ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს. მასში მოცემულია ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი. ლექსიკონი შედგენილია აქამდე არსებული სხვადასხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე. გამოცემაში მოცემულია თითოეული ნივთის განმარტება ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენათა ასპექტები. ლექსიკონზე მუშაობდნენ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლები და მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე მკითხველთა ფართო სპექტრისთვის.

ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორ-შემდგენლებს.

წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3, 200 ც.


The number of terms: 2,058
Pages: 103 (Browse) — Contents
Last modified: 28 May 2024

Recently added

1კონკილა, ქვეშამდგე (იმერ.), ქესადგუმე (მეგრ.), ბოჯგი (აჭარ.)28 May 2024
2ჩიხრიხი8 May 2017
3შურდული8 May 2017
4ფსკვნილი8 May 2017
5უნჯეთი8 May 2017
6ტყლაპი8 May 2017
7ტყაპუჭი, ტყავი(ჩუბ.), ტყავფუჩი (გურ.)8 May 2017
8ტარსიკონი8 May 2017
9ტარკოში8 May 2017
10ტარაღი8 May 2017
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9