
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 32- 35.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 28; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 1036. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11790, გვ. 86-87. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 294; გაზ. „ივერია“, 1886, № 81, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 544. გაზ. „თეატრი“, 1886, № 14, გვ. 141-145, 146-148, 151-152. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის
დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“,
„ცნობის ფურცელი“ და სხვ. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 198
გვ. 274; დ. კარიჭაშვილი, „წერილი რედაქციის მიმართ. პასუხი ს.ნ. წერეთელს,
თ. ჟორდანიას შესახებ“, გაზ. „კვალი“, 1893, № 6. პირთა იდენტიფიკაცია: სავარაუდოდ, საუბარია სიმონ ნიკოლოზის ძე წერეთელზე. პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და
პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის
სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“
ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“
ფსევდონიმით. ივანოვი ალექსანდრე ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“ წერეთელი სიმონ ნიკოლოზის ძე - ქშწ-კგ
საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრი. ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888
წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული
ნაშრომისა. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 169, გვ. 2. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი
,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11896, გვ. 1-6. გაზ. „ივერია“, 1899, 14 აპრილი, № 81, გვ. 1. გაზ. „ივერია“, 1900, 13 აპრილი, № 78, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 389. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. „ივერია“, 1905, № 54 . პირთა ანოტაციები: ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870) თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა
ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის
თანამშრომელი. ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 38. პირთა ანოტაციები: ტრუბეცკოი პეტრე ნიკოლოზის ძე (1858-1911) რუსი საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი 1905
წელს.
1859
13 აპრილი
წერს ლექს „ნანას“ საბოლოო რედაქციას.
წყარო:
1883
13 აპრილი
ხელს აწერს თსს ბანკის მმართველობის დადგენილებას, რომ მის წევრად
ჩაითვალოს ყველა, ვინც შეიტანს საწევრო გადასახადს.
წყარო:
1886
13 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 აპრილს“ („ქრისტე აღზდგა!.. აღზდგა ჯვარცმული...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქრისტე აღსდგა“.
წყარო:
13 აპრილი
გაზეთ „თეატრში“ იბეჭდება დასასრული სილოვან ხუნდაძის წერილისა „გაზეთი
„ივერია“ და მისი ენა“, „მთიულის“ ფსევდონიმით – სატირული ფელეტონი
„კისრული“ და „ანტონ კათალიკოზის“ ხელმოწერით – „დეპეშა“ (საიქიოდან) გაზეთ
„ივერიის“ რედაქტორს და მის თანამშრომლებს“. სამივე სტატიაში არის გაზეთ
„ივერიის“, მისი რედაქტორისა და პუბლიკაციების ენის კრიტიკა.
წყარო:
1893
13 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ალექსანდრე ჭყონიას
გამოუყოფენ წიგნის „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს
ისტორიისათვის“ საავტორო თანხას. იღებენ გადაწყვეტილებას საზოგადოების
საერთო კრების 1893 წლის 31 იანვრის ოქმიდან გადასასინჯი საკითხების
გადმოწერაზე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში
საზოგადოების სახელით მონაწილეობას ანდობენ ალექსანდრე ჭყონიას და გიორგი
იოსელიანს. გამოიყოფა ალექსანდრ ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“
თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა. იღებენ
დადგენილებას, რომ წერილობითი პასუხი გაეცეს სიმონ წერეთლის მიერ გაზეთ
„კვალის“ მე-13 ნომერში დაბეჭდილ პუბლიკაციას „თ. ჟორდანიას მიერ
შეგროვებული სიგელ-გუჯრების და სხვა მასალების ბედი“.
წყარო:
1897
13 აპრილი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „თვალსაჩინო ატესტაციები“
საუბარია იმაზე, თუ როგორ უარყოფითად ახასიათებს გიორგი წერეთელი ილია
ჭავჭავაძესა და იაკობ გოგებაშვილს. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება
ცნობები ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ.
წყარო:
1898
13 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრებას რომელზეც განიხილება ორგანიზაციის მოქმედების
არეალის გაფართოება და ხელს აწერს სხდომის ოქმს.
წყარო:
1899
13 აპრილი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კერძო თაბირზე ირჩევენ თავმჯდომარედ
კომისიისა, რომელსაც ევალება გუბერნიის ერთ-ერთ სამაზრო ქალაქში ვაჟთა
გიმნაზიის გახსნისათვის შუამდგომლობის აღძვრა.
წყარო:
1900
13 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა
საუბარი“ („ახირებული კაცი ყოფილა ბ-ნი ჟორდანია...“). ილია ჭავჭავაძის
სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.
წყარო:
1905
13 აპრილი
გაზეთი „ივერია“ მიმოიხილავს ჟურნალ „მოგზაურში“ დაბეჭდილ წერილს „საგურამოს
და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“,
ციტირებით გადმოაქვს საშინელი ცილისწამებები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ და
უკეთებს კომენტარს: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუ თუ „გლახის
ნაამბობის“ ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან?“. ამ
კომენტარით „ივერიის“ რედაქცია ვასილ ნაცვლიშვილის ბრალდებებს დასაშვებად
მიიჩნევს და ყალბ ინფორმაციას კიდევ უფრი ავრცელებს.
წყარო:
1906
13 აპრილი
მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი პეტრე ტრუბეცკოი ილია
ჭავჭავაძეს ოფიციალურად აცნობებს, რომ აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად.
წყარო: