The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
НАЧАЛО ПОМОЩЬ НАСТРОЙКИ
Cover Image
Закрыть книгу: რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Просмотр документа წინათქმა
Просмотр документа კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი
Просмотр документа ალბერტ შვაიცერი
Просмотр документа რომის პაპი პრაჰაში
Просмотр документа შეხვედრა რომში
Просмотр документа „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“
Просмотр документа დედა ტერეზა
Просмотр документа ისლამი თანამედროვე მსოფლიოში
Просмотр документа მარტინ ლუთერი
Просмотр документа ეკლესია დღევანდელ ინგლისში
Просмотр документа მირჩა ელიადე
Просмотр документа უჟგოროდის უნია
Просмотр документа იურგენ მოლტმანი
Просмотр документа რუდოლფ ბულტმანი
Просмотр документа ჯონ მბიტი და აფრიკული ქრისტიანობა
Просмотр документа ისლამური ფუნდამენტალიზმი და კულტურა
Просмотр документа მიგელ დე უნამუნო
Просмотр документа ფილიპ მელანხთონი
Просмотр документа წმიდა ვოიტეხი
Просмотр документа შვედეთის ეკლესია
Просмотр документа ნეტარი ბოშა
Просмотр документа ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
Просмотр документа ეკლესია, სახელმწიფო და პარტიები იტალიაში
Просмотр документа მკვდარი ზღვის ჩანაწერები
Просмотр документа მენო სიმონსი და მენონიტები
Просмотр документа ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია
Просмотр документа ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია
Просмотр документа საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია
Просмотр документа პაპი პავლე VI
Просмотр документа წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე
Просмотр документа კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი II
Просмотр документа დახმარება და თანადგომა
Просмотр документа მარტინ ბუბერი
Просмотр документа მართლმადიდებლობა აფრიკის ქვეყნებში
Просмотр документа ჯიროლამო სავონაროლა
Просмотр документа რომანო გვარდინი
Просмотр документа გაბრიელ მარსელი
Просмотр документа და ტერეზა ბენედეტა ჯვრისა (ედით შტაინი)
Просмотр документа კლაივ სტეიპლზ ლუისი
Просмотр документа ტომას მერტონი
Просмотр документа წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
Просмотр документа ვასილი როზანოვი
Просмотр документа სიმონ ვეილი
Просмотр документа წმიდა თომა აკვინელი
Просмотр документа იეჰოვას მოწმეები
Просмотр документа მოჰანდას კარამჩანდ განდჰი
Просмотр документа საქართველო და რომის საყდარი ადრეულ ხანაში
Просмотр документа ერაზმუს როტერდამელი
Просмотр документа ვლადიმირ სოლოვიოვი
Просмотр документа ალბერტუს დიდი
Просмотр документа ხოსემარია ესკრივა
Просмотр документа პირთა საძიებელი
Просмотр документа ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ
.. no related documents ..

და ტერეზა ბენედეტა ჯვრისა (ედით შტაინი)

 

ამ საუკუნის ორი შემზარავი ტოტალიტარული სისტემა - რუსული ბოლშევიზმი და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი - აღმოცენების დღიდანვე თავის ერთ-ერთ მიზნად ქრისტიანული ეკლესიის, ქრისტიანულ ფასეულობათა სრულ განადგურებას მიიჩნევდა, შესაბამისად, დაუნდობელი ბრძოლა მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფასეულობათა განსახიერებას წარმოადგენდა. ქრისტიანი მოწამეები კი, ისევე როგორც ყოველთვის, ორი ათასი წლის განმავლობაში, ისევ მოწამეებად ანუ ქრისტეს მოძღვრების მოწმეებად რჩებოდნენ და სამყაროს წინაშე ადასტურებდნენ იმ სიმამაცესა და უშიშრობას, რასაც მაცხოვრის ჭეშმარიტი რწმენა აძლევს ქრისტიანს.

ნაციონალ-სოციალისტების მიერ სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს კარმელიტელ მონაზონს და ტერეზა ბენედეტა ჯვრისას, - გამორჩეული თავისი ეროვნული წარმოშობით, თავისი ცხოვრების გზით, ინტელექტუალური ბიოგრაფიით და, რაც მთავარია, რწმენითა და თავგანწირვით.

ტერეზა ბენედეტა ჯვრისა ებრაელ გოგონად, ედით შტაინად, 1891 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა მაშინდელ გერმანულ ბრესლაუში ანუ დღევანდელ პოლონურ ვროცლავში. ედითი შეძლებული კომერსანტის, ხით მოვაჭრე ზიგფრიდ შტაინის, მეშვიდე შვილი იყო. ქალიშვილის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ბავშვის მამა გარდაიცვალა და ოჯახისა და მთელი ფირმის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე დედამ აიღო, - ენერგიულმა, მკაცრმა, მომთხოვნმა და ღრმად მორწმუნე იუდეველმა ქალმა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ედითი უკვე სიყმაწვილეშივე არ მიჰყვება დედის გზას: გიმნაზიის დამთავრებისთანავე უარს ამბობს წინაპართა სარწმუნოებაზე, შეწყვეტს სინაგოგაში სიარულს და სასწავლებლად შედის ბრეცლავის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, - სხვათა შორის, იგი ერთადერთი გოგონა აღმოჩნდა მთელ ფაკულტეტზე.

მალე ახალგაზრდა ფილოსოფოსის ყურადღებას მიიპყრობს მაშინ მეტად გახმაურებული ფენომენოლოგიური სკოლა, და მისი მამამთავრის, ასევე ებრაული წარმოშობის ედმუნდ ჰუსერლის, ლექციების მოსასმენად იგი გეტინგენის უნივერსიტეტს მიაშურებს. მასწავლებელზე იმდენად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ედით შტაინის ფილოსოფიური სიღრმე და ინტელექტუალური გაქანება, რომ ჰუსერლი ახალგაზრდა ქალს სადოქტორო დისერტაციის დაცვისთანავე თავის ასისტენტად აიყვანს, რაც ასევე უჩვეულო მოვლენა აღმოჩნდება არა მარტო გეტინგენის, არამედ, საერთოდ, გერმანული თუ ავსტრია-უნგრეთის უნივერსიტეტების ანალებში.

სხვათა შორის, ედით შტაინი სწორედ ჰუსერლის გარემოცვაში დაუმეგობრდა ახალმოქცეულ კათოლიკეებს, რომლებთანაც ხანგრძლივმა და შინაარსიანმა საუბრებმა დამწყები ფილოსოფოსის მზერა რომის კათოლიკე ეკლესიისაკენ მიმართა. მის წიაღში შესვლას იგი უკანმოუხედავად, წმიდა ტერეზა ავილელის ცხოვრებისა და ნაწერების წაკითხვისთანავე გადაწყვეტს.

საახალწლოდ, 1922 წელს, ბად-ბერგცაბერნის წმიდა მარტინის ტაძარში ედით შტაინი კათოლიკედ მოინათლება და ტერეზას სახელს მიიღებს. დედამისისათვის ეს უმძიმესი სულიერი ჭრილობაა - მორწმუნე ებრაელი ქალი შვილის საქციელს წინაპართა სარწმუნოების ღალატად მიიჩნევს, შვილი კი დედის მრისხანებას ქრისტიანული სიყვარულითა და ალერსით უპასუხებს, დედის პატივისცემის გამო მასთან ერთად ხანდახან სინაგოგაშიც კი დადის. ქრისტიანობის მიღება მისთვის ებრაელობის გაყიდვა კი არა, ებრაელობის განვითარების უმაღლესი წერტილია, რადგან, როგორც თავად ამბობს, სწორედ იესოა ის მესია, რომლის მოსვლასაც იუდეველები დღემდე ელიან. ახალმონათლული ქალი არ მალავს, თუ რა ბედნიერია იგი მაცხოვართან არა მარტო სულიერი, არამედ სისხლისმიერი სიახლოვის გამოც.

ედით შტაინი მონათვლისთანავე გადაწყვეტს, გაჰყვეს თავისი სულიერი მასწავლებლის, წმიდა ტერეზა ავილელის, გზას და კარმელიტელთა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცოს. მაგრამ იმჯერად ეს არ ხერხდება, ამიტომ პირად ცხოვრებაში იგი მკაცრ ასკეტურ წესებს მისდევს, გარეგნულად კი ისევ გრძელდება ყოველდღიური აკადემიურ-პედაგოგიური მოღვაწეობა: მუშაობა სტუდენტებთან, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციების კითხვა, მრავალრიცხოვანი სტატიებისა და წიგნების მომზადება, წმიდა თომა აკვინელის ნაწერების გერმანულად თარგმნა და კომენტირება.

რამდენიმე წლის შემდეგ გერმანული ფენომენოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი პროფესორი ედით შტაინი მაინც გაჰყვება მოწოდებას და სამონაზვნო სახელით - ტერეზა ბენედეტა ჯვრისა - 1933 წლის 14 ოქტომბერს კელნის კარმელიტელთა მონასტერში შეაბიჯებს. 1935 წელს იგი პირველ დროებით სამონაზვნო აღთქმას დებს, სამი წლის შემდეგ კი - სამუდამო სამონაზვნო აღთქმას. თუმცა ორდენის მეთაურთა ნებართვით, იგი მონასტერშიც აგრძელებს თავის სამეცნიერო საქმიანობას.

ამ დროს გერმანიაში აღზევებული და მოზეიმე ნაციონალ-სოციალიზმი ყოველგვარი სხვაგვარადმოაზროვნეობის, სხვაგვარობის, განსხვავებულობის დევნას იწყებს, ხორციელდება ერის „რასობრივი გაწმენდის“ ღონისძიებები, „მესამე რაიხში“ წარმართულ-მკრეხელური ორგიები და ტერორი ღვივის. ტერეზა ბენედეტა თავისი სამონასტრო მყუდროებიდან მწუხარებითა და შეშფოთებით აღსავსე ბარათს გაუგზავნის რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურს, პაპს პიუს XI-ს, რომელშიაც ამცნობს მას, თუ რა ხდება, რა უბედურება ტრიალებს გერმანიაში. მონაზონი ქალი უწმიდესი საყდრისაგან იმჯერად პასუხს ვერ მიიღებს, მაგრამ სულ მალე ქვეყნდება პაპის საგანგებო ენციკლიკა, კათოლიკობის ისტორიაში პირველი ენციკლიკა, დაწერილი გერმანულად, მრავლისმეტყველი სახელწოდებით - „Mit brenender Sorge“ - „მწველი მზრუნველობით“, რომელიც გერმანიის ყველა კათოლიკური ეკლესიის ამბიონიდან იქნა წაკითხული და რომელიც დაუფარავად გმობს ნაციონალურ-სოციალისტურ იდეოლოგიასა და პრაქტიკას.

„მესამე რაიხში“ შექმნილი მდგომარეობის გამო ტერეზა ბენედეტა სთხოვს ორდენის ხელმძღვანელობას, ნება დართონ, გადასახლდეს ებრაული წარმოშობის ადამიანისათვის უფრო უხიფათო ადგილას და იგი სულ მალე პატარა ჰოლანდიური ქალაქის, ეხტის, კარმელიტ დათა მონასტერში აღმოჩნდება, სადაც იგი უმძიმესი განსაცდელის მიუხედავად, წერს გამოკვლევას ესპანელი კარმელიტელი მისტიკოსისა და პოეტის, წმიდა ხუან დე ლა კრუსის, 400 წლისთავის გამო. წიგნს ჰქვია „მოძღვრება ჯვრის შესახებ“. სულ მალე იმავე მონასტერს შეაფარებს თავს მისი და როზა, რომელიც ასევე კათოლიკედ მოინათლება.

1939 წლის შობას ტერეზა ბენედეტა სთხოვს მონასტრის წინამძღვარს, ნება დართოს მას, მსხვერპლად შესწიროს საკუთარი თავი იესოს უწმიდეს გულს, რათა, მისი სიტყვებით, „შენარჩუნდეს და სრულყოფილი გახდეს ჩვენი ორდენი, რათა შეწყალებულ იქნეს ებრაელი ერი, რათა თვისტომებმა უფალი აღიარონ, რათა ქვეყნად მისი მეუფება დამკვიდრდეს, გერმანიის სახსნელად და მთელს ქვეყანაზე მშვიდობის დასამყარებლად“. ტერეზა ბენედეტას მსხვერპლი მიღებულ იქნა.

1940 წლის მაისში გერმანიის მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ მთელს ქვეყანაში ებრაელების ინტერვენცია და დეპორტაცია დაიწყო, რასაც ქვეყნის კათოლიკე ეპისკოპოსების მწვავე პროტესტი - სამოძღვრო ეპისტოლე მოჰყვა, რომელიც 1942 წლის 26 ივლისს ქვეყნის ყველა კათოლიკურ ტაძარში იქნა წაკითხული. რამდენიმე დღის შემდეგ გამხეცებულმა ნაციონალ-სოციალისტებმა მთელს ჰოლანდიაში სასტიკი ტერორი გააჩაღეს. გესტაპო ყოველდღიურად აპატიმრებს ათასობით ებრაელსა და კათოლიკეს, საერო და სასულიერო პირებს.

ორდენის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს დები შტაინები შვეიცარიაში გახიზნოს. კარმელიტელი მონაზონი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი ტერეზა ბენედეტა, გესტაპომ პირდაპირ მონასტრის ეზოში დააპატიმრა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1942 წლის 7 აგვისტოს დალუქული ვაგონით, სხვა პატიმრებთან ერთად, იგი ოსვენციმში (აუშვიცში) გააგზავნეს. ორი დღის შემდეგ კი სამუდამოდ ქრება მისი ფიზიკური კვალი. ერთადერთი, რაც მისი ცხოვრების ბოლო დღეებიდან არის ცნობილი, ისაა, რომ იგი, რომელიც მამათა სარწმუნოების მოღალატედ იქნა გამოცხადებული, საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელ ბავშვებს უვლიდა.

1998 წლის 11 ოქტომბერს ნეტარი მოწამე ტერეზა ბენედეტა ჯვრისა, საერო სახელით ედით შტაინი, წმიდანად იქნა შერაცხილი.

ოქტომბერი, 1998