ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი შეიცავს საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესახებ ენციკლოპედიური ხასიათის ინფორმაციას, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტების მიხედვით არის შედგენილი. ლექსიკონი შედგება წინასიტყვაობის, საძიებლის, ანბანზე დალაგებული სტატიების და ბიბლიოგრაფიისგან. ის უფრო თვალნათელს ხდის "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტების რეალურ სახეს და განსაზღვრავს მათ მნიშვნელობას საქართველოს ისტორია-კულტურაში. ლექსიკონში ასევე შესულია "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებული თითოეული ადგილ-პუნქტის შესახებ არქეოლოგიური, ისტორიულ-გეოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი მონაცემები.
ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორ-შემდგენლებს.
წყარო: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი / გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
- The number of terms: 701
- Pages: 36 (Browse) — Contents
- Last modified: 11 May 2017