The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა 0005უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)
ფოლდერის გახნა და სარჩევის ნახვა
ფოლდერის გახნა და სარჩევის ნახვა

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (კ-ლ)

ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონები
© ელერდაშვილი ალექსანდრე
2004
სამოქალაქო განათლების განყოფილება
22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი
 


 

- ქართული ანბანის მეათე ასო. მისი სახელია „კანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ყრუ ხშულ-მსკდომი აბრუპტივისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ოცს (20).

კა

 

კა

  1. ეგვიპტური მითოლოგიიის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი არსობის სული, რომელიც ყოველ ადამიანთან ერთად იბადება და მისი ორეულის სახით ცხოვრობს ქვეყნად.

  2. (სონგქჰა) - მდინარე ვიეტნამში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას.

კა-8 - ნ. ი. კამოვის მიერ კონსტრუირებული მარკა საბჭოური წარმოების ვერტმფრენისა.

კაალი ანუ - ესტონელი მომღერალი ქალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო) საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

კაანი ჯეიმზ - ამერიკელი კინომსახიობი და რეჟისორი (დაიბადა 1939 წელს).

კაანი ჰაბიბოლა - იხილე. ყაანი.

კაასი პატრისია - ფრანგული ესტრადის მომღერალი ქალი (დაიბადა 1966 წელს).

კაატინგა (პორტუგ.) - ტროპიკული მეჩხერი ტყე ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

კაატრა კესი - ფინელი მწერალი (1882-1928 წწ).

კაა-ხემი - დაბა რუსეთის ტუვის რესპუბლიკაში.

კაახკა - დაბა თურქმენეთის აშხაბადის ოლქში.

კაბა (სპარს.)

  1. ქალის სამოსელი მთლიანი.

  2. (ძვ.) კალთებიანი ძველი ტანსაცმელი ქალისაც და კაცისაც.

კაბადოკია (ლათ. Cappadocia, თურქ. Kapadokya) - აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქი.

კაბადონი

  1. დაწერილი ფურცლის ცალი პირი.

  2. წერილთა ფურცელსა ეწოდების კეფი, ხოლო ფურცლისა ცალსა პირსა კაბადონი, ხოლო ნახევარსა კაბადონისასა გვერდი (საბა).

კაბაევა ალინა - უზბეკი სპორტსმენი ქალი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში (დაიბადა 1983 წელს).

კაბაკოვი ილია - რუსი მხატვარი და ხელოვნების თეორიტიკოსი (დაიბადა 1933 წელს).

კაბაკოვი მარკ - რუსი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

კაბაკოვსკი - რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქის ქალაქ სეროვის სახელი 1934-37 წლებში.

კაბაკუბა - კაბები, ქალის ტანსაცმელი საერთოდ.

კაბალა

  1. (არაბ).პიროვნული დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა, რაც სესხთანაა დაკავშირებული.

  2. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს მონობას.

  3. (ძვ.ებრ.) იუდეველთა შორის გავრცელებული ზეპირი გადმოცემები, თავმოყრილი წიგნში - სახელად „ზოგარი“.

  4. იგივეა, რაც კაბალისტიკა.

კაბალევსკი დიმიტრი - რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904 - 1987 წწ).

კაბალეტა (იტალ.) - იგივეა, რაც კავატინა.

კაბალი

  1. მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

  2. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

კაბალიე მონსერატ - ესპანელი ოპერის მომღერალი ქალი, სოპრანო (დაიბადა 1933 წელს).

კაბალიერო

  1. (ესპან. caballo-დან - „ცხენი“) - შუა საუკუნეების ესპანეთში დიდგვაროვანი ადამიანი, რაინდი, ზოგადად კი - მხედარი.

  2. სელესტინო - პანამელი მოკრივე-პროფესიონალი, მსოფლიოს ჩემპიონი პირველ ქვემსუბუქ წონაში WBA-ს ვერსიით (დაიბადა 1976 წელს).

კაბალიერო-კალდერონი ედუარდო - კოლუმბიელი მწერალი და ჟურნალისტი (1910-1995 წწ).

კაბალიეროსი - რაინდობა შუა საუკუეების ესპანეთში, რეკონკისტის ადრინდელ ხანაში.

კაბალისტიკა (ძვ.ებრ.)

  1. იუდაიზმის მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება.

  2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული.

კაბალური - მონურის მსგავსი.

კაბანატუანი - ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე (175 ათასი).

კაბანისი პიერ ჟან-ჟორჟ - ფრანგი ფილოსოფოსი, ექიმი (1757-1808 წწ).

კაბარდინკა - კურორტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

კაბარე

  1. (ფრანგ. Cabaret) - XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ხელოვანთა თავშეყრის ადგილი საფრანგეთში. ამჟამად რესტორანი, სადაც საესტრადო სპექტაკლებიც იდგმება.

  2. ბროდვეიზე დადგმული ამავე სახელწოდების მიუზიკლის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი (აშშ, 1972 წ). დამდგმელი რეჟისორი - ბობ ფოსი, მთავარ როლში - ლაიზა მინელი. მიუზიკლს საფუძვლად დაედო კრისტოფერ იშერვუდის ბერლინური მოთხრობები.

კაბაშური - ბავშვის საბანი.

კაბაჭრელა (ძაღლისკბილა, Erythronium) - ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა.

კაბდო - ხელნებიანი ფიცარი, რომელზედაც ფარცხი გამოებმება.

კაბე ეტიენ - ფრანგი პუბლიცისტი, უტოპიური კომუნიზმის იდეოლოგი (1788-1856 წწ).

კაბელი (ჰოლანდ. kabel)

  1. ჰერმეტულ გარსში მოქცეული მოქნილი, იზოლირებული სადენი.

  2. საზღვაო საქმეში - ფოლადის ბაგირი.

კაბელტოვი

  1. მანძილის არასისტემური ერთეული; გამოიყენება საზღვაო საქმეში.

  2. კაბელტოვი უდრის 0,1 მილს - 185,2 მეტრს.

  3. ქერელის ბაგირი 150-300 მმ სიმსხოსი; იყენებენ გემზე.

კაბენი

  1. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამონასტრო კომპლექსი სოფელ კიკეთის მახლობლად. აგებულია XIII საუკუნის I ნახევრამდე.

  2. IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

კაბერი - X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ამავე სახელწოდების ნასოფლარში, კასპის მუნიციპალიტეტში.

კაბერნე (ფრანგ.)

  1. ფრანგული ჯიშის ვაზი, მუქი ლურჯი ყურძნის მქონე.

  2. წითელი ღვინო ამ ჯიშის ყურძნისა.

კაბესტანი (ფრანგ. cabestan)

  1. გემზე დამონტაჟებული ვერტიკალური ლილვის მქონე ასაწევი მოწყობილობა, გამოიყენება ღუზის და ბაგირების ასაწევ-დასაწევად.

  2. სამდინარო გემის სახესხვაობა.

კაბესტანი გილიემ დე (Guillem de Cabestany) - კატალონიელი რაინდი და პოეტი, ტრუბადურთა პროვანსალური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი (1160 - დაახლოებით 1220 წწ).

კაბვე (ინგლ. Kabwe 1965 წლამდე ბროუკენ-ჰილი) - ქალაქი ზამბიაში, ცენტრალური პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).

კაბილა ლორან დეზირე (Laurent-Desire Kabila) - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი 1997-2001 წლებში (1922-2001 წწ).

კაბილა ჟოზეფ კაბანგე (Joseph Kabila Kabange) - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტი 2001 წლიდან (დაიბადა 1971 წელს).

კაბილდო (ესპან. Cabildo) - ქალაქი ჩილეში, ვალპარაისოს ოლქში (20 ათასი - 2002 წ).

კაბილები - ჩრდილოეთ ალჟირის მთიან რაიონში მცხოვრები ბერბერული ტომის ხალხი.

კაბიმასი (ესპან. Cabimas) - ქალაქი ვენესუელის სულიის შტატში (225 ათასი - 2001 წ).

კაბინა (ფრანგ.) - პატარა სათავსო სპეციალური დანიშნულებისა.

კაბინდა (ყოფილი „პორტუგალიის კონგო“) - ანგოლის ერთ-ერთი პროვინცია.

კაბინეტი (ფრანგ.)

  1. სამუშაოდ, სამეცადინოდ განკუთვნილი ოთახი.

  2. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის წევრთა, მინისტრთა ერთობლიობა; მთავრობა.

კაბირვაშკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მრამბის სათავე.

კაბირები - დაბალი რანგის ღვთაებები ძველ საბერძნეთში, რომლებიც განაგებდნენ ნაყოფიერებას, მიწისქვეშეთის ცეცხლს და სხვა.

კაბირია (იტალ. Cabiria)

  1. მუნჯი იტალიური ფილმი, რეჟისორი - ჯოვანი პასტრონე (გადაღებულია 1914 წელს).

  2. მთავარი პერსონაჟი ფედერიკო ფელინის ფილმისა „კაბირიას ღამეები“ ჯულიეტა მაზინას შესრულებით.

კაბიშხა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

კაბიწი - მარცვლეულის საწყაო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში უდრიდა 10 კგ-ს (XIII-XV საუკუნეებში) და 17,8 კგ-ს (XV-XVI საუკუნეებში).

კაბლოგრამა (ფრანგ.) - წყალქვეშა კაბელით გადაცემული ტელეგრამა.

კაბო - ებრაული გვარი, რომელიც წარმოდგება სიტყვა „გაბაის“ (გაბო - „სინაგოგას მმართველი“) აშკენაზთა ძველებრაული ფორმიდან.

კაბო ლუბოვ - რუსი მწერალი ქალი (1917-2007 წწ).

კაბო-ვერდე (რესპუბლიკა კაბო-ვერდე, port. Republica de Cabo Verde, ასევე - „მწვანე კონცხის კუნძულები“).

  • 10 დიდ და 8 მცირე კუნძულზე მდებარე სახელმწიფო მწვანე კონცხის კუნძულებზე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან.

  • დამოუკიდებლობის დღე (პორტუგალიისგან) - 1975 წლის 5 ივლისი.

  • ეროვნული დევიზი - „Unidade, Trabalho, Progresso“ (ერთობა, შრომა. პროგრესი).

  • ჰიმნი - „Cantico da Liberdade“.

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული სახალხო ასამბლეა.

  • ფართობი - 4 033 კვ.კმ.

  • დაყოფილია 14 ოლქად.

  • მოსახლეობა - 410 ათასი.

  • სიმჭიდროვე - 102 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • ოფიციალური ენები -პორტუგალიური და კაბოვერდიანუ.

  • დედაქალაქი - პრაია.

  • ეროვნული ვალუტა - კაბო-ვერდეს ესკუდო.

  • ქვეყნის კოდი - CPV.

  • დროის სარტყელი - UTC -1.

  • სატელეფონო კოდი - +238.

  • ინტერნეტ-დომენი - cv.

კაბოვერდიანუ ან კაბუვერდიანუ (cabuverdianu) - პორტუგალიურის საფუძველზე წარმოქმნილი კრეოლური ენა, კაბო-ვერდეს მოსახლეობის მშობლიური ენა.

კაბოკლო (პორტ. caboclo - „ტყიდან მოსულები“) - ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი, პორტუგალიელ-ინდიელი მეტისები.

კაბომბა (ლათ. Cabomba) - წყალმცენარეთა სახეობა, გამოიყენება აკვარიუმების გასაფორმებლად.

კაბოტაჟი (ფრანგ. cabotage)

  1. გემების მიმოსვლა ერთი ქვეყნის პორტებს შორის.

  2. სანაპირო ნაოსნობის ფლოტი.

კაბოტი (მამა-შვილი)

კაბოტი სებასტიან - იტალიელი ზღვაოსანი, ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი-მკვლევარი (1479-1557 წწ).

კაბოტი ჯოვანი - იტალიელი ზღვაოსანი, მსახურობდა ინგლისელთა ფლოტში, ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილის პირველაღმომჩენი-მკვლევარი (1443-1498 წწ).

კაბოტის სრუტე - სრუტე კუნძულ ნიუფაუნდლენდსა და კუნძულ კეიპ-ბრეტონს შორის (ატლანტის ოკეანე).

კაბოში ილონა - უნგრელ-ბრიტანელი პიანისტი ქალი (1898-1973 წწ).

კაბოშიენები - 1413 წლის პარიზის აჯანყების მონაწილენი. სახელი ეწოდათ მათი ბელადის კაბოშის სახელის მიხედვით.

კაბოშონი (ფრანგ. caboche-დან - „თავი“) - ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვების დამუშავების ხერხი: მრგვლად გახეხილი ძვირფასი ქვა.

კაბრალი ამილკარ (ფსევდონიმი - ჯასი) - გვინეის აფრიკის დამოუკიდებლობის პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და გენერალური მდივანი 1956 წლიდან, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი (1924-1973 წწ).

კაბრალი პედრუ ალვარიშ (Pedro Alvares Cabral) - პორტუგალიელი ზღვაოსანი, ბრაზილიის ნაპირების პირველაღმომჩენი (1460-1526 წწ).

კაბრაში - ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში მდებარე მცირე კუნძული.

კაბრერა-ინფანტე გილერმო - კუბელი მწერალი (დაიბადა 1929 წელს).

კაბრიოლეტი (ფრანგ. cabriolet)

  1. მსუბუქი ორადგილიანი ერთცხენიანი ეკიპაჟი.

  2. ავტომობილის ძარის სახესხვაობა, რომელსაც გადასახდელი სახურავი აქვს.

კაბუ-ბრანკუ - კონცხი ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი.

კაბუზთა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე, ჯავიდან - 52 კილომეტრი.

კაბუკი - კლასიკური იაპონური თეატრის ერთ-ერთი სახეობა. ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში.

კაბური - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

კაგავა - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ სიკოკუს ჩრდილოეთ ნაწილში. მთავარი ქალაქი - ტაკამაცუ.

კაგაიან-დე-ორო - ქალაქი-პორტი ფილიპინების აღმოსავლეთ მისამის პროვინციაში.

კაგალნიკი - მდინარე რუსეთის როსტოვის ოლქში, დონის მარჯვენა შენაკადი.

კაგამიგაჰარა - პრეფექტურა იაპონიაში.

კაგანოვიჩი ლაზარ - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწე, 30-50-იანი წლების მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი (1893-1991 წწ).

კაგანოვიჩი მიხაილ - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და სამეურნეო მუშაკი, საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისარი ლაზარ კაგანოვიჩის ძმა (1888-1941 წწ).

კაგარლიკი - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

კაგერა - მდინარე აფრიკის აღმოსვლეთ ნაწილში, ერთვის ვიქტორიის ტბას.

კაგორი (კაჰორი) - სადესერტო წითელი ღვინო. სახელი ეწოდა საფრანგეთის ქალაქ კაორის მიხედვით.

კაგოსიმა

  1. ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (540 ათასი).

  2. პრეფექტურა იაპონიაში.

კაგუანი (Cynocephalus volans) - ძუძუმწოვარა ცხოველი ფრთამატყლიანთა რიგისა; სხეულის სიგრძე 60 სმ. კისრიდან კუდამდე გადაჭიმული აქვს საფრენი აპკი და 70 მეტრამდე მანძილის გადაფრენა შეუძლია. გავრცელებულია ზონდის, მოლუკის, ფილიპინის კუნძულებსა და მალაკის ნახევარკუნძულზე.

კაგუასი - ქალაქი პუერტო-რიკოში (135 ათასი).

კაგულარები (ფრანგ.) - საფრანგეთის ფაშისტურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრები XX საუკუნის 30-იან წლებში.

კაგული

  1. ტბა უკრაინის ოდესის ოლქში.

  2. ქალაქი მოლდავეთში.

კაგუცუტი - იაპონურ მითოლოგიაში - ცეცხლისა და ვულკანების ღვთაება.

კადა - მდინარე რუსეთის ირკუტსკის ოლქში, ერთვის ბრატსკის წყალსაცავს.

კადადა - მდინარე რუსეთის პენზის ოლქში, მდინარე სურის მარცხენა შენაკადი.

კადაია - დაბა რუსეთის ჩიტის ოლქში.

კადალსო-ი-ვასკესი ხოსე დე - ესპანელი მწერალი (1741-1782 წწ).

კადანსი - იხილე კადენცია.

კადარე ისმაილ - ალბანელი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).

კადარი

  1. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ძველი აბაშის დასავლეთით. აშენებულია არაუადრეს XIV საუკუნისა.

  2. სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

კადარი იანოშ - უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1956-88 წლებში უნგრეთის კომპარტიის გენერალური მდივანი (1912-1989 წწ).

კადასტრი (ფრანგ.) - სისტემატიზირებული ინფორმაცია, რაც შექმნილია ამა თუ იმ ობიექტზე პერიოდული ან გამუდმებული დაკვირვების შედეგად.

კადაფი მუამარ - ლიბიის სახელმწიფო მოღვაწე, ლიბიის რევოლუციის ლიდერი 1969 წლიდან, ლიბიის საერთო-სახალხო კონგრესის გენერალური მდივანი, პოლკოვნიკი (დაიბადა 1940 წელს).

კადებუ - ესპანური წარმოშობის ძაღლის ჯიში, გამოიყენება სპეციალური სამსახურების ორგანოებში, ახასიათებს დიდი აგრესიულობა.

კადენ-ბანდროვსკი იულიუშ - პოლონელი მწერალი (1885-1944 წწ).

კადენცია (იტალ.) (კადანსი)

  1. მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიული ან მელოდიური დამამთავრებელი ნაწილი.

  2. ინსტრუმენტულ კონცერტში ვირტუოზული სოლო ეპიზოდი.

კადეტი (ფრანგ.)

  1. ძველ რუსეთში სამხედრო საშუალო სასწავლებლის მოსწავლე.

  2. 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკე.

კადეში (ქადეში) - ქალაქი-სახელმწიფო ძველ სირიაში, მდინარე ორონტესის ნაპირზე. წერილობით წყაროებში მოიხსენიება II ათასწლეულის შუა ხანებიდან.

კადი

  1. დაბა რუსეთის კოსტრომის ოლქში.

  2. ტბა რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, ამურის მარჯვენანაპირეთში.

კადიაკი (კოდიაკი) - კუნძული ალასკის სანაპიროსთან, ეკუთვნის აშშ-ს.

კადიარი - კუნძული ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან, აშშ-ს ალასკის შტატის შემადგენლობაში.

კადიევკა - უკრაინის ქალაქ სტახანოვის სახელი 1937 წლამდე.

კადილაკი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი განყოფილება კონცერნ „ჯენერალ მოტორსისა“. დაარსებულია 1902 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ს ქალაქ დეტროიტში.

კადიმა („წინსვლა“) - პოლიტიკური პარტია ისრაელში. შექიმნა 2005 წლის ნოემბერში.

კადიროვი აჰმად - ჩეჩნეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური 2000 წლიდან. მოკლულ იქნა ტერორისტული აქტის შედეგად (1951-2004 წწ).

კადისი

  1. ქალაქი-პორტი ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ანდალუსიის ავტონომიურ ოლქში (155 ათასი).

  2. ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ ნეგროსის ჩრდილოეთ ნაწილში (120 ათასი).

კადისის უბე - უბე ატლანტის ოკეანის ესპანეთის სანაპიროსთან.

კადიქჩანი - დაბა რუსეთის მაგადანის ოლქში.

კადლუბეკი ვინცენტი - პოლონელი მემატიანე (დაახლოებით 1150 - 1223 წწ).

კადმიუმი (Cd)

  1. ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 48, ატომური მასა 112,41. აღმოაჩინა გერმანელმა ფ.შტრომეიერმა 1817 წელს.

  2. ხელოვნური ყვითელი საღებავი.

კადმოსი (kadme) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბეოტიური მითების გმირი, თებეს მითიური დამააარსებელი, ფინიკიის მეფის - აგენორის ვაჟი.

კადნერი ოტაკარ - ჩეხი პედაგოგი-დემოკრატი, სახელმწიფო პედაგოგიური აკადემიის დირექტორი (1870-1936 წწ).

კადნიერი - მეტისმეტად თამამი, გამბედავი, მოურიდებელი, თავხედი.

კადნიკოვი - ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

კადოეთი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჯახის (არაგვის მარჯვენა შენაკადი).

ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

კადომა - ქალაქი იაპონიაში, ოსაკის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (150 ათასი).

კადომი - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

კადონი - ესე არს ძელით ფრიალო გვერდი ბაქან-ბაქანად მოასწოროს დასათესველად, გინა ცხენებთა შორის ლატანი გაუბან, ერთმანეთს არა ავნონ (საბა).

კადოშკინო - ქალაქი რუსეთის მორდოვეთის რესპუბლიკაში.

კადოჩნიკოვი პაველ - რუსი კინომსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1915-1988 წწ).

კადრი (ფრანგ.)

  1. კინო-ფოტოფირის ერთი სურათი.

  2. კინოფილმის ცალკე სცენა ან ეპიზოდი.

  3. (კადრები) რაიმე წარმოების, დაწესებულების, პარტიის, ორგანიზაციის ძირითადი შემადგენლობა.

კადრილი (ფრანგ.) - ფრანგული ხალხური და სამეჯლისო წყვილთა ცეკვა, მუსიკალური ზომა ჩვეულებრივ 2/4.

კადუდალი ჟორჟ - შუანების (კონტრრევოლუციონერების) ერთ-ერთი ხელმძღვანელი საფრანგეთში, ნაპოლეონის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი. სიკვდილით იქნა დასჯილი (1771-1804 წწ).

კადუი - დაბა რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

კადუნა - ქალაქი ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

კადუცეუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად ორგველშემოვლებული კვერთხი, ჰერმეს-მერკურის ატრიბუტი. ამჟამად ვაჭრობის ემბლემაა.

კაენი

  1. ბიბლიის მიხედვით, ადამის და ევას უფროსი ძე, მიწათმოქმედი; საკუთარი ძმის, აბელის მკვლელი.

  2. იტყვიან მოღალატე ადამიანზე, კაცის მკვლელზე.

კაენის ციხე

  1. ციხე-სიმაგრე შუა საუკუნეების საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში, მდინარე აღსტევის ზემოწელზე. აშენებულია X საუკუნეში.

  2. ციხე-სიმაგრე მდინარე დებედის ხეობაში, ახპატის მონასტრის მახლობლად (სომხეთი); აგებულია 1239 წელს.

კაერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

კაესი - ქალაქი მალის დასავლეთ ნაწილში, პორტი მდინარე სენეგალზე.

კაეტანი ლეონე - იტალიელი ისლამმცოდნე (1869-1935 წწ).

კაეტი - დასის თავი (საბა).

კაეშანი - დარდი, სევდა, ნაღველი.

კაეშნიანი - დარდიანი, სევდიანი, ნაღვლიანი.

კავა

  1. ველური წიწაკის ფესვისაგან დამზადებული მათრობელა სასმელი ოკეანეთის ქვეყნებში.

  2. მდინარე რუსეთის ხაბაროვსკის მხარესა და მაგადანის ოლქში, მდინარე ტაუის მდგენელი.

კავაბატა იასუნარი - იაპონელი მწერალი, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1899-1972 წწ).

კავაგოე - ქალაქი იაპონიაში, საიტამის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (300 ათასი).

კავაგუტი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, საიტამის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (450 ათასი).

კავად I - ირანის შაჰი სასანიათა დინასტიისა (გარდაიცვალა 531 წელს).

კავაია - ქალაქი ალბანეთში.

კავაკიბი აბდ-არ-რაჰმან - სირიელი არაბი მწერალი (1849-1903 წწ).

კავალა - ქალაქი-პორტი საბერძნეთში, ამავე სახელწოდების ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

კავალეკი ლიუბომირ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1943 წელს).

კავალერგარდები - რუსეთის გვარდიის საცხენოსნო ნაწილი XVIII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

კავალერი (ფრანგ.)

  1. შუა საუკუნეებში რაინდთა ორდენის წევრი; სათავადაზნაურო ტიტული ესპანეთსა და იტალიაში.

  2. ორდენით დაჯილდოებული პირი.

  3. ქალის თანმხლები მამაკაცი.

კავალერია (ფრანგ.) - სახმელეთო ჯარების საცხენოსნო ქვეგანაყოფი. არსებობა შეწყვიტა XX საუკუნის 50-იანი წლებიდან.

კავალერისტი - ცხენოსანი მეომარი.

კავალერიძე ივანე - ქართული წარმოშობის უკრაინელი მოქანდაკე და კინორეჟისორი (1887-1980 წწ).

კავალეროვიჩი იეჟი - პოლონელი კინორეჟისორი (დაიბადა 1922 წელს).

კავალეროვო - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში.

კავალი

  1. მოლდავეთში, რუმინეთსა და ალბანეთში გავრცელებული ფლეიტის მსგავსი სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი.

  2. ფრანჩესკო (ნამდვილი გვარი - კალეტი, მეტსახელი - ბრუნი) - იტალიელი კომპოზიტორი, ვენეციის საოპერო სკოლის წარმომადგენელი (1602-1676 წწ).

კავალიერი ბონავენტურა - იტალიელი მათემატიკოსი (1598-1647 წწ).

კავალიერი ემილიო - იტალიელი კომპოზიტორი და დიპლომატი (დაახლოებით 1550-1602 წწ).

კავალიერი (ფრანგ.) - მიწაყრილი გზის გაყოლებაზე, კეთდება ამოღებული გრუნტით ნამქერისა და ჩამდინარი წყლებისაგან დასაცავად.

კავალინი პიეტრო (დეი ჩერონი) - იტალიელი ფერმწერი, პროტორენესანსის წარმომადგენელი (1240-სა და 1250 შორის - 1330 წწ).

კავალკადა (ფრანგ.) - ერთად მოსიარულე ცხენოსანთა ჯგუფი.

კავალკანტი ალბერტუ - ბრაზილიელი კინორეჟისორი (1897-1982 წწ).

კავალკანტი გვიდო - იტალიელი პოეტი (დაახლოებით 1255-1300 წწ).

კავანდი ჯენეტ ლინი - ამერიკელი ასტრონავტი; განახორციელა სამი კოსმოსური ფრენა 1994-2001 წლებში (დაიბადა 1959 წელს).

კავანი ლილიანა - იტალიელი რეჟისორი და კინოსცენარისტი ქალი (დაიბადა 1933 წელს).

კავარატი - ქალაქი ინდოეთში, კუნძულ კავარატიზე, ლაქშადვიპის მოკავშირე ტერიტორის ადმინისტრაციული ცენტრი.

კავარსკასი (1917 წლამდე კოვარსკი) - ქალაქი ლიტვაში.

კავასაკი

  1. ქალაქი-პორტი იაპონიაში, კანაგავის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (1,2 მლნ.).

  2. (იაპონ.) - ხის მოტორიან-იალქნიანი თევზსაჭერი გემი.

კავატინა (იტალ.) - მცირე ზომის ლირიული ხასიათის სოლო ვოკალური პიესა ოპერაში ან ორატორიაში.

კავაფისი კონსტანტინოს - ბერძენი პოეტი, ცხოვრობდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში (1863-1933 წწ).

კავაქლუქი - გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაკის ძველი სახელი.

კავაჩა - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში, ერთვის ბერინგის ზღვას.

კავდინიის ხეობა - მდებარეობს იტალიაში.

კავენდიში ჰენრი - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1731-1810 წწ).

კავენიაკი გოდფრუა ელეონორ ლუი ეჟენ - ფრანგი გენერალი, 1848 წლის მუშათა აჯანყების ჩაქრობის ხელმძღვანელი (1802-1857 წწ).

კავერი - მდინარე ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ერთვის ბენგალის ყურეს (სიგრძე - 800 კილომეტრი).

კავერინი ვენიამინ (ნამდვილი გვარი ზოლბერი) - რუსი მწერალი (1902-1989 წწ).

კავერნა (ლათ.)

  1. ღრუ, რომელიც ჩნდება რაიმე ორგანოში ქსოვილების დაშლის შედეგად.

  2. გეოლოგიაში - ქანში გაჩენილი სიცარიელე.

კავესა დე ვაკა ალვარო ნუნიეს - ესპანელი კონკისტადორი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი (1490-1564 წწ).

კავეული (კავეულობა) - რკინისაგან დამზადებული სხვადასხვა წვრილი ნაკეთობა.

კავთისხევი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

კავთურა - მდინარე კასპის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 26 კილომეტრი, აუზის ფართობი 129 კვ.კმ).

კავი

  1. ნავის ღუზა.

  2. მიწის სახვნელი ძველებური იარაღი; აჩაჩა.

  3. სახურავის ლატანი, რომელზედაც მაგრდება კრამიტი და ყავარი.

  4. ვაზის ულვაში, რომლითაც ის ჭიგოს ეხვევა.

  5. მოკაკული რკინა თუ ხე (საბა).

კავიანი - რასაც კავი აქვს.

კავისებრი - კავის მსგავსი

კავიტაცია (ლათ.) - აირით სავსე ბუშტების წარმოქმნა მოძრავ სითხეში.

კავიტე - ქალაქი-პორტი ფილიპინებში.

კავკავი

  1. სიცივისგან კანკალი.

  2. ძაღლის ლეკვის უღონო ხმიანობა.

კავკასევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აპოლონის ზედმეტი სახელი კავკასიაში.

კავკასია - ტერიტორია შავი, აზოვის და კასპიის ზღვებს შორის (440 ათასი კვ.კმ.). იყოფა ჩრდილოეთ კავკასიად და ამიერკავკასიად.

კავკასიონი

  1. კავკასიის ყელის ირიბად გადამკვეთი მთათა სისტემა, რომლის დიდი ნაწილი შედის საქართველოს შემადგენლობაში.

  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მწყემსი, რომელიც მოკლა კრონოსმა და რომლის სახელიც შემდგომში კავკასიონის მთებს ეწოდა.

კავკასიძე მელქისედეკ - XVIII საუკუნის მწიგნობარი, ვახტანგ მექვსის კარის მდივანი.

კავკასიური - კავკასიის დამახასიათებელი.

კავ-კომბალი - კომბალი, რომელსაც ერთ მხარეზე კავი (კაუჭი) აქვს.

კავლი - ჭირხლის, ბოლოკის და მისთანების ღერო.

კავნოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქის - კავნოსის - მითიური დამაარსებელი და მისი ეპონიმი.

კავოსი კატერინო - იტალიური წარმოშობის რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი (1776-1840 წწ).

კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) - ხალხური სიმღერების შემსრულებელი (ტენორი) და ლოტბარი (1874-1939 წწ).

კავსაძე ანზორ - საგუნდო დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

კავსაძე ვლადიმერ - მომღერალი (ლირიკული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1886 1953 წწ).

კავსაძე იმერ - მომღერალი (ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

კავსაძე კახი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუ-ტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთავ-ელის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981). აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი”) (დაიბადა 1935 წლის 5 ივნისს).

კავსაძე მიხეილ - ლოტბარი (1880-1961 წწ).

კავური - ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი ხერხი.

კავური კამილო ბენსო - გრაფი, რისორჯიმენტოს ეპოქის იტალიის სახელმწიფო მოღვაწე, იტალიის გაერთიანებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი (1810-1861 წწ).

კავშა - თეთრფეხა (ცხენი).

კავშირგაბმულობა - იმ დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ტექნიკის საშუალებით ემსახურებიან მანძილზე ურთიერთობის დამყარებას (ფოსტა, ტელეგრაფი, ტელეფონი და სხვა).

კავშირი

  1. სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

  2. ოთხ(ნ)ი იგი ასონი: მიწა, წყალი, (ჰ)აირი და ცეცხლი, ვინათგან ამათ მიერ არს ყო(ვ)ელთა სხეულთა შემტკიცება (საბა).

  3. ის, რაც აერთებს, აახლოებს, ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის რასმე.

  4. ახლო, მჭიდრო ურთიერთობა.

  5. საერთო მიზნების, ინტერესების, საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი გაერთიანება, ორგანიზაცია.

  6. სხვადასხვა ადგილას მყოფ ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარება.

  7. (გრამატიკაში) დამხმარე უფორმო სიტყვა, რომელიც ამყარებს აზრობრივ ურთიერთობას წინანდადების წევრებს ან წინადადებებს შორის.

კაზადეზიუსი - ფრანგი მუსიკოსების ოჯახი: ანრი (1879-1947 წწ) და მისი ძმისშვილი რობერი (1899-1972 წწ).

კაზაკები

  1. რუსეთში დონზე, ყუბანზე, თერგზე და ზოგ სხვა ადგილას მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შთამომავალნი არიან ძველი რუსეთის თავისუფალი ახალშენების მოსახლეებისა; ამ ადამიანებისაგან შემდგარი სამხედრო ნაწილების მებრძოლები.

  2. ლევ ტოლსტოის მოთხრობა, დაიწერა 1863 წელს.

კაზაკევიჩი ემანუილ - რუსი მწერალი (1913-1962წწ).

კაზაკი ჰერმან - გერმანელი მწერალი (1890 - 1966 წწ).

კაზაკინი - მამაკაცის ზედა სამოსი, გავრცელებულია უკრაინასა და რუსეთში.

კაზაკოვა რიმა - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1932 წელს).

კაზაკოვი ვლადიმერ - რუსი მწერალი (1938-1988 წწ).

კაზაკოვი იური - რუსი მწერალი (1927-1982 წწ).

კაზაკოვი მატვეი - რუსი არქიტექტორი, რუსული კლასიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1738-1812 წწ).

კაზალა - ნაჭერი ყველი (საბა).

კაზალიკაშვილი იაგორ - ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1882-1935 წწ).

კაზალინსკი - ქალაქი ყაზახეთის ყიზილ-ორდის ოლქში.

კაზანე - ხეობა რუმინეთის და იუგოსლავიის საზღვარზე.

კაზანი ელია (ნამდვილი გვარი კაზანჯოგლუ) - ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი (დაიბადა 1909 წელს).

კაზანკა

  1. ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

  2. მდინარე რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ერთვის სამარის (კუიბიშევის) წყალსაცავს.

კაზანლიკი - ქალაქი ბულგარეთში, სტარა-ზაგორას ოკრუგში (60 ათასი).

კაზანოვა დანიელა - საფრანგეთის ანტიფაშიტური მოძრაობის მოღვაწე ქალი, კომუნისტური ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერი; დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში (1909 - 1943 წწ).

კაზანოვა ჯოვანი ჯაკომო - იტალიელი მწერალი, ავანტიურისტი (1725-1798 წწ).

კაზანოვკა - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

კაზანსკოე - ქალაქი რუსეთის ტიუმენის ოლქში.

კაზანცევი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1906-2002 წწ).

კაზანცევი ალექსეი - რუსი დრამატურგი (დაიბადა 1945 წელს).

კაზანცევი ვასილი - რუსი პოეტი (დაიბადა 1935 წელს).

კაზანძაკი გალატეა - ბერძენი მწერალი ქალი (1888-1963 წწ).

კაზანძაკისი ნიკოს - ბერძენი მწერალი (1883-1957 წწ).

კაზარესი მარია (ნამდვილი გვარი კასარეს კიროგა) - ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი ქალი (1922-1996 წწ).

კაზარი - მდინარე ესტონეთში, ერთვის მატსალუს ყურეს.

კაზარმა - იხილე ყაზარმა.

კაზატინი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში (30 ათასი).

კაზაჩია-ლოპანი - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში.

კაზაჩოკი - აღმოსავლეთის სლავებს შორის გავრცელებული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4.

კაზაცკოე - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში.

კაზდანი ლოურენს - ამერიკელი კინოსცენარისტი და რეჟისორი (დაიბადა 1949 წელს).

კაზეინი (ლათ.) - ცილოვანი ნივთიერება, რძის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყოფა მოხაჭოების დროს.

კაზელა ალფრედო - იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1883-1947 წწ).

კაზემატი (ფრანგ.)

  1. თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია არტილერიის ცეცხლისაგან და ავიაბომბებისაგან დასაცავად.

  2. შეჯავშნული სათავსი სამხედრო გემზე ქვემეხების დასადგმელად.

  3. ერთი ადამიანის დასამწყვდევი საკანი ციხე-სიმაგრეში.

კაზენზი ჯეიმზ გულდი - ამერიკელი მწერალი (1903-1978 წწ).

კაზერტა - ქალაქი იტალიაში.

ალ-კაზვინი ზაქარია იბნ მუჰამად - არაბი სწავლული და ლიტერატორი (1203-1283 წწ).

კაზი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

კაზიმეჟ-დოლნი - ქალაქი-მუზეუმი პოლონეთში, ლუბლინის სავოევოდოში, მდინარე ვისლაზე.

კაზიმი - მდინარე დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ობის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 659 კილომეტრი).

კაზიმიეჟ I (აღმდგენელი) - პოლონეთის მთავარი პიასტების დინასტიიდან (1016-1058 წწ).

კაზიმიეჟ II (სამართლიანი) - პოლონეთის მთავარი (1138-1194 წწ).

კაზიმიეჟ III (დიდი) - პოლონეთის უკანასკნელი მეფე პიასტების დინასტიიდან, ვლადისლავ I-ის ძე (1310-1370 წწ).

კაზიმიეჟ IV (იაგელონჩიკი) - ლიტვის დიდი მთავარი 1440 წლიდან (1427-1492 წწ).

კაზინი ვასილი - რუსი პოეტი (1898-1981 წწ).

კაზინკა - ქალაქი რუსეთის ლიპეცკის ოლქში.

კაზინო (ფრანგ.)

  1. აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი დაწესებულება.

  2. ბანქოს თამაშის სახეობა ორი-ოთხი მოთამაშისთვის.

კაზინცბარციკა - ქალაქი უნგრეთის ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში.

კაზინცი ფერენც - უნგრელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1759-1831 წწ).

კაზიონი-ტორეცი - უკრაინის დონეცკის ოლქში, მდინარე სევერსკი-დონეცკის მარჯვენა შენაკადი.

კაზირანგა - ინდოეთის ასამის შტატში მდებარე ეროვნული პარკი-ნაკრძალი.

კაზირი (ბოლო) - მდინარე სამხრეთ ციმბირის მთებში, მდინარე ტუბის ერთ-ერთი მდგენელი (ენისეის აუზი).

კაზლარი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, (თულარის საკრებულო). მდებარეობს ივრის ზეგანზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 440 მეტრი, საგარეჯოდან - 40 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1134 კაცი.

კაზლუ-რუდა - ქალაქი ლიტვაში.

კაზმი - მადნის, ნახშირის და სხვა ნარევი, რომლისგანაც ლითონს ადნობენ.

კაზმინი პეტრე - რუსი ფოლკლორისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1892-1964 წწ).

კაზმული - მოკაზმული, ნატიფი, მოხდენილი.

კაზმულსიტყვაობა - მწერლობა, მხატვრული ლიტერატურა.

კაზნაჩეევსკი - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში.

კაზობონი ისააკ - ფრანგი ჰუმანისტი და პროტესტანტი თეოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1559-1614 წწ).

კაზოტი ჟაკ - ფრანგი მწერალი (1719-1792 წწ).

კაზრეთი - დაბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კაზუალური (ლათ.) - რის განზოგადებაც არ ხერხდება: შემთხვევითი.

კაზუარი (ფრანგ.) - დიდი ზომის მორბენალი ფრინველი, ცხოვრობს ჩრდილოეთ ავსტრალიასა და ახალ გვინეაზე.

კაზუისტი

  1. იურისტი, რომელიც დახელოვნებულია რთული, დახლართული საქმეების გახსნაში.

  2. კაზუისტიკაში გაწაფული.

კაზუისტიკა (ლათ.)

  1. კანონის ზოგადი მუხლების მიყენება სხვადასხვა იურიდიული შემთხვევისათვის.

  2. ყალბი ან საეჭვო დებულების მტკიცება სხვადასხვა ხრიკით.

  3. მედიცინაში - ერთი და იმავე დაავადების მქონე რამდენიმე პაციენტზე კლინიკურ დაკვირვებათა ერთობლიობა.

კაზუს ბელი (ლათ.) - ფორმალური მიზეზი ომის გამოცხადებისათვის.

კაზუსი (ლათ.)

  1. რაიმე შემთხვევა, არაჩვეულებრივი და სასაცილო.

  2. რთული დახლართული საქმე სასამართლო პრაქტიკაში.

  3. ისეთი მოქმედება, რომელსაც გარეგნულად აქვს დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აკლია ბრალდების ელემენტები.

კაზუსური - ძნელი, დახლართული.

კაზუს ფედერისი - გარემოება, ფაქტი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად, ომში ჩაებას მოკავშირე სახელმწიფოს მხარეზე ან ომი დაიწყოს მის დასაცავად.

კათაკმეველი - მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლავად გამზადებული.

კათალიკოსატი - კათალიკოსის მმართველობა.

კათალიკოსი (ბერძნ.) - პატრიარქი, უმაღლესი მღვდელმთავარი ქართულ და სომხურ ეკლესიაში.

კათარები - ერეტიკოსთა სექტა, იხილე ალბიგოლები.

კათარსისი (ბერძნ.)

  1. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში - ესთეტიკური განცდა, „სულის განწმენდა“.

  2. სულიერი განწმენდა.

კათედრა (ბერძნ.)

  1. ამაღლებული ადგილი, საიდანაც ლექციას კითხულობენ.

  2. პროფესორ-მასწავლებელთა, მეცნიერ-მუშაკთა გაერთიანება.

  3. ეკლესიაში - ეპარქიის გამგის (ეპისკოპოსის) თანამდებობა.

კათედრალი - იგივეა, რაც კათედრალური ეკლესია.

კათედრალური ეკლესია - ეკლესია, რომელშიც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ასრულებს.

კათერი უილა სიბერტ - ამერიკელი მწერალი ქალი (1876 - 1947 წწ).

კათეტერი (ბერძნ.) - სამედიცინო ხელსაწყო, მილი რომელიც შეყავთ სხეულის არხებსა და ღრუებში მათს გამოსარეცხად ან დასაცლელად.

კათეტერიზაცია - კათეტერის შეყვანა ადამიანის სხეულში.

კათეტი (ბერძნ.) - სწორკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდი, რომელიც მეორესთან ქმნის სწორ კუთხეს.

კათეტომეტრი (ბერძნ.) - ორ წერტილს შორის ვერტიკალური მანძილის ზუსტად გასაზომი ხელსაწყო.

კათიავარი - ნახევარკუნძული ინდოეთის არაბეთის ზღვის სანაპიროზე.

კათინთაუ - მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში (4970 მ).

კათნატუ - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

კათოდი (ბერძნ.) - უარყოფითად დამუხტული ელექტროდი.

კათოლიკე

  1. პირი, რომელიც კათოლიციზმს აღიარებს.

  2. საყოველთაო (საბა).

კათოლიკოსი - იხილე კათალიკოსი.

კათოლიციზმი - ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, შტო, რომელიც მართლმადიდებლობას სრულად გაეთიშა 1054 წელს. კათოლიციზმში იშვა ქრისტიანული ეკლესიის მესამე ძირითადი მიმართულება - პროტესტანტიზმი (XVI საუკუნე). ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

კათოსიოსი - მეფეთა შეცოდება (საბა).

კათუნი - მდინარე რუსეთში, ალტაიში, ობის მარცხენა მდგენელი (სიგრძე - 688 კილომეტრი).

კათხა - ხის მოზრდილი სასმისი.

კაი

  1. იგივეა, რაც კარგი.

  2. თითქმის, დაახლოებით (კაი 20 წლის - თითქმის 20 წლის).

  3. იგივეა, რაც კარგა (კაი ხანი - კარგა ხანი).

  4. კუნძულების ჯგუფი ბანდის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.

  5. პერსონაჟი ბიჭუნა ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ზღაპრისა „თოვლის დედოფალი“.

კაია

  1. (კაიის სახელმწიფო) - ეროვნული ოლქი მიანმაში.

  2. მიანმაში მცხოვრები ხალხი.

კაია სეიძი - იაპონელი ფიზიკოსი (1898-1988 წწ).

კაიაკენტი - ბალნეოლოგიური კურორტი დაღესტნის კასპიისპირა რეგიონში, ქალაქი დერბენდის მახლობლად.

კაიაკი - ჩრდილოეთის ხალხს შორის გავრცელებული ძირითადად ერთნიჩბიანი ერთადგილიანი ნავი.

კაიერკანი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში.

კაიაპო-გრანდი - მდინარე არაგუაიის ზემო დინების სახელწოდება.

კაიატი ანდრე - ფრანგი კინორეჟისორი (1909-1989 წწ).

კაიბიჭობა - სიმარჯვე, ვაჟკაცობა.

კაიდანოვი გრიგორი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

კაიდანოვსკი ალექსანდრე - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი (1946-1995 წწ).

კაიენა - ქალაქი-პორტი გვინეაში (45 ათასი).

კაიერკანი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (30 ათასი).

კაიეტური - ჩანჩქერი გაიანაში, მდინარე პოტაროზე.

კაიზერი - „რომის საღვთო იმპერიის“ იმპერატორთა ტიტული 962-1806 წლებში, გერმანიის იმპერატორებისა 1871-1918 წლებში.

კაიზერი გეორგ - გერმანელი დრამატურგი-ექსპრესიონისტი (1878-1945 წწ).

კაიზერლინგი ჰერმან - გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი-ირაციონალისტი (1880 - 1946 წწ).

კაიზერსლაუტერნი - ქალაქი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში (100 ათასი).

კაიიბანდა გრეგუარ - რუანდის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

კაი-კაი - კარგი, ჩინებული რამოდენიმე საგანი ან ცნება (კაი-კაი სიმღერები).

კაიკაციშვილი გულო (ნამდვილი გვარი ქათამაძე) - საზოგადო მოღვაწე, იღწვოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების დასაბრუნებლად (1840-1923 წწ).

კაიკაცობა - კარგი კაცობა, ადამიანობა.

კაიკო ტაკესი - იაპონელი მწერალი (1930-1989 წწ).

კაილალი - ქალაქი ნეპალში.

კაილასა - ინდუისტურ მითოლოგიაში - მთა, სადაც შივა ბინადრობს.

კაილასი - ქედი ტიბეტის მთიანეთში (ჩინეთი).

კაილუ-შენი - ჩინურ მითოლოგიაში - ღვთაება, რომელიც საფლავებს უწმინდური ძალისაგან იცავს.

კაიმა - იხილე კემა.

კაიმანი (ესპან.) - ალიგატორების ოჯახის ქვეწარმავალი. სიგრძე 6 მეტრამდე. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის წყლებში.

კაიმანის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი კარიბის ზღვაში, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

კაიმინშოუ - ჩინურ მითოლოგიაში - უზარმაზარი ათთავიანი მხეცი, რომელიც ამომავალ მზეს ჭიშკარს უხსნის.

კაინანი - ქალაქი იაპონიის ვაკაიამას პრეფექტურაში.

კაინარი იოსეფ - ჩეხი პოეტი (1917-1971 წწ).

კაინგანგი - ჟე-ს ჯგუფის ინდიელი ხალხი, ცხოვრობენ ბრაზილიასა და პარაგვაიში.

კაინგუა - ტუპი-გუარანის ჯგუფის ინდიელი ხალხი, ცხოვრობენ ბრაზილიასა და არგეტინაში.

კაინიტი (ბერძნ.) - მოყვითალო ან ღია ცისფერი მინერალი.

კაინოზოური ერა - უახლესი ერა დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში; მოსდევს მეზოზოურ ერას. იყოფა მესამეულ და მეოთხეულ პერიოდებად. (ამ უკანასკნელს მიეკუთვნება თანამედროვე ეპოქა).

კაინსკი - რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქის ქალაქ კუიბიშევის სახელი 1935 წლამდე.

კაინცი იოზეფ - ავსტრიელი მსახიობი, მოღვაწეობდა გერმანიის წამყვან თეატრებში (1858-1910 წწ).

კაიო ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1863-1944 წწ).

კაირა - ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. პოლარულ და ზომიერ ზღვებში გავრცელებული დიდტანიანი ფრინველი.

კაირახი - ყოფილი სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

კაირო - ეგვიპტის დედაქალაქი, გაშენებულია მდინარე ნილოსის ნაპირებზე. ცნობილია რომაულ-ბიზანტიური ეპოქიდან ფუსტატის სახელით. X-XIV საუკუნეებში იყო ფატიმიდების სახელმწიფოს დედაქალაქი, XVI საუკუნემდე - მამლუქთა სასულთნოს დედაქალაქი, XIX საუკუნემდე შედიოდა ოსმალთა იმპერიაში, 1882 წელს ოკუპირებულ იქნა ინგლისის ჯარის მიერ; 1922 წლიდან ეგვიპტის დედაქალაქია (6,7 მილიონი).

კაიროლი ბენედეტო - იტალიური რისორჯიმენტოს მონაწილე, გაერთიანებული იტალიური სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1878-81 წლებში (1825-1889 წწ).

კაირუანი - ქალაქი ტუნისის აღმოსავლეთ ნაწილში (70 ათასი).

კაისა - ჭადრაკის მფარველად მიჩნეული ქალღმერთი, რომელიც 1763 წელს შექმნილ უ.ჯონსის პოემაში იქნა პირველად მოხსენიებული და არანაირი საფუძველი არ აქვს ბერძნულ მითოლოგიაში.

კაისერი - ქალაქი თურქეთში, ცენტრალურ ანატოლიაში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (420 ათასი).

კაიტელი ვილჰელმ - გერმანელი მხედართმთავარი, გენერალ-ფელდმარშალი, 1938-45 წლებში უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი, სამხედრო დამნაშავე, ნიურნბერგის პროცესზე მიესაჯა სიკვდილით დასჯა (1882-1946 წწ).

კაიტენი - ტორპედო, რომელსაც სასიკვდილოდ განწირული მეომარი მართავდა. გამოიყენებოდა იაპონელების მიერ მეორე მსოფლიო ომში.

კაიუა როჟე - ფრანგი მწერალი და მოაზროვნე, სიურრეალიზმან დაახლოებული (1913-1978 წწ).

კაიუმოვი მალიქ - უზბეკი ოპერატორი და რეჟისორი-კინოდოკუმენტალისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1912 წელს).

კაიური (რუს.) - უკიდურეს ჩრდილოეთში მარხილში შებმული ძაღლების ან ირმების გამრეკი.

კაიუტა (შვედ.) - ოთახისმავარი სადგომი გემზე ეკიპაჟისა თუ მგზავრებისათვის.

კაიუტ-კომპანია - ხომალდის მეთაურთა შემადგენლობის საერთო ოთახი, რომელიც სასადილოდ და დასასვენებლად გამოიყენება.

კაიფი (არაბ.) - ჟარგონული სიტყვა, რომელიც სულ უფრო მეტად მკვიდრდება ქართულ ენაში სიამოვნების განცდის მნიშვნელობით.

კაიფინი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ხენანის პროვინციაში (500 ათასი).

კაიფუ ტოფიკუ - იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე, 1889-91 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (დაიბადა 1932 წელს).

კაიშაურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, დიდველის ზეგანზე. ზღვის დონიდან - 1790 მეტრი, დუშეთიდან - 75 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 22 კაცი.

კაიშიადორისი (1917 წლამდე კოშედარი) - ქალაქი ლიტვაში.

კაკა - ხილი, ტკბილეული ბავშვის ენაზე.

კაკა (ნამდვილი სახელი - რიკარდო იზექსონ დოშ სანტოშ ლეიტე რუოლუ) - ბრაზილიელელი ფეხბურთელი, 2007 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, თამაშობს იტალიის „მილანში” (დაიბადა 1982 წელს).

კაკაბაური - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის თემის საკრებულო). მდებარეობს მთა წიფორის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 540 მეტრი, თერჯოლიდან - 24 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 387 ადამიანი.

კაკაბაძე ალდე - მხატვარ-კერამიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1932 წელს).

კაკაბაძე დავით - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი (1889-1952 წწ).

კაკაბაძე ეთერ - მოქანდაკე (დაიბადა 1926 წელს).

კაკაბაძე მიხეილ - ჟურნალისტი, გაზეთ „ლელოს“ რედაქტორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1921-1983 წწ).

კაკაბაძე ნოდარ - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1924 წელს).

კაკაბაძე პოლიკარპე - დრამატურგი (1893-1972 წწ).

კაკაბაძე სარგის - ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1886-1967 წწ).

კაკაბაძე სილოვან - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1895-1993 წწ).

კაკაბეთი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი - ვერხვიანი). ზღვის დონიდან - 700 მეტრი, საგარეჯოდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3487 კაცი.

კაკაბი (Alectoris graeca) - ვარიის ტოლა გარეული ფრინველი ქათმისებრთა ოჯახისა.

კაკადუ (გერმ.) - თუთიყუშის სახესხვაობა. ბინადრობენ ავსტრალიის და ახალი გვინეის ტყეებში. გამოირჩევიან ჭრელი შეფერილობით.

კაკაველა - კაკაოს თესლის დაქუცმაცებული ჩენჩო.

კაკაკუკი - იგივეა, რაც კაკუნი.

კაკალა - პატარა მრგვალი პური გამტკიცული ფქვილისა.

კაკალი (Juglans regia)

  1. მაღალი ხე, ისხამს მაგარნაჭუჭიან ნაყოფს, აქვს მაგარი მერქანი.

  2. ამ ხის ნაყოფი, რომლის გულიც იჭმება.

  3. (კუთხურად) იგივეა, რაც მარცვალი.

კაკანა - აკვანი ბავშვის ენაზე.

კაკანათი - ჩიტების საჭერი მახე.

კაკანება - მოტირლის ქვითინი (საბა).

კაკანი

  1. ქათმის ხმიანობა კვერცხის დადებისას.

  2. (გადატანით) გაბმული სროლის ხმა.

კაკაო (ესპან.)

  1. ტროპიკული ხე, რომლის თესლისგანაც ამზადებენ შოკოლადს.

  2. ამ ხის თესლის ფხვნილი

  3. სასმელი, რომელსაც ამზადებენ ამ ფხვნილის რძეში (ან წყალში) მოხარშვით.

კაკაპო - ბუსებრი თუთიყუში.

კაკასხიდი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (ხანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 850 მეტრი, ბაღდათიდან - 18 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი.

კაკაურიძე აკაკი - სპორტსმენი, მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მესამე (1993) პრიზიორი (1972-2001 წწ).

კაკაჩა (Buteo buteo) - მტაცებელი ფრინველი შავარდნების რიგისა.

კაკაჩი - ღამე მთოვარით ნათელი (საბა).

კაკდი - თოვლზე საცურაო ფიცარი, რომელზედაც დამაგრებულია დიდი რკალები ხელის მოსაკიდად.

კაკეტა (ბრაზილიაში - ჟაპურა) - მდინარე კოლუმბიასა და ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი.

კაკვი - თავმოკაუჭებული ლითონის (ან ხის) ღერი, კაუჭი.

კაკი (კახი) - საქართველოს ისტორიული პროვინციის, ჰერეთის, მნიშვნელოვანი პუნქტი და მხარე (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია).

კაკილა - მძივების ასხმულა.

კაკილაშვილი ნუგზარ (ნუკრი) - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1977-87), ლანჩხუთის „გურიაში” (1988), ბათუმის „დინამოსა” (1989) და თბილისის „შევარდენი 1906”-ში (1990). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 198 მატჩი (21 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში - 12. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980) (დაიბადა 1960 წელს).

კაკინადა - ქალაქი-პორტი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში (280 ათასი).

კაკლიანი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

კაკლნარი - კაკლის ტყე.

კაკლუჭა - ერთთესლიანი უხსნელი ნაყოფი, რომელიც შედის აპოკარპული ნაყოფის - ნაყოფედის შემადგენლობაში.

კაკმეთი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანების ძველი სახელი.

კაკნატელა - იგივეა, რაც ხრტილი.

კაკოგავა - ქალაქი-პორტი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში, კუნძულ ჰობსიუზე (250 ათასი).

კაკოფონია (ბერძნ.) - ქაოტური, არაჰარმონიული მუსიკალური ბგერების ერთიანობა.

კაკრა - რომელთა ხილი არა იჭ(ა)მების კაცთაგან და ფრინველნი ჭამენ (საბა).

კაკულია თეიმურაზ - ჩოგბურთელი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (ერთეულებში - 1976), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969, შერეულ წყვილებში, 1972-76, წყვილებში ალექსანდრე მეტრეველთან ერთად). სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1972, 75, 76). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1947-2006 წწ).

კაკუნი - ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარ სხეულზე მაგარი, უფრო პატარა სხეულის ხშირი ცემა.

კაკუმინალური (ცერებრალური) თანხმოვნები - წინაენისმიერი თანხმოვნები (რუსული ш,ж,р).

კაკუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ავენტინუსის ბორცვზე, გამოქვაბულში მცხოვრები ცეცხლის მფრქვეველი ბუმბერაზი, რომელიც ჰერაკლემ მოკლა.

კაკუტი - მარცვლეულის საფშვნელი (საცეხვი) ხელკავი (იციან იმერეთში).

კალა

  1. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

  2. ფეოდალური ხანის ციხე და უბანი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი დადიანის, პუშკინის, ბარათაშვილის ქუჩებისა და მტკვრის გაყოლებით.

  3. ინდუისტურ მითოლოგიაში - დროის ღვთაება.

  4. (Stannum, Sn) - ქიმიური ელემენტი, რბილი, ჭედადი მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 50, ატომური მასა 118,69. ადამიანისათვის ცნობილია უძველესი დროიდან.

კალა-ბენი-ჰამადი - შუასაუკუნეების (დაარსებულია 1007 წელს) ქალაქი ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში.

კალაბრია - ადმინისტრაციული ოლქი და ნახევარკუნძული იტალიის სამხრეთ ნაწილში. მთავარი ქალაქი - კატანძარო.

კალაგენი ჯეიმზ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1976-79 წლებში (დაიბადა 1912 წელს).

კალაგონი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

კალათბურთი - გუნდური სპორტული თამაში, სადაც ბურთს ხელით აგდებენ ჩამოკიდებულ ბადეში (“კალათში”). პირველი წესები დაამუშავა ჯეიმზ ნეისმითმა (აშშ) 1891 წელს.

კალათი (კალათა) - წნელის, ტკეჩისა და მისთანათაგან დაწნული სახელურიანი სათავსი.

კალაისი - არგონავტთა ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილე, ერთ-ერთი ბორეადი.

კალაკანი (კალაგანი) - მდინარე რუსეთის ჩიტის ოლქში, მდინარე ვიტიმის მარჯვენა შენაკადი.

კალამაზუ - ქალაქი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, მიჩიგანის შტატში (220 ათასი).

კალამატა - ქალაქი საბერძნეთში, მესინიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

კალამბო - ჩანჩქერი ტანზანიისა და ზამბიის საზღვარზე, მდინარე კალამბოზე.

კალამბური (ფრანგ.) - სიტყვათა თამაში, რაც ემყარება ერთნაირი ბგერითი შედგენილობის სხვადასხვა სიტყვის გამოყენებას.

კალამე - იხილე კალამატა.

კალამი

  1. ფოლადის ჩაღუნული ფირფიტა, რომელსაც გაჭრილი წვერი აქვს; გამოიყენება მელნით წერისას.

  2. საძირეზე დასამყნობი ახლად ამონაყარი შტო ხეხილისა.

კალამი ალექსანდრ - შვეიცარიელი ფერმწერი (1810-1864 წწ).

კალამიანი - კუნძულების ჯგუფი ფილიპინების არქიპელაგში.

კალამინი (ლათ.) - მინერალი თუთიის წყლიანი სილიკატების ჯგუფისა; წარმოადგენს მადანს, საიდანაც თუთიას იღებენ.

კალამიტის ყურე - მდებარეობს შავი ზღვის ყირიმის სანაპიროსთან.

კალანგუი - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

კალანდა - ასე უწოდებენ ახალ წელს გურიაში.

კალანდარიშვილი ნესტორ - რუსეთის სამოქალაქო ომის დროს პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ციმბირში (1876-1922 წწ).

კალანდაძე ანა - პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

კალანდაძე გიორგი - პოეტი (1912-1979 წწ).

კალანდაძე ედმუნდ - მხატვარი (დაიბადა 1923 წელს).

კალანდაძე ველიმირ - საჭადრაკო კომპოზიტორი, საერთაშორისო ოსტატი (დაიბადა 1935 წელს).

კალანდაძე ლავროსი - კრიტიკოსი (1903-1985 წწ).

კალანდაძე ნესტორ (ფსევდონიმი ეშმაკი) - პუბლიცისტი, მწერალი, მხატვარ-კარიკატურისტი (1874-1942 წწ).

კალანდია ზაურ - პოეტი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1949 წელს).

კალანდობა - ახალი წელიწადი (საბა).

კალანდრი (ფრანგ.) - წნეხი, რომლის ლილვებს შორისაც ატარებენ ქსოვილს, ქაღალდს, რეზინს და სხვა - სიგლუვის მისაცემად, გასაპრიალებლად ან მოსახატავად.

კალანემი - ინდუისტური მითოლოგიის პერსონაჟი, გამოყვანილია მოქმედ პირად „რამაიანასა“ და „მაჰაბჰარატაში”.

კალანჩაკი - ქალაქი უკრაინის ხერსონის ოლქში.

კალანჩხა - პატარა კალათი.

კალაპოტი

  1. მდინარის სადენი.

  2. ფეხის ტერფის მოყვანილობა.

  3. იგივეა, რაც ყალიბი.

კალარი - მდინარე იმიერბაიკალეთში, ვიტიმის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 511 კილომეტრი).

კალარაში - ქალაქი მოლდავეთში.

კალასი - მუხის ხე წყალში დებით რკინასავით გამაგრებული (საბა).

კალასი მარია (ნამდვილი სახელი და გვარი ანა სოფია ცეცილია კალოგეროპულოსი) - ბერძენი მომღერალი ქალი, ლირიკულ-დრამატული სოპრანო, ბელკანტოს გამოჩენილი ოსტატი (1923-1977 წწ).

კალასო რობერტო - იტალიელი მწერალი (დაიბადა 1941 წელს).

კალასტე - ქალაქი ესტონეთში, ჩუდის ტბის პირას.

კალატოზი - ხელოსანი, რომელიც აშენებს ქვის, აგურის და მისთანა შენობებს.

კალატოზოვი (კალატოზიშვილი) მიხეილ - კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1973 წწ).

კალატრავა - შუა საუკუნეების ესპანეთში არსებული სასულიერო-სარაინდო ორდენი; შეიქმნა დაახლოებით 1158 წელს ციხე-სიმაგრე კალატრავას დასაცავად. 1164 წელს მიეცა ოფიციალური სტატუსი. გაუქმდა 1873 წელს.

კალაური

  1. სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

  2. სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ფრონეს ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 680 მეტრი. ჭიათურიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 497 კაცი.

კალაურია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ინდოსის მეუღლე.

კალაუსი - მდინარე რუსეთის სტავროპოლის მხარეში, მდინარე აღმოსავლეთ მანიჩის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 436 კილომეტრი).

კალაშა - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის მარცხენა შენაკადი.

კალაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

კალაშნიკოვი მიხაილ - ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორი, გენერალ-მაიორი (დაიბადა 1919 წელს).

კალაჩაკრა - ბუდისტურ მითოლოგიასა და ფილოსოფიაში მოძღვრება დროის ციკლურობის შესახებ.

კალაჩი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში.

კალაჩინსკი - ქალაქი რუსეთის ომსკის ოლქში.

კალაჩინსკი მიხას - ბელორუსი პოეტი (დაიბადა 1916 წელს).

კალაძე კარლო - პოეტი (1907-1988 წწ).

კალაძე გულდა - მოქანდაკე და გრაფიკოსი (1932-1974 წწ).

კალაძე კახა - ფეხბურთელი, მცველი, თამაშობდა „სამტრედიაში” (1993), თბილისის „დინამოში” (1994-97), კიევის „დინამოსა” (უკრაინა, 1998-2000) და „მილანში” (იტალია, 2001-იდან). საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (1 გოლი). ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი - ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2003). საქართველოს სამგზის (1996, 97, 98), უკრაინის სამგზის (1998, 99, 2000) და იტალიის (2004) ჩემპიონი (დაიბადა 1978 წელს).

კალახი (კალხუ) - ქალაქი ძველ ასურეთში ძვ. წ.აღ. XIII-VII საუკუნეებში, ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე.

კალაჰანი ჯეიმზ - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1912 წელს).

კალაჰარი - ბუნებრივი რეგიონი, ღრმული სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში.

კალაჰარი-გემსბოკი - ეროვნული პარკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

კალბაიოგი - ქალაქი-პორტი ფილიპინებში.

კალბე - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

კალგანი - იხილე ჯანძიაკოუ.

კალგარი - ქალაქი კანადის დასავლეთ ნაწილში, ალბერტის პროვინციაში, ზამთრის XV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1988 წელს.

კალგარი ფლეიმზ („კალგარის ცეცხლი”) - კანადის ქალაქი კალგარის ჰოკეისტთა კლუბი, ერთ-ერთი უძლიერესი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (НХЛ).

კალგურლი - ქალაქი ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში.

კალდახვარა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

კალდერა (ესპან.) - ვულკანური წარმოშობის ოვალური ან მრგვალი ტაფობი 10-20 კმ განივკვეთისა და რამდენიმე ასეული მეტრი სიღრმისა.

კალდერა როდრიგესი რაფაელ ანტონიო - ვენესუელის პრეზიდენტი 1969-74 და 1994-98 წლებში (დაიბადა 1916 წელს).

კალდერონ გუარდია რაფაელ ანხელი - კოსტა-რიკის პრეზიდენტი 1940-44 წლებში (1900-1970 წწ).

კალდერონ დე ლა ბარკა პედრო - ესპანელი დრამატურგი, რომლის სახელსაც ესპანეთის „ოქროს ხანის” თეატრის განვითარების მეორე ეტაპი უკავშირდება (1600-1681 წწ).

კალდორი ნიკოლას - უნგრული წარმოშობის ინგლისელი ეკონომისტი (1908-1986 წწ).

კალე - ქალაქი საფრანგეთში, პორტი პა-დე-კალეს სრუტის სანაპიროზე (80 ათასი).

კალებასი - კალებასის ხისგან ან გოგრისგან დამზადებული ჭურჭელი, გავრცელებულია აფრიკის ტომთა შორის.

კალედონია - დიდი ბრიტანეთის კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის უძველესი სახელი, ხშირად შოტლანდიასთანაა გაიგივებული.

კალედონიის არხი - აერთებს ჩრდილოეთის ზღვას ატლანტის ოკეანესთან დიდ ბრიტანეთში.

კალევალა

  1. კარელიურ-ფინური ეპოსი კალევის ქვეყნის გმირთა თავგადასავლების შესახებ. პირველად გამოქვეყნდა 1835 წელს.

  2. ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში.

კალევიპოეგი - ესტონური ეროვნული ეპოსი, შედგენილი და გამოქვეყნებულია 1857-61 წლებში.

კალეიდოსკოპი (ბერძნ.) - მილი, რომლის კედლები სარკის ფირფიტებისგანაა მოჭიქული, ძირში კი ფერადი მინის ნატეხები ყრია; ქმნის სიმეტრიული, სწრაფადცვლადი გამოსახულების ეფექტს. გამოიგონა დ.ბრიუსტერმა 1817 წელს.

კალემიე - იხილე კალიმა.

კალენდარი (ლათ.)

  1. საცნობარო ტაბულა ან წიგნაკი, რომელშიც თანამიმდევრობითაა ჩამოთვლილი წელიწადის დღეები, დასვენების დღეები, მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ.

  2. წელიწადის დღეების აღრიცხვის სიტემა.

  3. რაიმე საქმიანობის წინასწარი განაწილება დღეების ან თვეების მიხედვით.

კალენდები (ლათ.) - ძველ რომში: ყოველი თვის პირველი დღის სახელწოდება.

კალეცკი მიხალ - პოლონელი ეკონომისტი, სტატისტიკოსი (1899-1970 წწ).

კალვადოსი

  1. დეპარტამენტი საფრანგეთში.

  2. (ფრანგ.) - ვაშლის ღვინო, მცირეალკოჰოლიანი.

კალვათა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (საირხის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 500 მეტრი, საჩხერიდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 508 კაცი. 1938 წელს სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს ძვ. წ. X-VIII საუკუნეების განძი - 6 ბრინჯაოს თოხი, 2 კოლხური ცული და ბრინჯაოს ზოდები, რომლებიც განეკუთვნება კოლხურ კულტურას. დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

კალვარია - ქალაქი ლიტვაში.

კალვილი (ფრანგ.) - ფრანგული ჯიშის ვაშლის ხე, ისხამს მსხვილ მოწითალო-ყვითელ ნაყოფს.

კალვინი ჟან - ფრანგი ღვთისმეტყველი, რეფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი, კალვინიზმის ფუძემდებელი (1509-1564 წწ).

კალვინი მელვინ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1911-1997 წწ).

კალვინიზმი - პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, დაფუძნებულია „ჟენევის პაპის” ჟან კალვინის მიერ XVI საუკუნეში. ცნობს მხოლოდ წმინდა წერილს, უარყოფს ბევრ საეკლესიო რიტუალს.

კალვინო იტალო - იტალიელი მწერალი-ნეორეალისტი (1923-1985 წწ).

კალვისი (კალეისი) - ბალტისპირელთა მითოლოგიაში ღვთიური მჭედელი.

კალვო კარლოს - არგენტინელი ისტორიკოსი და დიპლომატი (1824-1906 წწ).

კალთა

  1. კაბის, ჩოხის და მისთანების ქვედა ნაწილი.

  2. დაქანებული, დაფერდებული მხარე.

  3. (გადატანით) წიაღი, უბე (ბინების კალთა).

  4. (გადატანით) მფარველობა, ქომაგობა (ვისიმე კალთის ქვეშ ყოფნა).

კალი

  1. ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში შივას ქალური განსახიერება.

  2. ქალაქი კოლუმბიაში, ვალიე-დელ-კაულის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (1,6 მილიონი).

  3. (არაბ.) - კალიუმის წყალჟანგი; ძლიერი ტუტე.

კალია (Acrididea) - მოზრდილი მავნებელი მწერი (9 სმ-მდე), ანადგურებს ნათესებს.

კალიაგინი ალექსანდრე - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი; მოღვაწეობს მოსკოვის სამხატვრო თეატრში (დაიბადა 1942 წელს).

კალიაზინი - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში.

კალიაკრია - კონცხი ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე.

კალიაო - ქალაქი პერუში, ლიმას აგლომერაციაში (600 ათასი).

კალიარი - ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიის მთავარი ქალაქი, კალიარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).

კალიბეკი - გაუდინარი მლაშე ტბა ყაზახეთში.

კალიბრი (ფრანგ.)

  1. ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ღრუს დიამეტრი; ტყვიის ან ჭურვის შუა ნაწილის დიამეტრი.

  2. მასობრივი წარმოების რაიმე საგნების ზუსტი ზომა.

  3. ხელსაწყო რაიმე ნაწარმის ზომის, ფორმის შესამოწმებლად.

  4. მავთულის ან ფურცლოვანი ლითონის სისქე.

კალიბრომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მავთულის, ფურცლოვანი რკინის და მისთანების სისქეს; კალიბრსაზომი.

კალიგრაფი - კალიგრაფიის ოსტატი. ადამიანი, რომელიც ლამაზად და გარკვევით წერს.

კალიგრაფია (ბერძნ.) - ლამაზად და გარკვევით წერის ხელოვნება.

კალიგულა გაიუს იულიუს ცეზარ - რომის იმპერატორი ახ.წ.აღ. 37 წლიდან, იულიუს-კლავდიუსების დინასტიიდან (12 - 41 წწ).

კალიდასა - ინდოელი პოეტი და დრამატურგი, წერდა სანსკრიტზე (დაახლოებით V საუკუნე).

კალიდონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეტოლოსის ვაჟი, კალიდონის მხარის ეპონიმი.

კალიესი პლუტარკო ელიასი - მექსიკის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1924-28 წლებში (1877-1945 წწ).

კალიიუგა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - კაცობრიობის განვითარების მეოთხე ერა, „ბნელი”, „ცოდვილი” საუკუნე.

კალიკატი - იხილე კოჟიკოდე.

კალიკრატე - ძველბერძენი არქიტექტორი (ძვ.წ .აღ. V საუკუნე).

კალიკუტი - იხილე კოჟიკოდე.

კალიმა - (კალემიე, 1968 წლამდე ალბერვილი) - ქალაქი კონგოში, შაბის ოლქში, პორტი ტანგანიკის ტბაზე (60 ათასი).

კალიმანტანი (ბორნეო) - მალაის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული (734 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 10 მილიონამდე). დიდი ნაწილი ეკუთვნის ინდონეზიას, ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები მალაიზიას და ბრუნეის.

კალიმაქე - ძველბერძენი პოეტი და მეცნიერი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 315 - 240 წწ).

კალიმაქე და ქრისოროე - XIII-XIV საუკუნეების ბერძნული პოეტური თხზულება სატრფიალო-სათავგადასავლო შინაარსისა.

კალინგა - უძველესი სახელმწიფო, რომელიც თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე არსებობდა.

კალინე ეფესელი - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VII საუკუნე).

კალინინგრადი

  1. ქალაქ კოროლიოვის (რუსეთის მოსკოვის ოლქი) სახელი 1938-1996 წლებში

  2. (1946 წლამდე კენიგსბერგი) - ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, პორტი ბალტიის ზღვის სანაპიროზე (430 ათასი).

კალინინი - რუსეთის ქალაქ ტვერის სახელი 1931-1990 წლებში.

კალინინი ანატოლი - რუსი მწერალი (დაიბადა 1916 წელს).

კალინინი ვიაჩესლავ - რუსი მხატვარი (დაიბადა 1939 წელს).

კალინინი კონსტანტინე - რუსი ავიაკონსტრუქტორი (1889-1938 წწ).

კალინინი მიხაილ - საბჭოთა ეპოქის მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწე, 1938 წლიდან სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1865-1946 წწ).

კალინინკოვი ვასილი - რუსი კომპოზიტორი (1866-1900 წწ).

კალინინო - სომხეთის ქალაქ ტაშირის სახელი 1990 წლამდე.

კალინინსკი (1962 წლამდე ბალანდა) - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში (20 ათასი).

კალინკოვიჩი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (40 ათასი).

კალინოვკა - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

კალინოვსკაია ვალენტინა - უკრაინელი ბალეტის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

კალინჩაკი იან - სლოვაკი მწერალი (1822-1871 წწ).

კალიო კიუესტი - ფინელი სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1922-40 წლებში დროგამოშვებით (1873-1940 წწ).

კალიოპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცხრა მუზათაგან მეცხრე, მუზების მეთაური. კლასიკურ პერიოდში ეპიკური პოეზიის მუზად აღიარეს. ზოგი თქმულების მიხედვით მიჩნეულია ორფევსის, აგრეთვე ჰომეროსის დედად.

კალიოსტრო ალექსანდრ (ნამდვილი სახელი და გვარი ჯუზეპე ბალზამო) - გრაფი, იტალიური წარმოშობის ავანტიურისტი, ილუზიონისტი. 1789 წელს გაასამართლეს მასონობისა და ჯადოქრობისთვის (1743-1795 წწ).

კალიპტროგენი - წარმომქმნელი ქსოვილი, რომელიც ფესვის ზრდის კონუსის წვერზეა და რომლისგანაც ვითარდება ფესვის შალითა.

კალიროე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ფერია.

კალისტო

  1. პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი; აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს

  2. . ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიელი ფერია, რომელსაც ზევსისგან ეყოლა ვაჟი არკადი, რის გამოც ჰერამ ის დათვად გარდასახა, შემდეგ კი დიდი დათვის თანავარსკვლავედად იქცა.

კალისტრატე (ცინცაძე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1932-52 წლებში (1866-1952 წწ).

კალიტა - იხილე ივანე I (რუსეთის მეფე).

კალიტა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

კალიტვა (თეთრი კალიტვა, დიდი კალიტვა) - მდინარე რუსეთის როსტოვის ოლქში, მდინარე სევერსკი-დონეცკის მარცხენა შენაკადი.

კალიუმი (K) - ქიმიური ელემენტი, რბილი, თეთრი, მოვერცხლისფრო ლითონი. ატომური ნომერი 19, ატომური მასა 39,0983. თავისუფალ მდგომარეობაში პირველმა გამოყო ინგლისელმა გ. დევიმ 1807 წელს.

კალიფორნია

  1. ნახევარკუნძული აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. სიგრძე - დაახლოებით 1200 კილომეტრი.

  2. შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 411 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 31 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი - საკრამენტო.

კალიფორნიუმი (Cf) - რადიაქტიური ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 98. პირველად მიიღეს 1950 წელს ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა კალიფორნიის შტატში.

კალიფსო

  1. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნიმფა, ატლანტოსის ქალიშვილი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში კუნძულ ოგიგიაზე მალავდა ოდისევსს.

  2. სატურნის თანამგზავრი. აღმოჩენილ იქნა 1980 წელს კოსმოსური აპარატის „ვოიაჯერ-2”-ის ბორტიდან.

კალიქს-ელვი - მდინარე შვედეთში, ერთვის ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეს.

კალიქსტუს I - რომის პაპი დაახლოებით 217 წლიდან (გარდაიცვალა 222 წელს).

კალიქსტუს II (გრაფი გი ბურგუნდიელი) - რომის პაპი 1119 წლიდან (გარდაიცვალა 1124 წელს).

კალიქსტუს III (ერისკაცობაში ალფონსო ბორჯა) - რომის პაპი 1455 წლიდან (1378-1458 წწ).

კალიში - ქალაქი პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სახელწოდების სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

კალკა (ამჟამად კალჩიკი) - მდინარე უკრაინის დონეცკის ოლქში, კალმიუსის მარჯვენა შენაკადი. ამ მდინარესთან 1223 წლის 31 მაისს გაიმართა პირველი ბრძოლა რუსეთის ჯარსა და მონღოლებს შორის.

კალკი (ნამდვილი სახელი და გვარი რამასამი კირუშნამურტი) - ინდოელი მწერალი (1899-1954 წწ).

კალკი (ფრანგ.)

  1. საგანგებოდ დამუშავებული გამჭვირვალე ქაღალდი ან ქსოვილი, რომლის საშუალებითაც იღებენ ნახაზების პირს; ლივი.

  2. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც აგებულია სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის მიხედვით (მაგალითად, „რაშია საქმე”? რუსული „в чем дело”-დან).

კალკულატორი

  1. პირი, რომელიც კალკულაციას ადგენს.

  2. პორტატული გამომთვლელი მოწყობილობა.

კალკულაცია (ლათ) და კალკულირება - საქონლის თვითღირებულების ყველა ელემენტისა და გასაყიდი ფასის გაანგარიშება.

კალკუტა - ქალაქი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (4,4 მილიონი).

კალმანი იმრე - უნგრელი კომპოზიტორი, ე.წ. „ვენის ახალი ოპერეტის“ გამოჩენილი წარმომადგენელი (1882-1953 წწ).

კალმარი

  1. ქალაქი-პორტი შვედეთში, ამავე სახელწოდების ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (55 ათასი).

  2. (ფრანგ.) - ზღვის მოლუსკი თავფეხიანების კლასისა; მისი ხორცი ითვლება ძვირფას საკვებ პროდუქტად.

კალმასი - სომხურია, კალოზე პურის მოშოება, ქართულად მუჩირობა ჰქვიან (საბა).

კალმასობა - პურის (სურსათ-სანოვაგის) მოგროვება კალოებზე ჩამოთხოვნით ეკლესია-მონასტრების სასარგებლოდ.

კალმახა - ხის სოკოა ერთგვარი.

კალმახი

  1. (Salmo trutta) - შავ და წითელხალებიანი თევზი ორაგულების ოჯახისა; იცის მთის მდინარეებში და ზოგან მაღალმთიან ტბებში.

  2. ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოში, ტაოში. აგებულია VIII საუკუნეში.

კალმეტი ალბერ შარლ - ფრანგი მიკრობიოლოგი და ჰიგიენისტი (1863-1933 წწ).

კალმიდი - ჴრმალია ერთ(ი)რიგი (საბა).

კალმისტარი - საწერი ხელსაწყო, ღერო, რომლის ბოლოშიც მაგრდება კალამი.

კალმიუსი - მდინარე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთვის აზოვის ზღვას (სიგრძე - 209 კილომეტრი).

კალმოსანი - წერის ოსტატი, მწერალი (ზოგჯერ ირონიული ელფერით).

კალმუხი - ცხვრის ტყავის ქუდი.

კალნაბი - ყვავილოვანი კომბოსტო.

კალნბერზინი (კალნბერზინში) იან - ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე, 1940-59 წლებში ლატვიის კომპარტიის პირველი მდივანი (1893-1986 წწ).

კალნინში ალფრედს - ლატვიელი კომპოზიტორი, ორღანისტი (1879-1951 წწ).

კალნინში ედუარდს - ლატვიელი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახლხო მხატვარი (1904-1988 წწ).

კალნინში ივარ - კინოსა და თეატრის ლატვიელი მსახიობი (დაიბადა 1948 წელს).

კალნინში იმანტს - ლატვიელი კომპოზიტორი (დაიბადა 1941 წელს).

კალნოკი გუსტავ - ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი (1832-1898 წწ).

კალნროზე ვალდის (ნამდვილი გვარი როზენბერგი) - ლატვიელი ფერმწერი (1894-1993 წწ).

კალნციემსი - ქალაქი ლატვიაში.

კალო

  1. მოსუფთავებული და დატკეპნილი მომრგვალო ადგილი, სადაც პურეულის ძნას ლეწავდნენ.

  2. ქალთა მოდის პარიზული ფირმა, შეიქმნა 1895 წელს; იარსება 1950 წლამდე.

კალო ჟაკ - ფრანგი გრაფიკოსი (1592-1635 წწ).

კალოევი ზაურ - ფეხბურთელი, თავდამსხმელი, თამაშობდა თბილისის „სპარტაკსა” (1950-51) და „დინამოში” (1952-56, 1959-64), მოსკოვის „ლოკომოტივში” (1957-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 249 მატჩი (116 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1953) და ორგზის მესამე (1959, 62) პრიზიორი, თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960), სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1959, 1960) (1931-1997 წწ).

კალოვა - მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბჟუჟის მარჯვენა შენაკადი.

კალოზა - წყალში უხსნადი პოლისაქარიდი. შედგება გლუკოზის მოლეკულის ნაშთებისაგან, რომლებიც ქმნიან სპირალურ ჯაჭვს.

კალოთა - სოფელი და მდინარე (სხალთის მარცხენა შენაკადი) ხულოს მუნიციპალიტეტში.

კალოთანი (კალოთანისღელე) - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

კალოთანისწყალი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არხოტისწყლის (ასის) მარჯვენა შენაკადი.

კალოთხევი - მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი.

კალოიანი (ივან ასენ I, ივანე კეთილი, ივანიცა) - ბულგარეთის მეორე სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველი, რომელმაც დაასრულა განმათავისუფლებელი ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ (გარდაიცვალა 1207 წელს).

კალოკაგატია (ბერძნ.) - ძველბერძნულ ფილოსოფიაში ჰარმონიული შერწყმა გარეგანი და შინაგანი ღირსებებისა, ადამიანის აღზრდის იდეალური შემთხვევა.

კალომელი (ბერძნ.) - ქლოროვანი ვერცხლისწყალი, იყენებენ მედიცინაში სასაქმებელ და სადეზინფექციო საშუალებად.

კალომირისი მანოლის - ბერძენი კომპოზიტორი, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1883-1962 წწ).

კალოობა - კალოს გამართვის დრო, პურეულის ლეწვა.

კალოოკანი - ქალაქი ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე (750 ათასი).

კალორია (ლათ.) - სითბოს რაოდენობის საზომი ერთეული.

კალორიზაცია (ლათ.) - ფოლადის ან თუჯის ზედაპირის გაჯერება ალუმინით მხურვალმედეგობის მისაცემად.

კალორიმეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ რაიმე სხეულის მიერ გამოყოფილი ან შთანთქმული სითბოს რაოდენობას.

კალორიმეტრია - ფიზიკის დარგი, რომელიც ახდენს სხვადასხხვა სხეულის თბოტევადობის გაზომვას.

კალორიფერი (ფრანგ.) - ჰაერის გასახურებელი მოწყობილობა. იყენებენ ცენტრალური გათბობისათვის, ვენტილაციისათვის, რისამე გასაშრობად.

კალოსმთა (ჰარმანთაფა) - მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში.

კალოსპირული - ერთგვარი სიმღერა კალოობის დროს, ოროველას სახეობა.

კალოუბანი (კალობანი) - თბილისის ისტორიული გარეუბნის ერთ-ერთი მიკროუბანი (დღევანდელი კინოთეატრის „რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორია).

კალოუბნობა - ქართული ხალხური რელიგიური დღეობა. იმართებოდა კალოუბნად წოდებულ საკულტო ცენტრში აღდგომის მე-5 კვირას. დღესაც იმართება ზემო ხანდაკში (ქართლი).

კალოური - ქართული ფოლკლორული ლექს-სიმღერა, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული.

კალოში (ფრანგ.) - რეზინის დაბალი ფეხსაცმელი, ავდარში ფეხსაცმელზე ჩასაცმელი.

კალპა - ინდუისტურ მითოლოგიაში ბრაჰმას კოსმიური “დღეღამე”, რაც 8640 მილიონ წელს უდრის.

კალპურნიუსი ტიტუს - რომაელი პოეტი (I საუკუნე).

კალტანი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (25 ათასი).

კალტანისეტა - ქალაქი იტალიაში, კალტანისეტას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

კალტენბრუნერი ერნსტ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე, უშიშროების მთავარი საიმპერატორო სამმართველოს შეფი, სამხედრო დამნაშავე. ნიურნბერგის პროცესზე სიკვდილით დასჯა მიესაჯა (1903-1945 წწ).

კალტი - ხაჭო, ჩვეულებრივ გუნდებად გამხმარი.

კალუგა - ქალაქი რუსეთში, საოლქო ცენტრი (340 ათასი).

კალუსი (ლათ.)

  1. ბოტანიკაში - ახალწარმონაქმნი, ნუჟრი მცენარის ჭრილობის ზედაპირზე.

  2. მედიცინაში - ძვლის კოჟრი, რომელიც ჩნდება ძვლის მოტეხილობის შეხორცების შედეგად.

კალუში - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში (70 ათასი).

კალფი ვილემ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1619-1693 წწ).

კალქასი (კალქანტი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლეგენდარული წინასწარმეტყველი, ტროის ომის მონაწილე.

კალჩევი კამენ - ბულგარელი მწერალი (1914-1988 წწ).

კალჩიკი (ძველად - კალკა) - მდინარე უკრაინის დონეცკის ოლქში, კალმიუსის მარჯვენა შენაკადი.

კალცაბიჯი რანიერი დე - იტალიელი ლიბრეტისტი, თანამშრომლობდა კ.გლუკთან (1714-1795 წწ).

კალცეფილები და კალცეფიტები - მცენარეები, რომლებიც ხარობენ უპირატესად კალციუმით, კირით მდიდარ ნიადაგში.

კალცეფობები (ლათ.) - მცენარეები, რომლებიც კარგად ხარობენ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგებზე, ხოლო ცუდად - კირით მდიდარ ნიადაგზე.

კალცექსი (ლათ.) - ქლოროვანი კალციუმისა და უროტროპინის მარილი; იყენებენ როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკურ საშუალებას გრიპის წინააღმდეგ.

კალცინა (ლათ.) - კალის შენადნობი ტყვიასთან; გამოიყენება ჭიქურის დასამზადებლად.

კალცინაცია და კალცინირება - ნივთიერებათა გავარვარება ან გამოწვა მათი დაჟანგვის ან დაშლის მიზნით.

კალციტი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მინერალი; მარმარილოს, კირქვისა და სხვების შემადგენელი ნაწილი; კირშპატი.

კალციუმი (Ca) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ატომური ნომერი 20, ატომური მასა 40,08. პირველად თავისუფალი სახით მიიღო ინგლისელმა მეცნიერმა ჰ.დეივიმ 1808 წელს.

კამა

  1. (Anethum graveolens) - სურნელ-სანელებელი ბოსტნეული მცენარე, მწვანილის სახეობა.

  2. მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ერთვის მდინარე ვოლგაზე არსებულ კუიბიშევის წყალსაცავს (სიგრძე - 1805 კილომეტრი).

  3. მდინარე რუსეთის ტიუმენის ოლქში, მდინარე კონდის მარცხენა შენაკადი.

  4. (სანსკრ.) - ინდუიზმის პანთეონში: სიყვარულის ღმერთი, ვიშნუს და ლაქშმას შვილი. წარმოდგენილი ჰყავთ ყმაწვილის სახით, რომელიც ადამიანებს გულში ესვრის ყვავილის ისრებს.

კამაგუეი - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (290 ათასი).

კამადოგამი - იაპონურ მითოლოგიაში - სახლისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველი ღვთაება.

კამათელი - ძვლის პატარა კუბი, რომლის გვერდებზედაც დაჩნეულია წერტილები ერთიდან ექვსამდე; ნარდის სათამაშო ინვენტარი.

კამათი - განსხვავებული აზრების გამოთქმა შეპირისპირება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

კამაისი - ქალაქი-პორტი იაპონიის ივატეს პრეფექტურაში.

კამაკურა - ქალაქი იაპონიაში, კანაგავას პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (170 ათასი).

კამალაშილა (სანსკრ. „ქველმოქმედი”) - VIII საუკუნის ინდოელი ბუდისტი მოაზროვნე, რელიგიური-ფილოსოფიური ნაშრომების ავტორი.

კამამბერი (ფრანგ.) - ფრანგული ყველი.

კამანი - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

კამანინი ნიკოლაი - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი, „ჩელიუსკინელთა“ გადაფრენის მონაწილე (1908-1982 წწ).

კამანოსი - ნაკრძალი ლიტვაში, დაარსებულია 1979 წელს.

კამარა

  1. შენობის კედლების, სვეტების და მისთანების ზევითა ნაწილების შემაერთებელი გადამხურავი რკალისებრი ნაგებობა.

  2. აკვნის ხელმოსავლები ჯოხი.

კამარახევის სამაროვანი - ძვ.წ.აღ. V-III საუკუნეების სამაროვანი სოფელ წიწამურის მახლობლად, არაგვის მარცხენა ნაპირზე.

კამარგი - ბუნებრივი რეზერვატი საფრანგეთში, მდინარე რონას დელტაში.

კამარგო მარი ანა (ნამდვილი სახელი და გვარი კიუპის დე კამარგო) - ფრანგი მოცეკვავე, სასცენო ცეკვისა და თეატრალური კოსტუმების რეფორმატორი (1710-1770 წწ).

კამარილია (ესპან.) - მეფის კარზე არსებული დაჯგუფება, რომელიც ანგარების მიზნით წარმართავს სახელმწიფო საქმეებს.

კამარლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

კამარჰატი - ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში.

კამასი - ბალნისაგან სხვილი ძაფი (საბა).

კამასუტრა - III-IV საუკუნეებში ინდოეთში შექმნილი ტრაქტატი, რომელიც ეძღვნება სიყვარულს და მის რაობას; ავტორად ითვლება ვატსიაიანა.

კამაუ (კამო) - ნახევარკუნძული ინდოჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ვიეტნამის ტერიტორიაზე.

კამბა - კენიაში მცხოვრები ხალხი; საერთო რაოდენობა 3,3 მილიონი.

კამბალა (რუს.) - ზღვის ბრტყელი თევზი, რომელსაც ორივე თვალი ერთ მხარეზე აქვს.

კამბალდა - ნიკელის მოპოვების საბადო ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში.

კამბანი გუდმუნდურ იოუნსონ - ისლანდიელი მწერალი (1888-1945 წწ).

კამბარ-ბატირი - ერთ-ერთი უძველესი ყაზახური საგმირო ეპოსი; ჩაწერილია XIX საუკუნეში.

კამბარკა - ქალაქი რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.

კამბასერესი ჟან ჟაკ - ფრანგი იურისტი, შეიმუშავა „ნაპოლეონის კოდექსი”, ნაპოლეონის მთავრობის იუსტიციის მინისტრი (1753-1824 წწ).

კამბეი - ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში (60 ათასი).

კამბეის ყურე - ყურე არაბეთის ზღვაში, ინდოეთის სანაპიროსთან.

კამბერლენდი - მდინარე აშშ-ში, მდინარე ოჰაიოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1109 კილომეტრი).

კამბეჩოვანი (კამბეჩანი, კამბეჩიანი) - ისტორიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში (XV საუკუნის ბოლოდან ქიზიყი). ცენტრი - ხორნაბუჯი.

კამბისე (ძვ.სპარსულად კამბუჯია) - ძველი სპარსეთის მეფე აქემენიდთა დინასტიისა (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 522 წელს).

კამბიუმი (ლათ.) - მცენარის ლაფანსა და მერქანს შორის მოქცეული უჯრედების ფენა, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას სისქეში.

კამბიფორმი - მცენარის ფლოემის წაგრძელებული ცოცხალი, თხელგარსიანი უჯრედები.

კამბოჯა (კამბოჯის სამეფო, 1976-89 წლებში ეწოდებოდა კამპუჩია)

  • სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ვიეტნამს, ჩრდილოეთით - ლაოსს, ჩრდილო-დასავლეთით - ტაილანდს.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1953 წლის 9 ნოემბერი.

  • ეროვნული დევიზი - „ერი, რელიგია, მეფე”.

  • ჰიმნი - „Nokoreach“.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • სახელმწიფოს მეთაური - მეფე.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება.

  • ფართობი - 181 040 კვ.კმ.

  • დაყოფილია 20 პროვინციად (ქხეთად).

  • მოსახლეობა - 14 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 78 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნეთა უმრავლესობა ბუდისტები არიან.

  • სახელმწიფო ენა - ქხმერული.

  • დედაქალაქი - პნომპენი.

  • ეროვნული ვალუტა - რიელი.

  • ქვეყნის კოდი - KHM.

  • დროის სარტყელი - UTC +7.

  • სატელეფონო კოდი - +855.

  • ინტერნეტ-დომენი - kh.

კამბრე - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორის დეპარტამენტში (35 ათასი).

კამბრიული სისტემა (პერიოდი) - პალეოზური ჯგუფის პირველი სისტემა. დაიწყო 570 მილიონი წლის წინ და გრძელდებოდა 70 მილიონ წელიწადს.

კამბუზი (ჰოლანდ.) - სამზარეულო გემზე.

კამბუროვა ელენა - რუსული ესტრადის მომღერალი, წარმოშობით ბერძენი (დაიბადა 1941 წელს).

კამბუჯადეშა - ქხმერთა სახელმწიფო თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე IX-XIII საუკუნეებში.

კამდენი - ქალაქი-პორტი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ფილადელფიის ქალაქი-თანამგზავრი (85 ათასი).

კამეა (იტალ.) - ქვა ან ნიჟარა, რომელზედაც რელიეფურად ამოკვეთილია ჩუქურთმა (სვამენ ბეჭედში, ბროშში).

კა-მეზონები (კაონები) - იმ ელემენტარული ნაწილაკების ძირითადი მეზონური ჯგუფი, რომელთაც აქვთ უცნაურობის კვანტური რიცხვი (მუხტი).

კამელია (ფრანგ.) - მარადმწვანე დეკორატიული მცენარე, აქვს ტყავისებრი პრიალა ფოთლები და დიდი, წითელი ან თეთრი უსუნო ყვავილები.

კამელიკი - მდინარე რუსეთის სარატოვის ოლქში, მდინარე დიდი ირგიზის მარცხენა შენაკადი.

კამელინა ზეფირინ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1840-1932 წწ).

კამელოტი - მეფე არტურის ლეგენდარული დედაქალაქი და ციხე-სიმაგრე. ვარაუდობენ, რომ უელსის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

კამენა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, რომელსაც გააჩნდა წინასწარმეტყველების ნიჭი; მოგვიანებით აღიარეს ხელოვნების მფარველ ღვთაებად და მუზასთან გააიგივეს.

კამენევი ლევ (ნამდვილი გვარი როზენფელდი) - საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; შეეწირა რეპრესიებს (1883-1936 წწ).

კამენევი ლევ - რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკი (1833-1886 წწ).

კამენეცი - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

კამენეც-პოდოლსკი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (105 ათასი).

კამეწი - მთა რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ევენკთა ავტონომიურ ოკრუგში, პუტორანის პლატოზე.

კამენიკი - მთა რუსეთის ვალდაის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში.

კამენკა

  1. ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში (45 ათასი).

  2. ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

კამენკა-ბუგსკაია - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

კამენკა-დნეპროვსკაია - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

კამენ-კაშირსკი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში.

კამენოგორსკი (1948 ანტრეა) - ქალაქი რუსეთის ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ოლქში.

კამენსკაია მარია - რუსი მწერალი ქალი (1817-1898 წწ).

კამენსკი ანატოლი - რუსი მწერალი, დრამატურგი (1876-1941 წწ).

კამენსკი ვალერი - რუსი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1907-1975 წწ).

კამენსკი ვასილი - რუსი პოეტი, ერთ-ერთი პირველი რუსი პილოტი (1884-1961 წწ).

კამენსკი მიხაილ - რუსი მხედართმთავარი, გენერალ-ფელდმარშალი (1738-1809 წწ).

კამენსკი მაცეი - იხილე კამიენსკი მ.

კამენსკოე - უკრაინის ქალაქ დნეპროძერჟინსკის სახელი 1936 წლამდე.

კამენსკ-ურალსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (75 ათასი).

კამენსკ-შახტინსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (75 ათასი).

კამეო (ინგლ.) - რომელიმე ცნობილი მსახიობის მიერ შესრულებული ეპიზოდური როლი.

კამერა (ლათ.)

  1. ზოგიერთ დაწესებულებაში სადგომი ოთახი სპეციალური დანიშნულებისა.

  2. ციხეში - ოთახი პატიმართათვის, საკანი.

  3. დახურული სათავსი რაიმე ხელსაწყოს, მანქანის, ნაგებობის შიგნით.

  4. ტყავის ბურთის ანდა ავტომობილის, ველოსიპედის სალტის შიგნითა, გასაბერი გარსი რეზინისა.

  5. ფოტო, კინო, ტელეაპარატის შიგნითა ნაწილი, ზოგჯერ თვით ასეთი აპარატიც.

კამერალისტიკა (გერმ.) - XVII-XVIII საუკუნეების გერმანულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ადმინისტრაციული და სამეურნეო ცოდნის მთლიანობა კამერალური (სამეფო კარის და ფართო გაგებით სახელმწიფოს) მეურნეობის შესახებ.

კამერარიუსი რუდოლფ იაკობ - გერმანელი ბოტანიკოსი (1665-1721 წწ).

კამერდინერი (გერმ.) - ბატონის პირადი მსახური.

კამერისტი (ფრანგ.)

  1. ქალბატონის ხელზე მოსამსახურე, მოახლე, პირისფარეში.

  2. სასახლის მსახური (ქალი).

კამერლინგ-ონესი ჰეიკე - ნიდერლანდელი ფიზიკოსი, დაბალი ტემპერატურის სხეულთა ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1913 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1853-1926 წწ).

კამერონი დევიდ უილიამ დონალდ (David William Donald Cameron) - ბრიტანელი პოლიტიკისი, კონსერვატული პარტიის ლიდერი, დიდი ბრიტანეთის 75-ე პრემიერ-მინისტრი 2010 წლის მაისიდან (დაიბადა 1966 წელს).

კამერონი ვერნი ლავიტ - ინგლისელი მოგზაური, ცენტრალური აფრიკის მკვლევარი (1844-1894 წწ).

კამერონი ჩარლზ - შოტლანდიური წარმოშობის რუსი ხუროთმოძღვარი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1730-1812 წწ).

კამერონი ჯეიმზ - ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1954 წელს).

კამერონი ჯულია მარგარიტ - ინგლისელი ფოტოხელოვანი ქალი (1815-1879 წწ).

კამერტონი (გერმ.) - ფოლადის ორთითა ხელსაწყო (ჩანგლის მსგავსი), რომელიც მაგარ სხეულზე დარტყმისას გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას; იყენებენ მუსიკალური საკრავის აწყობისთვის.

კამერული

  1. კამერის მქონე; კამერაში მიმდინარე.

  2. მცირერიცხოვანი მსმენელებისთვის განკუთვნილი.

კამერუნი - ვულკანური მასივი აფრიკაში, გვინეის ყურის ნაპირებთან. უმაღლესი მწვერვალი - მოქმედი ვულკანი კამერუნი (4070 მ).

კამერუნი - (კამერუნის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Cameroun, ingl. Republic of Cameroon).

  • სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიგერია, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, გაბონი, ეკვატორული გვინეა.

  • სახელი წარმოდგება პორტუგალიური ღიო დე ჩამაროეს -ისაგან („rivero de salikokoj“). ასე უწოდეს მდინარე ჭოური -ის მე-15 საუკუნის პორტუგალიელმა მკვლევარებმა.

  • დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან და დიდი ბრიტანეთისგან) - 1960 წლის 1 ინვარი.

  • ეროვნული დევიზი - (ფრანგ.) „Paix - Travail - Patrie”, (ინგლ.) „Peace - Work - Fatherland“ (მშვიდობა, შრომა, სამშობლო).

  • ჰიმნი - „O Cameroun, Berceau de nos Ancetres“ (ფრანგ.).

  • მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ეროვნული კრება).

  • ფართობი - 475 440 კვ.კმ.

  • დაყოფილია 10 პროვინციად.

  • მოსახლეობა - 17,8 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 34 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • მორწმუნენი - მუსლიმანები და ადგილობრივ ტრადიციულ რელიგიათა მიმდევრები.

  • სახელმწიფო ენა - ფრანგული და ინგლისური.

  • დედაქალაქი - იაუნდე.

  • ეროვნული ვალუტა - ფრანკი.

  • ქვეყნის კოდი - CMR.

  • დროის სარტყელი - UTC +1.

  • სატელეფონო კოდი - +237.

  • ინტერნეტ-დომენი - cm.

კამერჰერი (გერმ.KKammerherr) - დიდგვაროვანთა ერთ-ერთი წოდებულება სამეფო კარზე.

კამეშკოვო - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

კამეჩი (სპარს.) - ხარზე დიდი რქოსანი ცხოველი, ჩვეულებრივ შავი.

კამვოლი (გერმ.) - დაჩეჩილი მატყლი წმინდა შალის ქსოვილების დასამზადებლად.

კამზოლი (ფრანგ.) - მამაკაცის ზედა სამოსი, მუხლამდე სიგრძის. გავრცელებული იყო ევროპის ქვეყნებში XVII-XVIII საუკუნეებში.

კამი - ტიბეტის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი დაბოლოება ჩინეთში.

კამიენსკი მაცეი - პოლონელი კომპოზიტორი, წარმოშობით სლოვაკი (1734-1821 წწ).

კამიენსკი ჰენრიკ (ფსევდონიმი ფილარეტ პრავდოვსკი) - პოლონელი რევოლუციონერი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, პოლონეთის 1830-31 წლების აჯანყების მონაწილე (1813-1866 წწ).

კამიზარები (ფრანგ.) - 1702-1705 წლებში გლეხურ-პლებეური აჯანყების მონაწილენი საფრანგეთის სამხრეთ პროვინციებში. სახელი ეწოდათ “კამიზო”-ს, თეთრი პერანგის მიხედვით, რაც მათ ემოსათ.

კამიზიაკი - ქალაქი რუსეთის ასტრახანის ოლქში.

კამიკაძე (იაპონ. „ღმერთების ქარი“) - იაპონელი მფრინავი თვითმკვლელი.

კამილი - ფლეიტის მსგავსი ადიღეური მუსიკალური ინსტრუმენტი.

კამილუსი მარკუს ფურიუს - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 447-365 წწ).

კამიმუსუბი - იაპონურ მითოლოგიაში - ერთ-ერთი შემოქმედი ღმერთი, რომელიც ცისა და მიწის გაყოფისას იყენებდა თავის ხელოვნებას.

კამინგზი ედუარდ ესტლინ - ამერიკელი პოეტი, ლირიკოსი-ურბანისტი, ფუტურიზმთან დაახლოებული (1894-1962 წწ).

კამინსკი კაზიმიეჟ - პოლონელი მსახიობი და რეჟისორი (1865-1928 წწ).

კამისლებასი - მლაშე ტბა ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.

კამიუ ალბერ - ფრანგი მწერალი და მოაზროვნე-ეგზისტენციალისტი (1913-1960 წწ).

კამიშინი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

კამიშლი - ქალაქი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში (130 ათასი).

კამიშლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

კამიშლოვი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (35 ათასი).

კამკამა - რაც კამკამებს, ელვარე, მოციმციმე; ანკარა, სუფთა.

კამკამი - სინათლის გამოკრთომა, წმინდა შუქის გამოცემა, არაძლიერი ელვარება.

კამლეა - ირმის ტყავისგან შეკერილი მამაკაცის ზედა სამოსი ციმბირის ჩრდილოეთის ხალხებში.

კამლოტი (ფრანგ.) - შავი ან ყავისფერი სქელი უხეში ქსოვილი, რითაც ევროპაში დაბალი ფენების სამოსს კერავდნენ.

კამნო - ხელოსნობით ცნობილი VIII-X საუკუნეების პატარა ისტორიული ქალაქი რუსეთში, ფსკოვთან.

კამო ტიომეი - იაპონელი მწერალი (1151-1216 წწ).

კამო (ნამდვილი სახელი და გვარი სიმონ ტერ-პეტროსიანი) - რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე კავკასიაში, ტერორისტული აქტების ორგანიზატორი (1882-1922 წწ).

კამო (1959 წლამდე ნორ-ბაიაზეთი) - ქალაქი სომხეთში, სევანის ტბის სიახლოვეს (30 ათასი).

კამოენსი (კამოინში) ლუიშ დე - პორტუგალიელი პოეტი, გვიანდელი აღორძინების უდიდესი წარმომადგენელი (1524 ან 1525 - 1580 წწ).

კამოზინი პავლე - რუსი მფრინავი, კაპიტანი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1983 წწ).

კამოინში ლუიშ დი - იხილე კამოენსი ლ. დ.

კამონი - იხილე სიმონოსეკის სრუტე.

კამორა (იტალ.) - საიდუმლო ბანდიტური დაჯგუფება XVIII-XIX საუკუნეების ნეაპოლის სამეფოში. მაფიის წინაპარი.

კამოტესი - კუნძულთაშორისი ზღვა ფილიპინების არქიპელაგში.

კამპა - არავაკების ჯგუფის ინდიელი ხალხი პერუში (50 ათასამდე).

კამპალა - უგანდის დედაქალაქი, მდებარეობს ვიქტორიის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროს მახლობლად, ცენტრალური პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (775 ათასი).

კამპანა დინო - იტალიელი პოეტი, ყოფით ცხოვრებაში ცნობილი იყო, როგორც მაწანწალა და მარგინალი (1885-1932 წწ).

კამპანელა - მუსიკალური პიესა, რომელიც ზანზალაკების ჟღარუნს ჰგავს.

კამპანელა ტომაზო - იტალიელი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე (1568-1639 წწ).

კამპანია

  1. ადმინისტრაციული ოლქი იტალიის სამხრეთ ნაწილში. ცენტრი - ნეაპოლი.

  2. (ფრანგ.) მუშაობა, რომელიც ტარდება გარკვეულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად.

  3. საერთო სტრატეგიული მიზნით გაერთიანებულ საომარ ოპერაციათა ერთობლიობა.

  4. ხომალდის განუწყვეტელი ცურვის პერიოდი.

კამპანილე (იტალ.) - შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის იტალიურ არქიტექტურაში ეკლესიისაგან მოშორებით აგებული სამრეკლო.

კამპარი - ქალაქი მალაიზიის პერაკის შტატში.

კამპე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ურჩხული ლიბიაში, რომელიც დიონისემ მოკლა.

კამპენი იაკობ ვან - ნიდერლანდელი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1595-1657 წწ).

კამპენი რობერ - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1378-1444 წწ).

კამპერტი იან რემკო ტეოდორ - ნიდერლანდელი მწერალი, ანტიფაშისტური მოძრაობის მონაწილე (1902-1943 წწ).

კამპეშის ხე - ხე, რომლის სამშობლოც ტროპიკული ამერიკაა; მისგან ამზადებენ ძვირფას ავეჯს და პარკეტს.

კამპეჩე - ქალაქი მექსიკაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

კამპი - კბენა, საკბენად მომართვა ყბებისა.

კამპი პიტერ ვან დე - ამერიკელი ასტრონომი (1901-1999 წწ).

კამპინა-გრანდი - ქალაქი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (280 ათასი).

კამპინასი - ქალაქი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატში (750 ათასი).

კამპო ესტანისლაო დელ - არგენტინელი პოეტი (1834-1880 წწ).

კამპომანესი პედრო - გრაფი, ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი (1723-1803 წწ).

კამპომანესი ფლორენსიო - ფილიპინელი მოჭადრაკე და საჭადრაკო მოღვაწე, ფიდე-ს პრეზიდენტი 1982-1995 წლებში (დაიბადა 1927 წელს).

კამპონგსაომი (სიანუკვილი) - ქალაქი-პორტი კამბოჯაში.

კამპონგტიამი - ქალაქი-პორტი კამბოჯაში, მდინარე მეკონგზე; ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (30 ათასი).

კამპორა დანიელ უგო - არგენტინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

კამპოსი და კამპუსი (პორტუგ.) - სავანის ტიპის მცენარეულობა ბრაზილიაში.

კამპოტი - ქალაქი-პორტი კამბოჯაში.

კამპტონიტი - მაგმური წარმოშობის ძარღვული ქანი, რომელიც შედგება პლაგიოკლაზისა და მურა ამფიბოლისაგან.

კამპუ-გრანდი - ქალაქი ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (520 ათასი).

კამპუსი

  1. ქალაქი ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში (320 ათასი).

  2. დასავლეთის ქვეყნებში საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორია ან თავად ასეთი ქალაქი.

კამპუჩია - კამბოჯის სახელი 1976-89 წლებში.

კამპჰაუზენი რუდოლფ - გერმანელი ბანკირი, 1848-49 წლებში პრუსიის მინისტრი-პრეზიდენტი (1803-1890 წწ).

კამპჰეიზენი დირკ რაფაელს - ნიდერლანდელი პოეტი და თეოლოგი (1586-1627 წწ).

კამრანი - ქალაქი-პორტი ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (115 ათასი).

კამსკი გატა - რუსეთში დაბადებული ამერიკელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (დაიბადა 1974 წელს).

კამური თეთრი - ქართული ვაზის ჯიში. მიეკუთვნება გურიის ვაზთა ჯიშების ჯგუფს.

კამუფლაჟი (ფრანგ.) - შენიღბვის ერთ-ერთი სახე.

კამუფლეტი (ფრანგ.)

  1. საარტილერიო ჭურვის აფეთქება მიწის ქვეშ.

  2. მიწისქვეშა აფეთქება მტრის შენობა-ნაგებობათა დასაზიანებლად.

  3. (გადატანით) მოულოდნელი უსიამოვნება, წარუმატებლობა.

კამფა - ქალაქი და მთავარი საქვანახშირო პორტი ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (100 ათასი).

კამჩადლები - XVIII საუკუნეში კამჩატკის აბორიგენი მოსახლეობის (იტელმენების) სახელი.

კამჩატკა

  1. ნახევარკუნძული აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შედის რუსეთის შემადგენლობაში; განფენილია 1200 კილომეტრზე.

  2. მდინარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ერთვის წყნარ ოკეანეს (სიგრძე - 758 კილომეტრი).

კამჩია - მდინარე ბულგარეთში, ერთვის შავ ზღვას.

კანა

  1. (აფრიკ.) - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ანტილოპა.

  2. (იაპონ.) - იაპონური მარცვლოვანი ანბანი, არსებობს მისი ორი გრაფიკული სახეობა: კატაკანა და ხირაგანა.

  3. (ბერძნ.) - მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარე.

კანა იონ - მოლდაველი მწერალი (1902-1985 წწ).

კანაგავა - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ცენტრი - იოკოჰამა.

კანადა (ინგლ. Canada).

1) სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აშშ, სამი მხრიდან აკრავს ატლანტის, ჩრდილოეთის ყინულოვანი და წყნარი ოკეანეები.

  • ქვეყნის სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან „kanata“, რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე „სოფელს", „მცირე დასახლებას“ ნიშნავს.

  • დამოუკიდებლობის დღე - 1867 წლის 1 ივლისი (აქტი ბრიტანეთის ჩრდილოეთი ამერიკის შესახებ), 1931 წლის 11 დეკემბერი (ვესტმინისტერის სტატუსი), 1982 წლის 17 აპრილი (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსგან).

  • ეროვნული დევიზი - (ლათ.) „A Mari Usque Ad Mare“ (ზღვიდან ზღვამდე).

  • ჰიმნი - „O Canada!“.

  • მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.

  • სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის დედოფალი.

  • უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.

  • ფართობი - 9 984 670 კვ.კმ.

  • შედგება 10 პროვინციის და 3 ტერიტორიისგან.

  • მოსახლეობა - 32 მილიონი.

  • სიმჭიდროვე - 3 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.

  • დედაქალაქი - ოტავა.

  • სახელმწიფო ენები - ინგლისური და ფრანგული.

  • ვალუტა - კანადის დოლარი.

  • ქვეყნის კოდი - CAN.

  • დროის სარტყელი - UTC -3,5... -8.

  • სატელეფონო კოდი - +1.

  • ინტერნეტ-დომენი - ca.

2) ძვ.წ.აღ. III საუკუნის ლეგენდარული ძველინდოელი მოაზროვნე, ვაიშეშიკას ფილოსოფიური სისტემის დამაარსებელი.

3) (კანარა) - დრავიდული ენების ჯგუფის ენა, ინდოეთის კარნატაკას შტატის ოფიციალური ენა.

კანავალია - ხვიარა მცენარე პარკოსანთა ოჯახისა; ველურად იზრდება ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

კანავერალი (1964-73 წლებში კენედის კონცხი) - აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულის კონცხი, კოსმოსური კვლევის ცენტრი.

კანაკები - მელანეზიაში მცხოვრები ხალხი. ახალი კალედონიის ძირითადი მოსახლეობა (სულ 60 ათასი).

კანალეტო (ნამდვილი გვარი კანალი) ჯოვანი ანტონიო - იტალიელი ფერმწერი, ვენეციური ვედუტას უდიდესი ოსტატი (1697-1768 წწ).

კანალი ესტებან - პერუელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1896-1981 წწ).

კანალიზაცია (ფრანგ.) - მილების, მიწისქვეშა არხების და სხვა სანიტარულ-ტექნიკურ ნაგებობათა სისტემა, რომლის საშუალებითაც ქალაქიდან გაედინება თხევადი სიბინძურე და გამდინარი წყლები.

კანამხალი - იგივეა, რაც ლახანა.

კანანაძე ალექსანდრე - I რანგის კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1916-1944 წწ).

კანანგა (ყოფილი ლულუაბურგი) - ქალაქი კონგოში, დასავლეთ კასაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (300 ათასი).

კანანეა - სპილენძის საბადო მექსიკაში (სონორის შტატში). ექსპლუატაციაშია 1899 წლიდან.

კანანური - ქალაქი ინდოეთის კერალას შტატში (160 ათასი).

კანაპე (ფრანგ.) - პატარა დივანი, რომელსაც ერთი მხარე ცოტათი აწეული აქვს.

კანარისი კონსტანტინოს - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1864-65, 1877 წლებში (1790-1877 წწ).

კანარისი ფრიდრიხ ვილჰელმ - ფაშისტური გერმანიის “აბვერის” ხელმძღვანელი, ადმირალი. სიკვდილით იქნა დასჯილი როგორც ჰიტლერის მოღალატე (1887-1845 წწ).

კანარის კუნძულები - ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძულები, მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აფრიკის სანაპიროსთან. ადმინისტრაციული ცენტრი - ლას-პალმასი.

კანარის ჩიტი (კანარელი) - მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარის და აზორის კუნძულებზე.

კანასტა - ბანქოს თამაშის სახესხვაობა.

კანატია - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 32 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.

კანაფი (Cannabis sativa)

  1. მაღალი ბოჭკოვანი მცენარე, მისი ღეროსაგან ამზადებენ სართავ ბო-ჭკოს, ქერელს.

  2. წვრილი თოკი.

კანაში (1920 წლამდე შიხრანი) - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში (55 ათასი).

კანაძავა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ისიკავას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი).

კანბერა - ავსტრალიის დედაქალაქი. დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული. მისი მშენებლობა 1913 წელს დაიწყო, პარლამენტის და მთავრობის რეზიდენციად 1927 წელს გამოცხადდა (310 ათასი).

კანგა არგუელიესი ხოსე - გრაფი, ესპანეთის რევოლუციების მონაწილე XIX საუკუნის დასაწყისში, ეკონომისტი (1770-1843 წწ).

კანგარი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენეს) უკიდურესი სამხრეთი მხარე.

კანგე - ქალაქი კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩაგანდოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).

კანგრა - ინდური ჩაის ჯიში-პოპულაცია.

კანდავა (ყოფილი კანდაუ) - ქალაქი ლატვიაში.

კანდავლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ომფალოსისა და ჰერაკლეს უკანასკნელი შთამომავალი, ლიდიის პირველი, ნახევრადლეგენდარული მეფე.

კანდალაქშა - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (50 ათასი).

კანდელა ფელიქს - მექსიკელი არქიტექორი და ინჟინერი (1910-1997 წწ).

კანდელა (ლათ.) - სინათლის ძალის ერთეული.

კანდელაბრი (ფრანგ.) - დიდი ტოტებიანი შანდალი რამდენიმე სანთლის ჩასამაგრებლად.

კანდელაკი - მნათე (საბა).

კანდელაკი ალექსანდრე (სანდრო) - ლეგენდარული ფალავანი (1893-1959 წწ)

კანდელაკი გიორგი - მოკრივე, (91,+91 კგ). მოყვარულთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1997) და მეორე პრიზიორი (1993), ევროპის ჩემპიონი (1993), მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი (1994), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). 1998 წელს პროფესიონალურ კრივში გადავიდა. მსოფლიოს ჩემპიონი WBU-ის ვერსიით (2002, 03). პროფესიონალურ რინგზე გამართა 24 ბრძოლა და ყველა მოიგო (18 - ნოკაუტით). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002-იდან) (დაიბადა 1974 წელს).

კანდელაკი ვალერიან - დრამატურგი (1918-1990 წწ).

კანდელაკი ვლადიმერ - მომღერალი (ბარიტონი) და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; მოსკოვის ოპერეტის თეატრის მთავარი რეჟისორი (1908-1994 წწ).

კანდელაკი ირაკლი - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1901-1970 წწ).

კანდელაკი ნიკოლოზ - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1889-1970 წწ).

კანდელი

  1. ფრანგულია, ქართულად სანათი ჰქვიან (საბა).

  2. სანათი ლამპარი.

კანდელი ფელიქს - რუსი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

კანდი (მაჰა-ნუვარა) - ქალაქი შრი-ლანკაში (100 ათასი).

კანდია - იხილე ირაკლიონი.

კანდიდამიკოზი - დაავადება, რასაც იწვევს Candidas-ს გვარის საფუარისებრი სოკო; შეუძლია გამოიწვიოს კანის, ლორწოვანი გარსისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება.

კანდიდატი (ლათ. „ვისაც თეთრი ტანისამოსი აცვია”) - პირი, რომელიც დასახელებულია, ნავარაუდევია რაიმე თანამდებობისთვის ან სადმე მისაღებად.

კანდიდატურა - ვისიმე უფლება ან შესაძლებლობა იყოს რისამე კანდიდატი.

კანდიდი - ვოლტერის ნაწარმოების „კანდიდი ანუ ოპტიმიზმი” მთავარი გმირი (დაიწერა 1759 წელს).

კანდილისი ჟორჟ - ფრანგი არქიტექტორი (დაიბადა 1913 წელს).

კანდინი - იხილე დარდო.

კანდინსკი ვასილი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი დამაარსებელი (1866-1944 წწ).

კანდლა - ქალაქი-პორტი ინდოეთის გუჯარათის შტატში.

კანე იოჰან არნოლდ - გერმანელი მოაზროვნე, მითოლოგიის მკვლევარი, აღმოსავლურ ენათა სპეციალისტი (1773-1824 წწ).

კანევი - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში (30 ათასი).

კანევსკი ამინადავ - რუსი გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1898-1976 წწ).

კანეიდიან-რივერი - მდინარე აშშ-ში, მდინარე არკანზასის მარჯვენა შენაკადი.

კანე კორსო - ძველი იტალიური სასამსახურო ჯიში ძაღლისა. ცნობილია XVII საუკუნიდან.

კანელი - ესტონური სიმებიანი საკრავი.

კანელურა (ფრანგ.) - ვერტიკალური ღარაკი სვეტზე ან პილასტრაზე.

კანემ-ბორნუ - სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში; არსებობდა XIX საუკუნემდე.

კანეტი ელიას - ავსტრიელი მწერალი (1905-1994 წწ).

კანვა (ფრანგ.) - გახამებული მეჩხერი ბადისებრი ქსოვილი, რომელზედაც ქარგავენ ჯვარედინად ნემსის ამოგებით.

კან ვიონგ („იმპერატორის დასაცავად”) - განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩრდილო და ცენტრალურ ვიეტნამში 1885-96 წლებში.

კანზასი

  1. მდინარე აშშ-ში, მდინარე მისურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 278 კილომეტრი).

  2. შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 213,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 2,5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ტოპიკა.

კანზას-სიტი - ერთი სახელის მქონე ორი ქალაქი აშშ-ში: მისურის შტატში (435 ათასი) და კანზასის შტატში (150 ათასი).

კანთარო - ფატარი ძელი, ღამით ცეცხლებრ მოელვარე (საბა).

კანთაროსი (ბერძნ.) - ძვ.წ.აღ. VI-II საუკუნეების ბერძნული ქუსლიანი, ღრმა, პირგადაშლილი ღვინის სასმელი ჭურჭელი.

კანთელაძე ფირუზ - თბილისის „დინამოს” ფეხბურთელი 1967-79 წლებში, მცველი; 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (დაიბადა 1949 წელს).

კანთიელად - (კუთხურად) გარკვევით, აშკარად.

კანთო - ქალაქი-პორტი ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში, ხაუძიანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).

კანი

  1. ქართული ანბანის მეათე ასო.

  2. ადამიანის, ცხოველის სხეულის გარეთა საფარი.

  3. (Cannes) ქალაქი, პორტი, კლიმატური კურორტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუაზღვის პირას (75 ათასი).

  4. (Caen) ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დეპარტამენტ კალვადოსის ადმინისტრაციული ცენტრი (120 ათასი).

  5. მდინარე სამხრეთ ციმბირში, ენისეის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 629 კილომეტრი).

კანი დიოგუ - პორტუგალიელი ზღვაოსანი (დაახლოებით 1440-1486 წწ).

კანი ლუის - ამერიკელი არქიტექტორი (1901-1974 წწ).

კანი ოლივერ - გერმანელი ფეხბურთელი მეკარე, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (დაიბადა 1969 წელს).

კანი ჰერმან - ამერიკელი ფუტუროლოგი, ჰუძონის ინსტიტუტის დამაარსებელი (1922-1983 წწ).

კანია - იხილე ხანია.

კანიავა ედუარდას - ლიტველი მომღერალი. ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

კანიბალი (ფრანგ.) - კაციჭამია ველური.

კანიბალიზმი - კაციჭამიობა.

კანიზიუსი პეტრე - კათოლიკე ღვთისმეტყველი, იეზუიტთა ორდენისა და კონტრრეფორმაციის მოღვაწე გერმანიაში; წარმოშობით ჰოლანდიელი (1770-1827 წწ).

კანინგემი იმოჯინ - ამერიკელი ფოტოგრაფი, ფოტოპორტრეტის და ფოტოპეიზაჟის ოსტატი (1883- 1976 წწ).

კანინგემი მერს - ამერიკელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი (დაიბადა 1919 წელს).

კანინგემი უილიამ - ინგლისელი ისტორიკოსი (1849-1919 წწ).

კანინგემი უოლტერ - ამერიკელი კოსმონავტი (დაიბადა 1932 წელს).

კანინგი ჯორჯ - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1827 წლიდან (1770-1827 წწ).

კანიონი (ესპან.) - მდინარის ღრმა, გრძელი ხეობა ციცაბო ფერდობებით.

კანიტრა (ინგლ.) - ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი ბენზინის, საპოხი ზეთებისა და მისთანების გზაში წასაღებად.

კან იუ-ვეი - ჩინეთის პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი (1858-1927 წწ).

კანიულა (ფრანგ.) - მედიცინაში - მილის, კაუჩუკის ან ლითონის მილი სხვადასხვა ფორმის; იყენებენ ღრუ ორგანიზმში წამლის შესაყვანად.

კანიფოლი - იხილე კოლოფონი.

კანიშკა - ჩრდილოეთ ინდოეთის და ავღანეთის ქუშანთა დინასტიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი (II საუკუნე).

კანიცარო სტანისლაო - იტალიელი ქიმიკოსი, ატომურ-მოლეკულური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1826-1910 წწ).

კანკავა ვლადიმერ - საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1913 - 1942 წწ).

კანკალი - ადამიანის (ცხოველი) სხეულის ან მისი ნაწილის არანებისმიერი გაბმული რხევა, ტოკვა, გამოწვეული სიცივით, ძლიერი განცდით.

კანკანი

  1. ქალაქი გვინეაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

  2. (ფრანგ.) - ფრანგული სამეჯლისო ცეკვა, მოგვიანებით საოპერეტო სანახაობის ცეკვა.

კანკელი (იკონოსტასი) - მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისგან.

კანკლედი - ბადის სახე, თუ ლანძვი (საბა).

კანკლედობა - (ძვ.) იგივეა, რაც ბრუნება.

კანკლესი - ლიტვური სიმებიანი საკრავი.

კანკროიდი (ლათ.) - კანის კიბო, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნელი ზრდა და უპირატესად კანის ზედა ფენებში გავრცელება.

კანკური - ფიცლის სარეკელი (საბა).

კანო

  1. ქალაქი ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (600 ათასი).

  2. იაპონური ფერწერის სკოლა.

კანო ალონსო - ესპანელი მოქანდაკე და ფერმწერი, ბაროკოს წარმომადგენელი (1601-1667 წწ).

კანოასი - ქალაქი ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში (180 ათასი).

კანოე (ინგლ.) - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ერთნიჩბიანი ნავი; გამოიყენება თანამედროვე სპორტულ ასპარეზობებში.

კანოვა ანტონიო - იტალიელი მოქანდაკე, კლასიციზმის წარმომადგენელი (1757-1822 წწ).

კანოვას დელ კასტილიო ანტონიო - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 1857-82 წლებში (1828-1897 წწ).

კანოზერო - ტბა რუსეთის მურმანსკის ოლქში.

კანონადა (ფრანგ. canonnade) - რამდენიმე ქვემეხის ხშირი სროლა ერთდროულად.

კანონგარეშე

  1. კანონის მფარველობას მოკლებული.

  2. უკანონოდ.

კანონზომიერი - კანონის შესაბამისი, მისგან გამომდინარე.

კანონზომიერება - კანონზომიერის თვისება.

კანონი (ბერძნ. კანონ)

  1. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება; კანონზომიერება.

  2. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი ყველასთვის სავალდებულო წესი.

  3. საეკლესიო წესი, დოგმატი, დადგენილი უმაღლესი იერარქის მიერ

  4. რელიგიური წიგნები, ღვთაებრივი შთაგონებით, ზეგარდმო კარნახით დაწერილი; სახოტბო საეკლესიო გალობა წმინდანთა სადიდებლად.

  5. მუსიკაში - პოლიფონიურ ნაწარმოებში ერთი და იმავე მელოდიის თანამიმდევრობით გამეორება ყველა ხმის მიერ.

  6. სიმებიანი საკრავი, რომელსაც აჟღერებენ თითებზე ჩამოცმული სპეციალური პლექტრებით; გავრცელებულია სომხეთში, აგრეთვე შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

კანონიერება - კანონის შესაბამისად წარმართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრებისა.

კანონიერი

  1. კანონის შესაბამისი, მისგან გამომდინარე.

  2. მართებული, სამართლიანი, ბუნებრივი.

  3. (ფრანგ. canonniere, canon - ზარბაზანი) - მომცრო სამხედრო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია ბრძოლის საწარმოებლად ნაპირებთან და თავთხელში (ზღვებსა და მდინარეებზე).

კანონიზაცია და კანონიზება

  1. სარწმუნოებისათვის თავდადებულთა, მოწამეთა, ეკლესიის მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვა.

  2. დაკანონება.

კანონიზება - იხილე კანონიზაცია.

კანონიკა - საეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა და მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა კანონები, სასულიერო პირთა ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის სექტები ეკლესიასთან დაკავშირებით.

კანონიკი - კათოლიკურ ეკლესიაში საკათედრო ტაძრის მღვდელი.

კანონიკური (ბერძნ. კანონიკოს)

  1. საეკლესიო კანონთან დაკავშირებული.

  2. მტკიცედ დადგენილი, ნიმუშად მიღებული.

კანონირი (გერმ.) - ძველი ევროპის და რუსეთის ჯარში არტილერიის ჯარისკაცი, მეზარბაზნე.

კანონიჩის პანსიონი - XIX საუკუნის შუა წლებში თბილისში არსებული კერძო სასწავლებელი.

კანონმდებელი - კანონების დამდგენი, დამწესებელი.

კანონმდებლობა

  1. კანონების შემუშავება და გამოცემა.

  2. კანონების ერთობლიობა.

კანონპროექტი - კანონის პროექტი, მონახაზი.

კანოპა - ბალზამირებული მიცვალებულის შიგნეულის ან ფერფლის შესანახი ჭურჭელი.

კანოპუსი - პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე, სიკაშკაშით მეორე (სირიუსის შემდეგ) მთელ ცის თაღზე.

კანოტიე (ფრანგ.) - მამაკაცის ან ქალის ჩალის ქუდი.

კანოხი - გაზაფხულ პირველ ჴარის შებმას უწოდებენ მესხნი (საბა).

კანპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე განგზე (მოსახლეობა - 2 მილიონი).

კანრობერი ფრანსუა - საფრანგეთის მარშალი (1809-1895 წწ).

კანსაი (კინკი) - მსხვილი ეკონომიკური მუნიციპალიტეტი იაპონიაში.

კან სენ სანი - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული საბჭოს პრემიერი (დაიბადა 1931 წელს).

კანსი - ჩინეთის ცინის დინასტიის იმპერატორი 1662 წლიდან (1654-1722 წწ).

კანსიონეირო - გვიანდელი შუასაუკუნეების (XIII-XIV სს) ესპანური და პორტუგალიური ლირიკული პოეზიის კრებულები.

კანსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (110 ათასი).

კანტაბილე (იტალ.) - სიმღერას მიმსგავსებული დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

კანტაბრია - ავტონომიური ოლქი ესპანეთში. ადმინისტრაციული ცენტრი - სანტანდენერი.

კანტაკუზენები - დაწინაურებული ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში XI-XV საუკუნეებში.

კანტალი

  1. მთიანი მასივი საფრანგეთში.

  2. დეპარტამენტი საფრანგეთში.

კანტალუპი - ერთგვარი ნესვი. აქვს სქელი კანი, სურნელოვანი გული.

კანტარი (კინტარი) - წონის ერთეული შუა საუკუნეებში, საქართველოში უდრიდა დაახლოებით 220 კგ-ს.

კანტატა (იტალ.)

  1. საზეიმო ხასიათის ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოები.

  2. ძველებური ლირიკული ლექსი, საზეიმო შემთხვევის გამო დაწერილი.

კანტაური - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

კანტეგირი - მდინარე რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ენისეის მარცხენა შენაკადი.

კანტელე - კარელიურ-ფინური სიმებიანი და ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტი.

კანტემირი ანტიოხი - თავადი, პოეტი, დიპლომატი, განმანათლებელი (1708-1744 წწ).

კანტემირი დიმიტრი - მოლდაველი გოსპოდარი, მეცნიერი, მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, პეტრე I-ის მრჩეველი (1673-1723 წწ).

კანტემირი - დაბა მოლდავეთში.

კანტემიროვები - ცირკის ოსი მსახიობების დინასტია, მოჯირითეები.

კანტე ფლამენკო - სამხრეთ ესპანეთის ცეკვისა და სიმღერის სტილი; მისი სამშობლოა ანდალუსია.

კანტი

  1. ქალაქი ყირგიზეთში.

  2. მომცრო და მჭლე (საბა).

  3. ქსოვილის ვიწრო ზოლი, ტანისამოსის კიდეზე მოვლებული ან ნაკერში ჩაყოლებული.

კანტი იმანუელ - გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელი (1724-1804 წწ).

კანტი ულრიკა (მინა, ნამდვილი გვარი იონსონი) - ფინელი მწერალი ქალი (1844-1897 წწ).

კანტი ჰერმან - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

კანტიანელობა - ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც გამომდინარეობს გერმანელი ფილოსოფოსის კანტისა და მისი მიმდევრების მოძღვრებიდან.

კანტიანი - რასაც კანტი აქვს მოვლებული.

კანტიკუნტი - იშვიათი, არახშირი, თითო-ოროლა.

კანტილენა (იტალ.)

  1. ადვილად დასამახსოვრებელი, მსუბუქი მელოდია.

  2. მცირე ლირიკულ-ეპიკური სიმღერა.

კანტო (ტოკიოს ვაკე)

  1. ყველაზე დიდი დაბლობი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.

  2. მსხვილი ეკონომიკური მუნიციპალიტეტი იაპონიაში.

კანტონი (ფრანგ.)

  1. შვეიცარიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

  2. ბელგიის უმცირესი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

  3. საარჩევნო უბანი საფრანგეთში.

  4. ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში (90 ათასი).

კანტონისტი - რუსეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჯარისკაცის შვილი, რომელიც დაბადებიდან მიწერილი იყო სამხედრო უწყებაზე და ბავშვობიდანვე ემზადებოდა ჯარში სამსახურისთვის.

კანტონის ყურე - იხილე ჯუძიანკოუ.

კანტორა (გერმ.) - წარმოების, დაწესებულების ადმინისტრაციულ-საკანცელარიო განყოფილება.

კანტორი

  1. კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიაში მგალობელი, მუსიკის მასწავლებელი, გუნდის დირიჟორი, ორღანისტი და საეკლესიო კომპოზიტორი.

  2. სინაგოგაში მთავარი მომღერალი.

კანტორი გეორგ - გერმანელი მათემატიკოსი (1845-1918 წწ).

კანტორი მორიც - გერმანელი მათემატიკის ისტორიკოსი (1829-1920 წწ).

კანტორი ტადეუშ - პოლონელი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1915-1990 წწ).

კანტური - თავის ხშირი ჩაქინდვრა.

კანტუს ფირმუს - წამყვანი მელოდია პოლიფონიურ მრავალხმიანობაში.

კანულეიუსი გაიუს - რომის სახალხო ტრიბუნი (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

კანუნნამე (ყანუნნამე) - კანონის წიგნი, საკანონმდებლო აქტებისა და კოდექსების საერთო სახელწოდება მუსლიმანურ სახელმწიფოებში.

კანურები - ხალხი ნიგერიაში, ნიგერში, კამერუნსა და ჩადში; საერთო რაოდენობა 6 მილიონი.

კანური - ნილოს-საჰარის ჯგუფის ერთ-ერთი ენა.

კანფეტი (იტალ.) - სხვადასხვა ფორმის პატარა ნაჭრებად, კვერებად დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული.

კანქვეშა - კანის ქვეშ მდებარე.

კანჩალინი - მდინარე რუსეთის მაგადანის ოლქში, ერთვის ბერინგის ზღვას.

კანჩენჯანგა (კინჩინჯუნგა) - მთის მასივი ჰიმალაის მთათა სისტემაში.

კანჩიპურამი - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში.

კანცელარია (ლათ.) - დაწესებულების განყოფილება, რომელიც განაგებს საქმის წარმოებას.

კანცელარიზმი

  1. საქმის გაძღოლა კანცელარიულად.

  2. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დამახასიათებელია საქმიანი ქაღალდებისათვის.

კანცელარისტი

  1. კანცელარიის წვრილი მოხელე.

  2. აპარატის მუშაკი, რომელიც ფორმალურად, უსულგულოდ ეკიდება საქმეს.

კანცელინგი (ინგლ.) - უკიდურესად კალენდარული ვადა დაფრახტული გემის მისვლისა დატვირთვისა ნავსადგურში.

კანცერი (ლათ.) - ავთვისებიანი სიმსივნე, კიბო.

კანცეროგენეზი - ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენისა და განვითარების პროცესი.

კანცეროლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ავთვისებიან სიმსივნეებს.

კანციონალი - კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიაში სასულიერო სიმღერათა კრებულები.

კანცლერი - გერმანიასა და ავსტრიაში უმაღლესი თანამდებობრივი პირი, მთავრობის მეთაური.

კანცონა

  1. XIII-XVII საუკუნეების დასავლეთევროპულ პოეზიაში ლირიული ლექსი რაინდთა სიყვარულის შესახებ.

  2. მრავალხმიანი სიმღერა აღორძინების ეპოქაში.

  3. ინსტრუმენტული მუსიკალური პიესის სახეობა.

კანცონერი ტონი - იტალიური წარმოშობის ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მეორე ქვემსუბუქ წონაში XX საუკუნის 30-იან წლებში (1908-1959 წწ).

კანცონეტა - XVI-XVII საუკუნეებში პატარა მრავალხმიანი სიმღერა საცეკვაო ხასიათისა.

კანძი - ერთის ცხოვარის ნაპარსი (საბა).

კანჭი - ფეხის ნაწილი მუხლის თავიდან კოჭამდე.

კანჭური - მტკივანი ფეხის მოხრა და მიწაზე ოდნავ დაკარება სიარულში.

კანხვამანი - ყვითელი ზღვის ყურე კორეის დასავლეთ ნაპირებთან.

კანჯარი (Equus hemionus)

  1. კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2 მეტრი.

  2. ველური ვირი (საბა).

კანჯო - მცირე უგემბანო გემი.

კაობანგი - ქალაქი ვიეტნამში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

კაოკო (კაოკოფელდი) - პლატო ნამიბიაში.

კაოლაკი - ქალაქი სენეგალში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

კაოლანი - ქალაქი სამხრეთ ვიეტნამში, დონგჰაპის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

კაოლინი (ჩინ.) - თეთრი ფერის თიხა, კერამიკული ნედლეული.

კაოსი - ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის მე-12 მეფე (I საუკუნის 30-60-იანი წწ).

კაორი - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (20 ათასი).

კაპაბლანკა (კაპაბლანკა ი გრაუ-პერა) ხოსე რაულ - კუბელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში 1921-27 წლებში (1888-1942 წწ).

კაპადოკია - მცირე აზიის ცენტრალური ნაწილის ისტორიული ოლქი (თურქეთი).

კაპათა - ქართული კულტურის კერა იერუსალიმში, სიონის მთაზე, XI საუკუნეში აგებული.

კაპ-აიტიენი - ქალაქი-პორტი ჰაიტიში (80 ათასი).

კაპაკუპი - კბილების ერთმანეთზე ცემის ხმა.

კაპანევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰიპონევსის ვაჟი, არგოსის მეფე, თებეზე გალაშქრებულ შვიდ გმირთაგან ერთ-ერთი.

კაპანაძე დავით - ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1898-1971 წწ).

კაპანაძე ზურაბ - მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

კაპანელი კონსტანტინე (ნამდვილი გვარია ჭანტურია) - ლიტერატურათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე ისტორიკოსი (1889-1952 წწ).

კაპანი

  1. მთის კლდიანი ფერდის ფხა.

  2. ქვა ღოჯი (საბა).

კაპანო (ბოტი) - მცირე ზომის ძრავიანი, აფრიანი ან სანიჩბავი გემი.

კაპარი - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, აქვს გართხმული ეკლებიანი ღერო და მსხვილი თეთრი ყვავილები; გაუშლელ კოკრებს ამწნილებენ.

კაპარჩხინა და კაპარჩხანა - კაპასი, ანჩხლი, ავი (ქალი).

კაპარჭი - ისრების ჩასაწყობი ყუთი.

კაპარჭინა

  1. მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

  2. (აბრამის ბრამა) - მტკნარი წყლის თევზი, კობრისებრთა ოჯახისა.

კაპასი - ვინც უმნიშვნელო მიზეზის გამო ბრაზობს და ჩხუბობს; ანჩხლი, ავი.

კაპელა

  1. ნულოვანი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი მეეტლის თანავარსკვლავედისა, ჩრდილოეთის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მანათობელი.

  2. (იტალ.)ანსამბლი, რომელიც შედგება მომღერალთა და დამკვრელთაგან.

  3. საეკლესიო მგალობელთა გუნდი.

  4. კათოლიკური სამლოცველო.

კაპელანი (ლათ.) - კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიაში:

  1. მღვდელი ან მღვდლის თანაშემწე.

  2. მღვდელი არმიაში.

კაპელდინერი (გერმ.) - თეატრის ან საკონცერტო დარბაზის თანამშრომელი, რომელიც მაყურებლებს ბილეთებს უმოწმებს და თვალყურს ადევნებს წესრიგს.

კაპელმაისტერი (გერმ.)

  1. XVI-XVIII საუკუნეებში საგუნდო, ინსტრუმენტალური და ვოკალური კაპელის ხელმძღვანელი.

  2. XIX საუკუნიდან თეატრალური, საჯარისო, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.

კაპენჰერსტი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის დასავლეთ ნაწილში, უირალის ნახევარკუნძულზე. ატომური მრეწველობის ცენტრი.

კაპერი

  1. (ინგლ.) - მონადირის მოკლეპირიანი დანა.

  2. (ჰოლანდ.) - XIX საუკუნის შუა წლებამდე კერძო გემი, რომელიც თავისი მთავრობის ნებართვით ნადირობდა კონდრაბანდით დატვირთულ მტრის და ნეიტრალური ქვეყნების გემებზე.

კაპეტინგები - ფრანგ მეფეთა რიგით მესამე დინასტია 987-1328 წლებში. სახელი ეწოდა მეფე ჰუგო კაპეტის (987-996 წწ) მიხედვით.

კაპეტოლიონი - სამსჯავრო ტაძარი (საბა).

კაპი

  1. მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიცეულის აუზში.

  2. მოჭრილი ხის განტოტება, რომელსაც ქმნის მასზე ამოზრდილი რტოს შერჩენილი ნაწილი.

  3. ამონაკვეთი რტო, მოგრძედ მოკვეთილი (საბა).

კაპი არტურ - ესტონელი კომპოზიტორი (1878-1952 წწ).

კაპი ეუგენ - ესტონელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1990 წწ).

კაპიევი ეფენდი - დაღესტნელი მწერალი (1909-1944 წწ).

კაპიკი - წვრილი ფული, მანეთის მეასედი ნაწილი საბჭოთა კავშირში და ამჟამად რუსეთში.

კაპიკლარი - კაცის კლვის ზედამდეგი (საბა).

კაპილავასტუ (kapilapuru) - ბუდას დაბადების ადგილი; ბუდიზმის ერთ-ერთი წმინდა ადგილი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ჰიმალაების სამხრეთ კალთებზე მდებარეობდა.

კაპილარი (ლათ.)

  1. ძალიან წვრილი, ბეწვისებრი ღილაკი.

  2. უწვრილესი სისხლძარღვი.

კაპილონი - ესე არს სახლი მგზავრთა სადგური, არა თუ ფუნდუკი არამედ სხვა რიგი (საბა).

კაპისი - იხილე როხასი.

კაპის მთები - მთები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

კაპიტალდაბანდება - სახსრები, რომლებიც დაბანდებულია რაიმე საქმეში, წარმოებაში.

კაპიტალი

  1. კარლ მარქსის უმთავრესი ნაშრომი. პირველი ტომი გამოვიდა 1867 წელს. მეორე - 1885 წელს (გამოსაცემად მოამზადა ფრიდრიხ ენგელსმა).

  2. თანხა, ფული, ფასეულობა, ქონება.

კაპიტალიზმი - საზოგადოებრივი წყობის სახესხვაობა, რომელიც კერძო საკუთრების ქონაზეა დაფუძნებული; თავისუფალი მეწარმეობის სისტემა.

კაპიტალური - საფუძვლიანი, ძირითადი, მთავარი.

კაპიტანი

  1. მრავალი ქვეყნის არმიაში - ოფიცრის სამხედრო წოდება. წარმოიშვა შუა საუკუნეების საფრანგეთში.

  2. გემის უფროსი, მეთაური.

  3. სპორტში - გუნდისთავი.

კაპიტანია - XVI-XIX საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ბრაზილიასა და პორტუგალიის სხვა კოლონიებში.

კაპიტან-კომანდორი - სამხედრო ჩინი რუსეთის ფლოტში XVIII საუკუნეში; კონტრ-ადმირალის ჩინის წინამორბედი.

კაპიტელი (ლათ.) - კოლონის, სვეტის, პილასტრის დამაგვირგვინებელი ელემენტი.

კაპიტოლიუმი

  1. ძველი რომის ერთ-ერთი ბორცვი; ქალაქის გამაგრებული ნაწილი. პირველდაწყებითი სახელი სატურნია.

  2. აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე შენობა კონგრესისა.

კაპიტონოვი ვიქტორ - რუსი სპორტსმენი (ველორბოლა), 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

კაპიტულარები - კაროლინგების დინასტიის ფრანკთა მეფეების კანონები და განკარგულებები.

კაპიტული

  1. (კათედრალური კაპიტული) კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში ეპისკოპოსთან არსებული საბჭო.

  2. კათოლიკურ სასულიერო-სარაინდო და ბერმონაზვნურ ორდენებში - მმართველ პირთა კოლეგია.

კაპიტულანტი

  1. პირი, რომელიც კაპიტულაციას ახდენს.

  2. ადამიანი, რომელიც უკან იხევს სიძნელეების წინაშე.

კაპიტულაცია (ლათ.)

  1. საომარი მოქმედების შეწყვეტა და დამარცხების აღიარება.

  2. უკან დახევა სიძნელეთა წინაშე.

კაპიუშონი (ფრანგ.) - თავსაბურავი, რომელიც ზევიდან ჩასაცმელს ან წამოსასხამს აქვს მიკერებული საყელოზე უკანა მხრიდან.

კაპიშისტრა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე (3156 მეტრი).

კაპიცა პეტრე - რუსი ფიზიკოსი და ინჟინერი, აკადემიკოსი (1894-1984 წწ).

კაპლანი ანატოლი - რუსი მხატვარი (1902-1980 წწ).

კაპლანი ფანი (დორა) - სოციალისტ-რევოლუციონერი (ესერი) ქალი, რომელსაც დაბრალდა 1918 წლის 30 აგვისტოს ლენინზე განხორციელებული თავდასხმა; დახვრიტეს 1918 წელს.

კაპლანიანი რაჩია - სომეხი მსახიობი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1923-1988 წწ).

კაპლერი ალექსეი - რუსი კინოდრამატურგი (1904-1979 წწ).

კაპლინსკი იაან - ესტონელი პოეტი (დაიბადა 1941 წელს).

კაპლუნოვსკი ვლადიმირ - რუსი მხატვარი და კინორეჟისორი (1906-1969 წწ).

კაპნისთავი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

კაპნისტი ვასილი - რუსი დრამატურგი და პოეტი (1758-1823 წწ).

კაპნისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, წვერუკნისღელის მარცხენა შენაკადი.

კაპოდიმონტე - ეროვნული მუზეუმი და გალერეა ნეაპოლში. დაარსებულია 1738 წელს.

კაპოდისტრია იოანის - გრაფი, 1827 წლიდან საბერძნეთის პრეზიდენტი (1776-1831 წწ).

კაპოეტი

  1. მტაცებელი ფრინველი; ფრინველი წელიწად-გამოვლილი (საბა).

  2. მტკნარი წყლის თევზი.

კაპოეტისწყალი - მდინარე ბზიფის ისტორიული სახელწოდება.

კაპონირი (ფრანგ.)

  1. თავდაცვითი ნაგებობა, რომლიდანაც შესაძლებელია ცეცხლის წარმართვა ორი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით.

  2. თვითმფრინავის საფარი, თავშესაფარი.

კაპორი - ბავშვის და ქალის თავსაბურავი, რომლის ზონრებს ნიკაპთან იკრავენ.

კაპოტი (ფრანგ.)

  1. ქალის საშინაო სამოსელი.

  2. ავტომობილის ძრავის საფარი.

კაპოუტი (კეპოტი) ტრუმენ - ამერიკელი მწერალი (1924-1984 წწ).

კაპოშვარი - ქალაქი უნგრეთში, შომოდის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (75 ათასი).

კაპრა ფრენკ - ამერიკელი კინორეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი (1897-1991 წწ).

კაპრა ფრიტიოფ - ამერიკელი ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

კაპრალი (ფრანგ.) - უმცროს მეთაურთა შემადგენლობის სამხედრო წოდება დასავლეთის ქვეყნების ზოგ არმიაში.

კაპრაში - ყვითელ-მოწითალო ფერისა (საქონელი).

კაპრაშიანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

კაპრებისმთა - მწვერვალი საჩხერის და ზნაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე.

კაპრეშუმი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

კაპრი - იტალიის კუნძული ტირენის ზღვაში.

კაპრივი ლეო ფონ - გერმანიის რაიხსკანცლერი 1890-94 წლებში (1831-1899 წწ).

კაპრიზი (ფრანგ.) - ახირებული სურვილი, უცნაური აჩემება, ჭირვეულობა.

კაპრისი - იგივეა, რაც კაპრიჩო.

კაპრიჩო (იტალ.) - იმპროვიზაციული ხასიათის ვირტუოზული მუსიკალური პიესა.

კაპროლაქტამი - ორგანული ნაერთი, წარმოადგენს ნედლეულს, რომლისგანაც იღებენ კაპრონს.

კაპრონი - ხელოვნური ბოჭკო და მისგან მიღებული ქსოვილი.

კაპსტადი - სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნის სახელი აფრიკაანსის ენაზე.

კაპსუკასი - ლიტვის ქალაქ მარიამპოლეს სახელი 1955-89 წლებში.

კაპტალი - სანტიმეტრის სიგანის ზოლი, რომელსაც აკრავენ წიგნის ბლოკის ყუის კედლებზე.

კაპტაჟი (ფრანგ.)

  1. სითხის ან აირის მიწისქვეშა წყაროს მოქცევა მილებში, ჭებში და მისთანებში მისი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

  2. ნაგებობა წყაროს გამოსვლის ადგილზე.

კაპტეინი იაკობუს კორნელის - ნიდერლანდელი ასტრონომი (1851-1922 წწ).

კაპტენარმუსი - თანამდებობრივი პირი ასეულში, რომელიც იარაღის და სხვა ქონების აღრიცხვის პასუხისმგებელია.

კაპუა - უძველესი ქალაქი იტალიის კამპანიის პროვინციაში.

კაპუანა ლუიჯი - იტალიელი მწერალი და კრიტიკოსი (1839-1915 წწ).

კაპუასი - მდინარე ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანის დასავლეთ ნაწილში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 1040 კილომეტრი).

კაპუდან-ფაშა - თურქეთის სასულთნოს ფლოტის უმაღლესი სამხედრო ჩინი.

კაპუეტა (Agropyrum cristatum) - მრავალწლოვანი ბალახი, აქვს ვიწრო ფოთლები, სავარცხლისებრი თავთავი. მაღალი ღირსების საკვებია.

კაპუეტი - იხილე კაპოეტი.

კაპუნი

  1. იგივეა, რაც კაპაკუპი.

  2. ყბათა ყბის ტკეცება (საბა).

კაპური რაჯ - ინდოელი კინომსახიობი და რეჟისორი (1924-1988 წწ).

კაპუსტნიკი - სახუმარო-იუმორისტული სანახაობა რუსულ თეატრში, ხშირად პაროდიული ხასიათისა, რომელიც პრობლემატურ თემებს მოიცავს.

კაპუტ! (გერმ.) - ბოლო, დასასრული, დაღუპვა.

კაპუტიკიანი სილვა - სომეხი პოეტი ქალი (1919-2006 წწ).

კაპუტჯუხი - სომხეთში ზანგეზურის ქედის უმაღლესი წერტილი (3940 მ).

კაპუცინები - 1528 წელს ფრანცისკანელთა ორდენისაგან გამოყოფილი მოგლახაკე ბერთა ორდენის წევრები. პირველად იტალიაში მოქმედებდნენ, შემდეგ მთელ ევროპაში გავრცელდნენ და კათოლიკური კონტრრეფორმაციის მნიშვნელოვან ძალად იქცნენ XVI საუკუნეში.

კაპუცინი - ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მცირე ზომის მაიმუნის ჯიში.

კაპუციხი - მთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

კაპუჭელები - მცირერიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფი დაღესტანში.

კაპუჭური ენა - დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა.

კაპფენბერგი - ქალაქი ავსტრიის შტირიის მხარეში.

კაპჩაგაი - ქალაქი ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში (45 ათასი).

კაჟანდევი - ზღაპრებში - ძალიან დიდი, ვეება დევი.

კაჟბადი - იგივეა, რაც სილიციუმი.

კაჟგალიევი შამგონ - ყაზახი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

კაჟი

  1. ძალიან მაგარი ქვა; ხმარობდნენ ცეცხლის დასაკვესებლად.

  2. ტალი, საღრტილი, ცეცხლის ქვა (საბა).

კაჟიანი (კაჟოვანი) - რასაც კაჟი ურევია.

კაჟიმი - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

კაჟლაევი მურად - დაღესტნელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

კარა

  1. სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

  2. მდინარე რუსეთის არხანგელსკის ოლქში, ერთვის კარის ზღვას.

კარა კარლო - იტალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1881-1966 წწ).

კაპრა რაფაელა (ნამდვილი გვარი პელონი) - ესტრადის იტალიელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1943 წელს).

კარაბა - კარის ჩარჩოს ზედა ნაწილი.

კარაბადინი

  1. სხვადასხვა ავადმყოფობათა აღწერილობის და მკურნალობის ცნობების შემცველი სამკურნალოი წიგნი.

  2. ასტროლოგიური საწინასწარმეტყველო წიგნი.

კარაბანოვო - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (20 ათასი).

კარაბაში - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

კარაბინერები

  1. ფეხოსანთა ჯარის და კავალერიის სახესხვაობა. ევროპაში არსებობდა XV საუკუნიდან.

  2. იტალიის, ჩილეს და სხვა ქვეყნების ჟანდარმერიის პირადი შემადგენლობის სახელი.

კარაბინი (ფრანგ.) - ცეცხლსასროლი იარაღი, მოკლე და მსუბუქი თოფი. შეიქმნა XV საუკუნეში.

კარაბიუქი - ქალაქი თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში (105 ათასი).

კარაბიხა - რუსი პოეტის, ნიკოლაი ნეკრასოვის სახლ-მუზეუმი ქალაქ იაროსლავლის მახლობლად.

კარაბობო - შტატი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ვალენსია.

კარაბჩიევსკი იური - რუსი მწერალი და კრიტიკოსი (1938-1992 წწ).

კარაგა - მდინარე რუსეთის კამჩატკის ოლქში, ერთვის ბერინგის ზღვას.

კარაგეორგი (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგ პეტროვიჩი) - ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სერბთა პირველი აჯანყების მეთაური 1804-13 წლებში (1768-1817 წწ).

კარაგეორგიევიჩები - სერბიის, და შემდეგ მთელი იუგოსლავიის, მეფეთა დინასტია 1903-1941 წლებში.

კარაგის კუნძული - კუნძული ბერინგის ზღვის კარაგის ყურეში, კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირთან.

კარაგოდეუაშხი - კრასნოდარის მხარის სტანიცა კრიმსკაიასთან აღმოჩენილი ძვ.წ.აღ. IV-III სს ერთ-ერთი ბელადის ყორღანი.

კარადა - ერთგვარი დგამი, ავეჯის ნაწილი.

კარადრინა - პეპელა ხვატრისებრთა ოჯახისა. ბამბის, პამიდვრის, იონჯის და სხვათა მავნებელია.

კარავაევა ანა - რუსი მწერალი ქალი (1893-1979 წწ).

კარავაი - აღმოსავლელ სლავთა მითოლოგიაში - არსება, რომელიც ნაყოფიერებას გამოხატავს. მისი სიმბოლოა პური.

კარავაკი ლუი - რუსეთში მოღვაწე ფრანგი ფერმწერი (XVII ს დასასრული - 1754 წ).

კარავანკე - აღმოსავლეთ ალპების მთაგრეხილი ავსტრიაში.

კარავაჯიზმი - XVII საუკუნის ევროპის რეალისტური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი მხატვრული სისტემა.

კარავაჯო (ნამდვილი გვარი მერიზი) მიქელანჯელო და - იტალიელი ფერმწერი, ევროპული ხელოვნების რეალისტური მიმდინარეობის მამამთავარი (1573-1610 წწ).

კარაველა (იტალ.) - იალქნიანი (3-4 ანძა) საზღვაო ხომალდი, რომელიც გავრცელებული იყო ევროპაში XIII-XVII საუკუნეებში.

კარაველოვი ლიუბენ - ბულგარელი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი (1834-1879 წწ).

კარაველოვი - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 1880-86 წლებში, ბულგარეთის ერთ-ერთი რეგენტი (1843-1903 წწ).

კარავი

  1. დროებითი სადგომი, საბრჯენზე გაჭიმული ქსოვილი.

  2. პარლამენტის მსგავსი ორგანო, რომლის დაარსებაც მოსთხოვა ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურმა დასმა თამარ მეფეს.

კარათეოდორი კონსტანტინ - გერმანელი მათემატიკოსი (1873-1950 წწ).

კარათერზი უოლის ჰიუმ - ქიმიკოსი (1896-1937 წწ).

კარათისჯვარი (კარატისჯვარი) - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტზე, მდინარეების ლიქოკისხევისა და აკუშოსხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფზე. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა და შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით (სიმაღლე - 2684 მეტრი).

კარათხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბის მარჯვენა შენაკადი.

კარაი - მდინარე რუსეთის სარატოვის ოლქში, მდინარე ხოპიორის მარჯვენა შენაკადი.

კარაი რეფიქ ჰალიდ - თურქი მწერალი და ჟურნალისტი (1888-1970 წწ).

კარაიანი ჰერბერტ ფონ - ავსტრიელი დირიჟორი (1908-1989 წწ).

კარაისკაკისი გეორგიოს - კონტინენტალური საბერძნეთის ჯარების მხედართმთავარი 1821-29 წლების საბერძნეთის რევოლუციის დროს (1780-1827 წწ).

კარაკალა (ნამდვილი სახელი სეპტიმუს ბასიანუსი, სრული საიმპერატორო სახელი მარკუს ავრელიუს ანტონიუსი) - რომის იმპერატორი 211-217 წლებში (186 - 217 წწ).

კარაკალი

  1. ქალაქი რუმინეთის ოლტის ჟუდეცში.

  2. მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველი კატების ოჯახისა; ველის ფოცხვერი.

კარაკასი - ვენესუელის დედაქალაქი 1830 წლიდან, ფედერალური რეგიონის ცენტრი (1,3 მილიონი).

კარაკინი - საზომი იარაღი დეტალთა გარე წრფივი ზომების შესადარებლად მასშტაბური სახაზავის ან კალიბრის მიხედვით აღებულ ზომებთან.

კარაკლაიჩი რადმილა - XX საუკუნის 60-იანი წლების ესტრადის იუგოსლაველი მომღერალი ქალი.

კარაკოზოვი - რუსი რევოლუციონერი, 1866 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ზე თავდასხმის ორგანიზატორი (1840 - 1866 წ).

კარაკული - იხილე ყარაკული.

კარაკურტი - იხილე ყარაყურთი.

კარალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

კარალი ვერა - რუსი ბალერინა და კინომსახიობი. ძირითადად მოღვაწეობდა ემიგრაციაში (1889 - 1972 წწ).

კარამაი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში (200 ათასი).

კარამანლისი კონსტანტინოს - ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1980-85 და 1990-95 წლებში (1907-1998 წწ).

კარამბოლი

  1. დარტყმის სახეობა ბილიარდში.

  2. ბილიარდის თამაშის სახეობა.

  3. ბილიარდის წითელი ბურთი.

კარამბოლინა

  1. ბილიარდში ხუთი ბურთით თამაში.

  2. ბილიარდის ყვითელი ბურთი.

კარამელი - საკონდიტრო ნაწარმიც და ამგვარი ნაწარმის შესაღებად გამოყენებული დამწვარი შაქარიც.

კარამზინი ნიკოლაი - რუსი ისტორიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი (1766-1826 წწ).

კარამიანი ერაზმ (ნამდვილი გვარი მელიქ-კარამიანი) - სომეხი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1985 წწ).

კარამიში - მდინარე რუსეთის სარატოვის ოლქში, მდინარე მედვედიცის მარცხენა შენაკადი.

კარამურანი - უღელტეხილი ჩინეთში, არკატაგის (პრჟევალსკის) ქედზე.

კარანდაში (ნამდვილი სახელი და გვარი მიხაილ რუმიანცევი) - ცირკის რუსი მსახიობი, კლოუნი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1983 წწ).

კარანსა ვენუსტიანო - 1910-17 წლების მექსიკის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, 1917-20 წლებში მექსიკის პრეზიდენტი (1859-1920 წწ).

კარანტანია - დასავლეთის სლავთა ადრეფეოდალური სახელმწიფო VII-IX საუკუნეებში.

კარანტინი (იტალ.) - ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც მიმართულია ინფექციური დაავადებების და ეპიდემიის კერათა გავრცელების აღსაკვეთად.

კარაოკე (იაპონ. „ორკესტრის გარეშე”) - პოპულარული სიმღერის შესრულება მოყვარულთა ფონოგრამაზე ჩაწერილი მუსიკის თანხლებით.

კარაპა - ნავია მომცრო (საბა).

კარაპანი - სახლის უკედლო დერეფანი.

კარაპეტი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

კარარა - ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანას ოლქში (70 ათასი).

კარა-სალი - მდინარე რუსეთის ვოლგოგრადის და სარატოვის ოლქებში, მდინარე სალის ერთ-ერთი მდგენელი.

კარასი ვეკოსლავ - ხორვატი ფერმწერი (1821-1858 წწ).

კარასიკი იული - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1923 წელს).

კარასლავოვი გეორგ - ბულგარელი მწერალი (1904-1980 წწ).

კარასლავოვი სლავ - ბულგარელი მწერალი (დაიბადა 1932 წელს).

კარასუკი

  1. ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში (30 ათასი).

  2. მდინარე რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში, მდინარე კულუნდის სტეპში.

კარატაები - რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მორდოველების ეთნიკური ჯგუფი.

კარატაელები - ხუნძების მცირერიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფი დასავლეთ დაღესტანში.

კარატე (იაპონ. „შიშველი ხელებით”) - იარაღის გარეშე თადაცვის სახესხვაობა. საერთაშორისო ფედერაცია დაარსებულია 1968 წელს.

კარატი

  1. საიუველირო საქმეში გამოყენებული მასის ერთეული 200 მგ ანი 2.10-4 კგ.

  2. ოქროს ოდენობა შენადნობებში. სუფთა ოქრო შეესაბამება 24 კარატს.

კარატიგინი ვასილი - რუსი მსახიობი, სანკტ-პეტერბურგის თეატრის წამყვანი ტრაგიკოსი (1802-1858 წწ).

კარატისჯვარი - იხილე კარათისჯვარი.

კარატიში - მდინარე უკრაინის ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში, მდინარე ბერდის მარცხენა შენაკადი.

კარაული - საჴედარი ვირი (საბა).

კარაქი - ცხიმი, რომელსაც იღებენ რძის ან მაწვნის შედღვებით.

კარაქსი ლეონ (ნამდვი ლი სახელი და გვარი ალექსანდრ დიუპონი) - ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1960 წელს).

კარაშ-სევერინი - ჟუდეცი რუმინეთში.

კარაჩაევსკი (1944 წლამდე მიქოიან-შახარი, 1957 წლამდე ქლუხორი) - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოკრუგში.

კარაჩები - ბოლონიური სკოლის იტალიელ მხატვართა ოჯახი: ლოდოვიკო (1555-1619 წწ), აგოსტინო (1557-1602 წწ) და ანიბალე (1560-1609 წწ).

კარაჩევი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

კარაჩენცევი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, მოღვაწეობს მოსკოვის “ლენკომის” თეატრში (დაიბადა 1944 წელს).

კარაჩი აგოსტინო - იტალიელი ფერმწერი (1557-1602 წწ).

კარაჩი ანიბალე - იტალიელი ფერმწერი (1560-1609 წწ).

კარაჩი ლოდოვიკო - იტალიელი ფერმწერი (1555-1619 წწ).

კარაჩი - იხილე ყარაჩი.

კარაჭინი - ნაქსოვის ფერÃსაცმელი, რომელსაც სპარსნი ჩორაბს უÃმობენ (საბა).

კარაჯა ბორის - რუმინელი მოქანდაკე (1906-1985 წწ).

კარაჯა სტეფან ტოდოროვ - პირველი ბულგარული ლეგიის მონაწილე, პარტიზანთა ჯგუფის მეთაური 1868 წლიდან (1840-1868 წწ).

კარაჯალე იონ ლუკა - რუმინელი მწერალი (1852-1912 წწ).

კარაჯიჩი ვუკ - სერბი ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ეროვნული აღორძინების მოღვაწე (1787-1864 წწ).

კარაჯიჩი რადოვან - ბოსნიელი სერბების პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი (დაიბადა 1945 წელს).

კარბა - ქვაბის ყური (საბა).

კარბელაშვილი გივი - მწერალი (დაიბადა 1923 წელს).

კარბელაშვილი ვასილ - მუსიკოსი, მგალობელი, საზოგადო მოღვაწე (1858-1936 წწ).

კარბელაშვილი პოლიევქტ - მუსიკოსი, მგალობელი, მწიგნობარი, პუბლიცისტი (1855-1936 წწ).

კარბი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

კარბიდი (ლათ.) - ნახშირბადის ნაერთი ზოგიერთ ლითონთან.

კარბიურატორი (ფრანგ.) - დანადგარი, რომელშიც მზადდება საწვავი მასა შიგაწვის ძრავისათვის თხევადი სითხის და ჰაერის ურთიერთშერევით.

კარბიურაცია (ფრანგ.) - შიგაწვის ძრავებში საწვავი ნარევის მიღება თხევად სათბობში ჰაერის შერევით.

კარბიურიზატორი - მაგარი, აირისებრი ან თხევადი ნახშირბადოვანი ნივთიერება, რომელსაც უნარი შესწევს ნახშირბადი გადასცეს სხვა ნივთიერებას.

კარბიშევი დიმიტრი - რუსი მხედართუფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1880-1945 წწ).

კარბოგენი (ლათ.) - 5-7% ნახშირმჟავა აირისა და 93-95% ჟანგბადის ნარევი; იყენებენ შესასუნთქად მოწამვლის ან შოკის დროს.

კარბოვანეცი - უკრაინის ფულის ერთეული 1991-1996 წლებში.

კარბოთერმია - მეტალურგიული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონების აღდგენა მათი ნაერთებიდან ნახშირბადითა და ნახშირბადის შემცვლელი მასალებით მაღაროს ტემპერატურის პირობებში.

კარბოლეინი (ლათ.) - ხელოვნური სათბობი - ხის ან ნახშირის მტვრის ნარევი კუპრთან.

კარბოლინეუმი (ლათ.) - ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება, მოყავისფრო შავი სითხე, რომელსაც იღებენ ქვანახშირის კუპრისგან.

კარბოლიტი - პლასტმასა, რომელსაც იღებენ ფორმალინისა და კარბოლმჟავასაგან.

კარბოლმჟავა (ლათ.) - იგივეა, რაც ფენოლი.

კარბონადი (ფრანგ.) - ღორის სუკი, რომელსაც დანაყული ნიორი ან ჯავზი აქვს წასმული და ისე შემწვარი.

კარბონადო (ესპან.) - ალმასის სახესხვაობა; იყენებენ ჭაბურღილის გასაბურღავად.

კარბონარები (იტალ.) - წევრები ფარული რევოლუციური ორგანიზაციისა, რომელიც დაარსდა იტალიაში XIX საუკუნის დასაწყისში და იბრძოდა იტალიის განთავისუფლებისა და ერთიანობისათვის.

კარბონატი (ლათ.)

  1. ნახშირმჟავა მარილი.

  2. საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ლითონის ნახშირმჟავა ნაერთებს.

  3. შავი ალმასი წვრილმარცვლოვანი აგებულებისა.

კარბონატიტი - ქანი, რომელიც ძირითადად კარბონატებისაგან შედგება.

კარბონი (ლათ.) - დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში პალეოზოური ერის მეხუთე პერიოდი - „ქვანახშირის პერიოდი”.

კარბონიზაცია და კარბონირება - რაიმე ხსნარის ან სითხის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით.

კარბონიტი (ლათ.) - ფეთქებადი ნივთიერება, სუსტი დინამიტი, რომელიც შეიცავს 24-30% ნიტროგლიცერინს, ჭვავის ფქვილსა და გვარჯილას.

კარბორუნდი - კაჟბადისა და ნახშირბადის ნაერთი, მაგარი კრისტალური ნივთიერება; იყენებენ ცეცხლგამძლე მასალების დასამზადებლად.

კარბუნკული - მედიცინაში - კანის შიგნითა ფენებისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება; ზოგჯერ ვითარდება რამდენიმე ფურუნკულის შერწყმის შედეგად.

კარგა

  1. საკმაოდ დიდი; საკმაოდ.

  2. მნიშვნელოვნად, შესამჩნევად.

კარგამოკეტილი - მიტოვებული, დაცარიელებული.

კარგარეთელები - ქართველი კალიგრაფები: სვიმონი (XVI ს), იესე (XVII ს), ამბროსე (XVII ს).

კარგარეთელი ია (ილია) - ფოლკლორისტი, კომპოზიტორი, მომღერალი (ტენორი) და საზოგადო მოღვაწე (1867-1939 წწ).

კარგატი - ქალაქი რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში.

კარგი

  1. ისეთი, როგორიც საჭიროა. სასურველი, მოსაწონი.

  2. სიკეთე.

  3. დიდი, მნიშვნელოვანი.

  4. ცოდნის შეფასების ნიშანი - ოთხიანი.