
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: თოღუზაშვილი თეკლე მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. ვალიშვილი ალექსი მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 655. პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში,
იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის
გამგეობის თავმჯდომარე. ზარაფიშვილი (ზარაფოვი) სტეფანე (დაბ. 1849?) 1868-1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისთვის გარიცხეს პეტერბურგის
უნივერსიტეტიდან. 1869 წელს დააბრუნეს თბილისში და 1874 წლამდე ეკრძალებოდა სხვაგან
ცხოვრება. საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი.
ფ. 481, აღწ. 2., გვ. 13. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. გაზ. „ივერია“, 1886, 14 ივნისი, № 126, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 113. „აზრი ბოდენშტეტისა ა. ლაისტის გერმანულს თარგმანზე. ქართველი პოეტები“, გაზ. „ივერია“,
1887, 14 ივნისი, № 119, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე აგრონომი. ბოდენშტეტი ფრიდრიხ (1819-1892) გერმანელი პოეტი და მთარგმნელი. მის აზრს ქართველების შესახებ ილია იმოწმებს „ქვათა
ღაღადში“. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივნისი, № 119, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 9, თბ., 2006, გვ. 415. პირთა ანოტაციები: დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე (1829-1886) სამხედრო მოღვაწე, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, გარდაიცვალა თელავში. მემკვიდრე არ
ჰყავდა და მისი ანდერძის მიხედვით მისი დიდძალი ქონება ქველმოქმედებას უნდა
მოხმარებოდა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი №
674. პირთა ანოტაციები: ლაბაური სანდრო დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7
(258).
1868
14 ივნისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ალექსი ვალიშვილის საქმის განხილვის
დაწყებამდე თეკლე თოღუზაშვილი ითხოვს საჩივრის მოქმედების შეჩერებას და
ხდება მომჩივანისა და ბრალდებულის შერიგება.
წყარო:
1876
14 ივნისი
ალექსანდრე ჭყონიას პარიზში უგზავნის ბესარიონ ღოღობერიძისა და სტეფანე
ზარაფოვისგან მისთვის გადასაცემად მიღებულ თანხას.
წყარო:
1879
14 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფელ
რუისში სკოლის გახსნის საკითხს. ითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას სოფლის
მცხოვრებთა რაოდენობისა და იმ ინვენტარის შესახებ, რაც დასჭირდება
ახალგახსნილ სასწავლებელს. ილია ჭავჭავაძის დავალებით თბილისისა და
ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკებს უგზავნიან წერილებს საზოგადოების
სასარგებლოდ შეწირული თანხის მიწოდების თხოვნით. საქმისმწარმოებელ იონა
მეუნარგიას ავალებენ კანცელარიისათვის ცალკე ოთახის დაქირავებას.
წყარო:
1884
14 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ გორის
საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიანტებისთვის დაფინანსების
შეწყვეტის საკითხს. კმაყოფილდება ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორ
ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით მისთვის
შვებულების მიცემის თაობაზე.
წყარო:
1886
14 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
13 ივნისს“ („გუშინ დეპეშამ მოგვიტანა ამბავი...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრინცების განდევნის საქმე“. გაზეთის ამავე
ნომერში გრძელდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.
წყარო:
1887
14 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის მიერ გერმანული გაზეთიდან
გადმოთარგმნილი ფრიდრიხ ბოდენშტეტის რეცენზია არტურ ლაისტის წიგნზე „ქართველი
პოეტები“.
წყარო:
14 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ივნისი“ („იგი გარემოება, რომელმაც ხელახლად
აღძრა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი
სულხანის-ძე ჭავჭავაძის ანდერძი“.
წყარო:
1900
14 ივნისი
ავსებს პირობის წიგნს, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აჰყავს დუშეთის
მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები სანდრო ლაბაური.
წყარო:
1906
14 ივნისი
თსს ბანკის გამგეობა პეტერბურგში უგზავნის წერილობით თხოვნას, რომ ფინანსთა
სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გაარკვიოს რამდენიმე
მნიშვნელოვანი საკითხი: რთავენ თუ არა ნებას თსს ბანკს, რომ გადაიბაროს და
დაფაროს მანამდე პრიკაზში დაგირავებული მამულების სესხები იმ პირობებით,
რომელთა შესახებაც მისწერეს სამინისტროს, იწონებენ თუ არა წესდების
რამდენიმე მუხლში შესატან ცვლილებებს და არიან თუ არა თანახმა იმაზე, რომ
ბანკმა არ იხადოს მის ანგარიშზე დარჩენილი გაუყიდავი მამულების
გადასახადები.
წყარო: