The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0009უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ყა
დოკუმენტის ნახვა ყბ
დოკუმენტის ნახვა ყდ
დოკუმენტის ნახვა ყე
დოკუმენტის ნახვა ყვ
დოკუმენტის ნახვა ყი
დოკუმენტის ნახვა ყლ
დოკუმენტის ნახვა ყმ
დოკუმენტის ნახვა ყნ
დოკუმენტის ნახვა ყო
დოკუმენტის ნახვა ყრ
დოკუმენტის ნახვა ყუ

ყე

 

ყე - ნაწილაკი ქართული ენის ზოგიერთ კილოში - დაერთვის ზმნას და აღნიშნავს მიცემით ან სახელობით ბრუნვაში დასმული ობიექტის მრავლობითობას.

ყეენი

  1. იგივეა, რაც ყაენი.

  2. ყეენობის მთავარი მოქმედი პირი.

ყეენობა - წარმართობის დროიდან მომდინარე ძველი ქართული ხალხური თამაშობა-წარმოდგენა - შვილიერობისა და აგრეთვე მოსავლიანობის დღესასწაული; იმართებოდა დიდმარხვის პირველ ორშაბათს.

ყევარი - ორი უღელი ხარ-კამეჩი.

ყევსელთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყეინი - იგივეა, რაც ყაენი.

ყეინობა - იგივეა, რაც ყაენობა.

ყელ - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს: 1) როგორიმე ყელის მქონეს. 2) ყელთან დაკავშირებულს.

ყელა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ყელავშარა - ღორის ყელის ხორცი.

ყელგადაგდებით - თავის გადახრით და ყელის გამოწევით.

ყელგამოწევით ხვეწნა - ძალიან დიდი ხვეწნა, მუდარა.

ყელეთი - სოფლების დიდი ყელეთისა და პატარა ყელეთის გავრცელებული სახელწოდება (ხაშურის მუნიციპალიტეტი).

ყელეთის ქედი - ქედი ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ყელეთის მთიანეთი - მთიანეთი ჯავის, ახალგორის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ოსეთის კავკასიონზე.

ყელეთის ტბა - ტბა ახალგორის მუნიციპალი ტეტში, ყელეთის მთიანეთში (სიღრმე 63 მეტრი).

ყელი

  1. კისრის წინა ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია საყლაპავი მილისა და სასუნთქი გზების დასაწყისი.

  2. კისერი.

  3. ზოგი ჭურჭლის მუცლისზევითა ვიწრო ნაწილი.

  4. ფეხსამოსის კოჭებსზევითა ნაწილი.

  5. მიწის ზოლი, რომელიც აერთებს ხმელეთის ორ ნაწილს.

  6. წისქვილის ზედა ქვის ნახვრეტი.

  7. იგივეა, რაც რვილი.

ყელიცადი - ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში.

ყელსაბამი - ყელზე შესაბმელი სამკაული.

ყელსახვევი

  1. ყელზე შემოსახვევი ქსოვილი სითბოსთვის ან სილამაზისთვის.

  2. იგივეა, რაც ჰალსტუხი.

ყელქცეული - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ყემულთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ყეყეჩი - სულელი, ჩერჩეტი, შტერი.

ყეშმი - კუნძული ჰორმუზის სრუტეში, ეკუთვნის ირანს.