![]() |
საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1918-1919) ტომი I |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი მასალები საქართველოს პირველი კონსტიტუციისთვის |
| თარიღი: 2015 |
| აღწერა: მასალები და დოკუმენტები თბილისი 2015 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამოქალაქო განათლების განყოფილება (UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ზ-587 რედაქტორები: ემზარ ჯგერენაია თეა კენჭოშვილი შემდგენლები: ხათუნა დავითური, მარინა ალანია, ნანო ომანაძე, ეკატერინე ჭელიძე, ნათია შენგელაია, დესპინე ქოიავა, ნელი გიორგაძე, ლელა აბაშიძე შპს „ირიდა“ რუსთავი, ფიროსმანის ქ. №7 ISBN 978-9941-0-8186-6 (ორივე ტომის) ISBN 978-9941-0-8187-3 (პირველი ტომის) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © ეძღვნება ისიდორე დოლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია დრამატულ ვითარებაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის დასასრულს, 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო ქვეყანა მალე საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა და მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს გახდა შესაძლებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის მთელი მისი ხელისუფლების უმთავრეს დამსახურებად და მოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება და საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუციის მიღება უნდა მივიჩნიოთ.
კონსტიტუციის მიღებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყნის ისტორიაში. კონსტიტუცია არა მარტო სამართლებრივი აქტია, არამედ დიდი კულტურული და ისტორიული დოკუმენტიცაა. მასში თვალსაჩინოდ ვლინდება კონკრეტული ერის, საზოგადოების ღირებულებათა სისტემა და სამართლებრივი აზროვნების დონე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია თანადროული ეპოქის ევროპული სამართლებრივი აზროვნების სიმაღლეზეა და მასში გამოცხადებული სამართლებრივი იდეები სრულებით შეესაბამება ევროპული საზოგადოების ღირებულებებს. ადამიანის უფლებები რელიგიური ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება, კანონის უზენაესობა მულტიკულტურიზმი და გარანტიები ეთნიკური ჯგუფები სათვის, სეკულარული სახელმწიფო - ეს ის ღირებულებებია რომელიც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ სამართლებრივად გააფორმა.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკა და მისი საკანონმდებლო საქმიანობა თანამედროვე ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში სუსტად არის წარმოდგენილი. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს:
პირველ რიგში, ამის მიზეზი პირველი რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკურ მრწამსში - სოციალ-დემოკრატი აში - და რუსულ ბოლშევიზმთან მის იდეოლოგიურ სიახლოვეში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამ სიახლოვის გამო საქართველოს მეორე რესპუბლიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ერიდებოდა და ერიდება ხშირად საუბარს .პირველი რესპუბლიკის დამსახურებათა შესახებ.
მეორე, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას იდეურად ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობიდან მომდინარე ლიბერალურ-კონსერვატიული იდეები კვებავს. თანამედროვე საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა აზრმა კი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის იდეური მომზადება სოციალ-დემოკრატებს მიაწერა, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სოციალ-დემოკრატიისა და, შესაბამისად, პირველი რეპუბლიკის მარგინალიზაციას თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხ.სიერებაში
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საზო გადოებაში გავრცელებული არაერთმნიშვნელოვანი შეხედულებების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა სწორად განსაზღვრავდა საქა რთველოს ადგილს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ამას ადასტურებს ნოე ჟორდანიას, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, სიტყვები:
„ჩვენ დღეს შეგვიძლია შევიდეთ ევროპის ხალხთა შორის პირდაპირ, უშუამდგომლოთ, - ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ამ გზას არასოდეს არ მოვშორდებით“ (გაზეთი „ერთობა“, 4 დეკემბერი, 1918, № 63).
„გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი, მთელმა ევროპამ განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება კეთილი იყოს მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულო ვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი („ევროპიელი“ გაზ. „ერთობა“, 16 იანვარი, 1920, №11)
„ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ თქვენ, მიულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგი ლის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ როგორც თანასწორი თანასწორთა შორის (გაზ. „საქართველო“, 16 იანვარი, 1920, №11)
„ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენი ხალხის მოღალატე, ჩვენ ჩვენს სახელოვან პოსტზე მტკიცეთ, შეურყევლათ დავრჩებით. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთან არის მთელი ევროპა განურჩევლათ პარტიისა და მიმართულებისა. ევროპა თუ აზია - დღეს ჩვენს წინაშე კონკრეტიულად ისმის და ვიმეო ,რებ დღეს კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მედგრათ იმას რაც 14 იანვარს აქ ამ ტრიბუნიდან ვთქვი - „ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ევროპის დემოკრატიას“ (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1 მაისი, 1920, №96).
დღეს მრავალი მკვლევარი დაინტერესებულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესწავლით იმედია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტმა გადაწყვიტა, გამოეცა დოკუმენტები და მასალები, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების პროცესს. საბჭოთა ეპოქაში პირველი რესპუბლიკის მეცნიერული კვლევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ცხადია, ამიტომაც არ აღმოჩნდა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები ისიდორე დოლიძის მონუმენტურ გამოცემაში „ქართული სამართლის ძეგლები“. ამ გამოცემით ჩვენ გვსურს, ერთგვარად გავაგრძელოთ ისიდორე დოლიძის რვატომეული. ჩვენს გამოცემას „საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას“ - ვუძღვნით ისიდორე დოლიძის (1915-1982) დაბადებიდან - მეასე წლისთავს.
* * *
მასალების მომზადებაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების თანამშრომლები. თავად გამოცემის იდეაც სწორედ ამ განყოფილებაში გამართული დისკუსიების ნაყოფია გვსურს, ყოველ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადოთ გამოცემის მომზადებაში მონაწილეობისათვის. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს: ლაშა გველესიანს, ალა კისელიოვას, ია ჭოჭუას. საქართველოს ეროვნულ არქივს, პროფესორ მერაბ ღაღანიძეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელს მზია სურგულაძეს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.
* * *
საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მუშაობა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის მაისში დაიწყო, 1919 წლიდან კი მასზე მუშაობა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ განაგრძო. ჩვენი გამოცემა სწორედ ამ პერიოდის ოფიციალურ დოკუმენტებსა და მასალებზე დაყრდნობით მომზადდა
პირველი ტომი მოიცავს საქართველოს ეროვნული საბჭოს მასალებს 1918 წლის მაისიდან 1919 წლის მარტამდე, ხოლო მეორე ტომი - დამფუძნებელი კრების მასალებს 1919 წლის 19 მარტიდან 1921 წლის 21 თებერვლამდე. წიგნში გამოქვეყნებული დოკუმენტები და მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლა.მენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მასალები და დოკუმენტები ქრონოლოგიურადაა დალაგებული.
დაუთარიღებელი დოკუმენტების თარიღი დადგინდა სხდომის ოქმების შინაარსზე დაყრდნობით.
ხელნაწერ დოკუმენტებს ახლავს მინაწერი: ხელნაწერი.
ხელნაწერი დოკუმენტების გაშიფვრის დროს შევინარჩუნეთ ტექსტების ენა და სტილი.
ხელნაწერი დოკუმენტების ის სიტყვები, რომელთა გაშიფვრა ვერ მოხერხდა, გამოცემაში აღინიშნა ამგვარად: [...]
გამოცემის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=p&p=home&l=ka&w=utf-8
ემზარ ჯგერენაია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
თეა კენჭოშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების უფროსი
![]() |
2 გაზეთი „საქართველო“: სარედაქციო სტატია: „საქართველოს კონსტიტუცია“ |
▲ზევით დაბრუნება |
სეიმი უკვე შეუდგა ამიერ-კავკასიის კონსტიტუციის შემუშავებას. ამისათვის ამორჩეულია განსაკუთრებული კომისია, რომელიც შესდგება ეროვნულ საბჭოების წარმომადგენელთაგან და მთავრობის მიერ განსაკუთრებულად ამ საგნისთვის მოწვეულ სპეციალისტებისაგან.
როგორ უნდა მოეწყოს ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი ცხოვრება?
ჩვენ მრავალჯერ გამოგვითქვამს აზრი, რომ ამიერკავკასიის ერთა ცხოვრება ერთს რომელიმე სახელმწიფოებრივ ფარგლებში ვერ მოთავსდება ხანგრძლივად, ვინაიდან დიდათ განსხვავებულია ამ ერთა კულტურული და ეკონომიური ვითარება და მათი ეროვნული და პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებანი.
ამიერ-კავკასიის ერთა კულტურული ეკონომიური ცხოვრების ბუნებრივი ზრდა განვითარება მოითხოვს ამ ერთა პოლიტიკური ცხოვრების ეროვნულად ჩამოყალიბებას.
ამ ჭეშმარიტებას დღემდის არ იზიარებდენ ჩვენი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური წრეები. ჯერ რუსეთის დემოკრატიის გაერთიანებულს ფრონტზე ჰფიქრობდენ ისინი მთელი რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებას და ამ შემთხვევაში არ იყო მათთვის მიღებული არამც თუ საქართველოს სახელმწიფოებრივად მოწყობა, არამედ თვით ამიერკავკასიის შემოფარგვლა სახელმწიფოებრივ ერთეულად. მაგრამ რუსეთის რევოლუციის გაღრმავების პროცესმა დაშალა და დაარღვია ეს „დემოკრატიის გაერთიანებული ფრონტი“. ამის შემდგომ ჩვენი სოციალისტური პოლიტიკა ახალს პოზიციებზე გადადის და ასე შეიქმნა ახალი „დემოკრატიული ამიერკავკასიის ფრონტი“. მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების ულმობელმა კანონებმა არც ეს ახალი სიმაგრე შეიბრალა და ისიც მალე დაიშალა და დაირღვა.
ჩვენი სეიმის ხელმძღვანელები ამ პოზიციებსაც ადვილად დასთმობენ, როგორც სჩანს, ვინაიდან მათ მისი შენარჩუნების იმედი უკვე აღარ აქვთ. ისინი სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ეს მარქსის მოძღვრებას სრულებით არ ეწინააღმდეგება და თუ წინეთ საქართველოს დამოუკიდებლობას არ ვემხრობოდით და ცენტრალიზმის მომხრე ვიყავით, ეხლა შეგვიძლიან საქართველოს სრულს დამოუკიდებლობასაც დაუჭიროთ მხარი.
ეს, რასაკვირველია, სწორი ნაბიჯია, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტად გვიანაა გადადგმული.
მეტად ძნელ პირობებში გვიხდება საკუთარი სახელმწიფოებრივობის შენების დაწყება წინანდელი ჩვენი პოლიტიკა სრულებით არ ამზადებდა ამის ნიადაგს. სიძნელე და სირთულე მრავალნაირია. საქართველოს დიდი ნაწილი მტერს უკავია. საქართველოს ზოგი ის ნაწილები, რომელნიც ჩვენ სახელმწიფოებრივობის ფარგლებში უნდა მოქცეულიყვნენ, რომელნიც საქართველოსთან შეკავშირებული იყვნენ საუკუნეთა განმავლობაში, პოლიტიკურად, კულტურულად, ეკონომიურად, დღეს საქართველოს ალმაცერად უცქერენ და მისგან განცალკევებას სცდილობენ. თვით საქართველოს ეროვნული სხეული არ არის გაერთიანებული და შედუღებული. ის ერთმანეთთან მებრძოლ პარტიებისა, წოდებებისა და კლასებისაგან შესდგება. და როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივობა ასე დაიქსაქსა და დაიშალა შინ და გარედ, დიდ სიძნელეს წარმოადგენს მთელი საქართველოს თავის მოყრა, შეერთება და ერთს სახელმწიფოებრივ ერთეულად გადაქცევა.
ჩვენმა პოლიტიკამ დაქსაქსა საქართველოს ეროვნული ძალები, დააფრთხო და ჩამოაშორა მას მასთან ისტორიულად დაკავშირებული ნაწილები და დააშორა მას ის მეზობლები, რომელნიც მუდამ მასთან დაახლოვებას სცდილობდენ. ასეთს პირობებში ძნელია საქართველოს თავისუფლების აშენება ისე, როგორც ამას ქართველი ხალხის ინტერესები მოითხოვს. ადვილია თვით კონსტიტუციის შემუშავება და მიღება, მაგრამ ძნელია იმ ქვეყნის შემოფარგვლა, რომელზედაც ეს კონსტიტუცია იმოქმედებს.
საჭიროა ეხლა მაინც შემოკრება ყველა ძალების და მტკიცედ დადგომა იმ გზაზედ, რომელნიც დაქსაქსული და დაშლილი ეროვნული სხეულის გამთელებისა და აღდგენისაკენ მიდის.
დღეს უკვე ფაქტიურად აღარ არსებობს სეიმი და მთავრობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საქმისათვის. ეროვნულმა ცენტრებმა უნდა შეიმუშაონ თავისი შეხედულება ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ და მათვე უნდა მოახდინონ შეთანხმება შესახებ ტერიტორიული გადამიჯვნისა.
სეიმი და მთავრობა მხოლოდ ფორმალურს დასტურს დასდებს ეროვნულ საბჭოების ნამუშევარს. ამრიგად, ახალი პოლიტიკური აღმშენებლობა ეროვნულს ცენტრებში გადადის და ამ მხრივ ჩვენ ყველაზე ცუდად ვართ მომზადებული. ჩვენ ეროვნულს საბჭოს ჯერ კიდევ ისეთს დაწესებულებად ვთვლით, რომელმაც მხოლოდ უნდა მოისმინოს და მიიღოს ის, რის გადაწყვეტაში მას არავითარი წილი არ ედვა. სხვა ეროვნებათა ცენტრებში ეროვნულ პოლიტიკის ცეცხლი თავიდანვე იყო ანთებული მიუხედავად ყოველივე საგარეო და საშინაო სირთულისა, საქართველოს ეროვნული საბჭო დაჩქარებით და მტკიცედ უნდა შეუდგეს საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებას და ტერიტორიული გადამიჯვნის საქმეს.
საქართველოს პოლიტიკურ წყობილებას საფუძვლად ჩვენ მუდამ ვიცავდით და დღესაც ვიცავთ, სუვერენობა, დამოუკიდებლობა უნდა დაედვას. მხოლოდ დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური წყობილება უზრუნველჰყოფს ერის თავისუფალს და შეუფერებელ ეკონომიურს და კულტურულ ზრდა-განვითარებას.
ის ამა თუ იმ საკითხში, თუ მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობითაც შეუკავშირდება თავის მახლობელ, თუ შორეულს მეზობლებს, როდესაც ამას მოითხოვს საჭიროება და იმ პირობებში, როგორც ამას მოითხოვს მისი ეროვნული მიზნები და ინტერესები.
დღეს დღეობით კი ჩვენ დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს, რომ ამიერკავკასიის სეიმი მოახერხებს ყველა ერების შეთანხმებას და ისეთი წყობილების შემუშავებას და დამყარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და სურვილებს შეეფერება. დროებითი კონსტიტუცია იქნებ შემუშავდეს, მაგრამ მას შესაძლოა, ასეთივე მნიშვნელობა ექნება, როგორც სეიმის მრავალ სხვა კანონებსა და დეკრეტებს. საქართველოს ნამდვილი პოლიტიკური წყობილება ამ გზით არ დამყარდება. ჩვენმა ეროვნულმა საბჭომ მხოლოდ დროებითი შეთანხმება და შერიგება უნდა შესძლოს სხვა ეროვნებათა ცენტრებთან. საქართველოს კონსტიტუცია და მისი მახლობელ და შორეულ მეზობლებთან დამოკიდებულების დამყარება საქართველოს დამფუძნებელი კრების ვალია.
გაზ. „საქართველო“ - 1918 წ. - №88 - 11 მაისი - შაბათი - გვ. 1
![]() |
3 შალვა ამირეჯიბის საგაზეთო სტატია: „კონსტიტუცია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი კონსტიტუცია - იმ სახით, რა სახითაც ეხლა ის იწერება და რა სახითაც უნდა საბოლოოდ შემუშავდეს - „ცხვირ ჩამოშვებულია“! მე არ ვიცი როგორ აქვთ წარმოდგენილი ეს კონსტიტუცია კავკასიის სხვა ერებს, მაგრამ ის კამათი, რომელიც სწარმოებს კონსტიტუციის ძირითად საფუძველზე საქართველოს ეროვნულ საბჭოში - ფიქრი და აზრია უფრო გაზით ამოგლეჯილი, თითიდან გამოწუწნული და თმებით მოთრეული, ვიდრე თავისუფლების ხარტიის შექმნის სურვილით ნაკარნახევი გაბედული აზრები.
ეს არც საკვირველია.
ეროვნული თავისუფლება ყოველ დროს და ყოველ ერისთვის პირდაპირი ნაყოფი იყო ეროვნულ თავისუფლებისადმი მისწრაფებისა, იგი მოდიოდა როგორც ბრწყინვალე შედეგი ბრძოლისა და გამარჯვებისა. ჩვენში „ცოტა“ სხვანაირად მოხდა.
ის ადამიანები, რომლებიც ეხლა სათავეში უდგანან მართებლობას და ცხოვრებას ყველა ეს მინისტრები და ლიდერები და თვით ხალხიც „რევოლუციონურ დემოკრატიად“ წოდებული, არც ფიქრობდენ, არც ისწრაფოდნენ ამისკენ. მათი მიზნები უფრო „ფართო“ იყო, მისწრაფება უფრო „თავშეუდებელი“.
და ის, რაც დამარცხებულ რევოლუციის ნაფერფლებზე ხდება დღეს - ნაციონალური განთავისუფლება ერებისა ეს ყოვლად კანონიერი მოვლენა ჩვენთვის, მხოლოდ „ფუჭია“ მათთვის, გამომძვრალი ისტორიულ მოვლენათა განვითარების პროცესში, უსიამოვნო მეჭეჭი ცხვირზე, რომელსაც ძალაუნებურად მოვლა და პატრონობა სჭირია.
როცა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორია დაიწერება, არა ნაკლებ განცვიფრებას გამოიწვევს ის, თუ როგორ „ასაბუთებენ“ დროთა მეფენი ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის აუცილებლობას.
როდესაც წერეთელს შეეკითხნენ, რა არის მიზეზი, რომ არ უხარიან მას ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა - მან უპასუხა:
- არ მიხარიან, რადგანაც ეს დამოუკიდებლობა ისე მოვიდა, როგორც შედეგი დამარცხებისაო.
მაგრამ ვისი? რისი?
ცხადია არა საქართველოსი, არა დამოუკიდებლობის იდეისა! ამათ დაამტკიცეს უნარი სიცოცხლისა.
არა! წერეთლის სიტყვებში უნდა ვიგულისხმოთ სულ სხვა. ოდესღაც აცეცხლებული და ეხლა მთლად დაფერფლილი წერეთელი მხოლოდ საქართველოში გამოტყდა, რომ იგი დაიწვა.
და ჩვენ ვიცით, თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა მენშევიზმი, რევოლუცია, რუსეთი! საქართველო ჯერ კიდევ დაუმარცხებელი იყო.
მაგრამ წერეთელი და მისი მეგობრები უკვე საბოლოოდ განიცდიდნენ იმ იდეის გავლენას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა მოსულიყო, როგორც შედეგი სრულის და ყოველთათვის დამარცხებისა, როგორც სწრაფი რეაქციისა და მანამდე არ არსებული საქართველოს კონსტიტუციის წერას, სანამ თვით საქართველოც არ დამარცხდა.
როდესაც საქართველო ბათომის ფორტებზე დაიხვრიტა - მაშინ გვითხრეს: - დასწერეთ საქართველოს კონსტიტუცია!
და მე მესმის, რატომ გაისმიან ის მოწყენილი სიტყვები, უცეცხლო და აღფრთოვანებას მოკლებულნი, რომელთა მწუხარე კილო და ხმა როგორც მუხლები, მაგრამ „დაჩოქილი მუხლები“ ისე უნდა შევიდნენ ჩვენი კონსტიტუციის ტექსტში.
ეროვნული საბჭოში ეხლა საკითხი ასე სდგას:
- ფედერაცია.
- კონფედერაცია.
- თუ სრული დამოუკიდებლობა საქართველოსი? ალბათ საჭიროა კიდევ ახალი დამარცხება რომ გვითხრან:
- აჰა, წაიღეთ სრული დამოუკიდებლობა! მაგრამ, ბატონებო, ამდენი დამარცხება სად მიგვიყვანს?
გაზ. „საქართველო“ - 1918 წ. - №92.- 16 მაისი. - გვ. 1
![]() |
4 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი |
▲ზევით დაბრუნება |

გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს: 1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
![]() |
5 საქართველოს ეროვნული საბჭო 6 ივნისის სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
სხდომა იხსნება ნ. ს. ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელიც აცხადებს დღის წესრიგს: 1) მთავრობის მოხსენება ზავზე მოლაპარაკების მსვლელობაზე და ოსმალეთიდან ზავის შეკვრაზე. 2) მოხსენება თბილისისა და ქუთაისის ბანკების წესდების ერთი პარაგრაფის შეცვლის შესახებ და 3) სხვა და სხვა კომისიების არჩევა. საზავო მოლაპარაკების შესახებ მოხსენება გააკეთა სამხედრო მანისტრმა გრ. გიორგაძემ. ეროვნულ საბჭოს მდივანმა ონია ვილმა წაიკითხა ხელშეკრულების ოქმის ასლი. (ზავის პირობები საზოგადო სახით უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის მიერ). გიორგაძის მოხსენებას ოსმალთან ზავით შეკვრაზე დარბაზი ღრმა დუმილით შეხვდა. ნ. ნ. ჟორდანიას წინადადებით არჩეულია კომისია ხელშეკრულების ორიგინალის მისაღებად. კომისიაში შედიან ნ. ჟორდანია, ე. გეგეჭკორი, მ. რუსია, ვ. გობეჩია, ი. ბარათაშვილი, ს. ფირცხალავა, გრ. ვეშაპელი, გერ. ქიქოძე, კ. ნ. აფხაზი და პ. საყვარელიძე. რაც შეეხება ბანკების წესდების პარაგრაფის შეცვლას, იგი გადადებული იქმნა იმ დღემდე, ვიდრე შემუშავებული არ იქნება იგი იურიდიულ და საფინანსო კომისიის მიერ. შემდეგ შედგენილ იქმნა კომისიები: 1) დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის. 2) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძველთა შესადგენად; 3) ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობისა; 4) ხალხის ჯანმრთელობისა; 5) სახალხო განათლებისა და 6) შრომისა. კომისიების არჩევნები თავმჯდომარის წინადადებით გადადებულია შემდეგისთვის, ვიდრე ამ საკითხებს ფრაქციები არ განიხილავენ.
გაზ. „საქართველო“ -1918. №112. - 8 ივნისი. გვ.3
![]() |
6 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (1918 წ. 7 ივნისი) |
▲ზევით დაბრუნება |
პირველი კრება საკონსტიტუციო
კომისიის წევრთა.
დაესწრნენ: ნ. ჟორდანია, ს. ჯაფარიძე, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე, ი. ჩერქეზიშვილი, კ. მაყაშვილი, გ. რცხილაძე, გ. გვაზავა, ს. დადიანი.
თავმჯდომარეობს: ნ ჟორდანია.
მდივნობს: პ. საყვარელიძე.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნას ს. დ. ჯაფარიძე, ხოლო მდივნად პ. დ. საყვარელიძე.
ჯერჯერობით მოწვეულ იქნენ მცოდნე პირთაგან პროფ. ავალიშვილი, პროფ. ჯავახიშვილი, პროფ. გამბასოვი.
შემდეგი კრება მოწვეულ იქნეს რაც შეიძლება მალე. შემდეგ კრებისთვის მოხსენების წარმოდგენა მიენდო პრეზიდიუმს.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 135
![]() |
7 საქართველოს საბჭოს პრეზიდიუმს |
▲ზევით დაბრუნება |
ამით გაუწყებთ საქართველოს საბჭოს პრეზიდიუმს, რომ საკონსტიუციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ს. დ. ჯაფარიძე, ხოლო მდივნად პ. დ. საყვარელიძე.
საკონსტიტუციო კომისიის მდივანი პ. საყვარელიძე
7 ივნისი 1918
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 4
![]() |
8 საკონსიტუციო კომისიის კრება (11 ივნისი 1918 წელი.) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ნ. ჟორდანია, გ, გვაზავა, ს. ჯაფარიძე, ი. ჩერქეზიშვილი, პ. საყვარელიძე, რ. არსენიძე, კ. მაყაშვილი
თავმჯდომარეობს ს. ჯაფარიძე
მდივანი პ. საყვარელიძე.
როგორი ტიპის კონსტიტუცია უნდა შევიმუშაოთ.
პ. საყვარელიძე აკეთებს მოკლე მოხსენებას დემოკრატიულ რესპუბლიკათა სხვა და სხვა ფორმათა შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. არის სამ გვარი ფორმა დემოკრატიის: I. ამერიკული, უფლება-განაწევრებული დემოკრატია. 2. ფრანგული, პარლამენტალური დემოკრატია და 3. შვეიცარიული, პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. აქ უფლებანი უთანხმდებიან ერთმანეთს კოორდინაციის წესით. მეორე პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ვოტუმი ნდობა-უნდობლობის. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტო მას აქვს უფლება ქვემო პალატის გაშვებისა სენატის თანხმობით. მესამე, შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება რა თქმა უნდა უფლებათა სხვადასხვაობას მარა აქ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა გამგეობა. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ დემოკრატიული კონსტიტუცია საქართველოსთვის მესამე ტიპის მიხედვით რათქმა უნდა იმ შესწორებით და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.
გ. გვაზავა იცავს შვეიცარიულ სისტემას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას აწერს მას ჩვენთვის იმ მხრით, რომ ეს სისტემა სპობს მთავრობის კრიზისებს, რაც ასე ასუსტებს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. მთავრობა ერთხელ არჩეული რამოდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლათ მუშაობს და არ არის დამოკიდებული ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.
ნ. ჟორდანია სავსებით არც ერთს ტიპს არ იწონებს ჩვენთვის, უპირატესობას მაინც აძლევს შვეიცარიულ სისტემას შესწორებით. ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენი ხალხის ცხოვრებას შეეგუება. პირდაპირ სხვის ტანზე გამოჭრილი ტანისამოსი არ გამოგვადგება.
ი. ჩერქეზიშვილი ემხრობა შვეიცარიულ დემოკრატიის ტიპს კონსტიტუციის შემუშავების საჭიროებას და იცავს რეფერენდუმის საჭიროებას.
ნ. ჟორდანია ჩვენთვის თანამედროვე პირობებში რეფერენდუმის საჭიროებას უარყოფს. ხალხი მით ვერ ისარგებლებს გონივრული. ხოლო სხვა და სხვა პოლიტიკური ავანტიურისტები მას გამოიყენებენ თავის სასარგებლოთ. ჩვენ უნდა გამოვნახოთ საშუალო ტიპი პარლამენტარულ და პირდაპირ დემოკრატიას შორის. უნდა მოვახდინოთ შეერთება მათი დადებითი ელემენტების. მთავრობა უნდა იყოს არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი უფლება უნდა ემორჩილებოდეს საკანონმდებლო უფლებას. იგი უნდა შესუსტდეს, რომ გადამწყვეტი პოლიტიკური ხასიათი არ მიიღოს და პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ ცხოვრების გამწვავების და კრიზისების ღერძად არ გახდეს.
პ. საყვარელიძე უბრუნდება ისევ რეფერენდუმის საჭიროებას, განსაკუთრებით საკონსტიტუციო საკითხებში. აღიარებს საჭიროებას მივსდიოთ შვეიცარიული პირდაპირი დემოკრატიის ტიპს და არა პირწმინდათ გავიმეოროთ ის, კონსტიტუციის გადასინჯვის დროს.
გ. გვაზავა რადიკალურათ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას. სცნობს საჭიროებას პარლამენტარულ და შვეიცარიულ სისტემათა შეერთებისას, რომ ჩვენი ცხოვრების შესაფერისი კონსტიტუციური წყობილება დავამკვიდროთ. მთავარი საკითხია მთვრობის მდგომარეობა. ის მტკიცე უნდა იყოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ყოველთვის პარლამენტარულ ბრძოლის მომენტებისაგან. მისი ძალა მაგარი უნდა იყოს. უნდა იდგეს საქმიანობის ნიადაგზე. დაწუნება პოლიტიკის არ უნდა იწვევდეს მაინც-და-მაინც მთავრობის გადადგომას.
ნ. ჟორდანიას აზრით რეფერენდუმი ჩვენი ცხოვრებისთვის შეუფერებელია. რეფერენდუმი სრულიად აადვილებს საქმეს. ის გახდება იარაღად რომ ხშირად იყოს კონსტიტუციის გადაშინჯვა, რაც სასურველი სრულებით არ არის ჩვენთვის. გადაშინჯვა კონსტიტუციის უნდა გაძნელებული იყოს და არა გაადვილებული. რევიზია უნდა მოახდინოს თვითონ პარლამენტმა, ხმათა რთული უმეტესობით -2/3-ით. სამინისტრო იყოს არა პოლიტიკური, საქმიანი.
ი. ჩერქეზიშვილის აზრით ჩვენ უნდა შევიმუშაოთ დემოკრატიული კონსტიტუცია თანახმად დემოკრატიულ რესპუბლიკის ბუნებისა. ბევრის ლაპარაკი კი თითქოს პარლამენტარულ-ბურჟუაზიულ სისტემისკენ იხრება. ეს არ არის სასურველი. უნდა მიღებული იყოს შვეიცარული სისტემა ცოტაოდენი შესწორებით და რეფერენდუმით.
რ. არსენიძე ამბობს, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.
პ. საყვარელიძე აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი შესაძლებელია მივიღოთ ზოგ კითხვებში. კონსტიტუციის გადასასინჯავად საჭიროა როგორც პარლამენტის თანხმობა ისე ხალხის დასტური რეფერენდუმის საშუალებით.
გ. გვაზავა საერთოთ ეთანხმება ნ. ჟორდანიას აზრს. მხოლოდ სამხედრო საქმეებისთვის დიდათ საჭიროთ მიაჩნია ცენტრალური მთავრობის ძალის სიმტკიცე.
ს. ჯაფარიძე, კომისიის თავმჯდომარე რეზიუმეს უკეთებს: შერეულ ტიპის ფრანგულ და შვეიცარულ სისტემათა შორის. მიახლოვება უნდა იყოს უფრო შვეიცარულ ტიპისკენ ერთპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტი განსაკუთრებული უფლებებით არა. არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი სამინისტრო. უნდა აასრულოს სამინისტრომ ის, რასაც დაადგენს პარლამენტი. აღმასრულებელი უფლება იზღუდება ადგილობრივ თვითმართველობათა უფლების გაფართოებით. დანაშაულობის დროს თუ არ გადადგება სამინისტრო, ცხადია მიეცემა სამართალში.
მიენდო ი. ჩერქეზიშვილს, გ. გვაზავას და პ. საყვარელიძეს შემდეგ კრებისთვის წარმოადგინონ დალაგებით საერთოთ მიღებული დებულებანი კონსტიტუციის შედგენის შესახებ. ახლავე შეუდგნენ საქმეს. ამისთვის მოიწვიონ დროებით საქმისმწარმოებელი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით.
ეთხოვოს არჩეულ პირთ, რომ შეიმუშაონ და გამონახონ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სახელწოდება. აგრეთვე შესაფერი ტერმინოლოგია კონსტიტუციისთვის.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 137-138
![]() |
9 პარლამენტის ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო კომისიის წევრები
საკონსტიტუციო კომისიაში ამოირჩიეს:
სერგი ჯაფარიძე (ს.-დემ. თავმჯდომარედ); რ. არსენიძე (ს.-დემ.); ნ. ჟორდანია (ს.-დემ.); პ. საყვარელიძე (ალიონელი, მდივანად); ი. ჩერქეზიშვილი (ს.-რევ.); გრ. რცხილაძე (ს.-ფედ.); ს. დადიანი (ს.-ფედ.); გ. გვაზავა (ერ.-დემ.); კ. მაყაშვილი (უპარტიო).
11 ივნისს, დილის 11 საათზე, დანიშნულია საკონსტიტუციო კომისიის კრება თეთრ დარბაზში.
გაზ. „სახალხო საქმე“. - 1918. - №254. - 11 ივნისი.- გვ. 2
![]() |
10 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (22 ივნისი 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს - ს. ჯაფარიძე
მდივნობს - პ. საყვარელიძე
დაესწრნენ წევრები: ნ. ჟორდანია, კ. მაყაშვილი, ი. ჩერქეზიშვილი და ს. დადიანი.
პ. საყვარელიძე. - განმარტებს რა სამ სამაგალითო კონსტიტუციას, - სახელდობრ - შეერთებულ შტატების, საფრანგეთის და შვეიცარიის, - საჭიროდ სთვლის, რომ საქართველოს დემოკრატიულ კონსტიტუციას სარჩულად დაედვას უმთავრესად შვეიცარიული და ზოგიერთში ფრანგული.
ნ. ჟორდანია. - მომხრე არის, რომ პარლამენტი იყოს მატარებელი - საკანონმდებლო და იმავე დროს აღმასრულებელი ფუნქციებისა, მინისტრები დანიშნულები პარლამენტის მიერ, როგორც მოხელენი პასუხს აგებენ მხოლოდ კანონის წინაშე, გარდა მინისტრის თავმჯდომარისა, საგარეო და საშინაოსი, - რომელნიც პოლიტიკურადაც პასუხის მგებელნი არიან. პალატა თითონ ნიშნავს მინისტრებს და არა ერთს ანდობს კაბინეტის შედგენას; ამით მოისპობა სამინისტროს კრიზისების შესაძლებლობა.
ი. ჩერქეზიშვილი - საჭიროდ სცნობს, თუ წინასწარ გადასწყდება ზოგიერთ მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პასუხისმგებელნი იყვნენ -საგარეო, საშინაო და უპორთფელო თავმჯდომარე.
პ. საყვარელიძე - წინააღმდეგ უკანასკნელი წინადადებისა საჭიროდ სთვლის, რომ თავმჯდომარე მინისტრებისა უთუოდ პორთფელიანი უნდა იყოს. თავმჯდომარემ ან შინაურ საქმეთა, ან გარეშე საქმეთა მინისტრის პორთფელი უნდა იკისროს.
ს. ჯაფარიძე. წინააღმდეგია პარლამენტის კომისიის /დეპარტამენტის/ და მინისტრთა კაბინეტის ერთად არსებობას, - რათა ამ შემთხვევაში ადგილი ექმნება პასუხისმგებლობის ერთიდან მეორეზე გადადებას.
დასასრულ ი. ჩერქეზიშვილს ევალება საქართველოს მკვიდრთა უფლებების „და პ. საყვარელიძეს“ უცხოელობა უფლბრივ მდგომარეობის საკითხების საჩქაროდ დამუშავება.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 139.
![]() |
11 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (26 ივანობისთვის 1918( |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს
მდივნობს
კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი.
- წაკითხულ იქნა საყავარელიძის მიერ საზოგადო დებულებანი კონსტიტუციის-მიღებულ იქნას ორი თავი. სახელმწიფო ბეჭდის და დროშის შესწავლა და გამორკვევა მიენდო ხელოვნების სექციას.
ბ. კონსტანტინე მაყაშვილმა იკისრა აუწყოს ამის შესახებ ზემო მოხსენებულ სექციას.
- საქართველოში მოქმედ კანონების შესახებ-სანამ ქართული კოდექსი არ შემუშავებულა-კომისიამ დაადგინა ცალკე იქნეს გამოცემული სათანადო აქტი.
- კონსტიტუციის შეჩერების თუ შეუწყვეტლივ მოქმედების შესახებ გამოითქვა ორი აზრი - არსენიძე: იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში მუხლი, რომლის ძალითაც მთავრობა შესაძლებლათ აღჭურვილი იქნეს პარლამენტის მიერ მთელი ძალთა უფლებით. მეორე აზრი - საყვარელიძე: კონსტიტუცია მუდმივ და შეუჩერებლივ უნდა მოქმედებდეს - საბოლოოდ ამ აზრის გამორკვევა და შესწავლა მიენდო ივანე ჩერქეზიშვილს.
ტერიტორიალურ გადასინჯვის შესახებ კამათი არ დასრულებულა და საკითხი ღიად დარჩა.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საკითხი ივანე ჩერქეზიშვილის მიერ-უკანვე დაუბრუნდეს ავტორს საბოლოოდ შესასწავლად.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ 191, ფურც. 142
![]() |
12 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (29 ივნისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
ესწრებიან: არსენიძე, პ. საყვარელიძე, კ. მაყაშვილი
რაჟდენ არსენიძე კითხულობს მოხსენებას შესახებ საქართველოს მოქალაქეობისა მიღებულ იქნა და დაუბრუნდა ავტორს საბოლოოდ შესამუშავებლად.
მეორე მოხსენებას აკეთებს პ. საყვარელიძე მოქალაქის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებებზე.
ივანე ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რათა ყოველი თავი იქნეს დასაბუთებული.
რ. არსენიძეს მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო9დ დამუშავება.
პ. საყვარელიძეს - ტერიტორიალურ გადამიჯვნის
კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქმე 191, ფურც. 191.
![]() |
13 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (30 ივნისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
ესწრებიან: რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე.
რ. არსენიძემ წარადგინა საბოლოოდ დამუშავებული დებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობისა - მიღებულ იქნა ყველა 6 მუხლი. კომისიამ დაადგინა:
1/ დაბეჭდილ იქნეს დებულება და დაეგზავნოს ყველა ფრაქციებს,
2/ დებულება დაბეჭდილი გაეგზავნოს საბჭოს თავმჯდომარეს ცნობასთან ერთად, რომ ფრაქციებს უკვე დაგზავნილი აქვთ დებულებანი და ეთხოვოს მას შეტანილ იქნას საბჭოს დღიურ წესრიგში დაჩქარებით რომლის მომხსენებლად საბჭოში გამოვა კომისიის წევრი რ. არსენიძე.
კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ.1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც.144
![]() |
14 ეროვნული საბჭოს სოციალ დემოკრატიულ ფრაქციას (ივლისი 1918) |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო კომისია
ივლისი 1918
ვინაიდან ფრაქციის საკონსტიტუციო კომისიის წევრი ნ. ჟორდანია მოკლებულია საშუალებას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ესწრება ამ კომისიის სხდომებს, ამიტომ გთხოვთ მიიღოთ ზომები და კომისია შეავსოთ ახალი კანდიდატებით.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 29
![]() |
15 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (6 ივლისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
თავმჯდომარეობს - ს. ჯაფარიძე
მდივნობს - პ. საყვარელიძე
დაესწრნენ წევრები: რ. არსენიძე, კ. მაყაშვილი, ს. დადიანი, ი. ჩერქეზიშვილი, სათათბირო ხმით გრ. ვეშაპელი.
კრებაზე გადაწყდა:
I/ ეცნობოს ს. დ., ს. ფ., და ნ. დ. ფრაქციებს - რომ მათი წევრები - საკონსტიტუციო კომისიაში ამორჩეულნი - მათგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, კრებებს ვერ ესწრებიან - ამიტომ ეთხოვოს ფრაქციებს მიიღონ შესაფერი ზომა და კომისია შეავსონ ახალი კანდიდატებით - სოც. დემ. ფრაქციიდან - ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. „“ გ. რცხილაძე, ნაც. დემ „“ გ. გვაზავა - პირველი მთავრობის თავმჯდომარეა, - მეორე და მესამე სტამბოლში არიან;
2/ ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ საბჭოს კანცელარიის გამგეს, - რათა „საკონსტიტუციო კომისიას“ - საქმისმწარმოებლად დაენიშნოს დ. ნახუცრიშვილი;
3/ ეთხოვოს პრეზიდიუმს ოთახი კომისიისათვის;
4/ საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა დაევალა ს. დადიანს;
5/ დაევალოს პ. საყვარელიძეს დაათვალიეროს ტფილისის ყველა სამკითხველო და ჩამოართვას მათ დროებით ყველა საჭირო წიგნები;
6/ მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მცოდნე პირნი: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.
შემდეგ ამისა გაიმართოს საზოგადო ბაასი - მთავრობის პროექტზე და საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დებულებაზე - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „მოქალაქეობისა„ შესახებ.
გ. ვეშაპელის წინადადებით სიტყვა „ბინადარი“ შეიცვალოს „მკვიდრით“.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქმე 191, ფურც. 145
![]() |
16 საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (10 ივლისი 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
სხდომა დაიწყო ნაშუადღევის I საათ.
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, რ. არსენიძე, ს. დადიანი, პ. საყვარელიძე და ბოლოს კ. მაყაშვილი.
თავმჯდომარეობდა: ს. ჯაფარიძე.
მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი.
1. მოისმინა პროექტი დებულებისა იუსტიციის მინისტრის მიერ შემუშავებული საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობისა.
ვინაიდან კომისიის წევრებს ამ საგანზე მსჯელობა უკვე ჰქონდათ, როცა ამავე კომისიის პროექტს მოქალაქეობისას არჩევდნენ, ამიტომ საერთო მსჯელობა არ ყოფილა და შეუდგნენ პირდაპირ მუხლ მუხლად გარჩევას მინისტრის დებულებისას.
როგორც მთლიანი პროექტი დებულებისა იგი უარყოფილი იქნა, კომისიამ მიიღო და სასურველად სცნო თვის დებულებაში შესატანად მხოლოდ შემდეგი მუხლები:
1) - მესამე მუხლს დაემატოს შენიშვნა: მთავრობას უფლება აქვს მოიწვიოს განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებით, სანამ დაწესებულებათა ნაციონალიზაცია დამთავრდებოდეს, სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქეც;
2) მესამე მუხლი მინისტრის დებულებისა შესწორებით;
3) - მეექვსე, მეშვიდე და მერვე მუხლები იმავე დებულებისა შეერთებულ იქნას ერთ მუხლად შესწორებით და ორის შენიშვნით;
4) - ფიცის ფურცელი შესწორებული.
2. კომისიის სხდომის დრო 12 საათი ზოგიერთ წევრისთვის უხერხულია და წინადადება იყო შემოტანილი სხდომები ოთხშაბათობით ხდებოდეს I-3 ს.
დაადგინეს: წინადადება მიღებულ იქნა კომისიის სხდომები იმართებოდეს ნაშუადღევის I-3 საათამდე.
3. პ. საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობის და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც აღმოჩნდა ზოგიერთი კომისიისთვის საჭირო წიგნები, რომელთა გამოტანაა სასურველი.
დაადგინეს: კომისიის სახელით ეთხოვოს პუშკინის სახელობის და სახალხო სახლის წიგნსაცავთა გამგეებს კომისიას ათხოვონ დროებით ის წიგნები, რომელთაც დაასახელებს საყვარელიძე.
4. ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის მოწერილობა 6 ივლისისა №1714 იმის შესახებ, რომ კომისიის მოწერილობებს ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, აგრეთვე ყოველი კანონპროექტის მომხსენებელი უნდა იყოს დასახელებული მოწერილობაშივე.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქმე 191, ფურც. 146.
![]() |
17 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (13 ივლისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
(ნაშუადღევის 2 საათზე)
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, კ. მაყაშვილი, ს. დადიანი, ს. არსენიძე.
საბჭოს წევრი: დ. დადიანი
თავმჯდომარეობდა
მდივნობდა
1. პ. საყვარელიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას დაეთმო ოთახი სხდომებისათვის იქ, სადაც იმართება მუშათა კომისიის სხდომები.
კომისიამ მიიღო ცნობათ.
2. თანახმად კომისიის დადგენილებისა, თბილისის საჯარო წიგნსაცავები გვიბოძებენ კომისიისთვის საჭირო წიგნებს, რის ნაწილს ორშაბათს გადმოვიტანთ კიდეც.
კომისიამ მიიღო ცნობათ.
3. ეროვნულ დემოკრატიული ფრაქციის მხრივ გ. გვაზავას მაგიერ საბჭომ კომისიის წევრად დაამტკიცა გერ. ქიქოძე.
კომისიამ მიიღო ცნობათ.
თავმჯდომარე:
მდივანი
საქმის მწარმოებელი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 32
![]() |
18 ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიას (ივლისი 14 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნული საბჭოს
ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია
ივლისი 14 1918 წ.
საონსტიტუციო კომისიის წევრად გ. გვაზავას მაგიერ, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრით, არჩეულია გერონტი ქიქოძე.
თავმჯდომარის ამხანაგი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 30
![]() |
19 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (17 ივლისს 1918) |
▲ზევით დაბრუნება |
№10
დაესწრნენ: კ. მაყაშვილი, ს. დადიანი, პ. საყვარელიძე, გ. ქიქოძე, საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი.
დრ. თავმჯდომარეობდა კ. მაყაშვილი
მდივნობდა პ. საყვარელიძე
I. მსჯელობა იყო იმის თაობაზე, რომ შეთავსების კანონპროექტის შემუშავება დაშვებულ იქნეს, ვინაიდან საბჭოს მოცემული აქვს ერთი კვირის ვადა, მაშინ როდესაც მას შემდეგ მეტი დრო გავიდა.
ეთხოვა გ. ქიქოძეს შაბათისთვის 20 ივლისისთვის, წარმოადგინოს პროექტი შეთავსებისა.
II. ბ. ქიქოძეს დაევალა შემუშავება აღმასრულებელ ძალაუფლების დებულებისა.
დაევალა თანამშრომელს დ. ჩიქოვანს საარჩევნო სისტემის დებულების შემუშავება.
III. პ. საყვარელიძემ განაცხადა, რომ მას დიდი შრომა დააწვა გაზ. „საქართველ. რესპ.“ გამოცემის გამო და ამიტომ ითხოვდა „სამოქალაქო უფლებათა“ დებულების შემუშავება მის მაგიერ დაევალოს გიორგი ნანეიშვილს.
სხდომა გათავდა 2 საათზე
თავმჯდომარე
საქმისმწარმოებელი
სეა.ფ.133, აღწერა 1, საქ.191, ფურც. 151
![]() |
20 ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს საქარველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისია (20 ივლისი 1918) |
▲ზევით დაბრუნება |
თანახმად საკონსტიტუციო კომისიის დაადგენილებისა, გთხოვთ განკარგულება მოახდინოთ, რომ სასახლეში კომისიას ცალკე ოთახი დაეთმოს სამუშაოდ.
კომისიის თავნჯდომარე ჯაფარიძე
მდივანი საყვარელიძე
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 28
![]() |
21 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (20 ივლისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№11
თავმჯდომარეობს გ. ქიქოძე.
მდივნობს პ. საყვარელიძე.
კრებას დაესწრნენ საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი და გ. ნანეიშვილი
განსახილველია კანონპროექტი საბჭოს წევრობის და მოხელეობის შეთავსებისა, რომელიც წარმოადგინა გ. ქიქოძემ.
მანვე მოახსენა კომისიას მცირე განმარტება ამ კანონპროექტის გამო გამოთქვა ის აზრი, რომ თითქმის ყველა პარლამენტარულ სახელმწიფოს პრინციპად აქვს მიღებული ის, პარლამენტის /ჩვენში საბჭოს/ წევრი შეუძლებელია იყოს იმავე დროს სახელმწიფო დაწესებულების მოხელეც; საბჭოს წევრი რომ თავისუფალი იყოს თავის მოქმედებაში, საჭიროა იგი იყოს მთავრობისაგან დამოუკიდებელი. /მოიყვანა მაგალითი იმისა, რომ სამხრეთ რესპუბლიკებში მოიჯარადეებსაც კი არ აქვთ უფლება პარლამენტის წევრობისა/.
ამიტომ სახელმწიფო სამსახურში მყოფს მოხელეს და სამხედრო პირს უფლება არ უნდა ჰქონდეს საბჭოს წევრად ყოფისა.
შემდეგ წაკითხულ იქნა თვით კანონპროექტი, რომელიც შეიცავს სამ მუხლს. პირველად კამათი გამოიწვია გარკვევამ იმ ცნებებისა, თუ რა იგულისხმება სახელმწიფო, სამხედრო და სამოქალაქო /საზოგადოებრივ/ სამსახურად.
მიღებულ იქნა ის აზრი, რომ ამ პროექტში ლაპარაკია სახელმწიფო და სამხედრო სამსახურზე და არა საზოგადოებრივ სამოქალაქოზე.
შემდეგ აღიძრა კითხვა იმის შესახებ, თუ მილიცია და გვარდია ითვლება თუ არა სახელმწიფო ან სამხედრო სამსახურად, - მიიღეს ის აზრი, რომ მილიციაში მოსამსახურე ითვლება სამოქალაქო სამსახურში, ხოლო გვარდიაში მოსამსახურე - სამხედროში.
უნივერსიტეტის პროფესორების საბჭოს წევრობის შესახებ კითხვა გარკვეულ იქნა ასე: თუ პროფესორი დანიშნულია მთავრობის მიერ, იგი ითვლება სახელმწიფო სამსახურში და უფლება არა აქვთ საბჭოს წევრობისა; თუ პროფესორთა კორპორაციის მიერ არის არჩეული პროფესორად - მას უფლება აქვს იყოს წევრად. მათი გასამრჯელოს შესახებ სჯა-ბაასი დასრულდა იმით, რომ სასურველად სცნეს, სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკის მიხედვით, რომ საბჭოს წევრს პროფესორს ნება აქვს მიიღოს გასამრჯელო წევრობისაც და პროფესორობისაც.
მაყაშვილმა შემოიტანა წინადადება, რომ ჩაემატოს მუხლი იმის შესახებ, საბჭოს წევრად არჩეულმა მოხელემ თავი უნდა დაანებოს მოხელეობას.
ამ საგანზე გაიმართა სჯა-ბაასი და გამოითქვა სურვილი, რომ ამნაირი მუხლი, თუნდაც ფრჩხილებში ჩასმული, შეტანილ იქნეს პროექტში, თუმცა იგი იგულისხმება.
დადიანმა და მაყაშვილმა გამოსთქვეს ის აზრი, რათა ამ კანონპროექტს მისცემოდა ისეთი ბარათი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი ძირითად კონსტიტუციაში შეტანა.
ქიქოძემ და ნანეიშვილმა სთქვეს, რომ ეხლანდელს კანონპროექტს დროებითი ბარათი აქვს რაც აწინდელი საბჭოს მდგომარეობით არის გამოწვეული; ამ პროექტსაც ისე უნდა ვუყუროთ მხოლოდ როგორც მასალას დამფუძნებელი კრებისათვის.
ნანეიშვილის წინადადებით ჩამატებულ მუხლის რედაქცია ასეთი უნდა იყოს; თუ მოხელე მოხელეობაზე უარს იტყვის, მაშინ იგი რჩება საბჭოს წევრად.
კამათი კანონპროექტის შესახებ შესწყდა.
საყვარელიძის წინადადებით დაევალა გ. ქიქოძეს, ოთხშაბათისთვის /24 ივლისს/ წარმოადგინოს ხელახლად შემუშავებული კანონპროექტი და მოკლე მოხსენება-განმარტება ამავე პროექტის გამო.
2. პ. საყვარელიძემ განაცხადა, რომ იგი განთავისუფლებულ იქნეს მდივნობის მოვალეობისაგან, რადგანაც ბევრი საქმე აქვს რედაქტორობის გამო. ამის გარდა ასარჩევია თავმჯდომარის ამხანაგიც. მანვე შემოიტანა წინადადება, რომ ოთხშაბათს, 24 ივლისს მოწვეულ იქნენ კომისიის წევრნი და მოსაწვევ ბარათში აღნიშნული იყოს საგანი სხდომისა; თავმჯდომარის ამხანაგის და მდივნის არჩევა
კომისიამ ეს წინადადება მიიღო.
3. პ. საყვარელიძემ წაიკითხა თავის შემუშავებული „საზოგადო დებულებანი“, რის გამოც გაიმართ მცირე ბაასი.
4. მანვე გააცნო კომისიას პროექტი დებულებისა „საქართველოს ტერიტორიის“ შესახებ.
ამის გამოც მცირე კამათი გაიმართა და შემდეგ კრება შესწყდა ნაშუადღევის 3 საათზე.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 151.
![]() |
22 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (1918 წლის 24 ივლისს) |
▲ზევით დაბრუნება |
№12
დაესწრნენ: კ. მაყაშვილი, ს. დადიანი, რ. არსენიძე, გ. ქიქოძე, ს. ჯაფარიძე.
დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი
I. ასარჩევია კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი, - არჩეულ იქნა სამსონ დადიანი.
2. პ. საყვარელიძის უარის განცხადების გამო ასარჩევია მდივანი, მაგრამ კომისიამ გადასწყვიტა ეთხოვოს ბ. საყვარელიძეს დარჩეს მდივნად, რადგანაც ჯერ ერთი, ყველა წევრები დატვირთულნი არიან კომისიებში მუშაობით და მეორე საქმისმწარმოებელი შეასრულებს ყოველივე საწერს და სამუშაოს.
3. ბ. ქიქოძემ წარმოადგინა დაწერილი მოხსენება და კანონპროექტი საბჭოს წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა.
კამათი გამოიწვია მეორე მუხლმა, რომელიც სამხედრო სამსახურში მყოფთ შეეხება.
ბ. არსენიძის წინადადება იყო, პირველ მუხლში ჩამატებულ იქნეს სიტყვა „სამხედრო“, რის შემდეგაც მეორე მუხლი მეტიღა იქნება. ორის მაგიერ იქნება ერთი მუხლი.
ნანეიშვილმა სთქვა, რომ ამ მუხლში შევიტანოთ საბერძნეთის კონსტიტუციის კორექტივიო.
არსენიძემ განაცხადა, თუ ყველა მოქალაქე მოვალეა მოიხადოს სამხედრო სამსახური, მაშინ არც უფლება უნდა ჰქონდეს ვის-მე სამხედრო მოსამსახურეს არჩეულ იქნას საბჭოს წევრად. მაგრამ თუ შეღავათი იქნება სხვისთვის მაშინ სამხედრო მოსამსახურესაც უნდა მიეცეს. - გამოითქვა სურვილი, რომ საბჭოს წევრს განცხადებისათვის მიეცეს რვა დღის მაგიერ თოთხმეტი დღის ვადა.
არსენიძემ გამოსთქვა აზრი, რომ საჭირო იყო მოხსენებაში პოლიტიკურთან ერთად მუხლების იურიდიული განმარტება და კონკრეტიზაცია ყოფილიყო.
პ. საყვარელიძე და ნანეიშვილმა განაცხადეს, რომ თუმცა ამგვარ დამატების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ საჭირო კი არ არის, რადგან ეს კანონი დროებითი ხასიათისაა.
არსენიძე, ნუ დავავალებთ, მხოლოდ სურვილი გამოვთქვათ, რომ მომხსენებელმა ყურადღება მიაქციოს ამ მხარესაცო.
კანონპროექტი კომისიამ მიიღო და დაადგინა: წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს საბჭოში წარსადგენად.
მომხსენებლობა დაევალა ბ.გ. ქიქოძეს.
4. კ. მაყაშვილმა იკითხა, რა ტიპის კონსტიტუცია უნდა იქნეს მიღებული საფუძვლად სამართლის უფლების დებულების შემუშავების დროს.
გამოითქვა აზრი, რომ საფუძვლად მიღებულ იქნას ის კონსტიტუცია, რომელიც მოკლედ და ჩვენი ქვეყნის შესაფერისად გამოჰხატავს სასამართლოს მთავარს ღირებულებებს.
5. თავმჯდომარის ამხანაგმა ს. დადიანმა შემოიტანა წინადადება, რომ შაბათს კრებები იმართებოდეს I-3 საათამდე და არა 2-3 საათ. წინადადება მიღებულ იქნა.
თავმჯდომარის ამხანაგი
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 210-211
![]() |
23 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (27 ივლისს 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№13
დაესწრნენ: ს. დადიანი, გ. ქიქოძე, კ. მაყაშვილი
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი.
I. ბ. დადიანმა წაიკითხა პროექტი „რესპუბლიკის ჯარის“ დებულებისა რომელიც შესდგება 17 მუხლისაგან:
გაიმართა მცირე კამათი, რომლის დროსაც ბ. ნანეიშვილმა გამოსთქვა წაკითხულ დებულების შესახებ აზრი, რომ ჯარში სამსახურის ვადა რაც ნაკლები იქნება, ისა სჯობია, მაგალითად არა უმეტეს ორი წლისა;
პროექტით ჯარი ექვემდებარება პარლამენტს, მაგრამ ეს შეუძლებელია, ჯარი უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას, რადგანაც პასუხისმგებელი საბჭოს წინაშე მთავრობაა;
კამათი ამ საგანზე გადიდო შემდეგისათვის.
გამოითქვა სურვილი, რომ სამხედრო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ჯარის შესახებ გადმოცემულ იქნეს საკონსტიტუციო კომისიაში გასაცნობად.
წინადადება იყო შემოტანილი, რომ რესპუბლიკის მთელი კონსტიტუციის შემუშავება მიენდოს ერთს პირს, რითაც დაცულ იქნება კონსტიტუციის მთლიანობა.
ამის გარდა გამოითქვა სურვილი, რომ რაც განაწილებულია შესამუშავებლად, ის პროექტები კომისიის წევრებმა წარმოადგინონ და მერე მთელი კონსტიტუციის შედგენა მიენდოს ერთს პირს, ამ პროექტის მიხედვით.
თავმჯდომარის ამხანაგი
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 154
![]() |
24 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (1918 წ. ივლისის 31) |
▲ზევით დაბრუნება |
№14
დაესწრნენ: ს. დადიანი, პ. საყვარელიძე, გერ. ქიქოძე, კ. მაყაშვილი.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი, საბ. წევრი დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი.
მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი.
1. კომისია გაეცნო მთავრობის მიერ შედგენილს ორს კანონპროექტს საქართველოს რესპუბლიკის ჯარის მოწყობისას, - გაიმართა მცირე ბაასი იმის შესახებ, თუ მთავარ სარდლის დანიშვნის უფლება ვის უნდა ეკუთვნოდეს, საბჭოს თუ მთავრობას, - აგრეთვე ომის გამოცხადების უფლება ვის ხელში უნდა იყოს - საბჭოსი, თუ მთავრობისა, - შემდეგ თავმჯდომარემ კითხვა პრინციპიალურად დააყენა: კომისიამ მიიღო სახელმძღვანელოდ მთავრობის კანონპროექტები, თუ, მიუხედავად სხვა და სხვა კანონპროექტებისა, კომისიამ განაგრძოს თავისი მუშაობა ისე, როგორც ჰქონდა, მიზნად დასახული.
პ. საყვარელიძემ გამოთქვა ამის გამო ის აზრი, რომ საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმუშაოს აკადემიურად, შეადგინოს მთელი კონსტიტუცია რესპუბლიკისთვის, მიუხედავად იმისა, ეხლა საბჭოში რანაირი კანონპროექტები შეაქვს მთავრობას, თუ რომელიმე კომისიას ჩვენი კომისიის ნამუშევარი მასალად მაინც გამოადგება დამფუძნებელ კრებას, თუ არ დააკანონებს მას.
ამ აზრს ეთანხმებიან ბ.ბ. ნანეიშვილი და კ. მაყაშვილი.
კომისიამ დაადგინა: გაეცნო რა მთავრობის პროექტებს ჯარის დებულებებისას, კომისიამ საჭიროდ სცნო, განაგრძოს თავისი მუშაობა აკადემიურად.
2. თავმჯდომარემ კითხვა დაუყენა კომისიას; განვაგრძოთ მსჯელობა ს. დადიანის წარმოდგენილ ჯარის დებულების გამო, თუ არა?
გ. ქიქოძე არ სცნობს საჭიროდ ამ დებულების განხილვას, რადგან ნაწყვეტ ნაწყვეტად შემუშავება კონსტიტუციის ნაწილებისა და მათი განხილვა უნაყოფო შრომა იქნებაო.
პ. საყვარელიძე მომხრეა ეხლავე განხილვისა.
კ. მაყაშვილმა შემოიტანა წინადადება - რომ, თანახმად კომისიის დადგენილებისა, დაიბეჭდოს ეს დებულება და დაეგზავნოს კომისიის წევრებს გასაცნობად.
კომისიამ კ. მაყაშვილის წინადადება მიიღო და დაავალა საქმისმწარმოებელს მისი შესრულება.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 155
![]() |
25 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (1918 წ. აგვისტოს 3-ს) |
▲ზევით დაბრუნება |
№15
დაესწრნენ: ს. დადიანი, რ. არსენიძე, კ. მაყაშვილი, პ. საყვარელიძე.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი.
განსახილველია ს. დადიანის მიერ შემუშავებული დებულება „რესპუბლიკის ჯარისა“.
კომისიამ დაადგინა - მუხლობრივ განიხილოს ეს დებულება, რადგანაც წევრებს გაცნობილი აქვთ მთელი პროექტი. მომხსენებელი ს. დადიანი კითხულობს პირველს მუხლს.
რ. არსენიძე ამბობს, რომ ამ დებულებაში სამსახურის ვადა უნდა იყოს ნაჩვენები, რადგან კანონპროექტის შეცვლა კანონით გამწესებული იქნება, ჩვენ კი შეიძლება ვადის ხან გადიდება დაგვჭირდეს, ხან შემოკლება დაგვჭირდეს; ამის გარდა ყველა მოქალაქე ეროვნების და სარწმუნოების განურჩევლად ვალდებულია მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონით განსაზღვრულ ვადაში. მაჰმადიანებმაც ისე უნდა მოიხადონ ბეგარა, როგორც დანარჩენებმა, ეს სასარგებლო იქნება მათთვისაც.
ბ. ნანეიშვილიც ეთანხმება ამ აზრს.
ბ. დადიანი იცავს ვადის დატოვებას, ვინაიდან ვადა, ამბობს ის, ყველა კონსტიტუციაში აღნიშნული ეს კითხვა ძირითდია, პრინციპიალური, რასაც ამტკიცებს ევროპის სახელმწიფოთა ისტორია; თუ არ იქნა ვადა განსაზღვრული კონსტიტუციით, მაშვინ ყოველ წლივ ბიუჯეტის განხილვის დროს აღიძვრება კითხვა სამსახურის ვადის გადიდება-შემოკლების შესახებ. მაჰმადიანების გაწვევის შესახებ, კი ამბობს, რომ ამას ხელს შეუშლის ბევრი მიზეზი, სხვათა შორის ჭამა, ადათები და საზოგადოდ მათი უწესრიგო ყოფა-ქცევა, რაც ცუდათ იმოქმედებს დანარჩენს ჯარზე. ამიტომ არ არის სასურველი მათი ჯარში გაწვევა.
ბ. ნანიშვილი კითხვას სხვანაირად აყენებს; ვინც სარგებლობს ყველა უფლებით, მოვალეა აასრულოს ყველა მოვალეობაც. თუ ისეთი შეღავათი მიეცა, როგორც მეთოთხმეტე მუხლშია ნაჩვენები, ჩვენ შეძლებას ვაძლევთ ბევრს ქვეშევრდომთაგან გასვლისას, რითაც დაირღვევა 1%25 გაყვანის მუხლი; ომიანობის დროს კანონის ეს ნაკლი ცუდს გავლენას იქონიებს ჩვენ საომარ მდგომარეობისათვის. ამიტომ ყველას გაყვანაა საჭირო.
ბ. არსენიძე - ვადა კონსტიტუციაში არ უნდა იყოს განსაზღვრული, დღეს ორი წელია, ხვალ შეიძლება, სამი წელიწადის შემოღება დაგვჭირდეს. ჯარის გამრავლება თუ შემცირება ვადის მომატება-დაკლებით მოხდება, - ეს კი ცალკე სამხედრო კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენც როგორც მცირერიცხოვან ერის შეღავათები არ გვექნება. სამხედრო ბეგარა საყოველთო უნდა იყოს; მაჰმადიანები ან სხვანი გაწვეულ იქნებიან, თუ არა, ეს პოლიტიკის საქმეა და ცალკე კანონით უნდა იქნეს აღნიშნული, მაჰმადიანების გაწვევა საჭიროა იმითაც, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურულად გაერთიანებას შეუწყობს ხელს.
პირველი მუხლი ასე შესწორდეს: ყოველი მოქალაქე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისა ვალდებულია მოიხადოს სამხედრო ბეგარა თანახმად სამხედრო კანონებისა. მერე კამათი გამოიწვია იმ კითხვამ, შეუძლიან მოქალაქეს ჯარში გაუსვლელად მოიხადოს ბეგარა: მაგალ. ფულის გადახდით, თუ არა. გამოითქვა სურვილი, რომ ბეგარა იყოს უეჭველად პირადი; ამიტომ ზემოაღნიშნულ რედაქციაში შეტანილ იქნას სიტყვა: „პირადად“.
ბ. ნანეიშვილს შემოაქვს წინადადება, თუ ორი წლის ვადა დარჩება ამ მუხლში, მაშინ შეტანილ იქნეს დამატება შენიშვნასავით, რომ ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში.
პირველ მუხლს ეყარა კენჭი. პირველი მუხლი ბ. არსენიძის რედაქციით, სიტყვა „პირადად“ დამატებით მიღებულ იქნა სამი ხმით ერთის წინააღმდეგ.
მუხლი მეორე.
პ. არსენიძეს საჭიროდ მიაჩნია ამ მუხლის რედაქციის პირველთან შეთანხმებით შემდეგნაირად შეცვლა: მუდმივ ჯარში სამსახურის შემდეგ - სათადარიგო ჯარში ითვლება ხუთს წელს და 45 წლამდე მილიციაში.
ნანეიშვილმა განაცხადა, რომ ამ დებულებაში საკონსტიტუციო მუხლი მხოლოდ ერთია - პირველი; დანარჩენი მუხლები კი ცალკე კანონებში უნდა შევიდეს. ყველაფრის გათვალისწინება ძნელია და შეუძლებლიც, ამიტომ ძირითადი კანონი რაც მოკლე იქნება, ისა სჯობია.
პ. საყვარელიძეც საჭიროდ სთვლის მუხლის შემოკლებას და შესწორებას;
ს. დადიანი იცავს მთლიანობას დებულებისას და ამბობს, რომ უფლებები განსაზღვრული უნდა იყოს მიუხედავთ იმისი გრძელი გამოვა თუ მოკლე აღნუსხვა.
კ. მაყაშვილს შესაძლოდ მიაჩნია მეორე მუხლის მთლიანად გამოტოვება.
რ. არსენიძეს შემოაქვს წინადადება მეორე მუხლი შეიცვალოს ასე: ყოველი მოქალაქე, ვისაც იარაღის ტარება შუძლია, 20-დან 45 წლამდე ჯარის რომელიმე ნაწილში ითვლება.
ეს რედაქცია მეორე მუხლისა მიღებულ იქნა სამის ხმით ერთის წინააღმდეგ.
მესამე მუხლი
მცირე კამათის შემდეგ ეს მუხლი მიღებულ იქნა ერთხმად შემდეგის რედაქციით:
მუდმივი ჯარი მშვიდობიანობის დროს შესდგება რესპუბლიკის მცხოვრებთა არა უმეტეს ერთის პროცენტისაგან
მეოთხე მუხლი
ბ. ნანეიშვილმა განაცხადა: არა მარტო მეოთხე, არამედ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მუხლიც მისაღები არ არის, რადგანაც არც ერთის კონსტიტუციით პარლამენტს არა აქვს მინიჭებული უფლება ადმინისტრატიულ მიზნების განხორციელებისა, რომელიც შეადგენს მთავრობის უფლებას და თვისებას.
თუ მთავრობა პასუხის მგებელი იქნება საბჭოს წინაშე, მაშინ მთავრობასვე უნდა ჰქონდეს ჯარის განკარგულების უფლებაც; საბჭო პასუხს ვერ მოსთხოვს მთავრობას, თუ უკანასკნელს თავის განკარგულებაში არა ჰყავს ჯარი /ინგლისის მაგალითი/ საზოგადოთ კი განსაზღვრული უნდა იყოს კანონმდებლობითი და აღმასრულებელ ორგანოების ფუნქციები.
საბჭო /პარლამენტი/ უნდა იყოს კანონმდებელი, მთავრობა კანონის აღმასრულებელი. მთავარ სარდლის დანიშვნა, თუ ციხე-სიმაგრეების აშენებაც მთავრობის, კერძოთ სამხედრო მინისტრის უფლებას უნდა შეადგენდეს და არა საბჭოსას; საბჭოს აქვს უფლება და საშუალება ამა თუ იმ ახალი ციხესიმაგრის აშენების ნება დართოს ან უარჰყოს მის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებით ან უარჰყოფით.
მეშვიდე მუხლიც მისაღები არ არის ამავე მოსაზრებებით. ევროპის პარლამენტების მაგალითები მოჰყავს, საიდანაც სჩანს, რომ აჯანყების თუ არეულობის დასაწყნარებლად /ან სხვა შემთხვევაში/ მთვრობას ნება აქვს ჯარი გაგზავნოს, მხოლოდ განსაზრვრულ ვადაზე პარლამენტს აცნობებს თავის განკარგულების შესახებ.
მერვე მუხლიც არ არის მისაღები, ვინაიდან სახელმწიფოში ბიუჯეტი ერთია და საყოველთაო, რომელშიც სამხედრო ხარჯები შედის.
როგორც მხოლოდ ერთი ნაწილი ბიუჯეტისა; ცალკე სამხედრო ბიუჯეტი იმ სახელმწიფოშია, სადაც იგი ჯავშან გადაკრულად ითვლება, მაგალითად გერმანიაში.
რ. არსენიძე ეთანხმება ნანეიშვილის აზრს და ამბობს, რომ საბჭოს მაგიერ მთავრობას უნდა ექვემდებარებოდეს ჯარი: სამხედრო ბიუჯეტი გერმანიაში ჯავშან გადაკრულია იმიტომ, რომ იგი მეფის უფლებას შეადგენს, რითაც იზღუდება ხალხის წარმომადგნლების - პარლამენტის... უფლება.
საჭირო არ არის თქმა იმისი, თუ რა უფლებები ეკუთვნის საბჭოს; უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა უფლებები ეკუთვნის საბჭოს /პარლამენტი/ იმის გარდა, რასაც თითონ გადასცემს მთავრობას.
მთავარ სარდლის და სხვა თანამდებობის პირთა დანიშვნა უნდა გადაეცეს მთავრობას.
ს. დადიანი იცავს დებულების მუხლებს, თანახმაა მუხლები შემცირდეს მხოლოდ იმ შესწორებით, რომ უმაღლესი ნება ეკუთვნოდეს მაინც საბჭოს.
ვინაიდან დაგვიანებული იყო, წინადადება შემოვიდა ასეთი: შეწყდეს კამათი, მომხსენებელს დაევალოს შემდეგი სხდომისთვის წარმოადგინოს შემუშავებული რედაქცია განხილულ მუხლების /4-8/ გამოთქმულ აზრების თანახმად.
ეს წინადადება მიღებულ იქნა. სხდომა შეწყდა 3 საათზე.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 158.
![]() |
26 სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია (ნოე ჟორდანიას მოხსენება) |
▲ზევით დაბრუნება |
I შესავალი
პირველად საქართველოს სოციალ-დემოკრატიას უხდება მთავარი როლის ასრულება თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საქმეში. ჯერ არსად არ ყოფილა ასეთი მაგალითი. დღემდე სოციალ-დემოკრატია მხოლოდ ღებულობდა მონაწილეობას კანონების გამოცემაში, ან როგორც სახელმწიფოს ბატონ პატრონი - მაგ. ფილანდიაში, შვეიცარიის ზოგიერთ კანტონებში, გოტის სამთავროში, და უმრავლესობაზე ახდენდა ერთგავრ ზეგავლენას, რომ გამოცემულიყო კანონები სოციალ დემოკრატიის მსოფლმხედველობასთან შეფარდებით. მე-19 საუკუნეში შეიქმნა ზოგიერთი ახალი სახელმწიფოები ძველ სახელმწიფოებიდან გამოყოფით: მაგ. ბელგია გამოეყო ნიდერლანდს, სერბია, ბულგარეთი და სხ., ბალკანეთის სახელმწიფო - ოსმალეთს, იტალია - ავსტრო უნგრეთს და სხვ., მაგრამ ეს სახელმწიფონი შექმნეს ბურჟუაზიულმა პარტიებმა, ხოლო სოციალ-დემოკრატია ადგენდა თავის მინიმალურ მოთხოვნილებებს და თანდათან ბრძოლის საშვალებით აუმჯობესებდა ამ სახელმწიფოთა მდგომარეობას.
ჩვენ კი სახელმწიფოს ვაშენებთ არა მარტო კანონების გამოცემით, არამედ - ჩვენი სისხლითაც. ჩვენი სახალხო გვარდია და შეგნებული მუშები, როგორც თფილისისა ისე პროვინციისა, განსაკუთებით თფილისის - აი, ვინ არის ნამდვილი სახელმწიფოს აღმშენებელი. ჩვენც და მათაც უფლება აქვთ იკითხონ: რათ და რისთვის, რომელი იდეალების გულისთვის ვღვრით სისხლს და ვმუშაობთ დაუღალავათ საქართველოს სახელმწიფოს აშენების საქმეში? ჩვენ ვართ არა მარტო სახელმწიფოს უბრალო ამშენებლები, არამედ - სოც. დემოკ. მშენებლები ე.ი. ჩვენ ვართ ისეთი ხალხი, რომელიც განსაზღვრული პოლიტიკური აზრით და მიზნებით ვაწარმოებთ პოლიტიკას. ამიტომ ისმება კითხვა: როგორ მოვათავსოთ ერთად სოციალ დემოკრატიული მსოფლ-მხედველობა და მუშაობა ბურჟუაზიულ დაწესებულებათა შესაქმნელად. როგორ მოვახრეხოთ, რომ ამ პროცესში პარტია არ გადაცდეს თავის გზას და არ გადაიქცეს წვრილ ბურჟუაზიულ პარტიად.
ზოგიერთი ჩვენი ამხანაგები გაზეთ „სოციალ დემოკრატიდან“ ჭეშმარიტების გზიდან ჩვენს აცდენას ხედავენ იქ, სადაც ეს არ შეეძლო დაენახა არას დროს არა თუ საღად მოაზროვნე სოციალ-დემოკრატს, არამედ - უბრალო, გულწფელ დემოკრატს. - ეს შემცდარი გზა მათის აზრით საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების ფაქტიდან მტკიცდება. მათ სერიოზულად დაიწყეს დავა თვითგამორკვევის უფლების პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარების ნიადაგზე. როგორც ეტყობა, ინტერნაციონალის ამგვარ მოთხოვნას სასიცოცხლო მნიშვნელობას არ აკუთვნებენ. ნამდვილათ კი სოციალ დემოკრატიული გზიდან აცდენის შესაძლებლობას პარტიისათვის შეიცავს არა ეს აქტი, არა დამოუკიდებლობის გამოცხადება, ვინაიდან ასეთ ნაბიჯს სოციალისტს შეუძლია მხოლოდ მიესალმოს, არამედ - ასეთი გზიდან აცდენა მოსალოდნელია თვით სახელმწიფოს შენების პრაქტიკულ ნიადაგზე. მარქსისტისათვის მხოლოდ აქ შეიძლება დაიბადოს ეჭვი და გაუგებრობა, ამიტომ აქეთკენ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, მაშ, რისთვის ვაშენებთ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს?
2) სახელმწიფო საზოგადოთ
სახელმწიფო მენგერის გამოკვლევით არის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა შეერთება, რომლებიც საერთო მთავრობის ქვეშ იმყოფებიან. ეს ასე ვსთქვათ სახელმწიფოს შემეცნების გარეგნული განსაზღვრაა, რომელიც არაფერს არ ამბობს მის შინაგან შინაარსზე. აქედან მხოლოდ ის სჩანს, რომ დამახასიათებელი ნიშანია ყოველი სახელმწიფოსი - მცხოვრებნი, ტერიტორია და მთავრობა. იქ, სადაც არ მოიპოვება ერთი აქ მოყვანილი ნიშანთაგანი, არ არის არც სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ, მარქსისტებმაც ვიცით, რომ სახელმწიფო საზოგადოების კლასებად დაყოფის ნიადაგზე აღმოცენდა და სახელმწიფო არის პოლიტიკური ორგანიზაცია გაბატონებული კლასებისა. ასეთია სახელმწიფოს ბუნება. სახელმწიფოსთან შესაძლებელია იყოს ორნაირი დამოკიდებულება: უარყოფითი და დადებითი, ე.ი. ან უნდა უარყოთ სახელმწიფო, როგორც ჩვენთვის უკეთური, მზაკვარი, როგორც ამას ანარქისტები სჩადიან, ანუ უნდა ვაღიაროთ სახელმწიფო საზოგადოების განვითარების უმთავრესს ფაქტორად და ვეცადოთ გამოვიყენოთ ის საკუთარი მიზნებისათვის, როგორც სოციალისტები შვრებიან. პროლეტარიატი სავსებით დგას სოციალიზმის თვალთახედვის ისარზე და იბრძვის თავის გასათავისუფლებლათ ამ ძალის დასაპატრონებლად.
ჩვენ კი საქართველოში როცა ეს ძალა გვაქვს, შეიძლება სახეში ვიქონით სოცალური რევოლიუცია, როგორც მიზანი და როგორც ისტორიული პერსპექტივა, და არა, როგორც პირდაპირი პრაქტიკული საგანი. ამ პერსპექტივით განვსხვავდებით ჩვენ ყველა ბურზჟუაზიულ პარტიებისაგან, რომელნიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო დაწესებულებათა აშენების საქმეში იმ მიზნით, რომ განამტკიცონ კაპიტალისტური საზოგადოება და გაამუდმივონ დაქირავებული შრომა. ამ რიგათ ჩვენ სახელმწიფოს უყენებთ გარკვეულ ნათელ მიზანს: საზოგადოების სოცალურ ნიადაგზე გარდაქმნას. მაგრამ, როცა ამ მიზნისკენ მივისწრაფით, მაშინ აუცილებლათ უნდა გავიაროთ საჭირო პოლიტიკო-ეკონიმიური საფეხურები. ამ საფეხურებს ჩვენ გვერდს ვერ ავუხვევთ, ვერც ნახტომებს გავაკეთებთ, ამის უფლებას ისტორია არ იძლევა. ეს საფეხურები შემდეგია: ძველი რეჟიმის დამხობა და ახალი დემოკრატიული წყობილების დამყარება. კაუცკი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯები ძლევა მოსილი პროლეტარიატისა იქნება არა სოციალური გადაკეთება, არამედ დემოკრატიულ დაწესებულებათა დამკვიდრება, პროგრამა მინიმუმის ცხოვრებაში გატარება და შემდეგ კი თანდათან პროგრამა მაქსიმუმზე გადასვლა მხოლოდ ჩვენმა თავისებურმა სოციალისტებმა, რომელნიც ჯერ კიდევ არ არიან თავისუფალნი ნაროდნიკული ცრუმორწმუნეობის ბადისგან, პირველი საფეხური უკანასკნელ საფეხურათ ჩასთვალეს, დემოკრატიული რევოლუცია სოციალურ რევოლუციად მიიღეს, როგორც ეს 1848 წ. საფრანგეთში ბლანკას და ლუი ბლანის სკოლის სოციალისტებმა მოიმოქმედეს. ერთი სიტყვით ბალშევიკებმა მოინდომეს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადახტომა, ერთი შეხტომით ძველი რეჟიმის სამეფოდან სოციალიზმის სამეფოში შესვლა, გვერდი აუხვიეს დემოკრატიას, მოატყუეს ისტორია, მაგრამ თვითონ დარჩენ მოტყუებულნი. დემოკრატიის უარყოფით მიიღეს არა სოციალიზმი, არამედ ვანდალიზმი.
სახელმწიფოს თავისთავად მიზანი არ აქვს, მას მიზანს აძლევს ის კლასები, რომელთაც ის ხელში უჭირავს. ძველი რეჟიმის დროს, თავად აზნაურობის ბატონობის ხანაში სახელმწიფოს მიზანი თავად აზნაურული იყო, ეხლა კი ბურჟუაზიის ბატონობის ხანაში მიზანიც ბურჟუაზიულია. ე.ი. ის მოქმედებს იმ კლასების სასარგებლოთ, რომელნიც არიან მისი ბატონ-პატრონი, მაგრამ, სახელმწიფო თავის პატრონებისათვის მოქმედობენ მხოლოდ ისტორიულ შესაძლებლობის ფარგლებში. თუ კი, მაგალითად ინგლისის სახელმწიფოს მოვახვევთ თავზე თავად-აზნაურულ მიზნებს, მაშინ ამ მიზნების გატარება შეუძლებელი შეიქნებოდა და აქედან გამოვიდოდა ან რევოლიუცია, ანუ ანაქრია. ბალშევიკების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ შეითვისეს არამც თუ მარქსიზმის ელემენტარული ჭეშმარიტება, არამედ მთელი ის მეცნიერებაც, რომ საზოგადოება როგორც ბუნების ნაწილი, მოძრაობს აუცილებელი იტორიული კანონების თანახმად და წარმოიდგინეს გაუსწორებელი იდეალისტებსავით, რომ შეიძლება სახელმწიფოს როგორიც გვინდა ისეთი მიზანი დაუყენო, ის მას განხორციელებს. ამ წინააღმდეგობამ, რომელიც არსებობდა ბალშევიკურთა მიერ რუსეთის სახელმწიფოსადმი წარდგენილ მიზანსა და მის განხორციელების შეუძლებლობაში, გამოიწვია რუსეთის სახელმწიფო დანგრევა და საუკუნეებით შექმნილ ქონების დატაცება.
აი ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს პატრონებმა, რათაც უნდა დაგვიჯდეს, მაინც უნდა დავახწიოთ თავი ამ დამღუპველ წინააღმდეგობას ისე, რომ ოპორტიუნიზმში არ ჩავვარდეთ. ეჭვი არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ბურჟუაზიულ საზოგადოების ფარგლებში, ასე თუ ისე, ემსახურება ბურჟუაზიის ინტერესებს. ამას ვერას გზით თავს ვერ დაახწევს საქართველოს სახელმწიფო. ამისათვის თავის დახწევა - ეს უტოპია და ამიტომ ჩვენ ამას სრულად არ ვდილობთ. მაგრამ არა უტოპია, არამედ რეალური შესაძლებლობას ვისახავთ მიზნათ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რაც შეიძლება მეტს იმოქმედებს ნაკლები მქონე და არა მქონე კლასების ინტერესებისათვის. ამ მიზნის მიღწევა შეადგენს ჩვენს საქმეს, სანამ ჩვენ ძალა - უფლება ხელში გვაქვს. შესაძლებელია თუ არა ამას მივაღწიოთ? შეიძლება ჩვენც მიზნათ ახალი უტოპიას ვისახავთ, ვნახოთ?
3) ქართველი საზოგადოების სტრუქტურა
სახელმწიფო იქმნება არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობისაგან და ის იცვლება ამ ურთიერთობის შეცვლის თანახმად. სახელმწიფოებრივ ურთიერთობის მხრივ საქართველო არის TABULA ZASA (სუფთა ფიცარი), ის არ არის შებოჭვილი არც ნაციონალურ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიით, არც დამკვიდრებული არც სახელმწიფო ტრადიციებით. ჩვენი სახელმწიფო მოკვდა ასი წლის წინეთ, მისგან არაფერი არ დარჩენილა, რუსულ სახელმწიფოებრივობა ჩვენ უარვყავით, ერთი სიტყვით, ჩვენ პოლიტიკურად არაფრით არა ვართ შებოჭილნი სახელმწიფოს აშენების საქმეში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ჟინიანობით შეგვიძლია ვაშენოთ ყველა ის, რაც მოგვესურვება. ჩვენ აქ გვბორკავს კლასობრივი სტრუქტურა ნაციისა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ურთიერთობანი. რევოლიუციამ საბოლოო მახვილი ჩასცა საქართველოში ისედაც შერყეულ თავად-აზნაურულ წოდებას და მას მამულებიც ჩამოაცილა, სოციალ-დემოკრატიის დაუდეგარი ბრძოლის მეოხეობით პოლიტიკურად ეს წოდება რევოლიუციამდეც დაუძლურებული იყო. მისი აღდგენა ეკონომიურად და რამოდენიმეთ პოლიტიკურათ შეუძლია მხოლოდ გარეშე ძალას, ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობით, რადგანაც შიგნით საქართველოში ამ წოდებას არა აქვს არავითარი ნიადაგი და ძალა, რომ რევოლუციის მონაპოვრებს ლიკვიდაცია უყოს. ყველა ის, ვინც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობის და მომხრეა გარეშე ძალის, ჩვენს შინაურ საქმეში ჩარევის, აკეთებს კონტრ რევოლიუციონერების და თავად-აზნაურულ მიწათმფლობელობის საქმეს. სკოროპადსკები ჩვენში არ შეიძლება იყოს, რადგანც არ არის ის კლასი, ანუ ფართო წრე „ხლებორობებისა“, რომელთაც შეიძლება ქონდეთ სოციალური ნიადაგი მოუმზადონ რეაქციას.
ერთი სიტყვით, თავად - აზნაურობა, როგორც სოციალური ძალა, ქართველ ერს ჩამოსცილდა, და ამ მკვდარ სხეულს რასაკვირველია, არ შეუძლია შექმნას ბაზა შინაური კონცენტრაციისათვის. მას ან ზოგიერთ მის გავლენიანი წევრთ შეუძლიათ ასრულონ ერთგვარი უარყოფითი როლი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რადგანაც, რა წამს რუსეთში ცარიზმი აღსდგება, ეს დრო კი შორს არ არის, ჩვენ თავად-აზნაურობა მას დასახმარებლად მოიწოდებს.
მხოლოდ ამ მხრივ წარმოადგენს ეს ჩამოგდებული წოდება საშიშროებას.
საქართველოში არ არის ძლიერი ბურჟუაზია, რომელსაც შეიძლება ქონდეს აიღოს ხელში ძალა უფლება და ააშენოს თავის მსგავსი სახელმწიფო. ეს კლასი იმდენათ სუსტი და განუვითარებელია, რომ ვერ შესძლოს ბურჟუაზიული პარტიის დაარსებაც.
ნაციონალ-დემოკრატები ამ მისიაზე აცხადებდენ პრეტენზიას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად-აზნაურობის პარტია არიან. როგორც ხედავთ ეს ორი კლასი თავად-აზნაურობა და ბურჟუაზია არ არის; ისინი პოლიტიკური მკვდრები არიან;
ამ რიგათ ჩვენში არ არის სოციალური ნიადაგი რეაქცია რესტავრაცია, ანუ მონარქიული კონსტიტუციისათვის.
ქართველი ერი შესდგება: მრავალრიცხოვან გლეხებისაგან, რომელთა 90 პროცენტი ბინის ნაკლებლობას განიცდის, იძულებულია იჯარით აიღოს მიწა მფლობელისაგან, ანუ ბიუჯეტის შესავსებათ სხვადასხვა ქალაქებში უნდა ეძიონ სამუშაო. თუნდაც ყველა ის მიწები, რომელსაც კონფისკაცია ვუყავით, დავურიგოთ გლეხებს, ისინი მაინც იძულებულნი იქნებიან სხვა გარეშე სამუშაო ეძიონ, რადგანაც მარტო იმ მიწის შემოსავლით ვერ გამოკვებავენ თავიანთ ცოლშვილს.
მაგრამ ამ მიწების გლეხებისადმი გაცემა ხომ საუკეთესო უზრუნველყოფაა რევლიუციური მონაპოვრების და დემოკრატიის ბატონობის.
შემდეგ არის ქალაქის „მეშჩანები“, - ანუ წვრილი ბურჟუაზია, საკმაოთ მრავალმრიცხოვანი, რომლის დიდი უმრავლესობა გლეხობიდან არის წარმოშობილი და თან ატარებს გლეხობის ანტიმემამულეთა მისწრაფებებს და თვისებებს - ეს კლასი პოლიტიკურად ეკედლება რევოლიუციონურ კლასებს, სოციალურად დაინტერესებულია მრეწველობის და მსხვილი კაპიტალის განვითარებაში, რადგანაც მას არ გამოუცდია მსხვილი ბურჟუაზიის დამრღვევითი გავლენა, ამიტომ ეს კლასი არ შეიძლება იყოს ამ ხანად მოციქული სოციალური რეაქციის.
შემდეგ მოდის მუშათა კლასი, გლეხებთან შედარებით მცირე რიცხოვანი, მაგრამ ყველაზე უფრო შეგნებული და ორგანიზაციულად მოწყობილი. როგორც რევოლიუციამდე, ისე რევოლიუციის დროსაც მთელი გლეხობა და წვრილი ბურჟაზიის ნაწილი მას მისდევდა და სცნობდა მის პოლიტიკურ გეგემონიას.
ამ რიგათ საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობა ეწყობა სამი დემოკრატიული კლასისაგან: მუშათა, გლეხობის და წვრილი ბურჟუაზიის, რომელიც შეადგენენ საძირკველს საქართველოს სახელმწიფო შენობისათვის. ამ პირობებში შეიძლება სახელმწიფო იქნეს დემოკტარიული, ანუ სულ არ იქნება.
ასეთ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ადერბეიჯანში, სადაც ოსმალეთის მეოხეობით ძალა უფლება მიწათმფლობელთა ხელშია, ვერც სომხეთში, სადაც ბურჟუაზია საკმაოდ ძლიერია, ხოლო გლეხობა პოლიტიკურათ ნაკლებათ შეგნებულია, ვერც რუსეთში, სადაც ბალშევიკების ავანტიურის მეოხეობით რეაქციისათვის ნიადაგი მომზადებულია. ერთი სიტყვით, საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებრივი ურთიერთობა კლასობრივი სტრუქტურის მიხედვით ერთიანად განირჩევა ასეთივე ურთიერთობისაგან მეზობელ სახელმწიფოებისა. სხვათა შორის, ეს განსხვავება არსებობდა რევოლიუციამდეც, რაზედაც მე არა ერთხელ დამიწერია წინეთაც.
ყველა დემოკრატიული რესპუბლიკები დაიბადენ ისეთ სოციალურ ურთიერთობაში, როგორიც არის ჩვენში. შვეიცარიის და ამერიკის რესპუბლიკები აღმოცენდნენ ისეთ დროში, როცა ბურჟუაზია არ იყო განვითარებული და არ წარმოადგენდა მსხვილ სპეციალურ ძალას, ხოლო თავად აზანაურობა არ იყო. კონვენტის მისწრაფებანი საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ მიმართული დაამსხვრია უკვე წამომდგარ თავად აზნაურობამ, გაძლიერებულ ბურჟუაზიამ და გლეხობის ჩამორჩენამ დღევანდელი საფრანგეთის რესპუბლიკა დემოკრატიული არ არის, როგორც ამას ქვევით დავინახავთ. კონვენტს რომ მოეხერხებინა თავისი დემოკრატიული კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება, მაშინ ბურჟუაზიულ კლასები იძულებეულნი იქნებოდნენ მიეღოთ ის, როგორც ფაქტი, და განვითარებულიყვენ ამ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც ეს ქნა ამერიკის და შვეიცარიის ბურჟუაზიამ.
საქართველოშიაც ხომ განვითარდება ძლიერი ბურჟუაზია, მაგრამ ის დაინახავს უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის ფარგლებში ის ვითარდებოდა და რომელსაც ის შეესისხლხორცა.
მე ვსთქვი, რომ გლეხობის როლი პირველი ცდა საფრანგეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარების შესახებ გლეხთა უძრაობა, ჩამორჩენილობამ დაამსხვრია მეთქი, საფრანგეთის გლეხობამ ორჯერ დაასამარა რესპუბლიკა: ჯერ ამოირჩია ნაპოლეონ I და 50 წლის შემდეგ კი მთელი ძალა უფლება გადასცა ნაპოლეონ III.
პრუსიაში 1848 და 49 წწ. რევოლუცია დაასამარა იმავე გლეხობამ, რომელმაც წარმოიდგინა, რომ მემამულენი ერთხელ და სამუდამოთ განდევნილია სოფლებიდან და მთელი მიწები ხელში ჩაიგდო და ამიტომ რევოლიუციონურ მოძრაობას პასიურად შეხვდა. გლეხებს არ ესმოდათ (როგორც ჩვენს ბალშევიკებს) რომ მიწების კონფისკაცია და მათ ხელში გადასვლა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, დამფუძნებელმა კრებამ უნდა დააკანონოს, თავისთავად კი მიწის დატაცება არაფერ გარანტიას არ იძლევა. როცა რეაქციამ ქალაქებში გაიმარჯვა, შემდეგ სოფლებშიდაც გადავიდა და ძველი წყობილება აღადგინა.
ჩვენში კი, საქართველოში რესპუბლიკას და რევოლიუციას შესაძლებელია მოელოდეს შიგნიდან ერთად ერთი საფრთხე გლეხებისაგან. ამ საფრთხის ნიშნები უკვე არის.
რაშია საქმე? გლეხობა, რომელიც ვითომ და რევოლიუციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად არის მოწოდებული, რათ ასამარებს მას?
დემოკრატი - ეს ხალხის პოლიტიკური ბატონობაა, ეს პოლიტიკური თვითმართველობაა; ე.ი. ისეთი წყობილობაა რომლის დროს ხალხმა უნდა გამოიჩინოს უნარი და ნიჭი, რომ თავისი თავი თვითონ მართოს, განაგოს, უნდა იყოს თავის თავის ბატონ პატრონი. თუ რომელიმე კლასი, ანუ ნაწილი ხალხისა ამისთვის გამოსადეგი არ არის, დემოკრატიული წყობილება მისთვის მიუღებელია. ასეთი კლასია გლეხობა. რატომ? ამაზე ბრწყინვალე პასუხს აძლევს კ. მარქსი. ის სწერს: „პარცელიარული, კარლიკური (парцелярный, карликовые крестьяне) გლეხობა შეადგენს დიდ მასას, რომლის წევრები სცხოვრობენ ერთნაირ პირობებში, მაგრამ ურთიერთ შორის არ ამყარებენ რომელიმე მჭიდრო და რთულ დამოკიდებულებას; მათი წარმოების საშუალება არამც თუ არ აერთებს მათ, არამედ პირდაპირ აშორებს მათ ერთმანეთს. ეს იზოლაცია ძლიერდება იმით, რომ საფრანგეთში ცუდი მიმოსვლის საშვალებებია და გლეხობაც ძლიერ ღარიბია. დასამუშავებელი მინდორი არ მოითხოვს შრომის განაწილებას, არც მეცნიერების მოხმარას, ცხადია არ თხოულობს ყოველმხრივ განვითარებას, განსაკუთრებულ ნიჭის გამოჩენას და რთულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას. თითეული გლეხის ოჯახი თითქმის იკმაყოფილებს თავს თავის ნაწარმოებით და თავის საარსებო საშუალებების ძებნაში. ბუნებასთან უფრო იჭერს დამოკიდებულებას, ვინემ საზოგადოებასთან. მიწის ნაჭერი - გლეხი და მისი ოჯახი, გვერდით მეორე ნაჭერი, მეორე გლეხი და მეორე ოჯახი. განსაზღვრულ ჯამი ასეთი ოჯახებისა შეადგენს სოფელს, სოფლებთა ჯამი კი - დეპარტამენტს.
„იმ ნაირათ უმრავლესობა საფრანგეთის ერისა შედგენილია ერთგვარ სიდიდის უბრალო მიმატებით, როგორც კარტოფილით სავსე ტომარა - ცალ-ცალკე კარტოფილებით. რამდენათ მილიონი ოჯახები არსებობენ ისეთ ეკონომიკურ პირობებში, რომ თავის ცხოვრების შინაარსით, განვითარებით ინტერესებით, განირჩევიან სხვა კლასებისაგან, ან და მტრულ განწყობილებაში არიან მათთან, მაშინ ისინი შეადგენენ ერთ კლასს. მაგრამ, რამდენათ მცირე მიწის პატრონ გლეხებს შორის არსებობს ლოკალური კავშირი, რამდენათ მათი ინტერესთან მზგავსება, ერთიანობა არ ამყარებს არავითარ საზოგადოებას და ერთობას, ნაციონალური გაერთიანებას და პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმდენათ ისინი არ შეადგენენ კლასს. ამიტომ მათ არ შეწევთ ძალა თვითონ დაიცვან პარლამენტში, ანუ რომელიმე კონვენტში თავისი საკუთარი კლასობრივი ინტერესები; ისინი თავის თავს ვერ წარმოადგენენ, ისინი სხვამ; გარეშემ უნდა წარმოადგინოს. მათი წარმომადგენელი იმავე დროს უნდა იყოს მათი ბატონი, ავტორიტეტი, რომელიც აღჭურვილ იქნება უსაზღვრო ძალა უფლებით, იცავს მათ ყველა სხვა კლასებისაგან და უგზავნის მათ ზევიდან წვიმასაც და მზის სხივებსაც. პოლიტიკური გავლენა მცირე მიწის პატრონ გლეხებისა პოულობს თავის უაღრესს გამოხატულებას იმაში, რომ აღმასრულებელი ძალა იმორჩილებს საზოგადოებას“.
როგორც ხედავთ, წარმოების საშუალება, გლეხური მიწათმფლობელობა და მიწის დამუშავება ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიაც გლეხობის გაერთიანება და პოლიტიკური ბატონობა შეუძლებელია. მოძრაობაში ის მონაწილეობას იღებს, როგორც ვეებერთელა დამრღვევი ძალა, რომელიც სწვავს და ანგრევს მემამულეთა ქონებას, სჩადის მკვლელობასაც, მაგრამ, ყველა ამაში გლეხობა მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს მიწა, როცა ის მიზანს მიაღწევს და მიწას ხელში ჩაიგდებს, შემდეგ მას არავითარი პოლიტიკური კითხვა არ აინტერესებს (როგორც ეს მოხდა პრუსიაში 1848-49 წლებს).
ეს ცოტაა. ისინი ხშირად ილაშქრებნენ რევოლიუციონური მთავრობის წინააღმდეგ და თავის დამღვევ ძალას დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართავენ. ამის კლასიკური მაგალითი ვანდეიაა. შევჩერდეთ ცოტახანს ამ მაგალითზე, როგორც ის აქვს აწერილი ჟორესს მე-4 ტომში „სოციალისტურ ისტორიისა“ (კონვენტი)
საფრანეთის გლეხმა დიდი რევოლიუციისაგან მიიღო ორნაირი სარგებლობა: მან მიიღო უფასოთ ყველა ის მიწები, რომელიც მას ეჭირა, როგორც დროებით ვალდებულს, ნახევრად ხიზანს და მუდმივ მოიჯარადრეს (ჩვენ დროებით ვალდებულ და ხიზანთ მსგავსია), გარდა ამისა მან ფულზე მიიღო საკუთრება მემამულეებისაგან კონფისკაციით ჩამორთმეული მიწები, თუმცა ამ მიწების ნაწილი ბურჟუაზიასაც ჩაუვარდა ხელში. როცა ყველაფერი ეს მიიღეს რესპუბლიკისაგან, მაშინ გლეხებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ ვალდებულებაზე რესპუბლიკის მიმართ. ისინი განრისხებაში მოჰყავდა განსაკუთრებით ორ გარემოებას, ეს იყო გადასახადები და ჯარში გაწვევა, ე.ი. მათ არ უნდოდათ დაეცვათ რესპუბლიკა არც ფულით, არც სისხლით, მათ წარმოიდგინეს, რომ რესპუბლიკა და კონვენტი მათ სულ არ ეხება.
მაგრამ კონვენტი, რომელიც ირგვლივ შემორტყმული იყო კონტრ-რევოლიუც. კოალიციით ერთად ერთ ხსნას ხედავდა ძლიერ არმიის შექმნაში და ამიტომ ახალგაზრდებს ჯარში იწვევდა. მაშინ 5 დეპარტამენტს და მათ შორის ვანდეის გლეხობა აჯანყდა. თავდაპირველად თავად-აზნაურობა განზე იდგა, ზოგიერთი გლეხურათ გადაცმული აგიტაციას ეწეოდა ქალაქების წინააღმდეგ, რომელნიც სცხოვრობენ ღარიბ გლეხთა შრომითო და სხ., მღვდლები წყალს ამღვრევდენ, მაგრამ აჯაყებულთა სათავეში იდგენ არა ისინი, არამედ თვით გლეხები - ყოფილი ჯარის კაცები და დეზერტირები, აგრეთვე ტყის მცველები. შემდეგ კი, როდესაც აჯანყებამ მასიური ხასიათი მიიღო, მათ მიეკედლენ როიალისტები, ემიგრანტების აგენტები და მღვდლები. აჯანყებულთა მძვინვარება-მრისხანებას გაკვირვებაში მოყავდა თანამედროვენი: „მკვლელობა ჩვენთვის უმაღლესი სიტკბოებაა“, ამბობდა ერთი მათგანი. წარჩინებულ რევოლიუციონერებს, კონვენტის მომხრეებს და აგენტებს არა თუ ხოცავდნენ, არამედ ისე ამახინჯებდენ, რომ გამოცნობა ძნელი იყო: ამოთხრიდენ თვალებს, ამოჭრიდენ გულს და სხ.
ისინი იქცეოდენ ისე, როგორც ჩვენი აჯანყებულები იქცეოდენ დუშეთში და ცხინვალში. მათ გაძარცვეს ყველა ის ქალაქები, რომელიც ხელში ჩაიგდეს.
კონვენტმა როცა ყველაფერი ეს მოისმინა, მაშინვე დაადგინა გაიგზავნოს 20 ათასი ნაციონალური გვარდია (მაშინდელი წითელი გვარდია) აჯანყების ჩასაქრობათო. აჯანყება მართლაც ჩააქრეს. ჯარში გასაწევევი ხალხი აკრიფეს, გადასახადები შეაგროვეს, კოალიცია დაამარცხეს, საზღვრები და რესპუბლიკა დაცულ იქნა. ყველა ამას რამოდენიმე წლის შემდეგ გლეხებმა ნაპოლეონის ამორჩევით და რესპუბლიკის დანგრევით უპასუხეს. მართალია, ნაპოლეონიც იწვევდა ჯარში ხალხს აგროვებდა გადასახადებს, მაგრამ მასში ხედავდნენ ბატონს, ბრძანებელს, რომელიც მართავს სახელმწიფოს მათ მაგივრად და მას უნდა დაუმორჩილონ მაშინ, როდესაც რესპუბლიკა - ეს მათი მსგავსი ხალხია, და მათ ისინი ბრძანებლათ არ სცნობენ.
დემოკრატიული თვითმართველობა გლეხობისათვის მიუწვდომელია.
ამასვე ჩვენ ვხედავთ 1848 წლის საფრანგეთის რევოლიუციაში, ამ რევოლიუციაში გლეხობა არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა. მაგრამ როცა რესპუბლიკამ მათ გადასახადები მოთხოვა, მაშინვე ამხედრდენ და მარქსის სიტყვით ერთხმად აღიარეს, რომ ეს „პარიზის მუშებს სურთ ჩვენს ხარჯზე ფუფუნებით მოაწყონ თავიანთი ცხოვრებაო“. გლეხებმა ნაციონალურ კრებაზე ამოირჩიეს სულ პროლეტარიატის მტრები, რომლებმაც მოაწყვეს ივნისის ხოცვა-ჟლეტა, ხოლო 10 დეკემბერს თავისი ვოტუმით ძალა-უფლება ნაპოლეონ III გადასცეს. მარქსი სწერს: „10 დეკემბრის კენჭის ყრა - ეს გლეხების რეაქციაა ყველა დანარჩენ კლასების წინააღმდეგ, იმ გლეხების, რომელთაც წილათ ხვდა თებერვლის რევოლიუციის ხარჯები დაეფარათ, ეს არის რეაქცია სოფლისა ქალაქის წინააღმდეგ“. იტყვიან, ყველა გლეხები კი არ ამხედრებულან კონვენტის წინააღმდეგ, იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოსვლების შემთხვევებიც, რომელმაც ეს გამოსვლები ხიშტებით ჩააქრო. ამაზე მარქსი უპასუხებს: „საქმე იმაშია, რომ ბონაპარტეს დინასტია წარმოადგენს, არა რევოლიუციონურ, არამედ კონსერვატიულ გლეხს, არა ისეთს, რომელიც მიისწრაფვის გადალახოს თავის არსებობის სოციალური პირობების ფარგლები, საზღვრები თავისი პარცელისა, არამედ წარმოადგენს ისეთ გლეხს, რომელსაც სურს, პირიქით, განამტკიცოს ეს პირობები, არა ის სოფლის მცხოვრები, რომელსაც სურს ჩამოაგდოს ძველი წყობილება, საკუთარი ენერგიით, არამედ ისეთს, რომელიც ჯანით ჩაკეტილია თავის პარცელებთან ერთად ამ ძველი წყობილების ფარგლებში და ხსნას მოელის იმპერიის მოჩვენებებისაგან. ბონაპარტეს დინასტია არის წარმოდგენილი არა განათლების, არამედ გლეხობის ცრუმორწმუნეობის, - არა მათი გონებისა, არამედ უგუნურობისა, არა მათი მომავლისა, არამედ წარსულისა, არა თანამედროვე სევენების, არამედ მათი თანამედროვე ვანდეის“, ე.ი. არის ორნაირი გლეხობა: გლეხობა ჩამორჩენილი, რომელსაც არა აქვს პირდაპირი კავშირი ქალაქთან და მუშა-დემოკრატიასთან და რომელიც ჩაკეტილია თავის ცენტრიდან დაშორებულ კუთხეში და გლეხობა მოწინავე, რომელიც ცხოვრობს ქალაქების ახლოს, რომელნიც მიდიან ამ ქალაქებში სამუშაოდ და რომელნიც მუშათ კლასის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. პირველი, რეაქციის საძირკველია, მეორე კი ეკედლება რევოლიუციურ მუშა-დემოკრატიას და თუმცა თვითონ არა აქვს რევოლიუციური შემოქმედების ინიციატივა, მაგრამ, ის სცნობს მუშათა კლასის ხელმძღვანელობას და მიდის მის მიერ ნაჩვენებ გზით.
ჩვენში, საქართველოში ეს ორი წრე გლეხობისა ნათლად გამოიხატა დუშეთის, ლეჩხუმის, ზუგდიდის და სხ. მთიან მაზრების რეაქციონურ გლეხობასთან ბრძოლაში. ჩვენ ვეყრდნობით სხვა მაზრების მოწინავე გლეხობას.
როგორც ხედავთ, ის რაც ჩვენში სოფლათ ხდება ახალი არ არის, ესევე მეორდება სხვადასხვა რევოლიუციის დროს დასავლეთ ევროპაში, სუყველგან ფართე მასსა გლეხობისა გამოდიოდა რევოლიუციონური დემოკრატიის წინააღმდეგ და უკანასკნელს უხდებოდა ბრძოლა მასთან, როგორც რეაქციონერებთან.
თუმცა ჩვენ არ უნდა გავეკვირვებიეთ გლეხობის აჯანყებას, მაგრამ ჩვენ იმდენათ დაგვავიწყდა მარქსიზმი და დაუჯერეთ ესერულ „აზრებს“, რომ დღემდე ზოგიერთი ჩვენში ამ გლეხებს იღებენ, როგორც რევოლიუციონერებს და დიდის ყოყმანით თანხმდებიან მათ წინააღმდეგ რეპრესიების მიღებაზე დროა ჩვენ ბოლო მოუღოთ ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ნაროდნიკულ გლეხების ილიუზიების ბატონობას, დროა დაუბრუნდეთ მარქს და მაგრად დავდგეთ რევოლიუციის გლეხობის რეაქციისაგან დაცვის ნიადაგზე. ერთად ერთი საფრთხე შიგნიდან ჩვენს რესპუბლიკას მოელის ამ ჩამორჩენილ გლეხობისაგან და რომ მას ანგარიში გაუწიოთ და რევოლიუციის მონაპოვრები შევინარჩუნოთ, საჭიროა მუშები და მოწინავე გლეხები შეერთდენ ამ კონტრევოლიუციონურ ტალღასთან საბრძოლველათ. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს იქნება ისტორიაში პირველი მაგალითი, როცა გლეხობამ ვერ შესძლო რესპუბლიკის დამხობა და გამოვიდა პოლიტიკურ თვითმართველობის გზაზე.
5) რესპუბლიკის ფორმა
საქართველოს ფაქტიური კონსტიტუცია ეყრდნობა სამ კლასის მუშათა, წვრილ ბურჟუაზიის და გლეხობის საზოგადოებრივ ურთიერთ დამოკიდებულებაზე. ეს კლასები სავსებით დამოკრატიულია და მათი ცხოვრების ინტერესები თხოულობენ დემოკრატიულ პოლიტიკურ დაწესებულებებს. ამ სოციალურ საფუძველზე შეიძლება აშენება სახელმწიფოებრივი მართვა - გამგეობის მხოლოდ ერთი ფორმის - რესპუბლიკის. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყნის და ერთა მდგომარეობაში, რომლებმაც შესძლეს დამკვიდრება დემოკრატიული რესპუბლიკის ძლიერი ბურჟუაზიული კლასის ჩამოყალიბებამდე.
რა არის დემოკრატიული რესპუბლიკა?
რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ამაზე, საჭიროა გამოვარკვიოთ რესპუბლიკის ფორმები.
კ. მარქსი სცნობს სამ ფორმას რესპუბლიკისას: პარლამენტარული, დემოკრატიული და სოციალური.
უკანასკნელი ფორმა რესპუბლიკისა კერძო საკუთრების გარეშე დგას, ხოლო კაუცკის სიტყვით „დემოკრატიული რესპუბლიკა - ეს ერთად ერთი პოლიტიკური ფორმაა, რომლის მოთავსება შეიძლება სოციალიზმთან, ამიტომ რჩება ორი ფორმა რესპუბლიკისა: პარლამენტარული და დემოკრატიული.
პირველად ტიერმა უწოდა 1849 წ. საფრანგეთის რესპუბლიკას პარლამენტარული, როცა პარლამენტიდან განდევნილ იქნა მონტანიარები როლენტის მეთაურობით. ამასობაში ეს თავის თავად წარმოადგენდა ისეთ რესპუბლიკას, სადაც ბატონობდა ბურჟუაზია, რომელიც ორი ფრთა დეგიმიდისტები და ორლეანისტები ვერ შეთანხმდენ სამეფო კანდიდატზე და ამიტომ ჩაებღაუჭენ რესპუბლიკას.
კაუცკი სწერს: „ბურჟუაზიას შეუძლია ბატონობა მხოლოდ პარლამენტარულ მონარქიის დროს, როცა ამ მონარქიის მეთაური წარმოადგენს უბრალო დეკორაციას“, ე.ი. ბურჟუაზიის მიუცილებელი მოთხოვნილება პარლამენტარული რეჟიმია, იქნება ის რესპუბლიკის ფორმა, როგორც საფრანგეთშია, ანუ მონარქიის, როგორც ინგლისში - ეს სულ ერთია. კ. მარქსის სიტყვებით ბურჟუაზიას 1849 წ. ტიერის მეთაურობით ასე ესმოდა რესპუბლიკა: „ეს პარლამენტარული ფორმაა ბურჟუაზიის ბატონობისა, რომელიც შეზღუდველია ვეტოთი - როგორც მონარქია - აღმასრულებელი ძალით და პალატის ვადის შესრულებამდე დათხოვით“. (ბრ. 185)
ერთი სიტყვით, ბურჟუაზიულ რესპუბლიკურ პარლამენტარული წყობილების დამახასიათებელია ის, რომ ამ წყობილების დროს მთელი ძალა-უფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო არის მხოლოდ პარლამენტის ხელში. თვითმპყრობელი მეფის მაგივრად არის თვითმპყრობელი პარლამენტი, თავად-ზანაურობის მაგივრად - ბურჟუაზია. პრინციპი ერთნაირია - უსაზღვრო გაძლიერება ცენტრალური მთავრობისა, მხოლოდ ეს ხდება სხვადასხვა ფორმით და საშუალებებით.
როცა ბურჟუაზია ხელთ იგდებს ეკონომიკურ ძლიერებას, მაშინ ის პოლიტიკურადაც ბატონდება. პარლამენტარული წყობილების ბატონობის დროს ბურჟუაზიის ხელში კანონების გამოცემა, მათი ასრულება (ადმინისტრაცია, პოლიცია, ჯარი და სხვ.).
არც ერთი ამ ფუნქციას ის არ ანიჭებს არც ხალხს, და არც სხვა პარლამენტისაგან დამოუკიდებელ ორგანოებს.
ამ რიგათ პარლამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ვეებერთელა ცენტრალურ სახელმწიფოებრივ მექანიზმის და მოხელეთა მთელს არმიას. მარქსი სწერს: „საფრანგეთის ბურჟუაზიის მატერიალური ინტერესები მჭიდროთ დაკავშირებულია ფართე სახელმწიფო მექანიზმის შენახვასთან. აქ უყრის თავს ის ბურჟუაზიის ზედმეტ მცხოვრებთ და მათ სახლემწიფო ჯამაგირის სახით უსრულებს იმას, რასაც ისინი ვერ ღებულობენ მოგების, პროცენტების, რენტის და ჰონორარის სახით“.
ამ სახით პარლამენტარული წყობილება პირდაპირ აძლიერებს ბურჟუაზიას არა თუ პოლიტიკურათ, არამედ - მატერიალურადაც აძლევს რა მათ შვილებს „თფილ ადგილებს“.
ამ რიგათ იქმნება მთავრობა გამოყოფილი ხალხისაგან და მის წინააღმდეგ მიმართული. მარქსის სიტყვებით ასეთ პირობებში საერთო ინტერესი ეთიშება საზოგადოებას და უპირისპირდება მას, როგორც უმაღლესი საყოველთაო ინტერესი.
ამ ნაირათ პარლამენტარული წყობილების დროს ყველაფერი ის, რასაც აზის ბეჭედი საზოგადო ინტერესისა დაწყებული ხიდეებით, სასკოლო შენობებითა, კომუნალური ქონებით, სოფლური ქონებებით და გათავებული რკინის გზებით, ნაციონალური ქონებებით, უნივერსიტეტებით, საზოგადოების წევრის თვითმოქმედების სფეროდან გამოდის და ხდება მთავრობის სამოქმედო საგნათ“. (ib 954)
პარლამენტარული რესპუბლიკა - ეს იგივე პარლამენტარული მონარქიაა უმონარქოდ და პირიქით. პარლამენტარული მონარქია თავისი სტრუქტურის მიხედვით იგივე პარლამენტარული რესპუბლიკაა უპრეზიდენტოთ. დამახასიათებელი თვისება რესპუბლიკისა, პრეზიდენტი კი არ არის, და არც საყოველთაო საარჩევნო უფლება, არამედ - პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ბურჟუაზიის პოლიტიკური დიკტატურა, ყოველ ნაირი ძალა-უფლების თავის ხელში მოგროვებით. ამ რეჟიმის მეოხებით ისინი სახელმწიფოს ფარგლებში არ ითმენენ და არ აძლევენ ნებას სხვა რომელიმე ძალა-უფლების დამკვიდრებას, თუ ის ცენტრთან არ არის დამოკიდებული და უკანსაკნელი მას კანტროლს არ უწევს. ამიტომ ცენტრში გადატრიალება ნიშნავს მთელს სახელმწიფოში გადატრიალების მოხდენას, რადგანაც ცენტრის გადატრიალებას პერიფერიებში არსად არ ხვდება რაიმე კონსტიტუციური დაბრკოლებები, რომელიც მის გავრცელებას ხელს შეუშლიდა: მოახდინეთ როგორც გინდა გადატრიალება შვეიცარიის ცენტრში, თქვენ ამით კანტონებში ვერავითარ გადატრიალებას ვერ გამოიწვევთ. ასეთივე გადატრიალება პარიზში ნიშნავს მთელი საფრანგეთის სახელმწიფოებრივი მექანიზმის ხელში ჩაგდებას.
ამ რიგათ პარალამენტარული რესპუბლიკა გულისხმობს ისეთ პოლიტიკურ წყობილებას, როცა მთელი ძალა-უფლება პარლამენტის ხელშია, რომელიც არ ითმენს არავითარ ცვლილებას, როგორც ადმინისტრაციის სფეროში, ისე სამმართველოს და საკანონმდებლო ორგანოებში თუ სათანადო ნებართვა და ბრძანება არ არის ცენტრიდან. ხალხმა თუ დეპუტატები ამოირჩია და პარლამენტში გაუგზავნა, შემდეგ მას (ხალხს) არაფერს არ ჰკითხავენ, ის მართვა-გამგეობაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს. ხოლო მისი ადგილობრივი თვითმართველობა იმყოფება ცენტრის სასტიკ ოპეკის ქვეშ. ერთი სიტყვით, პარლამენტარული მართველობა არ ითმენს ხალხის პოლიტიკურ თვითმართველობას.
6. დემოკტარიული რესპუბლიკა
პარლამენტარულ რესპუბლიკისგან დემოკრატიული რესპუბლიკა პრინციპიალურად განსხვავდება.
დემოკრატიულ რესპუბლიკას საფუძვლად ედება პრინციპი ხალხის პოლიტიკური თვითმართველობისა. აქ ძალა-უფლება მარტო ცენტრში არ არის მოგროვილი, არამედ - განაწილებულია ცენტრის და პერიფერიების შორის. ხალხი ირჩევს არა მარტო დეპუტატებს პარლამენტისათვის, არამედ - კანონების აღმასრულებლადაც, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს და სხ. ხალხი თავის წარმომადგენელთა საშვალებით მონაწილეობას იღებს კანონებისა გამოცემაში. ასე, რომ დამახასიათებელი თვისება დემოკრატიული რესპუბლიკისა ის არის, რომ აქ ხალხი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეებში. ამისათვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ხალხს თვითონ ჰქონდეს პარლამენტის დამოუკიდებლათ საკუთარი მართვა-გამგეობის ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა ორგანომ შესძლო გაუქმება ამა თუ იმ მოქალაქის გადაწყვეტილებისა, მაშინ რესპუბლიკა იქნება არა დემოკრატიული, არამედ პარლამენტარული. კარლ მარქსის აზრით „მთავრობამ უნდა გაამარტივოს, შეამოკლოს სახელმწიფო მექანიზმი, რაც შეიძლება ნაკლებათ იმართველოს, დაიჭიროს ნაკლები რიცხვი მოხელეებისა, ნაკლები კავშირი დაიკავოს ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან, უნდა შეიქმნას ბურჟუაზიისათვის და მათ საზოგადო აზრისათვის მთავრობისაგან დამოკიდებული ორგანოები. (ib. 93,191). როცა ამ რიგათ ვანაწილებთ ძალა უფლებას პარლამენტს და ხალხს შორის, და ვაძლევთ უკანასკნელთ გარანტიას ცენტრის ოპეკის წინააღმდეგ, ამით მაშინ ჩვენ საშუალებას ვუსპობთ ბურჟუაზიას ჩაერიოს სახელმწიფოს საშუალებით ხალხის ყველა საქმეებში. იყო ყოველგან მყოფი მთავრობის ორგანოების საშვალებით. ერთი სიტყვით, ვამცირებთ და ვზღუდავთ ბურჟუაზიის პოლიტიკურ დიქტატურას.
თუ მაგ. ცენტრი სცემს კანონებს, ხოლო ის სისრულეში მოყავს ხალხის, ანუ რომელიმე ორგანოს მიერ არჩეული ცენტრის დამოუკიდებლათ, ცხადია, ბიუროკრატია უქმდება, მთავრობა რჩება უმოხელოთ. ანუ თუ კანონი, რომელიც გამოცემულია მთავრობის მიერ, ხალხმა არ მიიღო, მაშინ პარლამენტს ეკარგება უმაღლესი საკანონმდებლო ძალა-უფლება, რომელსაც ზღუდავს ხალხი.
როგორც ხედავთ, დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფს პარლამენტარულ რეჟიმს, ამის და მიხედვით იცვლება მთავრობის ხასიათიც, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა - ეს არ არის პარლამენტარული კაბინეტი, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის ცვალებად უმრავლესობას, არამედ - ეს არის საქმიანი კოლეგია, რომელიც უსიტყვოთ ასრულებს როგორც პალატის, ისე ხალხის გადაწყვეტილებებს. ისინი არიან ხალხის მოსამსახურენი და შეიძლება თანამდებობიდან დათხოვნილ იქნან არა პოლიტიკური, არამედ საქმიანობის მოსაზრებით.
ასეთი კონსტიტუციის დროს მთვარობას არასოდეს არ შეუძლია ხალხის გარეშე ორგანიზაციულად მოეწყოს და ხალხის წინააღმდეგ გაილაშქროს. აქ ძალა-უფლება პირდაპირ გამომდინარეობს ხალხისაგან და იმდენად მჭიდროთ არიან დაკავშირებულნი ხალხი და პარლამენტი, რომ ძნელია მათ შორის დემარკაციონური ხაზის გავლება. ხალხი და მთავრობა - ეს მთლიანი ერთეულია. საერთო ნებით, მთლიანი მოქმედებით.
დემოკრატიული რესპუბლიკა შეიძლება იყოს ორი სისტემის: ფედერატიული და უნიტარული. პირველის მაგალითია შვეიცარია და ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები, უკანასკნელებში დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპი ფრიად შეკვეცილია, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლება აქვს მინიჭებული, რომელიც ფაქტიურად ინგლისის მონარქიის უფლებებს აღემატება. საქართველოს პირობებში კი ფეოდალიზმის პრინციპი სრულიად მიუღებელია, შეიძლება მხოლოდ შევჩერდეთ უნიტარულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. უკანასკნელის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ძველ საბერძნეთის ქალაქთა რესპუბლიკებში, სადაც თვითეული მოქალაქე პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეში, მაგრამ რადგანაც არ იყო სამოქალაქო თანასწორობა, ყველა ეყრდნობოდა მონების შრომაზე, რომელთაც არ ქონდათ არავითარი ადამიანური უფლება.
პირველად დემოკრატიულ რესპუბლიკის თანამედროვე სახელმწიფოებრივ მასშტაბით შექმნას შეეცადა კონვენტი, რომელიც 1793 წელს გამოიმუშავა სათანადო კონსტიტუცია.
ნება მიბოძეთ მოგაგონოთ ის ჭეშმარიტად შესანიშნავი კამათი, რომელიც გაჩაღდა კონვენტში მაშინ ამ კონსტიტუციის შესახებ. ერთი მეორეს დაეჯახა ორი პოლიტიკური მსოფმხედველობა - ჟირონდისტების და მანტანიარების, თუმცა ორივე ეს მიმართულება პრინციპიალურად ერთ და იგივე თვალთაზრისით ხელმძღვანელობდენ.
ჟირონდისტების ლიდერის კონდორსეს პროექტით ხალხის სუვერენიტეტი უნდა აშკარავდებოდეს პირდაპირ და დამოუკიდებლივ. პირველი საარჩევნო კრებები ანუ ოლქები პირდაპირ ირჩევენ: მუნიციპალიტეტს, დეპარტამენტის ადმინისტრატორებს, დეპუტატებს პალატაში, მსაჯულებს და მინისტრები. ორი დეპარტამენტის ამომრჩევლების მოთხოვნით კანონი, გამოცემული დეპუტატთა პალატის მიერ ხელახლად განხილულ იქნება მთელი ხალხის რეფერენდუმით. პალატა ირჩეოდა ერთი წლის ვადით. ამ პროექტის წინააღმდეგ იაკობინელებმა წამოაყენეს შემდეგი მოსაზრებანი: მუდმივი არჩევნებით ხალხი მოიქანცა - მოიღალა და ეს ბოლოს და ბოლოს იმდენათ მობეზრდათ მათ, რომ თავსაც კი შეიკავებს ხმის მიცემაში. მთელი საარჩევნო პროცედურა ჩაუვარდებათ ხელში პოლიტიკურ ინტრიგანებსო. ასეთი რთული პროცედურით კანონების გამოცემა - ეს იქნება ხალხის ნების Veto-ს (ვეტოს) შექმნა თვით ამ ნების წინააღმდეგ. შემდეგ არჩევა მინისტრების მილიონი ხმებით და დეპუტატის ათასი ხმით - ეს ნიშნავს მისცე აღმასრულებელ ორგანოს საშინელი ძალა, ეს ნიშნავს სუვერენულ ხალხს აუშენოთ „არა ტაძარი, არამედ საფლავი“, - როგორც სთქვა სენ-ჟიუსტმა.
მონტანიორები ხედავდენ ამ პროექტში ფედერალისტურ სულისკვეთებას, რაც მეტის-მეტად ეჯავრებოდა მათ, ხოლო იმის შიშით აღმასრულებელ ძალას - სამინისტროს - შექმნის პროვინციალებიო, რევოლიუციონურ პარიზის გავლენის მოუხდენლათ დაიწყეს ენერგიული კამპანია ამ პროექტის წინააღმდეგ. კონვენტი დაეთანხმა მონტიარების დებულებებს და ამისდა მიხედვით გაასწორა კონდორსეს პროექტი. კონვენტმა დაადგინა: მოქალაქენი, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ 21 წელი, პირდაპირ ირჩევდენ დეპუტატებს და არა პირდაპირ თავის რწმუნებულთა საშუალებით ირჩევდენ ადმინისტრატორებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და საზოგადო სამედიატორო მოსამართლეთ, რაც შეეხება დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ კანდიტატებს მინისტრთა პოსტზე, მათ ნიშნავს თვით პალატა. სახალხო კენჭის ყრა ხდებოდა ზოგიერთ კანონების შესახებ, რომელთა სია იყო შემდგარი.
კონსტიტუციის რატიფიკაცია მოხდა საყოველთაო სახალხო კენჭის ყრის საშვალებით, მაგრამ ბურჟუაზიულმა რეაქციამ წალეკა ის, სანამ ძალაში შევიდოდა. მისი ადგილი დაიჭირა 95 წლის ბურჟუაზიულმა კონსტიტუციამ, რომელიც თავის მხრივ, გაანადგურა კონსულური და იმპერიალური კონსტიტუციამ გლეხთა რეაქციის მეოხებით.
რაც შეეხება თვით კონვენტს, ის, როგორც განსაზღვრული საარჩევნო უფლებიდან გამოსული, არ იყო დემოკრატიული დაწესებულება. და თუმცა მთელი ძალა უფლება მის ხელში იყო, მაგრამ, ის მაინც არ იყო პარლამენტარული დაწესებულება. კონვენტი - ეს რევოლიუციონური ორგანოა, რომელიც არ არის შებოჭვილი არავითარი პარლამენტარული კონსტიტუციური გზებით და მოქმედებს რევოლიუციის და სამშობლოს დაცვის გულისთვის, ამიტომ იყო რომ კონვენტმა დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო და დაადგინა: გაატაროს ის ცხოვრებაში, ნორმალურ პოლიტ პირობებში, რომელიც მისი აზრით დადგება რამოდენიმე წლის შემდეგ. ამ რიგათ პირველი ცდა უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა, დამარცხებით გათავდა. დარჩა 93 წლის კონსტიტუცია, როგორც საუკეთესო ნიმუში დემოკრატიული შემოქმედების და რომელიც შემდეგში ვერსად ვერ განხორციელდა (მის აღდგენას მოითხოვდა ბაბეფი).
როგორც ხედავთ, ჩვენ დღეს არა გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც დამყარებული იყოს უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლიდანაც შეგვეძლო სარგებლობა საქართველოს რესპუბლიკის შექმნის დროს, ჩვენ გვიხდება საკუთარი პასუხისმგებლობით და შრომით საქართველოში ხსენებული ფორმის რესპუბლიკის შექმნა-განმტკიცება, ჩვენ გვჭირია ისეთი რესპუბლიკა, რომელმაც ხალხი არ უნდა დაუმორჩილოს სახელმწიფოებრივი საშუალებებით ბურჟუაზიას, მაგრამ ამავე დროს ხელი არ უნდა შეუშალოს და ფართე ასპარეზი მიეცეს საწარმოვო ძალთა განვითარებას. ჩვენ გვინდა ისეთი რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ბატონობას ისე, რომ ცენტრალური ორგანოები არ გახდენ ბურჟუაზიის გასაბატონებელ პოლიტიკურ იარაღათ და არც ადგილობრივი ორგანოები გახდენ პროვინციალური რეაქციის ბუდეთ.
ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი რესპუბლიკა, რომელიც შეიძლება იყოს „პოლიტიკურ ფორმათ სოციალიზმისა და მით საშვალება მოგვეცეს ჩვენ მომავალში ვიმოქმედოთ საზოგადოების სოციალისტურ ნიადაგზე გარდასაქმნელად. ხალხის პოლიტიკური თვითმართველობა - ეს აუცილებელი საშვალებაა და უეჭველია საფეხურია მის სოციალური თვითმართველობის“.
7) დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანოები
როგორც ვსთქვი, საქართველოს სახელმწიფო შეიძლება დაფუძნებულ იქნას სამ სოციალურ კლასზე: მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის ძალთა ურთიერთ განწყობილებაზე; ორი უკანასკნელი კლასი ჩამოჩენილ გლეხობის გამოკლებით, სცნობს მუშათა დემოკრატიის პოლიტიკურ გეგემონიას და ხელმძღვანელობას. ამ დამოკიდებულების უფლებრივი ნორმებში ჩამოყალიბება ნიშნავს სახელმწიფოს მისცე სათანადო კონსტიტუცია. აქედან დიდი პრობლემა: როგორი ორგანოები უნდა შეიქმნას, რომ ისინი მართლა გამოხატავდენ საზოგადოებრივ ძალთა განწყობილებას და მას შესაფერ მიმართულებას აძლევდენ. სხვანაირათ რომ ვსთქვათ, როგორ შევკეროთ ისეთი კონსტიტუციონალური ტანისამოსი, რომელიც კარგათ მოადგებოდეს ტანზე არსებულ საზოგადოებრივ სხეულს.
ერთი კი უეჭველია, ეს კონსტიტუცია უნდა იყოს რესპუბლიკური, დემოკრატიული. მაგრამ რომელი ორგანოები, როგორი ნორმები უზრუნველყოფს ჩვენთვის დემოკრატიულ რესპუბლიკას?
მთელი ძალა უფლება გამოდის ხალხიდან - ეს საერთო მცნებაა ყველა თანამედროვე რესპუბლიკისათვის. შემდეგ კი იწყება განსხვავებაო, პარლამენტარულ რესპუბლიკას ეს ძალა გამოაქვს ხალხისგან და შემდეგ აძლევს პარლამენტს, ე.ი. აგროვებს ბურჟუაზიის ხელში, ამით ხალხის სუვერენიტეტს აქცევს გაბატონებულ კლასთა სუვერენიტეტათ. დემოკრატიული რესპუბლიკა არა თუ ღებულობს ხალხისაგან ამ ძალა-უფლებას, არამედ უმეტეს ნაწილს უტოვებს ისევ ხალხს და საშვალებას აძლევს მას მოიხმაროს ის იმ ძალა-უფლებას დამოუკიდებლათ, რომელიც გადაცემული აქვს ცენტრს, ძალა-უფლების ასეთი განწილების დროს, ცენტრალურ მთავრობას არა აქვს საშვალება ცალკე ორგანიზაციულად დაირაზმოს და ის თანდათან უახლოვდება ხალხს და იქცევა სახალხო მთავრობათ.
ერთია ძალა-უფლება - ერთია მისი წარმომშობი წყარო - ხალხი. უკანასკნელი თავის მოწოდებას ანხორციელებს სამი გზით: კანონმდებლობით, ადმინისტრატიული და სასამართლო. იქმნება შესაბამისი ორგანოები.
ა) საკანონმდებლო ორგანო.
უნიტარულ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო ერთია. ვინაიდან ერთია ხალხი. საჭიროა თუ არა იმ ორგანოს ქონდეს უზენაესი უფლება? გამოჩენილ სამართლის მცოდნე დაისის სიტყვებით „არ არის მსოფლიოში ისეთი პარლამენტარული საკანონმდებლო ორგანო გარდა ინგლისისა, რომლის ხელში იყოს უზენაესი უფლება. ინგლისის საკანონმდებლო ორგანო არაფრით არ არის შეზღუდული თავის მოქმედებაში, შეუძლია ყველაფერი ქნას ფიზიკურ შესაძლებლობის ფარგლებში, მაშინ. როცა ყველა დანარჩენი პალატები შეზღუდულია კონსტიტუციის სტატუტებით, ე.ი. თითეულ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, ანუ თავისებური პოლიტიკური წესდება, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ასრულებს თავის ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოიცა კანონი, ის დაუყონებლივ გაუქმებული იქნება სასამართლოს, ანუ სხვა რომელიმე ძალის მიერ, ინგლისში კონსტიტუცია კანონისაგან განცალკევებულია, ასეთი დაყოფაც აღარ არის. პარლამენტს ყოველ დროს შეუძლია გამოსცეს როგორიც უნდა ისეთი კანონი და არავის არ შეუძლია ეს კანონი გააუქმოს.*) ამიტომ ამბობენ, რომ ინგლისში კონსტიტუცია არ არის დაწერილიო, რადგანაც ის ყოველდღე იცვლება. აქედან აშკარაა, თუ რამდენათ ძლიერია პოლიტიკურათ ინგლისის ბურჟუაზია და აღჭურვილია განუსაზღვრელი პარლამენტარული ძალა-უფლება. უზენაესობა პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში შეზღუდულია კონსტიტუციებით, დემოკრატიულ ქვეყნებში კი კონსტიტუციით და სახალხო კენჭის ყრით (რეფერენდუმით).
ყველაზე დიდი შეზღუდვა, რასაკვირველია, არის რეფერენდუმი, რადგანაც ამ გზით შეიძლება გაუქმება არა თუ ანტი კონსტიტუციურ, არამედ კონსტიტუციურ კანონებისაც. ამ შემთხვევაში სრული ბატონ პატრონია ხალხი.
ამ რიგათ ჩვენ უარვყოფთ რა ინგლისის პარლამენტარულ სისტემას ვდგევართ კანონმდებლობით ორგანოს შეზღუდვილი უზენაესობის ნიადაგზე, მაგრამ რა ფარგლებში და როგორ შევზღუდოთ ის ?
უწინარეს ყოვლისა კონსტიტუციას იმუშავებს სპეციალური (დამფუძნებელი) კრება. შეიძლება ამ კრების უზენაესობის შეზღუდვა? რასაკვირველია შეიძლება.
კონსტიტუციას რატიფიკაცია ხალხმა უნდა გაუკეთოს. ამას ბურჟუაზიაც კი ასრულებდა. შემდეგ ყოველგვარი ცვლილებანი კონსტიტუციაში ძალაში უნდა შევიდეს მის შემდეგ, როცა მას ხალხი მოიწონებს, როგორც ეს ხდება ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ლოღიკურია: თუ კონსტიტუცია მკვიდრდება რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ ყველა შესწორებები და საშუალებებიც რეფერენდუმით უნდა იქნას შეტანილი შემდეგ ჩვენ შევდივართ ძნელ და სადავო უფლებრივ სფეროში; როგორ გავანაწილოთ საკანონმდებლო ძალა-უფლება ხალხის და საკანონმდებლო ორგანოს შორის ისე, რომ ხალხმა არ უარყოს პროგრესიული კანონები, როგორც შვეიცარიაში ხანდახან ხდება, ან პროვინციალიზმმა არ ჩაყლაპოს ცენტრი?
მსგავსი შემთხვევები შვეიცარიაში აიხსნება ერთის მხრით შვეიცარიის გლეხების ჩამორჩენილობით, უძრაობით, რომელსაც არასოდეს არ განუცდია რევოლიუციონური ტალღების გავლენა, მეორეს მხრით კონსერვატიული და ბურჟუაზიული პარტიათა ორგანიზაციულათ მოწყობით, რომელნიც პარლამენტი დემოკრატიის ზეგავლენით ხშირად მხარს უჭერს კანონებს იმ იმედით, რომ ხალხი უარყოფსო, მესამე - კანონების სირთულით და გაუგებრობით.
ჩვენში, ვინაიდან გლეხობამ რევოლიუციონური ტალღები რამდენჯერმე განიცადა, ამიტომ მისი ჩამორჩენილობა იმდენად საშიში არ იქნება, ხოლო ბურჟუაზიული და კონსერვატიული პარტიები ჩვენში მეტად სუსტნი არიან.
საკითხის სიძნელე და სირთულეს ჩვენში შეუძლია ითამაშოს უარყოფითი როლი ხმის მიცემის დროს, ვინაიდან ის, რაც არ ესმის კაცს, ის ან უარყოფს ანუ შეუგნებლად ღებულობს გარეშე ძალის გავლენით.
ამიტომ საჭიროა შევჩერდეთ 93 წ. კონსტიტუციის კომპრომისებზე. კანონები ზოგიერთ ძირითად საკითხების შესახებ უნდა მიღებული იქნას რეფერენდუმით (სავალდებულო, ან ფაკულტატიური), დანარჩენ კანონებს სცემს პირდაპირ საკანონმდებლო ორგანო. რეფერენდუმით უნდა გადაჭრილ იქნას ყველა ის საკითხები, რომელსაც კავშირი აქვს ხალხის ჯიბესთან, მაგ. სახელმწიფოს შემოსავალი და გასავალის (გადასახადები სახელმწიფო ქონება, ფულის სისტემა) ომი და ზავის (ომის გამოცხადება) საბაჟო, ვაჭრული ხელშეკრულებების სახალხო განათლების საკითხი (შკოლა). ამ კანონების გამოცემაში ხალხის მონაწილეობას აქვს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც. ის აერთიანებს ხალხს სახელმწიფოსთან, აჩვევს და ასწავლის მას რესპუბლიკის დაცვას. ხალხის თანდათან განვითარება ამ გზაზე და გადაქცევა შეგნებულ პოლიტიკურ დემოკრატიათ ათონის დემოკრატიის მზგავსად - ხელს შეუწყობს მთელი საკანონმდებლო ძალა უფლების მის (ხალხის) ხელში გადასვლას, ხოლო წარმომადგენლობით დაწესებულება გადაიქცევა ორგანოთ, რომელიც წინასწარ ამზადებს კანონ-პროექტებს და ხელმძღვანელობს მის ხალხის მიერ კენჭის ყრას.
ერთი სიტყვით, რომ ვსთქვათ ციურიხის კანტონის კონსტიტუციის სიტყვებით: „ხალხი ახორციელებს საკანონმდებლო ძალა უფლებას დეპუტატთა პალატის დახმარებით“. ერთ პალატიანი სისტემის დროს, როგორიც ჩვენშიაც უნდა იქნას მიღებული, რეფრენდიუმი მას კონტროლს უკეთებს და პალატას აიძულებს დაკვირვებით და დინჯათ იმუშაოს კანონმდებლობის სფეროში.
ბ) ადმინისტრატიული ორგანოები.
ცენტრალური ადმინისტრატიული ორგანო - ეს მინისტრთა კაბინეთია. პარლამენტარული წყობილების დროს სამინისტრო წარმოადგენს პარლამენტის აღმასრულებელ ძალას ე.ი. პარლამენტის დადგენილებანი სისრულეში მოყავს მხოლოდ მინისტრს და მის მოხელეებს.
ეს ერთი დამახასიათებელი თვისებაა, მეორე თვისება კი იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო არის პალატის უმრავლესობის ნების გამომხატველი და იცვლება ამ უმრავლესობის შეცვლის მიხედვით. მაშინ, როცა დემოკრატიულ ქვეყნებში სამინისტროს არა აქვს არც ერთი ეს თვისება, ის არ არის კანონების ერთად ერთი აღმასრულებელი და მას არ აწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. შვეიცარიაში პარლამენტის და ხალხის მიერ გამოცემული კანონები სისრულეში მოჰყავს მოხელეებს, რომელნიც დანიშნულნი არიან არა ცენტრის მიერ, არამედ კანტონის მიერ. სამინისტროს არა აქვს მოხელეთა აპარატი, მასთან ერთად უმაღლეს ადმინისტრტიულ თანამდებობაზე ზოგიერთ კანტონებში პირები ირჩევიან მოქალაქეთა მიერ და არა ინიშნებიან, მეორე მხრით მინისტრებს ირჩევს პარლამენტი თავის მოქმედების დაწყების წინ, ისინი არსებობენ შემდეგი პარლამენტის პირველ სხდომამდე, ხოლო ამ უკანასკნელზე ირჩევენ ახალ მინისტრებს (ჩვეულებრივ ძველებს ხელახლა ირჩევენ), - დალისის სიტყვებით ასეთი სამინისტრო შეიძლება განვმარტოთ: „როგორც დირეკტორთა საბჭო, რომელიც შედგენილია შვეიცარიის საქმეების მმართველად თანახმად კონსტიტუციის მუხლებისა და პარლამენტის საერთო სურვილისა“. ერთი სიტყვით სამინისტრო - ეს საქმიანი კოლეგიაა, რომელიც შედგენილია გამოცდილი და საქმის მცოდნე ადმინისტრატორებისაგან, რომელნიც აწარმოებენ მხოლოდ ადმინისტრატიულ საქმეებს და არ წარმოადგენენ უმრავლესობის არც მეთაურებს და არც პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ მოღვაწეებს. სამინისტროსი, ანუ თვითეული მინისტრის გადაყენება სამსახურის ვადის გასვლამდე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია კონსტიტუცია, ან კანონი, მხოლოდ ეს უნდა დაადასტუროს ფედერატიულმა სასამართლომ.
როგორც ხედავთ, დემოკრატიული სამინისტრო არ წარმოადგენს პარლამენტარულ აღმასრულებელ ძალას. რატომ? ცხადია რატომ. თუ კანონმდებელია არა მარტო პალატა, არამედ ხალხიც. ამასთანავე პალატის უმრვლესობა შეიძლება არ წარმოადგენდეს ხალხის უმრავლესობას, ამიტომ ყოვლათ შეუძლებელია შეადგინო მინისტრთა კაბინეტი პალატის დეპუტატთა უმრავლესობისაგან, ისე, რომ ეს კაბინეთი არ დაუპირისპირდეს მოქალაქეთა უმრავლესობას. შეუძლებელია აგრეთვე კაბინეთი შეადგინო მოქალაქეთა უმრავლესობის მიხედვით, ვინაიდან ეს უმრავლესობა ხასიათდება არა პოლიტიკური ნიშნებით, არამედ იმ კანონების ხასიათით, რომელიც სახალხო კენჭის ყრით იქნა მიღებული პარლამენტარიზმის გზით რომ წავიდეთ, მაშინ პარლამენტი უნდა გადადგეს, თუ მის მიერ მიღებული კანონი ხალხმა უარჰყო.
ამ ნაირათ, პარლამენტარიზმი ძირითადათ ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს. მაგრამ რაკი უკანასკნელი სიტყვა ხალხს ეკუთვნის, მას შეაქვს ყველგან დემოკრატიული მცნებები; მინისტრებს, დეპუტატებს და სხვა ადმინისტრატორებს ხალხი უყურებს არა ისე, როგორც თავის ბატონებს, არამედ ისე, როგორც თავის მოსამსახურეს, რწმუნებულთ, რომელნიც ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებანი იმ შემთხვევაშიაც, როცა ასეთებს არ ეთანხმებიან ისინი (მინისტრები). აქ პატრონია ხალხი და ის არ კითხულობს მინისტრებს თანახმა არიან თუ არა, ის პირდაპირ უკარნახებს მათ თავის ნებას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კანონის ძალით ისჯება. ეს დემოკრატიის ბატონობის უმაღლესი ფორმაა და სანამ ხალხი არ ამაღლებულა ამ ფორმამდე, მას ძალაუნებურათ უხდება ანგარიში გაუწიოს ყველა სურვილებს და კაპრიზებს ადმინისტრატორებისა, რომელნიც მის ბატონათ ხდებიან და არა მოსამსახურეებათ.
შესაძლებელია თუ არა ჩვენში არა პარლამენტარული კაბინეთი? ამაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგანაც ეს გამოირკვევა დემოკრატიული კონსტიტუციის პრაქტიკიდან.
რეფერენდუმის დროს ყველასათვის ცხადი გახდა, რომ პარლამენტარიზმის და სახალხო კანონმდებლობის ერთად მოთავსება ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ, როგორც გადასასვლელ საფეხურზე, მე მივუთითებდი ისეთ კაბინეთის შედგენაზე, სადაც თავმჯდომარე და ერთი ან ორი მინისტრი (მაგ., საშინაო ანუ საგარეო საქმეთა) იყოს პოლიტიკურათ პასუხისმგებელი, დანარჩენები კი საქმის ხალხი, რომელნიც გააგრძელებენ თავიანთ საქმეებს მაშინაც, როცა პასუხისმგებელ მინისტრების გამოცვლა ხდება.
არა პარლამენტარული კაბინეთი ჯერ კიდეც არ ნიშნავს დემოკრატიულს, თუ ის ერთად-ერთი აღმასრულებელია გამოცემული კანონებისა.
ამ შემთხვევაში ის იმდენათ გაძლიერდება, რომ თავისი მოხელეების საშუალებით ხალხს ადვილათ დაიმორჩილებს და ამით გააბათილებს, როგორც რეფერენდუმს, ისე ხალხის სუვერენიტეტს ამიტომ 93 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებს ისეთ წესს, რომლის ძალით ადმინისტრატორებს ირჩევენ მოქალაქენი თავიანთ რწმუნებულთა საშუალებით და არა მინისტრები ნიშნავენ.
შვეიცარიაში და ჩრდილოეთ ამერიკის შეერტებულ შტატებში ხალხი პირდაპირ ირჩევს გუბერნატორებს, პოლიცმეისტერებს და სხვ. მაღალ თანამდებობის პირთ, ჩვენ კი იმ პირობებში, რომელიც საქართველოშია, ვარჩევთ კონვენტის სისტემას. ადმინისტრატორების ამორჩევის უფლება უკეთესია მიენიჭოს საერობო და მუნიციპალური თვითმმართველობებს, რომლებსაც ისინი (ადმინისტრ.) პირდაპირ ემორჩილებია, არაპირდაპირ კი ემორჩილებიან მინისტრს, რომელიც თვალყურს ადევნებენ მათ მოქმედებას კანონიერების მხრით.
იტყვიან: მაშინ სამინისტრო ხომ უსაქმოთ დარჩებაო? არაფერი ამის მსგავსი. ცენტრალური მთავრობის კონსტრუქციის დროს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთი პრინციპით: ეს მთავრობა, რაც შეიძლება ნაკლებ მმართველობდეს ხალხზე და მეტს ნივთებზე, ე.ი. ის უნდა ცდილობდეს სახელმწიფოებრივ მეურნეობა მეოჯახეობაზე და ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მდიდარ კლასთა მისწრაფება ამ დებულებას სავსებით ეწინააღმდეგება: მათ აინტერესებს ხალხის მართვა, ე.ი. მისი დამორჩილება სახელმწიფოს ძალით და სამეურნეო-საოჯახო საქმეების კერძო პირებზე გადაცემა. პარლამენტარულ ქვეყნებში, თითქმის დემოკრატიულ ამერიკაში სახელმწიფოებს ჯერ ვერ მოუხერხებიათ არამც თუ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება თავის ხელში რკინის გზების აღება ექსპლოატაცია, ბურჟუაზია კი პრინციპიალურად უარყოფს სახელმწიფოებრივ მეურნეობას, რადგანაც მასში სოციალიზმის ჩანასახს ხედავს. არსებული დემოკრატიული რესპუბლიკები (შვეიცარიაში და ამერიკაში) ამ მუხლში სავსებით ბურჟუაზიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და არ ისახავენ არავითარ სამეურნეო მიზნებს, არა აქვთ არავითარი სახელმწიფო უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკა თავის სახელმწიფო ქონების მხრივ, რომელიც შესდგება ტყეებისაგან და მამულებისაგან (და რომელიც უნდა იქნეს შევსებული მადნეულობით) წარმოადგენს ბედნიერ გამონაკლისს. არა მქონე და მცირე მქონე კლასების ინტერესები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ პირველ რიგზე დააყენოს სახელმწიფო მეურნეობის შექმნა, და კულტურული საკითხები, ხოლო მეორე რიგზე - ადმინისტრატიული - პოლიტიკური საკითხები. რკინის გზები, ტყეები, მამულები, მადნეულობა, ჭაობების ამოშრობა, მედიცინა, სკოლები, მუშათა დაზღვევა და სხ. - აი ის საგნები, რომელზედაც უნდა ტრიალებდეს უმთავრესად მთავრობის მოქმედება, აგრეთვე ყოველნაირად ხელს უნდა უწყობდეს და ეხმარებოდეს საზოგადოებრივი ორგანოების ასეთ დაწესებულებას. როცა ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ვაშენებთ, ჩვენი უმთავრესი მიზანია სახელმწიფოს გადაქცევა შეძლებისამებრ სამეურნეო საოჯახო ორგანიზაციათ. ასეთია ჩვენი მიზანი დემოკრატიული რესპუბლიკის შენების დროს.
ამ რიგათ, როგორც ჩვენ გავანაწილეთ საკანონმდებლო ძალა პარლამენტისა ხალხს შორის, ასე უნდა გავანაწილოთ აღმასრულებელი ძალაც მთავრობასა და საზოგადოებრივ თვითმართველობათა ორგანოების შორის. ამისათვის კი საჭიროა და აუცილებელობას წარმოადგენს ამ უკანასკნელთა არსებობა და მოქმედებაც. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს საქართველოში ის აუცილებელათ საჭირო საძირკველი, რომელზედაც დამყარებულია თანამედროვე სახელმწიფო, - არა გვაქვს კომუნალური თვითმართველობა. ჩვენი სოფლები წარმოადგენენ უფორმო, უუფლებო ორგანიზაციებს. მაშასადამე, დღეს უმთავრესად ჩვენ უნდა შეუდგეთ კომუნალური ორგანოების შექმნას, ადგილობრივი სახელმწიფო ცენტრის მოწყობას, რის შემდეგ სახელმწიფო საძირკველი ძლიერი და შეურყეველი იქნება საზოგადოებრივი ორგანოები თვითმართველობისა სასოფლო სამაზრო, ქალაქთა და მათი კავშირები. ადმინისტრატიული მოღვაწეობასთან ხელს მოკიდებენ უმთავრესად სამეურნეო საკულტურო მუშაობას და მით შეავსებენ და გააგრძელებენ სახლმწიფო სამეურნეო მოქმედებას.
იბადება კითხვა: როგორი უფლებრივი დამოკიდებულება არსებობს მოქალაქეთა და ადმინისტრატორებთა შორის? შეუძლია თუ არა მოქალაქეთა სამსახურში დანაშაულის ჩადენის გამო ადმინისტრატორები ჩვეულებრივ სამართალში მისცენ?
ყველა პარლამენტარული და ნახევრათ პარლამენტარული სახელმწიფოები, ინგლისის გამოკლებით, თავიანთ მოხელეებს უყურებენ, როგორც პირთ, რომელთაც აქვთ მინიჭებული მთელი რიგი განსაკუთრებულ უფლებებისა, პრივილეგიებისა და პრეროგატივებისა, - რითაც აღჭურვილნი არ არიან უბრალო მოქალაქენი.
და „ჰგონიათ, რომ ამ უფლებათა, უპირატესობათა და პრეროგატივების საზომი უნდა განისაზღვროს სხვაგვარი პრინციპით, ვიდრე განისაზღვრება უფლება და მოვალეობანი ერთი მოქალაქისა მეორესთან შედარებით“. (დაისი) ეს უბრალოთ რომ აუხსნათ, ნიშანავს, რომ თანამდებობის პირნი ექვემდებარებიან არა ჩვეულებრივ სასამართლოებს არამედ თავიანთ საკუთარ ეგრეთ წოდებულ „ადმინისტრატიულ“ სასამართლოს. ამ მიზნით შექმნილია „ადმინისტრატიული უფლებათა მთელი სისტემა“ რომელიც ამკვიდრებს მთავრობისაგან დამოკიდებულ სასამართლოებს, უკანასკნელებს გადაეცემა გასასამართლებლათ ხოლმე მთავრობის დადგენილებით დამნაშავე თანამდებობის პირები. ამ აღმასრულებელმა ძალამ თავი დაიცვა, აღმართა თავის და ხალხს შორის სიმაგრე და მოიპოვა მასზე ძლიერი გავლენა. ეს სისტემა პირდაპირ გამომდინარეობს პარლამენტარული წყობილებიდან, ისე როგორც ეს უფრო მოუხეშავი, ტლანქი სახით გამომდინარეობს თვითმპყრობელური რეჟიმი და იმისაგან, რომ მთელი ძალა უფლება გროვდება ცენტრის ხელში, სისტემა გამოყოფილი ხალხისაგან და მასზე გაბატონებული. ადმინისტრატიული უფლება გულისხმობს მთავრობის და ხალხს შორის ანტოგონიზის და მტრული განწყობილების არსებობას და ეს უფლება იღებს ყოველგვარ იურიდიულ ზომებს, მთავრობის და მის აგენტურის დასაცავად ამ მტრებისაგან.
უფლების ასეთი გაგება ძირიანად ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს, სადაც მთავრობა და მისი მოხელეები წარმოადგენენ ხალხის მოსამსახურეებს, რომელთაც არა აქვთ არავითარი განსაკუთრებული პრეროგატივები და ემორჩილებიან ჩვეულებრივ სისხლის სამართლის და სამოქალაქო კანონს. ყველა პარლამენტარული ქვეყნებისაგან მხოლოდ ინგლისმა დაახწია თავი ამ ადმინისტრატიულ უფლებას მოსამართლეთა ძლიერი გავლენის მეოხებით, რომლებმაც ეს ძალა შეიძინეს მთელი საუკუნის განმავლობაში მეფესთან და მოქალაქეებთან ერთად, ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლით. აქ ჩვეულებრივ სასამართლოს ექვემდებარება ყველა, დაწყებული მეფიდან და გათავებული უბრალო მომაკვდავით. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საჩივარი აღძრას სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის დანაშაულის შესახებ. მთელი ეს სისტემა მჭიდროთ დაკავშირებულია დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებთან და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.
ვ) სასამართლო ორგანოები.
ადმინისტრაცია თითქმის ყველგან გაბატონებულთა ორგანოთ ირიცხება, სასამართლო კი ჩაგრულთა ორგანოთ. ეს ორი დაწესებულება მუდამ ცუდ განწყობილებაში იყვნენ ერთმანეთთან და სასამართლომ ვერსად ვერ შესძლო - გარდა ინგლისისა, ადმინისტრაციის დამორჩილება, რომლიც განცალკევდა მისგან და საკუთარი სასამართლოები შექმნა. რადგაც სასამართლო ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც თავშესაფარს პოულობენ ყველა სუსტები და დაჩაგრულები, ამიტომ უფლებისათვის მებრძოლებს მთელი ძალ-ღონე იქითკენ უნდა მიემართათ, რომ სასამართლო ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელი გაეხადათ და ამ ნაირათ უზრუნველყოთ ხალხისათვის მინიმალური სამართლიანობა მაინც. სასამართლოს დამოუკიდებლობა გადაიქცა მოწინავე საზოგადოების საერთო მოთხოვნილებათ. აქედან გამომდინარეობს იდეა, რომ მოსამართლენი აღარ უნდა იცვლებოდენ - ეს მათი ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.
მაგრამ, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდგომარეობა იცვლება და სასამართლო სხვანაირ პირობებში ვარდება. თუ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს, ცხადია ისინი არ შეიძლება დამოკიდებულ იყონ ადმინისტრაციისაგან, ისინი დამოკდებულნი არიან მხოლოდ ხალხისგან, ამ პირობებში კი სასამართლო დამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ „გაბატონებულთა“ მოთხოვნილება იყოს.
ამ რიგათ მოსამართლენი არ უნდა იცვლებოდენ და დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ პარლამენტარულ და ნახევრათ პარლამენტარულ ქვეყნებში, ხოლო დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამოკიდებულნიც უნდა იყნენ და მასთან იცვლებოდენ; ხალხი ირჩევს და უკანვე იწვევს თავის არჩეულებს.
ეხლანდელი სასამართლო დანაშაულობის მიხედვით ორ ნაწილათ განიყოფება: პირადი და სახელმწიფოებრივი ხელშეუხლებლობას იცავს სისხლის სამართლის სასამართლო საკუთრების და ოჯახის უფლებას - სამოქალაქო სასამართლო. ეს განყოფილება საერთოდ სამართლიანია, თუმცა ის ასე მტკიცეთ არ ხორციელდება. რაც შეეხება პროცესუალურ მხარეს, ეს დემოკრატიული თვალთახედვის ისრით კრიტიკას ვერ უძლებს. სისხლის სამართლის სასამართლოში დაზარალებულთა ინტერესების დაცვა სახლმწიფო ხარჯზე ხდება, სამოქალაქო სასამართლოში კი დაზარალებული საქმეს თავის ხარჯით აწარმოებს. ასეთი წესი კარგი და მისაწვდომია მდიდრებისათვის, ხოლო ცუდი და მიუწდომელ ღარიბებისათვის. პირველთ ფული აქვთ და შეუძლიათ პროცესი თავისი ხარჯით აწარმოვონ, ხოლო მეორეთ შეძლების უქონლობისა გამო ეს არ შეუძლიათ და ამიტომაა, რომ მდიდრები საქმეს თითქმის ყოველთვის იგებენ, ხოლო ღარიბები კი აგებენ. ამიტომ საჭიროა დაზარალებულთა სახელმწიფო ხარჯით დაცვის პრინციპი მიღებულ იქნას სამოქალაქო პროცესშიაც. ამით შეიძლება შეუმსუბუქოთ სუსტს მდიდართან საჩივრის წარმოება.
რაც შეეხება სასამართლოს ორგანოების მოწყობას, ჩვენ ამ შემთხვევაშიაც უნდა ვიხმაროთ ძირითადი პრინციპი. ძალა უფლება უნდა განაწილდეს ცენტრის და ხალხს შორის. 93 წ. კონსტიტუციის მაგალითით ხალხი თავის რწმუნებულთა საშვალებით (ჩვენში საერობო მუნიციპალური ორგანოების საშვალებით) ირჩევს მოსამართლეებს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის უკანასკნელნი საქმეს არჩევენ ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს ყველა სასამართლოებს, არჩევს განსაკუთრებულ სერიოზულ და საკასაციო საქმეებს; და როგორც უმაღლესი ინსტანცია, არჩევს კასაციურ საქმეთ და ირჩევა პარლამენტის მიერ როგორც ეს შვეიცარიაშია მიღებული ყველა მოსამართლეებს ირჩევენ ვადით. ხელ ახალი არჩევის უფლებას უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი კომპრომისის გაკეთება. ხელ მეორეთ არჩეულნი მოსამართლენი, როგორც ხალხის ნდობის მქონებელი, შეიძლება გამოცხადდნენ მუდმივ მოსამართლეებათ.
მაგრამ ეს დროებითი კომპრომისია, რომელიც სრულებით არ გამომდინარეობს რესპუბლიკის პრინციპებიდან და ახლო მომავალში უნდა გაუქმებულ იქნეს.
მე არაფერი არ მითქვამს ერთ ფრიად ძლიერ დაწესებულებაზე, რომელსაც ყოველ გვარი წყობილება და ყოველგვარი თავისუფლება - ეს მუდმივი ჯარია.
ყველა ზემოთ თქმულისაგან ცხადია, რომ დემოკრატიულ რეპუბლიკის პრინციპებს სულ არ შეეგუება მუდმივი ჯარი და როგორც მსოფლიო ომი გათავდება და ჩვენ საერთაშორისო მდგომარეობა გამოირკვევა, ნეიტრალობის დამკვიდრების მაშინათვე ჩვენ გადავალთ სახალხო მილიციის სისტემაზე.
მე გავათავე, როგორც ხედავთ ჩვენს წინაშე სდგას მეტის მეტად ძნელი და რთული კითხვა - უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება - ესეთი წესწყობილების დაფუძნება და განმტკიცება, რომელიც ჯერ-ჯერობით არსად არ განხორციელებულა ამ მიზნის მისაღწევათ კი საჭიროა ორი პირობა: საქართველომ ნამდვილი დამოუკიდებლობა და ძლიერი დემოკრატიული მთავრობა, რომელიც შეძლებს ახალ წყობილების ცხოვრებაში გატარებას. ჩვენმა პარლამენტმა რომ შესძლოს გზის გაკვლევა, გაწმენდა, ყველა დაბრკოლებების ძლევა და დემოკრატიული პოლიტიკური თვითმართველობის დამკვიდრება, ის უნდა იყოს აღჭურვილი კონვენტის ძალა-უფლებით.
და თუ ჩვენ მიზანს მაინც ვერ მივაღწევთ და დავმარცხდით ერთი კი უეჭველი იქნება და ამის პირუთვნელი ისტორია აუცილებლად იტყვის - ჩვენ მივდივართ სწორე გზით და გავაკეთეთ, რის გაკეთებაც კი შეგვეძლო.
__________________________
* პარლამენტის ქვეშ იგულისხმება ყველა ის ინსტანციები, რომელთა თანხმობა საჭიროა ინგლისში კანონის გამოსაცემათ - სათემო პალატის, ლორდების პალატის და კოროლის.
გაზ. „ერთობა“ - 1918 წ. - №184-185, 192-193. - 30, 31 აგვისტო, 8, 10 სექტემბერი.
![]() |
27 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (7 აგვისტო 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. დადიანი, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე.
დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი.
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი:
1. კომისიამ განაგრძო განხილვა, ჯარის დებულებისა: წაკითხულ იქნა მეცხრე მუხლი, რომელიც მცირე კამათის შემდეგ უცვლელად მიიღეს:
შემდეგ მეათე მუხლი - გამოტოვებულ იქნა.
- მეთერტმეტე მუხლი მიღებულ იქნა უცვლელად.
- მეთორმეტე მუხლი გამოტოვებულია.
-.მეცამეტე მუხლი მიღებულ იქნა მცირე ცვლილებით, სახელდობრ, ..გამოტოვებულია სიტყვები: „დროშის წინ“.
შემდეგი სამი მუხლიც მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე გამოტოვებულ იქნა.
კამათი ამ მუხლების გამოც მეტად მცირე იყო.
მეოთხედან-მერვე მუხლამდე - შესწორებულ იქნა და მიიღეს ორ მუხლად.
მეოთხე მუხლად: სამხედრო ძალის უზენაესი გამგებელი ორგანო არის პარლამენტი, რომელიც ახორციელებს თავის უფლებას მთავრობის საშუალებით.
მეხუთე მუხლად: განსაკუთრებულს შემთხვევაში მთავრობას შეუძლია პარლამენტის დაუკითხავად გამოიწვიოს საჭირო რიცხვი ჯარისა წესიერების აღსადგენად არა უმეტეს სამასი კაცისა, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აცნობებს პარლამენტს ამ ზომის დასადასტურებლად.
2. ბ. გ. ნანეიშვილმა წარმოადგინა განსახილველად თანახმად კომისიის დავალებისა მის მიერ შემუშავებული დებულებანი „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა „უფლება-მოვალეობანი“ - 16 მუხლად.
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქმე 191, ფურც. 161.
![]() |
28 გ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულება |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი“
/კომისიის წევრთათვის/
07.08.1918
1. არავინ შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ დევნილი გარდა კანონის მიერ გათვალისწინებული შემთხვევისა /და მის მიერ აღნიშნულ ფორმისა/, გარდა დანაშაულობის ადგილზე შესწრების შემთხვევისა, არავინ არ შეიძლება იქნეს დატუსაღებული სხვაფრივ თუ არა მოსამართლის დასაბუთებულ ბრძანების ძალით, რომელიც, წარდგენილი უნდა იქნეს შეპყრობის დროს ან 24 საათის განმავლობაში მას შემდეგ.
დანაშაულობაზე შესწორებული ან დასაბუთებულ ბრძანების ძალით დატუსაღებული /უახლოვეს ვადაზე მხოლოდ/ არა უგვიანეს 48 საათისა შეპყრობის ან დატუსაღების შემდეგ წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე.
უკანონოთ ან უსაფუძვლოთ შეპყრობილს უფლება აქვს პოლიციის აგენტებისაგან ან იმ პირისაგან, რომლის ბრძანების ძალითაც იყო იგი შეპყრობილი, დაკმაყოფილება ეძიოს სასამართლოს წინაშე.
2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ ბეჭვდითი ანუ სხვა რაიმე მექანიკური საშვალებით თავისი აზრები გაავრცელონ. მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად და ბეჭვდითი სიტყვის ბოროტად მოხმარებისათვის პასუხს აგებენ მხოლოდ სასამართლოს წინაშე.
3. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად შეიკრიბონ საჭიროთ უიარაღოთ და მშვიდათ, სადაც სურთ, იმ პირობით, რომ კრება ნორმალურ ცხოვრების მიმდინარეობას არ აფერხებდეს და კრების მიზანი სისხლის სამართლის კანონებით არ იყოს აღკრძალული.
4. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინა ხელშეუხებელია.
ბინის გაჩხრეკა, მიწერ-მოწერისა და ქაღალდების ამოღება ან გადასინჯვა აღკრძალულია, თუ არა სასამართლოს დადგენილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკიდურეს შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
სასამართლოს დადგენილებაში გარკვევით და დაწვრილებით უნდა იყოს ნაჩვენები გაჩხრეკის ადგილი და აგრეთვე ის ნივთები, რომელიც ამოღებული უნდა იყვნენ.
5. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად, აარსონ ყოველგვარი კავშირები, თუ მათი მიზანი სისხლის სამართლის კანონებით არ არის აღკრძალული. ასეთი კავშირები მთავრობის განკარგულებით ვერ იქმნებიან დაშლილნი.
6. საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს უფლება აქვს ყოველგვარი სახელმწიფო თანამდებობა დაიკაოს, თუ იგი კანონის დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს.
7. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი ბინადრობის არჩევაში და გამოცვლაში სარგებლობენ სრული თავისუფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელნიც კანონში იქნებიან აღნიშნულნი.
8. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა კერძო საკუთრება ხელშეუხებელია კერძო საკუთრება შეიძლება სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეულ იქნეს სამართალ შეფასებით.
9. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ პეტიციების წარდგენისა.
10. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი ვალდებულნი არიან მოიხადონ სამხედრო ბეგარა ჯარში ან ფლოტში სამსახურით თანახმად კანონისა.
11. არავინ არ არის ვალდებული ეკუთვნოდეს რომელიმე სარწმუნოებრივ კულტს და ყოველთვის შეუძლია გამოვიდეს იქიდან რომელსაც ეკუთვნის.
12. არც ერთი სარწმუნოებრივი კულტი არ სარგებლობს განსაკუთრებული უპირატსობით.
13. არავინ არ შეიძლება სარწმუნოებისათვის იქმნეს შეზღუდული თავის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებში.
14. საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომებს შეუძლიათ სრულიად თავისუფლად აარსონ ყოველგვარი სარწმუნოებრივი კავშირები, თუ მათი მიზნები არ არის აღკრძალული სისხლის სამართლის კანონების მიერ.
15. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი ვალდებულნი არიან იხადონ კანონით დაწესებული გადასახადები.
16. სახელმწიფო ვალდებულია მატერიალური მხრით უზრუნველყოს ის მოქალაქენი, რომელთაც შრომა არ შეუძლიათ და თუ მათი უზრუნველყოფა არ შეადგენს სხვა ვინმეს მოვალეობას.
17. სახელმწიფო აარსებს პირველდაწყებითს სკოლებს; სწავლა-განათლების მიღება პრველდაწყებითს სკოლაში უფასოა და 14 წლამდე სავალდებულო ყველასათვის.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 40-42
![]() |
29 დებულება „რესპუბლიკის ჯარისა“. |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო კომისია
/კომისიის წევრებისთვის/
ს. დადიანის მიერ შემუშავებული
ხელით მინაწერი: განხილული და მიღებულია 3-7 08 1918
1. ყოველივე მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა, თანახმად სამხედრო კანონებისა.
2. ყოველივე მოქალაქე, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, 20-დან 45 წლამდე რომელიმე ნაწილში ითვლება.
3. მუდმივი ჯარი მშვიდობიანობის დროს შესდგება რესპუბლიკის მცხოვრებთა არა უმეტეს 1%25-საგან.
4. სამხედრო ძალის უზენაესი ორგანო არის პარლამენტი, რომელიც ახორციელებს თავის უფლებას მთავრობის საშუალებით.
5. განსაკუთრებულს შემთხვევაში მთავრობას შეუძლია პარლამენტის დაუკითხავად გამოიწვიოს საჭირო რიცხვი ჯარისა არაუმეტეს სამასი კაცისა წესიერების აღსადგენად, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აცნობებს პარლამენტს ამ ზომის დასადასტურებლად.
6. საქართველოს ტერიტორიაზე ვერ იმოქმედებს უცხო სახელმწიფოს ჯარი ვერც დაქირავებული, ვერც მოწვეული; ვერც დაიჭერს რესპუბლიკის მიწა-წყალს და ვერც გაივლის მასზე, თუ არა რესპუბლიკის კანონების მიხედვით.
7. ჯარის ნაწილების წყობა, გადაჯგუფება და ყოველივე წესები სამხედრო ძალთა შესახებ განისაზღვრება ამისთვის გამოცემულ კანონებით.
8. ჯარი სახელმწიფო ფიცსა სდებს /აღთქმა ხდება/ დემოკრატიულ რესპუბლიკის ერთგულებისა.
9. ჯარში გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ ადასტურებს პარლამენტი. კანონი მოქმედებს ერთს წელიწადს.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 46
![]() |
30 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (10 აგვისტო 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№17
დაესწრნენ: ს. დადიანი, კ. მაყაშვილი
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმის მწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი
რადგანაც სხდომას წევრთა საკმაო რიცხვი არ დაესწრო, კომისიის სხდომა არ შესდგა და დამსწრნი ორ საათზე წავიდნენ
თავმჯდომარე
მდივნის მაგიერ საქმისმწარმოებელი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 220
![]() |
31 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (14 აგვისტო 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№18
დაესწრნენ: ს. დადიანი, კ. მაყაშვილი, პ. საყვარელიძე, გ. ქიქოძე.
დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი
რადგანაც პ. საყვარელიძეს და გ. ქიქოძეს დროს უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა ვერ შეეძლოთ, უიმისოთ კი კვორუმი არ იქნებოდა, გადაწყდა, კომისიის სხდომა გადადებულიყო, მხოლოდ შაბათის /17 აგვისტოს/ სხდომისთვის მოწვევის ბარათები გაეგზავნოს კომისიის წევრებს, რომ უეჭველად დაესწრნენ სხდომას.
თავმჯდომარე
მდივნის მაგიერ
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 221
![]() |
32 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (17 აგვისტო 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№19
დაესწრნენ: ს. დადიანი, პ. საყვარელიძე, კ. მაყაშვილი.
დამხმარე: გ. ნანეიშვილი
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი
მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი
განსახილველია „მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი“.
რადგანაც დებულება დარიგებული იყო და წევრები გაცნობილნი არიან მთელს პროექტს, ამიტომ დაადგინეს, მუხლობრივ განხილვათ.
განხილვამდე ბ. ნანეიშვილმა მოახსენა კომისიას მოკლე სიტყვიერი განმარტება პროექტის გამო /ვრცლად დაწერილი აქვს და ცალკე იქნება წარმოდგენილი საქმეში ჩასაკერებლად/.
მუხლი პირველი. - კ. მაყაშვულმა გამოსთქვა ის აზრი, რომ პოლიციელს /თუ მილიციონერს/ მეტი გარანტია უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქ არის ნაჩვენები რომ ყოველ შემთხვევისა და შეცდომისათვის არ აგებდეს პასუხს, მსჯელობის შემდეგ ეს წინადადება უარყოფილ იქნა.
ბ. დადიანმა წარმოადგინა შემდეგი შენიშვნები:
ა) ამ დებულებაში არაფერია ნათქვამი განსაკუთრებულ სასამართლოს შესახებ, ე.ი. რომ განსაკუთრებულ სასამართლოს არავინ უნდა გადაეცეს, გარდა ცალკე შემთხვევებისა.
მსჯელობის შემდეგ გამოითქვა სურვილი, რომ ამის შესახებ მუხლი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოს ძირითად დებულებაში.
ბ) სასულიერო სამართალი უნდა მოისპოს. ეს კითხვა გადიდო შესაფერ მუხლის /სარწმუნოების/ გარჩევამდე.
გ) ამ დებულებაში არ არის შეტანილი ის, რომ სიკვდილი დასჯა არ უნდა იყოს; მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, ასეთი მუხლი შეტანილ იქნეს „საზოგადო დებულებებში“.
დ) საჭიროა შეტანილ იქნეს მუხლი, რომ ყოველი მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და სარწმუნოებისა, თანასწორია კანონის წინაშე, აგრეთვე წოდება ისპობა და მისი აღდგენა აღარ შეიძლება.
მსჯელობის შემდეგ გადაწყდა - მუხლი შეტანილ იქნეს დებულებაში. ამის შემდეგ დაევალა პროექტის ავტორს ნანეიშვილს, ზემოხსენებულის მიხედვით შეიტანოს დამატებანი და ცვლილებანი პირველ მუხლში.
მუხლი მეორე, მიღებულ იქნა.
მუხლი მესამე, მცირე შესწორების შემდეგ /ცხოვრების მიმდინარეობის მაგიერ - მოძრაობას/ მიღებულია.
მუხლი მეოთხე, შეტანილია შესწორება - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკიდურეს შემთხვევას ჰქონდა ადგილი - დანარჩენი მიღებულია.
მუხლები მეხუთედან-მეჩვიდმეტემდე მიღებულია მცირე მსჯელობის შემდეგ მეთოთხმეტეში მხოლოდ გამოტოვებულია სიტყვები: „სისხლის სამართლის“.
თავმჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 164
![]() |
33 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (7 სექტემბერი 1918) |
▲ზევით დაბრუნება |
№20
დაესწრნენ კ. მაყაშვილი.
კომისიის სხდომა წევრთა დაუსწრებლობის გამო არ მოხდა.
მდივნის მაგიერ
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 257
![]() |
34 საკონსტიტუციო კომისიის სხდომა (11 სექტემბერი 1918 წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
№21
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, კ. მაყაშვილი.
კომისიის სხდომა წევრთა საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო არ მოხდა.
მდივნის მაგიერ
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქმე 191, ფურც. 257.
![]() |
35 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. სექტემბრის 14) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ პ. საყვარელიძე, ივ. ჩერქეზიშვილი, და კ. მაყაშვილი.
თავმჯდომარეობდა კ. მაყაშვილი………………….მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი
№№ |
განსახილველი საგანი |
დადენილება |
I. |
საბჭოს წევრის დ. ჩიქოვანის წინადადება, საბჭოს მიერ გადმოცემული, რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ეროვნულ საბჭოში სავალდებულო იყოს ქართული ენის ცოდნა. |
დაევალოს ბ. საყვარელიძეს შეიმუშაოს შესაფერი კანონპროექტი და შემდეგ სხდომისთვის წარმოადგინოს განსახილველად. |
2. |
სოც. დემოკრ. ფრაქციის წინადადება, რომ ეროვნულ საბჭოს სახელდება შეეცვალოს და ეწოდოს „საქართველოს პარლამენტი“ |
დაევალოს ბ. საყვარელიძესვე შესაფერი კანონპროექტის შემუშავება და შემდეგ სხდომისთვის წარმოდგენა განსახილველად. |
3. |
მოისმინა მთავრობის წინადადება შემუშავდეს დამატებითი კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.
|
დაევალოს ბ. ჩერქეზიშვილს შეადგინოს დამატებითი კანონპროექტი ხსენებული საგნის შესახებ და წარმოადგინოს შემდეგის სხდომისთვის განსახილველად |
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 258
![]() |
36 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ.სექტემბრის 18) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, რ. არსენიძე, კ. მაყაშვილი.
დამხმარე: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი
თავმჯდომარეობდა კ. მაყაშვილი………………..მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი
№№ |
განსახილველი საგანი |
დადენილება |
1. |
ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ მოახსენებს პ. საყვარელიძე; იგი ამბობს, რომ საბჭოს სახელწოდების პარლამენტად შეცვლა შეუძლებელია, რადგანაც პარლამენტი საზოგადო სახელწოდებაა საკანონმდებლო დაწესებულებათა, წინააღმდეგ ამისა, ყოველს სახელმწიფოში პარლამენტს საკუთრი ისტორიულად შემუშავებული სახელი აქვს.
ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისევ ქართულ სახელწოდებაში რომელიმე; ასეთია სახელწოდებანი: კრება, საკრებულო, დარბაზი, საბჭო და სხვ. ისტორიულად მეცნიერთა მოწმობით ხმარებაში იყო სიტყვა დარბაზი; მაგრამ უმჯობესად მომხსენებელს მიაჩნია დარჩეს ისევ საბჭო ეროვნულის შეცვლით. შეიძლება ეწოდოს აგრეთვე წარმომადგენელთა პალატა, წარმომადგენელთა საბჭო.
რ. არსენიძე იცავს იმ აზრს, რომ ეროვნულ საბჭოს ეწოდოს ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი. |
საბოლოოდ ამ კითხვის გადაწყვეტა გადიდოს შემდეგი სხდომისთვის. |
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 180.
![]() |
37 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. სექტემბერი „21“) |
▲ზევით დაბრუნება |
№24
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ივ. ჩერქეზიშვილი, კ. მაყაშვილი, რ. არსენიძე.
დამხმარე - საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა კ. მაყაშვილი…………….მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი
№№ რიგზე |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. |
საბოლოო ტექსტი დებულებისა საქართველოს ეროვნულ საბჭოს სახელწოდების შეცვლისა.
მცირე ბაასის შემდეგ მიღებულ იქნა ჯერ სახელმწიფო დარბაზი, შემდეგ რესპუბლიკის დარბაზი. |
მიღებულ იქნა „რესპუბლიკის დარბაზი“. წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს.
მომხსენებელი იქნება პ. საყვარელიძე. |
2. |
დებულება საქართველოს სახელმწიფო ენისა.
კამათი გამოიწვია ისევ იმ საკითხმა, მესამე მუხლში შეტანილ იქნეს, თუ არა - შესწორება: ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელს შეუძლიან სიტყვა წარმოთქვას დედა ენაზედ - თუ სახელმწიფო ენა არ იცის.
ამ შესწორების შეტანის მომხრე იყვნენ: პ. საყვარელიძე და კ. მაყაშვილი, წინააღმდეგნი რ. არსენიძე და ჩერქეზიშვილი.
აღიძრა კითხვა იმის შესახებ, არა ქართველთა დედაენაზედ წარმოთქმული სიტყვები ითარგმნოს ქართულად თუ არა.
კამათის შემდეგ გამოითქვა ის აზრი, რომ სახელმწიფო ენაზედ უნდა ითარგმნოს ასეთი სიტყვა, თუ საბჭო მოისურვებს, ამ მოსაზრებათა მიხედვით შეტანილი იქნა ცვლილებანი წინა კრებაზე შემუშავებულს ტექსტში.
თავმჯდომარე
მდივნის მაგიერ |
პირველ მუხლს მიემატოს შენიშვნა: ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება ცალკე კანონით განისაზღვრება. მხოლოდ მესამე მუხლს ასეთი შენიშვნა: წესი ამ უფლებით სარგებლობისა და თარგმნისა განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც იმუშავებს საბჭო.
დანარჩენი მუხლები უცვლელად იქნა მიღებული. ამნაირად შესწორებული დებულება სახელმწიფო ენისა წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს. მომხსენებელი იქნება რ. არსენიძე. |
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 182.
![]() |
38 საქართველოს ეროვნული საბჭო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ სექტემბერი 25) |
▲ზევით დაბრუნება |
№25
დაესწრნენ ს. დადიანი. პ. საყვარელიძე
თავმჯდომარე ს. დადიანი მდივანი პ. საყვარელიძე
წევრთა საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო კომისიის სხდომა არ მოხდა
კომისიის თვმჯდომარის ამხანაგი
მდივანი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქმე 201, ფურც. 93.
![]() |
39 საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ოქტომბერი 2) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ ს. ჩერქეზიშვილი
თავმჯდომარე ს. დადიანი მდივანი პ. საყვარელიძე
წევრთა საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო კომისიის სხდომა არ შედგა
კომისიის თვმჯდომარის მაგიერ
მდივანის მაგიერ
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 94
![]() |
40 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი №28 (1918 წ. ოქტომბრის 9.) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: რ. არსენიძე, ი. ჩერქეზიშვილი
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი, დ. ჩიქოვანი
მდივნობდა: დ. ნახუცრიშვილი
თავმჯდომარეობდა:
№№ რიგზე. |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
|
განსახილველია ბ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვების და დაკარგვისა.
რადგან კომისიის კვორუმი არ იყო, ამიტომ გაიმართა კერძო თათბირი, რომელზედაც განხილულ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტი.
შეტანილ იქნა ზოგიერთი ცვლილება, ზოგი მუხლი კი გამოტოვებულ იქნა.
მდივნის მაგიერ |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 46, ფურც. 19
![]() |
41 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ოქტომბრის 12) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, რ. არსენიძე, ს. დადიანი.
დამხმარენი: პარლამენტის წევრი: დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი.
თავმჯდომარეობდა: ს. ჯაფარიძე ………………….მდივნობდა: დ. ნახუცრიშვილი
№№ |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. |
წაკითხული იქნა ბ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოქალაქეობის მოპოვების და დაკარგვისა.
|
განხილვა ამ კანონპროექტისა გადიდვას იმ დრომდე, როდესაც მთავრობა წარმოადგენს განსახილველად დროებითის კანონპროექტს ამავე საგანზედ. |
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 99
![]() |
42 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ნოემბერი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ გ. რცხილაძე, პ. საყვარელიძე კ. მაყაშვილი
დამხმარენი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი
მდივნობდა პ. საყვარელიძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. განსახილველია საკითხი იმის შესახებ - გამოიცეს საფრანგეთის კონსტიტუცია საფრანგეთისა, ქართულად თარგმნილი ს. კლდიაშვილისა
|
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 38
![]() |
43 საქართველოს ეროვნული საბჭო. საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ნოემბრის 9) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, გ. რცხილაძე, ი. ჩერქეზიშვილი, პ. საყვარელიძე, ი. წერეთელი.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი.
თავმჯდომარეობდას. ჯაფარიძე………………………….მდივნობდა პ. საყვარელიძე.
№№ რიგზე. |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. |
სხდომის დაწყებისასვე ბ. ილ წერეთელმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო კომისიის სხდომებს ვერ დაესწრება ხოლმე და სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია მის მაგიერ სხვას აირჩევს კომისიის წევრად. |
კომისიამ ბ. წერეთლის განცხადება მიიღო ცნობად. |
2. |
მოქალაქობის მოპოვების და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. მთავრობაში ყოფილა წარდგენილი ორი კანონპროექტი მოქალაქობისა, ერთი - იუსტიციის მინისტრისა [და მეო]რე ს. ჯაფარიძის მიერ - მთავრობას მოუწონებია ბ. ჯაფარიძის პროექტი. საკონსტიტუციო კომისიას აქვს თავისი საკუთარი კანონპროექტი ბ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული, რომელსაც კომისია განხილვის შემდეგ წარუდგენს პარლამენტს თავის სახელით.
|
კომისიამ დაადგინა: მოქალაქობის კანონპროექტის განხილვა გადიდოს შემდეგი კრებისთვის;
კანონპროექტი დაიბეჭდოს და დაურიგდეს ყველა წევრებს.
შემდეგი სხდომა დაინიშნოს ოთხშაბათს 1 საათზე.
|
სეა. 1836, აღწერა 1, საქმე 201, ფურც 105
![]() |
44 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ნოემბრის 13) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, გ. რცხილაძე, ს. კედია, პ. საყვარელიძე.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი.
თავმჯდომარეობდა ს. ჯაფარიძე…………………….მდივნობდა პ. საყვარელიძე.
№№ რიგზე |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. |
განსახილველია მთავრობის კანონპროექტი - საქართველოს მოქალაქობის /ქვეშევრდომობის/ მოპოვების და დაკარგვის შესახებ./იხილე თანდართული გაზ. „საქ. რესპ. №90./.
|
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 106
![]() |
45 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ნოემბრის „20“) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ლ. ნათაძე, მ. ჩხეიძე, კ. მაყაშვილი, პ. საყვარელიძე, ს. დადიანი, რ. არსენიძე, გ. ნანეიშვილი
თავმჯდომარეობდა: ს. დადიანი
მდივნობდა მ. ჩხეიძის ასული.
№№ |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. |
კომისიის სხდომის შესახებ |
გაიმართოს მორიგი სხდომები ოთხშაბათობით 1-3სთ. და შაბათობით 10-12სთ. |
2. |
კომისიის წევრების შეტყობინება სხდომებზე დასასწრებად |
გაეგზავნოთ უწყება კომისიის შემდეგ წევრებს: ს. ჯაფარიძეს, ლ. ნათაძეს, პ. საყვარელიძეს, ს. დადიანს, ალ. წერეთელს, მაყაშვილს, სპ. კედიას, რ. არსენიძეს, გ. ნანეიშვილს, მ. ჩხეიძის ასულს. |
3 |
მდივნის არჩევა პ. საყვარელიძისა |
კომისიის მდივნად არჩეული ჩხეიძის ასული. |
4. |
გზათა სამინისტროს იურისკონსულტის მიქელაძის მოწვევა კომისიაში სამუშაოდ დამხმარე წევრად. |
მოწვეულ იქნეს დამხმარე წევრად კომისიაში, რის შესახებ ეცნობოს უწყებით. |
5. |
საჭირო წიგნების დაევალოს |
დაევალოს მდივანს მ. ჩხეიძის ასულს ამ საკითხის მოწესრიგება. |
6. |
კომისიის წევრთა შორის განაწილებული სამუშაოს შესახებ. |
ეცნობოს კომისიის წევრთ წარმოადგინონ მათზე დაკისრებული მოხსენებანი. |
7. |
მოხსენება გ. ნანეიშვილისა ფინანსების შესახებ.
წინასწარ მოხსენებას აცნობს კომისიის მომხსენებლი.
იმართება მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს: ს. დადიანი, პ. არსენიძე, კ. მაყაშვილი, მ. ჩხეიძის ასული, პ. საყვარელიძე და მომხსენებლი ნანეიშვილი.
გადაწყდა მუხლობრივი წაკითხვა ლ. ნათაძეს შემოაქვს წინადადება არსებითი განხილვა მოეწყოს მუხლების გადახედვის შემდეგ სხდომისათვის, რომელსაც კომიის წევრნი უფრო მომატებული შემადგენლობა. |
|
|
ჩხეიძეს შემოაქვს წინადადება მომავალი კრებისათვის მოწვეული იყოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. |
|
|
მდივანს დაევალოს სისხლისამართლისა და ფინანსების შესახებ გადაიხედოს შესწორებით და გადაეგზავნოს წევრთ წინასწარ საკითხის გასაცნობად. |
|
|
თავმჯდომარე ნაშუადღ. 11/2საათზე
თავმჯდომარე
მდივანი
|
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 109
![]() |
46 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. ნოემბრის 27) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. დადიანი, პ. საყვარელიძე, დ. ნათაძე, ალ. წერეთელი, კ. მაყაშვილი, მარიამ ჩხეიძე, სერგი ჯაფარიძე.
დამხმარენი მოწვეულნი: გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე.
საფინანსო სამინისტროს წარმომადგენელი ი. პოლომორდვინოვი.
თავმჯდომარეობდა ს. დადიანი, მერე ს. ჯაფარიძე
მდივნობდა მარ. ჩხეიძე
საკითხი 4. ფინანსები
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
მუხლი I. წაკითხულ იქნა: არავითარი საგადასახადო არ შეიძლება იქნეს დაწესებული ან შეკრებილი თუ წინასწარ ის პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.
|
|
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 165
![]() |
47 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი №33 (1918 წ. დეკემბრის 4) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, კ. მაყაშვილი, მ. ჩხეიძე, სპ. კედია, ს. დადიანი, ალ. წერეთელი, ლ. ნათძე
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე
თვმჯდოამრეობდა ს ჯაფარიძე…………………..მდივნობდა მარ. ჩხეიძე
განსახილველი საგანი |
დედგენილება |
1. გაგრძელდა განხილვა ბ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულებისა ფინანსები:
|
დაადგინეს: დაიბეჭდის ხელახლად შესწორებით |
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 46, ფურც. 028-031
![]() |
48 სახელმწიფო ფინანსები |
▲ზევით დაბრუნება |
(საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული ნოემბრის 27-ს
და დეკემბრის 4-ის სხდომებზედ).
1. არავითარი გადასახადი არ შეიძლება იქნეს დაწესებული, ან შეკრებილი, თუ წინასწარ ის პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.
შენიშვნა: ადგილობრივ თვითმართველობათა უფლებას გადასახადების დაწესებისას განსაზღვრავს ცალკე კანონი.
3. თუ არა კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადო ხარჯი არ შეიძლება იქნეს გაღებული სახელმწიფოს ხაზინიდან.
4. პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება იქნეს აღებული სახელმწიფოს სესხი და არც რაიმე ფინანსიური ვალდებულება.
5. როდესაც პარლამენტის სხდომები შეწყვეტილია, და სესხის აღებას-კი საჭიროება მოითხოვს, საჩქაროდ უნდა იქნეს მოწვეული პარლამენტის სხდომა.
6. სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
7. თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო სააღრიცხო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაფაროს.
8. ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 46.
![]() |
49 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. დეკემბრის 11) |
▲ზევით დაბრუნება |
ლ. ნათაძე ქ.მ. ჩხეიძე
დამხმარენი: გ. ნანიიშვილი და კ. მიქელაძე
წევრთა საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო კომისიის სხდომა არ მოხდა
კომისიის თავნჯდომარე
მდივანი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 8
![]() |
50 იურიდიულ, საკონსტიტუციო კომისიების შეერთებული სხდომის ჟურნალი (1918 დეკემბერი „12“) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ქ.-ნი მარ. ჩხეიძე, ალ. ლომთათიძე, შ. ელიავა, ს. ფირცხალავა, რ. არსენიძე, გრ. რცხილაძე, მაჭავარიანი, გ. გვაზავა, ი. წერეთელი, ლ. ნათაძე, მ. რუსია, ი. გობეჩია, ნინიძე, ი. ხარატიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი: რამიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე მ. ჩხეიძე
თავმჯდომარეობდა: გრ. რცხილაძე ………მდივნობდა დ. ნახუცრიშვილი
№№ |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1.
|
სამივე კომისიების შეერთებულ სხდომის თავმჯდომარის არჩევა
|
არჩეულ იქნა შეერთებული სხდომის თავმჯდომარედ გრ. რცხილაძე.
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქმე 201, ფურც. 128
![]() |
51 საკონსტ., იურ.და თვითმართ. კომისიების სხდომის ჟურნალი (1918 დეკემბერის „18“) |
▲ზევით დაბრუნება |
ხელნაწერი
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ქ. ჩხეიძე, ალ. ლომთათიძე, შ. ელიავა, ს. ფირცხალავა, ს. არსენიძე, გ. რცხილაძე, ი. მაჭავარიანი, გ. გვაზავა, ვ. წერეთელი, ლ. ნათაძე, შინაგან საქ. მინისტრი ნ. რამიშვილი
თავმჯდომარეობდა გრ. რცხილაძე……………………მდივნობდა
№№ |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
|
აბხ.. „6“ სახ. საბჭ. არჩევ. აბხაზ. მოქალაქე - ვინ არის დამფუძნებელი კრების? ქალაქის და, რომის კანონი შედეგი - უცხო ელემენტი - სომხ. (მეტ.) ბერძნ. დაინტერესებული აბხაზ. ცხოვრებაში - [...] ნორმად მიიღეს (115 ბინადრობა - აბხ. მეგრ. მუდმივი უცხონი ყველას რომ მივცეთ, აბხაზთა ხმა ჩაიფარცხებოდა - ისეც უკმაყოფილო არიან აბხ. რომ უცხოთ ვაძლევთ ხმას ორმა წევრმა შემოიტანეს კარგი აზრი - ს ფედ თვით. [...] 1 მუხლი დებულ.
ეს წესი მიღებულია -
თავის კითხვა - გაირჩეს აქვე, თუ გადავცეთ რომელიმე კომისიას - გაირჩეს აქვე. -
1) მუხლი 2) მუხლი - იყო მსჯელობა - რ. არსენიძე - თუ პასიურს [...] - რატომ აქტიურს
|
170 9 ______ 15.30
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 130-131
![]() |
52 საქართველოს ეროვნული საბჭო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1918 წ. დეკემბრის „25“) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: საყვარელიძე, რ. არსენიძე, ქ. მარ. ჩხეიძე, ალ. წერეთელი, სპ. კედია, კ. მაყაშვილი.
თავმჯდომარეობდა……………………………….. მდივნობდა
№№ |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
|
განხილულია დებულება სასამართლოსი შედგენილი ბ. ნანეიშვილის მიერ;
მდივანი |
ვინაიდან მომხსენებელი ვერ ესწრება დღევანდელს სხდომას, რომელიც საჭირო განმარტებებს მისცემდა კომისიას ზემოხსენებულ დებულების განხილვის დროს და რადგანაც სხდომას ვერ დაესწრნენ თავმჯდომარე და მისი ამხანაგი ამიტომ კომისიამ დაადგინა, სხდომა შეწყვეტილ იქნეს. |
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 162
![]() |
53 დებულება აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებისა მიღებულია საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს |
▲ზევით დაბრუნება |
I. საერთო დებულებანი.
1. აფხაზეთის სახალხო საბჭოს შეადგენენ არჩეული წევრები, რიცხვით ორმოცი.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. წევრები, რომელნიც სხვა წევრებით თანდათანობის წესით კანდიდატთა იმ სიის რიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი არჩეულ იქნენ.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მოხდა შეერთებულის სიებით და რომელსამე მათგანში დასახელებული არ არის კანდიდატი, თავისუფალს ადგილს აფხაზეთის სახალხო საბჭოში დაიჭერს კანდიდატი იმ შეერთებული სიისა, რომელსაც ჰყავს თავისუფალი კანდიდატები და რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
დასახელებულ სიაში კანდიდატის უყოლობის გამო და აგრეთვე თუ შეერთებულ სიებშიც ასეთი კანდიდატები არ აღმოჩნდებიან, ადგილი აფხაზეთის სახალხო საბჭოს განთავისუფლებული წევრისა ისევ თავისუფალი დარჩება.
2. აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა არჩევნების უფლება აქვს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა აფხაზეთში მცხოვრებს ყოველ მოქალაქეს, რომელსაც საარჩევნო სიების შედგენამდე შესრულებია ოცი წელიწადი და რომელსაც აფხაზეთში ბინადრობა ჰქონია 1914 წლის ივლისის ცხრამეტამდე.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მეორე მუხლში აღნიშნულ პირთა გარდა ისიც, ვისაც აფხაზეთში ბინადრობა მოუპოვებია 1914 წლის ივლისის 19-ის შემდეგ და აკმაყოფილებს მეორე მუხლის დანარჩენ მოთხოვნილებას, აგრეთვე ისიც, ვინც აფხაზეთში არ ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლება.
3. საარჩევნო უფლებას განახორციელებს ის მოქალაქე, რომელიც შეტანილია საარჩევნო სიაში და იმ უბანში, სადაც სიაში არის შეტანილი.
4. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
1) ვინც კანონიერის წესით გიჟად ან ჭკუაზედ შეშლილად არის გამოცხდებული, აგრეთვე ყრუ-მუნჯი, რომელიც სხვის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება;
2) ვისაც სასამართლოს მიერ სასჯელი აქვს გადაწყვეტილი, უკეთუ განაჩენი ძალაშია შესული და თუ ახდილი უფლება არ დაბრუნებია: ა) კატორღა მისჯილს სასჯელის მოხდის შემდეგ ათი წლის გასვლამდე; ბ) ვისაც მისჯილი აქვს გადასახლება, გამასწორებელი სატუსაღო განყოფილება, გამასწორებელი სახლი, სატუსაღო ან ციხე მდგომარეობის უფლების ჩამორთმევით ან შეზღუდვით, სასჯელის მოხდის შემდეგ ხუთი წლის გასვლამდე;
3) დასჯილს ქურდობისათვის, გარდა იმისა, რომელიც გათვალისწინებულია 171 მუხ. მეორე პუნ. სასჯელთა წესდებისა. რომლითაც მომრიგებელი მოსამართლენი მიუსჯიან (კან. კრ. ტ. XV, გმოც. 1914 წ.), დასჯილი დატყუებისათვის, ჩაბარებული ქონების მითვისებისა ან გაფლანგვისათვის, გარდა იმ გაფლანგვისა, რომელიც გათვალისწინებულია იმავე წესდების მე-177-ე მუხ. მეორე ნაწილით და სისხლის სამართლის და გამასწორებელ სასჯელთა დებულების მე-1681-ე მუხ. მეორე ნაწილით (1912 წ. გაგრძ. კან. კრებ. ტ. XV), მოპარულის დამალვისათვის, განზრახ მოპარულის ყიდვისა ან გირაოდ მიღებისათვის, ვისაც ეს ხელობად აქვს გადაქცეული, სიყალბისათვის, მევახშეობისა, ქრთამის აღებისა ან ქრთამის მიცემისათვის და აგრეთვე სიძვის შუამავლობისათვის და გარყვნილების ხელის შეწყობისათვის (კან. კრებ. ტ. XV, სისხ. სამ. დებ., გამ. 1909 წ., მუხ. 524-526. 526-527 და 529), აგრეთვე ისეთი მოქმედებისათვის, რომლის მიზანიც იყო საკანონმდებლო დაწესებულების ან თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების თავისუფლების და სისწორის დარღვევა, სამი წლის გასვლამდე დღიდან სასჯელის მოხდისა;
4) სამართალში და გამოძიებაში მიცემულ პირს, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფოებრივი ღალატის საქმე;
5) შეუძლებელ მოვალეს, რომელიც ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენით ბოროტ-განზრახველ შეუძლებელად იქნება გამოცხადებული, - სამი წლის გასვლამდე დღიდან გამოცხდებისა;
6) იმ სამხედრო პირს, ვინც სამხედრო სამსახურს გაექცა.
II. საარჩევნო სიები.
5. საარჩევნო სიები შედგენილი იქნება თვითეულ საარჩევნო უბანში ცალ-ცალკე, თვითეული ამომრჩეველი შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი რომლისამე უბნის სიაში.
6. საარჩევნო უბნის სიაში შეაქვთ საარჩევნო უფლების მქონე ის პირი, რომელიც იქ ცხოვრობდა სიის შედგენის დაწყებიდან დღემდე, თუნდაც დროებით წასულიც-კი იყოს იქიდან.
7. ვინც საარჩევნო უბანში სიების შედგენის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ დაბრუნდა, შეიძლება შეტანილ იქნას სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ წარუდგენს შესაფერ განცხადებას უბნის საარჩევნო კომისიას. ასეთი განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნას სიების შედგენის დამთავრებამდე და აგრეთვე ხუთი დღის განმავლობაში სიების გამოქვეყნებიდან. ასეთს განცხადებასთან ერთად უნდა განცხადებულ იქნეს ისიც, რომ მთხოვნელი ამოიშალოს წინანდელ საცხოვრებელ ადგილს შემდგარი სიიდან; ასეთი განცხადება წარიგზავნება დანიშნულებისამებრ.
8. საარჩევნო სია მისი შედგენისათანავე და უკიდურესს შემთხვევაში არჩევნების დაწყებამდე 40 დღით ადრე საყოველთაოდ ცხდდება ისე, რომ ყველას შეეძლოს მისი გაცნობა.
9. ათი დღის შემდეგ დღიდან საარჩევნო სიის გამოქვეყნებისა ამომრჩეველს უფლება ეძლევა ხუთი დღის განმავლობაში წარადგინოს პროტესტი ან საჩივარი საარჩევნო სიებში მათ მიერ შემჩნეულ შეცდომაზე და შეუვსებლობაზე; ქალაქის ამომრჩევლებს ქალაქის საარჩევნო კომისიაში, სოფლის ამომრჩევლებს-კი სათანადო საუბნო საარჩევნო კომისიაში შეუძლიათ შეიტანონ განცხადებები. ეს საარჩევნო კომისიები განიხილავენ პროტესტებსა და საჩივრებს მათი შემოტანიდან არა უგვიანეს სამი დღისა. ამ კომისიების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ამომრჩევლებს შემდეგი 4 დღის განმავლობაში უფლება ეძლევათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც საჩივარს განიხილავს არა უგვიანეს 3 დღისა. ცენტრალურ კომისიის გადაწყვეტილება აღიარებული იქნება უკანასკნელად და სიების ხელმეორედ გადაშინჯვის ვადად ინიშნება 5 დღე.
10. არჩევნები სწარმოებს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით პროპორციონალური წარმომადგენლობის წესისამებრ.
III. საარჩევნო კომისიები.
11. არჩევნების წარმოების გამგებლობა დაევალება ცენტრალურ, საქალაქო, საუბნო და სასოფლო საარჩევნო კომისიებს.
12. ცენტრალური კომისია ინიშნება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ.
13. საუბნო კომისიები შესდგებიან კოდორის, სამურზაყანოს, გუდაუთის, გუმისტანის და გაგრის უბნებში, თვითეულში ცალკე; ეს კომისიები მოეწყობა ცენტრალური კომისიის ინსტრუქტორების მიერ და შესდგება თავმჯდომარისა და ორი წევრისაგან. 14. ქალაქ სოხუმში, ოჩემჩირეში და გუდაუთაში აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებს უხელმძღვანელებენ ის კომისიები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქალაქის საბჭოების არჩევნებს.
15. სასოფლო კომისიები შესდგება სამი პირისაგან და მოეწყობა საუბნო კომისიების მიერ.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. საუბნო და სასოფლო კომისები თავიანთ შორის ამოირჩევენ თავმჯდომარეს და მდივანს.
16. ყველა კომისიას (ცენტრალურს, სამეურნეოს და სასოფლოს) უფლება ეძლევა მიიწვიოს საქმის მცოდნე პირი.
17. ცენტრალური კომისია: ა) შეიმუშავებს მოქმედების საერთო გეგმას მთელ საარჩევნო ოლქში არჩევნების მოსახდენად; ბ) ანაწილებს კრედიტს; გ) ანაწილებს საარჩევნო სიებს, ბლანკებს, კონვერტებს და ბიულეტენებს მთელ საარჩევნო ოლქში; დ) საუბნო და საქალაქო კომისიების საშუალებით თვალ-ყურს ადევნებს ბრძანებების და ცირკულარების თავის დროზე შესრულებას საქალაქო, საუბნო და სასოფლო კომისიების მიერ; ე) ამტკიცებს სარაიონო საარჩევნო უბნებს; ვ) საბოლოოდ გადასწყვეტს შემოსულ საჩივრებს; ზ) უბნებს საარჩევნო რაიონებად დაყოფის დროს თვალ-ყურს ადევნებს საუბნო კომისიების თავის დროზე მუშობის დაწყებას; ჱ) იღებს კანდიდატების სიებს, აქვეყნებს მათ და აცნობებს მათ შესახებ საუბნო საქალაქო და სასოფლო კომისიებს; თ) საბოლოოდ ითვლის ხმებს მთელ საარჩევნო ოლქში, აქვეყნებს არჩევნების შედეგებს და არჩეულებს აძლევს სათანადო მოწმობებს.
18. საუბნო კომისიები: ა) თვალ-ყურს ადევნებენ სასოფლო კომისიების მოქმედებას;
ბ) ჰყოფენ უბნებს საარჩევნო რაიონებად;
გ) თვალ-ყურს ადევნებენ სიების შედგენას და მათ დროზე გამოცხადება;
დ) იხილავენ პროტესტებსა და საჩივრებს, რომლებიც შეტანილ არიან არჩევნების დროს;
ე) იღებენ სათანადო ზომებს, რომ საარჩევნო სიებს ამომრჩევლები თავის დროზე გაეცნონ;
ვ) ამტკიცებენ სასოფლო კომისიების ოქმებს;
ზ) თვალყურს ადევნებენ, რომ სასოფლო კომისიები დროზე მოეწყონ და დაიწყონ მოქმედება;
ჱ) არიგებენ და ანაწილებენ საარჩევნო სიებს, ბლანკებს, კონვერტებს, ბიულეტენებს მთელს უბანში;
თ) აგზავნიან ინსტრუქტორებს სოფლებში საჭიროების დროს;
ი) ითვლიან ხმებს მთელ საარჩევნო უბანში და არჩევნების შედეგს აცნობებენ ცენტრალურ კომისიას.
19. სასოფლო კომისიები იმუშავებენ საარჩევნო სიებს, აწარმოებენ არჩევნებს, ითვლიან ხმებს და არჩევნების შედეგს ატყობინებენ საუბნო საარჩენო კომისიებს.
20. ყველა მთავრობის და საზოგადიებრივი დაწესებულება, აგრეთვე მოსამსახურე პირნი მოვალენი არიან დახმარება აღმოუჩინონ საარჩევნო კომისიებს ამა წესდებით მათზე მინდობილ მოვალეობათა ასრულებისათვის.
21. ყოველგვარი აქტი და ქაღალდი, რომელიც შეეხება აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებს, როგორც შეტანილი მთავრობის, სასამართლოს, ადმინისტრაციის და საზოგადო დაწესებულებებში და ყველა უწყების დაწესებულების მოხელეებთან, ისე ყველა ამ დაწესებულებისა და მოხელეთა მიერ გაცემული, თავისუფალია საღერბო და სხვა გადასახადისაგან.
IV. საკანდიდატო სიები.
22. აფხაზეთის სახალხო საბჭოში არჩევნები მოხდება ერთ-ერთ გამოქვეყნებული საკანდიდატო სიისთვის ხმის მიცემით.
23. საკანდიდატო სია ამომრჩეველთა ჯგუფმა უნდა წარუდგინოს ცენტრალურ კომისიას არა უგვიანეს 30 დღისა არჩევნების დაწყებამდე.
24. თვითეულ საკანდიდატო სიას საკუთრივ ხელს უნდა აწერდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა ორმოცდაათზე არა ნაკლები. სიაში აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილი თვითეული წარმოდგენილი კანდიდატისა. სიას დართული უნდა ჰქონდეს განცხადებანი ყველა კანდიდატისა, რომ ისინი თანახმა არიან კენჭი იყარონ საარჩევნო ოლქში იმ წარმოდგენილი სიით. სიას შეიძლება მიკუთვნებული ჰქონდეს სახელი მისი წარმომდგენი ორგანიზაციისა.
25. საკანდიდატო სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს სოხუმის ოლქის გარეშე დროებით მცხოვრები პირი, რომელიც მის მიერ ხელმოწერილი და სათანადო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული დეპეშით აცნობებს თავის თანხმობას აფხაზეთის სახალხო საბჭოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
26. თვითეულ ამომრჩეველს შეუძლიან ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე პირი ხელს აწერს ორს ან რამდენიმე სიას, მისი ხელის მოწერა ნამდვილად ითვლება მხოლოდ იმ სიაში, რომელიც პირველად იქნა მოტანილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
27. რიცხვი სიაში ნაჩვენები კანდიდატებისა შეიძლება 40-ზე ნაკლები იყოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სამოცს.
28. ერთსა და იმავე კანდიდატის შეტანა სხვა-და-სხვა საარჩევნო სიაში არ შეიძლება.
29. კანდიდატთა სიის მიღების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია იძლევა ხელწერილს თვის, დღის და საათის აღნიშვნით.
30. იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებული სია არ ეთანხმება 3, 5, 6, 7 მუხლებში ნაჩვენებ მოთხოვნილებებს, აფხაზეთის სახალხო საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სამი დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ჯგუფის წარმომადგენელს; განცხადებები, რომლებიც გაასწორებენ აღმოჩენილ შეცდომებს, შემოტანილ უნდა იქნას ოცდაოთხი დღით ადრე არჩევნების დაწყებამდე.
31. საკანდიდატო სიები, რომლებიც აკმაყოფილებს 3, 5, 6, და 7 მუხლის მოთხოვნილებებს, ცენტრალური კომისიის მიერ ინუმრება მათი შემოტანის რიგის მიხედვით; ამ ნუმერაციით და აგრეთვე ორგანიზაციების სახელწოდებით, თუ სიებს თან ახლდება ასეთები, საკანდიდატო სიები გამოიკიდება კომისიის შენობაში არა უგვიანეს ოცდასამი დღისა არჩევნების დაწყებამდე და მერე დაუყონებლივ ეუწყება აფხაზეთის საარჩევნო საუბნო და საქალაქო კომისიებს.
32. საკანდიდატო სიების შემტან ჯგუფებს შეუძლიანთ არა უგვიანეს 15 დღისა არჩევნების დაწყებამდე განაცხადონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ მათ სურთ თავიანთი საკანდიდატო სიების შეერთება; ამ განცხადებაზე ხელი უნდა ეწეროს შეერთების მსურველ ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. ასეთ შეერთებას ცენტრალური კომისია აცხადებს საყოველთაოდ არა უგვიანეს განცხადების მიღების მეორე დღისა.
33. ერთი და იგივე სია მხოლოდ ერთ შეერთებაში შეიძლება შედიოდეს.
V. საარჩევნო ბარათების მიცემა და დათვლა.
34. არჩევნები აფხაზეთის სახალხო საბჭოში სწარმოებს დახურული საარჩევნო ბარათების მიცემით.
35. საარჩევნო ბარათები გარეგნობით ერთნაირი უნდა იყოს. ნიმუშს საარჩევნო ბარათისას აწესებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და აცხადებს საყოველთაოდ არა უგვიანეს 35 დღისა არჩევნების დაწყებამდე.
36. თვითეული საარჩევნო ბარათი უნდა შეიცავდეს ერთ-ერთ გამოქვეყნებულ საკანდიდატო სიას; ამ სიაში არავითარი ცვლილების შეტანა არ შეიძლება, არც ერთი კანდიდატის მეორე ადგილზე გადატანა. ბარათს უნდა ჰქონდეს ნუმერი საკანდიდატო სიისა და სახელწოდება ამ სიის წარმომდგენი ორგანიზაციისა, თუ მას ორგანიზაციის სახელი აქვს დართული.
37. კონვერტები საარჩევნო ბარათებისათვის ერთგვარი უნდა იყოს, არა გამჭვირვალე, სუფთა და ზედ უნდა იყოს დასმული ბეჭედი ცენტრალურის, ან საუბნო და საქალაქო კომისიისა. ყველა განცხადებულ საკანდიდატო სიისთვის მზადდება თანაბარი რიცხვი საარჩევნო ბარათებისა.
38. საარჩევნო ბარათებში საკანდიდატო სიის ტექსტი იბეჭდება რუსულ ენაზე, მაგრამ ჯგუფს, რომელმაც სია წარმოადგინა, შეუძლიან სიის წარდგენის დროს მოითხოვოს, რომ სათანადო საარჩევნო ბარათებში შეტანილ იქნას თარგმანი იმ ენაზე, რომელსაც ჯგუფი უჩვენებს. ასეთი მოთხოვნის განცხადებისას ჯგუფი მოვალეა წარმოადგინოს ტექსტის თარგმანი და უჩვენოს ტეხნიკურად შესაძლებელი საშუალებანი მისი დაბეჭდვისთვის.
39. საარჩევნო ბარათები და კონვერტები დამზადების შემდეგ დაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განკარგულებით საქალაქო და სასოფლო კომისიებს, უკანასკნელებს სარაიონო კომისიების საშუალებით.
40. საქალაქო საარჩევნო კომისიები წინდაწინვე ამზადებენ სახელობითს მოწმობებს საარჩევნო სიებში შეტანილ თვითეულ ამომრჩევლისათვის. ამ მოწმობაში აღინიშნება სახელი, მამის სახელი და გვარი, ან მეტი სახელი ამომრჩეველის, მისამართი მისი, საარჩევნო უბანი და ის ნუმერი, რომელიც ამომრჩევლის რიგს აღნიშნავს საარჩევნო სიაში. იქვე აღნიშნული უნდა იყოს დრო და ადგილი ხმის მიცემისა.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. სახელობითი მოწმობა სოფლის მცხოვრებთათვის სავალდებულო არ არის.
41. საქალაქო ანუ სასოფლო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაურიგოს თვითეულ ამომრჩეველს არა უგვიანეს შვიდი დღისა არჩევნების დაწყებამდე თითო ცალი საარჩევნო ბარათი ყოველ განცხადებულ საკანდიდატო სიისა და აგრეთვე სახელობითი მოწმობა ქალაქის ამომრჩევლებს. იმას, ვისაც უფლება აქვს მიიღოს სახელობითი მოწმობა და საარჩევნო ბარათები, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო არ მიუღია, მიეცემა: მოწმობა ჯეროვან საქალაქო კომისიაში არჩევნების დღემდე, საარჩევნო ბარათები-კი - არჩევნების დღეს.
42. საუბნო და საქალაქო საარჩევნო კომისიები ამზადებენ პირამოჭრილ საარჩევნო ყუთებს საარჩევნო ბარათების ჩასაშვებად და უგზავნიან სასოფლო საარჩევნო კომისიებს.
43. თვითეულ საარჩევნო კომისიას მიეცემა განსაკუთრებული შენობა.
44. თვითეულ საარჩევნო შენობაში უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე მოფარებული ადგილი, რომ ამომრჩეველს შეეძლოს არჩევნების საიდუმლოების დაურღვევლად ჩასდოს კონვერტში საარჩევნო ბარათი.
45. საარჩევნო საუბნო კომისიის სხდომები საჯაროა. ხმის მისაცემად დანიშნულ დღეს თავმჯდომარე კომისიისა, კომისიის წევრთა და ამ დროისათვის საარჩევნო დარბაზში შემოსულ პირთა თანდასწრებით გახსნის კომისიის სხდომას. თავმჯდომარე შეამოწმებს, რომ საარჩევნო ყუთი მთელია და ცარიელი, შემდეგ დახურავს, დაბეჭდავს და მოიწვევს ამომრჩევლებს ხმის მისაცემად. სანამ საარჩევნო ბარათების მიცემა გრძელდება, კომისიის სხდომაზე აუცილებლად უნდა იყოს, უკიდურესს შემთხვევაში, კომისიის სამი წევრი მაინც.
46. საარჩევნო შენობაში მხოლოდ არჩევნები სწარმოებს. მოწოდების გამოკიდება ან გაკვრა ბროშურების და პლაკატების დარიგება, საარჩევნო ბარათების გავრცელება, სიტყვების წარმოთქმა და საერთოდ ყოველ გვარი აგიტაცია აკრძალულია როგორც ოთახებში, სადაც საარჩევნო ბარათებს იძლევიან, ისე კიბეებზე, გასასვლელში და საარჩევნო შენობის შესავალ კარებთან. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე თვალ-ყურს ადევნებს, რომ საარჩევნო შენობაში არჩევნების წარმოების დროს დაცულ იქნეს სრული წესრიგი და დაუყონებლივ გაყვანილ იქნეს, ვინც მას დაარღვევს.
47. საარჩევნო შენობაში არ შეიშვებიან: 1) შეიარაღებულნი და 2) ისინი, ვისაც ცხადად ეტყობა, რომ მთვრალია.
48. თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების მიხედვით, თანახმად კომისიის დადგენილებისა, მოსთხოვოს სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებას გამოუგზავნოს მილიციონერები ან ჯარისკაცები, რომელნიც სავსებით ემორჩილებიან თავმჯდომარეს და იმყოფებიან მხოლოდ მის განკარგულებაში.
49. თუ წესრიგი დაირღვა, ან თუ ვინმე კომისიის, ან მისი თავმჯდომარის განკარგულებას არ დაემორჩილა, კომისიას შეუძლიან დაადგინოს შეიყვანოს მილიციონერები ან ჯარისკაცნი შენობაში, სადაც არჩევნები სწარმოებს. თუ თავმჯდომარის მოთხოვნა არაა, ისე საარჩევნო შენობაში არავითარი შეიარაღებული ძალის შეყვანა არ შეიძლება.
50. არჩევნები იწყება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ დღეს და გრძელდება ქალაქებში სამი დღის განმავლობაში, სასოფლო საარჩევნო კომისიებში - კი შვიდი დღის განმავლობაში. საქალაქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო ბარათების მისაღებად ღია უნდა იყოს არჩევნების პირველი ორი დღის განმავლობაში დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, მესამე დღეს - კი დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე, სოფლებში - არჩევნების პირველი ექვსი დღის განმავლობაში დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე, უკანასკნელ დღეს - კი დილის 8 საათიდან დღის 2 საათამდე.
51. საარჩევნო ბარათი ამომრჩეველმა პირადად თითონ უნდა მიიტანოს.
52. ამომრჩევლის გამოცხადება კომისიის წევრის მიერ აღინიშნება საარჩევნო სიაში. შემდეგ ამომრჩეველი მიიღებს კომისიისაგან კონვერტს მასში საარჩევნო ბარათის ჩასადებად; რაიმე ეჭვის გამო კომისიას შეუძლიან ამომრჩეველს მოსთხოვოს პირადობის მოწმობა, სანამდე კონვერტს მისცემდეს.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. ქალაქის ამომრჩევლები გამოცხადების დროს წარმოადგენენ სახელობითს მოწმობას.
53. კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი მიდის მოფარებულ ადგილას და იქ ჩასდებს კონვერტში საარჩევნო ბარათს; დაბრუნდება საარჩევნო ყუთთან, გადასცემს დაბეჭდილ კონვერტს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც მის თვალწინ ჩააგდებს კონვერტს ყუთში.
54. არჩევნების პირველ დღეებში ქალაქებში საარჩევნო შენობის შესავალი კარები დაიკეტება საღამოს სრულ ცხრა საათზე, რის შემდეგაც საარჩევნო ბარათები მიიღება მხოლოდ იმ ამომრჩეველთაგან, რომელნიც შევიდნენ საარჩევნო შენობაში ცხრა საათამდე. საარჩევნო ბარათების მიღება რომ დასრულდება, თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხმის მიცემა ამ დღისათვის დამთავრებულია და საარჩევნო ყუთის ამოჭრილ პირს დალუქავს. ამის შემდეგ ყველა იქ მყოფნი დასტოვებენ საარჩევნო ოთახს, შენობა - კი დაიბეჭდება თავმჯდომარის განკარგულებით მეორე დღის დილამდე და შენობის კარებს დარაჯი მიუდგება.
55. არჩევნების უკანასკნელ დღეს საარჩევნო შენობის შესავალი კარები დაიკეტება დღის ორ საათზე, რის შემდგომ საარჩევნო ბარათების მიღება მოხდება მხოლოდ იმათგან, ვინც შენობაში შესულა კარების დაკეტვამდე. ბარათების მიცემის გათავების შემდეგ თავმჯდომარე ხმის მიცემას დასრულებულად გამოაცხადებს და განკარგულებას მოახდენს კარები გაიღოს. ამის შემდეგ კომისია თავდაპირველად კონვერტს დაითვლის გაუხსნელად. თუ კონვერტების რაოდენობა არ ეთანაბრება იმ ამომრჩეველთა როდენობას, რომელთა გამოცხადებაც აღნიშნულია საარჩევნო სიაში, შესაფერი შენიშვნა შეაქვთ ოქმში და ამის შემდეგ იწყება კონვერტების გახსნა და საარჩევნო ბარათების კითხვა.
56. სასოფლო საარჩევნო კომისიებისთვის პირველი ექვსი დღის განმავლობაში საარჩევნო შენობაში მისვლა და ბარათების გადაცემა თავდება საღამოს ხუთ საათზე; საარჩევნო ბარათების მიღების გათავების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე აცხადებს მათ მიღებას ამ დღისათვის გათავებულად და დაბეჭდავს საარჩევნო ყუთს. ამის შემდეგ ყველა იქ მყოფნი სტოვებენ დარბაზს, შენობა კი იბეჭდება მეორე დილამდე და კარებს დარაჯი მიუდგება.
57. არჩევნების მეშვიდე დღეს ამრჩეველის საარჩევნო შენობაში მიღება თავდება დღის ორ საათზე, რის შემდეგაც ბარათების მიღება სწარმოებს მხოლოდ მათთვის, ვინც შენობაში მოვიდა აღნიშნულ დრომდე. საარჩევნო ბარათების მიცემის გათავების შემდეგ თავმჯდომარე ხმის მიცემას დამთავრებულად აცხადებს და განკარგულებას მოახდენს კარების გასაღებად. ამის შემდეგ კომისია დაითვლის უპირველესად კონვერტებს მათ გაუხსნელად. თუ კონვერტების რიცხვი არ ეთანხმება ამომრჩეველთა რიცხვს, რომელთა გამოცხადებაც აღნიშნულია საარჩევნო სიებში, შესაფერი შენიშვნა შეაქვთ ოქმში. ამის შემდეგ კონვერტებს ხსნიან და კითხულობენ საარჩევნო ბარათებს.
58. ნამდვილ საარჩევნო ბარათებად არ ჩაითვლება: 1) საარჩევნო ბარათები, რომელიც არ აკმაყოფილებს 2, 3 და 5 მუხ. მოთხოვნილებას, 2) შეუვსებელი ბარათები, 3) ბარათები, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი, ან დასვრილი და წაშლილი ან სხვადასხვა ნიშნებით ჩადებული იმ გვარსავე ნიშნიან კონვერტში და 4) ერთ კონვერტში მოქცეული რამდენიმე ბარათი, თუ მათი შინაარსი სრულიად ერთნაირი არ არის, ხოლო თუ შინაარსი იმ ბარათებისა ერთნაირია, მაშინ ნამდვილად ჩაითვლება ერთი მათგანი.
59. საკითხი საარჩევნო ბარათის სინამდვილისა, თუ ამაზე ეჭვი დაიბადება, სწყდება საარჩევნო კომისიაში ხმის უმეტესობით ხმათა თანასწორობის დროს თავმჯდომარის ხმა სწყვეტს საკითხს.
60. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბარათები დაითვლება ცალ-ცალკე თვითეულ საარჩევნო სიის მიხედვით.
61. ყოველივე, რაც ხდება საარჩევნო უბანში სხდომის გახსნიდან მის დახურვამდე, იწერება ოქმში. კერძოდ ოქმში შეაქვთ ყველა განკარგულება თავმჯდომარისა და დადგენილება კომისიისა, აგრეთვე განცხადებანი, რომელიც კი შეუტანიათ კომისიაში დამსწრე ამომრჩევლებს. მასში აღინიშნება აგრეთვე რიცხვი საარჩევნო ბარათებისა, მიცემული თვითეულ საარჩევნო სიისთვის, აგრეთვე რიცხვი არა ნამდვილად აღიარებული ბარათებისა, სადაც ნაჩვენები იქნება მათი უარყოფის მიზეზების ახსნა-განმარტება. ოქმს ხელს მოაწერენ თავმჯდომარე, კომისიის წევრები და ყველა დამსწრენი, ვინც კი ამას მოისურვებს.
62. ოქმი სასოფლო საარჩევნო კომისიისა იგზავნება თავის რაიონის საუბნო საარჩევნო კომისიაში; ოქმთან ერთად ცალკე კონვერტებით იგზავნება: 1) საარჩევნო ბარათები, კომისიის მიერ სწორად მიჩნეული; 2) ბარათები, კომისიის მიერ ნამდვილად აღიარებული, ხოლო კომისიის რომელსამე წევრის მიერ დაწუნებული; 3) ბარათები, კომისიის მიერ ყალბად აღიარებული, მიუხედავად კომისიის ცალკე წევრების აზრისა, და 4) ბარათები, ერთხმად უარყოფილი კომისიის მიერ.
63. საუბნო კომისიები, სასოფლო საარჩევნო კომისიის ოქმების და მათთან საარჩევნო ბარათების განხილვის შემდეგ, საბოლოოდ განსაზღვრავენ, რომელი საარჩევნო ბარათი უნდა იქნეს აღიარებული ნამდვილად და რამდენი ხმა იყო თვითეულ საარჩევნო უბანში მიცემული თვითეულ განცხადებულ საკანდიდატო სიისთვის.
64. ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომისა სასოფლო საარჩევნო კომისიების ოქმებთან ერთად იგზავნება აფხაზეთის სახალხო საბჭოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ ოქმთან ერთად იგზავნება საარჩევნო ბარათები, აღნიშნული 62 მუხლის მე-2-4 პუნქტებში.
65. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები, როდესაც სწარმოებს განხილვა სასოფლო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და დათვლა საარჩევნო ბარათებით მიღებული ხმებისა, საჯაროა.
66. ოქმი საქალაქო კომისიისა გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ოქმთან ერთად იგზავნება საარჩევნო ბარათები, აღნიშნული 62 მუხ. მე-2-4 პუნქტებში.
67. აფხაზეთის სახალხო საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც სწარმოებს მიცემული საარჩევნო ბარათების დათვლა, საჯაროა.
VI. არჩევნების შედეგები.
68. ცენტრალური საარჩევნო კომისია, იხელმძღვანელებს რა საუბნო, სასოფლო და საქალაქო საარჩევნო კომისიების სხდომების ოქმებით, დაითვლის ხმას, რაც მთელს ოლქში მიუციათ თვითეულ საკანდიდატო სიისთვის და ამის შემდეგ საერთო რიცხვი აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრების რაოდენობისა დანაწილდება განცხადებულ საკანდიდატო სიათა შორის იმ ხმების რიცხვის პროპორციით, რაც თვითეულს სიას მიუღია მთელს ოლქში. ამ განაწილების წესი ნაჩვენებია 70-72 მუხ.
69. უკეთუ არჩევნებისათვის დანიშნულ ვადაზე არჩევნები ვერ მოხდა ერთს ან რამდენსამე საარჩევნო უბანში და ამასთან საერთო რიცხვი ამ უბნების ამომრჩევლებისა, რომელთაც ამის გამო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, შეადგენს მთელი ოლქის ამომრჩევლების ერთს მეათედზე არა ნაკლებს, ამ შემთხვევაში ცენტრალური კომისია დაუყონებლივ განკარგულებას მოახდენს, დაინიშნოს ასეთ უბნებში ხელმეორე არჩევნები. თუ ასეთ საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რიცხვი აღნიშნულ მეათედზე ნაკლებია, ან თუ მეორეჯერ დანიშნული არჩევნები არ მოხდა, მაშინ ხმების საერთო დათვლის დროს ცენტრალურ კომისიაში ის საარჩევნო უბნები, სადაც არჩევნები არ მომხდარა, სათვალავში არ ჩაითვლება.
70. რაოდენობა ხმებისა, მიცემული მთელ ოლქში, თვითეულ საკანდიდატო სიის მიერ გაიყოფა თანდათანობით ერთზე, ორზე, სამზე, ოთხზე და ასე; ამნაირი გაყოფით მიღებულ ნაწილადთაგან გამოცალკევდება ყველაზე დიდი ნაწილადები, იმდენი, რამდენიცაა რიცხვი ასარჩევი წევრებისა. ეს ნაწილადები ჩამომწკრივდება ასე: ჯერ ყველაზე დიდი, მერე უფრო პატარა და ამ გვარად ბოლომდე, და უკანასკნელი ნაწილადი არის საარჩევნო კოეფიციენტი. თუ რამდენი წევრი ხვდა თვითეულ საკანდიდატო სიას, ამას იანგარიშებენ ასე: აიღებენ იმ ხმების რიცხვს, რომელიც ამოსვლია განსაზღვრულ საკანდიდატო სიას და გამოჰყოფენ საარჩევნო კოეფიციენტზე.
თუ ასეთნაირი განაწილების დროს უკანასკნელი ადგილი შეხვდება ორს ან რამდენსამე სიას, იმ შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა იმ სიის კანდიდატს, რომელსაც მეტი ხმა მიუღია. თუ ხმები თანასწორი მიუღიათ, მაშინ საკითხი კენჭის ყრით გადასწყდება.
71. უკეთუ მე-70 მუხლში აღნიშნულ განაწილების დროს რომელსამე საკანდიდატო სიას მასში დასახელებულ კანდიდატთა რიცხვზე მეტი წევრი ხვდა, იმ შემთხვევაში შესაფერი ადგილები აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრებისა დაუჭერელი დარჩება.
72. თუ საარჩევნო ოლქში არის ისეთი საკანდიდატო სიები, რომელთა შეერთებისთვისაც შესაფერი განცხადება იყო შეტანილი, იმ შემთხვევაში აფხაზეთის საბჭოს წევრთა რიცხვის განაწილების დროს საკანდიდატო სიებს შორის ყველა ის ხმები, რომელიც მიუციათ ერთსა და იმავე შეერთებაში შესული სიებისათვის, შეერთდება და განაწილება მოხდება ჯერ ამ შეერთებასა და სხვა დანარჩენ სიებს შორის, ისე, როგორც ნაჩვენებია 70 მუხლში; შემდეგ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა ის რიცხვი, რომელიც თვითეულ შეერთებას ერგო, განაწილდება ამ შეერთებაში მოქცეულ საკანდიდატო სიებს შორის ზემოხსენებული წესისამებრ.
თუ რომელსამე შეერთებულ სიას კანდიდატების რიცხვი შემოაკლდა, მაშინ სახალხო საბჭოს წევრთა შესაფერ ადგილს დაიჭერს შეერთების მონაწილე კანდიდატი იმ სიიდან, რომელშიაც საკმარისი კანდიდატთა რიცხვია და რომელსაც ყველაზე მეტი ხმა მიუღია.
73. თვითეულ სიაში შეტანილი კანდიდატი აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა რიცხვში შედის იმ რიგზე, როგორც შეტანილია სიაში, დაწყებული პირველი კანდიდატიდან.
VII. არჩევნების თავისუფლებისა და სისწორის დაცვა.
74. ვინც თავის ნებით მოაძრობს, ჩამოხევს, ზემოდან რასმე გადააფარებს, ან შესცვლის საჯაროდ გამოფენილ საარჩევნო მოწოდებას, ცნობას ან სიას ამომრჩეველთა იმ ჯგუფებისას, რომელთაც საკანდიდატო სიები წარმოუდგენიათ, დაისჯება დატუსაღებით არა უმეტეს 300 მანეთისა.
75. ვინც თავის ნებით შეიჭრება იმ შენობაში, რომელიც არჩევნების წინასწარი აგიტაციისათვისაა აღებული და საკანდიდატო სიის წარმომადგენელი ჯგუფის განკარგულებაშია, ან გაანადგურებს, ან დააზიანებს არჩევნების წინასწარი აგიტაციისათვის დანიშნულ ლიტერატურას, რომელიც სათანადო ორგანიზაციის განკარგულებაში იმყოფება, ან ვინც დაემუქრება, ან ძალადობით მოქმედებას მიმართავს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ, დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით არა უმეტეს ექვსი თვის ვადისა.
76. ვინც განზრახ ყალბ ცნობას გამოაქვეყნებს კანდიდატის პიროვნებისა ან მისი კერძო ცხოვრების შესახებ იმ მიზნით, რომ ნდობა დაუკარგოს მას ან მის მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციას, ან გაიყვანოს სხვა კანდიდატი, დაისჯება ციხეში დამწყვდევით, ან დაჭერით.
77. ვინც წარმოადგენს ყალბს, ან გადაკეთებულ განცხადებას კანდიდატობაზე თანხმობისას, დაისჯება გამასწორებელ სახლში დამწყვდევით.
ასეთივე სასჯელი მიეცემა მას, ვინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენს კანდიდატის განცხადებას, რომ ის თანახმაა კენჭი იყაროს აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრობაზე, და წარმომადგენელმა იცის, რომ ეს განცხადება ყალბია ან გადაკეთებული.
78. ვინც გაავრცელებს ისეთ საკანდიდატო სიებს, ან ისეთ საარჩევნო ბარათებს, რომელთა სიყალბეც მან კარგად იცოდა, - დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით.
79. ვინც შეეცდება ხელი შეუშალოს საკანდიდატო სიების წარმომდგენთა მიერ მოწვეულ წინასწარ საარჩევნო კრების ან საარჩევნო კომისიების მუშაობას ძალადობითი მოქმედებით, მუქარით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ან უწესოების ჩადენით, დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით.
თუ ასეთი მოქმედება ჩადენილია რამდენსამე შეიარაღებული პირის მიერ, რასაც შედეგად მოჰყვება ზემოხსენებული კრების ან კომისიის მუშაობის შეწყვეტა, მაშინ დამნაშავე დაისჯება გამასწორებელ სახლში დამწყვდევით.
80. ეკლესიებსა და ღვთისმსახურების შესასრულებელ სხვა ადგილებში საარჩევნო აგიტაცია როგორც ქადაგებისა, ისე სიტყვიერი ან წერილობითი მოწოდების სახით აკრძალულია ყველასათვის. ამის დამრღვევი დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით არა უმეტეს ექვსი თვისა.
81. ვინც პიროვნებაზე ძალადობითა, დასასჯელი (наказуемый) მუქარითა, მოტყუებითა, ძალა-უფლების ბოროტად მოხმარებითა, ან ეკონომიურის დამოკიდებულების საშუალებით ხელს შეუშლის საარჩევნო უფლების მქონეს თავისუფლად განახორციელოს ეს უფლება, - დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით.
დაისჯება აგრეთვე ცდა ასეთი დანაშაულის ჩადენისა.
82. ვინც ძალადობის საშუალებით, მუქარით, უწესობის მოხდენით, საარჩევნო სიების ან საარჩევნო ბარათების და ყუთების გაფუჭებით, ან საარჩევნო კომისიის წევრებზე ძალადობის ხმარებით ხელს შეუშლის არჩევნების წესიერად წარმოებას საარჩევნო კომისიის შენობაში, - დაისჯება გამასწორებელ სახლში დამწყვდევით.
83. ვინც უწესოებით, დაშინებით ან მიმოსვლის საშუალების მოსპობით ხელს შეუშლის ამომრჩეველთა ნაწილს გამოიყენოს საარჩევნო უფლება, - დასჯილ იქნება გამასწორებელ სახლში დამწყვდევით არა უმეტეს სამი წლის ვადისა.
დაისჯება აგრეთვე ცდა ასეთი დანაშაულის ჩადენისა.
84. ვინც წინასწარ აგიტაციას გასწევს იმ შენობაში, სადაც არჩევნები სწარმოებს, და ან წესიერებას დაარღვევს არჩევნების წარმოების დროს, ან არ დაემორჩილება საარჩევნო შენობა, - დაისჯება დატუსაღებით.
85. ვინც ამომრჩეველს გადაიბირებს დაპირებით მისთვის ან მისი ოჯახის წევრისათვის პირადი ან ქონებრივი სარგებლობის მიცემით, რომ უკანასკნელმა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაისჯება სატუსაღოში დამწყვდევით.
დაისჯება აგრეთვე ცდა ასეთი დანაშაულის ჩადენისა.
ასეთივე სასჯელით დაისჯება ამომრჩეველი, რომელსაც მოუთხოვნია ან მიუღია პირადი რამ სარგებლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულის მიზნით.
86. ვინც გაუმასპინძლდება ამომრჩეველს იმ მიზნით, რომ არჩევნების დროს ხმა მიაცემინოს თავის ან სხვა პირთა სასარგებლოდ, - დაისჯება დატუსაღებით.
87. ვინც იცოდა, რომ მას საარჩევნო ხმა არა აქვს, ან უკვე დაჰკარგა და მაინც მისცა ხმა არჩევნებზე, - დაისჯება დატუსაღებით.
ასეთივე სასჯელით დაისჯება, ვინც არჩევნების დროს ერთზე მეტად მისცემს ხმას, თუნდაც სხვა-და-სხვა საარჩევნო უბანში, და ან სხვის მაგიერ, თუნდაც მისი თხოვნით.
88. ვინც განზრახ დაამახინჯებს ხმის მიცემის შედეგს საარჩევნო ბარათების ჩამორთმევისა, დათვლისა და გამოქვეყნების დროს და ან განზრახ გააფუჭებს, ან მოიტაცებს მიცემულ საარჩევნო წარმოებას, ან სიყალბით ჩაუმატებს საარჩევნო ბარათებს, ან შესცვლის საარჩევნო წარმოებას, - დაისჯება გამასწორებელ, სახლში დამწყვდევით არა უმეტეს სამის წლის ვადისა.
ამ დანაშაულის ჩადენის ცდაც დაისჯება.
89. ვინც, კანონის წინააღმდეგ, გამოააშკარავებს მიცემის საიდუმლოებას არჩევნებში, - დაისჯება დატუსაღებით.
90. საარჩევნო კომისიის წევრი ან სხვა თანამდებობის პირი, რომელიც განზრახ დაარღვევს საარჩევნო დებულებას იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების მსვლელობაზე ამა თუ იმ საკანდიდატო სიის სასარგებლოდ თუ საზიანოდ, თუ ამისთვის უფრო სასტიკი სასჯელი არ მოელის, - დაისჯება დატუსაღებით.
91. სასამართლოს უფლება აქვს, ზემო აღნიშნულ სასჯელთა გარდა, დამნაშავეს მიუსაჯოს:
1) უკეთუ ჩაუდენია მოქმედება, აღნიშნული მე-76, 77, 79, 82, 83, 86, 87 და 88 მუხ. საკანონმდ. დაწეს. და თვითმმართველობის ორგანოებში, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა ვადით 5 წლამდე განაჩენის გამოქვეყნებიდან;
2) უკეთუ ჩაუდენია მოქმედება, აღნიშნული მე-76, 82, 86, 87 და 91 მუხ., ფულის გადახდევინება არა უმეტეს 3,000 მან.;
3) უკეთუ ჩაუდენია მოქმედება, აღნიშნული მე-75, 78, 79, 82, 86, 87 და 91 მუხლებში, და თუ დამნაშავე თანამდებობის პირია, - სამსახურიდან გაძევება.
92. ამ (VII) თავში მოყვანილ დადგენილებას შეეხება 1903 წ. 22 მარტის სისხ. სამ. დებ. I თავი (კან. კრ. ტ: XV გამ., 1909 2.).
93. ამ (VII) თავში აღნუსხულ დანაშაულთა გამო საჩივრის აღძვრის უფლება ეკუთვნის თვითეულ მოქალაქეს, ვისაც სახალხო საბჭოს არჩევნების უფლება აქვს, ამ შემთხვევაში მას შეუძლიან იჩივლოს ვითარცა დაზარალებულმა.
94. საქმის აღძვრა წინააღმდეგ იმ პირთა, რომელთაც 74-75, 81, 85 და 90 მუხლებში აღნიშნული მოქმედება ჩაიდინეს, შეიძლება მხოლოდ სამი თვის განმავლობაში არჩევნების გათავების შემდეგ, ამ (VII) თავში აღნიშნულ დანარჩენი მოქმედების გამო - კი ექვსი თვის განმავლობაში.
95. ამ (VII) თავში აღნიშნული დანაშაულობითი მოქმედების საქმეებს, რომელთათვისაც დადგენილია სატუსაღო, ან უფრო მკაცრი სასჯელი, არჩევს ოლქის სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, დანარჩენ საქმეებს - კი - მომრიგებელი მოსამართლე.
96. სოხუმის ოლქში ამ დებულებისავე ძალით მოხდება საერობო არჩევნები.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921) გვ. 179-197
![]() |
54 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. იანვრის „8“) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, ს. დადიანი, ა. წერეთელი, რ. არსენიძე, მარ. ჩხეიძე.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი, დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა ს. ჯაფარიძე …………………მდივნობდა მ. ჩხეიძე.
№№ რიგზე |
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
|
განსახილველია დებულება:
მასვე უმჯობესად მიაჩინია, რომ ეს მუხლი შეუერთდა სხვა მუხლებს და ნუ იქნება ცალკე მუხლად.
მცირე კამათის შემდეგ ეს მუხლი მიღებულია უცვლელად.
ბ. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ დებულებაში აკლია ერთი მუხლი, რომლითაც მოსამართლეს უფლება არ უნდა ჰქონდეს სხვა რაიმე ჯამაგირიანი ადგილი ეჭიროს.
|
გადიდო.
მეექვსე მუხლი შეტანილია მეხუთე მუხლად.
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 249-252
![]() |
55 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 15 იანვარი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ საყვარელიძე, მ. ჩხეიძე, ლ. ნათაძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება
|
კომისიის სხდომა ვერ მოხდა წევრთ საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო
კომისიის საქმისმწარმოებელი |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 7
![]() |
56 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 22 იანვარი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ ს ჯაფარიძე მ ხეიძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება
|
კომისიის სხდომა ვერ მოხდა წევრთ საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო
კომისიის საქმისმწარმოებელი |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 8
![]() |
57 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 29 იანვარი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ მ. ჩხეიძე პ. საყვარელიძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება
|
კომისიის სხდომა ვერ მოხდა წევრთა საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო
კომისიის საქმისმწარმოებელი |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 9
![]() |
58 ამონაწერი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1919 წლის. 30 იანვრის სხდომის ჟურნალიდან |
▲ზევით დაბრუნება |
მოისმინეს: საკითხი პარლამენტის სესიაზე.
დაადგინეს:
1) პარლამენტის მოქმედება შეჩერებულ იქმნას 31 იანვრიდან.
2) პარლამენტი ჰკარგავს თავის უფლებებს დღიდან დამფუძნებელი კრების წევრთა არჩევისა.
მთავრობის საქმეთა მმართველი
მდივნის თანამდ აღმას. დიდებაშვილი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ.403, ფურც. 2,
![]() |
59 ამონაწერი საქართველოს პარლამენტის პრეზიდიუმის 1919 წ. იანვრის 31 სხდომის ჟურნალიდან |
▲ზევით დაბრუნება |
განსახილველი საგანი |
დადგნილება |
1. მთავრობის წინადადება - პარლამენტის მოქმედების შეჩერების შესახებ. -
|
პარლამენტის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტა - მხოლოდ და მარტოოდენ პარლამენტის უფლებებს შეადგენს.
|
ფ. 1836, აღწერა 1, საქ.403, ფურც. 2, 3,
![]() |
60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის მოქმედების შეჩერების შესახებ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. პარლამენტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს ამა იანვრის 31-დან.
2. პარლამენტი დათხოვნილად ითვლება დღიდან დამფუძნებელ კრების შეკრებისა.
3. დამფუძნებელ კრებას მოიწვევს პარლამენტის პრეზიდიუმი და პარლამენტის ცენტრალური დამფუძნებელ კრების საარჩევნო კომისია.
1919 წ. იანვრის 31
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის ამხანაგი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ.403, ფურც. 5
![]() |
61 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. თებერვლის 1) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, მ. ჩხეიძე
კომისიის სხდომა ვერ მოხდა წევრთ საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 177
![]() |
62 მოხსენება - არსებულ საკანდიდატო სიისა და არჩევნების წესის შემცვლელ პროექტისათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
აქ მე ვადგენ ორ პროექტს, რომლებშიაც გამოიხატება ორი სხვა და სხვა შინაარსისა და სირთულის წესი არჩევნებისა.
პირველი პროექტი, რომელიც თეთრ ქაღალდზეა დახატული, უფრო რთულია მეორეზე /ნაცრისფერ ქაღალდზე დახატულზე/. პირველ პროექტში ხორციელდება შემდეგი პრინციპები: 1) ნამდვილი ფარული არჩევნები; 2) ამომრჩეველს არჩევნების დროს აუცილებლათ აქვს ხელთ ყველა პოლიტიკურ პარტიათა საკანდიდატო სიები; 3) ყოველი პარტია, მიუხედავად მისი სისუსტისა, ერთნაირათ და თანასწორ პირობებში გამოდის არჩევნებში და, ამ შემთხვევაში, ძლიერი და სუსტი გათანასწორებულია. 4) არჩევნების დროს ხორციელდება ორნაირი პროპორცია - პროპორცია პარტიისადმი და პროპორცია პიროვნებისადმი - კანდიდატისადმი და უკანასკნელი მე-5-ში ასეთი წესი არჩევნების გაცილებით ეკონომიურია ვინემ დღევანდელი წესი არჩევნებისა.
ზემორე ჩამოთვლილი პრინციპები, რომელთაც ახორციელებს პროექტი, ყოვლად დემოკრატიული და მიზან-შეწონილია, წამოყენებულ პრინციპებზე დავას ადგილი არ ექნება ჩვენს დემოკრატიულ პარლამენტში. საკითხი მისი განხორციელების სფეროშია, ის-თუ რამდენათ შესაძლებელია მისი ცხოვრებაში გატარება. ხმის მიცემის წესი ამ შემთხვევაში მართლაც რთულია და ახალი ვინემ დღეს არის პრაქტიკაში, მაგრამ ეს სირთულე იმდენათ მძიმე არ არის, რომ ვერ განხორციელდეს. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ასეთი წესი არჩევნებისა შემოღებულ იქნა პირველ რევოლუციიდან, 1915 წლიდან ფინეთში და იგი პროექტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიას.
აქ შეიძლება შენიშნონ, რომ ის სიკეთე, რაც განხორციელდა ფინეთში შეიძლება ჩვენში ვერ განხორციელდესო, მაგრამ უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ამავე პრინციპებზე აშენებული წესი არჩევნებისა ფინეთის უფრო რთულია გამოხატულებით ვინემ ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტი. ჩემს პროექტში დართული ფერადი რგოლები ფინეთისათვის უცნობია და ეს იმიტომ მოვიმოქმედე, რომ ამით გამეადვილებინა ხმის მიცემის წესი ჩვენში, სადაც ხალხი უფრო დაბლა სდგას განათლებით და კერძოთ წერაკითხვის მიხედვით ვინემ ეს არის ფინეთში. ამ კულტურულ განსხვავებების დასაფარავათ ჩემს პროექტში არის ახალი და განმაადვილებელი ელემენტი - ფერადი რგოლები.
როგორც პროექტში დაინახავთ, ყველა პარტიათა საკანდიდატო სიები ერთ საერთო სიებზეა მოთავსებული. თვითეულ პარტიას აქვს გარდა საკუთრი ნომრისა, საკუთრი ფერის რგოლებიც. უსწავლელი და წერაკითხვის არ მცოდნე ადამიანისთვის პარტიების განმასხვავებელი თვისებად იქნება არა ნომერი, არამედ ფერადი რგოლები.
არჩევნების აქტი ხდება შემდეგნაირათ: ამომრჩეველი შედის საარჩევნო კომისიაში, სადაც, ჩვეულებრივ, სიაში არის შეტანილი მას აძლევენ დაკეცილ ფურცლებს და ეუბნებიან გადით მეორე ოთახში - გადაშალეთ ეს ფურცელი და წითელი ჯვარი დაუსვით იმ პარტიას, რომელიც გინდათო.
ამ შემთხვევაში ორი კატეგორიის ამომრჩეველი მყავს მხედველობაში - მცოდნე წერაკითხვისა და საზოგადოთ პოლიტიკურადაც მომზადებული და მეორე მოუმზადებელი და ამავე დროს შეიძლება წერაკითხვის არ მცოდნეც. პირველი კატეგორიის ესე იგი შეგნებული ამომრჩეველი ასე იქცევა: - იგი ხმას აძლევს ერთი წითელი ჯვრის დასმით ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასაც და იმავე დროს იმავე პარტიის სამს პიროვნებას. რანაირად ხდება თქვენ ხედავთ, რომ თვითეული პარტიის საკანდიდატო სია დაყოფილია უჯრედებათ, რომლებშიაც მოთავსებულია სამ-სამი კანდიდატი. თვითეულ ასეთ უჯრედს აქვს პატარა შავი რგოლი. და აი, როცა ამომრჩეველი შეგნებულია და მათ სურვილი აქვს ხმა მისცეს არა მარტო პარტიას, არამედ მის მიერ მოწონებულ იმავე პარტიის, რასაკვირველია, სამს კანდიდატს - მაშინ იგი წითელ ჯვარსა სვამს იმ უჯრედის შავს პატარა რგოლში, რომელშიაც არის ასეთი კანდიდატები. ამომრჩეველი ამ შემთხვევაში არ ეხება ფერად რგოლებს - იგი მოუმზადებელი ამომრჩეველთათვის არის. მაგრამ კითხვა იბადება - რანაირათ აძლევს ხმას ამომრჩეველი განსაკუთრებით სამს კანდიდატს, ანუ უკეთ რომა ვსთქვათ ამომრჩეველი რანაირად ჰქმნის ორნაირ პროპორციას - პროპორციას პარტიისადმი და კანდიდატისადმი. აი რანაირად: როცა ამომრჩეველი წითელ ჯვარს დასვამს ერთ-ერთ უჯრედის პატარა და შავს რგოლში - ეს ხმა ასე დაითვლება: პირველ რიგში აღნიშნული კანდიდატი იღებს ერთ სრულ ხმას (1) - მეორე რიგში აღნიშნული კანდიდატი - ნახევარ ხმას (1/2) - და მესამე რიგში აღნიშნული კანდიდატი - ერთ მესამედ ხმას (1/3). ამომრჩეველს თუ არ მოსწონს უჯრედში აღნიშნული რიგი კანდიდატთა დასახელებისა - მას შეუძლია გადასვას როგორც სურს - შეუძლია მესამე კანდიდატი პირველ რიგში დასვას - ამისთვის იგი ასეთ კანდიდატს გვარის წინ დაუსვამს ციფრა 1, თუ პირველად აღნიშნული მეორედა სურს - დაუსვამს გვარის წინ ციფრა 2 და სიაში მეორედ აღნიშნული, ამგვარად, იქნება მესამე კანდიდატი და ამიტომ დაუსვამს ციფრა 3. როგორც ხედავთ აქ ამომრჩეველს დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული შერჩევისა არა მარტო პარტიისა, არამედ თვითეული კანდიდატისადმი.
ახლა ვსთქვათ - თუ რანაირად ანგარიშობენ ასეთნაირად მიცემულ ხმებს, როგორც ხედავთ, ამომრჩეველი აძლევს ხმას 1, 1/2, 1/3-ს. ეს ხმა ეთვლება პარტიას, რომლის უჯრედშიაც დასმულია წითელი ჯვარი და ამავე თვითეული კანდიდატი იღებს პიროვნულ ხმას. მაგალითად: ერთ და იმავე კანდიდატს შეუძლია მიიღოს ხმა სხვა და სხვა უჯრედებში ზოგან ერთი, ზოგან ნახევარი და ზოგან ერთი მესამედი. ყველა ეს ხმები შეერთდება და ამრიგად შესდგება კანდიდატის პიროვნული საპროპორციო ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანდიდატები ადგილს დაიჭერენ იმისდა მიხედვით თუ რომელმან მეტი ხმა მიიღო პიროვნულად. ის კანდიდატი, რომელმაც ყველა მეტი ხმა მიიღო პიროვნულად - დაისმის პირველ რიგში და ასე ჩამოყოლებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი თვით აწესებს რიგს კანდიდატებისას და, ამრიგად, აუქმებს კომიტეტებისა და პარტიულ ორგანიზაციათა მიერ მითვისებულ ფუნქციას კანდიდატთა დასახელებისას.
როგორც ჰხედავთ - პროპორცია პიროვნებისადმი მინიჭებული აქვს თვითეულ ამომრჩეველს, რაც ყოვლად სამართლიანია და მიზანშეწონილი. ფინეთის ასეთ ფურცელს მხედველობაში აქვს მხოლოდ ასეთი შემთხვევა - შემთხვევა, როცა ამომრჩეველი შეგნებულად ეკიდება არჩევნებს და ხმას აძლევს არა მარტო პარტიას - არამედ მის კანდიდატსაც პიროვნების მიხედვით. ჩემს პროექტს აქვს მხედველობაში გარდა ხსენებულ კატეგორიის ამომრჩევლებისა მეორეც მოუმზადებელი და წერა-კითხვის არ მცოდნე ამომრჩევლები. ამისთვის - თვითეულ პარტიის საკანდიდატო სიას დართული აქვს დიდი და ფერადი რგოლი. მოუმზადებელი ამომრჩეველი, რასაკვირველია პიროვნების შერჩევას ვერ მოახერხებს და ამიტომ იგი ხმას აძლევს ხოლოდ პარტიას. ამისთვის იგი წითელ ჯვარს დასვამს არა რომელიმე უჯრედის პატარა და შავს რგოლს - არამედ პარტიის ფერად და დიდ რგოლს.
როგორც ხედავთ ეს პროექტი საშუალებას აძლევს თვითეულ ამომრჩეველს განახორციელოს თავისი წმიდა მოქალაქეობრივი უფლებანი მისი ცოდნისა და მომზადების მიხედვით.
გარდა ორნაირი პროპორციისა ეს პროექტი, როგორც ეს თავშივე აღვნიშნე ანხორციელებს მართლაც ფარულ არჩევნებს. როდესაც მოქალაქე საარჩევნო კომისიაში იღებს კანდიდატთა საერთო ფურცელს იგი გადის მეორე ოთახში - შლის ამ ფურცელს, უსვამს წითელ ჯვარს ისევ ჰკეცავს - გამოაქვს კომისიის ოთახში - აქ ამ პაკეტზე კომისია ბეჭედს ასვამს და შემდეგ ამომრჩეველი პაკეტს ურნაში აგდებს. /აქ არჩევნები მართლაც ფარულია. არ არის განსხვავებული ბიულეტენები. ამასთან, ერთადერთ საერთო ფურცელზე მოთავსებული საკანდიდატო სიები იმითაც არის საყურადღებო, რომ ყოველ მოქალაქეს ხელთ ექნება აუცილებლად ყველა პარტიისა და ჯგუფის კანდიდატების სია და ამავე დროს სუსტი პარტიებიც ძლიერებთან ერთად - თანასწორად მიდიან ამომრჩეველთან - თორემ თუ საერთო ფურცელი არ იქნა შემოღებული ვერავითარი სასტიკი კანონი ვერ შესძლებს სისრულეში მოაყვანინოს ის - რომ ყოველ მოქალაქეს მიეცეს ყველა პარტიის საკანდიდატო სიები. ვისაც ამ დებულების განხორციელება სურს - იგი უნდა მოითხოვდეს საკანდიდატო სიების ერთ - საერთო ფურცელზე დაბეჭვდას, ამას გვასწავლის პრაქტიკა დაწინაურებულ ქვეყნებისა და ჩვენიც. დასასრულ, მე-5 კარგი მხარე ამ პროექტისა ის არის, რომ სახელმწიფოს ნაკლები ხარჯი მიუდის. იბეჭდება ერთი ფურცელი თვითეულ ამომრჩეველთათვის და არა იმდენი, რამდენსაც დღევანდელ პირობებში.
/რადგან სია საერთო ფურცელზეა, ამიტომ ყოველგვარ სიყალბის ასაცილებლად განსაკუთრებითი მნიშვნელობა ეძლევა კომისიის მიერ ბეჭდის დასმას. მაგალითად, თუ ყუთში ღამე ჩააწყეს - მაშინ მას ბეჭედი არ ექნება დასმული, ამასთან ასეთი საერთო სიები არ რიგდება ხალხში. ხალხს ეძლევა ასეთი სიები სხვაფერ ქაღალდზე დაბეჭდილი. თვითეული პარტია ცალ-ცალკე მოითხოვს. ამავე დროს - შეიძლება ასეთი ფურცლების ისე გაკეთება, რომ თვითონვე იყვნენ ფურცლებიც და კონვერტებიც, რაც დიდ ეკონომიას გასწევს. კონვერტი და კომისიაში ბეჭდის დასმა განსაკუთრებით აძლიერებს კონტროლს. საკანდიდატო ფურცელი კონვერტის სახით რომ არ იყოს, მაშინ კომისიაში ბეჭდის დასმას აზრიც არ ექნებოდა. პროექტს აქვს სხვა კარგი მხარეებიც, მაგრამ აქ მას არ მოვიხსენიებ, გარდა ერთისა: როგორც ხედავთ ქარტას დართული აქვს პიროვნულ, ყოველგვარ პარტიულ კანდიდატთა დამოუკიდებელი, დასასახელებელი ადგილი. აქ შეიძლება სამი პიროვნების ჩაწერა იმ წესით, როგორც ეს თვით ფურცელზეა ნაჩვენები. რასაკვირველია, პოლიტიკურ ბრძოლაში უპარტიო ამომრჩევლები ვერ მოახერხებენ ერთზე მეტ დეპუტატის გაყვანას და თვით ასეთი შემთხვევაც იშვიათია. პროექტი ასეთებს მაინც საშუალებას აძლევს ერთის მაგიერ სამის კანდიდატის დასახელებისას. ფინეთში, ასეთი წესის მეოხებით - გაყვანილ იქნა ერთი უპარტიო დეპუტატი, რაიცა დიდ დადებით თვისებათ უნდა ჩაეთვალოს ასეთ სისტემას
პირველ პროექტის შესახებ ამით ვამთავრებ და გადავდივარ მეორეზე, რომელიც დახატულია ნაცრის ფერ ქაღალდზე.
მეორე პროექტი
ეს პროექტი ანხორციელებს ყველა იმ დებულებებს, რომელნიც ნაჩვენები იყო პირველ პროექტში, გარდა ერთისა - სახელდობრ, გარდა პიროვნულ პროპორციისა. ამიტომაც, ის პროექტი თავისუფალია ყველა იმ სირთულესთან, რომელიც თან ახლავს პირველს აქ ისევე, როგორც პირველში დაცულია შემდეგი დანარჩენი პრინციპები:
1. ნამდვილი ფარული არჩევნები;
2. მოქალაქეთ ერთ საერთო ფურცლის სახით ხელთ ეძლევათ ყველა მიმართულებათა და ჯგუფთა საკანდიდატო სიები;
3. სუსტი და ძლიერი პარტია ერთნაირად მიდის ამომრჩეველთან და
4. სახელმწიფო ამ შემთხვევაში ნაკლებს ხარჯავს, ვინემ ეს დღეს არის.
ამ პროექტში არ არის პიროვნების პროპორციის შესაქმნელად საჭირო შავი პატარა რგოლები; არის მხოლოდ პარტიების განმასხვავებელი დიდი ფერადი რგოლები, რომელშიაც ამომრჩეველი ჩასვამს პატარა წითელ ჯვარს. ამ შემთხვევაში არ არის ორი კატეგორია ამომრჩეველთა, აქ მომზადებული და მოუმზადებელი ამომრჩეველი ანხორციელებს თავის უფლებათა ერთ ნაწილს - სახელდობრ - ხმას აძლევს ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას და არ ეხება პიროვნებებს და მათ რიგს დასახელებისას საკანდიდატო სიაში.
ეს პროექტი, როგორც ხედავთ, სრულად მარტივია და შეიძლება მისი განხორციელება თუნდაც ყოვლად ჩამორჩენილ ქვეყნებშიაც.
მაშასადამე წარმოდგენილი პროექტები ყოვლად დემოკრატიულ სამართლიან და რაციონალურ პრინციპებზეა აგებული; ამასთან ერთად იგინი განხორციელდებიან საქართველოში. ცხოვრებაში გატარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მეორე პროექტი ვერავითარ ეჭვს ვერ დაბადებს ვერავისში.
პარლამენტის წევრი დავით ჩიქოვანი
1919 წ. თებერვალი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 53-55
![]() |
63 საკონსტიტუციო კომისია (1919 წ. თებერვლის 6) |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის დავალებით გაცნობებთ, რომ კომისიის სხდომები აღარ მოხდება თებერვლის 16-მდე. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება კომისიის მუშაობა ამიტომ გთხოვთ რაც კომისიისაგან დავალებული გაქვთ შესამუშავებლად კონსტიტუციის დებულება, ამ დროისთვის მოამზადოთ და წარმოადგინოთ კიდეც
საკონსტიტუციო კომისიის საქმის მწარმოებელი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 178
![]() |
64 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. თებერვლის 21) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ქ. მ. ჩხეიძე, ს. კედია დამხმარე დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა ………………………………მდივნობდა
№№ |
განხილვის საგანი |
დადგენილება |
1. |
რადგანაც კომისიის წევრთა საკმაო რიცხვი არ მოვიდა, სხდომა 2 არ მოხდა, მხოლოდ კერძო თათბირი იყო დამსწრეთ, რომელთაც მწუხარებით აღნიშნეს ის გარემოება, რომ ამ კომისიის სხდომები არ ხდება წევრთა დაუსწრებლობის გამო, თუმცა მრავალგზის იყვნენ იგინი მოწვეულნი.
თავმჯდომარე
|
დაადგინეს: ვინაიდან დამფუძნებელი კრება მალე შეიკრიბება საჭირო კია მასალები მზად იყოს, ამიტომ შეკრებილთ სასურველად სცნეს, კომისიის შემდეგ სხდომაზედ ყველამ ვისაც დავალებული აქვს რისამე შედგენა, მოიტანოს დამზადებული მასალები, ხოლო კომისიის სხდომა დაინიშნოს ორშბათს, თებერვლის 24, დღის 12 საათზედ და ეთხოვოს ყველა წევრს, სხდომას უეჭველად დაესწროს. |
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 11.
![]() |
65 საკონსტიტუციო კომისიის 1919 წლის 24 თებერვლის სხდომის ჟურნალი |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, ჩხეიძე, კ. მაყაშვილი, ნ. ნათაძე, ს. კედია, რ. არსენიძე.
დამხმარენი: მ. ნანეიშვილი, კ. მიქელაძე, დ. ჩიქოვანი
თავმჯდომარეობდა ს. ჯაფარიძე ……………….მდივნობდა ქ. მ. ჩხეიძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
განსახილველია ბ. ნანეიშვილის მიერ შედგენილი დებულება: სახელმწიფო და ეკლესია.
|
არ შეიძლება სარწმუნოების გამო იქნეს შეზღუდული ვისიმე პოლიტიკური ან სამოქალაქო უფლებები. დებულებაში იგი შეტანილია მეხუთე მუხლად
|
თავმჯდომარემ შემოიტანა წინადადება, რომ მოქალაქეობის მოპოვების და დაკარგვის კანონპროექტიდან მიღბულ იქნეს და წარედგინოს დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად შემდეგი მუხლი:
|
თავმჯდომარის წინადადება მიღებულ იქნა.
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 271-275
![]() |
66 დამატებითი კანონპროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მოქალაქეობის /ქვეშევრდომობის/ მოპოებისა
მიღ. 24/II-19.
საქართველოს მოქალაქედ /ქვეშევრდომად/ აღიარებულ იქნეს ყოველი უცხო ტომის პირი, რომელიც განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე არა ნაკლებ ხუთი წლისა 1914 წ. 19 ივლისამდე, უკეთუ ის ორი თვის განმავლობაში განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა.
შენიშვნა: ამ მუხლში აღნიშნული ვადები იწყება დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა „საქართველოს რესპუბლიკაში“. განცხადება და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივობის დასამტკიცებელი საბუთი უნდა წარედგინოს ქალაქებში ქალაქის გამგეობას - მაზრებში - სამაზრო ერობის გამგეობას, ქალაქის გამგეობა და კომისარი აძლევენ მთხოვნელთ შესაფერ მოწმობას.
სეა. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 120
![]() |
67 სახელმწიფო და ეკლესია |
▲ზევით დაბრუნება |
ნანეიშვილის
მიღებულია 24.02 1919
1. სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელი არიან ერთმანეთისაგან, არ შეიძლება იქნეს გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც აღიარებს ან უარყოფს რომელიმე სარწმუნოებას ან სარწმუნოებრივ ორგანიზაციას.
2. არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა.
3. ყოველნაირი ხარჯი სახელწმიფო ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ კულტის საჭიროებისათვის აკრძალულია.
ხელით მინაწერი:
ამ მუხლში კამათს იწვევს „აკრძალულია“. კოლია: თვითმართველობას აქვს გადასახადი, რომელიც არ არის სახელმწიფო; და მას ნება უნდა ქონდეს მისცეს ეკლესიას;
პავლე: აღარ იქნება ეკლესიის გაყოფა: დარჩა ტექსტის რედაქცია.
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 34
![]() |
68 დამფუძნებელი კრება, მისი ფუნქცია და ძალა-უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
(ნოე ჟორდანიას მოხსენება სოც. დემ. ორგანიზაციათა შეერთებულ კრებაზე)
დამფუძნებელი კრება არის სრული სუვერენი და შეუბორკავი თავის მუშაობაში და სახელმწიფო შემოქმედებაში. ის არ არის შეზღუდული არავითარი ფორმით, არავითარი წინასწარი კანონებით და სისტემით. ეს მისი მუშაობა იხატება სამი გზით. კანონმდებლობითი, მართველობითი და სასამართლოს ფუნქციები. სამი ფორმაა კანონმდებლობისა: დეკრეტი, კონსტიტუცია, კანონები. დეკრეტი − ეს იგივე განჩინება ანუ ბრძანებაა, მიღებული ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევის გამო და მოდის სისრულეში დაუყონებლივ. დეკრეტს აქვს კანონის ძალა იმ განსხვავებით, რომ ის უფრო წარმავალ დროებით მოვლენას ეხება და მისი მოქმედება დროთი ისაზღვრება. მაგ., ამა თუ იმ პირთათვის ქონების ჩამორთმევა შეიძლება დეკრეტით, მარა იმავე პირის სამოქალაქო დავის გადაწყვეტა შეიძლება კანონით. მაშასადამე, დეკრეტი იცემა შესახებ ისეთი მოვლენისა, რომელიც ეხება პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებს, ის ყოველთვის წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. არც ერთ დამფუძნებელ კრებას არ უარუყვია გზა დეკრეტისა.
დამფუძნებელ კრებას მუდამ უხდება არა მარტო საკონსტიტუციო მუშაობა, არამედ ბრძოლა სახელმწიფოს და რევოლიუციური მონაპოვარის დასაცავათ; ხოლო ბრძოლის ერთი მთავარი იარაღია დეკრეტი, თავის სისწრაფით და მიღების სიმარტივით. საფრანგეთის დამფუძნებელ კრებას დეკრეტით უხდებოდა ჯარის შეყრა, ფულის მოპოვება, მეფის გადაყენება, რესპუბლიკის გამოცხადება და სხვა ასეთი დიდი კითხვები. პარლამენტმა არ იცის დეკრეტი − ის მხოლოდ კანონმდებლობს განსაზღვრული წესით და ფორმით.
კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება იმუშავებს და აფუძნებს კონსტიტუციას, ე.ი. იმ პოლიტიკურ ნორმას, რომლის ფარგლებში უნდა იმუშაოს სახელმწიფომ. კონსტიტუცია − ეს იურიდიული ფორმაა, და როცა ის დაფუძნებულია, შეუძლებელია დეკრეტებით მართველობა. მაშასადამე, მისი შემოღება ნიშნავს ბრძოლის გათავებას, ნორმალური ურთიერთობის დამყარებას და, თუ ეს ასე არ არის და კონსტიტუცია შემოღებულია, − ის ჩქარა ინგრევა და ხელახლა დგება. 1790 წ. კონსტიტუცია ერთიანათ დაანგრია 91 წ. ათი აგვისტოს აჯანყებამ. კონვენტის კონსტიტუცია დაანგრიეს ტერმინორიონელებმა, ტერმინორიონელების დირექტორიამ, დირექტორიის კონსულებმა, ნაპოლეონმა და სხვ.
ყველა ეს მოწმობს იმას, რომ კონსტიტუცია თავის თავათ არავითარ გარანტიას არ წარმოადგენს ნორმალური განვითარებისა, პირიქით, უკანასკნელი პირობაა პირველისა.
ამიტომ კონვენტი მართალი იყო, როცა თავის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ძალაში შეყვანას აგვიანებდა და საერთო მშვიდობიანობის დამყარებამდის სდებდა, და ეს იმიტომ, რომ მას მაშინ არ შეეძლებოდა ემართველა რევოლიუციურათ, დიქტატორულათ და მით სახელმწიფო წყობილებას დაანგრევდა. მხოლოდ იაკობინელთა დამარცხებამ კონვენტში და ტერმინორიონელების გამარჯვებამ დაასამარა თვით ეს კონსტიტუცია, შესდგა ახალი და ის საჩქაროთ განახორციელეს.
რევოლიუციურ ხანაში კონსტიტუციის შემოღებას ითხოვენ ზომიერები და რეაქციონერები და არა რევოლიუციონერები.
საუკეთესო გარდამავალი გზაა კონსტიტუციის თანდათანი შემოღება და მისი რევოლიუციური საშუალებით დამყარება, ე.ი. ეს ორი გზა ერთმანეთს უნდა ავსებდეს, ეხმარებოდეს ისე, რომ ბოლოს კონსტიტუცია გაბატონებულ ფორმით რჩებოდეს.
კონსტიტუცია − ეს საზოგადოების ფაქტიური მდგომარეობის იურიდიულათ ჩამოყალიბებაა, და თუ ეს მდგომარეობა დაუდეგარია, ცხადია, ის ვერ ჩამოყალიბდება განსაზღვრულ სახეთ.
ჩვენში, უეჭველია, ფაქტიური მდგომარეობა რამდენათმე ჩამოყალიბებულია, მარა არა ყოველგან. მაგ., მაშინ, როდესაც საქართველოს შუაგული გარკვეულ სოციალურ კალაპოტშია, განაპირა კი დიდ ტოკვაშია და იქ კონსტიტუცია არსებულ მდგომარეობას ვერ გამოხატავს, ვინაიდან ეს მდგომარეობა გამოურკვეველია. ამიტომ საერთო კონსტიტუციის ნორმას, აგებული შუაგულის სინამდვილეზე, განაპირაში გადატანა უეჭველათ გამოიწვევს მის იქ დამარცხებას, როგორც მისთვის უცხო ნორმას. განაპირისათვის კონსტიტუციის ცალკე გამომუშავება − გონიერი გზაა, თუ გვინდა ის ნებით იყოს ჩვენთან და არა ძალით.
როგორც ხედავთ, დამფუძნებელი კრების ერთი ფუნქციათაგანია კონსტიტუციის შემუშავება და მისი თავის დროზე გატარება. ეს გატარება უნდა მოხდეს არც აჩქარებით, არც დაგვიანებით.
კანონები. დამფუძნებელი კრების ფუნქცია კანონების გამოცემაა, რომელიც კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ამ გარდამავალი ხანისათვის. ეს კანონები განსაკუთრებით ეხება სამოქალაქო ურთიერთობას, ხანდიხან სისხლის სამართალსაც, თუმცა ამ სფეროში დეკრეტებიც მუშაობს.
აქედან დამფუძნებელი კრება პირველ დღესვე ირჩევს ორ ძირითად კომისიას: საკონსტიტუციოს და სამოქალაქო − სისხლის სამართლის კანონმდებლობის; სადეკრეტო კომისია არ არის, ვინაიდან მისი წინდაწინ გათვალისწინება შეუძლებელია; ის შემთხვევით იცემა, ასე ვთქვათ, séance tenante, ერთ სხდომაზე.
ყველა დამფუძნებელი კრება არსებობდა და მუშაობდა არა კონსტიტუციური და კანონმდებლობითი საქმიანობით, არამედ დეკრეტებით, ე.ი. ის მთელ თავის ძალ-ღონეს ანდომებდა ბრძოლას არსებობისათვის. კონსტიტუცია და კანონები „მომავლის მუსიკაა“, ხოლო დეკრეტი კი ყოველდღიური საჭიროებაა.
დეკრეტის გზას ვერ აუქცევს ვერც ჩვენი დამფუძნებელი კრება, რომლის მოწოდებაა ბრძოლით დაამყაროს შიგნით და გარეთ ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა.
მმართველობა
მთავარი კითხვა, რომელიც აქვს გადასადგმელათ დამფუძნებელ კრებას − არის მართველობის ანუ აღმასრულებელი ძალის მოწყობა.
ვინ ასრულებს დეკრეტს, კანონს კრებისას!
საფრანგეთის პირველ დამფ. კრებამ ეს კითხვა ადვილათ გადასჭრა. დეკრეტის თუ კანონის ამსრულებელია მეფე, რომელიც აყენებს მინისტრებს. აი, სწორეთ ამით დაირღვა მისი კონსტიტუცია, ვინაიდან მეფემ არ მოისურვა აესრულებია ის კანონები, რომელიც მას არ მოსწონდა და ამიტომ ის მუდმივ განხეთქილებაში იყო დამფუძნებელ კრებასთან.
რესპუბლიკაში აღმასრულებელი ძალა გამომდინარეობს დამფუძნებელი კრებიდან.
პარლამენტალურ რეჟიმში დგება სამინისტრო პარლამენტის უმრავლესობისაგან და პასუხისმგებელია მის წინაშე. თუ სამინისტროს პოლიტიკა ან პროექტები არ მოიწონა პარლამენტმა, − ის სამსახურს თავს ანებებს და დგება მეორე სამინისტრო.
დამფუძნებელი კრება არასოდეს ასე არ მოქცეულა, ვინაიდან ის მოწვეულია ბრძოლისათვის და იძულებული ხდება აღმასრულებელ ძალას, მის გარეთ მდგომს, მტრულად შეხვდეს და საქმეების საჩქაროდ გამოსასწორებლად მისი ფუნქციები რამოდენიმეთ თვით მიისაკუთროს.
საფრანგეთის პირველი დამფუძნებელი კრებაც კი, მიუხედავად მეფის დიდი სიყვარულისა, პირველსავე სხდომებზე ჩაერია აღმასრულებელი ძალის საქმეებში, თვით დაიწყო სურსათის საქმეების მოწყობა და დამშეული ხალხის ამ გზით დახმარება. აქ იგი სამინისტროს არ ენდო.
საკანონმდებლო კრება აუქმებს მეფის და სამინისტროს ბრძანებას პარიზის მერის პეტიონის გადაყენების შესახებ. კონვენტი პირველსავე სხდომაზე დაადგა სრულიად ახალ გზას: მან გადასწყვიტა სამინისტროს სავსებით დამორჩილება, თავისი ბრძანების ამსრულებლად გადაქმნა. ამ მიზნით მან დაადგინა: მინისტრათ არ შეიძლება იყოს დეპუტატი, რომ ამით მინისტრს გავლენა არ მოეხდინა დეპუტატებზე და კონვენტში თავისი მომხრეების უმრავლესობა არ შეეყენებია. ამ დეკრეტის ძალით დანტონი გამოვიდა სამინისტროდან, კონვენტმა თვით აირჩია მინისტრები. ესენი იყვნენ კონვენტის ნების ამსრულებელნი, ამიტომ მათ შორის არ იყო ეგრეთ წოდებული სოლიდარობა, ე.ი. სამინისტრო არ წარმოადგენდა სოლიდარულ კაბინეტს და არ ყოფილა მუდმივი თავმჯდომარე. ამ პირველ სამინისტროში იყო არჩეული ორი მოწინააღმდეგე: როლანდი (ჟირონდელი), პააშე (იაკობინელი), რომელნიც მუდმივ იბრძოდენ კაბინეტში.
კონვენტი თავის შეხედულობით ზოგ მინისტრს სცვლიდა, ზოგს სტოვებდა. როცა როლანდმა სამსახურიდან გასვლის ქაღალდი შეიტანა კონვენტში, კონვენტმა დიდი კამათის შემდეგ, წინააღმდეგ იაკობინელთა, პააშეც გააძევა; მათ მაგიერ სხვები დანიშნეს. ამ წესით მინისტრი გახდა პირდაპირი მოსამსახურე. მარა, ესენი რომ პირნათლად ასრულებდენ თავიანთ მოვალეობას, − დაუყენეს მეთვალყურე; კონვენტმა აირჩია ზედამხედველი კომიტეტი.
მიუხედავად ამისა, სამინისტრო აპარატი მაინც არ აკმაყოფილებდა კონვენტს. სამინისტრო გადაიქცა ბიუროკრატიულ დაწესებულებათ, სადაც საქმე სწრაფათ ვერ კეთდებოდა, ხოლო დრო კი არ იცდიდა. ომში დამარცხებამ გამოიწვია მთავრობის ცენტრალიზაცია, − ერთი სწრაფათ მომქმედი ცენტრის შექმნა, რომელსაც ემორჩილებოდა ყველა სამინისტ. ყველა კომისიები. ამ მიზნით კონვენტმა დააარსა საზოგადო ხსნის კომიტეტი, მას დაუმორჩილა სამინისტროები და აგრეთვე კომიტეტები სამხედრო, დიპლომატიური და საზოგადო მყუდროების, ე. ი. ყველა ძაფები საგარეო და საშინაო უზრუნველყოფის თავი მოუყარა ერთ ცენტრში და ის აღჭურვა ნამდვილი მთავრობის უფლებით. მას შეეძლო მინისტრების განკარგულებანი გაეუქმებინა ან დამატებითი განკარგულებანი გამოეცა და სხვ.
საზოგადო ხსნის კომიტეტი მეთაურობდა სამხედრო საქმეს, შინაგან მყუდროებას, სურსათს, ნიშნავდა სარდლებს, მოხელეთ და სხვ. ის, არჩეული ერთი თვით, გრძელდებოდა ყოველ თვის გასულს.
ამ ცვლილებამ გამოიწვია დიდი აურზაური. ზომიერები თხოულობდნენ „კონსტიტუციონურ სამინისტროს“, სრულიად დამოუკიდებელს კონვენტისაგან (კონსტიტუციით მინისტრებს ირჩევს კონვენტი დეპარტამენტების კანდიდატებისაგან). იაკობინელები თხოულობდნენ მთავრობას რევოლიუციურს და არა კონსტიტუციურს. შედეგი ამ დავისა იყო კონვენტის შემდეგი დეკრეტი:
„საფრანგეთის მთავრობა არის რევოლიუციური საერთო მშვიდობიანობამდის. სამინისტრო, მინისტრები, გენერლები, დაწესებულებები არიან დაყენებულნი საზოგადო ხსნის კომიტეტის მხედველობის ქვეშ, რომელიც კვირაში ერთხელ ანგარიშს აძლევს კონვენტს. რევოლიუციური კანონები უნდა იქნას ასრულებული სწრაფათ, ვინაიდან მთავრობის სიგვიანე არის მიზეზი უმთავრობის; ამიტომ დანიშნულ იქნება ვადა კანონის ასრულებისა. ამ ვადის შემცვლელი იქნება დასჯილი, როგორც თავისუფლების მტერი“.
ამით აღმასრულებელი ძალა გადავიდა კონვენტის ხელში. მინისტრები გადაიქცნენ უბრალო ტიკინებათ, მეტ ბარგათ და კონვენტმა ისინი ჩქარა სავსებით გააუქმა. სამინისტროს ალაგას არჩეულ იქნა 12 კომისია:
1) კომისია სამოქალაქო დაწესებულებათა, პოლიციის და სასამართლოების;
2) კომისია სახალხო განათლების;
3) კომისია მიწათ-მოქმედების და ხელოვნების (des arts);
4) კომისია ვაჭრობის და სურსათის;
5) კომისია საზოგადო მუშაობის;
6) კომისია საზოგადო დახმარების;
7) კომისია გზის და ფოსტა-ტელეგრაფის;
8) კომისია ფინანსების;
9) კომისია ხმელეთის ჯარის ორგანიზაციის და მოძრაობის;
10) კომისია ზღვის და ახალშენების;
11) კომისია იარაღის, თოფის წამლის და მადნების;
12) კომისია საგარეო დამოკიდებულების.
ყველა ეს დაუმორჩილეს საზოგადო ხსნის კომისიას, რომელიც შედგებოდა 24 პირისაგან. ასე რომ, ეს კომისიები არსებითად იყო უკანასკნელის ბიუროები. კონვენტი ამით სავსებით დაემსგავსა ინგლისის გრძელ პარლამენტს, რომელმაც 1649 წ. თავი მოჰკვეთა მეფეს, გამოაცხადა რესპუბლიკა და მთელი ძალა-უფლება თავის ხელში დაიტოვა; ის მართავდა არჩეული კომისიებით.
9 ტერმოლორს შემდეგ ზომიერები გამხნევდნენ, ძალა მოიკრიბეს და გადასწყვიტეს საზოგადო ხსნის კომიტეტის დამხობა. კონვენტმა მიიღო მათი წინადადება: მოსპო ერთი ცენტრი მართველობისა, აირჩია 15 კომისია და მათ შორის გაყო შრომა. ხსნის კომიტეტი მხოლოდ ერთი ამ კომისიათაგანია, მეტი არაფერი. მაგრამ ეს კომისიები, იგივე სამინისტროები გადაიქცნენ, ერთმანეთში დაუკავშირებელნი, ერთი ალთას, მეორე ბალთას; მოქმედება მოდუნდა, ბიუროკრატიული სახე მიიღო; სისწრაფე დაიკარგა, მიწერ-მოწერა კომისიებს შორის გართულდა. ოცი ჯარისკაცის გაგზავნა რაიმე უწესრიგობის ჩასაქრობათ იწვევდა სამ-ოთხ უწყებას შორის მიწერ-მოწერას, შეთანხმებას და მერე ასრულებას. საქმეები გვიანდებოდა. აქედან ცხადია ის, რომ სახელმწიფო მექანიზმის გამარტივება და ამის გასწრაფება ხდება არა იმით, რომ საქმეებს უძღვება საპარლამენტო კომისიები, არამედ იმით, რომ არის ერთი ცენტრი, ერთი დირიჟორი, ერთი ცენტრალური უწყება, რომელიც ამოძრავებს დანარჩენთ და მათ უძღვება.
აი, ეს კითხვა დაისვა კონვენტში. დეპუტატები თხოულობდნენ, რომ კომისიებს მისცემოდა უფლება მხოლოდ კანონპროექტების შემუშავების და წარმოდგენის; აღმასრულებელი ძალა მიეცემოდა მხოლოდ საზოგადო ხსნის კომიტეტს. ზომიერთ ეშინოდათ ამ კომიტეტის ასე გაძლიერება, და ბოლოს კონვენტმა მიიღო ასეთი წინადადება: კომისიები იქნებიან კანონპროექტის შემმუშავებელნი, ხსნის კომიტეტს ექნება უფლება აღმასრულებელი ძალის, გარდა პოლიციის ფუნქციებისა, რაც რჩება საზოგადო მთავრობების კომიტეტს: მას არ ექნება უფლება წარმოადგინოს კანონპროექტები და არც რაიმე ბრალდება დეპუტატის წინააღმდეგ.
ეს წესი დიდხანს არ ყოფილა პრაქტიკაში, ვინაიდან ჩქარა ახალი კონსტიტუცია იქნა შემუშავებული და ძალაში შესული. კონვენტი დაიშალა, მის ალაგას მოვიდა ორი პალატა (საბჭო ხუთასის და საბჭო უხუცესთა), რომელმაც, თანახმათ კონსტიტუციისა, აირჩია დირექტორია ხუთი პირისგან შემდგარი (ოქტომბერი 1795). დირექტორია აყენებდა მინისტრათ, მარა პალატების წინაშე პასუხისმგებელნი იყვენ დირექტორები და არა მინისტრები (იყო 7 მინისტრი). წელიწადში იცვლებოდა დირექტორიის ერთი მეხუთედი, ე.ი. გამოდიოდა ერთი და მის ალაგას ირჩევდენ სხვას.
დირექტორიის არჩევა ნიშნავდა არა მოსამსახურის, არამედ ბატონების არჩევას, რაიცა ჩქარა დამტკიცდა იმით, რომ, როცა მათ მოღალატეებს შორის ჩამოვარდა კონფლიქტი, დირექტორიის უმრავლესობამ (სამმა) მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, დაატყვევა ორი დირექტორი მოწინააღმდეგე დეპუტატებმა და ასე პალატაზე გაბატონდენ. ეს იყო წინამორბედი ნაპოლეონის გადატრიალების და მონარქიის აღდგენის.
ეს მოკლე მიმოხილვა გვიჩვენებს მნიშვნელობას და აუცილებლობას სწრაფი, მარტივი და მომქმედი სახელმწიფო აღმასრულებელი ძალისა. აი, ამ მიზანს უმორჩილებდა კონვენტი თავის მრავალნაირ ცდას ამ დარგში და მას ეძებდა მუდამ.
დამფუძნებელი კრება 1848 წ. ადგენს აღმასრულებელ ძალას ხუთი პირისაგან, რომელნიც არიან იმავე დროს მინისტრები თავის ბრძოლაში მუშებთან. დამფუძნებელი კრება გამოდის, როგორც მთავრობა, ხოლო მინისტრები − მისი მოსამსახურენი. მან ჩააბარა კოვენიაკს დიქტატორობა და სხვ.
დამფუძნებელმა კრებამ 1871 წ. აირჩია პრეზიდენტი გრევი, ხოლო აღმასრულებელი ძალის მეთაურად − ტიერი, რომელმაც შეადგინა კაბინეტი. დღევანდელი პარლამენტარული რეჟიმი საფრანგეთისა შვა ლიბერალებმა და მარჯვენა რესპუბლიკანელებმა 1875 წ. კონსტიტუციით, რომელიც პირია ბელგიის კონსტიტუციისა იმ გამოკლებით, რომ აქ მონარქი, იქ კი − პრეზიდენტია.
ამნაირად, ჩვენ ვხედავთ ორგვარ ტიპს მთავრობის ორგანიზაციისა დამფუძნებელ კრებათა მიერ გარდამავალ რევოლიუციურ ხანაში: ან და კრება თვით აცხადებს თავის თავს აღმასრულებელ ძალად სხვადასხვა კომისიის სახით, ან და ის ნიშნავს ერთ პირს აღმასრულებელი ძალის მეთაურად და მას ანდობს მთავრობის შედგენას; არის შუათანა წესიც − კრება ირჩევს ყველა მინისტრებს. მარა გაჭირვების, კრიზისების დროს ეს სისტემა ყოველგან უარყოფილ იქნა თვით კრების მიერ, ვინაიდან ასეთი არჩევნები იძლევა მინისტრებს ერთი მეორეზე დამოუკიდებელთ, ხშირად მოქიშპეთ, რითაც სახელმწიფო მანქანა მძიმდება და დუნდება. ამიტომ კონვენტმა ეს მოსპო და მთელი ძალა საზოგადო ხსნის კომიტეტს გადასცა, ხოლო 1848 წ. კრებამ აღმასრულებელი ძალის მეთაურად ხუთის მაგიერ აირჩია ერთი − კოვენიაკი − და მან შეადგინა კაბინეტი ხუთი პირისაგან.
რაც შეეხება თვით დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, − არასოდეს ერთი პირი დიდ ხანს არ ყოფილა, − კონვენტში ის ყოველ თვე იცვლებოდა; ასევე იყო თითქმის ყოველგან. ფუნქცია დამფუძნებელი კრებისა ჩვენშიაც ის უნდა იყოს, რაც ყოველგან ყოფილა − დეკრეტებით ჩარევა არა მარტო კანონმდებლობაში, არამედ მმართველობაშიაც. ეს ცოტაა, დამფუძნებელი კრება თვით ხდება მსაჯულად, თავს აცხადებს უმაღლეს სასამართლოდ დიდ პოლიტიკურ პროცესებში. არა ერთი და ორი მოღვაწე გაასამართლა კონვენტმა და ინგლისის გრძელ პარლამენტმა.
ერთი სიტყვით, დამფუძნებელ კრებას, როგორც შეუზღუდავს კონსტიტუციით, კანონებით და რაიმე ფორმით, შეუძლია მოიმოქმედოს ყველაფერი, ბუნების და ისტორიის საზღვრებში, რასაკვირველია. რაც უფრო მეტი გაჭირვება ადგია ქვეყანას, მით უფრო მეტ უფლებას იჩენს კრება, მით უფრო მეტად დიქტატორობს.
ჩვენი დამფუძნებელი კრება უეჭველია აიღებს შუათანა ხაზს, ვინაიდან ჩვენ არც დიდ გაჭირვებაში ვართ და არც დალხინებაში, ე.ი. იმ დაბრკოლებების დასაძლევად, რომელიც ჩვენ წინ გვიდგას, საჭირო არ იქნება დიქტატურა კონვენტისებური, მარა ვერც პარლამენტარული ბიუროკრატიზმი გვიშველის.
ამბობენ, დამფუძნებელი კრება ჩვენი პარლამენტის განმეორება იქნებაო, ცოტა მეტი გავლენითო. ეს შემცდარი აზრია. ცხადია, დამფუძნებელი კრება მიაჩნიათ პარლამენტად არც მეტად, არც ნაკლებად, მაშინ როდესაც ის პარლამენტი სრულიად არ არის. პარლამენტი დგება კონსტიტუციის ძალით, ხოლო კონსტიტუციას იძლევა დამფუძნებელი კრება იმით, რომ ჩვენს ნაციონალურ საბჭოს პარლამენტი დავარქვით. მართლა პარლამენტი არ გამხდარა, და თვით ეს სახელი მას ისე შეეფერება, როგორც ძროხას − უნაგირი. ის არსებითად დარჩა ნაციონალურ საბჭოდ. ჩვენ პრაქტიკულად შემოვიღეთ პარლამენტარული რეჟიმი, თუმცა საამისო არც კონსტიტუცია გვაქვს და არც ადათი. ჩვენ მხოლოდ მივბაძეთ რუსეთის დუმას, თითქოს უკეთესი მაგალითი ქვეყნად არ მოიძებნებოდეს. ერთი მთავარი მიზეზთაგანი ჩვენი მოუწყობლობის ბრალი არის ის, რომ ჩვენმა პარლამენტმა მართლა პარლამენტად წარმოიდგინა თავი, არ მიითვისა დამფუძნებელი კრების ზოგი ფუნქცია და არ ჩაერია პირდაპირ აღმასრულებელი ძალის მოქმედებაში. არსად არც ერთ რევოლიუციურ, გარდამავალ, უკონსტიტუციო ხანაში ეს არ მომხდარა. ვინაიდან ჩვენი დამფუძნებელი კრება ივლის საშუალო გზით, აღმასრულებელი ძალის სავსებით თავის ხელში დატოვება არ დასჭირდება; ეს შეიძლება მოახდინოს დიდი კრიზისის დროს, როცა საჭიროა გმირული საშუალებების გამონახვა ქვეყნის სახსნელად. მარა იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, საკმარისია მან აირჩიოს ერთი პირი აღმასრულებელი ძალის მეთაურად და მას მიანდოს კაბინეტის შედგენა და წინამძღოლობა. მაგრამ ეს არ იკმარებს, თუ თვით კაბინეტის ორგანიზაცია არ გამოიცვალა და ახალ ნიადაგზე არ დადგა. გარდამავალ ხანაში საჭიროა მინისტრები რაც შეიძლება ნაკლები იყოს, ხოლო აპარატი − სწრაფი და მოძრავი. ის აპარატი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, წარმოადგენს ვეებერთელა ტვირთს, რომელიც აწევს ჩვენს რესპუბლიკას და მას ხელ-ფეხს უბორკავს. ეს არის მემკვიდრე ნიკოლოზის ბიუროკრატიის, კერენსკის წყობილების, კომისარიატის ნამოქმედარის. ერთი სიტყვით, აქ დომხალივით არეულია სხვადასხვა ნაკეცები და ყველა ეს ერთი სახელმწიფო აპარატი გვგონია. დამფუძნებელმა კრებამ ეს ერთიმეორეზე მექანიკურად შეკოწიწებული აპარატი სავსებით უნდა დაშალოს, უვარგისი ელემენტი გამოაგდოს, ვარგისიანი ერთად შეკრას და აღმასრულებელ ძალას ჩააბაროს. პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს სამინისტროთა რიცხვის შემცირება. საფრანგეთის დიდ რევოლიუციასაც არ ყოლია შვიდ მინისტრზე მეტი, ჩვენ კი ცხრამდი გავიჭიმეთ. მე მგონია, ოთხი სავსებით საკმარისია. უწყებები გაიყოფა ამნაირად:
1) სამინისტრო თავის დაცვისა შედგება ორი დეპარტამენტისაგან: სამხედრო და საგარეო საქმეთა;
2) სამინისტრო შინაური საქმეებისა − დეპარტამენტები: საზოგადო მყუდროება, სასამართლო, განათლება.
3) სამინისტრ. სახ. მეურნ. − დეპარტამენტები: ფინანსები, ვაჭრობა-მრეწველობა, სახელმწიფო ქონება, სასოფლო მეურნეობა, მიმოსვლა, შრომა. თვითოეულ დეპარტამენტს ეყოლება თავისი დირექტორი, რომელნიც მინისტრთა თათბირში მონაწილეობას იღებს სათათბირო ხმით.
მაშასადამე, იქნება სამი მინისტრი, მეოთხე − თავმჯდომარე.
ყველა სამინისტრო თავმჯდომარიანად იქნება მოთავსებული ერთ შენობაში, რომ თავმჯდომარეს უკეთ შეეძლოს თვალყურის გდება და თვით უწყებათა შორის იყოს სწრაფი მიმოსვლა.
შეიძლება მესამე სამინისტრო თავისი სიდიდის გამო გაიყოს ორად; მაშინ მივიღებთ ხუთ მინისტრს.
ერთ შენობაში მოთავსება თავისთავად მოგვცემს შტატის შემცირებას, ვინაიდან შესაძლებელია იქნას ერთი საერთო ბუხჰალტერი, ერთი საერთო რეგისტრაცია, საერთო გადამწერლები, ექსპედიცია, სტოროჟები და სხვ. ნუ დავივიწყებთ, რომ მრავალი საქმე გადაეცა ერობათა და ქალაქებს, რომელთაც თავისი ცენტრი ეყოლებათ.
დამფუძნებელმა კრებამ უნდა აირჩიოს იმდენი კომისია, რამდენიც დეპარტამენტია და მათთან ერთად მუშაობდეს როგორც კანონმდებლობით, ისე აღმასრულებელ დარგში.
რა დამოკიდებულება უნდა იყოს სამინისტროს და დამფუძნებელ კრებას შორის?
მათ შორის არ არის დემოკრატიული ხაზი, ვინაიდან დამფ. კრებას თვით აქვს აღმასრულებელი ძალა. ის თავისი კომისიებით ერევა აღსრულების საქმეებში, ახდენს ყოველგვარ რეორგანიზაციას და ორგანიზაციას და მუშაობს ამ სფეროში სამინისტროსთან ერთად.
მაშასადამე, დამფუძნებელი კრება აღმასრულებითი ძალის ერთ ნაწილს აძლევს სამინისტროს, ხოლო დანარჩენს თვითონ იტოვებს. თუ მათ შორის კონფლიქტია, უკანასკნელი სიტყვა რჩება დამფუძნებელ კრებას.
ჩვენთვის ეს განსაკუთრებით საყურადღებოა − ვინ აიღოს ის ჩვენი ხლამის გამოგვა? − არავის არ ძალუძს, თუ არა დამფუძნებელ კრებას და მის კომისიებს!
ხალხს და დამფუძნებელ კრებას შორის არ არის სამინისტრო, როგორც ეს პარლამენტარულ რეჟიმშია; ის მას პირდაპირ ეკავშირება მთელი თავისი საქმიანობით ხალხს.
განსაკუთრებით ეს არის საყურადღებო.
კამათის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა შემდეგი ტეზისები:
I. დამფუძნებელი კრების მთავარი საზრუნავია, პირველ ყოვლისა, მოახდინოს მართვა-გამგეობის რეორგანიზაცია. სახელდობრ:
1. შემცირება სამინისტროების;
2. შემცირება შტატების;
3. ორგანიზაცია აღმასრულებელი ძალის.
II. დამფუძნებელი კრება, გარდა თავისი ჩვეულებრივი მოქმედებისა, − დეკრეტებით, კანონების და კონსტიტუციის შემუშავებით, − აარსებს კომისიებს, რომელნიც თვალ-ყურს ადევნებენ აღმასრულებელი ძალის მოქმედებას და უფლება აქვს, რომ ამ მოქმედებაში ჩაერიოს, როცა საჭიროდ დაინახავს.
დამფუძნებელი კრება ახორციელებს პირდაპირ აღმასრულებელ ძალას მთლად თუ ნაწილობრივ, როცა ამას ქვეყნის მდგომარეობა მოითხოვს.
გაზ. „ერთობა“ − 1919 წ. - №№46, 48. - 27 თებერვალი, 1 მარტი. - ხუთშაბათი, შაბათი - გვ. 1,2
![]() |
69 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 91919 წ. თებერვლის „28“) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ: ს. ჯაფარიძე, ქ. მ. ჩხეიძე, რ. არსენიძე, ს.კედია.
დამხმარენი: გ. ნანეიშვილი, დ. ჩიქოვანი.
თავმჯდომარეობდა ს. ჯაფარიძე………………..მდივნობდა მ. ჩხეიძე
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
განსახილველია დებულება: პარლამენტი - ბ. არსენიძის მიერ შედგენილი. თავმჯდომარემ დებულება მთლად წაიკითხა. შემდეგ განმარტა, რომ ამ დებულებაში ოთხი უმთავრესი საკითხია გარკვეული: პირველი - პარლამენტის შემადგენლობა, მეორე მისი უფლებები, მესამე - დეპუტატების უფლება-მოვალეობანი და მეოთხე სხდომების წარმოება და აგრეთვე რეფერენდუმი.
|
პირველი მუხლი მიღებულია უცვლელად, მხოლოდ ჩამატებულია შემდეგი გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გარკვეული იქნება კანონით. მეთორმეტე მუხლი შეტანილია მეოთხე მუხლად.
შემდეგი სხდომა დაინიშნა ორშაბათ მარტის 3-ს დილის 12 საათზე |
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 166 - 171
![]() |
70 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 3 მარტი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ ს. ჯაფარიძე, მ. ჩხეიძე რ. არსენიძე
დამხმარე დ. ჩიქოვანი
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
1. რადგან საკმაო რიცხვი არ დაესწრო კომისიის სხდომა ვერ მოხდა;
შემდეგი სხდომა დაინიშნა ოთხშაბათს, 5 მარტს დილის 211 საათზედ. |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 430, ფურც. 33
![]() |
71 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 5 მარტი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ რ. არსენიძე, კ. მყაშვილი, ალ. წერეთელი. ქ. მ. ჩხეიძე; პ. საყვარელიძე
დამხმარე დ. ჩიქოვანი
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
კრება არ მოხდა
|
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 34
![]() |
72 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. 8 მარტი) |
▲ზევით დაბრუნება |
დაესწრნენ ს. ჯაფარიძე, რ. არსენიძე კ. მაყაშვილი
განსახილველი საგანი |
დადგენილება |
მოლაპარაკების შემდეგ დაადგინეს, რადგან მალე დამფუძნებელი კრება იქნება და დებულებათა განხილვას კომისია ვერ მოასწრებს, კომისიის სხდომები შესწყდეს და რაც ნაშრომი აქვს კომისიას - გადაეცეს მხოლოდ დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიას. |
|
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 35
![]() |
73 დამატებითი კანონპროექტი მოქალაქეობის /ქვეშევრდომების/ შესახებ. |
▲ზევით დაბრუნება |
ხელით მინაწერი: არსენიძეს
I. მუხლი. იმ მკვიდრთ გარდა, რომელნიც მოხსენებული არიან საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის ივლისის 16 კანონში, საქართველოს მოქალაქეებად /ქვეშევრდომებად/ აღიარებულ იქნენ:
ა/ ყოველი ქართველი, ყოფილ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი, სადაც და რამდენ ხანსაც არ უნდა სცხოვრობდეს, უკეთუ ის ექვსი თვის განმავლობაში წერილობით უარს არ განაცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე;
ბ/ უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომი-ქალი, რომელიც ცოლად წაჰყვება საქართველოს მოქალაქეს.
გ/ ყოველი უცხო ტომის პირი, რომელიც განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე არა ნაკლებ ხუთი წლისა 1914 წ. 19 ივლისამდე, უკეთუ ის ორი თვის განმავლობაში განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა.
შენიშვნა: ამ მუხლში აღნიშნული ვადები იწყება დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა „საქართველოს რესპუბლიკაში“.
2. განცხადება და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივობის დასამტკიცებელი საბუთი უნდა წარედგინოს ქალაქებში ქალაქის გამგეობას და მაზრებში - მაზრის საერობო გამგეობას. ქალაქისა და ერობის გამგეობანი აძლევენ მთხოვნელს, თუ მისი თხოვნა საფუძვლიანია, იმის მოწმობას, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
განმარტება.
საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო ზემოყვანილი კანონპროექტი შემდეგი მოსაზრებით:
საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ. 16 ივლისის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლება მხოლოდ ის მკვიდრი, რომელიც მიწერილია რესპუბლიკის ტერიტორიაზე რომელსამე ადმინისტრატიულ ერთეულზე 1914 წ. 19 ივლისამდე /ძვ. სტ./.
ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეთა გარეშე დასტოვა ჩვენი ქვეყნის დიდ-ძალი მცხოვრებნი, როგორც ქართველნი ისე უცხოელნი, რომელნიც მიწერილი არ არიან არც ერთ ადმინისტრატიულ ერთეულზე, რომელთა პოლიტიკური და სამოქალაქო მდგომარეობა დღემდე გამოურკვეველია.
ასეთი აუტანელი მდგომარეობის მოსასპობად საჭიროა მიღებულ იქნეს დამატებითი კანონი. ყოველი ქართველი, რომელიც მიწერილი არ არის ჩვენი ტერიტორიის ადმინისტრატიულ ერთეულზე, სულ ერთია, სცხოვრობს ახლა აქ თუ არა, უნდა მიჩნეულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ. მაგრამ, რაკი შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ვინმე იმათგანი მოისურვებს სხვა ქვეყნის, მაგალითად რუსეთის ქვეშევრდომად დარჩენას, მას ძალა არ უნდა დაეტანოს და ვადა უნდა მიეცეს ამის განსაცხადებლად - რაც შეეხება უცხო ტომის ხალხს, სომხებს, რუსებს, ბერძნებს და სხვებს, ბევრია ასეთნი, რომელნიც დიდ ხანს ცხოვრობენ ჩვენში, ეკონომიურად დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან რომელიც თავის სამშობლოდ მიაჩნიათ. ასეთ ხალხს, თუ იგი მოისურვებს საქართველოს მოქალაქეობას, ამის უფლება უნდა მიენიჭოს. 5 წლის ვადა ომის გამოცხადებამდე ერთის მხრით კანონპროექტის გარეშე სტოვებს ყველა იმ ელემენტებს, რომლებმაც ომის დროს, სხვა და სხვა მიზეზების გამო თავი მოიყარა საქართველოში და რომელნიც ჩვენთან არაფრით დაკავშირებულნი არ არიან, და მეორის მხრით გულისხმობს იმათ მოქალაქეობის შესაძლებლობას, ვინც ომამდე ჩვენში სცხოვრობდა, ბინა და საქმე გაიჩინა და ჩვენ სამშობლოს დაუახლოვდა.
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 232
![]() |
74 სახელმწიფოებრივი ტერიტორია. |
▲ზევით დაბრუნება |
/შედგენილია პ. საყვარელიძის მიერ/.
1. საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიას შეადგენს - ქართლი, კახეთი, ერწო-თიანეთი, ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, ყაზახ-ბორჩალო, ზაქათალი, იმერეთი რაჭა-ლეჩხუმითურთ, სამეგრელო ოდიშითურთ, სამურზაყანო, სვანეთი, გურია და ავტონომიური აფხაზეთი და ავტონომიური სამუსულმანო საქართველო, რომელშიაც შედის: ყოფილი სამცხე საათაბაგო-ახალციხის და ახალქალაქის მაზრები /მესხეთი და ჯავახეთი/, ჭანეთი, ბათუმის ოლქი (ქობულეთი აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, დივანა/.
1. სახელმწიფოებრივი ტერიტორიის გაცემა, გაყოფა და გაყიდვა შეუძლებელია.
სახელმწიფოებრივი ტერიტორიის გაფართოება ან სადაო დაუსახლებელ საზღვრების შესწორება ხდება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.
2. ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმართველურ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეტანა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.
ხელით მინაწერი: კომისიამ გადასწყვიტა ჯერხანობით უცვლელ. დარჩეს ამ მუხლის საკითხი. იხ.6/VII/
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 220.
![]() |
75 საზოგადო დებულებანი |
▲ზევით დაბრუნება |
შედგენილი პ. საყვარელიძის მიერ
1. საქართველო არის თავისუფალი. დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მისი მუდმივი და უცვლელი ფორმა სახელმწიფოებრივი წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
2. საერთაშორისო ომიანობის საქმეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
3. საქართველოს დედა-ქალაქი არის ტფილისი, სადაც მუდმივად იმყოფება საქართველოს პარლამენტი და მთავრობა.
4. საქართველოს რესპუბლიკის დროშა სამფეროვანია - შვინდისფერი, თეთრი და შავი. სახელმწიფოებრივი ღერბი შვინდისფერს ადგილიანს რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიანს თეთრ ცხენზედ.
5. საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.
6. ყოველი კანონი ან მთავრობის ყოველი ბრძანება სავალდებულო ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იგი კანონიერის წესით ცხადდება.
7. კონსტიტუციის მოქმედება მუდმივი და შეუჩერებელია.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 155.
![]() |
76 პარლამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
სანიმუშო პროექტი - შედგ. რ. არსენიძის მიერ.
1. საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი დაფარული კენჭის ყრით. არჩეული 120 დეპუტატისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყოველ სრულფასოვან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელიწადი შესრულებია გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც განსაზღვრული იქნება კანონით. პარლამენტს აირჩევენ ორი წლის ვადით.
2. პარლამენტის წევრთა ასარჩევათ რესპუბლიკა დაიყოფა საარჩევნო ოლქებათ, თანახმათ საარჩევნო კანონისა, თვითეულ ოლქს უნდა მიეკუთვნოს განსაზღვრული პროპორც. რიცხვი დეპუტატებისა მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით.
3. პარლამენტის წევრები წარმოადგენენ მთელ ერს და არა ცალკე პროვინციას, რომელმაც ისინი აირჩია.
4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრის და შეხედულებისათვის, რომელსაც იგი გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება და ბინა ხელშეუხებელია. არ შეიძლება დეპუტატი დატუსაღებულ იქნეს ან სამართალში მიეცეს, სანამ პარლამენტის წევრად ითვლება, უკეთუ თვით პარლამენტმა ამის დასტური არ მისცა, გამონაკლის შეადგენს ისეთი შემთხვევა, როცა მას დანაშაულის ჩადენის დროს მიუსწრებენ. კანონიერათ დატუსაღებული ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი უნდა განთავისუფლებულ იქნეს სესიის განმავლობაში, უკეთუ ამას პარლამენტში მოითხოვს.
5. პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.
6. პარლამენტის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე ჯამაგირიან თანამდებობაზე ყოფნა სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმართველობის სამსახურში. იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი. სახელმწიფო კონტროლიორი, ან მათი ამხანაგი ან ხმოსანი ან ეჭიროს რაიმე საპატიო თანამდებობა.
7. პარლამენტის ერის უზენაესი სუვერენიტეტის მატარებელია გარდა იმ უფლებისა, რომელიც ამ კონსტიტუციით ხალხის პირდაპირ საკანომდებლო ფუნქციას შეადგენს: (შვ. 71).
8. პარლამენტს ეკუთვნის უზენაესი გამგებლობა ჯარის და საერთო რესპუბლიკის ყველა შეიარაღებული ძალების, - პარლამენტის უფლებას შეადგენს ომის გამოცხადება, ზავის ჩამოგდება, დამტკიცება, საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებისა უცხო სახელმწიფოებთან.
9. პარლამენტის სხდომები საჯაროა, მაგრამ პრეზიდიუმის ან ხუთი წევრის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტს შეუძლიან ხმის უმრავლესობით ფარულად გამოაცხადოს თავისი სხდომა ან ნაწილი სხდომის (ბელ. 33).
10. პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა რწმუნებულობას და გადასწყვეტს ყოველივე დავას ამ საგანზე (შეერთ. შტატი. გამ. 5 მ.)
11. პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგლამენტით ან კანონით სხვა რაოდენობა არის მიღებული. უკეთუ ხმები თანასწორად გაიყო, წინადადება უარყოფილად ჩაითვლება. (ბელგ. 33)
12. პარლამენტის სხდომა კანონიერათ ვერ ჩაითვლება, უკეთუ მას დეპუტატთა საერთო რიცხვის ერთ მესამედზე ნაკლები დაესწრო. (იხ.შვეიც. კონსტ. №87 ბელგიის 38).
13. პარლამენტს და მის წევრთ უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის და კითხვის მიცემისა. წესი და ფარგალი შეკითხვის და კითხვის მიცემის განისაზღვრება კანონით და რეგლამენტით (ბელ. 40).
14. პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტის საშუალებით წესს, რომლის მიხედვით იგი მოქმედობს თავის ფუნქციების ასრულების დროს (ბელგ. 46).
15. პარლამენტი გამოსცემს კანონებს, დეკრეტებს და დადგენილებებს, რომელნიც გამოქვეყნდება პარლამენტისა და მთავრობის თავმჯდომარეთა ხელის-მოწერით. (შვ. 89).
16. პარლამენტის სესია იკრიფება ყოველ წელიწადს ნოემბრის პირველ სამშაბათს. განსაკუთრებულ შემთხვევაში მისი მოწვევის უფლება აქვს მთავრობას ან პარლამენტის პრეზიდიუმს. პარლამენტის შეკრება სავალდებულოა თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს. (შვ. 84.)
17. პარლამენტის სესიის შეწყვეტა დროებით, შეჩერება თუ სხდომის უნდა მოხდეს თვით პარლამენტის გადაწყვეტილებით.
18. პარლამენტის სესია შეიძლება შეწყვეტილ იყვეს წელიწადში არა უმეტეს ოთხი თვისა.
19. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ყოველი საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც სამი მხარის მაზრის ერობა ან ამომრჩეველთა 50.000-ზე არა ნაკლები აწერს ხელს (შვ. 89).
20. სამი მაზრის ერობის ან 50.000 ამრჩევლის ხელმოწერილი მოთხოვნილებით პარლამენტი ვალდებულია კანონპროექტი საზოგადოთ განხილვის შემდეგ ხალხის წინაშე დასვას კენჭის საყრელად (რეფერენდუმი).
რეფერენდუმი სავალდებულოა, როცა მას მთავრობა მოითხოვს ან პარლამენტი დაადგენს (89-90 შვ.)
21. პარლამენტი თვითეული სესიის დასაწყისში აირჩევს პრეზიდიუმს.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 65-66
![]() |
77 დებულება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფო ენისა
1. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა
შენიშვნა: ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება ცალკე კანონით განისაზღვრება
2. საქართველოს ეროვნულ საბჭოში ყოველნაირი საქმის წარმოება და კამათი ხდება ქართულ ენაზედ.
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელს შეუძლიან სიტყვა წარმოსთქვას დედაენაზედ.
შენიშვნა: წესი ამ ენით სარგებლობისა და თარგმანისა განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც იმუშავებს საბჭო
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მაგიერ
მდივანი
მომხსენებელი რ. არსენიძე
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 88.
![]() |
78 დებულება |
▲ზევით დაბრუნება |
ხელით მინაწერი: კანონია
საქართველოს ეროვნულ საბჭოს სახელწოდების შეცვლისა
1. საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდოს „რესპუბლიკის დარბაზი“.
საქართველოს პარლამენტი
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
მდივანი
მომხსენებელი
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 89
![]() |
79 სასამართლო შედგენილი ნანეიშვილის მიერ |
▲ზევით დაბრუნება |
1. სასამართლოს ორგანიზაციას, ფორმებს, კომპეტენციას და იურისდიქციას საზღვრავს ცალკე კანონი.
2. საგანგებო ან განსაკუთრებული სასამართლოების დაწესება აკრძალულია. პარლამენტს უფლება აქვს დააარსოს ჯარისათვის სამხედრო სასამართლო.
3. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.
4. სასამართლოს განაჩენი არ შეიძლება გაუქმებული ან შეცვლილი იქნეს საკანონმდებლო და საადმინისტრაციო ორგანოების მიერ.
5. სასამართლოს სხდომები საჯაროდ სწარმოებს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვა, სხდომა შეიძლება იქნეს დახურულ თვით სასამართლოს დადგენილებით.
6. სასამართლოს განაჩენი უნდა იქნეს წაკითხული სასამართლოს საჯარო სხდომაზე და დასაბუთებული მხოლოთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს განაჩენი არ იწერება დასაბუთებულად.
7. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არსდება მძიმე სისხლის სამართლის პოლიტიკურის და აგრეთვე ყოველ ბეჭდვითი დანაშაულობისათვის.
8. მსაჯული, იმ მოქმედებისათვის, რომელიც მან აასრულა როგორც მსაჯულმა, საკასაციო სასამართლოს ნებადაურთველად ვერ იქნება პასუხისგებაში მიცემული.
9. მსაჯულის დათხოვნა ან დროებით გადაყენება თანამდებობიდან მის სურვილის წინააღმდეგ აკრძალულია, თუ ამის თაობაზე არ იქნება სასამართლოს სათანადო დადგენილება.
10. მოსამართლის თანამდებობის მიღების წესი, და აგრეთვე პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, აღნიშნულია კანონში.
11. მოსამართლეს უფლება არა აქვს დაიჭიროს სხვა რაიმე ჯამაგირიანი ადგილი.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 76
![]() |
80 კანონპროექტი ეროვნული საბჭოს წევრის თანამდებობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა |
▲ზევით დაბრუნება |
ხელნაწერი
შედგ. გ. ქიქოძის მიერ
1. ეროვნულ საბჭოს წევრად არ შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფო სამოქალაქო ან ნამდვილ სამხედრო სამსახურში ითვლება და ჯამაგირს ხაზინის თანხიდან იღებს.
შენიშვნა: სამსახურში მყოფს პირს, რომელიც უკვე ეროვნულ საბჭოში ირიცხება, შეუძლია წევრად დარჩეს, თუ განაცხადებს, რომ უარი სთქვა სახელმწიფო სამსახურზე.
2. პირველ მუხლში აღნიშნული განსაზღვრა არ ვრცელდება შემდეგ თანამდებობებზე: მინისტრებზე, მათს თანაშემწეებზე, სახელმწიფო კონტროლიორზე, ელჩებზე და უნივერსიტეტის კორპორაციის მიერ არჩეულ პროფესორებზე.
3. კანონი ძალაში შედის დღიდან მისი ეროვნული საბჭოს მიერ მიღებისა.
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 92.
![]() |
81 საყვარელიძის მოხსენება |
▲ზევით დაბრუნება |
ხელნაწერი
მუხლი I /მიღებულია ჯაფარიძის პროექტიდან/
იმ მკვიდრთ გარდა, რომელნიც მოხსენებულნი არიან საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ. 6 ივლისის კანონში /„საქართველოს რესპუბლიკა“ 1918 წ./, საქართველოს მოქალაქეებად /ქვეშევრდომებად/ აღიარებულ იქნენ:
არსენიძის წინადადებით პირველი მუხლი შეიცვალოს ამგვარად.
ჯაფარიძის პროექტიდან ასეა
მუხლი მესამე ყოფილ რუსეთის იმპერიის ყველა ქვეშევრდომი არა ქართველი, რომელიც განუწყვეტლივ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლები სამი წლისა 1914 წ. 19 ივლისამდე, უკეთუ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ის განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობის...
მუხლი 2. ყოფილ რუსეთის იმპერიის ყველა ქვეშევრდომი ქართველი, სადაც და რამდენხანსაც უნდა ცხოვრობდეს, უკეთუ იგი ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში წერილობით უარს არ განაცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე.
შენიშვნა.
სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 235
![]() |
82 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
82.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
ავალიშვილი - 24
ამირეჯიბი შ. - 18
არსენიძე რაჟდენ.(არსენიძე რ.; არსენიძე რაჟ.;არსენიძე) - 24, 26, 28, 30, 33, 34, 35, 37, 39, 41, 48, 49, 53, 54, 55, 56, 93, 106, 107, 108, 111, 112, 117, 118, 132,134, 136, 138, 158, 159, 161, 185, 186, 187, 188, 189, 190, 191, 192, 209, 210, 212, 214, 215, 219, 220, 221, 222, 226, 229, 233
ასათიანი სოსიპატრე - 33
აფხაზი კ.ნ. - 23
![]() |
82.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბეფი - 79
ბარათაშვილი ი. - 23
ბლანი ლუი - 61
ბლანკა - 61
ბონაპარტე - 70
![]() |
82.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გამბასოვი - 24
გვაზავა გ. - 24, 26, 27, 28, 29, 30, 37, 41, 42, 132, 134, 135, 136
გეგეჭკორი ე. - 23
გიორგაძე გრ.(გიორგაძე) - 23
გობეჩია ვ. - 23
გობეჩია ი. - 123
გრევი - 204
![]() |
82.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დადიანი - 46, 50, 101, 125, 163
დადიანი დ. - 41
დადიანი სამსონ - 24, 30,31,33, 37, 39, 41,43,48,49, 50, 51, 52, 53, 55, 57, 93, 97, 99, 100, 101, 109, 110, 112, 117, 118, 119, 122, 158
დაისი - 81, 84, 88
დენიკინი - 135
დიდებაშვილი - 171
დანტონი - 204
![]() |
82.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ელიავა შ. - 132, 134, 136
![]() |
82.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვეშაპელი გრ. - 23, 37, 38
ვილ ონია - 23
![]() |
82.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბიშვილი ივანე - 37
![]() |
82.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თაყაიშვილი ექვთ. - 132, 134, 136
![]() |
82.9 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კაუცკი - 60, 72
კედია სპ. - 115, 117, 122, 138, 183, 191, 209, 210, 211, 213
კერენსკი - 206
კოვენიაკი - 204, 205
კოლია (?) - 196
კონდორსე - 77, 78
კლდიაშვილი ს. - 113
![]() |
82.10 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლომთათიძე ალ. - 132, 134
![]() |
82.11 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მარქსი კარლ - 15, 66, 69, 70, 71, 72, 73, 75
მაყაშვილი კონსტანტინე - 24, 26, 30, 31, 33, 34, 37, 39, 41, 43, 46, 48, 49, 50, 51, 52, 53, 55, 99, 100, 101, 103, 104, 105, 106, 107, 113, 117, 118, 119, 122, 138, 191, 220, 221
მაჭავარიანი - 132, 134
მენგერი - 59
მიქელაძე კ - 117, 119, 122, 126, 131
![]() |
82.12 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნათაძე ლ. - 117, 118, 119, 120, 125, 129, 131, 132, 134, 168, 189, 191, 192
ნანეიშვილი გიორგი - 37, 43, 45, 46, 48, 49, 50, 51, 53, 54, 55, 56, 93, 94, 100, 101, 102, 111, 112, 113, 114, 115, 117, 118, 119, 120, 122, 124, 126, 127, 128, 131, 138, 158, 159, 160, 163, 164, 165, 166, 184, 185, 188, 189, 190, 191, 192, 196, 209, 210, 211, 212, 214, 217, 231
ნაპოლეონი - 69, 70, 198, 204
ნაპოლეონ I - 65
ნაპოლეონ III - 65, 70
ნახუცრიშვილი დ. - 37, 39, 48, 50, 51, 53, 93, 99, 100, 101, 105, 106, 107, 111, 112, 132
ნიკოლოზი - 206
ნინიძე - 132
![]() |
82.13 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პააშე - 201
პეტიონი - 206
პოლუმორდვინოვი/პოლომორდენოვი ი. - 119, 120, 121
![]() |
82.14 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟორდანია ნოე - 10, 23, 24, 26, 27, 28, 30, 31, 36, 37, 58, 197
ჟორესი - 68
![]() |
82.15 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რამიშვილი ნ. - 132, 134, 135, 136
როლანდი - 201
როლენტი - 72
რუსია მ. - 23, 132
რცხილაძე გრ. - 24, 30, 37, 113, 114, 115, 132, 134, 137, 212, 213
![]() |
82.16 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საყვარელიძე პავლე - 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 37, 39, 40, 41, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 51, 52, 53, 55, 93, 100, 101, 104, 105, 106, 107, 109, 110, 113, 114, 115, 117, 118, 119, 120, 162, 134, 138, 158, 160, 163, 168, 170, 183, 188, 220, 224, 225, 233
სენ-ჟიუსტი - 78
![]() |
82.17 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტიერი - 72, 204
![]() |
82.18 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფირცხალავა ს. - 23, 132, 134
ფაღავა იური - 37
![]() |
82.19 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქიქოძე გერონტი - 23, 41, 42, 43, 45, 46, 48, 49, 50, 51, 52, 100, 232
![]() |
82.20 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შურგაია ლაზარე - 37
![]() |
82.21 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩერქეზიშვილი ივანე - 24, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 37, 105, 107, 110, 111, 114
ჩიქოვანი დავით - 43, 45, 48, 51, 53, 93, 100, 105, 106, 107, 111, 112, 113, 158, 181, 183, 186, 209, 212, 219, 220
ჩხეიძე მარიამ - 117, 118, 119, 122, 124, 131, 132, 134, 136, 158, 168, 169, 170, 174, 183, 186, 190, 209, 212, 219, 220
ჩხეიძე ნ.ს. - 23
ჩხიკვიშვილი - 132, 135
![]() |
82.22 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წერეთელი - 18, 19
წერეთელი ალ. - 117, 119, 122, 125, 127, 128, 138, 158, 220
წერეთელი ვ. - 134
წერეთელი ი. - 114, 132
![]() |
82.23 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხარატიშვილი ი. - 132
![]() |
82.24 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახიშვილი - 24
ჯაფარიძე სერგი - 24, 25, 26, 28, 30, 31, 39, 44, 48, 112, 114, 115, 117, 119, 120, 122, 124, 125, 127, 158, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 169, 174, 184, 186, 188, 189, 191, 193, 209, 210, 211, 219, 221, 233
![]() |
83 გეოგრაფიულ ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
83.1 ა. |
▲ზევით დაბრუნება |
აბხაზეთი/აფხაზეთი - 132, 133, 135, 137, 139
ადერბაიჯანი - 64
ავსტრო უნგრეთი - 58
ათონი - 83
ამერიკა - 86, 193
ამერიკის რესპუბლიკა - 65
ამერიკის შეერთებული შტატები - 184
ამიერკავკასია/ამიერ-კავკასია - 14, 16, 18, 21, 212
ახალქალაქის მაზრა - 224
აჭარა - 135, 224
![]() |
83.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბათომი - 19
ბათუმის ოლქი - 224
ბალკანეთი - 58
ბელგია - 58, 128, 204, 227
ბულგარეთი - 58
![]() |
83.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაგრა - 142
განაპირა კუთხეები - 216
გერმანია - 56
გოტის სამთავრო - 58
გუდაუთა - 142
გუმისტანი - 142
გურია - 224
![]() |
83.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთ ევროპა - 71
დივანა - 224
დუშეთი - 69, 71
![]() |
83.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპა - 10, 11, 53, 56, 211
ევროპის სახელმწიფო - 128
ერწო-თიანეთი - 224
![]() |
83.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვანდეი - 68,70
![]() |
83.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზაქათალა (ი) - 159, 224
ზუგდიდი - 71
![]() |
83.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი/თფილისი/ტფილისი - 21, 23, 41, 58, 225
![]() |
83.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იმერეთი -
ინგლისი - 56, 61, 72, 76, 81, 89, 92, 202, 205, 212
იტალია - 58
![]() |
83.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასია - 18
კახეთი - 224
კლარჯეთი - 224
კოდორი - 142
![]() |
83.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლეჩხუმი - 71
![]() |
83.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მთიულეთი - 228
მესხეთი - 228
![]() |
83.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნიდერლანდი - 58
![]() |
83.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოდიში - 224
ოსმალეთი - 23, 58, 64
ოჩამჩირე - 142
![]() |
83.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პარიზი - 69, 74, 78, 200
პრუსია - 65
![]() |
83.16 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რაჭა-ლეჩხუმი - 224
რუსეთი - 9, 14, 19, 61, 63, 135, 206, 223
რუსეთის იმპერია - 22, 233
რუსეთის დემოკრატიული სახელმწიფო - 14
![]() |
83.17 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საათაბაგო - 224
საბერძნეთი - 48
სამეგრელო - 224
სამურზაყანო - 142, 224
სამუსულმანო საქართველო - 224
სამცხე - 224
სამხრეთ რესპუბლიკა 45
საქართველო - 9, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 19, 21, 22, 23, 25, 26, 31, 32, 33, 34, 37, 39, 41, 42, 47, 58, 59, 60, 62, 63, 64, 65, 71, 76, 86, 87, 91, 97, 105, 106, 107, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 122, 135, 137, 138, 139, 161, 172, 173, 181, 185, 187, 192, 193, 194, 195, 199, 209, 212, 213, 214, 215, 222, 223, 224, 225, 226, 229, 230, 233
საქართველოს რესპუბლიკა - 29, 39, 51, 66, 79, 87, 93, 94, 95, 96, 111, 139, 142, 158, 171, 172, 189, 195, 209, 222, 225, 226, 229, 233
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 22, 23, 26, 35, 37-38, 54, 97, 157, 161, 225
საფრანგეთი - 31, 61, 66, 67, 69, 72, 73, 74, 113, 128, 184, 185, 197, 200, 202, 204, 206, 212
საფრანგეთის დემოკრატიული რესპუბლიკა - 65
საფრანგეთის რესპუბლიკა - 65, 72
სვანეთი - 224
სერბია - 58
სომხეთი - 64
სოხუმი - 142
სოხუმის ოლქი - 132, 144, 157
![]() |
83.18 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფილანდია - 58
ფინეთი - 175, 176, 178, 179
ფშავ-ხევსურეთი - 224
![]() |
83.19 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლი - 224
ქობულეთი - 224
ქუთაისი - 23
![]() |
83.20 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზახ-ბორჩალო - 224
![]() |
83.21 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შავშეთი - 224
შვეიცარია - 31, 58, 65, 74, 76, 82, 83, 84, 86, 91, 227, 228
შეერთებული შტატები - 31
![]() |
83.22 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები - 76, 82, 86, 227
![]() |
83.23 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ციურიხის კანტონი - 83
ცხინვალი - 69
![]() |
83.24 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი საბერძნეთის ქალაქთა რესპუბლიკა - 77
![]() |
83.25 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭანეთი - 224
![]() |
83.26 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახეთი - 223
![]() |
84 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
84.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმართველობა/თვითმმართველობა - 23, 29, 74-75, 120, 130, 190, 196, 218, 226
ადმინისტრატიული სასამართლო - 88
ავტონომია - 135
ავტონომიური აფხაზეთი - 224
ავტონომიური სამუსულმანო საქართველო - 224
არჩევნები - 23, 28,77, 135, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 152, 154, 155, 156, 172, 175, 176, 178, 180, 205, 209, 215, 216, 226
არჩევნების დებულება/საარჩევნო დებულება - 132, 156
![]() |
84.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბალშევიკი - 61, 65, 66
ბანკი - 23
ბიუჯეტი - 53, 56, 64, 122, 123, 126, 127, 128, 130
ბურჟუაზია - 61, 62, 63, 64, 65, 72, 73, 75, 79, 80, 81, 86
ბურჟუაზიის პოლიტიკური დიკტატურა - 74, 76
ბურჟუაზიული - 61, 78
ბურჟუაზიული დაწესებულება - 59
ბურჟუაზიული კლასი - 65, 72
ბურჟუაზიული კონსტიტუცია - 78
ბურჟუაზიული პარტია - 58, 59, 60, 63, 82
ბურჟუაზიულ რესპუბლიკურ პარლამენტარული
წყობილება - 73
ბურჟუაზიული საზოგადოება - 62, 75
![]() |
84.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
განაპირა კუთხე - 216
განაპირა მხარე - 185, 199
განსაკუთრებული სასამართლო - 101, 159, 160, 161, 231
გვარდია - 69
![]() |
84.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დამფუძნებელი კრება - 12, 17, 23, 46, 81, 132, 134, 183, 193, 197, 199, 200, 204, 205, 206, 207, 208, 221
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე - 205
დამფუძნებელი კრების წევრი - 171
დემოკრატია - 11, 14, 26, 28, 61, 64, 66, 68, 79, 82, 83, 85
დემოკრატი - 59
დემოკრატიზმი - 192, 213
დემოკრატიული - 64, 65, 72, 75, 79, 80, 85, 86, 90, 175, 180-181, 207, 214
დემოკრატიული ამიერკავკასიის ფრონტი - 14
დემოკრატიული დაწესებულება - 60, 72, 78
დემოკრატიული თვითმმართველობა - 69
დემოკრატიული კანონმდებლობა - 192
დემოკრატიული კლასი - 64
დემოკრატიული კონსტიტუცია - 26, 28, 31, 65, 78, 85, 193
დემოკრატიული მთავრობა - 91
დემოკრატიული პოლიტიკური თვითმმართველობა - 92
დეპუტატთა პალატა - 77, 83
დემოკრატიული ქვეყნები - 81, 83
დემოკრატიული რევოლუცია - 61
დემოკრატიული რესპუბლიკა - 22, 23, 26, 28, 35, 37-38, 54, 65, 72, 75, 76, 77, 79, 85, 86, 87, 89, 90, 91, 97, 157, 161, 225, 231
დემოკრატიული სამინისტრო - 84
დემოკრატიული სახელმწიფო - 14
დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა - 199
დემოკრატიული წყობილება - 60, 66
დროებითი სასამართლო - 159, 160
დროშა - 11, 33, 93, 225
![]() |
84.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ერთპალატიანი პარლამენტი - 29, 221
ერთ პალატიანი ორგანო - 213
ერთ პალატიანი სისტემა - 83, 212, 215
ერობის თვითმართველობა - 120
ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია - 41, 42,
ეროვნული საბჭო - 12, 16, 19, 21, 22, 23, 36, 39, 41, 42, 44, 105, 106, 109, 111, 112, 113, 114, 115, 122, 138, 139, 222, 232, 233
ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი - 44, 45, 46
ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისია - 42, 110
ეროვნული საბჭოს წევრი - 232
![]() |
84.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
VETO - 77
ვეტო - 26, 72, 77
ვოტუმი - 26, 27, 70
![]() |
84.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზედა პალატა - 212, 213, 214
![]() |
84.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თვითმართველობა - 23, 29, 87, 119, 134, 191, 192, 193, 196
თვითმართველობათა/თვითმმართველობათა-ორგანო - 87, 40, 157
თვითმმართველური ერთეული - 224
![]() |
84.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობინელი - 77, 198, 201, 202
იმპერია - 9, 70, 222, 233
იმპერიალური კონსტიტუცია - 78
ინიციატივა - 70, 172
![]() |
84.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კანტონი - 58, 74, 83, 84, 212
კომუნალური თვითმართველობა/თვითმმართველობა - 87
კონვენტი - 65, 67, 68, 69, 70, 77, 78, 86, 92, 198, 200, 201, 202, 203, 204, 205
კონსტიტუცია - 9, 11, 12, 15, 17, 18, 26, 27, 28, 29, 31, 33, 46, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 65, 71, 76, 77, 78, 79, 80, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 91, 120, 129, 160, 182, 186, 188, 192, 193, ,197, 198, 199, 200, 202, 203, 204, 205, 206, 208, 210, 225, 227
კონსტიტუციის გადასინჯვა - 27, 28
კონტრ რევოლიუციონერი - 63
კონტრ რევოლიუციონური კოალიცია - 68
კონტრ რევოლიუციური - 71
კონფედერაცია - 19
![]() |
84.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბერალი - 204
ლიბერალურ-კონსერვატიული - 10
ლორდების პალატა - 92
![]() |
84.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მარქსისტი - 59,60
მთავრობა - 10, 14, 16, 22, 23, 26, 27, 28, 33, 37, 39, 45, 46, 50, 51, 55, 56, 59, 68, 73, 74, 75, 76, 80, 86, 87, 88, 89, 91, 93, 94, 95, 97, 105, 112, 114, 115, 124, 125, 126, 127, 130, 135, 136, 137, 139, 142, 144, 162, 166, 171, 172, 187, 188, 201, 202, 203, 204, 212, 225
მთავრობის თავმჯდომარე - 10, 37, 228
მთავრობის წევრი - 218, 227
მონარქი - 204
მონარქია - 72, 76, 204
მონარქიული კონსტიტუცია - 63
მოსამართლე - 75, 78, 89, 90, 91, 94, 140, 157, 163, 164, 165, 166, 167, 231
მოქალაქე - 22, 34, 39, 48, 53, 54, 55, 75, 77, 78, 84, 86, 88, 89, 93, 94, 95, 96, 97, 101, 102, 120, 122, 134, 135, 139, 140, 157, 160, 163, 179, 180, 184, 187, 189, 194, 195, 209, 222, 223, 226, 233
მოქალაქეობა - 33, 34, 35, 38, 39, 105, 111, 112, 114, 115, 194, 195, 222, 223, 233
მოქალაქეობრივი უფლება - 178
მუნიციპალური თვითმმართველობა - 81
მუშა-დემოკრატია - 70
![]() |
84.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალიზაცია - 39
ნაციონალ-დემოკრატი - 63
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - 163, 231
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - 162, 164, 231
ნაფიცი მსაჯული - 91, 157, 163, 164
ნაციონალური საბჭოს პარლამენტი - 205-206
ნეიტრალობა - 91
ნეიტრალური სახელმწიფო - 22, 225
![]() |
84.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოლქის სასამართლო - 166
ოპორტიუნიზმი - 62
ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო - 212
ორლეანისტი _72
ორპალატიანი კანონმდებლობა - 213
ორპალატიანი სისტემა - 211, 212, 213
![]() |
84.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პალატა - 31, 72, 76, 77, 78, 81, 83, 84, 203, 204, 213, 214
პარლამენტალიზმი - 84, 85
პარლამენტალური - 28, 75, 78, 207, 211
პარლამენტარული აღმასრულებელი ძალა - 84
პარლამენტარულ-ბურჟუაზიული სისტემა - 28
პარლამენტარული დაწესებულება - 78
პარლამენტარული დემოკრატია - 26, 27
პარლამენტარული კაბინეტი - 76, 85
პარლამენტარული მმართველობა - 75
პარლამენტარული მონარქია - 72, 74
პარლამენტარული რეჟიმი - 72, 74, 76, 200, 204, 206, 208
პარლამენტარული რესპუბლიკა - 72, 73, 74, 75, 80
პარლამენტარული საკანონმდებლო ორგანო - 81
პარლამენტარული სახელმწიფო - 45, 88
პარლამენტარული სისტემა - 27, 81
პარლამენტარული ქვეყანა - 81, 86, 89, 90
პარლამენტარული ძალა-უფლება - 81
პარლამენტარული წყობილება - 73, 83, 88
პარლამენტი - 26, 28, 29, 30, 31, 33, 45, 50, 55, 56, 67, 73, 74, 75, 76, 80, 81, 82, 83, 84, 84-85, 87, 91, 92, 93, 97, 98, 105, 106, 114, 119, 123, 124, 125, 126, 127, 128, 130, 132, 135, 137, 159, 160, 162, 166, 171, 172, 173, 175, 197, 200, 205, 206, 209, 210, 212, 213, 214, 215, 216, 217, 222, 225, 226, 227, 230, 231
პარლამენტის თავმჯდომარე - 132
პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი - 173
პარლამენტის კომისია - 31
პარლამენტის დეპარტამენტი - 31
პარლამენტის პრეზიდიუმი - 172, 173, 228
პარლამენტის სესია - 171, 228
პარლამენტის სხდომა - 125, 130, 227
პარლამენტის უმრავლესობა - 200
პარლამენტის უფლება - 56
პარლამენტის წევრი - 45,112, 126, 181, 211, 216, 217, 218, 226
პირდაპირი დემოკრატია - 26, 27
პოლიტიკური თვითმართველობა - 66, 71, 75, 79, 92
პრეზიდენტი - 29, 74, 76, 204
![]() |
84.16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟირონდელი/ჟირონდისტი - 77, 201
![]() |
84.17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რეგლამენტი - 107, 227, 229
რევოლიუციური კანონი - 202
რევოლიუციონური კლასი - 64
რევოლიუციონური მთავრობა - 68, 202
რევოლიუციონური მოძრაობა - 66
რევოლუცია - 14, 18, 19, 21, 61, 62, 63, 64, 65, 66, 68, 69, 70, 71, 78,175, 206
რევოლუციური დემოკრატია - 18, 71
რევოლუციონური/რევოლიუციური - 18, 64, 70, 78, 82, 197, 198, 198, 202, 204, 206
რევოლუციონერი - 69, 71, 198
რევოლუციონური დემოკრატია - 71
რევოლუციონური ორგანო - 78
რესპუბლიკა - 22, 23, 26, 28, 29, 35, 38, 39, 43, 45, 54, 55, 65, 66, 68, 69, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 79, 80, 83, 85, 86, 87, 89, 90, 91, 93, 94, 95, 96, 97, 107, 111, 115, 139, 142, 157, 158, 161, 171, 172, 189, 194, 195, 197, 200, 206, 209, 211, 222, 223, 225, 226, 227, 229, 231, 233
რესპუბლიკანელი - 204
რესპუბლიკის დარბაზი - 230
რესპუბლიკის ჯარი - 50, 51, 53, 97
რეფერენდუმი - 26, 27, 28, 77, 81, 82, 83, 85, 86, 92, 209, 228
![]() |
84.18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო აგიტაცია - 155
საარჩევნო კანონი - 132, 135, 136, 137, 211, 216, 226
საარჩევნო კოეფიციენტი - 153
საარჩევნო კომისია - 141, 142, 144, 145, 146, 147, 148, 150, 151, 152, 154, 155, 156, 172, 173, 178
საარჩევნო კრება - 77, 155
საარჩევნო ოლქი - 143,144, 153, 211, 215, 226
საარჩევნო პროცედურა - 77
საარჩევნო რაიონი - 143
საარჩევნო სია - 139, 140, 141, 143, 145, 147, 149, 150, 151, 155
საარჩევნო უბანი - 141, 143, 147, 148, 151, 152, 156
საარჩევნო უფლება - 74, 78, 139, 140, 141, 155, 157
საარჩევნო ხმა - 156
საარჩევნო ხმის უფლება - 9
საერობო არჩევნები - 157
სათემო პალატა - 92
საკანონმდებლო - 9, 26, 31, 73, 228
საკანონმდებლო დაწესებულება - 106, 140, 157
საკანონმდებლო კრება - 200
საკანონმდებლო ორგანო - 74, 80, 82, 161, 209, 211, 212, 226, 231
საკანონმდებლო სისტემა - 212
საკანონმდებლო უფლება - 27
საკანონმდებლო ძალა - 87
საკანონმდებლო ძალა-უფლება - 76, 81, 82, 83
საკასაციო სასამართლო - 158
სამინისტრო - 28, 29, 31, 78, 83, 84, 86, 117, 118, 119, 132, 134, 200, 201, 202, 203, 206, 207, 208
სამოქალაქო სასამართლო - 90
სამუდამო სასამართლო - 159, 160
სამხედრო სასამართლო - 159, 231
საპარლამენტო კომისია - 203
სასამართლო - 49, 73, 80, 81, 88, 89, 90, 91, 94, 129, 138, 140, 141, 157, 158, 1589, 161, 162, 165, 166, 167, 197, 202, 207, 231
სასამართლო დადგენილება - 95
სასამართლო ორგანოები - 89, 90
სასამართლო პალატა - 166
საფინანსო კომისია - 23, 202
საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომი - 96
სახელმწიფო ფინანსები - 130
სენატი - 26
სენატის წევრები - 166
სისხლის სამართლის სასამართლო - 90
სოციალიზმი - 60, 61, 72, 79, 86
სოციალისტი - 59, 60, 61
სოციალისტური ისტორია - 68
სოციალისტური პოლიტიკა - 14
სოციალისტური - 79
სოციალური თვითმართველობა - 79
სოციალური რევოლუცია - 60, 61
სოციალ-დემოკრატია - 10, 58, 59, 62, 175
სოციალ-დემოკრატი - 10, 59, 175
სოციალ-დემოკრატიული - 59
სოციალ-დემოკრატიული პარტია - 71
სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია - 36, 105, 114
სუვერენი - 197
სუვერენიტეტი - 77, 80, 86, 227
სუვერენობა - 16
სუვერენული - 78
სუვერენული უფლება - 21
![]() |
84.19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტერიტორიალური გადამიჯვნა _16, 33, 34
ტერმინორიონელი - 29, 198
![]() |
84.20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი სასამართლო - 91, 205
უნიტარული - 76
უნიტარული რესპუბლიკა - 80
უნიტარულ დემოკრატიული რესპუბლიკა - 77, 79, 91
უნიტარული სახელმწიფო - 221
უფლება-განაწილებული დემოკრატია - 26
![]() |
84.21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფედერალისტური - 78
ფედერატიული - 76, 84
ფედერატიული სასამართლო - 84
ფედერატიული სახელმწიფო - 213
ფედერატიული სასამართლო - 84
ფედერაცია - 19, 213
ფინანსები - 118, 119, 122, 207
ფინანსთა სამინისტრო/საფინანსო სამინისტრო - 118
ფეოდალიზმი - 66
ფეოდალები - 89
![]() |
84.22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემო პალატა/ქვედა პალატა - 26, 214
ქვეშევრდომი - 54, 135, 136, 194, 195, 222, 223, 233
ქვეშევრდომობა - 105, 115, 135, 195
![]() |
84.23 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შვეიცარული ტიპის დემოკრატია - 26, 27
![]() |
84.24 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცენტრალიზაცია - 201, 213
ცენტრალიზმი - 15
ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო - 83
ცენტრალური მთავრობა - 28, 73, 80, 86
ცენტრალური ორგანო - 75, 79
ცენტრალური საარჩევნო კომისია - 142, 144, 145, 146, 148, 151, 152, 154
![]() |
84.25 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენელთა დარბაზი - 106
წარმომადგენელთა პალატა - 106
წარმომადგენელთა საბჭო - 106
![]() |
84.26 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხსნის კომიტეტი - 201, 202, 203, 205