The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა




1 წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

▲ზევით დაბრუნება


1294
პირ-მზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1295
შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:
ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები,
ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1296
სხვად ამბავი აქაური მეტი რა-მცა მოგიწერე:
ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1297
ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

1298
შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემიბრალე,
ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1299
მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1300
გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.

2 წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


კელენჯერიძე ლიზა
0x01 graphic

ჩაჩანიძე ალეკო
0x01 graphic

რაზმაძე გიგა
0x01 graphic

ზამბახიძე ნელი
0x01 graphic

მიქელთაძე ნატალია
0x01 graphic

კიკალეიშვილი თეა
0x01 graphic

რაზმაძე ანა
0x01 graphic