The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა ტაბულა 2012 №106
დოკუმენტის ნახვა საფოსტო ყუთი
დოკუმენტის ნახვა სიტყვასიტყვით
დოკუმენტის ნახვა ObamaLeaks
დოკუმენტის ნახვა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტაციის საქმე
დოკუმენტის ნახვა ინტერვიუ ლევან ბეჟაშვილთან
დოკუმენტის ნახვა ბაგრატის ტაძარი - ასლი თუ ორიგინალი
დოკუმენტის ნახვა ნარკოპოლიტიკის გენდერული პრობლემები
დოკუმენტის ნახვა გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები
დოკუმენტის ნახვა მესამე ინდუსტრიული რევოლუცია
დოკუმენტის ნახვა დაბრუნება შუა საუკუნეებში
დოკუმენტის ნახვა ევრო გადარჩა, ჯერჯერობით
დოკუმენტის ნახვა სოციალისტებმა ორმაგი მანდატი მიიღეს
დოკუმენტის ნახვა პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფო ბრუნდება
დოკუმენტის ნახვა თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლისათვის ემზადება
დოკუმენტის ნახვა ამერიკის კონგრესი გაეროს დაფინანსების შემცირებას გეგმავს
დოკუმენტის ნახვა ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მატულობს
დოკუმენტის ნახვა გაზრდილი ინვესტიციები
დოკუმენტის ნახვა Surface - ტაბლეტების ოჯახი MicroSoft-ისგან
დოკუმენტის ნახვა ნიკო ნიკოლაძე
დოკუმენტის ნახვა ერთი თასის 13 ფინალი
დოკუმენტის ნახვა ლებრონის დღიურიდან
დოკუმენტის ნახვა ნიჭიერი სესკ ფაბრეგასი
დოკუმენტის ნახვა By Night, ანუ ხელოვნება ღამით
დოკუმენტის ნახვა წიგნები, რომლებმაც წაგვიკითხეს
დოკუმენტის ნახვა ფოტოგრაფის ერთი ფოტო
დოკუმენტის ნახვა ჟან-პიერ მოენი დმანისში
დოკუმენტის ნახვა აკვარიუმების დასასრულის მწერალი
დოკუმენტის ნახვა მოსავლის წელი თუ ჩამოსხმა?
დოკუმენტის ნახვა ბოსტნეულის ასორტი
გაშლილი ტექსტი დიდი მოცულობისაა თქვენი ბრაუზეისთვის

ნიკო ნიკოლაძე

 

არქივი

„მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთისაგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“.

„როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუაგონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში“.

„ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხში რად თხის რძეს გვა წო ვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ სა ღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“.

„ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის“.

„მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს“.

„ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ „მე ვარ და სხვა არავინო“, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს“.

„გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის გადასაწყვეტად“.