The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ




1 წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

▲ზევით დაბრუნება


840
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

841
აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

842
რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

843
თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

844
მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“

845
იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.

846
ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“

847
ამას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენიდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

848
მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“

849
ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

850
მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!“

851
აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

852
რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების;
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.

853
ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“
ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
ეტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით, არ ამბავითა“.

854
ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა?
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!

855
მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი, რად მივსცილდი? რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“

856
კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,
მაგრა, რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

857
„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

858
„შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა!
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

859
„ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

860
„მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
„მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა“.
მიბრძანა: „მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა.

861
მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,
ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები“.

862
ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა.
მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედა-ზედისა,
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

863
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“.

864
ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

865
ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ მისურვეს, ვერ ვასურეენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

866
პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი!
მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.

867
ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არ ვუტყუვე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

868
დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო;
წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!“

869
ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
„რად მიმეცო ამა ჭირსა?“ ბედსა ამას უზრახვიდა.

870
იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემნი ჩემსა ქედსა!

871
მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა

872
კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა“.

873
ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

874
იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე!“

2 წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ქენქაძე ვოვა
0x01 graphic

ძეგველაშვილი ლევან
0x01 graphic

ძეგველაშვილი ნინო
0x01 graphic

ფოცხვერია თეიმურაზ
0x01 graphic

ფოცხვერია სანდრო
0x01 graphic

გაბადაძე მანანა
0x01 graphic

მუშკუდიანი ანა
0x01 graphic

ჩხარტიშვილი თამარ
0x01 graphic

გრძელიშვილი ხატია
0x01 graphic

გრძელიშვილი თათია
0x01 graphic

გრძელიშვილი გიორგი
0x01 graphic

გრძელიშვილი ლილი
0x01 graphic

ჯინჭარაძე კოტე
0x01 graphic

გოგოლაძე სანდრო
0x01 graphic

გონობოლინი დენისი
0x01 graphic

იაშვილი მიშა
0x01 graphic

მატაბელი ქეთი
0x01 graphic

ქისტაური თამაზ
0x01 graphic

გრძელიშვილი ქეთევან
0x01 graphic

არონია ლიკა
0x01 graphic

კობიაშვილი ნინო
0x01 graphic

ცხვედიანი ნანული
0x01 graphic

ფარცვანია ნინო
0x01 graphic

რომაშვილი ცისო
0x01 graphic

ყარაულაშვილი ნანა
0x01 graphic

გულიევი თ.
0x01 graphic

უგლავა ჟანა
0x01 graphic

ზარანდია მალვინა
0x01 graphic

რიჟამაძე ფატმან
0x01 graphic

მარკოზაშვილი ლ.
0x01 graphic

ფრუიძე ნანა
0x01 graphic

ჩახუნაშვილი ლიკა
0x01 graphic

თვალაბეიშვილი ვერა
0x01 graphic

ბურდული მორბედაძე ნელი
0x01 graphic

კუკულავა ნანა
0x01 graphic