The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა




1 წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

▲ზევით დაბრუნება


1336
გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა,
პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა,
ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1337
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1338
აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;
უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,
მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბარითა“.

1339
რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი,
უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,
სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1340
ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია,
არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა? ცუდ ჩემი განავლენია!

1341
თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაჰზმიდა,
მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;
სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, - იგონებდა, იხედვიდა,
ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1342
მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სახარულითა.
ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

1343
ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
შამბისა პირსა ქვეითი დგა..... ცხენი არა ჰხლებოდა;
ყივილი ავთანდილისი ესმოდა, ეოცებოდა,
შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1344
ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.
ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,
ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1345
ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
- სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები,
„რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!“

1346
ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
გაღიმდის, ძოწნი გააპნის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა“.

1347
ტარიელ უთხრა: „ჰე ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია,
ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, - ნახვა შენია;
სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:
კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცარა საქმე ზენია!“

1348
რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,
მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა,
გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთათ ვარდი ვარდა.
რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1349
წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,
პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,
სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.
მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1350
ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,
შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;
მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1351
ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;
გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,
მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.

1352
პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
„რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;
წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1353
მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!
ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს საქმესა გაძნელებულსა,
თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

1354
უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.
ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1355
ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

1356
ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.

1357
აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

1358
ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.

1359
იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად!
ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1360
ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ,
ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“.

1361
მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა;
ვინ ღირს-ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1362
ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
„მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
ვითა ზე-მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა,
დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა.

1363
მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი,
ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!“
შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1364
ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.
შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი,
ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი,
მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.

1365
აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,
და არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

1366
მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
„ჰე ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით:
ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით“.

1367
ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად;
მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:
„რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად“.

1368
ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა;
უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა;
მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“.

1369
ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;
იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის? არს-მცა ამისი მრთელობა?!“

1370
ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;
ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

1371
ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;
ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა.

1372
ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა;
აწღა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა“,
ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.
ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1373
ტარიელ ეტყვის ავთანდილს: „ისმინე სიტყვა ასები,
გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:
მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

1374
მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია“.
ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1375
პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,
ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;
ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!

1376
იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ-გახსნილი.

1377
ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი ალმასი ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნის, არის მეფეთა მკლველიო“.

1378
კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი,
ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1379
თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,
ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.

1380
თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმოთ მონახედითა“.
აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1381
ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;
გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,
ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“.

2 წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


სეროფიანი ირაკლი
0x01 graphic

ჯგერენაია ემზარ
0x01 graphic

სეროფიანი ხათუნა
0x01 graphic

პაქსაშვილი ხატია
0x01 graphic

ასანიძე ქეთა
0x01 graphic

ავთანდილ ბუხრაშვილი
0x01 graphic

თუითი ქევინ
0x01 graphic

კილაძე ლევან
0x01 graphic

ბუჩუკური თემური
0x01 graphic

ბუჩუკური ბაჩო (ბაკურ)
0x01 graphic

კილაძე ლუკა
0x01 graphic

გიორგაძე ნათია
0x01 graphic

ქეცბაია თამუნა
0x01 graphic

ქეცბაია ლევან
0x01 graphic

ბაქრაძე დავით
0x01 graphic

შაგინიანი რინა
0x01 graphic

გოგორიშვილი ხათუნა
0x01 graphic

აძინბაია ზვიად
0x01 graphic

ნაცვლიშვილი თამარ
0x01 graphic

წულაძე ლილი
0x01 graphic

სხილაძე ა.
0x01 graphic

იკაშვილი ნინო
0x01 graphic

ლაფაჩი სერგი
0x01 graphic

ახვლედიანი ა.
0x01 graphic

დემეტრაშვილი გიორგი
0x01 graphic

ტაბატაძე ოთარ
0x01 graphic

კაპანაძე თამთა
0x01 graphic

ახვლედიანი მარიამ
0x01 graphic

მათიაშვილი შალვა
0x01 graphic

ზალიკაშვილი ეთუნა
0x01 graphic

მაისურაძე ლილიანა
0x01 graphic

მაისურაძე გვანცა
0x01 graphic

გიორგი
0x01 graphic

ჭაბაშვილი გოგა
0x01 graphic

მგალობლიშვილი ნინო
0x01 graphic

დიდებულიძე დალი
0x01 graphic

გიგოლაშვილი მ.
0x01 graphic

ჩიმახიძე მაია
0x01 graphic

გუჯაბიძე ციური
0x01 graphic

აბრამიშვილი თამარ
0x01 graphic

გურგენიძე სოფ
0x01 graphic

ოთინაშვილი მანანა
0x01 graphic

ბურდული სოფიო
0x01 graphic

ფალავანდიშვილი თამარ
0x01 graphic

ებრალიძე მ.
0x01 graphic

მაჩაბელი მედეა
0x01 graphic