
თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მოლარის ივან ნიკონოვის მიერ შედგენილი
ხელწერილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 684. გაზ. „დროება“, 1876, 26 მაისი, № 51, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6,
თბ., 1997, გვ. 35. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, აღწ. 1, საქმე 7515 ა. გრ. ორბელიანი,
წერილი ილია ჭავჭავაძესთან, გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21. დათარიღება: 18 მაისს გრიგოლ ორბელიანისგან იღებს პასუხს ამ მიწვევასთან დაკავშირებით. ივანე გომართელი, გაზ. „კვალი“, 1900, № 1, გვ. 12. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844-1929) ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ცისკარსა“
და „ივერიაში“, იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი და ქართული დრამატული საზოგადოების
წევრი. ბაქრაძე იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე (1850-1904) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა პერიოდულ
გამოცემებთან: დროება“, „ივერია“, „მოამბე“ და „კვალი“. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 6, ავტოგრაფი № 61 ფ. 5(წიგნაკის უკანა მხრიდან) პირთა ანოტაციები: ჩარსკი (ჩისტიაკოვი) ვლადიმერ ვასილის ძე (1834-1910) რუსი ტრაგიკოსი მსახიობი. სხვადასხვა დროს თამაშობდა პეტერბურგისა და მოსკოვის
თეატრებში. რეგულარულად დადიოდა გასტროლებზე თავის დასთან ერთად. არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი. გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 18 მაისი, № 102, გვ. 1 (ცენზურის
ნებართვა 1888, 17/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 419. გაზ. „ივერია“, 1891, 2 ივნისი, № 114, გვ. 1-3. გაზ. „ივერია“, 29 მაისი, № 109, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 205, 209; „ივერია“, 1897, № 96. გაზ. „ივერია“, 1900, 18 მაისი, № 106, გვ. 4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 211, 470-471. ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული
ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 350; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 236, 487. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან. საყვარელიძე გაბრიელ ბეჟანის ძე დამატებითი ცნობები არ მოგვეპოვება. გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2498-1500.
1870
18 მაისი
თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებაში შეაქვს მარტისა და აპრილის
გადასახადი.
წყარო:
1876
18 მაისი
თსს ბანკის კრებაზე წარმოთქვამს ვრცელ სიტყვას. ირჩევენ კომისიაში,
რომელმაც მთავრობას უნდა წარუდგინოს თხოვნა „პრიკაზის“ ვალების თსს ბანკში
გადატანასთან დაკავშირებით.
წყარო:
1879
18 მაისი
გრიგოლ ორბელიანისგან იღებს საპასუხო წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ
თეატრთან დაკავშირებით გამართულ კრებაზე ვერ მივა, რადგან უნდა დაესწროს
ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სხდომას. ქართული თეატრის აღდგენა
ადრესანტს ნაადრევად ეჩვენება, რადგან არ არსებობს შენობა და არ გვყავს
პროფესიონალი მსახიობები. _ 127 1879 18 მაისი მონაწილეობს ქართული
თეატრალური ამხანაგობის დამფუძნებელ კრებაში. მასთან ერთად არიან
საზოგადოების წევრები: დიმიტრი ყიფიანი, გიორგი თუმანიშვილი, დავით
ერისთავი, ნიკოლოზ ავალიშვილი, იოსებ ბაქრაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
განიხილავენ წესდებას, იღებენ გადაწყვეტილებას მუდმივი დასისა და დრამატული
კომიტეტის დაარსების შესახებ.
წყარო:
1879
18 მაისი
მონაწილეობს ქართული თეატრალური ამხანაგობის დამფუძნებელ კრებაში. მასთან
ერთად არიან საზოგადოების წევრები: დიმიტრი ყიფიანი, გიორგი თუმანიშვილი,
დავით ერისთავი, ნიკოლოზ ავალიშვილი, იოსებ ბაქრაძე და ალექსანდრე
სარაჯიშვილი. განიხილავენ წესდებას, იღებენ გადაწყვეტილებას მუდმივი დასისა
და დრამატული კომიტეტის დაარსების შესახებ.
წყარო:
1886
18 მაისი
ესწრება რუსი მსახიობის – ვლადიმერ ჩარსკის (ჩისტიაკოვის) დასის მიერ
დადგმულ „ჰამლეტს“ გრიგოლ არწრუნის თეატრში.
წყარო:
1888
18 მაისი
ვრცელი განმარტებითი მოხსენებით გამოდის თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე
გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. 111 ხმით 9-ის წინააღმდეგ ხელახლა ირჩევენ
ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ.
წყარო:
18 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 მაისი“ („რამ დასეტყვა და დაანაცრა
ჩვენი ახალი თაობა?..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“.
წყარო:
1891
18 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე საუბრობს მამულის დაფასების წესების, კარგი
დამფასებლების შერჩევის მნიშვნელობისა და ბანკის მიერ გამოცდილების შეძენის
გამო შედეგების გაუმჯობესების შესახებ.
წყარო:
1892
18 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. იწონებს ბანკის შემოსავლიდან
ქალთა სასწავლებლის დასაარსებლად შემოწირულობის გამოყოფას. იმის გამო, რომ
თანხის ნაკლებობის გამო განათლების სამინისტროდან უარი მოუვიდათ თბილისში
სატექნიკო სასწავლებლის გახსნაზე, მხარს უჭერს ვასილ მაჩაბლის წინადადებას,
რომ დააფინანსონ საცხენისიდან თელავში გადატანილი სასწავლებელი.
წყარო:
1894
18 მაისი
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე გამოდის გამგეობისთვის მეოთხე წევრის
დამატების მოთხოვნით, რადგან ბანკმა უნდა დაიწყოს ქვეყნის მეურნეობის
აღორძინებაზე ზრუნვა და გამგეობას საქმე მოემატება. მის წინააღმდეგ ისევ
აქტიურობს მიხეილ მაჩაბელი. იგი ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ
გამგეობისთვის ახალი წევრის დამატების არავითარი საჭიროება არ არსებობს და
ამის მოთხოვნა ილია ჭავჭავაძეს მხოლოდ თავისი მომხრეების რაოდენობის
გასაზრდელად დასჭირდა. მისი გამოსვლა მოკლებულია არგუმენტირებას და
საზოგადოებას ვერ არწმუნებს. კენჭისყრის შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას
გამგეობისთვის ერთი წევრის (დირექტორის) დამატების შესახებ.
წყარო:
1897
18 მაისი
მონაწილეობს თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნებში, მაგრამ ვერ
აგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას (504 მომხრე და 559 მოწინააღმდეგე).
წყარო:
1900
18 მაისი
გაზეთის საშუალებით საზოგადოებას აუწყებს, რომ უკეთ არის და მადლობას უხდის
ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა.
წყარო:
1904
18 მაისი
თხოვნით მიმართავს საოლქო სასამართლო პალატას, რომ ზაალ გურამიშვილის
საჩივართან დაკავშირებით დაწერილი სააღმსრულებლო ფურცელი მის ნაცვლად
გადასცენ გაბრიელ საყვარელიძეს.
წყარო:
18-20 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში. განიხილავენ
განვლილი წლის ანგარიშს, გაუყიდავად დარჩენილი მამულებისა და ზედამხედველი
კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხებს.
წყარო: