ჯავახური ლექსიკონი
ლექსიკონი გაწყობილია ანბანთ რიგზე, განმარტებები ძირითადად ავტორისეულია, ინფორმატორების მიწოდებული ინფორმაციით, ყველა ლექსიკურ ერთეულს ახლავს ციტატა ცოცხალი მეტყველებიდან. მასში მოცემულია XX საუკუნის მეორე ნახევრის დიალექტში არსებული ლექსიკური ერთეულების უმრავლესობა, როცა ქართველთა წილი საგრძნობი იყო ჯავახეთში. ყველა ლექსემა ჩაწერილია ადგილზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მთქმელებისაგან. ხშირად მიმართავს ავტორი სიტყვის სრული განმარტებისათვის "ვეფხისტყაოსანს" (ნაწარმოებში დადასტურებული სიტყვების კვალდაკვალ). ზოგ შემთხვევაში მითითებულია ლექსიკური ერთეულის უცხოური წარმომავლობაც. განმარტებები მოკლე და ლაკონურია, სიტყვის სრულად წარმოჩენისათვის ხშირად მითითებულია ორი ციტატაც. გამოყენებულია ხალხური ლექსები, ანდაზები, აფორისტული გამონათქვამები და სხვა.
წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
- The number of terms: 6,851
- Pages: 343 (Browse) — Contents
- Last modified: 8 May 2017