The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა კა
დოკუმენტის ნახვა კბ
დოკუმენტის ნახვა კდ
დოკუმენტის ნახვა კე
დოკუმენტის ნახვა კვ
დოკუმენტის ნახვა კი
დოკუმენტის ნახვა კლ
დოკუმენტის ნახვა კმ
დოკუმენტის ნახვა კნ
დოკუმენტის ნახვა კო
დოკუმენტის ნახვა კპ
დოკუმენტის ნახვა კრ
დოკუმენტის ნახვა კს
დოკუმენტის ნახვა კტ
დოკუმენტის ნახვა კუ
დოკუმენტის ნახვა კჰ

კო

 

კოაგულანტი - ტექნიკური სახელწოდება ქიმიური ნაერთებისა, რომელთაც იყენებენ წყლის გასაწმენდად.

კოაგულატი - ნალექი, რომელიც ჩნდება კოლოიდური ხსნარის კოაგულაციის შედეგად.

კოაგულაცია (ლათ.) - კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი.

კოალა - ავსტრალიაში მობინადრე ჩანთოსანი ცხოველი, გარეგნულად დათვს ჰგავს. სიგრძე 60-80 სმ, მასა 16 კილოგრამამდე.

კოალიცია (ლათ.) - სახელმწიფოების, პარტიებისა და სხვათა შეთანხმება, კავშირი საერთო მიზნის მისაღწევად.

კოალიციური მთავარობა - მთავრობა, რომელიც შედგენილია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთაგან.

კოანდე ანრი - რუმინელი მეცნიერი და ავიაკონსტრუქტორი, მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში (1886-1972 წწ).

კოარტიკულაცია - სხვადასხვა სამეტყველო ბგერის საწარმოთქმო მოძრაობათა ერთდროულად შესრულება.

კოატა - შავი „ობობასებრი” მაიმუნი (სხეულის სიგრძე 50 სმ-მდე), ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

კოატინგა - იხილე კაატინგა.

კოაუილა - შტატი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - სალტილიო.

კოაქსიალური კაბელი - კაბელი, რომელიც შედგება ორი ერთმანეთისგან იზოლირებული სადენისაგან; ერთი მათგანი გატარებულია მეორეში. იყენებენ ძალიან მაღალი სიხშირის ენერგიის გადასაცემად.

კობა - იოსებ სტალინის ერთ-ერთი რევოლუციური მეტსახელი.

კობადიანი - უძველესი ქალაქი ბაქტრიაში, ამჟამად დაბა კალაი-მირი ტაჯიკეთში.

კობაიასი ტაკიძი - იაპონელი მწერალი (1903-1933).

კობალაური - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

კობალაძე იუსუფ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1906-1985 წწ).

კობალაძე ფატმა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

კობალთა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

კობალტი (Co) - ქიმიური ელემენტი, მბრწყინავი, წითლად მოლაპლაპე მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 27, ატომური მასა 58,9332. აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა გ.ბრანდტმა 1735 წელს.

კობალტინი - მინერალი, კობალტის გოგირდოვან-დარიშხანოვანი ნაერთი; წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მადანს კობალტის მისაღებად.

კობანი - ქალაქი გვატემალის ალტა-ვერაპასის შტატში.

კობაძე - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (თეთრი წყლების თემის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, თელავიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 104 ადამიანი.

კობახიძე ბადრი - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-1988 წწ).

კობახიძე გრიგოლ - პედაგოგი, ფიზიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მასწავლებელი, თბილისის 77-ე საშუალო სკოლის დირექტორი (1910-1990 წწ).

კობახიძე დავით - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1885-1947 წწ).

კობახიძე მიხეილ - კინორეჟისორი - (დაიბადა 1939 წელს).

კობახიძე პეტრე (პიერ) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1963 წწ).

კობდენი რიჩარდ - ფრიტრედერების ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი დიდ ბრიტანეთში (1804-1865 წწ).

კობდო

  1. (ჯარგალანტი) ქალაქი მონღოლეთში.

  2. მდინარე მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - 516 კილომეტრი).

კობე - ქალაქი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (1,5 მილიონი).

კობეთი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

კობეევი სპანდიარ - ყაზახი მწერალი (1878-1956 წწ).

კობელიაკი - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში.

კობერგერი ანტონ - გერმანელი ტიპოგრაფი და გამომცემელი (დაახლოებით 1445 - 1513 წწ).

კობერიძე ერმალოზ - გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1904-1974 წწ).

კობერიძე ოთარ - კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

კობეტი უილიამ - ინგლისელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1762-1835 წწ).

კობზა - სლავებს შორის, ძირითადად უკრაინაში, გავრცელებული სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

კობზარი - სახალხო მომღერალი და მუსიკოსი უკრაინაში, რომელიც სიმღერას კობზას თანხლებით ასრულებდა.

კობზონი იოსიფ - ესტრადის რუსი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

კობი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

კობილიანსკაია ოლგა - უკრაინელი მწერალი ქალი (1863-1942 წწ).

კობიძე დავით - აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1906-1981 წწ).

კობლენცი - ქალაქი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში (110 ათასი).

კობლერი - კოტეილის სახესხვაობა.

კობლოვი სერგეი - გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; დაიბადა ყაზბეგში (1915-1954 წწ).

კობო აბე - იხილე აბე კ.

კობოლი (ინგლ. აბრევიატურა COmmon Business Orianted Languagე) - პროგრამირების ერთ-ერთი ენა.

კობოლტი - ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში.

კობოჟა - მდინარე რუსეთის ნოვგოროდის და ვოლოგდის ოლქებში, მდინარე მოლოგის მარცხენა შენაკადი.

კობრა

  1. მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვიატკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 324 კილომეტრი).

  2. (კოპენჰაგენის, ბრიუსელის და ამსტერდამის პირველი ასოებით შედგენილი აბრევიატურა) - დანიელი, ბელგიელი და ნიდერლანდელი აბსტრაქციონისტი მხატვრების გაერთიანება. შეიქმნა 1948 წელს პარიზში.

  3. (Naja) - ძალზედ შხამიანი გველის სახეობა; გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში. სიგრძე 1,4-2,5 მეტრი. სამეფო კომბრა ანუ გამადრიადი (5,5 მეტრი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს.

კობრეზია - მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა; მრავალწლოვანი მკვრივკორდოვანი ბალახებია.

კობრი (Cyprinus carpio) - მტკნარი წყლის თევზი. იგივე გოჭა.

კობრინი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

კობურგები - ბულგარეთის მეფეთა დინასტია 1887 - 1946 წლებში.

კობურნი ელვეინ ლენგდონ - ინგლისელი ფოტოგრაფი, ცნობილია თავისი აბსტრაქციული კომპოზიციებით (1882-1966 წწ).

კოგაი - იაპონური ცივი იარაღი, წამახვილებული დანა.

კოგალიმი - ქალაქი რუსეთის ხანტ-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში (55 ათასი).

კოგანი ლეონიდ - რუსი მევიოლინე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1982 წწ).

კოგანი პაველ - რუსი პოეტი (1918-1942 წწ).

კოგელნიჩანუ მიხაილ - მოლდავეთის მთავრობის მეთაური 1860-61 წლებში, 1887-90 წლებში რუმინეთის აკადემიის პრეზიდენტი (1917-1891 წწ).

კოგია - ზღვის ძუძუმწოვარი კბილიანი ვეშაპების რიგისა; სხეულის სიგრძე 4 მეტრი, მასა 500 კგ-მდე.

კოგილნიკი (კუნდუკი) - მდინარე მოლდავეთსა და უკრაინაში, ერთვის სასიკის ტბას.

კოგნატები (ლათ.) - ძველი რომის სამართალში: სისხლის ნათესავები ქალის ხაზით, აგრეთვე სისხლის ნათესავები საერთოდ.

კოგურიო - ერთ-ერთი უძველესი კორეული ტომი.

კოდა

  1. მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

  2. სოფლები თეთრიწყაროს და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

  3. (იტალ.)მუსიკალური ნაწილის დამამთავრებელი ნაწილი.

  4. სონეტის დამატებითი (მე-15) ტაეპი.

კოდა როჰან (ნამდვილი სახელი სიგეიუკი) - იაპონელი მწერალი (1867-1947 წწ).

კოდავარდისუბანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

კოდაი ზოლტან - უნგრელი კომპოზიტორი (1882-1967 წწ).

კოდაირა - ქალაქი იაპონიის ტოკიოს პრეფექტურაში.

კოდაკი

  1. XVII-XVIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მახლობლად.

  2. იხილე ისტმენ-კოდაკი.

  3. ფოტოაპარატის სახეობა.

კოდალა - ტყის გრძელნისკარტა ფრინველი; იკვებება ხის ჭია-მატლით, რომელსაც ეძებს ხის ქერქში; ხეკაკუნა.

კოდალი - პატარა საბავშვო, წვერწაუმახავი ისარი.

კოდარი - ქედი იმიერბაიკალეთის ცენტრალურ ნაწილში.

კოდეინი (ბერძნ.) - თეთრი კრისტალური ფხვნილი, ოპიუმის ალკალოიდი; უმთავრესად იყენებენ ხველების დასამშვიდებლად.

კოდექსი (ლათ.) - სამართლის რომელიმე დარგის გარკვეული სისტემით განლაგებულ კანონთა კრებული.

კოდი

  1. გულამოღებული მორისაგან გაკეთებული ხის დიდი ჭურჭელი; იხმარება მარცვლეულის და ხილის შესანახად.

  2. მთლიანი ხის მოგრძო ჭურჭელი, წყაროსთან დადგმული საქონლის დასარწყულებლად.

  3. მარცვლეულის საწყაო სხვადასხვა ზომისა (4-5 ფუთი).

  4. (ფრანგ.) - სისტემა პირობითი ნიშნებისა და სიგნალებისა, რომელთაც იყენებენ რაიმე ცნობების გადასაცემად ტელეფონით, ტელეგრაფით.

კოდიაკი - იხილე კადიაკი.

კოდიანი

  1. კოდია მოცულობისა.

  2. მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედზე.

კოდიბინა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

კოდიკოლოგია - საგანგებო ისტორიული დისციპლინა, რომელიც ძირითადად ხელნაწერ წიგნებს შეისწავლის.

კოდილა - დაკოდილი პირუტყვი.

კოდიმა

  1. ქალაქი უკრაინის ოდესის ოლქში.

  2. მდინარე ოდესის უკრაინის და ნიკოლაევის ოლქებში, მდინარე სამხრეთის ბუგის მარჯვენა შენაკადი.

კოდინა (კოდემა, კანდინა, კეიდინა) - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე ონეგის მარჯვენა შენაკადი.

კოდინსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ანგარაზე.

კოდირება - ინფორმაციის ჩაწერა კოდის საშუალებით.

კოდისპირი - სახელმწიფო გადასახადი გვიანი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. იხდიდა თითოეული კომლი 2-4 კოდი პურის ან ქერის ოდენობით.

კოდიფიკატორი - კოდიფიკაციაზე მომუშავე პირი.

კოდიფიკაცია და კოდიფიცირება - სამართლის ცალკეული დარგების კანონთა სისტემაში მოყვანა, ერთ კრებულში გაერთიანება.

კოდისწყარო - სოფლები თეთრიწყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებში.

კოდიჯვარი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

კოდმანი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

კოდონი - გენეტიკური კოდის ერთეული.

კოდორი - მდინარე გულრიფშის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 80 კილომეტრი).

კოდორის ქედი - ქედი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

კოდრიანუ ნიკოლაე - რუმინელი საზოგადო მოღვაწე, სოციალისტი (1850-1878 წწ).

კოდრუ

  1. მაღლობი მოლდავეთში მდინარეეებს რეუტსა და პრუტს შორის.

  2. ნაკრძალი მოლდავეთში, შეიქმნა 1971 წელს.

  3. მთები რუმინეთში.

კოდ-საკორავის ღელე - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე.

კოდუელი კრისტოფერ - ინგლისელი მწერალი (1908-1937 წწ).

კოე სებასტიან - ინგლისელი მორბენალი, მძლეოსანი; 1980 და 1984 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი საშუალო დისტანციებზე სირბილში (დაიბადა 1956 წელს).

კოელიო პაულო - ბრაზილიელი მწერალი (დაიბადა 1947 წელს).

კოენი სტენლი - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.ლევი-მონტალჩინისთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).

კოერციტიმეტრი - ფერომაგნიტური მასალის კოერციტიული ძალის საზომი ხელსაწყო.

კოეფიციენტი (ლათ.)

  1. მათემატიკაში - რიცხვითი (ან ასოითი) მამრავლი ალგებრულ გამოსახულებაში.

  2. ფიზიკაში - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური სხეულის რაიმე თვისებას.

კოვა - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ანგარის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 518 კილომეტრი).

კოვადონგა - ხეობა ასტურიაში (ესპანეთი), სადაც 718 წელს გამართულმა ბრძოლამ სათავე დაუდო რეკონკისტას (არაბთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლას).

კოვალევსკაია სოფია - რუსი მათემატიკოსი ქალი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი ქალი (1850-1901 წწ).

კოვალევსკი ალექსანდრე - რუსი ბიოლოგი, შედარებითი ემბრიოლოგიის და ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1840-1901 წწ).

კოვალევსკი ვლადიმირ - რუსი ზოოლოგი, ევოლუციური პალეონტოლოგიის ფუძემდებელი (1842-1883 წწ). 3) პაველ - რუსი ფერმწერი (1843-1903 წწ).

კოვალენოკი ვლადიმირ - რუსი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1978 და 1981 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).

კოვალენოკი სერგეი - კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში” (1965-68), კიევის „სტროიტელსა” (1969-75) და მოსკოვის ცსკა-ში (1976-80), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1966-73). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ჩემპიონი (1969) (დაიბადა 1947 წელს).

კოვალენსკი პეტრე - რუსეთის ელჩი და მინისტრი ქართლ-კახეთის სამეფოში, შემდეგ „საქართველოს მმართველი” (გარდაიცვალა 1817 წელს).

კოვალენტური ბმა - ორ ატომს შორის ქიმიური ბმის ერთ-ერთი სახეობა.

კოვალი იური - რუსი მწერალი (1938-1995 წწ).

კოვალიოვა გალინა - რუსი მომღერალი ქალი (კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1932-1995 წწ).

კოვალიოვი ალექსანდრე - უკრაინელი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1915-1991 წწ).

კოვალიონოკი ვლადიმირ - რუსი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1978 და 1981 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).

კოვალსკაია სოფია - რუსი რევოლუციონერი ქალი, ხალხოსანი (1851-1943 წწ).

კოვანკო ალექსანდრე - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-ლეიტენანტი, აეროსტატების და დირიჟაბლების აგების ინიციატორი რუსეთში (1856-1919 წწ).

კოვარსკი ფელიციან შჩენსნი - პოლონელი ფერმწერი (1890-1948 წწ).

კოვასნა - ჟუდეცი ცენტრალურ რუმინეთში.

კოვაჩევიჩი ვლადიმირ - იუგოსლაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1942 წელს).

კოვაჩი ანდრაშ - უნგრელი კინორეჟისორი (დაიბადა 1925 წელს).

კოვაჩიჩი ანტე - ხორვატი მწერალი (1854-1889 წწ).

კოვაჩიჩი ივან გორან - ხორვატი მწერალი (1913-1943 წწ).

კოვბოი (ინგლ.) - აშშ-ს დასავლეთ შტატებში ძროხების მწყემსი.

კოვბოიკა (ინგლ.) - გარედან დაკერებული ჯიბეებიანი ზედა სამოსი, სქელი ქსოვილის პერანგი.

კოვდა (სოფიანგა, კუნდოზერკა, კუმა, იოვა, რუგოზერკა) - მდინარე რუსეთის მურმანსკის ოლქში, ერთვის თეთრი ზღვის კანდალაქშის უბეს.

კოვდოზერო (კოვდა) - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.

კოვდორი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (30 ათასი).

კოვე მიხეილ - აფხაზი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1914 წელს).

კოველი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში (70 ათასი).

კოველი ვალენტინა - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში (1923-1997 წწ).

კოვენანტი - შოტლანდიაში რეფორმაციის მომხრეთა კავშირების სახელი, რაც XVI-XVII საუკუნეებში კალვინისტური ეკლესიის ინტერესთა დასაცავად იქმნებოდა.

კოვენსკაია - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში.

კოვენტ-გარდენი (ოპერის სამეფო თეატრი) - ლონდონში 1772 წელს დაარსებული ოპერის თეატრი; 1949 წლიდან სახელმწიფო სტატუსი მიიღო.

კოვენტრი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისის უესტ-მიდლენდზის მეტროპოლიურ საგრაფოში (310 ათასი).

კოვერკოტი (ინგლ.) - შალის ერთგვარი მკვრივი ქსოვილი ზედა ტანსაცმლისათვის.

კოვზანი ბორის - პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1922-1985 წწ).

კოვზი - მცირედ ჩაღრმავებული ტარიანი მოგრძო იარაღი სითხის, ფაფისა და წვნიანის საჭმელად.

კოვილიანი - ქალაქი პორტუგალიის ბეირა-ბაშირის ოლქში.

კოვილკინო - ქალაქი რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში (25 ათასი).

კოვნირი სტეპან - უკრაინელი არქიტექტორი, კიევო-პეჩორის ლავრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი (1695-1786 წწ).

კოვნო - ლიტვის ქალაქ კაუნასის ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.

კოვპაკი სიდორ - საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1887-1967 წწ).

კოვჟა - მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში, ერთვის ბელოეს ტბას.

კოვროვი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (160 ათასი).

კოვტუნი ვალერი - ბალეტის უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1944 წელს).

კოვშოვა ნატალია - მებრძოლი-სნაიპერი ქალი, საბჭოთა კავშირის გმირი (სიკვდილის შემდეგ), ხელყუმბარით აიფეთქა თავი ფაშისტთა გარემოცვაში (1920-1942 წწ).

კოზაკი - აქლემის ნაშიერი.

კოზაკი იან - ჩეხი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

კოზაკი სემიონ - საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902 - 1953 წწ).

კოზაკოვი მიხაილ ემანუილის ძე - რუსი მწერალი (1897-1954 წწ).

კოზაკოვი მიხაილ მიხაილის ძე - რუსი მსახიობი და რეჟისორი (1934-2011 წწ).

კოზანი - ქალაქი საბერძნეთში.

კოზა ნოსტრა (იტალ.) - აშშ-ს მაფიის ორგანიზაციათა სახელი, რომელიც საწყის ეტაპზე ძირითადად იტალიელებისაგან შედგებოდა.

კოზარაცი იოსიპ - ხორვატი მწერალი (1858-1906 წწ).

კოზელსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

კოზელსკი იაკოვ - რუსი განმანათლებელი, ფილოსოფოსი (დაახლოებით 1728-1794 წწ).

კოზენზი ჯეიმზ - იხილე კაზენზი ჯ.

კოზენცა - ქალაქი სამხრეთ იტალიაში.

კოზეტი (ფრანგ.) - პატარა, ორადგილიანი დივანი, ტახტი.

კოზი - სოფლების ზემო კოზის, შუა კოზის და ქვემო კოზის გავრცელებული სახელი (ჯავის მუნიციპალიტეტი).

კოზი-კორპეშ - ბიან სლუ - ყაზახური ლირიკულ-ეპიკური პოემა; ჩაწერილია XIX საუკუნეში.

კოზინი ვადიმ - რუსი მომღერალი, ტენორი, ცნობილი თავისი ავანტიურისტული კარიერით (1903-1994 წწ).

კოზინცევი გრიგორი - რუსი კინორეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1973 წწ).

კოზირევი ანდრეი - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1990-96 წლებში (დაიბადა 1951 წელს).

კოზირი (რუს.)

  1. ბანქოს ზოგიერთ თამაშში ქაღალდი (მასტი), რომელსაც მოცემულ კონზე (ჯერობაზე) უპირატესობა აქვს.

  2. იტყვიან ისეთ რამეზე, რაც გამოადგებათ გამარჯვებისათვის.

კოზისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ღარულის სათავე.

კოზკო ვიქტორ - ბელორუსი მწერალი (დაიბადა 1940 წელს).

კოზლოდუი - ქალაქი ბულგარეთში, მდინარე დუნაიზე.

კოზლოვი - რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკის სახელი 1932 წლამდე.

კოზლოვი ალექსეი - ჯაზის რუსი მუსიკოსი (საქსოფონი), ბენდლიდერი, კომპოზიტორი (დაიბადა 1935 წელს).

კოზლოვი ალექსეი - რუსი ფილოსოფოსი, ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი პერსონალიზმისა რუსეთში (1831-1901 წწ).

კოზლოვი ვასილი - საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე, გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1967 წწ).

კოზლოვი ივან - რუსი პოეტი (1779-1840 წწ).

კოზლოვკა - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.

კოზლოვსკაია ვალენტინა - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, პროფესიით ექიმი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირების მონაწილე (დაიბადა 1938 წელს).

კოზლოვსკი ივან - რუსი მომღერალი, ლირიული ტენორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (1900 - 1993 წწ).

კოზლოვსკი მიხაილ - რუსი მოქანდაკე, კლასიციზმის წარმომადგენელი (1753-1802 წწ).

კოზლოვსკი ოსიპ - რუსი კომპოზიტორი (1757-1831 წწ).

კოზმა პრაღელი - ჩეხი მემატიანე (1045-1125 წწ).

კოზმა პრუტკოვი - კოლექტიური ფსევდონიმი, რომლითაც 1850-60 წლებში მოღვაწეობდნენ პოეტები ა.კ.ტოლსტოი და ძმები ჟემჩუჟინოვები (ალექსეი, ვლადიმირ, ალექსანდრე).

კოზმიანი სტანისლავ - პოლონელი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, კრიტიკოსი, კრაკოვის თეატრის ხელმძღვანელი (1836-1922 წწ).

კოზმიდი - (არქიტ.) სვეტის თავი, ბუღაური.

კოზმოდემიანსკი - ქალაქი რუსეთის მარის რესპუბლიკაში.

კოთელია - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

კოთორნები (კოთურნები) - ანტიკურ თეატრში - ერთგვარი სანდლები, რომლებსაც ძალიან სქელი ლანჩები ჰქონდა; იცვამდნენ სიმაღლის მოსამატებლად, ღმერთების ან გმირების განსახიერებისას.

კოთხო - ჩანახის მსგავსი ხის ჭურჭელი მარცვლეულის საწყაოდ.

კოთხუჯი და კოთხოჯი (Acorus calamus) - ჭაობის მრავალწლოვანი ფესურებიანი მცენარე, აქვს ხმლისებური ფოთლები და თავთავად შეკრული პატარა ყვავილები, ხმარობენ სამკურნალოდ.

კოიამპუტური (კოიმბატური) - ქალაქი სამხრეთ ინდოეთის ტამილნადის შტატში (850 ათასი).

კოიდულა ლიდია (ნამდვილი გვარი იანზენი) - ესტონელი მწერალი ქალი (1843-1886 წწ).

კოივა - მდინარე რუსეთის პერმის ოლქში, მდინარე ჩუსოვაიას მარჯვენა შენაკადი.

კოივისტო - ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქის ქალაქ პრიმორსკის სახელი 1949 წლამდე.

კოივისტო მაუნო - ფინეთის პრეზიდენტი 1982-94 წლებში (დაიბადა 1923 წელს).

კოიმბატური - იხილე კოიამპუტური.

კოიმბრა - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეირა-ლიტორალის პროვინციაში, პორტუგალიის სამეფოს დედაქალაქი შუა საუკუნეებში (75 ათასი).

კოიმპერიუმი (ლათ.) - რამდენიმე იმპერიალისტური სახელმწიფოს ერთობლივი ბატონობა სხვის ტერიტორიაზე.

კოინდარი (Lolium perenne) - მრავალწლოვანი საკვები ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა.

კოინე (ბერძნ.)

  1. სახელწოდება საერთო ბერძნული ენისა, რომელზედაც წერდნენ ძველი ბერძენი მწერლები ძვ.წ.აღ. III საუკუნიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე.

  2. ყოველგვარი საერთო-სახალხო ენა, რომელიც შექმნილია გაბატონებული დიალექტის საფუძველზე.

კოიო ვილიო იოჰანეს - ფინელი მწერალი (1891-1985 წწ).

კოიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურანოსის და გეას ვაჟი, ერთ-ერთი ტიტანი.

კოიოტი - ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი, ბინადრობს ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ტანის სიგრძე 90 სანტიმეტრამდე.

კოიპერი ჯერარდ პეტერ - ნიდერლანდელი და ამერიკელი ასტრონომი (1905-1973 წწ).

კოირანსკი ალექსანდრე - რუსი მწერალი, მხატვარი, თეატრის მოღვაწე (1884-1968 წწ).

კოირე ალექსანდრ (ნამდვილი გვარი კოირაქსკი) - ფრანგი მეცნიერების ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1892-1964 წწ).

კოისო კუნიაკი - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე, 1939-40 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, 1942-44 წლებში კორეის გენერალ-გუბერნატორი (1880-1950 წწ).

კოიტნერი ჰელმუტ - გერმანელი კინორეჟისორი (1908-1980 წწ).

კოიუკუკი - მდინარე აშშ-ს ალასკის შტატის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე იუკონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 1000 კილომეტრი).

კოიუნდაღი - იხილე ჭიქიანი.

კოიძუმი ძიუნიტირო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 2001 წლიდან (დაიბადა 1942 წელს).

კოკა

  1. წყლის საზიდი თიხის ჭურჭელი.

  2. ღვინის საწყაო სხვადასხვა კუთხეში.

  3. სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე წყალწითელას ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ტყიბულიდან 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 კაცი. კოკაში არის სამშენებლო ქვის (ტეშენიტი) საბადო და გოგირდოვანი მინერალური წყალი.

  4. (ესპან.) - ტროპიკული ბუჩქი, რომლის ფოთლებისაგან იღებენ კოკაინს.

  5. მომგებიანი ქულა ძიუდოში.

კოკათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

კოკაინი (ესპან.) - შხამიანი ნივთიერება; იყენებენ ტკივილების გასაყუჩებლად და ნარკოტიკულ საშუალებად.

კოკაინის ხე (კოკა) - ტროპიკული მცენარე, ერითროქსილონისებრთა ოჯახისა.

კოკა-კოლა - გამაგრილებელი სასმელების და სხვა სახის საკვები პროდუქტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, დაარსებულია 1886 წელს.

კოკალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სიცილიის მეფე, რომელმაც მინოსისგან გამოქცეული დედალოსი შეიფარა.

კოკანდი - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ოლქში, კოკანდის სახანოს დედაქალაქი 1740-1876 წლებში (175 ათასი).

კოკანდის სახანო - XVIII-XIX საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო შუა აზიაში, ფერღანის ველზე.

კოკანოვა ნევენა - ბულგარელი კინომსახიობი ქალი (1938-2001 წწ).

კოკარალი - კუნძული არალის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.

კოკარბოქსილაზა - სამკურნალო პრეპარატი, ვიტამინ B1-ის პიროფოსფორული ეთერი. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კოკარდა (ფრანგ.)

  1. ლითონის მრგვალი ან ოვალური ნიშანი ფორმის ქუდზე.

  2. განმასხვავებელი ნიშანი საფორმო თავსაბურავზე.

კოკარსი იმანტას - ლატვიელი საგუნდო დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

კოკები - უძრავი, სფერული ბაქტერიები, რომელთა დიამეტრია 1-2 მკმ. იყენებენ არაჟნის, მაწვნის კარაქის წარმოებაში.

კოკელაძე გრიგოლ - კომპოზიტორი და პედაგოგი (1904-1985 წწ).

კოკემიაენიოკი - მდინარე ფინეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

კოკენჰაუზენი - ლატვიის დაბა კოკნესეს სახელი 1917 წლამდე.

კოკერი ჯონ რობერტ - ინგლისელი მომღერალი, ბლუზის და სოულის ოსტატი (დაიბადა 1944 წელს).

კოკი

  1. სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

  2. (ჰოლანდ.) მზარეული გემზე.

  3. იხილე კოკები.

კოკი პოლ შარლ დე - ფრანგი მწერალი (1793-1871 წწ).

კოკიიავილი - კონგოს ქალაქ მბანდაკას სახელი 1966 წლამდე.

კოკილი (ფრანგ.) - ლითონის ყალიბი.

კოკიმბო - ქალაქი-პორტი ჩილეში.

კოკინაკი ვლადიმირ - რუსი მფრინავი, გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1961-68 წლებში საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის პრეზიდენტი (1904-1985 წწ).

კოკინაკი რუსი მფრინავი - გამომცდელი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1910 წელს).

კოკინოსი დიონისიოს - ბერძენი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი (1884-1967 წწ).

კოკისპირული წვიმა - დიდი წვიმა, თავსხმა.

კოკიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს მდინარე აქერონტის შენაკადი, სადაც განისვენებენ გარდაცვლილთა სულები; „მდინარე გოდებისა”.

კოკლე და კუოკლე - ლატვიური სიმებიანი საკრავი.

კოკლენი ბენუა კონსტანი - ფრანგი მსახიობი და თეატრის თეორიტიკოსი (1841-1909 წწ).

კოკნესე (1917 წლამდე კოკენჰაუზენი) - დაბა ლატვიაში.

კოკნი

  1. ინგლისური ენის ლონდონური დიალექტი, ლონდონის დაბალი ფენების მეტყველება.

  2. ლონდონის ღარიბთა კვარტალების მოსახლეობა.

კოკობზიკა - უშნოდ მოკეკლუცე ადამიანი.

კოკობი - გაუშლელი ყვავილი; კოკორი.

კოკოვი ვალერი - რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993 წლიდან (დაიბადა 1941 წელს).

კოკოვცევი პაველ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, სემიტოლოგი, აკადემიკოსი (1861-1942 წწ).

კოკოზა - თევზის საჭერი მოწყობილობა, ვიწრობოლოიანი წნული ტკეჩისა.

კოკოითი ედუარდ - არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი 2001 წლიდან (დაიბადა 1964 წელს).

კოკოლა - კონუსის მსგავსი თავწვეტიანი გროვა.

კოკომჟავა (Rumeqs acetosella) - მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა.

კოკონა (Tadikeps) - ერთგვარი პატარა იხვი.

კოკორა - ტბა ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

კოკორაშლილი - კოკრიანი.

კოკორევი ივან - რუსი მწერალი (1825-1853 წწ).

კოკორი

  1. საყვავილე კვირტი.

  2. პატარა კვერი.

კოკორინა - გარეული პატარა იხვი.

კოკორინოვი ალექსანდრე - რუსი არქიტექტორი, ბაროკოსა და კლასიციზმის წარმომადგენელი (1726-1772 წწ).

კოკოსკერია იასონ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1914 წელს).

კოკოტაური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

კოკოტი - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი.

კოკოში - გულამოღებული გოგრა, აკვნის ქვეშ მიკრული ბავშვის შარდისათვის.

კოკოშკა ოსკარ - ავსტრიელი ფერმწერი, დრამატურგი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი (1886-1980 წწ).

კოკოშკინი თეოდორ - რუსი დრამატურგი, თეატრის მოღვაწე (1773-1838 წწ).

კოკოჩანა - იგივეა, რაც წიწვი.

კოკოჩაშვილი მერაბ - კინორეჟისორი (დაიბადა 1935 წელს).

კოკპიტი (ინგლ.) - ჩაღრმავებული ღია ადგილი კატარღებსა და აფრიან იახტებზე მესაჭისათვის.

კოკროფტი ჯონ დუგლას - ინგლისელი ფიზიკოსი; 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. უოლტონთან ერთად (1897-1967 წწ).

კოკროჭინა - პატარა და კოხტა.

კოკურა

  1. პატარა კოკა.

  2. ქალაქი-პორტი იაპონიაში ქალაქ კიტაკიუსის შემადგენლობაში, კუნძულ კიუსიუზე.

კოკური - იგივა, რაც კოკისპირული (წვიმა).

კოკურიუკაი (შავი დრაკონის საზოგადოება) - ულტრანაციონალური ორგანიზაცია იაპონიაში 1901-46 წლებში.

კოკ-ჩაი - იგივეა, რაც მწვანე ჩაი.

კოლა

  1. მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში; მოიცავდა მტკვრის სათავეების ქვაბულს (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა).

  2. ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში.

კოლა დი რიენცო (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლო დი ლორენცო გაბრინი) - იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი პირველი ჰუმანისტი, იტალიის გაერთიანების იდეოლოგი (1313-1354 წწ).

კოლამბია ბროდქასთინგ (სი-ბი-ეს) - აშშ-ს ერთ-ერთი პირველი კომერციული საეთერო ტელერადიოკომპანია; დაარსდა ნიუ-იორკში, 1927 წელს.

კოლაბორაციონიზმი (ფრანგ.) - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა.

კოლაბორაციონისტი - სამშობლოს მოღალატე.

კოლაგენი (ბერძნ.) - ცილოვანი ნივთიერება; ცხოველის, ადამიანის შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოების ძირითადი ნაწილი. ხანგრძლივი დუღილის შემდეგ გარდაიქმნება ჟელატინად.

კოლაგენოზი (კოლაგენური დაავადებანი) - დაავადებანი, რომელთათვისაც დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილისა და სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება.

კოლაგი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

კოლა დი რიენცო (გვარი - გაბრინი) - იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, რომის რესპუბლიკის სახალხო ტრიბუნი (1313-1354 წწ).

კოლაელ ყრმათა წამება - IX საუკუნის ქართული ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება.

კოლაჟი (ფრანგ.)

  1. სახვით ხელოვნებაში - ტექნიკური ხერხი, ფონზე დაწებება ისეთი მასალებისა, რომლებიც მისგან ფერითა და ფაქტურით განსხვავდება.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - ლიტერატურული მონტაჟი ფორმითა და შინაარსით სხვადასხვაგვარი მასალისა.

კოლარ-გოლდფილდზი - ქალაქი ინდოეთის კარნატაკის შტატში.

კოლარგოლი (ფრანგ.) - სამკურნალო პრეპარატი, წვრილი, მოლურჯო-შავი ფირფიტები, შეიცავს 70% ვერცხლს. იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების მოსაბანად.

კოლარი იან - სლოვაკეთის და ჩეხეთის ეროვნული აღორძინების მოღვაწე, პოეტი, სწავლული (1793-1852 წწ).

კოლარი სლავკო - ხორვატი მწერალი (1891-1963 წწ).

კოლაროვა იარომირა - ჩეხი მწერალი ქალი (დაიბადა 1919 წელს).

კოლაროვგრადი - ბულგარეთის ქალაქ შუმენის სახელი 1950-65 წლებში.

კოლაროვი ვასილ - ბულგარელი სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1949-50 წლებში (1877 - 1950 წწ).

კოლასი იაკუბ (ნამდვილი სახელი და გვარი კონსტანტინ მიცკევიჩი) - ბელორუსი მწერალი, ბელორუსიის სახალხო პოეტი (1882-1956 წწ).

კოლატერალები (ლათ.) - სისხლის მოძრაობის გვერდითი გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მოდენას ან უკუდენას ძირითადი გზების გვერდის ავლით.

კოლაფსი (ლათ.) - სისხლის წნევისა და გულის მოქმედების დაქვეითება ერთბაშად, რასაც თან სდევს გონების დაკარგვა.

კოლბა (გერმ.) - მაღალყელიანი მინის ჭურჭელი მრგვალი ან კონუსური ფორმის.

კოლბასიევი სერგეი - რუსი მწერალი-მარინისტი (1898-1937 წწ).

კოლბე ადოლფ ვილჰელმ ჰერმან - გერმანელი ქიმიკოსი (1818-1984 წწ).

კოლბე გეორგ - გერმანელი მოქანდაკე (1877-1947 წწ).

კოლბები - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების თვალის ფოტორეცეპტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერების გარჩევას.

კოლბენი - რაინდთა საბრძოლო-სატურნირო გურზი, 80 სმ სიგრძის, რომელიც მაგარი ხისგან იყო დამზადებული.

კოლბერგი - პოლონეთის ქალაქ კოლობჟეგის გერმანული სახელი.

კოლბერგი ოსკარ - პოლონელი ეთნოგრაფი და კომპოზიტორი (1814-1890 წწ).

კოლბერი ჟან ბატისტ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე (1619-1683 წწ).

კოლბენჰაიერი ერვინ გვიდო - გერმანელი მწერალი (1878-1962 წწ).

კოლბოფორი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენე), კერძოდ გარდაბნის პროვინციის, ერთ-ერთი მხარე.

კოლბოხი - გამხმარი და გამაგრებული კოშტი მიწისა. მიწა ქვის მსგავსი, რკინის საფერავი (საბა).

კოლბრანი იზაბელა ანჯელა - იტალიელი მომღერალი ქალი, დრამატული სოპრანო (1785-1845 წწ).

კოლგოტკა - იხილე კოლჰოტი.

კოლგუევი - კუნძული ბარენცის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის რუსეთს.

კოლდევეი რობერტ - გერმანელი არქეოლოგი, ძველი ბაბილონის პირველაღმომჩენი (1855-1925 წწ).

კოლდერი ალეგზანდერ - ამერიკელი მოქანდაკე-აბსტრაქციონისტი (1898-1976 წწ).

კოლდიცი ლოთარ - გერმანელი ქიმიკოსი (დაიბადა 1929 წელს).

კოლდ-კრემი (ინგლ.) - კოსმეტიკური მალამო.

კოლდუელი ერსკინ პრესტონ - ამერიკელი მწერალი (1903-1987 წწ).

კოლდუელი სარა - ამერიკელი დირიჟორი ქალი, “მეტროპოლიტენ-ოპერის” პირველი ქალი-დირიჟორი (დაიბადა 1928 წელს).

კოლდუნოვი ალექსანდრე - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1992 წწ).

კოლეგა (ლათ.) - ამხანაგი სამსახურის, პროფესიის მიხედვით.

კოლეგია (ლათ.)

  1. თანამდებობის პირთა ჯგუფები, რომლებიც ქმნიან ადმინისტრაციულ, სათათბირო ან განმკარგულებელ ორგანოს.

  2. ზოგი პროფესიის წარმომადგენელთა გაერთიანება.

კოლეგიუმი - ძველ ევროპაში - დახურული საშუალო (ან უმაღლესი) სასწავლებელი. ეკუთვნოდა უპირატესად იეზუიტთა ორდენს.

კოლენი ანტონ - ნიდერლანდელი მწერალი (1897-1961 წწ).

კოლელიშვილი ზაზა - კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1957 წელს).

კოლენკორი (რუს.) - ბამბის ქსოვილი ერთგვარი, წებოთი გაჟღენთილი; იყენებენ წიგნის კაზმვისას.

კოლენკური ლუი - მარკიზი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან არისტოკრატთა შორის, ვინც ნაპოლეონის მომხრე გახდა, 1807-11 წლებში ელჩი სანქტ-პეტერბურგში (1773-1827 წწ).

კოლენქიმა (ბერძნ.) - მცენარის მექანიკური ქსოვილი, რომელიც მის ორგანოებს სძენს საჭირო სიმაგრეს.

კოლეონი ბარტოლომეო - იტალიელი კონდოტიერი (1400-1476 წწ).

კოლეჟ დე ფრანსი - საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულება, დაარსებულია პარიზში 1530 წელს.

კოლეჟი (ფრანგ.) - საშუალო და არასრული საშუალო სასწავლო დაწესებულება საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

კოლერი (ლათ.)

  1. ფერწერაში - საღებავი ფერი, ელფერი, ფერის სიმკვეთრე.

  2. რისამე შესაღებად გამზადებული საღებავი.

კოლესა ნიკოლაი - უკრაინელი კომპოზიტორი, დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1904 წელს).

კოლესნიკოვი მიხაილ - რუსი მწერალი (დაიბადა 1918 წელს).

კოლესოვი პეტრე - რუსი ავიაკონსტრუქტორი, პროფესორი (დაიბადა 1915 წელს).

კოლეტი გაბრიელა სიდონი - ფრანგი მწერალი ქალი (1873-1954 წწ).

კოლეტი იაკობინე კამილა - ნორვეგიელი მწერალი ქალი (1813-1895 წწ).

კოლეტი ჯონ - ერთ-ერთი პირველი ინგლისელი ჰუმანისტი, თეოლოგი, თომას

მურის მეგობარი (დაახლოებით 1467 - 1519 წწ).

კოლეტი (ფრან.) - თეთრი მაუდის მოკლე მუნდირი.

კოლექტივი (ლათ.) - ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო საქმიანობით.

კოლექტივიზაცია - საბჭოთა კავშირში 1920-30 წწ განხორციელებული მასობრივი ძალდატანებითი ღონისძიება, რომელიც მიზნად კერძო მეურნეობის ლიკვიდაციას და კოლექტიური მეურნეობის (კოლმეურნეობის) შექმნას ითვალისწინებდა.

კოლექტორი (ლათ.)

  1. დაწესებულება, სადაც თავს უყრიან რასმე შემდგომი განაწილების მიზნით.

  2. პირი, რომელიც კრებს და ინახავს რისამე ნიმუშებს და, აგრეთვე, აღწერს მათ.

  3. დიდი მილსადენი, რომლითაც მიედინება სხვა, უფრო პატარა მილსადენებიდან შემოსული გაზები.

  4. მიწისქვეშ შექმნილი გალერეა, რომელშიც აწყობენ მილებს ან კაბელებს.

კოლექცია (ლათ.) - ერთგვარი საგნების სისტემაში მოყვანილი კრებული.

კოლექციონერი - შემგროვებელი.

კოლეჯი (ინგლ.) - სასწავლო დაწესებულება (უმაღლესი და საშუალო) დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში; ზოგჯერ შედის უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

კოლვა

  1. მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, უსის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 564 კილომეტრი).

  2. მდინარე ჩრდილოეთ ურალში, ვიშერის მარჯვენა შენაკადი (460 კმ).

კოლვეზი - ქალაქი კონგოს შაბის პროვინციაში.

კოლვილი - მდინარე ალასკის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთვის ბოფორტის ზღვას (სიგრძე - 700 კილომეტრი).

კოლვიცი კეთე (ნამდვილი გვარი შმიდტი) - გერმანელი მხატვარი-გრაფიკოსი და მოქანდაკე ქალი (1867-1945 წწ).

კოლი (შოტლანდიური ნაგაზი) - XVI საუკუნიდან ცნობილი შოტლანდიური ჯიშის სასამსახურო ძაღლის სახეობა. სიმაღლე 50-60 სმ, წონა 20-30 კგ.

კოლი (ვან კოლი) ჰაინრიხ (ანრი) ჰიუბერტ - ჰოლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, რეფორმისტი (1852-1925 წწ).

კოლი ჰელმუტ - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გფრ-ს ფედერალური კანცლერი 1982-98 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

კოლიადა - სლავურ-რუსული მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც ნაყოფიერების საგაზაფხულო ციკლთანაა დაკავშირებული.

კოლიადკი (ლათ. „ჩალენდაე” - ყოველი თვის პირველი დღე) - ინდოევროპელების, და მათ შორის სლავების, სარიტუალო სიმღერა, რომელიც შობის დღესასწაულზე სრულდებოდა.

კოლიბრი (ესპან.) - ამერიკის ორივე კონტინენტზე ფართოდ გავრცელებული მცირე ზომის ჩიტი, სიგრძე 5,7 სმ-დან 21,5 სმ-მდე.

კოლიე (ფრანგ.) - ყელზე ჩამოსაკიდი სამკაული.

კოლიივშჩინა - გლეხთა და კაზაკთა აჯანყება დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინაში 1768 წელს, მიმართული ბატონყმური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ.

კოლიზეი (კოლიზეუმი,კოლოსეუმი) (იტალ.)

  1. უზარმაზარი ცირკი-ამფითეატრი, რომელიც აშენდა რომში I საუკუნეში. მოღწეულია მისი ნანგრევები.

  2. აშშ-ში მანეჟი (20 ათასამდე ადგილის მქონე), სადაც ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, კონცერტები.

კოლიზეუმი - იხილე კოლიზეი (1).

კოლიზია

  1. (ლათ.) - საპირისპირო შეხედულებათა, მისწრაფებათა ინტერესთა შეჯახება.

  2. ცხოვრების კონფლიქტებისა და ბრძოლის ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში.

კოლიკიეგანი - მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე ვახის მარჯვენა შენაკადი.

კოლიმა

  1. ქალაქი და შტატი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

  2. ვულკანი მექსიკაში.

  3. მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქსა და იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას (სიგრძე - 2129 კილომეტრი).

კოლიმატორი (ლათ.)

  1. ოპტიკურ ხელსაწყოებში მოწყობილობა პარალელურ სხივთა კონის მისაღებად.

  2. რადიოლოგიურ ხელსაწყოებში მოწყობილობა, რომელიც ზღუდავს იმ გამოსხივების ნაკადს, რაც ხვდება გამოსხივებათა მრიცხველის მგრძნობიარე ნაწილს.

კოლინგვუდი რობინ ჯორჯ - ინგლისელი ფილოსოფოსი ნეოჰეგელიანელი, ბრიტანეთის უძველესი ისტორიის სპეციალისტი (1889-1943 წწ).

კოლინგი - ქალაქი დანიის ვაილეს ამტში.

კოლინდერი ბიერნ - შვედი ენათმეცნიერი (1894-1983 წწ).

კოლინეარული ვექტორები - ერთ წრფეზე ან პარალელურ წრფეებზე მდებარე ვექტორები.

კოლინზი აილინ მერი - ამერიკელი ასტრონავტი, 1995, 1997, 1999 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1956 წელს).

კოლინზი ენტონი - ინგლისელი ფილოსოფოსი, დეისტი, ჯ.ლოკის მეგობარი და მოსწავლე (1676-1729 წწ).

კოლინზი მაიკლ - ამერიკელი ასტრონავტი, 1966 და 1969 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).

კოლინზი ტომ (ნამდვილი გვარი ჯოზეფ ფერფი) - ავსტრალიელი მწერალი (1843-1912 წწ).

კოლინზი უილიამ უილკი - ინგლისელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1824-1889 წწ).

კოლინზი ფილ (ფილიპ დევიდ) - ინგლისელი როკ-მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი, ჯგუფ „ჯენეზისის” წევრი (დაიბადა 1951 წელს).

კოლინზი ჯონ ანტონი - ინგლისელი ფილოსოფოსი (1676-1729 წწ).

კოლინზი - კოქტეილის სახესხვაობა.

კოლინი - ქალაქი ჩეხეთში, მდინარე ლაბაზე (70 ათასი).

კოლინი გასპარ - ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადი (1519-1672 წწ).

კოლინჯი - ბრმა და სწორ ნაწლავებს შორის ჩართული მსხვილი ნაწლავის მონაკვეთი.

კოლიო - მოხარშული ხორბალი თაფლით, ნუშითა და ქიშმიშით შეზავებული.

კოლიტი (ბერძნ.) - მსხვილი ნაწლავის ანთება.

კოლიური (ფრანგ.) - ბუნიაობის კოლიური - ცის სფეროს დიდი წრე, რომელიც გადის სამყაროს პოლუსებსა და გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიაობის წერტილებს შორის. მზებუდობის (ნაბუნიობის) კოლიური - ცის სფეროს დიდი წრე, რომელიც გადის სამყაროს პოლუსებსა და ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის (ნაბუნიობის) წერტილებს შორის.

კოლიშკო იოსიფ - რუსი მწერალი (1861-1938 წწ).

კოლკასრაგი - კონცხი ლატვიის რიგის ყურის სანაპიროზე.

კოლკერი იური - რუსი პოეტი (დაიბადა 1946 წელს).

კოლმანოვსკი ედუარდ - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-1994 წწ).

კოლმარი - ქალაქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დეპარტამენტ ზემო რენის ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

კოლმარი ჰერტრუდა (ნამდვილი გვარი ჰოდციზნერი) - გერმანელი პოეტი ქალი. დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში (1894 - 1943 წლის შემდეგ).

კოლმატაჟი (ფრანგ.) - მიწის ნაკვეთზე წყლის მიგდებით შლამის დალექვა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.

კოლმეურნეობა - კოლექტიური მეურნეობა საბჭოთა ეპოქაში.

კოლმოგოროვი ანდრეი - რუსი მათემატიკოსი, აკადემიკოსი (1903-1987 წწ).

კოლო მარი ან - ფრანგი მოქანდაკე ქალი (1748-1821 წწ).

კოლო - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გავრცელებული საფერხულო ცეკვა.

კოლოანე ფრანსისკო - ჩილელი მწერალი და ჟურნალისტი (დაიბადა 1910 წელს).

კოლობჟეგი - ქალაქი პოლონეთის კოშალინის სავოევოდოში, პორტი ბალტიის ზღვის სანაპიროზე (45 ათასი).

კოლობუსი (ლათ.) - მოკლეთითებიანი აფრიკული მაიმუნი.

კოლოგრივი - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

კოლოგრივოვა ელიზავეტა - რუსი მწერალი ქალი (1809-1884 წწ).

კოლო დ,ერბუა ჟან მარი - ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის კონვენტის (1792 წ) ერთ-ერთი აქტიური წევრი (1749-1796 წწ).

კოლოდი კარლო (ნამდვილი გვარი ლორენცინი) - იტალიელი მწერალი, მეზღაპრე („პინოქიოს თავგადასავალი”, 1883 წ), კრიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე (1826-1890 წწ).

კოლოდიაჟინი - XII-XIII საუკუნეების ძველრუსული ქალაქი ჟიტომირის (უკრაინა) მახლობლად. 1241 წელს დაანგრიეს მონღოლებმა.

კოლოდიუმი (ბერძნ.) - ცელულოზის სქელი წებოვანი ხსნარი - სპირტისა და ეთერის ნარევთან ერთად.

კოლოიდი (ბერძნ.) - ნივთიერება (ცილა, სახამებელი, წებო და სხვა), რომელიც არ კრისტალდება და რომლის ხსნარი არ გადის მცენარეულ და ცხოველურ აპკში.

კოლოიდური - კოლოიდთან დაკავშირებული.

კოლოკვინთი (ბერძნ.) - მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა; იზრდება ეგვიპტეში, ესპანეთში; იყენებენ მედიცინაში სასაქმებელ საშუალებად.

კოლოკვიუმი (ლათ.)

  1. გამოცდის სახეობა საუბრის სახით.

  2. კრება, სადაც ისმენენ და განიხილავენ სამეცნიერო მოხსენებებს.

კოლოკოლი - პირველი რუსული რევოლუციური გაზეთი, გამოდიოდა 1857-65 წწ ლონდონში და 1865-67 წლებში ჟენევაში გერცენის და ოგარიოვის ხელმძღვანელობით.

კოლოკოტრონისი თეოდოროს - ბერძენი მხედართმთავარი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი XIX საუკუნის 20-30-იან წლებში (1770-1843 წწ).

კოლომაკი - მდინარე უკრაინის პოლტავის და ხარკოვის ოლქებში, მდინარე ვორსკლის მარცხენა შენაკადი.

კოლომბი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

კოლომბი მიშელ - ფრანგი მოქანდაკე, ადრეული აღორძინების წარმომადგენელი (დაახლოებით 1430-1512 წწ).

კოლომბი ფილიპ ჰაუარდ - ინგლისელი სამხედრო-საზღვაო თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ვიცე-ადმირალი (1831-1899 წწ).

კოლომბინა (იტალ. „პატარა მტრედი“) - იტალიური „კომედია დელ არტეს” ტრადიციული პერსონაჟი, მოსამსახურე ქალი, მხიარული გოგონა; მოგვიანებით - არლეკინის სატრფო.

კოლომბო - შრი-ლანკის მთავარი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, მთავრობის რეზიდენცია; ცეილონის დედაქალაქი 1948 წლიდან, 1972-85 წლებში შრი-ლანკის დედაქალაქი (620 ათასი).

კოლომენსკოე - ისტორიული ძეგლებით მდიდარი დიდი სოფელი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

კოლომია - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში (65 ათასი).

კოლომიიკა - უკრაინული ხალხური ცეკვა და სიმღერა.

კოლომნა - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (150 ათასი).

კოლონა (ფრანგ.)

  1. მაღალი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ჭერი.

  2. ძეგლი სვეტის სახით.

  3. ისეთი, მწყობრი, რომელშიც ჯარისკაცები ან ქვეგანაყოფები დგანან ერთმანეთის უკან.

  4. ჯგუფი ადამიანებისა ან მანქანებისა, რომლებიც ერთმანეთის უკან დგანან.

კოლონა ვიტორია - იტალიელი პოეტი ქალი (1492-1546 წწ).

კოლონა ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი, ბერი-დომინიკანელი (1433-1527 წწ).

კოლონადა (ფრანგ.) - კოლონების მწკრივი შენობაში, რასაც ეყრდნობა საერთო გადახურვა.

კოლონატი (ლათ.) - მსხვილ მიწათმფლობელებზე სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების ფორმა.

კოლონ-ბეშარი - ალჟირის ქალაქ ბეშარის ძველი სახელი.

კოლონი

  1. ქალაქი პანამაში, კარიბის ზღვის პორტი, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

  2. კოსტა-რიკის და სალვადორის ფულის ერთეული.

  3. ესე არს ნაწლევი, სადა სატკივარი იქმნების (საბა).

  4. (ლათ.) ძველ რომში მიწის პატარა ნაკვეთის მოიჯარე.

  5. ძველ ევროპაში - დამოკიდებული გლეხი.

კოლონი ედუარ - ფრანგი დირიჟორი და მევიოლინე, წარმოშობით იტალიელი (1838-1910 წწ).

კოლონია

  1. (სხვა სახელი - პალიკარი) - მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქი კუნძულ პონპეიზე (7,7 ათასი).

  2. ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხო სახელმწიფოს (მეტროპოლიის) სამფლობელოდ ითვლება და არ გააჩნია პოლიტიკური და ეკონომიური დამოუკიდებლობა.

  3. სხვა ქვეყნიდან გასახლებულთა დასახლება ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

კოლონია-დელ-საკრამენტო - ქალაქი-პორტი ურუგვაიში, კოლონიის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (20 ათასი).

კოლონიალიზმი - მეტროპოლიების მიერ ნაკლებად განვითარებული ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიური ბატონობა, მათი სულიერი ჩაგვრა.

კოლონიზატორი - მეტროპოლიის წარმომადგენელი კოლონიალურ ქვეყანაში.

კოლონიზაცია

  1. ქვეყნის დაპყრობა და მისი ქცევა კოლონიად.

  2. კოლონისტებით, გადასახლებული პირებით დასახლება ცარიელი ადგილებისა.

კოლონისტი - კოლონიის მცხოვრები.

კოლონკელისძენი - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, დაწინაურდნენ XII საუკუნის II ნახევარში.

კოლონოკი (Mustela sibirica) - მტაცებელი ძუძუმწოვარ კვერნისებრთა ოჯახისა.

კოლონტაი ალექსანდრა (ქალიშვილობის გვარი - დომონტოვიჩი) - რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტი ქალი, პირველი ქალი-ელჩი მსოფლიოში (1872-1952 წწ).

კოლონტაი ჰუგო - პოლონელი განმანათლებელი, ისტორიკოსი (1750-1812 წწ).

კოლონტაროვა მაზოლ - ბალეტის ტაჯიკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1950 წელს).

კოლონტასი - ერთი-ერთი ბერძნული მითის თანახმად, ხთონოსის მამა.

კოლონტიტული (გერმ.) - სასათაურე მონაცემები, რომლებიც ტექსტის ზემოთ (ზოგჯერ გვერდით) არის მოთავსებული.

კოლონციფრი (გერმ.) - წიგნის გვერდის აღმნიშვნელი ციფრი.

კოლორადო

  1. პლატო ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერებში, აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

  2. მდინარე აშშ-სა და მექსიკაში, ერთვის წყნარ ოკეანეს (სიგრძე - 2740 კილომეტრი).

  3. მდინარე აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ერთვის მექსიკის ყურეს (სიგრძე - 1450 კილომეტრი).

  4. შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, ფართობი 270 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 3,6 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი დენვერი.

კოლორადო-სპრინგსი - ქალაქი აშშ-ს კოლორადოს შტატში (280 ათასი).

კოლორადოს ხოჭო - კარტოფილის მავნებელი მწერი.

კოლორატურა (იტალ.)

  1. სიმღერის დროს მელოდიის შემკობა ტექნიკურად ბრწყინვალე, ვირტუოზული პასაჟებით.

  2. მოქნილი მაღალი ხმა, რომელიც თავისუფლად ასრულებს ასეთ პასაჟებს.

კოლორატურული სოპრანო - ქალის ხმა ყველაზე მაღალი რეგისტრისა, რომელიც თავისუფლად ასრულებს კოლორატურას.

კოლორ დე მელო ფერნანდუ - ბრაზილიის პრეზიდენტი 1990-92 წლებში (დაიბადა 1949 წელს).

კოლორიზაცია (ლათ.) - შეფერადება.

კოლორიმეტრი - ფერის საზომი ხელსაწყო.

კოლორიმეტრია - ფერის გაზომვის და რაოდენობრივი გამოხატულების გამოთვლის მეთოდი.

კოლორისტი (ფრანგ.)

  1. მხატვარი, რომელიც მარჯვედ უხამებს ერთმანეთს ფერებს.

  2. ქსოვილების დაჩითვის სპეციალისტი.

კოლორიტი (იტალ.)

  1. ფერების შეხამება, რაც ქმნის სურათის, ორნამენტის, მოზაიკის და მისთანების გარკვეულ მთლიანობას, იერს.

  2. (გადატანით) რისამე თავისებურებათა ერთობლიობა, იერი.

კოლორიტული

  1. რაც გამოირჩევა სხვადასხვა ფერთა მარჯვე შეხამებით.

  2. მკაფიოდ გამოხატული, თავისებური.

კოლორ-პოინტი - სპარსული კატების სახესხვაობა, ზოგჯერ დამოუკიდებელ ჯიშადაც თვლიან.

კოლორ ფილდი - მიმართულება 1950-60 წლების აბსტრაქტულ ფერწერაში.

კოლოსალური - ძალიან დიდი, უზარმაზარი.

კოლოსეუმი - იხილე კოლიზეი.

კოლოსი (ბერძნ.)

  1. უზარმაზარი ქანდაკება, კოლონა და მისთანები.

  2. სიდიდით ან სიდიადით განთქმული ვინმე ან რამე.

კოლოსოვი სერგეი - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

კოლოტაური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

კოლოტი - ძროხის ტყავის ტიკი, რუმბზე მომცრო.

კოლოფი - პატარა ყუთი.

კოლოფონი - მყიფე მინისებრი ნივთიერება, რომელსაც იყენებენ წიწვიანი ხეების ფისის გამოხდით. იყენებენ ლაქის, ქაღალდის, საფეიქრო და სხვა წარმოებაში, აგრეთვე ვიოლინოს ხემზე წასასმელად.

კოლოქვინტი (კოლოცინთი) - იხილე კოლოკვინთი.

კოლოქსილინი - ცელულოზის ნიტრატების ერთ-ერთი სამრეწველო საშუალება.

კოლპაკოვა ირინა - რუსი ბალერინა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს სანქტ-პეტერბურგში (დაიბადა 1933 წელს).

კოლპაშევო - ქალაქი რუსეთის ტომსკის ოლქში.

კოლპი - მდინარე რუსეთის ვოლოგდის ოლქში, მდინარე სუდის მარჯვენა შენაკადი.

კოლპინო - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში (145 ათასი).

კოლპოსკოპია (ბერძნ.) - ქალის სასქესო ორგანოების გამოკვლევის მეთოდი კოლპოსკოპის საშუალებით, რომელიც ხელოვნურ განათებას ქმნის და ადიდებს 20-30-ჯერ.

კოლრაბი - კომბოსტოს სახეობა.

კოლრაუში ფრიდრიხ ვილჰელმ გეორგ - გერმანელი ფიზიკოსი (1840-1910 წწ).

კოლრიჯი სემიუელ ტეილორ - ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი (1772-1834 წწ).

კოლტესი ბერნარ-მარი - ფრანგი დრამატურგი (1948-1989 წწ).

კოლტი

  1. ღორის ჯოგი.

  2. შედედებული სისხლი.

  3. სემიუელ კოლტის მიერ წარმოებული რევოლვერი.

კოლტი სემიუელ - ამერიკელი იარაღის კონსტრუქტორი და მეწარმე, იარაღის მწარმოებელი ფირმის დამაარსებელი (1814-1862 წწ).

კოლუმბანი (კოლუმბანუსი) - ირლანდიელი მისიონერი ბერი, გალიასა და იტალიაში მნიშვნელოვანი ქრისტიანული მონასტრების დამაარსებელი (დაახლოებით 550 - 615 წწ).

კოლუმბარიუმი (ლათ.) - გვამის კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლის ურნების საცავი.

კოლუმბი ქრისტეფორე - გენუელი ზღვაოსანი, ესპანეთის ადმირალი, ამერიკის კონტინენტის პირველაღმომჩენი 1492 წლის 12 ოქტომბერს (1451-1506 წწ).

კოლუმბია

  1. ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ კაროლინას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

  2. აშშ-ს ფედერალური ოლქი, რომლის ძირითად ნაწილს ქალაქი ვაშინგტონი მოიცავს.

  3. მდინარე აშშ-სა და კანადაში, ერთვის წყნარ ოკეანეს (სიგრძე - 2250 კილომეტრი).

  4. (კოლუმბიის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Colombia).

  • სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენესუელას და ბრაზილიას, სამხრეთით - ეკვადორს და პერუს, დასავლეთით - პანამას, ჩრდილოეთით აკრავას კარიბის ზღვა, ხოლო დასავლეთით - წყნარი ოკეანე.

  • სახელი ეწოდა ქრისტეფორე კოლუმბის საპატივცემლოდ.

  • დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1810 წლის 20 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - „Libertad y Orden“ (თავისუფლება და წესრიგი).

  • ჰიმნი - „Oh, Gloria Inmarcesible!“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი კონგრესი.

  • ფართობი - 1 138 910 კვ.კმ.

  • დაყოფილია 33 დეპარტამენტად.

  • მოსახლეობა - 40 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 37 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • რელიგია - კათოლოციზმი.

  • ოფიციალური ენა - ესპანური.

  • დედაქალაქი - ბოგოტა.

  • ვალუტა - კოლუმბიური პესო.

  • ქვეყნის კოდი - COL.

  • დროის სარტყელი - UTC -5

  • სატელეფონო კოდი - +57.

  • ინტერნეტ-დომენი - co

კოლუმბიის უნივერსიტეტი - 1754 წელს ნიუ-იორკში დაარსებული უნივერსიტეტი, სადაც 2001 წელს 30 ათასი სტუდენტი სწავლობდა.

კოლუმბიტი - მინერალი, რომელიც შეიცავს იშვიათ ლითონებს: ნიობიუმსა და ტანტალოსს; წარმოადგენს ძირითად მადანს ამ ლითონების მისაღებად.

კოლუმბუსი

  1. ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოჰაიოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (640 ათასი).

  2. ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯორჯიის შტატში (240 ათასი).

კოლუმელა ლუციუს იუნიუს მოდერატუს - I საუკუნის რომაელი მწერალი და აგრონომი.

კოლუმი პატრიკ - ირლანდიელი პოეტი, მოღვაწეობდა აშშ-ში (1881-1972 წწ).

კოლური - იხილე კოლიური.

კოლჩაკი ალექსანდრე - რუსი მხედართმთავარი, პოლარული მკვლევარი, ადმირალი (1873-1920 წწ).

კოლჩედანი (მურდასანი, ალმადანი) - რკინის, სპილენძის ზოგიერთი სულფიდის, აგრეთვე სულფომარილის კრებითი სახელი.

კოლჩესტერი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისის ესექსის საგრაფოში.

კოლჩუგინო

  1. რუსეთის კემეროვის ოლქის ქალაქ ლენინსკ-კუზნეცკის სახელი 1922 წლამდე.

  2. ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (45 ათასი).

კოლჩუმი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე სომის მარცხენა შენაკადი.

კოლცოვა მირა - ბალეტის რუსი მსახიობი, ბალეტმაისტერი, ანსამბლ “ბერიოზკას” სამხატვრო ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

კოლცოვი ალექსეი - რუსი პოეტი (1809-1842 წწ).

კოლცოვი მიხაილ (ნამდვილი გვარი ფრიდლიანდი) - რუსი მწერალი (1898-1940 წწ).

კოლცოვი ნიკოლაი - რუსი ბიოლოგი, ექსპერიმენტული ბიოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი (1872-1940 წწ).

კოლხა - იხილე კოლხეთის სამეფო.

კოლხები - ძველი კოლხეთის მკვიდრი მოსახლეობა.

კოლხეთი - ასტრონომიაში - მცირე ცთომილი №1135. აღმოჩენილია 1929 წელს.

კოლხეთის (რიონის) დაბლობი - ვაკე-დაბლობი რიონისპირა დასავლეთ საქართველოში.

კოლხეთის ნაკრძალი - ნაკრძალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, პალიასტომის ტბის მიდამოებში, დაარსდა 1935 წელს.

კოლხეთის სამეფო (ეგრისი) - ადრინდელი კლასობრივი ქართული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ეთნიკური სახელი „კოლხი” პირველად იხსენიება ძვ.წ.აღ. XII საუკუნის წყაროებში, სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში და დამოუკიდებლად იარსება ძვ.წ.აღ. II-I საუკუნემდე.

კოლხიდა

  1. სოფელი გაგრის შემოგარენში.

  2. ქართული ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა, გამოდიოდა ქუთაისში 1911-13 წლებში.

  3. ქუთაისის ავტოქარხნის მიერ წარმოებული ავტომობილი.

კოლხიდელი - გრიგოლ დადიანის ფსევდონიმი.

კოლხოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფაზისის მამა, რომლისგანაც თითქოს კოლხებმა მიიღეს სახელი.

კოლხური - ძველი კოლხების კუთვნილი, მათი დამახასიათებელი.

კოლხური თეთრი - ძვ.წ.აღ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში.

კოლჰაზე ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი (დაიბადა 1931 წელს).

კოლჰაპური - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში (405 ათასი).

კოლჰოტი (ჩეხ. - „შარვალი”) - ქალის წინდები და ქვედა საცვალი, ერთად მოქსოვილი (დამახინჯებული „კოლგოტკა”).

კომა

  1. (ბერძნ.) ანუ კომატოზური მდგომარეობა - სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელიც გონების სრული დაკარგვით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, რეფლექსების გაქრობით ხასიათდება.

  2. გამოსახულების დამახინჯება ოპტიკურ სისტემებში.

კომაგატაკე - მოქმედი ვულკანი იაპონიაში.

კომაიაგუა - ჰონდურასის დედაქალაქის - ტეგუსიგალპას - სახელი 1880 წლამდე.

კომანდა (ფრანგ.) - მოკლე სიტყვიერი ბრძანება.

კომანდელი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

კომანდირი (გერმ.) - მეთაური სამხედრო ნაწილისა, ქვეგანაყოფისა.

კომანდიტური ამხანაგობა - ნდობაზე დამყარებული ამხანაგობა, სავაჭრო ამხანაგობის სახეობა.

კომანდორი (ფრანგ.)

  1. საცხენოსნო შეჯიბრების (ველო, მოტო-ავტო გადარბენის) ხელმძღვანელი.

  2. იახტ-კლუბის თავმჯდომარის წოდებულება.

  3. შუა საუკუნეების სასულიერო-რაინდულ ორდენებში ერთ-ერთი უმაღლესი წოდებულება.

  4. უნგრული ნაგაზის ჯიშის ძაღლი.

კომანდორის კუნძულები - მდებარეობს ბერინგის ზღვაში, ეკუთვნის რუსეთს.

კომანდოსი

  1. XIX საუკუნის ბოლოს ბურების პატარა შეიარაღებული მოლაშქრე რაზმები, რომლებიც მოქმედებდნენ ადგილობრივი აფრიკელი მოსახლეობის წინააღმდეგ.

  2. დიდი ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის დროს სპეციალური რაზმები, რომლებიც განკუთვნილნი იყვნენ სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებისათვის.

  3. საერთოდ შეიარაღებული რაზმი.

კომანეჩი ნადია - რუმინელი ტანმოვარჯიშე ქალი, 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (დაიბადა 1961 წელს).

კომანჩები - აშშ-ს ოკლაჰომას შტატის რეზერვაციაში მცხოვრები ინდიელთა ტომი.

კომარნო

  1. ქალაქი სლოვაკეთში, პორტი მდინარე დუნაიზე (40 ათასი).

  2. ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

კომაროვი ვლადიმირ

  1. რუსი ბოტანიკოსი, აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1936 წლიდან (1869-1945 წწ).

  2. რუსი კოსმონავტი, პოლკოვნიკი, 1964 და 1967 წლების ფრენის მონაწილე, დაიღუპა ფრენის პროგრამის დასრულებისას (1927-1967 წწ).

კომაროვი მატვეი - რუსი მწერალი, გამომცემელი (1730-1812 წწ).

კომაროვო (1948 წლამდე კოლომიაკი) - დაბა რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქში.

კომარომი - მედიე ჩრდილოეთ უნგრეთში (ცენტრი - ტატაბანია).

კომბა - ერთ-ერთი პატრიოტული ანტიფაშისტური ორგანიზაცია საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში 1941-44 წლებში.

კომბაინი (ინგლ.) - რამდენიმე მექანიზმის შემცველი რთული მანქანა, რომელიც თანამიმდევრულად ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს.

კომბალი - მრგვალთავიანი დიდი ჯოხი.

კომბარელი - ზედა პალეოლითის ხანის ნამოსახლარი საფრანგეთის დორდონის დეპარტამენტში.

კომბატანტი (ფრანგ.) - საერთაშორისო სამართალში - მეომარი მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი.

კომბინატი (ლათ.)

  1. მსხვილი სამრეწველო საწარმო, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საწარმოს.

  2. ადგილობრივი მრეწველობის წვრილ საწარმოთა გაერთიანება.

კომბინატორი - პირი, რომელიც კომბინაციებს აწყობს.

კომბინატორიკა - მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა კომბინაციას: გადასმას, წყობას, ჯუფთებას.

კომბინაცია (ლათ.)

  1. გარკვეული სახის შეერთება, შეხამება, ურთიერთშეფარდება რისამე (კომბინირება).

  2. (სპორტში) საერთო ჩანაფიქრით გაერთიანებული რამდენიმე ილეთი.

  3. ქალის პერანგი.

კომბინეზონი (ფრანგ. combinaison) - მთლიანი შარვალ-ხალათი (სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი).

კომბ-კაპელი

  1. გამოქვაბული საფრანგეთის დორდონის დეპარტამენტში, სადაც 1909 წელს 30 ათასი წლის ნეოანთროპის ტიპის ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.

  2. ქალაქი საფრანგეთის დორდონის დეპარტამენტში.

კომბლე - ქართული ხალხური ზღაპარი.

კომბლიანი - კომბლის მქონე.

კომბლის ომი - გლეხთა ანტიფეოდალური აჯანყება 1596-97 წლებში ფინეთში.

კომბოსტო (Brassica) - ბოსტნეული მცენარე, რომელიც თავს იხვევს.

კომები - საერთო წარმომავლობის მქონე ხალხი რუსეთის ურალის ჩრდილოეთ ნაწილში.

კომედია (ბერძნ.) - დრამის ჟანრი, სადაც მოქმედება და ხასიათი კომიკურ ფორმაში, ტრაგედიის საწინააღმდეგოდაა წარმოდგენილი.

კომედია დელ არტე (იტალ.) - XVI-XVII საუკუნეების იტალიური თეატრის სახეობა, რომლის სპექტაკლები იქმნებოდა სცენარის საფუძველზე იმპროვიზირების მეთოდით („ნიღბების კომედია”).

კომედიანტი (იტალ.) - მსახიობი, უფრო ხშირად დაბალი კატეგორიის თეატრისა (იხმარება დამცინავადაც).

კომედიოგრაფი - დრამატურგი, რომელიც კომედიებს წერს.

კომედი ფრანსეზი (ოფიციალური სახელი „ტეატრ ფრანსე”) - საფრანგეთის დრამატული თეატრი, რომელიც დაარსდა 1680 წელს პარიზში.

კომეიტო (იაპონ. „სუფთა პოლიტიკის პარტია“) - იაპონიაში მოქმედი პოლიტიკური პარტია; შეიქმნა 1964 წელს.

კომენდანტი (ფრანგ.)

  1. თანამდებობის პირი შეიარაღებულ ძალებში (მაგალითად, გარნიზონის კომენდანტი).

  2. მმართველი იმ სახლისა, რომელიც ამა თუ იმ უწყებას ეკუთვნის.

კომენდატურა (გერმ.) - დაწესებულება, რომელსაც სათავეში უდგას კომენდანტი.

კომენდაცია (ლათ.) - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში საკუთარი თავის ჩაბარების აქტი უფრო ძლიერი და მდიდარი ადამიანის მფარველობაში.

კომენეჩი ნადია - იხილე კომანეჩი ნ.

კომენსალიზმი (ლათ.) - სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი ცხოვრობს სხვის ხარჯზე ისე, რომ მას ზიანს არ აყენებს.

კომენსკი იან ამოს - ჩეხი მწერალი-ჰუმანისტი, პედაგოგი, მწერალი (1592-1670 წწ).

კომენტარი

  1. რაიმე ტექსტის ახსნა-გამარტება.

  2. ახსნა-განმარტებითი ან კრიტიკული შენიშვნა, მსჯელობა რისამე თემაზე.

  3. მალემწერალი (საბა).

კომენტატორი (ლათ.) - პირი, რომელიც რისამე კომენტარს იძლევა, (სანახაობებს) უძღვება.

კომენტირება - რაიმე ტექსტის ახსნა-განმარტება, რისამე მნიშვნელობის განმარტება.

კომენჩინი ლუიჯი - იტალიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1916 წელს).

კომერელი მაქს - გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, მწერალი-ესეისტი (1902-1944 წწ).

კომერსანტი (ფრანგ.) - პირი, რომელიც კომერციას მისდევს, ვაჭარი.

კომერცია (ლათ.) - ვაჭრობა.

კომეტა (ბერძნ.) - ცის სხეული, რომელსაც აქვს ნათელი ზოლებისაგან შემდგარი ერთი ან რამდენიმე კუდი, მზის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული; კუდიანი ვარსკვლავი.

კომეტსახის ნისლეული - კომეტის ფორმის გალაქტიკური ნისლეული.

კომიატი ალადარ - უნგრელი პოეტი (1893-1937 წწ).

კომივოიაჟერი (ფრანგ.) - სავაჭრო ფირმის წარმომადგენელი, რომელიც სხვა რეგიონებში სთავაზობს მომხმარებელს საქონელს მის ხელთ არსებული ნიმუშების და კატალოგების მიხედვით.

კომიკოსი - თეატრალური ამპლუა; კომიკური როლების შემსრულებელი მსახიობი.

კომიკური - კომიზმით განმსჭვალული, სასაცილო.

კომილა - ქალაქი ბანგლადეშის ჩიტაგონგის ოლქში.

კომილფო (ფრანგ.) - იტყოდნენ იმაზე, რაც შეესაბამება ე.წ. „მაღალ საზოგადოებაში“ მიღებულ წესს.

კომინგსი (ინგლ.) - ვერტიკალური ფოლადის ფურცლები ან ხის თასმები, რომლებითაც გემბანზე შემოზღუდულია ლუკები, შახტები.

კომინი ფილიპ - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მემუარისტი (1447-1511 წწ).

კომინტერნი - იხილე კომუნისტური ინტერნაციონალი.

კომი-პერმელები - რუსეთის კომი-პერმელთა ავტონომიურ ოკრუგში მცხოვრები ხალხი (150 ათასი).

კომი-პერმელთა ავტონომიური ოკრუგი - რუსეთის მდინარე კამის ზემო დინებაში მდებარე ავტონომიური წარმონაქმნი. ადმინისტრაციული ცენტრი - კუდიმკარი.

კომისარი (ფრანგ.) - თანამდებობის პირი, რომელსაც მთავრობისგან გარკვეული რწმუნებები აქვს მინიჭებული.

კომისარიატი (ფრანგ.) - სახელმწო-ადმინისტრაციული დაწესებულების დასახელება, რომელსაც სათავეში უდგას კომისარი.

კომისარჟევსკაია ვერა - მსახიობი ქალი, რუსული დრამატული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1864-1910 წწ).

კომისარჟევსკი თედორე (მამა) - რუსი მომღერალი, (ტენორი), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (1838-1905 წწ).

კომისარჟევსკი თედორე (შვილი) - რუსი რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თეორიტიკოსი (1882-1954 წწ).

კომისია (ლათ.)

  1. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მინდობილი აქვს გარკვეული დავალების შესრულება.

  2. სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს.

კომისიონერი (ფრანგ.) - პირი, რომელიც შუამავლობს სავაჭრო გარიგებაში.

კომის რესპუბლიკა - მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფართობი 416 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,2 მილიონი. დედაქალაქი - სიქტივკარი.

კომისურა (ლათ.) - ბაგეების შესაყარი პირის ღრუს კიდეებზე.

კომიტასი (ნამდვილი სახელი და გვარი სოღომონ სოღომონიანი) - სომეხი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი (1865-1935 წწ).

კომიტატი (ლათ.) - უნგრეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, სხვაგვარად მედიე.

კომიტატივი

  1. გრამატიკაში - ბრუნვის ფორმა, რომელიც გამოხატავს თანხლებას ან თანამონაწილეობას.

  2. თანხლების ნიუანსი მოქმედებით ბრუნვაში (-ურთ თანდებულიანი მოქმედებითი).

კომიტენტი (ლათ.) - პირი, რომელიც დავალებას აძლევს სხვა პირს (კომისიონერს) - დადოს გარკვეული გარიგება თავისი სახელით, მაგრამ კომიტენტის ხარჯზე.

კომიტეტი (ფრანგ.)

  1. არჩევითი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რაიმე საქმიანობას.

  2. სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელსაც აკისრია გარკვეული ფუნქციები.

კომიქსი (ინგლ.) - ერთი საერთო ამბის შემცველი ნახატების სერია. პირველად გამოჩნდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ს გაზეთებში.

კომიშე ოპერ - ბერლინის საოპერო თეატრი, გაიხსნა 1947 წელს.

კომიციები - ძველ რომში - თავისუფალ მოქალაქეთა სახალხო კრება.

კომკავშირი - ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის (ალკკ-ს) გავრცელებული სახელი კომუნისტურ ეპოქაში.

კომლევა გაბრიელა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

კომლეული - იგივეა, რაც კომლი.

კომლი

  1. სოფელ ადგილას მცხოვრები ცალკე ოჯახი.

  2. იგივეა, რაც კვამლი.

კომლო - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარანიის მედიეში (30 ათასი).

კომნენოსები - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია 1057-59 და 1081-1185 წლებში.

კომო

  1. ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, 198 მეტრ სიმაღლეზე, სიღრმე 410 მეტრი.

  2. ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის წინაალპებში (95 ათასი).

კომოდი (ფრანგ.) - საშუალო სიმაღლის უჯრებიანი დგამი.

კომოდია - წიგნია ერთი საწარმართო (საბა).

კომოდო - კუნძული მცირე ზონდის კუნძულებში, ეკუთვნის ინდონეზიას.

კომოდორი (ინგლ.) - სამხედრო წოდება ზოგი დასავლეთის ქვეყნის არმიაში, რაც წინ უძღვის კონტრ-ადმირალის და ავიაციის ვიცე-მარშალის წოდებას.

კომოდორო-რივადავია - ქალაქი-პორტი არგენტინის ჩუბუტის პროვინციაში (115 ათასი).

კომოდუსი ლუციუს ელიუს ავრელიუს - რომის იმპერატორი 180-192 წლებში, ანტონინების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი (161-192 წწ).

კომოე - მდინარე დასავლეთ აფრიკაში, (ბურკინა-ფასო, კოტ დ'ივუარი), ერთვის გვინეის ყურეს (სიგრძე - 900 კილომეტრი).

კომოვი ოლეგ - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1932-1994 წწ).

კომონერი (ინგლ.) - ინგლისის თემთა პალატის წევრი.

კომორინი - იხილე კუმარი.

კომორის კუნძულები (კომორის კუნძულების კავშირი, ინგლ. Union des Comores, 2002 წლამდე - კომორის კუნძულების ისლამური ფედერაციული რესპუბლიკა).

  • სახელმწიფო ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების კუნძულებზე).

  • სახელი წარმოდგა არაბული სიტყვისგან „al-yamar”, რაც „მთვარეს” ნიშნავს.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1975 წლის 5 ივლისი.

  • სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის კომორის კუნძულებზე.

  • ეროვნული დევიზი - „Unite- Justice- Progres“ (ერთობა, სამართლიანობა, პროგრესი).

  • დედაქალაქი - მორონი.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ფედერალური საკრებულო.

  • ფართობი - 2 170 კვ.კმ.

  • შედგება სამი კუნძულისაგან: ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნჯუანი (ანჟუანი) და მვალი (მოხელი).

  • მოსახლეობა - 600 ათასამდე.

  • სიმჭიდროვე - 275 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები - ფრანგული და არაბული.

  • ვალუტა - კომორის ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - COM.

  • დროის სარტყელი - UTC +3

  • სატელეფონო კოდი - +269.

  • ინტერნეტ-დომენი - km.

კომოროვსკი ბრონისლავ მარია (პოლონ. Bronislaw Maria Komorowski) - გრაფი, პოლონეთის პრეზიდენტი 2010 წლის ივლისიდან (დაიბადა 04.06. 1952 წ).

კომოროვსკა მაია - პოლონელი მსახიობი ქალი (დაიბადა 1937 წელს).

კომოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქეიფისა და ღვინის სმის ღმერთი. გამოისახებოდა მთვრალი, ლოყებღაჟღაჟა კაცის სახით.

კომოტინი - ქალაქი საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, როდოპის ნომში (30 ათასი).

კომოციო - იგივეა, რაც ტვინის შერყევა.

კომპაკი - პორტატული და სამაგიდო კომპიუტერების მწარმოებელი უდიდესი ამერიკული კომპანია; დაარსებულია 1982 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში.

კომპანია (ფრანგ.)

  1. ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ერთად ატარებენ დროს.

  2. სავაჭრო ან სამრეწველო ამხანაგობა.

კომპანიონაჟი (ფრანგ.) - ხელოსანთა ძირთადად გასაიდუმლოებული კავშირები შუა საუკუნეების საფრანგეთში, რაც მიზნად ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა და XIX სუკუნიდან პროფკავშირების საფუძვლად იქცა.

კომპანიონი (ფრანგ.)

  1. კომპანიის მონაწილე.

  2. თანამოსაქმე.

  3. ქალი, რომელიც დაქირავებული ჰყავდათ დიასახლისის ან ქალიშვილების თანმხლებად და გამრთობად.

კომპარატივიზმი - ისტორიულ-შედარებითი მეთოდი.

კომპარატივისტი - მეცნიერი, რომელიც კვლევისას ისტორიულ-შედარებით მეთოდს იყენებს.

კომპარატორი - საზომი ხელსაწყო, რითაც გასაზომი სიდიდის შედარება ხდება ეტალონთან.

კომპარტია - შემოკლებული კომუნისტური პარტია.

კომპატრიოტი (ფრანგ.) - თანამემამულე.

კომპასი (გერმ.)

  1. ხელსაწყო, რომელიც აჩვენებს გეოგრაფიული ან მაგნიტური მერიდიანის მიმართულებას. გამოიყენება ორიენტირებისას ქვეყნის მხარეებთან მიმართებაში.

  2. ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

კომპაუნდი (ინგლ.)

  1. ორცილინდრიანი ორთქლის მანქანა.

  2. რაიმე ნივთიერებათა ნარევი, რომელიც არ წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს.

კომპაქტ-დისკი - 5,25 დიუმის დიამეტრის დისკი, რომელზედაც შეიძლება ინფორმაციის ჩაწერა.

კომპაქტური - მჭიდრო, შეკუმშული.

კომპაქტუსი (ლათ.) - სისტემა კარადებისა, სტელაჟებისა, რომლებიც მოძრაობს იატაკზე დაგებულ ან ზემოთ დაკიდებულ რელსებზე.

კომპენდიუმი (ლათ.) - მეცნიერების რომელიმე დარგის რაიმე გამოკვლევის და მისთანების ძირითად დებულებათა მოკლე გადმოცემა.

კომპენსატორი - მოწყობილობა, რომელიც აწონასწორებს სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მანქანების, აპარატების, ხელსაწყოების მოქმედებაზე.

კომპენსაცია (ლათ.)

  1. ანაზღაურება, საზღაური.

  2. მედიცინაში - დარღვეული ფუნქციის აღდგენა ორგანიზმში.

კომპეტენტური (ლათ.)

  1. რაიმე დარგის, რაიმე საკითხის სათანადოდ მცოდნე.

  2. ცოდნაზე დამყარებული, საფუძვლიანი; სრულუფლებიანი.

კომპეტენცია (ლათ.)

  1. საკითხთა წყება, რომელთა ჯეროვანი ცოდნა მოეპოვება ვისმე.

  2. სფერო, რაშიც უფლებამოსილია რომელიმე დაწესებულება ან თანამდებობის პირი.

კომპიენი - ქალაქი საფრანგეთში, მდინარე უაზაზე (45 ათასი).

კომპილატორი

  1. კომპილაციის ავტორი.

  2. ინფორმატიკაში იგივეა, რაც ტრანსლიატორი.

კომპილაცია - თხზულების შექმნა სხვების გამოკვლევების ან ნაწარმოებების საფუძველზე პირველწყაროს დამოუკიდებელი დამუშავების გარეშე.

კომპიტალიები - ქუჩის ლარების (ოჯახის მფარველი ღვთაებების) პატივსაცემი დღესასწაულები ძველ რომში; იმართებოდა იანვრის თვეში.

კომპიუტერი (ინგლ.) - მანქანა, რომელსაც იყენებენ ინფორმაციის მისაღებად, გადასამუშავებლად და დასაცავად ელექტრონული სახით, აგრეთვე როგორც საკომუნიკაციო საშუალებას.

კომპიუტერიზაცია - ელექტრონული მანქანების (კომპიუტერების) ფართო დანერგვა წარმოებაში, კვლევით მუშაუბაში.

კომპლექსი (ლათ.)

  1. საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა, შეხამება.

  2. ფსიქოლოგიაში - ცალკეული ფსიქოლოგიური პროცესების ერთ მთლიანობად გადაქცევა.

კომპლექტი (ლათ.) - გარკვეული დანიშნულებისათვის საჭირო საგანთა სრული რიცხვი.

კომპლექსია - აგებულება, ტანის მოყვანილობა.

კომპლიკაცია (ლათ.) - გართულება, დახლართულობა, აწეწილობა.

კომპლიმენტი (ფრანგ.) - საქებარი, სასიამოვნო რისამე თქმა, ქათინაური.

კომპლიუვიუმი (ლათ.) - სწორკუთხა ხვრელი ძველრომაულ სახლებში, რაც წვიმის წყლის დასაგროვებლად იყო გათვალისწინიბელი სპეციალურ ავზში.

კომპლოტი (ფრანგ.) - შეთქმულება.

კომპოზიტი (ლათ.) - სიტყვა, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისაგან.

კომპოზიტორი (ლათ.)

  1. პირი, რომელიც ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებს.

  2. პირი, რომელიც ადგენს საჭადრაკო (ან საშაშო) ამოცანებს და ეტიუდებს.

კომპოზიცია (ლათ.)

  1. მუსიკალური ნაწარმოების შეთხზვა.

  2. ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება.

  3. სხვადასხვა ლითონის შენადნობი.

კომპონენტი (ლათ.) - რისამე შემადგენელი ნაწილი.

კომპოსტერი (ფრანგ.) - ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სამგზავრო ბილეთებზე, საბანკო ჩეკებზე და მისთანებზე სვამენ საკონტროლო ნიშნებს.

კომპოსტი (ინგლ.) - ორგანული სასუქი, რომელსაც იყენებენ ტორფისა და სხვადასხვა ნარჩენის ერთმანეთში შერევით.

კომპოტი (ფრანგ.) - წყალში მოხარშული სხვადასხვა ხილი.

კომპრადორი (ესპან.) - აღმოსავლეთის ქვეყნებში ადგილობრივი ვაჭარი, რომელიც შუამავლობს უცხოეთის კაპიტალსა და ადგილობრივ ბაზარს შორის.

კომპრაჩიკოსები (ესპან.) - ადამიანები, რომლებიც შუა საუკუნეების ევროპაში იტაცებდნენ ან ყიდულობდნენ ბავშვებს, ამახინჯებდნენ მათ და შემდეგ ყიდდნენ ხუმარებად.

კომპრესი (ფრანგ.) - ქსოვილის, ტილოს ნაჭერი, რომელსაც ადებენ მტკივნეულ ადგილზე სამკურნალო მიზნით.

კომპრესია (ლათ.) - ჰაერის, გაზის ან საწვავი ნარევის შეკუმშვა.

კომპრესორი

  1. ჰაერის, გაზის, ორთქლის შესაკუმში მანქანა.

  2. სისხლძარღვების შესაკუმში ხელსაწყო.

კომპრომეტირება და კომპრომეტაცია - ვინმესათვის სახელის გატეხა, რეპუტაციის შელახვა.

კომპრომისი (ლათ.) - ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.

კომპტომეტრი - საანგარიშო მანქანა რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა საწარმოებლად.

კომპტონ-ბერნეტი აივი - ინგლისელი მწერალი ქალი (1884-1969 წწ).

კომპტონი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

კომპტონი არტურ ჰოლი - ამერიკელი ფიზიკოსი, 1927 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1892-1962 წწ).

კომპტუარი (ფრანგ.) - საფრანგეთში - ბარში გამართული დახლი, რომლის გაყოლებაზეც მაღალი ტაბურეტებია და რომელთანაც შეექცევიან სასმელს.

კომპული - უნაგირის ტახტის თავი.

კომრატი - ქალაქი მოლდავეთში (25 ათასი).

კომსომოლსკი

  1. ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

  2. ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში (55 ათასი).

კომსომოლსკოე - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

კომუნა (ფრანგ.)

  1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში საქალაქო კომუნა - თემი, რომელიც ფეოდალთაგან დამოუკიდებლად ცდილობდა საკუთარი ცხოვრების წარმართვას.

  2. დასავლეთის ზოგ თანამედროვე ქვეყანაში - უმდაბლესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელი.

კომუნალური - ქალაქის მეურნეობასთან დაკავშირებული.

კომუნარი (ფრანგ.)

  1. პარიზის კომუნის მონაწილე.

  2. კომუნის წევრი.

კომუნარის ჩიბუხი - ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1929 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - კოტე მარჯანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: უშანგი ჩვეიძე, სერგეი ზაბოზლაევი, ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, თამარ ჭავჭავაძე, შალვა ღამბაშიძე.

კომუნარსკი - უკრაინის ქალაქ ალჩევსკის სახელი 1961-92 წლებში.

კომუნეროსი - 1820-23 წლების ესპანეთის რევოლუციის დროს წევრი იმ საიდუმლო ორგანიზაციისა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისათვის იბრძოდა.

კომუნიზმი

  1. სხვადასხვა კონცეფციათა საერთო სახელი, რომლის საფუძველში კერძო საკუთრებაზე უარის თქმა დევს (პირველყოფილი კომუნიზმი, უტოპიური კომუნიზმი).

  2. ისტორიული პროცესის მარქსისტულ კონცეფციაში - საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაცია, რომელიც უნდა შეენაცვლოს კაპიტალიზმს.

კომუნიზმის პიკი (1962 წლამდე სტალინის პიკი, 1998 წლის შემდეგ ისმაილ სამონის პიკი) - პამირის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე (7495 მეტრი).

კომუნიკაბელურობა

  1. ინფორმაციის გადამცემ განსხვავებულ სისტემათა შეთავსება.

  2. საზოგადოებასთან, ხალხთან ურთიერთობის უნარი.

კომუნიკაცია (ლათ.)

  1. ერთი ადგილის მეორესთან დამაკავშირებელი გზა.

  2. ინფორმაციის გაცვლა ადამიანებს შორის, აგრეთვე კავშირის სასიგნალო მეთოდი ცხოველებს შორის.

კომუნიკე (ფრანგ.)

  1. ოფიციალური ცნობა საერთაშორისო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

  2. საერთოდ ოფიციალური ცნობა რაიმე საკითხის შესახებ.

კომუნისტი

  1. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთი (პირველი ნომერი გამოვიდა 1920 წლის 3 ივნისს).

  2. კომუნისტური პარტიის წევრის მოსახსენიებელი გავრცელებული სიტყვა საბჭოთა ეპოქაში.

კომუნისტური ინტერნაციონალი (კომინტერნი) - 1919-43 წლებში საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კომუნისტურ პარტიებს აერთიანებდა.

კომუნისტური პარტია (საბჭოთა კავშირისა, აბრევიატურა - სკკპ) - პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში, რომელიც 1898-1991 წლებში მოქმედება; ერთადერთი პარტია, რომელიც სახელმწიფო ტოტალური რეჟიმის საფუძვლად იქცა.

კომუტატორი (ლათ.) - მოწყობილობა ელექტროწრედში დენის მიმართულების შესაცვლელად.

კომუტაცია (ლათ.) - ელექტროდენის მიმართულების შეცვლა, ცვლადი დენის გარდაქმნა მუდმივ დენად სპეციალური აპარატის საშუალებით.

კომფორტი (ინგლ.) - კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობა; ბინების, საზოგადოებრივ დაწესებულებათა, მიმოსვლის საშუალებათა და მისთანების კეთილმოწყობა.

კომფორტული და კომფორტაბელური - კეთილმოწყობილი.

კომში (Cydonia oblonga) - საშუალო სიმაღლის ხე ან ბუჩქი. ისხამს ვაშლის მოყვანილობის ყვითელ სურნელოვან და მოტკბო-მომჟავი ნაყოფს.

კონა - ერთად შეკრული ყვავილი ან მწვანილი.

კონაკრი - გვინეის დედაქალაქი, ატლანტის ოკეანისპირა პორტი. დაარსებულია 1884 წელს (700 ათასი).

კონაკოვო (1930 წლამდე კუზნეცოვო) - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში (45 ათასი).

კონან დოილი არტურ - იხილე დოილი ა.კ.

კონარსკი შიმონ - 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი (1808-1839 წწ).

კონახტი (კონოტი) - პროვინცია ირლანდიაში.

კონგენიალური (ლათ.) - ჭკუით, ნიჭიერებით ვისიმე შესაფერი, მსგავსი.

კონგლომერატი (ლათ.)

  1. სხვადასხვაგვარი ნაწილების ან საგნების მექანიკური, შემთხვევითი შეერთება.

  2. გეოლოგიაში - ნალექი ქანი: შედგება თიხით, კირით და მისთანებით შეკავშირებული კენჭებისა და ქვებისაგან.

კონგლომერაცია (ლათ.) - რაიმე ნაწილების ან საგნების ისეთი შეკავშირება, როდესაც ისინი ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს.

კონგო

1) სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი XIII-XIX საუკუნეებში მდინარე კონგოს ქვემო დინებაში.

2) (კონგოს რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Congo).

  • სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ესაზღვრება გაბონს, კამერუნს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ანგოლას, აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 15 აგვისტო.

  • ეროვნული დევიზი - „Unite, Travail, Progres“ (ერთობა, შრომა, პროგრესი).

  • ჰიმნი - „La Congolaise“.

  • მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 342 000 კვ.კმ.

  • დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ ოლქად და დედაქალაქის რეგიონად.

  • მოსახლეობა - 4 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეები - კათოლკეები, პროტესტანტები, ნაწილი მოსახლეობისა ადგილობრივი ტრადიციული აღმსარებლობისაა.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • დედაქალაქი - ბრაზავილი.

  • ვალუტა - ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - COG.

  • დროის სარტყელი - UTC +1

  • სატელეფონო კოდი - +242.

  • ინტერნეტ-დომენი - cg.

4) (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1971-97 წლებში ზაირი, ფრანგ. Republique Democratique du Congo).

  • სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და სუდანს, აღმოსავლეთით - უგანდას, რუანდას, ბურუნდის, ტანზანიას, სამხრეთით - ზამბიას და ანგოლას და დასავლეთით - კონგოს რესპუბლიკას. დასავლეთით აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე.

  • სახელწოდება „კონგო” ნიშნავს მონადირეს დამომდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ენიდან.

  • დამოუკიდებლობის დღე (ბელგიისგან) - 1960 წლის 30 ივნისი.

  • ჰიმნი - „Debout Сongolaise“.

  • მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზედენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი სახელმწიფო საბჭო.

  • ფართობი - 2 345 410 კვ.კმ.

  • დაყოფილია 11 ოლქად.

  • მოსახლეობა - 67 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 25 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მოსახლეობის ნახევარი ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებს.

  • ოფიციალური ენა - ფრანგული.

  • დედაქალაქი - კინშასა.

  • ვალუტა - კონგოს ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - COD.

  • დროის სარტყელი - UTC +1...+2

  • სატელეფონო კოდი - +243.

  • ინტერნეტ-დომენი - cd.

5) ბანტუს ჯგუფის ხალხი, ცხოვრობენ ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში (კონგო, ანგოლა, უგანდა, გაბონი).

6) ბანტუს ენათა ჯგუფის ენა. დამწერლობა აქვს ლათინური ანბანის საფუძველზე.

7) (ზაირი) - მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 4700 კილომეტრი, აუზის ფართობი - 3680 ათასი კვ.კმ).

კონგრეგაცია (ლათ.)

  1. კარდინალთა მუდმივი კომისია, ვატიკანის მმართველთა გაერთიანება, რომელიც განაგებს კათოლიკური სამყაროს მნიშვნელოვან საქმეებს.

  2. კათოლიკურ მონასტერთა გაერთიანებანი, რომელთაც საერთო მმართველობა აქვთ.

კონგრეციონალისტები - კალვინიზმის განშტოება, რომელიც ჩაისახა XVI საუკუნის ინგლისში და მიზნად ისახავდა ადგილობრივი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას საეკლესიო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოსაგან.

კონგრევი - პოლიგრაფიაში: 1) მრავალი ფერის ერთდროულად ბეჭდვის ხერხი. 2) ამობურცული, რელიეფური გამოსახლების მიღება ყდაზე; თვით ასეთი გამოსახულება.

კონგრესი (ლათ.)

  1. ფართო შემადგენლობის თათბირი, ყრილობა.

  2. აშშ-სა და ზოგ სხვა ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდება.

კონგრესმენი (ინგლ.) - კონგრესის წევრი.

კონგრივი უილიამ - ინგლისელი დრამატურგი (1670-1729 წწ).

კონგრუენტული - რაც ერთიმეორეზე დადებისას ერთმანეთს ემთხვევა.

კონგრუენცია (ლათ.)

  1. გეომეტრიული ფიგურების დამთხვევა ერთმანეთზე დადებისას.

  2. საერთოდ შესაბამისობა, თანაზომიერება.

კონგური - მთა ჩინეთში, კუნლუნის მთათა სისტემაში (7719 მეტრი).

კონგურმუზტაკი - იხილე კაშგარის ქედი.

კონდა

  1. მდინარე რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში, მდინარე ვიტიმის მარჯვენა შენაკადი.

  2. მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე ირტიშის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1097 კილომეტრი).

კონდაკი (ჟამისწირვა, იბაკო)

  1. ბიზანტიური საეკლესიო პოეზიისა და მუსიკის ჟანრი.

  2. ლიტურგიკული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილი იყო წირვის წესი, სააღაპო წიგნი.

კონდამიანი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კოზმასა და დამიანეს გამოქვაბული სამონასტრო კომპლექსი სოფელ კისისხევიდან (თელავის მუნიციპალიტეტი) დაახლოებით 6 კმ-ზე. მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირის ფლატეზე შემორჩენილია VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. ნაგებობა მარტივია. სამივე ეკლესია ერთმანეთის მიყოლობით არის განლაგებული. ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, სარკმლისა და კარის საპირეები, იმპოსტები და ზოგი თაღი მოყვითალო ფერის შირიმის ქვისაა. მაღალი და ფართო მთავარი ეკლესია დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის კუთხეებიც ასევე შირიმის ქვითაა ამოყვანილი. კამარა ჩამოქცეულია. ჩრდილოეთ ნავში გამოყოფილია სათავსი სამსხვერპლოსათვის.

კონდამინი შარლ მარი დე ლა - ფრანგი ასტრონომი, გეოდეზისტი და მოგზაური (1701-1774 წწ).

კონდახი - განიერი ბოლო ნაწილი ფიცრის ნაჭრისა, რომელშიაც ჩასმულია თოფის ლულა.

კონდე ლუი I ბურბონი - საფრანგეთის პრინცი, ჰუგენოტების ბელადი (1530-1569 წწ).

კონდე ლუი II ბურბონი - საფრანგეთის მხედართმთავარი (1621-1680 წწ).

კონდენსატი (ლათ.) - კონდენსაციის შედეგად მიღებული პროდუქტი.

კონდენსატორი (ლათ.)

  1. ელექტრობის დასაგროვებელი ხელსაწყო.

  2. აპარატი, რომელშიც ნამუშევარი ორთქლი ცივდება და წყლად იქცევა.

კონდენსაცია და კონდენსირება

  1. შესქელება, გამკვრივება.

  2. ორთქლის ან გაზის სითხედ გადაქცევა.

კონდენსორი (ლათ.) - ლინზა ან ლინზების სისტემა, რომელიც თავს უყრის სინათლის სხივებს და მიმართავს მათ გასანათებელი საგნისკენ.

კონდიდი - სოფლების ზედა კონდიდისა და ქვედა კონდიდის გავრცელებული სახელწოდება (ქობულეთის მუნიციპალიტეტი).

კონდილიაკი ეტიენ ბონო დე - ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი (1715-1780 წწ).

კონდიტერი (ლათ.) - ტკბილეულის დამზადების სპეციალისტი.

კონდიცია (ლათ.)

  1. დადგენილი ნორმა, სტანდარტი, რასაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის საგანი.

  2. ხელშეკრულების პირობა, რომელიც განსაზღვრავს საქონლის ხარისხს.

კონდიციონერი

  1. აპარატი ხორბლის სითბური დამუშავებისათვის.

  2. კონდიცირებული ჰაერის გამოსამუშავებელი აპარატი.

კონდიცირება - საქონლისათვის ისეთი სახის მიცემა, რომ შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს, სტანდარტებს.

კონდოლი - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კისისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 460 მეტრი, თელავიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2489 ადამიანი. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ნათლისმცემლის ბაზილიკა.

კონდომა - მდინარე რუსეთის კემეროვოს ოლქში, მდინარე ტომის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 392 კილომეტრი).

კონდომი - იგივეა, რაც პრეზერვატივი.

კონდომინიუმი (ლათ.) - საერთაშორისო სამართალში: ერთი და იმავე ტერიტორიის მართვა ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.

კონდოპოგა - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (40 ათასი).

კონდორი

  1. (ესპან.) - დიდი მტაცებელი ფრინველი, ლეშისმჭამელი. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.

  2. ოქროს და ვერცხლის მონეტა, რომელიც სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში (ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი) ბრუნავდა XX საუკუნის დასაწყისში.

კონდორკანკი ხოსე გაბრიელ - პერუში ინდიელთა ანტიესპანური აჯანყების ხელმძღვანელი XVIII საუკუნეში; ეწოდა ტუპაკ ამარუ.

კონდორსე მარი ჟან ანტუან ნიკოლა - ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი, მათემატიკოსი, სოციოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე (1743-1794 წწ).

კონდოტიერი (იტალ.)

  1. XIV-XV საუკუნეების იტალიაში დაქირავებული რაზმის წინამძღოლი.

  2. ითქმის ადამიანზე, რომელიც მზადაა იბრძოლოს ყოველგვარი საქმისთვის გასამრჯელოს ხარჯზე.

კონდრატიევი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1876-1967 წწ).

კონდრატიევი ვიაჩესლავ - რუსი მწერალი (1920-1993 წწ).

კონდრატიუკი ნიკოლა - უკრაინელი მომღერალი, ბარიტონი; საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

კონდრაშინი კირილ - დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1981 წწ).

კონდროვო - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

კონდუიტი (ფრანგ.) - ჟურნალი, რომელშიც ძველ რუსეთში აღნიშნავდნენ მოსწავლის ჩადენილ ყველა დანაშაულს.

კონდურჩა - მდინარე რუსეთის სამარის ოლქში, მდინარე სოკის მარჯვენა შენაკადი.

კონდუქტი (ლათ.) - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში - ვოკალური (მრავალხმიანი) ჟანრი.

კონდუქტომეტრი (ინგლ.) - ხელსაწყო სითხის ან ორთქლის ელექტროგამტარობის გასაზომად.

კონდუქტორი

  1. მუშაკი, რომელიც თან ახლავს საქალაქო ტრანსპორტს და ყიდის ბილეთებს.

  2. ლითონსაჭრელ ჩარხებში მოწყობილობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ სწორ მდგომარეობას აძლევს იარაღსა და დასამუშავებელ მასალას.

კონევი ივან - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1897-1973 წწ).

კონევიჩი პეტარ - სერბი კომპოზიტორი, ეროვნული სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1883-1970 წწ).

კონევსკოი ივან (ნამდვილი გვარი ორეუსი) - რუსი პოეტი (1877-1901 წწ).

კონერი შონ (ნამდვილი სახელი თომასი) - დიდბრიტანელი (შოტლანდიელი) მსახიობი (დაიბადა 1930 წელს).

კონესკი ბლაჟე - მაკედონელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

კონეტაბლი (ფრანგ.) - XIV-XVI საუკუნეების საფრანგეთში არმიის მთავარსარდალი.

კონექტიკუტი

  1. მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის ლონგ-აილენდის სრუტეს (სიგრძე - 552 კილომეტრი).

  2. შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 12,9 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 3,3 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰარტფორდი.

კონეცკი ვიქტორ - რუსი მწერალი (1929-2002 წწ).

კონვეიერი (ინგლ.) - განუწყვეტლივ მოქმედი მოწყობილობა, რომელსაც გადააქვს დასამუშავებელი მასალა ან მანქანის ასაწყობი ნაწილები ერთი მუშიდან მეორესთან.

კონვენტი (ლათ.)

  1. ზოგ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მოიწვევენ ხოლმე კონსტიტუციის შესადგენად ან შესაცვლელად.

  2. საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 1792-95 წლებში.

კონვენცია (ლათ.) - სახელმწიფოთა შორის რაიმე საკითხზე დადებული ხელშეკრულება.

კონვენციონალიზმი (ლათ.) - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო თეორიებს საფუძვლად უდევს მეცნიერთა შორის ნებისმიერი შეთანხმებანი.

კონვენციონალური (ლათ.) - რაც პირობას, ხელშეკრულებას შეესაბამება.

კონვენციური - კონვენციით დადგენილი.

კონვერგენცია (ლათ.)

  1. რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მოვლენებში; ინტეგრაცია.

  2. ბიოლოგიაში - სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებში სხეულის აგებულების ან ფუნქციის მსგავსების გაჩენა.

  3. თვალების მხედველობითი ღერძის შეხვედრა ახლო მყოფი საგნის ცქერისას.

კონვერსია (ლათ.) - წინათ გამოშვებული სახელმწიფო სესხის პირობების შეცვლა.

კონვერტი (რუს.)

  1. ქაღალდის ოთხკუთხა პარკი, რომელშიც დებენ წერილს.

  2. ძუძუთა ბავშვის შესახვევი საბანი.

  3. საბნის შალითა.

კონვერტერი (ინგლ.)

  1. მეტალურგიაში - მბრუნავი ღუმელი ფოლადის მისაღებად გამდნარი თუჯის ჰაერით გაქრევის გზით.

  2. სიხშირის გარდამქმნელი.

კონვერტირება

  1. (ლათ.) - მეტალურგიაში - თუჯის ან შტაინის კონვერტერში გაქრევა.

  2. ვალუტის კონვერტირება - ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის გადაყვანა უცხო ქვეყნის ვალუტაზე.

კონვერტოპლანი (ინგლ.) - შვეულმფრენი, რომელიც ფრენის დროს გარდაიქმნება თვითმფრინავად და პირიქით.

კონვექტორი - სათბობის გასათბობი ხელსაწყო, რომელიც მუშაობს კონვექციის გზით სითბოს გადაცემის პრინციპით.

კონვექცია (ლათ.) - სითბოს ან ელექტრომუხტების გადატანა მოძრავი გარემოს დინების მიერ.

კონვიჩნი ფრანც - გერმანელი დირიჟორი (1901-1962 წწ).

კონვიცკი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

კონვულსია (ლათ.) - ძლიერი კრუნჩხვა მთელი სხეულისა.

კონი

  1. ერთგვარი ფაცერი.

  2. ჩანჩქერი ლაოსისა და კამბოჯის საზღვარზე, მდინარე მეკონგზე.

კონი თევდორე - რუსი დრამატურგი (1809-1879 წწ).

კონი ფერდინანდ - გერმანელი ბოტანიკოსი და ბაქტერიოლოგი (1828-1898 წწ).

კონია - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (515 ათასი).

კონიაკი

  1. ქალაქი საფრანგეთის შარანტის დეპარტამენტში.

  2. ღვინის გამოხდით და სათანადო დავარგებით მიღებული მაგარი არომატული სასმელი.

კონიდიუმი (ბერძნ.) - ჩანთიანი და უსრულო სოკოების უსქესო გამრავლების სპორა.

კონიექტურა (ლათ.) - ტექსტის დამახინჯებული ადგილის აღდგენა ან ისეთი ტექსტის გაშიფვრა, რომელიც არ იკითხება.

კონიის პლატო - იხილე ლიკაონის ვაკე.

კონიის (იკონიის) სასულთნო (რუმის სასულთნო ან სელჩუკთა სასულთნო) - ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში XI-XIV საუკუნეებში.

კონიკა (Konica) - იაპონური კორპორაცია, რომელიც ფოტოპროდუქციას აწარმოებს. დაარსებულია 1873 წელს.

კონინი - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (80 ათასი).

კონინკი ფილიპს - ნიდერლანდელი ფერმწერი (1619-1688 წწ).

კონინქსლო ფილის ვან - ნიდერლანდელი მხატვარი, პეიზაჟისტი (1544-1607 წწ).

კონიო ჟორჟ - ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1901-1978 წწ).

კონიო - მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა, ორწლოვანი ბალახები.

კონიოვიჩი პეტარ - იუგოსლავიელი კომპოზიტორი (1883-1970 წწ).

კონიონკოვი სერგეი - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1874-1971 წწ).

კონისი იუკინაგა - იაპონელი მხედართმთავარი, ჰიძესი ტოეტომის თანამებრძოლი (1556-1600 წწ).

კონისკი გრიგორი - უკრაინელი მწერალი, საეკლესიო მოღვაწე (1717-1795 წწ).

კონიუგაცია (ლათ.)

  1. ბოტანიკაში - სქესობრივი პროცესი, რომლის დროსაც ხდება ორი გარეგნულად მსგავსი ვეგეტატიური უჯრედის შიგთავსის შერწყმა წყალმცენარეებში.

  2. ინფუზორიებში სქესობრივი პროცესი - სასქესო ბირთვების შეცვლა და მათი შემდგომი შერწყმა წყვილ-წყვილად.

კონიუგატები - მწვანე წყალმცენარეების ქვეტიპი, მტკნარი წყლის ტიპობრივი ორგანიზმები.

კონიუნქტივი (ლათ.)

  1. კავშირებითი კილო გრამატიკაში.

  2. თვალის ლორწოვანი ანუ შემაერთებელი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა ზედაპირს და თვალის კაკლის წინა ნაწილს.

კონიუნქტივიტი - მედიცინაში - კონიუნქტივიტის ანთება.

კონიუნქტურა (ლათ.)

  1. შექმნილი ვითარება.

  2. იმ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც ახასიათებს სასაქონლო მეურნეობას.

კონკა

  1. (კონსკაია) - მდინარე უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა შენაკადი.

  2. (რუს.) - ტრამვაის წინამორბედი საქალაქო რკინიგზა, რომლის ვაგონშიც ცხენები იყო შებმული.

კონკანი - ინდოსტანის ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო.

კონკვესტი რობერტ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1917 წელს).

კონკი

  1. სიძველით დაგლეჯილი, მრავალჯერ დაკერებული ტანსაცმელი.

  2. პატარა ქალაქი საფრანგეთის ავეირონის დეპარტამენტში, რომელიც სენტ-ფუას სააბატოთია ცნობილი და შუა საუკუნეების ევროპაში ერთ-ერთ საეკლესიო ცენტრად ითვლებოდა.

კონკიაჟღარუნა - ძველმანებით, კონკებით შემოსილი ადამიანი.

კონკილა - ურმის თავქვეშ შესაყენებელი კეტი.

კონკისტა (ესპან.) - ისტორიულ ლიტერატურაში ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ესპანელ-პორტუგალიელთა მიერ ამერიკის დაპყრობის ეპოქას.

კონკისტადორები (ესპან.)

  1. ესპანელი და პორტუგალიელი დამპყრობნი ამერიკისა.

  2. იტყვიან საერთოდ დამპყრობზე, მოძალადეებზე.

კონკისძველა - ძალიან ძველი, დაგლეჯილი.

კონკლავი (ლათ.) - კარდინალთა საიდუმლო კრება პაპის არჩევნების დროს.

კონკლუდენტური მოქმედება - ისეთი მოქმედება, რომლიდანაც უსიტყვოდ ჩანს, რომ ესა თუ ის პირი თანახმაა დადოს ხელშეკრულება.

კონკოვაია - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას.

კონკორდანსი (ფრანგ.) - იგივეა, რაც სიმფონია.

კონკორდატი (ლათ.) - უმაღლესი დონის შეთანხმება რომის პაპის წმინდა ტახტსა და რომელიმე სახელმწიფოს შორის.

კონკორდი - დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ავიაკომპანიების ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი (150 ადგილი); სულ 20 ასეთი თვითმფრინავი არსებობს; სიჩქარე 2200-2500 კმ/სთ.

კონკორდია

  1. მოქალაქეთა, ქალაქთა, სახელმწიფოთა და სხვათა თანხმობის რომაული ღმერთქალი.

  2. ქალაქი-პორტი არგენტინის აღმოსავლეთ ნაწილში (100 ათასი).

კონკორსი (იტალ.) - გამანაწილებელი დარბაზი რკინიგზისა და საზღვაო ვაგზლებში, მეტროპოლიტენის სადგურებში.

კონკრემენტები (ლათ.) - მედიცინაში ქვები, რომლებიც ჩნდება ორგანიზმის ღრუებში ან ქსოვილებში.

კონკრეტიზაცია და კონკრეიზირება - რამესთვის კონკრეტული სახის მიცემა; დაკონკრეტება, დაზუსტება.

კონკრეტული - რეალურად არსებული, საგნობრივად განსაზღვრული, ზუსტი, ხელშესახები.

კონკრეციები - მომრგვალო ფორმის მინერალური წარმონაქმნები ნალექ ქანებში.

კონკუბინატი (ლათ.) - ძველი რომაული სამართლის მიხედვით - ნებადართული ხანგრძლივად ცხოვრება მამაკაცისა გაუთხოვარ ქალთან ქორწინების გარეშე.

კონკურენტი - პირი, რომელიც, კონკურენციას უწევს ვისმე; მეტოქე.

კონკურენცია (ლათ.) - მეტოქეობა უპირატესობის მოსაპოვებლად.

კონკური (ფრანგ.) - საცხენესნო სპორტში - შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში.

კონკურ იპიკი (ფრანგ.) - საცხენოსნო შეჯიბრი.

კონკურისტი - კონკურის მონაწილე.

კონკურსანტი - კონკურსის მონაწილე.

კონკურსი (ლათ.) - შეჯიბრება საუკეთესოს გამოსავლენად.

კონოე ფუმიმარო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1937-41 წლებში (1891-1945 წწ).

კონონი - ძველ საბერძნეთში ათენის ფლოტის სარდალი (ძვ.წ.აღ.V-IV სს).

კონოპლიოვა ნატალია - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1944 წელს).

კონოპნიცკა მარია - პოლონელი მწერალი ქალი (1842-1910 წწ).

კონორსი ჯიმი - ამერიკელი ჩოგბურთელი, აშშ-ს ღია ჩემპიონატის 5-გზის გამარჯვებული (დაიბადა 1952 წელს).

კონოსამენტი (ფრანგ.) - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების პირობებს.

კონოტაცია (ლათ.) - დამატებითი, თანმდევი მნიშვნელობა ენობრივი ერთეულისა.

კონოტოპი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში (100 ათასი).

კონრად I - გერმანელთა მეფე 911-918 წლებში.

კონრად II - გერმანიის მეფე, „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1024 წლიდან (დაახლოებით 990-1039 წწ).

კონრად III - გერმანიის მეფე 1138 წლიდან, შტაუფენების დინასტიის პირველი წარმომადგენელი (1093-1152 წწ).

კონრადი (ამენჰაუზენიდან) შვეიცარიელი გერმანულენოვანი პოეტი (XIV საუკუნე).

კონრადი (ვიურცბურგელი) გერმანელი პოეტი (1220-1287 წწ).

კონრადი ჩარლზ - ამერიკელი ასტრონავტი, 1965-73 წლებში ოთხი ფრენის მონაწილე (დაიბადა 1930 წელს).

კონრადი ჯოზეფ (ნამდვილი სახელი და გვარი იუზეფ ტეოდორ კონრად.კოჟენიოვსკი) - ინგლისელი მწერალი, ეროვნებით პოლონელი (1857-1924 წწ).

კონრად ფონ ჰეცენდორფი ფრანც - ავსტრია-უნგრეთის გენერალ-ფელდმარშალი (1852-1925 წწ).

კონსეკვენტური (ლათ.) - თანამიმდევრული, თანამიმდევრობითი.

კონსელიერუ ანტონიუ - ბრაზილიის გლეხთა ომის (1896-97) ერთ-ერთი წინამძღოლი (1850-1897 წწ).

კონსელიეირუ-ლაფაიეტი (ლაფაიეტი) - ქალაქი პარაგვაის კონსეფსიონის დეპარტამენტში.

კონსენსუსი (ლათ.)

  1. სადავო საკითხებზე ზოგადი შეთანხმება.

  2. საფრანგეთში აღნიშნავს სოციალურ და ეროვნულ ერთობას.

კონსერვატიზმი - ყველაფრის ძველის, დრომოჭმულის დაცვა.

კონსერვატიული - რასაც დრომოჭმულის დაცვა ახასიათებს, სიახლისადმი და პროგრესულისადმი მტრული.

კონსერვატორი

  1. პროგრესის მოწინააღმდეგე.

  2. ინგლისის კონსერვატიული პარტიის წევრი.

კონსერვატორია (იტალ.) - უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი.

კონსერვაცია (ლათ.)

  1. გაფუჭებისაგან, დაშლისაგან დაცვა სპეციალური დამუშავებით, სპეციალური პირობების შექმნით.

  2. რაიმე დაწყებულის შეწყვეტა, საქმიანობის შეჩერება გაურკვეველი ვადით.

კონსერვი (ფრანგ.)

  1. სპეციალური დამუშავების გზით მარაგად დამზადებული საკვები პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელშია მოთავსებული.

  2. ლურჯი ან მონაცრისფრო სათვალე კაშკაშა სინათლისაგან, მტვრისგან თვალების დასაცავად.

კონსერვირება

  1. კონსერვად დამზადება.

  2. იგივეა, რაც კონსერვაცია.

კონსეფსიონი

  1. ქალაქი პარაგვაიში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

  2. ქალაქი ჩილეში, ბიო-ბიოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (310 ათასი).

კონსიანსი ჰენდრიკ - ბელგიელი მწერალი (1812-1883 წწ).

კონსიგნაცია (ლათ.) - საქონლის საზღვარგარეთ საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც მისი პატრონი (კონსიგნანტი) უგზავნის იქ მყოფ კომისიონერს (კონსიგნატორს) საქონლის პარტიებს სარეალიზაციოდ.

კონსიდერანი ვიქტორ - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი (1808-1893 წწ).

კონსიერჟი (ფრანგ.) - საფრანგეთში - მეკარე, შვეიცარი.

კონსილიუმი (ლათ.) - ექიმების მოთათბირება მძიმე ან არაცხადი დაავადების გამოსარკვევად და მკურნალობის ხერხების დასადგენად.

კონსისტენცია (ლათ.) - ნივთიერების სიმკვრივის ხარისხი.

კონსისტომეტრი - ხელსაწყო ნახევრად თხევადი სხეულების კონსისტენციის გასარკვევად.

კონსისტორია (ლათ.) - კათოლიკურ ეკლესიაში - კარდინალთა თათბირი რომის პაპის მეთაურობით.

კონსკრიფცია (ლათ.) - ძველი საფრანგეთის არმიაში კადრების დაკომპლექტება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე, როდესაც დაშვებული იყო გამოსყიდვა და მონაცვლეობა.

კონსოლები - ინგლისში - სახელმწიფო სესხის ობლიგაციები, რომელიც გამოშვებულია კონსოლიდაციის შემდეგ.

კონსოლი (ფრანგ.) - კედლის გამონაშვერი, რომელსაც ეყრდნობა შენობის ზოგი ნაწილი; ბრჯენი, კრონშტეინი.

კონსოლიდაცია და კონსოლიდირება (ლათ.)

  1. განმტკიცება, შემჭიდროება.

  2. მოკლევადიანი სახელმწიფო სესხის გრძელვადიანად გადაქცევა.

კონსომე (ფრანგ.) - ერთგვარი ბულიონი.

კონსონანსი (ფრანგ.) - რამდენიმე ბგერის ჰარმონიული შეხამება; კეთილხმოვანება.

კონსონანტი (ლათ.) - თანხმოვანი ბგერა.

კონსონანტიზმი (ლათ.) - ამა თუ იმ ენის თანხმოვან ბგერათა სისტემა.

კონსონანტური დამწერლობა - დამწერლობის სისტემა, რომლის ნიშნები (გრაფემები) გამოყენებულია მხოლოდ თანხმოვანი ფონემების აღსანიშნავად.

კონსორტი და პრინც-კონსორტი (ინგლ.) - ინგლისსა და ზოგ სხვა მონარქიულ სახელმწიფოში დედოფლის მეუღლე, რომელიც თვითონ არ არის მონარქი.

კონსორციუმი (ლათ.) - რამდენიმე მსხვილი ბანკის მონოპოლიური გაერთიანება რაიმე ოპერაციის ერთობლივად ჩატარების მიზნით.

კონსპექტი (ლათ.) - მოკლე ჩანაწერი, მოკლედ გადმოცემული შინაარსი.

კონსპექტური - მოკლე, შეკუმშული.

კონსპირატორი (ლათ.) - კონსპირაციის მონაწილე, კონსპირაციის დამცველი.

კონსპირაცია (ლათ.) - სისტემა და მეთოდები, რომლებსაც იყენებს არალეგალური ორგანიზაცია თავისი მუშაობის საიდუმლოდ შესანახად; საიდუმლოს მკაცრად დაცვა.

კონსტან დე რებეკი ბენჟამენ ანრი - ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე (1767-1830 წწ).

კონსტანტა (ლათ.) - მუდმივი სიდიდე.

კონსტანტანი (ლათ.) - სპილენძისა და ნიკელის შენადნობი; ახასიათებს მაღალი ელექტრული წინაღობა. იყენებენ რეოსტატების დასამზადებლად.

კონსტანტი (კოსტანტი) კახი - ქართველი ერისთავი, იბრძოდა არაბი სარდლის ბუღა თურქის წინააღმდეგ (768-853 წწ).

კონსტანტი კახის წამება - 853-856 წლებში შექმნილი ქართული ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება.

კონსტანტინატი - ბერძნული ოქროს ფული, რომელიც საქართველოშიც იხმარებოდა (XII-XIII სს).

კონსტანტინე (კოსტანტი) - ქართლის ერისთავი X საუკუნის I ნახევარში.

კონსტანტინე I

1) (დიდი) ფლავიუს ვალერიუს - რომის იმპერატორი 306 წლიდან (დაახლოებით 285 - 337 წწ).

2) საქართველოს მეფე 1407-11 წლებში, ბაგრატ V-ის ძე (გარდაიცვალა 1411 წელს).

3) (კოსტანტი I) - აფხაზთა მეფე დივანის (ქრონიკის) მიხედვით VIII საუკუნის I ნახევარში, თეოდოს I-ის ძე.

4) იმერეთის მეფე 1293-1327 წლებში, დავით VI ნარინის ძე (გარდაიცვალა 1327 წელს).

5) კახეთის მეფე 1605 წელს, ალექსანდრე I-ის ძე (დაახლოებით 1566 - 1605 წწ).

6) საბერძნეთის მეფე გლიუქსბურგების დინასტიისა 1913-17 და 1920-22 წლებში (1868-1923 წწ).

კონსტანტინე II

1) ფლავიუს კლავდიუს - რომის იმპერატორი (ავგუსტუსი) 337-340 წლებში (317-340 წწ).

2) ქართლის მეფე 1476-1505 წლებში, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრეს ვაჟი (გარდაიცვალა 1505 წელს).

3) საბერძნეთის მეფე გლიუქსბურგების დინასტიისა 1964-74 წლებში (დაიბადა 1940 წელს).

4) (მაჰმად ყული-ხანი) - კახეთის მეფე 1722-32 წლებში, ერეკლე I-ის ძე, თეიმურაზ II-ის ძმა (გარდაიცვალა 1732 წელს).

5) (კოსტანტი II) - აფხაზთა მეფე დივანის (ქრონიკის) მიხედვით VIII საუკუნის I ნახევარში, თეოდორეს ძე.

კონსტანტინე IV (პოგონატოსი) - ბიზანტიის იმპერატორი 668 წლიდან (გარდაიცვალა 685 წელს).

კონსტანტინე V - ბიზანტიის იმპერატორი 741 წლიდან (719-775 წწ).

კონსტანტინე VII (პორფიროგენეტი) - ბიზანტიის იმპერატორი 913 წლიდან (905-959 წწ).

კონსტანტინე XI (პოგონატოსი) - ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი 1448 წლიდან (1405-1453 წწ).

კონსტანტინე ბატონიშვილი

1) იმერთა მეფის ბაგრატ III-ის ძე (გარდაიცვალა 1587/88 წელს).

2) იმერეთის მეფის დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი (1789-1844 წწ).

კონსტანტინე მანასე - ბიზანტიელი მწერალი (გარდაიცვალა 1187 წელს).

კონსტანტინესკუ ალექსანდრე - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1873-1949 წწ).

კონსტანტინესკუ-იაში - რუმინელი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1892-1949 წწ).

კონსტანტინი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი).

კონსტანტინიდისი არის - ბერძენი არქიტექტორი (დაიბადა 1913 წელს).

კონსტანტინოვი ალეკო ივანიცოვ - ბულგარელი მწერალი (1868-1923 წწ).

კონსტანტინოვი თედორე - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1910 წელს).

კონსტანტინოვი პეტრე - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1898-1973 წწ).

კონსტანტინოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (110 ათასი).

კონსტანტინოვსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (20 ათასი).

კონსტანტინოპოლი (ძვ.ქართ. - ბიზანტიონი, რუს. - ცარგრადი) - ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი 1453 წლამდე. დაარსებულ იქნა იმპერატორ კონსტანტინეს მიერ 324 წელს. ახლანდელი სტამბოლი.

კონსტანტინოპოლსკი ალექსანდრე - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1910-1985 წწ).

კონსტანტური - მუდმივი, უცვლელი, მყარი.

კონსტანცა - ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, პორტი შავ ზღვაზე, ამავე სახელწოდების ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

კონსტანცი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში (75 ათასი).

კონსტანციუს I (ქლორუსი) ფლავიუს ვალერიუს - რომის იმპერატორი (264-306).

კონსტანციუს II ფლავიუს იულიუს - რომის იმპერატორი 337-361 წლებში (317-361).

კონსტანციუს III ფლავიუს - რომაელი მხედართმთავარი (გარდაიცვალა 421 წელს).

კონსტატაცია და კონსტატირება (ფრანგ.) - რისამე დადგენა, რისამე არსებობის დადასტურება.

კონსტებლი (ინგლ.)

  1. დაბალი ჩინის პოლიციელი ინგლისში, აშშ-ში, კანადაში.

  2. ციხესიმაგრის ან სასახლის კომენდანტი ინგლისში.

კონსტებლი ჯონ - ინგლისელი ფერმწერი (1776-1837 წწ).

კონსტელაცია (ლათ.) - ცის მნათობთა ურთიერთგანლაგება, რომელსაც იყენებენ არამეცნიერულ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებათა საფუძველზე.

კონსტიტუანტი (ფრანგ.) - დამფუძნებელი კრება, რომელსაც იწვევდნენ კონსტიტუციის მისაღებად ან შესაცვლელად საფრანგეთში.

კონსტიტუტიური - არსებითი, ძირითადი, რისამე განმსაზღვრელი.

კონსტიტუცია (ლათ.)

  1. სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივსა და სახელმწიფო წყობილებას.

  2. ორგანიზმის საერთო აგებულება.

კონსტიტუციონალიზმი - მიმდინარეობა მეცნიერებასა და პოლიტიკაში, რომელსაც მმართველობის საუკეთესო ფორმად კონსტიტუციური მონარქია მიაჩნია.

კონსტრიქტორი (ლათ.) - კუნთი, რომელიც კეტავს ბუნებრივ ხვრელებს ადამიანის ორგანიზმში.

კონსტრუირება - რისამე კონსტრუქციის შექმნა.

კონსტრუქტივიზმი - მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც უარყოფს ხელოვნების იდეურ შინაარსს და უპირატესად მიმართავს აბსტრაქციებს, გეომეტრიულ ფორმებს.

კონსტრუქტორი

  1. პირი, რომელიც რისამე კონსტრუქციას ქმნის.

  2. კომპლექტი ნაწილებისა, დეტალებისა, რომელთაგანაც ბავშვები აგებენ სხვადასხვა სათამაშო მანქანას, ნაგებობას.

კონსტრუქცია (ლათ.)

  1. აგებულება, აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთგანლაგება.

  2. რთული ნაგებობა, აგრეთვე მისი შემადგენელი ნაწილები.

კონსტრუქციული

  1. კონსტრუქციასთან დაკავშირებული.

  2. რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს შემდგომ მუშაობას.

კონსული (ლათ.)

  1. თანამდებობის პირი, რომელიც თავისი სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენს და იცავს სხვა სახელმწიფოს რომელიმე პუნქტში.

  2. ძველ რომში (აგრეთვე 1799-1804 წწ საფრანგეთში) უმაღლესი თანამდებობის პირი.

კონსულატი (ლათ.) - ძველ რომსა და საფრანგეთში - კონსულების მმართველობის პერიოდი.

კონსულტანტი (ლათ.) - პირი, რომელიც კონსულტაციას, რჩევა-დარიგებას აძლევს ვისმე თავისი სპეციალობის მიხედვით.

კონსულტატიური (ფრანგ.) - სათათბირო უფლებებით აღჭურვილი.

კონსულტაცია (ლათ.)

1) სპეციალისტის რჩევა რაიმე საკითხის შესახებ.

2) მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის გაწეული დახმარება; ამისათვის მოწყობილი მეცადინეობა.

3) დაწესებულება, სადაც სპეციალისტები რჩევა-დარიგებას იძლევიან გარკვეულ საკითხებზე.

კონსუსი - ძველრომაული ღვთაება, მფარველობდა მიწაში ჩათესილი მარცვლის აღმოცენებას.

კონტა ვასილე - რუმინელი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1845-1882 წწ).

კონტაგიოზური - მედიცინაში - გადამდები.

კონტაგიუმი (ლათ.) - ინფექციური დაავადების გამომწვევი რამ.

კონტა-ვენესენი - ისტორიული ოლქი საფრანგეთში. მთავარი ქალაქი - ავინიონი.

კონტამინაცია (ლათ.)

  1. ორი ან რამდენიმე ამბის ერთმანეთში არევა თხრობის დროს.

  2. ლინგვისტიკაში - ახალი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის გაჩენა ორი ერთმანეთთან ახლო მდგომი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის შერწყმით (მაგალითად, „გააწყალა საქმე“, რომელიც „გააწყალა გულის“ და „გააჭირა საქმის“ ერთმანეთში აღრევითაა მიღებული).

კონტარინი ამბროჯო - ვენეციელი დიპლომატი და მოგზაური; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (გარდაიცვალა 1499 წელს).

კონტაქტი (ლათ.)

1) ორი ელექტროსადენის ერთმანეთთან შეხება; ასეთი შეხების ადგილი.

2) ქანების შეხების სიბრტყე.

3) საერთოდ შეხება, კავშირი, ურთიერთობა.

4) ზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს სუბიექტური პირი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე თუ სხვა პირის მეშვეობით.

კონტაქტორი (ლათ.) - ელექტრული აპარატი, რომელიც განკუთვნილია ელექტროწრედის დისტანციური ჩართვის, ამორთვისა და გადართვისათვის.

კონტეინერი (ინგლ.)

  1. სტანდარტული სათავსი შეუფუთავი ტვირთის გადასაზიდად.

  2. პატარა სათავსი, რომლითაც შეიძლება წვრილ-წვრილი ნივთების გადატანა.

კონტექსტი (ლათ.) - წერილობითი ტექსტის შინაარსობლივად დასრულებული ნაწყვეტი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მასში შემავალი ცალკეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა.

კონტენო ჟორჟ - ფრანგი არქეოლოგი (1877-1964 წწ).

კონტი ნიკოლო - ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური (გარდაიცვალა 1469 წელს).

კონტი ოგიუსტ - ფრანგი ფილოსოფოსი (1798-1857 წწ).

კონტია - გველი ანკარასებრთა ოჯახისა, იგივეა, რაც ეირენისი.

კონტიგენტი (ლათ.)

  1. რაიმე კოლექტივში შემავალ ადამიანთა ერთობლიობა.

  2. გარკვეული მიზნით დადგენილი ზღვრული რაოდენობა.

კონ-ტიკი - ტურ ჰეიერდალის მიერ აგებული ტივი, რითაც მან 5 თანამგზავრთან ერთად 1947 წელს წყნარი ოკეანე გადაცურა.

კონტინენტი (ლათ.) - ხმელეთის დიდი ნაწილი, გარემოცული ზღვებითა და ოკეანეებით; მატერიკი.

კონტინენტური - კონტინენტზე არსებული, კონტინენტთან დაკავშირებული, კონტინენტზე მდებარე.

კონტინენტური ჰავა - ჰავა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული; მშრალი ჰავა.

კონტინუიტეტი (ლათ.)

  1. მემკვიდრეობითობა სამართლის განვითარებაში.

  2. პარლამენტის სხდომათა უწყვეტობა.

კონტინუუმი (ლათ.)

  1. მოვლენების, პროცესების უწყვეტობა.

  2. ყველა ნამდვილი რიცხვის ან ორ რომელიმე ნამდვილ რიცხვს შორის მოქცეული რიცხვების სიმრავლე.

კონტო (იტალ.) - ანგარიში.

კონტოკორენტი (იტალ.) - ანგარიში, რომელსაც უხსნის ბანკი თავის მუდმივ კლიენტებს მათ შორის ურთიერთანგარიშსწორებისათვის.

კონტრ და კონტრა (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს იმის საპირისპიროს, რაც გამოხატულია სიტყვის მეორე ნაწილით.

კონტრაბანდა (იტალ.)

  1. საქონლის ფარულად გადატანა სახელმწიფო საზღვარზე.

  2. თვით ფარულად გადატანილი საქონელი.

კონტრაბანდისტი - პირი, რომელიც კონტრაბანდას ეწევა.

კონტრაბასი (იტალ.) - ყველაზე დაბალი ხმის გამომცემი ხემიანი საკრავი.

კონტრაგენტი - იხილე კონტრაჰენტი.

კონტრადიქტორული (ლათ.) - საწინააღმდეგო.

კონტრადიქცია (ლათ.) - ლოგიკური წინააღმდეგობა.

კონტრ-ადმირალი - ადმირალთა პირველი წოდებულება.

კონტრალტო (იტალ.) - ყველაზე დაბალი ხმა ქალისა.

კონტრამარკა (ფრანგ.) - ბარათი, რომლითაც უფასოდ შედიან თეატრში წარმოდგენაზე დასასწრებად.

კონტრაპუნქტი (გერმ.)

  1. რამდენიმე დამოუკიდებელი ხმის (მელოდიის) ერთდროული ჰარმონიული შეწყობა; პოლიფონია.

  2. მუსიკის თეორიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ასეთი შეწყობის წესებს.

კონტრაჟური (ფრანგ.) - ფოტო ან კინოგადაღება, რომლის დროსაც გადასაღები ობიექტი მოთავსებულია აპარატსა და სინათლის წყაროს შორის.

კონტრასიგნატურა და კონტრასიგნაცია (ლათ.) - მინისტრის ხელმოწერა იმ აქტზე, რომელიც გამოსულია სახელმწიფოს მეთაურისგან, რითაც ადასტურებს იმას, რომ თავის თავზე იღებს იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ აქტის თაობაზე.

კონტრასტი (ფრანგ.) - მკვეთრად გამოხატული სხვაობა.

კონტრაფაგოტი (იტალ.) - ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი, ფაგოტის ნაირსახეობა.

კონტრაფაქცია (ლათ.) - სხვისი ნაწარმოების გამოცემა და გავრცელება ავტორის თანხმობის გარეშე; საავტორო უფლების დარღვევა.

კონტრაქტი (ლათ.) - წერილობითი ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მისი დამდები მხარეების ვალდებულებებს.

კონტრაქტანტი - პირი ან ორგანიზაცია, რომელიც კონტრაქტის მიხედვით კისრულობს გარკვეულ ვალდებულებას.

კონტრაქტაცია (ლათ.) - პროდუქციის დამზადება იმ ხელშეკრულებათა საფუძველზე, რომლებსაც ყოველწლიურად დებენ დამამზადებელი ორგანიზაციები მწარმოებლებთან.

კონტრაქტურა (ლათ.) - სახსრის შეკუმშვა, რბილი ქსოვილების, ან ნერვების დაზიანების შედეგად.

კონტრაქცია (ლათ.) - შეკუმშვა.

კონტრაცეპტივი (ლათ.) - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.

კონტრაცეფცია (ლათ.) - ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდები და საშუალებანი.

კონტრაჰალსი (ლათ.-ჰოლანდ.) - სვლა კონტრაჰალსით - სვლა შემხვედრი გემის ჰალსის საპირისპირო ჰალსით.

კონტრაჰენტი (ლათ.) - პირი ან დაწესებულება, რომელმაც ხელშეკრულების ძალით რაიმე ვალდებულება იკისრა.

კონტრბალანსი (ფრანგ.) - ტაბულა, რომელსაც ადგენენ საბუხჰალტრო მონაცემების საფუძველზე ბალანსის ან მისი რომელიმე ნაწილის შემოწმებისა და ანალიზის მიზნით.

კონტრდაზვერვა - უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა სადაზვერვო ორგანოთა წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებათა ერთობლიობა.

კონტრდანსი (ინგლ. „სოფლური ცეკვა”) - ინგლისური ხალხური ცეკვა, მოგვიანებით გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

კონტრეილერი (ლათ.) - ბორბლებიანი კონტეინერი.

კონტრერას ლაბარკა კარლოს - ჩილეს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1899-1980 წწ).

კონტრექსევილი - კურორტი საფრანგეთის ვოგეზის დეპარტამენტში.

კონტრიბუცია (ლათ.)

  1. ფულადი გადასახადი, რომელსაც ომში გამარჯვებული მხარე დამარცხებულს აკისრებს საზავო ხელშეკრულების ძალით.

  2. ომის დროს ფულადი თუ ნატურალური გადასახადი, რომელსაც ახდევინებს მტერი მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას.

კონტრმარში (ფრანგ.) - მარშ-მანევრი, რომელსაც მიმართავენ მოწინააღმდეგის მარშ-მანევრის სალიკვიდაციოდ.

კონტროვერსი (ფრანგ.) - დავა, უთანხმოება, სადავო საკითხი.

კონტროლერი - ელექტროძრავის ასამუშავებელი და სამართავი აპარატი.

კონტროლი (ფრანგ.) - ზედამხედველობა, მეთვალყურეობა, შემოწმება.

კონტროლიორი - პირი, რომელიც კონტროლს უწევს, ამოწმებს რასმე.

კონტროქტავა - მუსიკალური სკალის ერთ-ერთი მონაკვეთი.

კონტრრევოლუცია - გამარჯვებული რევოლუციის მონაპოვართა მოსპობის და რევოლუციამდელი წესწყობილების აღდგენის მცდელობა.

კონტრრელსი - რკინიგზის რელსებს შიგნით, მათს პარალელურად დამაგრებული რელსი (მოსახვევებში, ხიდებზე და სხვაგან).

კონტრრეფორმაცია - რეაქციული მოძრაობა რეფორმაციის წინააღმდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რომის პაპი (XVI-XVII სს).

კონტრტიტული - წიგნის თავფურცელის მოპირდაპირე გვერდი.

კონტრფორსი (ფრანგ.) - კედლის ვერტიკალური საბჯენი, აგებული მისი გარეთა მხრიდან; კედლის ბურჯი.

კონტსკი ანტონ - პოლონელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი (1817-1899 წწ).

კონტსკი აპოლინარი - პოლონელი მევიოლინე, კომპოზიტორი (1825 - 1879 წწ).

კონტუათი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ნახახულევის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, ხონიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1235 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში.

კონურბაცია - პოლიცენტრული ტიპის საქალაქო აგლომერაცია, რომელიც რამოდენიმე ერთგვარი სიდიდის ქალაქითაა შედგენილი.

კონტუზია (ლათ.) - ორგანიზმის საერთო დაშავება, შერყევა მისი გარეგანი საფარვლის დაუზიანებლად.

კონტური (ფრანგ.) - საგნის საერთო გარეგანი მოხაზულობა.

კონულარიები - ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ჯგუფი; ცხოვრობდნენ ადრეული კამბრიული პერიოდიდან ადრეულ ტრიასამდე.

კონუნგი (ძვ.ნორვეგ.) - სკანდინავიის ხალხებში შუა საუკუნეებში ტომის ბელადი, შემდეგ მეფე.

კონურბაცია (ლათ.) - განაშენიანების შედეგად ახლომახლო ქალაქების შერწყმა.

კონუსი (ლათ.)

1) გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება სწორკუთხა სამკუთხედის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი კათეტის გარშემო.

2) ითქმის საგანზე, რომელიც ფორმით ასეთ გეომეტრიულ სხეულს მოგვაგონებს.

კონფალონიერი ფედერიკო - პატრიოტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იტალიის ლომბარდია-ვენეციის ოლქში (1785-1846 წწ).

კონფედერატი (ლათ.) - კონფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია ან სახელმწიფო.

კონფედერატკა (პოლონ.) - პოლონური ეროვნული ქუდი, ოთკუთხა, უსაჩიხო და ფოჩიანი.

კონფედერაცია (ლათ.)

  1. რაიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კავშირი, გაერთიანება.

  2. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი.

კონფერანსი (ფრანგ.) - კონცერტზე, საესტრადო წარმოდგენაზე კონფერანსიეს გამოსვლა, მის მიერ პროგრამის გაძღოლა.

კონფერანსიე (ფრანგ.) - მსახიობი, რომელიც საესტრადო წარმოდგენაზე, კონცერტზე აცხადებს ნომრებს, მათ შორის კი მაყურებელს ართობს.

კონფერენც-დარბაზი - დარბაზი საზეიმო სხდომებისათვის; სააქტო დარბაზი.

კონფერენცია (ლათ.)

  1. სახელმწიფოების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრება, თათბირი.

  2. კლინიკაში, საავადმყოფოში - ექიმების ხანმოკლე შეკრება დილით, სამუშაოს დაწყებამდე.

კონფესია (ლათ.) - სარწმუნოება, რჯული, ეკლესია.

კონფესიონალური (ლათ.) - ეკლესიასთან დაკავშირებული, სარწმუნოებრივი.

კონფეტი (იტალ.) - ფერად-ფერადი ქაღალდის პაწაწა მრგვალი ნაჭრები, რომელთაც გასართობად თავზე აყრიან ერთმანეთს ბალებსა და მასკარადებზე.

კონფექცია (ლათ.) - საკონფექციო მრეწველობა - მრწეველობის დარგი, მზა ტანსაცმლის მასობრივი წარმოება.

კონფექციიონი (გერმ.)

1) მზა ტანსაცმელი და თეთრეული როგორც საქონელი.

2) მაღაზია ან განყოფილება, რომელიც ასეთი საქონლით ვაჭრობს.

3) სახელოსნო, სადაც გასაყიდ ტანსაცმელს კერავენ.

კონფიგურაცია (ლათ.)

1) რისამე გარეგანი მოხაზულობა, ფორმა.

2) რაიმე საგანთა განლაგება ერთმანეთის მიმართ.

3) მნათობის ხილული მდგომარეობა ცის თაღზე მზესთან შედარებით.

კონფიდენციალური (ლათ.) - რის გახმაურებაც არ შეიძლება, საიდუმლო.

კონფირმანტი - ბავშვი, ახალგაზრდა, რომელიც კონფირმაციისათვის არის გამზადებული.

კონფირმაცია

  1. კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსის მიერ 7-12 წლის ყმაწვილთა მირონცხების საიდუმლოს ჩატარება.

  2. პროტესტანტულ ეკლესიაში მრევლის წევრებად ახალგაზრდა ქალებისა და ვაჟების მიღება.

კონფისკატი - კონფისკაციაქმნილი ნივთი.

კონფისკაცია (ლათ.)

  1. ქონების ჩამორთმევა სა-ხელმწიფოს სასარგებლოდ.

  2. მიმოქცევიდან ხმარებიდან ამოღება (გაზეთების, წიგნების) ხელისუფლების მიერ.

კონფიტიური (ფრანგ.) - მურაბა, ჯემი.

კონფლიქტი (ლათ.)

  1. მოპირდაპირე ძალთა, საწინააღმდეგო ინტერესთა, შეხედულებათა შეხლა- შემოხლა; უთანხმოება, განხეთქილება.

  2. საზოგადოებრივ წინააღმდეგობათა ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში.

კონფოკალური (ლათ.) - საერთო ფოკუსის მქონე.

კონფორმიზმი (ლათ.)

  1. ერთგვარობა; შემთანხმებლობა.

  2. ანგლიკანური ეკლესიის მოძღვრება.

კონფრონტაცია (ფრანგ.) - ურთიერთდაპირისპირება.

კონფუცი (ჩინ. კუნ-ფუ-ძი - „მასწავლებელი კუნი”) - ძველი ჩინელი მოაზროვნე, პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 551-479 წწ).

კონფუციანელობა - ძველი ჩინელი მოაზროვნის კონფუცის ფილოსოფიურ-რელიგიურ-ეთიკური მოძღვრება, ძველი ჩინეთის მთავარი იდეური მიმდინარეობა, შემდგომში ოფიციალური რელიგია.

კონქი და კონქა (ბერძნ.) - არქიტექტურაში მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა ნახევარცილინდრული სადგომისა; კამარა.

კონქიოლოგია და კონქილიოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც ნიჟარებს სწავლობს.

კონქოიდა (ბერძნ.) - ბრტყელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი კუთხე შეიძლება გაიყოს სამ თანასწორ ნაწილად.

კონჩალოვსკაია ნატალია - რუსი მწერალი ქალი (1903 - 1988 წწ).

კონჩალოვსკი ანდრეი - იხილე მიხალკოვ-კონჩალოვსკი ა.

კონჩარი რადე - ანტიფაშისტური მოძრაობის მოღვაწე ხორვატიაში (1911-1942 წწ).

კონჩედარია - მდინარე ჩინეთში, ერთვის ლობნორის ტბას (სიგრძე - 550 კილომეტრი).

კონჩერტო გროსო - საანსამბლო-საორკესტრო მუსიკის ჟანრი XVII-XVIII საუკუნეებში.

კონჩოლი - პურის წვნიანი საჭმელი.

კონჩხა - მეცხვარის წყლის სასმელი თასი.

კონჩხი - მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე.

კონცენტრატი

1) სპეციალურად დამუშავებული საკვები პროდუქტების მშრალად დაწნეხილი ნარევი, რომლისგანაც შეიძლება საჭმლის ადვილად და სწრაფად მომზადება.

2) ყუათიანი საკვები საქონლისათვის.

3) პროდუქტი, რომელიც მიიღება მადნეულის გამდიდრების (კონცენტრაციის) შედეგად.

კონცენტრაცია (ლათ.)

1) რისამე მოგროვება, თავმოყრა.

2) (ყურადღების) გამახვილება.

3) ქიმიაში - ხსნარის გაჯერების ხარისხის გაზრდა გამხსნელის რაოდენობის შემცირებით.

კონცენტრები (ლათ.)

  1. სხვადასხვა სიდიდის წრეები, რომელთაც საერთო ცენტრი აქვთ.

  2. პედაგოგიკაში - სწავლების საფეხურები, რომლებიც ერთიომეორესთან დაკავშირებულია შინაარსის ერთობლიობით, ხოლო ერთმანეთისგან განსხვავდება სირთულითა და მოცულობით.

კონცენტრიზმი - სწავლების სისტემა, რომლის დროსაც სასწავლო პროგრამის ერთი და იგივე განყოფილებანი ისწავლება ორჯერ ან სამჯერ (სხვადასხვა კლასში).

კონცენტრირებული

1) ერთად თავმოყრილი.

2) ძალიან შესქელებული.

3) სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობით შემცველი.

კონცენტრული - საერთო ცენტრის მქონე.

კონცეპტი - ცნება, მენტალური კატეგორია, რომელიც გამოიყენება მოვლენების, ობიექტების, სიტუაციების, ქცევისა და ადამიანთა კლასიფიკაციისთვის იმის შესაბამისად, რაც აღიქმება (ან მიიჩნევა) ზოგად თვისებებად; აზროვნების ფორმა ან აზრი, რომელიც საგნებსა (სინამდვილის მოვლენებს) და მათ შორის კავშირებს ასახავს განზოგადებული ფორმით ზოგადი და სპეციფიკური ნიშნების ფიქსაციის მეშვეობით.

კონცეპტიზმი (კონსეპტიზმი) - XVII საუკუნის ესპანურ ლიტერატურაში ბაროკოს სტილის განშტოება.

კონცეპტუალიზმი - მიმართულება შუა საუკუნეების ფილოსოფიაში; საშუალო ადგილი უჭირავს რეალიზმსა და ნომინალიზმს შორის.

კონცერნი (ინგლ.) - მონოპოლიის ერთ-ერთი სახე - ფორმალურად დამოუკიდებელ სავაჭრო და სამრეწველო საწარმოთა გაერთიანება.

კონცერტანტი - მსახიობი, რომელიც კონცერტით გამოდის ან კონცერტში მონაწილეობს.

კონცერტი (იტალ.)

  1. მუსიკალურ ნაწარმოებთა და სხვა ნომრების საჯარო შესრულება გარკვეული პროგრამის მიხედვით.

  2. დიდი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ერთი საკრავისათვის ორკესტრთან ერთად.

კონცერტინო (იტალ.)

  1. მუსიკალური საკრავი ექვსწახნაგა გარმონის სახისა.

  2. კონცერტის ტიპის მცირე და მარტივი მუსიკალური ნაწარმოები.

კონცერტმაისტერი

1) სიმფონიური ან საოპერო ორკესტრის სოლისტი, პირველი მევიოლინე.

2) ორკესტრის შემსრულებელთა ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი.

3) პიანისტ-აკომპანიატორი.

კონცესია (ლათ.) - სახელმწიფოს მიერ კერძო მრეწველთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მრეწველი იღებს გარკვეულ სამრეწველო საწარმოთა ექსპლუატაციის უფლებას.

კონცესიონერი - პირი, რომელსაც კონცესიები აქვს აღებული.

კონცეფცია (ლათ.)

  1. შეხედულებათა სისტემა; მოვლენის ასეთი თუ ისეთი გაგება.

  2. ნაწარმოების, თხზულების ძირითადი აზრი.

კონცხი

  1. კლდის წინ გამოშვერილი ნაწილი.

  2. ზღვაში წვეტად შეჭრილი ხმელეთის ნაწილი.

კონწიალი - რაიმე დაკიდებულის მოძრაობა.

კონჭკათი - სოფლები ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

კონჭოშვილი პეტრე - ქართველი საეკლესიო მოღვაწე; 1899 წელს იმოგზაურა იერუსალიმში (1836 - 1909 წწ).

კონჰეიმი იულიუს ფრიდრიხ - გერმანელი პათოლოგი (1839-1884 წწ).

კონჰობარი - ლეგენდარული მეფე ირლანდიურ მითოლოგიაში.

კოონენი ალისა - რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობდა მოსკოვის კამერულ თეატრში, ა. ტაიროვის მეუღლე (1889-1974 წწ).

კოოპერატივი

  1. იგივეა, რაც კოოპერაცია.

  2. კოოპერაციული მაღაზია.

კოოპერატორი - კოოპერაციის დარგში მომუშავე.

კოოპერაცია (ლათ.)

  1. შრომის ორგანიზაციის თავისებური ფორმა, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი მონაწილეობს ერთსა და იმავე შრომის პროცესში.

  2. მასობრივი საწარმოო, სავაჭრო და მისთანა გაერთიანებანი, რომლებიც იქმნება მისი წევრების (მეპაიეების) სახსრებით.

კოოპტაცია (ლათ.) - რაიმე არჩევითი ორგანოს შევსება ახალი წევრებით ამომრჩეველთა დაუკითხავად.

კოორდინატი (ლათ.) - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას სიბრტყეზე ან სივრცეში.

კოორდინატოგრაფი - ხელსაწყო რუკაზე ან გეგმაზე წერტილების სწრაფად და ზუსტად დასასმელად.

კოორდინატორი

  1. ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს მფრინავს თვითმფრინავის ადგილმდებარეობას.

  2. შუამავალი, მომწესრიგებელი.

კოორდინაცია და კოორდინირება (ლათ.) - რაიმე მოქმედების, საქმიანობის შეთანხმება, ურთიერთშეფარდება.

კოორტი იაან - ესტონელი მოქანდაკე (1883-1935 წწ).

კოპა რაიმონ (ნამდვილი გვარი კოპაშევსკი) - პოლონური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 1958 წელს (დაიბადა 1931 წელს).

კოპაკაბანა (Copacabana) - რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ ნაწილში მდებარე რაიონი, რომელიც ცნობილია თავისი 4-კილომეტრიანი სიგრძის პლაჟით.

კოპალა - ხევსურთა და ფშაველთა წარმართული ღვთაება.

კოპალი

  1. ქამრის, უნაგირის, ლაგმის მოსართავი ღილები.

  2. (ესპან.) - განათხარი მკვრივი, გამჭვირვალე ფისი, ქარვის მსგავსი; იყენებენ მაღალხარისხოვანი ლაქების წარმოებაში.

კოპალინი ილია - რუსი კინოდოკუმენტალისტი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1976 წწ).

კოპალისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

კოპანი - მაიას ტომის უძველესი ქალაქი ჰონდურასის ტერიტორიაზე (ახ.წ.აღ. IX საუკუნემდე).

კოპანკა - მდინარე, იხილე მოროჩი.

კოპანო - ნავია ერთგვარი.

კოპარტნერშიპი (ინგლ.) - საწარმოს მოგებაში მუშათა მონაწილეობა.

კოპე - იგივეა, რაც ორშიმო.

კოპე ფრანსუა ედუარ ჟოაკინ - ფრანგი მწერალი (1842-1908 წწ).

კოპებშეკრული - ვინც კოპები შეიკრა, შუბლშეჭმუხნული; ნაწყენი.

კოპეისკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

კოპელევი ლევ - რუსი მწერალი, ფილოლოგი-გერმანისტი (1912-1997 წწ).

კოპელიანი ეფიმ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში (1912-1975 წწ).

კოპენჰაგენი - დანიის დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულ ზელანდიაზე. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1043 წელს. 1417 წლიდან სამეფო რეზიდენცია და ქვეყნის დედაქალაქია (635 ათასი, აგლომერაციაში - 1,8 მილიონი).

კოპერი

  1. (სპილენძის მდინარე) მდინარე აშშ-ს ალასკას შტატში, ერთვის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს.

  2. ქალაქი სლოვენიაში, ადრიატიკის ზღვის პორტი.

კოპერმაინი - მდინარე კანადაში, ერთვის ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის კორონეიშენის ყურეს.

კოპერნიკი ნიკოლოზ (მიკოლა) - პოლონელი ასტრონომი, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი (1473-1543 წწ).

კოპეცკი მატეი - ჩეხი თოჯინების თეატრის მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, განმანათლებელი (1775-1847 წწ).

კოპი

1) ძლიერი დარტყმისგან ამობურცული ადგილი (თავზე, შუბლზე).

2) ქალის ქართული თავდასახურის შემადგენელი ნაწილი.

3) ტყავის წვრილი ნაჭერი, ქალამნების ამოსასხმელი.

4) მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ერთვის თათრის სრუტეს.

კოპიისტი - კოპიოს (პირის) გადაღების სპეციალისტი.

კოპიო (ლათ.) - პირი, ასლი რაიმე საბუთისა.

კოპირაიტი - საავტორო უფლება; აღინიშნება შემდეგი სიმბოლოთი - ©.

კოპიტარი ბართლომე (ერნეი) - სლოვენი ფილოლოგი (1780-1844 წწ).

კოპიტი

  1. იგივეა, რაც იფანი.

  2. სოფლების პირველი კოპიტის და მეორე კოპიტის გავრცელებული სახელი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი).

კოპიტიანი - სპილენძის შაურიანი.

კოპიტნარი

1) იგივეა, რაც იფნარი.

2) რკინიგზის სადგური რიონ-სამტრედიის უბანზე.

3) ქუთაისის აეროპორტი.

კოპიჩინცი - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

კოპიჭი - მოყინული ან შემხმარი მიწა, გალღობილ ნიადაგზე შემხმარი ან გაყინული ნაკვალევი.

კოპიჭნარი - ადგილი, სადაც ბევრი კოპიჭია.

კოპიჰოლდერები (ინგლ.) - ფეოდალურ ინგლისში მემამულის მიწის მოიჯარეები მემკვიდრეობით ან სიკვდილამდე.

კოპლები - წრეები ქსოვილზე.

კოპლენდი ეარონ - ამერიკელი კომპოზიტორი (1900-1990 წწ).

კოპლი ჯონ სინგლტონ - ამერიკელი ფერმწერი (1738-1815 წწ).

კოპო ჟაკ - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1879-1949 წწ).

კოპოლა ფრენსის ფორდ - იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, სენარისტი, პროდიუსერი (დაიბადა 1939 წელს).

კოპორიე - XIII-XVIII საუკუნეების ძველი რუსული ქალაქი (ამჟამად სოფელი) ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ლომონოსოვის რაიონში.

კოპრი (მალაიური) - ქოქოსის კაკლის გული, რომლისგანაც იღებენ ქოქოსის ზეთს.

კოპრივშტიცა - ქალაქი ბულგარეთის სოფიის ოკრუგში.

კოპროლითი - ნამარხი ცხოველების გაქვავებული ექსკრემენტი.

კოპროფაგები - ცხოველები, რომლებიც ექსკრემენტებით იკვებებიან.

კოპრშივნიცე - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.

კოპტები - ქრისტიანობის მიმდევარი ეგვიპტელები (2 მილიონზე მეტი).

კოპტიაევა ანტონინა - რუსი მწერალი ქალი (1909-1991 წწ).

კოპტონი - ჩენჩო, დარჩენილი ზეთოვანი მცენარეების თესლიდან ზეთის გამოხდის შემდეგ. ხმარობენ საქონლის საკვებად.

კოპტური დამწერლობა - ეგვიპტური ანბანური დამწერლობა, რასაც საფუძვლად უდევს ბერძნული ანბანი და დამატებული აქვს 6-8 ნიშანი დემოტიკური დამწერლობიდან.

კოპტური ენა - აწ მკვდარი ენა, ეგვიპტური ენის განვითარების ბოლო საფეხური.

კოპულა (ლათ.)

  1. ლოგიკაში - მსჯელობის ნაწილი, რომელიც აკავშირებს სუბიექტს პრედიკატთან.

  2. ლინგვისტიკაში - შედგენილი შემასმენლის ზმნური ნაწილი, რომელიც ქვემდებარეს შემასმენელთან აკავშირებს.

კოპულაცია (ლათ.)

  1. ორი ინდივიდის შეერთება სქესობრივი აქტის დროს.

  2. ორი სასქესო უჯრედის შეერთება.

კოპულირება - მყნობის ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც ველური ძირის ყლორტი შეეზრდება გამოსაყვანი ჯიშის კალამს.

კოპური ქალამანი - ირგვლივ ნაოჭამოსხმული ქალამანი.

კოპწია - მომცრო და მოხდენილი, კოხტა.

კოჟა - მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე ონეგის მარცხენა შენაკადი.

კოჟანდარი - სულ უმცროსი შვილი, ნაბოლარა.

კოჟარი ილია - გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომში პარტიზანთა შენაერთის მეთაური ბელორუსიაში (1902-1967 წწ).

კოჟედუბი ივან - რუსი მფრინავი, ავიაციის მარშალი, საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1991 წწ).

კოჟევი (ნამდვილი გვარი კოჟევნიკოვი) ალექსანდრ - ფრანგი ფილოსოფოსი, ნეოჰეგელიანობის წარმომადგენელი (1902-1968 წწ).

კოჟევნიკოვი ვადიმ - რუსი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1909-1984 წწ).

კოჟენიოვსკი იუზეფ

  1. იხილე კონრადი ჯ.

  2. პოლონელი მწერალი (1797-1863 წწ).

კოჟეშნიკი იაროსლავ - ჩეხი მეცნიერი-მათემატიკოსი, აკადემიკოსი, ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1970-80 წლებში (1907-1985 წწ).

კოჟვა (კოვჟა) - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე პეჩორის მარცხენა შენაკადი.

კოჟიკოდე (კალიკატი, კალიკუტი) - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში (420 ათასი).

კოჟიმი - მდინარე რუსეთის კომის რესპუბლიკაში, მდინარე კოსიუს მარჯვენა შენაკადი.

კოჟიჟი - კანის გასქელება; კოჟრი.

კოჟრი

  1. იგივეა, რაც კოჟიჟი.

  2. ხის ნუჟრი.

კოჟოზერო - ტბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

კოჟრის ციხე - იხილე აგარანი (2).

კორა

1) პატარა ამონაკვეთი თოფის ლულაზე დასამიზნებლად.

2) კარის საკეტი ხის კოჭი, მიმაგრებული კარის ჩარჩოზე.

3) იგივეა, რაც საქედური.

4) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დემეტრეს ქალიშვილი, ე.ი. პერსეფონე. მის პატივსაცემად იმართებოდა დღესასწაულები - ე.წ. კორაიები.

5) გრძელსამოსიანი ფეხზე მდგომი ქალიშვილის ქანდაკება საბერძნეთში; გავრცელებული იყო არქაულ ხელოვნებაში.

კორაბი - ქედი იუგოსლავიისა და ალბანეთის საზღვარზე.

კორაბლინო - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

კორაზია (ლათ.) - ქანების მექანიკური გაცვეთა ჩამონამტვრევი მასალის მოძრავი მასებისგან, რომლებიც მოაქვს წყალს, ყინულს, ქარს.

კორაისი ადამანდიოს - ბერძენი განმანათლებელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1748-1833 წწ).

კორაკანა - მოწნული სათავსი ფარეხში ან ბინაში ახალმოგებული ბატკნის მოსათავსებლად.

კორანა ჰარი გობინდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, წარმოშობით ინდოელი, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.უ. ჰოლისთან და მ.უ. ნირენბერგომთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).

კორანდა ვაცლავ - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (დაახლოებით 1390-1453 წწ).

კორანტეინი (კორენტინი) - მდინარე სამხრეთ ამერიკაში, გაიანასა და სურინამში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 700 კილომეტრი).

კორატი

  1. პლატო ტაილანდში.

  2. იხილე ნაქონრატჩასიმა.

კორაქსები - ტომი, რომელიც ანტიკური წყაროების მიხედვით, ცხოვრობდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, კოლხების ჩრდილო-დასავლეთით.

კორაცი ანტონიო - პოლონელი არქიტექტორი; წარმოშობით იტალიელი (1792-1877 წწ).

კორბა

  1. ქვანახშირის სამრეწველო ცენტრი ინდოეთში.

  2. ქალაქი ინდოეთის მადჰია-პრადეშის შატში (90 ათასი).

კორბეტი - ეროვნული პარკი ინდოეთში, ჰიმალაის კალთებზე. დაარსებულია 1935 წელს.

კორბეტი ჯეიმზ - ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1892-1900 წლებში (1866-1933 წწ).

კორბი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისის ნორთჰემპტონშირის საგრაფოში.

კორბი იოან გეორგ - რუსეთში ავსტრიის ელჩის მდივანი; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (XVII-XVIII სს).

კორბიერი ტრისტან (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარ ჟოაშენი) - ფრანგი პოეტი (1845-1922წწ).

კორბიტი ჯულიან - ინგლისელი საზღვაო-სამხედრო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი (1854-1922 წწ).

კორბო ვირჯილიო - იტალიელი არქეოლოგი, პალესტინაში ბეთლემის მახლობლად წარმოებული გათხრების ხელმძღვანელი (XX საუკუნე).

კორბოული - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე დუმალის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: კორბოული, ნიგვზარა, შომახეთი). ზღვის დონიდან - 790 მეტრი, საჩხერიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3647 კაცი.

კორბუზიე - იხილე ლე კორბიუზიე.

კორბუტი ოლგა - ბელორუსი ტანმოვარჯიშე ქალი, 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1955 წელს).

კორგორუშები - აღმოსავლელსლავთა მითოლოგიაში ჯუჯა არსებები.

კორდა - მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედზე.

სამი ძმა (ნამდვილი გვარი კელნერი), წარმოშობით უნგრელები:

კორდა ალეგზანდერ (შანდორ ლასლო) - ინგლისელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი (1893-1956 წწ).

კორდა ვინსენტ - ინგლისელი მხატვარი (1896-1979 წწ).

კორდა ზოლტან - ინგლისელი კინორეჟისორი (1895-1961 წწ).

კორდაიტები - გადაშენებულ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგი.

კორდე (კორდე დ'არმონი) შარლოტა - ფრანგი კონტრრევოლუციონერი ქალი, მარატის მკვლელი (1768-1793 წწ).

კორდებალეტი (ფრანგ.) - ბალეტის მსახიობები, რომლებიც ასრულებენ ჯგუფურ ცეკვას.

კორდეგარდი (ფრანგ.) - სადგომი სამხედრო ყარაულისთვის და, აგრეთვე, დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.

კორდელია

  1. შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის” პერსონაჟი.

  2. პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოაჩინეს 1986 წელს.

კორდელიერები (ფრანგ.)

  1. კათოლიკური მონაზვნური ორდენის - ფრანცისკელების - განშტოება.

  2. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ყველაზე უფრო დემოკრატიული პოლიტიკური კლუბის წევრები.

კორდი

1) ბალახიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ დამუშავებულა და ბალახის ფესვებით არის შეკრული.

2) (ფრანგ.)ბამბის ან ხელოვნური ბოჭკოს ნაგრეხი ძაფი. იყენებენ საბურავების დასამზადებლად.

3) გრძელი თოკი, რომელსაც იყენებენ ცხენების წვრთნის დროს.

კორდიამინი (ლათ.) - გულის წამალი.

კორდიე ანრი - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ბიბლიოგრაფი (1849-1925 წწ).

კორდიერიტი - სილიკატების კლასის მინერალი.

კორდილიერა - კუნძულთა ვიწრო მწკრივი, რომელიც ტექტონიკურად გეოანტიკლინური აზევების თხემურ ნაწილს წარმოადგენს.

კორდილიერა-ბეტიკა - იგივე ანდალუსიის მთები.

კორდილიერა-დე-მერიდა - ქედი ვენესუელის ანდებში.

კორდილიერები - დედამიწის ყველაზე გრძელი მთათა სისტემა (18 ათას კილომეტრამდე), რომელიც ამერიკის ორივე კონტინენტზეა გაჭიმული (სამხრეთ ამერიკაში მის ნაწილს ანდები ეწოდება). უმაღლესი წერტილები: ჩრდილოეთში - მაკ-კინლი (6193 მ) და სამხრეთში აკონკაგუა (6960 მ).

კორდისკბილა (Euphasia) - მცენარეთა გვარი შავწამლასებრთა ოჯახისა; ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ნახევრად პარაზიტი ბალახები.

კორდიტი (ინგლ.) - უკვამლო დენთი.

კორდობა - ნიკარაგუის ფულის ერთეული, შეიცავს 100 სენტავოს.

კორდოვა

1) ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, 756-929 წლებში კორდოვის ემირატის, 929-1031 წლებში კი - კორდოვის სახალიფოს - დედაქალაქი (300 ათასი).

2) ქალაქი ცენტრალურ არგენტინაში (1,2 მილიონი).

3) ქალაქი აღმოსავლეთ მექსიკაში, ვერაკრუსის შტატში.

კორდოვის სახალიფო - ფეოდალური სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე VIII-XI საუკუნეებში.

კორდონი (ფრანგ.)

1) სასაზღვრო დაცვის რაზმი; მისი განლაგების ადგილი.

2) მტრისათვის გზის გადამღობი რაზმი.

3) ტყის (ნაკრძალის) მცველი რაზმი.

კორდოფანი - პლატო სუდანში, მდინარე თეთრი ნილოსის დასავლეთით.

კორეა (კორეულად „Coson”)

- ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულზე (მოიცავს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას და კორეის რესპუბლიკას).

- ფართობი - 220,8 ათასი კვ.კმ.

- მოსახლეობა - 72 მილიონი.

- სარწმუნოება - ძირითადად ბუდისტური, არიან ქრიტიანებიც (სამხრეთში).

კორეის რესპუბლიკა (სამხრეთი კორეა. კორ. „Taehan Minguk”).

- სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას.

- დამოუკიდებლობის დღე (იაპონიისგან) - 1945 წლის 15 აგვისტო.

- ეროვნული დევიზი - „Benefit all mankind“ (სარგებელი მთელ კაცობრიობას).

- ჰიმნი - „aegukga“.

- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება.

- ფართობი - 99 274 კვ.კმ.

- დაყოფილია 9 პროვინციად (ლიუ) და 6 ცენტრალური დაქვემდებარების და 1 საგანგებო სტატუსის მქონე ქალაქად.

- მოსახლეობა - 49 მილიონი.

- სიმჭიდროვე - 480 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- დედაქალაქი - სეული.

- ოფიციალური ენა - კორეული.

- ვალუტა - სამხრეთ კორეული ვონი.

- ქვეყნის კოდი - KOR.

- დროის სარტყელი - UTC +9

- სატელეფონო კოდი - +82.

- ინტერნეტ-დომენი - kr.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა, kor. Choson Minjujui Inmin Konghwaguk).

- სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩინეთს, ჩრდლო-აღმოსავლეთით - რუსეთს, სამხრეთით - კორეის რესპუბლიკას. აღმოსავლეთით აკრავს იაპონიის ზღვა, ხოლო დასავლეთით - ყვითელი ზღვა.

- დამოუკიდებლობის დღე (იაპონიისგან) - 1945 წლის 15 აგვისტო.

- მმართველობის ფორმა - სახალხო რესპუბლიკა.

- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

- სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო - ერთპალატიანი სახალხო კრება.

- ფართობი - 120 540 კვ.კმ.

- დაყოფილია 9 პროვინციად და 3 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად.

- მოსახლეობა - 23 მილიონი.

- სიმჭიდროვე - 193 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- დედაქალაქი - ფხენიანი.

- ოფიციალური ენა - კორეული.

- ვალუტა - ჩრდილო კორეული ვონი.

- ქვეყნის კოდი - PRK.

- დროის სარტყელი - UTC +9

- სატელეფონო კოდი - +850.

- ინტერნეტ-დომენი - kp.

კორეეთი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, ტყიბულიდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

კორეელები (საკ. სახელი „Coson saram“) - აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უძველესი ერი, კორეის ძირითადი მოსახლეობა. სულ მსოფლიოში 72 მილიონამდე კორეელი ცხოვრობს.

კორეზი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

კორეის ნახევარკუნძული - მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიის ზღვასა და ყვითელ ზღვას შორის.

კორელა

  1. თუთიყუშის სახეობა, იგივე ნიმფა.

  2. რუსეთის ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ოლქის ქალაქ პრიოზერსკის სახელი 1611 წლამდე.

კორელატი - ფილოსოფიაში - შეფარდებითი, თანაფარდი ცნება.

კორელაცია (ლათ.) - ურთიერთდამოკიდებულება, შეფარდება.