![]() |
ფატმანისგან ავთანდილის გამიჯნურება |
![]() |
1 ფატმანისგან ავთანდილის გამიჯნურება |
▲ზევით დაბრუნება |
1090
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.
1091
ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების?“, აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.
1092
„მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს“.
![]() |
2 ფატმანისგან ავთანდილის გამიჯნურება (ხელნაწერი) |
▲ზევით დაბრუნება |
აფციაური ნატალია
კახიანი თათია
ისაევი რასიმი