
ვაჟა-ფშაველა
„ვეფხის-ტყაოსნის“ შესახ„ვეფხის-ტყაოსნის“ შესახებ (ორიოდე სიტყვა პასუხად ბ-ნ ა. ხახანაშვილს)
ცხადია ყველასათვის, თუ რა მნიშვნელობაცა აქვს მეთოდს სამეცნიერო მოვლენათა
გასაგებ-შესაგნებლად. მეთოდი სასწორია. საზომი, რომლითაც უნდა აიწონოს და
გაიზომოს ასაწონი და გასაზომი. ხშირად შეიძლება, რომ ეს საზომი ყალბი იყოს
და მაშინ სანდობი არ არის ამგვარის სასწორ-საზომით აღებ-მიმცემი კაცი.
ყალბს მეთოდზედაც სწორედ ესევე უნდა ვსთქვათ. რამდენს უშლიდა ძველს
მეცნიერებს და მწიგნობრებს ამ ნამდვილ მეცნიერულ მეთოდის უქონლობა... რა
სანდობია თუნდ გულუბრყვილო მემატიანე, რომელიც ერთთავად ზეცა-ღმერთს
აბრალებდა ქვეყნის თავზე მოვლენილს უბედურებას: სიმშილობა, სნეულება, ან
მტრისაგან ქვეყნის აოხრება ცოდვათა ჩვენთა მოგვივლინესო, იტყოდა, დასწერდა
და, სრულიად დაკმაყოფილებული იმით, რომ მიზეზი აღმოაჩინა, დაასვენებდა
ბატის კალამს, თითონაც გული დაუსვენდებოდა. ეჭვიც აღარა ჰქონდა წმინდა
მამას, აღარ ჰფიქრობდა იმას, თუ შეიძლება სხვა მიზეზები იყოს აქვე, ახლო,
ჩვენს ცოდვილს დედამიწაზე და ტყუილ-უბრალოდ ღმერთს ცილსა ვწამებდეო.
ბ-ნს ა. ხახანაშვილს სწორედ ეს ყალბი სასწორი აუღია ხელში
„ვეფხის-ტყაოსანის“ ისტორიის გასარჩეველად. წინასწარ შედგენილის აზრით
დაუწყია საბუთების კვლევა-ჩხრეკა, თუმცა კი თითონაც კარგად იცის, რომ ჯერ
საბუთების შეგნებაა საჭირო და მერე აზრი თავისთავად დადგინდება, ხოლო მაშინ
შეიძლება დასკვნის გამოყვანა. მაშასადამე ჯერ საბუთებო და მერე დასკვნავ
მარტო ბ-ნი ხახანაშვილი არ უცქერის „ვეფხის-ტყაოსანს“, ცოტა არ იყოს,
ეჭვიანის თვალით
(იხ. „ივერია“, №25, 1890 წ.). სხვანიც მოიპოვებიან ჩვენში
ამ აზრისანი. მიზეზი ამგვარის შეხედულებისა ორნაირია: პირველი ისა, რომ
„ვეფხის-ტყაოსანი“ დიდებული ქმნილებაა, ეჭვში შეჰყევხართ: მარტო ერთის
კაცის ტვინისა და გულის ნაყოფი როგორ უნდა იყოსო; მეორე ის, რომ ეს ეჭვიანი
ხალხი კარგად არ ჩაჰკვირვებია ივათ თხზულებას და არ შესწევთ ძალ-ღონე
ინდივიდუალური შემოქმედობა გაარჩიონ ხალხურიდგან შოთას თითქოს სცოდნია, რომ
ასეთ აზრების არევ-დარევა მოხსებოდა მის თხზულების შესახებ და თითონვე,
პოემის წინასიტყვაობაშივე, გვაფრთხილებს, დაბეჯითებით ამბობს, რომ
„ვეფხის-ტყაოსანში“ ხალხიდამ - ქართველებიდამ არც ლექსი და არც ამბავი არ
არის აღებული, გვგზავნის სპარსეთში და იქაც ხომ ვერაფერს მსგავს ამბავს
ვერა ვპოულობთ. რუსთაველი ამბობს:
ესე ამბავი სპარსული
საკმაოდ გამორკვეულია და ვიცით, ვინც იყო იმისი ხელმქმნელი, ისიც კარგად
ვიცით, თუ რად დაუძახა სპარსული ტარიელის ამბავს, ხოლო ამ ამოცანას უნდა
გამოცნობა: თუ მართლა იყო ეს ამბავი და ერმაც იცოდა, ლექსებიც კი იყო და
თვითონაც მიითვისა, - მაშ ვისღა ატყუებდა, ვის აჯერებდა, რომ სპარსული და
არა ქართულიო? ესე ცხადად მოტყუება ქვეყნისა და, ამასთანავე, თავის
გამტყუნება თავის პირით მოსალოდნელია განა იმისაგან, ვისი სახელიც ეგრე
ძვირად გვიღირს ქართველებს?! ნუთუ არ ეტყოდენ იმის თანამედროვე მოშაირენი
და მწიგნობარნი, და ასეთი კითხვა არ არის საშინელი ყველასათვის, განაღამც
რუსთაველისათვის: რად ეძახი, შოთავ, ტარიელის ამბავს სპარსულს, როცა ეს
ამბავი ქართულია და ყველამ იცის ჩვენგანმა, ან გალექსვა რა საჭირო იყო,
როცა ხალხს, ერს გალექსილი აქვს, „მოჭრით“ ნათქვამიო?!. შოთას კი ტარიელის
ამბავი იმდენად ახლად მიაჩნია, რომ ეშინიან კიდეც, იქნება არავინ
წაიკითხოსო, და თითონვე აქებს, რა არის ამით მივაქცევინო საზოგადოებას
ყურადღებაო:
ვით მარგალიტი ობოლი,
დიაღ, რომ რუსთაველი არ გვიხატავდეს თანამედროვე ეპოქას, ოქროს საუკუნეს,
რომელიც იალბუზივით ქედმოღერებული სდგას მთელს საქართველოს ისტორიაში, არ
აძლევდეს პასუხს უმთავრესს იმ საუკუნის კითხვაზე, მაშინაც კი ვერ ვიტყოდით,
თუ ტარიელის ამბავი უცხოეთიდამ არის შემოტანილი, იმდენად ქართულია
„ვეფხის-ტყაოსანი“, იმდენად ამოღებულია ქართველის გულიდამ, იმდენად
გამომხატველია მთელის ერის არსებისა. ამიტომ შეიყვარა ქართველობამ ეს პოემა
და შეისისხლხორცა. ვითომ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ შინაარსი, ფორმა,
მომენტები პოემაში ლიტერატურულია და არა ხალხური?! განა, ხალხურს ამბავს.
ლექსს რომ ვეძახით ამ სახელს, მართლა მთელმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა ამის
შედგენაში, ხომ აქაც ერთი, ცალკე აღებული ერიდამ პირი იტყვის ჯერ და მერე
ხალხი გაიმეორებს, მოუმატებს, ან დააკლებს... ნუთუ რუსთაველი ერს არ
ეკუთვნის და ერის ღვიძლი შვილი არ არის... ნუთუ თამარის დიდებული ეპოქა.
თავის გამოჩენილ ისტორიულის პირებით, მჩქეფარე, გამარჯვებული ცხოვრება. არ
აღაფრთოვანებდა შოთას, არ ააჟღერებდა მის ჩანგს, არ აძლევდა მასალას
ტიპების შექმნისას, შინაარსს „ვეფხის-ტყაოსნისათვის“? ნუთუ ისტორიულს
ეპოქას ნაკლები მნიშვნელობა აქვს პოეტის შემოქმედობისათვის, ვიდრე საერო
თქმულებას? ვგონებ რომ ერის თქმულებაზედაც თვით ეპოქა მოქმედობს და ამიტომ
ხდება, რომ ერი შესანიშნავის საუკუნის შესანიშნავს მოვლენა ამბად. ზღაპრად,
ან ლექსად გამოიტყვის ხოლმე. შოთას „ვეფხის-ტყაოსანში“ ვხედავთ იმ
საჭირბოროტო კითხვას, გარდა ნათელ საქმეებისა მაშინდელ მხედრობისას,
რომელსაც ისტორიაც მოგვითსრობს: მოეწვიათ, თუ არა ქართველებს უცხო ტომის
კაცი თამარის მეუღლედ. შოთას გული, როგორც მოწინავე კაცისა, ამ საკითხავით
უნდა ყოფილიყო გამსჭვალული. მოწვევა უცხოელისა თამარის მეუღლედ ორნაირად
შეურაცხმყოფელი იყო შოთასი: ერთი, რომ ერისა, თავის ქვეყნისათვის
სასარგებლოდ არ მიიჩნევდა ამას მისი საღი გონება და მაშასადამე, იტანჯებოდა
მისი ეროვნული გრძნობა; მეორე, ამ მოწვევით პატრონი უჩნდებოდა მის
ზელმქმნელს, მაშასადამე, იტანჯებოდა მისი პირადი გრძნობა სიყვარულისა.
„ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულს ჩამომავლობას ისიც ამტკიცებს, რომ
სხვადასხვა ტაეპს სხვადასხვა რითმა (დაბოლოვება) აქვს და საერო
„ვეფხის-ტყაოსანშიაც“ ამასვე ვხედავთ. ნამდვილს ეროვნულს ლექსებს ამ
თვისებას ვერ ვამჩნევთ: რომელი დაბოლოვებაცა აქვს ლექსის პირველს სტრიქონს,
იგივე დაბოლოვება რჩება ყველა სტრიქონს.
ჩვენს ხალხს არ უყვარს, საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ლექსად ზღაპრები და ვერც
იპოვნით ქართულს ეროვნულს ზღაპარს გალექსილს. რაც გალექსილებია, ისინიც
უცხო ნათესავისანი არიან (ბეჟანიანი, ეთერიანი და სხვ.). იქნება ამ ზემოდ
ნათქვამზე ვინმემ სთქვას, ეს გარეგნობაა და მნიშვნელობა არა აქვსო, მაგრამ
ჩემის აზრით ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს „ვეფხის-ტყაოსნის“ რაობის
გასაგებად. თუმცა ბ-ნი ხახანაშვილი, როგორც საერო, ისე სალიტერატურო
„ვეფხის-ტყაოსანში“ მარტო აზრის ერთიანობაში ჰხედავს მსგავსებას, მაგრამ მე
ვეცდები მისგანვე ნიმუშად მოყვანილის ლექსებისა და საერო და სალიტერატურო
ვარიანტებიდამ დავუმტკიცო, რომ ფორმალურადაც დიდი მსგავსებაა. ხოლო თუ ეს
ორგვარი მსგავსება დამტკიცდა, მაშინ ბ-ნ ხახანაშვილმა უნდა უკანვე წაიღოს
შემდეგი მოსაზრება: „ნაწყვეტი ლექსები, ხალხისა გარდაქმნილა ლიტერატურულ
პოემად. პოეტს შეუტანია კაცის ამამაღლებელი და განმასპეტაკებელი გრძნობა
სიყვარულისა, თავიდგან ბოლომდე გაუტარებია ეს აზრი (?) და ამით შეუერთებია
დაწყვეტილი საერო ლექსები. შოთას გაუმშვენებია ხალხური პოე- მაც
ფილოსოფიურის მოსაზრებით, მეტყველის ენით, პოეტურის აღმაფრენით“. როგორ?
ნაწყვეტი ლექსები იყო და მერე ამ ლექსებს აზრი არაფერი ჰქონდა? ამის თქმა,
საშინელება რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. რჩება საწყალს შოთას მარტო
ბურთი და მოედანი გმირების ტანისამოსის, პირისახის, აბჯარ-აბგრისა, და ამის
გამოხატვას ხომ აზრი არა ჰქვიან. აქ რაღა შუაშია, ჩემო კარგო, აღმაფრენა
პოეტური?! გამოვიდა, რომ რუსთველს მარტო ერთმანეთზე მიუკოწიწებია ეს
ლექსები, მოუქუჩებია ერთად, როგორც ეხლა აგროვებენ ბევრნი სახალხო ლექსებს.
ამის მომქმედი. შოთა მაინც თამამად, თავმომწონედ გამოდის, უძრახავს
მოშაირობას, მწერლობას, თითქმის ყველა თანამედროვე მოშაირეს, გარდა სარ-
გის თმოგველისა1, და ამბობს:
მოშაირე არა ჰქვიან,
„ვეფხის-ტყაოსნის“ სიკეთით აიხსნება იგი მოვლენა, რომ ხალხს აზრი და ფორმაც
დედნისა ამდენად შეუნახავს შვიდასის წლის განმავლობაში. რაკი აზრი დარჩა,
ხალხს რაც დედანიდამ გაგონილი ჰქონდა, თუ იქიდამ დაავიწყდებოდა ლექსი,
თითონაც მოახერხებდა ფორმის მიცემას, დედანის ავტორის პაფოსის მინიჭებით...
შევადაროთ საერო „ვეფხის-ტყაოსნისა“ და ლიტერატურულის გამოთქმა, თუ მართლა
ერთმანეთს არა ჰგავს:
სალიტერატურო:
„ნახეს უცხო მოყმე ვინმე,
საერო:
„ერთი კაცი ზღვისა პირსა
მეტიღა მსგავსება შეიძლება წყობით, რითმით, თუ შინაარსით? ბ-ნს ხახანაშვილს
მოჰყავს სხვა ალაგი პოემიდან და ამბობს: „აზრი, მოკლედ გამოთქმული ხალხის
პოემაში, ხელოვნურ ნაწარმოებში შევსებულია და განდიდებულ-გაზვიადებული“,
ხოლო „საერო „ვეფხის-ტყაოსანი“ მოჭრით გვაცნობებსო. შევადაროთ ეს შოთას
„განდიდება-გაზვიადება“ და „მოჭრით ცნობება“ ხალხისა ერთმანეთს. აი
მაგალითი:
სალიტერატურო:
ხვარაზმშას სისხლი უბრალო
საერო:
ტარიელ დაგსვი ვეზირად,
რა არის აქ ერთში გაზვიადებული და მეორეში „მოჭრით“ ნათქვამი? რუსთაველი
მეტს ამბობს, მინამ ერი, და, რასაკვირველია, გაზვიადებულად მოეჩვენება
ზოგს. ნესტან-დარეჯანის მამა ფარსადანი, სალიტერატურო ვარიანტის მიხედვით,
მარტო იმას როდის სჩივის, თუ ტარიელმა რატომ არ გამოუცხადა მეფეს, რომ მისი
ქალი ნესტან-დარეჯანი უყვარდა, როგორც ხალხური ვარიანტი მოგვითხრობს, მეფე
კიდევ იმას სჩივის, ხვარაზმშას „უბრალო სისხლი“ რად დამადე კისერზე, სხვის
ცოდვაში რად ჩამაყენეო. რა სიმართლე იქნება, ამის შემდეგ, ვაბრალოთ ერთს
„გაზვიადება“ და მეორეს „მოჭრით“ თქმა?! განა ის უფრო მართალი არ იქნება
ესთქვათ, რომ ხალხის მეხსიერებაში ფეხი ვერ მოიკიდა ამ „უბრალო სისხლის
სახლად დადებამ და დაავიწყდა ერს?! ამ ზემო მოყვანილს ლექსებში სხვა რა
გარჩევა ფორმაში: რითმა ერთი აქვს და პაფოსი, ერთისა და იმავე სიტყვებით
არის გამოთქმული აზრი. შევადაროთ სხვა ლექსებიც:
სალიტერატურო:
უბრძანა: „ხელთა აიღეთ
საერო:
ადექით, აიყარენით
ეს ნუთუ მსგავსება არა ჰგონია ფორმაში ბ-ნ ხახანაშვილს? საეროში მარტო უცხო
სახელებს ვხედავთ, „ედემ და ომარე“, რომელიც უფრო იმას ამტკიცებს, რომ
ხალხს დავიწყებია დედანის: „აბჯარი თქვენ საომარე“ და ნაცვლად ამისა
ჩაუჩხირავს „ედემ და ომარე“ სტრიქონის შესავსებლად, და კიდევ იმას, რომ
ლიტერატურული „ვეფხის-ტყაოსანი“ წინად ყოფილა გავრცელებული ხალხში, ხალხს
შეჰყვარებია პოემა და, რაც დაჰვიწყებია პოემიდამ, ის თითონ უკეთებია და
უმატებია. რომ ხალხს ეს ზნე სჭირს, ეს უბრალო მაგალითითაც მტკიცდება.
ავიღოთ თუნდ, მაგალითად, ხევსური ხევისბერის „დიდება“ (ლოცვა), რომელიც
არის შედგენილი როგორც თვით ხევისბერებისა და ხალხისაგან, ჩამატებით ოდესმე
საყდარში გაგონილ სამღთო წერილის სიტყვებისა. ხევისბერი თავის „დიდება“-ში,
ნაცვლად იმისა, რომ სთქვას: „კანას გალილიასა წყალი ღვინოდ გარდაჰქმენო“,
ამბობს: „სკანისკანარეო, წყალს იორდანეო, წყალი ღვინოდ შესცვალეო“. ბ-ნ
ხახანაშვილისებურად რომ ვიფიქროთ, სახარების სიტყვები დაფუძნებული ყოფილა
ხევისბერის დიდებაზე. დასასრულ ვისურვებ, რომ ბ-ნი ა. ხახანაშვილი ფრთხილად
და ფხიზლად მოეკიდოს „ვეფხისტყაოსანს“, უფრო ისტორიულის თვალით უცქიროს.
დარწმუნებულიცა ვარ, როცა შეადარებს ყველა ვარიანტს და დაუპირისპირებს
ერთიერთმანეთს, დაგვეთანხმება და ბედაურიდამ არ ჩამოახდენს შოთას.
[1890 წ.]
______________
1. იხ. „ვეფხის-ტყაოსნის“ ბოლო ტაეპი.
2. ძველს გამოცემაში სიტყვა „შემაგებინე“-ს მაგიერად „შემატყობინე“-ა.
„ვეფხისტყაოსნის შესახებ“
ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1890 წ., № 39.
117. 18 აბჯარ-აბგრისა] აბჯარ-აფქრისა.
ალ. ხახანაშვილი (1866-1912) - ცნობილი ლიტერატურის ისტორიკოსი.ებ
ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი,
ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი,
საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელქმნელმან დამმართოს,
ლაღმან და ლამაზმა, ნები.
ხელის-ხელ საგოგმანები.
თუ სადმე სთქვას ერთი-ორი:
თავი ყოლა ნუ ჰგონია
მელექსეთა კარგთა სწორი.
განაღა სთქვას ერთი, ორი,
უმსგავსო და შორი-შორი;
მაგრამ იტყვის, ჩემი სჯობსო,
უცილობლობს ვითა ჯორი.
ჯღა მტირალი წყლისა პირსა და სხ.
ნამტირალი გვანდა გმირსა,
სახლად რად დამადებინე,
თუ ჩემი ქალი გინდოდა,
რად არა შემაგებინე2.
მე ბერსა შენსა გამზდელსა
სიცოცხლე მაარმებინე.
დღედ სიკვდილამდე შენიცა
თავი არ მაახლებინე.
სიტყვა შენ გაგაბჭობინე;
გიყვარდა ნესტან-დარეჯან,
რატომ არ შემატყობინე?
აბჯარი თქვენ საომარე,
მოდით და აქა მომგვარეთ,
ვინ არის იქა მჯდომარე!“
ძმანო ედემ და ომარე,
ის კაცი აქ მომიყვანეთ,
ვინ არის ველთა მდგომარე.