The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი




1 წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

▲ზევით დაბრუნება


1279
ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს. მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1280
თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;
შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე,
ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.

1281
მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1282
ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

1283
რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე,
ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესააფერნი შეგაზავნე!“

1284
წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები;
დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;
ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,
შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?“

1285
ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
„ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“
მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

1286
წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა.
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1287
ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;
იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი.

1288
ზანგმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“

1289
პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,
ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
სულთქვამს, იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1290
მონასა ჰკითხა: „მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი,
რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1291
ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1292
აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა.
იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;
მე გამოგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.

1293
ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,
მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი“.

2 წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ბერიძე დიანა
0x01 graphic

შუბითიძე გვანცა
0x01 graphic

ნიშნიანიძე მარინე
0x01 graphic

ჯაფარიძე დავით
0x01 graphic

მჭედლიშვილი ბ.
0x01 graphic

თოთლაძე ლია
0x01 graphic

ლაიშვილი ნ.
0x01 graphic

ვეშაპელი გიგი
0x01 graphic

ხუნაშვილი ანა
0x01 graphic

შენგელია მარი
0x01 graphic

დემეტრაშვილი ნიკა
0x01 graphic

მეცხვარიშვილი ია
0x01 graphic

კუპრაძე ნინჩო
0x01 graphic

ჩხაიძე ეკა
0x01 graphic

ჩხაიძე ნიკუშა
0x01 graphic