The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ტა
დოკუმენტის ნახვა ტბ
დოკუმენტის ნახვა ტე
დოკუმენტის ნახვა ტვ
დოკუმენტის ნახვა ტზ
დოკუმენტის ნახვა ტი
დოკუმენტის ნახვა ტკ
დოკუმენტის ნახვა ტლ
დოკუმენტის ნახვა ტმ
დოკუმენტის ნახვა ტო
დოკუმენტის ნახვა ტრ
დოკუმენტის ნახვა ტს
დოკუმენტის ნახვა ტუ
დოკუმენტის ნახვა ტფ
დოკუმენტის ნახვა ტყ
დოკუმენტის ნახვა ტშ
დოკუმენტის ნახვა ტჩ
დოკუმენტის ნახვა ტც
დოკუმენტის ნახვა ტხ

ტი

 

ტიალი - უპატრონო, ოხერი, ვერანი.

ტიამპა (ჩამპა) - სახელმწიფო II-XV საუკუნეებში ახლანდელი ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში.

ტიან (იაპონ.) - იაპონიაში მიღებული ზრდილობიანი ხსენება ან მიმართვა ქალიშვილისადმი; ერთვის სახელს - მაგალითად, რინგო-ტიან.

ტიან სინ ობი - იხილე ჩან სინ ოპი.

ტიან-შანი (ციური მთები) - მთათა სისტემა შუა და ცენტრალურ აზიაში. უმაღლესი მწვერვალი - გამარჯვების პიკი (7439 მეტრი).

ტიან ძიანი (სრული სახელი ტუნ ტიანძინი) - ჩინელი პოეტი (დაიბადა 1917 წელს).

ტიანძინი - ქალაქი ჩინეთში.

ტიან ხანი - ჩინელი დრამატურგი (1898-1990 წწ).

ტიარა (ბერძნ.)

1) ძველ აღმოსავლეთში - მეფეების, ქურუმების თავსაბურავი (როგორც ძალაუფლების სიმბოლო).

2) რომის პაპის გვირგვინი.

ტიატია - მოქმედი ვულკანი კუნძულ კუნაშირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სამხრეთ კურილის კუნძულები).

ტია-ტია - ბულბულის სტვენის ხმა.

ტიაუანაკო - ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ.წ.აღ. I ათასწლეულის ინდიელთა ცივილიზაცია ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში.

ტიბა - ქალაქი იაპონიაში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (845 ათასი).

ტიბაანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ტიბერიადის ტბა (გენესარეთის ტბა, ბაჰრ-ტაბარია) - ტბა ისრაელსა და სირიაში.

ტიბერინუსი - რომაული მითოლოგიის თანახმად, მდინარე ტიბრის ღვთაება. იგი, გადმოცემის მიხედვით, ალბების მეფე იყო და მდინარე ამპულაში დაიხრჩო, რომელსაც შემდეგ ტიბრი უწოდეს.

ტიბერიუსი კლავდიუს ნერონ - რომის იმპერატორი (ძვ.წ.აღ. 42 - ახ.წ.აღ. 37 წწ).

ტიბესტი - იხილე თიბესთი.

ტიბეტი (ტიბეტის ავტონომიური მუნიციპალიტეტი) - რეგიონი ჩინეთში.

ტიბიკონი - იხილე ტიპიკონი.

ტიბო ჟაკ - ფრანგი მევიოლინე (1880-1953 წწ).

ტიბოდო ანტუან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე (1765-1854 წწ).

ტიბრი - მდინარე იტალიაში, ერთვის ტირენის ზღვას (სიგრძე - 450 კილომეტრი).

ტიბუა შოთა - გვარდიის სერჟანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1918-1945 წწ).

ტიბულუსი ალბიუს - რომაელი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 50 - 19/17 წწ).

ტიგელი (გერმ.) - ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობენ ან ახურებენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას.

ტიგემი (ვან ტიგემი) ფილიპ - ფრანგი ბოტანიკოსი და მიკრობიოლოგი (1839-1914 წწ).

ტიგლათფილესერ I - ასურეთის მეფე (ძვ.წ.აღ. 1114 - 1076 წწ).

ტიგლათფილესერ III - ასურეთის მეფე (ძვ.წ.აღ. 745-727 წწ).

ტიგრაი - ჩრდილოეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი (2 მილიონზე მეტი).

ტიგრან II დიდი - სომხეთის მეფე ძვ.წ.აღ. 95-56 წლებში.

ტიგრანაკერტი - ძველი სომხეთის ქალაქი, ტიგრან II-ის სახელმწიფოს დედაქალაქი; დაარსდა ძვ.წ.აღ. 77 წელს ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ტიგრანიანი არმენ - სომეხი კომპოზიტორი და დირიჟორი (1879-1950 წწ).

ტიგრე - ჩრდილოეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი.

ტიგრი (ტიგროსი) - მდინარე თურქეთში, სირიასა და ერაყში, შატ-ელ-არაბის ერთ-ერთი მდგენელი (სიგრძე - 1900 კილომეტრი).

ტიდევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ენეასისა და პერიბოეს ვაჟი, დიომედეს მამა, თებეზე გალაშქრებულ შვიდ გმირთაგან ერთ-ერთი.

ტიდემანი ადოლფ - შვედი ფერმწერი (1814-1876 წწ).

ტიეპოლო ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი, გრავიორი (1696-1770 წწ).

ტიერი ადოლფ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი (1797-1877 წწ).

ტიერი ოგიუსტენ - ფრანგი ისტორიკოსი (1795-1856 წწ).

ტიესი - ქალაქი სენეგალის დასავლეთ ნაწილში (200 ათასი).

ტიეტე - მდინარე ბრაზილიაში, მდინარე პარანის მარცხენა მდგენელი.

ტივერები - მდინარე დნესტრის ნაპირებზე მოსახლე აღმოსავლეთსლავურ ტომთა გაერთიანება.

ტივი - ერთიმეორეზე მიწყობით შეკრული დიდი ძელები მდინარეზე დასაცურებლად.

ტივნარი - მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, წინაველას ქედზე.

ტივნარღელე - მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის მარჯვენა შენაკადი.

ტივოლი - ქალაქი იტალიის ლაციოს ოლქში.

ტივტივა

1) კორპის ან ხის ნაჭერი, რომელიც მიბმულია ანკესის ძაფზე ან სათევზაო ბადეზე და წყალში არ იძირება.

2) სითხის დონის სარეგულაციო მოწყობილობა, რომელიც სითხეში არ იძირება.

ტივტივი - რაიმე საგნის, სხეულის მოძრაობა სითხის ზედაპირზე ისე, რომ არ იძირებოდეს.

ტიზი-უზუ - ქალაქი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტითონოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტროის მეფის - ლაომედონტის ვაჟი, ფრიგიის მეფე, ეოსის ქმარი, პრიამოსის ძმა.

ტიიო ჟან ოგიუსტ მარი - ფრანგი აფრიკის მკვლევარი (1875-1956 წწ).

ტიკალი - მაიას ტომის (გვატემალის ტერიტორია) ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პირობითი სახელწოდება.

ტიკამაცუ მონძაემონ (ნამდვილი სახელი სუგიმორი ნობუმორი) - იაპონელი დრამატურგი (1653-1724 წწ).

ტიკი

1) ოთხში (გუდად) ამოღებული; შიგნიდან მოკუპრული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავის ჭურჭელი ღვინის ან არყის ჩასასხმელად.

2) (ჰოლანდ.) - სვლის ან ბამბის მკვრივი ქსოვილი, ჩვეულებრივ ზოლიანი; იყენებენ მატრასებისათვის, ავეჯის შალითებად, ფარდებად და სხვა.

3) (ინგლ.) - ხე ვერბენების ოჯახისა; ხარობს ინდოეთში, ინდოჩინეთში; მის მკვრივ მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში.

ტიკი ლუდვიგ იოჰან - გერმანელი მწერალი (1773-1853 წწ).

იკინა - იგივეა, რაც დედოფალა.

ტიკი-ტომარა - ვისი ტიკი-ტომარა ხარ? - სხვის საქმეში რა ერევი? რა შენი საქმეა?

ტიკო - ქალაქი-პორტი კამერუნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში.

ტიკოცკი ევგენი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (2893-1970 წწ).

ტიკტიკი

1) ახლად ენაადგმული ბავშვის ლაპარაკი; ტიტინი.

2) უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.

ტიკჭორა - პატარა ტიკი.

ტილაკი ბალგანგადჰარ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მეცნიერი (1856-1920 წწ).

ტილბურგი - ქალაქი-პორტი ნიდერლანდის ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში (160 ათასი).

ტილდა (ესპან.) - ნიშანი, კლაკნილი ხაზი, რომელსაც იყენებენ საენათმეცნიერო ტრანსკრიფციაში ამა თუ იმ ასოს თავისებურების გადმოსაცემად, ლექსიკონებში სიტყვის სანაცვლოდ ან მის გასამეორებლად.

ტილდენი უილიამ ოგასტეს - ინგლისელი ქიმიკოსი (1842-1926 წწ).

ტილვიტისი ტეოფილის - ლიტვის სახალხო პოეტი (1904-1969 წწ).

ტილი

1) ადამიანის (ცხოველი, ფრინველის) პარაზიტი უფრთო მწერი; მკბენარი.

2) მავნებელი მწერი; იკვებება მცენარის წვენით.

ტილი იოსეფ კაეტან - ჩეხი მწერალი, დრამატურგი (1808-1856 წწ).

ტილი იოჰან ცერკლას - ავსტრიელი მხედართმთავარი (1559-1632 წწ).

ტილიანა - მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამულის მარცხენა შენაკადი.

ტილიანი

1) ვისაც, რასაც ტილი ჰყავს. || რაშიც ტილი ჰყავთ; რაშიც ტილები არიან.

2) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა შენაკადი.

ტილიე კლოდ - ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი (1801-1844 წწ).

ტილიხი პაულ - გერმანელი და ამერიკელი პროტესტანტი, თეოლოგი და ფილოსოფოსი (1886-1965 წწ).

ტილო

1) სელის ძაფის ერთგვარი მტკიცე, სწორი ზედაპირის მქონე ქსოვილი.

2) რაიმე ქსოვილის ნაჭერი.

3) უხეში სელის ქსოვილი ზეთის საღებავებით სახატავად.

4) მხატვრის მიერ დახატული სურათი.

ტილჭირი (Aconitum) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა; ფოთლები და ფესვები შხამიანი აქვს.

ტიმანი იან - ჰოლანდიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1951 წელს).

ტიმანი ფერდინანდ - გერმანელი ქიმიკოსი (1848-1899 წწ).

ტიმარუ - ქალაქი-პორტი ახალ ზელანდიაში.

ტიმაშოვსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (50 ათასი).

ტიმბუქტუ - იხილე ტომბუქტუ.

ტიმგადი - ძველი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში.

ტიმეოსი - ძველბერძენი ისტორიკოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 356 - 260 წწ).

ტიმერმანსი ფელიქს - ბელგიელი მწერალი და მხატვარი (1886-1947 წწ).

ტიმიენიევკი კაზიმიეჟ - პოლონელი ისტორიკოსი (1887-1968 წწ).

ტიმირიაზევი კლიმენტ - რუსი ბუნებისმეტყველი-დარვინისტი (1843-1920 წწ).

ტიმიში - ჟუდეცი რუმინეთში.

ტიმიშოარა - ქალაქი რუმინეთში, ტიმიშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (335 ათასი).

ტიმოთელა - მრავალწლოვანი ბალახი; იზრდება მდელოებზე და მოჰყავთ კიდევაც; ცხოველთა საკვებია.

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ტიმოკი - მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი (იუგოსლავია).

ტიმოლეონტი - ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 411 - 337 წწ).

ტიმონედა ხუან დე - ესპანელი მწერალი და გამომცემელი (1490-1583 წწ).

ტიმონენი ანტი - კარელიელი მწერალი, წერდა ფინურ ენაზე (1915-1990 წწ).

ტიმორი - კუნძული მალაის არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის ინდონეზიას.

ტიმორის ზღვა - ინდოეთის ოკეანის აუზის ზღვა ავსტრალიასა და კუნძულ ტიმორს შორის.

ტიმოფეევა ნინა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ტიმოშენკო იულია - უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2005 წელს და 2007-2010 წლებში (დაიბადა 1960 წელს).

ტიმოშენკო სემიონ - მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1895-1970 წწ).

ტიმპანი (ბერძნ.) - არქიტექტურაში - ფრონტონის სამკუთხა ველი (სიბრტყე).

ტიმპანონი (ბერძნ.) - ძველებური დასარტყმელი მუსიკალური საკრავი; ბობღანი, დაფი.

ტიმპტონი - მდინარე იაკუტიაში, ალდანის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 644 კილომეტრი).

ტიმრავა ბოჟენა (ნამდვილი გვარი სლანჩიკოვა) - სლოვაკი მწერალი ქალი (1867-1951 წწ).

ტინბერგენი იან - ნიდერლანდელი ეკონომისტი, 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1903-1994 წწ).

ტინბერგენი ნიკოლას - ნიდერლანდელი ზოოლოგი და ეთოლოგი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1907-1988 წწ).

ტინგი სემიუელ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1936 წელს).

ტინგიცი (ტინგიცა) - ამჩატებული (ადამიანი) თავქრიანი.

ტინდალი მეთიუ - ინგლისელი მოაზროვნე (1655-1733 წწ).

ტინდალი უილიამ - ინგლისელი მწერალი-პროტესტანტი (დაახლოებით 1484-1536 წწ).

ტინდალი ჯონ - ინგლისელი ფიზიკოსი (1820-1893 წწ).

ტინდარეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სპარტის ერთ-ერთი მეფის და გორგოფონეს ვაჟი, რომელიც სპარტიდან ძმამ განდევნა, მოგვიანებით კი ჰერაკლეს დახმარებით კვლავ დაიბრუნა კუთვნილი სამეფო ტახტი.

ტინდიური ენა - იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა.

ტინეველი - იხილე ტირუნელველი.

ტინეიჯერი (ინგლ.) - ინგლისურენოვან სამყაროში - მოზარდი თაობა 13-19 წლის ასაკში.

ტინი - პიტალო კლდე.

ტინიანი - ტინის შემცველი, ტინისაგან შემდგარი; კლდიანი, კლდოვანი.

ტინიანოვი იური - რუსი მწერალი (1894-1943 წწ).

ტინისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის მარცხენა შენაკადი.

ტინისხიდი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ტინოვროსო - მთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (3367 მეტრი).

ტინოსი - კუნძული ეგეოსის ზღვის კიკლადების არქიპელაგში, ეკუთვნის საბერძნეთს.

ტინტორეტო (ნამდვილი გვარი რობუსტი) იაკოპო - იტალიელი ფერმწერი (1518-1594 წწ).

ტინქტურა - სამკურნალო ნივთიერების ნაყენი.

ტიოსი - ქალაქი იაპონიის ტიბის პრეფექტურაში.

ტიოტკა (ნამდვილი სახელი და გვარი ელოიზა ბაშკევიჩი) - ბელორუსი პოეტი ქალი (1876-1916 წწ).

ტიპაჟი (ფრანგ.)

1) რაიმე ნაკეთობათა ტიპების, მოდელების ერთობლიობა.

2) ხელოვნებაში - ადამიანთა რაიმე საზოგადოებრივი თანრიგის, ტიპის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.

3) კინემატოგრაფიაში - მსახიობი, რომელიც თავისი გარეგნობით ფილმში გარკვეულ როლს შეეფერება.

ტიპი (ბერძნ.)

1) საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა.

2) ხელოვნებაში - მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები.

3) ბიოლოგიაში - მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ყველაზე მსხვილი ერთეული (აერთიანებს მონათესავე კლასებს).

4) იტყვიან უცნაურ ან უარყოფით თვისებათა მქონე ადამიანზე.

5) (ინგლ.) - იგივეა, რაც ვიგვამი.

ტიპია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - მიუთითებს ბეჭდვის პროცესებთან, პოლიგრაფიასთან კავშირზე.

ტიპიზაცია

1) ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა (მანქანებისა, დეტალებისა და სხვა).

2) კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით.

3) ხელოვნებაში - ტიპობრივის შერჩევა და კონკრეტული მხატვრული ფორმებით განსახიერება.

ტიპიკონი (ბერძნ.) - საეკლესიო წესების კრებული.

ტიპობრივი - გარკვეული ტიპის შესაბამისი; სტანდარტული.

ტიპოლოგია (ბერძნ.) - საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

ტიპომეტრი (ბერძნ.) - სპეციალური სახაზავი ანაწყობის სტრიქონთა რაოდენობის გასაზომად.

ტიპური - რომელიმე ტიპისათვის ნიშანდობლივი, დამახასიათებელი.

ტიპუ-სულთანი - მაისურის სამთავროს (ინდოეთი) გამგებელი (1750-1799 წწ).

ტიპრადა (ფრანგ.) - პათოსით წარმოთქმული გრძელი ფრაზა, რეპლიკა, მონოლოგი.

ტირა (ტირასი) - მილეტიდან გადმოსახლებული ბერძნების მიერ დაარსებული ანტიკური ქალაქი მდინარე დნესტრის დასავლეთ ნაპირას ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში.

ტირადენტისი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟოაკინ ჟოზე და სილვა შავიერი) - რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი ბრაზილიაში (1748-1792 წწ).

ტირანა - ალბანეთის დედაქალაქი. ცნობილია XV საუკუნიდან. ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდა 1920 წელს (250 ათასი).

ტირანი (ბერძნ.)

1) სასტიკი მმართველი, რომელიც მოქმედებს თვითნებურად და ძალადობით; დესპოტი.

2) (გადატანით) მკაცრი, ულმობელი ადამიანი, მტარვალი.

3) ძველ საბერძნეთში - ერთპიროვნული მმართველი.

ტირანია (ბერძნ.)

1) თვითნებობასა და ძალადობაზე დამყარებული მმართველობა; დესპოტიზმი.

2) ძველ საბერძნეთში - ტირანის მმართველობა, შეუზღუდველი ერთპიროვნული ხელისუფლება.

3) შუა საუკუნეებში ჩრდილო და შუა იტალიაში - ზოგი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა.

ტირანოზავრი - გიგანტური მტაცებელი დინოზავრი

ტირაჟი (ფრანგ.)

1) სესხის ან ლატარიის მოგებათა გათამაშება.

2) სესხის ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების დაფარვა (გამოსყიდვა) იმ დაწესებულების მიერ, რომელმაც ისინი გამოუშვა.

3) ერთი და იმავე გამოცემის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.

4) (ფრანგ.) - ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია.

ტირასპოლი - ქალაქი მოლდავეთში (190 ათასი).

ტირგოვიშტე

1) ქალაქი რუმინეთის დიმბოვიცის ჟუდეცში.

2) ქალაქი ბულგარეთში, ამავე სახელწოდების ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.

ტირგუ-მურეში - ქალაქი რუმინეთში, მურეშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (165 ათასი).

ტირგუ-ჟიუ - ქალაქი რუმინეთში, გორჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ტირე (ფრანგ.) - სასვენი ნიშანი, ჰორიზონტალური ხაზი (-).

ტირელი ჯორჯ უოლტერ - ინგლისელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1883-1961 წწ).

ტირენის ზღვა - ხმელთაშუა ზღვის ნაწილი აპენინის ნახევარკუნძულსა და კუნძულებს სიცილიასა, სარდინიასა და კორსიკას შორის (სიღრმე 3719 მეტრი).

ტირენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლიდიის მეფის ვაჟი, რომელმაც, როგორც გადმოცემა ამბობს, იტალიის დასავლეთ სანაპიროზე ლიდიელთა კოლონია დაარსა.

ტირესია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ევერესისა და ფერია ქარიკლოს ვაჟი, მანტოს მამა, ცნობილი ბრმა წინასწარმეტყველი, ვისი სახელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ოიდიპოსის მითთან.

ტირი (ფრანგ.) - სპეციალური სადგომი ხელის ცეცხლსასროლი იარაღის მიზანში სროლისათვის (ვარჯიშის მიზნით).

ტირია - იგივეა, რაც მტირალა.

ტირიბაზე - სპარსეთის სამეფოს პროვინციის დასავლეთ არმენიის მმართველი (სატრაპი) ძვ. წ.აღ. IV საუკუნის დასაწყისში.

ტირიკუნამალაია - იხილე ტრინკომალი.

ტირილი

1) ცრემლის დენა დარდის, მწუხარების ან ტკივილის გამო (ხშირად დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემით, სლუკუნით).

2) გლოვა (ცრემლით, მოთქმით).

3) იგივეა, რაც სატირალი.

ტირილ-ტირილით - გაბმული ტირილით.

ტირინთი (ტირინთოსი) - ძველი ბერძნული ქალაქი არგოლიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ტირისდენი - დეკემბრის თვის ძველი ქართული სახელწოდება.

ტირისკონი - ნოემბრის თვის ძველი ქართული სახელწოდება.

ტირიტაკე - ბოსფორის სახელმწიფოს ქალაქი; დააარსეს ბერძნებმა ძვ.წ.აღ. VI ს შუა წლებში.

ტირიფი (შალიხ) - საშუალო ან პატარა რბილმერქნიანი ხე; აქვს ვიწრო, მოკლეყუნწიანი ფოთლები; იზრდება უპირატესად მდინარის პირებზე, ტენიან ადგილებში.

ტირიფნარი - სადაც ბევრი ტირიფი დგას.

ტირიფონის არხი - სარწყავი სიტემა შიდა ქართლში, ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა მხარეს.

ტირიფონის ვაკე - შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი.

ტირიჩმირი - მწვერვალი ჰინდუქუშის მთათა სისტემაში, პაკისტანი (7690 მეტრი).

ტირლოვა ჰერმინა - ჩეხი რეჟისორ-მულტიპლიკატორი და მხატვარი ქალი (1900-1990 წწ).

ტირნევენი - ქალაქი რუმინეთის მურეშის ჟუდეცში.

ტირნოვო - იხილე ველიკო-ტირნოვო.

ტირნოვოს სამეფო - ფეოდალური სახელმწიფო XIV საუკუნის მეორე ნახევარში ბულგარეთში.

ტირო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სალმონევსის ქალიშვილი, ნელევსისა და პელიავსის დედა, მდინარის ღმერთის - ენიპევსის სატრფო.

ტიროლი - მხარე დასავლეთ ავსტრიაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ინსბრუკი.

ტიროლის ალპები - ალპების ნაწილის სახელწოდება ავსტრიაში.

ტირონი - საგრაფო ჩრდილოეთ ირლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).

ტირპიცი ალფრედ ფონ - გერმანელი სამხედრო- საზღვაო და პოლიტიკური მოღვაწე (1849-1930 წწ).

ტირსო დე მოლინა (ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ ტელიესი) - ესპანელი მწერალი (დაახლოებით 1571-1648 წწ).

ტირტეოსი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნის II ნახევარი).

ტირუვანანტაპურამი - იხილე ტრივანდრამი.

ტირუნელველი (ტინეველი) - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში (340 ათასი).

ტირუპური - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილნადის შტატში (235 ათასი).

ტირუჩირაპალი - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში (385 ათასი).

ტირძნისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ტისა - მდინარე ჩეხეთში, რუმინეთში და უნგრეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 966 კილომეტრი).

ტისა იშტვან - უნგრეთის მთავრობის მეთაური 1903-05, 1913-17 წლებში (1861-1918 წწ).

ტისა კალმან - უნგრეთის მთავრობის მეთაური 1875-90 წლებში (1830-1902 წწ).

ტისამენოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ორესტესა და ჰერმიონეს ვაჟი, არგოსის მითიური მეფე, დაიღუპა ჰერაკლიდებთან ბრძოლაში.

ტისანდიე გასტონ - ფრანგი აერონავტი (1843-1899 წწ).

ტისასედერკენი - ქალაქი უნგრეთის ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში, ყოფილი ლენინვაროში.

ტისელიუსი არნე - შვედი ბიოქიმიკოსი, 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1902-1971 წწ).

ტისერანი ფრანსუა - ფრანგი ასტრონომი (1845-1896 წწ).

ტისიფონე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ერინია.

ტისო იოსეფ - სლოვაკეთის ფაშისტური მთავრობის მეთაური 1938-39 წლებში (1887-1947 წწ).

ტისტა - მდინარე ინდოეთსა და ბანგლადეშში, მდინარე ბრაჰმაპუტრას მარჯვენა შენაკადი.

ტიტა

1) დეკორატიული ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; იკეთებს მეტწილად წითელ ყვავილს.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

3) სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ტიტანები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურანოსისა და გეას შვილები, უკვდავი არსებები, გიგანტები; ტიტანებად ითვლებოდნენ: ოკეანოსი, ჰიპერიონი, კოოსი, იაპეტი, კრონოსი.

ტიტანი (ბერძნ.)

1) იხილე ტიტანები.

2) იტყვიან ძალიან დიდ მოაზროვნეზე, გენიოსზე.

3) ქიმიური ელემენტი, ფოლადისფერი მაგარი ლითონი. ატომური ნომერი 22, ატომური მასა 47,90.

4) პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ფიზიკოსმა ქრ. ჰუიგენსმა 1655 წელს.

5) წყლის ასადუღებელი დიდი ჭურჭელი განსაკუთრებული მოწყობილობისა.

ტიტანია - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უ.ჰერშელმა 1787 წელს.

ტიტანიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანების დები, ურანოსისა და გეას ქალიშვილები, ტიტანიდებს ზოგჯერ ტიტანთა შვილებსაც უწოდებენ.

ტიტანიკი - XX საუკუნის დასაწყისის უდიდესი სამგზავრო ხომალდი, ააგეს 1911 წელს. პირველივე ცურვისას დიდი ბრიტანეთიდან ამერიკისაკენ განიცადა კატასტროფა, აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა 1912 წლის 15 აპრილს

ტიტანიტი - მინერალი, კალციუმისა და ტიტანის სილიკატი. წარმოადგენს ნედლეულს ტიტანის ჟანგის მისაღებად (სინონიმი - სფენი).

ტიტანური - უზარმაზარი, ძლიერი.

ტიტა რუფო (ნამდვილი სახელი და გვარი კაფიერო ტიტა რუფო) - იტალიელი მომღერალი (1877 -1953 წწ).

ტიტესტერი (ინგლ.) - სპეციალისტი, რომელიც ჩაის ხარისხს ამოწმებს გემოთი; ჩაის დეგუსტატორი.

ტიტველი (ტიტველა)

1) ვისაც არაფერი აცვია; შიშველი. სხეულის ნაწლი, რომელიც არაფრით არ აქვთ დაფარული.

2) (გადატანით) ვისაც ტანსაცმელი არა აქვს; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

3) თმით (ბუმბულით, ბალნით...) შეუმოსავი.

ტიტველ-შიშველი - ჩაუცმელ-დაუხურავი; ცუდად, ღარიბულად ჩაცმული.

ტიტვინისწყარო - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ტიტიბი - ბროწეულის ნარჩევი ქერქი; იყენებდნენ შავ საღებავად.

ტიტიკაკა - ტბა ცენტრალურ ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე (სიღრმე 300 მეტრამდე).

ტიტინა - ვისაც ტიტინი სჩვევია.

ტიტინი

1) ახლად ენაადგმული ბავშვის ლაპარაკი; ტიკტიკი.

2) უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.

ტიტიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსისა და ორქომენის ქალიშვილის - ელარეს ვაჟი, რომელიც უღირსი საქციელის გამო ზევსმა დასაჯა და ქვესკნელში ჩააგდო, სადაც მას გამუდმებით უკორტნიან ღვიძლს სვავები.

ტიტლიკანა - იგივეა, რაც ტიტველი.

ტიტო (ბროზ ტიტო) იოსიპ - იუგოსლავიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1953 წლიდან, მარშალი (1892-1980 წწ).

ტიტოგრადი - იხილე პოდგორიცა.

ტიტოვა-მიტროვიცა - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

ტიტოვ-ველესი (1952 წლამდე ველესი) - ქალაქი მაკედონიაში.

ტიტოვი ვლადიმერ - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1983 და 1987-88 წლებში (დაიბადა 1947 წელს).

ტიტოვი გერმანე - რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, კოსმონავტიკის ისტორიაში მეორე ფრენის მონაწილე 1961 წლის 6-7 აგვისტოს (1935-2000 წწ).

ტიტოვო-უჟიცე (1946 წლამდე უჟიცე) - ქალაქი სერბიაში (იუგოსლავია).

ტიტრი (ფრანგ.)

1) წარწერა კინოფილმის კადრზე.

2) ქიმიაში - ერთ კუბურ სანტიმეტრ სითხეში გახსნილი ნივთიერების გამოსახულება.

ტიტუვენაი - ქალაქი ლიტვაში.

ტიტულატურა - ტიტულების ერთობლიობა (მაგალითად, მეფეების ტიტულატურა).

ტიტული (ლათ.)

1) საგვარეულო ან ბოძებული საპატიო წოდება.

2) წიგნის სათაური; წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც მოთავსებულია სათაური, ავტორის გვარი, გამოცემის ადგილი, წელი და სხვა; სატიტულო ფურცელი.

3) კაპიტალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დასახელება იმ ობიექტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია სატიტულო სიებში.

ტიტულესკუ ნიკოლაე - რუმინეთის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1882-1941 წწ).

ტიტუსი ფლავიუს ვესპასიენა - რომის იმპერატორი (39 - 81 წწ).

ტიტყინი - უთავბოლო ლაპარაკი, ყბედობა.

ტიუბინგენი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.

ტიუბინგი (ინგლ.) - სეგმენტის სახის ლითონის ან რკინაბეტონის ფილა, რომელსაც იყენებენ მაღაროებისა და გვირაბების გასამაგრებლად.

ტიუგოკუ - გეოგრაფიული ოლქი იაპონიაში.

ტიუდორები - სამეფო დინასტია ინგლისში (1485-1603 წწ).

ტიუდორი ენტონი - ინგლისელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1909-1990 წწ).

ტიული (ფრანგ.) - თხელი, ბადისებრი გამჭვირვალე ქსოვილი.

ტიულპანი (იტალ.) - იგივეა, რაც ტულიპი.

ტიულრი - საფრანგეთის მეფეების ერთ-ერთი რეზიდენცია, ლუვრის კომპლექსის ნაწილი პარიზში.

ტიუმენი - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (505 ათასი).

ტიურგო ან რობერ ჟაკ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ეკონომისტი (1727-1781 წწ).

ტიურენი ანრი დე ლატურ ' ოვერნი, ვიკონტ დე - ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი (1611-1675 წწ).

ტიურინგი ალან მეთისონ - ინგლისელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი (1912-1954 წწ).

ტიურო-დანჟენი ფრანსუა - ფრანგი ასირიოლოგი და შუმეროლოგი (1872-1944 წწ).

ტიუტჩევი თედორე - რუსი პოეტი (1803-1873 წწ).

ტიფანი - ამერიკული საიუველირო ფირმა. დასაბამი მიეცა 1837 წელს ნიუ-იორკში.

ტიფი (ბერძნ.) - რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების საერთო სახელწოდება (მუცლის ტიფი, პარტახტიანი ტიფი, პარატიფი).

ტიფლიტი (ბერძნ.) - ბრმა ნაწლავის ანთება.

ტიფლოპედაგოგიკა (ინგლ.) - პედაგოგიკის დარგი, რომელიც ამუშავებს უსინათლოთა და ცუდად მხედველთა სწავლა-აღზრდის საკითხებს.

ტიფოზი (იტალ.) - ასე უწოდებენ იტალიაში ფეხბურთის გულშემატკივრებს.

ტიფონი

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გეასა და ტარტაროსის უმცროსი ვაჟი, რომელიც ღმერთების მიერ ტიტანების დამარცხების შემდეგ დაიბადა. იგი იყო ასზე მეტი თავის მქონე გველი და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. მის საცხოვრებლად ვულკან ეტნის ფსკერს მიიჩნევდნენ.

2) შუქურაზე არსებული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ხმოვან სიგნალებს ბურუსის დროს ზღვაზე.

ტიღა - შავგვრემანი, შავი ადამიანი.

ტიშბაინი იოჰან ფრიდრიხ ავგუსტ - გერმანელი ფერმწერი (1751-1829 წწ).

ტიშბაინი იოჰან ჰაინრიხ ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1751-1829 წწ).

ტიშკა იან (ნამდვილი სახელი და გვარი - ლეო იოგიხესი) - პოლონეთისა და გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1867-1919 წწ).

ტიჩენერი ედუარდ ბრედფორდ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1867-1927 წწ).

ტიჩინა პავლო - უკრაინელი პოეტი, აკადემიკოსი (1891-1967 წწ).

ტიჩინო - მდინარე შვეიცარიასა და იტალიაში, მდინარე პოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 248 კილომეტრი).

ტიციანი (ნამდვილი სახელი და გვარი ტიციანო ვეჩელიო) - იტალიელი ფერმწერი (1476/77-80 ან 1488-90 - 1576 წწ).

ტიციუსი იოჰან დანიელ - გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1729-1796 წწ).

ტიხარი - თხელი გამყოფი კედელი.

ტიხრი - იგივეა, რაც ტიხარი.

ტიხაჩეკი იოსეფ ალოის - ჩეხი მომღერალი (1807-1886 წწ).

ტიხე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, შემთხვევის, ბედისა და ბედნიერების ღმერთქალი, ოკეანოსისა და ტეთისის ქალიშვილი. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ერთ ხელში გემის საჭე ეჭირა და მეორეში სიუხვის რქა.

ტიხვინი - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის ოლქში (70 ათასი).

ტიხი - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში.

ტიშბაინი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი (ბიატლონი), ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი 1968, 1972, 1976, 1980 წლებში (დაიბადა 1947 წელს).

ტიშბაინი ვიაჩესლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1928-2009 წწ).

ტიშბაინი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1980-85 წლებში (1905-1990 წწ).

ტიშბაინი ნიკოლაი - რუსი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1896-1979 წწ).

ტიხორეცკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (70 ათასი).

ტიხტენგენი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4618 მეტრი).

ტიხტიხი - ზოგი ფრინველის (მაგ., ღალღის) დამახასიათებელი ძახილი. || (გადატანით) ხმაური, ყაყანი.

ტიხუანა (თიჯუანა) - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქვემო კალიფორნიის შტატში, დიდი სატრანსპორტო კვანძი (700 ათასი).

ტიჯანი იუსეფ ბაშირ - არაბი პოეტი (სუდანი) (1912-1937 წწ).