The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
წიგნის დახურვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
ფოლდერის დახურვა სასამართლო პრაქტიკა
ფოლდერის დახურვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
დოკუმენტის ნახვა კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ 1978
დოკუმენტის ნახვა დანჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ნახვა პრინცესა კაროლინა გერმანიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნახვა ჰალფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1997
დოკუმენტის ნახვა ლამბერტი საფრანგეთის წინააღმდეგ 1998
დოკუმენტის ნახვა ჩაპელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989
დოკუმენტის ნახვა გასკინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1989
დოკუმენტის ნახვა სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1983
დოკუმენტის ნახვა კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ 1998
დოკუმენტის ნახვა ნიმეცი გერმანიის წინააღმდეგ 1992
დოკუმენტის ნახვა P.G. და J.H. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 2001
დოკუმენტის ნახვა როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ 2000
დოკუმენტის ნახვა Z ფინეთის წინააღმდეგ 1997
დოკუმენტის ნახვა პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 2003
დოკუმენტის ნახვა ლინდერი შვედეთის წინააღმდეგ 1987
დოკუმენტის ნახვა მალოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 1984
გაშლილი ტექსტი დიდი მოცულობისაა თქვენი ბრაუზეისთვის

პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 2003

 

ფაქტები:

1998 წლის აგვისტოს ერთ საღამოს ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერამ (CCTV) დააფიქსირა ბატონი პეკის გამოსახულება სამზარეულოს დანით ხელში, როდესაც ის ბრენტვუდ ჰაი სტრიტზე მიდიოდა. ბატონმა პეკმა თვითმკვლელობა სცადა და დანით მაჯაზე ვენები გადაისერა, რაც სამართალდამცავებს კამერის მეშვეობით არ უნახავთ. მათ პოლიციის მანქანა გაგზავნეს შემთხვევის ადგილზე, მას შემდეგ, რაც დანით შეიარაღებული პეკი დაინახეს ქუჩაში. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მათ ვენებდასერილი ბატონი პეკი დახვდათ, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ამ ამბის შემდეგ ადგილობრივმა საბჭომ გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც ლაპარაკი იყო ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ეფექტურობაზე და საილუსტრაციოდ ამ კამერით გადაღებული ბატონი პეკის ფოტოებიც იყო მოყვანილი, სადაც მისი სახე სათანადოდ დაფარული არ გახლდათ. ამ პრესრელიზის საფუძველზე ორმა გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ფოტოებით. ასევე რეპორტაჟი მომზადდა და გადაიცა ანგლია TV-სა და BBC-ზე, სადაც ნაჩვენები იყო ვიდეომასალა, რომელიც ადგილობრივმა საბჭომ ტელევიზიებს მიაწოდა და რომელიც ბატონი პეკის თვითმკვლელობის მცდელობას ასახავდა. ადგილობრივმა საბჭომ ვიდეომასალის გადაცემისას ტელევიზიები გააფრთხილა, რომ ასახულ პირთა სახეები სათანადოდ უნდა დაფარულიყო, რათა შესაძლებელი არ გამხდარიყო მათი იდენტიფიცირება. მიუხედავად ამისა, ბატონი პეკის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა BBC-ზე გადაცემის ხილვისას ის მაშინვე ამოიცნეს.

ბატონმა პეკმა სარჩელით მიმართა სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელს, რომელმაც მის სარჩელს მხარი დაუჭირა, თუმცა ამ ორგანოს, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, ზიანის ანაზღაურების პრეროგატივა არ გააჩნია. რაც შეეხება პრესას, ბატონმა პეკმა პრესის საჩივრების საბჭოში წარმატებას ვერ მიაღწია. საბჭომ დაადგინა, რომ ბატონი პეკის ფოტოები ქუჩაში იყო გადაღებული, რაც საჯარო ფორუმს წარმოადგენს. ამის გამო აქ ლაპარაკი ვერ იქნება მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაზე. ბატონი პეკი უშედეგოდ ეცადა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაესაჩივრებინა. სასამართლომ უარი თქვა მის განხილვაზე. მან საბოლოოდ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართა.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება:

თავდაპირველად სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ ინფორმაციისა და ვიდეო- და ფოტომასალის გამჟღავნება მედიისათვის სერიოზულ ჩარევას წარმოადგენდა ბატონი პეკის პირად ცხოვრებაში. ამის დადგენის შემდეგ სასამართლომ იმსჯელა, იყო თუ არა ჩარევა კანონით დადგენილი. ბრიტანეთის სისხლის სამართლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აქტის თანახმად, ადგილობრივ საბჭოებს უფლება აქვთ ქუჩაში განათავსონ სპეციალური კამერები და, ამასთან, გაამჟღავნონ და გაავრცელონ ამ კამერის მიერ გადაღებული მასალა. სასამართლო ეთანხმება მოპასუხე სახელმწიფოს, რომ ინფორმაციის ასეთ გამჟღავნებას საფუძვლად ედო ლეგიტიმური მიზანი - დანაშაულის აღმოფხვრა და სხვათა უფლებების დაცვა.

ყოველივე ამის დადგენის შემდეგ სასამართლოს გასარკვევი რჩება, თუ რამდენად იყო დადგენილი ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს ფაქტს, რომ ბატონი პეკი კამერის მიერ გადაღებული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულად არ ყოფილა ცნობილი რაიმე დანაშაულისათვის. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ჩარევა არაპროპორციული გახლდათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამჟღავნება სხვა მეთოდებითაც შეიძლებოდა, მაგალითად, ბატონი პეკის თანხმობის საფუძველზე და მედიისთვის მკაცრი მოთხოვნის წაყენებით, რომ სათანადოდ დაეფარათ გადაღებული პირის სახე.

ამ საქმეში სახელმწიფო დაობს, რომ ბატონი პეკის გადაღება საჯარო ადგილას, ქუჩაში მოხდა. შესაბამისად, მას პირადი ცხოვრების დაცვის გონივრული მოლოდინი არ უნდა გააჩნდეს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მასალა გადაღებული იყო ქუჩაში, რომელიც ზოგადად საჯარო ფორუმს წარმოადგენს, არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ ბატონი პეკი „კერძო მდგომარეობაში“ არ იმყოფებოდა. ბატონი პეკი ქუჩაში იმისთვის არ გამოსულა, რომ რაიმე საზოგადოებრივ მოვლენას დასწრებოდა ან რაიმე საჯარო ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა. იგი საჯარო ფიგურა არ გახლავთ და ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ეს მდგომარეობა ისე ფართოდ გავრცელდებოდა, როგორც ეს შემდეგ მოხდა. სასამართლო თვლის, რომ ადგილობრივ საბჭოს ინფორმაციის გამჟღავნებამდე წინასწარ უნდა მოეპოვებინა ბატონი პეკის თანხმობა და შემდგომ სათანადოდ დაეფარა მისი სახე, რომ იგი მის ოჯახსა და მეგობრებს ვერ ამოეცნოთ.

სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბატონი პეკი გადაღებისას ქუჩაში იყო, არ ართმევს მას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ტრადიციულად საჯარო ადგილია, ამ საქმეში მოსარჩელე ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ქმედებები ცნობილი გახდებოდა იმ დროს ქუჩაში გამვლელების გარდა კიდევ სხვა პირებისათვისაც.

სასამართლო ადგენს, რომ მერვე მუხლთან ერთად დარღვეულია კონვენციის მეცამეტე მუხლიც (უფლება ეფექტურ შიდა მექანიზმებზე). ბატონი პეკი წარუმატებლად ეცადა სასამართლოში გაესაჩივრებინა პრესის საჩივრების საბჭოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში შიდა სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საბჭომ „არარაციონალურად“ იმოქმედა. ბუნებრივია, რომ ასეთი მოთხოვნა საკმაო სირთულეს ქმნის აპელანტისათვის და ეს ზოგადად საკმაოდ მაღალი ბარიერია. ამასთან, არც სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელს და არც პრესის საჩივრების საბჭოს ( რომ დაედგინათ კიდეც ბატონი პეკის წინააღმდეგ დარღევა) არ შეუძლიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დამრღვევის მიმართ. შესაბამისად, მხოლოდ მათი ხელმისაწვდომობა არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ მექანიზმებად.

სასამართლო ადგენს, რომ ბატონი პეკის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მერვე მუხლი.