ქრისტიანობის ლექსიკონი ქრისტიანობის ლექსიონში ანბანურადაა დალაგებული ცნებები და ცნობები, რომლებიც მოკლედ, თუმცა საფუძვლიანად, წარმოაჩენს ქრისტიანულ სამყაროს: საღმრთო წერილსა და საღმრთო გადმოცემას, ეკლესიის მოძღვრებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის სულიერ და ლიტურგიულ ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიის განმაპირობებელ მოვლენათა განვითარებასა და თანამედროვე მდგომარეობას, კანონიკური სამართლის დებულებებსა და ღმრთისმოსაობის პრაქტიკებს; ცალ-ცალკეა დახასიათებული ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობათა, სწავლებათა, დაჯგუფებათა წარმოშობა და რაობა; ამავე დროს, გულდასმითაა შერჩეული და მოწოდებული უმთავრესი მონაცემები მსოფლიოს ყველა გავრცელებული რელიგიისა თუ რელიგიურ მოძრაობათა შესახებ. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორ-შემდგენლებს. წყარო: ქრისტიანობის ლექსიკონი / პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ. : სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
|
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |