The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0004უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ვ – ი)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ია
დოკუმენტის ნახვა იბ
დოკუმენტის ნახვა იგ
დოკუმენტის ნახვა იდ
დოკუმენტის ნახვა იე
დოკუმენტის ნახვა ივ
დოკუმენტის ნახვა იზ
დოკუმენტის ნახვა ით
დოკუმენტის ნახვა იი
დოკუმენტის ნახვა იკ
დოკუმენტის ნახვა ილ
დოკუმენტის ნახვა იმ
დოკუმენტის ნახვა ინ
დოკუმენტის ნახვა იო
დოკუმენტის ნახვა იპ
დოკუმენტის ნახვა იჟ
დოკუმენტის ნახვა ირ
დოკუმენტის ნახვა ის
დოკუმენტის ნახვა იტ
დოკუმენტის ნახვა იუ
დოკუმენტის ნახვა იფ
დოკუმენტის ნახვა იქ
დოკუმენტის ნახვა იღ
დოკუმენტის ნახვა იყ
დოკუმენტის ნახვა იშ
დოკუმენტის ნახვა იჩ
დოკუმენტის ნახვა იც
დოკუმენტის ნახვა იძ
დოკუმენტის ნახვა იწ
დოკუმენტის ნახვა იჭ
დოკუმენტის ნახვა იხ
დოკუმენტის ნახვა იჯ
დოკუმენტის ნახვა იჰ

ივ

 

ივაი აკირა - იაპონიის პროფკავშირული მოღვაწე (დაიბადა 1922 წელს).

ივაკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე (360 ათასი).

ივაკუნი - ქალაქი-ნავსადგური იაპონიის იამაგუტის პრეფექტურაში (110 ათასი).

ივანაინენი კარლ - რუსეთის ერთ-ერთი პირველი მუშა-რევოლუციონერი, ზეინკალი (1857-1887 წწ).

ივანგოროდი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქში.

ივანდიდი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 105 მეტრი, ხონიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2357 კაცი.

ივანე (ასენ II) - ბულგარეთის მეფე (1218-1241 წწ).

ივანე (ალექსანდრე) - ბულგარეთის მეფე (1331-1371 წწ).

ივანე (სრაციმირი) - ვიდინის სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გარდაიცვალა 1396 წლის შემდეგ).

ივანე (შიშმანი) - ტირნოვოს სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გარდაიცვალა 1395 წელს).

ივანე - რუსი მეფეები:

ივანე I

  1. (დანიელის ძე კალიტა) - მოსკოვის მთავარი 1325 წლიდან (გარდაიცვალა 1340 წელს).

  2. (ყვარყვარე, ჯაყელი ციხეჯვარელი) - საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის 90-იან წლებში. მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი.

ივანე III ვასილის ძე - მოსკოვის დიდი მთავარი 1462 წლიდან (1440-1505 წწ).

ივანე IV (მრისხანე) - რუსეთის მეფე 1547-1584 წლებში, ვასილი III-ის ძე (1530-1584 წწ).

ივანე V - რუსეთის მეფე 1682 წლიდან, მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის ძე (1666-1696 წწ).

ივანე VI - რუსეთის იმპერატორი 1740-41 წლებში (1740-1764 წწ).

ივანე II ჯაყელი - სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391-1444 წლებში, ბექა II-ის ძე.

ივანე დიაკონი - XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი.

ივანე კოტორაშვილის ამბავი - ქართული მხატვრული ფილმი, ჰეროიკული კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1974 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნოდარ მანაგაძე. სცენარის ავტორები - ერლომ ახვლედიანი, დავით ჯავახიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: ზურაბ ქაფიანიძე (ივანე), ნატო გაგნიძე (კატო), ვახტანგ ცხადაძე (ქიტესა), აბესალომ ლორია, გივი ჩუგუაშვილი.

ივანე ლიპარიტის ძე (ბაღვაში) - XI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი.

ივანე მონისძე - XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი.

ივანე მორჩაისძე - XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი.

ივანე (იოვანე) შავლიანი - აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს მეფე დაახლოებით 868 წლიდან.

ივანეული - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარეების ძიროვნისწყლისა და ჯუხის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, ტყიბულიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 29 კაცი.

ივანინო - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.

ივანიშჩი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ივანიჩი - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.

ივანიცკი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაბა), მსოფლიოს ორგზის და 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მძიმე წონაში (დაიბადა 1937 წელს).

ივანიცკი-ინგილო რაფიელ - ქართველი იურისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე (1886-1966 წწ).

ივანკოვი - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

ივანკოვსკი - დაბა რუსეთის ივანოვოს ოლქში.

ივან-კუპალა - აღმოსავლელი სლავების უძველესი დღესასწაული, რომელიც ზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა (იგივე ივანობა).

ივანობისთვე - ივნისის ძველი ხალხური სახელი.

ივანოვ-ვანო ივან - რუსი რეჟისორი და კინოს მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1987 წწ).

ივანოვი ალექსანდრე

  1. რუსი პოეტი (1936-1996 წწ).

  2. რუსი მხატვარი (1806-1858 წწ).

  3. რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1898-1984 წწ).

ივანოვი ალექსეი - რუსი მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1982 წწ).

ივანოვი ანდრეი

  1. მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1970 წწ).

  2. რუსი მხატვარი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1776-1848 წწ).

ივანოვი ანტონ კოზინაროვ - ბულგარეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884 - 1942 წწ).

ივანოვი გეორგ ივანოვ - ბულგარელი კოსმონავტი, მკვლევარი (დაიბადა 1940 წელს).

ივანოვი ვალენტინ - რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მოსკოვის „ტორპედოში“, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1934 წელს).

ივანოვი ვიაჩესლავ -

  1. რუსი პოეტი - სიმბოლიზმის წარმომადგენელი (1866-1949 წწ).

  2. რუსი სპორტსმენი (აკადემიური ნიჩბოსნობა), ოლიმპიური თამაშების სამგზის (1956, 1960, 1964) ჩემპიონი (დაიბადა 1938 წელს).

ივანოვი ვლადიმირ - რუსი პოეტი (1888-1972 წწ).

ივანოვი ვსევოლოდ - რუსი მწერალი (1895-1953 წწ).

ივანოვი (ივანოვსი) იანის - ლატვიელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1983 წწ).

ივანოვი კონსტანტინე - ჩუვაში პოეტი-დემოკრატი, ჩუვაშური ლიტერატურის ფუძემდებელი (1890-1915 წწ).

ივანოვი სერგეი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, პერედვიჟნიკი (1864-1910 წწ).

ივანოვკა

  1. სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

  2. დაბა უკრაინის ოდესის ოლქში.

  3. დაბა ყირგიზეთში.

  4. დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.

ივანოვო

  1. ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

  2. (1932 წლამდე ივანოვო-ვოზნესენსკი) ქალაქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (460 ათასი).

ივანოვსკი ევგენი - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, არმიის გენერალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1818 - 1891 წწ).

ივანოპოლი - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

ივან პოდკოვა - ზაპოროჟიელი კაზაკი, მოლდავეთის გოსპოდარი 1577 წლიდან (? - 1578 წ).

ივანოურა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხხორითულას მარცხენა შენაკადი.

ივანო-ფრანკოვო - დაბა უკრაინის ლვოვის ოლქში.

ივანო-ფრანკოვსკი (1962 წლამდე სტანისლავი) - ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (225 ათასი).

ივანტეევკა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში.

ივანჩენკოვი ალექსანდრე - რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1978 და 1982 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1940 წელს).

ივანჩუკი ვასილი - უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებელი ტურნირების მონაწილე (დაიბადა 1969 წელს).

ივანჩუკი რომან - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

ივანწმინდა (ყოფილი წითელსოფელი) - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (მერჯევის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 510 მეტრი, საჩხერიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 559 კაცი.

ივარდავა დილარ - პოეტი (დაიბადა 1940 წელს).

ივასაკი იატარო - იაპონელი მეწარმე, კორპორაცია «მიცუბისის» დამაარსებელი (1835-1885 წწ).

ივასიუკი ალექსანდრ - რუმინელი მწერალი (1933 - 1977 წწ).

ივატე - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ივაშკიევიჩი იაროსლავ - პოლონელი მწერალი (1894-1980 წწ).

ივაცევიჩი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

ივდელი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ივდითი

  1. ძველი აღთქმის ერთ-ერთი აპოკრიფული (არაკანონიერი) წიგნის გმირი ქალი.

  2. მთავარი პერსონაჟი ქალი კარლ გუცკოვის პიესისა „ურიელ აკოსტა“.

იველინი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ივენეცი - დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.

ივენსი იორის - ნიდერლანდელი კინორეჟისორი (1898-1989 წწ).

ივენუში კონსტანტინ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1928 წწ).

ივერია

  1. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება გვიანდელი შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში; იგივეა, რაც იბერია (1).

  2. - ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა; გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულად, 1886 წლიდან კი ყოველდღიურად. გაზეთის გამოცემა შეწყდა 1906 წელს. დამაარსებელი და რედაქტორი - ილია ჭავჭავაძე.

  3. ივერია - ვაშლის ქართული ჯიში; გამოყვანილია ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით.

ივერიის მთა - მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში.

ივერსენი ფელიქს - ფინელი საზოგადო მოღვაწე (1887-1980 წწ).

ივიე - დაბა ბელორუსიის გროდნოს ოლქში.

ივკოვი ბორისლავ - იუგოსლაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1933 წელს).

ივლიანთგორი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემის საკრებულო), ლიშოს მთის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ვერხველის (ივრის აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1200 მეტრი, თიანეთიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში არავინ ცხოვრობს.

ივლისი

  1. კალენდარული წლის მეშვიდე თვე, ზაფხულის მეორე თვე ივნისსა და აგვისტოს შორის; გრძელდება 31 დღეს. სახელი ეწოდა იულიუს კეისრის საპატივცემლოდ. ხალხური სახელწოდებებია: მკათათვე და კვირიკობისთვე.

  2. თიბისა (საბა).

ივლინი ჯონ - ინგლისელი მწერალი (1620-1706 წწ).

ივლიტა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ივლონა - ესე არს გრკალი ცისა, ჩრდილოდ კერძო, რომელსა ზაფხულის მზე მუნით მოიქცევის და ვერა გასცილდების (საბა).

ივნევი რიურიკ (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ კოვალევი) - რუსი მწერალი, იმაჟინისტთა ლიტერატურული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი (1891-1981 წწ).

ივნია - დაბა რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

ივნისი

  1. კალენდარული წლის მეექვსე თვე, ზაფხულის პირველი თვე, გრძელდება 30 დღეს. სახელი ეწოდა ძველრომაელთა ღვთაება იუნონას საპატივცემლოდ. ხალხური სახელებია: თიბათვე და ივანობისთვე.

  2. მარიალისი (საბა).

ივო - ქალაქი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოიოს შტატში.

ივოლგინსკი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

ივოტი - დაბა რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

ივრეა - ქალაქი იტალიის ტურინის პროვინციაში.

ივრეთი- სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ივრითი (ებრ.) - ებრაული ენა; ისრაელის ორიდან ერთ-ერთი სახელმწიფო ენა, რომელიც წარმოადგენს ძველ (ბიბლიის) ებრაულს, საგანგებოდ აღდგენილს.

ივრის ზეგანი (გარეკახეთის ზეგანი) - ზეგანი მტკვარსა და ალაზანს შორის (გარდაბნის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები).

ივრი-სიურ-სენი - ქალაქი საფრანგეთში.

ივუ ველოზუ და სილვეირა პედრუ - ბრაზილიის არმიის კაპიტანი, რესპუბლიკურ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1811-1958 წწ).