სომხურ-ქართული ლექსიკონი
ქართულ-სომხური ისტორიულ-ფილოლოგიური ურთიერთობების მკვლევრის, პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის მიერ შედგენილი პირველი სომხურ-ქართული ლექსიკონი გადამუშავდა, შეივსო და გამოიცა 1996 წელს. ლექსიკონი შეიცავს 22000 სიტყვას, რაც სომხური ენის ძირითად ლექსიკურ ფონდს წარმოადგენს. წიგნი კარგ სამსახურს გაუწევს სომხური ენის შემსწავლელ სტუდენტებს, მთარგმნელებს, მეცნიერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.
წყარო: მელიქსეთ-ბეგი, ლეონ. სომხურ-ქართული ლექსიკონი / გადაამუშავა, შეავსო და გამოსაც. მოამზადა მერაბ რობაქიძემ ; აღმოსავლეთმცოდნ. ფაკ. არმენოლ. კათედრა, თბილისის დამოუკ. უნ-ტი. - თბ. : ნეკერი, 1996 (ს/ს "პირველი სტამბა"). - 334გვ. ; 20სმ..
- The number of terms: 20,893
- Pages: 1,045 (Browse) — Contents
- Last modified: 13 July 2017