The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა უა
დოკუმენტის ნახვა უბ
დოკუმენტის ნახვა უგ
დოკუმენტის ნახვა უდ
დოკუმენტის ნახვა უე
დოკუმენტის ნახვა უვ
დოკუმენტის ნახვა უზ
დოკუმენტის ნახვა უთ
დოკუმენტის ნახვა უი
დოკუმენტის ნახვა უკ
დოკუმენტის ნახვა ულ
დოკუმენტის ნახვა უმ
დოკუმენტის ნახვა უნ
დოკუმენტის ნახვა უო
დოკუმენტის ნახვა უპ
დოკუმენტის ნახვა უჟ
დოკუმენტის ნახვა ურ
დოკუმენტის ნახვა უს
დოკუმენტის ნახვა უტ
დოკუმენტის ნახვა უუ
დოკუმენტის ნახვა უფ
დოკუმენტის ნახვა უქ
დოკუმენტის ნახვა უღ
დოკუმენტის ნახვა უყ
დოკუმენტის ნახვა უშ
დოკუმენტის ნახვა უჩ
დოკუმენტის ნახვა უც
დოკუმენტის ნახვა უძ
დოკუმენტის ნახვა უწ
დოკუმენტის ნახვა უჭ
დოკუმენტის ნახვა უხ
დოკუმენტის ნახვა უჯ
დოკუმენტის ნახვა უჰ

ულ

 

ლა (უ ლატი) - ბირმელი (მიანმელი) მწერალი (1866-1921 წწ).

ულაან-ბაატარი - იხილე ულან-ბატორი.

ულაზათო - უშნო, ულამაზო.

ულამაზესი - მეტისმეტად ლამაზი.

ულამაზო - სილამაზეს მოკლებული; უშნო.

ულამები (არაბ.) - მუსლიმანი ღვთისმეტყველები.

ულამი (თურქ.)

1) ნადი, მამითადი.

2) ქარავანი.

ულან-ბატორი (ულაანბაატარი, 1924 წლამდე ურგა) - მონღოლეთის დედაქალაქი; დაარსებულია 1639 წელს ორგოოს სახელწოდებით. 1706 წლიდან ერქვა იხ-ხურეე, 1911 წლიდან ნიისლელ-ხურეე; 1924 წელს გამოცხადდა მონღოლეთის დედაქალაქად და დაერქვა თანამედროვე სახელი (540 ათასი).

ულან-დაბანი (ჰუმბოლდტის ქედი) - მდებარეობს ნანშიანის სისტემაში (ჩინეთი).

ულანდი ლუდვიგ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე (1787-1862 წწ).

ულანი (პოლონ.) - მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი ჯარისკაცი ან ოფიცერი ძირითადად სლავური ქვეყნების არმიებში.

ულანოვა გალინა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1910-1988 წწ).

ულან-უდე (1934 წლამდე ვერხნეუდინსკი) - რუსეთის ბურიატიის რესპუბლიკის დედაქალაქი (370 ათასი).

ულაპარაკოდ - უსიტყვოდ, სიტყვის შეუბრუნებლად.

ულაფ V - იხილე ოლაფ V.

ულაღი (ულაყი) - მონღოლთა მფლობელობაში მყოფ ქვეყნებში შემოღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც გლეხებს ცხენებით უნდა უზრუნველეყოთ სახელმწიფო.

ულაყი (თურქ.) - მამალი ცხენი (აგრეთვე ვირი).

ულაშლო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ულბრიხტი ვალტერ - გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი, ყოფილი გდრ-ს ხელმძღვანელი 1953-71 წლებში (1893-1973 წწ).

ულეაბორგი - იხილე ოულუ.

ულევი - რაც არ ილევა; დაულეველი; ძალიან ბევრი.

ულემი (არაბ.) - ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში - მაჰმადიანი სწავლული ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.

ულენბეკი კრისტიან კორნელიუს - ნიდერლანდელი ენათმეცნიერი (1866-1951 წწ).

ულენბეკი ჯორჯ იუჯინ - ამერიკელი ფიზიკოსი (1930-1974 წწ).

ულეწელა (Chonbritla juncea) - ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა; აქვს წკეპლებივით ღეროები. ყვითელი ყვავილი; იზრდება ნათესებში და მშრალ ფერდობებზე; პურეულის ლეწვის დროს გაულეწავი რჩება.

ულვა (ზღვის სალათა) - მწვანე წყალმცენარეების გვარი; ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყნებში საკვებად ხმარობენ.

ულვაშა - ვისაც დიდი ულვაშები აქვს.

ულვაშგამწვანებული - იგივეა, რაც ულვაშაშლილი.

ულვაშაშლილი - ვისაც ულვაშები ახლად ამოუვიდა.

ულვაში

1) ზედა ტუჩს ზემოთ ამოსული თმა მამაკაცის სახეზე.

2) მოგრძო, მაგარი ბეწვი ზოგიერთი ცხოველის ტუჩებთან.

3) ძაფის მსგავსი ხვიარა წამონაზარდი მცენარის ფოთოლსა და ღეროზე; პწკალი.

4) იგივეა, რაც ფოჩი (სიმინდისა).

5) წამონაზარდი ზოგიერთი მწერის თავზე; წარმოადგენს ყნოსვისა და შეხების ორგანოს.

ულვაშოსანი

1) ულვაშის მქონე; ულვაშიანი.

2) (გადატანით) პატიოსანი.

ულვაშსაკრი - რითაც გრძელ ულვაშებს იკრავდნენ (დასაყენებლად).

ულიანოვი მიხეილ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრში (1920-2007 წწ).

ულიანოვი ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ნამდვილი გვარი.

ულიანოვსკი (1924 წლამდე სიმბირსკი) - ქალაქი რუსეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (670 ათასი).

ულიასუტაი (ჯავხლანტი, ჯიბხალანტუ) - ქალაქი მონღოლეთში, ძაბხანის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი.

ულიგერი - ბურიატების ეპიკური საგმირო თქმულება.

ულისი

1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მოქვის მარჯვენა შენაკადი.

2) (ულიქსი) - ოდისევსის ლათინური სახელი.

ულიჩები - აღმოსავლეთ სლავების ერთ-ერთი ტომობრივი ჯგუფი. ცხოვრობდნენ ქვედა დნეპრისპირეთსა და შავი ზღვის სანაპიროებზე.

ულმანი ფრიც - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1875-1939 წწ).

ულმი - ქალაქი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.

ულმობელი - უწყალო, შეუბრალებელი, დაუნდობელი.

ულო - ძნის შესაკრავი დაგრეხილი სველი ნამჯა.

ულოგიკო - არათანამიმდევრული, დაუსაბუთებელი.

ულპიანე დომიციუს - რომაელი იურისტი (დაახლოებით 170-228 წწ).

ულრიხ ვიურტემბერგელი - ვიურტემბერგის ჰერცოგი (გერმანია) (1487-1550 წწ).

ულსანი - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეაში.

ულსონი ჰაგარ - ფინელი მწერალი და კრიტიკოსი ქალი (1893-1985 წწ).

ულტიმატიზმი - ოპორტუნისტული ანტიბოლშევიკური მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში სტოლიპინის რეფორმების პერიოდში (1908-1912 წწ); ოტზოვიზმის ნაირსახეობა.

ულტიმატისტი - ულტიმატიზმის მიმდევარი.

ულტიმატუმი (ლათ.)

1) საერთაშორისო სამართალში - კატეგორიული მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ან ძალის გამოყენება მოსდევს.

2) მოთხოვნა, რასაც თან ახლავს მუქარა.

ულტიმო (იტალ.) - კომერციულ და საბირჟო პრაქტიკაში: თვის ბოლო დღე, რომელიც დადგენილია როგორც გარიგების დამთავრების ვადა.

ულტრა (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს რისამე ფარგლებს ფარეთ მყოფს, უკიდურესს.

ულტრაბგერა - დრეკადი რხევები, რომელთა სიხშირე დაახლოებით (1,5-2) . 104 ჰერციდან (15-20 კჰც) 109 ჰერცამდე (1გჰც) დიაპაზონშია.

ულტრაიზმი - მიმდინარეობა ესპანურ პოეზიაში; წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; მოითხოვდა XX საუკუნის „დინამიზმის“ შესატყვისი „ახალი“ პოეზიის შექმნას.

ულტრაიისფერი სხივები - სპექტრის უხილავი სხივები, რომლებიც განფენილია იისფერის სხივების შემდეგ.

ულტრამარინი (გერმ.) - რთული ქიმიური ნაერთი, ხასხასა ლურჯი საღებავი.

ულტრამიკროსკოპი - მიკროსკოპი, რომელიც უწვრილესი (რამდენიმე მილიმიკრონის სიდიდის) ნაწილაკების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ულტრამოკლე ტალღები - რადიოტალღები, რომელთა სიგრძე 10 მეტრზე ნაკლებია.

ულტრარაპიდგადაღება (ლათ.) - ზეჩქარული კინოგადაღება (წამში 100 მილიონ კადრზე მეტი სიხშირით).

ულუგმუზტაგი (მუზტაგი) - მთა არკატაგის (პრჟევალსკის) ქედზე (ჩინეთი).

ულუგრუ - მთის მასივი ტანზანიაში.

ულუდაღი (ქეშიშდაღი) - ქედი თურქეთში.

ულუთაუ - მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4190 მეტრი).

ულუკმაპურო - ვისაც ლუკმაპური არა აქვს; მშიერი; ღარიბ-ღატაკი.

ულუმბა - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი სოფელ ალის მახლობლად (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ულუმბო

1) საბერძნეთში მდებარე ოლიმპოს მთის ძველქართული სახელი.

2) (Trigonella coerulea) (უცხო სუნელი) - ცისფერყვავილა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; დაყვავილების დროს იძენს სურნელებას; მოჰყავთ ბოსტანში. იხმარება საჭმლის შესაკაზმად.

ულუმბოს (ოლიმპის) მონასტერი - ძველი ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა მცირე აზიაში (ბითინიაში). საფიქრებელია, რომ იქ ქართველი მოღვაწენი IX საუკუნის შუა წლებამდე ცხოვრობდნენ.

ულურია - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ულუსი (მონღ.-თურქ.)

1) მონღოლი და თურქი მომთაბარე ტომების ბანაკი.

2) საქართველოში იხმარებოდა მონღოლის (ზოგჯერ მაჰმადიანის) მნიშვნელობით.

ულუფა - გარკვეული ნაწილი (საზრდოსი, საკვებისა); კერძო წილი.

ულუღ-ბეგი მუჰამად თარაღაი - უზბეკი ასტრონომი და მათემატიკოსი, თემურ-ლენგის შვილიშვილი (1394-1499 წწ).

ულუღზადე სათიმ - ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1911 წელს).

ულუყარა (ულუყარაბაში) - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ულფათი გულფაჩა - ავღანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1909-1977 წწ).

ულფილა (ვულფილა) - ვესტგუთების საეკლესიო მოღვაწე (დაახლოებით 311-380 წწ).

ულჩები (ოლჩები) - რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ქვემო ამურზე მცხოვრები ხალხი.

ულჰასნაგარი - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში.