The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია შეიქმნა 2004 წელს იუნესკოს მოსკოვის ოფისის პროექტით. კოლექცია შედგება ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგიისაგან. მასში ცალკეულ ფაილებად ჩართულია ძველ ქართულ სიტყვათა ლექსიკონი და ავტორთა მოკლე ბიოგრაფიები პორტრეტებითურთ. ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია შედგება 93 მწერლის 2397 ნაწარმოებისაგან. აღნიშნული მასალა ნაბეჭდი სახით მოცემულია „ჩვენი საუნჯის“ ოცტომეულში (ჩვენი საუნჯე: ქართული მწერლობა 20 ტომად. - თბ.: ნაკადული, 1960 – 1961 წწ. - გვ. საერთო რაოდენობა – 9213.), მიხეილ ჯავახიშვილის 8 ტომეულის 1-ლ ტომში (ჯავახიშვილი, მიხეილ. თხზულებანი: 8 ტომად, ტ. 1. – 1969. – 410 გვ.), ტიციან ტაბიძის (ტაბიძე, ტიციან. ლექსები, პოემები, პროზა, წერილები. - თბ.: მერანი, 1985 – 671 გვ.) გიორგი ლეონიძის (ლეონიძე, გიორგი. ერთტომეული: ლექსები, პოემები. - თბ.: მერანი, 1980. – 614 გვ.), ლადო ასათიანის (ასათიანი ლადო. ლექსები - თბ.: საბჭ. საქართველო, 1985 – 144 გვ.) და ტერენტი გრანელის (გრანელი, ტერენტი. რჩეული: [ლექსები, დღიურები, წერილები]. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1979. – 455 გვ.) კრებულებში.