The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0002უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ბ–დ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა გა
დოკუმენტის ნახვა გბ
დოკუმენტის ნახვა გდ
დოკუმენტის ნახვა გე
დოკუმენტის ნახვა გვ
დოკუმენტის ნახვა გზ
დოკუმენტის ნახვა გი
დოკუმენტის ნახვა გლ
დოკუმენტის ნახვა გმ
დოკუმენტის ნახვა გნ
დოკუმენტის ნახვა გო
დოკუმენტის ნახვა გჟ
დოკუმენტის ნახვა გრ
დოკუმენტის ნახვა გუ
დოკუმენტის ნახვა გფ
დოკუმენტის ნახვა გჰ

გო

 

გო - ძველჩინური სამაგიდო თამაში ორ მოწინააღმდეგეს შორის. ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონიაში.

გოა - ინდოეთის შტატი არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ფართობი 3,7 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 1,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - პანაჯი.

გოარი - ფრანგი ლიტურგისტი, ფრანცისკანელი ბერი (1601-1654 წწ).

გოაცინი - გუგულისებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.

გოახირა - იხილე გუახირა.

გობა ამბერ ჩარლზ - შვეიცარიელი იურისტი, პროფესორი, პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1843-1914 წწ).

გობელენი (ფრანგ.)

  1. კედელზე გასაკრავი ხალი, რომელშიც ჩაქსოვილია სურათები.

  2. მკვრივი დეკორატიული ქსოვილი.

გობეტი პიერო - იტალიელი კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1901-1926 წწ).

გობეჩია მელიტონ - პუბლიცისტი, მწერალი (1878-1914 წწ).

გობეჯიშვილი დავით - მსოფლიოს ორგზის (1985, და 1990 წლებში) და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988 წ), 1992 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, 1985 წლის ევროპის ჩემპიონი (130 კგ წინითი კატეგორია) თავისუფალ ჭიდაობაში (დაიბადა 1963 წელს).

გობი

  1. თეფშის მსგავსი დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი.

  2. უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს და მშრალი სტეპის გავრცელებული არე ჩინეთსა და მონღოლეთში.

გობი ტიტო - იტალიელი მომღერალი, ბარიტონი, «ლა სკალას» საოპერო თეატრის სოლისტი (1913-1984 წწ).

გობინო ჟოზეფ არტიურ დე - ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი და სოციოლოგი (1816-1882 წწ).

გობის ალთაი - ქედებისა და მასივების ჯაჭვი მონღოლეთში.

გობისცხვირა - მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა, მრავალწლოვანი დაბალი ბალახი.

გობლინი - ბოროტი ავსული ინგლისურ ზღაპრებსა და ლეგენდებში.

გობოზაანი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

გობრონეთი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გობრონი - ქართველი აზნაური, აბუ ლ-კასიმის ლაშქრობის დროს ხელმძღვანელობდა ყველის ციხის დაცვას (გარდაიცვალა 914 წელს).

გობსეკი - ონორე დე ბალზაკის მოთხრობა.

გობუ - დაბა აზერბაიჯანში.

გობუსტანი - არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი კავკასიონის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე.

გოგა ოქტავიან - რუმინეთის სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი (1881-1938 წწ).

გოგარენე - ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება (სომხური წყაროებით გუგარქი).

გოგაშენი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გოგაძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გოგებაშვილი იაკობ - დიდი ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში (1840-1912 წწ).

გოგენი პოლ - ფრანგი მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი (1848-1903 წწ).

გოგი - თითის გარეგანი ნაწევარი (საბა).

გოგია დავით - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მეკარე XX საუკუნის 70-იან წლებში, 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (დაიბადა 1948 წელს).

გოგიაშვილი ანტონ - გრაფიკოსი (1878 -1907/08 წწ).

გოგიაშვილი კუკური - საბავშვო მწერალი (დაიბადა 1912 წელს).

გოგიბერიძე მოსე - ფილოსოფოსი (1897-1949 წწ).

გოგი და მაგოგი

  1. იუდეურ, ქრისტიანულ მითოლოგიაში: ორი ველური ხალხი.

  2. ითქმის ყოვლისშემძლე ან შიშისმომგვრელ ვინმეზე ან რამეზე.

გოგიეთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გოგინაური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გოგინიძეები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

გოგირდი (შ) - ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 16, ატომური მასა 32,064. ყვითელი, ადვილად აალებადი კრისტალური ნივთიერება.

გოგირდმჟავა (H2SO4) - ძლიერი ორფუძიანი მჟავა, ზეთისებრი უფერო სითხე.

გოგირდწყალი - სოფელ არსაულის ძველი სახელი.

გოგიტიძე გერმანე - ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი (1886-1960 წწ).

გოგიუბა - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ერუშეთში (ამჟამად თურქეთშია).

გოგიჩაიშვილი გივი - მწერალი (1918-1977 წწ).

გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1945 წწ).

გოგლანდი (სურ-სარი) - კუნძული ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში (რუსეთი).

გოგლიმოგლი (გერმ.) - კვერცხის გული გათქვეფილ შაქართან ერთად.

გოგლიძე ვიქტორ - მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშორისო სპორტის ოსტატი ჭადრაკში (1905-1964 წწ).

გოგლურთა - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

გოგმანი - მოხდენილი სიარული, ნარნარი სვლა.

გოგმაჩაური - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

გოგნაური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 58 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

გოგნი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოეთში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, თერჯოლიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 527 ადამიანი.

გოგო

  1. ქალი ბავშვობის ასაკში.

  2. ხელზე მოსამსახურე შინაყმა, ახალგაზრდა ქალი.

გოგოთური - ვაჟა-ფშაველას პოემა „გოგოთურ და აფშინას“ მთავარი პერსონაჟი.

გოგოლაურთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მათურხევისა და ნაროულის შესართავთან (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადები). ზღვის დონიდან - 1450 მეტრი, დუშეთიდან - 65 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

გოგოლაური - ყიზილბაში დამპყრობების წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირი (XVII საუკუნე).

გოგოლაური გურამ - ევროპის 3-გზის (1972, 1973, 1974) ჩემპიონი ძიუდოში, გუნდურ ჩათვლაში (80 კგ წონითი კატეგორია) (დაიბადა 1944 წელს).

გოგოლაშვილი (ხონელი) შალვა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1972 წწ).

გოგოლაძე ვლადიმერ - 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ტანვარჯიშში, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1984 წ) თავისუფალ და ღერძზე ვარჯიშში (დაიბადა 1966 წელს).

გოგოლაძე თენგიზ - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

გოგოლაძე ლერი - წყალბურთელი, მეკარე, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (დაიბადა 1938 წელს).

გოგოლევა ელენა - მოსკოვის მცირე თეატრის სახელოვანი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1993 წწ).

გოგოლევო - დაბა უკრაინის პოლტავის ოლქში.

გოგოლეთი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოლესუბანი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოლი ნიკოლაი - უკრაინული წარმოშობის დიდი რუსი მწერალი (1809-1852 წწ).

გოგოლი ჭიჭიკო - ნოდარ დუმბაძის რომანის, „თეთრი ბაიარღების“, პერსონაჟი.

გოგონა - პატარა გოგო.

გოგორა - ურმის, ეტლის და მისთანათა თვალი, ბორბალი.

გოგორეთი - ყოფილი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გოგორიშვილი დაუთბეგ - სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე (გარდაიცვალა 1626 წელს).

გოგოური - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გოგოძე კარლო - კინოკრიტიკოსი და დრამატურგი (1908-1977 წწ).

გოგოჭუა - ქალური ქცევების მქონე ბიჭი.

გოგრა

  1. ერთწლოვანი კულტურული მცენარე.

  2. (გადატანით) თავი.

  3. იხილე გჰაგჰრა.

გოგროხა - დიდი გოდორი.

გოგუა ალექსი - აფხაზი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

გოგუცა - სახელი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ცნობილი მსახიობის, ქალბატონი კუპრაშვილისა.

გოგშელიძე გიორგი - 2008 წლის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 96 კგ წონით კატეგორიაში.

გოგჩა

  1. იხილე გოქჩა.

  2. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი.

გოდავარი (გოდი) - მდინარე ინდოეთში, ერთვის ბენგალის ყურეს (1450 კმ).

გოდარდი რობერტ - ამერიკელი მეცნიერი, სარაკეტო ტექნიკის ერთ-ერთი პიონერი (1882-1945 წწ).

გოდარი ეჟენ - ფრანგი ჰაერნაოსანი და ავიაკონსტრუქტორი (1827-1990 წწ).

გოდარი ჟან ლუკ - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1930 წელს).

გოდგაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

გოდენკო მიხაილ - რუსი ბალეტმეისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1919-1991 წწ).

გოდერძი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გოდერძის უღელტეხილი - უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

გოდკოში - ხის სირჩა (საბა).

გოდლედი - კედლის ბურჯები (საბა).

გოდმანისი ივარს - ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1951 წელს).

გოდოგანი

  1. სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 240 მეტრი, თერჯოლიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1765 ადამიანი.

  2. სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

გოდოგნის მღვიმე - თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე მღვიმე.

გოდოვსკი ლეოპოლდ - პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი (1870-1938 წწ).

გოდოი (ალვარეს დე ფარია) მანუელ - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე, მეფე კარლოს IV-ის ფავორიტი (1767-1851 წწ).

გოდოლარი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

გოდოლი - მაღალი კოშკი.

გოდორები

  1. მთა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსრის ქედზე.

  2. ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

გოდორი - წნელის, ტკეჩის მოზრდილი მაღალი ჭურჭელი.

გოდორულა - იხილე ღოდორულა.

გოდორყური

  1. ტირიფის წნელით მოწნული დიდი, დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის გოდორი, მდინარის ნაპირის გასამაგრებლად ან სარწყავი არხის სათავეში წყლის გადასაშვებად.

  2. თევზის საჭერი გოდორი.

გოდუინი უილიამ - ინგლისელი მწერალი (1756-1836 წწ).

გოდუინ-ოსტენი - იხილე ჩიგორი.

გოდუნოვი ალექსანდრე - ბალეტის რუსი მსახიობი (1949-1995 წწ).

გოდუნოვი ბორის - იხილე ბორის გოდუნოვი.

გოდფრუა ბუიონელი - I ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი წინამძღოლი (დაახლოებით 1060-1100).

გოდჰავნი - ქალაქი კუნძულ დისლოზე (გრენლანდია).

გოეთე იოჰან ვოლფგანგ - დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე (1749-1832 წწ).

გოეთიტი - მინერალი, ნემსისებური რკინის მადანი (სახელი ეწოდა გოეთეს პატივსაცემად).

გოელრო (აბრევიატურა - Государственная комиссия по электрификации России) - გოელროს გეგმა. საბჭოთა ეპოქის რუსეთის პირველი ერთიანი სახელმწიფო პერსპექტიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მეურნეობის განვითარებას ქვეყნის ელექტროფიკაციის საფუძველზე. შედგენილ იქნა 1920 წელს.

გოვერლა - უკრაინის კარპატების ყველაზე მაღალი მთა (2061 მეტრი).

გოვერნადორ-ვალადარისი - ქალაქი ბრაზილიის მინას ჟერაისის შტატში (220 ათასი).

გოვზაკი - სარწყული (საბა).

გოვინდ სინგჰი - სიქჰების მე-10 და უკანასკნელი გურუ (1666-1708 წწ).

გოვლარი - დაბა აზერბაიჯანში.

გოვონი იაკუბუ - ნიგერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დაიბადა 1934 წელს).

გოვოროვი ლეონიდ - საბჭოთა კავშირის მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1897-1955 წწ).

გოვორუხინი სტანისლავ - რუსი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1936 წელს).

გოვსანი - დაბა აზერბაიჯანში.

გოვსი თაბრიზი (ნამდვილი სახელი ალიმჯანგოვსი ისმაილ-ოღლუ) - აზერბაიჯანელი პოეტი (XVII საუკუნე).

გოზალიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1900-1985 წწ).

გოზაური - ღვინო-არაყის ჩასასხმელი თიხის მოზრდილი ჭურჭელი.

გოზინაყი - საახალწლოდ თაფლში მოხარშული წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.

გოზო - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გოთა - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

გოთაინი ებერჰარდ - გერმანელი ისტორიკოსი (1853-1923 წწ).

გოთოლია - იუდეის დედოფალი, აქაბის და იეზაბელის ასული (დაახლოებით ძვ.წ.აღ. VIII საუკუნე).

გოთოთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

გოთორმი (გოტმარი) - სკანდინავიურ მითოლოგიაში - გუნდიჰარის ძმა, ცნობილი ზიგფრიდის მკვლელი.

გოთუა ლევან - მწერალი (1905-1973 წწ).

გოთურგა - ხმლის, ხანჯლის, თოფის და მისთანათა ჩამოსაკიდი თამასა.

გოია (გოია ი ლუსიენტესი) ფრანსისკო ხოსე დე - ესპანელი მხატვარი და გრავიორი (1746-1828 წწ).

გოიავიჩინსკა პოლია - პოლონელი მწერალი ქალი (1896-1963 წწ).

გოიათა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

გოიანია - ბრაზილიის გოიასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

გოიასი - შტატი ცენტრალურ ბრაზილიაში. მოსახლეობა - 4 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - გოიანია.

გოიბნიუ - კელტურ მითოლოგიაში - ღმერთი-მჭედელი.

გოიგოლი („ცისფერი ტბა“) - მაღალმთიანი ტბა აზერბაიჯანში.

გოიენი იან ვან - ნიდერლანდელი მხატვარი (1596-1656 წწ).

გოითეფე - მრავალფენიანი გორანამოსახლარი რეზაიეს (იგივე ურმიის) ტბის დასავლეთ სანაპიროზე (ირანი).

გოიტოსოლო (გოიტისოლო-გაი) ხუან - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

გო იუი - ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეების ჩინური ისტორიული თხზულება, რომელიც მოიცავს ძვ.წ.აღ. X-V საუკუნეების ჩინეთის ისტორიას.

გოიჩაი - იხილე გოქჩაი.

გოკიელი ელენე - სპორტსმენი, მძლეოსანი (თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა, 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ევროპის ჩემპიონატების 2-გზის მეორე პრიზიორი (1918-1992 წწ).

გოკიელი ივანე - კომპოზიტორი (1899-1972 წწ).

გოკიელი ლევან - მათემატიკოსი და ლოგიკოსი, აკადემიკოსი (1901-1975 წწ).

გოკიელი ჯემალ - დირიჟორი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1920-1991 წწ).

გოკიო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გოკიოსწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჭობარეთისწყლის მარცხენა შენაკადი.

გოკო - ქათმისებრთა გვარის ფრინველი, ბინადრობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

გოლა

  1. (გულა) - ლიბერიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი.

  2. მეთევზე, პერსონაჟი მერაბ ელიოზიშვილის პიესისა „ბებერი მეზურნეები“, ფილმში ამ პერსონაჟს კოტე დაუშვილი ასახიერებს.

გოლავლი - აზიის მდინარეებში გავრცელებული თევზის სახეობა.

გოლათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, ხარაგაულიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 483 კაცი.

გოლარტი ჟოაო - ბრაზილიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1918-1976 წწ).

გოლასკური - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

გოლბახი პოლ ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (1723-1789 წწ).

გოლბეინი - ცივი იარაღი, შვეიცარიული ფართოპირიანი ხანჯალი.

გოლგოთა

  1. (არამ.)გორაკი პალესტინაში, სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე.

  2. გადატანითი მნიშვნელობით - სატანჯველი ადგილი, ტანჯვა („გოლგოთაზე ასვლა“).

გოლდაში - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

გოლდბახ-ის პრობლემა - რიცხვთა თეორიის ერთ-ერთი პრობლემა.

გოლდბერგი ვუპი - ჰოლივუდის შავკანიანი მსახიობი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

გოლდენვეიზერი ალექსანდრე - საბჭოელი პიანისტი და კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1875-1961 წწ).

გოლდენ სტეიტ ვორიორზ - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი.

გოლდი მაიკლ (ნამდვილი სახელი და გვარი ირვინგ გრანიჩი) - ამერიკელი მწერალი (1894-1967 წწ).

გოლდინგენი - ლატვიის ქალაქ კულდიგას სახელი 1917 წლამდე.

გოლდინგი უილიამ ჯერალდ - ინგლისელი მწერალი, 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1993 წწ).

გოლდმანი ლუსიენ - ფრანგი ფილოსოფოსი და თეორიტიკოსი (1918-1970 წწ).

გოლდონი კარლო - იტალიელი დრამატურგი (1707-1793 წწ).

გოლდსმითი ოლივერ - ინგლისელი მწერალი-სენტიმენტალისტი (1728-1774 წწ).

გოლდსტაინი ჯოზეფ ლეონარდ - ამერიკელი გენეტიკოსი. 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.ს.ბრაუნთან ერთად (დაიბადა 1940 წელს).

გოლდფადენი ავრომ - ებრაელი დრამატურგი და პოეტი (1840-1908 წწ).

გოლდ-ქოსტი - ზღვისპირა კურორტი ავსტრალიაში.

გოლდშმიდტი მეირ არონ - დანიელი მწერალი და ჟურნალისტი (1819-1887 წწ).

გოლდციერი იგნაც - უნგრელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1850-1921 წწ).

გოლეა (ელ-გოლეა) - ოაზისი და დასახლებული პუნქტი ჩრდილოეთ საჰარაში (ალჟირი).

გოლეადორი - ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ბურთი გააქვს მოწინააღმდეგის კარში.

გოლეიზოვსკი კასიან - ბალეტის რუსი მსახიობი (1892-1970 წწ).

გოლემბიოვსკი იგორ - რუსი ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტია“-ს რედაქტორი წლების განმავლობაში, მუშაობდა საქართველოშიც (დაიბადა 1965 წელს).

გოლემი - თიხისაგან მოზელილი და სულშთაბერილი არსება იუდაიზმის ტრადიციის თანახმად.

გოლემინოვი მარინ - ბულგარელი კომპოზიტორი (დაიბადა 1908 წელს).

გოლენიშჩევი ვლადიმერ - რუსი ეგვიპტოლოგი, ასირიოლოგი და სემიტოლოგი (1856 - 1947 წწ).

გოლენიშჩევ-კუტუზოვი არსენი - რუსი პოეტი (1848-1913 წწ).

გოლესთანი (სიტყვასიტყვით - „ყვავილნარი“) - სპარსელი პოეტის, საადი შირაზელის (XIII საუკუნე), ლექსნარევი პროზით დაწერილი დიდაქტიკური ნაწარმოები.

გოლეული - ფიჭიანი თაფლი.

გოლზუორთი ჯონ - ინგლისელი მწერალი, 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1867-1933 წწ).

გოლთეთი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გოლი (ინგლ.)

  1. (მოძველებული) ფეხბურთის კარი.

  2. ბურთის შეგდება კარში.

  3. დამშრალი მდინარე გობის უდაბნოში.

გოლი ივან - გერმანელ-ფრანგი პოეტი (1891-1950 წწ).

გოლი შარლ დე - საფრანგეთის დიდი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1959-69 წლებში (1890-1970 წწ).

გოლიათი

  1. ბიბლიის ფილისტიმელი პერსონაჟი, რომელიც მწყემსმა დავითმა მოკლა.

  2. ვეებერთელა, ბუმბერაზი და უზარმაზარი კაცი.

გოლიარდები (ფრანგ.) - იგივეა, რაც ვაგანტები.

გოლიაძე ივანე - ცირკის მსახიობი (1875-1963 წწ).

გოლიაძე ლავრენტი - ავიაციის გენერალ-მაიორი (1909-1973 წწ).

გოლიკოვი ივან - რუსი მხატვარი-ხატმწერი (1886/87 - 1937 წწ).

გოლიკოვი ლონია - მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყმაწვილი პარტიზანი, საბჭოთა კავშირის გმირი (1926-1943 წწ).

გოლიკოვი ფილიპე - საბჭოთა კავშირის მარშალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1900-1980 წწ).

გოლინკი - დაბა რუსეთის სმოლენსკის ოლქში.

გოლისი - სოფლების დიდი გოლისისა და პატარა გოლისის გავრცელებული სახელწოდება (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

გოლიშმანოვო - დაბა რუსეთის ტიუმენის ოლქში.

გოლიცინი ალექსანდრე - რუსი თავადი, სახელმწიფო მოღვაწე (1773-1844 წწ).

გოლიცინი ბორის - თავადი, პეტრე I-ის აღმზრდელი (1654-1714 წწ).

გოლიცინო - დაბა რუსეთის მოსკოვის ოლქში.

გოლკიპერი (ინგლ.) - მეკარე ფეხბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, ჰოკეიში და სხვა სპორტულ თამაშებში.

გოლკონდა - ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო XVI-XVII საუკუნეებში.

გოლმოვსკი - დაბა უკრაინის დონეცკის ოლქში.

გოლობი - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოლოდნი (ნამდვილი გვარი ეპშტეინი) მიხეილ - რუსი პოეტი (1903-1949 წწ).

გოლოვანივსკი სავა - უკრაინელი მწერალი (1910 -1989 წწ).

გოლოვანოვი ალექსანდრე - ავიაციის მთავარი მარშალი (1904-1975 წწ).

გოლოვანოვილევ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გოლოვანოვი ნიკოლოზ - დირიჟორი, პიანისტი, კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1891-1953 წწ).

გოლოვაჩოვი ალექსანდრე - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1909-1945 წწ).

გოლოვაჩოვი პავლე - საბჭოთა მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1972 წწ).

გოლოვინი ალექსანდრე - რუსი ფერმწერი და თეატრალური მხატვარი (1863-1930 წწ).

გოლოვინი თედორე - რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (1867-1937 წწ).

გოლოვინი თედორე - გრაფი, პეტრე I-ის თანამებრძოლი, ადმირალი (1650-1706 წწ).

გოლოვკინა სოფია - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1915 წელს).

გოლოვკო ანდრეი - უკრაინელი მწერალი (1897-1972 წწ).

გოლოვნო - დაბა უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოლომბეკი გარი - ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1911 წელს).

გოლოტა ილია - კაზაკთა პოლკოვნიკი, ბოგდან ხმელნიცკის თანამებრძოლი (? - 1649 წ).

გოლტონი ფრანსის - ინგლისელი ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი (1822-1911 წწ).

გოლუბევი ვიქტორ - მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1945 წწ).

გოლუბკინა ანა - რუსი მოქანდაკე ქალი (1864-1927 წწ).

გოლუბკინა ლარისა - რუსი კინომსახიობი ქალი, ანდრეი მირონოვის მეუღლე (დაიბადა 1940 წელს).

გოლუბკოვი დიმიტრი - რუსი მწერალი (1930-1972 წწ).

გოლუბნიჩი ვლადიმერ - უკრაინელი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ სიარულში (დაიბადა 1936 წელს).

გოლუბოვი სერგეი - რუსი მწერალი (1894-1962 წწ).

გოლუეი

  1. ატლანტის ოკეანის ყურე ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან.

  2. ქალაქი-პორტი ირლანდიაში (50 ათასი).

გოლუი ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1916-1985 წწ).

გოლფი (ინგლ.)

  1. სპორტული თამაში ბურთით და ხელჯოხებით.

  2. მოკლე შარვალი.

  3. წინდა მუხლამდე სიგრძისა.

  4. საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენის“ მოდელი.

გოლფსტრიმი (ინგლ.) - თბილ დინებათა სისტემა ატლანტის ოკეანეში, მექსიკის უბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ევროპის ნაპირებამდე.

გოლცი - ციმბირში გავრცელებული სახელი მწვერვალებისა.

გოლცი გიორგი - რუსი არქიტექტორი და თეატრის მხატვარი (1893-1946 წწ).

გოლცი (გოლც-ფაშა) კოლმარ ფონ დერ - ბარონი, გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი, ავსტრია-პრუსიის და საფრანგეთ - პრუსიის ომების მონაწილე (1843-1926 წწ).

გოლციუსი ჰენდრიკ - ნიდერლანდელი მხატვარი (1558-1617 წწ).

გოლცოვო - ტბა რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

გოლჯი კამილო - იტალიელი მეცნიერი, ჰისტოლოგი. 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს. რამონ-ი-კახალთან ერთად (1844-1926 წწ).

გომანი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

გომარდისწყალი - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.

გომარდული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

გომარეთი - სოფლების დიდი გომარეთისა და პატარა გომარეთის გავრცელებული სახელწოდება (დმანისის მუნიციპალიტეტი).

გომარეთის პლატო - პლატო დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, ჯავახეთის ზეგანზე.

გომართელი ივანე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1875-1938).

გომარი ფრანცისკ - ჰოლანდიელი რეფორმატორი, ღვთისმეტყველი (1563-1641 წწ).

გომარო - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გომატი (გუმტი) - მდინარე ინდოეთში, განგის მარცხენა შენაკადი (800 კმ).

გომბეშო - ბაყაყისნაირი უკუდო წყალხმელეთა ცხოველი, აქვს ხორკლიანი კანი.

გომბიო

  1. დამცირებით-დამცინავი მიმართვა გოგონებისადმი.

  2. უკუდო ამფიბიების გვარი.

გომბორი

  1. მდინარე (ივრის მარცხენა შენაკადი) და მთა (გომბორის ქედზე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის დასავლეთ კალთებზე. მდინარე გომბორის ნაპირებზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 775 კაცი.

  3. სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

გომბორის ქედი (ცივ-გომბორის ქედი) - კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სახმრეთ ტოტს - კახეთის ქედს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე). მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე - 107 კილომეტრი. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მეტრი). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე - გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე - ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.

გომბორის უღელტეხილი - უღელტეხილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე.

გომბრიხი ერნსტ - ავსტრო-ინგლისელი თეორიტიკოსი და ისტორიკოსი ხელოვნებისა (დაიბადა 1909 წელს).

გომბროვიჩი ვიტოლდ - პოლონელი მწერალი (1904-1969 წწ).

გომელაური ალექსანდრე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1966 წწ).

გომელაური ზაქარია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1890-1964 წწ).

გომელი - ქალაქი ბელორუსიაში (505 ათასი).

გომელსკი ალექსანდრე - რუსი კალათბურთელი და მწვრთნელი (დაიბადა 1928 წელს).

გომერი - მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შუა ხრამის მთათა ჯგუფში.

გომეს-ბაესი მაქსიმო - კუბის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1836-1905 წწ).

გომეს დე აველიანედა ხერტრუდის - ესპანელ-კუბელი მწერალი ქალი (1814-1873 წწ).

გომეს დე ლა სერნა რამონ - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი (1888-1963 წწ).

გომესი ანტონიუ კარლუს - ბრაზილიელი კომპოზიტორი (1836-1896 წწ).

გომესი ხუან ვისენტე - ვენესუელის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1857-1935 წწ).

გომეს-პალასიო - ქალაქი მექსიკის დურანგოს შტატში.

გომეწარი

  1. სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროსხევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 135 კაცი.

  2. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე, მდინარე მაღაროსხევის (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, აგებულია იურული თიხაფიქლებით, კალთები დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით (სიმაღლე - 2100 მეტრი).

გომეწრის ალაზანი (გომეწრისწყალი) - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

გომეწრისწყალი - იხილე გომეწრის ალაზანი.

გომეწრის ხეობა - ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტში.

გომეხეობა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

გომი

  1. მსხვილფეხა რქიანი საქონლის ზამთრის სადგომი.

  2. მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარჯვენა შენაკადი.

  3. მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, დიდი ერისწყლის მარჯვენა შენაკადი.

  4. სოფლები კასპის, ოზურგეთის, ონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.

გომიაშვილი ალექსანდრე - პოეტი (დაიბადა 1911 წელს).

გომიაშვილი არჩილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-2005 წწ).

გომიზი - ხის წებო (საბა).

გომიკავა ძიუმპეი - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

გომინდანი (ჩინურად „ეროვნული პარტია“) - 1912 წელს შექმნილი ჩინეთის პოლიტიკური პარტია. იარსება 1949 წლამდე.

გომის მთა - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

გომისი (გომესი) ანტონიუ კარლუს - ბრაზილიელი კომპოზიტორი (1836 - 1896 წწ).

გომისციხე - მთა ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედზე.

გომისჯვარი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გომიშ დი ამორინი ფრანსიშკუ - პორტუგალიელი მწერალი (1827-1891 წწ).

გომიჯი - უსაფუვრო და უმარილო მრგვალი პური, ნაღვერდალში გამომცხვარი.

გომმუხაყრუა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 454 კაცი.

გომნატეხები - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 160 მეტრი, სამტრედიიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 430 კაცი.

გომოზი (ფრანგ.) - მცენარეთა დაავადება, წებოს დენა.

გო მო-ჟო - ჩინელი მეცნიერი, ისტორიკოსი, მწერალი (1892-1978 წწ).

გომპერცი თეოდორ - გერმანელი ფილოსოფოსი-პოზიტივისტი და ფილოლოგი, ანტიკური ფილოსოფიის ისტორიკოსი (1832-1912 წწ).

გომრულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

გომულიცკი ვიქტორ - პოლონელი მწერალი (1848-1919 წწ).

გომულკა ვლადისლავ - პოლონეთის კომპარტიის მაღალჩინოსანი მოღვაწე, 1956-70 წლებში პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივანი (1905-1982 წწ).

გომური - იგივეა, რაც გომი

გომღისმაღალი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების არხოტისწყლის (ასის) და არღუნის წყალგამყოფ ხევსურეთის ქედზე, სოფელ შატილის სამხრეთ-დასავლეთით და უღელტეხილ ისართღელის სამხრეთით. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით; აღმოსავლეთ კალთაზე (არღუნის აუზში) მცირე მყინვარებია, დამახასიათებელია ალპური და სუბალპური ლანდშაფტები (სიმაღლე - 3740 მეტრი).

გონაგქენდი - დაბა აზერბაიჯანში.

გონა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

გონადები (ბერძნ.) - სასქესო ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სასქესო პროდუქტებს.

გონამი - მდინარე იაკუტიაში (რუსეთი).

გონაშვილი მაყვალა - პოეტი (დაიბადა 1959 წელს).

გონაშვილი ჰამლეტ - ქართული ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1928-1985 წწ).

გონგი (ინგლ.) - სარტყმელი მუსიკალური საკრავი სპილენძისა, იხმარება სიგნალის მისაცემად.

გონგლიაშვილი მედეა - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

გონგლუზი - ყრმათა პურის კვერი (საბა).

გონგოლა - სარეველა მცენარე ერთგვარი.

გონგორა ი არგოტე ლუის დე - ესპანელი პოეტი, გონგორიზმის ფუძემდებელი (1561-1627 წწ).

გონგორიზმი - ესპანური ბაროკოს პოეტური სტილის განშტოება.

გონდარი (გონდერი) - ქალაქი ეთიოპიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბეგემდერის პროვინციაში (80 ათასი).

გონდაური დავით - პედაგოგი, მათემატიკოსი, საქართველოს სახალხო მასწავლებელი (1921-2001 წწ).

გონდები - ცენტრალურ ინდოეთში მცხოვრებ ხალხთა და ტომთა კრებითი სახელი.

გონდვანა (გონდვანისი) - ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა.

გონდოლა (იტალ.)

  1. ვენეციური ერთნიჩბიანი ბრტყელძირა ნავი.

  2. დირიჟაბლის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთათვის.

გონდოლიერა - ვენეციელი გონდოლიერების სიმღერა, ბარკაროლას ნაირსახეობა.

გონდოლიერი - გონდოლის მენიჩბე.

გონდრიო - სოფლების დიდი გონდრიოს და პატარა გონდრიოს გავრცელებული სახელწოდება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).

გონება

  1. ადამიანის აზროვნების უნარი.

  2. იგივეა, რაც ცნობიერება.

გონებაგახსნილი - ნათელი გონების.

გონებისკარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

გონებრივი - გონებასთან, აზროვნებასთან დაკავშირებული.

გონზაგა ტომას ანტონიუ - ბრაზილიელი პოეტი (1744-1810 წწ).

გონზაგები - იტალიის არისტოკრატული გვარი, მმართველთა დინასტია ქალაქ მანტუაში, იტალია (XIV-XVII საუკუნეები).

გონზაგო (გონზაგა) პიეტრო დე გოტარდო - იტალიელი ფერმწერი, 1792 წლიდან მუშაობდა რუსეთში (1751-1831 წწ).

გონი - იგივე, რაც გონება.

გონია (ბერძნ.) - რთული სიტყვის ბოლოსართი, ნიშნავს დაბადებას, წარმოშობას.

გონიდიუმები (ბერძნ.)

  1. მწვანე ან ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომლებიც სოკოებთან ერთად ქმნიან ლიქნებს.

  2. ძაფისებრი ბაქტერიების ან წყალმცენარეების უჯრედები, რითაც ხდება მათი გამრავლება.

გონიერება - გონიერის თვისება.

გონიერი

  1. განვითარებული გონების მქონე, ჭკვიანი.

  2. იგივეა, რაც გონივრული.

გონივრული - გონიერის დამახასიათებელი.

გონიო

  1. სწორკუთხა სახაზავი, მკუთხავი. იხმარება სადურგლო-სამშენებლო საქმეში.

  2. ასტრონომიაში ცის სამხრეთ ნახევარსფეროს მცირე ზომის თანავარსკვლავედი, რომელიც არ შეიცავს ბრწყინვალე ვარსკვლავებს.

  3. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

გონიომეტრი - კრისტალების კუთხეთა საზომი ხელსაწყო.

გონიომეტრია (ბერძნ.)

  1. ტრიგონომეტრიის შესავალი ნაწილი, რომელიც სწავლობს კუთხეების გაზომვის ხერხებს.

  2. კრისტალოგრაფიის ნაწილი, რომლის საგანია კრისტალების ზომვის მეთოდიკა.

გონიტი (ბერძნ.) - მუხლის სახსრის ანთება.

გონკურები ძმები ედმონ (1822-1896 წწ) და ჟიულ (1830-1870 წწ) - ფრანგი მწერლები.

გონკურების პრემია - საფრანგეთის ყოველწლიური ეროვნული ლიტერატურული პრემია (1903 წლიდან) რომანის ჟანრში მიღწევისათვის. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პრემიად ლიტერატურის სფეროში.

გონოკოკი (ბერძნ.) - ცერცვის ფორმის უძრავი, უსპორო ჩირქმბადი ბაქტერია, გონორეის გამომწვევი მიკრობი.

გონორეა (ბერძნ.) - შარდსადენი მილის ჩირქოვანი ანთება, ტრიპერი. მისი გამომწვევია გონოკოკი. იგივე სუსუნატი.

გონსალეს დე სალასი ხოსე ანტონიო - ესპანელი მწერალი (1588-1654 წწ).

გონსალეს დიეგო ტადეო - ესპანელი მღვდელთმსახური და პოეტი (1732-1794 წწ).

გონსალესი არმანდო - ურუგვაელი მოქანდაკე (დაიბადა 1912 წელს).

გონსალესი კარმელო - კუბელი მხატვარი (დაიბადა 1920 წელს).

გონსალესი ნესტორ - ფილიპინელი მწერალი (დაიბადა 1915 წელს).

გონსალეს მარტინესი ენრიკე - მექსიკელი პოეტი (1871-1952 წწ).

გონსალეს-პრადა მანუელ - პერუელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე (1848-1918 წწ).

გონსალეს ტუნიონი რაულ - არგენტინელი პოეტი (1905-1974 წწ).

გონსალვეს დიასი ანტონიუ - ბრაზილიელი პოეტი (1823-1864 წწ).

გონსალვეს დი მაგალიაინსი დომინგუს ჟოზე - ბრაზილიელი პოეტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი (1811-1882 წწ).

გონსალვიში ბენტუ ანტონიუ - პორტუგალიის კომპარტიის გენერალური მდივანი 1929 წლიდან (1902-1942 წწ).

გონსალვიში ნუნუ - პორტუგალიელი ფერმწერი (XV საუკუნე).

გონტა ივან - კაზაკთა ლიდერი, ჰაიდამაკების მოძრაობის ლიდერი (? - 1768 წწ).

გონტარი ავრამ - ებრაელი მწერალი (1908-1981 წწ).

გონტი - შენობის გადასახურავი საშუალება, მცირე ზომის ფიცრები.

გონფალონიერე (იტალ.) - XIII-XV საუკუნეებში იტალიის ქალაქებში რომელიმე უბნის ლაშქრის მეთაური.

გონჩარი ოლეს - უკრაინელი მწერალი, აკადემიკოსი (1918-1995 წწ).

გონჩაროვა ნატალია - რუსი ფერმწერი. 1915 წლიდან მოღვაწეობდა პარიზში (1881-1962 წწ).

გონჩაროვი ანდრეი - რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალო არტისტი (1918-2001 წწ).

გონჩაროვი ივანე - რუსი მწერალი (1812-1891 წწ).

გონჩაროვი იური - რუსი მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

გონჩიკსუმლა სამბინ - მონღოლი კომპოზიტორი, ეროვნული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის დამაარსებელი (დაიბადა 1915 წელს).

გონჯა - ერთმანეთზე ჯვარედინად დამაგრებული ორი ჯოხი ადამიანის ფორმისა, ძონძებში გახვეული.

გონჯაობა - გვალვის დროს გონჯათი ხელში კარდაკარ სიარული და ვედრება წვიმის მოსაყვანად, იგივე ლამპრობა.

გონჯი - მეტისმეტად ულამაზო, მახინჯი.

გონჯურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის აუზში.

გოორი რაიმონ - ბელგიელი საზოგადო მოღვაწე (1906-1985 წწ).

გოპაკი (უკრ.) - უკრაინული ხალხური ცეკვა.

გოპალავა უილიამ - შრი ლანკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1973 წლიდან (1897-1985 წწ).

გოპურავი - შუა საუკუნეების ინდურ არქიტექტურაში ტაძრის კარიბჭეზე აღმართული კოშკურა.

გოჟუვი - იგივე გოჟუვ-ვიელკოპოლსკი.

გოჟუვ-ვიელკოპოლსკი (გოჟუვი) - ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში (105 ათასი).

გორა

  1. მრგვლად ამაღლებული ადგილი, დიდი ბორცვი.

  2. ზვინი, გროვა რისამე.

  3. (გორო) მარცვლეულისა და სითხის საწყაო ძველად ლეჩხუმში.

  4. სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

  5. სოფლების ზედა გორის, ქვედა გორისა და შუა გორის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

გორა იოზეფ - ჩეხი პოეტი (1891-1945 წწ).

გორა-ბერეჟოული - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

გორაგორსკი - დაბა რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

გორაკა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გორაკები - ხალხი, ჩეხების ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.

გორაკეთი - ქედი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთი შტოქედი.

გორაკი - პატარა გორა, ბორცვი.

გორალი - ჰიმალაებსა და ტიბეტში მობინადრე წყვილჩლიქოსანი ცხოველი.

გორანა

  1. მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

  2. სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის თემიკს საკრებულო). მდებარეობს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, საგარეჯოდან - 50 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 კაცი.

  3. სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მდინარე აძეძის ზემო აუზში. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 293 კაცი.

  4. სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

გორანგო - ღორის კბილი (საბა).

გორასამარხი (ყორღანი) - არქეოლოგიური ძეგლების კატეგორია, მიწაყრილი ან ქვაყრილი სამარხის თავზე.

გორაფი - მდინარე (ჩხალთის მარჯვენა შენაკადი) და ტბა (ყვარაში) გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

გორაქპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში.

გორაძირი - ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში.

გორახა - ყოფილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გორახი - კოშტებად გამხმარ-გამაგრებული მიწა.

გორბანევსკაია - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1936 წელს).

გორბატკო ვიქტორ - საბჭოთა კავშირის მფრინავი კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1969, 1977, 1980 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1934 წელს).

გორბატოვი ბორის - რუსი მწერალი (1908-1954 წწ).

გორბატოვი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოგოროდის ოლქში.

გორბაჩევსკი ივან - დეკაბრისტი, პოდპორუჩიკი (1800-1869 წწ).

გორბაჩოვი იგორ - რუსი მსახიობი (დაიბადა 1927 წელს).

გორბაჩოვი მიხეილ - საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1931 წელს).

გორბოვსკი გლებ - რუსი პოეტი (დაიბადა 1931 წელს).

გორბუნოვი ანატოლი - ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე 1993-95 წლებში (დაიბადა 1942 წელს).

გორბუნოვი სერგეი - საბჭოთა კავშირის საავიაციო წარმოების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1902 - 1933 წწ).

გორგა - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გორგალი - მრგვლად დახვეული ძაფი და მისთანები.

გორგანები - აღმოსავლეთ კარპატების მთები (უკრაინა).

გორგანელი ვახტანგ - პოეტი (დაიბადა 1921 წელს).

გორგანი ფახრ-ალ-დინ ასად - სპარსელი პოეტი, „ვისრამიანის“ ავტორი (XI საუკუნე).

გორგანი

  1. ქალაქი ირანში (ძველად ასტრაბადი, 190 ათასი).

  2. მდინარე ირანში, ერთვის კასპიის ზღვას.

გორგასალი (სპარს. გორგ - მგელი, სარ - თავი) - იხილე ვახტანგ გორგასალი.

გორგასლიძე შალვა - მოკრივე, სსრკ-ს ჩემპიონი (1944 წ), საქართველოს 13-გზის ჩემპიონი (1917-1991 წწ).

გორგაშენი - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

გორგაძე ანთიმოზ - მოქანდაკე (1924-1970 წწ).

გორგაძე სერგი - ლიტერატურათმცოდნე (1876-1929 წწ).

გორგაძეები - სოფლები ქობულეთის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

გორგია - ძველბერძენი სოფისტი და რიტორი (ძვ.წ. V-IV სს).

გორგილაძე ლეონიდე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1914 წელს).

გორგილაძე მალხაზ - თეატრისა და კინოს მსახიობი (1938-1996 წწ).

გორგიპია - ანტიკური ქალაქი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ძვ. წ. აღ. VI-V სს).

გორგიჯანიძე (გიორგი ჯანიძე) ფარსადან - პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი (1626-1696 წწ).

გორგლბოლქვი - მცენარის მიწისქვეშა ყლორტი.

გორგლი - მცენარის სახეცვლილი ყლორტი, გამსხვილებული ღერო.

გორგლურა - ყვავილედი და ნაყოფედი, რომელშიც ყველა ყვავილი ან ნაყოფი მჭიდროდ არის შეჯგუფული.

გორგოლა

  1. პატარა ბორბალი.

  2. პატარა ბურთულა.

გორგოლაჭი

  1. პატარა ბორბალი.

  2. ელექტრული სადენის დასამაგრებელი ფაიფურის დოლურა.

გორგოლოფა - გორგონას გამოსახულებიანი მუზარადი.

გორგომიჭელა - კაკლის მთლიანი ლებანი.

გორგონარიები (რქოვანი მარჯნები) - რვასხივიანი მარჯნის პოლიპების რიგი.

გორგონები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამი ფრთიანი ქალი-ურჩხული, რომელთაც თავზე გველები ახვევიათ და ერთი შეხედვით ყველას ქვად აქცევენ.

გორგონეიონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პერსევსის მიერ მოკლულ გორგონა მედუზას თავი, რაც ათენამ ეგიდას ფარზე ძლევის სიმბოლოდ დაიმაგრა.

გორგოპა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი საშინელი შესახედაობის ურჩხული.

გორგოპიდა - ტბა მეგარიდაში (ძველი საბერძნეთი).

გორგოფონა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ანდრომედასა და პერსევსის ქალიშვილი.

გორგოფონოსი - გორგონას მკვლელი, იგივე პერსევსი.

გორგული - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გორდა

  1. მოკლე (უვადო) ხმალი.

  2. ქართლში - პატარა გობი, ცომის მოსაზელი თაბახი.

  3. დავით თორაძის ბალეტი.

გორდაძე გიორგი - ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897-1985 წწ).

გორდეევა ეკატერინა - რუსი სპორტსმენი ქალი, ს. გრინკოვთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (დაიბადა 1971 წელს).

გორდეევი დიმიტრი - რუსი ხელოვნების მკვლევარი, ძირითადად მუშაობდა საქართველოში (1889-1964 წწ).

გორდეევი ვიაჩესლავ - ბალეტის რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1948 წელს).

გორდეევი თედორე - რუსი მოქანდაკე (1744-1810 წწ).

გორდეზიანი რისმაგ - ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (დაიბადა 1940 წელს).

გორდეიჩევი ვლადიმერი - რუსი პოეტი (დაიბადა 1930 წელს).

გორდელი ოთარ - კომპოზიტორი, პედაგოგი (1928-1994 წწ).

გორდი - სოფლების ზედა გორდისა და ქვედა გორდის გავრცელებული სახელწოდება (ხონის მუნიციპალიტეტი).

გორდის თემის საკრებულო - თემის საკრებული ხონის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 5 სოფელს: ბანგვეთი, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, ზედა გორდი, ქვედა გორდი.

გორდია - ფრიგიის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებელი, გუთნისდედა.

გორდიანე I მარკუს ანტონიუს აფრიკანუს - რომის იმპერატორი (159-238 წწ).

გორდიანე II მარკუს ანტონიუს - რომის იმპერატორი (198-238 წწ).

გორდიანე III მარკუს ანტონიუს - რომის იმპერატორი (225-244 წწ).

გორდია-ს კვანძი - ითქმის რაიმე ჩახლართული საქმის შესახებ (ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, ფრიგიის მეფე გორდიამ დახლართა კვანძი; ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა. ალექსანდრე მაკედონელმა, გახსნის ნაცვლად, მახვილით გაკვეთა ის.

გორდიასი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრიგიელთა ლეგენდარული მეფე.

გორდიმერი ნედინ - სამხრეთაფრიკელი მწერალი ქალი, 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1923 წელს).

გორდიონი - ფრიგიის ძველი დედაქალაქი, მდებარეობდა იასიჰუიუქის ბორცვზე (თურქეთი).

გორდლევსკი ვლადიმერ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი (1876-1956 წწ).

გორდოვი ვასილი - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1896-1951 წწ)

გორდონი იეჰუდა ლეიბ - ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1830 - 1892 წწ).

გორდონი პატრიკ (პეტრე ივანეს ძე) - შოტლანდიური წარმოშობის რუსი გენერალი და კონტრადმირალი, პეტრე I-ის ერთ-ერთი მასწავლებელი და თანამზრახველი (1635 - 1699 წწ).

გორდონი რიჩარდ - აშშ-ს კოსმონავტი-მფრინავი, 1966 და 1969 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1929 წელს).

გორდონი ჯერალდ - სამხრეთაფრიკელი მწერალი (XX ს, დაბადების წელი უცნობია).

გორე - ქალაქი ეთიოპიის ილუბაბორის პროვინციაში.

გორეთი - სოფლების ზემო გორეთისა და ქვემო გორეთის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

გორეთისწყალი - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი.

გორელიეფი - მაღალი ბარელიეფი, რომელშიაც გამოსახულება საკუთარი მოცულობის ნახევარზე მეტადაა ამოწეული ფონის ზედაპირიდან.

გორელკი - დაბა რუსეთის ტულის ოლქში.

გორენკო - პოეტ ანა ახმატოვას ნამდვილი გვარი.

გორენშტეინი ფრიდრიხ - რუსი მწერალი, 1980 წლიდან მოღვაწეობს ემიგრაციაში (დაიბადა 1932 წელს).

გორვაში - მთა (2899 მეტრი) და უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

გორველა - სარეველა მცენარის მრგვალი მუქი ფერის მარცვლები.

გორთუბანი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გორთულა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის მარჯვენა შენაკადი.

გორი

  1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი 1950 წლიდან საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და გორის მუნიციპალიტეტვის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით) (50 ათასი, 2005 წ).

  2. სოფლები შუახევის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

  3. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში - მზის ღმერთი.

გორი ალ (ალბერტ) - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-პრეზიდენტი, 2000 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან (დაიბადა 1948 წელს).

გორი გენადი (ნამდვილი სახელი გდალი) - რუსი მწერალი (1907-1981 წწ).

გორიანსკი (ნამდვილი გვარი ივანოვი) ვალენტინ - რუსი პოეტი-სატირიკოსი (1888-1949 წწ).

გორიაჩი-კლიუჩი (ფსეკუფსი) - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

გორიაჩინსკი - ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გორილა (ინგლ.) - ადამიანის მსგავსი, ყველაზე დიდი მაიმუნი. სიმაღლეში აღწევს 2 მეტრამდე მეტს, წონაში 250 კგ-ს აჭარბებს.

გორინი - მდინარე პრიპიატის მარჯვენა შენაკადი (უკრაინა, ბელორუსია).

გორინი (ნამდვილი გვარი ოფშტეინი) გრიგორი - რუსი მწერალი და სცენარისტი (1940-2000 წწ).

გორისა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს საჩხერე-ჭიათურის პლატოზე. მდინარე ფრონეს (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საჩხერიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1430 კაცი.

გორის თემის საკრებულო - თემი საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა გორი და ქვედა გორი.

გორისი - ქალაქი აღმოსავლეთ სომხეთში (25 ათასი).

გორის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ფართობი 2320 კვ.კმ. 1 ქალაქი, 143 სოფელი. მოსახლეობა - 150 ათასამდე (2006 წ).

გორისუბანი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გორისციხე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

გორისჯვარი - VI საუკუნის II ნახევრის სამნავიანი ბაზილიკა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანიდან 1 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკა რიყის ქვებითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამორეულია შირიმის ქვა, შეკეთებულია აგურით. სამრეკლო, დასავლეთის კედლის მხატვრობა და მოხატულობის ფრაგმენტები სავარაუდოდ ეკუთვნის XV-XVI საუკუნეებს.

გორიუნი - მდინარე ამურის მარცხენა შენაკადი (რუსეთი).

გორიუნოვი პეტრე - ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორი, დაზგის ტყვიამფრქვევის ავტორი (1902-1943 წწ).

გორიუშკინი ნიკოლაი - საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1915-1945 წწ).

გორიცია - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, იუგოსლავიის საზღვართან.

გორიჯვარი - სოფლების დიდი გორიჯვრისა და პატარა გორიჯვრის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

გორიჯვრობა - წმინდა გიორგის სახელობის დღეობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

გორკი არშილ (ნამდვილი სახელი და გვარი ვოზდანიკ ადოიანი) - სომხური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი (1904-1948 წწ).

გორკი მაქსიმ (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსი მაქსიმის ძე პეშკოვი) - რუსი მწერალი (1868-1936 წწ).

გორკი

  1. რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სახელი 1932-1990 წლებში.

  2. ქალაქი ბელორუსიის მოგილევის ოლქში.

გორლოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

გორმაღალი

  1. მთა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედზე. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით (სიმაღლე - 1983 მეტრი).

  2. მთა წყალტუბოს, ხონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რიონისა და ცხენისწყლის წყალგამყოფზე.

  3. მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ვეზურისა და კოზისწყლის წყალგამყოფზე.

  4. მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში,, მესხეთის ქედზე.

  5. მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, გორმაღლის ქედზე.

  6. სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 200 მეტრი, სამტრედიიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 კაცი.

გორმაღლის ქედი - ქედი ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

გორნა-ორიახოვიცა - ქალაქი ბულგარეთის ველიკო-ტირნოვოს ოკრუგში.

გორნა-ჯუმაია - იხილე ბლაგოევგრადი.

გორნება - იხილე მდინარე ყორნები.

გორნერი - მყინვარი შვეიცარიის ალპებში.

გორნი - დაბები რუსეთის ნოვოსიბირსკის, როსტოვის, სარატოვის ოლქებში.

გორნიაკი

  1. ქალაქი რუსეთის ალტაის რესპუბლიკაში.

  2. დაბები უკრაინის დონეცკის, ვოროშილოვგრადის, ლვოვის ოლქებში.

გორნიაცკი - დაბა რუსეთის როსტოვის ოლქში.

გორნო-ალტაისკი (1932 წლამდე ულალა, 1948 წლამდე ოიროტ-ტურა) - ქალაქი რუსეთში, ალტაის რესპუბლიკის დედაქალაქი (51 ათასი).

გორნოე - დაბები უკრაინის ვოროშილოვგრადის და დონეცკის ოლქებში.

გორნოზავოდსკი

  1. ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში.

  2. ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში (1946 წლამდე ნაიხორო).

ორნო-პოპლავსკი სტანისლავ - იხილე ჰორნო-პოპლავსკი.

გორნოსტაევკა - დაბა უკრაინის ხერსონის ოლქში.

გოროდეა - დაბა ბელორუსიის მინსკის ოლქში.

გოროდენკა - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.

გოროდეცი - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

გოროდეცკი სერგეი - რუსი პოეტი (1884-1967 წწ).

გოროდიშჩე - დაბები რუსეთის პენზის და ვოლგოგრადის და უკრაინის ვოროშილოვგრადის და ჩერკასის ოლქებში.

გოროდიშჩი - დაბა რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გოროდკი - რუსული ხალხური სპორტული თამაში.

გოროდნია - დაბა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

გოროდნიცა - დაბა უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

გოროდოვიკოვსკი - ქალაქი რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკაში.

გოროდოკი - ქალაქები უკრაინის ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებში და ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

გოროვანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 487 კაცი. წყაროებში პირველა იხსენიება XII საუკუნის ბოლოს, სოფელში შემორჩენილია XI-XII საუკუნეების ბაზილიკური ეკლესია.

გოროვნის ეკლესია - XI-XII საუკუნეების ბაზილიკური ტიპის ნაგებობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში.

გოროვიცი ვლადიმერ - ამერიკელი პიანისტი, დაიბადა რუსეთში (1904-1989 წწ).

გოროზი - კუშტი, ამპარტავანი, ქედმაღალი.

გორონტალო (ხორონტალო) - ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მცხოვრები ხალხი, აღმსარებლობით მუსლიმანი-სუნიტები (1,2 მილიონი).

გოროსტისა ხოსე - მექსიკელი პოეტი (1901-1973 წწ).

გოროხი - იგივეა, რაც გორახი.

გოროხოვა გალინა - რუსი სპორტსმენი, მოფარიკავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (დაიბადა 1938 წელს).

გოროხოვეცი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

გოროხოვი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში.

გოროხოვსკაია მარია - რუსი ტანმოვარჯიშე ქალი, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი პირად ასპარეზობაში (დაიბადა 1921 წელს).

გორჟეტი (ფრანგ.) - მელიის ან სხვა ნადირის ბეწვის საყელო, რომელსაც ქალები ატარებენ.

გორჟი - ჟუდეცი რუმინეთში.

გორსკოე - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

გორტანულა - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.

გორტერი ჰერმან - ნიდერლანდელი პოეტი (1864-1927 წწ).

გორულა - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში.

გორული - ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში (მარნეულის მუნიციპალიტეტი).

გორუნჯუკი - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სახელი 1949 წლამდე.

გორშეღმისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი.

გორშეჩნოე - დაბა რუსეთის კურსკის ოლქში.

გორშკოვი ალექსანდრე - რუსი სპორტსმენი, ა.პახომოვასთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში (დაიბადა 1946 წელს).

გორშკოვი სერგეი -ადმირალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1910-1988 წწ).

გორჩაკოვი ალექსანდრე - თავადი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე (1798-1883 წწ).

გორჩუხა - დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.

გორწყალი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ერთვის შაორის წყალსაცავს.

გოსალა - ძველინდოელი რეგლიგიური მოღვაწე, აჯივიკას მოძღვრების შემქმნელი.

გოსარტი იან - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაიბადა 1478-სა და 1480 შორის - გარდაიცვალა 1533-სა და 1536 -ს შორის).

გოსეკი ფრანსუა ჟოზეფ - ფრანგი კომპოზიტორი (1734-1829 წწ).

გო სი - ჩინელი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (დაახლოებით 1020-1090 წწ).

გოსპელი - ტრადიციულ რელიგიურ ჰიმნზე დაფუძნებული ჟანრი ევანგელისტური სოლო სიმღერისა.

გოსპოდარი - XIV-XIX საუკუნეებში მოლდავეთისა და ვლახეთის გამგებელთა ტიტული რუსულ ენაზე.

გოსტაშაბიშვილები - თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილთა შტო XVI-XIX საუკუნეების ქვემო ქართლში.

გოსტაშაბიშვილი - პერსონაჟი ილია ჭავჭავაძის მოთხრობისა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

გოსტენინა ელისაბედ - თბილისში მოღვაწე ოპერის მომღერალი, სოპრანო (1904-1985 წწ).

გოსტიბე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

გოსტომელი (ზმიიოვი) - დაბა უკრაინის კიევის ოლქში.

გოტა - ქალაქი გერმანიის თიურინგიის მხარეში (54 ათასი).

გოტამა - ძველინდოელი ფილოსოფოსი, ნიაიას მოძღვრების შემქმნელი (ძვ.წ. II ს).

გოტვალდი კლემენტ - ყოფილი ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1953 წწ).

გოტვალდი - უკრაინის ქალაქ ზმიევის სახელი 1976-90 წლებში.

გოტვალდოვი - ჩეხეთის ქალაქ ზლინის სახელი 1949-89 წლებში.

გოტი კარელ - ესტრადის ჩეხი მომღერალი (XX საუკუნე).

გოტიე

  1. ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ავტორი ქრონიკისა «ანტიოქიის ომები» (XII საუკუნე).

  2. თეოფილ - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი (1811-1872 წწ).

გოტიე დე კუენსი - ფრანგი პოეტი (დაახლოებით 1177-1236 წწ).

გოტიკა (გერმ.) - ხუროთმოძღვრული სტილი გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში, დამახასიათებელია მაღალ, წვეტიან ნაგებობათა სიმსუბუქე, ისრისებური თაღები, გამჭვირვალე და ფერადი მინის სიუხვე.

გოტლანდი - შვედეთის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში.

გოტო სიმპეი - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე (1857-1929 წწ).

გოტო სიოძირო - იაპონიის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1838-1897 წწ).

გოტო - იაპონიის კუთვნილი არქიპელაგი კუნძულ კიუსიუს სანაპიროსთან.

გოტოვაცი იაკობ - ხორვატი კომპოზიტორი და დირიჟორი (1895-1982 წწ).

გოტორპები (ჰოლშტაინ-გოტოლპები) - გერმანელ ჰერცოგთა დინასტია (XVI-XVIII სს).

გოტრა - ბრაჰმანიზმის თანახმად (ძველ ინდოეთში) გვარი, მოდგმა.

გოტფრიდ ბულიონელი - იხილე გოდფრუა ბუიონელი.

გოტფრიდ შტრასბურგელი - XII-XIII საუკუნეების გერმანელი მწერალი.

გოტშე ოტო - გერმანელი მწერალი (1904-1985 წწ).

გოტშედი იოჰან კრისტოფ - გერმანელი მწერალი (1700-1766 წწ).

გოტჰელფი იერემიას (ნამდვილი სახელი და გვარი ალბერტ ბიციუსი) - შვეიცარელი მწერალი (1797-1854 წწ).

გოტჰობი - გრენლანდიის ადმინისტრაციული ცენტრი.

გოუენი ჯეიმზ - ინგლისელი არქიტექტორი (დაიბადა 1923 წელს).

გოუ-მანი - ჩინურ მითოლოგიაში - ხეების, აგრეთვე, აღმოსავლეთის მფარველი სული.

გოუჯეკიტი - დაბა რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკაში.

გოფანთოს ბრძოლა - 1588 წლის ბრძოლა ქართლის მეფე სიმონ I-ისა და იმერეთის მეფე ლევანის ლაშქრებს შორის.

გოფერი - ქვეწარმავალი, მიწისზედა კუ, მის ხორცს საკვებად იყენებენ.

გოფრი (ფრანგ.) - ლითონის ან ფანერის თხელი ფურცლები ტალღისებური ზედაპირით, იყენებენ სახურავის დასაფარავად, კედლებისათვის და სხვა.

გოფრირება - ტალღისებური ნაკეცების გაკეთება ქსოვილზე.

გოფშტეინი დავიდ - რუსეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი (1889-1952 წწ).

გოქალე გოპალ კრიშნა - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1866-1915 წწ).

გოქთეფე - დაბა თურქმენეთში.

გოქსიური - სამხრეთ თურქმენეთის ბინადარ მიწათმოქმედთა ენეოლითური ხანის გორანამოსახლარი.

გოქშო (Dipsacus) - ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე.

გოქჩა (გოგჩა) - (თურქულად „ლურჯი წყალი“) სევანის ტბის თურქული სახელი. ქართულ წყაროებში გელაქუნის ტბაც ჰქვია.

გოქჩაი (გოიჩაი) - მდინარე აზერბაიჯანში.

გოშაპელაკნი - ყურთ გრგოლი ოქროსი (საბა).

გოში ლუი ლაზარ - ფრანგი გენერალი (1768-1797 წწ).

გოში მხითარ - იხილე მხითარ გოში.

გოშია - პატარა ძაღლი, ფინია.

გოშმა (კოშმა) - თურქულენოვანი ხალხების ლექსთწყობის უძველესი გავრცელებული ფორმა.

გოშჩაა - დაბა უკრაინის როვნოს ოლქში.

გოშჩინსკი სევერინ - პოლონელი პოეტი, 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყების მონაწილე (1801-1876 წწ).

გოჩა - მამაკაცის ქართული სახელი. მიჩნეულია გიორგ-ის ერთ-ერთ ვარიანტად.

გოჩა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) - ქართლის მეფე სიმონ I-ის თანამებრძოლი, მეწინავე ჯარის სარდალი. მისმა შთამომოვლებმა გოჩაშვილის გვარი მიიღეს (გარდაიცვალა 1599 წელს).

გოჩარი იოზეფ - ჩეხი არქიტექტორი (1880-1945 წწ).

გოჩაჯიხაიში - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, ხონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1012 ადამიანი.

გოცაძე თემურ - მხატვარი (დაიბადა 1941 წელს).

გოცი გასპარო - იტალიელი მწერალი და კრიტიკოსი, ეროვნული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1713-1786 წწ).

გოცი კარლო - იტალიელი დრამატურგი (1720-1806 წწ)

გოცირიძე (ყოფილი „დელისი“) - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური (საბურთალოს ხაზზე, „სამედიცინო ინსტიტუტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ შორის), სახელი ეწოდა ცნობილი ინჟინრის, მეტრომშენებლის ვიქტორ გოცირიძის (1910-1995 წწ) საპატივცემლოდ.

გოცირიძე ლეილა - მომღერალი, მეცო-სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

გოცირიძე ნიკოლოზ (ნიკო) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1872-1949 წწ).

გოცოლი ბენოცო (დი ლეზე დი სანდრო) - იტალიელი ფერმწერი (1420 - 1497 წწ).

გო ძი - ჩინურ მითოლოგიაში - ბედნიერებისა და მშობელთა პატივისცემის ღვთაება.

გოძიაშვილი ვასილ (ვასო) - დიდი ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1905-1976 წწ).

გოძიაშვილი მარეხ - ესტრადის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

გოძილა - ფანტასტიური ცხოველი, გიგანტური მუტანტი, ვეშაპის და გორილას საზარელი ნაზავი, ბევრი იაპონური, ასევე ამერიკული, ფანტასტიური და საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი. პირველი ასეთი ფილმი გადაღებულ იქნა 1954 წელს.

გოჭა

  1. ერთგვარი ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

  2. იგივეა, რაც კობრი (თევზი).

გოჭალა - მტკნარი წყლის თევზების გვარი ხლაკუნასებრთა ოჯახისა.

გოჭი - ღორის ნაშიერი ოთხ თვემდე.

გოჭოურის ბრძოლა - 1623 წლის ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანისა და იმერეთის მეფე გიორგი III-ის ლაშქრებს შორის.

გოხნარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

გოხი - კლდის ნატეხი რიყის ქვა.

გოხუა - ჩინეთში აბრეშუმისა და ქაღალდის გრაგნილზე წყლის საღებავებით ხატვა.

გოჯა მიხალ - სლოვაკეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1811-1870 წწ).

გოჯეული - სიგრძის ძველი საზომი საქართველოში (დაახლოებით 6,32 სმ).

გოჯი - მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე, 9 ხორბლის მარცვლის ტოლი (დაახლოებით 3,16 სმ).

გოჯიაანები - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, თიანეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 94 კაცი.

გოჯითა - ყოფილი სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.