The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ძიება: at დონეზე სიტყვისთვის
Georgian Keyboard

 

კოლექციის შესახებ

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების პროექტია. პროექტი ხორციელდება 2006 წლიდან. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის” პროექტი შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. და დღესაც წარმატებით ახლდება და ივსება. „სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა“ მუდმივად განახლებადი ელექტრონული კოლექციაა. მასში გაერთიანებულია ქართულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა მომიჯნავე დარგებში. კოლექციაში ასევე გაერთიანებულია სამართლებრივი და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია, სახელმძღვანელოები, საერთაშორისო დოკუმენტები, კონვენციები, დეკლარაციები და ა.შ. სამოქალაქო განათლების განყოფილება, კოლექციის განახლებისა და შევსების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ავტორებთან და გამომცემლებთან.

როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია - კოლექციაში

კოლექციაში ინფორმაციის მოძიების 4 გზა არსებობს: (გაუმჯობესებული ძიებისათვის შეგიძლიათ შებრძანდეთ პარამეტრებში)

  • ძიება კონკრეტული საკვანძო სიტყვის მიხედვით ხორციელდება ძიება ღილაკზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა თემატიკა -ს მიხედვით თემატიკა მენიუზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა სათაური -ს მიხედვით სათაურები მენიუზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა ავტორები (პერსონალია) -ს მიხედვით ავტორები (პერსონალია) მენიუზე დაჭერით