The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა




1 შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

▲ზევით დაბრუნება


619
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

620
მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

621
კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

622
ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია.
მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

623
თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოიტანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი, არ დაყარნა,
მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

624
მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზატენით;
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

625
ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს, თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“

626
მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: „მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!“

627
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა მკრეფობით,
ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით.

2 შველა ტარიელისაგან ფრიდონისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კიკვიძე მარინა
0x01 graphic

ქინქლაძე ნუცა
0x01 graphic

ქინქლაძე თათია
0x01 graphic

პავლიაშვილი პაპუნა
0x01 graphic

ფირალიშვილი ზაზა
0x01 graphic

ანთაძე ნაზიბროლა
0x01 graphic

ლაშქარაშვილი თინათინი
0x01 graphic

მოთიაშვილი ჯუმბერ
0x01 graphic

რუსიძე გენო
0x01 graphic