The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ძიება: სიტყვისთვის
Georgian Keyboard

 

კოლექციის შესახებ

ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური არქივი შეიქმნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ხელშეწყობით 2011 წელს.

არქივი ქართულ საზოგადოებას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს უახლეს ისტორიას 1995-2003 წლების განმავლობაში. არქივი წარმოდგენილია გაციფრებული ვიდეომასალის სახით. ვიდეოარქივში შესულია მასალები, რომლებიც ასახავს მითითებული წლების პოლიტიკურ ცხოვრებას, საარჩევნო და საპარლამენტო პერიპეტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს, უცხოეთში ქართული დელეგაციების ვიზიტებს და ა.შ.

სულ კოლექციაში შესულია 205 ვიდეოფაილი.

ვიდეოარქივში სიუჟეტები დალაგებულია თემატურად - თარიღების, ვიდეოზე ასახული პირებისა და გადაღებული ვიდეოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ძიება საშუალებას იძლევა მოძიებულ იქნას შესაბამისი მასალა ზემოთდასახელებული პარამეტრების მიხედვით.

პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ შექმნილი ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური არქივი საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

 


როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია - კოლექციაში

კოლექციაში ინფორმაციის მოძიების 4 გზა არსებობს: (გაუმჯობესებული ძიებისათვის შეგიძლიათ შებრძანდეთ პარამეტრებში)

  • ძიება კონკრეტული საკვანძო სიტყვის მიხედვით ხორციელდება ძიება ღილაკზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა ადგილმდებარეობა -ს მიხედვით ადგილმდებარეობა მენიუზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა თარიღები -ს მიხედვით თარიღები მენიუზე დაჭერით
  • დოკუმენტის მოძებნა ავტორები (პერსონალია) -ს მიხედვით ავტორები (პერსონალია) მენიუზე დაჭერით