The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის დახურვა
დოკუმენტის ნახვა ლა
დოკუმენტის ნახვა ლბ
დოკუმენტის ნახვა ლგ
დოკუმენტის ნახვა ლე
დოკუმენტის ნახვა ლვ
დოკუმენტის ნახვა ლი
დოკუმენტის ნახვა ლმ
დოკუმენტის ნახვა ლო
დოკუმენტის ნახვა ლპ
დოკუმენტის ნახვა ლტ
დოკუმენტის ნახვა ლუ
დოკუმენტის ნახვა ლღ
დოკუმენტის ნახვა ლჭ
დოკუმენტის ნახვა ლხ
დოკუმენტის ნახვა ლჰ

ლე

 

ლე ივან (ნამდვილი გვარი მოისია) - უკრაინელი მწერალი (1895-1978 წწ).

ლე - შუა საუკუნეების ევროპაში ორი ლიტერატურული ჟანრის (თხრობითის და ლირიკულის) აღმნიშვნელი ტერმინი.

ლეა - იხილე ლეი.

ლეარქოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათამანტისა და ინოს ვაჟი, მელიკერტეს უფროსი ძმა; მოკლა მამამისმა უგონობის ჟამს.

ლეახალე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლება ფილიპ ფრანსუა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, იაკობინელი, რობესპიერის თანამდგომი (1765-1794 წწ).

ლებაისკარი - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, შატილის გზაზე.

ლებანი - მცენარის პირველი ფოთოლი, რომელიც წარმოიქმნება თესლში ჩანასახის ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ სხეულზე.

ლებანიძე მურმან - პოეტი (1922-2001 წწ).

ლებანიძე ქრისტესია - საქართველოს სახალხო მხატვარი (1910-1990 წწ).

ლებარდე

1) მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე (სიმაღლე - 2733 მეტრი).

2) მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარცხენა შენაკადი.

3) სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი.

ლებაღათურე - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლებაჩე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლებეგი ანრი - ფრანგი მათემატიკოსი (1875-1941 წწ).

ლებედევი ალექსანდრე

1) რუსი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1893-1969 წწ).

2) რუსი გრაფიკოსი (1830-1898 წწ).

ლებედევი ვალენტინ - რუსი კოსმონავტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1973 და 1982 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1942 წელს).

ლებედევი გერასიმე - პირველი რუსი ინდოლოგი (1749-1817 წწ).

ლებედევი ევგენი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში (1917-1997 წწ).

ლებედევი კლავდიუსი - რუსი მხატვარი-პერედვიჟინიკი (1852-1916 წწ).

ლებედევი მიხაილ - რუსი მხატვარი, ცხოვრობდა იტალიაში (1811-1837 წწ).

ლებედევი პეტრე - რუსი ფიზიკოსი, სამეცნიერო სკოლის შემქმნელი (1866-1912 წწ).

ლებედევი რემი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1928-1988 წწ).

ლებედევ-კუმაჩი ვასილი - რუსი პოეტი (1898-1949 წწ).

ლებედი ალექსანდრე - რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, ე.წ. „ახალი რუსეთის“ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა; დაიღუპა ავია კატასტროფაში (1950-2002 წწ).

ლებედიანი - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში (25 ათასი).

ლებედინი - ქალაქი უკრაინის სუმის ოლქში (35 ათასი).

ლებელი ნიკოლა - ფრანგი იარაღის მწარმოებელი და კონსტრუქტორი (1838-1891 წწ).

ლე ბელი ჟოზეფ აშლი - ფრანგი ქიმიკოსი, სტერეოქიმიის ერთ-ერთი მამამთავარი (1847-1930 წწ).

ლებერეხტი ჰანს - ესტონელი მწერალი (1910-1960 წწ).

ლებერია - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ლებერტი ჰანს - ავსტრიელი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

ლებეურის მთა (ლებეურთა, სირხლებერთა) - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

ლები

1) ცემით ან დაცემით დალურჯებული ადგილი ტანზე.

2) ჭაობიანი ნიადაგის ფენა მოლურჯო ფერისა.

ლები ჟაკ - ამერიკელი ბიოლოგი (1859-1924 წწ).

ლებლანი ნიკოლა - ფრანგი ქიმიკოსი (1742-1806 წწ).

ლებლონი ჟან ბატისტ - ფრანგი არქიტექტორი, მუშაობდა რუსეთში (1679-1719 წწ).

ლებო (ლე ვო) ლუი - ფრანგი არქიტექტორი (1612-1670 წწ).

ლებონი ფილიპ - ფრანგი ინჟინერი (1767-1804 წწ).

ლებრენი პონს დენი ეკუშარ (მეტსახელი ლებრენ-პინდარი) - ფრანგი პოეტი (1729-1807 წწ).

ლებრენი შარლ - ფრანგი ფერმწერი, დეკორატორი (1619-1690 წწ).

ლებრიხა (ნამდვილი სახელი და გვარი ანტონიო მარტინეს დე კალა) - ესტონელი ფილოლოგი-ჰუმანისტი; ესპანური (კასტილუირი) ენის გრამატიკის და ლექსიკონის შემქმნელი (1444-1522 წწ).

ლებსკო - ტბა პოლონეთში.

ლეგა - მუქი ნაცრისფერი, რუხი.

ლეგა სილვესტრო - იტალიელი ფერმწერი (1826-1895 წწ).

ლე გალიენი ივა - ამერიკელი მსახიობი ქალი (1899-1985 წწ).

ლეგალიზაცია და ლეგალიზება - ლეგალურ მდგომარეობაში გადაყვანა ან გადასვლა.

ლეგალური (ლათ.) - კანონით ნებადართული.

ლეგარი ფერენც (ფრანც) - უნგრელი კომპოზიტორი (1870-1948 წწ).

ლეგასპი მიგელ - ესპანელი კონკისტადორი, ფილიპინების დამპყრობი (1504-1572 წწ).

ლეგასპი - ქალაქი-პორტი ფილიპინებში, ალბაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლეგატი (ლათ.) - რომის პაპის ელჩი, დესპანი რომელიმე ქვეყანაში; ვატიკანის წარმომადგენელი.

ლეგატისიმო (იტალ.) - სრულიად გადაბმით.

ლეგატო (იტალ.) - მუსიკაში - ერთი ბგერიდან მეორეზე უპაუზოდ გადასვლა.

ლეგაცია - რომის პაპის ელჩების დელეგაცია, რომელიც იგზავნება საგანგებო მიზნებით.

ლეგახარე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლეგენდა (ლათ.)

1) რუკაზე დართული პირობითი ნიშნები და განმარტებანი.

2) შუა საუკუნეების მატიანეებში - წმინდანის ცხოვრება და რელიგიურ-დამრიგებლობითი მოთხრობა.

3) ყოფით მეტყველებაში - გამონაგონი, არარეალური ამბავი.

ლეგენდარული - ლეგენდის ხასიათისა, ლეგენდაში მოხსენიებული, არაჩვეულებრივი, შეუდარებელი.

ლეგთავი - ლეგიონის (პოლკის) მეთაური.

ლეგი უილიამ დანიელ - ამერიკელი ფლოტის ადმირალი, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი (1875-1959 წწ).

ლეგია--სალსედო აუგუსტო - პერუს პრეზიდენტი 1908-12 წლებში; 1919-30 წლებში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაამყარა დიქტატორული რეჟიმი; დამხობილ იქნა და სიცოცხლე საპყრობილეში დაასრულა (1863-1932 წწ).

ლეგიონელეზი - ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც თან სდევს პნევმონია, ციებ-ცხელება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა; პირველად დაფიქსირებულ იქნა 1976 წელს.

ლეგიონერი

1) ლეგიონის ჯარისკაცი.

2) ფეხბურთელი, რომელიც უცხოურ კლუბში თამაშობს.

ლეგიონი (ლათ.)

1) ძველი რომის არმიის ძირითადი ტაქტიკური ერთეული (5-10 ათასი მეომარი).

2) ძველ რუსულ თვლაში - 100 ათასი. 3) იგივეა, რაც პოლკი.

ლეგირება - რაიმე ლითონში სხვა ლითონის შეყვანა, შერევა გარკვეული ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების მქონე შენადნობის მისაღებად.

ლეგისლატივი - საფრანგეთში საკანონმდებლო კრება საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1791-92 წწ), აგრეთვე მეორე რესპუბლიკის დროს (1849-51 წწ).

ლეგისლატურა (ლათ.) - სახელმწიფო სამართალში ცნება, რომელიც აღნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს; საკანონმდებლო ორგანოთა ერთობლიობა.

ლეგისტები - შუა საუკუნეების იურისტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ რომის სამართლის რეცეფციას დასავლეთ ევროპაში.

ლეგიტიმაცია (ლათ.) - სახელმწიფო ძალაუფლების, ამა თუ იმ სოციალური ინსტიტუტის, სტატუსის აღიარება ან დამოწმება.

ლეგიტიმიზმი - XIX-XX საუკუნეების დასავლეთ ევროპაში პოლიტიკური მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო წესწყობილების მთავარ პრინციპად მიაჩნდა ხელისუფლებაზე რომელიმე დინასტიის მემკვიდრეობის უფლება.

ლეგიტიმისტები - ბურბონების ხელისუფლების მხარდამჭერნი საფრანგეთში 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ.

ლეგლი - მწვერვალი, იხილე ლეილიდაღი.

ლეგნიცა - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (105 ათასი).

ლეგოგიე - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლეგოგიე-ნასაჯუ - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლეგრანი კრისტინ - ფრანგი ესტრადისა და ჯაზის მომღერალი ქალი (სოპრანო), მიშელ ლეგრანის და (დაიბადა 1930 წელს).

ლეგრანი მიშელ - ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორკესტრის ხელმძღვანელი, ვოკალისტი (დაიბადა 1932 წელს).

ლეგრო ალფონს - ფრანგი და ინგლისელი ფერმწერი, გრავიორი და მოქანდაკე (1837-1911 წწ).

ლეგუა (ესპან.) - ლათინური ამერიკის ქვეყნებში მანძილის საზომი, მერყეობს 4-იდან 6,6 კმ-მდე.

ლეგულორდავე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეგუმინი - სამარგო ცილა გლობულინების ჯგუფისა.

ლეგჰორნი (ინგლ.) - ქათმის ჯიში მეკვერცხული მიმართულებისა.

ლედა

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სპარტის მეფე ტინდერესის მეუღლე, რომლის სილამაზითაც მოიხიბლა ზევსი, დაეუფლა მას და გედად აქცია.

2) იუპიტერის თანამგზავრი, აღმოჩენილია 1974 წელს ამერიკელი დ.კოუელის მიერ.

ლედარსალე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლედგებე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლედებური კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ბოტანიკოსი (1785-1851 წწ).

ლე დენოკი ჯოშუა - ამერიკელი გენეტიკოსი და ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ლედერბერგი ჯოშუა - ამერიკელი გენეტიკოსი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. ტეიტემთან ერთად (დაიბადა 1925 წელს).

ლედერინი (გერმ.) - ბამბის ქსოვილი, რომელსაც ერთი მხრიდან გაუმჭვირი დრეკადი აფსკი აქვს.

ლედერმანი ლეონიდ მაქს - ამერიკელი ფიზიკოსი, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ. სტეინბერგერთან და მ.შვარცთან ერთად (დაიბადა 1922 წელს).

ლედესმა ალონსო დე - ესპანელი პოეტი (1552-1632 წწ).

ლედეშვდი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლედვალი - მწვერვალი, იხილე ლადევალი.

ლედ ზეპელინი (Led Zeppelin) - ინგლისური როკ-ჯგუფი; შეიქმნა 1966 წელს; იარსება 1980 წლამდე.

ლედი (ინგლ.) - დიდ ბრიტანეთში ლორდის ან ბარონეტის მეუღლე; გათხოვილი ქალი.

ლედიგი გერტ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

ლედისმითი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნატალის პროვინციაში.

ლედრიუ-როლენი ალექსანდრ ოგიუსტ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, პარიზის კომუნის მოწინააღმდეგე (1807-1874 წწ).

ლედუ კლოდ ნიკოლა - ფრანგი არქიტექტორი და თეორიტიკოსი (1736-1806 წწ).

ლედუ პოლ - ბელგიელი ასტრონომი (1914-1988 წწ).

ლედუნგი - სამხედრო-საზღვაო ლაშქრის სახეობა სკანდინავიის ქვეყნებში.

ლეები ვილჰელმ იოზეფ ფრანც ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1876-1956 წწ).

ლეევარდენი - იხილე ლეუვარდენი.

ლეერი (ჰოლანდ.) - გვარლი, რომელსაც იყენებენ ირიბი აფრების ასაწევად.

ლევა (გულის ლევა)

1) გულის დასუსტება, შეღონება (შიმშილისაგან, მწუხარებისაგან, ლოდინისაგან).

2) ძლიერი მღელვარება.

ლევადიტი კონსტანტინ - ფრანგი ექიმი, იმუნოლოგი; წარმოშობით რუმინელი (1874-1953 წწ).

ლევაინი ჯეიმზ - ამერიკელი დირიჟორი (დაიბადა 1943 წელს).

ლევალი ჟიულ ლუი - ფრანგი სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალი (1823-1908 წწ).

ლევალუა-პერუ - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

ლევან ბატონიშვილი

1) (ბაგრატიონი) ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის შვილი, ვახტანგ VI-ს მამა, 1675-77 წლებში ქართლის გამგებელი (გარდაიცვალა 1709 წელს).

2) (ბაგრატიონი) ქართული კულტურის მოღვაწე, ბაქარის ძე (1728 - 1763 წწ). 3) (ბაგრატიონი) ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე (1756-1781 წწ).

ლევან გურიელი - გურიის მთავარი 1712-13 წლებში, მამია III გურიელის ძე.

ლევან I დადიანი - ოდიშის მთავარი 1533-72 წლებში, მამია III დადიანის ძე.

ლევან II დადიანი - ოდიშის მთავარი 1611-57 წლებში, მანუჩარ I დადიანის ძე.

ლევან III დადიანი - ოდიშის მთავარი 1661-80 წლებში, ლევან II დადიანის ძმისშვილი.

ლევან IV დადიანი - ოდიშის მთავარი 1683-91 წლებში, ლევან III დადიანის უკანონო შვილი (გარდაიცვალა 1694 წელს).

ლევან V დადიანი - ოდიშის მთავარი 1805-40 წლებში, გრიგოლ დადიანის ძე (1791 - 1846 წწ).

ლევანევსკი სიგიზმუნდ - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი, 1936 წელს ლოს-ანჯელეს-მოსკოვის გადაფრენის მონაწილე (1902-1937 წწ).

ლევანი

1) იმერეთის მეფე 1583-90 წლებში, გიორგი II-ის ძე.

2) კახეთის მეფე 1518-74 წლებში, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე.

ლევანის ტბა - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

ლევანტელები - პატარ-პატარა ეთნიკური ჯგუფები სირიელების და ლიბანელების შემადგენლობაში, შთამომავალნი ევროპელი კოლონისტებისა.

ლევანტი (ფრანგ.) - საერთო სახელი ქვეყნებისა (სირია, ლიბანი, ისრაელი, თურქეთი, საბერძნეთი, კვიპროსი), რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებზე მდებარეობენ.

ლევან ხიდაშელი - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის რომანი - „მეშვიდე ცის“ - მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ვახტანგ ტაბლიაშვილი. სცენარის ავტორები - გურამ ფანჯიკიძე და ვახტანგ ტაბლიაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ვიქტორ კოღოშვილი, ზაზა მაჩაბელი, იაკობ ტრიპოლსკი, მალხაზ ბებურიშვილი, ლალი ბადურაშვილი, ლიანა ასათიანი, ლეილა ყიფიანი, გია ფერაძე, გივი თოხაძე, სოსო ლაღიძე, მალხაზ გორგილაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, რეზო თავართქილაძე.

ლევასერი პიერ ემილ - ფრანგი ეკონომისტი და ისტორიკოსი (1828-1911 წწ).

ლევასორი ემილ - ფრანგი გამომგონებელი, საავტომობილო წარმოების პიონერი (1844-1897 წწ).

ლევაშოვი ვალენტინ - რუსი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-1994 წწ).

ლევახანე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლევეკი ლუიზა - ფრანგი მწერალი ქალი (1703-1745 წწ).

ლეველერები - რადიკალური დემოკრატიული პოლიტიკური პარტია ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციის პერიოდში.

ლევენდიხი (ლევენტიკი) - იალქნის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მისი სიბრტყე, მოთავსებულია ქარის ხაზზე.

ლევენე რიკარდო - არგენტინელი ისტორიკოსი და სამართლისმცოდნე (1885-1959 წწ).

ლევენთი აგაჰ სირი - თურქი მწერალი და ფილოლოგი (1844-1979 წწ).

ლევენი (ლუვენი) - ქალაქი ბელგიის ბრაბანტის პროვინციაში (85 ათასი).

ლევენტალი ვალერი - რუსი თეატრალური მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1939 წელს).

ლევენტინა - ხეობა შვეიცარიაში.

ლევენფიში გრიგორი - საბჭოთა მოჭადრაკე, ჭადრაკის თეორიტიკოსი, საერთაშორისო დიდოსტატი (1899-1961 წწ).

ლევენჰაუპტი ადამ ლუდვიგ - შვედი მხედართმთავარი (1659-1719 წწ).

ლევენჰუკი ანტონიო ვან - ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი, სამეცნიერო მიკროსკოპიის ფუძემდებელი (1632-1723 წწ).

ლევერიე ურბენ ჟან ჟოზეფ - ფრანგი ასტრონომი (1811-1877 წწ).

ლევერკუზენი - ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

ლევერტინი ოსკარ ივარ - შვედი მწერალი (1862 -1906 წწ).

ლევერტოვი დენიზ - ამერიკელი პოეტი ქალი (1923-1970 წწ).

ლევი - ბულგარეთის ფულის ერთეული, შეიცავს 100 სტოტინკას. ბრუნვაშია 1880 წლიდან.

ლევი კარლო - იტალიელი ფერმწერი და საზოგადო მოღვაწე (1902-1906 წწ).

ლევი მარკ

1) ებრაული წარმოშობის რუსი მწერალი, წერდა აგრეთვე მიხაილ აგეევის ფსევდონიმით (1898-1973 წწ).

2) ფრანგი მწერალი (დაიბადა 1961 წელს).

ლევი ოტო - ავსტრიელი ფიზიოლოგი და ფარმაკოლოგი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ.ჰ.დეილთან ერთად (1873-1961 წწ).

ლევი პოლ - ფრანგი მათემატიკოსი (1886-1971 წწ).

ლევიათანი - ბიბლიაში - უზარმაზარი ურჩხული, რომელიც აღწერილია როგორც გველი, დრაკონი ან გიგანტური ნიანგი.

ლევი ბენ გერშომი - საფრანგეთში მოღვაწე ებრაელი ფილოსოფოსი და თალმუდისტი (1288-1344 წწ).

ლევი-ბრიული ლუსიენ - ფრანგი ფილოსოფოსი, ეთნოგრაფი და ფსიქოლოგი (1857-1939 წწ).

ლევითი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1897-1973 წწ).

ლევი-მონტალჩინი რიტა - იტალიელი ბიოლოგი ქალი, 1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს. კოენთან ერთად (დაიბადა 1909 წელს).

ლევილ-სიურ-ორჟი - ფრანგული სოფელი სენისა და უაზის დეპარტამენტში (პარიზიდან 26 კმ), ქართველ ემიგრანტთა სამოსახლო.

ლევინასი ემანუილ - ფრანგი ფილოსოფოსი და რელიგიური მოაზროვნე (1905-1995 წწ).

ლევინე ოიგენ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1883-1919 წწ).

ლევინზონი რინა - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1949 წელს).

ლევინი ბორის - რუსი მწერალი (1898-1940 წწ).

ლევინი კურტ - გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი (1890 - 1947 წწ).

ლევინსკი იოზეფ - ავსტრიელი მსახიობი (1835-1907 წწ).

ლევინსონი ბარი - ამერიკელი კინოსცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1942 წელს).

ლევირატი (ლათ.) - ჩვეულება, რომლის თანახმადაც ქვრივი ვალდებული იყო ან უფლება ჰქონდა ცოლად გაჰყოლოდა ქმრის ძმას (ბოლო დრომდე შემორჩა კავკასიის, შუა აზიის ხალხებში და ებრაელებში).

ლევი-სტროსი კლოდ - ფრანგი ეთნოგრაფი, სოციოლოგი და კულტუროლოგი (დაიბადა 1908 წელს).

ლევიტანა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ლევიტანი ისააკ - რუსი ფერმწერი-პერედვიჟნიკი (1860-1900 წწ).

ლევიტანი იური - საკავშირო რადიოს დიქტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1914-1983 წწ).

ლევიტანსკი იური - რუსი პოეტი (1922-1996 წწ).

ლევიტი - ძველ იუდეველთა ტაძრის მსახური, დაბალი რანგისა.

ლევიტი კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1897-1973 წწ).

ლევიტი სოლომონ - რუსი ბიოლოგი, სამედიცინო გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში (1894-1938 წწ).

ლევიტინა ირინა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის მატჩის მონაწილე 1978 წელს (დაიბადა 1954 წელს).

ლევიტოვი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1835-1877 წწ).

ლევი-ჩივიტა ტულიო - იტალიელი მექანიკოსი და მათემატიკოსი (1873-1941 წწ).

ლევიცკი დიმიტრი - რუსი ფერმწერი (დაახლოებით 1735-1822 წწ).

ლევიცკი ტადეუშ - პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე (1906-1990 წწ).

ლევკადიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.

ლევკასი (ლევკა)

1) საბერძნეთის კუთვნილი კუნძული ეგეოსის ზღვაში.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძული, რომელზედაც თეტიდამ დაასვენა ტროის ომში დაღუპული აქილევსი.

ლევკემია - იხილე ლევკოზი.

ლევკიპე

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მინიასის ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც არ აღიარებდა დიონისეს ღვთაებრიობას და არ მონაწილეობდა მის დღესასწაულებში, რისთვისაც ღმერთებმა სასტიკად დასაჯეს.

2) ძველბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი (ძვ.წ.აღ. V ს).

ლევკო... - რთული სიტყვების ნაწილი, მიუთითებს თეთრ ფერთან დამოკიდებულებას.

ლევკოდერმა - კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელიც ვლინდება კანის პიგმენტის შემცირებით ან მისი სრული გაქრობით.

ლევკოზი (ლევკემია) - სისხლმბადი ქსოვილის სიტემური დაავადება, ახასიათებს სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევა.

ლევკოთეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ინოს, როგორც ზღვის ღმერთქალის, საკულტო სახელი.

ლევკოიონი (ბერძნ. Matthiola incana) - ერთ ან ორწლოვანი დეკორატიული მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.

ლევკომა (ბერძნ.) - თვალის რქოვანის თეთრი გაუმჭვირი შემღვრევა; ბისტი, ლიბრი.

ლევკონ I - არქონტი, ბოსფორის სამეფოს მეფე ძვ.წ.აღ. 389-348 წლებში.

ლევკოპენია (ლევკოციოპენია) - ლევკოციტების შემცირება სისხლში.

ლევკოპლაკია - რძისფერ-მოვარდისფრო ლაქების გაჩენა კანთან ახლოს მდებარე ლორწოვან გარსზე.

ლევკოპლასტები - უფერული პლასტიდები, რომლებსაც შეიცავს მცენარის უჯრედები.

ლევკოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოდისევსის თანამგზავრი ტროის ომში.

ლევკოსია - იხილე ნიქოზია.

ლევკოციტები (ლეიკოციტები) - ადამიანისა და ცხოველის სისხლის უფერო (თეთრი) უჯრედები.

ლევკოციტოზი - პათოლოგიური მდგომარეობა, ლევკოციტების მომატება სისხლში.

ლევლიენი ემილ - ნორვეგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1973 წწ).

ლევო ლუი - ფრანგი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (დაახლოებით 1612-1670 წწ).

ლევოჩა - ქალაქი სლოვაკეთში.

ლევსკი ვასილ (ნამდვილი გვარი ივანოვი) - ბულგარელი რევოლუციონერ-დემოკრატი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1837 - 1873 წწ).

ლევრეტი (ფრანგ.) - ოთახის ერთგვარი მოკლებეწვიანი ძაღლი.

ლევსტიკი ფრან - სლოვენი მწერალი (1831-1887 წწ).

ლევულოზა - იგივეა, რაც ფრუქტოზა.

ლევშინი ვასილი - რუსი მწერალი (1746-1826 წწ).

ლევჩევი ლიუბომირ - ბულგარელი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

ლევჩენკო ანატოლი - რუსი კოსმონავტი, 1987 წლის ფრენის მონაწილე (1941-1988 წწ).

ლევჩუკი ტიმოფეი - უკრაინელი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1998 წწ).

ლეზგადერესი - მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ჭოჭიანის მარცხენა შენაკადი.

ლეზგარა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლეზგარატვიბი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

ლეზგები - დაღესტანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხი.

ლეზგიური ენა - იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნის ჯგუფის ახალდამწერლობიანი ენა.

ლეზენი - სამთოკლიმატური კურორტი შვეიცარიაში, ბერნის ალპების კალთებზე.

ლეზვი - თხელი დორბლი, საერთოდ დორბლი.

ლე ზუანი - ვიეტნამისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1907-1986 წწ).

ლეთა

1) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

2) უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

ლეთარგია (ბერძნ.) - ლეთარგიული ძილი ანუ ძილის მსგავსი ავადმყოფური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს უძრაობა, გარე გაღიზიანებაზე რეაქციის უქონლობა.

ლეთბრიჯი - ქალაქი კანადის ალბერტის პროვინციაში.

ლეთე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიწისქვეშა სამყაროს მდინარე, რომლის წყალი მიცვალებულებს მიწიერ ცხოვრებას ავიწყებდა; „დავიწყების მდინარე“.

ლეთეთი - სოფლების ზემო ლეთეთისა და ქვემო ლეთეთის გავრცელებული სახელწოდება (ქარელის მუნიციპალიტეტი).

ლეთეთური - მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის მარჯვენა შენაკადი.

ლეთი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ლეთკანთი - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლეი (ლეა)

1) მოლდავეთის ფულის ერთეული, შეიცავს 100 ბანიას. ბრუნვაშია 1993 წლის 29 ნოემბრიდან.

2) რუმინეთის ფულის ერთეული.

ლეი ფრანსის - ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი (დაიბადა 1932 წელს).

ლეიარდი ოსტინ ჰენრი - ინგლისელი არქეოლოგი და დიპლომატი (1817-1894 წწ).

ლეიბ... - პირველი ნაწილი რთული სიტყვებისა, აღნიშნავს უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურის დაქვემდებარებაში მყოფს.

ლეიბ-გვარდია - მონარქის პირადი დაცვა და ჯარის რჩეული ნაწილების სახელწოდება.

ლეიბი

1) მატყლით (ბამბით, თივით...) გავსებული (და დალიანდაგებული) რბილი საგები, რაზედაც წვებიან.

2) ასეთივე საგები სხვადასხვა სპორტული ვარჯიშის ან შეჯიბრებისათვის.

ლეიბორისტი (ინგლ.) - ინგლისის რეფორმისტულ მუშათა პარტიის წევრი.

ლეი-გუნი - ჩინურ მითოლოგიაში - ჭექა-ქუხილის ღმერთი.

ლეიდენი - ქალაქი ნიდერლანდში (115 ათასი).

ლეიდენი ლუკას ვან - იხილე ლუკა ლეიდენელი.

ლეიდენის ქილა - ელექტრული კონდენსატორი, რომელშიც დიელექტრიკს წარმოადგენს გარედან და შიგნიდან სტანიოლგადაკრული ქილა.

ლეიე - იხილე ლისი.

ლეივიკი გ. (ნამდვილი სახელი და გვარი ლეივიკ გალპერნი) - ამერიკელი ებრაელი პოეტი და დრამატურგი (1888-1962 წწ).

ლეიიარდი ოსტინ ჰენრი - ინგლისელი არქეოლოგი, ასირიული კულტურის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (1817-1894 წწ).

ლეიკემია - იხილე ლევკემია.

ლეიკო... - იხილე ლევკო.

ლეიკოზი (ბერძნ.ლეუკოს თეთრი) - ჰემობლასტოზი, რომელიც წარმოიშობა სისხლმბადი უჯრედებისაგან და როგორც წესი აზიანებს ძვლის ტვინს. ავადმყოფობის მიმდინარეობისა და მორფოლოგიური და ციტოქიმიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ლეიკოზის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

ლეიკომა (ბერძნ. ლეუკოს თეთრი, -ომა სიმსივნე) - თეთრი არაგამჭირვალე ლაქა რქოვანაზე, თეთრი ნაწიბური რქოვანაზე (კერატიტის, ტრავმის, ტრაქომისა და სხვ. შედეგად).

ლეიკ-პლესიდი - კლიმატური კურორტი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 1932 და 1980 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი.

ლეიკ-ჩარლზი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ლუიზიანას შტატში (70 ათასი).

ლეილა - ქართული ლიტერატურული ჟურნალი; 1917-24 წლებში გამოვიდა სამი ნომერი.

ლეილი და მაჯნუნი - ნიზამი განჯელის პოემა (დაიწერა 1188 წელს).

ლეილიდაღი (ლეგლი) - მწვერვალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

ლეილუათი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი.

ლეილმაჯნუნიანი - მეფე-პოეტის, თეიმურაზ I-ის პოემა.

ლეინგი რონალდ - ინგლისელი ფსიქიატრი და მწერალი, მეცნიერების ფილოსოფოსი (1927-1989 წწ).

ლეინი ანატოლი - საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1931 წელს).

ლეინი ედუარდ უილიამ - ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნე, «ათას ერთი ღამის» ზღაპრების მთარგმნელი (1801-1976 წწ).

ლეინირება - საარტილერიო ქვემეხის ლულის დამზადების ხერხი.

ლეინო ეინო (ნამდვილი გვარი ლენბუმი) - ფინელი მწერალი (1878-1926 წწ).

ლეინო კასიმირ აგატონ (ნამდვილი გვარი ლენბუმი) - ფინელი მწერალი (1866-1919 წწ).

ლეიპუნსკი ალექსანდრე - უკრაინელი ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1903-1972 წწ).

ლეირაყი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

ლეირდი - შოტლანდიაში - მიწათმფლობელი.

ლეირისი მიშელ - ფრაგი მწერალი (1901-1990 წწ).

ლეისი ჰენდრიკ - ბელგიელი ფერმწერი (1815-1869 წწ).

ლეისწყალი - მდინარე, იხილე ლესისწყალი.

ლეიტე - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში. მთავარი ქალაქი - ტაკლობანი.

ლეიტენანტი (ფრანგ.) - უმცროსი შემადგენლობის ოფიცერი მრავალი ქვეყნის არმიაში. პირველად ასე საფრანგეთში (XV ს) უწოდეს იმ ოფიცერს, რომელიც თავის უფროსს ცვლიდა.

ლეიტენი უილიამ იაკობ - ამერიკელი ასტრონომი (1899-1995 წწ).

ლეიტონი ფრედერიკ - ინგლისელი მხატვარი (1830-1896 წწ).

ლეიტმოტივი - იხილე ლაიტმოტივი.

ლეიტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალექტრიონის ვაჟი, არგონავტი, ბეოტიელთა ბელადი ტროის ომში.

ლეიფ ეირიქსონი (ლეიფ „ბედნიერი“) - ისლანდიელი ვიკინგი, ეირიკ რაუდის შვილი. 1005 წელს მიაღწია ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირებს (X-XI საუკუნეები).

ლეიშმანია (ინგლ.) - უმარტივესთა გვარი შოლტოსნების კლასისა. პარაზიტობენ სისხლის თეთრ ბურთულებში.

ლეიშმანიოზი - პარაზიტული დაავადება; ცნობილია მისი ორი ძირითადი ფორმა: კანისა და ვისცერული.

ლეიცინი (ამინოიზოკაპრონმჟავა) - მონოამინოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალები.

ლეიციტი (ბერძნ.) - სილიკატების კლასის მინერალი.

ლეიჯოუ (ლეიჯოუბანდაო) - ნახევარკუნძული ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, გუანდუნის პროვინციაში.

ლეკა (ლეკის ხე) - ნეკერჩხლის ერთ-ერთი სახეობა.

ლეკაკულე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლეკალმახი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლეკაჟი (გერმ.) - სითხის გაჟონვა, საქონლის გაშრობა ტრანსპორტირების დროს.

ლე კარე ჯონ (ნამდვილი სახელი და გვარი დევის ჯონ მურ კორნუელი) - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

ლეკები - დაღესტნის მკვიდრი ხალხების (ხუნძების, ლაკების, ლეზგების და სხვათა) საერთო სახელი.

ლეკეკელე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეკენი ანრი ლუი (ნამდვილი გვარი კენი) - ფრანგი მსახიობი (1729-1778 წწ).

ლეკვანტალიე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეკვები - ურმის ხელნებს ქვეშ ღერძთან (სიმტკიცისათვის) მიჭედებული მაგარი ხის ნაჭრები.

ლეკვეიშვილი თინათინ - მოცურავე, ევროპის ჩემპიონი (1970, გულაღმა ცურვა 100 მ), მეორე (1970, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1970, გულაღმა ცურვა 200 მ) პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი (1969), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1968-71, გულაღმა 100 მ; 1970-72, გულაღმა 200 მ); მეხიკოს (1968) და მიუნჰენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (დაიბადა 1954 წელს).

ლეკვერთხი

1) პაიჭის შესაკვრელი თასმა.

2) ფეხზე წინდის დასამაგრებელი რეზინი.

ლეკვი - ძაღლისა და ზოგიერთი მტაცებელი ცხოველის (მგლის, მელის, ტურის...) ნაშიერი.

ლეკთარეში (დევაში) - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლეკი - ალბანეთის ფულის ერთეული, უდრის 100 კინდარკს. შემოიღეს 1947 წელს.

ლეკიანობა - დაღესტნელთა თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე, რომელიც XVI საუკუნიდან დაიწყო და შეწყდა XVIII საუკუნის ბოლოს.

ლეკიაშვილი ალექსი - ენათმეცნიერი-არაბისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1920-1977 წწ).

ლეკისხე - ჩვენს ტყეებში ფართოდ გავრცელებული ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა, აქვს თეთრი მერქანი.

ლეკლერკი თეოფილ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1771 - ?).

ლეკლერკი ფილიპ მარი (ნამდვილი გვარი დე ოტკლოკი) - საფრანგეთის მარშალი (1902-1947 წწ).

ლეკმარხილა - (ძვ.) პატარა მარხილი, ჩვეულებრივ, შეშის მოსატანი.

ლეკნარი

1) მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ლეკნარისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, წინუბნისწყლის მარცხენა შენაკადი.

ლეკოკ დე ბუაბოდრანი პოლ ემილ - ფრანგი ქიმიკოსი (1838-1912 წწ).

ლეკოკაიე - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლეკოკი შარლ - ფრანგი კომპოზიტორი (1832-1918 წწ.

ლეკონტ დე ლილი - ფრანგი და რეიუნიონელი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1818-1894 წწ).

ლე კორბიუზიე შარლ ედუარ (ნამდვილი გვარი ჟანერე) - ფრანგი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორიტიკოსი (1887-1965 წწ).

ლეკოსანდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლეკუდელე - მთა მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე.

ლეკუდელეღელე - მდინარე მარტვილის რაონში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

ლეკუვრერი ადრიენ - ფრანგი მსახიობი ქალი (1692-1730 წწ).

ლეკუმხარა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ლეკუნა ვისენტე - ვენესუელელი ისტორიკოსი (1870-1954 წწ).

ლეკური

1) „უვადო ხმალი“ (საბა), რომელსაც ტარზე „ხრმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა; მას უმთავრესად ლეკი მეიარაღე ხელოსნები ამზადებდნენ.

2) ლეკების დამახასიათებელი, ლეკებში (დაღესტანში) გაკეთებული.

3) ქართული ცეკვის ძველებური სახელი.

ლეკუხონა - სოფლები გალისა და სოხუმის მუნიციპალიტეტებში.

ლელააშხა - მთა ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლეჩხუმის ქედზე.

ლელაშვილი მიხეილ - მუშა-პოეტი, ჟურნალისტი (1869-1915 წწ).

ლელაძე გიორგი - კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1919 წელს).

ლელაძისეული - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 400 მეტრი, ზესტაფონიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.

ლელბაგი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლელეგები - საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნების მისვლამდე მცხოვრები ერთ-ერთი განვითარებული ტომი.

ლელეველი იოახიმ - პოლონელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი (1786-1861 წწ).

ლელი - (ძვ.) ჭაობის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა, აქვს მაღალი წვრილი ღერო და წვერზე მსხვილი საგველა.

ლელი პიტერ - ინგლისელი ფერმწერი (1618-1680 წწ).

ლელიანი

1) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

2) ლელით დაფარული ადგილი.

ლელიანი ტბა - ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, გომარეთის პლატოზე.

ლელინგიტი - არსენიდების კლასის მინერალი.

ლელიუშენკო დიმიტრი - საბჭოთა მხედართმთავარი, არმიის გენერალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1901-1987 წწ).

ლელო

1) ქართული ხალხური გუნდური თამაში, ბურთაობა. იმართებოდა დასავლეთ საქართველოში და ერთმანეთს სოფელი სოფელზე ან თემი თემზე ეჯიბრებოდა.

2) რაგბის ცნება - ბურთის გატანა მოწინააღმდეგის ჩასათვლელ მოედანზე.

3) ქართული სპორტული გაზეთი, პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს გამოვიდა.

ლელობი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ლელობურთი - ქართული სპორტის სახეობა, რომელიც ლელოს საფუძველზე აღმოცენდა. თამაში იმართება მინდორზე, სადაც კარი არ არის და მიზანი მოწინააღმდეგის ხაზს იქით ბურთის გადატანაა.

ლელოვანი

1) სოფელები ადიგენის მუნიციპალიტეტში.

2) (ყოფილი აჩხოტი) სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), თიანეთის ქვაბულში, სიონის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 120 კაცი.

ლე ლოი (ლე თაი ტო) - ვიეტნამელი ფეოდალი, ლეს დინასტიის დამაარსებელი (1385-1433 წწ).

ლელუარი ლუის ფედერიკო - არგენტინელი ბიოქიმიკოსი, 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1906-1990 წწ).

ლელუბანი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გლდანის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

ლელუბნისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, გლდანისხევის მარცხენა შენაკადი.

ლელუში ბ - ფრანგი კინორეჟისორი (დაიბადა 1937 წელს).

ლელქაში - მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი, გრძელფესურიანი ბალახი.

ლელჩუკი ზოია - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1961 წელს).

ლელწამა (მეჩალია) - ბეღურასნაირთა რიგის რამდენიმე გვარის საერთო სახელწოდება.

ლემა

1) მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; ბალახები, იშვიათად ხეები და ბუჩაქები.

2) მათემატიკაში - დამხმარე წინადადება, რომელსაც იყენებენ ერთი ან რამდენიმე თეორემის დამტკიცებისას.

ლე-მანი

1) ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სარტის დეპარტამენტის და ისტორიულ ოლქ მენის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

2) ჟენევის ტბის ფრანგული სახელწოდება.

ლემანი ვილჰელმ - გერმანელი პოეტი (1882-1968 წწ).

ლემანი ოტო -გერმანელი ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი (1855-1922 წწ).

ლემაჩკო ტატიანა - რუსი და ბულგარელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1948 წელს).

ლემბერგი - უკრაინის ქალაქ ლვოვის ოფიციალური გერმანული სახელი 1772-1918 წლებში.

ლემბერგსი ალექსანდრს - ბალეტის ლატვიელი მსახიობი, ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1985 წწ).

ლემბი უილის იუჯინ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1955 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1913 წელს).

ლემბრუკი ვილჰელმ - გერმანელი მოქანდაკე (1881-1919 წწ).

ლემერ დე ბელჟი ჟან - ფრანგი პოეტი (1473-1525 წწ).

ლემერი იაკობ - ჰოლანდიელი ვაჭარი და ზღვაოსანი, ინდონეზიის ექსპედიციების ხელმძღვანელი (1585-1616 წწ).

ლემერსიე (ლე მერსიე) ჟან - ფრანგი არქიტექტორი (დაახლოებით 1585-1654 წწ).

ლემესოსი - იხილე ლიმასოლი.

ლემეტრი ჟორჟ - ბელგიელი ასტროფიზიკოსი (1894-1966 წწ).

ლემეტრი ფრედრიკ - იხილე ფრედრიკ-ლემეტრი.

ლემეშევი სერგეი - რუსი მომღერალი (ლირიული ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1902-1977 წწ).

ლემზაგორი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლემზალი - ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.

ლემი - ზოომორფული დროშა, რომელიც დაცულია სვანეთში სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში (მესტიის მუნიციპალიტეტი). გამოჰქონდათ ზაფხულის დღესასწაულზე, ხილიშზე.

ლემი სტანისლავ - პოლონელი მწერალი-ფანტასტი (1921-2006 წწ).

ლემი უილის იუჯინ - ამერიკელი ფიზიკოსი (დაიბადა 1913 წელს).

ლემი ჩარლზ - ინგლისელი მწერალი (1775-1834 წწ).

ლემიე მარიო - კანადელი ჰოკეისტი, ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი (დაიბადა 1965 წელს).

ლემინგი (ნორვეგ.) - პატარა ზომის (15 სმ) მღრღნელი; ბინადრობს ჩრდილოეთის ტყეებში.

ლემინკიაინენი - ფინურ-კარელიურ ეპოსში გმირი, რომელსაც მრავალი დაბრკოლების გადალახვა უხდება ზღაპრული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე.

ლემიქავე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლემკები - უკრაინელების ეთნოგრაფიული ჯგუფი; ცხოვრობენ კარპატებში.

ლემლენი როჟე - კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

ლემნა - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლემნასებრთა (წყლის პერისებრთა) ოჯახისა.

ლემნისკატა (ლათ.) - დახშული მრუდი ხაზი რვიანის მოყვანილობისა.

ლემნოსი - საბერძნეთის კუთვნილი კუნძული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლემონი ჯეკ (სრული სახელი და გვარი ჯონ უილერ ლემონ-მესამე) - ამერიკელი კინომსახიობი (1925-2001 წწ).

ლემონიე კამილ - ბელგიელი მწერალი (1844-1913 წწ).

ლემოხი კირილ - რუსი ფერმწერი (1841-1910 წწ).

ლემპირა - ჰონდურასის ფულის ერთეული, უდრის 100 სენტავოს; შემოიღეს 1925 წელს.

ლემსია - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლემუანი ჟან-ბატისტ - ფრანგი მოქანდაკე, ძირითადად პორტრეტისტი (1704-1778 წწ).

ლემუანი ფრანსუა - ფრანგი ფერმწერი (1688-1737 წწ).

ლემურისებრნი (Lemuridae) - ძუძუმწოვრების ოჯახი პრიმატების რიგისა. სხეულის სიგრძე 13-37 სმ. ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარზე.

ლენა (იაკუტ. ულახან-იურიახ) - მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში, აუზის ფართობი 2490 ათასი კვ. კმ. სიგრძე - 4400 კილომეტრი, ერთვის ლაპტევების ზღვას.

ლენარდი ფილიპ ედუარდ ანტონ - გერმანელი ფიზიკოსი; 1905 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი; აქტიური ნაცისტი (1862-1947 წწ).

ლენარდ-ჯონსი ჯონ ედვარდ - ინგლისელი ქიმიკოსი (1894-1954 წწ).

ლენარტი იოზეფ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1923 წელს).

ლენარტოვიჩი ტეოფილ - პოლონელი პოეტი (1822-1893 წწ).

ლენაუ ნიკოლაუს (ნამდვილი სახელი და გვარი ფრანც ნიმბშ ედლერ ფონ შტრელენაუ) - გერმანელი და ავსტრიელი პოეტი, მწერალი (1802-1850 წწ).

ლენბახი ფრანც ფონ - გერმანელი ფერმწერი (1836-1904 წწ).

ლენგერი - ქალაქი ყაზახეთის ჩიმქენთის ოლქში (25 ათასი).

ლენგი დეივიდ რასელი - იხილე ლანგი დ.

ლენგლენდი უილიამ - ინგლისელი პოეტი (დაახლოებით 1330-1400 წწ).

ლენგლი სემიუელ - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (1834-1906 წწ).

ლენგლი ჯონ ნიუპორტ - ინგლისელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (1852-1925 წწ).

ლენგმიური ირვინგ - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი; 1932 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1881-1957 წწ).

ლენგტონი სტივენ - ინგლისელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 1165-1228 წწ).

ლენდ-არტი (ინგლ.) - XX საუკუნის უკანასკნელი მესამედის მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც დაფუძნებულია მთავარ გამომსახველობით მასალად რეალური პეიზაჟის გამოყენებაზე.

ლენდეკ-ზდრუი - ბალნეოლოგიური კურორტი პოლონეთის ქალაქ ვოლბჟიხთან.

ლენდვაი მარტონ - უნგრელი მსახიობი (1807-1858 წწ).

ლენდი ედვინ ჰერბერტ - ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი (1909-1991 წწ).

ლენდიელი იოჟეფ - უნგრელი მწერალი (1896-1985 წწ).

ლენდი ენა - დასავლეთ პაკისტანის მკვიდრთა ენა; მიეკუთვნება ინდოარიულ ენებს.

ლენდიელი ლევენტე - უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1933 წელს).

ლენდლერი - ავსტრიულ-გერმანული ხალხური ცეკვა.

ლენდლი ივან - ჩეხი ჩოგბურთელი, ცხოვრობს აშშ-ში; მსოფლიოს ბევრი პრესტიჟული ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული (დაიბადა 1960 წელს).

ლენდ-ლიზი - იარაღის, საჭურველის, სტრატეგიული ნედლეულის, პროდუქტის და მისთანების გადაცემის სისტემა (სესხად ან იჯარით).

ლენდლორდი - შუა საუკუნეების ინგლისში ფეოდალი - მსხვილი მიწათმფლობელი, მიწის რენტის მიმღები.

ლენდორი უოლტერ სევეჯ - ინგლისელი მწერალი (1775-1864 წწ).

ლენდროვერი - ინგლისური კომპანია «როვერ გრუპის» დაქვემდებარებული საწარმო, 1994 წლიდან შედის კონცერნ BMW-ს შემადგენლობაში; აწარმოებს ძნელად სავალი გზებისათვის გამოსადეგ ავტომობილებს.

ლენენი (ლე ნენი) ძმები:

1) ანტუან - ფრანგი ფერმწერი (დაახლოებით 1593-1648 წწ).

2) მატიე - ფრანგი ფერმწერი (დაახლოებით 1607-1677 წწ).

ლენეპი იაკობ ვან - ნიდერლანდელი მწერალი (1802-1868 წწ).

ლენი

1) შვედეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული (იყოფა კომუნებად).

2) შუა საუკუნეების გერმანიაში მიწის მფლობელობა, რომელსაც უბოძებდნენ ამა თუ იმ პირს რაიმე სამსახურის შესრულების პირობით.

ლენი ჟან მარი - ფრანგი ქიმიკოსი, 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ.კრამთან და ჩ. პედერსენთან ერთად (დაიბადა 1939 წელს).

ლენიანო - ქალაქი იტალიის ლომბარდიის პროვინციაში.

ლენინაბადი - ტაჯიკეთის ქალაქ ხოჯენდის სახელი 1936-91 წლებში.

ლენინაკანი - სომხეთის ქალაქ გიუმრის სახელი 1924-91 წლებში.

ლენინგორი - ახალგორის სახელი კომუნისტურ ეპოქაში.

ლენინგრადი - რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის სახელი 1924-91 წლებში.

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ - რუსი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, კომუნისტური პარტიის და საბჭოთა სახელმწიფოს დამაარსებელი (1870-1924 წწ).

ლენინსკი

1) ქალაქი ყაზახეთის ყიზილ-ორდის ოლქში (75 ათასი).

2) ქალაქი უზბეკეთის ანდიჯანის ოლქში.

ლენინჯერი ალბერტ ლესტერ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1917 წელს).

ლენკა - ჩიბჩას ჯგუფის ინდიელი ხალხი, ცხოვრობენ ჰონდურასში და სალვადორში.

ლენკომი - მოსკოვის ლინინური კომკავშირის სახელობის თეატრის შემოკლებული სახელი.

ლენონი ჯონ - ინგლისელი როკ-მომღერალი, კომპოზიტორი, «ბითლზის» ერთ-ერთი წევრი (1940-1980 წწ).

ლენოტრი (ლე ნოტრი) ანდრე - ფრანგი არქიტექტორ-პარკმშენებელი (1613-1700 წწ).

ლენროტი ელიას - ფინელი ფოლკლორისტი (1802 - 1884 წწ).

ლენსკი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, პორტი მდინარე ლენაზე (30 ათასი).

ლენსკი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი; მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში (1847-1908 წწ).

ლენსკი დიმიტრი (ნამდვილი გვარი ვორობიოვი) - რუსი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი (1805-1860 წწ).

ლენსკი იულიან (ნამდვილი გვარი ლეშჩინსკი) - პოლონეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1889-1937 წწ).

ლენსმანი (შვედ.) - შვედეთსა და ფინეთში საპოლიციო და საგადასახადო ხელისუფლების წარმომადგენელი.

ლენსტერი - ქალაქი ირლანდიაში.

ლენტეხი - დაბა დასავლეთ საქართველოში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. თბილისიდან - 323 კმ, ქუთაისიდან - 102 კმ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი (1953 წლამდე ქვემო სვანეთის რაიონი) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, მდინარე ცხენისწყლის ზემო დინების აუზში. დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა 1930 წელს. ფართობი 1344, 4 კვ.კმ. 1 დაბა, 56 სოფელი.

ლენტვარი - ქალაქი ლიტვაში (15 ათასი).

ლენტი (რუს.) - ქსოვილის ან სხვა რამ მასალის ზოლი სხვადასხვა დანიშნულებისა.

ლენტინო ჯაკომო და - იტალიელი პოეტი, სიცილიური სკოლის წარმომადგენელი (დაახლოებით 1180-1250 წწ).

ლენტო - მუსიკაში ოდნავ უფრო ჩქარი ტემპი, ვიდრე ლარგო.

ლენტულოვი არისტარქ - რუსი ფერმწერი (1882-1943 წწ).

ლენუარი ეტიენ - ფრანგი გამომგონებელი (1822-1900 წწ).

ლენფილმი - სანქტ-პეტერბურგის კინოკომპანია; დაარსებულია 1918 წელს.

ლენქორანი - ქალაქი აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის პორტი (45 ათასი).

ლენჩი

1) (საუბ.) ჩერჩეტი, გამოთაყვანებული, გამოშტერებული.

2) (ნამდვილი გვარი პოპოვი) ლეონიდე - რუსი მწერალი (1905-1991 წწ).

ლენცი ემილი - რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი (1804-1865 წწ).

ლენცი ზიგფრიდ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

ლენცი იაკობ მიხაელ რაინჰოლდ - გერმანელი პოეტი და დრამატურგი (1751-1792 წწ).

ლენცი სტანისლავ - პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1861-1920 წწ).

ლენცოფა (Hyoscuamus) - ერთ და ორწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

ლენჭყი (ლენჭყო) - (კუთხ.) ნოტიო, ჭაობიანი ადგილი.

ლენჯერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლენჯო - იგივეა, რაც ლეჯა.

ლეო - (ნამდვილი გვარი ბაბახანიანი არაქელ) სომეხი ისტორიკოსი, მწერალი (1860-1932 წწ).

ლეო ანდრე (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონი შანსე, ქალიშვილობის გვარი - ბერა) - ფრანგი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ქალი (1829-1900 წწ).

ლეო ჟან პიერ - ფრანგი კინომსახიობი (დაიბადა 1944 წელს).

ლეო I დიდი - რომის პაპი 440-461 წლებში (390-461 წწ).

ლეო II - რომის პაპი 682-683 წლებში (?-683 წწ).

ლეო III - რომის პაპი 795-816 წლებში (750 - 816 წწ).

ლეო IV - რომის პაპი 847-855 წლებში (?-855 წწ).

ლეო V - რომის პაპი 903 წელს (? - 903 წწ).

ლეო VI - რომის პაპი 928 წელს (? - 928 წწ).

ლეო VII - რომის პაპი 936-939 წლებში (?-939 წწ).

ლეო VIII - რომის პაპი 963-965 წლებში (?-965 წწ).

ლეო IX (ერისკაცობაში ბრუნო) - რომის პაპი (1002 - 1054 წწ).

ლეო X (ერისკაცობაში ჯოვანი დი მედიჩი) - რომის პაპი (1475 - 1521 წწ).

ლეო XIII (ერისკაცობაშ ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი) - რომის პაპი (1810 - 1903 წწ).

ლეობენი - ქალაქი ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შტირიის მხარეში (30 ათასი).

ლეოდრი - ძველ რუსულ თვლაში 1 მილიონი.

ლეოვე - ქალაქი მოლდავეთში (15 ათასი).

ლეონ I - ბიზანტიის იმპერატორი (457-474 წწ), წარმოშობით თრაკიელი.

ლეონ III ისავრიელი - ბიზანტიის იმპერატორი (675-741 წწ).

ლეონ I - აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი დაახლოებით 720-740 წლებში.

ლეონ II - „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) პირველი მეფე დაახლოებით 755 წლიდან, ლეონ I-ის ძმისწული.

ლეონ III - „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957-967 წლებში.

ლეონ IV ბრძენი - ბიზანტიის იმპერატორი (866-912 წწ).

ლეონ დიაკონი - ბიზანტიელი მემატიანე (დაახლოებით 950-1000 წწ).

ლეონარდი რეი - ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალთა შორის საშუალო და ქვემძიმე წონაში XX საუკუნის 80-იან წლებში (დაიბადა 1956 წელს).

ლეონარდო და ვინჩი - გენიალური იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე, არქიტექტორი, სწავლული და ინჟინერი (1452-1519 წწ).

ლეონარდო პიზელი (ფიბონაჩი) - იტალიელი მათემატიკოსი (დაახლოებით 1170 - 1228-ის შემდეგ).

ლეონ დიაკონი - X საუკუნის ბიზანტიელი მემატიანე.

ლეონე სერჯიო - იტალიელი კინორეჟისორი (1929-1989 წწ).

ლეონე ჯოვანი - იტალიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1908-1990 წწ).

ლეონე - სიერა-ლეონეს ეროვნული ვალუტა (შეიცავს 100 ცენტს), ბრუნვაშია 1964 წლიდან.

ლეონე-ლიბერიის მაღლობი - მთები გვინეაში, სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.

ლეონი

1) ქალაქი ესპანეთში, კასტილია-ლეონის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (140 ათასი).

2) ქალაქი ნიკარაგუას დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

3) ქალაქი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში (870 ათასი).

4) სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე, რომელიც X-XIII საუკუნეებში არსებობდა.

ლეონი (პონსე დე ლეონი) ლუის - ესპანელი პოეტი და მისტიკოსი მოაზროვნე (1527-1591 წწ).

ლეონი რაული - ვენესუელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1905-1972 წწ).

ლეონიდა (ლეონიდასი) - სპარტის მეფე (ძვ.წ.აღ 508 - 480 წწ).

ლეონიდა ტარენტელი - ძველბერძენი პოეტი (ძვ. წ.აღ. III საუკუნე).

ლეონიდასი - ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი (1913-2004 წწ).

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1918-21 წლებში (1860-1921 წწ).

ლეონიდები - მეტეორული ნაკადი, რომლის რადიანტი ლომის თანავარსკვლავედშია.

ლეონიდოვი (ნამდვილი გვარი ვოლფენზონი) ლეონიდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატ-ვრო თეატრში (1873-1941 წწ).

ლეონიძე გიორგი (გოგლა) - საქართველოს სახალხო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი (1899-1966 წწ).

ლეონკავალო რუჯერო - იტალიელი კომპოზიტორი (1857-1919 წწ).

ლეონოვი ალექსეი - რუსი კოსმონავტი, გენერალ-მაიორი, 1965 და 1975 წლების ფრენის მონაწილე; პირველი, ვინც გავიდა ღია კოსმოსში 1965 წელს (დაიბადა 1934 წელს).

ლეონოვი ევგენი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის «ლენკომის» თეატრში (1926-1994 წწ).

ლეონოვი ლეონიდ - რუსი მწერალი (1899-1994 წწ).

ლეონტიევა ვალენტინა - რუსი ტელედიქტორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-2007 წწ).

ლეონტიევი ვალერი - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1949 წელს).

ლეონტიევი ვასილი - ამერიკელი ეკონომისტი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1906-1999 წწ).

ლეონტიევი კონსტანტინ - რუსი მწერალი (1831-1891 წწ).

ლეონტი მროველი - XI საუკუნის ქართველი მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი.

ლეონტოვიჩი ნიკოლაი - უკრაინელი კომპოზიტორი (1877-1921 წწ).

ლეონჰარდი რუდოლფ - გერმანელი მწერალი (1889-1953 წწ).

ლეოპარდი ჯაკომო - იტალიელი პოეტი-რომანტიკოსი (1798-1837 წწ).

ლეოპარდი (ლათ.) - კატისებრთა ოჯახის დიდი მტაცებელი ცხოველი, 170 სმ სიგრძის, წონა 32-40 კგ. ბინადრობს აფრიკაში, აზიის სამხრეთ ნაწილში, კავკასიაში; იგივე ჯიქი.

ლეოპოლდ I

1) ავსტრიის იმპერატორი (1640-1705 წწ).

2) ბელგიის მეფე (1790-1865 წწ).

ლეოპოლდ II

1) ავსტრიის იმპერატორი (1747-1792 წწ).

2) ბელგიის მეფე (1835-1909 წწ).

ლეოპოლდ III - ბელგიის მეფე (1901-1983 წწ).

ლეოპოლდ II-ის ტბა - იხილე მაი-ნდომბე.

ლეოპოლდვილი - კონგოს ქალაქ კინშასას სახელი 1966 წლამდე.

ლეოპოლდინა - გერმანიის ბუნებისმეტყველთა აკადემია, უძველესი გერმანული სამეცნიერო დაწესებულება. დაარსებულია 1652 წელს; მდებარეობს ქალაქ ჰალეში.

ლეოტო პოლ ფირმენ ვალენტინ - ფრანგი მწერალი (1872-1956 წწ).

ლეოქარე - ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. IV საუკუნის შუა წლები).

ლეპანტო - საბერძნეთის ქალაქ ნაფპაქტოსის ძველი სახელი; აქ 1571 წლის 7 ოქტომბერს ესპანელ-ვენეციელთა ფლოტმა გაანადგურა თურქეთის საზღვაო ჯარი.

ლეპატარავე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეპელი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში (20 ათასი).

ლეპელტიე ედმონ ადოლფ - ფრანგი ლიტერატორი და პუბლიცისტი (1846-1913 წწ).

ლეპელეტიე დე სენ-ფარჟო ლუი მიშელ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1760-1793 წწ).

ლეპერი ლუი ოგიუსტ - ფრანგი ფერმწერი და გრავიორი (1849-1918 წწ).

ლეპეშინსკაია ოლგა - რუსი ბალერინა, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1916 წელს).

ლეპეხინი ივან - რუსი მოგზაური და ნატურალისტი (1740-1802 წწ).

ლეპიდოდენდრონი (ბერძნ.) - ამომწყდარ ხემცენარეთა გვარი.

ლეპიდოლითი (ბერძნ.) - ვარდისფერი (ზოგჯერ მქრქალი იისფერი) მინერალი, ლითიუმის ქარსი.

ლეპიდომელანი (ბერძნ.) - შავი ფერის მინერალი ქარსების ჯგუფისა. წარმოადგენს ბიოტიტის რკინით მდიდარ სახეობას.

ლეპიდოსირენი - ორგვარად მსუნთქავი თევზი, ლეპიდოსირენისებრთა ერთადერთი წარმომადგენელი; უჟანგბადო წყალში 20 დღე-ღამე ძლებს.

ლეპიდუსი მარკუს ემილიუს უმცროსი - რომის პოლიტიკური მოღვაწე, იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ უზენაესი ქურუმი (დაახლოებით ძვ. წ.აღ. 89 - 13) წწ.

ლეპონტის ალპები - ქედი იტალია-შვეიცარიის საზღვარზე.

ლე-პორი (პორ-დე გალე) - კუნძულ რეიუნიონის (საფრანგეთის სამფლობელო) მთავარი ქალაქი-პორტი.

ლეპრა (ბერძნ.) - მძიმე ქრონიკული გადამდები დაავადება; კეთრი.

ლეპროზორიუმი - საგანგებოდ მოწყობილი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, რომელსაც ევალება კეთრით დაავადებულთა გამოვლენა და იზოლაცია.

ლეპტა - სპილენძის მონეტა ძველ საბერძნეთში.

ლეპტის-მაგნა - უძველესი ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლიბიაში; დააარსეს ფინიკიელებმა ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში.

ლეპტო... - რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს თხელს, სუსტს, ნაზს.

ლეპტომენინგიტი - ტვინის რბილი გარსის ანთება; მენინგიტის ერთ-ერთი ფორმა.

ლეპტონები - ელემენტარული ნაწილაკები, რომელთაც აქვთ 1/2 სპინი.

ლეპტოსპიროზი - მწვავე ინფექციური დაავადებანი, რომლებსაც იწვევენ სპიროქეტების ოჯახის მიკროორგანიზმები.

ლეჟავა ანზორ - კალათბურთელი (210 სმ). თამაშობდა თბილისის „ნაუკაში”, „ბურევესტნიკსა“ (1954-58) და „დინამოში“ (1959-72). იყო სსრკ ნაკრების წევრი (1963). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), ოთხგზის მეორე (1959, 60, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969) (1936-1997 წწ).

ლეჟავა გიორგი - არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1903-1977 წწ).

ლეჟავა ვახტანგ - გვარდიის ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1923-1944 წწ).

ლეჟავა ვლადიმერ - კონტრ-ადმირალი (1901-1975 წწ).

ლეჟავა ზურაბ - მხატვარი-გრაფიკოსი (დაიბადა 1925 წელს).

ლეჟავა ჯუმბერ - გინესის 15-გზის რეკორდსმენი (ხელებზე აზიდვა, მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში), მოგზაური. 1993-2002 წლებში, 3333 დღე-ღამის განმავლობაში (9 წელიწადი და 3 თვე) ველოსიპედით მარტოდმარტომ მოიარა დედამიწის ყველა კონტინეტი, 232 ქვეყანა, 9-ჯერ გადაკვეთა ეკვატორი და განვლო 264 ათასი კილომეტრი (დაიბადა 1939 წელს).

ლეჟანდრი ადრიან მარი - ფრანგი მათემატიკოსი (1752-1833 წწ).

ლეჟბადინი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ლეჟდეი ელზა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი (1933-2001 წწ).

ლეჟე ალექსი - - იხილე სენ-ჟონ პერესი.

ლეჟე ფერნან - ფრანგი ფერმწერი, დეკორატიული ხელოვნების ოსტატი (1881-1955 წწ).

ლეჟერი - ნედლი, ცუდი შეშა.

ლეჟვანიე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეჟისლატივი - იხილე ლეგისლატივი.

ლერდო დე ტეხადა სებასტიან - მექსიკის პრეზიდენტი 1872-74 წლებში (1825-1889 წწ).

ლერე ჟან - ფრანგი მათემატიკოსი (1906-1998 წწ).

ლერი - კელტურ მითოლოგიაში - ზღვის ღვთაება, მეფე არტურის წინაპარი.

ლერიდა - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლერინი - ერთ-ერთი პირველი მონასტერი დასავლეთ ევროპაში; დაარსდა 400 წელს გალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რონას ნაპირზე.

ლერიში რენე - ფრანგი ქირურგი და ფიზიოლოგი (1879-1955 წწ).

ლერკე ოსკარ - გერმანელი პოეტი (1884-1941 წწ).

ლერმა (გომეს დე სან-დოვალ ი როხასი) ფრანსისკო - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე. მეფე ფილიპე III-ის პირველი მინისტრი და ფავორიტი (1553-1623 წწ).

ლერმა - მდინარე მექსიკაში, ერთვის ჩაპალის ტბას (სიგრძე - 510 კილომეტრი).

ლერმონტი ტომას - შოტლანდიელი პოეტი და წინასწარმეტყველი (დაახლოებით 1220-1290 წწ).

ლერმონტოვი მიხაილ - რუსი პოეტი, დრამატურგი (1814-1841 წწ).

ლერმონტოვი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

ლერმონტოვო - სოფელი რუსეთის პენზის ოლქში, მ.ი.ლერმონტოვის სამშობლო.

ლერნე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჭაობიანი ადგილი არგოლიდაში, სადაც ცხოვრობდა ე.წ. ჰიდრა, რომელიც დიდი გაჭირვებით მოკლა ჰერაკლემ.

ლერნეტ-ჰოლენია ალექსანდერ - ავსტრიელი მწერალი (1897-1976 წწ).

ლერ-სპლავინსკი ტადეუშ - პოლონელი ენათმეცნიერი-სლავისტი (1891-1965 წწ).

ლერუ პიერ - ფრანგი ფილოსოფოსი და სოციალისტ-უტოპისტი (1797-1871 წწ).

ლე რუა ედუარ - ფრანგი სწავლული და ფილოსოფოსი (1870-1954 წწ).

ლე რუა ეჟენ - ფრანგი მწერალი (1836-1907 წწ).

ლერუა-გურანი ანდრე - ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი (დაიბადა 1911 წელს).

ლერუსი (ლერუს გარსია) ალეხანდრო - ესპანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1864-1949 წწ).

ლერწამი (Arundo) - ერთლებნიანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა, მრავალწლიანი მსხვილფესურიანი ბალახები; გამოიყენება საწვავად და საშენ მასალად, აგრეთვე, როგორც დეკორატიული მცენარე.

ლერწამტანი (პოეტ.)

1) კოხტა, წერწეტი მოხდენილი ტანი (ქალისა).

2) ასეთი ტანის პატრონი (ქალი).

ლერწი

1) ვაზის ერთწლიანი რქა.

2) (კუთხ.) ბარდი (კვახის, კიტრის და მისთანების).

ლერწიანა - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლერწმიანი - ლერწმით დაფარული ადგილი.

ლერწმის შაქარი (საქაროზა) - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისაქარიდი, არის ყველა მწვანე მცენარეში.

ლესა - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ლესალე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლესაჟი ალენ რენე - ფრანგი მწერალი (1668-1747 წწ).

ლესაჯაიე - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლესბიური (ლესბოსური) სიყვარული - ქალთა ჰომოსოქსუალიზმი; სახელი ეწოდა კუნძულ ლესბოსის (Lesbos) მიხედვით, სადაც, ლეგენდის თანახმად, ცხოვრობდა პოეტი ქალი საფო, რომელმაც სქესობრივი ცხოვრების ამგვარი ფორმა აღწერა.

ლესბოსი (მიტილენე) - კუნძული ეგეოსის ზღვაში აზიის ნაპირების სიახლოვეს; ძველბერძნული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი.

ლესგაფტი პეტრე - რუსი პედაგოგი, ანატომი და ექიმი (1837-1909 წწ).

ლესელიძე ვიქტორ - საბჭოთა კავშირის გმირი, პოდპოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1908-1944 წწ).

ლესელიძე კონსტანტინე - მხედართუფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1944 წწ).

ლესელიძე (1944 წლამდე ერმოლოვსკი) - სოფელი გაგრის შემოგარენში.

ლესემა - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლე სენი რენე - ფრანგი ფილოსოფოსი (1882-1954 წწ).

ლესეფსი ფერდინანდ მარი დე - ფრანგი დიპლომატი, მეწარმე (1805-1894 წწ).

ლესინგი გოტჰოლდ ეფრაიმ - გერმანელი მწერალი, განმანათლებელი (1729-1781 წწ).

ლესინგი დორის მეი - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1919 წელს).

ლესინგი კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ფერმწერი (1808-1880 წწ).

ლესინდი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლესისწყალი (ლეისწყალი) - მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ორპირის მარცხენა შენაკადი.

ლესიუერი ჟან ფრანსუა - ფრანგი პოეტი (1760-1837 წწ).

ლესიჭინე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლესკეიზი უილიამ - ამერიკელი არქიტექტორი (1896-1964 წწ).

ლესკინი ავგუსტ - გერმანელი ენათმეცნიერი (1840-1916 წწ).

ლესკო პიერ - ფრანგი არქიტექტორი (დაახლოებით 1500-1578 წწ).

ლესკოვაცი - ქალაქი სერბიაში (55 ათასი).

ლესკოვი ნიკოლაი - რუსი მწერალი (1831-1895 წწ).

ლესმიანი ბოლესლავ (ნამდვილი გვარი ლესმანი) - პოლონელი პოეტი (1871-1937 წწ).

ლესნია ჯორჯე - რუმინელი პოეტი (1902-1990 წწ).

ლესოგორსკი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში.

ლესოზავოდსკი - ქალაქი რუსეთის ოლქის პრიმორიეს მხარეში (45 ათასი).

ლესოთო (ლესოთოს სამეფო, ინგლ. Kingdom of Lesotho, სესოტოს ენაზე - Muso oa Lesotho).

- სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ანკლავი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1966 წლის 4 ოქტომბერი.

- ეროვნული დევიზი - „Khotso, Pula, Nala“.

- ჰიმნი - „Lesotho Fatse La Bontata Rona“.

- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.

- ფართობი - 30 355 კვ.კმ.

- დაყოფილია 10 ოლქად.

- მოსახლეობა - 1,8 მილიონი.

- სიმჭიდროვე - 61 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

- სახელმწიფო ენები: ინგლისური და სესოტო.

- დედაქალაქი - მასერუ.

- ვალუტა - ლოტი.

- ქვეყნის კოდი - LSO.

- დროის სარტყელი - UTC +2

- სატელეფონო კოდი - +266.

- ინტერნეტ-დომენი - ls.

ლესორა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ლესოსიბირსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (70 ათასი).

ლესტერი

1) (კუთხ.) დიდი წვიმა, თავსხმა.

2) ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ლესტერშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).

ლესტერი რიჩარდ - ინგლისელ-ამერიკელი კინორეჟისორი და კომპოზიტორი (დაიბადა 1932 წელს).

ლესტრიგონები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კაცისმჭამელთა მითიური ტომი, რომელსაც შეხვდა ოდისევსი ხეტიალის დროს.

ლესხულუხე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეტა - ლატვიის საინფორმაციო სააგენტო; დაარსებულია 1920 წელს რიგაში.

ლეტალური - სიკვდილის გამომწვევი, სასიკვდილო.

ლეტალურობა - სიკვდილიანობის სიხშირე ავადმყოფთა დაჭრილთა ან უბედური შემთხვევების მსხვერპლთა შორის.

ლეტარგია - უმართებულოა - იხილე ლეთარგია.

ლეტბორა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ლეტები (ლიტები) - სოციალური ფენა ძველ გერმანულ სამართლის წყაროებში, შეესაბამება ლანგობარდთა ალდიებს.

ლეტკომტონი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

ლეტო - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიტანების კოიოსისა და ფებეს ქალიშვილი, რომელმაც ზევსისაგან ტყუპები - აპოლონი და არტემიდე - შობა. რომში მას ლატონას ეძახდნენ.

ლეტოიდე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლეტოს ვაჟი, ე.ი. აპოლონი.

ლეტრონი გიიომ ფრანსუა - ფრანგი ეკონომისტი (1728-1780 წწ).

ლეტსიე III მოხატო სეენსო - ლესოთოს მეფე 1990 წლიდან (დაიბადა 1963 წელს).

ლეტუს პომპონიუსი (ლეტი პომპონიო) - იტალიელი ჰუმანისტი (1428-1497 წწ).

ლეუვარდენი (ლეევარდენი) - ქალაქი ნიდერლანდში, ფრისლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

ლეუშერი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ლეუშერისწყალი (ლეუშერი) - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ლეფევრ ,ეტაპლი - (ლათინიზებული სახელი - ფაბერ სტაპულენზისი) - ფრანგი ჰუმანისტი, ფილოლოგი, ღვთისმეტყველი, საეკლესიო მოღვაწე (დაახლოებით 1450-1536 წწ).

ლეფევრი ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (1905-1991 წწ).

ლეფევრი რაიმონ - ფრანგი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1891-1920 წწ).

ლეფევრი ფრანსუა ჟოზეფ - საფრანგეთის მარშალი (1755-1820 წწ).

ლეფი - რუსული სალიტერატურო-სამხატვრო დაჯგუფება, რომელსაც სათავეში ედგა ვ.მაიაკოვსკი.

ლეფილიე - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (მათხოჯის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 350 მეტრი, ხონიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 კაცი.

ლეფლერი ფრიდრიხ - გერმანელი ბაქტერიოლოგი (1852-1915 წწ).

ლეფონა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ლეფორტი ფრანც - რუსი სამხედრო მოღვაწე, ადმირალი, რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე (1655-1699 წწ).

ლეფორტი ჰერტრუდა - გერმანელი რელიგიური მწერალი ქალი (1876-1971 წწ).

ლეფორტოვო - მოსკოვის ისტორიული რაიონი მდინარე იაუზას მარცხენა ნაპირზე.

ლეფოჩხუე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეფრანსე გიუსტავ ადოლფ - ფრანგი რევოლუციონერი (1826-1901 წწ).

ლეფშეცი სოლომონ - ამერიკელი მათემატიკოსი (1884-1972 წწ).

ლეფჩა (საკუთარი სახელწოდება ლონგ-პა) - ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰიმალაიში, მცხოვრები ხალხი.

ლექარდე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლექარჩე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლექაჯაიე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლექეთი - უძველესი დასახლება ძველ ჰერეთში, ახლანდელ კახის რაიონში (აზერბაიჯანი).

ლექი - იგივეა, რაც ნალექი.

ლექობალე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლექსა ფრანტიშეკ - ჩეხი ეგვიპტოლოგი (1877-1960 წწ).

ლექსაობა - ლექსებით პაექრობა, შაირობა.

ლექსემა (ბერძნ.) - ენის ლექსიკური დონის ერთეული, სიტყვა ყველა თავის ლექსიკური მნიშვნელობით.

ლექსთწყობა (ვერსიფიკაცია) - პოეტური მეტყველების ბგერითი ერთეულების კანონზომიერი თანამიმდევრობით მოწესრიგებული სისტემა.

ლექსი - რიტმულად ორგანიზებული პოეტური მეტყველება; იწერება მიჯრით მიწყობილი ტაეპებით, რომლებიც გაერთიანებულია უფრო ვრცელ რიტმულ ერთეულში - სტროფში.

ლექსიკა

1) ენის ყველა სიტყვა ერთად, მთელი სიტყვიერი შემადგენლობა.

2) სიტყვათა მთლიანობა მეტყველების მოცემულ ვარიანტში.

ლექსიკალიზაცია - ენის ცალკეული ელემენტების და მათი ურთიერთშეთანხმების გარდაქმნა ლექსემებად.

ლექსიკოგრაფია - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ლექსიკონების შედგენის თეორიასა და პრაქტიკას შეისწავლის.

ლექსიკოლოგია - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ენის სიტყვიერ მარაგს შეისწავლის.

ლექსიკონი

1) საცნობარო წიგნი, სადაც თავმოყრილია ანბანურად დალაგებული სიტყვები და მათი განმარტებანი; ცნობარი.

2) ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის დიალექტის ან ცალკეული მწერლის სიტყვათა შემადგენლობა.

3) სიტყვათა და გამოთქმათა მარაგი.

ლექსინგტონი - ქალაქი აშშ-ს კენტუკის შტატში (225 ათასი).

ლექსისი ვილჰელმ - გერმანელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1837-1914 წწ).

ლექსოზერო - ტბა რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, სიღრმე 34 მეტრამდე.

ლექსუსი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანია, რომელიც „ტოიოტა მოტორსის“ ქვეგანყოფილებას წარმოადგენს.

ლექტორი (ლათ.) - პირი, რომელიც ლექციას კითხულობს.

ლექტორიუმი (ლათ.) - დაწესებულება, რომელიც განაგებს საჯარო ლექციების მოწყობის საქმეს, ადგილი, სადაც ეწყობა საჯარო ლექციები.

ლექცია (ლათ.) - სასწავლო მასალის ან რაიმე საკითხის, თემის სისტემატური, თანმიმდევრული, ზეპირი გადმოცემა.

ლექციონარი - ქრისტიანულ სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისა და დღისთვის დაწესებული ბიბლიური საკითხავების კრებული; საწინასწარმეტყველო.

ლეღვა

1) სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 470 მეტრი, ტყიბულიდან 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს - 163 კაცი. სოფელშია სამკურნალო გოგირდოვანი წყალი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

2) სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ლეღვათხევი

1) (წავკისისწყალი, დაბახანისხევი) მდინარე თბილისის მიდამოებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

2) (დაბახანა) ძველი თბილისის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ბოტანიკური ბაღის მიდამოებში.

ლეღვანი

1) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ლეღვანურის (მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 500 მეტრი. ხარაგაულიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 934 კაცი.

2) იხილე ლეღვანურა.

ლეღვანურა (ლეღვანი) - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი.

ლეღვთახევი (დაბახანა) - ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს.

ლეღვი (Ficu carica)

1) სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახისა ფიკუსუს გვარისა. მეჩხერად დატოტვილი, 4-12 მეტრი სიმაღლის ხე.

2) ამ ხის ნაყოფი.

ლეღვისკვერი

1) ასხმული ჩირი (საბა).

2) ლეღვის ტყლაპი.

ლეღვნარა - მდინარე სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ლეღი - თოვლის დნობა.

ლეღმა

1) ტემპერატურის აწევა 0 გრადუს ცელსიუსზე და უფრო მაღლა ზამთრის ყინვიან პერიოდში.

2) ყინული ან შეყინული თოვლი, რომელიც დნობას იწყებს.

ლეღმანაკრავი - ისეთი (თოვლი, ყინული), რომელიც დნობას იწყებს.

ლეყეპო - დამდგარი წყლის ზედაპირზე მოყენებული მწვანე ლორწოვანი მასა.

ლეყერეთი

1) (ყოფილი კიროვი) - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ჯვარისის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 450 მეტრი, ტყიბულიდან - 38 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 65 კაცი.

2) მდინარე წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ლეყუდელი - მთა ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე (2344 მეტრი).

ლეშამუგე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლე შანუა ჟან პოლ (ნამდვილი გვარი დრეიფუსი) - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი (1909-1985 წწ).

ლე შატელიე ანრი ლუი - ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1850-1936 წწ).

ლეშეტიცკი ტეოდორ - პოლონელი პიანისტი და პედაგოგი (1830-1915 წწ).

ლეშვნილი - უღელტეხილი და მწვერვალი (3900 მეტრი) მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

ლეშთი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ლეში - მკვდარი ცხოველის ან უპატრონოდ მიტოვებული მკვდარი ადამიანის სხეული, მძორი.

ლეში ჰაჯი - ალბანეთის შრომის პარტიის მოღვაწე, ალბანეთის ფორმალური ხელმძღვანელი ენვერ ხოჯას დიქტატურის წლებში (1915-1998 წწ).

ლეშკედა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლეშკიკილე - უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ზესხოს ქედზე.

ლეშლი კარლ სპენსერ - ამერიკელი ფსიქოლოგი და ფიზიოლოგი (1890-1958 წწ).

ლეშნო - ქალაქი პოლონეთში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

ლეშუკვი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლეშურა - მრავალწლოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა, აქვს გამსხვილებული ფესვი, მცოცავი ღეროები და ხაოიანი ფოთლები, ისხამს შავ ან წითელ ნაყოფს.

ლეშყური - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ხუმფრერის სათავე.

ლეშჩენკო ლევ - რუსი ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1942 წელს).

ლეშჩინსკაია მარია - საფრანგეთის დედოფალი 1725 წლიდან, ლუდოვიკო XV-ის მეუღლე, პოლონეთის მეფის სტანისლავ ლეშჩინსკის ასული (1703-1788 წწ).

ლეშჩინსკი ბოლესლავ - პოლონელი მსახობი (1837-1918 წწ).

ლეშჩინსკი იულიან - პოლონეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1929 წლიდან, რეპრესირებულ იქნა სსრკ-ში (1889-1937 წწ).

ლეშჩინსკი სტანისლავ - პოლონეთის მეფე (1677-1766 წწ).

ლეშხი - ხის ფოთლებიდან ჩამონადენი წვეთები, ჟვავი

ლეჩაქი - ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი (ჩიხტიკოპთან და ბაღდადთან ერთად).

ლეჩაქიანი - ვისაც ლეჩაქი ახურავს.

ლეჩაქმოხდილი

1) ვისაც ლეჩაქი მოეხადა, გადასძვრა.

2). (ძვ.) შერცხვენილი, ნამუსახდილი ქალი.

ლეჩე - ქალაქი იტალიის აპულიის ოლქში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

ლეჩური - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. გაშენებულია მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) პირზე. თელავიდან დაშორებულია 24 კმ-თი, თბილისიდან - 63 კმ-თი. დასახლებულია ძირითადად ფშავიდან ჩამოსახლებული ფშავლებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 ადამიანი.

ლეჩქის სერი - მთა, იხილე გადრეკილი.

ლეჩქოფი - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ლეჩხუმი

1) ისტორიული მხარეები.

2) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტისა და ნაწილობრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა. ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა,მუშკუდიანთა, სილაგაძეების, ახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან. ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში შედის.

ლეჩხუმის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის მაზრაში, ქუთაისის გუბერნიის ნაწილი, არსებობდა 1867-1930 წლებში.

ლეჩხუმის ქედი - ქედი ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში.

ლეცავე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეცი სტანისლავ ეჟი - პოლონელი პოეტი, იუმორისტი (1909-1966 წწ).

ლეცითინები (ბერძნ.) - ცხიმისმაგვარი ორგანული ნივთიერებანი, რომლებიც მოიპოვება მცენარეებში, კვერცხის გულსა და ცხოველთა ორგანიზმში. განეკუთვნება ფოსფორის შემცველი ლიპიდების ჯგუფს.

ლეციცხვაიე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეძაძემე - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ლეწურწუმე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლეწფერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლეჭარაიე - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ლეხაინდრავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეხარჩილე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლეხზირი - უღელტეხილი, მწვერვალი და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ლეხთაგი - ყოფილი სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ლეხიდარი - მდინარე წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ნაქერალის ქედზე, 1330 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე - 22 კილომეტრი, აუზის ფართობი - 137 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნები იცის მთელი წლის განმავლობაში (განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე). საშუალო წლიური ხარჯი 6,8 კუბ.მ/წმ.

ლეხიდრისთავი (ლეხიდარი) - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (დღნორისის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ლეხიდრის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, წყალტუბოდან - 74 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 139 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია (ლეხიდარი) XVII საუკუნეში.

ლეხნერი ედენ - უნგრელი არქიტექტორი (1845-1914 წწ).

ლეხონი იან (ნამდვილი სახელი და გვარი ლეშეკ სერაფინოვიჩი) - პოლონელი პოეტი (1899-1956 წწ).

ლეხტინსკი ირჟი - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1947 წელს).

ლეხურა (რეხულა) - მდინარე ახალგორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი.

ლეჯა - წენგოს ნაპობი (საბა), კაკლის გაცლილი წენგო.

ლეჯიქე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ლეჯოლიხე - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ლეჰარი ფერენც (ფრანც) - უნგრელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1870-1948 წწ).

ლეჰი უილიამ დანიელ - აშშ-ს ფლოტის ადმირალი (1875-1959 წწ.).

ლეჰტონენი იოელ - ფინელი მწერალი (1881-1934 წწ).