The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი




1 ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

▲ზევით დაბრუნება


426
დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!“
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა.
ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

427
დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია,
მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
„ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია“.

428
მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
მითხრეს: „გკადრებს: „ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი,
ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

429
რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;
თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;
ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია;
შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია“.

430
გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;
მითხრეს, თუ: „ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:
არიან ერთობ მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!“

431
ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა“.

432
მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
შევსთვალე: „რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები“.

433
მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,
თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
დავჰვედრე: „სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდეს შველანი“.

434
სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
ებრძანა: „მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა“.

435
კვლაცა ეთქვა: „მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,
მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი“.
მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი“.

436
მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
„შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა“.

437
მითხრეს: „მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები“.
მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

438
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
„დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

439
მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.

440
რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

441
მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან“.

442
მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:
„რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;
აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია,
თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!“

443
არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.
რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, გზა თუცა შორია,
შევსთვალე: „ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია“.

444
მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
„რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე“.
ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

445
ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
ვთქვი, თუ: „მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ვახე“.
მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

446
ვთქვი, თუ: „ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?“

447
ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა;
რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

448
მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
ეთქვა, თუ: „ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა“.

449
შევსთვალე, თუ: „მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,
მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია“.

450
რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;
სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

451
შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

452
ახლოს მივე, შემომხედნეს, „შმაგიაო“, ესე თქვესა.
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

453
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.

454
ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

455
საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
„ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,
ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან“.

456
ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;
ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,
გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

457
იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;
ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.

458
უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

459
მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.

460
ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

461
გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,
სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,
არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

462
რამაზს ვარქვი: „შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?“

463
რამაზ მითხრა: „აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე,
ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,
ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!“

464
მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,
ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!

465
მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: „იყვენით თქვენ უკრძალავად,
მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.

466
საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.
უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

467
ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!
ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არც ორხაულად;
სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

468
იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;
მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, - ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა.

2 ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


წულაია ნუცა
0x01 graphic

ჯომიდავა ციალა
0x01 graphic

ელიზაროვი ია
0x01 graphic

მამულაშვილი თეა
0x01 graphic

გუჯაბიძე რუსუდან
0x01 graphic

გოგიჩაიშვილი რეზო
0x01 graphic

მნათობიშვილი თეა
0x01 graphic

ბარნაბიშვილი ნინი
0x01 graphic

მიქელაძე რამონა
0x01 graphic

არჯევანიძე მიხეილ
0x01 graphic

დემეტრაშვილი ირინა
0x01 graphic

მდორეული ნათია
0x01 graphic

კაკულია ნინო
0x01 graphic

ახალშენაშვილი მარიამ
0x01 graphic

კერესელიძე თამარ
0x01 graphic

ქარდავა ლალი
0x01 graphic

ხაჩატურიანი სუსანა
0x01 graphic

გურგენიძე საბა
0x01 graphic

გურგენიძე გვანცა
0x01 graphic

გონჯილაშვილი მამუკა
0x01 graphic

გონჯილაშვილი თორნიკე
0x01 graphic

კერესელიძე ნინო
0x01 graphic

ბუცხრიკიძე დათო
0x01 graphic

აღაპიშვილი ნანა
0x01 graphic

ქარაული ნანა
0x01 graphic

ორჯონიკიძე ნინა
0x01 graphic

ჭუმბურიძე ცოტნე
0x01 graphic

ნონაშვილი ნანა
0x01 graphic

სუხიშვილი შორენა
0x01 graphic

ჯინჭარაძე ნინო
0x01 graphic

მიგრიაული მურად
0x01 graphic

ზვიადაძე სოფ
0x01 graphic

ღამბაშიძე ნინო
0x01 graphic

ბანძელაძე ლევან
0x01 graphic

მუსერიძე ე.
0x01 graphic

ფირცხალავა ნ.
0x01 graphic

ხუციშვილი თ.
0x01 graphic

ლოლაშვილი თამარ
0x01 graphic

ბიწაძე ზურა
0x01 graphic

ხაბულიანი ლალი
0x01 graphic

ბეგაშვილი სოფიო
0x01 graphic

ჩილაჩავა რაულ
0x01 graphic

არაშვილი თეა
0x01 graphic