სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი
წინამდებარე ლექსიკონის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მასში ასახულია როგორც სამედიცინო აზროვნების ტერმინოლოგიური ლექსიკა, ასევე თანამედროვე მეცნიერული თუ პრაქტიკული თემატიკის მრავალფეროვნება.
ამგვარი შრომის შექმნის მიზანი მდგომარეობს სპეციალური ტერმინოლოგიის სრულყოფაში. გარდა სამედიცინო ტერმინოლოგიისა, ლექსიკონ ში შეტანილია ის სიტყვები, სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში.
ლექსიკონში სამედიცინო საკითხებთან ერთად აღწერილია მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიის ტერმინები და განმარტებები, ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ეტიმოლოგიის ძირითადი დაავადებები. მასში განმარტებულია სამედიცინო პროფილეს 5400-მდე გავრცელებული ცნება, სიტყვათა კომბინაცია და ტერმინი, მათი ეტიმოლოგია, ზოგ შემთხვევაში კი სინონიმი. გარდა ამისა, ლექსიკონში სათანადო ყურადღება ეთმობა ზოგიერთი ინფექციური პროფილის დაავადების გამომწვევი აგენტების ბიოლოგიურ თავისებურებებს.
წიგნი სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის და შესაბამისი პროფილეს სპეციალისტებისათვის
- The number of terms: 5,377
- Pages: 269 (Browse) — Contents
- Last modified: 11 May 2017