The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა




1 ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

▲ზევით დაბრუნება


182
ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
საბრალოა, ოდეს ვარდი დაერთვილოს, და-ცა-ეზროს.
ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

183
ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.

184
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“

185
ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

186
მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
თქვის: „საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.

187
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა,
მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

188
მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

189
მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

190
ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
„ვაჲთუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -
ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.

191
საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,
თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

192
თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

193
უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!“
ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

194
იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ“.

195
თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა.
გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?“
იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა, შამბნარ-წყლიანსა.

196
კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების:
„დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების“.

197
„ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?“

198
მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,
მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია.
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

199
მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

200
თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

201
ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
თქვა, თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.

202
ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

203
უყივლა, თუ: „ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“
მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ“.

204
ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:
„ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

205
კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

206
ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
„მე უკეთ მოვკალ, მე გჯობო“, სიტყვანი ვავაქილენით,
ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

207
დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
ვთქვით: „გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,
თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა“.

208
ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია,
ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

209
ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -
თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

210
ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
ვთქვით, თუ: „მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!“
მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

211
მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით;
ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

212
ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

213
უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
ხელი მოჰკიდა, „დადეგო!“, ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

214
მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა,
თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

215
აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“.
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

216
აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.
კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

217
უთხრა, თუ: „ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

218
ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!“
უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა,
ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა“.

219
ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

220
მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
„საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

221
რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად“.

222
ავთანდილ იტყვის: „ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი,
მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი“.

223
წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი,
არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

224
დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

225
მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;
ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

226
რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

227
ყმამან უთხრა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს“.
ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.

228
იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

229
სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

230
ავთანდილს უკვირს: „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“
გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

231
მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.
ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

232
ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,
ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, „ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“
ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა - ვაცისა.

233
მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
თქვა, თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

234
აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
და მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.

2 ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კალანდაძე ანა
0x01 graphic

კილაძე თამარ
0x01 graphic

ხალვაში ინგა
0x01 graphic

ბოცვაძე ლალი
0x01 graphic

ღოთვაძე მამუკა
0x01 graphic

დარსაველიძე ნინო
0x01 graphic

დვალიძე იმედა
0x01 graphic

ასათიანი ზაზა
0x01 graphic

მამულაძე ზეინაბ
0x01 graphic

ინასარიძე რიმა
0x01 graphic

ტიგიევი იზოლდა
0x01 graphic

ბოლქვაძე ია
0x01 graphic

დავითაშვილი ნატო
0x01 graphic

მუშკუდიანი ნინო
0x01 graphic

კაკაბაძე ვლასი
0x01 graphic

ბროძელი ნანა
0x01 graphic

ბერიძე შოთა
0x01 graphic

ნადირაძე სოსო
0x01 graphic

თაქთაქიშვილი ქეთევან
0x01 graphic

ბარამიძე გურამ
0x01 graphic

სანაძე სალომე
0x01 graphic

მაყაშვილი მათე
0x01 graphic

ხელაია თამთა
0x01 graphic

დოლიძე ბადრი
0x01 graphic

აბზიანიძე მიხეილ
0x01 graphic

ჩქარეული ლელა
0x01 graphic

გვაზავა გიო
0x01 graphic

რამიშვილი ქ.
0x01 graphic

დათუაშვილი ქეთევან
0x01 graphic

მამულაძე ვლადიმერ
0x01 graphic

გვაზავა ირინა
0x01 graphic

ჩიგოგიძე მიხეილ
0x01 graphic

მჭედლიძე ილია
0x01 graphic

მჭედლიძე სუსანა
0x01 graphic

ჭალისური ნ.
0x01 graphic

პატარიძე უჩა
0x01 graphic

გელაშვილი ანა
0x01 graphic

ირემაძე ნოდარ
0x01 graphic

სანაძე მარიამ
0x01 graphic

სირაძე ალისა
0x01 graphic

სანაძე მიხეილ
0x01 graphic

აბრამიშვილი სანდრო
0x01 graphic

დავითური ხათუნა
0x01 graphic

ჩაგანავა კობა
0x01 graphic

ჩიგოგიძ ვაჟა
0x01 graphic

კეშელავა პაატა
0x01 graphic

თოფურია მანანა
0x01 graphic

ჩიგოგიძე გვანცა
0x01 graphic

იაკობაძე ზებურ
0x01 graphic

ქობულაძე ირა
0x01 graphic

სანაძე ნინო
0x01 graphic

კვერნაძე ნიკა
0x01 graphic

რურუა ლუკა
0x01 graphic