The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან




1 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

▲ზევით დაბრუნება


1471
მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;
მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

1472
მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1473
მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1474
კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
კვლა მოქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1475
იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1476
ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1477
ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
„არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1478
ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1479
უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1480
აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა - საომარები:
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“.

1481
რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

1482
ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?

1483
რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,
უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

1484
მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
„მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1485
გებრძანა: „შეყრა მწადიან საყვარელისა შენიხა“.
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკეეთს, არცა სივრცელე ენისა,
მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1486
ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1487
რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი“.

1488
რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: „მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი!
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!

1489
მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
„მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები“.

1490
ესე უთხარ: „ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო“.

1491
უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა“.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

1492
ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,
ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

1493
რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1494
ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“.

1495
ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან:
„მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
და მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1496
დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1497
მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რად-მცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1498
ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით,
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით“.

1499
რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღა-მცა მათ თანავე გზასა ვლიდა.

2 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კობიაშვილი მარიამ
0x01 graphic

შოვნაძე ნანა
0x01 graphic

ქლიბაძე შოთა
0x01 graphic

გვაზავა მაკა
0x01 graphic

სოლოღაშვილი მაგდა
0x01 graphic

ჩუბინიძე თეა
0x01 graphic

აბაშიძე მარიამ
0x01 graphic

აბაშიძე ანა
0x01 graphic

ჩაჩანიძე გიორგი
0x01 graphic

ხიხაძე ნათია
0x01 graphic

დაბრუნდაშვილი ზურაბ
0x01 graphic

დათუნაშვილი ბესიკი
0x01 graphic

დათაშვილი ლალი
0x01 graphic

ბერძენშვილი ნათია
0x01 graphic

ცარციძე ნინო
0x01 graphic

მახარაშვილი თაია
0x01 graphic

იაკობიძე ირინა
0x01 graphic

აფხაზავა ქეთინო
0x01 graphic

შერაზადიშვილი თეკლა
0x01 graphic

ჩაჩხიანი ლელა
0x01 graphic

მუმლაური ქეთევან
0x01 graphic

ჩიქოვანი თინა
0x01 graphic

ჭკადუა მალხაზ
0x01 graphic

ცხაკაია ე.
0x01 graphic

ზვამბაია კლარა
0x01 graphic

ბიგანაშვილი ირაკლი
0x01 graphic

ასლანიკაშვილი ზაზა
0x01 graphic

გაგუა მარინა
0x01 graphic

დგებუაძე ანასტასია
0x01 graphic