The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ყაზბეგი, ალექსანდრე - ხევის ბერი გოჩა


ევის ერი გო

I

ქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.

მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.

სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ისარსავით სწორედ გამართულნი, ნაზის, გულშემტაცებელის რხევით ერთმანეთისკენ მიესწრაფებოდნენ.

აგერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ცხენების თავები თითქმის ერთმანეთს სწვდებიან, საცაა შეეჯახებიან. მაგრამ სწრაფად, თითქოს მანქანებით, ერთბაშად შეჩერებულნი, ქვისგან გამოჭრილს სურათებს დაემსგავსნენ და ჰაერში გაისმა მხიარული მისალმება:

- გზა მშვიდობისათ!

- მშვიდობითაც გივლიათ!

ამის შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და ყველანი, ერთმანეთში არეულნი, გაემართნენ გაცალკევებულის სახლისკენ, სადაც სარკმლებიდგან გაჩაღებული ცეცხლის შუქი და მხიარული ტაშ-ფანდურას ხმა გამოდიოდა.

კარებთან გაცვივდა კიდევ თოფები და დამბაჩები, და ამ გრიალს შეუერთდა იქავ მოგროვილის ბავშვების ყიჟინის ხმა, და ცხენოსნები ჩამოხტნენ.

პატარეები მისცვივდნენ ცხენებს, ჩამოართვეს და დაუწყეს წინ და უკან ტარება, რადგანაც გაოფლიანებულს ცხენებს ორთქლი კორიანტელსავით ასდიოდათ და სიარულში შეშრობა ეჭირვებოდათ, რომ ცი ნიავს არ აეკრა და არ დაეხუთა.

სტუმრები მოგროვდნენ კარებთან, შუაში ჩაიყენეს ერთი წამოსადეგი, ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ყმაწვილი ბი, რომელსაც ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და გვერდს მოუენეს მეორე ყმაწილი ბი, უფრო მდიდრლად ჩაცმული და მთლად ოქრო-ვერცხლით შეჭედილი.

ველანი გაჩუმდნენ და ჩამოვარდა ისეთი სიშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.

ცოტა ხანიც და გაისმა წვრილი, წკრიალა ხმა ჯვარულისა“. მას მისცეს ბანი და ჰაერი დაიფარა მედიდურის, ძლიერის და ამ ერთადერთის სავაჟკაცო სიმღერის ხმით, რომელიც თავის ჰარმონიით კაცს გაიტაცებს და სმენას დაუტკბობს, ძლიერებით ძვალსა და რბილს აუთრთოლებს, სისხლს აუჩუხჩუხებს და სახელის გამოჩენას მოაწყურებს. ამ სიმღერას მხოლო მთაში მღერიან, მხოლოდ იქაურს მედიდურს ბუნებას შეეძლო ამისთანა ჰარმონიული ხმის დაბადება!..

ამ სიმღერას მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში. ეხლა ქორწილი გახლდათ. ნაბდიანი კაცი, გუგუა ფიჩიტაური, იყო სასიძო და მის გვერდით მყოფი ყმაწვილი, მდიდრულად ჩაცმული - ონისე, შვილი განთქმულის ხევის ბერისა“ გოჩასი, რომელიც გუგუას ხელისმომკიდედ, მეჯვარედ მოჰყოლოდა.

II

სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილს სახლში, სადაც უფროსი კაცები მოეგებნენ, დაულოცეს სასიძოს გზა, შემოატარეს კერა და ხელის მომკიდესთან“ და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას თავში დასხეს. აშლილი ხალხიც ისევ დალაგდა, გაიმართა ისევ ლხინი და თასების გაგზავნ-გამოგზავნა ჩვეულებრივისსმურებით“.

აქ იყვნენ მარტოკა კაცები, ქალები არსად სჩანდნენ. მათი ხმა მოისმოდა სახლის უკანა კუთხიდგან, სადაც სენა იყო გამართული. იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიეზიდათ ყმაწვილი ბიჭები, რომელნიც გატაცებით შესცქეროდნენ ლაზათით სავსე მოლეკურე ქალებს.

ყველანი მხიარულად თამაშობდნენ, მაცდურად გაუხტ-გამოუხტებოდნენ ყმაწვილ ბიჭებს, რომელსამე შავ ბიჭს“ ეშმაკურად ჩაუკრენტდნენ თვალსა და ესეც, აღგზნებული რაღაცა ძალით, წახალისებული გაეკიდებოდა ხან წყნარად დამშვიდებულს წყალსავით მიმდინარს და ხან მთის მდინარესავით გაცოფებულს და გაშმაგებულს ქალსა.

აგერ მირბის, დამკრთალს არჩვსავით, მოხევის შავთვალა ქალი, იმისი სახე სრულს შიშს გამოსთქვამს, რადგანაც არწივსავით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი ქმნილება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა, აი წუთიც და ულში ჩაიკრავს შეშინებულს, ქედანსავით აკანკალებულს ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად გატრიალებული ქალი ხელიდგან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხებს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის და ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბლავის ღიმილით და მოჟუჟუნე თვალებით, რომელნიც იმას იწვევენ, იპატიჟებენ და თითქოს ეუბნებიან: დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!

ონისე და გუგუა, რომელთაც დღეს დარბაისლობა უნდა გამოეჩინათ, ისხდნენ გაუნძრევლად, თუმცა გული და სული გამხიარულებულ ყმაწვილებთან ჰქონდათ და ჩუმჩუმად გასცქეროდნენ იმ მხარეს, საიდგანაც ლხინის და თამაშობის ხმა მოდიოდა. გუგუა იწოდა სურვილით, რომ თავის სანატრელის ძიძიასთვის თვალი შაეკრა და ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა.

არ გაუვლია რამდენსამე წუთს, როდესაც ხალხი გაიპო და მათ შორის გამოჩნდა ვიღაცა მოხუცებული დიაცი. ყველანი ზეზე წამოდგნენ და მიესალმნენ მოხუცს, რომელიც პირდაპირ ხელის მომკიდესთან“ მივიდა, ჩაიკრა გულში და უთხრა:

- აბა, ჩემო ყველავ, ჩემ ქალა-შავას შენ გაბარებ... შენ უნდა მოუარო, შენ უპატრონო, იმის გამჯავრებელი შენ უნდა გააჯავრო!

- ღმერთს არ მოეტყუების, ხაზუავ, რომ, რაიც ხელიდგან გამამივა, თავს არ შევიშურებ, - უპასუხა ყმაწვილმა კაცმა და დაუმატა არა სახუმრო კილოთი: - ვინც მაგას აწყენინებს, იმას ჩემთან ექნების საქმე და, ღთის მადლმა, ჩემთან მასხარობას კი არც-ვის არ ვურჩევ.

- გუგუაი ბალღია, - დაუმატა მოხუცმა, - და სოფელი კი ჭრელი... კაცის ენას რაი არ შეუძლიან, დაარიგოდე ეს ბალღი, ცხოთა ენას ნუ მიჰყვების, ქვეყანაზედ მტერი არ დაილევის და იმათ სიტყვას რომ მიჰყვეს, მაგ ქალა-შავას ჩამომიდნობს, დამილევს...

- რაისთვი, რაისთვი ამბობ მაგას ხაზუაისი! - გააწყვეტინა ონისემ: - გუგუაი, მართალია, ბალღია, მაგრამ არაა ლოთი და ავარდნილი კაცი... ამხანაგებს თავის მარჯვენა თოლსავით უყვარსთ, ყველა თავს დასდებს მაგისთვი, ამიტომ რომ თავად გუგუაც ეგეთია მეზობლისთვი... გუგუაი ვაჟკაცია და, ღთის მადლმა, ჯალაბობაშიაც თავს არ შეირცხვენს.

- შენს პირს შაქარი, ჩემო ყველავ, შენს პირს შაქარი! - უპასუხა მოხუცმა და დაუმატა, - ნუ დამძრახავ, ონისეისი!.. ცას შევაბერდი, ადამის ჟამისა შევიქენ და მაგ ერთაი ქალაის მეტი არა გამაჩნია-რა... მაგაზედ ამომდის მზე და მთორე, მაგაზედ-ღა ვიბრუნებ სულსა.

- კარგი-ღა, ხაზუაისი, სტუმარი ნუღარ შეაწუხე, - დასძახა ვიღაც მოხუცებულმა კაცმა და დაუმატა: - წაიყვანე და პატარძალი ჩააბარე.

- აგრე, აგრე, შენაი ჭირაიმე... იარე, ონისე! - მოხუცი დედაკაცი გაუძღვა ონისეს და გუგუამ კი შურით ავსებული თვალები გაადევნა, რადგანაც იქ უნდა დარჩენილიყო და ძიძიას ხილვამდის კიდევ რამდენსამე საათს უნდა გამოევლო.

III

დაბნელებულს სენაში, რომელსაც ოდნავ ანათებდა მბჟუტავი კვარი, კასრებსა და ქილებს შუა იჯდა პატარძალი ძიძია თავის რამდენიმე ამორჩეულის მეგობრებით, რომელნიც მის გართობას ცდილობდნენ.

ძიძია იყო თექვსმეტის წლისა, მაშასადამე, ასაკში მოსული ქალი, სრულიად გაშლილი და გადაფურჩქნული, სიტყვით, იმ ხანში, როდესაც ძარღვებში აღელვებული სისხლი ქაფდება, სდუღს და ჩუხჩუხით მომდინარეობს, როდესაც გული მიილტვის რაღაცა ჯერედ უცნობის ბედნიერებისაკენ და თრთოლით შესთამაშებს ყვავილებს და ბუნებას, სიცოცხლე ედემად ეშლება, ცხოვრება სიამოვნების ნექტარს ექადის. ის იყო ტანადი, ლამაზი, მშვენიერის დაკოკრებულის ლამაზის თხელის ტუჩებით, რომელნიც თითქოს საკოცნელად მომზადებულიყნენ. თეთრ-ყირმიზს, ატლასის მსგავს სახეზედ დასთამაშებდა ურვალების ნიშანი ელფერი, რომელიც თავის დღეში გატყაპულს სიწითლედ არ გადადიოდა; მოჟუჟუნე, ლურჯი ცისფერი თვალები მაცდურად უკამკამებდა და გულის გამგმირავს ისართ ისროდა; შავი გრძელი წამწამები გარს მცველებად მოსდგომოდა და წვრილი, ხავერდისებრივი წარბები გრძლად გადასჭიმოდა; სქელი შავი თმა ორს ნაწნავად თეთრ ბროლივით ყელს სუროსავით შემოჰხვეოდა, - სიტყვით, ძიძია ნახატი მშვენიერება იყო და მისი მნახველი ვერ გასძლებდა, არ ეთქვა: ცხონდეს შენი მშობელიო“.

ძიძიას შეტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, მისი ბედ-იღბალი გუგუა იყო და მას დარჩა.

რაკი გუგუამ თავისად დაასახელა ძიძია, რაკი ქალმაც პირობა მისცა, იმას ისე ადვილად ვეღარავინ გაუბედავდა რასმე, რადგანაც ამგვარს შემთხვევაში გუგუას ხუმრობა არ უყვარდა და მალე დააბნელებდა იმის მზეს, ვინც წინ გადადგომას მოიწადინებდა.

თუმცა ძიძია თხოვდებოდა თავისის სურვილით, თუმცა მოსწონდა თავისი გუგუა და არა ერთი ღამე გაეთენებინა მასთან ჩქარა შაერთებაზედ ფიქრით, არა ერთხელ მოზმანებოდა მისი ლომებრივი, ვაჟკაცის სახე, მაგრამ დღეს, როდესაც ის უნდა გამოსალმებოდა თავის სახლს, მეგობრებს, ჩვეულებას, როდესაც ქალობიდგან დედაკაცობაში პირველი ნაბიჯი უნდა შაედგა, გული როგორღაც აუკანკალდა და წარსული შენანდა. ამ წარსულს ის კარგად იცნობდა, კარგად ჰქონდა იგი შეთვისებული; ის იყო ყოველთვის და ყველასგან განებივრებული, ყველას უყვარდა, ყველა ალერსებდა და, ვინ იცის, მომავალიც ამასვე მისცემდა?

ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას და ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის. ამ მდგომარეობას მოეპარა მისთვის ფერი, ნაზად გაეცრიცა და ამ ფერს კიდევ უფრო მეტად დაემშვენებინა მისი ანგელოზებრივი სახე.

მეგობრები ანუგეშებდნენ, ეხუმრებოდნენ, როდესაც მოისმა ხმა:

- ხელისმომკიდე“ მოდის, ხელისმომკიდე! - და ყველანი ზეზედ წამოცვივდნენ. ძიძიამ იგრძნო, რომ თითქოს მას გულში რაღამაც უჩხვლიტა. მთელს სხეულში გაურბინა რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ და ფეხზედ წამოდგომით საჩქაროდ ჩამოიფარა პირბადე.

ოთახში შემოვიდნენ ხაზუა, ვიღაცა მოხუცებული კაცი, ონისე და ყმაწვილი ქალები, რომელნიც შემოეხვივნენ ძიძიას. დაიწყეს გამოსასალმებელი სიმღერა, სადაც საგრძნობელის სიტყვებით ყმაწვილს ქალს თავის წარსულთან და მეგობრებთან ასალმებდნენ და ტირილით და კოცნით თითონაც ესალმებოდნენ.

ბოლოს, შესწყდა სიმღერა, მოხუცმა კაცმა აანთო წმინდა სანთელი, წყნარად გადაიწერა პირჯვარი, მივიდა ქალთან, გამოართვა ხელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზები მიუბრუნდა ონისეს:

- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი... დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად. - ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთთოლვარე და გახურებული ხელი.

ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.

- აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, როგორც დღეის ამას იქით მოუვლი და უპატრონებ... თქვენს სოფელში შენს მეტი პატრონი არავინ ეყოლების, შენ უნდა გაუწიო ძმობა.

- აბა, ღმერთს არ მოეტყუების, რომ თავს დავდებ მაგისთვის.

მოხუცი მივიდა, წყნარად ასწია პირბადე სწორედ იმ დროს, როდესაც ონისე ამბობდა:

- ეგ და - მე ძმა...

მაგრამ სიტყვა ნახევარზედ გაუწყდა, მთლად გათრთოლდა და მთვრალსავით წაბარბაცდა მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- რაი მოგივიდა? - მიეშველა მოხუცი.

- არც-რა, არც-რა, დამცხა, თავს ბრუ რასმე დამეხვა, - ძლივსღა წარმოსთქვა ონისემ.

- ბევრი თუ არა სვი?.. მაიტა-ღა წყალი, - მიუბრუნდა მოხუცი იქ მყოფებს.

- არ მინდა, შენაი ჭირაიმე, - უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.

ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:

- იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები! - ამ სიტყვებზედ ქალის ხელი კიდევ ერთხელ შეჰკრთა, კიდევ წყნარად გაჟრჟოლდა, ერთი შეჰხედა და მაშინვე თავი დაჰხარა. წყნარმა, მაგრამ ძლიერმა ოხვრამ ონისეს სიტყვა გაუწყვიტა პირში და გული მოუსვენრად გაუფართხალა.

IV

ონისემ იგრძნო, რომ მას ზღვასავით მოაწვა აღელვებული სისხლი, რომელიც ჩუხჩუხით ხან გულისკენ გაქადებო და აატოკებდა, როგორც ზღვის ზვირთები უიალქნო ნავს, ხან თავს ეძგერებოდა და ნისლსავით ეხვეოდა, უბნელებდა თვალებს და გონებას.

ყმაწვილი ბიჭი ჯავრობდა თავის თავზედ, ჯავრობდა, რომ აღრული გრძნობა ვეღარ შეემაგრებინა, ავარდილი გული ვეღარ შეეყენებინა, ცდილობდა ქალისთვის დასამშვიდებელი სიტყვა რამ ეთქვა, მაგრამ პირგამშრალი, თითქოს ყელში რაღაცა გახირებიაო, ენას ვეღარ იბრუნებდა. იმან საუკეთესოდ დაინახა, მალე მოშორებოდა იმ საფრთხეს, სადაც მისი არსება ასე სწრაფად იქმნა დამორჩილებული, გული ასე მოულოდნელად გაქელილი.

ონისე გამოეთხოვა ქალსა და გავიდა სამყოფო სახლში, სადაც დანარჩენი სტუმრები მხიარულბდნენ: ყმაწვილი ბიები ერთმანეთს ებაასებოდნენ და მოხუცი ხალხი კი საქართველოს მომავალს მდგომარეობაზედ პარაკობდა.

ჩქარა მოიტანესსიფროები, გაავსესფუნთუშებით და მოვლილის ჭედილების მსუქანი ორცით.

რადგანაც ეს ამბავი ზამთარში ხდებოდა და იმ ღამეს კი თოვლი მოდიოდა, ამისთვის ყველანი ჩქარობდნენ, რომ პურის ამა მალე გაეთავებინათ და შინ დაბრუნებულიყვნენ, რათა ჩამოსულს ზვავებს სადმე გზა არ შაეკრა და ახალ ჯვარდაწერილები გარეთ ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ.

საყველაწმინდო თასმაც ჩამოიარა; გვარის უფროსმა, სუფრის თავსმარტოშკამზედ მჯდომარემ, აანთო წმინდა სანთელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზნი და მექორწილენი ღმერთს შეავედრა. მერე მიუბრუნდა ონისეს და რამდენიმე სიტყვით მოაგონახელისმომკიდის მოვალეობა ქალისადმი და მოითხოვა მზითვის ყუთი, რომელიც ჩააბარა მაყრებს.

არ აიარა წუთმა და ხელისმომკიდე ხელახლად წაიყვანეს სენაში, სადაც პატარძალი უნდა ჩაებარებინათ.

ონისეს ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის და გაბრუებული, რაღაცა უცნაურს მდგომარეობაში მყოფი, სრულიად დაფანტული აღსრულებდა, რასაც კი ეუბნებოდნენ.

ის შეიყვანეს, მისცეს ქალის ხელი ხელში და მოისმა ისევ ჯვარული. ხელისმომკიდემ და ქალმა გამოსწიეს სამყოფო სახლისკენ, სადაც იყო, ამ სიმღერის ხმაზედ, რომელიც ონისეს დასაფლავების გალობის მად ეჩვენებოდა. იმათ გამოსვლაზედ გუგუა მთლად აინთო, ნაღვერდლად გაუბრწყინდა თვალები, შეკავებულმა სიამოვნების ღიმილმა შეუთამაშა ტუჩები და მორცხვობამ თავი დაარევინა.

ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივლისაგან კინაღამ შეჰყვირა. ონისე გაუძღვა წინა და მას მიჰყვა მეფე-დედოფალი, სადაც საქმროს მარხილამდე უნდა მიეცილებინა, და იქ კი პატარძალზედ ზრუნვა ისევ ხელისმომკიდესათვის უნდა მიენდო. პირველ მარხილში ჩასხდნენ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ხელისმომკიდე და პატარძალი. მეფე ცხენით უნდა წამოსულიყო, რადგანაც ქალს ჯვარისწერამდის ვერ მიეკარებოდა. მეორე მარხილზედ დაუწყეს მზითევი და ამ სახით, მაყრების სიმღერით, თოფის სროლით და ყიჟინით გამოსწიეს შინისკენ.

V

ღამე იყო ცივი და ნისლიანი, თუმცა თოვლის გამო საკმაოდ განათებული. ხანგამოშვებით ქვენა ქარი ზუზუნით უბერავდა და წვრილი, მაგრამ ხვრიში თოვლი მიმავლებს პირისახეს უწკეპლავდა.

პატარა ბიჭი, მთლად ტყავში, ნაბადში და ყაბალახში გახვეული, ცხენს მიერეკებოდა, რადგანაც თოვლს გზა ჩაეჩუმქრა და ცხენს სიარული უძნელდებოდა და გასავლელი გზა კი ჯერ ბევრი ჰქონდათ.

მაყრიონი, გახურებული ჯირითობით და წარსულის ქეიფით, მარხილს კარგად დაჰშორებოდა და ხან ცხენების ერთმანეთზედ მიგდებით, ხან ერთისაგან მეორის ქუდის გატაცებით და გადაგდებით, მესამისაგან კიდევ გაჭენებულის ცხენიდგან გადაზნექით და ისე აღებით კიდეცა თბებოდნენ და დროსაც ატარებდნენ.

ონისე იჯდა მარხილზედ, გადაეგდო თავიდგან ყაბალახი, გადაეწია ქუდი და გახურებული შუბლი და სახე გამყინავის ქარისთვის მიეშვირა.

წმინდა ჰაერმა, თუ ხანის გამოვლამ იმას თითქოს მოაზრების საშუალება მისცა და მხოლოდ ეხლა დააკვირდა თავის მდგომარეობას. მხოლოდ ეხლა იგრძნო პირველად გაღვიძებულის გრძნობის სიტკბოება და მასთან ის მტანჯავი მდგომარეობა, რომელიც ვალად სდებდა გვერდით მყოფს სატრფოს სრულიად სხვა გვარად მოჰქცეოდა.

იმას მიექცია პირი ქარისა და თოვლისაკენ, რომელთაც აღარაფერი უშლიდა და სხაპა-სხუპით სცემდა პირისახეში; ის მათგან მოელოდა რაოდენადმე შეღავათსა და დამშვიდებას.

იმას ეგონა, რომ შუბლის გაგრილებისთანავე სისხლიც დაუმშვიდდებოდა და ავარდნილი გული თავისავე დონეში ჩავარდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრი ატყუებდა და დაღონებული ხედავდა, რომ მის გულში აღმოუფხვრელად ჩასახულიყო ძიძიას სახე და წყნარად, ფრთხილად და სიამოვნებით არხევდა; არხევდა იმ სიფრთხილით და მზრუნველობით, როგორც მშობელი თავის პირმშოს, როგორც ყაჭის პარკს ნაზი ნიავი, რომელსაც ძვირფასის ქმნილების აღორძინება ბუნებისგანვე ჰქონდა მინდობილი.

ონისემ სიტყვა მისცა თავის თავს, რომ ქალისკენ არ მოეხედნა, არ დალაპარაკებოდა მას, რადგანაც იცოდა, რა საშიში განსაცდელი იყო მისთვის ამგვარი საქციელი.

იმას არამც თუ მიხედვისა და დალაპარაკებისა ეშინოდა, არამედ განძრევას, მომეტებულს ამოქშენასაც კი ვერა ჰბედავდა, რათა რომელიმე მოულოდნელობით არ შეეწყვიტა ის ხასიათი, რომელზედაც თავშეკავება ეკიდება.

ძიძიაც იჯდა გაჩუმებული, თავდახრილი და ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იმის გულში რა მოძრაობდა, მისი აზრები რაგვარს ტალღებს ააგორებდა, საითკენ და რა ძალით მიაქროლებდა, ან რომელს საგანს ჩასცივებოდა. რა სურათი წარმოსდგომოდა თვალწინ და გაწამებული ზედ დაჰკდომოდა.

მაყურებლისათვის მისი გული ამ წამში იყო ბნელი უფსკრული, სადაც კაცი ვერაფერს გაარჩევდა, საიდანაც ვერას ამოიკითხავდა, და მისი გულის მოძრაობის შეტყობის მსურველი პასუხისმიუცემლად, იმედგადაწყვეტილი უკანვე უნდა დაბრუნებულიყო.

ძიძია იჯდა გამოქარგულს თხელს ახალუხში და ზეიდგან წამოგდებული ჰქონდა შალი, რომელიც ავდრისა და ქარისაგან საკმაოდ ვერ იფარავდა. ის თანდათან თოშდებოდა, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა, თუმცა სიცივე ძვალსა და რბილში გასჯდომოდა და მეტად აწუხებდა.

იმისხელისმომკიდეს ეს შემთხვევა თავში არც კი მოჰსვლია, იქამდის გართულრყო თავის საკუთარის მდგომარეობით. იმას ცოტა ფიქრი არ უნდოდა, რადგანაც ნათესავობამ სათემოდ ძიძიას მომავალი მის სინიდისს და მზრუნველობას ჩააბარა. ამ ქალის სახელი და პატივი, ქმრის წინაშე დაცვაც კი მისი მოვალეობა გამხდარიყო, ხოლო მთიელთ შეხედულობით, ანაბარი მგელმაც კი იცის. და ამ დროს, როდესაც თითონ მას შესდგომოდა მაცდურად გრძნობა, ჩასვლოდა სულის საძირკვლამდის და ძვალსა და ტვინს უწოვდა, შეუბრალებლად უღრღნიდა, ონისეს ამისთანა ძნელად შესასრულებელს მოვალეობასა სდებდნენ.

ქარმა, ავდარმა და სიცივემ თავისი იმოქმედეს: ქალმა ვეღარ გასძლო და გაჟრჟოლებულს ცახცახი დააწყებინა. მის პირველსავე მოძრაობაზედ ონისე გველის ნაკბენსავით შეჰკრთა და თავისავე უნებურად კისერი ქალისკენ მიეღრიჯა. იმან დაინახა თხელს ტანისამოსში ქალი და გული მოუკვდა. ძიძია, იმის ღმერთაი, სალოცავი, სიწმინდე ამ გაჭირვებაში იყო და იმას არც კი მოჰგონებოდა იმაზედ ზრუნვა!

ერთი თავის მიბრუნება, ერთი შეხედვა, ოდნა მიკარება საკმარისი იყო, რომ თოფის წამალსავით ეფეთქა და მთელს სხეულს ცეცხლი მოსდებიყო.

- ქალაუ, მოგიკვდა ჩემი თავი!.. მთლად გათოშილხარ და მე კი არც კი მომაგონდი!.. - წარმოსთქვა ონისემ და ხმა ისე აუკანკალდა, რომ მღელვარება დაეტყო.

- არა მიშავს-რა, შენაი ჭირაიმე - წარმოსთქვა ქალმა ნაზის და, ვინ იცის, რა მიზეზის გამო ცრემლმორეულის ხმით.

- ბეჩაუ, არა მიშავს-რა რაია?.. შენ რომ ავად გახდე, მე რაიღა მეშველების? - ამ სიტყვებით ონისემ აიწია ნაბადის კალთა, წამოახურა ძიძიას, რომელსა სველი შალი მოხსნა და იქვე მარხილში ჩააგდო. მერმე მაგრა მოიჭუჭკა ნაბადი და ნაზს წელზედ ხელმოხვეული ქალი მკერდზედ მიიკრა. ამ ქალის მიკარებასთან ერთად ონისეს გული მეტისმეტად გათრთოლდა, შეიკუმშა და შესდგა, გათრთოლდა კიდევ, კიდევ და ერთბაშად აძაგძაგებულმა გზა მისცა გამოქანებულ ადუღებულ სისხლს, რომელიც მწვავედ და სანეტარო აღმაშფოთებლად მთელს სხეულში დაიმქრა, რომელმაც სხეულის ყოველს ძარღვში დაჰკრა. ძიძიაც გაჩუმებული, გაწამებული და გაყუჩებული, თითქოს ამ კაცის მდგომარეობას შაეშინებინა, დაემონებინა, თუ გაეგებინებინა მისი გაჭირება, არ ეწინააღმდეგებოდა ონისესა. ამ კაცს დაეკარგნა მოაზრება, დაჰვიწყებოდა თავისი თავი, თავის მოვალეობა და თანდათან უფრო და უფრო ჰხვევდა ხელს, უფრო და უფრო იკრავდა გულში და ყოველ მოძრაობაზედ გონებასა ჰკარგავდა.

ის შაეპყრო მხოლოდ ერთს გრძნობას, რომელიც ტკბილად ჩასჩურჩულებდა, რომ ის ბედნიერია, რომ ამ ბედნიერებას ქვეყანაზედ არა შეედრება-რა. რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზედ საფიქრებლად. ონისეს თავი წყნარ-წყნარად იხრებოდა, და უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, რომელსაც ძალზედ სწვავდა კაცის გახურებული ქშენა. ის თანდათან უახლოვდებოდა და ჩასჩურჩულებდა წარმოუდგენელის სიტკბოებით, იმ სიტკბოებით, რომლითაც მართლა წრფელის გულით შეყვარებულს შეუძლიან, როგორც შეყვარებულს კაცს, რომელსაც მრავალსიტყვიერება გადაჰვიწყებია.

- გცივა, კიდევა გცივა... ჩემო ყველავ!.. - მოკლედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა ონისე, მაგრამ ამ ორიოდ სიტყვაში ხმას იმდენი მიხრა-მოხრა ჰქონდა, ისეთის ჰარმონიით იმკობოდა, რომ აშკარად შენიშნავდით აღგზნებულს საკირეს, მის გულში ანთებულს, გამხეცებულს სიყვარულს, მის მბრძანებლად გამხდარს.

ძიძია, კურდღელსავით განაბული, კაცს მიჰკრობოდა მკერდზედ და მისი ჩი გული შიშგარეულის სიხარულის ფართხალით პასუხებდა ქალის მდგომარეობას. აქამდისა ჰფარავდა თავშეკავება, წუთებამდის ლა კიდევ შესწევდა გრძნობა დაეფარა. მაგრამ ეხლა, როდესაც ონისეს თა თანდათან იხრებოდა, როდესაც იმის სა თანდათან უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, უკანასკნელი ჰგრძნობდა კაცი გახურებულს ქშენას, ძიძიას გაუწყდა ხასიათზედ ჩამოკიდებული ოთმიება, თვითონაც მოუთმენლად ამოიქშინა და მადლერი თვალები ისკენ მიაქცია.

შეპყრობილთ ერთის გრძნობი, აღზნებულთ ერთ რიგის წადილით, რაღაცა ილავი ძალა ერთმანეთისკე იზიდავდა. წუიც და სიტკბოებით დამთვრალთ-დაბნედილთ ტუჩები მათსავე გაუგებრად ერთმანეთს ჩაეწებნენ.

VI

ვინ იცის, ეყვარებულთ ალერსი სანამდის გაგრძელდებოდა, თუ ერთს მოულოდნელს შემთხვევას არ დაეშალა. ერთს მაყარს მეტად შესცივნოდა და მოეწადინა არაყით გათბობა, ამისათვის შეეყენებინა ცხენი და მარხილს ელოდა, როელშიაც ტიკორ .

როდესაც რხილი გაუსწორ, დაინახა, რომ ონისეს, რომელიც თითქოს სიცივეს მოჰფარებოდა, თავი ნაბადში ჩაეყო. ამგვარი საქციელი მთის კაცს არ მოეწონა, რადგანაც მამაკაცს სიმხდალე დედაკაცისთვის არ უნდა ეჩვენებინა: ეს, მთიელთ შეხედულობით, სირცხვილიც იყო და დამამცირებელიც, და ამხანაგის საქციელი კი დანარჩენეის სახელსაც იმდენად შეეხებოდა, რამდენადაც თითონ მომქმედს.

ამისთვის მაყარმა გადუქნია ონისეს მათრახი და თუმცა შეხუმრე, მაგრამ საგრძნობლად უთხრა:

- რას სჩადი, გუგრიანო, თუ არ გაიყინე?

ონისე შეჰკრთა და გაჟრჟოლდა. იმან წამოიხედა და ჯერედ კიდევ წარსულის წუთებით დაფანტულს თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა. პირველში ისა გრძნობდა მხოლოდ, რომ მას დაურღვიეს სიტკბოება, დაუშალეს წუთის ბედნიერება. მაგრამ რადა, ვინა? ამაში ანგარიში ვერ მიეცა.

მარამ ამგვარს მდგომარეობაში მხოლოდ ერ წუთს იყო. ონისე ჩქარა გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყალებელი ეშმარიტება, რომელიც უსპობ არამ თუ ამ წუთის სიამოვნებას, არამედ მომავალს მოსვენებაზედაც კი იმე აკარგვინებდა, და ცივ ოფლი დაას. წუთის წინ ის იყო შეპყრობილი ოლოდ ერთის გრძნობით: მას უყვარდა ანგარიშმიუცემლად, ხარკს აძლევდა ამ ძალას; მაშინ ყველაფერი გადაჰვიწყებოდა, ყველაფერი: ხალხიც, მათი მოვალეობაც, დებულებაც, თვით მოაზრებაც და მარტო მთრთოლვარე გულის ფართხალს მისცემოდა, მით უფრო სასიამოვნოს, რომ ამითვე პასუხს აძლევდნენ; - ეხლა კი ის იყო კაცი, რომელიც სჯიდა, ანგარიშს აძლევდა თავის მოქმედებაში და სწონავდა თავის მდგოარეობას.

ონისემ აშკარად დაინახა შეცდომა, აშკარად იგრძნო თავის წადილის აღსრულების შეუძლებლობა და სინანულის ნაპერწკალმა მწვავედ გაჰკრა გონებაში: - მაშ ილად თრთოდა მისი გული სანეტარო მომავლის მოლოდინით?.. მაშ ტყუილად ენთებოდა და მოუსვენრად ტოკავდა მისი გული? ამაოდ სტყუვდებოდა და ამ გრძნობითვე აღელვებულს ძიძიასაც ტყუილად იწვევდა საალერსოდ? ეს კიხვები სწრაფად ებადებოდნენ თავში, სწრაფადვე სცვლიდნენ ერთმანეთს და ერთს გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, ერთი პასუხი შეეფეთებოდა და ყურში მწარედ თითქოს ვიღაცა ჩასწივლებდა: ყუილად იკლავ თავს.

- ბიჭაუ, რაი მოგსვლია, დამთვრალი თუ არა ხარ? - გასწყვიტა სიჩუმე მაყარმა, რომელსაც ონისე გაშტერებით შეჰყურებდა.

- ჰაი, რაი? - წარმოსთქვა ონისე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაჰშორებოდა გულში და გონებაში ჩაჭედილს გრძნობას.

- ავად თუ არა ხარ? რას სჩადი?

- არ ვიცი, ღვთის მადლმა!.. ისე უგუნებოდ რასმე შევიქენ.

მაყარი მიუახლოვდა მარილს, გადაიზნიქა ცხენიდა ირდაპირ პირისახეში შეჰხედა ონის, რომელმა თავი იქით მიიბრუნა და გაბრაზებით წარმოსთქვა:

- რას მიყურებ, რაი გინდა ჩემგან?

- არც რაი, - გაიკვირვა მაყარმა და დაუმატა: - მინდოდა მენახა, სიცხე თუ არ გქონდა, გაწითლებული თუ არ იყავი?

- ღამეში რაი უნდა დაინახო, ღთის მადლსა? - იმავე კილოთი უთხრა ონისემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - სიცხეცა მაქვს, თავიცა მტკივა და მიბრუვდება.

მაყარმა ისე შეჰხედა, თითქოს არ უჯერებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავშეკავებულმა ცხენს მკერდზედ მათრახი-ღა გადაჰკრა, ეტყობოდა მას გონებაში რაღაცა აზრმა გაურბინა, რადგანაც სიცივეც გადავიწყებოდა და არაყიც, რომლის დასალევადაც აქ მოვიდა.

კარგა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას ჩაჰბრუნებოდა, თავის საკუთარ აზრებს დაჰკვირვებოდა და რაღაცა უცნაურს დუმილში ჩავარდნილიყო.

ისინი ამ მდომარეობაში იყნენ, როდესაც აერში გაისმა მხიარული სიმღერის ხმა და მას მოჰყვა ლექსი:

გაუსვი და გამოუს,

ვითომ ჭიანურიაო;

მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ,

ისიც შინაურიაო.

ამ სიტყვებმა მწარედ გაკენწლეს ონისეს გული, რომელსაც სიმღერა თანდათან უახლოვდებოდა, რადგანაც წინ წასული მაყრები შემდგარიყვნენ და მარხილების მოლოდინში ლხინი დაეწყოთ.

გაიარა რამდენიმე წუთმა და გამოჩნდნენ ცხენოსნები, რომელთაც მარხილი მიუახლოვდა.

ყმაწვილი მაყრები ხუმრობდნენ ერთმანეთში, ეხუმრებოდნენ ონისესაც, მაგრამ იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც პირველად მოსულმა მაყარმა შეატყობინა, რომ ონისე ავად არის და იმათი ხუმრობისა არა სცხელა.

ამისთვის მაყრები დაშოშმინდნენ, მაგრამ მარხილს კი მაინც არა შორდებოდნენ.

მხიარულება ერთბაშად შესწყდა და მის მაგიერ რაღაცა ჭმუნვით სავსე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო; ხვრიში წვნიკი თოვლი განუწყვეტლად მოჰქროდა ქვენა ქარისაგან გამოტაცებული და მთლად ათეთრებდა ნაბდიან მგზავრებს.

ამგვარად მიდიოდნენ გაჩუმებული მაყრები, გულჩახურული და ჩაბნელებული ხელისმომკიდე და მიჰყვანდათ გამოუცდელი ქალი, რომლის გულსაც ნამდვილი სიყვარული პირველად ეგრძნო, მის სიტკბოება ნახევრად გამოეცადა და კი არ იცოდა, მისი მომავალი რას შეამთხვევდა.

რამდენიმე წუთი და ხშირს ნისლში გაიბჟუტა შუქმა და შენობების სურათები ბუნდად გამოჩნდა. კიდევ წუთიც და ყველამ შეამჩნია, რომ სოფელს მიახლოვებულან. მარტო ონისე იჯდა გაფითრებული, თავდაღუნული და მწარე ფიქრებსაგან წაღებული ვერაფერს ამჩნევდა.

მაყრებმა იგრძნეს, რომ მაყრიონის ასე ჩუმად მისლა არ შეჰფეროდა არც იქაურს ჩვეულებას და არც იმათ სიყმაწვილკაცეს და ამიტომ დასჭყივლა ერთმა, გავარდა თოფი და მეორე გაქანდა მახარობლად. ყველა შეინძრა, აღელდა, სიცოცხლე გამოიჩინა. ჰაერში გაისმა სიმღერა და ყიჟინა, მიმავლებს სიცოცხლე დაეტყოთ.

გამოხიზლდ ონის, მარამ ის სრულია განშორებოდა დანარჩენებს, იმისმა გულმა სრულიად სხვა იგრძნო. იმან იცოდა, რომ სოფელში მისვლისთანავე ჰკარგავდა სატრფოს, რომლის გამოუცდელობაც და სირცხვილიც ხალხის ჩვეულების წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა და მასთან ერთად დაჰკარგავდა მოსვენებასაც...

VII

აგერ შევიდნენ სოფელში, მიუახლოვდნენ საყდარს, რომლის წინა დგა ვიღაც წარმოსადეგი მოხუცი, გათეთრებული როგორც თოვლი, და მხიარულად შეჰყურებდა მომავალთ. იმისი კეთილი სახის გამომეტყველება დახაზული იყო რაღაცა გვარის ხაზებით, რომელნიც პირვესავე შეხედვაზედ პატივისცემას გაგრძნობინებდათ და კვია თვალები, გულკეთილობის გარეშ, ბრძანებლობით გამოიყურბოდნენ.

გათეთრებლი, ლაზათიანის შეხეულები, მბრძანებელის მიხვრა-მოვრით და მედიდუის, მტკიცე ახის გამომეტყველებით ლოდა ხევის ბერი გოჩა, მმართელი მამა თავის ხალხისა, ახალგაზდებს. იმას პირველს ნდა დაელოცა მექორწილენი და მშობლიურის ლმობიერები ესურვა მათი ბედიერება. ონისემ შეჰხედა თავის მამას, რომლის წინაშეც მთელი ხეობა თავს იხრიდა და რომლის სიტყვაც გადაუბრუნებლად სრლდებო, და ფერმა მეტად გააჰკრა, პირი მომეტებულად გაუშრა.

მარხილი შესდგა, მაგრამ ონისე იქამდის აფანტულიყო, რომ გადმოსვლაც კი ეღარ მოეხერხებინა, სანამ მამამ არ დასძახა:

- გადმოხე, აღა ელი?

ყმაწვილი ბიჭი ჩამოხტა ანგარიშმიუცემლივ, დადგა იქავ და, მკვდარ დამსგავსებული, გაქვავებული შეჰყურებდა ხალხს, რომელიც იმის თვალში ბუზსავით ირეოდა.

პატარძალს ეხვივნენ დედაკაცები, ჩამოსვეს და გოჩასთან მიიყვანეს, რომელმაც მოიხადა ქუდი, ახსენა ღმერთი და უთხრა:

- გაკურთხოს უფალმა. - ხელი გამოართვა და მაშინვე ამატა: - ბეჩაუ, მთლად გაყინულხარ... მთლად კანკალებ.

ამ სიტყვებთან ერთად იმან მიაშველა მეორე ხელიც და ქალის ნაზს ხელებს ისე დაუწყო სრესა, თითქოს მათი გათბობა უნდოდა. მერე მოაშორა ერთი ხელი, გაუშვირა იქავ მდგომს გუგუას და საცოლეს ხელი ხელში ჩაუდო.

- უფალმა შეგაერთათ, კაციმც ნუ გაგაშორებსთ! - მტკიცედ წარმოსთქვა მოხ.

ამ სიტყვებზედ ქალი თითქოს უმეტესად გაჟრჟოლდა და ქშენას მოუმატა, ონისე კი წატორტმანდა, მაგრამ იქავ მყოფმა ვიღაცა კაცმა დაიჭირა. ხალხმა დაიძახაჯვარული და მეფე-დედოფალი საყდარში შევინენ, სადა შეოსილი მღველი ელოდათ და გოჩა კი შვილს მიუბრუნდა.

- რაი მოგსვლია? - ჰკითხა იმან და გამომცდელის თვალით დაუწყო ყურება.

- არც რა, - მოკლედ უპასუხა ონისემ და თავი დაღუნა, რადგანაც მამის ცქერისათვის ვერ აეძლო.

- რაღა არც რა, რომ ადამიანის ფერი აღარ გაძევს და ფეხზედაც ძლივს-ღა სდგეხარ?

- გუებოდ რამე შევიქენ.

- უგუნებოდ? - გააგრძელა მამამ და კიდე დააკირდა: - მაშ ქორწილში რაი გინდა? შინ წადი და დაწექ... ხელისმომკიდე სხვა იქნება ვინმე.

ამ ლაპარაკში ჩამოერივნენ გუგუას ნათესაობა, დაუწყეს ონისეს ხვეწნა, რომ მისთანა დროს თავი არ დაენებებინა და თვისი მეგობარი გუგუა მარტოკა არ დაეგდო, მაგრამ ონისეს გაუხარდა, რომ მისთვის ეტად საანჯავს სურათს მოჰშორდებოდა და თავის უბედურებას თვალით მაინც აღარ უყურებდა. გაბრუნდა და ლასლასით გასწია თავიანთ სახლისკენ, სადაც ბნელასაწოლში პირქვე დაეგდო.

გოჩა კი შევიდა და ჯვარსწერასთან ერთად უყურებდა პირბადე ამოფარებულს ქა, რომელსაც წამდაუწუმ აჟჟოლედა და ხანგამოშვებით ქშენას ძალზედ უმატებდა.

რამდენიმე კაცი, რომელიც გოჩასთან იდგნენ, მიუბრუნდნენ მოხუცს და გულმტკივნეულად ეუბნებოდნენ:

- ბეჩავი, როორ შესცივნია!..

მაგრამ გოჩა, პასუხის მაგივრად, შუბლზედ ხელს გადაისვამდა და ისეც შეჭმუხვნილს წარბებს მეტად შეიჭმუხვნიდა.

ჯვარსწერა ჩვეულბისამებრ მიდიოდა: ნისეს მაგივრადხელისმომკიდედ სხვა იღაცა ყმაწვილი ბი გამოიყვანეს. ყველაფერი მომზადდა. მღვდელი მივიდა ჯერ კაცთან და ჰკითხა: სურვი ირთავს ამ ქალსა და ჰსურს ჯვარისწერა, თუ არა? კაცმა გაიღიმა, შერცხვა და თაის დაქნევით თანხმობა გამოაცხადა. მერმე მავე კითხვით მიუბრუნდა ქალსა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანი მარტო სუნთქვაზედ და მხრების მოძრაობაზედ ეტყობოდა.

ქალმა პასუხის მაგივრად მარტო თავი დაღუნა და მის მაგივრად სხვა დედაკაცებმა, ყოველთვის სხვის მაგიერ მოპასუხეთ, - ყაყანი დაიწყეს.

- ჰა, ჰაი, რო სურს!.. რაიღა კითხვა უნდა?.. თუ არ სდომოდა, აქ რაღად მოვიდოდა?.. ართმევდნენ ერთმანეთს სიტყვას, მაგრამ ძიძია კი ჩუმად იყო.

- მაშ შენის ნებით იწერ ვარსა? - განიმეორა ღვდელმა.

- თავის ნებით იწერს, ჩემო ყველაო, თორე ოძალადე ვინა ჰყავს! - მოისმა ისევ დედაკაცებისაგან და დაკმაყოფილებული მღვდელი შეუდგა მეშვიდე საიდუმლოს აღსრულებას.

VIII

ჯვაწერამ გაიარა ჩვეულებრივის მხიარულებით: მოგროვილი ალხი, მაყრები და მეტადრე ედაკაცები არ ისვენებდნენ და ყოველთვის აჩურჩულო მასალ პოულობნენ და, ერთხელ მომზადებულნი სამხიარულო, შემთხვევას არ გაუშვებდნენ, რომ არ გაეხარხარათ, თუნდა სასაცილო არა მომხდარიყო-რა.

მარტო პატარძალი იდგა ქვასავით დამუნჯებული და გოჩა, რომლის სახეც რაღაცა დამყარებულის, პატივსაცემის სხივით ბრწყინავდა. იმას აშკარად ეტყობოდა, რომ გულწრფელის რწმუნებით იყო გატაცებული და მთლად მისცემო თავის გრძნობას და უზენაესს ულწრფელად ვედრებოდა.

გოჩა იყო ობელი მამა თავის ხალხისა და, აშასადამე, იმისთანა ამაღლებულს შესამჩნევ შემთხვევის დროს, როგორიც ქორწინება არის, თავის შვილებისთვის რომ არ ელოცნა, არ იქნებოდა. ამასანავე მას სწამდა, რომ ხალხისაგან ამორჩეული, ღმერთისაგანაც ამორჩეული უნდა ყოფილყო, რადგანაც, აღზრდილს ალხის ჩვეულებათა შორის, ანდაზად გარდაქცეული რწმუნებაც, ხმა ღვთისა და ხმა ერისა, სისხლსა და ხორცში გასჯდომოდა. გოჩა დარწმუნებული იყო, რომ მისს გულწრფელს ვედრებას უზენაესი შეისმენდა და, რწმუნებით დაიმედებული, იმ კაცის სახე, გულმხურვალე ლოცვის დროს, რაღაც ძლევამოსილს, ხალხის დამმორჩილებელს სურათს წარმოადგენდა.

ასეთი იყო მოუცებული გოჩას სახე, რომლისთვისაც განუწყვეტლივ ზრუნვა, ფიქრ, გამოცდილებას და გონებრივ მუშაობას უფრო უმეტესის პატიოსნების, კუის და ადამიანობის ბეჭედი დაესვა. ეს სახე ხანდისხან იცვლებოდა იმის კვალობაზედ. თუ მისი აზრები და გონების მიმდინარეობა რა საგანს შეეხებოდა და ამგვარადვე ეცვლებოდა რი პირისახეზედ.

ხანდისხან რაღაცა მჭმუნვარება შეუხრიდა წარბებს, შეუკრავდა შუბლს, მაგრამ ეს იყო ერთს წუთს მზეზედ გადაფარებული ღრუბელი, რომელსა მხოლოდ წუთით შეეძლო მოჩრდილება, - მლოცველის თვალები, ცისკენ მიპყრობილნი, ისევ ძლევამოსილის, გამარჯვებულის შუქი ინთებოდნენ.

გოჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მისი მრავალგვარად გამოცდილი გული რაღაცა უბედურების მოახლოვებასა ჰგრძნობდა, მისი გამოცდილის თვალებისთვის შვილის ერთი დანახვა კმაროდა, რო მის საქციელში, ავადმყოფობის მაგიერ, სხვა მიზეზი დაენახა, მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, საიდანა ჰქროდა ნიავი, რომელიც მას, როგორც დირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, - მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.

გათავდა ჯვარისწრა, მეფე-დედოფალი წაიყვანეს სახლში, შემოატარეს კერას და გააშორეს, რათა დედოფლისთვის ქალებში მისლით რაოდენიმე თავისუფლება მიეცათ, და ხალხი კი გოჩას თავმჯდომარეობით ვახშმად დალაგებულიყო.

რასაკვირველია, სიძეც, თავზედ ფოჩეიან ვირგვინი, იქვ შუა ადგილას დაესვათ, ტოლ-სწორები გარს შემოჰხვეოდნენ და ლაჟღანდარობით გართულს და ბედნიერებით გახარებულს, დროს ატარებინებდნენ.

დაიწყო საერ მხიარულება, სმა, სიმღერა დასმურები; ხანგამოშებით რომელიმე მოხცი გადმოიღებდა ფანდურს და თითების ჩაკვრით ევდიანს სიმებს ააჟღერებდა და ზედვე სევდიანად, მაგრამ საგრძნობლად დასძახებდა რომელსამე გმირის ლექსად მოთხრობილს მოქმედება.

ამ წუთებში გამხიარულებული, აყაყანებული ხალხის ხუმრობა ერბაშად შესწყდებოდა, ჩამოვარებოდა სრული სიჩუმე და გულის ძგერით ყურს მიაპყრობდნენ ხალხოდ წარმოთქმულს სიტყვას, სადაც ქვეყნისთვის თავდადება და სამსახური, სივაჟკაცე და პატიოსნება ისე უხვად ჯილოვდებოდა და სადაც კაცის მოვალეობა ცხოვრებაში ისე ნათლად იხატებოდა და შეისწავლებოდა...

ამას ისევ ცვლიდასმური, მერეგოგონა და ასე გრძელდებოდა გათენებამდის.

IX

ამ საერთო მხიარულების დროს, როდსაც გუგუას სახლში თავმოყრილთ გულები მხიარულად ყინულზედ გამოსულს ზრნველს ბატკნებსავით თამაშობდნენ, ონისე პირქვე ეგდო და დამძიმებული, გახურებული თავი ბალიშიდგან ვერ აეღო. მას სისხლი მოსწოლოდა თვალებში და დროგამოშვებით ბრჭვიალებით უელავდა, თავი ძალზედ გაჰბრუებოდა და საფეთქლებში თითქოს ჩაქჩებსა სცემდნენ; ყურებში ხუილის ხმა გაისმოდა და ტანი ცეცხლსავით გახურებული რაღაცა მოუსვენრობაში ამყოფებდა. ჩქარ-ჩქარა და ძალზედ ქშენა აშკარად ამტკიცებდა, რომ რაღაც აწუხებდა და იმის მოშორება თითქოს მკლავების უაზრო წყვეტებით უნდოდა.

ამ მდგომარეობაში მყოფი ონისე ხან მთლად გაცივდებოდა და ხან ცივ ოფლსავე დასხული წამოტრიალდებოდა, წამოჯდებოდა, უსაგნოდ გაუშტერებდა რასმე თვალებს, თავი და მკლავები ჩამოუცვივბოდა და, ნახევრად ტუჩებგახსნილი, რაოდენსამე ხანს სე დარჩებოდა. მერე ისევ მოუსვერად მიეგდებოდა და თვალწინ დაუწყებდნენ თამაშს სხვადასხვა სურათები, ერთი მეორეზედ უფრო საოცნებო, უფრო ასაშტერებელი, მაგრამ იმათ არავითარი გადასაბამი, შემაერთებელი ნასკვი არ მოსდვდა.

მაგრამ ეს თავდავიწყბა იყო წუთისა, რადგანაც ონისემ ერთბაშად დაიკივლა და გაფითრებული ფეხზედ წამოიჭრა. შესდგა, წუთზედ მოიფშვნიტა გახურებული თვალები, რომლებშიაც ეკლებსავით რაღაცა სჩხვლეტავდა და სიტყვებით: არ იქნების, არ მოხერხდების! კარებისაკენ გაქან.

- სად მიხვალ? - იქავ შეაყენა ვიღაცას ხმამ და კარების ზღურბლზედ ამოჩნ გოჩა, რომელსაც ანთებული კვარი ხელში ეჭირა.

- გოჩა! - მოულოდნელობის გამო უკან მოწყვეტით წამოიძახა ონისემ და შესდგა.

მოხუცმა შეჰხედა შვილსა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, შევიდა სალში და ჩამოჯდა.

- დაიჭი, კედელში გაამაგრე, - გაუშვირ მამამ ვა, რომელიც ონისემ გამოართვა და ბუხრიდგან გამოშვერილს ჭაჭზედ დადო.

- სად მიდიოდი? - ისევ იმ მბრძანებელის, თუმცა დამშვიდებულის კილოთი გაიმეორა ხევის ბერმა.

- არც-სადა, - ვეღარა მოახერხა-რა ონისემ.

- ეგ პასუხი არაა, - შეიჭმუხვნა წარბები მოხუცმა, რომელსაც უნდობლობა არ უყვარდა.

- ქორწილში ვაპირობდი წასვლას...

- რაიღა ქორწილისაა, ეხლა იქ გალექებული ხალხის მეტი ვინღაა?

- მთები ჩამოთოვლა და ნადირებს ქვევით ჩამოჰყრიდა; ვამბობდი, ორწილში ვინმე მონადირე იქნებოდა, ნამგალად გავიხდიდი და ნადირობ ერთად წავიდოდით.

ონისემ ეს სატყვები ხელად მოიგონა, რადგანაც მამა ჩასცქეროდა და მას კი გულის გადახსნა არ უნდოდა.

- ბალღო, რას ხუმრობ?

- რაისთვი მრო? - მოუთმენლა შეჰხედა ონისემ, რომელსა გადაჰკიდებოდნენ და აღარ ეხსნებოდნენ.

- ამ ფიფქს თოვლში სანადიროდ საით გაისვლების?.. ზოვმა სადმე ჩაგმარხოს, ის თუ არ გინდა?

ონისემ ერთბაშად ვერ მოიაზრა, რომ ფიფქს თოვლში ნადირობა მართლა საშიში იყო და ამისთანა მოუაზრებლობა, უმიზეზოდ ძალად გაირვების თავს ხვევა გამოცდილს მოხევეს არ მოეწონებოდა.

- რაისთვი? - მოიწადინა შვილმა შეცდომის გასწორება: - ქარი იყო და ქედებზედ თოვლებს აღარ დააყენებდა.

მოხევემ კიდევ შეჰხედა და ცოტა სიჩუმის შემდეგ უთხრა:

- იყუჩე, ბალღო! შენ ცხო რაიმე გაქვს გულში.

- რაი უნდა მქონდეს? - აჩქარდა ონისე.

- არ ვიცი და ამას არცა გკითხავ, - მტკიცედ უთხრა მოხუცმა და დაუმატა: - შენ ისა სთქვი: იცი, ვისი გორისა ხარ?

ამ სიტყვებზედ რიგი ონისეს შეჰხვდა, - გაკვირვებით შეეხედა მოხუცისათვის.

- ჰაი, ჰაი, რო ვიცი.

- აბა, მაშ მაგას ნუ დაივიწყებ, - თითის ქნევით უთხრა მოხუცმა და სწავლების კილოთი გააგრძელა: - ვინძლო ქვეყანა არ გააცინო...

ყმაწვილმა ბიჭმა თავი დაჰხარა, თითქოს დანაშაული იგრძნოვო და ლოყები წითლად აენთო.

- აბა, მაშ წადი, - წამოდგომით გააგრძელა მოხუცმა: - წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემს სიტყვებს ნუ დაივიწყებ... გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი.

ამ სიტყვებზედ მოხუცმა კვარს ხელი დაავლო და შვილთან ერთად დერეფანში გავიდა. იქ კიდევ შესდგა, შეჰხედა შვილსა, თითქოს რაღაცა უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმაამოუღებლივ გაბრუნდა და სამყოფო ახლში შევიდა.

ონისე კი რამდენსამე ხანს იმავ ადგილს დერეფანში იდგა და ანგარიშმიუცემლად ადგილიდგან ვერ დაძრულიყო.

იმას ესმოდა, რომ შვილის მდგომარეობას მამა მიმხვდარიყო, მაგრამ სადამდე მიუღწევია ამ მდგომარეობას, მოხუცს ჯერ ვერ გამოერკვია, თუმცა ესმოდა, რომ ეს მდგომარეობა მის სახელსაც შეეხებოდა.

მამა ეუბნებოდა: ახსოვდ, ვისი გორისა ხარო, და სწორედ ამ სიტყვებით აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს სახლობასთან აკავშირებს და მისი საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო დანაშაულადა სთვლიდა, ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან აღმოიფხვრიდა და სწორედ ამ წადილმა წამოაძახა:

- წავალ, შევალ ქორწილში... ულვაში მაქვს, ქუდი მხურავს და გულიც უნდა დამმორჩილდეს.

ამ სიტყვებთან ერთად ის გაბრუნდა კიბისკენ, რამდენიმე გადახტომაზედ ჩავიდა ქვევით და მივიდა გუგუას სახლში, სადაც ჯერ კიდევ გაცხარებული ტაშ-ფანდურა და მხიარულება იყო, თუმცა გათენებას უკვე მოეღწია.

ყველანი სიხრუით მიეგებნენ ონისეს, რომელიც მისვლის შემდეგ ყველაზედ მეტს მხიარულებდა, ყველაზედ მეტს მღეროდა, ყველაზედ მეტს ოხუნჯობდა...

X

გათავდა ქორწილი მხიარულების პირველმა დღეებმა გაიარეს. პატარძალიც სწორებმა წაიყვანეს, ჩვეულებისამებრ, წყლის მოსატანად, იქ გაუჭრეს ხაბიზგინები უმღერეს ამ შემთხვევისათვის შემოღებული ლექსი:

ჩემო ხელისმომკიდეო,

ტაგანაი მომკდეო...

და ცხოვრებამ მიიღო ჩვეულებრივი სახე.

ძიძია გამოდგა ნებული, მორჩილი ქალი, რომელიც არასოეს არა ზარობდა და საქმესა და სახლს მუყაითად ექცეოდა. მისგან არც ჩხუბი, არც წინააღმდეგი სიტყვა არ ოისმოდა და უფროსი რძლები, ყოველთვის უმცროსების დამჩოლფოტებელნი, ძიძიას ნამდვილს დასავით ვლიდნენ.

გუგუა, რომელიც შესტრფოდა თავის ცოლს, ისე შინ არ შემოვიდოდა, რომ ცოლისთვის ან ჩურჩხელის ნაჭერი, ან წითელი ვაშლი არ მოეტანა და ატაცებულის გრძნობით არ დაეკოცნა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ საზოგადოდ გაჩუმებული ძიძია, ყოველთვის მარტოობას ეძებდა. და იმისი ფერდაკარგული, გაცრეცილი ტუჩები თავის დღეში არ გაიღიმებდა.

ყველანი ცდილობნენ მის გამხიარულება, შედარებით ხევის სხვა რძლებთან თავისუფლებას აძლევდნენ, დაჰყვანდათ ხატობაში და სატირალზედ, იმ ერთს თავმოსაყრელს ადგილს, სადაც მთელის წლობით დაშორებული ნათესავები და მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან და დიდხანს შეუბებულს შთაბეჭდილებას სხვასთან გასანაწილებლად გზას აძლევენ. მაგრამ ძიძია მაინც ისევ ისე გულჩათხრობილ რჩებოდა, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა: სამელიც, სასმელიც, ჩასაცმელიც; არ აკლდა არც მზრუნველები, არც მოსიყვარულე გული, მაგრამ მის არებას რაღაცა სჩაგრავდა, რაღაცა აღონებდა და ჰლევდა.

პირველში ბევრსა ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოსდის საბრალო ქალსა, მაგრამ ჩქარა იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც მის გულის სიღრმეში ვერ ჩასწვდნენ და გადასწყვიტეს, რომ ასეთი ასიათისა ყოფილაო.

ამ ხანში ონისე კი ფშავს წასულიყო, სადაც დედ ძმები ჰყვანდა და იქ ნადირობაში და მეცხვარეობაში აპირობდა დროს გატარებას და ნაღველის გაქარვებას, მაგრამ, როდესაც სადმე ქედზედ გასული თავის ბედს დააკვირდებოდა, მაშინვე ძიძიას სახე განმაათლებლად ჩაეშუქებოდა გულში და სანეტარო ტკბილს მკვნესავს ვრაში შეიყვანდა.

ცა, ღრუბელი, ვარსკვლავი, მთვარე, ბუნების მდიდარი სურათები ონისესთვის მდიდარნი და სიტკბოებით სავსენი მხოლოდ იმიტომ-ღა იყვნენ, რომ მათთან ერთად ეხატებოდა ძიძიას სურათი, მათ სატრფოსთან დადარბი თავდვიწყებამდის ეალერსებოდა.

XI

გაიარა ბნელმა და გულჩათხრობილმა ზამთარმა და მასთან ერთად გაქრა სევდის ამშლელი ტყვიის ფერი ღრუბელი, რომელიც მწუხრის ზეწარსავით აბნელებდა მთის წვერებს და ხევებს. მასთან ერთა გაჰქრნენ ჩრდილოეთის ცივი ქარებიც, რომელნიც ბაიყუშურის ზუზუნით გაყინულს თოვლს აყრიდნენ დედამიწის გაცოცხლებულს სურნელოვანს ფარდაგს და სულშეხუთულს ახმობდნენ, ფშვნეტდნენ და მტვრად აქა-იქ აბნევნენ. ბუნბა შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა, წამოიწია და თეთრად გადაფარებული თოვლის სუდარი ჯერ დედამიწას ააშორა და მალე, მზის დახმარებასთან ერთად, წყლად აქცია და ქვევით ხევებში ხრიალ და უგზო-უკვლოდ გააქან. მძიმე, უსიამოვნო ტვირთისგან განთავისუფლებულმა კავკასიის მთებმა თითქოს თმები შეიბერტყეს და დამასევდიანებელის ყინულის მაგიერ მწვანე ხავერდი გადაიფარეს. გაიღვიძეს ყვავილებმა და ნაზად თავის გადაგდ-გადმოგდებით დაუწყეს ერთმანეთს არშიყობა. გაშმაგებული მზის სხივი მოუსვენრად ჰლამობდა მათის მშვენიერებით დატკბობა, მაგრამ მდელოთ ეკლუცნი მორცხვად პირს არიდებდნენ. მარტო დაუსვენარს ფუტკარს ვერ ემალებოდ და ნებას აძლევდნენ სურნელიანი ფერფლი მოეკრიბა თავი ნაზის, რბილის, ბუსუსიანის ფეხებით და გაშმაგებულს ამოეწოვა აქ სანეტარო ნექტარი.

დილის ნამი მარგალიტსავით ესხმებოდა სიცოცხლით სავსე მწვანე ფოთლებს მზისგან მეტად გახურბულ მცენარეთ რაოდენადმე აგრილებდა.

ჰაერში გაისმა გალობა და ჭიკჭიკი ფრინველებისა, რომელთაც თელი სამოთხი ნეტარება მოელოდათ; ტკბილის ძახილით მოუსვენრად იწვევდა ამხანაგი ამხანაგს ამ ნეტარებისთვის. ყველა გაცოცხლებული, ყველას ული სცემდა და მიიბრძოდა ტოლთან საფართხალოდ.

ბუნების ამ სართო მეჯლიშს დაჰყურებდა ონისე, რომლის გულსაც ჯერ გაზაფხული არ სწვეოდა და ზამთრის ღრუბელსავით ნისლმოხვეული მწარედ ჩაბნელებულიყო.

ყველასთვის ტკბილი, გასახარებელი იყვენ ეს მედიდური სურათები, მაგრამ ონისეს გულს კი მარტო ნაღველს აწვეთებდენ და სიტკბოების მაგირად ძირმწარეს აპკურებდნენ.

ონისე ოხრავდა, ჰქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დარილს ლომსავით გამედგრებული მინვით ადიოდა მთა-ბარად.

ისა სწუხ და ღონდებდა, უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნეულიყო, უნდოდა თავიანთი ანკარა წყაროს ჩუხჩუხი გაეგონა, რადგანაც სხვა ქვეყნის წყალის არამც თუ გემო, არამედ ხმაურობაც ისეთს მოალერსედ აღარ ეჩვენებოდა, როგორც ვეფხსავით გააფთრებულის, კლდიდგან კლდეზედ მხტუნავის თერგისა. ონისეს ეხლა თავი ქვეყნის იმ ადილების ნახვაც კი სანეტარო გაჰხდომოდა, რომელნიც უწინ თვალდასანახად ეჯავრებოდა, მაგრამ თავის მხარეში მიბრუნება ვერ გაებედა, რადგანაც ეშინოდა, ღონეს არ ეღალატნა და მამის სიტყვები: იცი, ვისი გორისა ხარ?.. ქვეყანა არ გააცინო, რომელსამე უცაბედო შემთხევას არ გადაევიწყებინა.

ონისეს იმედი ჰქონ, რომ ძიძიასთან დაშორება გულის ცეცხლს გაუქარებდა; ამავე აზრით ეარშიყბოდა თუშის ტანად ქალებს; იმედი ჰქონდა, რომ მა ალერსი ააკმაყოფილებდა, მაგრამ რაწამს ტკბილს სიტყვას ვისმე ეტყოდა, რაწამს მიუახლოვდებო რომელსამე თვალჟუჟუნას, მაშინვე ძიძია მაცდურად დაებადებოდა თვალწ და ეკლუცის, ჭკუის ამრევის ღიმილით დაუწყებდა ცქერას; დაუწყებდა ცქერას, აღუშფოთებდა სისხლს, გულს, მთელს არსებას. ის შემოსცინებდა და ამ ღიმილში გამოიხატებოდა სიტყვები: თავს უბრალოდ აწყვეტ, ვერსად წამიხვალ. და ეს საკმარისი იყო, რომ ანგელოზის ნის შმაკად მოსჩვენებოდა.

ამგვარად ატარებდა ონისე და უიედოდ, უბრალო ბრძოლაში ჰლევდა ყმაწვილკაცობის გრძნობას და ცეცხლსა.

ძნელი და მწარე იყო ისი ცხო, მაამ მაინც ყოველთვის მისი ფიქრე ერსა და იმავე გადაწყვეტილებით თავდებოდა და ეს გადაწყვეტილება იყო, რომ ძიძია არ უნდა ჰყვარებოდა და უნდა დაევიწყა.

XII

რთ ღეს, არხოტის ერთი მთის ძირას, სადაც თუშებს საზაფხულოდ ცხვა ედგათ, მწყემსები შეყრილიყვნენ და საღმრთო გაემართათ. მწყემსთა შორის მრავალი მოხევეები იყვნენ, ელთაც თუშების ცხვარი დაეზიარებინათ და აქ ელოდნენ ყავლის გასვლას.

საკლავები მოხარშულყო და მოგროვილი ხალხი ნეთს ეთავაზებოდნენ, რომ რიგზედ უფროსობით დამსხდარიყვნენ; ნახევარი წილი ხალხისა კიდეც დალაგებულიყო, როდესაც ქედზედ გამოჩნდა ვიღაცა კაცი, გაშიშვლებული თოფი გადაეგდო მხარზედ, წამოეკეცა ჩოხი კალთები და გამალებული მოაბიჯებდა; მოხდილი ქუდი ხელში ირა და მით ჩქარ-ჩქარად იწმენდდა შუბლსა, რომელზედაც ხვითქი გადმოსდიოდა.

როგრც ეტყობოდა, მომავალი შორის გზიდგან უნდა ყოფილი და უეჭველად საჭირო საქმეზედ წასული, რადგანაც ყოველ ფეხის გადადგმაზედ ცდილობდ იჯისთვის მოატებინა მით გძელი გზა შეემოკლებინა. მთაზედ მყოფ ხალხმა მომავალს შეჰკრა თვალი და ყურება დაუწყო. მთაში მგზავრი ძნელად ჰხვდება, და ამისათვის ახლადმოსულისაგან ელა ახალს ამბავს მოელის ხოლმე; ყველას იმედი აქვს თაის სოფლის, თუ სახლობის მდგომარეობაზედ რასმე გაიონებ მის მო მომავლის ყოველ ნაბიჯს მოუთმენლობაში ყავს ლოდინე და გულის ძგერით ასურ მის ჩქარა მოახლოვეას.

სწორედ ასე იყო ეხლაც : ყველანი წამოიშალნენ და სიტყვებით: ვინ იქნება? ძალუმ ჩქარა კი მოდის...“ - დაუწყეს ყურება.

მზ მავლი მხრიდგან და, რადგანაც მწყემსებს შუქი პირდაპირ სახ სცემდა, სთვის იმ ხელებით მოეჩრდილებინათ ვალებისთვის და ისე გასცქეროდნენ. მაყურებელთ შორის ონისეც ერია, რომელსაც მოუთმენლობა ყველაზედ მომეტებულად დასტყობოდა და ყველაზედ წინ გასულიყო, რომ უცნობს სხვაზედ ადრე შეჰყროდა.

უცნობი ჯერ შორს იყო და ღელე ჰქონდა გამოსავლელი, რომელშიაც ჩქარა ჩაეფარა. ონისე თვალს არ აშორებდა ამ ადგილს, სადაც ის კაცი უკანასკნელად დაინახა.

მომავალმა ამოიარა ღელე, თავი ამოჰყო ფერდობზედ და ონისემ ერთი შეჰკივლა და სიხარულით მომავლისკენ შავარდენსავით გაქანდა. იცნო თავისი მეზობელი და თავისთან ერთად შეზრდილი მოხევე.

- გზა მშვიდობისა, დათაუ! - შორიდგანვე შესძახა გახარებულმა ონისემ.

- მშვიდობა მოგცეს უფალმა, - გადაუხადა სალამი დათამ.

ორნივ მიახლოვდნენ ერთმანეთს, შესდგნენ და გადაეხვივნენ. მასუკან გაშორებულნი რაოდენსამე ხანს მად დარჩნენ. ონისეს ვერ მოეხერხებინა ეკითხა რამე, რადგანაც ძალზედ მოწოლილი სურვილი ათასის ამბის ერთად შეტყობისა ნებას არ აძლევდა, რომ ერთერთიდგან დაეწყო გამოკითხვა და დათა კი თითქოს გასჯიბრებოდა და განგებ არას ეუბნებოდა.

ახლადმოსული მეტად დაფიქრებული იყო, რომ მის მხრით ეს სიჩუმე ონისეს ხუმრობად იე; უეჭველია, იმას რაღაცა უბედურება მოელოდა და დათა იმიტომ აგვიანებდა ხმის ამოღებას.

ონისემ შეჰხედა და ფერი ეცვალა.

- რაი ამბოვია, მითხარ? - თითქმის ხვეწნით და კანკალით წარმოსთქვა ონისემ და უანგარიშოდ ხელები წინ გაიშვირა, თითქოს ეშინოდა არ წაქცეულიყო.

- ამბოვი... მივიდეთ ბინაში და ეტვით, ყველას გიამბობთ.

ონისეს, როგორც მარტო ერთს საგანზედ დაფიქრებულს, სხვა ვერა წარმოედგინა-რა, რომ საქმე ძიძას შეეხებოდა და ეგონა, რომ ახლადმოსული სიბრალულით არ უმჟღავნებდა.

იმ წუთში ონისე ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ დათამ იმის მდგომარეობი არა იცოდა-რა და, მაშასადამე, მის სიბრალულსაც ვერ იგრძნობდა.

აღგზნებლი გონება ფარვანად გადაჰქცეოდა, მისთვის მხოლოდ ერთს ადგილს ანათებდა სიწმინდის ლამპარი და მას დასტრიალებდა, მას ლებოდა თავსა. სხ საგანი არც მის გულს, არც მის აზროვნებას არ ეკარებოდა.

- მითხარი, ბალღო, ნუღარ მიმალავ, - ძლივს წარმოსთქვა ონისემ და დაუმატა: - დააკლავს ხარს რაიღა ყურება უნდა?

ახლადმოსულმა შეხედა ონისეს და დაინახა, რომ სამარის ფერი დასდებოდა. იფიქრა, რომ ონისეს უეჭვლად ეგონა, შინ რაიმე უბედურება შეემთხვა და მისი შეეშინაო.

- ბეჩა, რაი მოგსვლია? ყველანი მშვიდობით არიან.

- ნუ მომატყუებ, ღთის მადლსა!

- არა, სპარს-ანგელოზის მადლმა. აბა რაისთვი მოგატყუებ.

ლაპარაკი ისევ შესწყდა. დათა გაბრუნდა მწყემსებისკენ და ონისეც ინსტინქტიურად უკან გაჰყვა.

- დათაუ, მაშ რად არ მეუბნები, რაი ამბავია? - ისევ ეჭვმა გაურბინა გულში.

- მშვიდობის მეტი არა ვიცი-რა.

- მოიცა-ღა! - შეაყენა ონისემ, მაგრამ ლაპარაკის გაგრძელება კი ვეღარ მოახერხა; სიტყვა ძიძიაზედ უნდოდა ჩამოეგდო, მაგრამ მისი სახელის წარმოთქმა ვერ გაებედნა. დათა იდგა და ლაპარაის გაგრძელებას ელოდა.

- რაი გინდა? - ჰკითხა იმან ბოლოს.

- მე... მე... მამაი კარგადაა? - ძლივს გაიგნო ენა.

ახალადმოსულმა გაოცებით შეჰხედა.

- გონსა ხარ, ბიჭაუ, თუ არა?

- მაშ მიამბე, მითხარ... მითხარ ყველაფერი, ყველას ამბავი, - აჩქარებით დაიწყო ონისემ და ისეთის მუდარებით შეჰხედა, რომ კაცს შეეცოდებოდა.

- გოჩაც მშვიდობითაა, შენი ბიძაცა, ღთის მადლით შენი ჯალაბობა ყველა მშვიდობითაა... ისრე არიან, ღთის მადლმა, თიკნის ურიც არ დაჰკლებიათ.

- მაშ რაი ამბავია?

- რაი ამბავია და ნუგზარ ერისთავს ჩვენი ყმად გახდომა გაუზრახავს.

- რაო? - გაიკამათა ონისემ ისეთის ხმით, თითქო არ სჯეროდა.

- თუ არ დამმორჩილდითო, ლაშქრით თავს დაგესხმით და ამოგწყვეტავთო.

- მანამ ნურას სჭამს, სანამ ხევი ვერც ამოსწყვიტოს და ვერც ყმად გაიხადოს, - ამაყად წარმოსთქვა ონისემ და შუბლი შეიჭმუხვნა.

ამ ლაპარაკში მოვიდნენ სხვა მწყემსებიც.

- აბა ეგ ნიადაგ ეგრე იქნების, მაგრამ ნუგზარის მოუსვენრობა სათემოდ გავარდნილია... რაკი ერთს იტყვის, თავადაც იცით, რომ უსისხლოდ აღარ დადგების...

- მაშ ხევში რას აპირობენ? - იკითხეს იქეთ-აქეთ.

- ემზადებიან... თუ ძალა მოინდომეს, უჩხუბრად ვერ მოვრჩებით: მთებში ყველგან ბიჭები გაგზავნეს, რომ საცა ჩვენი მწყემსები არიან, მოაგროვონ, მეც აქ გამომგზავნეს. მთელი მთიულეთი შეუყრია. ოსებიც მას მისდგომიან და ჩვენზედ წამოსულან... ეხლა თრუსოს ხეობაში თურმე დგანან.

- წავიდეთ, წავიდეთ! - გაისმა რამდენიმე კაცის ხმა, რომელთაც იარაღს გაივლეს ხელი, თითქოს ეხლავ ომში უნდა შერეულიყვნენ.

- ოსებს რაიღა უნდათ? - იკითხა ონისემ, რომელსაც ამ საქემ ძიძია ერთის წუთით დაავიწყა.

- ოსები ითომ შუაკაცობენ და საქმით კი წყალს ამღვრევენ... თავად ჩვენთან ვერა გაუწყვიათ-რა და ახლა ნუგზარაის იმედი აქვსთ.

- აბა, ბიჭებო! გვიანობისა აღარაა! - დაიძახა ონისემ და დაუმატ: - რაიც ამბოვია, ავიგებთ.

- წავიდეთ, წავიდეთ! - მისცეს პასუხად და გაქანდნენ თავიანთ არგისა და თოფებისაკენ.

XIII

გარიჟრა იყო. თერგის ხეობაზედ ხშირი და ბამბასავით გაჰპენტილი ნისლი შემოწოლილიყო, მოებურა მთელი მიდამო სოფლები, თიქოს შიგ გახვეულიყვნენ. რამდენიმე ადგილს ნისლი ამეგლიჯა უმაღლეს მთის წვერებს და ისე მოჩანდნენ, თითქოს ჰაერში დგანანო. მათ ზევით ლაჟვარდოანი ცა შეწილებულიყო მზის მოახლოვეულის შუქით. ვარსკვლავებს ეგრძნოთ დღის მოახლოვება და შემკრთალები ნაზის სხივით ძლივსღა ციმციმებდნენ. გათეთრებული მოხუცი კავკასიისა ამაყად გადმოჰყურებდა სამების წვერს, რომელზედაც ამავე სახელის ტაძარი, ძველი და საკმაოდ მოზრდილი, გამწვანებულს ყვავილიან ველზე წარსულის მოსაგონებელ ნაშთად დარჩენილიყო. ქვეშ მიმდგარს თანასწორ ნისლს წმინდა სახსოვარი ჩვენის წარსულისა თითქოს დედამიწისაგან განეშორებინა.

ამ ადგილიდგან ელაფერი მედიდურად მოჩანდა. ყველას ეძინა, გაყუჩებულიყო და თვით ეს გაყუჩება რაღაცა სევდიანს დუმილს ჰბადავდა. თვით დაუდგრომლს ნიავსაც კი სული გაენაბა და ცელქად აღარ შესთამაშებდა კეკლუც სურნელებს. ათასში ერთხელ დამკრთალი ჯიხვის ფეხით გადმოგორებულის ქვის ხმაურობა თუ დაარვევდა საზოგადო სიჩუმეს და შეუერთდებოდა მთებიდგან გადმონადენის ჩანჩქერის ჩხრიალს, რომელიც დაძაბულს ნებას მშობლიურს ნანას ეუბნებოდა.

რთბაშა გაისმა გაგრძელებული სტვენა: ეს რომელსამე მოუსვენარს შურთხს ეგრძნო გათენების სიახლოვე ან სიზმრად ტოლი მოჰლანდებოდა.

გაწითლდა ყინვარწვერის თავი, მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი გადმოფინეს, თეთრმა უმტერო თოვლმა ნათლად ბრჭყვიალი დაიწყო. მას მოჰყ კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს, რადგანაც ბუნების მშვენიერებით მარტო დატკბობა არ ესმოდა. შეფრთხა ჯიხვიც და არჩვიც, ღამემ საკმაოდ დაუღალა მარდი და მკირცხლი ფეხები, ვარჯიშობა ირვებოდათ, თეთრი, ათასფერად მოკამკამე თოვლი სათამაშოდ იზიდავდა, სასიამოვნო სურნელება ტვინს უმღელვარებდა, თავბრუს ახვევდა და დაჭარბებული სიტკბოება ფრუტუნით უნდა მოეშორებინა. შორი-ახლო მყოფს დათვის ტყეში შაშვმაც გრძნობით შესჭიკჭიკა ბუნების სიტკბოებას. ერთბაშად დაჰკრა ზარმა და მისი ხმა ლტოლვით და თანდათან მისუსტებით ამოვარდნილმა ნიავმა გაჰფანტა მთეში. მოის მეორეჯერ და მას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი და ხანგამოშვებით რეკა. ეტყობოდა, სამების ტაძარში მყოფს ყარაულებსაც გაეღვიძნათ.

დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა აღშფოთებულს საყვარელსავით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა დაიწყო გაპარვა.

გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული და აქაფებული თერგი. სოფლებიც მოძრაობაში მოსულიყვნენ. ყველგან ხალხი მიდი-მოდიოდა, სოფლების წინ ჯგუფდებოდა და რაღაცას მღელვარებდა. ყოველს სოფელთან ხალხის შუა მოჩანდა სასოფლო დროშა, რომელიც ნიავისაგან წყნარად ფრიალებდა.

ამ ხანში წმიდის სამების სამრეკლოზედ ზარების რეკა არა სწყდებოდა. ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმაგერგეტულას სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. მედროშენი დროშებით გაუძღვნენ წინა; უკან წამოჰყვა მოწიწებით ხალხი, რომელიც თავის პატივის და სახელის ნიშანს, სახალხო წმინდანს, ცეცხლშიაც წარბშეურხევლად გადაჰყვებოდა.

ყველანი სამებისკენ გაემართნენ; ისინი მიეშურებოდნენ იმ ტაძრისაკენ, სადაც თემის ყრილობა უნდა მომხდარიყო, სადაც თემის საბჭო იყო გამართული და სადაც ერთხელ ხალხისაგან გადაწყვეტილებას ყველა მთიელი ემონებოდა და განუკითხველად ასრულებდა.

მათ სამეის საბჭოში მოელოდა ორის კვირით საწმენდად გასული ხევის ბერი გოჩა და მისნი თანაშემწენი, რომელნიც ორი კვირის არხულობაში და ლოცვაში იყვნენ, რომ სათემო დროშის თავის შეხების ღირსნი გამხდარიყვნენ.

დროშის თავი მათთვის სახუმრო არ იყო: მის წინაშე ნათქვამი სიტყ ვეღარ გადაბრნდბოდა, ოველი მოხევე სიკდილს ირევდა, მოშორდებოდა დედას, ძმას... გულის საყვალსაც კი, მაგრამ ამ სათემო კავშირის ნიშნის წინ მიცემულს სიტყვას კი ვეღარ უღალატებდა.

არც სახუმრო საქმისთვის იყრებოდა დღეს თემობა. თავისუფალთ ყმობას უქადდნენ, დამოყვრებული მეზობლები ომს უცხადებდნენ, გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომავით ბრდღვნიდა, მის განუსაზღრელს წადილს ხალხ დამონებისას მარტო მთიულეთი ვეღარ აკმაყოფილებდა, მისი ბატონური მოთხოვნილება თავისუფალ მეზობლებთან ვეღარ თავსდებოდა, იმათი დამორჩილება უნდოდა და უნდა დაემორჩილა, თუნდა ამისთვის მოძმეთა სისხლით შეღებილიყო.

მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სახუმრო არ იყო და ღირსეულს ირსეულად დახვედრას უპირებდნენ.

XIV

სამების ტაძარი სდგას ყინვარწვერიდგან თავქვე მინდვრად წაოსულს ქედის ბოლოზედ, სადაც პატარა გორას მრგვლად და მოხდენილად თავი აუმართავს და თერგის მხარეს კი ერთბაშად მძიმე დაღმართად დაშვებულა სოფელ გერგეტამდის. აშენებული თლილის ქვით, საკმაოდ დიდი ტაძარი, სამრეკლო და საბჭო, რომლისთვისაც ჯერ ბუნებას შემოუვლია მაგარ კლდის კედელი და მერე ზოგიერთს ადგილებში კაცის ხელს კიდევ უფრო შეუმაგრებია, ამაყსა და სასიამოვნო სურათს წარმოადგენს.

ამ ადგილს ახლო-მახლოდ არა აქვს სათალი ქვა, რომლითაც ტაძარი აშენებული არის, წყალიც საკმაო სიშორეზედ ქვევით ვში ამოუდის. გზად მხოლოდ ერთი პატარა ხვეული ბილიკი შესდევს, რომელზედაც ქვევითი კაციც კი გაჭირვებით ადის. ასე რომ პირველსა შეხედვაზედ კაცი განცვიფრებაში მოდის და ნებაუნებლივ თავის თავს ეკითხება: საიდგან მოუტანიათ ამ ჩინებულის შენობისთვის მასალა, ან რითი მოუზიდნიათ?

საკმაოა ამ შენობის ნახვა, რომ კაცმა გაიგოს, რა შეუძლიან ალხის შეერებულს ძალას და მათს ამაღლებულს სულიერს მდგოარეობას. ტაძრის კედელში მხოლოდ ერთს ადგილს ჩატანებულია მარმარილოს ქვა, რომელზედა ქარსა და ნიაღვარს ჯერ ვერ მოუსწვრია სრულიად ამოეშალა ზედ წაწერა და მწიგნობარს კიდევ შეუძლიან გაარჩიოს სიტყვები „...ხარი ლომა... მწყემსი თევდორე...“ - ეს ორი სახელია, რომელთაც, უეჭველია, დიდი ღვაწლი მიუძღოდათ ამ ხევის წარსულის დიდების აშენებაზედ. მიმავალი ხალხი შეეფინა მთის გვერდოზედ და სწორედ იმ დროს, როაც ხალხი შეგროვდა მინდორზედ, ტაძრის გალავნიდგან ჯერ წვერი ამოჰყო დროშის ჯვარმა და მერე მთლად დროშაც გამოჩნდა, რომელიც გაშლილიყო და წყნარად ფრიალებდა. წუთზედ მთელი ხალხი მუხლებზედ დაეცა და მიწასთან გაერთებით თაყვა სცა სახალხო წმინდანს.

კედელზედ გადმოჩნდა ქუდმოხდილი კაცი, გძელის გაშლილის თეთრის თმით და წვერით. ხამის უმტვერო თეთრი პერანგი, რომელზედაც უბრალო თოკი ქამრად შემოეჭირა, რაღაცა საოცნებოდ მოგაჩვენებდათ მოხუცს. გაბრწყინვებული, მაგრამ დამყარებული მოხუცის სახე, ზრუნვითა და მჭუნვარებით სავსე, ყველას გულს იგებდა და მისვე უნებურად იმორჩილბდა. ხალხს მოჰშორდა სასოფლო დროშები, როელნიც ტაძრის გალავანში შეიტანეს თეთრჩოხა მედროშებმა და რამდენსმე წუთს შემდეგ დროშის ვს გარს შემოახვიეს. ყველა გაჩუმდა, დაწყნარდა. ჰაერმაც კი იგრძნო, რომ უნდა დამშიდებულიყო, თავი მოეხარა ამ სახალხო ყრილობი წინაშე, რომელს დღეს უნდა გადაეწყვიტა ხევის ბედი. მოხუცმა შეანძრია დროშა და ამ საერთო სიჩუმეში გაისმა პატარა ზარების წკრიალ, რომელმაც აკრთო მუხლმოყრილი ლხი და ძარღვებში ჟრუანტელსავით გაურბინა.

- ამწყალობებენ, ამწყალობებენ! გოჩა ამწყალობებს! - ჩურჩულმა ხალხში ნიავსავით გაირბინა და შესწყდა.

გოჩამ კიდე შეანძრია შა, კიდე გააწკრიალა ზარები და პირჯვრის გადაწერით მოჰყვა წყნარად, ტკბილად და დინჯად ხალხის დალოცვას. საერთოდ ხალხის დალოცვის შემდეგ დაიწყო იმათი დამწყალობება, ვისაც სათემოდ თავი გამოეჩინა და შრომა და ჯაფ არ დაეშურებინა თავის ხალხის კეთილდღეობისთვის. დაამწყალობა ისინი, ნც მტრის განსადევნად მდევარში პირველი გასულიყო, დაამწყალობა ის ვაჟკაცნი, რომელნიც იარაღს გამართულს, ინახავდნენ და გაათავა უფლის ვედრებით, რომ მას ხევზედ ხელი არ აეღო და ყოფილიყო მისი მფარველი ყოველს გაჭირვებაში მრავალჟამიერ.

დამწყალობების დროს გოჩას ყოველს შესვენებაზედ ხალხშ გრგვინვასავით გაირბენდა: ამინ შენს მადლსა. ამ ხმ მთები მისცემდნენ ბანსა ათასგვარად შეცვლილ ხმად ჰაერში დაფანტავდნენ.

როსა გოჩამ დალოცვა გაათავა, ხალხს გამოუცხადა ნუგზარ ერისთაის სურვილი.

აქამდის მშვიად და წყნარად მყოფი ხალხი ერთბაშად შეინძრა. ერთბაშად აღელდა და უკმაყოფილების გამო კარგახანს ბორგადა.

- გაჩუმდით! - რამდენჯერმე გაიმეორა ხმა-მაღლად გოჩამ და, კარგა ხანს შემდეგ, აიწყო.

- ღმერთი დიდია და გულუხვი!.. თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენს... ჩვენც არ დაგვკარგავს... რაი უნდა ჩვენგან ნუგზარას, რაისთვი გვეჭრება ოჯახობაში?.. ჩვენც ვიცნობთ ქართველთა მეფეს და დღემც გაშავებია იმ მოხევეს, უკუღმართადამც მოჰქცევია იმ ქართველის დედას წუთი, რომელმაც მეფის გაჭირვებაში შვილი შეიბრალოს, ხალხისთვის სახლიც, ნაშობიც არა გასწიროს!.. ვემსახურებით ჩვენთა მოძმეთა და აგრეც უნდა იყოს. მაშ ძმა რაისია, თუ გაჭირვების დღესაც ძმას არ მიეშველების?.. მაგრამ ნუგზარაი კი თავს იგდებს და, დღეს გაძლიერებულს, გაუმაძღარი თვალი ჩვენკენ მოუქცევია, ორი მეზობელი ერთურთს უნდა წაჰკიდოს, მოხევე და მთიულნი ერთურთს შეახოცოს და თავად კი გაბატონდეს... რას იტყვით, ჯამაათნო!.. ნუგზართან ბრძოლა ადვილი არაა, მთიულთაც ძმობა დავიწყებიათ და ჩვენზედ გამოლაშქრებას აპირობენ... დავმორჩილდეთ?

დამშვიდებული ხალხი ისევ შეირყა და აღელდა; გრგვინვასავით გუგუნი ხალხისა გაერთებულიყო და ჰაერს მხოლოდ ერთი მედგარი სიტყვა არყევდა.

- არა, არა, არა! - განუწყეტლად ისმოდა ალხში.

ერთბაშად მინდორზედ ხალხის წინ ერთი ყმაწვილი ბიჭი გამოვიდა, რომელმაც ხელით ხალხს გაჩუმება ანიშნა და დაიწყო:

- გოჩაუ! რაისთვი გვეკითები მაგას!.. ხევმა ძმობა იცის და, ღთის მადლმა, მოკეედ მყოფს მეზობლისთვის ჩვენგანი ყველა თა გადასდებს... მოკვდეს ის კაცი, ვინც ოძმეს ვერ გაიტანს, შერცხვეს ის ქუდოანი, ვინც მეზობელს ღალატად შეადგების!.. მაგრამ ის მოხევეც დაიმარხოს, ვინც ყმად გახდომა ისურვოს!.. ნუგზარაი ცხოგან გახელებულა და ჰგონია ჩვენი დამორჩილებაც ადვილ იქნების. მთიულთაც დავიწყებიათ ჩვენი კაცობა და პურმარილი: ჩვენზედ მოდიან... ერთხელ დაბადელებს ერთხელ გვინდის სიკვდილი... გავწყდეთ, ხალხო, და ცხო ხალ კი ნუ ვიბატონებთ!

- გავწყდეთ, გავწყდეთ, - ყო ამ სიტყების საერთო პასუხი.

მოლაპარაკეს იუახლოვდა ვიღაცა მოხუცი, დაეყრდო ჯოხზედ და უბრუნდა:

- ონისევ! ღთის მადლმა, კარგი მამის შვილი ხარ და თავადაც კარგი ვაჟობა გეტყობის... ჰაი, ჰაი, რომ ვაჟკაცს შერცხვენილს სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიან, გაწბილებას - ცოცხლივ მიწაში ჩამარხვა... რაიც სთქვი, ღთის მადლმა, კარგადა სთქვი და აგრეც უნდა ყოფილიყო!.. მაგრამ მთიულნი ჩვენი ძმები არიან, იმათ მაცდურად შესდგომია ნუგზარაი, ჯერ ვეცადნეთ მათთან მორიგებას და ოსებისა კი რაი მორიდება გვინდა.

ამ სიტყვებზედ ხალხი ორ დასად გაიყო. ერთი ითხოვდა პირდაპირ შებმას განურჩევლად, ვინც უნ ყოფილიყო მოწინააღმდეგე, მეორეს კი მოძმედ შეცდომისთვის მორიგების უცდელად შებმა არ უნდოდა.

ხალხი კარგა ხანს მღელვარებდა და არავითარს გადაწყვეტილებას არ ადგებოდა.

გაისმა ისევ ზარების წკრიალი, რომელმაც ხალხში ისევ სიჩუმე ჩამოაგდო.

- ხალხო! - დაიწყო გოჩამ, - გვიანობისა აღრაა, მტერი კარ მოგვდგომია, გამოვიდნენ თემი თავები... მტერსა და მოყვარესა ყველას დახვედრა უნდა... თემ კაცი! - დაიძახა იმან.

ამ სიტყვების შემდეგ ხალხიდგან გამოვიდნენ ჯგუფ-ჯგფად ამორჩეულები და გასწიეს წმინდის სამების საბოში, სააც ხევის ბერის გოჩას თაოსნობით, ხევის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.

XV

მოთავეთ დიდხანს ლაპარაკი არ დასჭირდათ, რადგანაც ყველას წინადვე ან სიკვდილი, ან თავისუფლება ჰქონდათ გადაწყვეტილი. იქნენ ამორჩეულნი ჯარის მოთავენი, ბელადნი, ქამანდარნი და შუაკაცნი, რომელნიც მთიულებთან მოსალაპარაკებლად უნდა გაეგზავნა.

ყველაზედ უფროსობა და განკარგულების მიცემა კი უფლებისამებრ გოჩამ მიიღო თავის თავზედ.

ამ ჩვეულებრივი მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიაც ხალხის სურვილი და წადილი გამოითქმოდა, გოჩამ შუაკაცები მთიულეთს გაამგზავრა და ყრილობა კი დაითხოვა, რათა სამის დღის განმავლობაში მომზადებულიყნენ, მოწყობილიყვნენ და ქუდზედ კაცი სიონის მინდორზედ გამოსულიყო, რადგანაც ტერს ამ ადგილებში უპირებდნ გზის შეკვრას.

ხალხი დაიშალა და წავიდ-წამოვიდა, გოჩასა და სოფლის მედროშეთა არდა, რომელთაც უკანასკნელად უნდა ელოცათ და ევის კეთილდღეობა შეევედრებინათ ღვთითვის.

მომავალ ხალხში, სხვათა შორის, ონისეც ერია და ძაზედ გამალებული მოდიოდა თავის სოფლისკენ, სადაც დიდიხნის უნვს ძიძიასთან შეხვედრის ნეტარება მოელოდა.

ტოლ-სწორნი, რომელნიც ონისეს გარს შემოჰხვეოდნენ, არ უსვენებდნენ თუშებისა და ფშავლების ამბის გამოკითხვით. მაგრამ ონისე მხოლოდ ერთს საგონებელს წაეღო და ამისთვის უსიამოვნოდ და მოკლედ უპასუხებდა.

ისინი ჩამოვიდნენ იმ ადგილ, სა ხევის ქალი და რძალი სამების ქედს მოსდებიყო: შავხილსა, ხახამასა და ქუბსა ჰკრებდა.

- უყურე-ღა, ონისევ! ქალები ცხორსავით არ მოსდებიან ამ ველსა. - უთხრა ონისეს ვიღაცა მოხევემ და გაიშვირა ქალებისკენ ხელი. ონისემ მხოლოდ იმისთვის მიიხედა იქით, რომ თავიდგან მოეშორებინა თავისმომძულებელი მოსაუბრე, რომელიც უშლიდა თავის ფიქრებს დაჰკვირვებოდა და მთლად გულის მოძრაობას ჩაჰბრუნებოდა. მაგრამ, რაწამს მიიხედა, რაწამს თვალი გადაავლო იქაურობას, გული როგორღაც შეუთამაშდა, რამდენჯერმე გაიბრძოლა და შესდგა. ონისე შეჩერდა, გაფითრდა და შუბლზედ ხელი გადისვა.

- რა მოგივიდა? - კითხა ამხანაგმა, რომელმაც პირისახეზედ ლილება შეატყო.

- არც რაი, არც რაი... - საჩქაროდ უპასუხა ონისემ და ბოლოს დაუმატა: - ჭაჭმა ბანდული გაგლიჯა და ფეხიც გამიჭრა.

ამ სიტყვებით კოჭლობით მივიდა ქვასთან, ჩამოჯდა და ფეხსაცმელის ხდა დაიწყო.

- მაი, მე გაგხდი, - მიუახლოვდა პირველი მოსაუბრე.

- არა მინდა-რა, შენაი ჭირაიმე, არა!.. მე თავად გავიხდი. - უპასუხა ონისემ, რომელმაც აღარ იცოდა, რა საშალება ეხმარა, რომ მარტო დარჩენილიყო.

- ბეჩაო ჩემო თაო, - დაიწყო ისევ უცნობმა: - რას მეხათრები, ბალღი ხომ არა ხარ? მაი, - გაგხადო! - გაივირა ხელები.

- არ მინდა, მე თავადაც გავიხდი, - ვეღარ მოითმინა ონისემ და შეუტია, მაგრამ ჩქარა ისევ თავი შეიკავა და დამშვიდებით უთხრა:

- აგერ მზე გადიწვერა, ნუღარა გვიანობ... მე დაღალული ვარ პატარას დავისვენებ.

მეორე მოხევემ შეჰხედა, აღარა უთხრა-რა, ჩამოიფხატა თვალებზედ ქუდი და გასწია.

ონისე კი ღორღიანებში გადავიდა და იქ ისე მიიმალა, რომ ჩამოვლელებს ვერ შეემჩნიათ, თუმცა თითონ იმათაც ჰხედავდა და მოხილე ქალებსაც, რომელთ შორის ძიძიაც იყო, უთვალთვალებდა...

სამებაში მყოფი ხალხი მალე ჩამოიკრიბა, რადგანაც ყველა შინ მიეშურებოდა, რომ დანიშნულ დროსთვის მომზადება მოესწრო და ზოზინობისთვის ამხანაგების სასაყვედურო არ გამხდარიყო.

ონისე იჯდა თავის საფარში და გულის ძგერით გასცქეროდა ქალებს, სადაც ხილსა ჰკრებდნენ და თაისუფლად ერთმანეთს ელექსებოდნენ.

მარტო ძიძია განმარტოებულიყო ამ საერთო მხიარულებას და ცალკე გასული, ფერწასული და დაღებული თავაუღებლივ ხილსა ჰკრებდა.

შორიდგან რომ შეგეხედნათ ქალებისთვის, მაშინათვე იფიქრებდით, რომ ძიძია იმათ თაბუნს არ კუთვნოდა, იმათან საერთო არა ჰქონდა-რა და არც არაფერი აკავშირებდა მათთან. ონისე ლამღვრეული გონებადაფანტვით შესცქეროდა მოხევის გოგოს და ჰგრძნობდა, რომ მისი ფიქრების მიზეზი ის იყო; უნდოდა დაეძახნა: აქა ვარ, აქ მოდი, მე ვარ შენი ტოლი, მხოლოდ მე შემიძლიან შენი გახარება, მაგრამ სიტყვა პირში უწყდებოდა, რადგანაც ძიძიას ამხანაგებისთვის არ უნდოდა შეეტყობინებინა არც თავისი სიახლოვე და არც გულის პასუხი. ის ერიებოდა ძიძიას სახელის გატეას, მოყივნებას ქვეყანაში.

ქალები თანდათან უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, სადაც ონისე იყო დამალული, და მათს მოახლოვებაზედ კი მოხევეს ცახცახი ეკიდებოდა. ისა ჰგრძნობდა, რომ ძიძიას მოახლოვებასთან ერთად რაღაც ძალა ემატება, რომელიც თანდათან მაგრადა ჰკრავს და ჰბოჭავს მოხევის გულს, თანდათან მეტის სიმძლავრით და მედგრად იზიდავს თავისკენ.

ერთბაშად ქალები გაბრუნნენ სრულიად სხვა რისკენ და ონისემ კი სიხარულით კინაღამ შეკივლა, რადგანაც დაინახა, რომ ძიძია დანარჩენს ამხანაგებს გამოშორდა და პირდაპირ მოხევესკენ წამოვიდა.

ონისე ქშენამ იქამდის მოუმატა, რომ გულმა ძალზედ დაგადუგი დაუწყო და განუწყვეტლივ სულსა სტაცებდა.

ძიძია გამოვიდა ღორღებზედ, დასდგა კალათა და ჩამჯდა იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, რომეაც მიაპყრო სევდიანი თვალები და დაფიქრდა.

ონისე მიიბრძოდა ქალისკენ, მაგრამ რაღაცა გრძნობა ძალას ართმევდა და გაუბედაობაში აგდბდა. ხანდახან იმ მდგმარებამდისაც კი მიდიოდა, რომ პირმოკუმულს სუნთქვაც კი ვეღარ გაებდა, რათა ჰაერის მცირედის მოძრაობითაც არის მისთვის მყუდროება არ დაერღვია და ნაზი ქმნილება არ დაეკრთო.

ძიძიამ ერთბაშად ამოიოხრა, მოერია თვალებზედ ცრემლები და წყნარის ზუზუნით მღერა დაიწყო. მერე მარგალიტსავით გადმოეკიდა გრძელსა და შავს წამწამებზედ ცრემლი; იმას მოჰყვა მეორე და ქალმა წყნარად ტირილი დაიწყო.

ონისემ სატანჯავს ვეღარ გაუძლო და ჩუმად მიუახლოვდა.

- ქალაუ, რაი გატირებს? - ნიავსავით ჩუმის ხმით ჩასჩურჩულა ონისემ, მაგრამ ეს ხმა იქამდის ძლიერად ეჩვენა ძიძიას, რომ მხოლოდ შემოხედვა მოასწრო და გაშეშდა. ძიძია იჯდა გაქვავებულსავით, შესცქეროდა ონისეს და მხოლოდ ტუჩების მოძრაობა უმტკიცბდა, რომ რიღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა.

- მითხარ, ქალაუ, მითხარ... - დაიწყო ისევ ონისემ და ძიძიას წინ აიჩოქა: - რაისთვი მერიდები, განა შენი ხელისმომკიდე არა ვარ?

ძიძია შეინძრ, მის ლოყებს სიცოცხლის ნიშანი დაეტყო, ელფერი შეუთამაშდა, თვალებმა ბრწყინვა დაწყეს გაოცებულს ტუჩებზედ სიხარულის ღიმილ დაეტყო. ძიძია კარგა ხანს იყო მდგომარეობაში, როდესაც კაცს გაოცება ნებას არ აძლევს თავისი გრძნობა გამოირკვიოს. ბოლოს წინ გამოიშვირა ხელები და ნარად, მაგრამ გარკვევით, წარმოსთქვა:

- ონისე!.. საით მოხვედი?

ონისე თანდათან უახლოვდებოდა ქალსა, რადგანაც ნახევრად მიწოლილი ხელებზედ დაყრდომილიყო და ხელები კი ცახცახით თანდათან ქალ ხლოვდეოდნენ. მოხევე შესცქეროდა ძიძიას აღგზნებულის თვალებით და აშკარად სჩანდა, რომ ამდენი ხნის განშორებას მის გულში ტრფიალების ლი არა თუ ვერ გაექრო, არამედ უფრო გაეძლიერებინა და მისი გული სატრფოსთან შეყრის სურვილს უფრო გაეკაპასებინა. მის ეცადინეობას ამაოდ ჩაევლო, რადგანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ძიძიასთან, ერთი თვალის მოკვრა საკმარისი იყო, რომ ყოველისფერი ელახლად გადაევიწყებინა და აკანკალებულის ხმით და მთრთოლვარე ტუჩებით მარტო ამ ქალის სახელი შერჩენოდა, თითქოს მისთვის ქვეყანაზედ ამის მეტი სიტყვა აღარ მოიძებნებოდა...

- ძიძიაუ, ძიძიაუ!.. - იმეორებდა ის მეათასედ და ხმა ისეთგვარად ტრიალებდა, ისეთგვარად გამოისმოდა, რომ მართლადაც თავის გრძნობის გამოსათქმელად უკეთესს ვეღარას მოიგონებდა.

ეს სახელი ონისესთვის მეტად ძვირფასი იყო, რომ მის თანაბარი სხვა სიტყვა კიდევ რამ ონოდ, ან ისეთის ძალით წარმოთქმა შესლებო. აშკარა იყო, რომ ძიძიაცა გრძნობდა ამ სიტყვებს, რადგანაც გაკვირვება თანდათან შორდებოდა; მისი ნაზი სხეული ონისესკენ იხრებოდა და კეკლუცი სახე, რომელიც თანდათან მეტად ენთებოდა, მოხევეს უახლოდებოდა.

გაიარა წუთმაც და ორი დაბნედილი ქმნილება, ერთმანეთის სუნთქვისაც კი ერთმანეთში გადამნერგავნი, მიუახლოვდა და გაშმაგებული შესცქეროდა ერთმანეთს. სწორედ ამ დროს ცელქმა და მოუსვენარმა ნიავმა დაჰქროლა და ძიძიას მოგლიჯა თავშალი. ხშირი და გრუზი შავი დალალები გადმოსცვივდნენ და ონისეს სახეს ციგლიგი დაუწყეს. ეს-ღა აკლდა, რომ ორთავეს უკანასკნელი ძალაც მიხდოდათ და მათი ტუჩები წუთზედ შეწებებულიყვნენ...

ვინ იცის, სადამდის გაგრძელდებოდა, სადამდის გასტანდა მათი ტრფიალი, თუ მოახლოვებული ქალების ხმაურობას შეყვარებულნი თავდავიწყებიდამ არ გამოეყვანა.

ძიძიას მოაგონდა თავისი მოვალეობა, რომელიც ხალხის რწმუნებით ხელისმომკიდეს ანათესავებდა, და ამ ფიქრმა გასჭვალა. წარბები შეეკრა, სახე დაეპრანჭა და მეტისმეტმა ტკივილმა, რომელიც გულსა და ღვიძლში უვლიდა, გააფითრა. ქალმა ხელისკვრით მოიშორა ონისე და ფეხზედ წამოიჭრა, გაბრუნდა და უკან მოუხედავად გაემართა ამხანაგებისკენ. ონისე კი იმავ ადგილს დარჩა გაწამებული და დაღონებული, რადგანაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა მიზეზი იყო ძიძიას ისე წასვლა.

ძიძია შეუერთდა ქალებს, რომელთაც ჩამოიარეს ღორღიანი ადგილი და ონისე კი გულის ძგერით უცქეროდა თავის სანატრელს, რომელსაც ქორწინების შემდეგ ტუჩებზედ პირველად გადაჰშლოდა ვარდი, თვალებში გაჰბრწყინვებოდა სიამოვნების ნაპერწკალი და ჯეირანსავით ყელმოღერებული კოხტად მიგოგავდა.

ონისე უყურებდა გულის ძგერით. ნებაუნებლივ გუნებაში კითხვა ებადებოდა: ასე თავი რად დაანება, რატომ არა უთხრა-რა, ან კიდევ შეჰხვდებოდა როდისმე მასთან ალერსი?

ქალები გასცდნენ და ონისეც წამოდგა ზეზედ. ის გაიზმორა. მედიდურად მიიხედ-მოიხედა და რაღაცა ძალა იგრძნო, რომელსაც თავის თავს დღემდის ვერ ამჩნევდა. ძიძიას უყვარდა - ქვეყანა თავისი ეგონა!..

XVI

სადაც ეხლა საქართველოდგან ჩრდილოეთისკენ გზა მიდის, სოფ. კობის ქვეიდგან, რაკი სამტვეროს მინდორს ჩამოსცდება, გზა გრკალსავით იხრება და სამმხრივ ჩამოლესილს სიონის კლდეს სარტყლსავით ერტყმება. ზედ კლდის წვერზედ ამაყად ამართულა მაღალი კოშკი, რომელიც მედიდურად და მტრის გულის გასახეთქად სდარაჯობს იმ ხეობას. ეს ადგილი რძანებლობს იქ გასასვლელს ადგილებზედ და მოსავლელი მხოლოდ ნაროვანის უღელტეხილიდგან აქვს. შემკობილი მშვენიერის საძოვრით, წყალითა და ტყითა, ბუნებითვე ძნელს გასატეხს სიმაგრედ შექმნილი, ხევისთვის წარსულს ცხოვრებაში ერთსა და უპირველეს სანუგეშო ადგილად ითვლებოდა. სიონის კლდის თავზედ გადაშლილიყო პატარა მინდორ და ზედ გაეშენებინათ აჭით და ბასრი ქვით აგებული სახლები, რომელნიც ბუნებისგანვე გამაგრებულს ადგილს უფრო მეტად ამაგრებდნენ.

აი ეს ადგილი გახლდათ, სადაც ხევი იკრიბებოდა, რომ წარსულის დროის მტარვალის წადილს წინ გადასდგომოდა და მისი მოსისხლე სურვილი შეემუსრა.

რადგანაც გოჩას ხევის დასაცველად მეტად ბევრი ხალხი ირდებოდა, ამისათვის ხევის ბერმა გასცა განკარგულება, ვისაც ხევში იარაღის ტარება შეეძლებოდა, ველა ბრძოლის ველზედ გამოსულიყო, ხოლო რათა დედაკაცებიც უსაქმოდ არ დარჩენილიყვნე ამ საერთო საქმეში, ვალად დაედოთ მთებიდგან, სადაც ცხვარი საწველა ედგათ, ჯარისთვის ყველი, ერბო და რძე ეზიდათ. პური კი ყველას თავთავიანთ სახლიდგან უნდა მოსვლოდა.

ამგვარად მოზიდული ხორაგი ყველას თანასწორად ეძლეოდა, თუმცა მიმღებთ შორის ისეთნიც ერივნენ, რომელთაც საკუთარი ცხვარი სულაც არა ჰყვანდათ.

ტყვია საკმარისი ჩამოქონდათ ხდიდგან, გვარჯილას ჰკრებავდნენ შიგ სოფელს სიონში გამოქვაბულს კლდეებში, სადაც თეთრ მარილსავით მიწაზედ ეყარა და გოგირდი კი წინადვე ჰქონდათ დამზადებული. იქვე სწვავდნენ არყის ხესაც და ამგვარად ამზადებდნენ თოფის წამალსა.

მოხევენი ამაგრებდნენ აგრეთვე სიონის წინ მდებარე სამტვეროს ტყესა და საზოგადოდ ისე ემზადებდნენ, თუ ბედი უკუღმა დაუბრნდებოდათ, ძვირად დაესვათ თავიანთი დამარცხება.

ერთს ბნელ ღამეს, როდესაც კაცი თვალთან მიტანილს თითსაც კი ვერ გაარჩევდა, სამტვეროს თავში მოისმა წყნარი ხმაურობა რამდენისამ მომავლის კაცისა. ისინი მოუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ბილიკი ტყეში შედიოდა. მაგრა ერთბაშად იძულებულნი იქმნენ შემდგარიყვნენ, რადგანაც გაიგონეს რამდენისამე კაცის ხმა.

- ვინაა? შესდგეს, თუ თავი ებრალება.

ამ სიტყვებთან ერთად მომავალთ იგრძნეს, რომ მათ მკერდებს თოფის ტუჩები შეეხოთ. ისინი შესდგენ.

- ვინა ხა? - იკითხა ისევ იმ ცნობმა, რომელიც პირველში გამოელაპარაკა.

- ჩვენა: წმინდი-სამების ყმები, - იყო პასუხი.

- სად მიხვალთ?

- ოჩასთა.

- საიდგან მოდიხართ?

უშიშრად ეპასუხებოდა ერთი მომავალთაგანი, რომელმაც დაუმატა: - ონისე, შენ არა ხარ?

- ჰო, მე ვარ, - უპასუხა ონისემ და პირისახის ახლო მიტანით ჩააკვირდა უცნობს: - აჰუ, ვეღარ გიცან, თოლიკაუ!.. მოხვედ მშვიდობით.

- მშვიდობა მოგცა უფალმა, - უპასუხა ახლადმოსულმა და დაუმატა: - გოჩა სადაა, იმის ნახვა გვესწრაფის.

- იარეთ, - მიუგო პასუხად ონის და გაუძღვა წინ.

თოლიკე იყო ერთი იმ შუაკაცთაგანი, რომელიც მთიულებთან იყვნენ გაგზავნილნი და ყოველი მოხევე გულის თრთოლით მოელოდა მათს დაბრუნებას.

რასაკვირველია, ონისესაც გულით უნდოდა შეტყო, რა პასუხი მისცეს მთიულებმა, მოუხდებოდათ დამოყვრებულ ხალხთან ჩხუბი, თუ მშვიდობიანად მოშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საიდუმლოება არ გამოაშკარავებულიყო, - კითხვას ვერც კი ჰბედავდა.

იმას არც კი შეუმჩნევია, რომ ამ გამოკითხვის სურვილი ჰქონდა და თავის სიმუნჯით ამ საგანზედ ამტკიცებდა, რაოდენად პატივსა სცემდა ხალხის სარგებლობას და რაოდენად ესმოდა სიჩუმის საჭიროება.

შუაკაცებიც ქვასავით გაჩუმებულები ისდევდნენ ონისეს და იმ წუთს რომ ასო-ასოდ დაეჭრათ, მინდობილს პასუხზედ საიროებამდე ხმას ვერ გააწყალებინებდნენ. იმათ კარგად ესმოდათ, რადგანაც საუკუნოებით შესჩვეოდნენ, ერთს მომეტებულს სიტყვას ხანდისხან რა ვნების მოტანა შეუძლიან.

ისინი მივიდნენ გოჩასთან, რომელიც მოსულთ დანახვისთანავე ფეხზედ წამოიჭრა, შეიყვანა შუაკაცები საწოლში და დასხა უბრალო ფიცრის ტახტზედ, რომელიც ხევის ბერს სარეცელადა ჰქონდა გაკეთებული.

ონისე, რომელიც იქვე იდგა, ელოდა გოჩას ბრძანებას და მოხუცმაც დიდხანს არ დააგვიანა.

- ბალღო, ამათ მოჰყევ? - ჰკითხა იმან ონისეს.

- ჰაი, ჰაი, - იყო პასუხი.

- არ, წადი, მიჰხედე შენს ამხანაგებს. ვინძლოთ, ფრთხილად იყვნთ, - უთხრა გოჩამ და მბრძანებელის კილოთი დაუმატა: - არავინ გამოგეპაროსთ, თორემ თქვენის თოლების მეტი ვეღარა გიხსნით-რა.

- ბეჩაო ჩემო თაო! - ამაყად წამოიძახა ონისემ და მედიდურად დაუმატა: - ქუდები არ გვხურავს?! მშვიდობით. - ოდნავ თავი დაუკრა და გამოვიდა.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, - დალოცეს ახლადმოსულებმა და მამამ კი თუმცა ხმა არ გასცა, მაგრამ ისეთის სიყვარულით გაადევნა თვალი, იმდენი სიამოვნება გამოიხატებოდა იმის სახეზედ შვილის პასუხის დროს, რომ ყველა აშკარად დაინახავდა, - მოხუცს მზე და მთვარე ონისეზედ ამოსდიოდა.

XVII

ვიდრე მოხევენი სამზადისში იყვნენ და თავიანთ ადგილებს ამაგრებდნენ, ნუგზარ ერისთავიც არ იყო გულზედ ხელდაკრებილი და ყოველის ღონისძიებით ცდილობდა თავისი ჯარი გაემრავლებინა, რათა აუარებელის რიცხით ხევს თავს დასხმოდა და ერთბაშად ლიერის შეტევით მოემტვრია მოხევეთა სიკერპე.

ის არ კმაყოფილდებოდა ოსების და მთიულების უმრავლესის ჯარით, იმას უნდოდა საქმში ჩაერია ხანდოსხეველნი, ჭართლელნი და გუდამაყრელნი, რომელთანაც კაცები გაეგზავნა და დღედღეზედ პასუხს მოელოდა. ამათ გარდა ის მოელოდა კიდევ ლეკებს, რომელთა დაპირებაც დიდად აიმედებდა.

ნუგზარ ამგვარს საქმეებში გამოცდილი იყო, კარგად იცნობდა ხევსა. თავს არ აიმედებდა, რომ საქმე სახუმროდ გათავებულიყო, ის ვაჟკაცი და შეუბრალებელი , სხლის ღვრა მისთვის დროს გასატარებელი მეჯლიში იყო, მაგრამ მას გოჩასი ეფიქრებოდა, რადგანაც ამის მოაზრების და გამოცდილების სახელიც მთელს მთაში გავარდნილი იყო.

ერთს დილით გარიჟრაჟზედ მთიულების ურდოში შევიდა ტანად მოსული და კარგად ჩახმული ვიღაცა წვერიანი კაცი. იმის ჯაჭვის პერანგი, თვლებით და მძიმედ ქროთი მოჭედილი ხმალი, ოქროთივე ნაჭედი ჩაჩქანი ამტკიცებდა, რომ ის უბრალო მთიულებს არ ეკუთვნოდა და რომელიმე გამოჩენილი გვარისა უნდა ყოფილიყო. იმის ტლანქი პირისახის ნაკვთები, ქელი და რაოდენადმე გადმობრუნებული ტუჩები, მსხვილი მოგრძელო ცხვირი, განიერის ნესტოებით და პატარა, ქუთუთოებ შეშუპებული თვალები ამტკიცებდნენ მის შეუბრალებლობას და უდგრომელს მხნე ხასიათს. ხშირი გაერთებული შავი წარბები ნაოჭა შეკრულს შუბლთ ერთად უფრო მომეტებულს სიმკაც ბეჭედს ასვამდნენ იმის ისეც უსიამოვნო სახეს და რამდენიმე ხაზი, რომელიც ალის კილოებიდან სხვადასხვა მხარეს შუქსავით იბნეოდნენ, შკად იჩვეებდნენ, რომ ცხოვრეაში მოთმინე მიმყოლი არ უნდა ყოფილიყო. იმის მისვლასთან ერთად მთიულები ურდო შეინძრა და უფოსი კაცები მისალმებით მიეგებ.

ხალხი მისვლის უმალ ქუდს უხდიდა და მდაბლად თავის დაკვრით ეუბნებოდა:

- ბატონს ნუგზარს გაუმარჯოს, ბატონს ნუგზარს ვახლავართ! - და ისიც სიამპარავნით და მედიდურად ოდნავ თავის მოხრით ალამის ღირსად ძლივსა ჰხდიდა.

ნუგზარ მივიდა იმ ადგილს, სადაც ურდოს შუაგულში ცეცხლის პირას ნაბადი იყო დაგდებუ და ზედ მოიკეცა. მთიელთა ჯარის როსნი გარს ორ-ახლო შემოეხვივნენ.

- დასხედით, სიტყვა მაქვ, - მოკლედ, გრამ ბრძანებელის ილოთი და ბოხის ხმით დაიწყო ნუგზარმა.

მთიულებ მოიკეცეს ბაახიანს ველზედ და მოთმინებით ელოდნენ, რას ეტყოდა იმ ხანებში ქართლში ნათესავების შემწეობით გამძლავრებული ერისთავი.

- ხალხო! - დაიძახა ნუგზარმა და ხმაში მრისხან დაეტყო: - გუდამაყრელებსა, ხანდოსხეველებსა და ჭართლელებს უარი შემოლიათ ჩვენს დახმარებაზედ ვფიცავ ანანურის ღვთისმშობელს, რომ მკაცრად გადავხდი აგ უარისთვის, გავუმწარებ სიცოცხლეს მზეს ავუბლე... ვეცდები, რომ მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწლებულყოს, რამდენსაც ათი სისხლით შევღებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, დესაც ავად შევმოსავ... იმათ მოთავეებს ჩემის ხელით ამოვგლეჯ ულებს, სიამოვნებით გამოვწურა ხლს და ემი გული მაშინ დამშვიდდება, როდესაც ხელი იგრძნობს მათს უკანასკნელს ფართხალს...

აქ ნუგზარ შესდგა რამოდენსამე წამ. მისი თვალები ბოროტების ცეცხლით აინთნ და ასისხლიანდნენ. მსმენელთ შორის ბევრნი ისეთნი იყვნენ, ომელნი პირზედ ღი სიკვდილს ათას პირმომცინარნი შეჰგებებოდნენ და განუწყვეტლივ ბრძოლაში გული კაჟად გადაქცეოდათ, მაგრამ იმათაც კი ვეღარ შეიმაგრეს თავი და ნუგზარის სიტყვებზედ რაღაცა აღშფოთებამ უსიამოვნო ჟრუანტელად გაურბინა სხეულში. ხალხში სრული სიჩუმე იყო, ყველას სული გაენაბა.

- მაგრამ ეგ შემდეგისაა!.. მოხევეებისთვის ჩვენცა ვკმარვართ... მე არ მინდოდა ბევრი ბრძოლა, ვფიქრობდი ერთბაშად გამსრისა ისინი, მაგრამ არა უშავს-რა... ხმლის თითო მოქნევის მაგიერ, ოროლჯერ მოვიქნიოთ და ისევ ის იქნება... ნუღარ ვიგვიანებთ, წაიდეთ დღევე!

ნუგზარ, რომელიც თანაგრძნობის ყიჟინს მოელოდა, ერთბშად შესდგა; ხალხში სიჩუმე ოდნავის შერხევითაც არ დარღვეულა. ნუგზარმა შეჰხედა იმათ და სახეს ბრაზის ალმურმა გადაჰკრა.

- ხალხო, ეს რა ამბავია? - წარმოსთქვა იმან ცუდად დაფარულის თავშემაგრებით.

ამაზედაც სრული სიჩუმე იყო პასუხად. ნუგზარმა ვეღარ მოითმინა და მრისხანედ წამოიძახა:

- აქაც ღალატია, თუ შიში?!. ლაჩარო დიაცებო... ვინ გაჰბედავს ჩემს წინ უარს?!. ვინ არ გამომყვება? - ნუგზარ დადგა განზედ და კრებას ისეთ რიგად დაუწყო ყურება, თითქოს თვალებით შეჭმას უპირობდა.

მთიულთა მოთავეთ შორის გამოვიდა ერთი და პირდაპირ ნუგზარს დაუდგა.

- მე, შენი კვნესა-მე!.. მე არ გამოგყვები.

ამ სიტყვებზედ ნუგზარმა თოფის წამალსავით იფეთქა, გაივლო ხმალს ხელი, მაგრამ თავი ისე შეიკავა.

- შენა?.. შენ ამბობ აგას?.. მაგრამ მართალი ხარ... შენი კაცობა ვის გაუგონია, შენი საქმე მანდილოსნებთან ყოფნაა... წადი შინ, მოუჯექ დედაკაცებს, ბრძოლის ველზედ შენ რა ხელი გაქვს?.. შენს მაგიერ შენი ჯარი მოთავედ სხვას ამოარჩევს და, უეჭველია, ის შენზედ გულადი იქნება.

მთიული, რომელიც მოთმინებით ელოდა ნუგზარის იტყების გათავებას, ერთბაშად გაიმართა წელში და მხოლოდ ხმის მცირედს კანკალზედ შეატყობდით, რომ საწყენი სიტყვები გულამდის ჩასწდომოდა.

- ჩვენი თავი, ნუგზარაუ, მეფემ შენ ჩაგაბარა... შენი სახელი დღეს მეფის სახელია და იცი, რომ იმის სახელი გიფარა, მთიულ ქართველთ მეფის წინ ხელს ვერ გასძრავს... რად მლანძღავ?.. ჩვენგან არც ერთი არ წამოვა, არც ვინ არ მოგექომაგება... რაი გვაქვს გასაყოფი მოხევეებთან?.. არა, ხალხო? - მიუბრუნდა მთიული დანარჩენებს.

- მარალია, მართალი, ლომისის მადლმა! - გრგვინვასავით გაირბინა ხალხის ხმამ. ამის ნახვაზედ ნუგზარი რაოდენადმე შეჰკრთა და აირია, რადგანაც ამგვარად საქმის დატრიალებას არ მოელოდა, მაგრამ, როგორც გამოცდილმა კაცმა, თავი მალე შეიკავა და უფრო დაწყნარებით ჰკითხა:

- მაშ სიტყვა რად მომეცით, რადა მპირდებოდით?

- შენ გვითხარ, რომ პირ-იქითელს ოსეთზედ უნდა გავილაშქროთო, გვითხარ, რომ ჩვენს მეფეს ეწინააღმდეგებიანო, მოგვატყუე, რომ მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთო და იმად წამოგყევით.

- მართალი არის... მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთ, უნდა გადავახდევინოთ.

- ტყუილია. ტყუილი! - ერთხმად იგრიალა ხალხმა.

ნუგზარ სიბრაზით ტუჩებს იკვნეტავდა და გულით უნდოდა შეეტყო, ვინ შეატყობინა მთიულებს ეს ამბავი.

- ვინ გითხრათ, რომ ტყუილია? - ერთბაშად წამოიძახა ნუგზარმა, რომელიც იმედობდა, რომ მოღალატის სახელს გაიგონებდა.

- თავად გვითხრეს, თავად! - მოისმა რამდენისამე კაცის ხმა.

- და თქვენც დაუჯერეთ?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ბოროტად გაიხარხარა ნუგზარმა.

- რად არ უნდა დაგვეჯერებინა?

- იმიტომ, რომ თქვენი შეშინებიათ და უნდათ თავიდგან მოგიშორონ.

- ტყუილია, ტყუილი! - განიმეორა ხალხმა საერთოდ.

ნუგზარ მთლად გალურჯდა სიბრაზისაგან, რადგანაც ამგვარ პასუხს ის დაჩვეული არ იყო. იმ წუთში იმას რომ შესძლებოდა, იქავ ყველას გასრესდა, გაანადგურებდა, მტვრად აქცევდა და ქვეყანაზედ გაჰფანტავდა, მაგრამ ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ ნებაუნებლიედ თავი უნდა შეეკავებინა.

- მაშ იმათი სიტყვა გჯერათ? - იკითხა ნუგზარმა.

- გვჯერა, ლომისის მადლმა! - მისცა რამდენმამე კაცმა პასუხი: - გვჯერა იმად, რომ მოხევის კაცები იყვნენ, შემოგვფიცეს და ჭდე დასდეს... ჭდეს საით ეღალატების, არა, ხალხო?

- არ ეღალატების, არა!.. წავიდეთ, დავბრუნდეთ შინა! - ყვიროდნენ მთიულები, რომელნიც აიშალნენ, აირივნენ და თავიანთ ბინას ხელი წამოავლეს.

კარგა ხანს გრძელდებოდა ჟღავილ-ჟღუილი და ჩოჩქოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ შესწყდა, როდესაც მთიულები პირველს ბეგობას გადაეფარნენ. დაცარიელებულს მინდორზედ მარტო ერთი კაცი-ღა დარჩა. იმისი დაღვრემილი სახე ღრმა ფიქრს წაეღო და მთლად გაფითრებულიყო.

კარგა ხანმა გაიარა, რომ ეს კაცი ასე გაქვავებული იდგა, თითქოს განძრევის თავიც აღარა ჰქონდა. მერე ერთბაშად აიქნია თავი, დააღრჭიალა კბილები და მუქარით წამოიძახა: - თქვენი ფეხი დამკარით, თუ დღევანდელი დღისთვის არ გადაგიხადოთ!

XVIII

თრუსოს ხეობის გამოსავლელში, სადაც თერგი ვიწრო ხეობიდგან თავს აღწევს და იშლება კობის გადაჭიმულს ვაკეზედ, ოსების უკანასკნელს სოფელს ოქროყანასთან, საკმაოდ ხალხი მოგროვილიყო და მხიარულის სიმღერით დროს ატარებდა. თუმცა ეს მხიარულება და განუწყვეტელი ყიჟინა ამტკიცებდა, რომ შეკრებილი ხალხი რაღაცა სიამოვნებაში იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ისინი არც რომელსამე დღეობას შეეყარა, რადგანაც არც ერთი ქალი არ მოჩანდა მათ შორის, და არც რომელსამე სახალხო დროს გატარებას; ყველანი თავიდგან ფეხებამდე შეჭურვილნი იყვნენ და ურიცხვი ბარგაკიდებული ცხენები ჭიხვინით ტოტებსა სცემდნენ მიწას და აქეთ-იქით მოუთმენლად მიიზიდებოდნენ.

ხალხი მოძრაობდა და რაღაცა მღელვარებაში იყო, ეტყობოდათ, რომ აქ დაბინავებას არ აპირობდნენ და მალე გზად უნდა გამართულიყვნენ.

ესენი ამ ლხინში იყვნენ, როდესაც თრუსოს ხეობის ხვეულს ბილიკზედ კორიანტელი ავარდა და მომღერლების ყურადღება მიიქცია.

ყველანი გაჩუმდნენ, გაიშალნენ და იმ ადგილს დაუწყეს ყურება, საიდგანაც მოჩანდა მტვერი. მტვერი თითქოს მოძრაობდა, ადგილს იცვლიდა და შეკრებილს ხალხს თანდათან უახლოვდებოდა.

აშკარა იყო, რომ რამდენიმე მხედარი ცხენებს მოაჭენებდა, მაგრამ ცხენების ფეხით ავარდნილი მტვერი და გზის ნაპირას მყოფი ქვები მაყურებელთ უშლიდა მომავალნი დაენახათ. ცოტა ხანმაც ამ მდგომარეობაში გაიარა და ერთს ჩამოლესილს კლდის ნაპირზედ, ერთბაშად, თითქოს მიწიდგან ამოიზარდნენო, გამოჩნდა რამდენიმე ცხენოსანი. ამ ადგილს ბილიკი ისე ვიწრო იყო, რომ გეჩვენებოდათ, თითქოს მომავალნი კლდიდგან ცხენებს გადმოხტომას უპირებენო; ისე ჰქონდა კლდეს ცხვირი წამოწვდილი, რომ მომავალთა სურათი ცის ტატნობზედ იხატებოდა, მედიდურს და გულისშემტაცებს ოცნება მოგეჩვენებოდათ და გასურვებდათ მათთვის თვალი არ მოგეშორებინათ, მაგრამ სწრაფად გამოჩენილები სწრაფადვე ჩაიმალნენ ამაღლებულს ქედის უკან, ისე, თითქოს წუთზედ ამოჩენილნი წუთზედვე მიწამ ჩანთქაო.

თუმცა ამ სურათის ცვლილება წუთზედ მოხდა, მაგრამ შეყრილის ხალხისათვის ეს მცირე ხანიც საკმარისი იყო, რომ მგზავრები ეცნო.

- ნუგზარაი, ნუგზარაი მოდის! - დაიძახა სიხარულით ხალხმა და სიამოენების ღიმილმა გაურბინა პირისახეზედ.

დიაღ, ეს გახლდათ ნუგზარი, რომელიც მოაჭენებდა თავის ერთგულის ოსების ურდოსკენ, სადაც პირობისამებრ ისინი უნდა მოგროვილიყვნენ, აქ შეერთებოდნენ მთიულებს და საერთო ძალით ხევზედ გალაშქრებულიყვნენ.

სიტყვა არ უნდა, რომ იმათ გულით უნდოდათ გადახდევინება იმ ხალხისა, რომელიც მათსა და ქისტეთს შუა სოლსავით შეჭედილიყო და დამეზობლებულ ხალხთათვის საშუალება მოესპო, გადაუხდევინებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს დასცემოდა.

ოსებს უნდოდათ გასრესა იმ ხალხისა, რადგანაც, შუაში შეჭრილი, ყოველ მხრივ მტერშემორტყმული თავშეუწყვეტლივ იცავდა საქართველოს ალაყაფის კარს და მარჯვნივ თუ მარცხნივ მამულის სადიდებლად ბასრს გორდას იქნევდა.

რაღა თქმა უნდა, რომ ნუგზარის მიშველება იმათ წადილს ეთანხმებოდა და ამ ბრძოლის შემდეგ ისინი იმედობდნენ, რომ ფართო ასპარეზი დარჩებოდათ თავისუფალის ავაზაკობისათვის.

ოსებს ძალიან გაეხარდათ ნუგზარის დანახვა, მაგრამ მისგან ისე ცოტა ხალხით მოსვლა მაყურებლებს მეტად აკვირვებდა, რადგანაც ნუგზართან ერთად მთიულებსაც მოელოდნენ; ოსებმა სრულიად არა იცოდნენ-რა მთიულების შინ დაბრუნებისა, რადგანაც უკანასკნელები პირდაპირ ლომისის მთაზედ გადასულიყვნენ და ოქროყანას მოგროვილ ოსებს ვეღარ შეხვდებოდნენ.

- მარტო რად მოდის? საკვირველია, ღვთის მადლმა! - იძახდნენ ოსები, მაგრამ ისევ მალე მშვიდდებდნენ ზოგიერთების პასუხით:

- ალბად ჯარი უკან მოდის და ეგ კი თავდარიგის მისაცემად წინ წამოსულა.

ამ სიტყვების შემდეგ ოსებ ურდოდგან განცალკევდა რამდენიმე გამორჩეული მხედარი, ამხედრდა და თავსბრუ დამხვევის სისწრაფით ნუგზარის მისაგებებლად გაჰქუსლა.

ყველანი მიაჭენებდნენ სიმღერით, თოფის სროლითა და ყიჟინით და თანდათან უახლოვდებოდნენ ერისთავს, რომელსაც ამხანაგებთან ერთად მთის ბილიკებიდგან ჩამოსვლა მოესწრო და გათქვირებულს ცხენს, მთლად ოფლში გაქანებულს, მოაქროლებდა.

ოსები და ნუგზარ გაექანნენ ერთმაეთისკენ და ცხენებს ჯილავი ხოლოდ მაშინ მოსწიეს, როდესაც მათი შუბლები თითქმის ერთმანეთს შეეხო. პირდაღრენილი ცხენები უკან მოაწყდნენ, უკანა ფეხებით ჩაიჩოქეს და გაქვავებულსავით შესდგნენ.

- და ფანდაგ რასტ! (გზა მშვიდობისათ) - მიესალმა ნუგზარ და პასუხად მიიღო:

- და ყუტა რასტ!

- სხვა?!. როგორა ხართ, რასა იქთ?

- კარგად ვართ, ღვთისა და შენის წყალობით.

- ჯარი მოგროვდა?

- მოგროვდა; ყველანი იქ არიან, - უპასუხა ერთმა, რომელიც მოსულს ოსებში თაობდა.

- ხომ არავინ დაჰკლებია? - მზრუნველობით კითხულობდა ნუგზარ და ცდილობდა მხიარულად სჩვენებოდა, თუმცა შუბლი შესჭმუხვნოდა და პირისახეზედ მწარე დუმილის ბეჭედი დასტყობოდა.

- თუ კი შენ დაუძახებ, უარს ვინ იტყვის? - მოუქასურა ოსმა და დაუმატა: - ყველანი აქ არიან, შენი ჭირიმე, ყველას შენი სამსახურისთვის თავი გადაუდვია.

ნუგზარს სიამოვნების ნაპერწკალმა გაურბინა გულში, სახე რაოდენადმე გაუღიმდა, მაგრამ მაშინვე ისევ გაფითრდა, შუბლი შეიჭმუხვნა.

- მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო ნავრუზ!

- აბა, რა მადლობას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, შენი სამსახურის ღირსიც კი არა ვართ, არა, ჩემმა მზემ!.. არა, ბიჭებო? - მიუბრუნდა ოსებს.

- ჰაი, ჰაი, რო აგრეა, - დაუმოწმეს სხვებმა.

ნუგზარ გაჩუმდა, რადგანაც მისი გონება მეტად სატანჯავს საგანს დააკვირდა, მისი მდგომარეობა ადვილი არ იყო, რადგანაც ოსების გულადობა მხოლოდ მთიუების დაამხანაგების გამო წარმოსდგებოდა და კარგად იცოდა, რომ, თუ იმათ მოშორებას თრუსოელები გაიგებდნენ, მათი დაჭერაც ძნელი-ღა იქნებოდა.

მაშ როგორ მოქცეულიყო, რომ ოსები არ შემოჰფანტოდა და მათზედ გავლენა არ დაეკარგა, როდესაც ეს უკანასკნელები ჭეშმარიტებას შეიტყობდნენ? ეთქვა ყველაფერი პირდაპირ, თუ დროსთვის მოეცადნა?

აი, ეს იყო ის მწარე ფიქრები, რომელთ გადაწყვეტასაც ნუგზარის მთელი არსება შეეპყრო და, ყოველთვის ამაყად მოსაუბრისთვის, დღეს პირში სიტყვა გაეწყვიტა.

- მართლა, შენი ჭირიმე, სულ არ დამავიწყდა! - დაიწყო ნავრუზმა.

- რაი ამბავია? - მოკლედ იკითხა ნუგზარმა.

- ლეკებში გაგზავნილი კაციც დაბრუნდა!

- დაბრუნდა?! სად არის? მიჩვენე ჩქარა! - მოუთმენლად წამოიძახა ნუგზარმა და თვალები გაუბრწყინდა.

- იქ, ბინაზედ არის.

- რა ამბავი მოიტანა?.. მითხარ, მითხარ ჩქარა!..

- ლეკებიც ამაღამ გადმოვლენო, - უთხრა ოსმა და ნუგზარი სიხარულით აინთო.

- მართალს ამბობენ, მართალს?! - დაფანტვით მივარდა ოსს, მაგრამ საჩქაროდ თავი შეიკავა, გასწორდა, გაიმართა ცხენზედ და კბილების ღრჭიალით წარმოსთქვა: - ახლა კი მე ვიცი.

ამ წუთის შემდეგ ნუგზარ ისევ გამოიცვალა და თუ წეღან რაღაცა მოლბობილი და თავმდაბლობის კილო გამოითქმოდა მის საუბარში, ეხლა სრული მბრძანებელი შეიქნა.

- მაშ გავწიოთ ბინაში და ხვალ მოხევეთა მზე დავაბნელოთ! - ეს წარმოსთქვა, შეიბერტყა, გასწორდა ღა გაათამაშა ცხენი მათრახის შემოკვრით. წუთს შემდეგ ისინი ოქროყანის ბანაკში გაჩნდნენ და ნუგზარ მბრძანებლობდა სრულის თავის მედიდურობით.

XIX

ნუგზარის მოძრაობა ოხევეთათვის ფარულად არა რჩებოდა, რადგანაც ერთის მხრით ოსებს უთვალთვალებდნენ თავგამოდებული მოხევეები, რომელნიც უშიშრად ხან საიდგან მოექცეოდნენ მტრის ჯარს და ხან საიდგან, დაწვრილებით ტყობილობდნენ მათს მდგომარეობას და ყოველ დღევე ხევის ბერს გოჩას უამბობდნენ; მეორეს მხრით ენის ტანტალს დაჩვეული ოსები საიდუმლოს ვერ ჰფარავდნენ და ყოველ ამბავს სიხარულით თითო კანძ მატყლად ჰყიდდნენ.

ერთს საღამოს მზე ჯერ არ ჩასულიყო, როდესაც გოჩამ შემოიკრიბა თავისი ხალხი და დამწყალობების შემდეგ დაიძახა:

- ხალხო და ჯამაათო! ნუგზარისგან მთიულების გაშორებამ ომი თავიდგან არ აგვაცილა... მათ მაგიერ ნუგზარს ლეკის ჯარი მოსვლია... რაისთვი დაგიმალოთ, ბრძოლა გაცხარებული იქნების ბევრის დედაი ჩაიცვამს შავსა, ბევრი მშობელი გულში ვეღარ ჩაიკრავს თავის ნაშობს... იმად, რომ მტერი ძლიერია და ნუგზარ კი სისხლით გაუმაძღარი... იცოდეთ, სახუმრო საქმე არაა, მაგრამ რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვებას მეტი ფასი ექნების... რაი ვუყოთ, რომ ერთზედ ათი მოვა?! ასიც რომ მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების,