი, ძველებური აზრი იმნიარი არი, რომ რაც მოხდა ცუდი რამ, - უეჭველად მთავრობის ბრალია. უნდა ვთქვათ, რომ ეს სრულიად არ არის მართალი. ჩვენში ეკონომიური კრიზისი არსებობს და ამის მიზეზი არ არის არც მთავრობა და არც მისი პოლიტიკა. პირიქით, ეს კრიზისი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ესა თუ ის ეკონომიური პოლიტიკა. არ ვიცი როგორ შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ჩვენში, საქართველოში, ამ ეკონომიურ ცხოვრების საქმეებს აწარმოებდეს მარტო მთავრობა და ეს იყოს ერთად-ერთი ბატონ პატრონი ამ ეკონომიურ საქმიანობისა და ის ქმნიდეს რაიმე კრიზისს. ეს რომ რუსეთზე ითქვას, - სხვა არის; მაშინ მართალი იქნებოდა. ჩვენ რომ წარმოების და ვაჭრობის სრული ნაციონალიზაცია მოგვეხდინა, მოგვესპო კერძო ინიციატივა და ჩვენ ვყოფილიყავით ერთად ერთი მეურნე და მწარმოებელი. - მაშინ მართალი იქნებოდით, ბრალი დაგვედებოდა, რომ საქმე სულ ცუდათ მიდის... (ასათიანი: „ასეა ბოლოს და ბოლოს“). ასეა თქვენთვის იმიტომ, რომ თქვენი პროგრამის მომხრე არა ვართ. მთავრობის ეკონომიური საქმიანობა შეიძლება იყოს 5-6%25 დანარჩენი კი კერძო ინიციატივის ხელში არის. (აპ. კედია: „აკი სამოცი პროცენტიო!“ სამ. დადიანი: „დელეგაციას რომ უთხარით 25%25 ქარხნებისა ჩვენ ხელშიაო?“). თუ თქვენ გგონიათ, რომ ეკონომიური საქმიანობა არის მარტო ქარხნები, - სცდებით. მაგრამ არა მარტო ქარხნები არის მეურნეობა, არამედ მთელი კომპლექსი ეკონომიურ მდგომარეობისა და საქმიანობისა. (ს. დადიანი: „ეს პასუხი არ არის!“). მე ვამბობ, რომ ჩვენში ეკონომიურ სფეროში მუშაობს ყოველი ადამიანი და მათ შორის ჩვენც ვართ, ე.ი. მთელი სახელმწიფო, და მათ შორის მთავრობაც. მაშასადამე, თუ რაიმე კრიზისი არის და საქმე ვერ მიდის ხეირიანად და დამნაშავეს ეძებთ, - დამნაშავე უნდა იყოს მთელი ჩვენი ეკონომიური მოქმედება, მთელი ხალხის მუშაობა ამ ნიადაგზე და მათ შორის მთავრობაც იქნება. მაგრამ საკითხის ასე დასმა სრულიად შეუძლებელია. ეს არის საკითხი კულტურულ პროგრესისა, ე.ი. რამდენად არის მომზადებული ჩვენი ხალხი კულტურულ მუშაობისათვის. არავის არ მოუვა ჭკუაში, რომ სთქვას: საქართველოს ხალხი დამნაშავე არის იმაში, რომ იძულებულია პური შემოიტანოს უცხოეთიდან. მე ვამბობ, რომ ჩვენი ეკონომიური კრიზისის მიზეზი არ არის მთავრობა; პირიქით.
მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა ეგუება დღევანდელ მდგომარეობას, რომ ეს კრიზისი შეამსუბუქოს და შეანელოს. ასეთია ჩემი დებულება და გთხოვთ დაარღვიოთ.
ბ. რცხილაძემ ჩვენ გვისაყვედურა, რომ თურმე ჩვენ დიდი ხანია ომიდგან გამოვედით, მაშასადამე, არავითარი არაჩვეულებრივი საქმეები და გასავალი არ გვქონია, მაგრამ, მიუხედავად ამისა მაინც დავანგრიეთ ის, რაც გვქონდაო. ბ. რცხილაძე დიდი ხანია აქ არ ყოფილა, ახლად მოსული არის, მაგრამ მაინც ეცოდინება, რომ საქართველო დღემდე ომიდან არ გამოსულა. თუ გგონიათ, რომ საქართველო მსოფლიო ომში ერია, - ეს არ არის მართალი; იმ ომში საქართველო არ ყოფილა, ერიენ მარტო ქართველები. თუმცა იმ დღიდან, რაც საქართველოს რესპუბლიკა დაარსდა, მსოფლიო ომი მოისპო; მაგრამ აქ მაინც მუდმივ საომარ მდგომარეობაში ვართ. თუ ამას მიიღებთ მხედველობაში, - მაშინ დაინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს აუარებელი არაჩვეულებრივი სამხედრო გასავალი. თუ მიიღებთ შრომას და ჩვეულებრივ შემოსავალ - გასავალს შეადარებთ,- მაშინ ნახავთ, რომ არც იმდენად ცუდად არის ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა, როგორც ჰგონიათ. თუ მიიღებთ სახეში არაჩვეულებრივ გასავალს, - მაშინ ცხადი იქნება, რომ აქ არაფერს შუაში არის არც მთავრობა და არც მისი ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა. საომარმა გასავალმა გააღარიბა არამც თუ ახალი სახელმწიფოები, - არამედ ისე ძველი სახელმწიფოებიც კი, როგორიც არიან საფრანგეთი, გერმანია და სხ. ამას დიდი ფიქრი და ანალიზი არ უნდა, რომ კაცი გამოვიდეს და თქვას ის, რაც არის. შემდეგ ბ. რცხილაძეს უთქვამს, რომ აქ საქართველოში თითქოს ისე იყო მოწყობილი საქმეები, რომ ყველაფერი უწყობდა ხელს ჩვენს მთავრობას; მაგრამ მიუხედავათ ამისა, მაინც კრიტიკულ მდგომარეობაში არის საქმე. რომ ჩვენ მთავრობას არ უწყობდნენ ხელს, - ეს სჩანს მისივე სიტყვიდან. ეს ასე რომ არ იყოს,-ის არ იტყოდა იმას, რომ ჩვენ დაგვრჩა აუარებელი სხვისი ქონება და ეს ჩვენ გავფლანგეთო. ეს მოწმობს იმას, რომ აქ არამც თუ ხელის შეწყობა არის, არამედ ლტოლვა იქეთ, რომ რაიმე მიზეზი იშოვნონ და ჩვენსკენ გამოილაშქრონ. თქვენ იცით რა ღირდა ეს ქონება? - მილიონები თუ მილიარდები, - ეს არავინ არ იცის და არც რცხილაძემ იცის. (ასათიანი: „ბლომად კი ღირდა“.). ეს ქონება რომ დარჩა, დანაწილდა სამად: ერთი ნაწილი სომხეთმა წაიღო, მეორე ადერბაიჯანმა და ერთი ნაწილი თფილისში დარჩა. მოგეხსენებათ, რომ ამ ტრიბუნიდან მე გავაკეთე ანგარიში ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ექვსი თვის თავზე. მაშინ აქ პარლამენტი იყო. მაშინ ვთქვი, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუს მოხელეებს და მათ დაწესებულებებს მივეცით 99 მილიონი, ე.ი. 100 მილიონი მანეთი და მაშინდელი ასი მილიონი ეხლა 100 მილიარდი არის. მაშინ ეს დავფარეთ იმ ნაშთებიდან, იმ საქონლიდან, რომელიც დაგვრჩა. ასე რომ, ტყუილად იანგარიშა ბ. რცხილაძემ, რომ რაღაც შევინარჩუნეთ, გავფლანგეთ, ვინმეს წინაშე დამნაშავე ვართ ან ვალი გვაქვს. ვალზე თუ წავა საქმე - ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი მივეცით. (ტაში. ს. დადიანი: „ამაზე არ არის დავა!“ ვლ. მგელაძე „თუ ამაზე არ არის დავა, - აქ არ უნდა თქმულიყო, - ამ ტრიბუნაზე“!) აქ იყო ბევრი ლაპარაკი ჩვენს ეკონომიურ პოლიტიკაზე. ჩვენ ეკონომიურ პოლიტიკას გვიწუნებენ, მაგრამ ვერც ერთმა ორატორმა თავისი ეკონომიური პოლიტიკა ვერ წამოაყენა. (ლ. შენგელაია: „ეს არ არის ძნელი, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს!“). ძნელი არ არისო, ხშირად ლაპარაკობს ბ. შენგელაია; მაგრამ არავითარი ეკონომიური პოლიტიკა არ წარმოუდგენია (ლ. შენგელაია: „ბიუჯეტის განხილვის დროს ბრძანდებოდით?“) თქვენი ორატორების სიტყვებს ვკითხულობ, მაგრამ წვრილმან კრიტიკის მეტი ვერაფერი დავინახე. (სპ. კედია: „თქვენი რა არის, იმათი რა იქნება!“)
რაშია საქმე? რანაირი ეკონომიური პოლიტიკა გვქონდა? ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა აგებული არის ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე არ შეიძლება უკუღმა იყოს. თუ შეიცვალა ეკონომიური მდგომარეობა, - თავის თავად ცხადია, რომ შეიცვლება ეკონომიური პოლიტიკაც. ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა უფრო იმაში გამოიხატება, რომ ჩვენში არის საქონლის ნაკლებობა და სიძვირე. რით აიხსნება საქონლის ნაკლებობა და სიძვირე? მე მგონია, ეს ყველამ იცის. ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ მზადდება ყოველივე ის, რაც ჩვენთვის საჭირო არის: უცხოეთიდან უნდა მოვიტანოთ. ეს მოტანა და ყიდვა გვიჯდება ძვირად და აქედან წარმოსდგება ერთნაირი ეკონომიური კრიზისი. (გრ. ვეშაპელი: „შეშაც უცხოეთიდან მოგაქვთ?“) ვეშაპელს ჰგონია, რომ ყველაფერ საქმეში მთავრობა არის დამნაშავე. შესაძლებელია, ამის შემდეგ თქვენ ხეირიანად ვეღარ დაიძინოთ, მაგრამ რომ იფიქროთ ის, თითქოს ეს მთავრობის ბრალია, - შემცდარი იქნებით. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მარტო პურისა და ამაზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ. მე ვამბობ, რომ ჩვენში არის საქონლის ნაკლებობა და ვისაც შეუძლიან იშოვნოს საქონელი, ის, თავისთავად ცხადია, იღებს იმაში აუარებელ ფასს, ვინაიდან ჩვენში არ არის კონკურენცია თვით ვაჭართა შორის, არამედ, კონკურენცია არსებობს თვით მყიდველთა შორის. რასაკვირველია, ვისაც საქონელი აქვს, - ფასებსაც ის აწესებეს, ეს მდგომარეობა იყო და არის არა მარტო ჩვენში, არამედ რუსეთშიაც ერთის მხრივ და ევროპაში მეორეს მხრივ. მაგრამ ევროპაში ამ ბოლო დროს ეს მდგომარეობა შეიცვალა. იქ არამც თუ კრიზისი არ არის საქონლის, პირიქით, საქონლის დიდი რაოდენობა დაგროვდა; ჩვენში კი უკუღმა, (ასათიანი: „საქმე მაგაშია, რომ უკუღმაა“)... თუ უკუღმაა, - ეს არ არის ჩვენი ბრალი, არამედ თქვენი. თქვენს კლასს არ შეუძლია შექმნას ჩვენში ის, რასაც ევროპაში ჰქმნის (დადიანი: „ძიძეებად არ გამოდგებიან“). ასეთი მდგომარეობიდან შეიძლება იყოს გამოსავალი სხვადასხვანაირი: ერთი გამოსავალი არის ბალშევიკური (გვაზავა: „კარგი კი არის!“), მეორე არის ლიბერალური - ამათი (უჩვენებს ნ. დემ.), მესამე არის ჩვენი (გვაზავა: „შუაში დგეხართ!“). თქვენ იცით, რომ რუსეთი ჰფიქრობდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას იმით, რომ ახდენდა ნაციონალიზაციას წარმოებისა და ვაჭრობისას. თუ თქვენ ხართ ამის მომხრე, - ეს სთქვით. ერთი წევრი დამფ. კრებისა, აი სოც. ფედ. ფრაქციის, წერდა გაზეთში, რომ ერთად-ერთი გამოსავალი არის ნაციონალიზაცია ვაჭრობა მრეწველობისაო. ფრაქციას კი ეს არ განუცხადებია. თქვენ თუ ამის მომხრე ხართ, - ჩვენ უნდა მოგახსენოთ, რომ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელ ეკონომიურ კრიზისის გადატანა შეიძლება, თუ მთელი ხალხი ჩაებმება ამ საქმეში, რომელსაც თქვენ ეპოტინებით შორიდან და ვერ ბედავთ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის, ადერბაიჯანის და სომხეთის მაგალითებს. იქ შიმშილით და სიცივით ხალხი იხოცება (დადიანი: „რამდენი ბანკია თფილისში? ისინი სპეკულიაციას ეწევიან“). მე მოგახსენებთ არა სპეკულიაციაზე, - ეს არ არის პოლიტიკა, - მე მოგახსენებთ ჩვენს ეკონომიურ პოლიტიკაზე, - იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იგი. ამიტომ არსებობს მთავრობა, რომ იგი უნდა ებრძოდეს ამ სპეკულიაციას.
მეორე გზა არის ნაციონალ-დემოკრატების - ლიბერალური. თავისთავად ცხადია, ისინი იქნებიან წინააღმდეგნი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკისა. ამათ აქვს ერთნაირი ხაზი; თქვენ კი ხართ ჩვენი წინააღმდეგი. მაგრამ არ ვიცით რა გინდათ, თქვენ უნდა გქონდეთ გარკვეული ხაზი.
ჩვენ არ ვართ მომხრე ნაციონალ-ლიბერალური პოლიტიკის, ვინაიდან ეს იქნება პოლიტიკა წმინდა სპეკულიატიური. იმ დროს, როცა არის საქონლის ნაკლებობა და ასეთი სიძვირე, - ეს საქმე რომ სავსებით ხელში ჩავუგდოთ კერძო მწარმოებლებს და ვაჭრებს, - ცხადია, ფასები იქნება ერთი ათად მეტი. (გვაზავა: „მხოლოდ პირველ დღეებში“). ინგლისში გაძვირდა, მაგრამ არა ისე, როგორც აქ, იმიტომ, რომ ინგლისი თვით აწარმოებდა საქონელს (გვაზავა: „სახელმწიფოსაც შეუძლია სპეკულიაცია აწარმოოს“). თუ სახელმწიფო ისპეკულიანტებს, - ეს იქნება სახელმწიფოს სასარგებლოდ (გვაზავა: „თუ წააგო? კედია: რომ წააგო?). თქვენ მოისმინეთ ჩვენი მომარაგების მინისტრის, რომ ჩვენ არამც თუ არ ვეწევით სპეკულიაციას, - არამედ, პირიქით, ვებრძვით მას. ჩვენ ვადებთ ჩვენს საკუთარ ფულს იმისთვის, რომ ფასები პურზე და სხვა სანოვაგეზე დავსწიოთ. (კედია: „ესეც კარგი პოლიტიკაა“!). აქედან ხედავთ, რომ სახელმწიფო ებრძვის სპეკულიაციას. ამის შემდეგ შეგიძლიათ სთქვათ, რომ სახელმწიფო ეწევა სპეკულიაციას? ეს არ არის სიმართლე. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიცა ჩვენა ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ეკონომიური საქმიანობა დავანებოთ მარტო კერძო პიროვნებებს, რომ ამაში არ ჩაერიოს სახელმწიფო, ერობები და ქალაქები. თუ ჩვენი მდგომარეობა ასეთია და ჩვენ არ დავნგრეულვართ, - ეს იმიტომ, რომ ამ ეკონომიურ საქმიანობას აწარმოებენ როგორც სახელმწიფო, ისე ერობები და ქალაქები. ჩვენ რომ თქვენი აზრით გვევლო და გვეწარმოებია თქვენი ეკონომიური პოლიტიკა, - ჩვენ აქამდის ვიქნებოდით დანგრეული. ისეთი სიძვირე იქნებოდა, რომ ჩვენი ხალხი აჯანყდებოდა, აგრეთვე ჯარი და გვარდიაც. (ასათიანი: „ეს ხომ გულთმისნობაა“!). ეს არ არის გულთმისნობა. ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ ვიცოდეთ, ვისი პოლიტიკა საით მიდის. (ქარუმიძე: „არ არის მაგ პოლიტიკაში ლოღიკა!“). მე ვიცი, რომ თქვენი პოლიტიკა სახელმწიფოს ანგრევს, ჩვენი კი აშენებს. (ქარუმიძე: `რამდენს იგებს თქვენს მზურნველობის ქვეშ მყოფი კოოპერატივი“?). უნდა მოგახსენოთ, რომ კოოპერატივის მდგომარეობა არ ვიცი, რადგან არ გვაქვს მასთან პირდაპირი კავშირი. (ქარუმიძე: „როგორ სპეკულიაციას ეწევა კოოპერატივი იმ მჭამელ ხალხზე, რომელიც თქვენს მზრუნველობის ქვეშაა? დადიანი: გამოირკვა ვინ ჭამა“! ხმაურობა, თავმჯდომარის ზარი). მე ვამბობ, რომ ჩვენ, როგორც ლიბერალურს, ისე ბალშევიკურს პოლიტიკას ვებრძვით და არ მივიღებთ. (გვაზავა: „თქვენ მენშევიკურ პოლიტიკაზე დგეხართ“). დიაღ, ჩვენ ვდგევართ მენშევიკურ სოციალდემოკრატიულ პოლიტიკაზე, გვაზავამ ეს უნდა იცოდეს. (ქარუმიძე: „საქართველო წვრილი მწარმოებლების ქვეყანაა, არც მენშევიკების, არც ბალშევიკების“!) აქ გვეუბნებიან, - საქართველო პურის ქვეყანაა და ამის შესაფერი პოლიტიკა უნდა იყოსო (ქარუმიძე: „ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო წვრილ მწარმოებელთა ქვეყანაა. თქვენ კი ქალაქებს - მუქთა ხალხს შეაჭამეთ ყველაფერი“!). ის, რასაც ამბობს ბ. ქარუმიძე, - არ არის ასე. ქალაქმა კი არ შესჭამა სოფელი, - პირიქით სოფელმა შესჭამა ქალაქი. წინად იყო გიპერტროფია ქალაქის, ახლა კი მოხდა გიპერტროფია სოფლის. ჩვენ სოციალისტები ვართ და გვინდა, რომ შრომა იყოს განაწილებული ქალაქსა და სოფელს შორის და არ გვინდა ერთიმეორეს სჭამდეს. თქვენ კი გინდათ, რომ ეს ჩვენი მდგომარეობა გააზვიადოთ. (ქარუმიძე: „მოგახსენეთ, რაც გვინდა“!). მაშ აქ არ შეიძლება არც ლიბერალური, არც ბალშევიკური პოლიტიკა, არამედ მხოლოდ ჩვენი. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკა კატასტროფიული (შენგელაია: „თქვენ თვითონ ბრძანეთ“!). თქვენი პოლიტიკა თუმცა არ ვიცით, მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ კანტიკუნტად, ამტკიცებს, რომ თქვენ ერთი თვე გექნებათ ხელში სახელმწიფო, - ის პირველ კვირასვე დაინგრევა. (რამიშვილი: „ორ დღეში დაინგრევა“). ამიტომ ვამბობთ: ვისაც ჰსურს შეებრძოლოს ჩვენს პოლიტიკას, - მან უნდა გვიჩვენოს უკეთესი პოლიტიკა. სანამ ამას არ გვიჩვენებთ, ცხადია თქვენ არაფერი სათქმელი არა გაქვსთ. მე ვამბობ რომ ჩვენი პოლიტიკის ნაყოფია, რომ ჩვენ დავაარსეთ მომარაგების სამინისტრო. უნდა ვთქვა, რომ ერთად -ერთი ბურჯი ჩვენი სახელმწიფოსი არის ეს ორი უწყება - სამხედრო და მომარაგების უწყებანი.
რომ ჩვენ თავის დროზე არ დაგვეწყო მომარაგება, ცხადია, ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიაც ვართ. ჩვენი სახელმწიფო გამოდის, როგორც დიდი ვაჭარი, ე.ი. ის ყიდულობს და აწვდის ხალხს, ჯარს და გვარდიას აწვდის ამ ნაყიდ საქონელს ძალიან იაფად და ამით ბაზარზე სცემს ფასებს დანარჩენ საქონელზე (გვაზავა: „რომ წააგოს“?).
მე მოგახსენებთ, ჩვენ რომ ერთი გირვანქა პურს ვაძლევთ მუშა მოსამსახურეს, - ამაზე ჩვენ ვაგებთ ხან 35 მანეთს, ხან 56 მანეთს, ხან მეტს; მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ცოტაოდენი ფული წავაგოთ და სამაგიეროთ მოვიგოთ დიდი რამ - სახელმწიფოს არსებობა. (ხმა: „ვაჭრობაში წაგება“?). მოგახსენებთ, რომ ვაჭრობა აღებმიცემობის სფეროში კერძო ვაჭრებმა ბევრი წააგეს, მაგრამ სახელმწიფოს არ წაუგია. მოგახსენებთ, აი თამბაქოს საქმეს. ამ საქმეში მთავრობას ერთი კაპეიკიც არ უზარალია, მაშინ როდესაც ყველა ვაჭრებმა ამ საქმეში დიდი ფული წააგეს.
მაშასადამე, ჩვენი სახელმწიფო აწარმოებს ვაჭრობას. უნდა შევურიგდეთ იმ დებულებას, რომ სახელმწიფო, ერობები და ქალაქები უნდა ჩაერიონ ეკონომიურ საქმიანობაში.
თქვენ ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვავიწროებთ კერძო ინიციატივას. ეს არ არის მართალი; ჩვენ გამოვდივართ, მხოლოდ როგორც კონკურენტები და არავითარ ზღუდეებს არავისთვის არ ვქმნით ხელოვნურად. (ასათიანი: „რათ აუკრძალეთ ერობებს წარმოების დაწყება“?). აი, რატომ: ერობები იწყებენ საქმეს, მათ არ აქვთ ამისათვის თანხები, ისინი მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან - ფული მოგვეცითო. როდესაც საქმე უკვე დაწყებულია, - ჩვენ ვეღარ ვეუბნებით უარს. ამიტომ ჩვენ ვთქვით ასე, ჩვენ წინასწარ გაგვაცანით გეგმა თქვენ მიერ განზრახული საქმისა და თუ ნებას მოგვცემთ საქმის დაწყებისას, - მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით დაგეხმაროთ; ისე
კი ჩვენს ნებადაურთველად უფლება არავის ექნება მოგვთხოვოს დახმარება. აი გერმანიაში, მაგ. ფინანსთა მინისტრის ვირტის ნებადაურთველად არც მთავრობას, არც ერობას და ქალაქს არ შეუძლია გაიღოს ერთი კაპეიკი.
ჩვენს მთავრობას, უეჭველია, აქვს განზრახვა მოახდინოს ცენტრალიზაცია საზოგადო ფულების ხარჯვისა, (ხმა: „ერაძეს ვკითხოთ, როგორ დაიცავს ის ამას? ვეშაპელი: „ერაძეს ავტონომია აქვს მინიჭებული“). ერაძემ ამის შესახებ უკვე სთქვა აქ, თქვენ მას მიეცით განსაზღვრული თანხა. მისი დაწესებულება არის ერთნაირი სავაჭრო დაწესებულება და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ამ უწყებამ იმოქმედოს წინასწარ დამტკიცებული შტატებით, ის უკვე აღარ იქნება სავაჭრო დაწესებულება. დამფუძნებელმა კრებამ უთხრა მას: აი, შენ გაქვს თავნი და ივაჭრეო. ამ პირმა ივაჭრა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ მოვიდა აქ თქვენთან და ანგარიში მოგცათ.
ამნაირად ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა სავსებით არის დაფუძნებული დღევანდელ ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე. ეს ეკონომიური მდგომარეობა, რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიქმნია. ამის შექმნა არც შეეძლო მთავრობას. ის შექმნა ობიექტიურმა პირობებმა. ერთი მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ აუარებელი საქონელი მოვიტანოთ უცხოეთიდან. მაშასადამე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში - შიგნით არ არის ნაყოფიერი შრომა, არ არის აღორძინებული წარმოება, მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენ ვართ მუდამ საომარ მდგომარეობაში. მაშასადამე, მუდამ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სამხედრო გასავალი. მართალია, ჩვენ არ გვაქვს ომი ყოველთვის, აი, მაგალითად, ეხლა ომი არ გვაქვს. მაგრამ თქვენ იცით, რომ ბევრი ხალხი გვყავს გამოყვანილნი და ისინი სდგანან ფრონტზე. სხვათა შორის, შეიძლება აქ ითქვას, რომ იმით, რომ ჩვენ დროზე მოვახდინეთ გასულ წელს მობილიზაცია, ამით ომი მოვიგეთ უომოდ, (ტაში. კედია: 1918 წელშიც რომ ასე მოვქცეულიყავით, კარგი იქნებოდა).
სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ კიდევ დიდხანს დაგვჭირდება ამ ჯარის ფრონტზე დგომა. ბ. შენგელაიამ წამოიძახა, რომ თუ ჩვენ გვაქვს ფრონტები, - ეს თქვენი გლახა პოლიტიკის ბრალი არისო. არა ბატონო შენგელაია, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. აქ არის 2 პრინციპი - ბალშევიკური და დემოკრატიული და ამ ორ პრინციპს შორის არის დავა და ჩნდება ფრონტი. თქვენ თუ გინდათ რომ ეს ფრონტი არ იყოს, - თქვენ ჩვენთან ერთად უნდა დაიცვათ ჩვენი სახელმწიფო.
დღეს მაშასადამე, თუ ჩვენ ფრონტი გვაქვს, ეს გლახა პოლიტიკის ბრალი კი არ არის, არამედ ეს კარგი პოლიტიკის ბრალია. ჩვენ რომ ვაწარმოებდეთ ისეთ პოლიტიკას, როგორსაც აწარმოებენ ადერბეიჯანში და სომხეთში, - თავის თავად ცხადია, დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით და არავითარი სახელმწიფოებრივობა არ იქნებოდა აქ. ამიტომ უნდა ვთქვა, დაბოლოს, რომ დამფუძნებელმა კრებამ ამ ჩვენი პოლიტიკის გატარებაში ხელი კი არ უნდა შეგვიშალოს, - პირიქით ხელი უნდა შეგვიწყოს. ის ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, არის ერთნაირი ბოძი, ერთნაირი საფუძველი, რომელზედაც არის აგებული არა მარტო ჩვენი შინაგანი სიმტკიცე, არამედ - საგარეო სიმტკიცეც და თუ ეს ბოძი წაფორხილდა, - თავისათავად ცხადია, - მაშინ მოიშლება არა მარტო ჩვენი შინაგანი სიმტკიცე, - ერთიანად მოიშლება ჩვენი საგარეო სიმტკიცეც და მაშინ დაიშლება ჩვენი სახელმწიფოც. (ტაში).
ერთობა. - 1921. - 27 იანვარი. - №19; №20. - გვ .2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 27, 28 იანვარი. - №19; №20. - გვ. 2.
![]() |
9.17 საბჭოთა სომხეთის თავდასხმა საქართველოზე |
▲ზევით დაბრუნება |
თებერვლის 15-ის სხდომა
სხდომას დაესწრნენ, თბილისში მყოფ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი, პრესისა და თვითმმართველობათა წარმომადგენელნი. დარბაზი სავსეა სტუმრებითა და მსმენლებით.
რიგს გარეშე განცხადებას აკეთებს მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნი ნ. ჟორდანია.
ნ. ჟორდანიას სიტყვა
(ხანგრძლივი ტაში)
მოქალაქენო! განმეორდა 1918 წლის ამბავი. სომხეთი კვლავ ვერაგულად თავს დაგვესხა, მან კვლავ ააფრიალა სისხლის და ომის დროშა და ჩუმად, მუხანათურათ, შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში. შემოიჭრა იმავე გზით, იმავე საშუალებით, იმავე წესით, როგორადაც მან ჩაიდინა ეს ამ ორი წლის წინად. ამ თვის თორმეტს, ღამით, მისი მოწინავე რაზმები თავს დაესხნენ ჩვენ სადარაჯო პოსტებს, აიყოლიეს ზოგი გაბრიყვებული სოფელი და ამნაირად ხელთ იგდეს ერთი ნაწილი ბორჩალოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრებისა, სომხეთის ხელმძღვანელი წრეები იცვლიან ფერს, როგორც ეს დასჭირდებათ, მარა ამით ოდნავადაც არ იცვლიან სულსა და გულს, ოდნავადაც არ უახლოვდებიან ადამიანურ საერთაშორისო ჩვეულებას. ისინი დღესაც ვერ ინელებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, დღესაც არ სცნობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ცდილობენ, ყოველივე ძალღონით დაამხონ და შემუსრონ იგი. ეს მათ ვერ შესძლეს თვრამეტში; შემდეგ ცენტრი თავის მუშაობისა გადაიტანეს ევროპაში და იქ ამ ორი წლის განმავლობაში უფრო ებრძოდენ საქართველოს, ვიდრე იცავდენ სომხეთს. იქაც ვერ მიაღწიეს მიზანს. და აი ახლა ხელახლა სცადეს აქ და შეიარაღებული ძალით ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრეს. განა ეხლა კი მიაღწევენ მიზანს? არა, არასოდეს! ისინი ეხლაც ისე სასტიკად დამარცხდებიან, ისე ლაჩრულად გაიქცევიან, როგორც დამარცხდნენ და გაიქცნენ პირველად (მხურვალე ტაში. ხმები: უარესად).
რის და ვისი იმედით იწყებენ ომს ეს გაქცევას დაჩვეული ხალხი? რის და ვისი იმედით აბრიყვებენ სომხეთის გლეხ კაცობას ეს ყვითელი თუ წითელი ვაჟბატონები?
ამათ არასოდეს არ ქონებიათ თავისი იმედი, ისინი მუდამ გარეშე ძალას ეძებდენ მეზობლის წინააღმდეგ. პირველი ომი რომ მათ დაიწყეს, დენიკინის იმედით, მაგრამ დენიკინმა დააგვიანა და როცა მან სოჭაზე გამოილაშქრა, - სომხეთი დიდი ხნით დამარცხებული იყო, საქმეში ჩამოერივნენ ახლად მოსული ინგლისელნი, გაგვაჩერებიეს გამარჯვებული ჯარი და შეგვიქმნეს ნეიტრალური ზონა.
ეს დენიკინის მოტრფიალენი ეხლა უცებ დაცემული მთავრობის ლოცვა-კურთხევით, გადიქცნენ საბჭოთა მთავრობის მოტრფიალეთ. და ეხლა ამ იმედით მოდიან ჩვენსკენ და ლამობენ, შეასრულონ ის, რაც დენიკინის შავმა ლაშქარმა მათ წინეთ ვერ შეუსრულათ. როგორც ხედავთ, სომხეთის ბატონ პატრონები ყოველნაირ ძალას ემხრობიან, ოღონდ ეს ჩვენ წინააღმდეგ კი გამოადგეთ. კუზიანს სამარე გაასწორებსო, მათი გამასწორებელი დღეიდან ჩვენი ხმალია.
როგორც ხედავთ, ბოლშევიკური სომხეთი მოდის დაშნაკურ სომხეთის გზაზე და აწარმოებს პირწმინდათ მის პოლიტიკას. ჩვენ არასოდეს არ დაგვიჯერია სომხეთის ახალი დროშა ოდნავადაც მაინც შესცვლიდა მის ძველ დროშას, არასოდეს არ ვყოფილვართ დარწმუნებული იმაში, რომ სომხეთის ბოლშევიკური მთავრობა მართლა დაადგებოდა საერთაშორისო სოლიდარობას და თანხმობის გზას. ის დღიდან თავისი არსებობისა ეძებს საბაბს განხეთქილებისა და ომიანობისას. განა არ შეიძლებოდა საზაო კითხვების მეზობლურად, მშვიდობიანად მოგვარება? დიაღაც რომ შეიძლებოდა. მაგრამ ეს, მიუხედავათ დაპირებისა, ტყვიაზე გადასცვალეს.
რა იყო ჩვენს შორის სადაო? სადაო საგანი იყო სწორეთ გარეშე ძალის მიერ შექმნილი ნეიტრალური ზონა, ბორჩალოს სომხეთის ნაწილი. ჩვენ ეს ორი წელიწადი ვცდილობთ ამ ზონის მოსპობას და ნამდვილ საზღვრის დადებას. ამ საგანზე გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება სომხეთის ძველ მთავრობასთან, რომლის თანხმობით ჩვენ ეს ზონა დროებით დავიკავეთ. ბოლშევიკურ მთავრობას ჩვენ შვიდ და 10 დეკემბერს მივმართეთ ნოტით ამ სადაო კითხვის მოლაპარაკებით გასათავებლად. იმავე თვის 29-ს მისგან მივიღეთ თანხმობის პასუხი, ხოლო იანვარში თვით ნოტის ავტორი, საგარეო საქმეთა კომისარი ბეგზადიანი ჩამოვიდა ტფილისში და მასთან საბოლოოდ შევთანხმდით. უნდა შეყრილიყვნენ ორივე ქვეყნის დელეგაციები ტფილისში. ჩვენ ველოდით მათ დელეგატებს, სამაგიეროთ კი მივიღეთ... თავდასხმა. სწორედ ასე მოხდა თვრამეტშიაც, ალბათ გახსოვთ, იქ ერევანში ჩვენი ელჩი დაარწმუნეს, თბილისში ვგზავნით დელეგატებს საზღვრის კითხვის მოლაპარაკებით გადასაჭრელათო. ხოლო ნამდვილად კი იმავე დროს თავდასხმა მოახდინეს. იგივე მუხანათობა, ორპირობა, გაუტანლობა ბატონობს ერევანში დღესაც.
მაგრამ ერთი უპირატესობა უეჭველია ჰქონდა ძველ მთავრობას. მან შემდეგ თავდასხმისა ოფიციალურადაც ომი გამოგვიცხადა. ერევნის ეხლანდელი მთავრობა დღევანდლამდის სდუმს და სცდილობს ქვეყანას აჩვენოს, რომ აქ ომი კი არა, ადგილობრივი გლეხთა აჯანყებააო.
მაშ ვისია ჩვენი ჯარების წინ მდგომი ცხენოსანი და ქვეითი პოლკები, არტილერია და ტყვიისმფრქვეველები? უპატრონოებია? ვინ მოიყვანა სომეხ-რუსების რეგულიარული ნაწილები ბორჩალოს მაზრაში? განა შეიძლება ქურდულად ომის წარმოება? ჯარების დამალვა? არა, ჩვენ საქმე გვაქვს სომხეთის მთავრობასთან და არა მათ მიერ გაბრიყვებულ გლეხებთან. შინაგანი ბოლშევიკური შეთქმულება და გარედან თავდასხმა, აი, რა მოხდა ბორჩალოში. ამ გეგმის განხორციელება მათ ვერ შესძლეს დეკემბერში თბილისში, საქართველოს მასშტაბით. და აი, აქ დამარცხებულნი მას ანხორციელებდენ ნეიტრალ ზონაში და მით აჩაღებდენ სისხლის ღვრას ორ მეზობელ ხალხთა შორის. მათ სურთ საქართველოს დაპყრობა ბორჩალოდან. ტყუილი იმედია, საქართველოს დემოკრატია აჩვენებს ამ ვაჟბატონებს თავის ვაჟკაცობას, თავის დადებას და გამარჯვებას. მომხდურნი ისევ უკან გაიქცევიან როგორთაც არა ერთხელ გაქცეულან წინათაც. და აი ამაში დარწმუნებული ერევნელები ახლავე სთხოვენ რუსეთს შველას და მფარველობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოფიციალური განცხადება რუსეთის წარმომადგენელისა: რომ მოსკოვი ამ საქმეში არ ერევა, რომ ის გადაჭრით სდგას 7 მაისის ნიადაგზე. ერევანს დარჩა ერთად ერთი ბაქო, სადაც დიდი გავლენით სარგებლობენ საქართველოდან გაქცეული ქართველი ბოლშევიკები, თავის ხალხისა და ერის აშკარა მოღალატენი, ერევნის ავანტიურის წამქეზებელნი (ხმები: მოღალატენი! ზიზღი მათ).
ბატონებო, ძველი საქართველო დაასუსტა სწორედ ასეთ მოღალატეობამ, ქართველთა საქართველოდან გაქცევამ და სპარსეთის ან სხვა უცხო ჯარებით უკან დაბრუნებამ. დღევანდელი ქართველი ბოლშევიკები, ბაქოში მოკალათებული ზურაბ წერეთლები იმეორებენ აი ამ ფეოდალების მუხანათობას, მაგრამ ერთი განსხვავებაა: დღევანდელ შეერთებულ და შეკავშირებულ დემოკრატიულ საქართველოს თავის უღირს შვილთა არ ეშინია, ის თავის თავს, თავის არსებობას და მთლიანობას ბოლომდის მამაცურად დაიცავს და მომხდურთ და მოღალატეთ სამაგიეროს მიაგებებს (ტაში).
მოქალაქენო, მთავრობამ მიიღო ყველა ზომა ქვეყნის დასაცავად. მან გამოაცხადა დამატებითი მობილიზაცია, შემოიღო სამხედრო წესები, შეაკავა მოწოლილი მტერი, ხელთ იგდო სტრატეგიული პოზიციები, ჩვენი გვარდია და ჯარი მტკიცედ სდგას თავის პოსტზე და ვაჟკაცურად ასრულებს თავის მოვალეობას, შეაჩერა თვითმართველობათა არჩევნები და შეეცადა ერის მთელი ენერგიის თავდაცვის გარშემო დაგროვებას. შეუწყოთ ხელი ფრონტს, გადავდოთ ყველაფერი ფრონტისათვის. დროებით ჩავაგოთ ქარქაშში პარტიული ხმალი და ვაჩვენოთ მტერს ჩვენი ერთობა და სიმტკიცე. დამფუძნებელი კრება, ეს გული და ტვინი საქართველოისა და მის მიერ დაყენებული მთავრობა წაუძღვება ხალხს წინ გამარჯვებისაკენ (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
საქართველო. - 1921. - თებერვლის 17. - №37. - გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 16 თებერვალი. - №36. - გვ. 2
![]() |
10 პოლემიკა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 საქართველოს ს. დ. მ. პ. მეორე ყრილობა |
▲ზევით დაბრუნება |
13 ივნისს ნაძალადევის მუშათა კლუბში გაიხსნა პარტიული ყრილობა. ყრილობაზე ჯერ-ჯერობით გამოცხადდა 125 დელეგატი. ყრილობას დიდძალი არადელეგატი პარტიის წევრები დაესწრო. ყრილობა ცენტრალური კომიტეტის სახელით გახსნა ამხ. ნ. ჟორდანიამ, რომლის გამოსვლას ყრილობა მხურვალე ტაშით შეხვდა. მან ყრილობას შემდეგი სიტყვით მიმარათა: ამხანაგებო! საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიის მეორე ყრილობას ცენტრალური კომიტეტის სახელით გახსნილად ვაცხადებ (მუშების გუნდი მღერის ინტერნაციონალს, რასაც ყრილობა ტაშით ფარავს).
ამხანაგებო! ჩვენი უკანასკნელი ყრილობა მოხდა შარშან, 1918 წელს, ნოემბრის თვეში. მას შემდეგ, როგორც ხედავთ, განვლო გვარიანმა დიდმა დრომ. ჩვენი წესდების ძალით ყრილობა უნდა მოწვეულიყო უფრო ადრე, მაგრამ თუ ამ ყრილობის მოწვევა დაგვიანდა, ამის მიზეზი არის არა ცენტრალური კომიტეტი, არა პარტიული ორგანიზაციები, არა პარტია, არამედ სრულებით ამათ გარეშე მდებარე ობიექტური პირობები. თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში პარტიას უხდებოდა მეტად მძიმე და ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ფარგლებში.
თქვენ იცით, რომ მთელი პარტია, ყველა ჩვენი ორგანიზაციები იყვნენ ჩაფლულნი ამ სახელმწიფოებრივ მუშაობაში, და თუ დღეს არსებობს რესპუბლიკა იმ სახით, როგორითაც ახლა არის და თუ ამდენ ხანს არ დავინგერით, ამას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტიის თავგამოდებით მუშაობას. მართალია, არც დღეს ვართ დალხინებული სრულიად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დღეს უფრო მშვიდობიანად შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვიდრე ერთი კვირის, ერთი თვის წინეთ. ზავი, რომელიც ჩვენ დავდევით რუსეთთან ამ ერთი თვის წინეთ და ის ზავი, რომელიც წუხელის დავდევით ადერბაიჯანთან, მოგვცემს საშუალებას, რომ ცოტა ხნით მაინც სული მოვიბრუნოთ და გულდამშვიდებით ვიმუშაოთ (ტაში). პარტიამ ამ ხნის განმავლობაში განვლო ბევრნაირი ბრძოლის ეტაპები. 1919 წელს მას შემდეგ, რაც ეს ყრილობა მოხდა და თქვენ დაიშალეთ, აქ ჩვენ უპირველეს ყოვლისა, მოგვიხდა ბრძოლა თვით პარტიის არსებობისათვის. ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ამხანაგი, მოწინააღმდეგე ჩვენი დამოუკიდებლობისა, ამხედრდნენ მაშინვე საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიის დაარსების წინააღმდეგ და ამ ნიადაგზე მოგვიხდა ჩვენ დიდი შეტაკება. ჩვენ ამავე დროს შიშში ვიყავით, რომ თფილისის ორგანიზაციებში არ მომხდარიყო რასკოლი. მაგრამ მართალმა პრინციპმა და სწორმა გზამ თავისი გაიტანა და ჩვენი მოწინააღმდეგენი სასტიკად დამარცხდენ.
ამნაირად, ბრძოლა ჩვენი პარტიის არსებობისათვის სრულიად ჩვენი პარტიის სასარგებლოდ გათავდა. და მას შემდეგ, როცა ყოველნაირი ორგანიზაციები, კომისიები, - (ეს იყო თფილისში) მას შემდეგ, რაც აქაური რაიონები დადგენ ამ ახლად დაარსებულ პარტიულ ნიადაგზე, მას შემდეგ შეგვეძლო უფრო თამამათ და თავისუფლად გვემუშავა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ნიადაგზე. არასოდეს არც ერთ პარტიას, მით უმეტეს სოც. პარტიას, არ რგებია ისეთი როლი, როგორიც ერგო ჩვენ სოც.-დემოკრატიას.
მას ერგო როლი არა თუ მარტო დაენგრია ძველი წეს-წყობილება, ამასთანავე ერგო როლი აეშენებინა ახალი სახელმწიფო ახალ ფარგლებში და მის შიგნით გაეტარებინა თავისი პროგრამული და ტაქტიკური შეხედულებები.
და ყველა ის რეზოლუციები, რომელიც ჩვენ აქ გამოვიტანეთ პირველ ყრილობაზე, სწორედ ეხებოდა ამ ჩვენ პროგრამულ და ტაქტიკურ კითხვებს. და პარტიამ აიღო თავის თავზე, რომ ეს მუშაობა ყოფილიყო სახელმწიფოში სწორედ თანახმად ამ პოზიციისა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა პარტიამ აი ეს მუშაობა შეასრულა დღემდის პირნათლად. ამის მიზეზი ორი გარემოება იყო. ერთი ის, რომ გვქონდა ნათელი და აშკარა წარმოდგენა იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ტრიალებდენ და დღესაც ტრიალებენ. თქვენ მიერ მიღებული რეზოლუციები ხატავდენ ნამდვილ ტენდენციას ჩვენი ცხოვრებისას და ჩვენი აზრით სავსებით ეგუებოდნენ იმას, რაც ხდებოდა ჩვენში და რაც აუცილებლათ უნდა მომხდარიყო. მეორე მიზეზი იმისა, რომ შევძელით ასეთი მუშაობა გვეწარმოებინა, არის ის, რომ ჩვენი პარტია იყო და არის მთლიანი პარტია. არ არის ჩვენში განხეთქილება, არ არის ბრძოლა წრეებს და ჯგუფებს შორის და აი, მე ვამბობ, რომ ამ ერთად დგომამ, ერთი გზით სიარულმა მოგვცა ჩვენ ეს დიადი ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ჩვენ ამ დიდ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ მუშაობისთვის. ამიტომ ვუსურვებ მე ამ ყრილობასაც, რომ ეს ძველი ჩვენი ნაცადი გზა არ დაეგმოს და ამანაც ისეთივე სწორი და ნათელი რეზოლუციები გამოიტანოს, როგორიც გამოიტანა პირველმა ყრილობამ და ერთი გზით, ისეთივე მთლიანი აზრით გამსჭვალულნი გამოვიდეთ აქედან, როგორც პირველ ყრილობიდან გამოვედით.
გაუმარჯოს საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიას!
გაუმარჯოს ინტერნაციონალს! (ტაში).
14 ივნისი, საღამოს სხდომა
იხსნება კამათი მთავრობის მოხსენების გარშემო. კამათში მონაწილეობას იღებენ ამხნაგები: ტუსკია, კლიმიაშვილი, თევზაია, მალანია, ხუროძე, კოპლატაძე,აიოლლო, მენაღარიშვილი, ირემაშვილი, ნ.რამიშვილი. მსჯელობის მთავარ საგნათ გახდა ეკონომიური საკითხი სოციალურ აღმშენებლობის შესახებ.
ამხ. კლიმიაშვილი. ორატორი აღნიშნავს, რომ მოხსენება ყოველმხრივ დასაბუთებულია: მაგრამ იგი მაინც ვერ იზიარებს მოხსენების პრინციპიალურ მხარეს სოციალურ აღმშენებლობის შესახებ.იგი ამბობს, რომ არც ევროპაში, არც ჩვენში სოციალურ რევოლუციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მისი აზრით, ის მოვლენა, რომ თავი იჩინა წარმოების საზოგადოებრივმა ფორმებმა, არ ნიშნავს ამ პროცესის დაწყებას, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ დროებით, როგორც მოგვხვდება, ისე მოვაგვაროთ განადგურებული წარმოება. ამითვე აიხსნება ფინანსიურ კაპიტალის როლის დაქვეითება.საქართველოს სოც. დემოკრატიის მუშაობა მხოლოდ დემოკრატიული მუშაობაა. ორატორი შემდეგნაირათ ცდილობს დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები: აგრარულ საკითხში ჩვენ იძულებული შევიქენით გლეხურ ფსიქოლოგიისათვის დაგვეთმო და უარვყავით მუნიციპალური სისტემა. ჩვენ ვაკეთებთ რადიკალურ დემოკრატიის საქმეს, ხოლო არაფერს სოციალისტურს. თუ ჩვენ რაიმე საზოგადოებრივ წესსა ვქმნით, - ვქმნით იმიტომ, რომ ანგარიშს ვუწევთ მომენტის მოთხოვნილებებს და არ შეგვიძლია ვთქვათ: აი, დღეს დადგა ეკონომიური შესაძლებლობა სოციალიზმისთვისო. ამ მუშაობის დაწყება არ შეიძლება ევროპის იმედით. ასეთი იმედი ჩვენ ვიცით, დამარცხდა რუსეთში. ჩვენი მთავარი ყურადღება ეკონომიკას უნდა მივაქციოთ: ეს კი არ უწყობს ხელს სოციალისტურ აღმშენებლობის დაწყებას. ჩვენ უნდა აშკარათ განვაცხადოთ, რომ დროებით ხალხური, დემოკრატიული პარტია ვართ.
ამხ. ბ. თევზაია ორატორი ეკამათება ამხ. კლიმიაშვილს და სხვათა შორის ამბობს: საქართველოს სოციალ-დემოკრატია ჩაუდგა სათავეში სახელმწიფოს და აკეთებს რა დემოკრატიის, ხალხის საქმეს, აკეთებს თავის საკუთარ, მუშურ საქმესაც. ჩვენში ერთად ერთი ძალა, რომელსაც შეეძლო სათავეში ჩადგომოდა სახელმწიფოებრივ მუშაობას, იყო მუშათა კლასი, სხვა კლასები სუსტნი იყვნენ. მუშათა კლასს არ შეუძლია დღეს სხვაგვარი პოლიტიკა აწარმოოს, თუ არა საკუთარი პოლიტიკა, რომელიც ამასთანავე მთელი დემოკრატიის პოლიტიკაა. დასავლეთ ევროპაშიც იმ ნიადაგზე სდგანან, რომ დღეს დროა შეუდგნენ სოციალისტურ აღმშენებლობას. ჩვენი მთავრობაც ვერ ჩამორჩებოდა ამ პროცესს და სოც.-დემ. პარტიაც აქ აკეთებს მუშურ და დემოკრატიულ საქმეს.
ამხ. აიოლლო მოხდენილ სიტყვაში ეკამათება ამხ. კლიმიაშვილს და იცავს მომხსენებლის დებულებებს.
ამხ. ს. მენაღარიშვილი და ი. ირემაშვილი აღნიშნავენ, რომ მთავრობა კიდევ უფრო ადრე უნდა შემდგარიყო სოციალისტურ აღმშენებლობის ნიადაგზეო.
ამხ. ნ. რამიშვილი ეხება ამხ. კლიმიაშვილის მოსაზრებებს და ამბობს: საჭიროა გავითვალისწინოთ, მართლა ვახდენთ ჩვენ ჩვენი შეხედულებათა რევიზიას, თუ ვაგრძელებთ ძველ ნაცად გზას. 1892 წელს ენგელსი სწერდა: საერთაშორისო ომს მომავალში უსათუოდ სოციალური რევოლუცია მოყვებაო. ჩვენი პარტიის კონფერენციამ 1914 წელს გამოიტანა დადგენილება, რომ ამ ომს უსათუოდ მოყვება უდიდესი კატაკლიზმების ხანაო. მაშასადამე, ის, რაც დღეს მომხსენებელმა წამოაყენა თავის მოხსენებაში,-არავითარ ახალს არ შეიცავს. ასევე მსჯელობდა კაუცკიც: ეს არის ჩვენი ძველი პრინციპი, მაგრამ შეიძლება ეს გვაახლოვებდეს კომუნისტებთან? ასეთი შეხედულება შემცდარია: ბალშევიკები ბრძანებენ, რომ მათ ეხლავე სოციალიზმი განახორციელეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იქ სოციალიზმის მგზავსიც კი არაფერია. ისინი ანაწილებენ, რაც მოეპოებათ. ეს არის პირველყოფილი კომუნიზმი და არა სოციალიზმი. ამხ. კლიმიაშვილი მხედველობიდან უშვებს მარქსიზმის ანბანს, როდესაც ხალხურ პოლიტიკაზე ამბობს: არ არსებობს პოლიტიკა, გარდა კლასიურ პოლიტიკისა. ჩვენი პოლიტიკაც სწორეთ კლასიური, მუშური პოლიტიკაა და სრულებითაც არ გამომდინარეობს ბურჟუაზიის ინტერესებიდან.
ამით სრულდება კამათი და სიტყვა მომხსენებელს ეძლევა.
ამხ. ნ. ჟორდანია: რადგანაც კამათი უმთავრეს ნაწილათ ეკონომიურ საკითხმა გამოიწვია, მომხსენებელიც მთავარ ყურადღებას ამ მხარეს აქცევს და იცავს თავის მოხსენების მთავარ დებულებას. იგი ამბობს: მიწის ერთი ნაწილი (ტყეები) ჩვენ სახელმწიფოს კუთვნილებად გამოვაცხადეთ. ჩვენს ხელში გადმოვიდა აგრეთვე კულტურული მამულები, ხოლო წვრილი მამულები გლეხებისათვის უნდა გადაგვეცა. ეწინააღმდეგება ეს სოციალისტურ პოლიტიკას თუ არა? რასაკვირველია, არა. არც მარქსსა და არც სხვა რომელიმე თეორეტიკოსს არას დროს არ უთქვამთ, რომ ჩვენ მოვსპობთ წვრილ საკუთრებასო. სოციალიზაცია პირველათ ნიშნავს სხვილ წარმოების განსაზოგადოებრიობას. ხელუხლებელი რჩება წვრილი წარმოება, რომელიც შემდეგ თვით შეუერთდება საერთო წესს. ასევე შვრებიან დღეს დასავლეთ ევროპაში. ჩვენ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, მაშინ ჩვენი იზოლიაცია მოხდებოდა ისე, როგორც ეს ბოლშევიკებს მოუვიდათ რუსეთში. სოციალისტური რევოლუცია არ არის ერთი კვირის ან თვის საქმე. ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევდით ევროპის ობიექტურ პირობებს, ვუწევთ დღესაც და უნდა ვეცადოთ არც ჩამოვრჩეთ მას, რასაკვირველია. თუ იქ, ევროპაში რეაქცია გაბატონდება, რეაქციის სუსხი ჩვენც მოგვხვდება, მაგრამ დღეს მთავრობაში ჩვენ მიტომ ვართ, რომ ვაშენოთ სახელმწიფო ისე, როგორც ჩვენს ჭკუასა და პროგრამას შეეფერება.
მოხსენების შემდეგ გამოტანილ იქნა შემდეგი რეზოლუცია:
„ყრილობამ, მოისმინა რა მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება, იწონებს სავსებით მთავრობის საერთო პოლიტიკას, როგორც საშინაო და საგარეო, ისე ეკონომიურ სფეროში და გადადის მორიგ საკითხებზე.“
რეზულიუციას ხმა მისცა 93 კაცმა, წინააღმდეგი არ ყოფილა, თავი შეიკავა ერთმა.
მდივანი გრ. ურატაძე აქვეყნებს ცეკას სახელზე კარაკლისიდან მოსულ შემდეგ დეპეშას: `სომხეთის სოც.-დემოკ. პარტია მხურვალე სალამს უძღვნის თქვენი პარტიის ყრილობას და უსურვებს მას ნაყოფიერ შედეგებს, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა, ჩვენი ხალხთა შორის ძმური ურთიერთობის დამყარებისა და ამიერ-კავკასიის დემოკრატიაში მეცნიერულ სოციალიზმის პრინციპების ჩანერგვისაკენ“.
ძმური სალმით ცეკა: ბახშინი, იშხანიანი დავით, ანანუნი ლევან, სარქისიანი აშოტ.
ერთობა. - 1920. - 15 ივნისი. - №132. - გვ. 2.
ერთობა. - 1920. - 17 ივნისი. - №134. - გვ. 2.
![]() |
10.2 საქართველოს ს. დ. მ. პ. მეორე ყრილობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჟორდანია
16 ივნისის საღამოს სხდომა
(მოგვყავს მისი მოხსენების მოკლე შინაარსი)
ჩვენ ვარჩევთ ორგვარ რესპუბლიკას: პარლამენტარულს და დემოკრატიულს. უკანასკნელი არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ასეთი სახელი დაარქვა. არ კმარა ის, რომ საქართველოს დაარქვა დემოკრატიული რესპუბლიკა. დამფუძნებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არის აგებული პარლამენტარიზმზე და არა დემოკრატიზმზე. პარლამენტარული რესპუბლიკა არის გამოგონილი მსხვილი და საშუალო ბურჟუაზიის მიერ. პირველათ მას ასეთი სახელი ტიერმა უწოდა საფრანგეთში 1849 წელს. პარლამენტარული რესპუბლიკის დახასიათება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ძალა-უფლება პარლამენტშია მოყრილი,-როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო. ამ პარლამენტში არის გაბატონებული ერთი რომელიმე პარტია ან ჯგუფი. იქ ხდება ბრძოლა, შეტაკება. შედეგი ამ ბრძოლისა ის არის, რომ კაბინეთი ხშირად იცვლება. იქ არის მარტო პასუხისმგებლობა, დამორჩილება კი არ არის. ამიტომ როცა რომელიმე მინისტრი მიდის, ის ცდილობს ინტრიგების საშუალებით ისევ დაუბრუნდეს თავის ალაგს. ასეთი ნამინისტრალი ადგენს ჯგუფებს, პარტიას და აწარმოებს ბრძოლას. მომხსენებელს კი აზრის დასამტკიცებლათ, რომ პარლამენტარიზმის დროს მორჩილება არ არის, მოყავს ინგლისის ცხოვრებიდან მაგალითი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ერთი სამინისტრო 10 მანეთის გულისათვის გადამდგარა. ასეთი მდგომარეობა მიუღებელია, - ამბობს მომხსენებელი,-მთავრობა არ უნდა იქნას გადაგდებული ინტრიგის საშუალებით. ამ პარლამენტარიზმმა ევროპაში უკვე მოჭამა თავისი დრო. ამის წინააღმდეგი ვარ მეც, ე.ი. მე ვარ პარლამენტარული რესპუბლიკის წინააღმდეგი.
რას ნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკა? დემოკრატიული რესპუბლიკა იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალა-უფლება არ არის პარლამენტის ხელში თავმოყრილი,-ის დაყოფილია პარლამენტს და ხალხს შორის. ხალხს აქვს უფლება რეფერენდუმით ჩაერიოს პარლამენტის საქმეებში, მას აქვს ინიციატივის უფლება, საბოლოო სიტყვა დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მაინც ხალხს ეკუთვნის-ხალხს შეუძლია კანონი უარყოს. დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებულია მორჩილების პრინციპი. შესაძლებელია პარლამენტმა ისეთი რამ დაადგინოს, რაც მთავრობას ან რომელიმე მინისტრს არ უნდა, მაგრამ ისინი (მთავრობა და მინისტრები ცალ-ცალკე) ვალდებული არიან დაემორჩილონ პარლამენტის დადგენილებას და ის შეასრულონ. აი თქვენს წინაშე არის ორი ფორმა რესპუბლიკისა: პარლამენტარული და დემოკრატიული. თუ გინდათ პარლამენტარული, კონსტიტუციიდან ამოშალეთ რეფერენდუმი და ინიციატივის უფლება, თუ არადა, ლოღიკა მოითხოვს, რომ შექმნათ ისეთი მთავრობა, რომელიც მოკლებულია მუდმივ შუა რყევას და ცვალებადობას. როგორც პარლამენტი არ უნდა გადადგეს, როცა ხალხი მის კანონს უარყოფს, რეფერენდუმით ისე არც მინისტრი უნდა გადადგეს, როცა მის წინადადებას არ ღებულობს პარლამენტი. აქ უნდა ბატონობდეს დამორჩილების პრინციპი, ე.ი. პარლამენტი ემორჩილება ხალხის ვოტუმს, ხოლო სამინისტრო-პარლამენტის ვოტუმს. უნდა იყოს პრინციპი დამორჩილებისა-ეს არის უაღრესად დემოკრატიული. ამ პრინციპს ჩვენ დღესაც ვატარებთ. რამოდენიმე შემთხვევა იყო, რომ მთავრობის მიერ მიღებული კანონ-პროექტი პარლამენტმა უკან დააბრუნა ანდა სრულებით უარყო, მაგრამ ამას ჩვენში კრიზისი არ გამოუწვევია,-ჩვენ ვაწარმოებდით დამორჩილების პოლიტიკას. ამრიგათ, თუ გინდათ პარლამენტარული რესპუბლიკა, ერთ საათში შევასწორებთ კონსტიტუციის პროექტს, ხოლო თუ გინდათ დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ უნდა მიიღოთ ცენტრალური კომიტეტის მიერ შესწორებანი. შეგიძლიათ სიტყვები შესცვალოთ იმ შესწორებებში, მაგრამ აზრი, შინაარსი კი აუცილებლათ უნდა მიიღოთ. თუ ეს არ იქნა მტკიცე და ურყევი, მაშინ ის ვერ შესძლებს ცხოვრებაში გაატაროს ის სოციალური აღმშენებლობა, რომელიც თქვენ მე გუშინწინ მოგახსენეთ და რომელიც თქვენ მიერ ერთხმათ იყო დადასტურებული. ამრიგათ, მთავრობის თავმჯდომარე პასუხს აგებს საერთო პოლიტიკისათვის; ის პასუხს ვერ აგებს ყველა იმაზე, რაც თვითეულ უწყებაში მოხდება,-ამაში პასუხს აგებს მინისტრი. მთავრობის პოლიტიკა ურყევია, რადგანაც თავმჯდომარე ერთი წლით არის არჩეული,-მინისტრის წასვლა ამ პოლიტიკას ვერ შესცვლის. თუ თქვენ მიიღებთ პარლამენტარიზმის პრინციპს, მაშინ თქვენ უნდა მიიღოთ ცალკე პრეზიდენტის არსებობა. ამას მოითხოვს ლოღიკა. მაგრამ ვინც წინააღმდეგია პრეზიდენტის ცალკე არსებობისა (და ეს აქ არავის დაუცავს), მან აუცილებლათ უნდა გაიზიაროს ცენტრალური კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შესწორებანი (ტაში).
17 ივნისის დილის სხდომა
კონტრ.-მომხსენებლათ გამოდის აკ. ჩხენკელი. მოგვყავს მისი სიტყვებიდან უმთავრესი აზრები:
ამხ. ნ. ჟორდანიამ სთქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ბურჟუაზიულია, ვინაიდან ის ემყარება პარლამენტარიზმის პრინციპზე, ცენტრალური კომიტეტის შესწორებანი კი დემოკრატიულიაო. რადგანაც ის ემყარება დამორჩილების პრინციპზე მე კი ვამტკიცებ, რომ ცენტრალური კომიტეტის შესწორებანი უაღრესად პარლამენტარულია. უაღრესი დემოკრატიზმი კი გულისხმობს იმას, რომ ხალხი მუდმივათ უშუალოთ განაგებს თავის საქმეებს. პარლამენტარიზმის დროს ღერძი მართვა-გამგეობისა არის პარლამენტი და მის წინაშე პასუხისმგებელია მთავრობა და არა უშუალოთ ხალხი; და არც შეიძლება ხალხი უშუალოთ მართავდეს და გამგებლობდეს. რეფერენდუმის და ინიციატივის უფლება ერთგვარი რეზერვია ხალხისა, რომელიც იშვიათად სარგებლობს ამ უფლებით. შემდეგ მომხსენებელი ეხება პასუხისმგებლობის და დამორჩილების საკითხს, ანალიზს უკეთებს, თუ რისთვის იცვლება ევროპაში ხშირათ კაბინეტი და ამბობს: მინისტრები ხშირად იცვლებიან არა იმიტომ, იქ ინტრიგაა გამეფებული, საზოგადოთ ინტრიგა კაბინეთის ცვლილების დროს არსად არ თამაშობს უმთავრეს როლს, იმიტომ რომ იქ აბსოლიუტური უმრავლესობა არა ყავს არც ერთ პარტიას, ჯგუფს, ჩვენში თუ არ მოხდა მინისტრების გაცვლა, ეს იმიტომ, რომ ჩვენი პარტია უმრავლესობას წარმოადგენდა და აქ შეუძლებელი იყო კრიზისები. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, იმას გულისხმობს, როგორც ბურჟუაზიული რესპუბლიკა, ისე დემოკრატიული რესპუბლიკაც. პასუხისმგებლობა დემოკრატიულ რესპუბლიკაში გულისხმობს უფლებასაც და მოვალეობასაც. მაშინ, როდესაც დამორჩილების პრინციპი გულისხმობს მხოლოდ მოვალეობას და არა უფლებას. ცენტრალური კომიტეტის შესწორებანი ემყარება არა მარტო დამორჩილებაზე, არამედ პასუხისმგებლობაზეც, ამ „ბურჟუაზიულ“ პრინციპზე.
ამ შესწორებაში არის მორჩილებაზე ლაპარაკი, მაგრამ იქვე სწერია, რომ თუ პარლამენტსა და მთავრობას შორის აღმოჩნდა პრინციპული განსხვავება, მაშინ მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს არ დაემორჩილოს და წავიდეს. სად არის აქ დამორჩილება? თუ წასვლა შეუძლია, მაშინ დამორჩილებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ორივე პროექტი, როგორც ცეკას შესწორებანი, ისე საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ხასიათდება კომპრომისებით, ორივე უსისტემობაზეა დამყარებული. მე კი ვარ სისტემის მომხრე. ერთი რომელიმე სისტემა აუცილებლად უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენს კონსტიტუციას. კომისიაში იყო ორი სისტემა: შვეიცარიის უპრეზიდენტო და საფრანგეთის პრეზიდენტიანი. მომხსენებელი ორივე სისტემას ანალიზს უკეთებს და ასკვნის, რომ ორივე სისტემას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. შვეიცარიის სისტემას ახასიათებს მოხელეთა მთავრობა, საფრანგეთის სისტემა კი შეიცავს პოლიტიკურ მთავრობას. ჩვენ უპირატესობა უნდა მივსცეთ საფრანგეთის სისტემას, ვინაიდან ჩვენ გვეჭირვება უაღრესად პოლიტიკური მთავრობა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს, როგორც უფლებას, ისე მოვალეობასაც. მე ვიცავ ცენტრალური კომიტეტის შესწორებებს. მხოლოდ მოვითხოვ, რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებები სასტიკად იქნას განსაზღვრული. შესწორებიდან ამოშლილ უნდა იქნას მუხლი, სადაც ლაპარაკია ბრძანების გამოცემაზე. მას შეუძლია გამოსცეს ბრძანება, როგორც რესპუბლიკის თავმჯდომარეს, მაგრამ ამ მხრივ მისი კომპენტენცია განსაზღვრული უნდა იქნას. ამხ. ჩხენკელი ამტკიცებს, რომ რესპუბლიკის თავმჯდომარე, იგივე პრეზიდენტია. დასასრულ მომხსენებელი აყენებს შემდეგ ძირითად დებულებებს:
სახელმძღვანელო დებულებანი აღმასრულებელ ხელისუფლების შესახებ მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს არის თავმჯდომარე რესპუბლიკისა. თავმჯდომარე უპორთფელოა.
მთავრობის და რესპუბლიკის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით.
მთავრობის თავმჯდომარე მოახსენებს პარლამენტს ცნობად მინისტრთა სიას, ერთი მათგანი დასახელებული უნდა იყოს, როგორც მისი მოადგილე.
რესპუბლიკის თავმჯდომარეს ევალება:
ა) წარმომადგენლობა რესპუბლიკისა.
ბ) კანონების გამოქვეყნება.
გ) უმაღლეს მოხელეთა დანიშვნა და დათხოვნა.
დ) რესპუბლიკის თავდაცვის ძალთა მეთაურობა.
მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას და აასრულოს იგი და ამის და მიხედვით მოახდინოს კიდეც შეცვლა ცალკე მინისტრის ან გარდაქმნა მთელი კაბინეტის. ყველა ეს ცვლილება მოხსენდება პარლამენტს ცნობად.
თვითეული მინისტრი დამოუკიდებლათ და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს. ის უნდა გადადგეს, თუ პარლამენტმა თავის გადაჭრილ დადგენილებით უნდობლობა გამოუცხადა მას.
პარლამენტს უფლება აქვს კონსტიტუციის დარღვევისათვის სამართალში მისცეს როგორც მთავრობის და რესპუბლიკის თავმჯდომარე, ისე თვითეული მინისტრი.
კ. ნინიძე აღნიშნავს, რომ ყრილობა ერთ რამეში შეთანხმდა:
ჩვენ ყველანი უარვყოფთ ევროპის ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში არსებულ პარლამენტარულ რეჟიმს, მე ვამტკიცებ, რომ მთავრობა უნდა იყოს პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე ორატორი ახალი საბუთებით იცავს კომისიის პროექტს.
გ. გიორგაძე იცავს კონსტიტუციის კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტს და ამბობს: კომისიის კანონპროექტს აქ დამცველი არ აღმოაჩნდა, ეს იმას ამტკიცებს, რომ კომისიის პროექტი ისეთი რამ არის, რასაც დამცველიც არ ესაჭიროება; აქ განაცხადეს, რომ პარლამენტს არ აქვს თავისი პოლიტიკა, პოლიტიკას აწარმოებს მხოლოდ მთავრობაო. ეს აზრი არ არის მართალი. პოლიტიკას ქმნის თვითონ პარლამენტი და პარლამენტის პოლიტიკას ცხოვრებაში ატარებს მთავრობა. მე ვსთქვი, რომ მთავრობა ფრაქციას ფაქტის წინაშე აყენებდა მეთქი. მე ვამბობდი ამას როგორც ფრაქციის მომხსენებელი და არა პარლამენტის. ჩხენკელმა კი ეს ორი ცნება ერთი მეორეში აურია. მე აქ დამწამეს, თითქოს ოპოზიციის აზრები გამომეთქვას ჩემს მოხსენებაში და არა ფრაქციის. მე ვაცხადებ აქ ყველას გასაგებათ და ვითხოვ, ეს ჩემი განცხადება სისწორით იქნას აღნიშნული, როგორც სტენოგრაფიულ ოქმებში, ისე გაზეთში. ჩემი განცხადება შემდეგია: მე მოხსენება გავაკეთე ფრაქციის დავალებით, ბიუროს დავალებაში მე ჩემი მოხსენების ძირითადი დებულებები ბიუროს გაუზიარე და მისი დასტურით მოგახსენეთ თქვენ. ის განცხადება კი, რომ მე თითქოს ოპოზიციის მომხსენებელი ვყოფილიყვე და ოპოზიციის აზრები გამომეთქვა, სრული სიცრუეა. მე აშკარათ ვაცხადებ, რომ მე არ ვყოფილვარ ოპოზიციის წარმომადგენელი, არამედ მე ვიყავი ფრაქციის, როგორც ასეთის წარმომადგენელი.
ორატორი აღნიშნავს, რომ მას პირადობა, პირადული ინტერესები კი არ ავალებენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ყოფნას, არამედ მისი შეხედულებები, რომელნიც გამოწვეულია საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი საქმის ინტერესით. დასასრულ ორატორი ანალიზს უკეთებს ცენტრალურ კომიტეტის შესწორებებს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამ შესწორებათა მიღება დაუშვებლათ მიაჩნია. ის მოითხოვს კომისიის მიერ მიღებულ პროექტის დადასტურებას, ორატორი ყოვლად დაუშვებლად სთვლის, რომ როდესაც მთავრობა გადადგება მიტომ, რომ მისი პოლიტიკა არ ეთანხმება პარლამენტის მთავრობას, მთავრობის თავჯდომარე, ამ პოლიტიკის მწარმოებელი დარჩეს თავის ადგილზე. ეს იურიდიულად დაუშვებელია და ფაქტიურად განუხორციელებელი.
კომისიის პროექტი იცავს დამორჩილების პრინციპს. როდესაც მინისტრს გადაჭრილ უნდობლობას უცხადებს პარლამენტი, ის მაშინ მიდის და არა ყოველ შემთხვევაში, როგორც ამას წმინდა პარლამეტარიზმი მოითხოვს. მთავრობა და მისი წევრები ასრულებენ პარლამენტის დადგენილებას. ხალხს ეკუთვნის რეფერენდუმი და ინიციატივა. ადერბეიჯანი ამ სისტემით კი არ იყო სუსტი, არამედ მით, რომ მთავრობამ ვერ შემოიკრიბა თავის გარშემო ხალხი. მთავრობის თავმჯდომარემ მოგახსენათ, რომ ბალშევიკების მთავრობა ძლიერიაო; მეც მოგახსენეთ, ჩვენ გვინდა ძლიერი მთავრობა, მაგრამ არა ხიშტებზე დამყარებული, არა უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე, არამედ დამყარებული ხალხის ნდობაზე. მხარს უჭერს კომისიის პროექტს-პრეზიდენტობის სისტემას.
შემდეგ ლაპარაკობენ ვ. თევზაია და რ. არსენიძე, რომელნიც
მოხდენილ სიტყვებში იცავენ ცენტრალურ კომიტეტის მიერ წარმოდგენილ შესწორებებს და სასტიკათ ილაშქრებენ პარლამენტარული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
პრეზიდენტის სისტემას მრავალი მაგალითებით იცავს პ. საყვარელიძე, რომელიც ეკამათება ამხ. ჟორდანიას მიერ წამოყენებულ პრინციპებს და სხვათა შორის ამბობს: ამხ. ჟორდანიას გონია, რომ დამორჩილების პრინციპი თუ იქნა, ეს დემოკრატიულია, პასუხისმგებლობის პრინციპი კი ბურჟუაზიულია, სრული იურიდიული გაუგებრობად უნდა ჩაითვალოს. ორატორი აღნიშნავს, რომ შვეიცარიაში, სადაც მოხელეებს ხალხი პირდაპირ ირჩევს (ამას კი უაღრეს დემოკრატიზმათ სახავენ) სოციალისტური დემოკრატია წინააღმდეგია ამ არჩევნების, ამ ოფიციალური სისტემის. შემდეგ ორატორი ეხება პასუხისმგებლობის პრინციპს და ასე აყენებს კითხვას: როგორ შეიძლება მთავრობის თავმჯდომარე იყოს იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი? პასუხისმგებელი მთავრობა ხომ უნდა გადადგეს, როცა მას უნდობლობას გამოუცხადებენ და ამ მთავრობასთან ერთად მისი თავმჯდომარეც გადადგება. მაშინ ხომ დარჩება ცარიელი ადგილი? ხომ დარჩება რესპუბლიკა უმთავრობოთ, როგორც ეს ადერბაიჯანში იყო ხშირათ. მართალია, ადერბაიჯანში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენში კი ეს არ შეიძლება ასე იყოს. თავისთავად იბადება კითხვა პრეზიდენტის არსებობის შესახებ. დღევანდელ პირობებში, როცა ირგვლივ ველური მტრები გვახვევია, არ შეიძლება უპრეზიდენტოთ ჩვენმა რესპუბლიკამ ხეირიანათ იარსებოს. აუცილებლათ უნდა შემოღებულ იქნას პრეზიდენტი. არც ამერიკის სისტემა, არც შვეიცარიის და არც საფრანგეთის ჩვენთვის არ არის მისაღები. ჩვენ გვინდა პასუხის მგებელი პრეზიდენტი, მას უნდა მიენიჭოს უფლება შეზღუდული.
ჟორდანიამ მომხსენებლის საბოლოო სიტყვაში ხაზი გაუსვა პრეზიდენტის სისტემის მიუღებლობას, მან სთქვა: პარლამენტარიზმი ხასიათდება ხშირი ცვლილებებით მინისტრებისა, ინტრიგებით, მთავრობის რყევით. ქანაობით, ხოლო პრეზიდენტი ეს პარლამენტარიზმის კორეკტივია, პარლამენტარული სისტემა უპრეზიდენტოთ ულოღიკობაა, ჩვენ წინააღმდეგი ვართ პარლამენტარული სისტემის და ეს ჩვენ დავასაბუთეთ დემოკრატიული რესპუბლიკის მიღებით. ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ რყევას და ცვლილებას მთავრობისა, რომელზედაც მე მოგახსენეთ და არც ქვეყანა დარჩება უპატრონოდ, როგორც ეს საყვარელიძეს გონია, რადგანაც მთავრობის და რესპუბლიკის თავმჯდომარე ვადით იქნება არჩეული. შემდეგ მომხსენებელი ეხება იმ საკითხს, თუ ვინ ქმნის პოლიტიკას, და ამტკიცებს, რომ პოლიტიკას ქმნის პარტია, პარლამენტი და მთავრობა ვალდებულია ეს პოლიტიკა განახორციელოს. მომხსენებელი წინააღმდეგია იმისა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ზედიზედ იქნას არჩეული. მთავრობა ამბობს ის, უნდა იყოს მტკიცე თავისთავათ და არა იმიტომ, რომ პოპულიარული პირებია. ევროპაში ხშირათ ისეთ კაცს ჩააბარებენ პორტფელს, რომელსაც არავინ არ იცნობდა ცენტრში და რომელიც სადმე პროვინციაში მოღვაწეობდა. საჭიროა ჩვენშიაც მოისპოს დღევანდელი ადათი და ერთი პირი არ იყოს ზედიზედ არჩეული მთავრობის თავმჯდომარეთ.
ყველა დებულებები გადაეცა საგანგებოთ არჩეულ კომისიას, რომელმაც უნდა წარუდგინოს ყრილობას რეზოლიუცია ამ საკითხის შესახებ.
ერთობა. - 1920. - 20, 22 ივნისი. - №137, №138. - გვ. 3.
(დასაწყისი იხ. №132)
![]() |
11 განცხადებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის ბ. ნ. ჟორდანიას განცხადება
ახალი სამინისტროები
ქრისტეშობისთვის 30-ის საღამოს სხდომა
ბ. ბ. ამას წინად ამ ტრიბუნიდან თქვენ გამოგეცხადათ, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო. ესაა დღემდე ცალ-ცალკე არსებულ მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთებული ერთი უწყება. ამას ჩვენ მოუმატეთ ორი ახალი სამინისტრო: იუსტიციისა და სამხედრო.
სახელმწიფო და ვაჭრობა-მრეწველობა
მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი:
ყველას კარგად მოგეხსენებათ ის ეკონომიური კრიზისი, რომელიც დღეს ჩვენში არსებობს. კერძო პირები ვერ ახერხებენ და არც შეუძლიათ ამ მდგომარეობის ჩაყენება ნორმალურ კალაპოტში. ამიტომ მთავრობა იძულებული შეიქნა თვითონ ჩარეულიყო აღებ-მიცემობის საქმეში და ვაჭრობა-მრეწველობას გაძღოლოდა როგორც კერძო ვაჭარი. თანამედროვე მწვავე პირობები ვისმე პირადი სურვილით არ არის გამოწვეული, არამედ იმ ობიექტური პირობებით რომლის გავლენაშიც ყველა ვიმყოფებით. საქმე ისაა, რომ არა თუ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოებში, არამედ დიდ სახელმწიფოებშიც ჩამოვარდა ეკონომიური კრიზისი. ეკონომიური კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ჩვენში და სხვაგანაც მეტი იხარჯება, ვიდრე კეთდება. მიზეზი ასეთი მდგომარეობისა უკანასკნელი მსოფლიო ომია. ომმა ისე გაანადგურა ყველაფერი, რომ ახალი საზოგადოებები ვეღარ ახერხებენ ძველი ეკონომიურ პირობების აღდგენას. ვინაიდან საქონელი მუშავდება ნაკლები ვინემ ეს საჭირო არის, კერძო პირები იძულებულნი არიან ასწიონ ფასი. ცხადია, ის საქონელი რომელიც ასეთს პირობებში კერძო პირიდან გამოდის სპეკულიაციის საგანი იქნება - და არც შეიძლება სხვანაირად იქნეს. კონკურენციის კანონის ძალით კერძო პირი იძულებულია სპეკულიაცია გასწიოს.
ასეთს ობიექტურ მდგომარეობაში რომ დავსტოვოთ ხალხი, ის სპეკულიაციის მსხვერპლი გახდება. ამ საქმეში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და აწეწილ-დაწეწილ ეკონომიური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩააყენოს. ამ გზას დაადგა არა მარტო ჩვენი რესპუბლიკა, არამედ ისეთი სახელმწიფოები, რომელნიც მუდამ ვაჭრობა -მრეწველობის თავისუფლებას ჰქადაგებდენ.
აი, ბატონებო, ამ გარემოებით ვხელმძღვანელობდით ჩვენ, როდესაც მომარაგების სამმართველო შრომის სამინისტროს შევუერთეთ. იყო სხვა მოსაზრებაც. მათ შორის ბევრი რამ არის საერთო. მშრომელი კლასი, უმთავრესად მომხმარებელი კლასია და სახელმწიფომაც პირველად ის უნდა იყოლიოს მხედველობაში. ის, რასაც იყიდის სახელმწიფო, ის უნდა დაურიგდეს მშრომელ კლასს და ამას იზამს შრომის სამინისტრო.
იუსტიციისა და სამხედრო სამინისტრო
ეხლა უნდა განვაცხადო, რომ მთავრობამ თავის წრეში შემოიყვანა ორი ახალი სამინისტრო.
იმ დროს, როდესაც ეს კაბინეტი სდგებოდა, ორი სამინისტრო ერთს პირს ჩავაბარეთ. ეს იყო შინაგანი და სამხედრო სამინისტრო. უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი მოვალეობა ჩინებულად შეასრულა. მის შემწეობით დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი მხედრობა. მისივე ენერგიული მეცადინეობით მჭიდრო კავშირი დამყარდა რეგულიარულ ჯარსა და გვარდიას შორის.
სამხედრო სამინისტროს შესახებ ჩვენ ვიმსჯელეთ და ამ თანამდებობაზე მოვიწვიეთ გრ. ლორთქიფანიძე (ხმა. სამხედრო განათლებით არის?).
უნდა მოგახსენოთ, სამხედრო მინისტრისათვის არ არის საჭირო რომ ის უთუოდ მხედარი იყოს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მისი მდგომარეობა სენატის დაარსების შემდეგ უფრო გამარტივდა. საქმე ისაა, რომ ის რაც ძველ რუსეთში მოქმედებდა, ის კანონები დღეს ჩვენშიდაც მოქმედებენ, რაც ჩვენს მდგომარეობას სრულიად არ შეეფერება.
ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ მოვიწვიეთ ენერგიული მუშაკი რ. არსენიძე.
მომავლის პერსპექტივები
როდესაც ჩვენ ეს დადგენილება გამოგვქონდა, მხედველობაში გვქონდა მომავლის პერსპექტივები. ჩვენ გვინდა ყველა თავის პოსტზე იდგეს. შეიძლება ამ ახლო ხანებში ჩრდილოეთიდან საფრთხე მოგვაწვეს. თუ დენიკინი დამარცხდა, ბოლშევიკები ჩვენსკენ გამოემართებიან. ამიტომ ჩვენ დღესვე უნდა შევქმნათ მაგარი ფრონტი. მთავრობა ფიქრობს გააძლიეროს მართვა-გამგეობა, გვარდია, შინაური წესრიგი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, როდესაც ეს გაკეთდება მაშინ ყოველგვარი საფრთხე აგვცილდება.
საქართველო. - 1920. - იანვრის 1. - №1. - გვ. 1.
ერთობა. - 1920. - 1 იანვარი - №1. - გვ. 2
![]() |
11.2 ნოე ჟორდანიას განცხადება - „დაიკარგა ანდრეიკას დატოვებული ძაღლი“ |
▲ზევით დაბრუნება |

ერთობა. - 1920. - 28 იანვარი. №20. - გვ. 1.
![]() |
11.3 კაბინეტის კრიზისის გარშემო |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობა მიდის მთელი შემადგენლობით
ოთხშაბათს, ნოემბრის 11-ს, შესდგა დამფუძნებელი კრების სოც.-დემ. ფრაქ. საგანგებო კრება, რომელზედაც განხილულ იქმნა მთავრობის თავმჯდომარის, ბ-ნ ნოე ჟორდანიას განცხადება.
ბ-მა ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ მისი მთავრობის მთელი შემადგენლობით უნდა გადასდგეს.
ბ-ნ ჟორდანიას განცხადებამ ხანგრძლივი კამათი გამოიწვია ს. დ. ფრაქციაში, და იგი მიღებულ იქმნა.
ახალი კაბინეთის შედგენა ისევ ბ-ნ ნოე ჟორდანიას მიანდვეს.
„სარეკომენდაციო კომისია“
სოციალ-დემოკრატიულ წრეებში დიდი თათბირია გამართული ახალი კაბინეთის ორგანიზაციის გარშემო.
საზოგადოებრივ წრეებში უკვე ასახელებენ მომავალ სამინისტრო პირებს. მაგრამ იმ ცნობებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მენშევიკების ხელმძღვანელები ჯერ ჯერობით ვერ შეთანხმებულან ახალი კაბინეთის შემადგენლობის შესახებ.
სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ არჩეულია განსაკუთრებული კომისია, და სარევოლიუციო ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ - „სარეკომენდაციო კომისია“, რომელსაც დაევალა ბ-ნ ნოე ჟორდანიას დაეხმარონ მთავრობის ორგანიზაციის საქმეში.
ამ კომისიაში, სხვათა შორის, შედიან ვალიკო ჯუღელი და სილიბისტრო ჯიბლაძეც („ერთობის“ „განი“, ალბათ შეცდომით თუ გამორჩა ფრაქციას!). უსურვებთ ამ „სარეკომენდაციო კომისიას“, დაკისრებული მძიმე საქმე კეთილად დაასრულოს (საქართველო).
სასოფლო გაზეთი. - 1920. - გიორგობისთვის 15-ს. - №22. - გვ. 1, 2.
![]() |
11.4 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას განცხადება
3 დეკემბრის სხდომა
მოქალაქენო, მე მაქვს პატარა განცხადება იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც შევიტანეთ ჩვენს მთავრობაში. ეს ცვლილება უპირველესად ყოვლისა ეხება იმას, რომ ჩვენ დავაარსეთ განათლების სამინისტრო, როგორც ცალკე სამინისტრო. ახლამდე, როგორც იცით, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროები შეერთებული იყო. ეს გარემოება გამოწვეული იყო იმით, რომ განათლების სამინისტროს მივცეთ უფრო ფართო ხასიათი, ვიდრე იყო აქამდე. აქ იქნება, როგორც განათლების, ხელოვნების, ისე კულტურის, რელიგიის საქმე. და ჩვენ გვინდა ამ სამინისტროს დაუკავშიროთ ყველა კულტურული და განმანათლებელი სექციები.
დანარჩენი სამინისტროები რჩებიან ისე, როგორც იყო. განათლების მინისტრად მე მოვიწვიე გრ. ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრად - პარმენ ჭიჭინაძე, მხოლოდ ნაცვლად ნ. ხომერიკისა, რომელმაც დასტოვა თავის სამინისტრო, მოვიწვიე დავით ონიაშვილი.
გარდა ამისა მე დავინახე საჭიროდ შემექნა ერთი მუდმივი თანამდებობა. მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც იცით, არ ყავდა არც ამხანაგი და არც მუდმივი მოადგილე. მართალია, მთავრობის თავმჯდომარეს ყავდა მოადგილე, მაგრამ ეს მოადგილე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მხოლოდ მაშინ ასრულებდა, როცა მთავრობის თავმჯდომარე ტფილისში არ იმყოფებოდა.
ამ ბოლო დროს მთავრობის თავმჯდომარის საქმეები მეტად გაიზარდა და უნდა მოგახსენოთ, რომ მე ამ საქმეებს ვერ ვასწრებ; რომ ეს რთული საქმეები მოგვარდეს, აუცილებლათ საჭიროა მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავდეს მუდმივი მოადგილე, რომელიც ეწევა მუდმივ მუშაობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. აი ასეთი თანამდებობის დაწესება აუცილებლად საჭიროდ მიმაჩნია. ეს გააუმჯობესებს და გააკეთებს ჩვენს საქმეებს. ასეთ პირად მე დავასახელე გრ. ლორთქიფანიძე. ე.ი. განათლების მინისტრი იქნება ამავე დროს მთავრობის თავმჯდომარის მუდმივი მოადგილე. აი ეს არის ჩემი განცხადება.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 7 დეკემბერი. - №278. გვ. 1.
ერთობა. - 1920. - 8 დეკემბერი. - №280. გვ. 2.
![]() |
11.5 საქართველო და გერმანია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში დანიშნულმა გერმანიის მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მ. რაუშერმა მთავრობის თავმჯდომარეს გადასცა რწმუნებულობის ბარათი და შემდეგი განუცხადა:
ბატონო თავმჯდომარე, მაქვს პატივი გადმოგცეთ, თქვენო აღმატებულებავ, გერმანიის სახელმწიფოს თავმჯდომარის წერილის დედანი, რომელიც ამოწმებს ჩემს საქართველოში ელჩად დანიშვნას. ამის გამო მე ნებას ვაძლევ ჩემ თავს გადმოგცეთ თქვენ გერმანიის სახელმწიფოს მესვეურის და გერმანიის ერის მხურვალე სურვილები ქართველ რაინდულ ერის კეთილდღეობის და ნაყოფიერ თანამშრომლობისათვის საქართველოს რესპუბლიკის აღორძინებისთანავე მასთან მეგობრულად დაკავშირებულ ერებთან მშვიდობიანობის და წინსვლის გზაზედ. მე მონდობილი მაქვს ვემსახურო ამ მაღალ მიზნის მიღწევას და ამისათვის მე არ დავზოგავ მთელ ჩემ საცდელს. მხოლოდ ზიარ ურთიერთ თანაგრძნობაზედ და ნდობაზედ დამყარებულ მუშაობას შეუძლიან განამტკიცოს და დააკავშიროს ეკონომიური, სოციალური და კულტურული დამოკიდებულება საქართველოს და გერმანიის რესპუბლიკათა შორის და გახდეს მაგალითი იმის, რომ ურთიერთადმი დახმარება მომავალში უნდა შეიქმნეს ერთად ერთი ჭეშმარიტი საფუძველად ყველა ცალკე ეროვნებათა და მთელ კაცობრიობის ოჯახის კეთილდღეობისათვის. მე ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენი აღმატებულება კეთილ ინებებს და აღმომიჩენს დახმარებას ჩემს კეთილშობილ დავალების განსახორციელებლად.
მთავრობის თავმჯდომარის პასუხი
გერმანიის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელის განცხადებაზე მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა:
ბატონო ელჩო, მე დიდად მოხარული ვარ თქვენი ნახვით და ნასიამოვნები თქვენი სიტყვებით. თქვენი ნალაპარაკევი ჩვენ სავსებით გვჯერა და იმედია ჩვენსასაც ასევე გულწრფელად ერწმუნებით. ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს - მან არ იცის გავლილი ამბების დავიწყება: მეგობრობას ის დიდად აფასებს და იმათთან, ვინც ასეთი მეგობრობა მას გაჭირვების დროს დაუმტკიცა, მუდამ ექნება კულტურული კავშირი და კეთილგანწყობილება. ეს მესამე წელია ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრივ არსებობისათვის და ევროპასთან მჭიდრო კავშირის დაჭერისათვის. იმედი მაქვს თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ამ ჩვენ მუშაობაში და გაგვიადვილებთ დასავლეთის დემოკრატიასთან დაახლოვებას და გერმანიის რესპუბლიკის და პატარა საქართველოს რესპუბლიკის შორის კეთილგანწყობილების და ერთი მეორის გაგების განმტკიცებას. ამასთანავე მადლობას მოგახსენებთ იმ მორალურ დახმარებისათვის, რომელიც თქვენმა მთავრობამ ჩვენ გაგვიწია ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალად ცნობით და საერთაშორისო ოჯახში სრულუფლებიანი წევრად აღიარებით. ჩვენ ჩვენი მხრით მზად ვართ თქვენ აქ მუშაობა გაგიადვილოთ და თქვენი აქ ყოფნა ჩვენ ორივესათვის ნაყოფიერი გავხადოთ.
(ს. დ. ს.).
საქართველო. - 1921. - იანვრის 12. - №7. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 12 იანვარი. - №7. - გვ. 2.
![]() |
11.6 მთავრობის თავმჯდომარის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
კვირას, 6 თებერვალს, შუადღის 12 საათზედ, მთავრობის თავმჯდომარე მიიღებს სასახლეში მოლოცვას უცხოელ წარმომადგენელთაგან - საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო (შესავალი სამხრეთ კარებიდან).
A N N O N C E
Dimanche, le 6 février, à midi, le Président du Gouvernement recevra au Palais les félicitations des représentants étrangers à l'occasion de la reconnaissance de juré de la République de Géorgie (entrée du sud).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 5 თებერვალი. - №27. - გვ. 2.
![]() |
12 მიმართვები, მოწოდებები, დეპეშები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 მთავრობის მიმართვა საქართველოს ყველა ქალაქებს, ერობებსა და თემებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ნორჩ რესპუბლიკას თავს დაატყდა დიდი უბედურება. 20 ამ თვეს მიწის ძვრამ ერთიანად დაანგრია ქალაქი გორი და მის ახლო მდებარე სოფლები და რკინის გზის სადგურები. ათასი და ათიათასობით ხალხი დარჩა ქუჩაზე უბინაოთ, უმწეოთ, ტიტველნი და მშიერ-მწყურვალნი. მრავალნი სახლების ნანგრევებმა იმსხვერპლა. ნივთიერი ზარალი აურიცხველია. მოგიწოდებთ თქვენ, მხარში ამოუდგეთ მთავრობას ამ დიდ უბედურების გადატანაში. მიიღეთ ზომები მთელმა ხალხმა დაეხმაროს ქართლის უძველეს ქ. გორს და დაქცეულ სოფლებს აღდგეს ფერფლიდან, რომ არ წარიშალოს ის საქართველოს მკერდიდან. მთავრობის დახმარება წვეთია გაჭირვების ზღვაში. საჭიროა მთელი ხალხის დახმარება, მთელი ერის ამოძრავება და უმწეო მოძმეთათვის წვლილის გაღება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს ხალხს და შეუდექით „გორის ფონდის“ შეგროვებას, გორი უნდა აღსდგეს და კვლავ ქართლის გული გახდეს.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
ერთობა. - 1920. - 28 იანვარი. - №42. - გვ. 2
![]() |
12.2 მიწის ძვრის შედეგი გორში |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის მიმართვა
საქართველოს ნორჩ რესპუბლიკას თავს დაატყდა დიდი უბედურება. ამ თვის 20-ს მიწის ძვრამ ერთიანად დაანგრია ქ. გორი და მის ახლო მდებარე სოფლები და რკინის გზის სადგურები. ათასობით და ათიათასობით ხალხი ქუჩაში დარჩა უბინაოდ და უმწეოდ შიშველნი და მშიერ მწყურვალნი. მრავალნი სახლების ნანგრევებმა იმსხვერპლა. ნივთიერი ზარალი აურიცხველია. მოგიწოდებთ თქვენ, მხარში ამოვუდგეთ მთავრობას ამ დიდი უბედურების გადატანაში. მიიღეთ ზომები, რომ მთელმა ხალხმა დახმარება გაუწიოს ქართლის უძველეს ქალაქს - გორს და დანგრეულ სოფლებს ფერფლიდან აღდგენისათვის, რომ ისინი არ წარიშალონ საქართველოს მკერდიდან. მთავრობის დახმარება წვეთია გაჭირვების ზღვაში. საჭიროა მთელი ხალხის დახმარება, მთელი ერის ამოძრავება და წვლილის გაღება უმწეო მოძმეთათვის. დაუყონებლად აცნობეთ ეს ხალხს და შეუდექით „გორის ფონდის“ შეგროვებას. გორი უნდა აღსდგეს და კვლავ ქართლის გულათ გახდეს.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველო. - 1920. - თებერვლის 22. - №40. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 22 თებერვალი. - №42. - გვ. 1, 2.
![]() |
12.3 მთავრობის თავმჯდომარის მოწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის შტაბებს და აფხაზეთის კომისარიატს ჩრდილოეთის საფრთხე საქართველოს ჭიშკარს მოადგა. ბაქოში უბრძოლველად შევიდა ბოლშევიკების ჯარი და იქ საბჭოთა მართველობა გამოაცხადა. აზერბეიჯანმა კარი გაუღო მათ, რაც მოწმობს მოსკოვისა და არზრუმის წინასწარ შეთანხმებას. საქართველოს დემოკრატია და მისი ამდენი ხნის შემოქმედებითი მუშაობა განსაცდელშია.
ჩვენს ქვეყანას მოელის ისეთივე განადგურება და სისხლიდან დაცლა, როგორც განადგურებულია და დაუსრულებელ ომებით სისხლიდან იცლება რუსეთი. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენს მდგომარეობას ვიხსნით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ერთსულოვანება და მომხდურთა წინაშე მედგრად დარაზმვა.
მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიცვას ქვეყანა ამ უბედურებისაგან, ააცდინოს მშრომელ ხალხს ეს მწარე ფიალა, იხსნას ის დარბევისაგან და მოგიწოდებს თქვენ და თქვენთან ერთად მთელ დემოკრატიას, ფეხზე დააყენოთ მთელი ძალა, შემოკრბეთ მთავრობის და დამფუძნებელ კრების გარშემო, დაუყოვნებლივ შეასრულოთ მთავრობის ბრძანებები, დაიცვათ შიგნით სასტიკი წესრიგი, შეაბეროთ ერთგულთ მხნეობა და ენერგია, სამაგიერო მიუძღვნათ ორგულთ და მოღალატეთ და მით გადაარჩინოთ სამშობლო აოხრებისაგან.
მთავრობამ უკვე გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა თავდაცვის საბჭო, აირჩია სარდალი, ჩააყენა აღმოსავლეთ საქართველო სამხედრო წესებში, მიიღო ყველა წინასწარი ზომები.
დეე, თითოეული თანამდებობის პირი იდგეს თავის პოსტზე და პირნათლად შეასრულოს თავის მოვალეობა.
მთავრობის და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჟორდანია.
1920 წ. აპრილის 28.
დედანთან სწორია. - საქ. მწარ. თ. გველესიანი
სასოფლო გაზეთი. - 1920. - მაისის 2. - №9. - გვ. 2.
ერთობა. - 1920. - 29 აპრილი. - №95. - გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 29 აპრილი. - №94. - გვ. 2.
![]() |
12.4 მთავრობის თავმჯდომარის მოწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
(საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის საოლქო შტაბებს, ბათომის საგანგებო რწმუნებულს, აფხაზეთის კომისარიატს, საქართველოს ყველა მოქალაქეთ).
მოხდა უსაზიზღრესი მუხანათური თავდასხმა: გაბოროტებულ სომხეთს მიემხრო ადერბეიჯანი და იქ მდგომ ბალშევიკურ ჯარებმა შემოგვიტია აღმოსავლეთით. იცოდეთ, რომ მათი გამარჯვება ნიშნავს ერის თავისუფლების, ხალხის ნაშრომის და ნაამაგარის სამუდამოთ დაღუპვას და ჩვენი ბალშევიკთა მშიერი ბრბოების უსაშინელეს ტირანიაში ჩავარდნას.
დადგა ჟამი ჩვენი ყოფნა-არყოფნისა. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არის. გამოვიჩინოთ ძველებური ქართველური მამაცობა, თავის დადება, ერთობა და მტერი ძლეული იქნება.
საქართველოს არა ერთხელ განუცდია უცხო ლაშქართა შემოსევა, მაგრამ ისინი უკანვე გაურეკია.აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალ-ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით სასტიკი წესიერება, ალაგმეთ მოღალატენი და ორგულნი. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბალშევიკები გაგძარცვავენ და გაგჟლეტენ.
მათ გასტეხს მხოლოდ თქვენი მხნეობა და თავის დადება.
შეაჩერეთ ჩვეულებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი - აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე, გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი.
ქართველო ხალხო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია!..
საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება!
მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს
თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
ახალი სხივი. - 1921. - 20 თებერვალი. - №8. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1921. - 17 თებერვალი. - №37. - გვ. 2.
![]() |
12.5 ნოე ჟორდანიას მოწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარემ გაგზავნა რადიოთი 16 თებერვალს შემდეგი დეპეშა:
მთელი ქვეყნის ხალხებს და ყველა მთავრობებს.
ქართველი ხალხის და მისი მთავრობის შეურყეველმა მისწრაფებამ მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვრა ყველა ხალხებთან, ვერ ააღებინა ხელი ჩვენ მეზობლებს - საბჭოთა რესპუბლიკებს ჩვენს წინააღმდეგ საზიზღარ თავდასხმაზე.
საბჭოთა სომხეთმა და ადერბაიჯანმა რუსთა წითელ ჯარის საშუალებით, ომის ფორმალურად გამოუცხადებლივ, გამოილაშქრეს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის მოსასპობლად და ქართველი ხალხის დასამონავებლად.
თქვენ უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ამით რუსეთის საბჭოთა მთავრობა იდენს ისტორიაში უმაგალითო ბოროტ-მოქმედებას. მას შემდეგ, რაც დაარღვია ჩვენთან დადებული ყველა ხელშეკრულობები, მან გადასწყვიტა, წითელი დროშის და ლამაზი ლოზუნგების ნიღაბის ქვეშ, შეიარაღებული ძალით მოსპოს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენობა.
მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ჩვენ, რომ ქართველ ხალხს მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა უკანასკნელ სულის თქმამდე თავის უსაშინელეს მტერთან.
ამ მძიმე ისტორიულ მომენტში ქართველი ხალხი გამსჭვალულია მხოლოდ ერთი მისწრაფებით: დამოუკიდებლობა, ან სიკვდილი!
და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში ყველა კულტურულ ხალხთა თანაგრძნობა ჩვენს მხარეზე არის.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე. ჟორდანია
საქართველო. - თებერვლის 18. - 1921 - №38. - გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა. - 18 თებერვალი. - 1921 - №38. - გვ. 1.
![]() |
12.6 მთავრობის თავმჯდომარისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის საოლქო შტაბს, ბათომის საგანგებო რწმუნებულს და აფხაზეთის კომისარიატს მიმართა:
19 თებერვალს მუხანათი მტერი სამარცხვინოთ დამარცხდა ტფილისის კედლებთან. აქ გაეთხარათ მათ პირველი ფართო საფლავი და მით ტფილისი იქცა საქართველოს მიუვალ ბჭეთ, საქართველოს ვერდენათ. მაგრამ ამ გამარჯვებით არ წყდება ტფილისის ბედი, მტერი ისევ იკრებს ძალას და ჩვენზე იერიშით მოვა,მხოლოდ მტრის სრული განადგურება მოგვცემს ჩვენ საბოლოოდ გამარჯვებას და მშვიდობიანობას. განაგრძეთ მთელი ენერგიით დაწყებული საფრონტო მუშობა, შეაჩერეთ ყველა დანარჩენი საქმეები, მოეშველეთ ტფილისს. მეტი ლაშქარი, მეტი სურსათი. მთავრობა შეურყეველათ სდგას თავის პოსტზე და ეყრდნობა თქვენს საქმიანობას და თავდადებას. გამარჯვება ჩვენია.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 22 თებერვალი 1921. - №40. - გვ. 1.
![]() |
12.7 ბ. ჟორდანიას დეპეშა პარიზის კონფერენციას |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიამ პარიზში სამშვიდობო კონფერენციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: მთელი საქართველო და მისი მთავრობა ღრმა კმაყოფილების გრძნობით შეხვდნენ ცნობას საქართველოს რესპუბლიკის დე ფაქტო აღიარებას. მადლობას გიძღვნით რა ამ დიდებული აქტით საქართველოს ხალხის სახელმწიფოებრივი აღმაშენებლობითი ძალის ნდობისათვის, რომელიც მთელი საუკუნოების განმავლობაში ევროპის კარებთან დარაჯათ ედგა ცივილიზაციური ქვეყნის პროგრესიულ მისწრაფებას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ღრმად დარწმუნებულია, რომ ქართველი ერი, როცა მას მხარს დაუჭერს მოკავშირეთა დიდი სახელმწიფოები, მტკიცე კავშირი შეკრას ევროპასთან და გახდეს ღირსეული წევრი იმ დიდ ოჯახის, რომელმაც ამ მძიმე დროს დახმარების ხელი გაუწოდა მას.
საქართველო. - 1920. - იანვრის 16. - №11. - გვ. 2.
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 16 იანვარი. - №11. - გვ. 2.
![]() |
12.8 სამუსლიმანო საქართველოში მეჯლისის სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
აპრილის 23-ს შესდგა მეჯლისის სხდომა; კრების თავმჯდომარე მამედ-ბეგ აბაშიძემ ვრცლად მოახსენა მეჯლისს დღევანდელი სამუსლიმანო საქართველოს მდგომარეობის შესახებ; თავისი სიტყვა მამედ-ბეგ აბაშიძემ შემდეგი დასკვნით დაასრულა:
მიუხედავათ პოლიტიკურ მდგომარეობისა, რომელიც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ, ბევრჯელ ჩვენს საქმეში მაინც გამოვედით გამარჯვებულნი. როგორც ფაქტს, მოვიყვან ბათომის თვითმართველობის არჩევნებს, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ (ხანგრძლივი ტაში). მოგეხსენებათ თქვენც, რომ ჩვენდა სამწუხაროთ ეს არჩევნები ჯერეც არ არის დამტკიცებული, ვიმედოვნებ კი რომ მალე იქნება მეორე ჩვენი უდიდესი გამარჯვებაც.
ჩვენი მტრები ყოველივე ზომებით სცდილობენ და ილაშქრებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ ხელი შეგვიშალონ ხალხის მისწრაფების და სურვილების განხორციელებაში.
მაგრამ ვიმედოვნებთ, მეჯლისი, როგორც ჩვენი ხალხის სულისკვეთების გამომსახველი, უზენაესი ორგანო, ღმერთისა და ჩვენი დიდებულ ფეიხამბერის სულიერი შემწეობით, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა მტრებზედ და ნათლათ დავაგვირგვინებთ იმ საქმეს, რომელიც დაგვავალა ჩვენ ბათომის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ (ტაში).
თქვენ მოწოდებული ხართ გააკეთოთ დიდი საქმე. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი. მე დარწმუნებული ვარ თქვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანთ.
კვლავ გაუმარჯოს მეჯლისის გახსნას.
გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს, გაუმარჯოს მეჯლისს (ძლიერი ტაში).
მისალმება საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს
სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიანი მეჯლისის მეორე ყრილობა, შეკრებილი პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, აღტაცებით გილოცავთ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. მწუხარებას გამოსთქვამს, რომ მეჯლისის გასული წლის 31 აგვისტოს ყრილობაზე დადგენილება სამუსლიმანო საქართველოს დედა საქართველოსთან გაერთიანების შესახებ ჯერაც არაა სისრულეში მოყვანილი. მეჯლისს ღრმად სწამს, რომ ღვთის და ქვეყნის წინაშე მის მიერ აღიარებული სურვილი, სულ მოკლე ხანში ფაქტად იქცევა და მაშინ ავტონომიურ სამუსლიმანო საქართველო შეუდგება დამშვიდებულ აღმშენებლობით მუშაობას. გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს, გაუმარჯოს ავტონომიურ სამუსლიმანო საქართველოს.
მეჯლისის თავმჯდომარე მამედ-ბეგ აბაშიძე.
მთავრობის თავმჯდომარის პასუხი
მადლობას გიძღვნით დეპეშისათვის და ვესალმები რა სამუსლიმანო საქართველოს მისწრაფებათა გამომხატველ მეჯლისს და მასთან ერთად ღრმა რწმენას გამოვსთქვამ, რომ მთელი ქართველი ერის სურვილი სამუსლიმანო საქართველოს დედა სახელმწიფოსთან ავტონომიურად შეერთებისა - ახლო მომავალში განხორციელდება. საქართველოს მთავრობა ყოველივე ღონისძიებას იხმარს, საქართველოს მთლიანობის დასაცავად.
მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 4 მაისი. - №97. - გვ. 1, 2.
![]() |
12.9 მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ შემდეგი დეპეშა... |
▲ზევით დაბრუნება |
გაუგზავნა მოსკოვში დამფუძნებელი კრების წევრს გრ. ურატაძეს: გილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადების გამო. გადაეცით სოვნარკომს, რომ ზავის ცნობა ხალხმა აღტაცებით და დიდი სიამოვნებით მიიღო. ამიერიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა საქართველოსა და რუსეთს შორის მოისპობა და ორივე მოძმე ხალხი შეთანხმებით იმუშავებენ ახალ ცხოვრების შესაქმნელად სოციალისტურ საფუძველზე. სალამი მეგობრებს, ამხანაგებს და ნაცნობებს.
საქართველოს რესპუბლიკა. - 11 მაისი. 1920. - №103. - გვ. 3.
![]() |
13 წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 დამფუძნებელი კრება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის თავმჯდომარის წერილი
9 ივლისის სხდომა
„საქართველოს ორი წლის ბრძოლა გაერთიანებისათვის დაგვირგვინდა სრული ჩვენი გამარჯვებით. შვიდ ამ თვეს ბათომი და მისი ოლქი მოკავშირე სახელმწიფოებმა დიდის ზეიმით გადმოგვცეს ქ. ბათომში და მათი დროშების ალაგას ააფრიალეს ჩვენი დროშა (მქუხარე ტაში). ქალაქი და ყველა სახელმწიფო დაწესებულება იმავე დღეს დაიჭირა ჩვენმა ადმინისტრაციამ და მოხელეებმა. ოლქის სხვა და სხვა პუნქტები უკვე დაიჭირა ჩვენმა ჯარის ნაწილებმა და ყოველგან აღმართეს საქართველოს დროშა. ქალაქის და ოლქის ჩაბარება მოხდა და ხდება სრულიად უინციდენტოთ ადგილობრივ მცხოვრებთა მონაწილეობით და თანაგრძნობით (ტაში). მთავრობა დაამყარებს რა წესიერებას მთელ ოლქში შეუდგება ოლქის მოწყობას თანახმად რესპუბლიკის კანონებისა და ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გამოთქმულ სურვილისა და მათ მიერ არჩეულ პირების მონაწილეობით. გაუწყებთ რა ამ სადღესასწაულო ამბავს, ვულოცავ დამფუძნებელ კრებას და მასთან ერთად მთელ ხალხს სამუსულმანო საქართველოს დედა ერთან შემოერთებას, გათიშული ძმების კვლავ ერთად თავის მოყრას და ისტორიულ გზაზე ხელი ხელ ჩაკიდებულ გამოსვლას.
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია“ (ძლიერი ტაში).
საქართველოს რესპუბლიკა. - 1920. - 11 ივლისი. - №153. - გვ. 2.
![]() |
13.2 გელათის გარშემო |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ორი დღის წინ, საქართველოს დეპეშათა სააგენტომ მთელს ქვეყნიერებას მოჰფინა შემაძრწუნებელი ცნობა, რომ:
ვინაიდგან სამღვდელოებას გელათის მონასტერიდან გამოაქვს განძეულობა და ბაზარზედ ჰყიდის მას, მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო რწმუნებული გაგზავნა გელათს და მას დაავალა, რომ თუ ასეთს ფაქტებს ადგილი ჰქონდა, მიეღო ყოველივე ზომები მათი დაცვისათვის.
სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ასეთს ფაქტებს მართლა ჰქონიათ ადგილი და ამიტომ მთავრობის რწმუნებულმა, რომელიც სრული უფლებით იყო აღჭურვილი, ეს განძეულობა ქუთაისის ხაზინაში გადიტანა.
იმავე სააგენტომ გვაცნობა ის ინციდენტიც, რომელსაც მომხდარი ამბავის გამო ადგილი ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარის, ბ-ნ ნოე ჟორდანიას და მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლეონიდეს შორის.
გაზ. „საქართველოს“ რედაქცია გაეცნო ყველა საბუთებს გელათში მომხდარი ამბების შესახებ. და ვინაიდგან დარწმუნდა, რომ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ცნობა, ისევე როგორც ყველა ცნობანი გაზეთ „ერთობისა“, დაფუძნებულია მხოლოდ სიცრუეზედ და განზრახ არის მოგონილი, საჭიროდ სცნობს გააცნოს ქართველ საზოგადოებას საქმის ნამდვილი ვითარება.
პირველი ცნობა
ნოემბრის 24-ს, მისმა უწმიდესობამ, კათალიკოსმა ლეონიდემ ასეთი ხასიათის მოულოდნელი დეპეშა მიიღო ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარისაგან:
„23 ნოემბერს, თბილისიდან ჩამოსულმა მთავრობის წარმომადგენელმა, ბ-ნ ჟორდანიას პირადმა მდივანმა, გ. ცინცაძემ ადგილობრივი პროკურორის, ერობის თავმჯდომარის და მილიციის უფროსის თანხლებით, ჩემდა ნებადაურთველად და დაუკითხავად წაიღო გელათის მონასტრიდან ძვირფასი ხატები და განძეულობა ამა მონასტრისა და ჯრუჭისა, გელათის მონასტერს დაცული. დაწვრილებითი მოხსენება იგზავნება.
მიტროპოლიტი ნაზარი.
კათალიკოსი - მთავრობის თავმჯდომარეს
ამ ცნობის მიღებისთანავე, მისმა უწმიდესობამ დაუყონებლივ შემდეგი ტელეფონოგრამა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარეს:
მოწყალეო ბატონო,
ნოე ნიკოლოზის ძე!
„ქუთათელ მიტროპოლიტისაგან მომივიდა შემდეგი შემაძრწუნებელი დეპეშა (მოყვანილია ზემო ხსენებული ცნობა). გაცნობებთ რა ზემო-აღნიშნულს, პატივისცემით გთხოვთ, მოწყალეო ბატონო, გასცეთ განკარგულება ნივთების გელათშივე დატოვებისათვის“.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე
პასუხი:
ამ მიმართვაზედ მისმა უწმიდესობამ მთავრობის თავმჯდომარის სამმართველოდან შემდეგი პასუხი მიიღო:
კათოლიკის-პატრიარქ ლეონიდეს!
„პასუხად თქვენი ტელეფონოგრამისა, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დღეს ან ხვალ ქუთაისიდგან დაბრუნდება საგანგებო რწმუნებული, რის შემდეგ დაწვრილებით გეცნობებათ ყველაფერი გელათის მონასტრის განძეულობის შესახებ.
მთავრობის საქმეთა მმართველი კ. ჯაფარიძე.
ამ რიგად, მთავრობის თავმჯდომარისაგან კათალიკოს-პატრიარქმა მიიღო დაპირება, რომ თავის დროზედ ყველაფერს აცნობებდენ. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც მას არაფერი აცნობეს, როდესაც მთავრობის რწმუნებულს აგზავნიდენ მონასტერში, არც მაშინ არაფერი აცნობეს, როდესაც ამ რწმუნებულმა
მთელი განძეულობა გამოათრია მონასტრიდან და არხეინად დაბრუნდა თბილისში.
ამავე დროს, კათალიკოს-პატრიარქმა შემდეგი მოხსენება მიიღო ქუთათელ მიტროპოლიტისაგან, რომელიც ნათელყოფს მთავრობის რწმუნებულის მოქმედებას გელათის მონასტერში.
საქართველო. - 1920. - ქრისტეშობისთვის 10. - №170. - გვ. 2_3.
კათალიკოზის წერილი ბ. მთავრობის თავმჯდომარეს
დიდათ პატივცემულო ნოე ნიკოლოზის ძევ!
ტელეფონოგრამით, რომელიც თქვენი სახელით გადმომცა ბ. ჯაფარიძემ ნოემბრის 26, თქვენ მითვლიდით:
„დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული და მაშინ დაწვრილებით გაცოდინებთ გელათის ამბებსო“ - დღეს დეკემბრის 7, თქვენი რწმუნებული კარგა ხანია დაბრუნდა და თბილისში იმყოფება, მაგრამ მე მაინც ღირსი არ გავხდი თქვენგან აღთქმული ცნობების მიღებისა!
დღეიდან ეს ცნობები არ მჭირდება, მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან საჭირო ცნობები მთელი სისრულით.
ვცდილობ მივხვდე, რამ გაიძულათ თბილისიდან რწმუნებულის გაგზავნა გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად და ვერ გამიგია, ვერ მივხვედრილვარ, ვერ გამოვრკვეულვარ, ეს რა ჩაგიდენიათ და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი:
უეჭველია, თქვენ მიმითითებთ სოციალ-დემოკრატების გაზეთებში მოყვანილ ცნობაზე გელათის მონასტრის ვითომდა ბერებისაგან გაძარცვის შესახებ, მაგრამ ეს საბუთი არ გამოგადგებათ, რადგანაც დღეს ჩვენში ხუთი წლის ბავშვმაც კი კარგად იცის, რა ღირებულების და სისწორის ცნობებიც იბეჭდება ეკლესიებზე სოციალისტების ორგანოებში. დავანებოთ ამას თავი, წარმოვიდგინოთ შეუძლებელი, დავიჯეროთ, რომ სოციალისტების გაზეთში მოყვანილი შემთხვევები გელათის გაძარცვის შესახებ და ქუთაისის მილიციის უფროსის მოხსენებაც ვითომდა ნაქურდალის ამოჩენაზე სინამდვილეა, მერე ეს გარემოება გიკარნახებდათ იმ სახიფათო ნაბიჯის გადადგმას, რომელიც თქვენ გადაგიდგამთ? განა თქვენ გქონდათ უფლება, თუ თქვენს გარდა უფლებას სხვებსაც არგუნებთ, რომ მონასტრის გაძარცვის ამბავი იმავე დღეს არ შეგეტყობინებიათ საკათალიკოზო საბჭოსთვის ბეჯითი მოთხოვნით, რომ მას დაუყონებლივ მიეღო ფიცხელი ზომები ჩადენილი ბოროტ მოქმედების გამოსარკვევად და შედეგები ძიებისა ეცნობებია თქვენთვის!?
საკათალიკოზო საბჭო ხომ ჩვენი რესპუბლიკისგან ჯერჯერობით ცნობილი და შეწყნარებული უზენაესი საეკლესიო ორგანოა და რომელი უფლებამოსილებით ამ ორგანოს გაუსვით განადგურების ხაზი?
მეორე, ნუ თუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამათმთავრისა და დროული საზოგადო მოღვაწისა საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და ჩემდა სრულებით დაუკითხავად ზიდოთ ტომრებიდან თქვენს ძირ გავარდნილ ხაზინებში ვითომდა დასაცველად სასწაულ მომქმედი ხატები, ჯვრები, წმ. ნაწილები, შესამოსები, ბარძიმ ფეშხუმები და სხ.?
არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლება მოსილება, ღვთის მადლით, ჯერ ჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთ მპყრობელის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა ისეთი რამეების გადმოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმ. სანთელს უნთებენ და თუ ეხებიან მათ, მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა-მოწიწებითი ამბორის ყოფით, ისიც სამღვდელო პირთა დახმარებით და არა სხვა რომელიმე სახით.
მესამე, განა თქვენ გქონდათ ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული მილიციონერების რაზმით შეჭრილიყავით გელათის მონასტერში ცნობის მიუცემლად და სრულებით დაუკითხავად ქუთაისის ეპარქიალური მწყემსმთავრისა, რომელსაც ასეთი თქვენი საქციელით პატივისცემას უკარგავთ და საზოგადოების თვალში სახავთ ნდობა დაკარგულ, საეჭვო პირად?!
მეოთხე, თქვენ შეუფერებლად შელახეთ და შეურაცყავით მორწმუნე ერის სვინდისი. იმ ხალხს, რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს ხელს არ ჰკიდებს ღვთისა არისო, თქვენ აბუჩად იგდებთ როდესაც მის სალოცავ და სათაყვანო წმ. ნაწილებით სავსე ხატებს, ჯვრებს და ბარძიმ ფეშხუმებს ტყემლის ტყლაპების ყუთებში აყრევინებთ უბრალო საინების მსგავსად თქვენგან გაგზავნილ საერო პირს. განა ეს თქვენის მხრით სხვის სვინდისის შეგინება არ არის მორწმუნეთათვის და ბრძოლაში გამოსაწვევი ხელთათმანის გადაგდება არ არის? ნუ თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამ გვარ პროფანაციას მორწმუნე ქართველობა აპატივებს და შეარჩენს ვისმეს?!
სასტიკად სცდებით.
გელათში დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც თუ ეხლავე თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელ საქართველოს არე მარეს და ამ კოცონის გარშემო მომუშავე ქრისტიანებს გვერდში ამოუდგებიან მაჰმადიანი ქართველებიც, რომლებიც ხმა მაღლა გაიძახიან: სოციალისტები თავიანთი სჯულის ეკლესიას რომ სპობენ, განა ჩვენ კი სიკეთეს დაგვაყრიან, ჩვენ კი არ შეგვიბილწავენ მეჩეთებს და ყურანს?
თქვენ გაგეცინებათ ამაზე, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თქვენი გაცინება თუ რისხვა არ აჩერებს არც მტკვარსა და არც სხვა რომელიმე მდინარეს.
გული სისხლით მეწურება, როდესაც ვითვალისწინებ თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს და სამშობლოს სახელით გემუდარებით: ნუ გაამწვავებთ ამ საქმეს, ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო ნივთების გამოტანის ამბავს ფართო საზოგადოებაში, ინებეთ უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა და ყველაფერი თავის თავად მიჩუმდება, თორემ, იცოდეთ, სავსებითი გამომჟღავნება ხალხში თქვენი განკარგულებისა ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება.
თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნდა მისი საკუთრება, ვერც მე შემეძლება გაჩუმება და იმ შემთხვევისათვის ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას.
თქვენთვის უცნობი არ არის ჩემი წმინდა წყლის ქართლური დიდი მოთმინება და მოკრძალება, არასოდეს ამ ენითა და კილოთი არ მილაპარაკნია თქვენთან, მაგრამ ამ ქვეყნად ყველა ფერს საზღვარი აქვს: უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ქართული ეკლესიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნებოდა იმის ღალატი, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე.
თქვენგან უსამართლოდ უფლება აყრილი, შეურაცყოფილი პატრიარქ-კათალიკოზი ლეონიდი.
კათალიკოზი მთავრობის თავმჯდომარესთან
ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ არც ამ წერილს გაუწია არავითარი ანგარიში და მაშინ, საკათალიკოზო საბჭოს და მცხეთა-თბილის-ურბნისის საეპარქიო დელეგატთა თანხლებით თვით გაემართა მთავრობის თავმჯდომარესთან; ამ დარბაზობის დროს ადგილი ჰქონდა ასეთს დიალოგს, რომელიც ჩვენ, სტენოგრაფიული სისწორით მოგვყავს:
ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ!
თქვენს წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის მუდმივი საღმრთო კრების წევრები და ამ სამი დღის წინედ დასრულებული მცხეთა-ტფილის-ურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ განგიმეოროთ, ჩემდა, საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელმთავრის დაუკითხავად თქვენს რწმუნებულს გადუზიდნია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში, ვითომდა დასაცველად, ჯვრები, ხატები, წმ. ნაწილები და სხ. ნოემბრის 25 ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება ნივთების უკანვე დაბრუნებისათვის, თქვენ აღმითქვით დაკმაყოფილებული პასუხის მოცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ. მაგრამ მე ასეთი არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული დიდი ხანია დაბრუნდა ტფილისში. ამის გამო მე გიცხადებ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას...
მთავრობის თავმჯდომარე: მე ვსწყვეტ ამ სხდომას, ამ კილოთი ლაპარაკს და გულის წყრომას მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვერ მოვისმენ; ამას მე ვაუწყებ მთავრობას.
მისი უწმინდესობა: ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეთ, რომ ყურთ აღარ მესმის და გთხოვთ, ხმა მაღლა მიბრძანოთ.
მთავრ. თავმჯდ.: მე მეგონა თქვენ საქმეზე მოსალაპარაკებლად მობრძანდით და არა გულის წყრომის გამოსაცხადებლად.
მისი უწმინდესობა: ჩვენ სწორედ იმისთვის მოვედით, რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკანვე დაბრუნება.
მთავრ. თავმჯდ.: საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის, ის ჯერ სახელმწიფოსაგან გამოუყოფელია, ვერც შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ სახელმწიფოს საკუთრებას და სახელმწიფოს საქმეა, სად შეინახავს მათ... უნდა იცოდეთ ვისთან მიდიხართ...
მისი უწმ.: თქვენ უფლება გაქვთ, ციხეშიდაც ჩამსვათ, მე ვასრულებ ჩემს საღმრთო მოვალეობას, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო, რომ საეკლესიო ნივთებს თქვენ სთვლით სახელმწიფო საკუთრებათ...
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ!...
მთავრ. თავმჯდ.: კარგად ბრძანდებოდეთ!
საქართველო. - 1920. - ქრისტეშობისთვის 10. - №170. - გვ. 4.
![]() |
14 სხვადასხვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლეს კომისარმა მისტერ ოლივერ უორდროპმა ოფიციალი ცნობა მიიღო რომ უმაღლეს საბჭომ ერევნის მთავრობა დამოუკიდებლად იცნო.
ბ-ნ ჟორდანიას მილოცვა
მთავრობის თავმჯდომარემ ბ-ნ ნოე ჟორდანიამ შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა გუშინ სომხეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ნ ხატისოვს:
გილოცავთ სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უმაღლეს საბჭოს მიერ. ვუსურვებ თავისუფალ სომხეთის და მის დემოკრატიულ დაწესებულებათა განვითარებას და აყვავებას.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ სომხეთს.
თავმჯდომარე საქართველოს მთავრობისა ნ. ჟორდანია
საქართველო. - 1920. - 24 იანვარი. - №17. - გვ. 2.
![]() |
14.2 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს შეიარაღებულ ძალას - ჯარს და გვარდიას.
საქართველოს დამოუკიდებლობის თავდადებულ დარაჯთ-სახელოვან ჯარს და გვარდიას მიულოცავ ახალ წელიწადს და ვუსურვებ წელსაც ისე მამაცურად დამდგარიყვნენ თავის პოსტზე, როგორც იდგენ წინა წლებში.
საქართველოს დემოკრატია, მთელი ჩვენი ერი თქვენ შემოგყურებთ, თქვენზე ამყარებს თავის იმედებს და თქვენ იმ იმედს სავსებით გაამართლებთ - სამშობლოს კერას ძველებურად, ქართველურად დაიცავთ და მით თავის მოვალეობას ბოლომდის შეასრულებთ.
გაუმარჯოს საქართველოს ლაშქარს, გაუმარჯოს ჩვენს ჯარს და გვარდიას.
მთავრობის თავმჯდომარე
ნ. ჟორდანია
საქართველო. - იანვრის 1. - 1921. - №1. გვ. 2.
![]() |
14.3 თავდაცვის ფონდი - შემომწირველთა სია: |
▲ზევით დაბრუნება |
რესპუბლიკის მთავრობა:
1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, - ჩაის ვერცხლის კოვზი.
2. გრიგოლ ლორთქიფანიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და განათლების მინისტრი - ხელსახოცის ორი ვერცხლის რგოლი.
3. ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ჩაის ვერცხლის კოვზი.
4. რაჟდენ არსენიძე, იუსტიციის მინისტრი - ვერცხლის საათი.
5. პარმენ ჭიჭინაძე, სამხედრო მინისტრი - ორი ვერცხლის სასმისი.
6. კონსტანტინე კანდელაკი, ფინანსთა მინისტრი - 50 ფრანგული ფრანკი.
7. კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, სახელმწიფო კონტროლის თანამდ. აღმასრულებელი - ერთი ვერცხლის რგოლი ხელსახოცისთვის.
8. დავით ონიაშვილი, მიწათმოქმედების მინისტრი - ვერცხლის სამარილე, რიუმკა და ვერცხლის ლამბაქი.
9. კონსტანტინე საბახტარაშვილი, გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი - ერთი ოქროს ოსმალური ლირა.
10. ალექსანდრე გედევანიშვილი, სამხედრო მინისტრის თანაშემწე - ერთი მოზრდილი ვერცხლის ფიალი.
11. ვლადიმერ ქუთათელაძე, იუსტიციის მინისტრის ამხანაგი - ერთი ვერცხლის ჭიქა.
12. ივანე ჭავჭანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი - ოთხი ინგლისური ვერცხლის ფლორიანი ანუ 8 შილინგი.
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი:
13. ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე - 65 ოსმალური პიასტრი.
14. ექვთიმე თაყაიშვილი, დამფ. კრების თავმჯდომარის ამხანაგი - ორი ვერცხლის სამარილე და ერთი ვერცხლის კოვზი.
15. კონსტანტინე ჯაფარიძე, დამფ. კრების მდივანი - ერთი ვერცხლის რგოლი.
დამფუძნებელი კრების ფრაქციები:
16. (სოც.-დემ.) სილიბისტრო ჯიბლაძე - ვერცხლის მანეთიანი.
17. (სოც.-ფედ.) გიორგი ლასხიშვილი - ვერცხლის სამარილე.
18. (ეროვ.-დემ.) სპირიდონ კედია - ერთი ოქროს მედალიონი.
19. (სოც.-რევ.) ივანე გობეჩია - 1 ვერცხლის დოქი.
21. (მიწის მესაკ. პარ.) გრიგოლ ვეშაპელი - ოქროს ფირფიტა სურათით.
თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობა:
22. აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობის თავმჯდომარე - ოქროს ბეჭედი თვალით.
23. დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი, მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი - ორმოცდა-ათი ათასი მანეთი.
24. ანტონ მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი, მთავარი გამგეობის პრეზიდიუმის წევრი და მდივანი - ხუთი ფრანკი.
25. გიორგი გვაზავა - მთავარი გამგეობის წევრი - ვერცხლის აზარფეშა, ხუთი გირვანქა და თორმეტი მისხალი.
26. ბენიამენ ჩხიკვიშვილი - მთავ. გამგ. წევრი - ოქროთი მოჭედილი ქარვის მუნშტუკი, სამახსოვრო, 80 ათას მანეთად ღირებული.
27. სერგო ჟორჟოლიანი - მთავარი გამგეობის წევრი - სამნახევარი თათრული ლირა და ერთი ინგლისური შილინგი.
28. სამსონ კილაძე - მთავარი გამგეობის მთავარი მოლარე და შეწირულებათა საქმის გამგე სახელმწიფო ბანკში - 5 გერმანული მარკა, ათი ავსტრიის კრონა და ერთი ვერცხლის მანეთიანი.
29. ისიდორე სტურუა - მთავ. გამგ. წევრი - 3 ოქროს ლირა.
30. იოსებ გობეჩია - მთავ. გამგ. წევრი - ერთი თვის ჯამაგირი.
31. ტერ-სტეფანიანი - ერთი თვის ჯამაგირი.
32. კარლო და ლუიზა კაუცკი - ოქროს ძეწკვი და ვერცხლის საფულე.
33. ვლადიმერ ჯუღელი - სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე - 20 ფრანგული ოქროს ფრანკი.
34. ინა ივანეს ასული ჟორდანიასი - ორი ვერცხლის შილინგი.
35. მარო რამიშვილისა - ხუთი გერმანული ვერცხლის მარკა.
36. ბენია ნოეს ძე რამიშვილი - ათასი მანეთი.
37. გიორგი და ლეო ჭიჭინაძე - ვერცხლის ორი მანეთი და 50 კაპ.
38. დარეჯან და თეიმურაზ ლორთქიფანიძე - გერმანული ვერცხლის 5 მარკა.
39. ლიდა ჩხეიძისა - ვერცხლის პეპელა (ბროში).
40. ალექსანდრა დალალა ჩხეიძისა - ორი ფრანგული ქაღალდის ფრანკი. ორი ვერცხლის ფრანკი. ვერცხლის ფინჯანი და ლამბაქი.
41. ნატა ჩხეიძე - ორი ვერცხლის შილინგი.
42. რუსუდან მდივანი - ოქროს ბროში ფირუზის თვალით.
43. სოფიო საბახტარაშვილისაგან - ოქროს ფრანგული ოცი ფრანკი ბროშად გაკეთებული და ოთხი ვერცხლის მანეთი.
44. ალექსანდრე საბახტარაშვილი - ვერცხლის მოზრდილი სათუთუნე და ოქროს მედალიონი თვალით.
45. მარიამ კვინიტაძე - ოთხი ვერცხლის კოვზი.
46. სოფიო ჭავჭანიძე - ერთი ოქროს საათი.
47. გენერალი ზაქარიაძე - ერთი ოქროს ვლადიმერის ორდენი და პატარა გიორგის ჯვარი ხმალზე დასამაგრებელი.
48. გენერალი კვინიტაძე - გერმანული ვერცხლის სამი მარკა.
49. გენერალი კირ. ქუთათელაძე - ორდენები სტანისლავისა, ვლადიმერის და ერთი ვერცხლის მკერდის ვარსკვლავი.
50. სამხედრო ტაძრის კომიტეტი - ორი წმინდა გიორგის ოფიცრის ჯვარი, ვერც. ისტორიული წარწერ. და ნახატებით მოზრდილი ფიალა. 36 მისხალი, ერთი ყუთი ვერცხლის და ისტ. წარწ. სახურავი.
51. სიმონ პეტრეს ძე გეგელაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს დირექტორი - ერთი ვერცხლის ჩაის ჭიქის ჩასადგმელი.
52. მიხეილ ქუთათელაძე - 100.000 მან.
53. კ. მაჭარაძე - სტანისლავის ორდენი - ჯვარი.
54. პელაგო დგებუაძე - ოქროს ბეჭედი 4 მარგალიტის ჯვარით და 4 ვერცხლის მანეთიანი.
55. ბათუმის სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე - 221.500 მან. ბონით, 4 ოქროს ბეჭედი - სამი თვალით და ერთი თვალ-ამოვარდნილი.
56. კოკი და ნელი ფრიდონოვები - ოქროს საქორწინო ბეჭედი.
57. ოლღა ჩოლოყაშვილი - ვერცხლის კენტი-შაურიანის სამაჯური.
58. ი. მ. ფაღავა - ათასი მან.
59. დავით კახელაძე - 1 გირვანქა სტერლინგი.
60. სოფიო კახელაძე - 2 ათასი მან. ბონი და 1 ვერცხლის მან. და 60 კ.
61. დიმიტრი ჩოლოყაშვილი - 150 ფუთი სიმინდი.
62. თამარ და ტანია აბხაზი - 11 ცალი სხვა და სხვა ღირებულების ვერცხლის უცხო ფული, 1 ოქროს სპარსული კრონი, 15 ნიკელის ფული, 24 ცალი სპილენძის და ბრინჯაოს ფულების კოლექცია მე-17-18 საუკუნ., ვერცხლის ნიმანი ოფიცრისა ოქროს მონოგრამით, ცალი ოქროს „ზაპონკა“ ინიციალით „დ. ა.“ და ერთი ვერცხლის ძეწკვიანი საფულე თვალით.
საქართველოს რესპუბლიკა - იანვარი - 1921. - №22. - გვ. 2.
![]() |
15 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშიძე მამედ-ბეგ 217,218
აბხაზი დიმიტრი გიორგის ძე 238
აბხაზი თამარ 240
აბხაზი ტანია 240
ავალიანი 51
აიოლლო 183,184
ანანუნი ლევან 186
ანდრონიკაშვილი კონსტანტინე
არისტიდე 81
არსენიძე 50,52
არსენიძე რ. 193,199
არსენიძე რაჟდენ 46,237
ასათიანი 46,48,49,57,58,165,167,168,170,171
ასათიანი ა. 55,57,58,144,145
ასათიანი ალ. 47
![]() |
15.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბახშინი 186
ბეგზადიანი 176
ბრაუნი 150
![]() |
15.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაბბა 16
გეგელაშვილი სიმონ პეტრეს ძე 239
გეგეჭკორი ევ. 14,25,38
გეგეჭკორი ევგენი 25
გედევანიშვილი ალექსანდრე 237
პირთა საძიებელი
გვაზავა 46,48,129,145,168,169,170,171
გვაზავა გიორგი 238
გველესიანი, თ. 212
გიორგაძე გ. 191
გიორგაძე გრ. 34,48
გიუსმანსი 80,83,84,85
გობეჩია 56,57,142
გობეჩია ივანე 238
გობეჩია იოსებ 239
გომართელი ივ. 25
![]() |
15.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დადიანი 141,142,143,162,163,168,169,170
დადიანი ს. 161,166,167
დადიანი სამ. 166
დარჩიაშვილი 149
დგებუაძე პელაგო 240
დებრიუკერი 80,81,84
დე-ბრიუკერი 81
დენიკინი 47,63,175,199
დობორჯგინიძე 30
![]() |
15.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ენგელსი 79,80,85,184
ენფიაჯიანცი 138
ერაძე 172
![]() |
15.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვანდერველდე 79,80,81,83
ვანდერველდე ემილ 79
ვეშაპელი 46,52,57,58,128,138,144,162,168,172
ვეშაპელი გრ. 168
ვეშაპელი გრიგოლ 238
ვილჰელმი 110
ვირტი 172
ვრანგელი 112,113,114
![]() |
15.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზაქარიაძე 239
ზურაბოვი 157
ზურაბოვი არშაკ 159
![]() |
15.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თაყაიშვილი ექვთიმე 238
თევზაია 183,184
თევზაია ვ. 193
![]() |
15.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
ირემაშვილი 183
ირემაშვილი ი. 184
იუდენიჩი 63
იშხანიანი დავით 186
![]() |
15.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კანდელაკი კონსტანტინე 237
კაუცკი 50,70,80,124,184
კაუცკი კ. 70,97
კაუცკი კარლ 138
კაუცკი კარლო 239
კაუცკი ლუიზა 239
კახელაძე დავით 240
კახელაძე სოფიო 240
კედია 47,58,119,128,137,138,141,142,169,170,173
კედია აპ. 166
კედია ს. 164
კედია სპ. 56,57,143,161,168
კედია სპირიდონ 238
კერენსკი 54
კვინიტაძე 239
კვინიტაძე მარიამ 239
კილაძე სამსონ 238
კიტჩენერი 92
კლიმიაშვილი 183,184,185
კოპლატაძე 183
![]() |
15.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლასხიშვილი გიორგი 238
ლენინი 82,85
ლეონიდე 224,225
ლეონიდი 229
ლიბკნეხტი 157
ლიუდენდორფი 110
ლოიდ-ჯორჯი 51
ლომთათიძე ალ. 16,2
ლორთქიფანიძე გრ. 198,202,203
ლორთქიფანიძე გრიგოლ 46,237
ლორთქიფანიძე დარეჯან 239
ლორთქიფანიძე თეიმურაზ 239
![]() |
15.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მაკდონალდე 84
მაკდონალდი 80,81,84
მალანია 183
მამედ-ბეგ აბაშიძე 217,218
მარკე 80,85
მარტელი დე 38
მარქსი 79,80,90,121,159,185
მარქსი კ. 124
მარქსი კარლ 81,84,126
მარქს-ენგელსი 69
მაჭავარიანი ი. 46
მაჭარაძე კ. 240
მგელაძე ვლ. 167
მდივანი რუსუდან 239
მელაძე 30
მელიქოვი 30,138
მენაღარიშვილი 183
მენაღარიშვილი ს. 184
მილიერანი 150
მუსავატი 76
![]() |
15.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაზარი 224,225
ნაპოლეონი 114
ნინიძე 139,140,141,142
ნინიძე კ. 139,140,191
ნუცუბიძე 137,142,163,164
ნუცუბიძე შ. 137,143,161,162,163,164
ნუცუბიძე შალვა 143,161
![]() |
15.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ონიაშვილი დავით 202,237
![]() |
15.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პლეხანოვი 80
![]() |
15.16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟორდანია 48,80,131,137,193,201,216,224,235
ჟორდანია ინა 239
ჟორდანია ნ. 14, 25, 35, 36, 50, 51, 79, 80, 83, 87, 100, 116, 135, 144, 145, 173, 174, 181, 185, 187, 189, 197, 202, 209, 210, 211, 213,215,216,218,219,235,236
ჟორდანია ნ. ნ. 13,14,79 ჟორდანია ნოე 5,13,16,20,24, 25,43,60,74,83,87,144,145,147,157, 161,200,201,214,223,224,230,235
ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე 237
ჟორესი 80,82,85,150
ჟორჟოლიანი ანტონ მაქსიმეს ძე 238
ჟორჟოლიანი სერგო 238
![]() |
15.17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რამიშვილი 164,171
რამიშვილი ბენია ნოეს ძე 239
რამიშვილი ისიდორე 15
რამიშვილი მარო 239
რამიშვილი ნ. 46,87,97,183,184
რამიშვილი ნ. ბ. 13
რამიშვილი ნოე 68
რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე 237
რაუშერი მ. 204
რენოდელი 80,82,85
რცხილაძე 143,144,165,166,167
რცხილაძე გ. 164,165
![]() |
15.18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბახტარაშვილი ალექსანდრე 239
საბახტარაშვილი სოფიო 239
საბახტარაშვილი კ. 38
საბახტარიშვილი კონსტანტინე 237
სარქისიანი აშოტ 186
საყვარელიძე 158,194
საყვარელიძე პ. 193
ს. დ. ს. 205
სერვერ-ბეგი 64
სნოუდენი 80,81,84,85
სტოქსი 26
სტურუა ისიდორე 239
![]() |
15.19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტერ-სტეფანიანი 239
ტიერი 124,187
ტუსკია 183
![]() |
15.20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უორდროპი 14,15
უორდროპი ოლივერ 14,16,235
უორდროპი ოლივერ მ.რ. 14
ურატაძე გრ. 185,219
![]() |
15.21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფაღავა ი. მ. 240
ფეიხამბერი 217
ფრიდონოვი კოკი 240
ფრიდონოვი ნელი 240
![]() |
15.22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქარუმიძე 170,171
ქარუმიძე შ. 145
ქარუმიძე შალვა 145
ქემალ-ფაშა 109
ქიაზი-ბეი 139
ქიამილ-ფაშა 76
ქუთათელაძე ვლადიმერ 237
ქუთათელაძე კირ. 239
ქუთათელაძე მიხეილ 240
![]() |
15.23 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
ღლონტი 53,54,55,56
![]() |
15.24 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შევალიე 26,37
შენგელაია 56,57,58,119,140,144,167,171,173
შენგელაია ლ. 167,168
შენგელია 141
შენგელია ლ. 50
შოუ 80,81,82,84,85
შრეიდერი 47,48
![]() |
15.25 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიჩერინი 62
ჩოლოყაშვილი დიმიტრი 240
ჩოლოყაშვილი ოლღა 240
ჩხეიძე 56
ჩხეიძე ალექსანდრა დალალა 239
ჩხეიძე ლიდა 239
ჩხეიძე ნატა 239
ჩხეიძე ნიკოლოზ სიმონის ძე 238
ჩხენკელი 30,190,192
ჩხენკელი აკ. 34,189
ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე 238
ჩხიკვიშვილი ბ. 30
ჩხიკვიშვილი ბენიამენ 238
![]() |
15.26 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცინცაძე გ. 224
ცინცაძე გიორგი 138
![]() |
15.27 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წერეთელი 56,80
წულუკიძე 34
![]() |
15.28 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭანიძე ივანე 237
ჭავჭანიძე სოფიო 239
ჭიჭინაძე გიორგი 239
ჭიჭინაძე ლეო 239
ჭიჭინაძე პარმენ 202,237
![]() |
15.29 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხატისოვი 235
ხომერიკი ნ. 87,202
ხოჭოლავა 153,158
ხოჭოლავა მ. 158
ხოჭოლავა მუხ. 158,159
ხოჭოლავა მუხრან 159
ხუროძე 183
![]() |
15.30 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯაფარიძე 227
ჯაფარიძე კ. 225
ჯაფარიძე კონსტანტინე 238
ჯიბლაძე 147
ჯიბლაძე სილიბისტრო 201,238
ჯუღელი 142,164
ჯუღელი ვ. 113
ჯუღელი ვალიკო 201
ჯუღელი ვალერიან 138
ჯუღელი ვლადიმერ 239
![]() |
15.31 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰააზე 50
ჰასკელი 14,15
ჰილფერდინგი 50
ჰიუგო ვიქტორ 38
ჰიუისმანსი 81
![]() |
16 გეოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
16.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშა 32
ადერბეიჯანი 13,16,37,63,64,74,75,129,130,167,169,170,172,181,192,193,213,214
ადესა 48
ავსტრია 110
აზერბეიჯანი 75,76,77,144,211
აზია 17,18,19,36,57,77,108,109,110,111
ამერიკა 14,85,129,132,193
ამერიკის შეერთებული შტატები129
ამიერ-კავკასია 21,22,76,186
ამსტერდამი 79,
ანატოლია 76
ანგორა 139
არზრუმი 76,211
ართვინი 32
არტაანი 32,64
აფხაზეთი 211, 213,215,
აღმოსავლეთი 18,74,75,109,213
აღმოსავლეთ საფრანგეთი 37
აღმოსავლეთ საქართველო 77,13,211
აჭარა 64
ახალსენაკი 31,32
ახალქალაქი 32
ახალციხე 31,64
![]() |
16.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბათომი 30, 31,32,34,61,63,64,213,215,217,219
ბათომის ოლქი 64,217,223
ბატომ-ყარსი 64
ბათუმი 56,61
ბალაჯარი 75
ბაქო 56,63,74,75,76,77,149,177,211
ბელგია 26,81,82,83,84,85,93,94
ბერლინი 68,69
ბორჩალო174,176
ბორჩალოს მაზრა 176
ბორჩალოს სამხრეთ-აღმოსავლეთი 174
ბორჩალოს სომხეთი 175
ბრესტ-ლიტოვსკი 76
ბრიტანეთი 14
ბრიტანია 17
![]() |
16.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაგრა 74
გაგრის კარები 63
გელათი 224,227,228,229,230,
გერმანია 37,49,67,68,89,91,92,110,111,153,167,172,204,205
გერმანეთი 138
გორი 31,32,209,210
![]() |
16.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დარიალი 63,74
დარუბანდის კარები 63
დასავლეთი 16,18,32,81,82,112
დასავლეთ ევროპა 14,32,80,81,83,108,111,112,184,185
დიდი ბრიტანეთი 17
დუშეთი 31,32
![]() |
16.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ეგვიპტე 110
ევროპა 16, 17, 18, 19, 25, 28, 29, 33, 35, 36, 37, 57, 62, 72, 75, 76, 77, 79, 81, 83, 89, 93, 94, 108, 109, 110, 112, 114, 115, 120, 121, 129, 168, 174, 176, 183, 185, 187, 205, 216
ერევანი 176,177,235
ესტონეთი 63
ესტონია 37,63
![]() |
16.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვორონცოვკა 31
![]() |
16.7 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თავრიზი 53,64
თბილისი 80,85,174,176,224,226,227
თიონეთი 31
თფილისი 13,14,83,87,112,148,167,182
![]() |
16.8 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპონია 93
იმერეთი 106
ინგლისი 16, 26, 37, 64, 81, 82, 84, 85, 89, 91, 92, 110, 112, 114, 116, 124, 125, 128, 143, 162, 169, 170, 187
ინდოეთი 64,110
იტალია 16,18,25,26, 37
![]() |
16.9 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კავკავი 62
კავკასია 21,37
კარაკლისი 185
![]() |
16.10 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლატვია 37,148
ლიტვა 16,37
ლიუცერნი 17,79
ლონდონი 147
![]() |
16.11 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მანგლისი 32
მოსკოვი 48,68,75,77,112,113,114,148,176,211,219
მოსკოვ-არზრუმი 76
მცხეთა-თბილისი-ურბნისი 230
მცხეთა-ტფილისი-ურბნისი 230
![]() |
16.12 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაოღალევი 32
ნატანები 32
![]() |
16.13 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოლთა 64
ონი 32
ოსმალეთი 19, 37,64,75,76,109,141
![]() |
16.14 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პარიზი 17,216
პოლონეთი 16, 37
![]() |
16.15 რ |
▲ზევით დაბრუნება |
როსტოვი 56
რუსეთი 18, 22, 36, 14, 15, 31, 35, 36, 37, 46, 49, 53, 56, 57, 62, 64, 66, 67, 68, 73, 74, 77, 81, 85, 91, 92, 93, 102, 108, 110, 111, 113, 115, 117, 118, 120, 122, 141, 147, 148, 149, 153, 165, 168, 169, 170, 176, 177, 181, 184, 185, 198, 211, 219
რუსეთ-ოსმალეთი 93
![]() |
16.16 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბერძნეთი 16,118
სალოღლი 32
სამხრეთი 64
სამცხე- საათაბაგო 64
სანგაითი 75
საფრანგეთი 16, 17, 20, 22, 23, 25, 26, 28, 37, 46, 67, 82, 85, 89, 91, 92, 93, 108, 110, 111, 112, 118, 119, 122, 123, 124, 125, 128, 143, 150, 162, 167, 187, 190, 193
საქართველო 13, 14, 16, 17, 18, 20, 22, 29, 32, 33, 34, 36, 37, 38, 47, 49, 57, 64, 66, 77, 79, 83, 87, 89, 94, 98, 100, 101, 105, 119, 121, 122, 130, 135, 144, 148, 149, 166, 170, 174, 176, 177, 181, 182, 204, 205, 211, 213, 215, 216, 217, 218, 219, 224, 228, 236
სიღნაღი 32
სალოღლი 31,32
სომხეთი 16,37,64,76,144,167,169,170,174,175,176,185,213,214, 235
სოჩი 74
სოჭა 63,175
სოხუმი 32
სპარსეთი 37,57,58,64,109,177
![]() |
16.17 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტფილისი 32,79,82,134,135,140,176,202,215,230
ტყიბული 95
![]() |
16.18 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უდე 32
უკრაინა 16
![]() |
16.19 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფინეთი 37
ფინლიანდია 16
ფოთი 32
![]() |
16.20 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქუთაისი 31,64,65,224,227,228, 230
![]() |
16.21 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზბეგი 32
ყარაიაზი 32
ყარსი 64
ყირიმი 93
![]() |
16.22 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შეერთებული შტატები 18,123
შვეიცარია 85,104,123,129,130,190,193
შულავერი 31
![]() |
16.23 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩრდილოეთი 47,61,64,74,211
ჩრდილოეთ პოლონეთი 37
![]() |
16.24 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცხინვალი 32
![]() |
16.25 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხანაინი 32
ხაშური 64,65
ხაჩმაზი 75
![]() |
16.26 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯრუჭი 225
![]() |
17 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
17.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
ადმინისტრაცია 125,126,127,223
არისტოკრატია 143,163,
არტილერია 176
ასსიგნაციები 93
„ახალი სხივი“ 97,154
„აზრი“ 91
![]() |
17.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბალშევიზმი 58,66,68,77,100,101,108,109,110,111,115
ბალშევიკები 18, 47, 62, 63, 65, 66, 67, 68, 69, 74, 75, 78, 85, 101, 104, 109, 110, 111, 112, 114, 117, 121, 129, 148, 170, 184, 192, 213
ბოლშევიკები 79,177,199,211
ბანკი/ბანკები 31,91,92,93,169,238
ბლანკისტები 67
ბურჟუაზია 50,58,70,98,113,119,120,124,126
ბურჟუაზიულ ნაციონალისტური პარტია 63
ბურჟუაზიულ რესპუბლიკანურ პარლამენტარული წყობილება 124
ბურჟუაზიული ლიბერალები 90
![]() |
17.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გენერალი / გენერლები 46,63,114,239
გვარდია 29, 47,56,78,103,107,113,115,134,135,136,143,162,170,171,177,198,199,236
გვარდიის საოლქო შტაბი 213,215
გვარდიის შტაბები 211
გლეხები 68,114,121,185
„გორის ფონდი“ 209,210
![]() |
17.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დამფუძნებელი კრება 23,25,43,50,51,59,65,67,116,130,137,142,143,146,177,197,202,223
დამფ. კრების ს. დ. ფრაქცია 87
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე 13,238
დამფუძნებელი კრების ფრაქციები 238
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი 238
დეკლარაცია 50,137
დელეგატები 176
დელეგაცია 79,166
დემოკრატიული რესპუბლიკა 23,120,122,123,124,125,163,187,188,190
დეპუტატი 137,139,140,141,142,161
დეცენტრალიზაცია 124
დროშა 36,49,174,175,223
![]() |
17.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზეკუცია 106
ელჩი 176,204
ემისია 95
„ერთობა“ 98,154,159,201,224
ერობა / ერობები 31,32,55, 71,77,96,97,106,127,145,170,171,172,209,211,213,215,224
ეროვნული საბჭო 23
ესერები 57,141,142
![]() |
17.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჭრები 119
ვერსალის ზავი 110
ვერსალის ხელშეკრულება 110
ვექილთა საბჭო 48
![]() |
17.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზავი 63,110,181,219
![]() |
17.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თავად-აზნაურობა 114,124
თავდაცვის საბჭო 77,139,211
თავდაცვის ფონდი 77,238
თემი / თემები 55,71,77,106,127,209,211,213,215
თვითმართველობა / თვითმართველობები 32,77,96,105,125,177,217
თფ. მუშათა დეპუტატების საბჭო 83
![]() |
17.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობინელები 108
იმპერატორის ტიტული 114
იმპერიალისტები 18,19,108,111,112
იმპერიალისტური მთავრობები 110
ინტელიგენცია 148
ინტერნაციონალი 81,84,111
იუნკრები 134
იუსტიციის სამინისტრო 46,198
![]() |
17.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიის კონფედერატიული კავშირი 21
კათალიკოზი 224,225,227,229,230
კათალიკოს პატრიარქი 224,225,226
კანტონები 123
კაპიტალისტური ბურჟუაზია 120
კოოპერატივი 170
კოოპერატორები 55
კოლიზია 117
კომისარი 14,37,141,176,235
კომისარიატი 32,56,211,213,215
კომისიის კანონპროექტი 191
კომისია / კომისიები 29,30,46,116,127,182,187,189,190,191,192,193,194,201
კომიტეტი / კომიტეტები 30, 31, 32, 80, 83, 87, 147, 148, 150, 154, 155, 158, 159, 181, 188, 189, 190, 192, 193, 239
კომუნები 71,72,97,98
კომუნისტები 75,76,111,184
კონვენტი 123
კონსტიტუცია 25,53,116,117,118,119,120,121,122,123,124,127,129,130,133,139,190
კონფერენცია 17,147,154,157,158,160,184,216
![]() |
17.11 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მადნები 133
მანიფესტანტები 13,14,15
მანიფესტაცია / მანიფესტაციები 13,15,36,80,83
მარკიზი 114
მარქსიზმი 58,66,67,159,185
მარშალი 114
მასწავლებელთა ყრილობა 13
მეთამბაქოეთა კავშირის გამგეობა 30
მენშევიზმი 66,68
მენშევიკები 62,148,170,201
მენშევიკური 145
მენშევიკური მთავრობა 112
მენშევიკური პარტია 153
მეფე / მეფეები 16,118,124
მეჯლისი 31,217,218
მეჯლისის მეორე ყრილობა 218
მეჯლისის სხდომა 217
მთავრობა / მთავრობები 13, 21, 26, 28, 29, 32, 34, 37, 43, 45, 46, 47, 49, 50, 52, 53, 55, 56, 57, 58, 61, 62, 63, 65, 66, 70, 71, 74, 75, 76, 77, 85, 90, 91, 92, 93, 94, 97, 104, 105, 112, 114, 123, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 139, 140, 141, 142, 144, 145, 150, 151, 153, 157, 158, 159, 163,164, 165, 166, 167, 168, 169, 171, 172, 175, 176, 177, 183, 184, 185, 187, 188, 189, 190, 191, 192, 193,194,197, 198, 199, 201, 205, 209, 210, 211, 214, 215, 216, 218, 223, 224, 225, 226, 230, 235, 236,237
მთავრობის თავმჯდომარე 13, 14, 16, 23, 24, 25, 29, 31, 35, 36, 48, 50, 52, 53, 55, 59, 74, 79, 116, 130, 131, 137, 143, 162, 174, 185, 188, 190, 191,193,194,197,201, 202, 203, 204, 206, 213, 214, 215, 216, 218, 219, 223, 224, 225, 227, 230, 235, 237
მილიცია 30,139,141,224,227
მინისტრები 15,38,51,52,53,55,74,129,130,131,143,188,189,193
მისია 26
მომარაგების სამმართველო 47,197,198
მომარაგების სამინისტრო 43,45,48,54,143,161,162,171
მონარქი 125
მონარქია 119,120,124,125
მონარქიული კონსტიტუცია 119
მონტანიარები 124
მოსამართლეები 46,103,125,127
მოხალისეთა ჯარი 62
მოხელეები 55,119,126,130,141,152
მოხელეთა კორპორაცია 152
მუშათა დეპუტატების საბჭო 67,83
მუშათა კლასი 14, 45, 58, 68, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 98, 119, 120, 121, 132, 135, 147, 152, 153, 154, 184
მუშათა პარტია 81,82,84,85,110,152,157,181,182,183
მუშათა რაზმი 135
მუშ. პროფეს. კავშ. 29
მუშათა სასახლე 34
მუშები 14,31,36,54,73,81,83,84,107,111,148,149,152,153,181
მხედრობა 45,47,49,198
![]() |
17.12 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალ-დემოკრატები 169
ნაციონალიზაცია 165,169
![]() |
17.13 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პალატა 124
პანისლამისტური 108,109
პარიზის კონფერენცია 17
პარლამენტარული მონარქია 124,125
პარლამენტარული რესპუბლიკა 124,125,187,188,193
პარლამენტარიზმი 127,128,129,131,187,189,193,194
პარლამენტი 46, 57, 67, 104, 109, 116, 117, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 150, 164, 167, 187, 188, 189, 190, 191, 192, 194
პარტიკულიარიზმი 97,98,123
პენსიების სამინისტრო 162
პოლიტიკური პარტია 60
პოლიცია 125
პრეზიდენტი 125,126,129,130,131,189,190,193
პრეზიდიუმი 238
პროგრამა - მაქსიმუმი 70,159
პროგრამა - მინიმუმი 70
პროლეტარიატი 70,71,73,80,83,85,98,110,111
პროფ. კავშირი 30,32
პროფ. კავშირთა გამგეობები 83
პროფ. კავშირთა საბჭო 30
![]() |
17.14 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რაზმები 64,174,213
რაციონალისტები 67
რევოლიუციონერები 63,148
რეზოლიუცია 50,53,59,160,162,163,194
რეკვიზია 138
რესპუბლიკის მთავრობა 216,236,237
რეფერენდუმი 126,127,128,188,189,192
რკ. გზელთა ყრილობა 153
რკინის გზები 57,132,133
რუსეთის ბლოკადა 114
რუსეთის ჯარი 22
![]() |
17.15 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბაჟოები 55
საბჭო 13,23,25,30,33,48,67,77,80,83,87,139,211,216,218,227,228,230,235
საგანგებო რწმუნებული 213,215,224,225
საგარეო სამინისტრო 141
საზავო ხელშეკრულება 219
საკათალიკოზო საბჭო 227,228,230
საკონსტიტუციო კომისია 116,189,190
საკონსულოები 34
სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიანი მეჯლისის მეორე ყრილობა 218
სამხედრო მინისტრი 13,46,49,130,198,237
სამხედრო ტაძრის კომიტეტი 239
სარდალი 77,211
სასამართლო 55,124,126,127,137,138
საფაბრიკო კომიტეტი 30,80
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 22
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 23,122
საქართველოს დეპეშათა სააგენტო 32,224
საქართველოს ეროვნული საბჭო 23
საქართველოს ეროვნული ყრილობა 23
საქართველოს მთავრობა 34,218
საქართველოს შეიარაღებული ძალები 24
საქართველოს ჯარები 30
საქართველოს ს. დ. მ. პ. მეორე ყრილობა 181,187
საქარხნო კომიტეტები 83
სახალხო განათლების მინისტრი 13
სახალხო გვარდიის მეორე ყრილობა 100
სახალხო გვარდია 30,134,136,239
სახალხო ყრილობა 31,32
სახელმწიფო აპარატი 94
სახელმწიფო ბანკი 31,91
ს. დ. პარტია 70,116,147
სეიმი 21,22
სენატი 46,198
სერვილიზმი 150,158
სექტა 111
სოც. - დემოკრატია 182
სოც. დემ. კომიტეტი 32
სოც. დემოკრატიული პარტია 60
სოც.- დემ. მუშათა პარტია 183
სოც.- დემ. ფრაქცია 87,158,164,201
სოც. პარტია 182
სოციალიზაცია 185
სოციალიზმი 58,70,71,73,79,81,82,84,100,121,183,184,185,186
სოციალისტ-უტოპისტები 67
სოციალისტები 79,98,111,170,227,229
სოციალისტ-ფედერალისტები 162
სოციალისტური პარტია 111
სოციალისტური რევოლიუცია 112
სოც.- რევოლიუციონერთა პარტია 56
სოც.- ფედ. პარტია 32
ს. ს. - დ. მ. პ. ცენტრალური კომიტეტი 87
„სხივი“ 158
![]() |
17.16 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტერორისტები 77
ტრედუნიონისტები 81
ტყეები 133,185
![]() |
17.17 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი საბჭო 13,25,33,216,218,235
უნიტარული რესპუბლიკა 123,124,133
უტოპისტები 67,113
![]() |
17.18 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფედერალისტები 101,163
ფედერატიული სახელმწიფოები 123
ფეოდალიზმი 70
ფეოდალური კლასები 113
ფოსტა-ტელეგრაფი 32,33,65
ფრაქცია / ფრაქციები 49,87,116,141,142,143,150,151,154,157,158,161,164,169,192,201,238
![]() |
17.19 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყრილობა 13,23,31,32,55,100,147,153,154,158,181,182,183,185,186,187,191,194,217,218
![]() |
17.20 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შრომის სამინისტრო 45,54,55,57
![]() |
17.21 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩინოვნიკები 55,152
![]() |
17.22 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცეკა 152,185,186,190
ცენტრალური კომიტეტი 87,150,155,159,181,188,189,190
ცხენოსანი და ქვეითი პოლკები 176
![]() |
17.23 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წვრილი ბურჟუა 98
წვრილი ბურჟუაზია 119,120
წვრილი ვაჭრობა 120
წვრილი მეურნეობა 120
წვრილი ხელოსნება 120
წითელი არმია 77
წითელი ჯარი 214
![]() |
17.24 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხაზინა 105,224,228,230
ხელოსნები 119
![]() |
17.25 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯარი/ჯარები 13, 14, 19, 22, 29, 30, 34, 45, 46, 52, 54, 62, 63, 74, 76, 78, 125, 131, 134, 135, 136, 143, 145, 162, 170, 171, 173, 175, 176, 177, 198, 211, 213, 214, 223, 236