The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გრინსტოუნის ბიბლიოთეკარის ინტერფეისი (GLI) ხელმისაწვდომს ხდის გრინსტოუნის ფუნქციების ადვილად გამოყენებას თავისი მარტივი ინტერფეისის წყალობით. იგი იძლევა დოკუმენტების შეგროვების, იმპორტის, მათთვის მეტამონაცემების მიწერისა და შემდეგ გრინსტოუნის კოლექციის შექმნის საშუალებას.

შევნიშნოთ, რომ GLI უნდა იყოს გაშვებული გრინსტოუნის ძირითად პროგრამასთან ერთად და გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ინსტალირებული გრინსტოუნის თქვენი ინსტალაციის ქვედირექტორიაში. ამისათვის საჭიროა გრინსტოუნის რომელიმე დისტრიბუციის გადმოტვირთვა ან დაყენება გრინსტოუნის CD-ROM-დან.

GLI-ის გაშვება Windows-ით

იმისათვის რომ ჩართოთ ბიბლიოთეკარის ინტერფეისი Windows-ით აირჩიეთ Greenstone Digital Library სექციიდან Programs, რომელიც მოთავსებულია i>Start მენიუში და შემდეგ აირჩიეთ Librarian Interface.

GLI-ის გაშვება Unix-ით

იმისათვის რომ ჩართოთ ბიბლიოთეკარის ინტერფეისი Unix-ით, გადადით gli დირექტორიაში გრინსტოუნის თქვენს ინსტალაციაში და შემდეგ გაუშვით gli.sh სკრიპტი.

GLI-ის გაშვება Mac OS X-ით

მონახეთ Applications შემდეგ Greenstone (იმ შემთხვევაში თუ გრინსტოუნი დაინსტალირებული გაქვთ სისტემურად ნაგულისხმევ ადგილზე), და შემდეგ გაუშვით GLI პროგრამა.
 

ახალი ზელანდიის ციფრული ბიბლიოთეკის პროექტი
კომპიუტერულ მეცნიერებათა კათედრა, ვაიკატოს უნივერსტეტი, ახალი ზელანდია