The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ტა
დოკუმენტის ნახვა ტბ
დოკუმენტის ნახვა ტე
დოკუმენტის ნახვა ტვ
დოკუმენტის ნახვა ტზ
დოკუმენტის ნახვა ტი
დოკუმენტის ნახვა ტკ
დოკუმენტის ნახვა ტლ
დოკუმენტის ნახვა ტმ
დოკუმენტის ნახვა ტო
დოკუმენტის ნახვა ტრ
დოკუმენტის ნახვა ტს
დოკუმენტის ნახვა ტუ
დოკუმენტის ნახვა ტფ
დოკუმენტის ნახვა ტყ
დოკუმენტის ნახვა ტშ
დოკუმენტის ნახვა ტჩ
დოკუმენტის ნახვა ტც
დოკუმენტის ნახვა ტხ

ტე

 

ტებალდი რენატა - იტალიელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1922 წელს).

ტებენე - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოლორის მარჯვენა შენაკადი.

ტებექსანი - იხილე თებეკი.

ტებულო - იხილე თებულო.

ტებულოს მთა (დაქუეხი) - იხილე თებულოს მთა.

ტეგალი - ქალაქი-პორტი ინდონეზიის ცენტრალური იავის პროვინციაში.

ტეგანი - მონაცრისფრო-მწვანე ბუჩქ-ბალახი; იკეთებს მომწვანო-ყვითელ ყვავილს; აქვს თავისებური მძაფრი სუნი.

ტეგეიური ზეიმი - ძველ საბერძნეთში აპოლონისადმი მიძღვნილი ზეიმი ქალაქ ტეგეაში.

ტეგნერი ესაიას - შვედი პოეტი (1782-1846 წწ).

ტეგუ - ქალაქი სამხრეთ კორეაში, კიონსან-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (2,2 მილიონი).

ტეგუსიგალპა - ჰონდურასის დედაქალაქი. დაარსებულია XVI საუკუნეში (600 ათასი).

ტედერი ართურ უილიამ - დიდი ბრიტანეთის მარშალი (1890-1967 წწ).

ტედესკო ვიქტორ - ბელგიის პოლიტიკური მოღვაწე (1821-1891 წწ).

ტედონგანი - მდინარე ჩრდილოეთ კორეაში, ერთვის ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეს.

ტევადი - რაშიც ან რაზედაც ბევრი ეტევა; რაც ბევრ რასმე იტევს.

ტევადობა - შინაგანი მოცულობა; უნარი დაიტიოს რისამე გარკვეული რაოდენობა.

ტევთრანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის ომის მონაწილე ბერძენი მეომარი, რომელიც მოკლა ჰექტორმა.

ტევიეკი - კუნძული კიბერონის ნახევარკუნძულის მახლობლად, ეკუთვნის საფრანგეთს.

ტევკროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიელთა მდინარის ღმერთის - სკამანდროსისა და ფერია იდეიას ვაჟი, ტროის პირველი მეფე.

ტევრი - ხშირი, დაბურული ტყე.

ტევტონები - გერმანული წარმოშობის ძველი ტომები.

ტევტონთა ორდენი - შუა საუკუნეებში - ერთ-ერთი კათოლიკური სასულიერო-რაინდული ორდენი; შეიქმნა II საუკუნის ბოლოს პალესტინაში (ჯვაროსნული ომების დროს).

ტეზერი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ტეზი (ტეზი ტრამონტინი) ვიქტორია - იტალიელი მომღერალი ქალი (1700-1775 წწ).

ტეთისი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანიდა, ურანოსისა და გეას ქალიშვილი, ოკეანოსის და და მეუღლე, ოკეანიდებისა და მდინარეების ღვთაებების დედა.

ტეიარ დე შარდენი პიერ - ფრანგი პალეონტოლოგი, ფილოსოფოსი, თეოლოგი (1881-1955 წწ).

ტეიდე (პიკო-დე-ტეიდე) - მოქმედი ვულკანი კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულების ჯგუფი).

ტეიკოვო - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში (40 ათასი).

ტეილორი ბრუკ - ინგლისელი მათემატიკოსი (1685-1731 წწ).

ტეილორი ელიზაბეტ - ამერიკელი მსახიობი ქალი (1932-2011 წწ).

ტეილორი ზაკარი - აშშ-ს მე-12 პრეზიდენტი 1848-50 წლებში (1784-1850 წწ).

ტეილორი რიჩარდ ედუარდ - კანადელი ფიზიკოსი, 1990 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1929 წელს).

ტეილორი რობერტ - ამერიკელი კინომსახიობი (1911-1969 წწ).

ტეილორი ჯეფრი ინგრამ - ინგლისელი მეცნიერი მექანიკის დარგში (1886-1975 წწ).

ტეილორიზმი - შრომის ორგანიზაციის სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა გამოყენება მაქსიმალური მოგების მიღებისათვის; წარმოიშვა აშშ-ში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ინჟინერ ფ.ვ. ტეილორის გვარის მიხედვით).

ტეირლინკი ჰერმან - ბელგიელი მწერალი (1879-1967 წწ).

ტეისერან დე ბორი ლეონ ფილიპ - ფრანგი მეტეოროლოგი (1855-1913 წწ).

ტეიტელბოიმი ვოლოდია - ჩილეს საზოგადო მოღვაწე და მწერალი (1916-1995 წწ).

ტეკეი იმრე - ანტიჰაბსბურგული განმათავისუფლებელი ომის ხელმძღვანელი უნგრეთში (1657-1705 წწ).

ტეკლე აფევორკ - ეთიოპიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე (დაიბადა 1932 წელს).

ტეკმესა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფის ქალიშვილი, რომელიც ტყვედ ჩაიგდო ეანტოს დიდმა და შემდეგ ცოლად შეირთო.

ტეკრური - სახელმწიფო IX-XV საუკუნეებში აფრიკაში.

ტეკუმსე - ინდიელთა ტომის, შონის, ბელადი (დაახლეობით 1768-1813 წწ).

ტეკუჩი - ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში (50 ათასი).

ტელამონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეაკოსის ვაჟი, პელევსის ძმა, არგონავტების ლაშქრობის მონაწილე.

ტელანაიპურა (ჯამბი) - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, ჯამბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

ტელე (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს:

1) შორ მანძილზე მოქმედს.

2) ტელევიზიასთან დაკავშირებულს.

ტელებინოკლი (ბერძნ.) - სპეციალური ბინოკლი ძალზე დაშორებული ობიექტების ნათლად დასანახად.

ტელეგონე (ტელეგონოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსისა და კირკეს ვაჟი, რომელიც კირკემ ოდისევსთან განშორების შემდეგ შობა.

ტელეგრამა (ბერძნ.) - ტელეგრაფით გაგზავნილი ცნობა, დეპეშა.

ტელეგრაფი (ბერძნ.)

1) ელექტრო და რადიო კავშირგაბმულობის სახეობა, რომლის საშუალებითაც შორ მანძილზე სწრაფად გადასცემენ ცნობებს.

2) ასეთი ცნობების მიმღებ-გადამცემი აპარატი.

ტელეგრაფირება - ტელეგრაფით გადაცემა ცნობისა.

ტელევიზია (ინგლ.) - გამოსახულებათა გადაცემა შორ მანძილზე ელექტრო და რადიოკავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.

ტელევიზორი (ინგლ.) - რადიოტექნიკური აპარატი, რომელიც იღებს გადაცემულ გამოსახულებას.

ტელეზიო ბერნარდინო - იტალიელი ფილოსოფოსი (1509-1588).

ტელეკინეზი - ადამიანის მიერ ფიზიკური ობიექტების გადაადგილება კუნთოვანი ძალის გამოყენების გარეშე.

ტელემანი გეორგ ფილიპ - გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი, კაპელმაისტერი (1681-1767 წწ).

ტელემაქე (ტელენაქოსი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟი, რომელიც მენტორმა გაზარდა ოდისევსის გამგზავრების შემდეგ.

ტელემეტრია (ბერძნ.) - რაიმე სიდიდის (მაგალითად, ძაბვის, წნევის, ტემპერატურის) შორი მანძილიდან გაზომვისა და ამ გაზომვის შედეგების გადაცემის სისტემა. ფართოდ იყენებენ კოსმოსური სივრცის კვლევისას.

ტელემექანიკა

1) საწარმოო პროცესების მართვა შორი მანძილიდან კავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყენებით.

2) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც ასეთი მართვის საშუალებებს და მეთოდებს სწავლობს.

ტელემოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კიკლოპებში მცხოვრები წინასწარმეტყველი, რომელმაც პლიფემოსს ოდისევსისაგან დაბრმავება უწინასწარმეტყველა.

ტელეობიექტივი - ფოტო ან კინო აპარატურის ობიექტივი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოსახულება მივიღოთ შორი მანძილიდან.

ტელეოლოგია (ბერძნ.) - იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება.

ტელეპათია (ბერძნ.) - მოვლენა, რომელიც გამოიხატება ერთი პირის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში მეორე პირისათვის შორ მანძილზე.

ტელერი ედუარდ - ამერიკელი ფიზიკოსი (1908-2003 წწ).

ტელესკაფი (ბერძნ.) - აპარატი, რითაც ტურისტები ზღვის სიღრმეში ეშვებიან და მოგზაურობენ.

ტელესკოპი (ბერძნ.) - ასტრონომიული ოპტიკური ხელსაწყო ცის მნათობებზე დაკვირვების საწარმოებლად.

ტელესტო - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოჩენილია კოსმოსურ ხომალდ „ვოიაჯერის-2“-ის საშუალებით 1980 წელს.

ტელესფოროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გამოჯანმრთელების დემონი, გამოისახებოდა ჩვეულებრივ ასკლეპიოსთან ერთად.

ტელეტაიპი (ბერძნ.) - ტელეგრაფის ასოთსაბეჭდი აპარატი, რომელსაც აქვს საბეჭდი მანქანის ტიპის კლავიატურა.

ტელეტაიპოგრამა - ტელეტაიპით გადაცემული ცნობა.

ტელეუკე ვიქტორ - მოლდაველი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).

ტელეფა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (რუფოთის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხარის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, თერჯოლიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 758 ადამიანი.

ტელეფასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგენორის ცოლი, კადმოსის დედა.

ტელეფერიკი (ბერძნ.) - საჰაერო-საბაგირო გზის სახელწოდება საფრანგეთში.

ტელეფონი (ბერძნ.) - ელექტროკავშირგაბმულობის სახე, მოწყობილობა ლაპარაკის გადასაცემად შორ მანძილზე. აგრეთვე თვით აპარატი, რომელსაც სალაპარაკოდ აქვს ყურმილი და სასიგნალო ზარი.

ტელეფონია (ბერძნ.) - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სატელეფონო კავშირგაბმულობის პრინციპებს.

ტელეფონიზაცია - ტელეფონის ქსელის გაყვანა-დამონტაჟება.

ტელეფონისტი - ტელეფონის სადგურის მუშაკი.

ტელეფონოგრამა - ტელეფონით გადაცემული ოფიციალური ცნობა, რომელიც მიღების დროს იწერება.

ტელეფოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერაკლესა და ავგეს ვაჟი, რომელიც დაბადებისთანავე გადააგდეს, მაგრამ მაინც გაიზარდა და მოძებნა დედა.

ტელექსი (ინგლ.) - სააბონენტო ტელეგრაფირების საერთაშორისო ქსელი; საერთაშორისო უბნებზე იყენებენ სიხშირული ტელეგრაფირების არხებსა და რადიოარხებს.

ტელი ვილჰელმ - შვეიცარიული ხალხური ლეგენდების გმირი.

ტელიჩკინა ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1945 წელს).

ტელმანი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ტელმანი ერნსტ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1944 წწ).

ტელოკ-ანსონი - ქალაქი მალაიზიის პერაკის შტატში.

ტელუგუ ენა (ტელუნგუ, ტენუგუ, ტენუნგუ) - დრავიდულ ენათა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჯგუფის ენა. გავრცელებულია ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში.

ტელუკბეტუნგი - ქალაქი ინდონეზიის ლამპუნგის პროვინციაში (285 ათასი).

ტელურა - ძველიტალიური მიწის ღვთაება, რომელსაც ხშირად ტერა მატერასაც უწოდებენ.

ტელური (ლათ.) (თე) - ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი მყიფე ლითონი. იყენებენ მეტალურგიაში, ელექტროტენიკაში და სხვა. ატომური ნომერი 52, ატომური მასა 127,60.

ტელურიუმი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც თვალსაჩინოდ გვიჩვენებს დედამიწის წლიურ მოძრაობას მზის გარშემო და დღეღამურ ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო.

ტელფერი (ინგლ.) - ტვირთის ასაწევი მანქანა (ჯალამბარი), რომელიც მოძრაობს კიდურ ლიანდაგზე.

ტელფუსე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიაში მდებარე მისი თანამოსახელე წყაროს ფერია.

ტელშიაი - ქალაქი ლიტვაში.

ტელხინები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის დემონები, პონტოსისა და გეას ვაჟები, პოსეიდონის თანამგზავრები.

ტემა - ქალაქი განაში (110 ათასი).

ტემბრი (ფრანგ.) - ბგერის თვისება, ელფერი, რომლის მიხედვითაც განირჩევა ერთი და იმავე სიმაღლის ტონები და რითაც ერთი საკრავის ან ხმის ჟღერადობა განსხვავდება მეორისგან.

ტემენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არისტომაქეს ვაჟი, არგოსის მეფე, მაკედონიის მეფეთა დინასტიის მითიური წინაპარი.

ტემზა - დიდ ბრიტანეთის უდიდესი მდინარე, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 334 კილომეტრი).

ტემი - ტოგოს ცენტრალურ რაიონებში მცხოვრები ხალხი.

ტემინი ჰაუარდ მარტინ - ამერიკელი ვირუსოლოგი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1934-1994 წწ).

ტემლაკი (პოლონ.) - ხმლის ვადაზე გამობმული ფოჩიანი მარყუჟი იარაღის ხმარებისას მაჯაზე წამოსაცმელად.

ტემპერა (იტალ.) - საღებავები, რომლებშიც შერეულია კვერცხის გული ანდა წებოს ან ზეთის ხსნარი.

ტემპერამენტი (ლათ.)

1) ფსიქიკური წყობის თავისებურებანი, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში.

2) ძლიერი აღგზნებადობა.

ტემპერატურა (ლათ.)

1) რაიმე სხეულის, ნივთიერების სითბოს ხარისხი; სითბური მახასიათებელი.

2) ადამიანის სხეულის სითბოს ხარისხი როგორც ჯანმრთელობის მაჩვენებელი (ავადმყოფობის დროს - სხეულის სითბოს აწეული ხარისხი; სიცხე).

ტემპერაცია - მუსიკაში - ინტერვალური შეფარდების გაწონასწორება ბგერის სიმაღლებრივი სისტემის საფეხურებს შორის.

ტემპერლი ჰაროლდ უილიამ უაიზელ - ინგლისელი ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე (1879-1939 წწ).

ტემპი (იტალ.)

1) რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე.

2) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.

ტემპლეტი (ინგლ.)

1) ტექნოლოგიური მოწყობილობის ან სამშენებლო კონსტრუქციის ერთეულის ბრტყელი, ორგანზომილებიანი მასშტაბური ფოტომოდელი.

2) ლითონმცოდნეობაში - ბრტყელი ნიმუში, რომელიც გამოჭრილია ლითონის ნაკეთობიდან ან ნამზადიდან; იყენებენ ნაკეთობის მიკროსტრუქტურის გამოსავლენად და შესასწავლად.

ტემპლი შირლი - ამერიკელი კინომსახიობი. პოლიტიკოსი და დიპლომატი ქალი; ფილმებში მონაწილეობდა მცირეწლოვანებისას (დაიბადა 1928 წელს).

ტემუკო - ქალაქი ჩილეში, არაუკანიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).

ტენაკლი (გერმ.) - პოლიგრაფიაში - ჩასადგამი, რომლითაც სასტამბო კასაზე მაგრდება ასაწყობი დედნის ფურცლები.

ტენანტი სმითსონ - ინგლისელი ქიმიკოსი (1761-1815 წწ).

ტენარეს მიწა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კონცხი ლაკონიაში, სადაც ძველი ბერძნების წარმოდგენით, პოსეიდონის მღვიმეზე გავლით იწყებოდა ჰადესში ჩასასვლელი გზა.

ტენარი ლუი ჟაკ - ფრანგი ქიმიკოსი (1777-1857 წწ).

ტენარონი (მატაპანი) - კონცხი საბერძნეთის პელოპონესის ნახევარკუნძულზე.

ტენარსი დავიდ უმცროსი - ფლამანდელი ფერმწერი (1610-1690 წწ).

ტენგე - ყაზეხეთის ფულის ერთეული, უდრის 100 ტიინს, მიმოქცევაშია 1993 წლიდან.

ტენგერი - ვულკანური მასივი კუნძულ იავაზე (ინდონეზია).

ტენდენცია (გერმ.)

1) რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი.

2) დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს.

3) წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს.

ტენდენციური - ტენდენციით გამსჭვალული; ცალმხრივი, მიკერძოებითი.

ტენდერი

1) (ინგლ.) - შეთავაზება, განცხადება რისიმე საქმიანობის განხორციელებისათვის.

2) ორთქლმავლის მისაბმელი ნაწილი, რომელშიც სათბობისა და წყლის საჭირო მარაგი თავსდება.

3) ერთანძიანი სპორტული საზღვაო გემი.

ტენდრიაკოვი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1923-1984 წწ).

ტენეზმები - მტკივნეული, ცრუ ჭინთვები დეფეკაციის ან შარდვის დროს.

ტენერიფე - ვულკანური კუნძული კანარის კუნძულების ჯგუფში (ატლანტის ოკეანე), ეკუთვნის ესპანეთს.

ტენესი

1) შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 109,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ნეშვილი.

2) მდინარე აშშ-ში, ოჰაიოს მარცხენა შენაკადი აშშ-ში (სიგრძე - 1470 კილომეტრი).

ტენზომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მყარ სხეულებში მექანიკური ძაბვებით გამოწვეულ დეფორმაციებს.

ტენი

1) ნესტი, სისველე, სინოტივე.

2) მსახურეული წარჩინებული პირი ანგლოსაქსონურ ინგლისში.

ტენი იპოლიტ ადოლფ - ფრანგი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი (1828-1893 წწ).

ტენიანი - ტენის შემცველი; ნესტიანი.

ტენინი ბორის - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1990 წწ).

ტენირსი დავიდ უმცროსი - ფლამანდელი ფერმწერი (მოინათლა 1610 წელს - 1690 წ).

ტენისი ფერდინანდ - გერმანელი სოციოლოგი (1855-1936 წწ).

ტენისონი ალფრედ - ინგლისელი პოეტი (1809-1892 წწ).

ტენო (იაპონ.) - იაპონიის იმპერატორის ტიტული (უფრო ცნობილი ტიტულია მიკადო).

ტენოიოკი - იხილე ტანაელვი.

ტენორი (იტალ.)

1) მამაკაცის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა.

2) ასეთი ხმის მომღერალი.

ტენოჩტიტლანი (Tenochtitlan) - აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქი XIV-XVI საუკუნეებში, რომელიც თანამედროვე მეხიკოს ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ტენსონა (ტენცონა) - რომანული პოეზიის ჟანრი შუა საუკუნეების ევროპაში.

ტენტი (ინგლ.) - ტილოს ფარდული, ჩარდახი მზისა და წვიმისაგან დასაცავად.

ტენცინგი ნორგეი - იხილე თენცინგი .

ტენცო - პიტნის ერთ-ერთი ველური სახეობა; წყლის პიტნა.

ტეოდორაკისი მიკის - ბერძენი კომპოზიტორი, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1925 წელს).

ტეოდორიანუ იონელ - რუმინელი მწერალი (1897-1954 წწ).

ტეოტიუაკანი - ძველი ქალაქი მექსიკაში. აღმოცენდა ძვ.წ.აღ II საუკუნეში.

ტეპლერი ავგუსტ - გერმანელი ფიზიკოსი (1836-1912 წწ).

ტეპლიცე - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ ჩეხიის ოლქში (55 ათასი).

ტეპლოგორსკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

ტეპტიარები - XVIII-XX საუკუნეებში ბაშკირებს შორის მცხოვრები არაბაშკირი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ტეჟუ - იხილე ტახო.

ტერა (ბერძნ.) - თავსართი იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესქმნელად, რომლებიც ოდენობით 1012 ამოსავალ ერთეულს უდრის.

ტერაზიტი (ლათ.) - კირისა და ცემენტის შეღებილი ნარევი; იხმარება ფერადი ბათქაშისათვის.

ტერაკოტა (იტალ.) - გამომწვარი ფერადი თიხა; ასეთი თიხის მოუჭიქავი ნაკეთობა.

ტერა მატერი - იხილე ტელურა.

ტე რანგი ჰიროა (ევროპული სახელი და გვარი - პიტერ ჰენრი ბაკი) - ახალზელანდიელი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე (1880-1951 წწ).

ტერანი ჯუზეპე - იტალიელი არქიტექტორი (1904-1943 წწ).

ტერარიუმი (ლათ.) - სათავსი (ყუთი, შემოღობილი მიწის ნაკვეთი და სხვა), სადაც ინახავენ წყალხმელეთა ცხოველებსა და ქვეწარმავლებს მათზე დაკვირვების საწარმოებლად.

ტერასა (ფრანგ.)

1) საცხოვრებელ სახლს მიშენებული აივანი, რომელსაც აქვს ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი.

2) ტერასები - ფერდობზე კიბე-კიბე გაჩენილი ან გაკეთებული ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული ბაქნები.

ტერატოგენეზი - სხვადასხვაგვარი სიმახინჯის წარმოშობა როგორც არამემკვიდრული ცვლილებების, ისე მუტაციების შედეგად.

ტერატოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ანომალიებს, განვითარების მანკს და სიმახინჯეს.

ტერატომა (ბერძნ.) - სიმსივნე, რომელიც ჩნდება ქსოვილის ემბრიონული განვითარების დარღვევის შედეგად.

ტერაჩინი უმბერტო ელია - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1983 წწ).

ტერბიუმი (ლათ.) - ქიმიური ელემენტი, იშვიათმიწოვანი ლითონი; განეკუთვნება ლანთანოიდებს (შვედეთის პატარა ქალაქ იტერბის სახელის მიხედვით). ატომური ნომერი 65, ატომური მასა 158,9254.

ტერბორხი გერარდ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1617-1681 წწ).

ტერბრიუგენი ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1587/1588-1629 წწ).

ტერებენიოვები - რუსი მოქანდაკეები: ივანე (1780-1815) და ალექსანდრე (1815-1859 წწ).

ტერებოვლია - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

ტერედო (გემის ჭია) - ზღვის ორსაგდულიანი მოლუსკები.

ტერევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიის მეფე, არესის ვაჟი, პროკნეს მეუღლე.

ტერეზა - იხილე დედა ტერეზა.

ტერეზინა - ქალაქი ბრაზილიის პიაუის შტატში (555 ათასი).

ტერენკური (გერმ.)

1) სამკურნალო (დოზირებული) სიარული.

2) კურორტებზე, სანატორიუმებში - სპეციალურად მოწყობილი გზები სამკურნალო სიარულისთვის.

ტერენციუსი პუბლიუს აფრიკელი - რომაელი კომედიოგრაფი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 195 ან 188 - 159 წწ).

ტერესა დე ხესუსი (საერო სახელი ტერესა დე სეპედა ი აუმადა) - ესპანელი მწერალი ქალი (1515-1582 წწ).

ტერესკენი - მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა, ერთსახლიანი ბუჩქბალახები ან პატარა ბუჩქები.

ტერეშკოვა ვალენტინა - რუსი მფრინავი-კოსმონავტი (პირველი) ქალი, 1963 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1937 წელს).

ტერეშჩენკო ნიკოლაი - უკრაინელი პოეტი (1898-1966 წწ).

ტერეჩიკი მარი - უნგრელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1935 წელს).

ტერეხოვა მარგარიტა - რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1942 წელს).

ტერე-ჰოტი - ქალაქი აშშ-ს ინდიანის შტატში.

ტერი ელენ ალის - ინგლისელი მსახიობი ქალი (1847-1928 წწ).

ტერიანი ვაჰან (ნამდვილი გვარი ტერ-გრიგორიანი) - სომეხი პოეტი (1885-1920 წწ).

ტერიერი (ფრანგ.) - საერთო სახელწოდება ძაღლების რამდენიმე ჯიშისა, რომელთაგანაც ზოგი სახლისაა (ოთახისაა), ზოგს კი პატარა მხეცებზე სანადიროდ იყენებენ.

ტერიკონიკი (ტერიკონი) (ფრანგ.) - ფუჭი ქანების კონუსისებრი ყრილი მაღაროსთან, მიწის ზედაპირზე.

ტერილენი (ინგლ.) - ლავსანის სახელწოდება ინგლისში.

ტერიტორია (ლათ.) - გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე.

ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ტერმეროსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ყაჩაღი, რომელიც მგზავრებს იჭერდა და თავების დახეთქვით ხოცავდა. ასეთივე წესით მოკლა იგი ჰერაკლემაც.

ტერმიე პიერ მარი - ფრანგი გეოლოგი (1859-1930 წწ).

ტერმინალი (ლათ.)

1) მოწყობილობა გამოთვლითი სისტემის შემადგენლობაში; განკუთვნილია სისტემაში ინფორმაციის შესატანად და იქიდან ინფორმაციის გამოსატანად.

2) ბოლო სადგური (რკინიგზისა, მეტროპოლიტენისა, ნავთობსადენისა).

ტერმინალიები - ძველ რომში ნუმა პომპილიუსის მიერ შემოღებული დღესასწაულები ტერმინიუსის პატივსაცემად, რომელიც 28 თებერვალს - რომაული წელიწადის ბოლო დღეს იმართებოდა.

ტერმინალური - ბოლო, საბოლოო.

ტერმინატორი (ლათ.) - სინათლის (დღისა) და სიბნელის (ღამის) საზღვარი პლანეტის ან მისი თანამგზავრის ზედაპირზე.

ტერმინი (ლათ.) - სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგის გარკვეულ ცნებას.

ტერმინოლოგია (ინგლ.) - მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა.

ტერმინუსი - საზღვრებისა და სასაზღვრო ნიშნების რომაული ღვთაება, ითვლებოდა აგრეთვე წმინდა ქვების, ბოძების, ადგილებისა და სხვათა ღვთაებად.

ტერმიტი

1) (ლათ.) - მერქნის მავნებელი მწერი; გავრცელებულია ცხელ ქვეყნებში; ცხოვრობენ დიდ-დიდ გუნდებად.

2) იხილე თერმიტი.

ტერნატე - კუნძული მოლუკის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ინდონეზიას.

ტერნერი კეტლინ - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1954 წელს).

ტერნერი ნატ - ზანგი მონების აჯანყების ხელმძღვანელი აშშ-ში (1800-1831 წწ).

ტერნერი ტინა - (ნამდვილი სახელი და გვარი ანა მეი ბალოკი) - ამერიკელი როკ-მომღერალი ქალი (დაიბადა 1938 წელს).

ტერნერი ფრედერიკ ჯექსონ - ამერიკელი ისტორიკოსი (1861-1932 წწ).

ტერნერი ჯოზეფ მელორდ უილიამ - ინგლისელი ფერმწერი (1775-1851 წწ).

ტერნერი ჰერბერტ პოლ - ინგლისელი ასტრონომი (1861-1930 წწ).

ტერნი - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

ტერნოვკა - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (35 ათასი).

ტერნოპოლი - ქალაქი უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

ტერორი (ლათ.) - პოლიტიკურ და კლასობრივ მოწინააღმდეგესთან ანგარიშის გასწორება ძალადობით (მოკვლით).

ტერორიზება - ტერორით, ძალადობით დაშინება.

ტერორიზმი - ტერორის პოლიტიკა და ტაქტიკა.

ტერპანდრე - ძველბერძენი პოეტი და მუსიკოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).

ტერპენთინი (ბერძნ.) - ფისოვანი წვენი, რომელიც წიწვოვან ხეს სდის ჭრილობიდან; ძირითადი ნედლეულია სკიპიდრისა და კოლოფინის მისაღებად.

ტერ-პეტროსიანი ლეონ - სომხეთის პრეზიდენტი 1991-98 წლებში (დაიბადა 1945 წელს).

ტერტერა - სომხების მღვდელი.

ტერტერი

1) (1991 წლამდე მირ-ბაშირი) ქალაქი აზერბაიჯანში.

2) მდინარე აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 184 კილომეტრი).

ტერტერიანი ავეტ - სომეხი კომპოზიტორი (1929-1994 წწ).

ტერტულიანე კვინტუს სეპტიმუს ფლორენს - ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მწერალი (დაახლოებით 160 წ - 220 წ შემდეგ).

ტერუ პოლ - ამერიკელი მწერალი-პროზაიკოსი (დაიბადა 1941 წელს).

ტერფი

1) ადამიანის ან ცხოველი ფეხის ძირი.

2) ადამიანის ფეხის ნაწილი კოჭის ქვემოთ.

3) ლექსთწყობაში - სალექსო სტრიქონის მარცვალთა ჯგუფი, რომელთაგან ერთი მახვილიანია, დანარჩენი - უმახვილო.

ტერფსიქორა (ტერფსიქორე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცეკვის მფარველი მუზა. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ხელში ლირა ეჭირა. სიტყვასიტყვით ნიშნავს ცეკვის მოყვარულს.

ტეტია - გაუნათლებელი, გულუბრყვილო (გლეხი).

ტეტიური - ტეტიის დამახასიათებელი.

ტერშანსკი იოჟი ენე - უნგრელი მწერალი (1888-1969 წწ).

ტერცაგი კარლ - ამერიკელი ინჟინერი (1883-1963 წწ).

ტერცეტი (იტალ.)

1) მუსიკაში - იგივეა, რაც ტრიო.

2) სამსტრიქონიანი სტროფი სონეტში.

ტერცია (ლათ.)

1) მუსიკალური გამის მესამე საფეხური; ინტერვალი პირველსა და მესამე საფეხურს შორის.

2) პოლიგრაფიაში - ერთგვარი სასათაურე შრიფტი.

ტერცინა (იტალ.) - ლექსთწყობაში - სამტაეპიანი სტროფი ჯვარედინი რითმებით.

ტერხენა - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარჯვენა შენაკადი.

ტესინი ნიკოდემუს უმცროსი - შვედი არქიტექტორი (1654-1728 წწ).

ტესიტურა (იტალ.) - მუსიკალურ ნაწარმოებში - ბგერათა განლაგება სიმაღლის მიხედვით სასიმღერო ხმის ან მუსიკალური საკრავის დიაპაზონთან მიმართებით.

ტესლა ნიკოლა - გამომგონებელი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში, წარმოშობით სერბი, მოღვაწეობდა უნგრეთში, საფრანგეთში და აშშ-ში (1856-1943 წწ).

ტესლა - მაგნიტური ინდუქციის ერთეული (ნიკოლა ტესლას სახელის მიხედვით).

ტესტერი (ინგლ.) - ხელსაწყო რისამე (მაგალითად, ელექტრონათურების) ვარგისიანობის შესამოწმებლად.

ტესტ-აქტი - „ფიცის აქტი“ - ინგლისის პარლამენტის კანონი, რომელიც მიიღეს 1673 წელს; სახელმწიფოს სამსახურში მყოფთაგან მოითხოვდა ფიცის დადებას ანგლიკანური წესის მიხედვით და კათოლიკური დოგმატებისაგან განდგომას.

ტესტერი - ხელსაწყო რისამე შესამოწმებლად.

ტესტი (ინგლ.)

1) ფსიქიატრიაში - სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდის მონაწილეს გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და სხვა პიროვნულ მხარეთა გამოსავლენად.

2) ანკეტა (კითხვარი), რომელსაც ავრცელებენ როგორც მასალას კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მიზნებისათვის.

3) გამოთვლით ტექნიკაში - ამოცანა ამოხსნითურთ; იყენებენ ციფრული გამომთვლელი მანქანის მუშაობის შესამოწმებლად.

ტესტოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ტესტების შედგენის თეორიულ საფუძვლებს, ამუშავებს პრაქტიკაში მათი დანერგვის მეთოდებს და ადგენს მიღებული შედეგების საიმედოობის კრიტერიუმებს.

ტესტოსტერონი (ლათ.) - მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ჰორმონი; განაპირობებს მამაკაცის სასქესო ორგანოებისა და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას.

ტეტანია - კრუნჩხვის შეტევა, რასაც იწვევს ორგანიზმში კალციუმისა და მარილების ნაკლებობა.

ტეტანუსი (ლათ.)

1) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი; იცის საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა.

2) ფიზიოლოგიაში - კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა ისეთ გაღიზიანებათა ზეგავლენით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე ინტერვალით.

ტეტ-დე-პონი (ფრანგ.) - ხიდის წინა სიმაგრე.

ტეტე - ქალაქი მოზამბიკში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ტეტერევი - მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 365 კილომეტრი).

ტეტერესკუ გეორგე - რუმინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1886-1957 წწ).

ტეტიევი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

ტეტმაიერი (ფშერვა ტეტმაიერი) კაზიმეჟ - პოლონელი მწერალი (1865-1940 წწ).

ტეტოვო - ქალაქი მაკედონიაში.

ტეტრა (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ოთხი ნაწილისაგან შემდგარს.

ტეტრაგონი (ბერძნ.) - ოთკუთხედი.

ტეტრაედრი (ბერძნ.) - ოთხწახნაგიანი სხეული, რომლის ყოველი წახნაგი სამკუთხედია; სამკუთხა პირამიდა.

ტეტრალოგია - ოთხი ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ერთი დედააზრი აერთიანებს.

ტეტრამეტრი (ბერძნ.) - ოთხტერფიანი ლექსი.

ტეტრაქორდი (ბერძნ.) - ოთხსაფეხურიანი ბგერათრიგი; ორი ტეტრაქორდი შეადგენს გამას ერთი ოქტავის ფარგლებში.

ტეტრაციკლინები - ქიმიური სტრუქტურითა და ბიოლოგიური აქტიურობით ერთმანეთთან ახლოს მდგომი ანტიბიოტიკები.

ტეტრილი - ფეთქებადი ნივთიერება.

ტეტრისი - კომპიუტერული თამაში, რომელიც 1985 წელს ალექსეი პაჟიტნოვმა შექმნა.

ტეტროდი (ბერძნ.) - ელექტრონმილაკი, რომელსაც აქვს ოთხი ელექტროდი.

ტეტუანი - იხილე თეტუანი.

ტეტჩერი (თათჩერი) მარგარეტ ჰილდა - ინგლისელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-90 წლებში (დაიბადა 1925 წელს).

ტეუანტეპეკი - წყნარი ოკეანის ყურე მექსიკის სანაპიროსთან.

ტეფი

1) სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

2) (შემოკ. Телефестиваль) - ტელეფესტივალი რუსეთში, რომელიც 1994 წლიდან ტარდება.

ტეფია - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა ჯ.კასინიმ 1684 წელს.

ტეფუ - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (190 ათასი).

ტექნეციუმი (თც) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-რუხი ფერის კომპაქტური ლითონი. ატომური ნომერი 43, ატომური მასა 98,9062.

ტექნიკა (ბერძნ.)

1) შრომის იარაღებისა და საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ საზოგადოებრივ წარმოებაში.

2) მანქანების, მექანიკური იარაღებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა.

3) პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ რაიმე საქმეში.

ტექნიკოსი

1) ტექნიკის რაიმე დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს საშუალო ტექნიკური განათლება.

2) ტექნიკის დარგში მომუშავე პირი.

ტექნიკუმი - საშუალო ტექნიკური ან საერთოდ სპეციალური სასწავლებელი სსრკ-ში.

ტექნიკური

1) ტექნიკასთან, მის გამოყენებასთან დაკავშირებული.

2) მანქანებისა და მექანიზმების მუშაობასთან, რისამე წარმოების პროცესთან დაკავშირებული.

3) რაც უნდა გამოიყენონ ან უნდა დაამუშაონ მრეწველობაში.

4) სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შემსრულებელი რაიმე საქმეში (ტექნიკური მდივანი, ტექნიკური რედაქტორი).

ტექნიციზმი - მეტისმეტი გატაცება საქმის ტექნიკური მხარით მისი არსის საზიანოდ.

ტექნოკრატები - ზოგჯერ ასე უწოდებენ ინჟინრებსა და მეცნიერებს, რომელთა ხელშია თითქოს წარმოების მართვა და ხელისუფლება.

ტექნოკრატია - სოციალურ-ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვითაც წარმოებასა და საზოგადოებაში თითქოს მმართველობა და ხელისუფლება მესაკუთრეებიდან და პოლიტიკოსებიდან გადადის ინჟინრებისა და მეცნიერების ხელში.

ტექნოლოგი - წარმოების რომელიმე დარგის ტექნოლოგიის სპეციალისტი.

ტექნოლოგია (ბერძნ.)

1) მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ.

2) ერთობლიობა გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებული ოპერაციებისა, რომელთაგანც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.

ტექსაკო - აშშ-ს ნავთობკომპანია; დაარსებულია 1902 წელს.

ტექსელი - უდიდესი კუნძული დასავლეთ ფრიზის კუნძულების ჯგუფში, ეკუთვნის ნიდერლანდს.

ტექსი - ხაზოვანი სიმკვრივის ერთეული, რომელსაც იყენებენ ბოჭკოსა და ძაფის სისქის დასახასიათებლად.

ტექსტი (ლათ.)

1) რისამე შინაარსი, ჩამოყალიბებული წერილობით; დაწერილი ან დაბეჭდილი თხზულება, ოფიციალური დოკუმენტი და სხვა.

2) თხზულება ილუსტრაციების, შენიშვნების, კომენტარების და მისთანების.

3) სიტყვები, რომლებზედაც დაწერილია მუსიკალური ნაწარმოები.

ტექსტოვინიტი - ხელოვნური ტყავი, რომელსაც იღებენ ბამბის ქსოვილზე ერთგვარი ხელოვნური ფისის თხლად წასმით; იყენებენ ავტომობილის სავარძლებზე, ავეჯზე და სხვა.

ტექსტოლითი (ლათ.) - პლასტმასა, ფისით გაჟღენთილი და დაწნეხილი მრავალფენოვანი ქსოვილი.

ტექსტოლოგია - ფილოლოგიის დარგი, რომელიც კრიტიკულად სწავლობს ლიტერატურული ძეგლებისა და ისტორიული დოკუმენტების ტექსტებს მათი მეცნიერულად გამოცემის მიზნით.

ტექსტუალური - ზუსტად ტექსტის მიხედვით შესრულებული; სიტყვასიტყვითი.

ტექსტურა (ლათ.) - ნივთიერების აგებულების თავისებურება, რომელიც განპირობებულია მისი შემადგენელი ნაწილების, ფენების განლაგებით.

ტექსტიტები (ბერძნ.) - წვრილი მინისმაგვარი კენჭები მწვანე, ყვითელი ან შავი ფერისა.

ტექტანდერი ფონ დერ იაბელ გეორგ - გერმანელი მოგზაური და დიპლომატი (გარდაიცვალა 1614 წელს).

ტექტონა - ინდოჩინეთსა და ინდონეხიაში გავრცელებული მაგარმერქნიანი ფოთოლმცვივანა ხე (თეცტონა გრანდის).

ტექტონიკა (ბერძნ.)

1) გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციებს და მათთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

2) არქიტექტურაში - შენობის ნაწილების, ურთიერთგანლაგებისა და მისი ფორმების, პროპორციების შეფარდების თავისებურებანი.

ტექტონიკური

1) ის, რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან.

2) რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებასთან.

ტეშა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 311 კილომეტრი).

ტეშენიტი - სიღრმისეული ქანი, წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა.

ტეშინე ანდრე - ფრანგი რეჟისორი (დაიბადა 1943 წელს).

ტეხანი - კორეის სახელმწიფოს სახელწოდება 1897-1910 წლებში.

ტეხა საბრე ალფონსო - მექსიკელი მეცნიერი (1888-1962 წწ).

ტეხასი - შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 692 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 18 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოსტინი.

ტეხას-სიტი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

ტეხედა ლუის დე - არგენტინელი პოეტი (1604-1680 წწ).

ტეხი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ტეხიანი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის მარჯვენა შენაკადი.

ტეხილი - ნატეხებად ქცეული, დამტვრეული.

ტეხისა - სალოცავი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისასთან. ითვლებოდა ამ სოფლის და სხვა ახლომახლო სოფლების „ადგილის დედად“: აქ იმართებოდა „ტეხისობა“, რასაც ყოველ ახალ კვირეს აღნიშნავენ და რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა.

ტეხისობა - იხილე ტეხისა.

ტეხური - მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 108 კილომეტრი).

ტეხურიშდიდი - მწვერვალი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (3002 მეტრი).

ტეჯონი - ქალაქი სამხრეთ კორეაში, ჩხუნჩხონ-ნამდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).