The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0008უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ს–ფ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ფა
დოკუმენტის ნახვა ფე
დოკუმენტის ნახვა ფთ
დოკუმენტის ნახვა ფი
დოკუმენტის ნახვა ფლ
დოკუმენტის ნახვა ფო
დოკუმენტის ნახვა ფრ
დოკუმენტის ნახვა ფს
დოკუმენტის ნახვა ფტ
დოკუმენტის ნახვა ფუ
დოკუმენტის ნახვა ფქ
დოკუმენტის ნახვა ფშ
დოკუმენტის ნახვა ფც
დოკუმენტის ნახვა ფხ

ფო

 

ფო დარიო - იტალიელი დრამატურგი, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1926 წელს).

ფობეტორი (იკელოსი) - ოვიდიუსის მიხედვით ძილის ღმერთის - ჰიპნოსის ვაჟი, ფანტაზიისა და მორფეოსის ძმა. იგი ძილში ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით ევლინება.

ფობი

1) (ინგლ.) - საზღვაო გადაზიდვისას: პირობა, რომლის თანახმადაც გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს საქონელი ნავსადგურში და დატვირთოს მყიდველის მიერ ნაჩვენებ გემზე.

2) (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე მოძულეს, მტერს.

ფობია (ბერძნ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ვისიმე, რისამე სიძულვილს, ვისიმე, რისამე წინაშე შიშს.

ფობოსი

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არესისა და აფროდიტეს ვაჟი (რომაული პავორი), ქართულად ნიშნავს შიშს.

2) პლანეტა მარსის უახლოესი თანამგზავრი, აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ე.ჰოლმა 1877 წელს.

ფობურდონი - ევროპული მრავალხმიანობის სახესხვაობა.

ფოგარაში ბელა - უნგრელი ფილოსოფოსი (1891-1959 წწ).

ფოგაცარო ანტონიო - იტალიელი მწერალი (1842-1911 წწ).

ფოგელი ჰერმან კარლ - გერმანელი ასტრონომი (1841-1907 წწ).

ფოგლერი გეორგ იოზეფ - გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორიტიკოსი, დირიჟორი, ორგანისტი (1749-1814 წწ).

ფოგლი იოჰან ნეპომუკ - ავსტრიელი მწერალი (1802-1866 წწ).

ფოგტი იუჰან ჰერმან ლი - ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1858-1932 წწ).

ფოგტი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1817-1895 წწ).

ფოგტი ოსკარ - გერმანელი ნევროპათოლოგი (1870-1959 წწ).

ფოგტი ჰანს - ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი (1903-1986 წწ).

ფოგტი (გერმ.) - კაროლინგების ფრანკთა სახელმწიფოში, ხოლო შემდეგ შუა საუკუნეების გერმანიასა და საფრანგეთში: საერო თანამდებობის პირი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიწებზე ასრულებდა სასამართლო, სახაზინო და პოლიციურ ფუნქციებს.

ფოდაანი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ფოდორი იოჟეფ - უნგრელი ჰიგიენისტი და ეპიდემიოლოგი (1843-1901 წწ).

ფოვიზმი (ფრანგ.) - ირონიული სახელწოდება ერთ-ერთი ავანგარდისტული მიმდინარეობისა XX საუკუნის დასაწყისის ფრანგულ ფერწერაში.

ფოთარი - იგივეა, რაც ფუსფუსი.

ფოთელური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ფოთვა - მოუსვენრობა, შფოთვა.

ფოთი

1) ჩქარი, ფიცხი.

2) გიჟი, შმაგი.

3) ქალაქი-პორტი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას, მდინარე რიონის შესართავში (50 ათასი).

ფოთლიანი - იგივეა, რაც ფოთლოვანი.

ფოთლიჭამია - ერთგვარი ხოჭო, ჭამს ფოთლებსა და მწვანე ყლორტებს.

ფოთლოვანი - რასაც ფოთოლი ასხია.

ფოთოთი (Geranium psilostemon) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა; აქვს დანაკვთული ფოთოლი. იკეთებს წითელ ყვავილს. იზრდება მთის ბუჩქნარებში; იხმარება საღებავად.

ფოთოლაკი - რთული ფოთოლის ერთ-ერთი ნაწილი.

ფოთოლი - მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო; წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის თხელ, ჩვეულებრივ მწვანე ფირფიტას.

ფითოლცვენა - ხეებისა და ბუჩქების, (იშვიათად ბალახის) ფოთოლთა მასობრივი ცვენა.

ფოიე (ფრანგ.) - თეატრში, კინოში და მისთანებში - დარბაზი, სადაც იმყოფებიან მაყურებლები სანახაობის დაწყებამდე და ანტრაქტებში.

ფოიერბახი ანზელმ - გერმანელი კრიმინალისტი (1775-1833 წწ).

ფოიერბახი ანზელმ - გერმანელი ფერმწერი (1829-1880 წწ).

ფოიერბახი ლუდვიგ ანდრეას - გერმანელი ფილოსოფოსი (1804-1872 წწ).

ფოიერვერკი (გერმ.) - ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება.

ფოიტი კარლ - გერმანელი ფიზიოლოგი (1831-1908 წწ).

ფოიხტვანგერი ლიონ - გერმანელი მწერალი (1884-1958 წწ).

ფოკა

1) სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

2) ბიზანტიის იმპერატორი (გარდაიცვალა 610 წელს).

ფოკა ბარდა - ბიზანტიის მხედართმთავარი (გარდაიცვალა 989 წელს).

ფოკე ჰენრიხ - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1890-1979 წწ).

ფოკე-ვულფი - გერმანული წარმოების თვითმფრინავი.

ფოკერი ანტონ ჰერმან გერარდ - ნიდერლანდელი ავიაკონსტრუქტორი (1890-1939 წწ).

ფოკეროდტი იოჰან გოტჰლიფ - პრუსიის საელჩოს მდივანი პეტერბურგში (გარდაიცვალა XVIII საუკუნის 50-იან წლებში).

ფოკი (ჰოლანდ.) - სწორი იალქანი გემის წინა ანძაზე.

ფოკი იენე - უნგრეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1916-1995 წწ).

ფოკიდა - ისტორიული ოლქი შუა საბერძნეთში.

ფოკილიდე - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VI საუკუნე).

ფოკიონი - ათენის მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 397 - 317 წწ).

ფოკინო (1964 წლამდე ცემენტნი) - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში (15 ათასი).

ფოკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეაკოსის (ან პოსეიდონის) და ფერია ფსამტეს ვაჟი, ფოკიდას ეპონიმი; მოკლეს ძმებმა.

ფოკუსი (ლათ.)

1) ფიზიკაში - გარდატეხილი ან არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი.

2) წერტილი, რომელშიც ფოტოგადაღების დროს საგანი მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იძლევა.

3) მედიცინაში - ანთებითი პროცესის კერა.

4) მათემატიკაში - მრუდებში მუდმივი წერტილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული თვისებები ნებისმიერ წერტილებთან შეპირისპირებისას.

5) (გადატანით) რისამე შუაგული, ცენტრი.

6) ილეთი, ტრიუკი, რაც თვალებს ატყუებს და მაყურებლის განცვიფრებას იწვევს მოჩვენებითი ზებუნებრიობით; დამყარებულია ხელის მოქნილობაზე, რაიმე კანონზომიერების ცოდნაზე.

7) ხრიკი, ფანდი, ოინი.

ფოკუს-მოკუსი - იგივეა, რაც ფოკუსი2.

ფოლადაური - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ფოლადი (სპარს.)

1) სალი, მოვერცხლისფრო ლითონი, რკინის ნაერთი გარკვეული რაოდენობის ნახშირბადთან.

2) (გადატანით) იხამარება ძლიერის, უდრეკის, შეუპოვრის ეპითეტად.

ფოლადიანი - მაგარი, მტკიცე, ფხიანი.

ფოლაქი (სპარს.)

1) იგივეა, რაც ღილი.

2) იგივეა, რაც ფორეჯი.

3) თუშური ნაბდის ქუდი ცაზე შუაში დაკერებული მრგვალი, ღილის ტოლა ნაბდისავე ნაჭერი.

ფოლგა (ჰოლანდ.) - ლითონის სიფრიფანა ფურცელი, რომელსაც იყენებენ საკვები პროდუქტების შესაფუთად, საამკინძაო საქმეში, სარკის წარმოებაში და სხვა.

ფოლენგო ტეოფილო - იტალიელი მწერალი (1496-1544 წწ).

ფოლვარკი (პოლონ.) - პატარა კარ-მიდამო (დასავლეთის სლავების ხალხებში).

ფოლი

1) დაჩეჩილი მატყლი, ერთად შეკრული, ერთმანთზე გადაბმულ-გადახვეული.

2) (ინგლ.) კალათბურთში - პერსონალური შეცდომა.

3) ფეხბურთში - უხეში თამაში, აკრძალული ილეთი.

ფოლიანტი (გერმ.) - დიდი ფორმატის სქელი წიგნი.

ფოლიკული (ლათ.) - ორგანიზმის სხვადასხვაგვარი წარმონაქმნი პარკის ან ბუშტის სახისა.

ფოლიკულინი - სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონს.

ფოლიო (ლათ.)

1) იგივეა, რაც ინ-ფოლიო.

2) საბუღალტრო საანგარიშო წიგნის მარჯვენა და მარცხენა გვერდები, რომელთაც ერთი და იგივე რიგითი ნომერი აქვს.

3) მცენარეთა გვარი გოქშოსებრთა ოჯახისა. ერთ ან მრავალწლოვანი ბალახი.

ფოლისი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ძველრომაული და ბიზანტიური სპილენძის მონეტა.

ფოლკელტი იოჰანეს - გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ესთეტიკოსი (1848-1930 წწ).

ფოლკეტინგი (დან.) - დანიის პარლამენტი (1953 წლამდე - პარლამენტის ქვედა პალატა).

ფოლკლენდის დინება - ზედაპირული ცივი დინება ატლანტის ოკეანეში.

ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები - არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში.

ფოლკლორი (ინგლ.)

1) ხალხური ზეპირი შემოქმედება; ზეპირსიტყვაობა.

2) იგივეა, რაც ფოლკლორისტიკა.

ფოლკლორისტი - ფოლკლორის სპეციალისტი.

ფოლკლორისტიკა - მეცნიერება ფოლკლორის შესახებ.

ფოლკნერი უილიამ - ამერიკელი მწერალი (1897-1962 წწ).

ფოლკსშტურმი - II მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ჰიტლერის 1944 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულებით 16-დან 60 წლამდე მამაკაცების ტოტალური მობილიზაციის შედეგად შექმნილი ლაშქარი.

ფოლორცი

1) ქუჩა, შუკა.

2) მოედანი.

ფოლორცი

1) სახელგატეხილი, ზნედაცემული.

2) ფლიდი, ფარისეველი.

ფოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კენტავრი, სილენესა და ერთ-ერთი მელიადის ვაჟი. მან მასპინძლობა გაუწია ჰერაკლეს, როდესაც ეს უკანასკნელი ერიმანთოსის ტახზე ნადირობდა.

ფოლმარი გეორგ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე (1850-1922 წწ).

ფოლმერი მაქს - გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1885-1965 წწ).

ფოლ-რივერი - ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ფოლხვი (ფოლხვე) - იგივეა, რაც ფომფლე.

ფომალჰაუტი - 1,2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე ბრწყინვალეა სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედში.

ფომა სპლიტელი (ფომა არქიდიაკონი) - მემატიანე, სპლიტის (ხორვატიის) პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1200-1268 წწ).

ფომვიხანი კეისონ - ლაოსის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1982 წლიდან (1920-1992 წწ).

ფომინი პეტრე - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1919 წელს).

ფომოზი - მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრული სოკოების კლასის Phoma-ს გვარის სხვადასხვა სახეობა.

ფომფლე - მოშვებული, დუნე, დაუჭიმავი.

ფონ (გერმ.) - ნაწილაკი, რომელიც წინ ერთვის გერმანულ გვარებს და მიუთითებს თავადაზნაურულ წარმოშობაზე.

ფონა

1) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის სათავეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 კაცი.

3) უღელტეხილი ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.

ფონაგი იონ - რუმინეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1900-1929 წწ).

ფონასთენია (ბერძნ.) - ბგერათწარმოქმნის ფუნქციური ხასიათის დარღვევა.

ფონაცია (ფრანგ.) - სამეტყველო ბგერების წარმოთქმა.

ფონდა ჯეინ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1937 წელს).

ფონდა ჰენრი - ამერიკელი კინომსახიობი (1905-1982 წწ).

ფონდანი ბენჟამენ (ნამდვილი სახელი და გვარი ბარბუ ფუნდოიანი) - ფრანგი მწერალი (1898-1944 წწ).

ფონენდოსკოპი (ბერძნ.) - სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.

ფონ-დე-გომი - გამოქვაბული დორდონის დეპარტამენტში, სადაც 1901 წელს აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის კედლის მხატვრობა.

ფონდი (ფრანგ.)

1) რაიმე მიზნისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები.

2) რისამე მარაგი. მაგალითად, წიგნების ფონდი, საბინაო ფონდი.

ფონე - იგივეა, რაც ფომფლე.

ფონემა (ბერძნ.) - სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული.

ფონენდოსკოპი (ბერძნ.) - სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.

ფონერი ფილიპ - ამერიკელი ისტორიკოსი (1910-1995 წწ).

ფონეტიკა (ბერძნ.)

1) ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ენის ბგერით შემადგენლობას სწავლობს.

2) ენის ბგერითი შემადგენლობა.

ფონეტიკოსი (ფონეტისტი) - ფონეტიკის სპეციალისტი.

ფონვიზინი დენის - რუსი მწერალი, დრამატურგი (1744/1745-1792 წწ).

ფონი

1) მდინარეში გასასვლელი ადგილი, სადაც წყალი თხელია და ნელი.

2) (ფრანგ.) ძირითად ფერი, ტონი, რომელზედაც იხატება სურათი, ზედაპირი.

3) რისამე (შენობის, ქანდაკების) უკანა პლანი.

4) (გადატანით) გარემო პირობები, გარემოცვა, სადაც რამე ხდება.

5) (ბერძნ.) - ხმამაღლობის დონის ერთეული (მაგალითად დასაშვები ხმაური საცხოვრებელი ზონისათვის 40-50 ფონია).

6) რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ხმას, ბგერას.

ფონიკა

1) სალექსი მეტყველების ბგერათწყობის ფორმათა სისიტემა.

2) პოეტიკის დარგი, რომელიც ამ ფორმებს შეისწავლის.

ფონიჭალა

1) (1973 წლამდე სოღანლუღი) - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2) თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მტკვრის მარკვენა სანაპიროზე არსებული ახალი დასახლება.

ფონო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ხმას, ბგერას.

ფონოგრამა - ხმის, ბგერის ჩანაწერი ფირზე, ფირფიტაზე და მისთანებზე.

ფონოგრაფი (ბერძნ.) - ხმის, ბგერის ჩასაწერი ფირზე, ფირფიტაზე და მისთანებზე.

ფონოთეკა (ბერძნ.) - ხმის ჩანაწერების (ფონოგრამების) საცავი, არქივი.

ფონოლითი - მაგმური ქანი, ნეფელინიანი სიენიტის ეფუზიური ანალოგი.

ფონოლოგია (ბერძნ.) - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის ფონემათა სისტემას.

ფონომეტრი - ბგერის ძალის გასაზომი ხელსაწყო.

ფონონი - კრისტალის ატომთა რხევითი მოძრაობის კვანტი.

ფონოსკოპი - ხელსაწყო მეტყველების ფონეტიკურ თავისებურებათა, აგრეთვე მეტყველების დროს სახის კუნთებისა და ტუჩების მოძრაობის შესასწავლად.

ფონსეკა - წყნარი ოკეანის ყურე სალვადორის, ჰონდურასის და ნიკარაგუის სანაპიროზე.

ფონსეკა აგინალდუ ბრიტუ - პოეტი (რესპუბლიკა კაბო-ვერდე) (დაიბადა 1922 წელს).

ფონსეკა რიკარდო - ჩილეს მუშათა და პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1906-1949 წწ).

ფონსი - წყაროებისა და შადრევნების რომაული ღვთაება, იანუსისა და წყაროთა

ფერია - იუტურნას ვაჟი.

ფონტანა - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ფონტანა დომენიკო - იტალიელი არქიტექტორი (1543-1607 წწ).

ფონტანა კარლო - იტალიელი არქიტექტორი (1634-1714 წწ).

ფონტანა ოსკარ მაურუს - ავსტრიელი მწერალი (1889-1969).

ფონტანა ჟოზე (ჯუზეპე) - პორტუგალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (პუბლიცისტი (1841-1876 წწ).

ფონტანა ფელიჩე - იტალიელი ქიმიკოსი და ნატურალისტი (1730-1805 წწ).

ფონტანე თეოდორ - გერმანელი მწერალი (1819-1898 წწ).

ფონტეინი მარგო (ნამდვილი სახელი და გვარი მარგარეტ ჰუკემი) - ინგლისელი ბალერინა (დაიბადა 1919 წელს).

ფონტენბლო - ქალაქი საფრანგეთის სენის და მარნის დეპარტამენტში.

ფონტენელი ბერნარ ლე ბოვიე დე - ფრანგი მწერალი (1657-1757 წწ).

ფონტენი პიერ - ფრანგი არქიტექტორი (1762-1853 წწ).

ფონტენუა - დასახლება ბელგიაში, სადაც 1745 წლის 11 მაისს საფრანგეთის არმიამ დაამარცხა ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებული ლაშქარი.

ფოპა ვინჩენცო - იტალიელი მხატვარი (1427/30-1515/16 წწ).

ფორა

1) (იტალ.) - ფორის მიცემა - რაიმე უპირატესობის მიცემა სპორტულ თუ სამაგიდო თამაშებში.

2) (იტალ.) - იგივეა, რაც ბის.

ფორამინიფერები (ლათ. Foraminifera) - უმარტივესების რიგი ფესვფეხიანთა ქვეკლასისა. ძირითადად ზღვის ბენთოსური ცხოველები არიან.

ფორანი

1) ბზის საზიდარი ურემი (საბა).

2) გრძელი ოთხთვლიანი უძარო საზიდარი, რომელშიც ცხენებს აბამენ; ჯაგვი.

ფორარლბერგი - მხარე დასავლეთ ავსტრიაში, ადმ. ცენტრი - ბრეგენცი.

ფორბანტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, როდოსულ თქმულებათა გმირი, რომელიც კუნძულ როდოსზე მივიდა, რათა იქაურობა საშინელი გველებისაგან გაეთავისუფლებინა.

ფორბეკი რაგნარ - ნორვეგიელი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე (1894-1975 წწ).

ფორდევინდი (ჰოლანდ.)

1) ქარი, რომელიც ემთხვევა გემის კურსს, უბერავს გემის კიჩოში.

2) გემის კურსი, რომელიც ემთხვევა ქარის მიმართულებას.

ფორდეკი (გერმ.) - ეკიპაჟის (ეტლის, ავტომობილის) დასაკეც-ასახდელი სახურავი.

ფორ-დე-ფრანსი - მარტინიკის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ფორდი ჯერალდ რუდოლფ - აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი 1974-77 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან (1913-2006 წწ).

ფორდი ჯონ - ინგლისელი დრამატურგი (მოინათლა 1586 წელს - 1640 წ).

ფორდი ჯონ (ნამდვილი სახელი და გვარი - შონ ალოიზიუს ო'ფინი) - ამერიკელი კინორეჟისორი, წარმოშობით ირლანდიელი (1895-1973 წწ).

ფორდი ჰენრი - ამერიკელი მრეწველი (1863-1947 წწ).

ფორდ-მოტორი - აშშ-ს საავტომობილო კომპანია, დაარსებულია 1903 წელს.

ფორე გაბრიელ - ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი (1845-1924 წწ).

ფორეიტორი (გერმ.) - წინა ცხენზე მჯდომი მეეტლე.

ფორელი ოგიუსტ ანრი - შვეიცარიელი ნევროპათოლოგი (1848-1931 წწ).

ფორელი ფორელი ფორელი - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1841-1912 წწ).

ფორესტი (დე ფორესტი) ლი - ამერიკელი რადიოინჟინერი (1873-1961 წწ).

ფორეჯი - დიდი წინწკალი, ხალი (სხეულზე, ქსოვილზე, ბეწვზე....).

ფორვარდი (ინგლ.) - ფებურთის, ჰოკეის გუნდის წევრი, რომელიც თავდასხმაში თამაშობს.

ფორზაცი (გერმ.) - ფურცელი, რომლის ერთი ნახევარი წიგნის ყდაზეა შიგნიდან გამოკრული და ყდას აკავშირებს აკინძულ ფურცლებთან.

ფორთის ტაძარი - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ სამცხეში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ფორთოხალი (Citrus sinensis) - სუბტროპიკული ციტრუსოვანი ხე; თეთრად ყვავის. ისხამს ნარინჯისფერ წვნიან ნაყოფს.

ფორთხალი - იგივეა, რაც ფართხალი.

ფორთხვა - ხელ-ფეხის (ფრინველისა - ფრთების) დახმარებით მოძრაობა (ძირს დავარდნილისა, დამხობილისა).

ფორთხიალი - იგივეა, რაც ფართხალი.

ფორი (ბერძნ.)

1) საოფლე ჯირკვლის წვრილი ნასვრეტი კანის ზედაპირზე.

2) ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული სიცარიელე, სვრეტი.

3) მოედანი.

ფორი პოლ - ფრანგი პოეტი (1872-1960 წწ).

ფორი ფელიქს - საფრანგეთის პრეზიდენტი 1895-99 წლებში (1841-1899 წწ).

ფორიანი - ფორების მქონე; ფოროვანი.

ფორიაქი - არევ-დარევა, ჩოჩქოლი, მოუსვენრობა.

ფორინ-ოფისი (ინგლ.) - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდება.

ფორინტი - უნგრეთის ფულის ერთეული.

ფორკინი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღვთაება, პონტოსისა და გეას ვაჟი, გრაების, დრაკონ ლადონის, გორგონების, ჰესპერიდების, სკილას მამა.

ფორლენდერი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1860-1928 წწ).

ფორლი - ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიის ოლქში, ფორლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ფორმა (ლათ.)

1) საგნის გარეგნული მოხაზულობა; მოყვანილობა.

2) რისამე გარეგნული მოხატულობა.

3) რისამე სახეობა, ტიპი.

4) რისამე სახესხვაობა, ნაირსახეობა.

5) მხატვრული გამოსახვის ხერხებისა და საშუალებების სიტემა.

6) მოწყობილობა, შაბლონი, რომლის მიხედვითაც რასმე ეძლევა გარკვეული მოხაზულობა, გარეგნული სახე; ყალიბი.

7) რისამე დადგენილი ნიმუში; სტანდარტი. მაგალითად, ოქმის ფორმა.

8) ერთიანი ტანსაცმელი (ფერის, გამოჭრილობისა და სხვა ნიშნების მიხედვით).

9) მხოლოდ გარეგნული, არაარსებითი, ვინმესთვის მოსაჩვენებლად გაკეთებული.

ფორმალდეჰიდი (ლათ.) - ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი; უფერო აირი; წყალში გახსნით იძლევა ფორმალინს.

ფორმალიზმი

1) გარეგნული ფორმის დაცვა საქმის არსებითი მხარის საზიანოდ; რაიმესადმი ფორმალური მიდგომა.

2) ლიტერატურაში, ხელოვნებათმცოდნეობაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც მხოლოდ ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას, ხოლო იდეურ შინაარსს სრულიად უგულებელყოფს.

ფორმალინი (ლათ.) - მძაფრი სუნის მქონე სადეზინფექციო საშუალება.

ფორმალისტი

1) ადამიანი, რომელიც ფორმალურ დამოკიდებულებას იჩენს რაიმესადმი.

2) ფორმალიზმის მიმდევარი.

ფორმალისტიკა - იგივეა, რაც ფორმალიზმი.

ფორმალობა - გარეგნული წვრილმანები რაიმე ოფიციალური საქმის შესრულების დროს, რასაც მოითხოვს დადგენილი წესი.

ფორმალური

1) რაც მხლოდ ფორმას იცავს და საქმის ნამდვილ ვითარებას არ შეესაბამება; მოჩვენებითი.

2) გარეგნული ფორმის დაცვისათვის საჭირო; არაარსებითი.

ფორმანი მილოშ - აშშ-ში მოღვაწე ჩეხი კინორეჟისორი (დაიბადა 1932 წელს).

ფორმანტი (ლათ.) - იგივეა, რაც აფიქსი.

ფორმატი (გერმ.)

1) წიგნის, ფურცლის, ბარათის და მისთანების ზომა.

2) პოლიგრაფიაში - ანაწყობის სიგრძე და სიმაღლე.

ფორმაცია (ლათ.)

1) გარკვეული სტადია, საფეხური რისამე განვითარებაში.

2) გეოლოგიაში - კომპლექსი გენეტურად შეკავშირებული ქანებისა, რომლების ერთად წარმოქმნა და დედამიწის ქერქში არსებობა განპირობებულია გეოლოგიური გარემოს გარკვეული პირობებით.

ფორმენი ლაიონელ - სამხრეთაფრიკელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1927-1959 წწ).

ფორმირება

1) ჩამოყალიბება; შედგენა, დაკომპლექტება.

2) ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო ნაწილი.

ფორმოზა - კუნძულ ტაივანის პორტუგალიური სახელწოდება.

ფორმოზის სრუტე - იხილე ტაივანის სრუტე.

ფორმოსა - პროვინცია არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილში.

ფორმულა (ლათ.)

1) მოკლე და ზუსტი სიტყვიერი განსაზღვრა რისამე.

2) რიცხვებით ან ასოებით გამოხატული და მათემატიკური ნიშნებით შეერთებული სიდიდეების ერთობლიობა (მათემატიკური ფორმულა).

3) ლათინური ასოების (სიმბოლოების) საშუალებით აღნიშვნა მოლეკულის შემადგენლობისა, ქიმიური პროცესისა (ქიმიური ფორმულა).

ფორმულარი (გერმ.)

1) სააღრიცხვო ბარათი, რომელიც იდება ბიბლიოთეკის წიგნში; მასში აღინიშნება წიგნის გაცემა და დაბრუნება.

2) ბიბლიოთეკაში თითოეული მკითხველის სახელზე არსებული პატარა წიგნაკი.

3) დავთარი ან ბლანკი, რომელშიც იწერება ცნობები რაიმე ნაგებობის, მექანიზმის და მისთანათა (ექსპლუატიაცუიის, რემონტის) შესახებ.

ფორმულირება - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა, გადაწყვეტილებისა.).

ფორნაკი (ფორნაქსი) - კერიისა და პურის ცხობის რომაელთა ღმერთქალი.

ფორნალსკა მალგოჟატა (პარტიული ფსევდონიმი - იასია) - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1902-1944 წწ).

ფოროვანი - ფორების მქონე; ფორიანი.

ფოროვნობა - ფორების ქონა.

ფორონევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგოსის მეფე, რომელმაც არგოსელებს მიწათმოქმედება და ცეცხლის გამოყენება ასწავლა.

ფორონიდები - ზღვის ფსკერის უხერხემლო ცხოველების კლასი.

ფორორაკოსი - ამომწყდარი მორბენალი ფრინველების გვარი ფორორაციდისებრთა ოჯახისა, ტანად მეტად დიდი - 3 მეტრამდე სიგრძის. ნაშთები შემორჩენილია არგენტინის ტერიტორიაზე.

ფოროსი - ქალაქის ტიპის დასახლება ყირიმის ნახევარკუნძულზე, იალტის მახლობლად.

ფორპიკი (ინგლ.) - გემის ცხვირში მოთავსებული ნაკვეთური, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ წყლის ბალასტისათვის.

ფორპოსტი (გერმ.) - მოწინავე პოსტი, მოწინავე პოზიცია; ავანპოსტი.

ფორსაჟი (ფრანგ.) - აჩქარება, გაძლიერება (რაიმე პროცესისა).

ფორსელი კარლ გუსტავ (იესტა) აბრაჰამსონ - შვედი რენტგენოლოგი და რადიოლოგი (1876-1950 წწ).

ფორსეტი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ღმერთი, რომელიც წყვეტს დავას და მოდავეებს უბრუნებს ურთიერთგაგებას.

ფორსინგი (ინგლ.) - განუწყვეტელი შეტევა კრივში.

ფორსირება

1) რისამე დაჩქარება; რისამე ტემპის გაძლიერება.

2) რაიმე ბუნებრივი დაბრკოლების ბრძოლით გადალახვა.

ფორსმანი ვერნერ - გერმანელი ქირურგი და უროლოგი (1904-1976 წწ).

ფორს-მაჟორი (ფრანგ.) - ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება.

ფორსტერი ბალთაზარ იოჰანეს - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1978-79 წლებში (1915-1983 წწ).

ფორსტერი ედუარდ მორგან - ინგლისელი მწერალი (1879-1970 წწ).

ფორსტერი იოჰან გეორგ ადამ - გერმანელი განმანათლებელი და რევოლუციონერ-დემოკრატი (1754-1794 წწ).

ფორტალეზა - ქალაქი-პორტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სეარას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,8 მილიონი).

ფორტ-არშამბო - ჩადის ქალაქ სარჰი-ს სახელი 1973 წლამდე.

ფორტ-დე-კოკი - იხილე ბუკიტინგი.

ფორტ-დოფინი - იხილე ტაულანარაუ.

ფორტე (იტალ.) - ძლიერ ხმამაღლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ); პიანო-ს საპირისპირო.

ფორტელი (პოლონ.) - ეშმაკობა, ოინი.

ფორტეპიანო (იტალ.) - პიანინოს და როიალის საერთო სახელწოდება.

ფორტესკიუ - მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

ფორტესკიუ ჯონ - ინგლისელი იურისტი, პოლიტიკური მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით 1394-1476 წწ).

ფორტ-ვიქტორია - ქალაქი ზიმბაბვეში.

ფორტი (ფრანგ.) - ცალკეული ციხესიმაგრე საბრძოლო გამაგრებათა სისტემაში.

ფორტისიმო (იტალ.) - ფორტეზე უფრო ძლიერ, უფრო ხმამაღლა.

ფორტიფიკაცია (ლათ.)

1) სამხედრო-საინჟინრო მეცნიერება ადგილმდებარეობის გამაგრების შესახებ.

2) სხვადასხვა სამხედრო- საინჟინრო ნაგებობა.

ფორტ-ლამი - ჩადის დედაქალაქ ნჯამენას სახელი 1973 წლამდე.

ფორტ-ლოდერდეილი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

ფორტრანი - პროგრამირების ენა, ორიენტირებული საინჟინრო და სამეცნიერო ამოცანებისათვის.

ფორტ-სმითი - ქალაქი აშშ-ს არკანზასის შტატში.

ფორტ-უეინი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში (175 ათასი).

ფორტ-უერთი - ქალაქი აშშ-ს ტეხასის შტატში (450 ათასი).

ფორტუნა

1) ბედნიერების, შემთხვევისა და წარმატების რომაელთა ღმერთქალი, ითვლებოდა ქალთა მფარველადაც.

2) ბედნიერი შემთხვევა, იღბალი.

ფორტუნი (ფორტუნი ი კარბო) მარიანო - ესპანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1838-1874 წწ).

ფორუმი (ლათ.)

1) ძველ რომში - მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი.

2) (გადატანით) ადგილი, სადაც იმართება შეკრება, გამოსვლები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

3) ფართო წარმომადგენლობითი კრება.

ფორუღი მოჰამედ ალი (ზოქა ალ-მოლქი) - ირანის პრემიერ მინისტრი 1925-26, 1933-35, 1941-42 წლებში, ფილოლოგ-ტექსტოლოგი (1877 ან 1878 - 1942 წწ).

ფორშმაკი (გერმ.) - დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემწვარი; დაკეპილი ქაშაყი.

ფორშტევანი (ჰოლანდ.) - გემის ნაწილი; წარმოადგენს კილის გაგრძელებას გემის ცხვირისკენ.

ფორჩხიძე ზურაბ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1934 წელს).

ფორხალა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.

ფორხილი

1) ფეხის არევით სიარული; ბარბაცი, ბორძიკი.

2) ენის ბორძიკი.

ფორჰანგი (გერმ.) - ცირკში - ფარდა არენასა და კულისებს შორის.

ფორჰენდი (ინგლ.) - ჩოგბურთში - დარტყმა მარჯვნიდან ისე, რომ ხელის გული მიმართულია წინ, ხოლო ხელის ზურგი - უკან.

ფოსა - მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა.

ფოსგენი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი, უფერო შხამიანი აირი; მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება გამხსნელების, საღებრების, ფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად.

ფოსი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი პოეტი და მთარგმნელი (1751-1826 წწ).

ფოსკოლო უგო (ნამდვილი სახელი ნიკოლო უგო) - იტალიელი პოეტი და ფილოლოგი (1778-1827 წწ).

ფოსლერი კარლ - გერმანელი ფილოლოგი, ენათმეცნიერი (1872-1949 წწ).

ფოსო - მცირედ ჩაღრმავებული ადგილი; ღრმული.

ფოსტა (იტალ.)

1) საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთ-ერთი სახეობა; აწარმოებს გზავნილებათა ადრესატებისათვის ჩაბარებას.

2) კავშირგაბმულობის განყოფილება.

3) საფოსტო გზავნილებათა ერთობლიობა.

ფოსტალა - იგივეა, რაც ქალამანა.

ფოსტალი - იგივეა, რაც ფლოსტი.

ფოსტალიონი (იტალ.) - ფოსტის თანამშრომელი - წერილების დამტარებელი.

ფოსტამტი (გერმ.) - კავშირგაბმულობის მსხვილი საწარმო, რომელიც ემსახურება მოსახლეობას საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობის ყველა სახეობით.

ფოსტერი სტივენ კოლინზ - ამერიკელი კომპოზიტორი (1826-1864 წწ).

ფოსტერი უილიამ - ამერიკისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1961 წწ).

ფოსტერი ჯოდი (ნამდვილი სახელი და გვარი ალისია კრისტიანი) - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ქალი (დაიბადა 1962 წელს).

ფოსტმაისტერი (გერმ.) - საფოსტო კანტორის უფროსი.

ფოსტრემი ალმა - ფინელი მომღერალი ქალი (1856-1936 წწ).

ფოსფატი (გერმ.) - ფოსფორმჟავას მარილი; იყენებენ სასუქად.

ფოსფორესცენცია - ლუმინესცენცია, რომელიც შედარებით დიდხანს გრძელდება გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგ.

ფოსფორი

1) (ბერძნ. „სინათლისმატარებელი”) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, საღამოს ვარსკვლავის ღვთაება, პლანეტა ვენერას ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.

2) (ბერძნ.) (P) - ქიმიური ელემენტი, ცვილისებრი გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც სიბნელეში ანათებს. ცნობილი იყო ჯერ კიდევ XII საუკუნეში არაბი ალქიმიკოსებისათვის. ატომური ნომერი 15, ატომური მასა 30,97376.

ფოსფორიტი (გერმ.) - ნალექი ქანი, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კალციუმის ფოსფატი; იყენებენ ფოსფორის, ფოსფორმჟავას და სხვათა მისაღებად, აგრეთვე სასუქად.

ფოსფოროსკოპი - ხელსაწყო ფოსფორესცენციის შესასწავლად.

ფოტარიუმი (გერმ.) - სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, სპორტულ დარბაზებში - კაბინეტი ჯგუფური ულტრაიისფერი დასხივებისათვის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.

ფოტეხევი - იხილე ფოტისხევი.

ფოტი (ბერძნ.) - ზედაპირის განათებულობის ერთეული.

ფოტიადისი დიმიტრის - ბერძენი მწერალი (1898-1985 წწ).

ფოტისხევი (ფოტეხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ფოტიოსი - ბიზანტიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (810-სა და 827-ს შორის - 891-სა და 897-ს შორის).

ფოტნისა - მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

ფოტო

1) იგივეა, რაც ფოტოგრაფია.

2) რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი: ა) შეესაბამება სიტყვა ფოტოგრაფიულს. ბ) აღნიშნავს რისამე შესრულებას სინათლის საშუალებით, ზემოქმედებით.

ფოტოაპარატი - ფოტოგრაფიული აპარატი.

ფოტობაქტერიები - ბაქტერიები, რომლებიც სინათლეს გამოსცემენ.

ფოტოგენური - ისეთი, რაც ფოტოსურათზე და კინოეკრანზე კარგად გამოდის (ითქმის ადამიანის გარეგნობაზე).

ფოტოგრამმეტრია - საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით.

ფოტოგრაფი - პირი, რომლის სპეციალობა ფოტოგრაფიაა.

ფოტოგრაფირება - ფოტოგრაფიულად მიღება.

ფოტოელემენტი - ხელსაწყო, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.

ფოტოელექტრონი - ელექტრონი, რომელიც განიცდის სინათლის ენერგიის ზემოქმედებას.

ფოტოეფექტი - სინათლის ენერგიის უშუალოდ ელექტროენერგიად გარდაქმნის მოვლენა.

ფოტოთეკა - ფოტოგრაფიული სურათების ან ნეგატივების საცავი, არქივი; შენახული ფოტოსურათებისა და ნეგატივების ერთობლიობა.

ფოტოთერაპია - ფიზიოთერაპიის ნაწილი - ოპტიკური (ინფრაწითელი, ულტრაიისფერი) გამოსხივების გამოყენება სამკურნალოდ (სხვაგვარად - სინათლით მკურნალობა).

ფოტოლიზი - ნივთიერებათა დაშლა სინათლის ზემოქმედების შედეგად.

ფოტოლუმინესცენცია - ნივთიერების ნათება მისი წინასწარ განათების შემდეგ.

ფოტომეტრი

1) რომელიმე წყაროს სინათლის ძალის გასაზომი ხელსაწყო.

2) ვარსკვლავთა სიკაშკაშის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

ფოტომეტრია - ოპტიკის ნაწილი - სინათლის ძალისა და ზედაპირის განათების ხარისხის გაზომვა.

ფოტომონტაჟი - ორი ან რამდენიმე ნეგატივიდან ფოტოსურათის ბეჭდვის მეთოდი; ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება.

ფოტონი - ნებისმიერი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაწილაკი; სინათლის კვანტი.

ფოტოპერიოდიზმი - ორგანიზმების რეაქცია სხივური ენერგიის დღეღამურ რიტმზე. ე.ი. დღე-ღამის ნათელი და ბნელი პერიოდების შეფარდებაზე.

ფოტოსინთეზი (ბერძნ.) - მწვანე მცენარეების მიერ ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი სინათლის იმ ენერგიის საშუალებით, რომელსაც ნთქავს პიგმენტი ქლოროფილი.

ფოტოსტატი - აპარატი, რომელიც ფოტოგრაფიულად იღებს კალკაზე შესრულებული ნახაზების, ნახატების და მისთანების პირებს.

ფოტოსფერო - მზის ატმოსფეროს ქვედა ფენა, რომელიც ქმნის მზის ხილულ კაშკაშა ზედაპირს.

ფოტოტაქსისი - თავისუფლად მოძრავი მიკროორგანიზმების გადაადგილება სინათლით გამოწვეული გაღიზიანების შედეგად; ტაქსისების ერთ-ერთი სახეობა.

ფოტოტიპია - ბეჭდვის ერთგვარი (ფოტოგრაფიული) წესი.

ფოტოტროპიზმი (ბერძნ.) - ზოგი მცენარის თვისება გადაიხაროს სინათლის წყაროსაკენ ან შებრუნდეს მისგან; სხვანაირად ჰელიოტროპიზმი.

ფოტოფინიში - უპირატესად მძლეოსნობაში (მოკლე მანძილზე რბენისას), აგრეთვე ავტო, მოტო და ველორბოლაში - ფოტო და კინოგადასაღები ანდა ვიდეომაგნიტოფონური მოწყობილობა, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განსაზღვროს სპორტსმენთა ფინიშზე მისვლის თანამიმდევრობა.

ფოტოფობია - სინათლის შიში.

ფოტოქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეულ რეაქციებს.

ფოტოქრომია - ფერადი ფოტოგრაფია.

ფოტოცინკოგრაფია - იგივეა, რაც ცინკოგრაფია.

ფოტოჰელიოგრაფი - იგივეა, რაც ჰელიოგრაფი.

ფოფანოვი კონსტანტინე - რუსი პოეტი (1862-1911 წწ).

ფოფინი

1) ჩვილი ბავშვების ხელ-ფეხის მოძრაობა.

2) იგივეა, რაც რხევა.

3) იგივეა, რაც ჟუჟუნი (თვალების).

ფოფოდია - მღვდლის ცოლი.

ფოქვეში - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ფოქსი ლიუკ - ინგლისელი ზღვაოსანი (1586-1635 წწ).

ფოქსი რალფ - ინგლისელი მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1900-1937 წწ).

ფოქსი ჩარლზ ჯეიმზ - ინგლისელი პოეტი (1749-1806 წწ).

ფოქსის აუზი - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ყურე კანადის სანაპიროსთან.

ფოქსტერიერი (ინგლ.) - პატარა ძაღლი, რომელიც გამოსადეგია სოროში მცხოვრებ მხეცებზე (როგორებიცაა: მელა, მაჩვი და მისთანები) სანადიროდ.

ფოქსტროტი (ინგლ.) - სწრაფტემპიანი ცეკვა ქალ-ვაჟისა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.

ფოქშანი - ქალაქი რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვრანჩის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ფოშანი - ქალაქი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში.

ფოშე კლოდ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1744-1793 წწ).

ფოში ფერდინან - საფრანგეთის მარშალი (1851-1929 წწ).

ფოჩი

1) რამეზე (ფარდაზე, სუფრაზე....) მოვლებული ან ფუნჯად დაკიდებული ძაფები, ზონრები.

2) მწვანილის, ხახვის, ნივრის და მისთანების ღერო და ფოთლები. 3) სიმინდის ულვაში.

4) წვნიან საჭმელში - ყველაფერი ის (ხორცი, ლობიო და სხვა), რისგანაც ეს საჭმელია დამზადებული (წვენის საპირისპიროდ).

ფოჩიანი ლატავრა - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

ფოჩხუა არსენ - საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

ფოცხვერაშვილი ალექსანდრე - ქართული ხალხური მუსიკის მოღვაწე, მეჩონგურე, ლოტბარი (1900-1986 წწ).

ფოცხვერაშვილი კონსტანტინე - კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკათმცოდნე. საქართველოს სახალხო არტისტი (1880-1959 წწ).

ფოცხვერი

1) (Lynx lynx) - საშუალო ზომის მუქხალებიანი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა.

2) ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

ფოცხვრევი - იხილე ფოცხრევი.

ფოცხვრევის ქედი - იხილე ფოცხრევის ქედი.

ფოცხი - გრძელტარიანი სასოფლო-სამეურნეო იარაღი; აქვს ხის ან რკინის კბილები; იხმარება ნათიბების, ბალახბულახის და მისთანების მოსაგროვებლად; მიწის გასაფხვიერებლად და მოსასწორებლად.

ფოცხიშვილი გაიოზ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1917 წელს).

ფოცხიშვილი მორის - პოეტი (1930-1993 წწ).

ფოცხო - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ფოცხოეწერი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ფოცხოვი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ სამცხეში (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ფოცხოვისწყალი (ფოცხოვი) - მდინარე ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 64 კილომეტრი).

ფოცხრევი - მთა ფოცხრევის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2402 მეტრი).

ფოცხრევის ქედი (თამარ დედოფლის კლდეები) - ქედი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთი განშტოება.

ფოხალი - ხის ჭურჭელი - მარცვლეულის საწყაო; ძველად უდრიდა 20 კგ-ს; ამჟამად იხმარება ზემო იმერეთში და უდრის 10-12 კგ-ს.

ფოხალისთავი - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე (სიმაღლე - 2570 მეტრი).

ფოჯა - ქალაქი იტალიაში, აპულიის ოლქში, ფოჯის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (155 ათასი).