The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა შა
დოკუმენტის ნახვა შდ
დოკუმენტის ნახვა შე
დოკუმენტის ნახვა შვ
დოკუმენტის ნახვა შთ
დოკუმენტის ნახვა ში
დოკუმენტის ნახვა შკ
დოკუმენტის ნახვა შლ
დოკუმენტის ნახვა შმ
დოკუმენტის ნახვა შნ
დოკუმენტის ნახვა შპ
დოკუმენტის ნახვა შრ
დოკუმენტის ნახვა შტ
დოკუმენტის ნახვა შუ
დოკუმენტის ნახვა შფ
დოკუმენტის ნახვა შქ
დოკუმენტის ნახვა შყ
დოკუმენტის ნახვა შჩ
დოკუმენტის ნახვა შხ
დოკუმენტის ნახვა შჯ

 

- ქართული ანბანის ოცდამეხუთე (ძველი ქართული ანბანის ოცდამერვე) ასო; მისი სახელია „შანი“; სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვნისა; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრაასს (900).

შა

 

შაამიანი (შაჰ-მირიანი) შაჰამირ სულთანუმ - სომეხი ვაჭარი, განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე; ცხოვრობდა მადრასში (ინდოეთი) (1723-1798 წწ).

შაბა (1972 წლამდე კატანგი) - ოლქი კონგოში.

შაბათი (ძვ.ებრ.) - შვიდდღიანი კვირის მეექვსე დღე.

შაბათიღელე - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჭიშურის მარჯვენა შენაკადი.

შაბათკვარა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაბათობა - საზოგადოებრივი საქმის ნებაყოფლობითი კოლექტიური კეთება არასამუშაო დროს.

შაბათობით - ყოველ შაბათს.

შაბაკა (ზეობის სახელი ნეფერ-კარა) - ძველი ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

შაბალინი ალექსანდრე - რუსი კონტრადმირალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1982 წწ).

შაბან-დელმასი ჟაკ (ნამდვილი გვარი დელმასი) - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1915-1995 წწ).

შაბანიბელი - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში (2644 მეტრი).

შაბარანი - უძველესი ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არსებობდა VI-XVIII საუკუნეებში.

შაბარდუხი - დიდი, შავი ფერის მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა.

შაბაშ (სპარს. „შად ბაშ“ - მხიარული იყავ) - შორისდებული: ვაშა! ყოჩაღ!

შაბაში (ძვ.ებრ.) - მუშაობის შეწყვეტა, დასვენება.

შაბაცი - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

შაბდრუნგი (შაბდრუნგ ნგავანგ ნამგიალი) - ბჰუტანის დამაარსებელი, მეფე და ბუდისტური სკოლის დრუკპა კაგიუს მღვდელმსახური. მან ქვეყნის გაერთიანება შეძლო დაახლოებით 1630 წელს და მისცა მას კულტურული და სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობა (1594-1651 წწ).

შაბერი (გერმ.) - საჭრელი იარაღი ლითონის ძალიან წმინდად დასამუშავებლად.

შაბვა - იემენის მუჰაფაზა. მდებარეობს იემენის დასავლეთ ნაწილში. პროვინციას ესაზღვრება 4 იემენური მუჰაფაზა: აბიანი, ელ-ბეიდა, მარიბი და ჰადრამაუტი.

შაბთაი ცვი (ასევე ამირა, ან მეჰმეთ ეფენდი, სხვა ტრანსკრიპციით - საბათეი ლევი, საბათაი ცვი) - კაბალისტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი ცრუმესია; XVII სუკუნის მოძრაობის ლიდერი, რომელმაც თითქმის მთელი ებრაული სამყარო მოიცვა (1626—1676 წწ).

შაბთარი (Trifolium resupinatum) - სამყურას ერთი სახეობათაგანი; იკეთებს ღრუღეროიან ვარდისფერ ყვავილებს; ცხოველების კარგი საკვებია.

შაბი (არაბ.) - თეთრი კრისტალური ნივთიერება; იყენებენ ტექნიკაში, როგორც სადეზინფექციო საშუალებას.

შაბი აბუ -კასიმ - არაბი პოეტი (ტუნისი) (1909-1990 წწ).

შაბიამანი - ცისფერი გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერება; იყენებენ მცენარეთა შესაწამლავად, საღებავების დასამზადებლად.

შაბლი (ფრანგ.) - ფრანგული თეთრი ღვინო, რომელსაც აყენებენ პინოს ჯიშის ყურძნისაგან.

შაბლონი (გერმ.)

1) ნიმუში, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ერთნაირ ნაკეთობებს.

2) მოწყობილობა მზა ნაწარმის ფორმის შესამოწმებლად.

3) (გადატანით) ერთხელ და სამუდამოდ მიღებული ნიმუში, რომელსაც ბრმად მისდევენ; ტრაფარეტი, შტამპი.

4) არქიტექტურული დეტალის ნახაზი ნატურალური სიდიდისა.

შაბლონური - გაცვეთილი; ტრაფარეტული.

შაბო ფედერიკო - იტალიელი ისტორიკოსი (1901-1960 წწ).

შაბროლი კლოდ - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1930 წელს).

შაბროლი ჟან პიერ - ფრანგი მწერალი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1925 წელს).

შაბურისძენი - ქართლის მთიანეთის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XIII-XV საუკუნეებში.

შაბუტი - ქვეწარმავალი ხმელეთის კუების ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

შაგალი მარკ - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1887-1985 წწ).

შაგვარი ენდრე - უნგრეთის ახალგაზრდობის მოძრაობის მოღვაწე (1913-1944 წწ).

შაგინიანი მარიეტა - რუსი მწერალი ქალი, წარმოშობით სომეხი (1888-1982 წწ).

შაგონარი - ქალაქი რუსეთში (ტუვის რესპუბლიკა).

შაგრენი (ფრანგ.) - საგანგებოდ გამოყვანილი რბილი ხორკლიანი ტყავი (ცხვრის, თხისა), რომელსაც თავისებური სახეები აქვს.

შაგრენის ტყავი - ონორე დე ბალზაკის რომანი (დაიწერა 1831 წელს).

შადი იოჰან ბაპტისტ - გერმანელი ფილოსოფოსი (1758-1834 წწ).

შადლი ბენჯადიდი - ალჟირის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1929 წელს).

შადოვი (გერმანული გამოთქმით შადო) იოჰან გოტფრიდ - გერმანელი მოქანდაკე (1764-1850 წწ).

შადოვი (გერმანული გამოთქმით შადო) ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1788-1862 წწ).

შადრევანი

1) (სპარს.) - სითხის ნაკადი, რომელიც ზევით ამოდის მილიდან ან ხვრელიდან წნევის ძალით.

2) შადრევანი- სოფელი გაგრის შემოგარენში.

შადრინსკი - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

შადური ვანო - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1910-1990 წწ).

შავ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს:

1) შავის შემცველს.

2) შავი ფერის რისამე მქონეს.

შავათი - ქალაქი უზბეკეთის ხორეზმის ოლქში.

შავანა - მწვერვალი, იხილე შანი.

შავანი ედუარ - ფრანგი სინოლოგი (1865-1918 წწ).

შავანი პიუვი დე - იხილე პიუვი დე შავანი.

შავანის ქედი - იხილე შანის ქედი.

შავარდენი (Falco pererinus) - მტაცებელი ფრინველი საშუალო ზომისა; გაწვრთნილს იყენებენ ნადირობაში.

შავბალახა (Leonurus guingue lobatas) - ერთწლოვანი მაღალი ბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა; იკეთებს ვარდისფერ პატარა ყვავილებს.

შავბატკნიანები - იხილე ყარა-ყოიუნლუ.

შავბედი - ცუდი ბედი, უბედობა, უბედურება.

შავბედობა - უბედობა, ბედუკუღმართობა, უბედურება.

შავბნელი

1) მეტად შავი, ბნელი.

2) ბოროტი, ავისმზრახველი, მძიმე, აუტანელი.

შავგვრემანი - მუქი, მოშავო ფერის კანისა და შავი თმის მქონე.

შაბედი - ცუდი ბედი; უბედობა, უბედურება.

შაველა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

შავგული - ჩაგრული, უბედური, ტანჯული გული.

შავგულიძე გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1910-1959 წწ).

შავგულიძე შოთა - ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1931-40). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 40) და მესამე (1936, შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1936, 37). იყო თბილისის „დინამოს“ პირველი კაპიტანი სსრკ-ს ჩემპიონატებში, გუნდის უფროსი (1961-62). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-1963 წწ).

შავ-და-უკუღმა - უბედურად და უკუღმართად.

შავეთი - იგივეა, რაც საიქიო.

შავერზაშვილი ალექსანდრე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

შავერზაშვილი თამარ - კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1901-1955 წწ).

შავ-ზაქარია - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი; მოღვაწეობდა პალესტინაში.

შავთარა (Fumaria) - ერთწლოვანი ბალახი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა; იკეთებს ვარდისფერ ან წითელ ყვავილებს.

შავთელი იოანე - XII-XIII საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე ქართველი პოეტი.

შავი

1) ნახშირის ფერი; ამ ფერის საგანი. სამგლოვიარო ტანსაცმელი ამ ფერისა.

2) შედარებით მუქი ფერისა.

3) (გადატანით) ბოროტი, ავი, ცუდი.

4) ნასწორები ნაწერი, რომლიდანც ტექსტი სუფთად (თეთრად) უნდა გადაწერონ.

შავი არაგვი - იხილე გუდამაყრის არაგვი.

შავი ზღვა (ლათ. Pontus Euxinus - „ევქსინეს ზღვა“) - ატლანტის ოკეანის განაპირა ზღვა ევროპასა და აზიას შორის; ფართობი 420,3 ათასი კვ.კმ. საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო.

შავი იანვარი (აზერბ. Qara Yanvar, ასევე ცნობილია როგორც შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა) - ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელ მომიტინგეთა დარბევა საბჭოთა არმიის მიერ, 1990 წლის 20 იანვარს, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა.

შავი კლდე

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

2) უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

3) იხილე ყარაყაია.

შავი მდინარე - იხილე და.

შავი მთა

1) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედზე (3420 მეტრი).

2) მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 2435 მეტრი).

შავი მთები - იხილე ჩერნოგორა.

შავი სოფელი (ძაღლის სოფელი, ძაღლის უბანი) - თბილისის მიკროუბანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბრის შემადგენელი ნაწილი, სასტუმრო „მეტეხი-პალასის“ უკანა მხარეს.

შავი ტბა

1) ტბა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

3) ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ჭოჭიანის პლატოზე.

შავი ქვიშა - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის ქედის სამხრეთ კალთაზე.

შავიღელე

1) მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეხიდრის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ერთვის პალიასტომის ტბას.

შავიშვილი მიხეილ - მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი (1890-1974 წწ).

შავიშვილი მიხეილ - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1894-1958 წწ).

შავი წყალი

1) მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეღრუკის მარცხენა შენაკადი.

შავი ჭირი (ჟამი) - ადამიანისა და ცხოველის მწვავე ინფექციური დაავადება.

შავკაბა (შავკაბახევი) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, დიდრიყის მარჯვენა შენაკადი.

შავკაბახევი - იხილე შავკაბა.

შავკაკალა - იგივეა, რაც სოინჯი.

შავკაპიტო - შავყურძნიანი ვაზის ჯიში; მტევანი დიდი აქვს, მსხვილმარცვალა, ღვინო მაგარი და გამძლე იცის.

შავკი აჰმად - არაბი მწერალი (ეგვიპტე) (1868-1932 წწ).

შავკი ბაღდადი - არაბი მწერალი (სირია) (დაიბადა 1928 წელს).

შავლაყაძე რობერტ - სპორტსმენი, მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა), 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964). საუკეთესო შედეგი - 217 სმ. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1933 წელს).

შავლეგი (შავლეგა)

1) ძალიან მუქი, ლეგა.

2) შავი, შავგვრემანი.

შავლეგო

1) ქართული ხალხური პანტომიმური ხასიათის გაცეკვებული ქმედობა; სრულდება საფერხულო წყობის დროს.

2) ქართული ხალხური გმირულ-პატრიოტული სიმღერა მიძღვნილი სახალხო გმირის შალვა ახალციხელისადმი.

შავლიანები - სამეფო დინასტია „აფხაზთა სამეფოში“ (დასავლეთ საქართველოს სამეფო) დაახლოებით 868-887 წლებში.

შავლოვი ართურ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნ. ბლომბერგენთან ერთად (დაიბადა 1921 წელს).

შავმიწა - შავი, ნოყიერი ნიადაგი.

შავნაბადა

1) მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თელეთის ქედზე.

2) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში.

3) მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის სამხრეთ ნაწილში, ორწვერის ქედზე.

შავრა

1) შავი ფერის ცხენი.

2) სოფლების ზედა შავრისა და ქვედა შავრის გავრცელებული სახელწოდება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

შავრაზმელი - მეფის რუსეთში - უკიდურესი რეაქციონერი, შოვინისტი, მონარქისტი.

შავრონა - მდინარე ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ბუჯის მარცხენა შენაკადი.

შავსაყდარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შავსოფელი - ქარელის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის ძველი სახელწოდება.

შავტუხა - მეტად შავგვრემანი, შავი.

შავტყე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში.

შავულა - ყვინთია იხვის რამდენიმე სახეობის სახელწოდება.

შავფხა - თავთუხის ერთ-ერთი სახეობა; იკეთებს მუქად შეფერილ თავთავს.

შავქლიავი - ქლიავის ჯიში; ისხამს მსხვილ, მოშავო, ტკბილ ნაყოფს.

შავღელე - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მუნჩიის ტოტი.

შავყურა - შავი ყურების მქონე (ძაღლი...).

შავ-შავი - საკმაოდ შავი.

შავშეთი - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, შემოსაზღვრულია არსიანის მთით, არტანუჯის კლდის მასივით და მდინარე ჭოროხით. სახელწოდება მოდის ამავე დასახელების დაბიდან, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX საუკუნეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

შავშეთის ქედი - ქედი შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, თურქეთის საზღვარზე.

შავშვები - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შავშვების საკრებულო), მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ნატახტარი-გორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, გორიდან 12 კილომეტრი.

შავშიქისწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მარდეწელის სათავე.

შავშიწვერი - მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ შტოქედზე.

შავჩოხა (Lycopsis orientalis)

1) ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა; აქვს ხაოიანი ღერო-ფოთოლი.

2) მოშავო ფერის სოკო; იჭმება.

შავწამალა (Scrophularia nodosa) - ფესვგამსხვილებული ბალახოვანი მცენარე; ხალხურ მედიცინაში ციმბირის წყლულის სამკურნალოდ ხმარობენ.

შავწყალა - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არეშის მარცხენა შენაკადი.

შავწყალა-ქვიშარა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

შავწყაროსწყალი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი.

შავჭაწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

შავხალის ხანჯალი - სამღარიანი ხანჯალი ერთგვარი; აქვს ნახევრამდე ჯავარისებური ზოლები (იცოდნენ ფშავში, მთიულეთში).

შავჯაგა (Rhamnus pallasii) - დაბალი, ძირიდანვე ძალიან დატოტვილი ეკლიანი ბუჩქი; ისხამს წვნიან, კურკიან ნაყოფს, რომელიც არ იჭმება.

შათირი

1) (არაბ.) იგივეა, რაც შიკრიკი.

2) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შათირიშვილი კონსტანტინე (კოტე) - მსახიობი და რეჟისორი (1868-1921 წწ).

შაიბა (გერმ.)

1) საყელური (ქანჩის ქვეშ დასადებად).

2) ჰოკეის თამაშში - რეზინის დისკო, რომელსაც ყინულზე მიაცურებენ.

შაიბანი აბუ ნასრ ფათჰოლახან ქაშანი - ირანელი პოეტი (1830-1891 წწ).

შაიდა მუჰამად ქაზიმ - ავღანელი პოეტი (1727 - XVIII საუკუნის დასასრული).

შაიდემანი ფილიპ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მემარჯვენე ფრთის მოღვაწე (1865-1939 წწ).

შაითანი (არაბ.) - ავი სული, ეშმაკი ისლამში.

შაიენი (Cheyenne) - ქალაქი აშშ-ში, უაიომინგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

შაიმიევი მინტიმერ - რუსეთის თათრეთის რესპუპლიკის პრეზიდენტი 1992 წლიდან (დაიბადა 1937 წელს).

შაინა იუზეფ - პოლონელი მხატვარი, სცენოგრაფი, რეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

შაინერი კრისტოფ - გერმანელი ასტრონომი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1575-1650 წწ).

შაინობა კაროლ - პოლონელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი (1818-1868 წწ).

შაიო (სლანა) - მდინარე ჩეხეთსა და უნგრეთში, მდინარე ტისას მარჯვენა შენაკადი.

შაირი (არაბ.)

1) თექვსმეტმარცვლიანი ოთხტაეპიანი ლექსი.

2) ლექსი ზოგადად.

3) სახელდახელოდ თქმული, გამკილავი შინაარსის, ჩვეულებრივ ოთხტაეპიანი ლექსი.

შაირობა - შაირის, ლექსის თხზვა.

შაიტახტი - იხილე შაჰტახტი.

შაიშმელაშვილი ივანე - გენერალ-მაიორი, მკვლევარი და მწერალი (1910-1990 წწ).

შაიშუნაგა - ძველინდური დინასტია (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 430 - 364 წწ).

შაკა მიკელე ფედერიკო - იტალიელი ფილოსოფოსი (1908-1995 წწ).

შაკი (Pondion haliaetus) - მტაცებელი ფრინველი საშუალო ზომისა; ბინადრობს წყალსატევების სანაპიროებზე, იკვებება თევზით.

შაკია (საკია) - უძველეს დროში ქშატრიების ოლიგარქიული რესპუბლიკა და ტომი ნეპალის ტერაების რაიონში.

შაკიაი - ქალაქი ლიტვაში, კაუნასიდან 65 კმ მანძილზე.

შაკიკი (არაბ.) - თავის ერთი მხარის დროგამოშვებით ტკივილი, გამოწვეული ტვინში სისხლის მიმოქცევის საშუალებით; ჰემიკრანია.

შაკირბაია ეკატერინე - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1979 წწ).

შაკუნტალა - ინდუისტური მითოლოგიის გმირი ქალი, ერთგული მეუღლის იდეალი.

შაკუროვი სერგეი - რუსი მსახიობი (დაიბადა 1941 წელს).

შალაი იმრე - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1897-1932 წწ).

შალალი - სქელი და მყრალი ნადენი წყლულისა (საბა).

შალამანდილი (შალვია გლუტინოსა) - მაღალი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა; აქვს ისრის მოყვანილობის წებოვანი, გრძელყუნწიანი ფოთლები; იკეთებს ყვითელ ყვავილებს.

შალამბერიძე ოთარ - პოეტი (დაიბადა 1932 წელს).

შალანდა (ფრანგ.)

  1. პატარა ბრტყელძირიანი გემი, რომელსაც იყენებენ რეიდზე მდგომი დიდი გემების დასატვირთავად და გადმოსატვირთავად, მიწის წასაღებად და სხვა.

  2. პატარა იალქნიანი თევზსაჭერი გემი.

შალაური - (ყოფილი შალვაური) - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, თელავიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2523 ადამიანი.

შალაფა (Sorghum halepense) - მრავალწლოვანი მაღალღეროიანი სარეველა ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა; ნორჩობაში საქონლის საკვებია.

შალაშინი - სადურგლო იარაღი - ხის (რკინის) ბუდე შიგ ჩასმული ბრტყელი მჭრელი პირით; ხმარობენ ფიცრისა და მისთანების ზედაპირის სუფთად სათლელად.

შალახო - იუმორისტული ხასიათის ქალაქური ცეკვა; სრულდება მამაკაცთა მიერ.

შალგი (Brassica campestris ssp. cleifera) - ზეთოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.

შალგოტარიანი - ქალაქი ჩრდილოეთ უნგრეთში, ნოგრადის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შალგრენი ჟან ფრანსუა - ფრანგი არქიტექტორი (1739-1811 წწ).

შალდამი (შალდაყი) - იგივეა, რაც შამბი.

შალე (ფრანგ.)

  1. შვეიცარიის მთებში - პატარა სოფლური სახლი.

  2. პატარა აგარაკი.

შალეული - სხვადასხვა შალი ერთობლივ.

შალეულობა - იგივეა, რაც შალეული.

შალვა ქსნის ერისთავი - ქსნის საერისთავოს ერისთავი, კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური (გარდაიცვალა 1662 წელს).

შალვაური - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის ძველი სახელი.

შალთა

  1. ნამგლის მოყვანილობის რკინის დაკბილული იარაღი ბოსტნეულის გასამარგლავად; ზოგგან გარეთა მხარე მჭრელი აქვს.

  2. იგივეა, რაც ფუჩფუჩა.

შალი (ფრანგ.)

  1. მატყლის ქსოვილი.

  2. ქალის თბილი მოსასხამი (მოსახვევი) მატყლისაგან ნაქსოვი.

  3. ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (25 ათასი).

შალი ენდრიუ - ამერიკელი მედიკოსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).

შალი კლიფორდ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1994 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ. ბროკჰაუზთან ერთად (დაიბადა 1915 წელს).

შალი მიშელ - ფრანგი მათემატიკოსი და მათემატიკის ისტორიკოსი (1793-1811 წწ).

შალიაპინი თედორე - ოპერის გამოჩენილი რუსი მომღერალი (ბანი) (1873-1938 წწ).

შალიე მარი ჟოზეფ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1747-1793 წწ).

შალითა - საგნის ფორმის მიხედვით შეკერილი ქსოვილის (ტყავის და მისთანების) ჩამოსაცმელი - გაფუჭებისაგან (გაჭუჭყიანებისაგან) დასაცავად.

შალიკაშვილი ამირან - მსახიობი და რეჟისორი, პირველი ქართული პანტომიმური სპექტაკლის შემქმნელი 1965 წელს (დაიბადა 1939 წელს).

შალიკაშვილი ანა - ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-მულტიპლიკატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).

შალიკაშვილი ვალერიან - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი (1874-1919 წწ).

შალიკაშვილი კოკოლა ვარაზის ძე - XVI საუკუნის II ნახევრის მესხი ფეოდალი.

შალიკიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არყალას (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.

შალიკოვი პეტრე - ქართული წარმოშობის რუსი მწერალი (1767-1852 წწ).

შალიუკი პაულ - გერმანელი მწერალი (1922-1976 წწ).

შალნარევი - რასაც მატყლი ურევია.

შალონ-სიურ-მარნი - ქალაქი საფრანგეთში, მარნის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შალონ-სიურ-სონი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში (60 ათასი).

შალუტაშვილი ნადეჟდა - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დაიბადა 1918 წელს).

შალშავი - იგივეა, რაც მოცვი.

შალჩინინკაი - ქალაქი ლიტვაში.

შამადავლე დადიანი - ოდიშის ერისთავი 1470-74 წლებში.

შამადელა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამათავა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამათავა პეტრე - პუბლიცისტი, სცენარისტი, ჟურნალისტი (1911- ).

შამათი (სპარს.-არაბ. - შაჰ მათ - მეფე მკვდარია) - ჭადრაკში ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთი მხარის მეფეს აღარ შეუძლია თავდაცვა მოწინააღმდეგის ქიშისაგან (ნიშნავს წაგებას).

შამაია (სპარს.) (Chalcalburnus chalcoides) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა; ბინადრობს კასპიის, შავსა და აზოვის ზღვებში და მათ შენაკადებში.

შამანაძე ნოდარ - მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

შამანი

  1. უდედო, დაუდუღებელი, ტკბილი, სუსტი ღვინო (იციან ქართლსა და კახეთში).

  2. ბოლოს გადმოსული სუსტი არაყი (ქართლსა და ხევსურეთში).

  3. შავი ჩირქნარევი სისხლი.

  4. შამანი (ტუნგუს. - მანჯურ.) - ზოგ ხალხში - კულტის მსახური, ჯადოქარი, ექიმბაში.

შამანიზმი (შამანობა) - ჩრდილოეთ და შუა აზიის, ამერიკის, აფრიკის და სხვა ქვეყნების ზოგ ხალხში - რელიგიის ფორმა, ავი და კეთილი სულების კულტი.

შამაში - ასრულ-ბაბილონურ რელიგიასა და მითოლოგიაში - მზის ღვთაება.

შამაშ-შუმუქინი (სამუგენი, საოსდუქინოსი) - ბაბილონის მეფე ძვ.წ.აღ. 667-648 წლებში.

შამბალა (ვაშამბალა, შამბაა) - ტანზანიაში მცხოვრები ხალხი.

შამბალეთი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, მოდულისწყლის მარჯვენა შენაკადი.

შამბალილა (Trigonella feonum graccum) - ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; ცხოველთა საკვებია.

შამბერი - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ისტორიულ ოლქ სავოიის და დეპარტამენტ სავოიის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

შამბერიერი (ფრანგ.) - გრძელი მათრახი, შოლტი, რომელსაც იყენებენ ცირკში, მანეჟზე.

შამბერლანი შარლ ედუარ - ფრანგი ქიმიკოსი და ბაქტერიოლოგი (1851-1908 წწ).

შამბი - მაღალი და მსხვილი ბალახი.

შამბიანი

1) იგივეა, რაც შამბნარი.

2) მთა ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (2882 მეტრი).

შამბიეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შამბნარი - შამბით დაფარული ადგილი.

შამბორი ანრი - ბორდოს ჰერცოგი, ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი (1820-1883 წწ).

შამგონა - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შამთა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შამილი - კავკასიის მთის (დაღესტანი, ჩეჩნეთი) დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაური 1834-59 წლებში (1797-1861 წწ).

შამირი იცხაკ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1983-84 და 1986-92 წლებში (დაიბადა 1915 წელს).

შამისო ადელბერტ ფონ - გერმანელი მწერალი და მეცნიერი-ბუნებისმეტყველი (1781-1838 წწ).

შამოზიტი (ფრანგ.) - მინერალი ფენოვანი სილიკატების კლასისა; მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს რკინას.

შამონი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, სავოიის ალპებში, ტურიზმის ცენტრი, ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1924 წელს.

შამოტი (გერმ.) - მაღალი ტემპერატურის პირობებში გამომწვარი ცეცხლგამძლე თიხა ან კაოლინი.

შამპანი - ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში.

შამპანიზაცია - ღვინის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით (მეორედ დადუღების საშუალებით).

შამპანისტი - შამპანურის დამზადების სპეციალისტი, მეღვინე.

შამპანური (ფრანგ.) - მშხეფარე ღვინო, რომელიც გაჯერებულია ნახშირმჟავა გაზით (საფრანგეთის პროვინციის Champagne-ს სახელის მიხედვით).

შამპეინი - ქალაქი აშშ-ს ილინოისის შტატში.

შამპენი ფილიპ დე - ფრანგი ფერმწერი (1602-1674 წწ).

შამპინიონი (ფრანგ.) - ქამასოკო.

შამპინი-სიურ-მარნი - ქალაქი საფრანგეთის ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში.

შამპლენი სამიუელ - ფრანგი კარტოგრაფი, კანადისა და აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის მკვლევარი (1567-1635 წწ).

შამპლენი - ტბა აშშ-სა და კანადაში (სიღრმე 183 მეტრი).

შამპოლიონი ჟან ფრანსუა - ფრანგი ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგიის ფუძემდებელი (1790-1832 წწ).

შამპუნი (ინგლ.) - თხევადი ან ფხვიერი თავსაბანი საპონი.

შამს ალ-დინ ილთუთმიში - დელის სასულთნოს მმართველი (1211-1236 წწ).

შამსონი ანდრე - ფრანგი მწერალი (1900-1983 წწ).

შამუგია პაატა - სპორტული ტანვარჯიში. მსოფლიოს თასის მფლობელი ბჯენით ხტომაში (1975), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1974), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1973-77 წწ - მრავალჭიდსა და ცალკეულ იარაღებზე), სსრკ თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1973) (დაიბადა 1952 წელს).

შამუნი ქამილ - ლიბანის პრეზიდენტი 1952-55 წლებში (1900-1985 წწ).

შამურათოვა აიმხან - ყარაყალპაკეთის მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს)

შამურამიტი (ბერძნ. სემირამიდა) - ასურეთის დედოფალი ძვ.წ.აღ. IX საუკუნეში.

შამფორი სებასტიან როკ ნიკოლა - ფრანგი მწერალი (1740-1794 წწ).

შამფრიანი სიმონ - პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

შამფური - ხის ან რკინის წვეტიანი ღერო, რომლითაც წვავენ ხორცს (მწვადს).

შამქორი - ქალაქი აზერბაიჯანში (30 ათასი).

შამქორის ბრძოლა

  1. 1198 წლის 1 ივნისს ბრძოლა საქართველოს ლაშქრისა აზერბაიჯანის ათაბაგის აბუ ბაქრის ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

  2. 1824 წლის 3 სექტემბერს ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ირანის არმიასა და რუსეთის ჯარებს შორის; ირანელების დამარცხებამ განაპირობა რუსეთის პოზიციის გამაგრება ამიერკავკასიაში.

შამშიადადი - ასურეთის მეფეთა სახელი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIX-IX საუკუნეებში მეფობდნენ.

შამშიევი ბოლოთბეგ - ყირგიზი კინორეჟისორი, სცენარისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

შამხალი (შავქალი, შაუხალი) - ყუმუხების, ლაკების, დარგუელების მმართველთა ტიტული დაღესტანში XII საუკუნის დასასრულიდან.

შანა - რაიმე ნივთი (უპირატესად ლითონისა), რომელსაც შეულოცავდნენ ხოლმე (ან მაჯაზე) აბამდნენ ვითომდა ავი თვალისაგან (ავი სულისაგან) დასაცავად.

შანავარი - ჭკვიანი საქონელი.

შანდაკი

  1. ვაკე, მოსუფთავებული ადგილი.

  2. ბათქაშის მოსასწორებელი, მოსაპირკეთებელი იარაღი.

შანდალი (არაბ.-სპარს.) - სანთლის ჩასადგმელი; სასანთლე.

შანდონი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არმხის შენაკადი.

შანდორი - ლითონის, რკინაბეტონის ან ხის კოჭი. ასეთ კოჭებს იყენებენ წყალგამშვები ნახვრეტების გადასაკეტად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, სარწყავ, დასაშრობ, გამწყლოვანებელ და სხვა სისტემებში.

შანდუნი

  1. ნახევარკუნძული ყვითელ ზღვაში (ჩინეთი).

  2. პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში.

შანელი გაბრიელ (კოკო) - ფრანგი-მოდელიორ-დიზაინერი (1883-1971 წწ).

შანთი - სხეულის ამოსაწვავი, დასადაღავი გახურებული რკინა.

შანი (შავანა)

  1. მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხდის მთათა ჯგუფში.

  2. ნაციონალური ოლქი მიანმაში.

შანი ბენ (ბენჯამენ) - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1898-1969 წწ).

შან იანი - ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი (ძვ.წ.აღ. 390 - 338 წწ).

შანის მთიანეთი - მდებარეობს მიანმაში, ლაოსში, ტაილანდსა და ჩინეთში.

შანის ქედი (შავანის მთიანეთი) - ქედი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედი.

შანიძე აკაკი - დიდი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1887-1987 წწ).

შანიძე ალექსანდრე - პოეტი (1907-1990 წწ).

შანიძე დიმიტრი (დიტო) - სპორტსმენი (ძალოსნობა, 60 კგ), 968 წლის მეხიკოსა და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 - ატაცსა და აკვრაში, 1973 - აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში - 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში - 402,5 კგ (1972). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1937 წელს).

შანკარა - ინდოელი რელიგიის ფილოსოფოსი და პოეტი (ვარაუდით 788 - 820 წწ).

შანკევანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (საგურამოს თემის საკრებულო), საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, მცხეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 95 კაცი.

შანკრი (ფრანგ.) - რბილი შანკრი - გადამდები ვენერული დაავადება. მაგარი შანკრი - სიფილისით დაავადების პირველი ხილული ნიშანი - დასნებოვნების ადგილზე განვითარებული წყლული.

შანმელე მარი - ფრანგი მსახიობი, პირველი შემსრულებელი როლებისა რასინის ტრაგედიებში (1642-1698 წწ).

შანონი - ირლანდიის ყველაზე დიდი მდინარე, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 368 კილომეტრი).

შანსი

  1. პროვინცია ჩრდილოეთ ჩინეთში.

  2. (ფრანგ.) - რისამე განხორციელების, რაიმე წარმატების შესაძლებლობა.

შანსონეტი (ფრანგ.)

  1. პატარა სიმღერა თამამი, ხშირად უხამსი შინაარსის.

  2. ასეთი სიმღერების შემსრულებელი ქალი, რომელიც გამოდის კაფეშანტანში.

შანსონი (ფრან.)

  1. ფრანგული სიმღერა, უპირატესად ხალხური.

  2. საესტრადო ჟანრის სიმღერა, რომელსაც შანსონიე ასრულებს.

შანსონიე (ფრანგ.) - საესტრადო ჟანრის სიმღერის შემსრულებელი (საფრანგეთში).

შანტაჟი (ფრანგ.) - სახელის გამტეხი ფაქტების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამომჟღავნების მუქარა და ამ გზით გამოძალვა ფულისა ან ქონებისა.

შანტაჟისტი (ფრანგ.) - პირი, რომელიც შანტაჟს ეწევა.

შანტი - ქალაქი საფრანგეთის უაზის დეპარტამენტში.

შანტიჩი ალექსა - სერბი პოეტი (1868-1924 წწ).

შანტოუ (სვატოუ) - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში (580 ათასი).

შანფარა - ისლამამდელი არაბი პოეტი (გარდაიცვალა VI საუკუნის დასაწყისში).

შანფლერი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟიულ ფრანსუა ფელიქს იუსონი) - ფრანგი მწერალი (1821-1889 წწ).

შანშიაშვილი სანდრო - პოეტი, დრამატურგი (1888-1979 წწ).

შანშიაშვილი ცისია - ფერმწერი (დაიბადა 1921 წელს).

შანშოვანი ზურაბ - XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი გრამატიკოსი, ქართულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი.

შანხაი - ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, ქვეყნის უდიდესი პორტი (13,4 მილიონი).

შანხაიგუანი - ქალაქი ჩინეთის ხებეის პროვინციაში.

შაოგუანი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

შაოიანი (ბაოცინი) - ქალაქი ჩინეთის ხუნანის პროვინციაში.

შაოსინი - ქალაქი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში (180 ათასი).

შაორა - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შაორის წყალსაცავს.

შაორი

  1. მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

  2. (შაშკა) მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ერთვის ფარავნის ტბას.

შაორის ქვაბული - ქვაბული ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

შაორის წყალსაცავი - წყალსაცავი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ქვაბულში.

შაოსინი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში (180 ათასი).

შაპერი კარლ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1812-1870 წწ).

შაპიროგრაფი - მოწყობილობა ტექსტის ბეჭდურად გამრავლებისათვის სასტამბო ანაწყობის გამოუყენებლად; გაუმჯობესებული ჰექტოგრაფი.

შაპიტო (ფრანგ.) - ბრეზენტის კარავი, სადაც საცირკო წარმოდგენები იმართება; მოძრავი ცირკი, რომელიც წარმოდგენებს ასეთ კარავში მართავს.

შაპლენი ჟან - ფრანგი მწერალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი (1595-1674 წწ).

შაპო (ფრანგ.) - შლაპა.

შაპოვალოვი იგორ - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1945 წელს).

შაპორინი იური - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1887-1966 წწ).

შაპოშნიკოვი ევგენი - რუსი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ავიაციის მარშალი, 1991 წელს სსრკ თავდაცვის მინისტრი, 1991-93 წლებში დსთ-ს შეიარაღებული ძალების მხედართმთავარი (დაიბადა 1942 წელს).

შაპურ I - სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 222-272 წლებში (გარდაიცვალა 272 წელს).

შაპურ II - სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 309 წლიდან (გარდაიცვალა 379 წელს).

შარა (სპარს.) (შარაგზა) - იგივეა, რაც გზატკეცილი.

შარაბანი (ფრანგ.)

  1. ოთხთვლიანი ღია ეტლი, რომელშიც რამდენიმე რიგად არის ადგილები.

  2. ერთცხენიანი ორთვალა ეტლი; კაბრიოლეტი.

შარაბიძე (მინაიჩევა) გალინა - სპორტული ტანვარჯიში. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით. სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1929 წელს).

შარაბიძეები - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

შარაგასი - ქართლის მეფის მითრიდატე II-ის (I საუკუნის 70-იანი წწ) პიტიახში.

შარადა (ფრანგ.) - თამაში-გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.

შარავანდედი - იგივეა, რაც შარავანდი.

შარავანდი (სპარს.)

  1. სხივი, შუქი, ბრწყინვალება.

  2. სამეფო გვირგვინი, მსგავსი სხივთა (საბა).

შარავი - იგივეა, რაც შალალი.

შარავი (მეტსახელი მარზანი) ბალდუუგინ - მონღოლი ფერმწერი (1869-1939 წწ).

შარალიევი ბორისლავ - ბულგარელი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

შარანტა - მდინარე საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ერთვის ბისკაის ყურეს (სიგრძე - 360 კილომეტრი).

შარანტი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

შარა-შარა - შარაზე, გზა-გზა.

შარაშიძე შალვა - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, პედაგოგი (1880-1934 წწ).

შარახევი

  1. მდინარე დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, შარახეულის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 1580 მეტრი, დუშეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.

  3. სოფლების ზემო შარახევის და ქვემო შარახევის გავრცელებული სახელწოდება (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

შარახეული - მდინარე დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი.

შარახვეტია - უსაქმუროდ მოსიარულე, მოყიალე.

შარბათი (არაბ.) - შაქრისა და ხილის წვენით დამზადებული ტკბილი სასმელი.

შარგოროდი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

შარგუნი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

შარდენი ჟან - ფრანგი მოგზაური, იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე; 1672-73 წლებში იმოგზაურა საქართველოში (1643-1713 წწ).

შარდენი ჟან ბატისტ სიმეონ - ფრანგი ფერმწერი (1699-1779 წწ).

შარდი - თირკმელებით გამოყოფილი სითხე, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.

შარდომეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

შარდსადენი - შარდის ბუშტიდან შარდის გამოსასვლელი მილი.

შარეულა

  1. მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

  2. მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 22 კილომეტრი).

შარვალი - წელქვევით ჩასაცმელი ტოტებიანი გარეთა სამოსი.

შარვაშიძე

1) აფხაზეთის მთავარი 1821-22 წლებში.

2) აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის დასასრულს.

3) აფხაზეთის მმართველი XVIII საუკუნის შუა წლებში.

შარვაშიძე (შარვაშიძე-ჩაჩბა) ალექსანდრე - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1867-1968).

შარვაშიძე გიორგი - აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი (1846-1918 წწ).

შარვაშიძე ზურაბ - აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

შარვაშიძე კონსტანტინე - აფხაზი საზოგადო მოღვაწე (1813-1883 წწ).

შარვაშიძე ლევან - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის II ნახევარში.

შარვაშიძე მანუჩარ - სამურზაყანოს მმართველი (გარდაიცვალა 1813 წელს).

შარვაშიძე მიხეილ (ჰამუთ-ბეგი) - აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1822-64 წლებში (1811-1865 წწ).

შარვაშიძე მურზაყან - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის დასაწყისში.

შარვაშიძე პუტო - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის I მესამედში.

შარვაშიძე როსტომ - ბზიფის აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის დასასრულს.

შარვაშიძე სარეხ (სორეხ) - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის 70-80-იან წლებში.

შარვაშიძე საფარ ალი-ბეგ, გიორგი - აფხაზეთის მთავარი 1810-21 წლებში.

შარვაშიძე სეტემან - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის I ნახევარში.

შარვაშიძე სუსტარ - აფხაზეთის მთავარი XVII საუკუნის 50-60-იან წლებში.

შარვაშიძე ქეილაშ აჰმედ-ბეგ (ქელეშ-ბეი) - აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან.

შარვაშიძე ყვაპუ - აფხაზეთის მთავრის ზეგნაყის უფროსი ვაჟი.

შარვაშიძე ხუტუნია - სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის შუა წლებში (გარდაიცვალა 1757 წელს).

შარვაშიძე ჯიქეშია - ზეგნაყ შარვაშიძის მეორე შვილი.

შარვაშიძეები (შერვაშიძე, აფხაზურად ჩაჩბა, მეგრულად შარაშია) - მთავართა საგვარეულო ფეოდალურ აფხაზეთში.

შართლამა (შართილამა) - წერილობითი პირობა („პირობის წიგნი“), ხელშეკრულება ძველ საქართველოში.

შარი

1) რისამე დაწამება, დაბრალება უსიამოვნების მიყენების მიზნით. ცილისწამება.

2) დავიდარაბა, უსიამოვნება.

3) იგივეა, რაც კვალი.

4) მწკრივი (ვაზისა, ხეხილისა...).

5) მდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადსა და კამერუნში, ერთვის ჩადის ტბას (სიგრძე - 1450 კილომეტრი).

შარი რენე - ფრანგი პოეტი (1907-1988 წწ).

შარია - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

შარიათი (არაბ.) - მუსლიმანურ სახელმწიფოებში - მუსლიმანური ფეოდალური სამართლის რელიგიურ და იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა.

შარიანი - შარის მოყვარული.

შარიაჟი (ფრანგ.) - დედამიწის ტექტონიკური საფარველი.

შარიერი იზაბელ ანეს ელიზაბეტ დე - ჰოლანდიური წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი ქალი (1740-1805 წწ).

შარითაუ - მთა კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის სათავეებში (3707 მეტრი).

შარიპუტრა - ბუდისტურ მითოლოგიაში - ბუდას ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე.

შარირი სუტან - ინდონეზიის პოლიტიკური მოღვაწე (1909-1966 წწ).

შარისთავი - შარის ატეხის მოყვარული.

შარისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩოლოქის მარჯვენა შენაკადი.

შარიფი (არაბ.) - მუსლიმანურ ქვეყნებში - მაჰმადის შთამომავალთა საპატიო წოდებულება.

შარიფი აზიზ - ერაყის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1904-1990 წწ).

შარიფი ომარ (ნამდვილი სახელი მიშელ დიმიტრი შაჰლუბი) - ამერიკელი მსახიობი, წარმოშობით ეგვიპტიდან (დაიბადა 1931 წელს).

შარიფოვა ფარიდა - ყაზახი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

შარიფუდინი ამირ - ინდონეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1907-1948 წწ).

შარიშური - ფოთლების, აბრეშუმის ქსოვილისა და მისთანების რხევის ხმა.

შარკავი აბდ ალ-რაჰმან - არაბი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე (ეგვიპტე) (1921-1987 წწ).

შარკი ლორენს ლუის - ავსტრალიისა და საერთაშორის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1967 წწ).

შარკო ჟან ბატისტ - ფრანგი პოლარეთის მკვლევარი (1867-1936 წწ).

შარკო ჟან მარტენ - ფრანგი ექიმი (1825-1893 წწ).

შარლ II მელოტი - დასავლეთის ფრანკთა სახელმწიფოს მეფე (823-877 წწ).

შარლ III მსუქანი - აღმოსავლეთის ფრანკთა (876-887 წწ) და დასავლეთის ფრანკთა (884-887 წწ) მეფე (839-888 წწ).

შარლ III (მოსულელო) - საფრანგეთის მეფე (879-929 წწ).

შარლ V (ბრძენი) - საფრანგეთის მეფე (1338-1380 წწ).

შარლ VI (შლეგი) - საფრანგეთის მეფე (1368-1422 წწ).

შარლ VII - საფრანგეთის მეფე (1403-1461 წწ).

შარლ VIII - საფრანგეთის მეფე (1470-1498 წწ).

შარლ IX - საფრანგეთის მეფე (1550-1574 წწ).

შარლ X - საფრანგეთის მეფე (1757-1836 წწ).

შარლ I ანჟუელი - სიცილიისა და ნეაპოლის სამეფოების მეფე (1226-1285 წწ).

შარლატანი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელიც რისამე მცოდნედ ასაღებს თავს; მატყუარა, თაღლითი.

შარლახი (ფრანგ.) - ხასხასა წითელი საღებავი.

შარლერუა - ქალაქი ბელგიის ენის პროვინციაში (210 ათასი).

შარლ გულადი - შაროლის გრაფი ბურგუნდიის ჰერცოგი 1467 წლიდან (1433-1477 წწ).

შარლ ორლეანელი - ფრანგი პოეტი (1394-1465 წწ).

შარლემანი იოსებ - გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1880-1957 წწ).

შარლიე კარლ ვილჰელმ ლუდვიგ - შვედი ასტრონიმი (1862-1934 წწ).

შარლოტა-ამალია - ქალაქი ვირჯინის კუნძულებზე, აშშ-ს სამფლობელოს ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი ნავსადგური.

შარლოტი - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში (340 ათასი, გარეუბნებით - 1 მილიონი).

შარმა რაკეშ - ინდოეთის რესპუბლიკის კოსმონავტი (დაიბადა 1949 წელს).

შარმა რამ რაშან - ინდოელი ისტორიკოსი (დაიბადა 1920 წელს).

შარმიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 62 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

შარნჰორსტი გერჰარდ იოჰან დავიდ - პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე (1755-1813 წწ).

შარონი არიელ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 2001 წლიდან (დაიბადა 1928 წელს).

შარონი - ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი (1541-1603 წწ).

შაროხევი - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 24 კილომეტრი).

შარპაკი ჟორჟ - ფრანგი ქიმიკოსი, 1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1924 წელს).

შარპანტიე გიუსტავ - ფრანგი კომპოზიტორი (1860-1956 წწ).

შარპეი - ჩინეთში გამოყვანილი ძაღლის ჯიში.

შარპი უილიამ - ამერიკელი ეკონომისტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ხ.მარკოვიცთან და მ.მილერთან ერთად (დაიბადა 1934 წელს).

შარპი ფილიპ - ამერიკელი ბიოლოგი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. რობერტსთან ერთად (დაიბადა 1944 წელს).

შარ-პლანინი - ქედი იუგოსლავიაში.

შარპლესი ბარი - ამერიკელი ქიმიკოსი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1941 წელს).

შარჟი (ფრანგ.) - ვისიმე ან რისამე სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები.

შარტავა ჟიული - პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში (1944-1993 წწ).

შარტიე ალენ - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1385-1433 წწ).

შარტრეზი (ფრანგ.) - ერთგვარი ლიქიორი.

შარტრი - ქალაქი საფრანგეთში, ერისა და ლუარის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

შარუნი ჰანს ბერნჰარდ - გერმანელი არქიტექტორი (1893-1972 წწ).

შარფი - თავზე ან ყელზე მოსახვევი ვიწრო, მოგრძო ქსოვილი.

შარფი ერვინ - ავსტრიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-1995 წწ).

შარშან - გასულ წელს, ერთი წლის წინათ.

შარშანდელი - რაც შარშან იყო, რაც შარშან მოხდა.

შარშანწინ - შარშანდელი წლის წინა წელს.

შარშანწინდელი - რაც შარშანწინ იყო, რაც შარშანწინ მოხდა.

შარჯა - ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ამავე სახელწოდების საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.

შასერიო თეოდორ - ფრანგი ფერმწერი (1819-1856 წწ).

შასი (ფრანგ.)

1) სხვადასხვა მანქანის, მექანიზმის, მოწყობილობის ჩარჩო ან საფუძველი.

2) თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც ის მოძრაობს აეროდრომზე აფრენის ან დაჯდომის დროს.

შასინიე ჟან-ბატისტ - ფრანგი რელიგიური პოეტი (დაახლოებით 1578-1635 წწ).

შასლა (ფრანგ.) - სუფრის ყურძნის ჯიში (თეთრი და ვარდისფერი); მისი სამშობლოა ეგვიპტე და საფრანგეთი.

შასტა - ჩამქრალი ვულკანი აშშ-ს კასკადოვან მთებში.

შასტრი ლალ ბაჰადურ - ინდოეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1904-1966 წწ).

შატაბუტა - უთავბოლო მოლაპარაკე; ქერქეტი, ცერცეტი.

შატაიძე ნუგზარ - მწერალი (დაიბადა 1944 წელს).

შატალოვი ვლადიმერ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენარალ-ლეიტენანტი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1969 წლის იანვარსა და ოქტომბერში და 1971 წელს (დაიბადა 1927 წელს).

შატბერაშვილი გიორგი - მწერალი (1910-1965 წწ).

შატბერდი - შუა საუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა (ე.წ. „საქართველოს სინაჲ“), რელიგიური ცენტრი-მონასტერი, კლარჯეთში (ახლა თურქეთის ტერიტორია). დააარსა გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის II ნახევარში.

შატ-ელ-არაბი - მდინარე ერაყსა და ირანში, იქმნება ტიგროსისა და ევფრატის შეერთებით, ერთვის სპარსეთის ყურეს (სიგრძე - 195 კილომეტრი).

შატ-ელ-შარკი - ტბა ალჟირში.

შატილი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნოს ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა, შატილი). ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 115 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 68 კაცი. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

შატილის თემის საკრებულო - იხილე შატილი.

შატილისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარცხენა შენაკადი.

შა ტინი (ნამდვილი სახელი იან ტუნფანი) - ჩინელი მწერალი (1905-1990 წწ).

შატ-მელგირი - ტბა საჰარის უდაბნოში (ალჟირი).

შატობრიანი ფრანსუა რენე - ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1768-1848 წწ).

შატორუ - ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში, ენდრის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

შატროვა ელენე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1892-1976 წწ).

შატროვი (ნამდვილი გვარი მარშაკი) მიხეილ - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1932 წელს).

შატურა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (30 ათასი).

შაუდინი ფრიც რიხარდ - გერმანელი პროტისტოლოგი (1871-1906 წწ).

შაუი ნიკოლა - ლიბანის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1912-1983 წწ).

შაუინიგან-ფოლზი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შაუკვეთი - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, შდავლერის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.

შაუმიანი სტეფანე - რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1878-1918 წწ).

შაუმიანი (შულავერი) - დაბა მარნეულის მუნიციპალიტეტში.

შაუნები (შონები) - ალგონკინურენოვანი ინდიელი ტომი ჩრდილოეთ ამერიკაში; ბინადრობდნენ თანამედროვე ტენესის შტატში.

შაუმიანოვკა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაური (სპარს. „შაჰი“ - შაჰისა) - ხუთი ერთეულის ღირებულების მონეტა ძველად.

შაურიანი - შაურად ღირებული.

შაფართხალი - ნაცარში გამომცხვარი ხმიადი.

შაფარიკი პაველ იოსეფ - სლოვაკიისა და ჩეხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1795-1861 წწ).

შაფერი გორდონ - დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1905-1990 წწ).

შაფია აჰმედ - სუდანისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1924-1971 წწ).

ალ-შაფიი მუჰამად იბნ იდრის - მუსლიმური სამართლისმცოდნე (767-820 წწ).

შაფრანი (არაბ.) - ვაშლის ჯიში.

შაფრანოვი - სოფელი გაგრის შემოგარენში.

შაფსუღები - ადიღეელთა ტომის ნაწილი.

შაფტსბერი ანტონი ეშლი კუპერ - ინგლისელი ფილოსოფოსი. ესთეტიკოსი (1671-1731 წწ).

შაფჰაუზენი - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი.

შაქარა - ძალიან ტკბილი (იტყვიან ზოგ ხილზე).

შაქარი (სპარს.) - კრისტალური, ტკბილი საკვები ნივთიერება; მიიღება ჭარხლის ან ლერწამის გადამუშავებით.

შაქარლამა - შაქრითა და ერბოთი შემზადებული ერთგვარი ნამცხვარი.

შაქარნაკრავი - ოდნავ დაშაქრული, მცირედ შაქრიანი.

შაქარყანდი - იგივეა, რაც ყანდი1.

შაქარყინული - შაქრით, ხილეულის წვენით დამზადებული გამჭვირვალე, კრისტალური ტკბილეული.

შაქვი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის შენაკადი.

შაქი

  1. შაქზე დგას - ა) ფეხზეა, ამართულია. ბ) საჩხუბრად არის მომზადებული.

  2. იგივეა, რაც შიშაგი.

  3. ქალაქი აზერბაიჯანში.

  4. ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ აზერბაიჯანში.

შაქრეული - შაქრის ნაწარმი.

შაქრეულობა - იგივეა, რაც შაქრეული.

შაქრიანი - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

შაქრიანობა - შაქრის შემცველობა.

შაქრისფერი - ღია ხორბლისფერი.

შაქტიზმი - ინდუიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა.

შაქუ - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

შაქურანის მღვიმეები - მღვიმეები გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შაქშაქეთი - სოფლების ზემო შაქშაქეთის და ქვემო შაქშაქეთის გავრცელებული სახელწოდება (ქარელის მუნიციპალიტეტი).

შაშა ლეონარდო - იტალიელი მწერალი (1921-1989 წწ).

შაშვი (Tiurdus) - შავი (ან ჭრელი) მგალობელი ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

შაში (შატოუ, ძინშა)

  1. ქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში (315 ათასი).

  2. (რუს.) - თამაში ჭადრაკის დაფაზე თეთრი და შავი კოჭებით.

შაშიანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

შაშიკვარა

  1. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოჯოღორეს მარცხენა შენაკადი.

  2. სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

შაშკა - მდინარე, იხილე შაორი.

შაშკევიჩი მარკიან - უკრაინელი პოეტი (1811-1843 წწ).

შაშხანა - თოფი, რომელსაც ლულაში ხრახნისებური ღარები აქვს გასასროლი ტყვიისათვის ბრუნვითი მოძრაობის მისაცემად.

შაშხეული - სხვადასხვა ხორცის შაშხი ერთობლივად.

შაშხი - დამარილებული ან გამხმარი ხორცი.

შაჩე - იარქენდის ჩინური სახელწოდება.

შაცკი - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

შახვეტილა

  1. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 7 სოფელს: ბუღაანი, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, შახვეტილა, ჩაჩხრიალა, ჭართალა). ზღვის დონიდან - 680 მეტრი, ახმეტიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 113 ადამიანი.

  2. მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 1324 მეტრი).

შახი - ეშხი, ლაზათი.

შახლინი ბორის - უკრაინელი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), ოლიმპიური თამაშების შვიდგზის ჩემპიონი (1956, 1960, 1964 წლებში) (დაიბადა 1932 წელს).

შახმარლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

შახნაზაროვი კარენ - რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი (დაიბადა 1952 წელს).

შახტი (გერმ.)

1) სასარგებლო წიაღისეულის (მთამადნეულის) მიწისქვეშა მოპოვების მაღარო.

2) ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (225 ათასი).

შახტი იოზეფ - ისლამმცოდნე, მუსლიმური სამართლის მკვლევარი, ეროვნებით გერმანელი (1902-1969 წწ).

შახტინსკი - ქალაქი ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში (65 ათასი).

შახტიორსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (75 ათასი).

შახუნია - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

შაჰაზიზი სუმბათ - სომეხი პოეტი-განმანათლებელი და პედაგოგი (1841-1907 წწ).

შაჰან ალი-ფაშა ზანდარლი - ახალციხის ფაშა 1819-21 წლებში.

შაჰბენდერი აბდ ალ-რაჰმან - სირიის პოლიტიკური მოღვაწე (1886-1940 წწ).

შაჰდაღი - მწვერვალი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, გვერდით ქედზე, აზერბაიჯანში (4243 მეტრი).

შაჰი (სპარს.) - აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში მეფის ტიტული, ამ ტიტულის მქონე პირი.

შაჰიდ ბალხი (აბუ ლ-ჰასან შაჰიდ იბნ ჰუსაინ ბალხი) - სპარსული პოეზიის წარმომადგენელი (X საუკუნე).

შაჰი-ზინდა - შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი სამარყანდში (აშენდა დაახლოებით XIV-XV საუკუნეებში).

შაჰინ ტანიუსი - გლეხთა აჯანყების მეთაური ჩრდილოეთ ლიბანში (1815-1895 წწ).

შაჰინშაჰი (სპარს.) - შაჰის უმაღლესი ტიტული ირანში - მეფეთ მეფე.

შაჰნაზარი გივი - სომეხი მთარგმნელი, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში (დაიბადა 1933 წელს).

შაჰნამე - „მეფეთა წიგნი“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებული. მათი სისტემაზაციის პირველი ცდა ეკუთვნის დაყიყის, რომლის დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა ფირდოუსიმ.

შაჰრასტანი მუჰამად იბნ აბდ ალ-ქარიმ - მუსლიმური თეოლოგი და ფილოსოფოსი, წერდა არაბულად (1086-1153 წწ).

შაჰრიარი მუჰამად ჰუსაინ - ირანელი პოეტი (1906-1990 წწ).

შაჰრისაბზი - ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში (55 ათასი).

შაჰრისთანი - შუა აზიისა და ირანის ქლაქების ძირითადი ბირთვი, ცენტრალური ნაწილი.

შაჰრიხანი - ქალაქი უზბეკეთის ანდიჟანის ოლქში (50 ათასი).

შაჰრუდი - იხილე იმამშაჰრი.

შაჰრუხი - თემურ-ლენგის შვილი, ხორასანის მმართველი 1397 წლიდან (1377-1447 წწ).

შაჰსეი-ვაჰსეი (სპარს. შემოკლებული - „შაჰ, ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ“) - მუსლიმანების (შიიტების) რელიგიური ცერემონია - თვითგვემა. (ერთ-ერთი ხალიფის შვილის - ჰუსეინის - წამების გამოხატულება).

შაჰტახტი (შაიტახტი) - შუა საუკუნეებში თბილისის ზღუდის ერთ-ერთი ბასტიონი სოლოლაკის ქედის ფერდობზე; იყო ოთხკუთხა კოშკი.

შაჰ ჯაჰანი - დიდ მოგოლთა იმპერიის გამგებელი (1592-1666 წწ).

შაჰ-ჯაჰანპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (260 ათასი).

შდ

 

შდავლერი - მთა და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, შდავლერის ქედზე (2680 მეტრი).

შდავლერის ქედი (შთავლერის ქედი, შტავლერის ქედი) - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი შტოქედი.

შდიღირი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

შე

 

შე

  1. შეკვეცილი ნაცვალსახელი შენ; იხმარება მიმართვისას სხვა მსაზღვრელთან ერთად.

  2. წინსართი ზმნისა; აღნიშნავს: 1) მოქმედებას გარედან შიგნით და აქედან იქით. 2) უჩვენებს მიმართულებას ქვევიდან ზევით და აქედან იქით. 3) გამოხატავს მოქმედების სიმცირეს, ნაწილობრივ შესრულებას. 4) ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად. 5) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

შეადე ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1910-1989 წწ).

შებე - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ცივის მარცხენა შენაკადი.

შებეკინო - ქალაქი რუსეთის ბელგოროდის ოლქში (45 ათასი).

შებერგი სვენ ერიკ ალფ - შვედი თეატრისა და კინოს რეჟისორი (1903-1990 წწ).

შებერებული - ვინც შეაბერდა ვისმე (რასმე).

შებმული - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შებრალება - შეცოდება, დანდობა.

შებუევი ვასილი - რუსი ფერმწერი (1777-1855 წწ).

შეგირდი (სპარს.) - იგივეა, რაც მოწაფე.

შეგნებული - ვინც შეიგნო; მიხვედრილი, გაგებული; წინასწარ გააზრებული.

შედადიანები - ქურთული წარმოშობის დინასტია ირანსა და სომხეთში დაახლოებით 951-1199 წლებში.

შედანია ფეოდოსია (ფლორა) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს სოხუმის ქართულ თეატრში (დაიბადა 1910 წელს).

შედარება - მხატვრული გამოსახვის ხერხი პროზასა და პოეზიაში.

შედარებითი - შედარებაზე დაფუძნებული, ურთიერთ-მიმართებითი.

შედგენილობა

  1. რაიმე მთლიანში შემავალი ელემენტების ერთობლიობა.

  2. რაიმე ნარევისაგან მიღებული ნივთიერება.

შედეგი

  1. რაიმე პროცესის, მოვლენის მომდევნო რამ, დასკვნითი (ბოლო) საფეხური.

  2. რაც მიიღება რაიმე მოქმედების შემდეგ, რასაც მიაღწიეს.

შედეგიანი - რასაც ჩვეულებრივ კარგი შედეგი მოსდევს.

შედევრი (ფრანგ.) - სანიმუშო ნაწარმოები - ხელოვნების, ოსტატობის უდიდესი მიღწევა.

შედელი გოტფრიდ იოჰან - გერმანელი არქიტექტორი (1680-იანი წლები - 1752 წ).

შედლუხი (თურქ.) - თოფის ხშირი საზეიმო სროლა.

შედუვა - ქალაქი ლიტვაში.

შედულა (ინგლ.) - ზოგ ქვეყნებში თანრიგები, რომელთა მიხევითაც დაყოფილია შემოსავლის წყაროები; იყენებენ საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრისას.

შედუღება - მყარი სხეულების შეერთების მიღების ტექნოლოგიური პროცესი შესადუღებელი მასალის ნაწიბურების ადგილობრივი შედნობით ან ერთობლივი დეფორმაციით.

შეელე კარლ ვილჰელმ - შვედი ქიმიკოსი (1742-1786 წწ).

შეელი ვალტერ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1974-79 წლებში (დაიბადა 1919 წელს).

შეელიტი - მინერალი, კალციუმის ბუნებრივი ვოლფრამატი; ვოლფრამის მისაღები მადანი (შვედი ქიმიკოსის კ.ვ.შეელის გვარის მიხედვით).

შეერთება - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შეერი რაინჰარდ კარლ ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ადმირალი (1863-1928 წწ).

შევაბური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

შევალიე (ფრანგ.) - საფრანგეთში ერთ-ერთი თავადაზნაურული წოდება.

შევალიე მორის - ფრანგი მომღერალი, კინომსახიობი (1888-1972 წწ).

შევალიე პიერ - ფრანგი ოფიცერი, ისტორიკოსი (XVII საუკუნე).

შევარდენა

  1. სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

  2. მთა არსიანის ქედის თხემზე, მდინარე აჭარისწყლის სათავეებში (2413 მეტრი).

შევარდენი

  1. იგივეა, რაც შავარდენი.

  2. სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

  3. ტანვარჯიშის საზოგადოება საქართველოში 1918-23 წლებში.

შევარდნაძე დიმიტრი - ფერმწერი, თეატრის მხატვარი (1885-1937 წწ).

შევარდნაძე ედუარდ - საქართველოს კპცკ-ის პირველი მდივანი 1972-85 წლებში, სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი 1985-1991 წლებში, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში (დაიბადა 1928 წელს).

შევდე - ქალაქი შვედეთის სკარაბორგის ლენში (45 ათასი).

შევიაკოვა ტატიანა - რუსი მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1905-1990 წწ).

შევიოტი (ინგლ.) - რბილი, ოდნავ ხაოიანი საკოსტუმე ქსოვილი შალისა (ზოგჯერ ბამბანარევი).

შევინსკა-კირშენშტეინი ირენა - პოლონელი სპორტსმენი ქალი (მძლეოსნობა - სპრინტი), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (1964, 1968, 1976) (დაიბადა 1946 წელს).

შევრელი მიშელ ეჟენ - ფრანგი ქიმიკოსი (1786-1889 წწ).

შევრეტი (ფრანგ.) - ცხვრის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი; მისგან ამზადებენ ფეხსაცმლის საპირეებს, საგალანტერიო ნაწარმს, ქუდებს.

შევრო (ფრანგ.) - თიკნის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი, რბილი და მაღალხარისხოვანი, იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ.

შევროლეტი - კონცერნ „ჯენერალ მოტორსის“ წამყვანი განყოფილება მსუბუქი ავტომობილების, პიკაპების და ყველგანმავლების წარმოების სფეროში. შტაბ-ბინა მდებარეობს დეტროიტის გარეუბანში (აშშ-ს მიჩიგანის შტატი). დაარსებულია 1911 წელს.

შევრონი

1) (ფრანგ.) - ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრებისა ტანსაცმლის მარცხენა სახელოზე დაკერებული ერთი ან რამდენიმე სირმა კუთხის ფორმისა, რაც აღნიშნავს ზევადიანი სამსახურის წლებს.

2) ამერიკის ნავთობკომპანია, დაარსებულია 1879 წელს.

შევრონული (ფრანგ.) - ისეთი კბილანა, ბორბალი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მხრით მიმართული კუთხოვანი კბილები.

შევჩენკო ლარისა - ოპერის მომღერალი ქალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1950 წელს).

შევჩენკო ტარას - უკრაინელი პოეტი, მხატვარი, რევოლუციონერ-დემოკრატი (1814-1861 წწ).

შევჩენკო ფაინა - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893-1971 წწ).

შევჩენკო - ყაზახეთის ქალაქ აქთაუს სახელი 1964-91 წლებში.

შეზლონგი (ფრანგ.) - დაქანებული ზურგის მქონე სავარძელი, რომელშიც ნახევრად წამოწოლა შეიძლება.

შეთე - ჭკუანაკლები, სულელი, დამთხვეული.

შეთქმულება - ვისიმე წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ან სხვა ხასიათის საიდუმლო შეთანხმება.

შეიბანიდები - უზბეკ ხანთა დინასტია 1451-1510 წლებში.

შეიდიში - ქალის გრძელი აღმოსავლური შარვალი აბრეშუმისა (კოჭებთან შეკრული).

შეიზი დანიელ - აშშ-ს ღატაკი ფერმერების აჯანყების (1786-87) ხელმძღვანელი (დაახლოებით 1747 - 1825 წწ).

შეითან ბაზარი (ეშმაკის ბაზარი) - ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და თათრის მეიდანს შორის მდებარე პატარა ბაზრის და შემდგომ ქუჩის სახელი XX საუკუნის დასაწყისამდე.

შეითანი - იხილე შაითანი.

შეიკი (ინგლ.) - ერთგვარი ცეკვა.

შეიკერი (ინგლ.) - კოქტეილის მოსამზადებელი ჭურჭელი.

შეინი ალექსეი - ბოიარინი, გენერალისიმუსი, ვოევოდა ყირიმის 1687-89 წლების ომში (1662-1700 წწ).

შეიპინგი - ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსი - ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი სისიტემა.

შეისური

  1. მთა ონის მუნიციპალიტეტში, შოდის ქედზე (3126 მეტრი).

  2. მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, რიონის მარჯვენა შენაკადი.

შეიხ გალიბი (ნამდვილი სახელი მეჰმედ ესად გალიბ დედე) - თურქი პოეტი (1759-1799 წწ).

შეიხზადე მაქსუდ - უზბეკი მწერალი (1908-1967 წწ).

შეიხი (არაბ.) - არაბულ ქვეყნებში:

  1. გვარის მეთაური; სოფლის მამასახლისი.

  2. მუსლიმანთა უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.

შეიხი იუსუფ სინან - თურქი პოეტი (XIV ს 70-იანი წლები - 1422 ან 1431 წ).

შეიხ-ულ-ისლამი - მუსლიმან თეოლოგთა საპატიო ტიტული.

შეიხცერია (შოიხცერია) - მრავალწლოვანი მცენარეების გვარი; გავრცელებულია ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში.

შეკელი

  1. ისრაელის ფულის ერთეული 1980 წლიდან (მანამდე იყო ისრაელის გირვანქა).

  2. ძველ ეგვიპტეში წონისა და ფულის ერთეული.

შეკეცილი - იგივეა, რაც ლობიანი.

შეკვეთა - დავალება ამა თუ იმ სახის სამუშაოს შესასრულებლად.

შეკვეთილი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შეკვრა - რაც ერთადაა შეკრული; კონა, დასტა.

შეკოიანი სერიკ - სომეხი მსახიობი ქალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

შეკრება

  1. არითმეტიკული მოქმედება, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე რიცხვიდან იღებენ ახალ რიცხვს, იმდენი ერთეულის შემცველს, რამდენიც იყო ყველა მოცემულ რიცხვში ერთად.

  2. ხანმოკლე ვადით თავმოყრა რისამე შესასწავლად.

შეკლტონი ერნესტ ჰენრი - ინგლისელი ანტარქტიდის მკვლევარი (1874-1922 წწ).

შეკლტონის ნაპირი - მდებარეობს როსის შელფური მყინვარის გასწვრივ (ანტარქტიდა).

შეკრულობა - მონელებული საჭმლის ნაწლავებში შეჩერება; ყაბზობა.

შელაკი (ჰოლანდ.) - ბუნებრივი ფისი, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი ტროპიკული მცენარე (ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). იყენებენ ელექტროსაიზოლაციო ლაქების დასამზადებლად.

შელანი - კუნძული, იხილე ზელანდია.

შელდა (ესკო) - მდინარე ბელგიასა და ნიდერლანდში, ერთვის ჩრდილოეთის ზღვას (სიგრძე - 430 კილომეტრი).

შელდონი სიდნი - ამერიკელი მწერალი (1917-2007 წწ).

შელეგია რემა (რომანოზ) - ქართველი მომღერალი და ლოტბარი (1883-1955 წწ).

შელენბერგი ვალტერ - ფაშისტური გერმანიის ბრიგადენფიურერი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი (1910-1952 წწ).

შელერი მაქს - გერმანელი ფილოსოფოსი (1874-1928 წწ).

შელესტი პეტრე - უკრაინის კპ ცკ-ს პირველი მდივანი 1963-72 წლებში (1908-1996 წწ).

შელეური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

შელეფტე-ელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

შელეფტეო - ქალაქი შვედეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვესტერბოტენის ლენში (75 ათასი).

შელეხოვი (შელიხოვი) - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (50 ათასი).

შელი ენდრუ ვიქტორ - ამერიკელი მედიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

შელი მერი უოლსტონ კრაფტ - ინგლისელი მწერალი ქალი (1797-1851 წწ).

შელი პერსი ბიში (Percy Bysshe Shelley) - გამოჩენილი ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლირიული პოეტი ინგლისურენოვან პოეზიაში. შელის თანამოაზროვნეები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ჯონ კიტსი და ჯორჯ გორდონ ბაირონი. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი ნოველისტი მერი შელი. (1792 წელი, 4 აგვისტო - 1822 წელი, 8 ივლისი).

შელინგი ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ - გერმანელი ფილოსოფოსი (1775-1854 წწ).

შელიფი (უადი-შელიფი) - მდინარე ალჟირში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას.

შელიხოვი (შელეხოვი) გრიგოლ - რუსი ზღვაოსანი, ვაჭარი, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროების მკვლევარი (1747-1795 წწ).

შელონი - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ერთვის ილმენის ტბას (სიგრძე - 248 კილომეტრი).

შელოცვა - ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული ვითომ მაგიური ძალის მქონე სპეციალური ტექსტი.

შელტერდეკი (ინგლ.) - ზედა გემბანზე ზევით ჩამოკიდებული მსუბუქი გემბანი.

შელფი (ინგლ.) - კონტინენტის წყალქვეშა გაგრძელება 200 მეტრამდე სიღრმეში. მასში ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები (სხვაგვარად - კონტინენტური მეჩეჩი).

შელფორდი ვიქტორ ერნესტ - ამერიკელი ზოოლოგი, ეკოლოგი (1877-1968 წწ).

შემადგენელი - მთელში შემავალი ნაწილი.

შემადგენლობა

  1. ადამიანთა ერთობლიობა, რაც რაიმე მთლიანს ქმნის.

  2. ერთმანეთზე გადაბმული ვაგონების რიგი.

შემასმენელი - გრამატიკაში - წინადადების ერთ-ერთი მთავარი წევრი, რომელიც გამოხატავს ქვემდებარის მოქმედებას ან მდგომარეობას.

შემახა - ქალაქი აზერბაიჯანში, IX-XVI საუკუნეებში შირვანის სამეფოს დედაქალაქი.

შემდგომი - მომდევნო, მომავალი, შემდეგი.

შემდეგ - რისამე მომდევნოდ, მერე.

შემდეგი

  1. რაც რისამე შემდეგ მოდის, დგება; უახლოესი.

  2. ისეთი ვინმე, რამე, რომლის შესახებაც შემდეგ იქნება ნათქვამი.

შემეცნება - ობიექტური რეალობის ადეკვატური ასახვა ადამიანის ცნობიერებაში.

შემთხვევა

  1. გაუთვალისწინებელი, მოულოდნელად მომხდარი რამ.

  2. ხელსაყრელი ვითარება, გარემოება.

  3. ბრალის გარეშე გამოწვეული საზოგადოებრივი საშიში შედეგი.

შემთხვევით - უნებლიედ, მოულოდნელად.

შემთხვევითი - წინასწარ გაუთვალისწინებელი.

შემთხვევითობა - ფილოსოფიური კატეგორია - დროებითი, არა არსებითი ცალკეული კავშირები ისეთ მოვლენათა შორის, რომელთა ურთიერთობასაც არა აქვს მტკიცე საფუძველი.

შემო - რთული წინსართი ზმნისა (შე და მო);

  1. აღნიშნავს მიმართულებას გარედან შიგნით და იქიდან აქეთ.

  2. გამოხატავს მოძრაობას რისამე ირგვლივ.

  3. ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.

  4. აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.

შემოდგომა - წელიწადის დრო ზაფხულსა და ზამთარს შორის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი).

შემონაიხა - ქალაქი ყაზახეთის აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.

შემოქმედება - ადამიანის ისეთი მოქმედება, რომლის შედეგადაც იქმნება ახალი კულტურული ღირებულებანი.

შემოქმედი

  1. ვინც დამოუკიდებლად ქმნის რაიმე ახალს.

  2. ღმერთი როგორც ყველაფრის შემქმნელი.

  3. სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

შემპარავი - ჩუმი, შეუმჩნეველი, მომატყებელი.

შემრგო - მაწიერი, ნოყიერი.

შემსედინ სამი - თურქი მწერალი, ლექსიკოგრაფი (1850-1904 წწ).

შემწე - დამხმარე.

შემწეობა - ხელის შეწყობა დახმარება.

შენ - მეორე პირის ნაცვალსახელი; აღნიშნავს იმას, ვისაც პირველი პირი ელეპარაკება.

შენადნობი - ნივთიერება, რომელიც მიღებულია დნობის შედეგად ორი ან რამდენიმე ლითონის (ან სხვა ნივთიერების) ერთმანეთში შერევით.

შენაერთი - დიდი საჯარისო ერთეული, რომელიც შედგება ცალკეული სამხედრო ნაწილებისგან და სხვა დამოუკიდებელი საჯარისო ერთეულისგან.

შენაქო - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 2080 მეტრი, ახმეტიდან - 100 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 ადამიანი.

შენახულობა - ნაკეთობის, მოწყობილობის, კონსტრუქციის თვისება შეინარჩუნოს (მოცემულ ფარგლებში) დადგენილი პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები.

შენბაინი კრისტიან ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოსი (1799-1868 წწ).

შენბერგი არნოლდ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1874-1951 წწ).

შენგავითი - მტკვარ-არაქსის ენეოლითის დროის ნაქალაქარი მდინარე რაზდანის (სომხეთი) მარცხენა ნაპირზე.

შენგელაია არიადნა (ნამდვილი გვარი შპრინკი) - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

შენგელაია გიორგი - მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

შენგელაია დემნა - მწერალი (1896-1980 წწ).

შენგელაია ელდარ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

შენგელაია ნიკოლოზ - კინორეჟისორი და კინოდრამატურგი (1901-1943 წწ).

შენგელი გიორგი - რუსი პოეტი, წარმოშობით ქართველი (1894-1956 წწ).

შენგელია ალეკო - პოეტი (1914-1975 წწ).

შენგელია რამაზი - ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1973-76), თბილისის „დინამოსა“ (1977-88) და „ჰოლმსუნდში“ (შვედეთი, 1989). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი (10 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 283 მატჩი (120 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ-ს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 81), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1981), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1981). სპორტის დამსახურებული ოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

შენგელია-აბაშიძე ლორეტა - გრაფიკოსი (დაიბადა 1942 წელს).

შენგენის შეთანხმება - შეთანხმება (1995 წლის მარტი) საზღვრების უვიზო გადაკვეთის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთათვის; აერთიანებს ავსტრიას, ბელგიას, გერმანიას, დანიას, ესპანეთს, ისლანდიას, იტალიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდს, ნორვეგიას, პორტუგალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, ფინეთს, შვედეთს,

შენგვარი - შენი მსგავსი.

შენდა - მიმართულებითი ბრუნვა შენ ნაცვალსახელისა - შენს მიმართ, შენთვის, შენდამი.

შენდამი - შენ მიმართ.

შენდობა - მიცვალებულის სულის შესაწყალებელი სიტყვა; შესანდობარი.

შენებეკი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (45 ათასი).

შენებრ - შენს მსგავსად, შენსავით.

შენებრი - შენი მსგავსი.

შენებური - ისეთი, როგორც შენ იცი, შეგიძლია, გჩვევია; შენთვის დამახასიათებელი.

შენეული - შენი ნაქონი ან ნაყოლი.

შენვალდი ლუციან - პოლონელი პოეტი (1909-1944 წწ).

შენთვის

  1. შენი გულისთვის, საშენოდ.

  2. შენ მარტო, განცალკევებით.

შენი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი - რაც შენ გაქვს, ვინც შენ გყავს, რაც, ვინც შენ გეკუთვნის.

შენიანი

  1. შენი ახლობელი, შენი ნათესავი, შენი ოჯახის წევრი.

  2. (მუკდენი) - ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლიაონინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (3,6 მილიონი).

შენიე ანდრე მარი - ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი (1762-1794 წწ).

შენიე მარი ჟოზეფ - ფრანგი დრამატურგი, პოეტი და პუბლიცისტი (1764-1811).

შენისთანა - ისეთი, როგორც შენ ხარ.

შენიშვნა

  1. რისამე შესახებ მოკლედ გამოთქმული აზრი.

  2. შეცდომაზე მითითება ვინმესთვის.

შენკელი (გერმ.) - მხედრის ფეხის შიგნითა (ცხენისკენ მიქცეული) ნაწილი მუხლიდან კოჭამდე.

შენკურსკი - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

შენოა ავგუსტ - ხორვატი მწერალი (1838-1881 წწ).

შენობა - რაიმე მასალის (ხის, აგურის, ქვის) საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულების ნაგებობა.

შენოდენი (შენოდენა)

  1. შენი ასაკის, შენი ტოლი.

  2. იმდენი, რამდენიც შენ გაქვს.

შენონი - მდინარე ირლანდიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

შენონი კლოდ ელვუდ - ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი (1916-2001 წწ).

შენსი - პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში.

შენფერი - იგივეა, რაც შენისთანა.

შენში - გაბატონებული კლასის ნაწილი ფეოდალურ ჩინეთში.

შენჩემობა - ურთიერთშორის ანგარიშიანობა; თავთავისის გარჩევა, პირადულობა.

შენჰერი კარლ - ავსტრიელი დრამატურგი და პროზაიკოსი (1867-1943 წწ).

შენჰერცი ზოლტან - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1942 წწ).

შეპარდი ალან - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, 1961 წლის 5 მაისის პირველი სუბორბიტული ფრენის მონაწილე (დაიბადა 1923 წელს).

შეპარდისიბილ - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1949 წელს).

შეპარდი ფრანსის პარკერ - ამერიკელი გეოლოგი (1897-1985 წწ).

შეპეტოვკა - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (50 ათასი).

შეპიაკი - XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, მდებარეობდა წალკის მუნიციპალიტეტში, ამავე სახელის მქონე სოფელში.

შეპირაპირება - კოსმონავტიკაში - კოსმოსური საფრენი აპარატების ან ნაწილების დაახლოება და შეერთება.

შეპლი ჰარლოუ - ამერიკელი ასტრონომი (1885-1972 წწ).

შერაბადი - ქალაქი უზბეკეთის სურხანდარიის ოლქში.

შერაზადიშვილი ირაკლი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1980 წწ).

შერ ალი - ავღანეთის გმირი (1825-1879 წწ).

შერაცხადი - საკუთარი ქცევისათვის პასუხისმგებლობის უნარის მქომე პირი.

შერაცხადობა - ადამიანის უნარი გაითვალისწინოს თავისი ქცევის ფაქტობრივი მხარე.

შერბრუკი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შერბულიე ანტუან ელიზე - შვეიცარიელი ეკონომისტი და იურისტი (1797-1869 წწ).

შერბური - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მანშის დეპარტამენტში (85 ათასი).

შერ-გოლი ამრიტა - ინდოელი მხატვარი ქალი (1912-1941 წწ).

შერემეტიევები - ბოიარების, 1706 წლიდან კი გრაფების, საგვარეულო რუსეთში.

შერეკილები - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე. დამდგმელი ოპერატორი - გენო ჩირაძე. კომპოზიტორები - გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე. მთავრ როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი).

შერერი ვილჰელმ - გერმანელი ფილოლოგი (1841-1886 წწ).

შერერი ჯონ ფრენკ - ამერიკელი გეოლოგი (1904-1970 წწ).

შერვაშიძე მანუჩარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

შერვუდი ვლადიმერ - რუსი მოქანდაკე, არქიტექტორი, ფერმწერი, ეკლექტიზმის წარმომადგენელი (1833-1897 წწ).

შერთული

1) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

2) ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილო-დასავლეთი შტოქედი.

შერი (ნამდვილი სახელი და გვარი შერილინ სარქისიანი) - ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი (დაიბადა 1946 წელს).

შერი-ბრენდი (ინგლ.) - ალუბლის ლიქიორი.

შერიდანი რიჩარდ ბრინზლი - ინგლისელი დრამატურგი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე (1751-1816 წწ).

შერინგტონი ჩარლზ სკოტ - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ედრიანთან ერთად (1857-1952 წწ).

შერისხვა - სასჯელი ძველ საქართველოში - გულისხმობდა ძირითად მოქალაქეობრივ უფლებათა აყრას.

შერიფი (ინგლ.)

  1. ინგლისსა და აშშ-ში - თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს.

  2. იხილე შარიფი.

  3. ისლამამდელ არაბეთში წარჩინებული გვარის წარმომადგენელი.

შერიფი აზიზ - იხილე შარიფი .

შერიფ-ფაშა ჯაყელი - ახალციხის ფაშა 1792-96, 1801-02, 1810-12 წლებში.

შერლი ჯეიმზ - ინგლისელი დრამატურგი (1596-1666 წწ).

შერლოკ ჰოლმსი - გამომძიებელი-მოყვარული, არტურ კონან დოილის ბევრი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, სახელი ეწოდა მწერალ ო.უ. ჰოლმსის გვარის მიხედვით.

შერმანი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში.

შერმანი უილიამ ტეკუმსე - ამერიკელი მხედართუფროსი, არმიის გენერალი (1820-1891 წწ).

შერმარკი აბდირაშიდ ალი - სომალის პრეზიდენტი 1967-69 წლებში (1919-1969 წწ).

შერმენტოვსკი იუზეფ - პოლონელი ფერმწერი (1833-1876 წწ).

შერნერი ფერდინანდ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1892-1973 წწ).

შერნიელმი გეორგ - შვედი პოეტი, სწავლული და ენციკლოპედისტი (1598-1672 წწ).

შერო პატრის - ფრანგი რეჟისორი (დაიბადა 1944 წელს).

შერპები (შერპა) - აღმოსავლეთ ნეპალში მცხოვრები ხალხი (100 ათასი).

შერპილოვი ვალენტინ - ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1911-1974 წწ).

შერფი ადოლფ - ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი 1957 წლიდან (1890-1965 წწ).

შერფიგი ჰანს - დანიელი მწერალი, მხატვარი (1905-1979 წწ).

შერ-შაჰი - ბიჰარის (ინდოეთის ჩრდ.-აღმ. ნაწილი) ავღანელი მმართველი, მართავდა მოგოლთა იმპერიას 1539-45 წლებში (1472-1545 წწ).

შერშელი - ქალაქი ალჟირში.

შერჰებელი (გერმ.) - შალაშინი ხის პირველადი (უხეში) დამუშავებისათვის.

შესაბამისი - შესატყვისი, შესაფერისი, სათანადო.

შესავალი - ზოგადი ნაწილი, რომელიც წინ უძღვის ამა თუ იმ ნაწარმოებს.

შესამოსელი - ტანსაცმელი.

შესამჩნევი - მნიშვნელოვანი.

შესანდობარი - სულის მოსახსენიებელი (სადღეგრძელო).

შესანიშნავი - მნიშვნელოვანი, საუკეთესო.

შესართავი - ადგილი, სადაც შენაკადი უერთდება მდინარეს, ზღვას.

შესაფერი - ისეთი, როგორიც საჭიროა.

შესაყარი - ორი ან მეტი რისამე შეერთების ადგილი.

შესაშური - შურის აღმძვრელი, სახარბიელო.

შესახებ - თანდებული; იხმარება ნათესაობით ბრუნვასთან; ნიშნავს - თაობაზე.

შესახედაობა - გარეგნობა; იერი.

შესტერნიოვი ალბერტ - რუსი ფეხბურთელი, მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ნაკრების მცველი და კაპიტანი 1960-70-იან წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი (1941-1994 წწ).

შესტრემი ვიქტორ დავიდ - შვედი კინორეჟისორი, მსახიობი (1879-1960 წწ).

შეტევა

1) რაიმე ავადმყოფობის, ტკივილის ძლიერი გამოვლენა.

2) გაძლიერებული თავდასხმა.

შეტლენდის კუნძულები - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

შეტყობინება - წერილობითი ინფორმაციის მიწოდების სახესხვაობა.

შეუბანი - სოფლები ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

შეუდარებელი - უბადლო, დიდებული, ჩინებული, შესანიშნავი.

შეუდრეკელი - უდრეკი, გაუტეხელი, მტკიცე.

შეუვალი - მიუვალი, მიუდგომელი.

შეუპოვარი - უშიშარი, გაბედული, შეუდრეკელი.

შეურაცხაობა - მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს საკუთარ მოქმედებას.

შეურაცხი (შეურაცხადი) - საკუთარი ქცევისათვის პასუხისმგებლობის არმქონე პირი.

შეურაცხყოფა

  1. პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა).

  2. პირის პატივისა და ღირსების შელახვა, გამოხატული უწესო ფორმით

შეურიგებელი - დაუნდობელი, მკაცრი, სასტიკი.

შეურყვნელი - წმინდა, უბიწო, უმწიკვლო.

შეუსაბამო - შეუფერებელი.

შეუსმენელი - გაუგონარი, ჯიუტი, შეუგნებელი.

შეუხედავი - ცუდი შესახედაობისა.

შეფარდება - მათემატიკაში - სხვადასხვა სიდიდეთა შედარება, მათი ურთიერთმიმართება რაოდენობრივად.

შეფარვით - მალულად.

შეფერვილი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შეფი (ინგლ.)

1) წარმოება, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც სისტემატურ დახმარებას (შეფობას) უწევს რაიმე კოლექტივს.

2) ხელმძღვანელი, უფროსი თავისი ხელქვეითების მიმართ.

შეფილდი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), საუთ-იორკშირის მეტროპოლიური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (530 ათასი).

შეფლე ალბერტ ებერჰარდ ფრიდრიხ - გერმანელი და ავსტრიელი ეკონომისტი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე (1831-1903 წწ).

შეფნერი ვადიმ - რუსი მწერალი (1914-2002 წწ).

შეფობა - სისტემატური ამხანაგური დახმარება, რომელსაც უწევენ რაიმე კოლექტივს.

შექი - ქალაქი აზერბაიჯანში (60 ათასი).

შექსნა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 139 კილომეტრი).

შექსპირი უილიამ - დიდი ინგლისელი დრამატურგი, პოეტი (1564-1616 წწ).

შექსპირის სამეფო თეატრი - ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი დრამატული თეატრი; გაიხსნა 1879 წელს სტრატფორდ-ონ-ეივონში, იდგმება მხოლოდ შექსპირის პიესები.

შეღავათი (არაბ.)

  1. ვალდებულების შემცირება, შემსუბუქება, როგორც საერთო წესის გამონაკლისი.

  2. შემსუბუქების, რამესაგან განთავისუფლების გრძნობა; შვება.

შეყვარებული - სიყვარულით გამსჭვალული, გამიჯნურებული ვინმეზე.

შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1996 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე. სცენარის ავტორი - ირაკლი კვირიკაძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ბერიძე. კომპოზიტორი - გორან ბრეგოვიჩი. მთავარ როლებში: პიერ რიშარი, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, მარინა კახიანი, თემურ ქამხაძე, ხათუნა იოსელიანი, გურამ ფირცხაალავა, ნინო კობერიძე.

შეშელეთი - სოფლების პირველი შეშელეთის და მეორე შეშელეთის გავრცელებული სახელწოდება (გალის მუნიციპალიტეტი).

შეშუპება - ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში ჭარბი სითხის დაგროვება.

შეჩვენება - იგივეა, რავ საეკლესიო განკვეთა.

შეცდომა - უნებლიე უზუსტობა, არასწორობა.

შეძენილი

  1. ნაყიდი.

  2. მოპოვებული.

  3. დაბადებული.

შეწირვა - ჩუქების სახეობა; ამა თუ იმ ქონების მიძღვნა სულის საცხონებლად ღვთაების ან რომელიმე წმინდანის სახელზე.

შეწირული - გლეხი ფეოდალურ საქართველოში, რომელიც ფეოდალმა შესწირა ეკლესიას.

შეწონასწორება - იგივეა, რაც ბალანსირება.

შეწყალება - პატიება (მსჯავრდადებულისა), სასჯელის შემსუბუქება.

შეწყვეტილი სიმღერა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1960 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალბერტ მარენჩინი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორები - რევაზ ლაღიძე, რუდოლფ პავლიჩეკი. მთავარ როლებში: იულიუს პანტიკი (მიშო ზვარა), ლია ელიავა (ელიკო გელოვანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარიამი), დოდო ჭიჭინაძე (დოდო), ოთარ კობერიძე (გურამი), ალექსანდრე ომიაძე (მამუკა).

შეჭამანდი - სათანადოდ მომზადებული წვნიანი საჭმელი.

შეხვედრა მთაში - ქართული მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (ლალი და მზევინარი), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ლალი მესხი (ნათელა), ვახტანგ კიკაბიძე (გია), კოტე დაუშვილი (ზვიადი), იპოლიტე ხვიჩია.

შეხვედრა წარსულთან - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - სიკო დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - დავით თორაძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (ალმასხანი), ვერიკო ანჯაფარიძე (პელაგია), ლეილა აბაშიძე (ნინო), მეგი წულიკიძე (დარინე), ქეთევან კიკნაძე (მარიანი), იოსებ გოგიჩაიშვილი (აკია), გიული ჭოხონელიძე, მალხაზ ბებურიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ვახტანგ ნინუა, გიგოლა თალაკვაძე, იპოლიტე ხვიჩია, თენგიზ არჩვაძე.

შეხვეტილა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შეჯვარება - ცხოველთა მოშენების მეთოდი, როდესაც შერჩევა ხდება სხვადასხვა ჯიშის (სახეობის) ცხოველთა შეწყვილებით.

შეჰდი ოსმანი - თურქეთის სახელმწიფო მოღვაწე (XVIII საუკუნე).

შეჰუ მეჰმედ - ალბანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1913-1995 წწ).

შვ

 

შვაბი გუსტავ - გერმანელი მწერალი-რომანტიკოსი (1792-1850 წწ).

შვაბია - ისტორიული ოლქი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შვაბინსკი მაქს - ჩეხი გრაფიკოსი და ფერმწერი (1873-1962 წწ).

შვაბრა (გერმ.) ერთგვარი ცოცხი - ხის კალაპოტში ჩასმული ხრალი, თოკები და მისთანები. იყენებენ იატაკის გასარეცხად.

შვავი - იგივეა, რაც ზვავი.

შვაინფურტი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში.

შვაინფურტი გეორგ ავგუსტ - გერმანელი ბოტანიკოსი, აფრიკის მკვლევარი (1836-1925 წწ).

შვაიცერი ალბერტ - გერმანელი და ფრანგი მოაზროვნე, მუსიკათმცოდნე და ორგანისტი, მისიონერი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1875-1965 წწ).

შვაიცერი იოჰან ბაპტისტ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1833-1875 წწ).

შვალბე გუსტავ - გერმანელი ანატომი, ჰისტოლოგი და ანთროპოლოგი (1844-1916 წწ).

შვანი თეოდორ - გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (1810-1882 წწ).

შვანკი - გერმანულ ლიტერატურაში გავრცელებული მცირე სატირული მოთხრობა.

შვარტოვი (ჰოლანდ.) - ბაგირი ან ჯაჭვი, რომლითაც გემს აბამენ გემსადგომზე, ნაპირზე ან სხვა გემზე; გემსაბმელი.

შვარცე ბრონისლავ ანტონი - პოლონეთისა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი (1834-1904 წწ).

შვარცენბერგი ფელიქს - ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე (1800-1852 წწ).

შვარცენეგერი არნოლდ - ამერიკელი კინომსახიობი და სახელმწიფო მოღვაწე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი კულტურიზმში, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი (დაიბადა 1947 წელს).

შვარცვალდი - მთის მასივი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შვარცი დელიმორ - ამერიკელი მწერალი (1913-1966 წწ).

შვარცი ევგენი - რუსი მწერალი, დრამატურგი (1896-1958 წწ).

შვარცი კარლ ჰერმან ამანდუს - გერმანელი მათემატიკოსი (1843-1921 წწ).

შვარცი მელვინ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლ.ლედერმანთან და ჯ.სტეინბერგერთან ერთად (დაიბადა 1932 წელს)

შვარცშილდი კარლ - გერმანელი ასტრონომი (1873-1916 წწ).

შვარცკოპი ელიზაბეტ - ოპერის გერმანელი მომღერალი ქალი (სოპრანო); მღეროდა ევროპის და ამერიკის წამყვან თეატრებში (დაიბადა 1915 წელს).

შვარცმანი ოშერ - ებრაელი პოეტი (1889-1919 წწ).

შვება - შემსუბუქების, რამისგან განთავისუფლების გრძნობა.

შვებულება - დროებით განთავისუფლება სამუშაოდან დასასვენებლად.

შვებული - ვინც შვება იგრძნო, ბედნიერი, მოლხენილი.

შვედები - შვედეთის ძირითადი მოსახლოება; ლაპარაკობენ შვედურ ენაზე, რელიგია - ლუთერანობა.

შვედეთი (შვედეთის სამეფო, შვედ. - Konungariket Sverige).

- სახელმწიფო ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება ნორვეგიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ფინეთს, აღმოსავლეთით და სამხრეთით აკრავს ბალტიის ზღვა.
- სახელი წარმოდგება შვედური სვეარ-რიგე-სგან, რაც ნიშნავს „სვეას სახელმწიფოს“.
- დამოუკიდებლობის თარიღი - 1515 წელი.
- ეროვნული დევიზი - „Fцr Sverige i tiden”.
- ჰიმნი - „Du gamla, Du fria“.
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი (რიქსდაგი).
- ფართობი - 446 964 კვ.კმ.
- დაყოფილია 21 ლენად (ოლქად).
- მოსახლეობა - 9,1 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 22 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - შვედური.
- მორწმუნეები - ლუთერანები.
- დედაქალაქი - სტოკჰოლმი.
- ქვეყნის კოდი - SWE
- დროის სარტყელი - UTC +1.
- ეროვნული ვალუტა - შვედური კრონი.
- სატელეფონო კოდი - +46.
- ინტერნეტ-დომენი - se.

შეედოვი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1899-1981 წწ).

შვედტი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შვედური - შვედების დამახასიათებელი, შვედეთიდან მომდინარე.

შვედური ენა - შვედეთის ოფიციალური და ფინეთის მეორე სახელმწიფო ენა, განეკუთვნება გერმანიკული ენების სკანდინავიურ ჯგუფს.

შვეიკარტი რასელ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი (დაიბადა 1935 წელს).

შვეიცარი (გერმ.) - სასტუმროს, რესტორნის, საცხოვრებელი სახლის და მისთანების კარისკაცი.

შვეიცარია (შვეიცარიის კონფედერაცია, გერმ. - Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. - Confederation suisse, იტალ. - Confederazione Svizzera)

- სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანიას, დასავლეთით - საფრანგეთს, სამხრეთით - იტალიას, აღმოსავლეთით - ავსტრიას და ლიხტენშტეინს. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.
- დამოუკიდებლად გამოცხადდა 1291 წლის 1 აგვისტოს, აღიარებულ იქნა 1648 წლის 24 ოქტომბერს, ფედერაციაა 1848 წლიდან.
- დევიზი - ლათ. „Unus pro omnibus omnes pro uno“ (ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის).
- ჰიმნი - „Swiss Psalm“
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ფედერალური კრება (ეროვნული საბჭო და კანტონების საბჭო).
- ფართობი - 41 290 კვ.კმ.
- შედგება 23 კანტონისაგან (3 მათგანი დაყოფილია ნახევარკანტონებად).
- მოსახლეობა - 7,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 181 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტრორომანული.
- მორწმუნეები: კათოლიკეები და პროტესტანტები.
- დედაქალაქი - ბერნი (ლოზანა - ფედერალური სასამართლო ორგანოების ადგილსამყოფელი).
- ეროვნული ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - CHE.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +41.
- ინტერნეტ-დომენი - ch.

შვეიცარიის ალპები - ალპის ქედებისა და მასივების სახელწოდება შვეიცარიაში.

შვეიცარიის იურა - იურის მთების ნაწილი შვეიცარიაში.

შვეიცერი მიხეილ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1920-2000 წწ).

შველაურ-ციცაბაური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

შველერი (გერმ.) - ლითონის კოჭი, რომელსაც აქვს ბერძნული ¶-ს ასოს ფორმის კვეთი.

შველი (Capreolus capreolus) - საშუალო ზომის მცოხნელი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა; მამალს აქვს დატოტვილი რქები.

შველიძე მირიან - მხატვარი, სცენოგრაფი (დაიბადა 1947 წელს).

შვენება - იგივეა, რაც მშვენება.

შვენჩიონელიაი - ქალაქი ლიტვაში.

შვენჩიონისი - ქალაქი ლიტვაში.

შვერილი - გაშვერილი, გამოშვერილი.

შვერინი - ქალაქი გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეკლენბურგ-პომერანიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

შვერმა იან - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1901-1944 წწ).

შვერმერი (გერმ.) - ფოიერვერკის შუშხუნა, რომელიც მიხვეულ-მოხვეულ კვალს ტოვებს.

შვერნიკი ნიკოლაი - 1946-53 წლებში სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1888-1970 წწ).

შვერტბოტი (გერმ.) - ერთგვარი იახტა.

შვეული

  1. ძლიერ დაქანებული, ვერტიკალური.

  2. ზონარზე დაკიდებული პატარა სამძიმი რისამე ვერტიკალური მდგომარეობის შესამოწმებლად.

შვეულმფრენი - თავისებური კონსტრუქციის საფრენი აპარატი, რომელიც ადის ჰაერში და ეშვება ვერტიკალურად.

შვეცია - იხილე შვედეთი.

შვეხატი - ქალაქი ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში.

შვეჰლა ანტონინ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1873-1933 წწ).

შვია (Abution heophrasti) - ერთწლოვანი მაღალი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა; მისი ბოჭკოს ნართიდან გრეხენ თოკს და ქსოვენ სატომრე ტილოს.

შვიადასი იონას - ლიტველი კომპოზიტორი და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1971 წწ).

შვიდასი - რიცხვი და რაოდენობა 700.

შვიდდღიანი - შვიდი დღის შემცველი; რაც შვიდ დღეს გასტანს.

შვიდეული

  1. შვიდი ერთეულისაგან შემდგარი.

  2. ძველ საქართველოში - შვიდკეცი საზღაური ქურდობისათვის.

შვიდთვიანი - იტყვიან ბავშვზე, რომელიც ნაადრევად (ცხრა თვეში კი არა, შვიდ თვეში) დაიბადა.

შვიდი - რიცხვი და რაოდენობა 7.

შვიდიანი - შვიდის შემცველი. || სათამაშო ქაღალდი, ბანქოს ბარათი, რომელზედაც შვიდი ქულაა გამოსახული.

შვიდიოდე - დაახლოებით შვიდი.

შვიდი მთიები (ბაჰრამ გური) - შუა საუკუნეების აღმოსავლურ მწერლობაში გავრცელებული სიუჟეტი სასანელი მეფის ბაჰრამ-გურისა და შვიდი მზეთუნახავის შესახებ.

შვიდკაცა - გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი გუნდი, რომელიც ჩვეულებრივ შვიდი კაცისაგან შედგება.

შვიდკეცი - შვიდი ნაკეცისგან, ფენისაგან შემდგარი; შვიდმაგი.

შვიდკოი მიხაილ - რუსეთის კულტურის მინისტრი 2000-2004 წლებში (დაიბადა 1948 წელს).

შვიდმდინარეთი (ჯეთისუ) - ბუნებრივი რეგიონი ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.

შვიდნი თებეს წინააღმდეგ - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგიველთა შვიდი მხედართმთავარი, რომლებიც პოლინიკეს მეთაურობით თებეს დაესხნენ თავს.

შვიდფერი (შვიდფეროვანი) - შვიდი ფერისაგან შემდგარი.

შვიდ-შვიდი - ჯერზე შვიდი, შვიდი და შვიდი.

შვიდწლედი - შვიდწლიანი არასრული საშუალო სკოლა.

შვიდწლიანი - შვიდი წლის შემცველი, შვიდი წლის ხანგრძლივობისა.

შვილდისი - მთა ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შვილთაშვილი - შვილიშვილის შვილი და შემდეგი თაობა.

შვილი

  1. ადამიანი თავისი მშობლების მიმართ.

  2. (გადატანით) ამა თუ ადგილის, ქვეყნის მკვიდრი.

შვილიანობა - შვილების ყოლა.

შვილიერობა

  1. შვილების გაჩენის უნარი.

  2. იგივეა, რაც შვილიანობა.

შვილიშვილი - შვილის შვილი. || შთამომავალი.

შვილობილი - შვილად აყვანილი, ნაშვილები.

შვილობისა - კარსტული მღვიმე ჭიათურის მახლობლად, სოფელ ბუნიკაურთან.

შვილოსა (შვილოსან) - ასე მიმართავენ საუბარში მამაკაცები ან ბიჭები თავის ტოლს ან თავისზე უმცროსს.

შვილოსნობა - იგივეა, რაც შვილიერობა.

შვილუყოლი - ვისაც შვილი არ ჰყოლია.

შვინგერი იულიუს (ჯულიუს) - ამერიკელი ფიზიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. ფეინმანსა და ს. ტოგონავასთან ერთად (დაიბადა 1918 წელს).

შვინდა - შინდის ფერისა, მუქი წითელი; მურა (ჩვეულებრივ იხმარება ამ ფერის ძროხის, ხარის მიმართ).

შვინდი - იგივეა, რაც შინდი.

შვინდი მორიც ფონ - გერმანელი და ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1804-1871 წწ).

შვინდისფერი - იგივეა, რაც შინდისფერი.

შვინდისყელი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

შვინდისწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ შტოქედზე.

შვინდოვანა (შვინდოვანის მთა, სტორის მთა) - მთა კახეთის კავკასიონზე, საყორნის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, თელავის მუნიციპალიტეტში; აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, შემოსილია შერეული ფარფოთლოვანი ტყით (სიმაღლე - 1726 მეტრი).

შვიტა (Eguisetum) - მრავალწლოვანი სპოროვანი მცენარე; აქვს თანაბრად დამუხლული მწვანე ღერო, მუხლების ირგვლივ განლაგებული პატარა ზომის შეზრდილი ქერქლოვანი ფოთლები.

შვიტერსი კურტ - გერმანელი მხატვარი და მწერალი (1887-1948 წწ).

შვიტურა - წყლის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შვიტურასებრთა ოჯახისა.

შვიცი

  1. კანტონი შვეიცარიაში.

  2. (შვიცური ჯიში) - ხორცისა და რძის მომცემი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიში (სახელი ეწოდა შვეიცარიის ამავე კანტონის სახელწოდების მიხედვით).

შვობი მარსელ - ფრანგი მწერალი (1867-1905 წწ).

შვრია (Avena sativa) - პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა; აქვს მოგრძო, მეტწილად კილში ჩამჯდარი მარცვალი; მოჰყავთ ცხოველების საკვებად და საბურღულედ.

შვრიელა (Bromus) - ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.

შვრიუკა - ერთწლოვანი სარეველა მცენარე, გავრცელებულია პურეულის ნათესებში.

შთ

 

შთა - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში წარმოდგენილია ჩა-ს სახით). შემორჩენილია ზოგ სიტყვაში: შთა-ნთქმა, შთა-ბეჭდილება და ა.შ.

შთაბეჭდილება - ადამიანის შემეცნებაში შეგრძნებების გზით მიღებული გარეგამაღიზიანებლის კვალი.

შთაგონება

  1. სხვის ნებისყოფაზე ზემოქმედება; ჰიპნოზი.

  2. შემოქმედებითი აღფრთოვანება.

შთაგონებული

  1. შთაგონებით გამოწვეული.

  2. შთაგონებით მოცული.

შთავლერის ქედი - იხილე შდავლერის ქედი.

შთამბეჭდავი - კარგი შთაბეჭდილების მომხდენი.

შთამო - ძველი წინსართი ზმნისა (ახალ ქართულში წარმოდგენილია ჩამო-ს სახით); შემორჩენილი აქვს ერთ ფუძეს - შთამომავალი.

შთამომავალი - ადამიანი თავისი წინაპრების მიმართ; შვილი და მომდევნო თაობის წარმომადგენელი.

შთამომავლობა

  1. შთამომავლები.

  2. ახალგაზრდა თაობა უფროსი თაობის, მშობლების მიმართ.

ში

 

ში

1) თანდებული; დაერთვის მიცემით ბრუნვას და წინამავალ სახელთან ერთად უპასუხებს კითხვაზე - რაში? (ვისში?); აღნიშნავს: 1) რომ ვინმე, რამე რისამე შიგნით იმყოფება. 2) მიმართულებას გარედან შიგნით. 3) რისამე დროს, ხანგრძლივობას.

2) ჩინური ლექსის სახესხვაობა.

შიაულიაი (1795 წლამდე საულე, 1917 წლამდე შავლი) - ქალაქი ლიტვის ჩრდილოეთ ნაწილში (150 ათასი).

შიბანოვი მიხეილ - რუსი ფერმწერი, ყმა გლეხი (გარდაიცვალა 1789 წლის შემდეგ).

შიბარღანი - ქალაქი ავღანეთში, ჯუზჯანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

შიბაქი - შარდის სადენი ხის მილი, აკვანში გასაკეთებელი.

შიბენიკი - ქალაქი-პორტი ხორვატიაში (40 ათასი).

შიბი

  1. იგივეა, რაც ძეწკვი.

  2. გოდრის, საბძლის, ღობის და მისთანების თავზე გადავლებული წნელი სიმტკიცისათვის.

  3. ქსოვილში გაყოლებული წნული ჭრელ ზოლებად. || წნულის სახის ნაკერი ტანსაცმელზე (ქუდზე...).

შიბინ-ელ-ქუმი - ქალაქი ეგვიპტეში, მინუფიის მუჰაფაზის ადმინსტრაციული ცენტრი (155 ათასი).

შიბლიანი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 660 მეტრი. საგარეჯოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 519 კაცი.

შიბოიგანი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში.

შიბოითა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შიბუღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე.

შიგ - რისამე შიგნით, რისამე სიღრმეში.

შიგა

  1. იგივეა, რაც შიგნითა.

  2. იგივეა, რაც შიგ.

შიგადაშიგ

  1. ადგილ-ადგილ, აქა-იქ, ზოგგან.

  2. ხანდახან, დროდადრო.

შიგა მონღოლეთი - ავტონომიური რაიონი ჩინეთში.

შიგან - (ძვ.) თანდებული; იგივეა, რაც ში.

შიგანი - იგივეა, რაც შიგნეული.

შიგაძე - ქალაქი ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რაიონში.

შიგაწვის ძრავა - ცილინდრის შიგნით საწვავი მასალის წვით მომუშავე ძრავა.

შიგთავსი

  1. რისამე შიგნით მოთავსებული რამ.

  2. გული, სატენი.

შიგნეული

  1. გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში მოთავსებული ორგანოები.

  2. ცხოველის, ფრინველის ასეთი ორგანოები, რომლებისგანაც საჭმელს აკეთებენ.

შიგნიდან - შიგნითა მხრიდან.

შიგნით - შიგა მხარეს; შიგ.

შიგნითა - შიგნით მოთავსებული.

შიგნიკახეთი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ნაწილი.

შიგულა ჰანა - გერმანელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1943 წელს).

შიგჩართული - რაც შიგ არის ჩართული, ჩადებული რამეში.

შიდა - იგივეა, რაც შიგნითა.

შიდაგაყვანილობა - ნაგებობის შიგნითა გაყვანილობა.

ში დაკაი - ტაიპინელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1830-1863 წწ).

შიდა ქართლი - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ნაწილი.

შიდა ქართლის ვაკე - ვაკე ხაშურის, ქარელის, გორის, ცხინვალის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, შუა მტკვრის აუზში.

შიდაციხე - ციხე-ქალაქის შიგნით, მაღლობზე აგებული ციხესიმაგრე.

შიდერტი - მდინარე ყაზახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე - 506 კილომეტრი).

შიდიიაკი ფარის იუსუფ აჰმედ - არაბი განმანათლებელი, ლიტერატორი (ლიბანი) (1804-1887 წწ).

შიდს- - აბრევიატურა - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (რუს. СПИД, ინგლ. AIDS) - პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემის დაზიანების შედეგად ორგანიზმის თავდაცვითი უნარი სუსტდება. ცნობილი გახდა 1970-იანი წლებიდან.

შიენი - ქალაქი-პორტი ნორვეგიაში, ტელემარკის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

შივა (სანსკრ.) - ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება.

შივაჯი - მარათების სახელმწიფოს დამაარსებელი ინდოეთში (1622 ან 1630 - 1680 წწ).

შიველიჩი - მოქმედი ვულკანი კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში (3283 მეტრი).

შიზოფრენია (ბერძნ.) - ერთ-ერთი მძიმე ფსიქიური დაავადება.

შიიზმი - ისლამის მიმართულება, რომელიც აღიარებს მხოლოდ ყურანს და უარყოფს სუნას.

შიიტი - შიიზმის მიმდევარი.

შიკარპური - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში.

შიკი (ფრანგ.) - მოჩვენებითი, გარეგნული ბრწყინვალება.

შიკოტანი - კურილის კუნძულების (რუსეთის სახალინის ოლქი) ყველაზე დიდი კუნძული.

შიკრიკი

  1. დაწესებულების თანამშრომელი - საქმიანი ქაღალდების წამღებ-წამომღები.

  2. ძველად - პირი, რომელსაც გზავნიდნენ სადმე წერილის (ამბის...) გადასაცემად; მალემსრბოლელი, მაცნე.

შიკულსკა ევა - პოლონელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

შიკუტიმი-ჟონკიერი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში.

შილა (სპარს.)

  1. ბრინჯის (ან ფეტვის) შეჭამანდი, ერბოთი და მწვანილით შეზავებული.

  2. ბამბეულის ქსოვილი, ჩვეულებრივ წითელი ფერისა.

შილაკაძე მაია - სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული), მსოფლიოსა (1980) და ევროპის (1980) აბსოლუტური ჩემპიონი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979, 80, 81) და მეორე პრიზიორი (1984), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980, 81, 82) (დაიბადა 1965 წელს).

შილალე - ქალაქი ლიტვის დასავლეთ ნაწილში.

შილაფლავი - ცხვრისხორციანი ფლავი.

შილდა - სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

შილდელი მერი (ნამდვილი გვარი მიჩილაშვილი) - ქართული ესტრადის მომღერალი (კონტრალტო) (1915-1982 წწ).

შილდსი ბრუკ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1965 წელს).

შილე ეგონ - ავსტრიელი მხატვარი (1890-1918 წწ).

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ისტორიკოსი (1759-1805 წწ).

შილერი ლეონ (ნამდვილი გვარი დე შილდენფელდი) - პოლონელი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, პედაგოგი (1887-1954 წწ).

შილერი ფერდინანდ კანინგ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1864-1937 წწ).

შილი - მაზლის ცოლი; რძალი.

შილინგი

  1. ფულის ერთეული ავსტრიაში.

  2. ფულის ერთეული აღმოსავლეთ აფრიკის ზოგ ქვეყანაში (სუდანში, ზანზიბარში, კენიაში, უგანდაში).

  3. ლითონის ფული დიდ ბრიტანეთში (აგრეთვე ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში) უდრის გირვანქა სტერლინგის 1/20-ს. მიმოქცევაში იყო 1971 წლებამდე, სანამ დიდ ბრიტანეთში მთლიანად გადავიდნენ ფულის ათობითი ერთეულების სისტემაზე.

შილინი ათანასე - გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომიოს მონაწილე (1924-1082 წწ).

შილიონი - XII-XV საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე ჟენევის ტბის ნაპირზე (შვეიცარია).

შილიფად - მსუბუქად, თხლად, გახსნილ-გაღეღილად.

შილკა

  1. მდინარე რუსეთის ჩიტის ოლქში, ამურის მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 560 კილომეტრი).

  2. ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

შილოვი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1943 წელს).

შილონგი

  1. (ასამის მთები) მთიანი მხარე ინდოეთში.

  2. ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეგჰალაიას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (130 ათასი).

შილტბერგერი იოჰან - ბავარიელი ჯარისკაცი, „მოგზაურობათა წიგნის“ ავტორი (1380-1438 წწ).

შილუტე - ქალაქი ლიტვის დასავლეთ ნაწილში.

შილუკი - სუდანში მცხოვრები ხალხი (430 ათასი).

შიმალი - ახალგაზრდა ხე.

შიმანოვსკა (ქალიშვილობის გვარი ვოლოვსკა) - პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი ქალი (1789-1831 წწ).

შიმანოვსკი კაროლ - პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, მუსიკის კრიტიკოსი (1882-1937 წწ).

შიმანოვსკი - ქალაქი რუსეთის ამურის ოლქში.

შიმბორსკა ვისლავა - პოლონელი პოეტი ქალი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1923 წელს).

შიმელა - იგივეა, რაც შიმალი.

შიმენი - იხილე შიძიაჯუანი.

შიმი (ინგლ.) - სამეჯლისო ცეკვა, ფოქსტროტის ნაირსახეობა.

შიმკუსი

  1. იონას - ლიტველი მწერალი (1906-1965 წწ).

  2. სტასის - ლიტველი კომპოზიტორი (1887-1943 წწ).

შიმოზა (იაპონ.)

  1. ფეთქებადი ნივთიერება - მელინიტი.

  2. ამ ნივთიერებით დამუხტული გრანატა.

შიმონი იშტვან - უნგრელი პოეტი (1926-1975 წწ).

შიმონოვიჩი (შიმონოვიცი) - პოლონელი პოეტი (1558-1629 წწ).

შიმპანზე (ფრანგ.) - ადამიანის მსგავსი მაიმუნი, გავრცელებულია ტროპიკული აფრიკის ტყეებში.

შიმპერი ანდრეას ფრანც ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1856-1901 წწ).

შიმპერი ვილჰელმ ფილიპ - გერმანელი ბოტანიკოსი (1808-1880 წწ).

შიმუნვარი - დედოფლის ან დიდგვაროვანი მანდილოსნის მხლებელი ქალი, მოახლე.

შიმშა (სპარს.) - კალატოზის, დურგლის იარაღი ხისა; იხმარება საზომად და კედლის სიწორის გასაგებად.

შიმშერი (სპარს.)

  1. იგივეა, რაც მახვილი.

  2. (ხმალა) - ქორჭილასნაირთა თევზების რიგის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი. გავრცელებულია ყველა ოკეანეში.

შიმშილაქედი

  1. სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ძუსისა და ხმორდოლის (ჩოლაბურის აუზი) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, ზესტაფონიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 378 ადამიანი.

  2. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (საზანოს თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა მდგენელი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.

შიმშილი

  1. უჭმელობით გამოწვეული შეგრძნება; ჭამის მოთხოვნილება.

  2. ხანგრძლივი უჭმელობა.

შიმშილობა - საკვები პროდუქტების ნაკლებობით გამოწვეული საყოველთაო შიმშილი.

შინ - საკუთარ სახლში, საკუთარ ბინაში.

შინა

  1. პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა - ნიშნავს რისამე შიგნით არსებულს, საშინაოს, რისამე შიგნით წარმოებულს.

  2. ხალხი ჩრდილოეთ პაკისტანში.

შინაარსი

  1. შინაგანი არსი, რაობა, დედაარსი.

  2. ძირითადი აზრი, დედააზრი.

შინაარსობრივი - შინაარსთან დაკავშირებული.

შინაბერა - გაუთხოვრად დარჩენილი ქალი.

შინაგანი

  1. რისამე შიგნით არსებული; შიგნითა.

  2. იგივეა, რაც საშინაო.

ში ნაიანი (ში ძიანი) - ჩინელი მწერალი (1296-1370 წწ).

შინაკანები - ადრინდელი შუა საუკუნეების სომხეთის ძირითადი მშრომელი მოსახლეობის სახელწოდება.

შინაკაცი

  1. შინ, სახლში მყოფი და საოჯახო საქმეების მწარმოებელი კაცი.

  2. შინაური, ოჯახთან დაკავშირებული კაცი.

შინამოსამსახურე - საოჯახო საქმეების გასაკეთებლად დაქირავებული ქალი.

შინაომი - სამოქალაქო ომი.

შინაპატიმრობა - პირადი თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა - ადამიანის იზოლაცია ბინაზე (დაცვით ან დაუცველად).

შინასი იბრაჰიმ - თურქი მწერალი (1826-1871 წწ).

შინაური

  1. სახლი, ოჯახის წევრი. || თავისიანი, მახლობელი.

  2. შინ დამზადებული.

  3. იგივეა, რაც საშინაო.

  4. ისეთი (ცხოველი, ფრინველი), რომელიც ადამიანს ჰყავს, მის კარ-მიდამოზე ცხოვრობს, რომელსაც იგი იყენებს.

შინაურობა - შინაურები.

შინაურული - შინაურების შესაფერი, დამახასიათებელი.

შინაყმა - ბატონყმობის დროს - ბატონის კარზე მოსამსახურედ მყოფი უსახლკარო ყმა.

შინგუ - მდინარე ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1980 კილომეტრი).

შინდანწლა (Thelucrania australis) - დაბალი (ან საშუალო სიმაღლის) ბუჩქი; ფოთოლი შინდს უგავს, ნაყოფი ანწლს. იკეთებს თეთრ ყვავილს.

შინდარა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

შინდე - ქალაქი მოზამბიკში.

შინდი (Cornus mas) - დაბალი (ან საშუალო სიმაღლის) ბუჩქი; ყვავის ადრე გაზაფხულზე; ისხამს წითელი ფერის მოგრძო, კურკიან, წვნიან ნაყოფს.

შინდიანი

  1. შინდის ტყე.

  2. რაშიც არის შინდი.

შინდისი - სოფლები გარდაბნის და გორის მუნიციპალიტეტებში.

შინდისის მთა - მთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.

შინდისფერი - რაც ფერით შინდს მოგვაგონებს.

შინდლარი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

შინდნარი - იგივეა, რაც შინდიანი.

შინდობა - შინდის მწიფობის დრო.

შინელი (რუს.) - იხილე მაზარა.

შინი - ქართული ანბანის რიგით ოცდამეხუთე ასოს - შ-ს სახელწოდება.

შინი მარტინ - ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

შინი ჩარლი - ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1965 წელს).

შინიონი (ფრანგ.) - ქალის თმის ვარცხნილობა - კეფაზე დაწყობილი ნაწნავები, სხვისი თმისაგან გაკეთებული.

შინკაი გეორგე - რუმინელი ისტორიკოსი და განმანათლებელი (1754-1816 წწ).

შინკელი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი (1781-1841 წწ).

შინმოუსვლელი - ომიდან არდაბრუნებული.

შინო - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყუროს ქედზე (4048 მეტრი).

შინოსწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მარჯვენა შენაკადი.

შინქუბა ბაგრატ - აფხაზი მწერალი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1917 წელს).

შინშილა (ფრანგ.)

  1. მღრღნელი, რომელსაც აქვს ძვირფასი მოვერცხლისფრო ბეწვი. ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მთებში.

  2. ერთ-ერთი ჯიშის ბოცვერი, რომელსაც აქვს შინშილის მსგავსი შეფერილობის ბეწვი, გამოყვანილია საფრანგეთში.

შიო - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435-1438, 1440-1447 წლებში.

შიომღვიმე

  1. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი; მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე; დაარსებულია VI საუკუნის II ნახევარში.

  2. რკინიგზის ბაქანი ძეგვ-ქსანის გადასარბენზე.

შიო მღვიმელი - საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა, შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

შიომღვიმის გამოქვაბულები - ხელოვნური გამოქვაბულების კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხალტბის სერის სამხრეთ კალთაზე.

შიოსუბანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის სახელი XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე.

შიოფოკი - ქალაქი უნგრეთის შომოდის მედიეში.

შიპკა (შიპკის უღელტეხილი) - უღელტეხილი ბულგარეთში (სტარა-პლანინა).

შიპკის უღელტეხილი - იხილე შიპკა.

შირა უოლტერ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, სამი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1962, 1965, 1968 წლებში (დაიბადა 1923 წელს).

შირაზი - ქალაქი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფარსის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, XVIII საუკუნეში ირანის დედაქალაქი (850 ათასი).

შირაზი (ნამდვილი გვარი კარაპეტიანი) ჰოვანეს - სომეხი პოეტი (1914-1984 წწ).

შირაკი ჟან რენე - საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლებში (დაიბადა 1932 წელს).

შირაქის ვაკე - ვაკე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

შირბახტი - ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი შირბახტისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ტროპიკულ და სუპტროპიკულ აფრიკაში.

შირე - მდინარე მალავისა და მოზამბიკში (სიგრძე - 600 კილომეტრი).

შირენდიბი ბაზარინ - მონღოლი ისტორიკოსი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე (1912-1990 წწ).

შირვანზადე (ნამდვილი გვარი მოვსესიანი) ალექსანდრე - სომეხი მწერალი, სომხეთის და აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1858-1935 წწ).

შირვანი (შარვანი) - ისტორიული ოლქი ახლანდელ აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე.

შირვანის სახანო - ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ახლანდელ აზერბაიჯანში.

შირვანშაჰი - შირვანის მმართველთა წოდება შუა საუკუნეებში.

შირვინდტი ალექსანდრე - რუსი მსახიობი (დაიბადა 1934 წელს).

შირვინტოსი - ქალაქი ლიტვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

შირიმისწყაროსხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

შირიმნის ბრძოლა - ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის 1021 წელს შირიმნთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

შირინი - ქალაქი უზბეკეთის სირდარიის ოლში.

შირმა (გერმ. Schirm)

  1. დასაკეცი გადასატანი ტიხარი; წარმოადგენს ანჯამებით ერთმანეთზე გადაბმულ რამდენიმე ჩარჩოს, რომლებზედაც ქსოვილია გადაკრული. თეჯირი.

  2. იტყვიან მასზე, ვისაც ან რასაც საფრად იყენებენ.

შირმახეროს ოაზისი - დედოფალ მოდის მიწის სანაპიროს ნაწილი ანტარქტიაში.

შირნესი - ქალაქი-პორტი დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში.

შიროკი ვილიამ - ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (1902-1971 წწ).

შიუკაშვილი ალექსი - ქართული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, პირველი ქართველი მფრინავი (1893-1985 წწ).

შიუკაშვილი ვანდა - პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1905-2001 წწ).

შიუკაშვილი ლევან - მევიოლინე და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1908-1999 წწ).

შიუკაშვილი ნიკოლოზ - დრამატურგი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1870-1938 წწ).

შიუკე ნიკოლა - ფრანგი მათემატიკოსი (XV ს).

შიუცი ჰაინრიხ - გერმანელი კომპოზიტორი, კაპელმაისტერი და პედაგოგი (1585-1672 წწ).

შიუცკორი - ფინეთის ბურჟუაზიისა და კულაკობის გასამხედროებული ორგანიზაცია.

შიფერი (გერმ.)

  1. შავი ან ნაცრისფერი თიხოვანი ფიქალი.

  2. სახურავის მასალა - თიხის ან აზბესტ-ცემენტის ფილები.

შიფერვაისი (გერმ.) - ტყვიის თეთრა.

შიფი ჰუგო - იტალიელი ქიმიკოსი, ეროვნებით გერმანელი (1834-1915 წწ).

შიფმანი არნოლდ სტანისლავ, ზიგმუნტ - პოლონელი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1882-1967 წწ).

შიფონერი (ფრანგ.) - ტანსაცმლისა და თეთრეულის კარადა.

შიფონი (ფრანგ.) - ბამბის ან აბრეშუმის თხელი და მკვრივი ქსოვილი.

შიფრი (ფრანგ.)

  1. საიდუმლო წერილისათვის საჭირო პირობითი ნიშნების სისტემა.

  2. წიგნების, ხელნაწერების, საქმიანი ქაღალდების და მისთანების პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს მათი შენახვის ადგილს.

შიფრობა - უძველესი ქართული (საინგილოს) ქალ-ვაჟთა ცეკვა დაირებით.

შიქასტა (სპარს. „დამტვრეული“) - აღმოსავლური სევდიანი სიმღერის კილო.

შიქშა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოჩხომურის მარჯვენა შენაკადი.

შიშაგი (შიშაქი) (თურქ.) - დედალი ცხვარი ერთიდან ორ წლამდე.

შიშალდინის ვულკანი - მოქმედი ვულკანი კუნძულ უნიმაკზე (ალეუტის კუნძულები, აშშ-ს ალასკის შტატი, 2860 მეტრი).

ში შენი - ჩინელი ასტრონომი (ძვ.წ.აღ. IV ს).

შიშექლი ადიბ - სირიის სახელმწიფო მოღვაწე (1909-1964 წწ).

შიშველი

  1. ვისაც არაფერი არ აცვია; ტიტველი. || სხეულის ნაწილი, რომელიც არაფრით არა აქვთ დაფარული.

  2. (გადატანით) ვისაც ტანსაცმელი არა აქვს; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

  3. უმცენარეო, მოშიშვლებული (ადგილი).

შიშველი მთა - მთა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ამტყელისა და ჯამპალის წყალგამყოფზე.

შიშველი ტბა - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე (სიღრმე 1,5 მეტრი).

შიში - მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით გამოწვეული გრძნობა.

შიშიანობა - რაიმე საფრთხით გამოწვეული საყოველთაო შიში.

შიშიგინი ფირს - რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

შიშინა - რაც შიშინებს.

შიშინაშვილი აბიბო - უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1918-1944 წწ).

შიშინი - ადუღებამდე მისული წყლის (ან ჭურჭლის, რომელშიც წყალი ასხია) ხმა. || ნედლი შეშისაგან წვის დროს გამოცემული ხმა.

შიშიჩი ფერდო - ხორვატი ისტორიკოსი (1869-1940 წწ).

შიშკა კაროლ - ჩეხი ქირურგი (1906-1990 წწ).

შიშკინი ივანე - რუსი ფერმწერი (1832-1898 წწ).

შიშკო სერგეი - ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1911-1990 წწ).

შიშკოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1799-1832 წწ).

შიშკოვსკი ბოგდან - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1873-1931 წწ).

შიშმანოვი ივან დიმიტროვ - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, კულტურის ისტორიკოსი (1862-1928 წწ).

შიშმიცემული - შეშინებული.

შიშმორეული - ვისაც შიში აქვს მორეული, შეშინებული.

შიშნარევი - ისეთი (ხმა, ლაპარაკი...), რაშიც შიშია შერეული, რაშიც შიში ეტყობათ.

შიშნაჭამი - ვინც შიში განიცადა; შეშინებული.

შიშხინა - რაც შიშხინებს.

შიშხინი - რაიმე ცხიმიანის შეწვის ხმა.

შიძიჯუანი (შიმენი) - ქალაქი ჩინეთში, ხებეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

შიწკვარა (შიცკვარა) - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

შიხანთური - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

შიხილო - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

შიჰაბელები - ლიბანის ამირების დინასტია (VII-XVIII საუკუნეები).

შკ

 

შკალა - იგივეა, რაც სკალა.

შკაფი - იგივეა, რაც კარადა.

შკედერი - მთა მდინარეების ენგურისა და ხალდეჭალის წყალგამყოფ კარეტის ქედზე (3132 მ).

შკედი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

შკვალი (ინგლ.) - ხანმოკლე ქარიშხალი.

შკვანა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

შკივი (ჰოლანდ.) - ბორბალი, რომელიც მოძრაობას გადასცემს ამძრავ ლილვს ან ბაგირს.

შკილტერსი გუსტავს - ლატვიელი მოქანდაკე და გრაფიკოსი (1874-1954 წწ).

შკიპერი (ჰოლანდ.)

  1. არათვითმავალი სამდინარო გემის მეთაური.

  2. სატვირთო გემის კაპიტანი.

  3. საზღვაო გემის ქონების გამგებელი.

შკლოვი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

შკოდა იოსეფ - ჩეხი თერაპევტი (1805-1881 წწ).

შკოდა - ავტომობილების მწარმოებელი ჩეხური ფირმა; დაარსებულია 1925 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ მლადა-ბოლესლავში.

შკოდერი (შკოდრა)

  1. ქალაქი ალბანეთში, ამავე სახელწოდების რეთის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

  2. იხილე სკადარი.

შკოდრა - იხილე შკოდერი.

შკოდრანი ვასო ფაშა - ალბანელი მწერალი (1825-1892 წწ).

შკოდულა - მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარცხენა შენაკადი.

შკოტი (ჰოლანდ.) - გემსართავი, რომლითაც ჭიმავენ და მართავენ იალქნების გემის სვლის დროს.

შკრეტა (შოტნოვსკი, ზავორჟიცელი) კარელ - ჩეხი ფერმწერი (1610-1674 წწ).

შკროუპი ფრანტიშეკ იან - ჩეხი კომპოზიტორი (1801-1862 წწ).

შლ

 

შლაგაშლუგი - იგივეა, რაც შლაგუნი.

შლაგბაუმი (გერმ.) - გზის გადასაკეტი მოწყობილობა რკინიგზის გადასასვლელებთან ან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან.

შლაგერი (გერმ.) - სეზონის მშვენება (ითქმის მოდურ სიმღერაზე, წიგნზე და სხვა).

შლაგინტვაიტი ადოლფ - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1829-1857 წწ).

შლაგინტვაიტი რობერტ - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1833-1885 წწ).

შლაგინტვაიტი ჰერმან - გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1826-1882 წწ).

შლაგუნი - შამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში სიარულის ხმა.

შლაიდენი მათიას იაკობ - გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1804-1881 წწ).

შლაიერმახერი ფრიდრიხ დანიელ ერნსტ - გერმანელი პროტესტანტი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე (1768-1834 წწ).

შლაიხერი ავგუსტ - გერმანელი ენათმეცნიერი (1821-1868 წწ).

შლამი - ნიაღვრის მიერ ჩამორეცხილი მიწის ზედაპირის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნივთიერებათა გახრწნილ ნარჩენებს; კარგი სასუქია.

შლანგი (გერმ.) - რეზინის ან სხვა მასალის მოქნილი მილი სითხის ან აირის გადასაცემად, შესაწოვად და სხვა.

შლაპა (რუს.)

  1. მამაკაცის ქუდი მრგვალი მოყვანილობისა, ირგვლივ ფარფლიანი.

  2. ქალის ქუდი.

შლაპაშლუპი - იგივეა, რაც შლაპუნი.

შლაპუნი - მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა.

შლარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

შლაფი იოჰანეს - გერმანელი მწერალი (1862-1941 წწ).

შლაფროკი (გერმ.) - საშინაო ხალათი.

შლეგელი ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი (1767-1845 წწ).

შლეგელი ფრიდრიხ - გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი და პოეტი (1772-1829 წწ).

შლეგი (თურქ.) - გიჟი, გადარეული, ფეთიანი.

შლეზვიგ-ჰოლშტაინი - მხარე გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - კილი.

შლეზინგერი ართურ მეიერ უმცროსი - ამერიკელი ისტორიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

შლეზინგერი მაქს - უნგრელი ბიოქიმიკოსი (1904-1937 წწ).

შლეზინგერი ფრანკ - ამერიკელი ასტრონომი (1871-1943 წწ).

შლეზინგერი ჯონ - ინგლისელი კინორეჟისორი (დაიბადა 1926 წელს).

შლეიფი (გერმ.) - ქალის კაბის ძალიან გრძელი უკანა კალთა, რომელიც ძირს ეთრევა.

შლენდორფი ფოლკერ - გერმანელი სცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

შლენსკი აბრაამ - ებრაელი პოეტი (1900-1973 წწ).

შლეცერი ავგუსტ ლუდვიგ - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი, სტატისტიკოსი (1735-1809 წწ).

შლეხტერი კარლ - ავსტრიელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი XX საუკუნის დასაწყისში (1874-1918 წწ).

შლიაგერი - იხილე შლაგერი.

შლიახტა (პოლონ.) - პოლონელი წვრილი აზნაური.

შლიგინი - შამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში სწრაფი სიარული; ასეთი სიარულის ხმა.

შლიკი მორიც - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1882-1936 წწ).

შლილი - იგივეა, რაც გაშლილი.

შლიმანი ჰაინრიხ - გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი, ტროას აღმომჩენი (1822-1890 წწ).

შლიოხი (შილხო) - მაროკოში მცხოვრები ერთ-ერთი ბერბერული ტომი.

შლიპენბახი ვოლმარ ანტონ ფონ - შვედი გენერალი (1650-1739 წწ).

შლისელბურგი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში.

შლიუტერი ანდრეას - გერმანელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლოებით 1660-1714 წწ).

შლიუტერი ჰერმან - გერმანიისა და აშშ-ს მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1851-1919 წწ).

შლიფენი ალფრედ ფონ - გერმანელი სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალ-ფელდმარშალი (1833-1913 წწ).

შლიხი (გერმ.) - დიდი კუთრი წონის მქონე მინერალების ნაწილაკთა ნალექი, რომელიც მიიღება სილისა და სხვა ფხვიერი ქანების გარეცხვით.

შლიხტი (გერმ.) - სახამებლის შემცველი წებოვანი ხსნარი, რომელსაც უსვამენ ქსელს (ქსოვილისათვის სიგლუვისა და სიმკვრივის მისაცემად).

შლოისინგი გეორგ ადამ - გერმანელი მოგზაური (დაახლოებით 1660 - არაუადრეს 1694 წწ).

შლოსერი ფრიდრიხ კრისტოფ - გერმანელი ისტორიკოსი (1776-1861 წწ).

შლუ - სულელი, რეგვენი.

შმ

 

შმაგა (Atropa caucasica) - მრავალწლოვანი შხამიანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; აქვს მსხვილი ფოთოლი; იკეთებს იისფერ ყვავილს. ისხამს მრგვალ პრიალა წვნიან ნაყოფს; სამკურნალოა.

შმაგი - გიჟი, გაცოფებული, მძვინვარე.

შმაგური - შმაგის დამახასიათებელი.

შმათი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

შმაისერი ლუის - ცეცხლსასროლი იარაღის გერმანელი კონსტრუქტორი (1848-1917 წწ).

შმაკოვი თედორე - ბელორუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

შმალენბახი ოიგენ - გერმანელი ეკონომისტი (1873-1955 წწ).

შმალკალდენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შმაშუნი (შმაშური) - იგივეა, რაც შმუშნა.

შმელიოვი ივანე - რუსი მწერალი (1873-1950 წწ).

შმელკოვი პეტრე - რუსი გრაფიკოსი (1819-1890 წწ).

შმერალი ბოჰუმირ - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1880-1941 წწ).

შმერლინგი ოსკარ - ფერმწერი და გრაფიკოსი, ცხოვრობდა თბილისში (1863-1938 წწ).

შმიგა ტატიანა - ოპერეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

შმიდკე კაროლ - ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე (1897-1952 წწ).

შმიდტი ადოლფ - გერმანელი გეოფიზიკოსი (1860-1944 წწ).

შმიდტი ვილჰელმ - ავსტრიელი ეთნოგრაფი და ლინგვისტი (1868-1954 წწ).

შმიდტი იოჰანეს - გერმანელი ენათმეცნიერი (1843-1901 წწ).

შმიდტი კარლ ჰორსტ - გერმანელი ენათმეცნიერი (დაიბადა 1929 წელს).

შმიდტი ჰელმუტ - გერმანიის ფედერალური კანცლერი 1974-82 წლებში (დაიბადა 1918 წელს).

შმიტი ჰარისონ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, 1972 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1935 წელს).

შმოლერი გუსტავ ფონ - გერმანელი ეკონომისტი, ისტორიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე (1838-1917 წწ).

შმორი - შმორის სუნი - სინესტის ან დამდგარი წყლის სუნი.

შმუცტიტული (გერმ.) - წიგნის დასაწყისის (ან ცალკეული ნაწილის) წინ მოთავსებული ფურცელი, რომელზედაც არის მოკლე სათაური, ილუსტრაცია, სამკაული და ა.შ.

შნ

 

შნაბელი იოჰან - როკოკოს ეპოქის გერმანელი მწერალი (1692-1750 წწ).

შნაიდერი მარია - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1952 წელს).

შნაიდერი რომი (ნამდვილი სახელი და გვარი როზმარი ალბახ-რეტი) - ავსტრიელ-გერმანელი მსახიობი ქალი, ძირითადა მოღვაწეობდა საფრანგეთში (1938-1982 წწ).

შნაიდერმანი ჰანს - გერმანელი გეოლოგი (1887-1962 წწ).

შნაფსი (გერმ.) - არაყის სახელწოდება გერმანიაში.

შნევბერგი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

შნეკი (გერმ.) - ერთგვარი კონვეირი, რომელიც მცირე მანძილზე ეზიდება და ამავე დროს ერთმანეთში ურევს ფხვიერ, თხევად, ცომისებურ და ა.შ. მასალას.

შნიტკე ალფრედ - რუსი კომპოზიტორი (1934-1998 წწ).

შნიცელი (გერმ.) - დაბეგვილი ან დაკეპილი ხორცის თხელი მრგვალი კატლეტი.

შნიცლერი არტურ - ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი (1862-1931 წწ).

შნო

1) მოხდენილობა, სილამაზე, ლაზათი.

2) უნარი, მოხერხება.

3) ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ბათიაშვილი. სცენარის ავტორი - ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - ვახტანგ კუხიანიძე. მთავარ როლებში: ეთერ აბზიანიძე, ზაზა კობერიძე, მაია ჩიჯავაძე, ვლადიმერ ტყაბლაძე.

შნოიანი - მოხდენილი, ლაზათიანი.

შნორკელი (გერმ.) - წყალქვეშა ნავში ორმაგი მილის მსგავსი მოწყობილობა ჰაერის მისაწოდებლად და ნამუშევარი გაზის გამოსაშვებად.

შნურე ვოლფდიტრიხ - გერმანელი მწერალი (1920-1989 წწ).

შნური (გერმ.) - ელექტრული სადენი, ზონარი.

შო ირვინგ - იხილე შოუ ი.

შო უილიამ ნეოპირ - იხილე შოუ უ.ნ.

შო ჯორჯ ბერნარდ - იხილე შოუ ჯ.ბ.

შობა - ქრისტიანობაში - თორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაული, ქრისტეს დაბადებისადმი მიძღვნილი (25 დეკემბერი ძველი სტილით, 7 იანვარი - ახლით).

შობადობა - შობის, დაბადების რაოდენობა.

შობაღამე - შობის წინა ღამე.

შობილი - დაბადებული, გაჩენილი.

შობის კუნძული (ქრისტმას აილენდი)

1) ატოლი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის კირიბატის.

2) კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის ავსტრალიას.

შოდა - ქედი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოდა-კედელას ქედი (ორბოძალის ქედი, რუბოძალის ქედი) - ქედი ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოდურა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 7 კილომეტრი)..

შოვი - კურორტი ონის მუნიციპალიტეტში.

შოვინიზმი (ფრანგ.) - უკიდურესი ნაციონალიზმი.

შოვინისტი - უკიდურესი ნაციონალისტი.

შოვირე ივეტ - ბალეტის ფრანგი მსახიობი ქალი, „გრანდ-ოპერას“ წამყვანი ბალერინა (დაიბადა 1917 წელს).

შოვკუნენკო ალექსი - უკრაინელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1884-1974 წწ).

შოვ-ყარაუგომი - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოვ-წეია - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა- ლეჩხუმის კავკასიონზე.

შოთა კუპრი (კუპარი) - ქართველი ფეოდალი, ჰერეთის ერისთავი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში.

შოთა რუსთაველის მწვერვალი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

შოთა ძე ართავაჩოსძისა - XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული.

შოთაძე ლეილა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

შოთაძე სვიმონ - XVI საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

შოთი

  1. გრძელი თონის პური.

  2. იგივეა, რაც ფიჭა.

შოთხვი (Padus racamosa) - ხე; იკეთებს თეთრ სურნელოვან ყვავილს; ისხამს შავ მწკლარტე ნაყოფს.

შოიგუ სერგეი - რუსი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის გმირი (დაიბადა 1955 წელს).

შოიინკა ვოლე - ნიგერიელი მწერალი, ჟურნალისტი, თეატრის მოღვაწე, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1934 წელს).

შოიხცერი იოჰან იაკობ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1672-1733 წწ).

შოკი (ფრანგ.) - ორგანიზმის ფუნქციების საერთო მძიმე მოშლილობა, რასაც იწვევს ძლიერი ფიზიკური დაზიანება ან ფსიქიკური შეტევა.

შოკლი უილიამ ბრადფორდ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1956 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი ჯ.ბარდინთან და უ ბრაიტგენთან ერთად (1910-1990 წწ).

შოკოლადი (ესპან.)

  1. კაკაოს თესლისაგან მიღებული მასა ან ფხვნილი, რომელშიც შაქარი და სანელებლებია შერეული; ამ მასისაგან დამზადებელი ტკბილეული.

  2. ასეთი ფხვნილისაგან მოზადებული რძიანი სასმელი; ჩვეულებრივ ცხლად სვამენ.

შოლა

  1. მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამელის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქვიშხურის ზემო დინება.

შოლანდერი დონალდ - ამერიკელი სპორტსმენი, 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ცურვაში (დაიბადა 1946 წელს).

შოლაპური - ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში (600 ათასი).

შოლომ-ალეიხემი (ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ რაბინოვიჩი) - ებრაელი მწერალი, წერდა იდიშზე და რუსულად (1859-1916 წწ).

შოლოხოვი მიხეილ - რუსი მწერალი, აკადემიკოსი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1905-1984 წწ).

შოლტა

  1. გუთნის ნაწილი - ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის მეორე (ყბიან) მხარეზე უღელია.

  2. ბალანგაცვენილი გუდა (იციან ფშავ-ხევსურეთში).

შოლტი

  1. ტყავის წვრილი ნაჭრების წნული, გრძელი ხისტარიანი.

  2. საქალამნედ დაჭრილი საქონლის ტყავი.

  3. იგივეა, რაც წკეპლა.

  4. კედლიდან კედელზე გადებული კოჭი, რომელსაც სახურავი უჭირავს (იციან ფშავში, მთიულეთში).

შომახეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (კორბოულის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე. ზღვის დონიდან - 810 მეტრი, საჩხერიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1211 კაცი.

შომახია ანზორ - მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

შომბურგკი რობერტ ჰერმან - ინგლისის სამსახურში მყოფი გერმანელი მოგზაური (1804-1865 წწ).

შომეტი პიერ გასპარ (რევოლუციის დროს ანაქსაგორა დაირქვა) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1763-1794 წწ).

შომლაი არტურ - უნგრელი მსახიობი (1883-1951 წწ).

შომოდი - მედიე სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში.

შომოდი იოჟეფ - უნგრელი მოქანდაკე (დაიბადა 1916 წელს).

შონა - ზიმბაბვეში მცხოვრები ხალხი ბანტუს ჯგუფისა (7,5 მილიონი).

შონგაუერი (შენი) მარტინ - გერმანელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1435-სა და 1440-ს შორის - 1491 წწ).

შონინი გიორგი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, 1969 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1935 წელს).

შოპენი ფრიდერიკ ფრანციშეკ - პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი (1810-1849 წწ).

შოპენჰაუერი არტურ - გერმანელი ფილოსოფოს-ირაციონალისტი (1788-1860 წწ).

შოპოვი აცო - მაკედონიელი პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო, სახელმწიფო მოღვაწე (1923-1982 წწ).

შოპრონი - ქალაქი უნგრეთის დიერ-შოპრონის მედიეში (55 ათასი).

შორაველი (შოლავერი) - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

შორაპანი - დაბა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან - 170 მეტრი, ზესტაფონიდან - 5 კილომეტრი), თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი - სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1938 წელს. მოსახლეობა 1.6 ათასი (2002). შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს). ც