The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა სა
დოკუმენტის ნახვა სბ
დოკუმენტის ნახვა სგ
დოკუმენტის ნახვა სე
დოკუმენტის ნახვა სვ
დოკუმენტის ნახვა სთ
დოკუმენტის ნახვა სკ
დოკუმენტის ნახვა სლ
დოკუმენტის ნახვა სმ
დოკუმენტის ნახვა სნ
დოკუმენტის ნახვა სო
დოკუმენტის ნახვა სპ
დოკუმენტის ნახვა სრ
დოკუმენტის ნახვა სს
დოკუმენტის ნახვა სტ
დოკუმენტის ნახვა სუ
დოკუმენტის ნახვა სფ
დოკუმენტის ნახვა სქ
დოკუმენტის ნახვა სყ
დოკუმენტის ნახვა სც
დოკუმენტის ნახვა სწ
დოკუმენტის ნახვა სხ
დოკუმენტის ნახვა სჯ

სთ

 

სთენებოია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფის - პრეტოსის ცოლი.

სთენელოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევისი ვაჟი, ევრისთევსის მამა, ჰერაკლეს თანამებრძოლი ამაძონებთან ომში.

სთენი (ლათ.) - (..და არა სტენი) ძალის ერთეული; უდრის ძალას, რომელიც 1 ტონა მასის მქონე სხეულს სძენს 1 მ/წ2 აჩქარებას (ამ ერთეულს ახლა აღარ იყენებენ).

სთენო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი გორგონა.

სთვლისა - იხილე ოქტომბერი.

სი

1) (იტალ.) - მუსიკალური გამის მეშვიდე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.

2) პროგრამირების უნივერსალური ენა.

სია

1) რაიმეს წერილობითი ჩამოთვლა; ნუსხა.

2) უძველესი პროტოჩინური ტომი, ძვ.წ.აღ. II ათასწლეულამდე მეთაურობდა ტომთა კავშირს მდინარე ხუანხეს შუა დინებაში.

სიაგა (სიაგაკი) (თურქ.) - წვრილჩლიქიანი გარეული ცხოველი; ბინადრობს სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში.

სიავე - ავის თვისება; ავობა.

სიავკაცე - იგივეა, რაც ავკაცობა.

სიაზანი - ქალაქი აზერბაიჯანის დავაჩის რაიონში (20 ათასი).

სიათა

1) ძველებური განიერლულიანი თოფი.

2) ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

სია იანი (ნამდვილი სახელი შენ დუანსიანი) - ჩინელი დრამატურგი (1901-1985 წწ).

სიალალმართლე - იგივეა, რაც ალალმართლობა.

სიალკოტი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (300 ათასი).

სიამანგი (მალაიური) - ერთგვარი მაიმუნი გიბონების ოჯახისა.

სიამანტო (ნამდვილი სახელი და გვარი ათომ იარჯანიანი) - თურქეთში მოღვაწე სომეხი პოეტი (1878-1915 წწ).

სიამაყე

1) ამაყის თვისება; ამაყობა.

2) ვინც საამაყოდ, საქებრად ჰყავთ.

სიამე - იგივეა, რაც სიამოვნება.

სიამი - ტაილანდის მოსახსენიებელი სახელი მის სამეზობლო ქვეყნებსა და შემდეგ ევროპაში XI-XII საუკუნიდან XX საუკუნის შუა წლებამდე.

სიამინი (ამოი) - ქალაქი ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში.

სიამის ყურე - ყურე მალაკისა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებს შორის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

სიამისენი (იაპონ.) - იაპონური სამსიმიანი მუსიკალური საკრავი.

სიამოვნება - კმაყოფილების გრძნობა.

სიამპარტავნე - იგივეა, რაც ამპარტავნობა.

სიამტკბილობა - სიამით, ტკბილად ყოფნა.

სიანგანი (ვიქტორია) - ქალაქი ჰონკონგში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

სიანი - იხილე ლიაოიუანი.

სიანინი - ქალაქი ჩინეთის შენსის პროვინციაში.

სიანტანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.

სიანუკვილი - იხილე კამპონგსაომი.

სიანუკ ნოროდომი - კამბოჯის (კამპუჩიის) მეფე 1945-55 და 1993 წლიდან (დაიბადა 1922 წელს).

სიანფანი - ქალაქი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში.

სიანჩხლე - იგივეა, რაც ანჩხლობა.

სიანცე - იგივეა, რაც ანცობა.

სიანძინი - მდინარე ჩინეთში, ერთვის დუნტინხუს ტბას.

სიაო სანი - (ნამდვილი სახელი სიაო აიმეი, ცნობილია აგრეთვე ემი სიაოს სახელით) - ჩინელი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე (1896-1985 წწ).

სიაოსინანლინი - იხილე პატარა ხინგანი.

სიარაკუ ძიურობეი - იაპონელი ფერმწერი, გრაფიკოსი და მსახიობი (XII საუკუნე).

სიარმე - იგივეა, რაც არმობა.

სიარული - ნაბიჯის გადადგომით მოძრაობა; სვლა.

სიასათნამე - „წიგნი მმართველობის შესახებ“; XI საუკუნის ირანში შექმნილი პოლიტიკური ტრაქტატი.

სიასამური (Marles zibellina) - საშუალო ზომის მტაცებელი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა; აქვს მურა-მოშავო ძვირფასი ბეწვი.

სიაუში - XVI საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატურისტი, მოღვაწეობდა ირანში.

სიაჩენი - მყინვარი ყარაყორუმის მთებში.

სიახლე

1) ახლის თვისება.

2) ახლა შექმნილი, აქამდე უცნობი.

სიახლოვე - ახლოს ყოფნა, არსებობა.

სიაჰქუჰი - მწვერვალი ავღანეთში, ფაროფამიზის მთათა სისტემაში.

სიბა (თურქ.)

1) გამაგრებული ციხის მახლობლად აშენებული კოშკის მსგავსი საფარი.

2) რომელიმე ადგილის თავდაცვითი ნაგებობა.

სიბავშვე - იგივეა, რაც ბავშვობა.

სიბაი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).

ალ-სიბაი იუსუფ - არაბი მწერალი (1917-1978 წწ).

სიბარისი - ძველბერძნული კოლონია იტალიაში, ტარანტოს ყურის სანაპიროზე ძვ.წ.აღ. VIII-VI საუკუნეებში.

სიბარიტი (ბერძნ.) - ფუფუნებით განებივრებული ადამიანი.

სიბედშავე - იგივეა, რაც ბედშავობა.

სიბელიუსი იან (იუჰან) - ფინელი კომპოზიტორი (1865-1957 წწ).

სიბერე - ბებრის მდგომარეობა; მოხუცებულობა.

სიბერეხტსი იან - ფლამანდელი ფერმწერი (1627 - 1703 წწ).

სიბერი კოლი - ინგლისელი დრამატურგი (1671-1757 წწ).

სიბერწე - იგივეა, რაც ბერწობა.

სიბეჩავე - იგივეა, რაც ბეჩაობა.

სიბეცე - იგივეა, რაც ბეცობა.

სიბეჯითე - იგივეა, რაც ბეჯითობა.

სიბილანტი - სისინის ან შიშინის მსგავსი ჟღერადობის მქონე სამეტყველო ბგერა, ქართულში 10 ასეთი ბგერაა: ზ, ს, ძ, ც, წ, ჟ, შ, ჯ, ჩ, ჭ.

სიბილწე - ბილწის თვისება, ბილწაობა.

სიბინძურე - უწმინდურობა, უსუფთაობა, ბინძურობა.

სიბნელე

1) წყვდიადი, არმური.

2) (გადატანით) შეუგნებლობა, გაუნათლებლობა.

სიბისთა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის მარჯვენა შენაკადი.

სიბილა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლეგენდარული წინასწარმეტყველი ქალი, რომლის სახელის მიხედვითაც წინასწარმეტყველ ქალებს ეწოდათ სიბილები.

სიბიუ - ქალაქი რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

სიბო - ჩინეთში სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში და ლიაონინის პროვინციაში მცხოვრები ხალხი.

სიბომი ფრედერიკ - ინგლისელი ისტორიკოსი (1833 - 1912 წწ).

სიბორგი გლენ თეოდორ - ამერიკელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1912-1999 წწ).

სიბორგიუმი (შგ) - რადიოაქტიური ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 106.

სიბოროტე - იგივეა, რაც ბოროტება.

სიბრაზე - ბრაზობა, ჯავრობა, გულმოსულობა.

სიბრალული - შეცოდება, შებრალება.

სიბრიყვე - მხედველობის მყარი, შეუქცევადი დაკარგვა ორივე თვალში.

სიბრმავე - ბრმის თვისება, ბრმად ყოფნა.

სიბრტყე - მათემატიკაში - ორი განზომილების მქონე ზედაპირი. || ბრტყელი საგანი, ბრტყელი ზედაპირი.

სიბრძ

1) ბრძენის თვისება, ბრძნული ქცევა.

2) ბრძნული აზრები, დიდი ცოდნა.

სიბრძნე ბალავარისი - შუა საუკუნეების პოპულარული ჰაგიოგრაფიულ-მორალური ხასიათის რომანის „ბალავარიანის“ ქართული რედაქცია.

სიბრძნისმეტყველება - იგივეა, რაც ფილოსოფია.

სიბრძნისმეტყველი - იგივეა, რაც ფილოსოფოსი.

სიბუიანი - კუნძულთშორისი ზღვა ფილიპინების არქიპელაგში.

სიბული რობერ - ფრანგი მწერალი-მისტიკოსი (1403-1458 წწ).

სიგა - პრეფექტურა იაპონიაში.

სიგა ნაოია - იაპონელი მწერალი (1883-1971 წწ).

სიგალი სტივენ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1951 წელს).

სიგამხდრე - გამხდრად ყოფნა.

სიგანე - მანძილი სწორკუთხა სიბრტყის, სხეულის გრძელ გვერდებს შორის, მდინარის, გზის და მისთანების ნაპირებს შორის; სიფართოვე, განი.

სიგანივრე - გულის სიგანივრე - გულის დაავადება ერთგვარი; გულის ღრუს გადიდება.

სიგარა (ესპან.) - მილის სახით მჭიდროდ დახვეული თამბაქოს ფოთლები მოსაწევად.

სიგარეტი (ფრანგ.) - პაპიროსი, პატარა სიგარა; უმუნდშტუკო პაპიროსი.

სიგბანი კაი მანე - შვედი ფიზიკოსი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1918 წელს).

სიგბანი კარლ მანე გეორგ - შვედი ფიზიკოსი, 1924 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1886-1978 წწ).

სიგელი (ლათ.)

1) მეფის ან კერძო პირის მიერ ბოძებული საბუთი.

2) რაიმე დამსახურების აღსანიშნავად გაცემული საბუთი.

სიგელი ჯორჯ - ამერიკელი მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

სიგერ ბრაბანტელი - ნიდერლანდელი ფილოსოფოსი (დაახლოებით 1235-1282 წწ).

სიგერისტი ჰენრი ერნსტ - მედიცინის ისტორიკოსი; მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, შვეიცარიაში (1891 - 1957 წწ).

სიგეტი იოჟეფ (იოზეფ) - უნგრელი მევიოლინე (1892-1973 წწ).

სიგეტულ-მარმაციეი - ქალაქი რუმინეთის მარმაციეის ჟუდეცში.

სიგიზმუნდ I

1) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1410 წლიდან, უნგრეთის, ჩეხეთის მეფე (1368-1437 წწ).

2) (მოხუცებული) პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1506 წლიდან (1467-1548 წწ).

სიგიზმუნდ II ავგუსტი - პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1548 წლიდან (1520-1572 წწ).

სიგიზმუნდ III ვაზა - პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587 წლიდან (1566-1632 წწ).

სიგილოგრაფია - იგივეა, რაც სფრაგისტიკა.

სიგიჟე - გიჟის თვისება, გიჟის მდგომარეობა.

სიგირი - ქალაქი გვინეის სიგირის ოლქში.

სიგიშოარა - ქალაქი რუმინეთის მურეშის ჟუდეცში (40 ათასი).

სიგლახე - გლახის თვისება.

სიგლიგეტი ედე - უნგრელი დრამატურგი (1814-1878 წწ).

სიგლოსანი - ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. იხსენიება XII საუკუნის დოკუმენტებში.

სიგლუვე - გლუვის თვისება.

სიგმა (ბერძნ.) - ბერძნული ანბანის ასო; მათემატიკაში - აღნიშნავს ჯამს.

სიგნალი (გერმ.)

1) მხედველობითი, ბგერითი ან სხვა პირობითი ნიშანი რაიმე ცნობის, განკარგულების, ბრძანების და სხვათა გადმოსაცემად.

2) (გადატანით) გაფრთხილება, ცნობის მიწოდება რაიმე არასასურველის შესახებ, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს.

სიგნალიზაცია

1) სიგნალების გადაცემა.

2) სიგნალების სისტემა, რომელსაც სადმე იყენებენ.

სიგნატურა (ლათ.)

1) რეცეპტის პირი, რომელიც აფთიაქიდან გაცემულ წამალს ახლავს.

2) წიგნის თითოეული ნაბეჭდი თაბახის პირველ (ზოგჯერ აგრეთვე მესამე) გვერდზე დასმული ციფრი, რომელიც საჭიროა აკინძვისას საორიენტაციოდ.

სიგრილე - ზომიერი, სასიამოვნო სიცივე.

სიგრძე

1) მანძილი ხაზის, სიბრტყის, სხეულის... ყველაზე მეტად დაშორებულ ორ წერტილს შორის.

2) ხანგრძლივობა, სიდიდე.

სიგრძივ - სიგრძის გაყოლებით.

სიგრძივი - სიგრძეზე გაკეთებული; გასწვრივი.

სიგტუნა - ქალაქი შვედეთის სტოკჰოლმის ლენში.

სიგუა თენგიზ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-93 წლებში (დაიბადა 1934 წელს).

სიგუენსა--გონგორა კარლოს დე - მექსიკელი მწერალი და მეცნიერი, მღვდელი-იეზუიტი (1645-1700 წწ).

სიგულდა (ზეგოვოლდი) - ქალაქი ლატვიაში.

სიგურანცა (რუმინ.) - პოლიტიკური პოლიცია მონარქიულ რუმინეთში.

სიგურდსონი იოუნ - ისლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1811 - 1879 წწ).

სიდა

1) მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ხუმუშქრის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

სიდამბლე - იგივეა, რაც დამბლა.

სიდამო - ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ მთებში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი.

სიდამონ-ერისთავი ვალერიან - ფერმწერი, თეატრის მხატვარი (1889-1943 წწ).

სიდამონისჯვარი - მთა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე (2413 მეტრი).

სიდამპლე - დამპალის თვისება.

სიდამწვრე

1) მზისგან გაშავება, მზის მოკიდება.

2) იგივეა, რაც დამწვრობა.

სიდანი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

სიდარბაისლე - დარბაისლის თვისება.

სიდარ-რეპიდზი - ქალაქი აშშ-ს აიოვას შტატში (110 ათასი).

სიდედრი - ცოლის დედა.

სიდენჰემი ტომას - ინგლისელი ექიმი, კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1624-1689 წწ).

სიდერაცია (ფრანგ.) - სპეციალურად მოყვანილი მწვანე მცენარის ჩახვნა.

სიდერიტი (ფრანგ.) - მინერალი, რკინის შპატი - მადნის ერთ-ერთი ნაირსახეობა; გვხვდება ნალექ ქანებში.

სიდეროზი (ბერძნ.) - ადამიანის დაავადება, რომელსაც იწვევს რკინის შემცველი მტვრის დალექვა ფილტვებში.

სიდიადე - დიადის თვისება; დიდებულება.

სიდიაკი ვადიმ - რუსი სპორტსმენი (ფარიკაობა), ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი 1968, 1972, 1976, 1980 წლებში (დაიბადა 1943 წელს).

სიდიანარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

სიდი-ბელ-აბესი - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

სიდიდე

1) დიდის თვისება; დიდად ყოფნა; დიდობა.

2) რისამე ზომა, მოცულობა, ტევადობა.

3) ერთ-ერთი ძირითადი მათემატიკური ცნება.

სიდი-იფნი - ქალაქი მაროკოში.

სიდი-კასემი - ქალაქი მაროკოში.

სიდინჯე - დინჯის თვისება.

სიდ კამპეადორი (ნამდვილი სახელი როდრიგო დიას დე ბივარი) - კასტილიელი (ესპანელი) რაინდი, გმირი კასტილიური ეპოსისა „სიმღერა ჩემს სიდზე“ (1026-სა და 1043-ს - შორის - 1099 წ).

სიდნეი (სიდნი) - ქალაქი ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, XXVII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 2002 წელს (3,5 მილიონი).

სიდნი - ქალაქი-პორტი კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში.

სიდნი ფილიპ - ინგლისელი მწერალი (1554-1586 წწ).

სიდონზი სარა - ინგლისელი მსახიობი (1755-1831 წწ).

სიდონი (ახლანდელი საიდა) - ფინიკიის ქალაქი-სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაარსდა დაახლოებით IV ათასწლეულში.

სიდონიუსი გაიუს აპოლინარიუს სოლიუს მოდესტუს - გალ-რომელი მწერალი (V ს 30-იანი წლები - 483 წ).

სიდოროვი ვალენტინ - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).

სიდრა (დიდი სირთა) - ხმელთაშუა ზღვის ყურე ლიბიის სანაპიროსთან.

სიდრი (ფრანგ.) - ვაშლის ღვინო.

სიდური ვადიმ - რუსი მოქანდაკე, მონუმენტალური ექსპრესიონიზმის სტილის შემქმნელი (1924-1986 წწ).

სიდუხჭირე - დუხჭირი ყოფნა.

სიეგო-დე-ავილა - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

სიედლცე - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

სიეიესი ემანიუელ ჟოზეფ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1748-1836 წწ).

სიელმე - თვალის კაკლების ასიმეტრიული მდგომარეობა.

სიემიანოვიცე-სლიონსკე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

სიემირადსკი ჰენრიკ (ჰენრიხ იპოლიტეს ძე) - პოლონელი და რუსი ფერმწერი (1843-1902 წწ).

სიენა - ქალაქი იტალიაში, ტოსკანის ოლქში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

სიენაგა - ქალაქი კოლუმბიის მაგდალენის დეპარტამენტში.

სიენი - ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე დიდი ადრინდელი კლასობრივი გაერთიანების დიაუხი-დაიაენის (ტაოხი, ტაო) მეფე.

სიენიტი - სიღრმული მაგმური ქანი; საუკეთესო საშენი მასალა (კარგად პრიალდება). იყენებენ შენობის ფასადების, ძეგლების მოსაპირკეთებლად (ძვ.ეგვიპტის ქალაქ სიენეს - ამჟამად ასუანის - სახელის მიხედვით).

სიენფუეგოსი - ქალაქი-პორტი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

სიენფუეგოსი კამილო - კუბის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1932-1959 წწ).

სიერა ხუსტო - მექსიკის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1848-1912 წწ).

სიერა-დე-გვადარამა - ქედი ცენტრალურ კორდილიერებზე.

სიერაკოვსკი ზიგმუნტ (სიგიზმუნდ) - პოლონეთის, რუსეთისა და ლიტვის რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1826-1863 წწ).

სიერა-ლეონე (ინგლ. Republic of Sierra Leone).

- სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ესაზღვრება გვინეას და ლიბერიას.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1961 წლის 27 აპრილი.
- ეროვნულიდევიზი - „Unity — Freedom — Justice“ (ერთობა, თავისუფლება, სამართლიანობა).
- ჰიმნი - „High We Exalt Thee, Realm of the Free“.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - წარმომადგენელთა პალატა.
- ფართობი - 71 740 კვ.კმ.
- დაყოფილია 3 პროვინციად.
- მოსახლეობა - 5,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 76 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- მორწმუნეები ქრისტიანები და მუსლიმანები არიან.
- დედაქალაქი - ფრიტაუნი.
- ვალუტა - ლეონე.
- ქვეყნის კოდი SLE.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +232.
- internet-domeni - sl.

სიერა-მადრე - იხილე სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი.

სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი (სიერა-მადრე) - ქედი მექსიკაში.

სიერა-მორენა - მთები ესპანეთის სამხრეთ ნაწილში.

სიერა-ნევადა

1) მასივი ანდალუსიის მთებში (ესპანეთი).

2) ქედი აშშ-სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

სიერვა ხუან დე - ესპანელი ავიაკონსტრუქტორი, ავტოჟირის შემქმნელი (1895-1936 წწ).

სიეროშევსკი ვაცლავ (ფსევდონიმები - ვაცლავ სირკო და კ.ბაგრინოვსკი) - პოლონელი ეთნოგრაფი, მწერალი (1858-1945 წწ).

სიერპინსკი ვაცლავ - პოლონელი მათემატიკოსი (1882-1969 წწ).

სიესტა (ესპან.) - ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და სხვაგან - შუადღის დასვენება (სადილის შემდეგ, როდესაც ყველაზე მეტად ცხელა).

სიეტლი - ქალაქი აშშ-ს ვაშინგტონის შტატში (520 ათასი, გარეუბნებით - 2,6 მილიონი).

სივა - ოაზისების ჯგუფი ლიბიის უდაბნოში (ეგვიპტე).

სივაგლახე - ვაგლახად ყოფნა; ტანჯვა-წვალება, გაჭირვება, ვაგლახობა.

სივალალე - გოდება, მწუხარება, ვალალი.

სივალიკი - იხილე სივალიკის მთები.

სივალიკის მთები (სივალიკი, ჰიმალაისწინეთი) - მთები ინდოეთსა და ნეპალში.

სივაპითეკი - ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი.

სივაჟკაცე - იგივეა, რაც ვაჟკაცობა.

სივასი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (220 ათასი).

სივაში - პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან.

სივერაგე - იგივეა, რაც ვერაგობა.

სივერაუტი - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე (3767 მეტრი).

სივერექი - ქალაქი თურქეთის ურფის ვილაიეთში.

სივერტსი პერ სიგფრიდ - შვედი მწერალი (1882 - 1970 წწ).

სივილი - წივილი, სისინი.

სივიწროვე - ფართობის სიმცირე, ვიწროობა.

სივკოვი გრიგოლ - სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1921 წელს).

სივრცე

1) ფილოსოფიაში - მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა (დროსთან ერთად), ახასიათებს განფენილობა და მოცულობა.

2) ვრცელი ადგილი, არე, სადაც შეიძლება რამე მოთავსდეს; მანძილი რისამე შორის; ფართობი.

სივრცითი - სივრცესთან დაკავშირებული, სივრცით განსაზღვრული.

სიზანტე - ზანტის თვისება; ზანტობა.

სიზარმაცე - ზარმაცის თვისება; ზარმაცობა, სიზანტე.

სიზიგიები (სისიგიები) - მთვარის ორი ფაზის - მისი დაბადების და გავსების - საერთო სახელწოდება, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე განლაგებულია დაახლოებით ერთ სწორ ხაზზე; შენიშნულია, რომ ამ დროს ზღვის მოქცევა ყველაზე მაღალია.

სიზიფე (სისიფე) - იხილე სიზიფოსი.

სიზიფოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეოლოსისა და ენარეტეს ვაჟი, მეროპეს ქმარი, კორინთოს დამაარსებელი. იგი ტყუილის თქმისათვის დასაჯეს ღმერთებმა იმით, რომ უსასრულოდ მიუსაჯეს მთაზე ლოდის აგორება. სიზიფოსის შრომა - გადატანითი მნიშვნელობით, მძიმე, დაუსრულებელი შრომა.

სიზმარეული - განსაკუთრებით კარგი; არაჩვეულებრივი.

სიზმარი - ძილში ნახული წარმოდგენები და სახეები.

სიზოვა ალა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

სიზრანი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში.

სიზუსტე - ზუსტის თვისება; ზედმიწევნილობა.

სითამამე - თამამის თვისება; გამბედაობა, სილაღე.

სითბო

1) საშუალო ტემპერატურა სიცივესა და სიცხეს შორის.

2) ფიზიკაში - მატერიის მოძრაობის ფორმა - სხეულის ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების და მისთანების) მოძრაობით წარმოქმნილი ენერგია.

3) (გადატანით) კეთილი, გულთბილი დამოკიდებულება; გულითადობა.

სითბური - რაც სითბოს ავრცელებს; სითბოსთან დაკავშირებული.

სითეთრე - თეთრის თვისება; თეთრი ფერის ქონა.

სითილარაბი - თბილისის ამირა XI საუკუნის II ნახევარში.

სითხე - ნივთიერება, რომელსაც აქვს დინების უნარი და იღებს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ასხია; თხევადი ნივთიერება.

სიიაფე - მდგომარეობა, როდესაც იაფად იყიდება რამე; იაფობა.

სიირთი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

სიკაპასე - კაპასის თვისება; სიანჩხლე, კაპასობა.

სიკარგე - კარგის თვისება.

სიკასო - ქალაქი მალის სიკასოს რაიონში.

სიკატივი (ლათ.) - ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს საღებავების, ზეთებისა და ლაქების სწრაფად გაშრობას.

სიკაშკაშე - ძლიერი ბრწყინვალება. ელვარება.

სიკეთე

1) კეთილის თვისება; სხვისათვის კარგის ქნა. || კეთილი, კარგი.

2) დოვლათი, ქონება.

სიკეირა დომინგუშ ანტონიუ - პორტუგალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1768-1837 წწ).

სიკეიროსი (ალფარო სიკეიროსი) ხოსე დავიდ - მექსიკელი ფერმწერი, გრაფიკოსი (1898-1974 წწ).

სიკეკლუცე - სიკოხტავე, კოპწიაობა.

სიკელიანოსი ანგელოს - ბერძენი პოეტი (1884 - 1951 წწ).

სიკერპე - კერპი ადამიანის თვისება; ჯიუტობა.

სიკერტი უოლტერ რიჩარდ - ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1860-1942 წწ).

სიკვდილი - სიცოცხლის შეწყვეტა; მოკვდომა (ორგანიზმისა).

სიკვდილიანობა - სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.

სიკვდილის ველი - მთათაშორისი ღრმული აშშ-ში.

სიკილა (სიკლი) - აქემენიდური ირანის ვერცხლის მონეტა.

სიკიმი - შტატი ინდოეთში, აღმოსავლეთ ჰიმალაიში, ესაზღვრება ნეპალს. ადმინისტრაციული ცენტრი - განგტოკი.

სიკისკასე - სიმარდე, სიცქვიტე, სიმკვირცხლე.

სიკიტეი სამბა (ნამდვილი სახელი კიკუტი ტასუკე) - იაპონელი მწერალი (1776-1822 წწ).

სიკლი (შეკლი) - ფულის და წონის ერთეული და ვერცხლის მონეტა ძველ სპარსეთსა და იუდეაში.

სიკოზი (ბერძნ.) - ბალნით დაფარული ადგილების ანთება, რომელსაც იწვევენ სტაფილოკოკები.

სიკოკუ - კუნძული იაპონიის არქიპელაგში, ეკუთვნის იაპონიას.

სიკომორი (ბერძნ.) - ფიკუსის ნაირსახეობა, რომელიც ხარობს აღმოსავლეთ აფრიკაში; ისხამს ლეღვის მსგავს ნაყოფს, აქვს მაგარი მერქანი.

სიკორსკი ვლადისლავ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 1922-23 წლებში (1881-1943 წწ).

სიკორსკი ვლადისლავ - რუსი ავიაკონსტრუქტორი, საავიაციო მშნებლობის ერთ-ერთი პიონერი (1889-1972 წწ).

სიკოფანტი (ბერძნ.) - ძველ ათენში - მსტოვარი, ჯაშუში.

სიკოჭლე - იგივეა, რაც კოჭლობა.

სიკოხტავე - კოხტას თვისება.

სიკტივკარი - იხილე სიქტივკარი.

სიკუანშანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.

სიკუკა - რუსეთის სახალინის ოლქის ქალაქ პორონაისკის სახელი 1948 წლამდე.

სიკუნ ტუ (მეორე სახელი ბიაო-შენი) - ჩინელი პოეტი (837 - 908 წწ).

სიკჰიზმი - იხილე სიქჰიზმი.

სილა

1) წვრილი ქვიშა.

2) (სპარს.) - გაშლილი ხელის შემოკვრა სახეზე.

3) ძველი სახელმწიფო კორეის ნახევარკუნძულზე.

4) მთის მასივი იტალიაში.

სილაბური (ბერძნ.) - მარცვალთა რაოდენობაზე დაფუძნებული (ლექსთწყობა);

სილაბური დამწერლობა - ისეთი დამწერლობა, რომელშიც ცალკე ნიშნები გამოხატავს მარცვალს და არა ბგერას.

სილაბურ-ტონური - მარცვალთა რაოდენობასა და მახვილზე დაფუძნებული (ლექსთწყობა).

სილაგაძე აპოლონ - ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი (დაიბადა 1944 წელს).

სილაგაძე ისიდორე - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, გენერალ-მაიორი (1898-1970 წწ).

სილაზათე - შნოიანობა, მოხდენილობა, ლაზათიანობა.

სილამაზე - ლამაზის თვისება; სიმშვენიერე, სიტურფე.

სილამიაე - ქალაქი ესტონეთში, ნარვის ყურის სანაპიროზე (20 ათასი).

სილანპია ფრანს ემილ (ფსევდონიმები ე.სიუვიარი და სარვი) - ფინელი მწერალი (1888-1964 წწ).

სილანტიევი იური - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1983 წწ).

სილაჟვარდე - ლაჟვარდის თვისება.

სილარდი ლეო - ამერიკელი ფიზიკოსი (1898-1964 წწ).

სილაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

სილაქი - იგივეა, რაც სილა2.

სილაღე - ლაღად ქცევა, სითამამე.

სილაჩრე - ლაჩრის თვისება; სიმხდალე.

სილბო - იგივეა, რაც სირბილე.

სილევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიელი ან თესალიელი ყაჩაღი, რომლის მოკვლა ჰერაკლეს ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირობად ითვლება.

სილეზია - ისტორიული სლავური ოლქი მდინარე ოდრის ზემო და შუა წელზე.

სილეზია - მალოპოლსკის მაღლობი - მდებარეობს პოლონეთში.

სილენე - იხილე სილენოსი.

სილენოსი (სილენე) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემონი, ჰერმესის ან პანის ვაჟი, დიონისეს აღმზრდელი და ზედამხედველი; მუდამ მთვრალი, მხიარული და კეთილი მელოტი მოხუცი.

სილვა ანტონიუ ჟოზე და - პორტუგალიელი დრამატურგი (1705-1739 წწ).

სილვანერი (გერმ.) - ყურძნის ავსტრალიური ჯიში; იყენებენ თეთრი სუფრის ღვინოების, საკონიაკო და შამპანური ღვინომასალის დასაყენებლად.

სილვანუსი - ტყის ღვთაება ძველიტალიურ მითოლოგიაში.

სილვასა - ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიის დადრა და ნაგარჰაველის ადმ. ცენტრი.

სილვედტრ დე სასი ანტუან ისააკ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1758-1838 წწ).

სილვერსტოუნი ალისია - ამერიკელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1976 წელს).

სილვესტრი ჯეიმზ ჯოზეფ - ინგლისელი მათემატიკოსი (1814-1897 წწ).

სილვისი უილიამ - ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1869 წწ).

სილვიუსი - იტალიელი გმირი, ენეასის ან ასკლეპიოსის ვაჟი, რემუსისა და რომულუსის ლეგენდარული წინაპარი.

სილი ჯონ რობერტ - ინგლისელი ისტორიკოსი (1834-1895 წწ).

სილიანი - ტბა შვედეთში.

სილიაოხე - ლიაოხეს ერთ-ერთი მდგენელი.

სილიბაური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

სილიკატები (ლათ.) - საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომელთა შემადგენლობაში შედის სილიციუმის ჟანგი (კაჟმიწა); ასეთებია მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა.

სილიკატიზაცია - სუსტი გრუნტების გამაგრება ქიმიური საშუალებით, სახელდობრ სილიკატური ხსნარების გრუნტში დაჭირხვნით.

სილიკვა - ძველრომაული ვერცხლის მონეტა.

სილიკო (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს კაჟთან დაკავშირებულს.

სილიკოზი (ლათ.) - მემაღაროეთა შორის გავრცელებული ფილტვების პროფესიული დაავადება, რომელსაც იწვევს კაჟბადის მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვა.

სილიკოთერაპია (ლათ.) - ლითონებისა და შენადნობების მიღება ლითონთა ჟანგეულების აღდგენის გზით.

სილიკოლი (ლათ.) - კაჟის შენადნობი რკინის, ალუმინის და ზოგი სხვა ლითონის მცირე რაოდენობის მინარევებთან.

სილიმანიტი - მინერალი, ალუმინის სილიკატი; იყენებენ დიდცეცხლგამძლე კერამიკულ ნაკეთობათა დასამზადებლად.

სილიო (Coprinus atramentarius) - საჭმელი სოკოს სახეობა; სილნარებზე იზრდება.

სილირფე - თავხედობა, ურცხვობა, უტიფრობა.

სილისტრა (სილისტრია) - ქალაქი-პორტი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

სილიტოუ (სილიტო) ალან - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1928 წელს).

სილიღელე - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარჯვენა შენაკადი სოფელ ზარანთან.

სილიჩი რისტო - ალბანელი პოეტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე (1882-1936 წწ).

სილიციუმი (ლათ.) (ში) - ქიმიური ელემენტი; მუქი რუხი ფერის ლითონური ბზინვარების კრისტალები. ატომური ნომერი 14, ატომური მასა 28,086.

სილკებორგი - ქალაქი დანიის ორჰუსის ამტში.

სილნარი - სილიანი ნიადაგი.

სილოგიზმი (ბერძნ.) - დედუქციური დასკვნა, რომელშიც ორი მოცემული მსჯელობიდან (წანამძღვრიდან) გამოდის მესამე (დასკვნა).

სილოგისტიკა

1) ფორმალურ ლოგიკაში - მოძღვრება სილოგიზმების შესახებ.

2) (გადატანით) ცარიელი, უსაგნო, ზოგადი მსჯელობა.

სილოე დიეგო დე - ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1495-1563 წწ).

სილონი (ჩეხ.) - ერთგვარი სინთეზური ბოჭკო; ასეთი ბოჭკოს ქსოვილი.

სილოსი (ესპან.) - საქონლის წვნიანი საკვები, რომელსაც ამზადებენ დაქუცმაცებული საკვები მცენარეების დამჟავებით სპეციალურ ნაგებობაში (კოშკში, ორმოში).

სილოქსიდი (ლათ.) - კვარცის მინა; იყენებენ უპირატესად ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად.

სილუეტი (ფრანგ.)

1) ვისიმე ან რისამე ერთგვარი კონტურული გამოსახულება, დახატული (ან გამოჭრილი და დაკრული) სხვა ფერის ფონზე.

2) საგნის, ნაგებობის, ფიგურის და სხვათა დამახასიათებელი მოხაზულობა (კონტურები), რომელიც შორ მანძილზე, ბურუსში ან სიბნელეში აღიქმება.

სილუმინი (ლათ.) - საერთო სახელი სხმული შენადნობებისა, რომელთაც საფუძვლად აქვთ კრემნიუმის შემცველი ალუმინი; იყენებენ რთული კონფიგურაციის დეტალების დასამზადებლად უპირატესად ავტო და ავიამშენებლობაში.

სილურული პერიოდი - დედამიწის გეოლოგიური ისტორიის პალეოზოური ერის მესამე პერიოდი (ძველი კელტური ტომის სილურების - სახელის მიხედვით, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ უელსში).

სილურჯე - ლურჯის თვისება; ლურჯი ფერის ქონა.

სილფები (ფრანგ.) - კელტურ და გერმანულ მითოლოგიაში, აგრეთვე ბევრი ევროპელი ხალხის შუასაუკუნეობრივ ფოლკლორში - მამრობითი და მდედრობითი სქესის მსუბუქი მოძრავი არსებები, რომლებიც განასახიერებდნენ ჰაერის სტიქიას; ჰაერის სულები.

სილფიდები (ფრანგ.)

1) იგივეა, რაც სილფები.

2) ოჯახი ხოჭოებისა, რომლებიც ლეშით იკვებებიან.

სილჰეტი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ოლქი.

სიმაგრე

1) გამძლეობა, სიმკვიდრე, სიმყარე.

2) გამაგრებული, თავდაცვითი ნაგებობა; ციხესიმაგრე.

სიმა გუანი - ჩინელი ისტორიკოსი (1017 - ან 1019 - 1086 წწ).

სიმა-დე-ლოს-პუერტას - მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი (1338 მეტრი) გამოქვაბული, მდებარეობს ესპანეთში, პირენეების სამხრეთ კალთებზე.

სიმალხაზე - მალხაზის თვისება.

სიმამაცე - გამბედაობა, მამაცობა.

სიმამრი - ცოლის მამა.

სიმანე - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე; ადმინისტრაციული ცენტრი - მაცუე.

სიმანტეკი - ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს საქმიანი და პირადი მოხმარების პროგრამულ საშუალებებს.

სიმარდე - მარდის თვისება: სიჩქარე, სისწრაფე.

სიმართლე

1) რაც მართალია, რაც სინამდვილეს შეეფერება; სისწორე, ჭეშმარიტება.

2) ზნეობრივი სიწმინდე, ალალმართლობა, უდანაშაულობა, პატიოსნება.

სიმარტივე - მარტივის თვისება; უბრალოება.

სიმარტოვე - მარტოდ ყოფნა; მარტოობა.

სიმარჯვე - მარჯვის თვისება, მარჯვე საქციელი, მოხერხებულობა.

სიმა სიანჟუ - ჩინელი პოეტი (ძვ.წ.აღ. 179-118 წწ).

სიმაქია (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - სამხედრო კავშირი ცალკეულ სახელმწიფოებს (პოლისებს) შორის.

სიმაღლე

1) მაღლის თვისება.

2) სივრცე და მა-ნძილი დედამიწის ზევით.

3) იგივეა, რაც მაღლობი.

4) (გადატანით) რისამე მაღალი დონე.

5) მათემატიკაში - ფიგურის წვეროდან ფუძეზე დაშვებული პერპენდიკულარი.

6) ვისიმე, რისამე ტოლი (ქვევიდან ზევით).

სიმა ციანი - ჩინელი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 145 ან 133 - 86 წწ).

სიმაძაკი ტოსონ (ნამდვილი სახელი ჰარუკუ) - იაპონელი მწერალი (1872-1943 წწ).

სიმაძღრე - მაძღრის მდგომარეობა; მაძღრობა.

სიმახვილე

1) მახვილის თვისება.

2) (გადატანით) გამჭრიახობა, სიმძაფრე.

სიმახინჯე (ტერატომა) - მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმთა განვითარების ანომალია.

სიმბიოზი (ბერძნ.) - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისათვის.

სიმბიონტი (ბერძნ.) - სიმბიოზის მონაწილე.

სიმბირსკი - რუსეთის ქალაქ ულიანოვსკის სახელი 1924 წლამდე.

სიმბირცევი ვასილი - საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1901-1982 წწ).

სიმბოლიზაცია - რისამე აღნიშვნა, გამოხატვა სიმბოლოებით.

სიმბოლიზმი (ფრანგ.) - დეკადენტური მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX-XX საუკუნეების ზღვარზე; მხატვრულ ხერხად აცხადებდა სიმბოლოს როგორც საგნებისა და მოვლენების მიუღწეველი არსის გამოხატვის საშუალებას.

სიმბოლიკა

1) სიმბოლური მნიშვნელობა, რასაც რასმე მიაწერენ.

2) სიმბოლოთა ერთობლიობა, სიმბოლოები.

სიმბოლისტი - სიმბოლიზმის მიმდევარი.

სიმბოლო (ბერძნ.)

1) საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე ცნების, იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

2) რაიმე სიდიდის პირობითი აღნიშვნა, რაც მიღებულია ამა თუ იმ მეცნიერებაში.

სიმდაბლე - ზნედაცემულობა, უპატიოსნება, სულმდაბლობა.

სიმდიდრე

1) მდიდრის მდგომარეობა, მდიდრად ყოფნა.

2) ბევრი, დიდძალი ქონება.

3) მატერიალურ ღირებულებათა ერთობლიობა.

4) რაიმე თვისებათა ჭარბად ქონა; მრავალფეროვნება.

სიმებიანი

1) სიმების მქონე.

2) ასეთი საკრავებისაგან შემდგარი (ორკესტრი).

სიმენონი ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1903-1989 წწ).

სიმენსები (ზიმენსები) - XIX საუკუნის II ნახევრის გერმანელი მეცნიერ-გამომგონებლები და მეწარმეები, ძმები: ერნსტ ვერნერ (1816-1892 წწ), ვალტერ (1833-1868 წწ), ოტო (1836-1871 წწ).

სიმენსი

1) გერმანიის ელექტროტექნიკური კონცერნი. შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნჰენში. დაარსებულია 1847 წელს.

2) ელექტრული გამტარობის ერთეული.

სიმენტალი (გერმ.) - მსხვილფეხა რქიანი საქონლის სარძევე და სახორცე ჯიში; გამოყვანილია შვეიცარიაში.

სიმეონი - ბულგარეთის მთავარი (864/865-927 წწ).

სიმეონ ლოგოთეტი - ბიზანტიელი მემატიანე (X საუკუნე).

სიმეონ მატაფრასტი - ბიზანტიელი მწერალი (X-XI საუკუნეები).

სიმეტრია (ბერძნ.) - რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, შუაგულის მიმართ; თანაზომიერება, პროპორციულობა რისამე განლაგებაში.

სიმეტრიული - სიმეტრიის მქონე.

სიმეჩხრე - მეჩხრის თვისება.

სიმთელე - მთელის მდგომარეობა; მთელად ყოფნა.

სიმთვრალე - მთვრალის მდგომარეობა; მთვრალად ყოფნა.

სიმი (სპარს.)

1) საკრავზე გაბმული მავთული, აბრეშუმის ძაფი და მისთანები, რომელიც რხევის დროს მუსიკალურ ბგერას გამოსცემს.

2) ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში

3) მდინარე სამხრეთ ურალში (სიგრძე - 239 კილომეტრი).

სიმინდი (Zeamays) - პურეული მცენარე; იკეთებს ტაროს, რომელზედაც განლაგებულია ყვითელი ან თეთრი მარცვლები.

სიმიონატო ჯულიეტა - იტალიელი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო) (დაიბადა 1910 წელს).

სიმიძუ - ქალაქი იაპონიის სიძუოკის პრეფექტურაში (260 ათასი).

სიმკაცრე - მკაცრი ადამიანის თვისება.

სიმკვეთრე - მკვეთრის თვისება, სიცხადე.

სიმკვიდრე - მკვიდრის თვისება - სიმაგრე, სიმყარე, სიმტკიცე.

სიმკვირცხლე - მკვირცხლის თვისება.

სიმკვრივე

1) სიმჭიდროვე, სიმყარე.

2) სხეულის მასა მისი მოცულობის ერთეულში.

სიმკრთალე - ფერმკრთალობა, ფერმიხდილობა (ადამიანისა).

სიმლა - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

სიმლაშე - მარილიანობა.

სიმნასი - ქალაქი ლიტვაში.

სიმოდა სიოძო - იაპონელი მწერალი (1913-1995 წწ).

სიმოვიჩი დუშან - იუგოსლავიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (1882-1962 წწ).

სიმოკლე - მცირე სიგრძის ქონა.

სიმონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა (1683 - 1740 წწ).

სიმონ I

1) ქართლის მეფე 1556-69, 1578-99 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე (1537-1611 წწ).

2) გურიელი - გურიის გამგებელი დაახლოებით XVI საუკუნეში.

სიმონ II

1) ქართლის ხანი (ქართული წყაროებით - მეფე) 1619-30/31 წლებში, ირანში გაზრდილი მაჰმადიანი (გარდაიცვალა 1630 ან 1631 წელს).

2) გურიელი - გურიის მთავარი XVII საუკუნეში, მამია II გურიელის ძე (1606 - 1672 წწ)..

სიმონ III გურიელი - გურიის მთავარი 1788-92 წლებში, გიორგი V გურიელის ძე.

სიმონაიტიტე ევა - ლიტველი მწერალი ქალი (1897-1978 წწ).

სიმონეთი

1) იხილე ზედა სიმონეთი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

2) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

სიმონეთისღელე - მდინარე, იხილე როკიანისღელე.

სიმონი - იმერეთის მეფე 1698 - 1701 წლებში.

სიმონი კლოდ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

სიმონი მიშელ (ნამდვილი სახელი ფრანსუა) - ფრანგი მსახიობი (1895-1975 წწ).

სიმონია - საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.

სიმონიანთხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თემის ცენტრი (სოფლები: გორანა, თოლენჯი, მელიასხევი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ჩიტაურები, ცალუღელაანთკარი). ზღვის დონიდან - 1120 მეტრი, თიანეთიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 360 კაცი.

სიმონიანი ნიკიტა - სომეხი სპორტსმენი (ფეხბურთი, თავდამსხმელი), საბჭოთა ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოთამაშე, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1926 წელს).

სიმონიდე ამორგოსელი - ბერძენი ლირიკოს-იამბოგრაფოსი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).

სიმონიდე კეოსელი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ. აღ. 556 - 468 წწ).

სიმონიშვილი ვარლამ - ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი (1884-1950 წწ).

სიმონოვი ევგენი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1925-1994 წწ).

სიმონოვი კონსტანტინე - რუსი მწერალი (1915-1979 წწ).

სიმონოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1973 წწ).

სიმონოვი რუბენ - რუსი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1968 წწ).

სიმონოვის კუნძული (ტუვანა იტოლო) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ფიჯის.

სიმონოვიჩი სპირიდონ - გეოლოგი (წარმოშობით სერბი), კავკასიის მკვლევარი (1845-1905 წწ).

სიმონოსეკი - ქალაქი იაპონიის იამაგუტის პრეფექტურაში (260 ათასი).

სიმონოსეკის სრუტე (კამონი) - სრუტე იაპონიის კუნძულებს ჰონსიუსა და კიუსიუს შორის.

სიმონსონი ოტო იაკობ - XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში თბილისში მოღვაწე შვედი არქიტექტორი (1832-1914 წწ).

სიმონწმინდა - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ფოცხოვისწყლის ხეობის მარცხენა მხარეს (1465 მეტრი).

სიმონ ჯაფარიძის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, შანის ქედზე.

სიმორცხვე - მორცხვის თვისება - მორცხვობა.

სიმპათია (ბერძნ.) - კეთილი განწყობილება, თანაგრძნობა შინაგანი სწრაფვა ვინმესადმი.

სიმპათიკური (ბერძნ.) - სიმპათიკური ნერვული სისტემა - ადამიანისა და ცხოველის ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელების, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და მისთანა პროცესებს.

სიმპათიკური მელანი - უფერული სითხე, რომელსაც იყენებენ საიდუმლო მიმოწერაში.

სიმპათინები - მოძველებული საერთო სახელი ბიოლოგირად აქტიური ნივთიერებებისა, რომლებიც აგებულებით ახლოსაა ადრინალინთან.

სიმპათიური - სიმპათიის გამომწვევი.

სიმპატრია - სახეობის წარმოშობის გზა, რომლის დროსაც ახალი სახეობების წარმომქმნელი პოპულაციების არეალები ერთმანეთს ემთხვევა.

სიმპლეგადები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,პონტოს ზღვის შესასვლელში მოცურავე მითიური კლდეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ, თუ მათ შორის რაიმე გაივლიდა.

სიმპლექსი (ლათ.) - ტელეგრაფის ან ტელეფონის ცალმხრივი კავშირი, რომლის დროსაც ერთი სადგური მხოლოდ გადაცემას აწარმოებს, მეორე კი - მხოლოდ მიღებას.

სიმპლონი - უღელტეხილი შვეიცარიაში.

სიმპლოკე (ბერძნ.) - სტილისტიკური ფიგურა - პირველი და ბოლო სიტყვების გამეორება ორ ან მეტ ტაეპში.

სიმპოზიუმი (ბერძნ.) - სამეცნიერო თათბირი რაიმე სამეცნიერო საკითხზე.

სიმპტომი (ბერძნ.)

1) რაიმე დაავადების ან მოვლენის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი.

2) რაიმე მოვლენის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი.

სიმპტომატიკა - მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ.

სიმპტომატური

1) რაც სიმპტომს წარმოადგენს; რისამე მომასწავებელი; ნიშანდობლივი.

2) მედიცინაში - რაც მიმართულია დაავადების სიმპტომების (და არა მათი გამომწვევი მიზეზების) წინააღმდეგ.

სიმჟავე - მჟავის თვისება.

სიმრავლე - მრავლის თვისება - დიდი რაოდენობა, დიდი რიცხვი რისამე.

სიმრთელე - მრთელის თვისება, ჯანმრთელობა, ჯანსაღობა.

სიმრუდე - უსწორობა, მრუდობა.

სიმ სა ჯონი (ფსევდონიმები - ჰიონ ჯე, ი სუკი) - კორეელი ფერმწერი (1707-1770 წწ).

სიმსივნე

1) ორგანიზმის უჯრედთა არაკანონზომიერი გამრავლება განსაკუთრებულ ბიოლოგიურ თვისებათა შეძენით ახალწარმონაქმნ ქსოვილებში.

2) ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილის ან ორგანოს ადგილობრივი გადიდება.

სიმსუბუქე - მსუბუქის თვისება - სიმჩატე.

სიმსუნაგე - მსუნაგის თვისება - ღორმუცელობა.

სიმსუქნე

1) მსუქნის თვისება; მსუქნად ყოფნა.

2) ქონი, ცხიმი.

3) ნოყიერება, პოხიერება.

სიმსხო - იხილე სისხო.

სიმტკიცე - მტკიცის თვისება - სიმაგრე, სიმკვიდრე. || შეუდრეკლობა, ურყეობა, სიძლიერე.

სიმტყუვნე - მტყუანის თვისება - სიცრუე, ტყუილი.

სიმულანტი - პირი, რომელიც სიმულაციას მიმართავს, სიმულაციას ეწევა.

სიმულაცია (ლათ.) - რისამე (მაგალითად, ავადმყოფობის) მოგონება ვისიმე მოტყუების, შეცდომაში შეყვანის მიზნით.

სიმულტანური (ფრანგ.) - ერთდროული.

სიმუნჯე - მუნჯის თვისება, მუნჯობა.

სიმუქე - მუქის თვისება.

სიმუხთლე - მუხთლის თვისება; მოღალატეობა, ვერაგობა; მუხთლობა.

სიმფეროპოლი - ქალაქი უკრაინაში, ყირიმის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი; ძვ.წ.აღ. III - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში სკვითების სახელმწიფოს დედაქალაქი (350 ათასი).

სიმფიზი (ბერძნ.) - ორი ძვლის (ნახევრად მოძრავი) შეერთება ხრტილის ფენის საშუალებით.

სიმფონია (ბერძნ.)

1) დიდი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის; ჩვეულებრივ შედგება სამი ან ოთხი ნაწილისაგან.

2) ბგერათა ჰარმონიული შეხამება; თანაჟღერა.

3) რაიმე ნაწარმოების ტექსტში ნახმარ სიტყვათა სრული სია; კონკორდანსი.

სიმფონიეტა (იტალ.) - მცირე სიმფონია.

სიმფონიზმი - სიმფონიური ხელოვნება.

სიმფონისტი - კომპოზიტორი, რომელიც სიმფონიებს ქმნის.

სიმფონიური

1) სიმფონიასთან დაკავშირებული.

2) რაც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრის მიერ შესასრულებლად.

სიმფორა - პოეზიაში - მეტაფორული გამოხატვის ფორმა, სადაც გამოტოვებულია შედარების შუალედური რგოლი.

სიმფსონი ტომას - ინგლისელი მათემატიკოსი (1710-1770 წწ).

სიმფსონი ჯეიმზ იანგ - შოტლანდიელი ქირურგი, გინეკოლოგი (1811-1870 წწ).

სიმფსონი ჯორჯ ეოლროდ - ამერიკელი პალეონტოლოგი (1902-1984 წწ).

სიმფსონი ჯორჯ კლარკ - ინგლისელი მეტეოროლოგი (1878-1965 წწ).

სიმფსონის უდაბნო - მდებარეობს ავსტრალიაში.

სიმღერა - ლექსთან შეწყობილი, ხმით შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები.

სიმღრა ჩემს სიდზე (ჩემი სიდის სიმღერა) - შუა საუკუნეების ესპანური ლიტერატურის ძეგლი; შექმნილი უნდა იყოს XII საუკუნეში სახალხო მომღერლის ხუგლარის მიერ.

სიმყარე - მყარის თვისება; სიმტკიცე, ურყეობა.

სიმყრალე - მყრალის თვისება; მყრალის რისამე სუნი.

სიმყუდროვე - სიმშვიდე, სიწყნარე; უშფოთველობა, მყუდროება.

სიმშვენიერე - მშვენიერის თვისება - სიტურფე, სილამაზე, მშვენიერება.

სიმშვიდე

1) სიმყუდროვე, სიწყნარე.

2) უშფოთველობა, აუღელვებლობა.

3) მშვიდობიანობა.

სიმშილი - იგივეა, რაც შიმშილი.

სიმშრალე - მშრალის თვისება, მშრალად ყოფნა.

სიმჩატე

1) მჩატის თვისება; სიმსუბუქე.

2) (გადატანით) ქარაფშუტობა, ფუქსავატობა.

სიმცირე - რისამე მცირე რაოდენობა; სიცოტავე, ნაკლებობა.

სიმძაფრე - მძაფრის თვისება; სიძლიერე.

სიმძაღე - მძაღე გემოს ქონა.

სიმძიმე

1) სხეულის თვისება, რომლის ძალითაც ის დედამიწისაკენ მიიზიდება. || დიდი წონის ქონა.

2) მძიმე საგანი.

3) (გადატანით) მძიმე, ძნელი, შემაწუხებელი მდგომარეობა.

სიმძიმილი - მწუხარება, დარდი.

სიმძლავრე

1) მძლავრის თვისება; სიძლიერე, ძლიერება.

2) მუშაობა, შესრულებული დროის ერთეულში (იზომება ცხენის ძალით და კილოვატებით).

3) სიმძლავრეები - საწარმოო ობიექტები.

სიმძულვარე - იგივეა, რაც სიძულვილი.

სიმწარე

1) მწარის თვისება, მწარე გემოს ქონა.

2) (გადატანით) გაჭირვება, უბედურება, ტანჯვა.

სიმწვავე - მწვავის თვისება; სიძლიერე, სიმძაფრე.

სიმწვანე - მწვანის თვისება; მწვანე ფერი რისამე.

სიმწიფე

1) მწიფის თვისება. მწიფედ ყოფნა.

2) ასაკში შესვლა, მომწიფება.

3) (გადატანით) სრული განვითარების მიღწევა.

სიმწკლარტე - მწკლარტის თვისება; მწკლარტი გემო.

სიმწუხარე - იგივეა, რაც მწუხარება.

სიმწყობრე - მწყობრის თვისება.

სიმჭახე - მჭახის თვისება.

სიმჭიდროვე - მჭიდროდ ყოფნა, მჭიდროობა.

სიმჭკნარე - მჭკნარის თვისება.

სიმხდალე - მხდალის თვისება; ლაჩრობა.

სიმხეცე - მხეცური საქციელი, გაუმართლებელი სისატიკე, ველურობა.

სიმხიარულე - იგივეა, რაც მხიარულება.

სინ (ბერძნ.) - თავსართი; ნიშნავს - ერთად.

სინა - იგივეა, რაც მავთული.

სინაგოგა (ბერძნ.) - ებრაელთა სამლოცველო სახლი, ტაძარი.

სინაგური - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემის საკრებულო). 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 კაცი.

სინაზე - ნაზის თვისება; სინარნარე.

სინათლე

1) თვალით აღქმული სხივური ენერგია, რომელიც გარე სამყაროს ხილულს ხდის; შუქი.

2) (გადატანით) განათებული ადგილი, სადაც სინათლეა.

3) მხედველობა (ჩვეულებრიც თვალ სიტყვასთან ერთად).

4) (გადატანით) გარკვეულობა, სიცხადე.

5) (გადატანით) სიკეთე, ბედნიერება.

6) რკინიგზის ბაქანი გაგრა-განთიადის გადასარბენზე.

სინათლე ჩვენს ფანჯრებში - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - გივი რაჭველიშვილი. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე, გრიგოლ წიტაიშვილი, თემურ წიკლაური, თამაზ თოლორაია, ლეილა ყიფიანი, ლალი მესხი, რუსუდან კიკნაძე, ნანული პირველი, ლიანა ასათიანი, მალხაზ გორგილაძე, თამარ თვალიაშვილი.

სინაია - ქალაქი რუმინეთის პრაჰოვის ჟუდეცში.

სინალარი - სამკურნალო საშუალება ჰორმონული პრეპარატების ჯგუფისა.

სინალოა - შტატი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი კულიაკანი.

სინამდვილე

1) ობიექტური სამყარო, ყოფიერება, რეალობა.

2) გარკვეული დროის ვითარება, მდგომარეობა.

3) სიმართლე, სისწორე, ჭეშმარიტება.

სინანთროპი (ლათ.) - უძველესი განმარხებული ადამიანი, რომლის ნაშთები იპოვეს ჩინეთში.

სინანი (ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი) - გეოგრაფიული ოლქი ჩინეთში, შედის სიჩუანის, იუნანისა და გუიჯოუს პროვინციაში.

სინანი (ხოჯა სინანი) - თურქი არქიტექტორი და ინჟინერი (1489 ან 1490 - 1588 წწ).

სინანული - უკმაყოფილება, წუხილი ჩადენილი შეცდომის ან არასწორი, უღირსი საქციელის გამო.

სინაპი - ყირიმული ვაშლის ჯიშების ჯგუფი.

სინარნარე - ნარნარის თვისება; სინაზე, სიტურფე.

სინატიფე - ნატიფის თვისება; სიტურფე, სინაზე, სიფაქიზე. მოხდენილება.

სინატრა ფრენკ - ესტრადის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი (1915-1998 წწ).

სინაური ანდრია - პოეტი (1896-1976 წწ).

სინაფსები (ბერძნ.) - ფიზიოლოგიაში - აღგზნებად უჯრედებს შორის არსებული სპეციალიზებული ფუნქციური კონტაქტები, რომლებიც გადასცემენ და გარდაქმნიან სიგნალებს.

სინაფსისი (ბერძნ.) - გენეტიკაში - ჰომოლოგიური ქრომოსომების დროებითი დაახლოება წყვილ-წყვილად, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს ჰომოლოგიური უბნების გაცვლა.

სინაქერიბი - ასურეთის მეფე ძვ.წ.აღ. 705-680 წლებში.

სინგალები - ხალხი, შრი-ლანკის ძირითადი მოსახლეობა (14 მილონამდე).

სინგანი - ქალაქი-პორტი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

სინგაპური

1) (სინგაპურის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Singapore).
- ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს კუნძულზე და მალაის ნახევარკუნძულისგან გამოყოფილია ჯოჰორის ვიწრო სრუტით.
- დაარსებულია 1965 წლის 9 აგვისტოს.
- დევიზი და ჰიმნი - „Majulah Singapura“ (წინ, სინგაპურო).
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 692,7 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 4,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 6 370 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: მალაური, ჩინური, ინგლისური.
- დედაქალაქი - სინგაპური.
- ვალუტა - სინგაპურის დოლარი.
- ქვეყნის კოდი - SGP.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +65.
- internet-domeni - sg.

2) სახელმწიფო სინგაპურის დედაქალაქი (1,8 მილიონი).

სინგაპურის სრუტე - აკავშირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვას მალაკის სრუტესთან.

სინგი რიჩარდ ლორენს მილინგტონ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1914-1995 წწ).

სინგი ჯონ მილინგტონ - ირლანდიელი დრამატურგი (1871-1909 წწ).

სინგლი (ინგლ.)

1) ჩოგბურთში - ერთეულთა (და არა წყვილთა) თამაში.

2) პატარა გრამფირფიტა, რომელზედაც, როგორც წესი, ორი სიმღერა იყო ჩაწერილი.

სინგონია (ბერძნ.) - კრისტალოგრაფიაში - კრისტალების დაყოფა მათი ელემენტარული უჯრედების სიმეტრიულობის მიხედვით.

სინგულარული (ლათ.) - ერთმაგი, ცალფა; ცალკეული, განსაკუთრებული.

სინგური (თურქ.) - წითელი მინერალი ერთგვარი, მისგან იღებენ ვერცხლისწყალს; ძველად იყენებდნენ აგრეთვე საღებავის დასამზადებლად. || ამ მინერალისაგან დამზადებული წითელი საღებავი.

სინგჰი ზაილ - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1916-1995 წწ).

სინგჰი მონი - ბენგალიის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1900-1985 წწ).

სინდაქტილია (ბერძნ.) - თითების თანდაყოლილი შეზრდა.

სინდბად-ნამე (სინდბადის წიგნი) - შუა საუკუნეების სპარსული მხატვრული პროზის ნიმუში, არაკების კრებული.

სინდები - ახლანდელი ტამანის ნახევარკუნძულზე მობინადრე უძველესი ტომები ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში.

სინდესმოზი (ბერძნ.) - ძვლების უწყვეტი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით.

სინდესმოლოგია (ბერძნ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს იოგებს, სახსრებს, მყესებს.

სინდეტიკონი - ერთგვარი ნახევრად თხელი წებო; იხმარება უპირატესად ქაღალდის, მუყაოს დასაწებებლად.

სინდი

1) პროვინცია პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - კარაჩი.

2) ქალაქი ესტონეთში.

სინდიეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

სინდიკატი (ბერძნ.) - ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელთა გაერთიანება, რომელიც კისრულობს მთელი კომერციული საქმიანობის განხორციელებას. მასში შემავალი საწარმოები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას.

სინდიკოსი (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში - დამცველი სასამართლოში.

2) შუა საუკუნეების ევროპაში - ამქრის მამასახლისი, რაიმე კორპორაციის არჩევითი მეთაური.

3) თანამედროვე იტალიაში - სათემო თვითმმართველობის ადმინისტრაციის მეთაური.

4) ანდორის გენერალური საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე.

სინდინამა - წირი, რომლის გასწვრივ ლაგდება კომეტის კუდში კომეტის ბირთვიდან განუწყვეტლივ გამომდინარე დაახლოებით ერთნაირი ზომის მქონე ნაწილაკები.

სინდიოფალა - იგივეა, რაც დედოფალა (მნიშვნელობა 2).

სინდისგარეცხილი - ვისაც სინდისი არ გააჩნია; უსინდისო.

სინდისი (ბერძნ.) - საკუთარი საქციელის ავ-კარგიანობის შინაგანი შეფასება; საკუთარი ყოფაქცევისთვის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა; პატიოსნება, ნამუსი.

სინდისიერი

1) სინდისის მქონე; პატიოსანი, ნამუსიანი.

2) სინდისზე, პატიოსნებაზე დამყარებული.

სინდიყი - იგივეა, რაც ვერცხლისწყალი.

სინდო კანეტო (ნამდვილი სახელი - ნობორუ კანე) - იაპონელი კინორეჟისორი (1912-1995 წწ).

სინდრომი (ბერძნ.) - რაიმე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომთა ერთობლიობა.

სინდჰები - პაკისტანის სინდჰის ოლქის ძირითადი მოსახლეობა.

სინეასტი - საფრანგეთში - კინორეჟისორი, კინომუშაკი.

სინედლე - ნედლის თვისება.

სინედრიონი (ბერძნ.) - იუდეაში - უხეცესთა საბჭოს უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება.

სინეკდოქე (ბერძნ.) - მეტონომიის ერთ-ერთი სახეი - ზოგადის აღმნიშვნელი სიტყვის შეცვლა კერძოობითის აღმნიშვნელით, მთელის აღმნიშვნელისა - ნაწილის აღმნიშვნელით, მრავლობითისა - მხოლობითით და პირიქით.

სინეკოლოგია (ბერძნ.)

1) ეკოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ბიოცენოზების, ე.ი. ცხოველთა, მცენარეთა და მიკროორგანიზმთა მრავალსახეობრივი თანასაზოგადოებების სიცოცხლეს.

2) (მოძველებული) იგივეა, რაც ფიტოცენოლოგია.

სინეკურა (ლათ.) - შემოსავლიანი თანამდებობა, რომელიც დიდ შრომას არ მოითხოვს; თბილი ადგილი.

სინელნიკოვო - ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (40 ათასი).

სინემა

1 (ფრანგ.) - (მოძველებული) კინო.

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1977 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლიანა ელიავა. სცენარის ავტორები - ლევან ჭილაძე და ლიანა ელიავა. დამდგმელი ოპერატორი - დავით სხირტლაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: მურმან ჯინორია, გურამ ფირცხალავა, გურამ ლორთქიფანიძე, შალვა ხერეულიძე, თენგიზ არჩვაძე, არიადნა შენგეკაია, ლია ელიავა, თამარ ციციშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, დარეჯან ხარშილაძე, აბესალომ ლორია.

სინემათიკა (ფრანგ.) - იგივეა, რაც ფილმოთეკა.

სინემატოგრაფი - იგივეა, რაც კინემატოგრაფი.

სინერამა (ინგლ.) - ფართოეკრანიანი კინოს ერთ-ერთი სისტემა.

სინერგიდები (ბერძნ.) - ფარულთესლოვანი მცენარეების ორი უჯრედი ჩანასახოვან პარკში; კვერცხუჯრედთან ერთად წარმოადგენს საკვერცხე აპარატს.

სინერგიზმი (ბერძნ.)

1) ორგანოებისა და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება.

2) ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტი სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას.

სინერგისტები (ბერძნ.) - კუნთები (ან კუნთების ჯგუფი), რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად და ერთი მიმართულებით.

სინერვო ელვი აულიკი - ფინელი მწერალი ქალი (1912-1995 წწ).

სინესთეზია (ბერძნ.) - შეგრძნების გაჩენა არა მხოლოდ იმ გრძნობის ორგანოში, რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს გამღიზიანებელი, არამედ რომელიმე სხვაშიც.

სინესი კირენელი - ბერძენი ორატორი, ფილოსოფოსი და პოეტი (370-სა და 375-ს შორის - დაახლოებით 413 წ).

სინესტე - ტენიანობა, ნესტიანობა, სინოტივე,

სინესტროლი - ქალის სასქესო ორგანოების ჰორმონული, ესტროგენული პრეპარატი.

სინთეზატორი - უწყვეტად მოქმედი გამომთვლელი მანქანა, რომელიც ხსნის ინტეგრალურ განტოლებებს.

სინთეზი (ბერძნ.)

1) მეციერული კვლევის მეთოდი - საგნის ამ მოვლენის შესწავლა მის მთლიანობაში, მისი ნაწილების ურთიერთკავშირში.

2) შეერთება, განზოგადება.

3) ქიმიური ნივთიერების მიღება მარტივ ნივთიერებათა ან ელემენტთა შეერთების გზით.

სინთეზირება - სინთეზის მოხდენა.

სინთეზური - სინთეზზე დამყარებული; რაც სინთეზით მიიღება; სინთეზური ბოჭკო - სინთეზური კაუჩუკი.

სინთეტიკა - სინთეზური მასალები.

სინთეტიკური - იხილე სინთეზური.

სინი

1) მთვარის შუმერული ღვთაება.

2) (სპარს.) - იგივეა, რაც ლანგარი.

სინიავსკაია ტამარა - ოპერის რუსი მომღერალი ქალი (მეცი-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

სინიავსკი ვადიმ - რუსი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტული რეპორტაჟის პიონერი სსრკ-ში (1906-1972 წწ).

სინიაკი პოლ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1863-1935 წწ).

სინიანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში (275 ათასი).

სინიეი იოჟეფ - უნგრელი ენათმეცნიერი (1857 - 1943 წწ).

სინიეი მერშე პალ - უნგრელი ფერმწერი (1845 - 1920 წწ).

სინიიჯუ - ქალაქი ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიან-პუქტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (290 ათასი).

სინილმჟავა - უფერო სითხე, რომელსაც აქვს მწარე ნუშის სუნი; ძალზე შხამიანია; იყენებენ ვაგონების, გემების, ბეღლების და სხვ. დეზინფექციისა და დერატიზაციისათვის.

სინინი - ქალაქი ჩინეთში, ცინხაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (550 ათასი).

სინიორა (იტალ.) - იტალიაში - ქალბატონი.

სინიორე (ნამდვილი გვარი კამინკერი) სიმონ - ფრანგი მსახიობი ქალი (1921-1985 წწ).

სინიორელი ლუკა - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1445/50 - 1523 წწ).

სინიორი (იტალ.) - იტალიაში - ბატონი.

სინიორია (იტალ.)

1) იტალიის ქალაქ-კომუნებში XIII-XIV საუკუნეებში - სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანო.

2) ჩრდილოეთ და შუა იტალიაში XIII-XVI საუკუნეებში - პოლიტიკური წყობის ფორმა ზოგ ქალაქ-სახელმწიფოში, როდესაც მთელი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება თავმოყრილი იყო ერთპიროვნული მმართველის ხელში.

სინიორინა (იტალ.) - იტალიაში - ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი; ქალიშვილი.

სინიორინი ტელემაკო - იტალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1835-1901 წწ).

სინირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

სინისალო გელმერ-რაინერ - კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1920 წელს).

სინის მთა - ძველი ქართული მწიგნობრობის კერა საზღვარგარეთ, არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინის ნახევარკუნძულზე.

სინის ნახევარკუნძული - მდებარეობს წითელ ზღვაში, სუეცისა და აკაბის ყურეებს შორის.

სინიჩენკო ოლექსა - უკრაინელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

სინიხ-ყალა - ხუროთმოძღვრების ძეგლი ბაქოში, მინარეთი, აშენებულია XI საუკუნეში, სიმაღლე 22,5 მეტრი.

სინკეპი - კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.

სინკლერი ეპტონ ბილ - ამერიკელი მწერალი (1878-1968 წწ).

სინკლინი (ბერძნ.) - ქანების ნოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.

სინკლიტი (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში - უმაღლესი თანამდებობის პირთა კრება.

2) (ირონიულად, გადატანით) კრება, თავყრილობა.

სინკოპე (ბერძნ.)

1) მუსიკაში - მუსიკალური მახვილის გადანაცვლება ტაქტის ძლიერი ნაწილებიდან სუსტზე.

2) ლინგვისტიკაში - სიტყვის ფუძეში ხმოვნის დაკარგვა.

სინკრეტიზმი (ბერძნ.)

1) შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.

2) ფილოსოფიაში - ეკლექტიზმის ნაირსახეობა.

სინოდი (ბერძნ.)

1) მართლმადიდებლური ეკლესიის კოლეგიალური ორგანო.

2) პროტესტანტულ ეკლესიაში - სასულიერო და საერო პირთა კრება მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმეების გადასაწყვეტად.

სინოდური თვე - დროის შუალედი მთვარის ორ ერთგვარ ფაზას შორის.

სინოიკია (ბერძნ.) - სხვადასხვა სახეობის ცხოველთა თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა - „ხიზნობა“, რომლის დროსაც „ხიზანი“ სახლდება „მასპინძლის“ სადგომში.

სინოიკიზმი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში - დამოუკიდებელი გვაროვნულ-ტომობრივ თემთა გაერთიანება ერთ მთლიან პოლიტიკურ ერთეულად (პოლისად).

სინოლოგი - ჩინეთმცოდნე.

სინოლოგია - ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ენებისა და კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა. ჩინეთმცოდნეობა.

სინონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰომეროსის შემდეგდროინდელი თქმულებების გმირი, ოდისევსის ნათესავი. მისი თავგადასავალი აღწერილია „ენეიდაში“.

სინონიმი (ბერძნ.) - სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით სხვა სიტყვას ემთხვევა ან ძალიან ჰგავს, ბგერითი შემადგენლობით კი განსხვავდება მისგან.

სინონიმია (ინგლ.) - სხვადასხვა სიტყვის მსგავსება მნიშვნელობის მიხედვით.

სინონიმიკა

1) ამა თუ იმ ენის სინონიმთა ერთობლიობა.

2) ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც სინონიმებს სწავლობს.

სინონიმური - სინონიმის ხასიათისა, სინონიმებთან დაკავშირებული.

სინოპე

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, ასოპოსის ქალიშვილი, სინოპის ეპონიმი.

2) პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი; აღმოჩენილია 1914 წელს ს.ნიკოლსონის მიერ.

სინოპი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

სინოპტიკა - მეცნიერება ამინდის წინასწარი გამოცნობის შესახებ.

სინოპტიკოსი - სპეციალისტი მეტეოროლოგი, რომელიც ამინდის პროგნოზებს იძლევა.

სინოპტიკური (ინგლ.)

1) რაც რაიმე რთული მთელის ყველა ნაწილის მიმოხილვას შეიცავს; კრებითი.

2) რაც დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან.

სინორჩე - ნორჩის თვისება; ნორჩად ყოფნა.

სინოსტოზი (ბერძნ.) - ძვლების უძრავად შეერთება გაძვალებული შუალედური ქსოვილის საშუალებით.

სინოტივე - სინესტე, ტენიანობა.

სინოფსისი (ბერძნ.)

1) კრებული რაიმე (უპირატესად ისტორიული ხასიათისა) საკითხის შესახებ არსებული ცნობებისა, მასალებისა, წერილებისა, რომლებიც უფრო ხშირად დალაგებულია ქრონოლოგიურად.

2) საღვთისმეტყველო ლიტერატურაში - ქადაგებათა, საღვთო წერილის განმარტებათა კრებული ან საეკლესიო მწერლების სხვა თხზულებათა შემოკლებული გადმოცემა; ზოგადად შემოკლებული გადმოცემა რაიმე ნაწარმოებისა, პროექტისა.

სინოყივრე - ნოყიერის თვისება, ნოყიერება.

სინსელეხო - ქალაქი კოლუმბიაში, სუკრეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

სინსიანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში (475 ათასი).

სინსილა (სპარს.)

1) ფრინველის ან ქვეწარმავლის ახლადგამოჩეკილი მართვე (ბარტყი ან წიწილი)

2) (გადატანით) მოდგმა, ჯიში, ნაშიერი.

3) ძალღონე, არაქათი, ქანცი.

სინტაგმა (ბერძნ.) - ლინგვისტიკაში - წინადადების ორი წევრი, რომლებიც ერთმანეთთან სინტაქსურად არის დაკავშირებული.

სინტაქსი (ბერძნ. syntaxis) - გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს შესიტყვების (წინადადების და სხვა) აგებულებას, შესიტყვებაში სიტყვათა შეკავშირების წესებს.

სინტ-ნიკლაასი - ქალაქი ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის პროვინციაში.

სინტოიზმი - იაპონელთა ყველაზე ძველი რელიგია; 1868-იდან 1946 წლამდე წარმოადგენდა სახელმწიფო რელიგიას.

სინტომიცინი - სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი; იყენებენ დიზენტერიის, ტიფის, ბრუცელოზის და სხვა გადამდებ დაავადებათა საწინააღმდეგოდ.

სინტრა - ქალაქი პორტუგალიის ეშტრემადურის ოლქში.

სინუსი

1) მათემატიკაში - კუთხის ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია; სწორკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსი უდრის ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან.

2) ანატომიაში - ღრუ, ფოსო, წიაღი.

სინუსოიდა (ლათ.) - ტალღისებური მრუდი ხაზი, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს სინუსის ცვლილებას კუთხის ცვლილებასთან დაკავშირებით.

სინქონდროზი (ბერძნ.) - ძვლების უძრავი ან ოდნავ მოძრავი შეერთება ხრტილის საშუალებით.

სინქრონია - ლინგვისტიკაში - ენის სტატიკური მდგომარეობა.

სინქრონიზატორი - მოწყობილობა კბილანების დაურტყმელად და უხმაუროდ ჩასართველად ავტომობილის გადაცემათა კოლოფში.

სინქრონიზაცია (ბერძნ.) - ორი ან რამდენიმე პერიოდულად ცვალებადი მოვლენის, პროცესის ერთმანეთთან შერწყმა დროში.

სინქრონიზმი (ბერძნ.) - ორი ან რამდენიმე მოვლენის, პროცესის ზუსტი დამთხვევა დროში, ერთდროულად მიმდინარეობა.

სინქრონული - რასაც სინქრონიზმი ახასიათებს.

სინქროტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა; იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომგულის ფიზიკაში.

სინქროფაზოტრონი (ბერძნ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარის ერთ-ერთი სახეობა; იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომგულის ფიზიკაში.

სინქროციკლოტრონი (ბერძნ.) - იგივეა, რაც ფაზოტრონი.

სინციტიუმი (ბერძნ.) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილის აგებულების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უჯრედთა არასრული გამიჯვნა.

სინ ციძი (ფსევდონიმი - ძიასიუანი) - ჩინელი პოეტი (1140-1207 წწ).

სინციტიუმი (ბერძნ.) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილის აგებულების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უჯრედთა არასრული გამიჯვნა.

სინძიანი (სინხე) - მდინარე ჩინეთში, ერთვის პოიანხუს ტბას.

სინძიანის უიღურთა ავტონომიური ოლქი - ტერიტორიულ-ატმინისტრაციული ჩინეთში.

სინწა - მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის მარჯვენა შენაკადი.

სინხე - მდინარე, იხილე სინძიანი.

სინხუა

1) ქალაქი ჩინეთის ხუნანის პროვინციაში.

2) (ჩინ.) - ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო. დაარსებულია 1938 წელს.

სინჯარა - მინის ჭურჭელი მილის ფორმისა; იხმარება ლაბორატორიებში.

სინჯი

1) რაიმე მასალის მცირე ნაწილი საანალიზოდ, გამოსაცდელად აღებული.

2) ძვირფასი ლითონის ნაწილთა რაოდენობა შენადნობის წონის გარკვეულ ერთეულში. || ამ რაოდენობის აღმნიშვნელი დაღი, ნიშანი.

სინჯუ - ქალაქი ჩინეთის ტაივანის პროვინციაში.

სინჰარმონიზმი (ბერძნ.) - თურქულ ენებში - სიტყვაში აფიქსისეულ ხმოვანთა დამსგავსება ძირისეულ ხმოვნებთან.

სიო

1)იგივეა, რაც ნიავი.

2)იგივეა, რაც ღიობი.

სიოგუნატი - სიოგუნების მმართველობის პერიოდი ფეოდალურ იაპონიაში 1192 - 1867 წლებში.

სიოგუნი - იაპონიაში - თავადაპირველად სამხედრო წოდება, შემდეგ კი სამხედრო-ფეოდალური გამგებელი, რომელიც ქვეყანას იმპერატორთან ერთად მართავდა.

სიონთგორი (ყოფილი როშკიონი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ღულელების თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულში. ზღვის დონიდან - 1070 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.

სიონი

1) მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

2) დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე (ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, თიანეთიდან - 32 კილომეტრი). სადაბო საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბადაანი, ბოჭორმა, გრძელველები, ომარაანი, ორხევი, საჯინიბო, ფიჭვიანი, ყუდრო). სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 0.4 ათასი (2002 წლის აღწერის მიხედვით). სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-63) სიონში იდგა V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა - სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.

3) სოფლები მარნეულის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

4) ბორცვი იერუსალიმში, სადაც იყო მეფე დავითის რეზიდენცია.

5) მართლმადიდებლურ ეკლესიაში - წმინდა ჭურჭელი, რაშიც სეფისკვერი ინახება.

6) მთელი რიგი ქართული ეკლესიების სახელწოდება.

7) (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი) - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მტკვრის მარჯვენა, დაბალ ნაპირზე მისი მშენებლობა VI საუკუნის II ნახევარში დაუწყიათ, 1657 წელს კი ხელმეორედ აშენდა დარბევის შემდეგ.

სიონიზმი - იდეოლოგია, რომელიც მიმართულია ებრაელთა თვითშეგნების აღორძინების, პალესტინაში მათი დაბრუნების ხელშეწყობის და იქ ებრაული სახელმწიფოს შექმნისაკენ. წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს.

სიონისტი - სიონიზმის მონაწილე, მისი მომხრე.

სიონის წყალსაცავი - წყალსაცავი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის ხეობაში, დაბა სიონთან.

სიოცუტი - იაპონურ მითოლოგიაში - საზღვაო გზების მფარველი.

სიპაები - იხილე სიფაჰები.

სიპარისი იუოზას - ლიტველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1894-1970 წწ).

სიპატარავე - პატარის თვისება; პატარად ყოფნა.

სიპი

1) მაგარი, გლუვი ზედაპირის მქონე (ქვა). || სრიალა ზედაპირის მქონე; მოლიპული, გასიპული.

2) მუცლის ნაწილი ჭიპს ქვემოთ.

სიპინგაი - იხილე სიპინი.

სიპინი (სიპინგაი) - ქალაქი ჩინეთის გირინის პროვინციაში.

სიპროიტე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ კრეტას მცხოვრები, რომელმაც შემთხვევით დაინახა მობანავე შიშველი არტემიდე და ღმერთქალმა იგი ამის გამო ქალად აქცია.

სირ (ფრანგ.) - ძველად საფრანგეთში - მიმართვა მეფისადმი.

სირაბიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

სირაკავა ჰიდეკი - იაპონელი ქიმიკოსი (დაიბადა 1936 წელს).

სირაკიუსი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში (660 ათასი).

სირაკუზა - ქალაქი-პორტი იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

სირანო დე ბერჟერაკი სავინიენ დე - ფრანგი მწერალი (1619-1655 წწ).

სირანუში (ნამდვილი სახელი და გვარი მერობა კანტარჯიანი) - სომეხი მსახიობი ქალი, მოღვაწეობდა თურქეთის და ამიერკავკასიის თეატრებში, სახელი გაითქვა შექსპირის ტრაგედიებში განსახიერებეული როლებით (1857-1932).

სირასი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰამაიაკ ვოსკანიანი) - სომეხი მწერალი (1902-1983 წწ).

სირაქლემა - ყველაზე დიდი ფრინველი (2,4 მეტრი, 140 კგ-მდე), გავრცელებულია აფრიკის ველებსა და ნახევრად უდაბნოებში.

სირაცკი ანდრეი - ჩეხი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1900-1985 წწ).

სირაჯგანჯი - ქალაქი ბანგლადეშში.

სირაჯი - ღვინით მოვაჭრე.

სირაჯხანა (სპარს.)

1) სირაჯის დუქანი, ღვინის სავაჭრო.

2) (სირაჩხანა) ორი უბნის სახელი ძველად თბილისში: დიდი სირაჩხანა (მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დარეჯანის სასახლის ძირში) და პატარა სირაჩხანა (მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ჟ.შარდენის და კ.ლესელიძის ქუჩების შესაყარაზე).

სირბილე

1) რბილის თვისება.

2) (გადატანით) თვინიერება, გულჩვილობა.

სირბილი

1) სწრაფად. მოსხლეტით გადაადგილება ფეხით, ქვეითად.

2) (გადატანით) სწრაფი სიარული, ბევრი სიარული.

სირბუ ელენა - იხილე პაველი .

სირგე რუდოლფ - ესტონელი მწერალი (1904 - 1970 წწ).

სირგვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

სირდარი - ჰიმალაის მთებში - მთავარი მებარგული, ბარგის მზიდავი.

სირდარია - მდინარე შუა აზიაში, ერთვის არალის ზღვას (სიგრძე - 2212 კილომეტრი).

სირეგვენე - რეგვენის თვისება; სიბრიყვე.

სირელიუსი უნო ტავი - ფინელი ეთნოგრაფი (1872 - 1929 წწ).

სირენა (ბერძნ.)

1) ძლიერი და მკვეთრი ხმის გამომცემი სასიგნალო მოწყობილობა.

2) იგივე სირინოზი.

3) სირენები - წყლის ძუძუმწოვართა რაზმი; ლამანტინების, დიოგენების და სხვათა საერთო სახელი.

სირენი იოჰან - ფინელი არქიტექტორი (1889-1961 წწ).

სირეტი - მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 726 კილომეტრი).

სირვენტა - XII-XIII საუკუნეების პროვანსულ ლირიკაში - სტროფული სიმღერა, პოლემიკური ხასიათის ლექსი.

სირზი ფრედრიკ - ამერიკელი ასტრონომი (1873 - 1964 წწ).

სირთულე - რთულის თვისება; სიძნელე.

სირი - იგივეა, რაც ჩიტი.

სირია (სირიის არაბთა რესპუბლიკა, არაბ. ალ-ჯუმჰურია ალ-არაბია ას-სურიია).

- სახელმწიფო აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ლიბანს და ისრაელს, სამხრეთით - იორდანიას, აღმოსავლეთით - ერაყს და ჩრდილოეთით - თურქეთს. დასავლეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა.
- ჰიმნი - „Homat el Diyar“.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1946 წლის 17 აპრილი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - სახალხო საბჭო.
- ფართობი - 185 180 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად დაყოფილია 14 მუჰაფაზად (საგუბერნატოროდ).
- მოსახლეობა - 19 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 103 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად მუსლიმანი-სუნიტები არიან.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- დედაქალაქი - დამასკი.
- ვალუტა - სირიის ფუნტი.
- ქვეყნის კოდი - SYR.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +963.
- internet-domeni - sy.

სირიაჩქონი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

სირიის უდაბნო (ბადიათ-ელ-შამი) - უდაბნო სირიაში, ერაყში, იორდანიასა და საუდის არაბეთში.

სირინგა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნაიადა, რომელსაც პანი სდევდა და მისგან განრიდების მიზნით ლერწმად იქცა, რომლისგანაც პანმა სალამური გამოჭრა.

სირინოზები (სირენები) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იტალიის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები მითიური ქალიშვილები, ზღვის ნიმფები, რომლებიც თავისი უტკბილესი სიმღერით ატყვევებდნენ მგზავრებს და შემდეგ კლავდნენ.

სირიონო - ინდიელთა ტომი; ცხოვრობენ აღმოსავლეთ ბოლივიის ტროპიკულ ტყეებში.

სირიული ენა - არაბული ენის ერთ-ერთი დიალექტი; განეკუთვნება სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახს.

სირიუსი - თანავარსკვლავედ „დიდი ქოფაკის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ძველი ბერძნების წარმოდგენით ამ ვარსკვლავის გამოჩენა ცხელ ამინდს მოასწავებდა.

სირკაჭკაჭი - პატარა ფრინველი ღაჟოსებრთა ოჯახისა.

სირკუსი შიმონ - პოლონელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1893 - 1964 წწ).

სირლინი (სიურლინი)

1) იორგ უფროსი - გერმანელი მოქანდაკე, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატი (დაახლოებით 1425-1491 წწ).

2) იორგ უმცროსი - გერმანელი მოქანდაკე, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატი (დაახლოებით 1455 - 1521 წლის შემდეგ).

სირმა - ოქროს ან ვერცხლის ძაფი; ოქრომკედი.

სირმა-აბაზი - ქართული ვერცხლის მონეტა; ჭრიდნენ თბილისის ზარაფხანაში 1752-53 წლებიდან.

სირმიანი - რასაც სირმა აქვს მოვლებული; სირმით მოქარგული.

სიროკო (იტალ.) - ცხელი ქარი, რომელიც იცის სამხრეთ ევროპაში (ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებიდან).

სიროკომლა ვლადისლავ - (ნამდვილი სახელი და გვარი ლუდვიკ კონდრატოვიჩი) - პოლონელი პოეტი (1832-1862 წწ).

სიროლა იურიე ელიას (ნამდვილი გვარი სირენი) - ფინეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1876-1936 წწ).

სიროფი (ფრანგ.)

1) შაქართან ერთად მოდუღებული ხილის სქელი წვენი; აგრეთვე წყალში გაჯერებული და მოდუღებული შაქარი.

2) სამკურნალო ბალახების წვენის სქელი ნახარში.

სირსვალი - იგივეა, რაც კირკაჟი.

სირსველი (სირსვილი) - კანის ავადმყოფობა ერთგვარი; იცის კანზე წვრილი გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ იქერცლება.

სირტაკი (ბერძნ.) - ბერძნული ჯგუფური ცეკვა.

სირტი

1) სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ზედაპირი ტიან-შანის მთებში.

2) ვოლგისპირეთში გავრცელებული ფართო, ხეებით დანაწევრებული წყალგამყოფი.

სირქვა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

სირჩა - ერთგვარი სასმისი; კათხა.

სირცხვილეული - შერცხვენილი, სირცხვილნაჭამი.

სირცხვილი - გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა ან საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება.

სირცხვილნაჭამი - შერცხვენილი.

სირხისარი - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე (3662 მეტრი).

სირხლებერთა - მთა, იხილე ლებეურის მთა.

სირჰაკფხა - საზოგადოებრივი აზრის პროგრესული მიმდინარეობა კორეაში XVI-XIX საუკუნეებში.

სირჰინდი აჰმად ალ-ფარუკი - შუა აზიასა და ინდოეთში გავრცელებული სუფიური ორდენის, ნაყშბანიეს მეთაური (1562-1624 წწ).

სისადავე - უბრალოება, სიმარტივე.

სისადმინი - (აბრევიატურა) სისტემური ადმინისტრატორი, რომელსაც ავალია კომპიუტერული ტექნიკის პარკის, ქსელის და პროგრამული უზრუნველყოფის მოვლა და ზედამხედველობა ორგანიზაციაში.

სისაკი - ქალაქი ხორვატიაში (40 ათასი).

სისასიზღრე - იგივეა, რაც საზიზღრობა.

სისასტიკე - სასტიკის თვისება; სიმკაცრე, ულმობლობა.

სისაღე - საღის თვისება; საღად ყოფნა; სიმრთელე.

სისაძაგლე - საძაგლის თვისება; საძაგლად ყოფნა; საძაგლობა.

სისაწყლე - საწყლის თვისება; საწყლის მდგომარეობა; საწყლობა.

სისე ჟან მარტენ - გვინეის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი (დაიბადა 1926 წელს).

სისერო - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.

სისერტი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

სისველე - სველის თვისება, სველად ყოფნა; ჭარბი ტენიანობა.

სისვი - ლეგა, რუხი.

სისიანი - ქალაქი სომხეთში.

სისინა - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, გვანდრის მარცხენა შენაკადი.

სისინი

1) გველის, ბატის... მიერ გამოცემული ხმა.

2) ქარის, ნიავის... ქროლის ხმა.

3) „ს“ ბგერის გაბმულად წარმოთქმა (ვისიმე დასაძახებლად).

სი სინხაი (სიან სინხაი) - ჩინელი კომპოზიტორი (1905-1945 წწ).

სისირი - იგივეა, რაც მუხუდო.

სისიტიები (ბერძნ.) - ზოგ ძველ ბერძნულ სახელმწიფოში - სრულუფლებიან მოქალაქეთა სავალდებულო საერთო პურის ჭამა.

სისიფეს შრომა - იხილე სიზიფოსი.

სისკალა (ყოფილი წინწყალა) - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

სისლა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისლანდიაში.

სისლეი ალფრედ - ფრანგი ფერმწერი-პეიზაჟისტი, იმპრესიონისტი (1839-1899 წწ).

სისმონდი ჟან შარლ ლეონარ სიმონდ დე - შვეიცარიელი ეკონომისტი (1773-1842 წწ).

სისნეროსი (ხიმენეს დე სისნეროსი) ფრანსისკო - ესპანეთის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (1436-1517 წწ).

სისპეტაკე - სპეტაკის თვისება; სიწმინდე, სიფაქიზე.

სი-სპიკი (ინგლ.) - მოდიფიცირებული საერთაშორისო ენა; ინგლისურის გამარტივებული ვარიანტი, რომელსაც იყენებენ მეზღვაურები (შეიქმნა XX საუკუნის 70-იან წლებში).

სისრულე - სრულის თვისება, სრულის ბუნება; დასრულებული სახის ქონა.

სისტანი - ბუნებრივი და ისტორიული ოლქი ირანსა და ავღანეთში, უდაბნოს ველები.

სისტემა (ბერძნ.)

1) გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე.

2) ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს.

3) დაჯგუფება, კლასიფიკაცია.

4) სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისაგან.

5) საზოგადოებრივი წყობილების ფორმა.

6) რისამე მოწყობის, ორგანიზაციის ფორმა.

სისტემატექნიკა - სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინა, რომელიც მოიცავს რთული (დიდი მასშტაბის) სისტემების პროექტირების, შექმნის, გამოცდისა და ექსპლუატაციის საკითხებს.

სისტემატიზატორი - პირი, რომელიც რისამე სისტემატიზაციას ახდენს.

სისტემატიზაცია (სისტემატიზირება) - სისტემაში მოყვანა რისამე.

სისტემატიკა

1) საგანთა, მოვლენათა დაჯგუფება, კლასიფიკაცია.

2) ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც მცენარეებსა და ცხოველებს ანაწილებს საკლასიფიკაციო ჯგუფების (სახეობათა, გვარების, ოჯახების და ა.შ.) მიხედვით.

სისტემატური

1) რაც სისტემას ქმნის; გარკვეული წესის მიხედვით განლაგებული, წარმოებული.

2) მუდმივი, განუწყვეტელი, რეგულარული.

სისტოლა (ბერძნ.) - გულის მოქმედების ერთ-ერთი ფაზა, შეკუმშვა.

სისულელე

1) სულელის თვისება; უგნურება.

2) სულელის დამახასიათებელი რამ.

სისუსტე

1) სუსტის თვისება.

2) ნაკლი, ნაკლოვანება.

სისუფთავე - სუფთა მდგომარეობა, სუფთად ყოფნა.

სისქე

1) სხეულის განივკვეთის ზომა, გარდიგარდმო კვეთის სიდიდე.

2) სიმკვრივე, სიმჭიდროვე.

სისწვრივ (სისწვრივად) - იგივეა, რაც გასწვრივ.

სისწორე - სწორის თვისება.

სისწრაფე - სწრაფი მოძრაობა, დიდი სიჩარე.

სისხამი - სისხამი დილა - ადრიანი დილა.

სისხარტე

1) სიმკვირცხლე, სიმარდე.

2) მოკლედ, მკაფიოდ და მოხდენილად გამოხატვა, გამოთქმა.

სისხლგამშრალი

1) იგივეა, რაც სისხლნაკლები.

2) (გადატანით) გაჯავრებული, შეწუხებული, დადარდიანებული; თავმობეზრებული.

სისხლდენა - სისხლის დენა.

სისხლი - წითელი ფერის სითხე, რომლის მიმოქცევა წარმოებს ადამიანის, ცხოველის ორგანიზმში, უზრუნველყოფს სხეულის უჯრედთა კვებას და ნივთიერებათა ცვლას.

სისხლისმსმელი

1) სისხლის მოყვარული, მტაცებელი (ცხოველი, ფრინველი, თევზი...).

2) (გადატანით) იტყვიან მტარვალზე, მჩაგვრელზე.

სისხლისმღვრელი

1) სისხლისღვრის მოყვარული.

2) სისხლისღვრის გამომწვევი.

სისხლანკლებობა - ავადმყოფური მდგომარეობა, გამოწვეული ორგანიზმში სისხლის ნაკლებობით ან სისხლში წითელი ბურთულების მცირე რაოდენობით.

სისხლსავსე

1) ჭარბი სისხლის მქონე.

2) (გადატანით) სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი, ლაღი.

სისხლძარღვი - სისხლის სადინარი ელასტიკური მილი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში; ძარღვი.

სისხლჭარბი

1) ჭარბის სისხლის მქონე; სისხლსავე.

2) (გადატანით) სიცოხლით სავსე, ხალისიანი.

სისხლხორცეული - არსებითი სასიცოცხლო, ღვიძლი რამე.

სისხლ-ხორცი

1) სისხლი და ხორცი,

2) (გადატანით) ღვიძლი, ახლო ნათესავი.

სისხო - რისამე ტოლი მოცულობით, ზომით.

სიტერი ვილემ დე - ნიდერლანდელი ასტრონომი (1872-1934 წწ).

სიტი (ინგლ.)

1) დიდ ბრიტანეთში - მნიშვნელოვანი, პრივილეგირებული ქალაქი, სადაც არის საეპისკოპოსო კათედრა ან რომელსაც მიღებული აქვს სამეფო სიგელი.

2) აშშ-ში - ადგილობრივი თვითმმართველობის მქონე, ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი.

3) ლონდონის საქმიანი ნაწილი, ცენტრი, სადაც თავმოყრილია უდიდესი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ოფისები და სამმართველოები, საფონდო ბირჟა; გადატანითი მნიშვნელობით იხმარება ინგლისის საფინანსო ოლიგარქიის სინონიმად.

4) გერმანიაში - სავაჭრო ცენტრი.

სიტიტვლე - ტიტვლად ყოფნა; სიშიშვლე.

სიტკა - ქალაქი აშშ-ს ალასკას შტატში.

სიტკბო

1) ტკბილის თვისება, ტკბილის გემო.

2) იგივეა, რაც სიტკბოება.

სიტკბოება - სიამოვნების, კმაყოფილების გრძნობა; სიამე.

სიტლალტეპეტლი - იხილე ორისაბა.

სიტლანქე - ტლანქის თვისება; უხეშობა.

სიტრინი უოლტერ - ინგლისის პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1887-1980 წწ).

სიტრო (ფრანგ.) - ხილის გაზიანი უალკოჰოლო სასმელი ერთგვარი.

სიტროენი ანდრე - ფრანგი ინჟინერი და მრეწველი, ავტომობილთა წარმოების ერთ-ერთი პიონერი (1878-1935 წწ).

სიტუაცია (ფრანგ.) - შექმნილი პირობების ერთობლიობა; გარემოება, მდგომარეობა.

სიტუე (აკიაბი) - ქალაქი მიანმაში, რაქხაინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

სიტულა (ლათ.) - ბრინჯაოს ჭურჭელი ვედროს ფორმისა; განეკუთვნება ადრეულ რკინის ხანას.

სიტუელი იდით - ინგლისელი პოეტი ქალი (1887 - 1964 წწ).

სიტუმორანგი სიტორ - ინდონეზიელი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

სიტურფე - სილამაზე, მშვენიერება.

სიტუტუცე - ტუტუცის თვისება, ტუტუცის საქციელი; ტუტუცობა.

სიტყვა

1) ბგერათშეერთება, რომელსაც ლექსიკური (საგნობრივი) მნიშვნელობა აქვს.

2) ლაპარაკი, საუბარი.

3) საჯარო გამოსვლა, მოხსენება.

4) იგივეა, რაც პირობა.

სიტყვაგამშრალი - პირში სიტყვაგამშრალი - ვინც სათქმელი ვეღარ თქვა.

სიტყვაგრძელი - ვინც ბევრი ლაპარაკი იცის.

სიტყვათშემოქმედი - ვინც ახალ სიტყვებს ქმნის.

სიტყვაკაზმული - მხატვრული მწერლობა.

სიტყვანი - ლექსიკონში შესატან სიტყვათა სია.

სიტყვაობა - სიტყვების თქმა, ლაპარაკი.

სიტყვა-პასუხი - ლაპარაკი, საუბარი.

სიტყვაპასუხიანი - სიტყვა-პასუხის მცოდნე; ზრდილობიანად მოსაუბრე.

სიტყვარი - იხილე ლექსიკონი.

სიტყვავასიტყვით - სიტყვის გამოუტოვებლად, ზედმიწევნით, ზუსტად.

სიტყვასიტყვითი - ზუსტად, ზედმიწევნით გადმოცემული.

სიტყვაუთქმელი - ვისაც სიტყვა არ უთქვამს, ხმა არ ამოუღია.

სიტყვაშეუბრუნებლად - ისე, რომ სიტყვას არ შეუბრუნებს, საწინააღმდეგოს არ ეტყვის.

სიტყვაძვირი - ვისაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარს.

სიტყვაძუნწი - იგივეა, რაც სიტყვაძვირი.

სიტყვაწარმოება - ახალი სიტყვის შექმნა ფუძეზე მნიშვნელობის შემცვლელი აფიქსის დართვით.

სიტყვიერება

1) ლაპარაკის უნარი, მეტყველება.

2) სიტყვებით გამოხატული მხატვრული შემოქმედება.

სიტყვიერი

1) ზეპირად თქმული (არა წერილობითი).

2) სიტყვებისაგან შემდგარი.

სიტყვისგება - სასამართლო პაექრობა ძველ საქართველოში.

სიუ - აშშ-სა და კანადაში მცხოვრებ ინდიელ ხალხთა ჯგუფი (დაკოტა, კროუ, ოსეჯი და სხვა).

სიუ ეჟენ (ნამდვილი სახელი მარი ჟოზეფ) - ფრანგი მწერალი (1804-1857 წწ).

სიუან-ძანი - ჩინელი მოგზაური (დაახლოებით 600 - 664 წწ).

სიუანხუა - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

სიუარდი

1) ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში.

2) ნახევარკუნძული ალასკის დასავლეთ ნაწილში.

სიუდად-ბოლივარი - ქალაქი ბოლივიაში, ბოლივარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

სიუდად-გუაიანა - ქალაქი ვენესუელის ბოლივარის შტატში.

სიუდად-ვიქტორია - ქალაქი მექსიკის ტამაულიპასის შტატში.

სიუდად-ობრეგონი - ქალაქი მექსიკის სონორის შტატში.

სიუდად-ტრუხილიო - იხილე სანტო-დომინგო.

სიუდად-ხუარესი - ქალაქი მექსიკის ჩიუაუის შტატში.

სიუ დიშანი (ნამდვილი სახელი სიუი ძანკუინი, სხვა სახელი დიშანი, ფსევდონიმი ლო ხუაშენი) - ჩინელი მწერალი და მეცნიერი (1893-1941 წწ).

სიუდოვი მაქს ფონ (ნამდვილი სახელი კარლ ადოლფ) - შვედი მსახიობი (დაიბადა 1929 წელს).

სიუზერენი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპაში - მსხვილი ფეოდალი, რომელსაც მეფის უფლებები ჰქონდა მასზე დამოკიდებული ვასალების მიმართ.

სიუზერენიტეტი (გერმ.) - სიუზერენის უზენაესი უფლება ვასალის მიმართ.

სიუი ბეიხუნი (ჟიუ პეონი) - ჩინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1895-1953 წწ).

სიუიტა (ფრანგ.) - მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი, მაგრამ საერთო იდეურ-პოეტური ჩანაფიქრით დაკავშირებული ნაწილისაგან.

სიუიჩანი - ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში.

სიუიჯოუ - იხილე იბინი.

სიუკათა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

სიული მაქსიმილიენ დე ბეტიუნი, ბარონი რონი - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1560-1641 წწ).

სიული-პრიუდომი (ნამდვილი სახელი და გვარი რენე ფრანსუა არმან პრიუდომი) - ფრანგი პოეტი (1839-1907 წწ).

სიუნმაო (ჩინ). - იგივეა, რაც ბამბუკის დათვი.

სიუნ-ძი - ჩინელი მოაზროვნე (დაახლოებით ძვ. წ.აღ. 313 - 238 წწ).

სიუპერვილი ჟიულ - ფრანგი მწერალი (1884 - 1960 წწ).

სიუპირიორი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში.

სიუჟეტი (ფრანგ.) - ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რაც შეადგენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს და გამოავლენს მოქმედ პირთა ხასიათსა და ურთიერთობას.

სიურე-კანალი ჟან - ფრანგი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1921 წელს).

სიურენი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

სიურპრიზი (ფრანგ.) - მოულოდნელი საჩუქარი; მოულოდნელი სასიამოვნო ამბავი.

სიურრეალიზმი (ფრანგ.) - უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში. სინამდვილის უარყოფა და შემოქმედების წყაროს ძიება ქვეცნობიერ სფეროში (სიზმრებში, ჰალუცინაციებში, ინსტინქტებში).

სიურტე (ფრანგ.) - საფრანგეთის სამძებრო პოლიცია.

სიუტისტე იუჰან - ესტონელი პოეტი (1899-1945 წწ).

სიუხვე

1) სიმრავლე, უხვობა, სიმდიდრე.

2) ხელგაშლილობა, გულუხვობა.

სიუხვის რქა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეას, ტიხეს, ფორტუნას, პლუტოისის, ეირენეს და კიდევ ზოგ ღმერთთა ატრიბუტი, სიმდიდრისა და დოვლათის სიმბოლო.

სიფათი (არაბ.) - სახე, გარეგნობა შეხედულება.

სიფართე - იგივეა, რაც სიფართოვე.

სიფართოვე - ფართოს თვისება; რაიმე ფართობის ზომა.

სიფარი (თანამედროვე აბუ-ჰაბა ერაყში) - ძველი ქალაქი შუამდინარეთში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე.

სიფაფუკე - ფაფუკის თვისება; სირბილე, სინაზე.

სიფაქიზე - ფაქიზის თვისება.

სიფაჰები (ჰინდი) - ინდოეთში (XVIII საუკუნიდან) - ევროპელი კოლონიზატორების არმიის ადგილობრივი დაქირავებული ჯარისკაცები.

სიფერმკრთალე - ფერმკრთალის თვისება; ფერმკრთალობა.

სიფთა - დილის, დღის პირველი საქმიანი წამოწყება (ყიდვა-გაყიდვა, ფულის აღება).

სიფთისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, დიდხევის სათავე.

სიფ- (ინგლ. აბრევიატურა: cost - ფასი, insurance - დაზღვევა, freigt - ფრახტი) - საგარეო ვაჭრობაში - სავაჭრო შეთანხმების სახეობა, რაც გულისხმობს საქონლის ჩატანას დამკვეთამდე საზღვაო გზით და შეიცავს მის ფასს, დაზღვევისა და გადაზიდვის ხარჯებს.

სიფითრე - სიფერმკრთალე, ფერწასულობა.

სიფილიდოლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც სიფილისს შეისწავლის.

სიფილისი - გადამდები ვენერიული დაავადება; ათაშანგი, ლუესი.

სიფილომა - სიფილისით პირველი დაზიანება დასნებოვნების ადგილისა; იგივე შანკრი.

სიფლიდე - ფლიდის თვისება; ფლიდობა.

სიფონი (ბერძნ.)

1) სხვადასხვა სიგრძის ორი მუხლის მქონე მოღუნული მილი სითხის გადასასხმელად ერთი ჭურჭლიდან მეორე, უფრო დაბალდონიან ჭურჭელში.

2) წევის გასაძლიერებელი მოწყობილობა ორთქლმავლის საცეცხლეში.

3) სპელეოლოგიაში - კლდოვანი ნაპრალი.

სიფრთხილე - ფრთხილად მოქცევა, ფრთხილი საქციელი.

სიფრიფანა - ძალიან თხელი, თითქმის გამჭვირვალე.

სიფხვიერე - ფხვიერის თვისება.

სიფხიზლე - ფხიზელის მდგომარეობა, ფხიზლად ყოფნა.

სიქა (არაბ.) - ძალ-ღონე, არაქათი, ილაჯი.

სიქაგამოლეული - ღონემიხდილი, ილაჯგაწყვეტილი.

სიქადული - სიამაყე.

სიქალწულე - იგივეა, რაც ქალწულობა.

სიქაჩლე - ქაჩლად ყოფნა, ქაჩლობა.

სიქესატე - იგივეა, რაც ქესატობა.

სიქველე

1) სიკეთე, მოწყალება.

2) გულადობა, მამაცობა.

სიქვრივე - ქვრივის მდგომარეობა; ქვრივობა.

სიქთარვა - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძევრულის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკად) მარჯვენა მხარეს, მდინარეების ძევრულისა და ხაუჩის წყალგამყოფ სერზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: სიქთარვა, ჩხარ-ეწერი). ზღვის დონიდან - 220 მეტრი, თერჯოლიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1464 ადამიანი.

სიქიზმი - ერთ-ერთი ინდური რელიგია; წარმოიშვა XVI საუკუნეში პენჯაბში, როგორც ინდუიზმის სექტა.

სიქსტის კაპელა - აღორძინების ეპოქის იტალიური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ვატიკანში; ააგო არქიტექტორმა ჯ.დე დოლჩემ 1473-81 წლებში.

სიქტივკარი (1930 წლამდე უსტ-სისოლკი) - რუსეთის კომის რესპუბლიკის დედაქალაქი (230 ათასი).

სიღარიბე

1) ღარიბის მდგომარეობა, ღარიბად ყოფნა.

2) (გადატანით) რისამე ნაკლებობა, სიმცირე, უკმარობა.

სიღნაღი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე.

სიღნაღის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1802 წელს, გაუქმდა 1929 წელს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; 1929 წლამდე ეწოდებოდა სიღნაღის მაზრა, 1929 წელს შედიოდა კახეთის ოლქში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ფართობი - 1251 კვ.კმ. 2 ქალაქი და 23 სოფელი.

სიღრმე

1) მანძილი რისამე ზედაპირიდან ფსკერამდე.

2) ზედაპირიდან ქვევით ან ნაპირიდან შიგნით დიდ მანძილზე დაშორებული ადგილი.

3) (გადატანით) რისამე მაღალი დონე, სიდიადე, სიძლიერე, სიმძაფრე.

სიღრუე

1) ღრუს თვისება.

2) იგივეა, რაც ღრუ.

სიყალბე

1) ყალბის თვისება.

2) არაგულწრფელობა.

სიყეყეჩე - ყეყეჩის თვისება, ყეყეჩობა.

სიყვარული

1) ვისიმე, რისამე მიმართ ერთგულების, თავდადების, კეთილგანწყობის გრძნობა.

2) გრძნობა ქალსა და ვაჟს შორის; ტრფიალი, მიჯნურობა.

3) (გადატანით) ადამიანი, რომლის მიმართაც ასეთი გრძნობა აქვთ.

4) რისამე ძლიერი სურვილი, ნდომა, მისწრაფება, მიდრეკილება.

სიყვარულიანი - სიყვარულით გამსჭვალული.

სიყვარული ვენახში - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2000 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - გიორგი შენგელაია, ლევან კიტია, კოტე ჯანდიერი. დამდგმელი ოპერატორი - გენო ჩირაძე. კომპოზიტორი - დავით ევგენიძე. მთავარ როლებში: ია ფარულავა, ზაზა პაპუაშვილი, სელინა ვიუჩორეკი, მიხეილ გომიაშვილი, ტრისტან სარალიძე.

სიყვარული ყველას უნდა - ქართული მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1980 წელს. დამდგმელი რეჟისორები - მიხეილ ჭიაურელი, გიორგი შენგრელაია. სცენარის ავტორი - ლეილა ბეროშვილი. დამდგმელი ოპერატორები - ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი. კომპოზიტორი - სოსო ბარდანაშვილი. მთავარ როლებში: გივი ბერიკაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, კახი კავსაძე, ბერტა ხაფავა, ლაურა რეხვიაშვილი, ამირან ქადეიშვილი, იური ვასაძე, ამირან ამირანაშვილი, ტრისტან სარალიძე.

სიყვარული, ხანძარი და პომპიერო - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გურამ პატარაია. სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორები - ირაკლი ონოფრიშვილი, ელიზბარ კარავაევი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ შორაპნელი, ალექსანდრე კუპრაშვილი, მარინა საღარაძე, ჯუნა მიქატაძე.

სიყვარულობა - სიყვარულით მოპყრობა, მოქცევა.

სიყვითლე

1) ყვითლის თვისება; ყვითელი ფერი. || ფერმკრთალობა.

2) ღვიძლის დაავადება, რომელსაც თან სდევს კანის გაყვითლება.

სიყმაწვილე - ყმაწვილის ასაკი.

სიყმე - იხილე სიყრმე.

სიყმიშვილი - იგივეა, რაც სიყრმის შვილი.

სიყოჩაღე - ყოჩაღის თვისება, ყოჩაღად ყოფნა.

სიყრმე - ყრმის ასაკი, ყრმობა.

სიყრუე - ყრუს თვისება, ყრუდ ყოფნა.

სიშა (სიშაციუნდაო, პარასელის კუნძულები) - მარჯნის კუნძულებისა და რიფების ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

სიშავე - შავის თვისება; შავი ფერის ქონა.

სიშაციუნდაო - იხილე სიშა.

სიშიშვლე - შიშვლად ყოფნა; სიტიტვლე.

სიშმაგე - შმაგის თვისება; შმაგად ყოფნა.

სიშორე

1) შორი მანძილი.

2) შორს ყოფნა, დიდი მანძილით დაშორება.

სიჩაუქე - ჩაუქის თვისება; სიმარდე, სიმამაცე.

სიჩერჩეტე - ჩერჩეტის თვისება, სიშტერე, სისულელე.

სიჩლუნგე

1) ჩლუნგის თვისება; სიბლაგვე.

2) (გადატანით) განუვითარებლობა, დახშულობა, სივიწროვე.

სიჩუანი - პროვინცია ჩინეთში.

სიჩუანის ალპები - იხილე ჩინეთ-ტიბეტის მთები.

სიჩუანის ქვაბული (წითელი აუზი) - მდებარეობს ჩინეთში.

სიჩუმე - ისეთი ვითარება, როდესაც ხმა არ ისმის, ხმას არავინ იღებს; დუმილი, მდუმარება, სიწყნარე.

სიჩქარე

1) ჩქარის თვისება; სისწრაფე. || მოძრაობის, რაიმე მოქმედების სისწრაფის ხარისხი.

2) ფიზიკაში - სხეულის მიერ გავლილი მანძილის შეფარდება დროის ერთეულთან.

სიჩხინტე - მცირეოდენი სიმსუქნე.

სიცარიელე

1) ცარიელის მდგომარეობა.

2) (გადატანით) სულიერი გამოფიტულობა, სურვილთა, მისწრაფებათა უქონლობა.

სიცელქე - ცელქის საქციელი; სიანცე, ცელქობა.

სიცეტე - ცეტის თვისება; ცეტობა.

სიცივე - ჰაერის დაბალი ტემპერატურა; ცუდი ამინდი; ცივი ჰაერი.

სიცილი - სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების გამოხატვა სპეციფიკური წყვეტილი ხმებით, რომელთაც თან ახლავს ხშირი და ძლიერი ამოსუნთქვა.

სიცილია

1) კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის იტალიას.

2) ავტონომიური ოლქი იტალიაში, მთავარი ქალაქი - პალერმო.

სიცილიანა - ვოკალური ან ინსტრუმენტული მუსიკალური პიესა, პასტორალის მონათესავე.

სიცილიის სამეფო - სახელმწიფო სამხრეთ იტალიასა და კუნძულ სიცილიაზე XII-XIII საუკუნეებში.

სიცილიის სრუტე - იხილე ტუნისის სრუტე.

სიცოტავე - მცირე რაოდენობა რისამე, სიმცირე, ნაკლებობა.

სიცოფე - იგივეა, რაც ცოფიანობა.

სიცოცხლე

1) მატერიის არსებობის და მოძრაობის ფორმა, რომელიც წარმოიშვება მატერიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე; წარმოადგენს ცილოვან ნივთიერებათა არსებობის ფორმას და ახასიათებს გარემოსთან ნივთიერების გაცვლა.

2) ცოცხალი არსების, ორგანიზმის მდგომარეობა დაბადებიდან სიკვდილამდე, ფიზიოლოგიური არსებობა; ცოცხლად ყოფნა.

3) (გადატანით) ძვირფასი, საყვარელი არსება, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი.

4) ხალისი, სიმხნევე, ეშხი.

სიცრუე - რაც სინამდვილეს განზრახ დამახინჯებულად წარმოგვიდგენს, რაც მართალი არ არის; ტყუილი.

სიცუდე

1) ცუდის თვისება.

2) ცუდი საქციელი.

სიცუდკაცე - ცუდი კაცის თვისება; ცუდკაცობა, ავკაცობა, ბოროტება.

სიცქვიტე - ცქვიტის თვისება; სიმარდე, სიმკვირცხლე.

სიცხადე

1) სიაშკარავე, მკაფიოობა, გარკვეულობა.

2) სინამდვილე, რეალურობა (სიზმრის, ოცნების, მოჩვენების და მისთანების საპირისპიროდ).

სიცხარე - ცხარის თვისება; სიმწვავე, სიმძაფრე.

სიცხე

1) ჰაერის მაღალი ტემპერატურა; ძლიერ გახურებული ცხელი ჰაერი; ცხელი ამინდი.

2) ავადმყოფი სხეულის მაღალი ტემპერატურა.

სიცხე-პაპანაქება - ძალიან დიდი სიცხე.

სიცხიანი

1) ვისაც სიცხე აქვს.

2) იგივეა, რაც ცხელი.

სიცხოველე - იგივეა, რაც სიცხოვლე.

სიცხოვლე

1) სითბო, სიცხე, მცხუნვარება.

2) ცხოველმყოფელობა, სიცოცხლისუნარიანობა.

3) სიცხადე, გარკვეულობა.

სიძაბუნე - სისუსტე, უღონობა, უძლურება.

სიძე - ქმარი ცოლის ნათესავებისთვის.

სიძებატონი - სიძის ხსენება პატივისცემით ან ირონიით.

სიძეობა - სიძედ ყოფნა.

სიძვა - მეძაობა, მრუშობა.

სიძველე

1) ძველი თვისება.

2) რაც ძველ დროს განეკუთვნება; ძველი დროის ძეგლი, ნივთი.

სიძვირე

1) ძვირის თვისება.

2) ისეთი მდგომარეობა, როდესაც ძვირად იყიდება რამე.

სიძიანი - მდინარე ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 2130 კილომეტრი).

სიძლიერე - ძლიერის თვისება; ძლიერება.

სიძნელე

1) ძნელის თვისება.

2) ძნელად გადასალახავი რამ; დაბრკოლება.

სიძულვილი - დიდი მტრობისა და ზიზღის გრძნობა.

სიძუნწე - ძუნწის თვისება; ხელმოჭერილობა.

სიძუოკა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (475 ათასი).

სიწვრილე - წვრილის თვისება.

სიწითლე

1) წითელი ფერის ქონა; წითელი ფერი.

2) წითელი ლაქა სახეზე, სხეულზე; იწვევს სხვადასხვა მიზეზით სისხლის მოწოლა.

სიწითლემორეული - ვისაც (რასაც) სიწითლე მოერია; აწითლებული.

სიწმინდე

1) წმინდად ყოფნა; წმინდას თვისება.

2) დაუმახინჯებლობა, შეურყვნელობა.

სიწრფელე - წრფელის თვისება; გულწრფელობა, ალალმართლობა.

სიწუწკე - იგივეა, რაც წუწკობა.

სიწყნარე

1) სიჩუმე, მდუმარება; სიმშვიდე; მყუდროება.

2) წყნარი, მშვიდი ხასიათი.

სიჭაბუკე - ჭაბუკად ყოფნა; ჭაბუკობა.

სიჭარბე - ჭარბად ყოფნა; ჭარბი რაოდენობა.

სიჭარმაგე - ჭარმაგად ყოფნა; ჭარმაგობა.

სიჭინავა ბორის - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი (მცველი) 1958-67 წლებში, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (დაიბადა 1935 წელს).

სიჭინავა გიორგი - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა გაგრის „ტორპედოში“ (1959), თბილისის „დინამოსა“ (1960-69) და რუსთავის „მეტალურგში“ (1971-72). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 162 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 67) (დაიბადა 1944 წელს).

სიჭკვიანე - ჭკვიანის თვისება; ჭკვიანად ყოფნა; ჭკვიანობა.

სიჭრელე

1) ჭრელი ფერის ქონა.

2) (გადატანით) არაერთფეროვნება, ნაირნაირობა, სხვადასხვაობა.

სიხალისე - ხალისის ქონა; ხალისიანობა.

სიხალიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

სიხარბე - ხარბის თვისება; გაუმაძღრობა.

სიხარულიძე ანტონ ტარიელის ძე - რუსეთში მცხოვრები სპორტსმენი (ფიგურული სრიალი), 2002 წლის ოლიმპიური თამაშების და 1998-1999 წლების მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (დაიბადა 1976 წელს).

სიხარულიძე გიზო - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

სიხარულიძე გულნარა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1951 წელს).

სიხარული

1) გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ; სიამოვნების, კმაყოფილების განცდა; მხიარული განწყობილება.

2) (გადატანით) რაც, ვინც ასეთ გრძნობას იწვევს.

სიხარულიძე რუსუდან - ტანმოვარჯიშე (სპორტული ტანვარჯიში), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1974), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973 - მრავალჭიდი, 1974 - თავისუფალი ვარჯიში) (დაიბადა 1954 წელს).

სიხარულიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

სიხასხასე - ხასხასა ფერის ქონა; ხასხასა ფერი.

სიხთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

სიხისტე - სხეულის ან კონსტრუქციის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დეფორმაციის წარმოქმნას.

სიხმელე - ხმელის თვისება; ხმელად ყოფნა.

სიხოტე-ალინი - მთიანი მხარე რუსეთის ხაბაროვსკისა და პრიმორიეს მხარეებში.

სიხრა ანდრეი - რუსი გიტარისტი-ვირტუოზი, კომპოზიტორი (1773-1850 წწ).

სიხშირე

1) ხშირის თვისება.

2) სიდიდე, რომელიც გამოხატავს ხშირი მოძრაობის, რხევის და მისთანების ხარისხს.

სიჯაბნე - ჯაბნის თვისება; ჯაბნობა.

სიჯანანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1330 მეტრი, დუშეთიდან - 69 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

სიჯანსაღე - ჯანსაღის მდგომარეობა, ჯანსაღად ყოფნა; ჯანსაღობა.

სიჯეილე - ჯეილად ყოფნა; ჯეილობა.

სიჯიუტე - ჯიუტის თვისება; სიჯიუტე.

სიჯიქე - ჯიქის თვისება; ჯიქობა; სიჯიუტე, ურჩობა.

სიჯო - კორეული შუასაუკუნოებრივი პოეზიის ჟანრი, სამსტრიქონიანი ლექსი.

სიჯუიკი ჰენრი - ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი (1838-1900 წწ).