დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში გამოყენებულია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ყველა სიტყვა-სტატია; ქართული პრესის (1999-2002) მონაცემთა ბაზა; თანამედროვე ქართველი მწერლების ორმოცამდე დიდი მოცულობის ნაწარმოების ელექტრონული ვერსია; ილია აბულაძისა და ზურაბ სარჯველაძის მიერ შედგენილი ძველი ქართული ლექსიკონები და ლექსიკური მასალები; თანამედროვე ქართული ენის 30-მდე დიალექტური ლექსიკონი და მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები. გამოცემაში მკითხველი იპოვის მრავალ ისეთ სიტყვას, რომელიც სხვა ლექსიკონებთან შედარებით უფრო ზუსტადაა განმარტებული ან, საერთოდ, პირველად განიმარტება. ლექსიკონის მიზანია ინგლისური ენის ეკვივალენტების წარმოდგენა ქართული ენის რთული კორპუსისთვის, როგორც სალიტერატურო (უძველესი, კლასიკური თუ თანამედროვე) ენის, ისე სასაუბრო მეტყველებისა და დიალექტური მასალის გათვალისწინებით. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს. წყარო: დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი = A Comprehensive Georgian-English Dictionary : [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე..., დონალდ რეიფილდი (მთ. რედ.) და სხვ.. - ლონდონი : გარნეტი, 2006. - 27 სმ.. - ორივე ტომი ერთად მოთავსებულია კაბრაში. - ISBN 0-9535878-3-5
|
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |